შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იოანა / ნაწილი პირველი /


19-10-2018, 04:07
ნანახია 332

იოანა / ნაწილი პირველი /

„ მსურველები ბედს მიჰყავს, არამსურველებს – მიათრევს. “ - ლათინური ანდაზა.

******
ღიღინით მიდიოდა ქუჩაში,ყვითელ ჩანთიანი,ქალი.დღეს მისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დღეა.უკვე 27 წლისაა და ჯერ კიდევ ვერ ნახა ისეთი მამაკაცი,რომელიც მისი მეორე ნახევარი იქნებოდა. ყოველთვის უნდოდა შვილი,ამიტომ როგორც კი გაიგო ახალი ამბავი,არც დაფირებულა ისე დათანხმდა.
თავშესაფრის კარი გულ-დამშვიდებულმა შეხსნა და მისკენ მომავალი მეგობრის დანახვისას ,სახეზე ღიმილი მოეფინა.
-თათა,როგორ ხარ საყვარელო? - ღიმილით გადაეხვია მონატრებულს.
-კარგად ნინ,შენ როგორ ხარ? - გულწრფელი ღიმილი მოეფინა სახეზე,ქალს.
-იმდენი ხანია არ მინახავხარ ,რომ რა ვიცი.იმედია,არ გათხოვილხარ,თორემ ხომ იცი მე მოვიგებ ნიძლავს. - ეშმაკურად აუთამაშა წარბები,ქალს.მას კი გაეცინა.
-არა,რა თქმა უნდა. მოკლედ, ახლობელი დამიკავშირდა და მითხრა,რომ ჩვილი ბავშვი მოუყვანიათ,აქ ამიტომ ვარ.
-ჰო , მოიყვანეს. საწყალი, ბავშვი. დედამისმა მოიყვანა,დატოვა და თავად ქვეყნიდან წავიდა.ვერავინ მივაკვლიეთ მის ასავალ-დასავალს. დარწმუნებული ვარ შესანიშნავ დედობას გაუწევს მას, მე ნამდვილად მჯერა შენი და ამიტომ დავავალე ნანას შენთვის დაერეკა. - თათას, ამის გაგებისას უხილავი შეგრძნება გაუჩნდა, ჯერ არ ნახული ბავშვის მიმართ.
-დიდი მადლობა ნინნ, ხომ მიცნობ არა? საკუთარი შვილებისგან არ გამოვარჩევ,უკვე ერთი თვეა ოთახის მოწყობა დავიწყე, თითქოს გული მიგრძნობდა. - ჩაეღიმა მას.
-კარგი,წამოდი საბუთები ყველაფერი წესრიგშია,ამიტომ შეგიძლია დღესვე წაიყვანო სახლში.
მეგობარი მიუძღვოდა წინ, რაც უფრო უახლოვდებოდა საძინებელ ოთახს, მით უფრო სწრაფად უცემდა გული მოსალოდნელი შეხვედრის გამო. და,აი დადგა შეხვედრის დროც. ხელ-ფეხი უკანკალებდა,გრძნობებს ვერ თოკავდა.გრძნობდა,რომ ეს მომენტი მთელ მის ცხოვრებას შეცვლიდა. ნინამ, იქვე მდგარ ძიძას დაუძახა და ბავშვის მოყვანა თხოვა.
უყურებდა,როგორ მიჰყავდათ მასთან პაწაწინა არსება და ნელ-ნელა ეპარებოდა გრძნობა,რომელსაც „დედობა“ ჰქვია.
-აი,ისიც პატარა იოანა,სახელი ჩვენ შევურჩიეთ, მაგრამ შეგიძლია დაბადების მოწმობაში სახელი შეუცვალო.
ხელში აიყვანა თუ არა თვალები,მარილიანი სითხით აევსო,სწრაფად ახამხამებდა,რომ ხილვადობა გაეწმინდა.სახე ახლოს მიუტანა,მისი სურნელი,ახალშობილის სურნელი, სახეზე მოელამუნა.ნინას გახედა,რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თვალცრემლიანი უყურებდა ამ სცენას, თვალებში ჩახედა და მზერით უთხრა უდიდესი მადლობა,რომელსაც სიტყვებით ვერც კი გამოხატავდა... სახლში როგორ მივიდა ისიც არ ახსოვს.მისი თვალები ,მხოლოდ პატარა იოანას ხედავდნენ...
ჰო, იოანას.....

* * * * * *
დილით იოანას ღუღუნმა გააღვიძა.პირველად ეამა დილით ადრე გაღვიძება.ადრე,როცა ვინმე აღვიძებდა საშინლად ბრაზობდა,ახლა კი ამ პატარა ბავშვმა ყველაფერი შეცვალა,მისი ცხოვრებაც კი. სამზარეულოში შევიდა და კარადიდან რძის ფხვნილი გამოიღო,ელექტრო მადუღარა ჩართო და დაელოდა მის გაცხელებას. პატარას გახედა და სარწეველა კალათაში ჩააწვინა და სამზარეულოში გაიყვანა,უკვე მომზადებული რძე გააგრილა და იოანაც ასაუზმა.
ჭამისას ისე უცებ ჩაეძინა პატარას,რომ ვერც მოიოხა გული მისი მოფერებით.
ოთახში გაიყვანა და საწოლში ჩააწვინა.
ჭიქა ყავით ხელში გავიდა აევანზე, პუფში ჩაესვენა და ფიქრი დაიწყო...
ახლა მიხვდა, რომ არავისთვის უთქვამს ეს ამბავი,მობილური მოიმარჯვა და პირველ რიგში ოჯახის წევსრებს და დაქალს მისწერა: „როგორ ხართ? საღამოს გამომიარეთ, ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის.“ თქვა და მდივანზე დაესვენა... დედამისის საყვარელი ტორტი გამოაცხო , ალუბლის.ყველაფერი გაამზადა,მშობლებს,დას და ბავშობის მეგობარს ელოდა.მიუხედავად იმისა,რომ მათ თათას ყველა გადაწყვეტილება იცოდნენ, ამ თემის გარდა. თათა ღიმილით დაჰყურებდა მძინარე ანგელოზს დაგული სითბოთი ევსებოდა.
კარის ხმაზე დინჯი ნაბიჯებით გაემართა შემოსასვლელისკენ, ღრმად ჩაისუნთქა და სახელური ჩამოსწია.
-დეეე, მამმ როგორ ხართ? - გადაეხვია მონატრებულ მშობლებს.
-კარგად დეე,შენ როგორ ხარ ? ასე უნდა მშობლების დავიწყება? სულ აღარ გახსოვს არც დედა და არც მამა.. - როგორც ყოველთვის, ჯუჯღუნი დაიწყო,ქალბატონმა ლიკამ.
-აქოთქოთდა..რა ხდება მამ აბა?
-მისაღებში შევიდეთ, ლანა და მაკრინეც მოვლენ და გეტყვით ყველაფერს.
მამას ესაუბრებოდა,როცა კარი ხმაურით გაიღო და ქარბორბალასავით შემოიჭრა ლანა და უკან მაკრინე მოჰყვა. მოკითხვისა და ჩახუტებების შემდეგ,თათა ფეხზე წამოდგა, ჩაახველა და დაიწყო.
-აქ შეგკრიბეთ ყველა,ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ,რადგან მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ. დარწმუნებული ვარ,რომ თქვენც ისევე გაგიხარდებათ,როგორც მე მიხარია ახლა... - მცირე პაუზა გააკეთა - მოკლედ,ბევრი რომ არ ვილაპარაკო...
ოთახიდან გავიდა და უკან პატარა იოანასთან ერთად დაბრუნდა. ყველაფერს ელოდნენ მაგრამ არა ამას,ჯერ გაოცება დაეტყოთ სახეზე,შემდეგ სიხარული.
-ეს იოანაა,მე მას დედობას გავუწევ, იმედი მაქვს გეყვარებათ და მიიღებთ ისე როგორც თქვენს სისხლსა და ხორცს მიიღებდით.ამიერიდან იოანა იქნება თქვენი შვილიშვილი,დისშვილი და ნათლული.
ბოლო სიტყვები თქვა თუ არა ეგრევე წამოიშალნენ და ყველა იოანას „ეცა“. თათა შორს იდგა და უყურებდა უკვე შემდგარ ოჯახს... ქალბატონი ლიკა ცრემლიანი თვალებით ეხუტებოდა თათას,მის პირველ სიხარულს და გული სიამაყით ევსებოდა...

იმ დღის შემდეგ, ყველაფერი იყო ისე ,როგორც არასდროს...
იმ დღის შემდეგ, თათამ იგრძნო რა იყო დედობა...
იმ დღის შემდეგ, ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო...
სანამ....

******

უკვე 6 თვე გავიდა მას შემდეგ,რაც ჩემი პატარა ანგელოზი,იოანა სახლში მოვიყვანე.
ყოველ დღე ღმერთს მადლობას ვუხდი, იმისთვის რომ ასეთი საჩუქარი გამომიგზავნა მისი სახით. მივეჩვიე ადრე ადგომასა და ფაფების მზადებას. ყოველ საღამოს,როცა კარგი ამინდია ვასეირნებ ხოლმე. უყვარს ხალხის ყურება,როცა ვინმე ლაპარაკობს ისე უყურებს თითქოს ესმის ,თუ რას ამბობენ ისინი. დედა თითქმის ყოველდღე მოდის. მათი დამოკიდებულება მიხარია.
ვამაყობ, ჩემი ოჯახით...
დილით დედა ადრე გამოვიდა ჩემთან,რათა რედაქციაში წავსულიყავი. თავიდან ცოტა მიჭირა მისი დატოვება, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე და მივხვდი, რომ სანერვიულო არაფერია.
იოანას მუქი ყავისფერი თვალები,შავი თმა და წარბები აქვს. დამერწმუნეთ, ულამასეზი გოგონაა.
-დეე, მე წავედი და თქვენ იცით, თუ რამე დამირეკე და მალევე მოვალ.
ახალი წიგნი ვთარგმნე. პირველად გამიჩნდა სურვილი,რომ წიგნი არ დასრულებულიყო,იგი გადმოსცემდა სხვადასხვა ადამიანის ბედს,თუ როგორ შეუძლია ამ უხილავ ძალას, შეგახვედროს სრულიად მოულოდნელად შენს ბედს...
-სალო, 2 ყავა შემოიტანე და ერთად დავლიოთ.- შევედი თუარა ეგრევე ვთხოვე,ჩემ ასისტენტს. ძალიან კარგი გოგონაა. თანატოლი გოგონებისგან გამოირჩევა იმით, რომ მას ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი ბავშურობა.
ხუთი წუთი არ იყო გასული სალო ყავით ხელში,რომ დამადგა თავს. ჩემი იოანას შესახებ მეკითებოდა რაღაცეებს. ძირითადად ის მიყვებოდა ახალი ლექტორების შესახებ,
ჰო,სტუდენტია თანაც მეორე კურსელი. გიკვირთ ალბათ,როგორ მოხვდა აქ. ეს იყო პირადად ჩემი სურვილი, დამიჯერეთ,ღირს დავუთმოთ ასპარეზი მოტივირებულ ახალგაზრდება,რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის,რომ იყვნენ წარმატებულნი თავის საქმეში.
ფიქრებში წასულმა,მოზუზუნე მობილურის ხმაც კი ვერ გავიგე, რომ არა სალომე, ალბათ . კიდევ დიდხანს ვიქნებოდი ასე.
-გისმენ , დეე ,როგორ ხართ? იოანა ხომ კარგადაა?
-კარგადაა ნუ ღელავ.. თათა , დედი შეგიძლია სახლში მოხვიდე?
-ახლავე? ხო მშვიდობაა დედა?
-კი,კი ნუ ღელავ. უბრალოდ სტუმარია მოსული და შენი ნახვა სურს.
-კარგი,მოვდივარ.
დედას ხმაზე ეტყობოდა აღელვება,ამან იმდენად ამანერვიულა, რომ გზაში კინაღამ 2-ჯერ გამოვიწვიე ავარია. სულ ფართხა-ფურთხით ავირბინე მესამე სართულზე,სუნთქვა დავარეგულირე და სახლში ისე შევედი. ყველაფერი შემოსასვლელში დავაწყე და მისაღებისკენ დავიძარი,საიდანაც საუბრის ხმა გამოდიოდა.
დივანზე უცხო მამაკაცი იჯდა,ხელში პატარა იოანა ეჭირა და ისე ეფერებოდა თითქოს მისი სისხლი და ხორცი ყოფილიყოს.
-გამარჯობა? - ჩემ ხმაზე მამაკაცმა იოანადან ყურადღება ჩემკენ გადმოიტანა.შევხედე თუ არა მზერა გამიშეშდა,იმდენად ჰგავს იოანა მას,რომ შემეშინდა კიდეც. - გისმენთ, რა ხდება? - ძლივს ამოვილუღლუღე.
-მე , დიმიტრი გელოვანი ვარ. ბავშვის მამა.
„ბავშვის მამა“ , „ბავშვის მამა“ , „ბავშვის მამა“........... უსასრულოდ ჩაესმოდა გონებას ეს ორი სიტყვა და მეც ნელ-ნელა გონებას ვკარგავდი, ყველაფერი დამიბუჟდა,თითქოს წლებია უმოძეაოდ ვარ,ისე მქონდა შეგრძნება დაკარგული ხელ-ფეხში.

„იმისთვის მოვიდა,რომ იოანა წაიყვანოს“
„იმისთვის მოვიდა,რომ იოანა წაიყვანოს“
„იმისთვის მოვიდა,რომ იოანა წაიყვანოს“
კადრივით ახვევდა ამ სიტყვებს გონება და საბოლოოდ გავითიშე....

***
უსულო სხეული ესვენება,ნაზად, მიწაზე და თან მიაქვს რაღაც უხილავი,თითქოს ნაცნობი,მაგრამ მაინც უცნობი....

***

^^^
დავბრუნდი ახალი ისტორიით,რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია,ზედმეტად არ გავწელავ,რა თქმა უნდა..
ძალიან მომენატრეთ ჩემო მოტივტორებო...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Life is wonderful

ვუიმეეეე... აი მართლა მართლა ძალიან მაგარია როგორც მე ვიტყოდი "გიჟი" ისტორიაა... აუუუ როგორც იქნა ვიპოვე ისეთი ისტორია რომელიც ჩემს სტილში ჯდება... სულმოუთქმელად ველოდები ახალ თაავს... ❤️❤️❤️
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

 


№2  offline წევრი მია15

საინტერესოა მომეწონა.გააგრძელე ველი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent