შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვლი მოსულა (სრულად)


19-10-2018, 14:49
ავტორი თა თა
ნანახია 4 136

თოვლი მოსულა (სრულად)

მეგობრებთან ერთად ზის ბარში და მუცლის ტკივილამდე იცინის,ეს უკვე წესად ექცათ,ყოველ კვირა ბარში ისხდნენ და ერთობოდნენ. ასევე გრძნობდა,რომ ვიღაცის მზერა საშინლად უწვავს მარცხენა ლოყას. თუმცა ეს მაინც არ ადარდებს და ისევ არხეინად აგრძელებს ხითხითს
-აუუ კარგი რაა მათე,მართლა ცუდად ვარ უკვე ამდენი სიცილისგან -ძლივს ამოუშვა რამდენიმე სიტყვა პირიდან,სიცილისგან ძლივს ლაპარაკობდა. მათე,სამეგობროში ყველაზე მასხარა და ცირკი ბიჭი იყო. მის გვერდით ერთი წუთი ვერ მოიწყენდა კაცი.
-ოოო მოიცა მთავარი არ მომიყოლია -ასევე სიცილით თქვა მათემ და კვლავ ანკას და ნიას შეხედა,რომელიც სიცილისგან იკლაკნებოდნენ
-მე გავალ და მალე მოვალ -გამოუცხადა ანკამ მეგობრებს და საპირფარეშოსკენ აიღო გეზი. ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, თან მათეს ხუმრობებს დააღწევდა თავს და თან იმ ბიჭს,რომელიც მთელი ორი საათი თვალს არ აშორებდა. ონკანი მოუშვა, ცივი წყალი სასიამოვნოდ მოხვდა სახეზე, ბევრი დალევისგან სულ ეწვოდა სახე. წაბლისფერი,გრძელი, სწორი თმა,სველი ხელით გაისწორა,მერე კვლავ მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა. თუმცა ისედაც ულამაზესი იყო, თავის ცისფერ თვალებს,რომ შემოგანათებდა სულ დაგავიწყდებდა ვინ იყავი. გასასვლელში თავისთვის ჩაილაპარაკა
-მე შენ გასწავლი,როგორ უნდა გოგოზე მიშტერება -და ისევ მოცეკვავე ხალხს შეერია. ცალი თვალი იმ მაგიდისკენ გააპარა სადაც ის ბიჭი იჯდა,უცნობი აღარ უყურებდა,თუმცა მალევე მოიხედა ანკასკენ,ანკამ მაშინვე მკვლელი მზერა ესროლა,რითაც მიახვედრა,რომ "თუ ჭკვიანად არ იქნები მაგრად მიიღებო". მერე ისევ სამეგობროს შეუერთდა,ნუუ..როგორც ყოველთვის მათე სასაცილო ისტორიებს ყვებოდა
-ანკა,მეჩვენება თუ ის ტიპი მაგარი გამოშტერებულივით გიყურებს -ცოტა ხნის მერე გადაუჩურჩულა ნიამ დაქალს,თან თვალები იმ ბიჭისკენ გააპარა
-მიყუროს კიდე,ყურებას კი არ ვუშლი -მხრები აიჩეჩა ანკამ,არადა როგორ უნდოდა ახლა იმ ბიჭის მაგრად მიბეგვა.
-ისე არაა ცუდი ბიჭი ხო იცი -ნიას გაეცინა
-მოკეტე ნია -დაუღრინა ანკამ
-მშვენიერი ქერა,გრძელი თმები აქვს -მაინც აგრძელებდა ნია,ანკას ნერვებზე თამაშს
-ნია გითხარი,რომ მოკეტე თქო-ახლა უფრო ხმამაღლა დაუყვირა ანკამ დაქალს,ყურში სულ გველის სისინივით ჩაესმოდა ნიას ხმები
-ულამაზესი მწვანე თვალები..ხო მართლა არ მიიხედო ისევ გიყურებს -მაინც არ რჩებოდა ნია,ანკას გაგიჟებას
-ვსიო,ახლა მიყუროს მაგან -ანკა ფეხზე მთელი ინერციით წამოვარდა,მაგიდასთან გამოშტერებული ნია და მათე დატოვა და იმ უცნობი ბიჭისკენ გაემართა. ბიჭი ჯერ კიდევ პირდაღებული უყურებდა,გაუკვირდა "თვითონ გამოიჩინა ინიციატივა ჩემს გასაცნობადო?" თავის ფიქრებზე გიჟივით გადაიხარხარა უცნობმა ბიჭმა. ანკა კი ისე იყო გაცეცხლებული,წამში გამოასალმებდა იმ ბიჭს სიცოცხლეს
-უკაცრავად,მაგრამ შენთვის არ უსწავლებიათ,რომ გოგოზე უაზროდ მიშტერება კანონით ისჯება? -ანკამ მაგიდაზე ხელები დააწყო და ჯიქურად ჩააშტერდა ბიჭს თვალებში. მის საქციელზე ბიჭის ძმაკაცებმა სიცილი ატეხეს,მარტო უცნობი ბიჭი იჯდა გამოშტერებული,არ ელოდა ანკას ამ საქციელს
-აჰაჰაჰა, აუუ რა ჩაგიტარა -ახარხარდა უცნობი ბიჭის გვერძე მჯდომი შავგვრემანი,და კიდევ ერთიც აიყოლია,რაზეც უცნობი ბიჭის მკვლელი მზერა მიიღეს ორივემ საჩუქრად. მერე ნელ-ნელა ადგა ფეხზე,მაგიდას ისიც ორივე ხელით დაეყრდნო და ანკასთან უფრო ახლოს მიისწია
-მომისმინე ბავშვი,როგორც ჩანს განათლებული ხარ მაგ სფეროში,და შენ ისიც გეცოდინება,რამდენით ისჯება გოგოზე მიშტერება -არც უცნობი ბიჭი ჩამორჩა,განსაკუთრებით ბოლო სიტყვა გამოკვეთა მკაფიოდ.. ბავშვი? ამ სიტყვამ ანკა სულ გააგიჟა,ნეტავ ვინაა ამის ბავშვი, დიდი-დიდი 2 წლით იყოს მასზე დიდი. როგორ უნოდა ახლა ამ ბიჭის მიხრჩობა ადგილზე, ჯერ მთელი საათებია თვალს არ აშორებს და მერე კიდე აქეთ ეღადავება
-მე შენ განახებ ვინაა ბავშვი -ანკა გაცეცხლებული გაისწია ბიჭისკენ,თუმცა ვიღაცის ხელებმა ადგილზე გააქვავეს
-უკაცრავად -მათემ მორცხვად უთხრა ბიჭს -როგორც ჩანს ცუდ ხასიათზეა ჩემი გოგო,ამიტომ ჩვენ დაგტოვებთ ხო ასეა ანკა? -მათემ ანკას გაუღიმა და ხელით მოქაჩა, ფეხი გამოადგიო -კიდევ ერთხელ ბოდიში -ისევ იმ ბიჭს გაუღიმა და ძლივს გამოათრია ანკა თავიანთ მაგიდაზე
-გოგო შენ სულ გააფრინე? რა კონცერტებს აწყობ აქ? -ახლა მათემ დაუწყო ჩხუბი დას
-შენ,რომ არა მაგრად მოხვდებოდა -ამაყად გაიშალა ბეჭებში ანკა და თავის საქციელს,რომ დაუფიქრდა გემრიელად გადაიკისკისა
-ოხხ,როდის გაიზრდები ძაან მაინტერესებს -ახლა ნიამ დაიწყო სიცილი
-არც არასდროს -საყვარლად ააციმციმა ცისფერი თვალები და ისევ გაიცინა
-ჰეე..ახლა დავიშალეთ სანამ მართლა ომი არ ატეხილა აქ -თქვა ნიამ..სამივე წამოდგა ფეხზე და გასასვლელისკენ გაემართნენ..ანკამ ისე ჩაუარა გვერდი უცნობ ბიჭს თითქოს არაფერი მომხდარა. აიი,სამაგიეროდ ბიჭი იყო გაგიჟებული..არ იმჩნევდა,მაგრამ,რომ იცოდეთ რა ხდებოდა,რა ცეცხლი გიზგიზებდა მის გულში...
იმ ღამეს ყველა თავ-თავიანთ სახლში წავიდნენ. ანკამ ძილის წინ,როგორც ყოველთვის ცხელი შხაპი მიიღო,ეს ყველაზე მეტად ამშვიდებდა. თან ბოლო ხმაზე მღეროდა,რაც საკმაოდ კარგად გამოსდიოდა,მღერის ნიჭი დედისგან გამოჰყვა. აბაზანიდან მხიარულად გამოვიდა და საძინებლისკენ აიღო გეზი,საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში დაწვა და სავსე მთვარეს,უყურებდა..მთვარის ყურებაში ისე გაერთო,მალევე დაეძინა..
---
ხო მართლა..ანკა დადიანი..21 წლის. პოლიციელი გოგოა და საკმაოდ გადატვითული დღეების შემდეგ ძლივს ახერხებს მეგობრებთან გართობას. პროფესიიდან გამომდინარე ხშირად უწევს ტელევიზორში გამოჩენაც,ალბად ამიტომ აშტერდებოდა,ბარში ის უცნობი ბიჭი. უყვარს თავისი საქმე და უყვარს ადამიანები,ამიტომ ცდილობს ყველაფერი სამართლიანად გააკეთოს..ძალიან უყვარს ლექსების,რომნების, და ისტორიების წერა, რაც საკმაოდ კარგად გამოსდის. თავიდან მწერალი უნდოდა,რომ გამოსულიყო,მაგრამ მერე ისევ პოლიციელობა აირჩია. თუმცა წერისთვის თავი მაინც არ დაუნებებია,თავისუფალ დროს სულ წერდა,ხან ლექსებს,ხან მოთხრობებს მშობლები რუსეთში ჰყავს. სრულწლოვანი,რომ გახდა,ანკა მაშინ ჩამოვიდა საქართველოში,ძმასთან ერთად,მშობლებმა მარტო არ გამოუშვეს,ჯერ კიდევ პატარა ხარო. თან სამშობლოში დაბრუნება მათესაც უნდოდა და ანკასაც და ასე აღმოჩნდნენ ორივე,და-ძმა საქართველოში..სიმართლე,რომ ვთქვა,მშობლებთან კარგი ურთიერთობა არც ჰქონიათ.. აქ მეგობრებიც გაიცნეს,ნია და ანდრე. ანდრე იმ დღეს არ იყო ბარში,საქმეები მაქვს და უჩემოდ გაერთეთ-ო. ანდრე და ნიას,როგორც ჩანს დიდი ხანია ერთმანეთი უყვართ,თუმცა არც ერთი არ აპირებს სიყვარულში გამოუტყდენ ერთმანეთს. თუმცა ისედაც ყველამ,ყველაფერი იცის.
----
დილით ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა,ხელი ნელა წაიღო ტელეფონისკენ,ცალი ხელით თვალები მოიფშვიტა და მოგუდული ხმით უპასუხა
-გისმენთ
-ქალბატონო პოლიციელო,გთხოვთ გამოცხადდეთ ობიექტზე,ნაპოვნია ალკოჰოლისგან გათიშული ერთი არსება,რომლის გამოფხიზლებასაც უშედეგოდ ვცდილობ და რომელიც მაყენებს ფსიქიკურ ზიანს და საშინლად თამაშობს ჩემს ნერვებზე -ყურში მაშინვე ანდრეს ხმამაღალი სიცილის ხმა მოხვდა
-აუუ კარგი რა..ძლივს დასვენების დღე მაქვს და ვინ გაცდის ძილს..ჩემ ძმას ვერ დაურეკე?მე რას მაღვიძებ უფფ-აწუწუნდა ანკა
-ანუ დღეს ისვენებ?
-ჰოო,თუ არ დამირეკეს ვისვენებ
-მშვენიერია,ამოდით დღეს ჩემთან შენ ძმას სიარულის თავი თუ აქვს კიდევ და ნაბეღლავი არ დაგავიწყდეთ თავი მისკდება
-თქვენი გამოსწორება არ იქნება რაა -ჩაიბუტბუტა ანკამ და ტელეფონი გაუთიშა. დილით ბიჭებისგან განსხვავებით სულ ფრენა-ფრენით გავიდა სამზარეულოში,კარგ ხასიათზე ჩანდა. ახარებდა ის ფაქტი,რომ დღეს მაინც არ მოხდა რამე საშინელება, ნუ ჯერ-ჯერობით მაინც. დილით ცხელი ყავა დალია, ძმასთან ერთად. ციოდა და ცოტას გავთბებიო,მერე სუფთა ჰაერზე გადაწყვიტა გასეირნება,ძლივს ვისვენებ და სახლშიც არ მინდა ასე გამოვყრუვდეო. მათეს უთხრა "ანდრე გეძახის და მასთან წადი,მე ცოტას გავისეირნებ და მერე მე და ნიაც მოვალთ"-ო, და ორივემ ერთად დატოვეს სახლი. ანკა სახლთან ახლოს მდებარე სკვერში სეირნობდა და სიხარულიგან ცაში დაფრინავდა. თოვდა,რაც სიგიჟემდე უხაროდა. ხელებს ჰაერში სწევდა და მაღლა იხედებოდა, თოვლის ფიფქები ურცხვად ეყრებოდა სახეზე და წამში ქრებოდნენ
-ბავშვი,პატარა ბავშვი -ამ ხმის გაგონებაზე ხელები ჰაერში გაუშეშდა,ღიმილიც შეაშრა სახეზე, უკან რისი ვაივაგლახით მიტრიალდა,იმ იმედით,რომ ის იქ არ დახვდებოდა,ან იქნებ მოელანდა ეს ხმა. მაგრამ არა..რეალობა სულ სხვა იყო,უკან ყურებამდე გაღიმებული უცნობი ბიჭი დახვდა. ხო ის ბიჭი ბარში უაზროდ,რომ აშტერდებოდა
-შენ რა მითვალთვლებ? რას გადამეკიდე-მაშინვე მკაცრად უთხრა ანკამ
-მე თუ შენ?
-რატომ დამყვები?
-მომეწონე და დაგყვები მერე? -არც ბიჭი ცხრებოდა
-აჰაჰაჰ, რა თქვი? -ბოლო ხმაზე გადაიხარხარა ანკამ
-შენს წასაყვანად მოვედი -უცებ დასერიოზულდა ბიჭი
-მე ფეხები არ მაქვს? ვაბშე შენ რა იცი მე სად მივდივარ
-კიდევ დიდი ხანი გელოდო?
-ვინ ხარ?
-ტიტე ამირეჯიბი
-მე ეგ არ მიკითხავს? -დაუღრიალა გოგომ-ვინ ხარ?რატომ მითვალთვალებ? ან რატომ დამყვები უკან?
-მაგის პასუხი უკვე გითხარი და თუ ნებას დამრთავ დაჯექი მანქანაში
-უცნობებს მანქანაში არ ვუჯდები
-შენი ნებაა -მხერები აიჩეჩა ბიჭმა და მანქანისკენ წავიდა
-იტიოდი,ამას ეგონა ეგრევე მომთაფლავდა,ვერ მოგართვი..მომინდომა ბიჭმა კაი ცხოვრება -თავისთვის ბუტბუტებდა ანკა და გზას აგრძელებდა. გზაში ნიასთან მივიდა,"მალე გაემზადე ანდრესთან მივდივართო". გზაში ყველაფერი მოუყვა,რაც დღეს გადახდა თავს,რაზეც ნიამ გულიანად იცინა..ამასობაში ორივე მიადგნენ ანდრეს სახლს,სადაც თავისი ძმა უკვე მისული დახვდა
-სად ხართ გოგო ამდენი ხანი?
-გზაში ერთი იდიოტი გადამეკიდა,და მაგის ბრალია,რომ დავაგვიანე. ხეპრე,სულელი,იდიოტი -თავისთვის ლაპარაკობდა ანკა და გაყინულ ხელებს ითბობდა
-კრეტინი დაგავიწყდა
-ხო კრეტინიც..მოიცა რაა?-უცებ მოეგო გონს,როცა მის უკან მდგარი ის ბიჭი დაინახა
-და კიდევ სიმპატიურიც-ისევ ბიჭის ირონიული ხმა და ყურებამდე ღიმილი..არადა,როგორ უხდებოდა ეს ღიმილიც,რომელიც სახეზე დასთამაშებდა და ამავედრულად ანკას ნერვებზეც მოქმედებდა
-სიმპატიურობამდე ცოტა გაკლია
-რავიცი,რომ დამინახე ლამის გაიგუდე იმხელა ნერყვი გადაგეყლაპა და..
-ისე ექიმთან მისვლა არ გაწყენდა,მოლანდებებიც დაგეწყო და მაგიტო გითხარი
-ღმერთო რა მზრუნველიც ყოფილხარ
-შენზე ზრუნვას თავი მოვიკლა მირჩევნია-მაინც არ რჩებოდა ანკა
-მოიცა აქ რა ხდება? რამე გამოვტოვე?-საუბარში ანდრე ჩაერთო,რომელიც გაკვირვებული უყურებდა ხან ერთს,ხან მეორეს
-აუუ კარგი რა ანდრეე..არადა რა მაგარი ცირკი მიდოდა..პოპკორნი გვაკლდა და ეგ არის ნამდვილ კინოში ვისხედით. კომედიურ და ამავე დროულად რომანტიულ კინოში-ბოლო სიტყვებზე მათეს და ანდრესაც გაეცინათ. მარტო ტიტე და ანკა იდგენ სერიოზული სახეებით..ვინ იცის რამდენჯერ და რა ხერხებით დაგეგმეს ერთმანეთის მოკვლა..
-მოიცა ახლა არ თქვათ,რომ ის ბიჭი ანკა,რომ ბარში ეჩხუბა ტიტეა-ახარხარდა ანდრე
-როგორც ჩანს ჩემი ამბები სწრაფად ვრცელდება -მკვლელი მზერით გახედა ანკამ მათეს, სხვა ვინ მოუყვებოდა თუ არა ის
-მე არაფერ შუაში ვარ -თავისთვის ჩაილაპარაკა მათემ და ისევ გაეცინა
-და შენ აქ რა გინდა? მართლა მითვალთვალებ თუ უკვე მე დამეწყო მოლანდებები -ახლა ბიჭს მიუბრუნდა ანკა,ამაზე ბიჭს სიცილი აუტყდა,რამაც ანკა უფრო გაამწარა
-რა გაცინებს იდიოტო?
-ბედოვლათი დაგავიწყდა
-ხო ბედოვლათოც
-კრეტინი?
-კრეტინიც
-სიმპატიური?
-სიმპატიურიც -რომ გაიაზრა რაც თქვა ტუჩები მოიკვნიტა,თუმცა უკვე გვიანი იყო. ბიჭმა ცალი წარბი ზევით ასწია და ტუჩის კუთხე ჩატეხა,ყველანაირად ცდილობდა არ გაცინებოდა
-ანკა ის ჩემი ბიძაშვილია,ტიტე ამირეჯიბი -საუბარში ანდრე ჩაერია,მასაც მაგრად ეცინებოდა მათ ბავშვურ საქციელებზე. ანკამ თვალები ისე დაქაჩა ლამის გადმოეყარა,პირმა ოვალური ფორმა მიიღო
-რაა..თქვი? -ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა გაოგნებული ანკა
-ხო ანკა ის ჩემი ბიძაშვილია -ისევ იღიმებოდა ანდრე. ანკამ თავი ნელა მიატრიალა ბიჭისკენ,რომლის სახეზეც კვლავ დასთამაშებდა ღიმილი,და ისევ ცალ-წარბ აწეული უყურებდა
-გასაგებია -ჩაილაპარაკა ანკამ და დივანზე ძმის გვერდით ჩამოჯდა
-აუუ კარგით რაა,ის მთელი ზამთარი აქ უნდა იყოს და თქვენ ასე გაბუტულებმა უნდა იაროთ სულ? -აწუწუნდა ანდრე
-მოქცეულიყო კარგად შენი ბედოვლათი ბიძაშვილი და ახლა ასე არ ვიჯდებოდი -ახლა ანკა აბუზღუნდა,ამ დროს ისეთი საყვარელი დასანახი იყო,სულ,რომ უცხო ყოფილიყო მაინც შეგაყვარებდა თავს
-მაგას უთხარი წესივრად ილაპარაკოს ძმაკაცის ბიძაშვილზე -უთრა ტიტემ ანდრეს
-შენ,შენს ბიძაშვილს გადაეცი,სანამ აქ იქნება ეცადოს ცოტა ილაპარაკოს -ახლა ისევ ანკა აბუზღუნდა
-არ ვიცოდი ფოსტალიონად მუშაობა როდის დავიწყე,მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრი წერილი დამიგროვდა ჩამოსარიგებლად -ისევ იცინოდა ანდრე
-აუუ ჩემი..მართლა ბავშვი ხარ ისევ რაა-გაეცინა მათეს და თავისი და ჩაიხუტა გულში
-აუუ ბავშვებო რამე ვითამაშოთ რაა -საუბარში ნია ჩარია
-ჰოო ვითამაშოთ და აბა რა ვითამაშოთ? -სიხარულით დასთანხმდა ანდრე
-რავი მაგალითად..სიმართლე თუ მოქმედება -მხრები აიჩეჩა ნიამ
-თქვენც ხო ითამაშებთ? -ანდრემ ჯერ ანკას შეხედა მერე ტიტეს
-მაგასთან ერთად არაფერს ვითამაშებ -ხელები გულზე გადაიჯვარედინა და ტუჩები ჩაუბრიცა
-რომ გეტყვით ბავშვი ხარო გწყინს -ახლა ისევ ტიტემ დაიწყო სიცილი
-არ ვარ ბავშვი -ისევ აუწუნდა ანკა
-ხუთამდე ვითვლი,იცოდეთ,თუ ამ ხუთ წამში არ შეურიგდებით,ერთმანეთს,მთელი დღე იმ ერთ ოთახში ისხდებით გამოკეტილები -ანდრემ მეორე სართულიკენ მიანიშნა. საკმაოდ სერიოზულად ამბობდა,თან ის,რომ იტყვის უეჭველი ასრულებს და ანკას ნამდვილად არ უნდოდა ამ ბიჭთან ერთად მთელი დღე ყოფნა
-ბარემ ისიც თქვი ნეკი-ნეკისა ითამაშეთო -ყველაფრის მიუხედავად,მაინც არ ჩუმდებოდა ანკა
-ანკა! -დაუღრინა ანდრემ ანკას. ანკასაც სხვა გზა არ ჰქონდა,ამიტომ ზანტად წაიღო ხელი ტიტესკენ,ბიჭმაც მალევე შეაგება თავისი დიდი ტორი. ორივეს გაეცინათ თავიანთ საქციელებზე და ერთმანეთს მირცხვად დაუწყეს თვალებში ყურება
-აუუ რომანტიული ფილმის ბედნიერი დასასრული..the and -ბოლო სიტყვები გაწელა ნიამ და ახლა უკვე ხუთივეს გაეცინათ. თამაში ჩვეულებრივად მიდიოდა,მართალია,ზოგჯერ ისევ კბენდნენ ერთმანეთს ტიტე და ანკა,მაგრამ მალევე რიგდებოდნენ. ბოლოს დაიშალნენ და ყველა თავ-თავიანათ სახლში წავიდა..დაძინებამდე ანკამ აბაზანაში შედიოდა,ცხელი შხაპი უნდა მიეღო.
-ოპაა ისევ დაიყო ჩემი ტანჯვა-წამება -გაეცინა მათეს,როცა გაიაზრა,რომ ანკა ბანაობის დროს ისევ ბოლო ხმაზე იმღერებდა
-ახლა შენღა მაკლდი სრული ბედნიერებისთვის-შეღრინა ანკამ ძმას და აბაზანაში უკან მოუხედავად შევიდა. იქიდან,სრულიად დამშვიდებული გამოვიდა,თავის ოთახშიც ღიღინით შევიდა და ისევ მთვარის ყურებაში გაერთო,თან ფიქრობდა..რაზე ფიქრობდა? მგონი ამის პასუხი არც თავად იცის. სამაგიეროდ ჩვენ ვიცით. სხვა ვისზე თუ არა ტიტეს სიტყვებზე,ან იქნებ თვითონ სიტყვების ავტორზე? არც თვითონ იცის ტიტეს სიტყვები ყველაზე მეტად რატომ ხვდებოდა გულზე,მაგრამ ფაქტი ერთია. მთელი ღამე გაათენებინა მისმა დაუფიქრებელმა ლაპარაკმა
**ტიტე**
მოკლედ..ბათუმელი ვარ და თბილისში საქმეების გამო ჩამოვედი,ანდრესთან. თან ბიძაშვილი მომენატრა და ეგეც კიდევ ერთი მიზეზი. იმ საღამოს ბარში,სანდრექსასთან და ლუკასთან ერთად ვიჯექი სამსახურის საქმეებს განვიხილავდით. ეს ორი ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემი ძმაკაცები არიან და ერთი ზარიც საკმარისია უკვე ორივე ჩემ ბინასთან დგანან ხოლმე. თემას ძალიან გადავუხვიე. ერთ გოგომ მიიქცია ჩემი ყურადღება,არ ვიცი რამ მომაჯადოვა ისე,რომ თვალს ვეღარ ვაშორებდი..მაგრამ როცა გონს მოვეგე უკვე გვიანი იყო. ისიც მიყურებდა თან ისეთი მზერით,რომ ყველაფერი იკითხებოდა. ვიცოდი,რომ წიკვინსაც დაიწყებდა..ამიტომ თავი შევამზადე. საკმაოდ ნასვამი იყო. არც შევმცდარვარ,მაგიდიდან სწრაფად წამოხტა და ჩემსკენ წამოვიდა. ასეთი ლამაზი და ასეთი წმინდა არ მყავდა ნანახი, სხვა ლამაზი გოგოებიც მინახავს მაგრამ ეს სულ სხვა იყო..ან რავიცი შეიძლება მე ვფიქრობ ასე..თვალები ჰქონდა,რაღაც საოცარი,თავს აღარ ვუტყდებოდი,მაგრამ ფაქტია,რომ მომწონდა..ხოო მე,ტიტე ამირეჯიბს,ცხოვრებაში პირველად მომეწონა გოგო ერთი ნახვით. აქამდე ეს,რომ სხვას ეთქვა სიცილით მოვკვდებოდი,მაგრამ ეს რეალობა იყო..რეალობა,რომელიც ჩემს თავს მოხდა. მერე ბიჭმა წაიყვანა,არ მიეჭვიანია,იმიტომ,რომ ისე ჰგავდნენ ერთმანეთს როგორც გაჭრილი ვაშლი. ეგრევე ეტყობოდა,რომ ძმა იყო.. მერე რამდენიმე დღის მერე ისევ ვნახე ის ბიჭი,ანდრესთან მოვიდა..აჰაამმ..ანუ ანდრეს მეგობრები ხართ..თითქოს ისევ ნათელმა სხივმა გადაირბინა ჩემს სახეზე..მათი საუბრიდან გამოჩნდა,რომ ანკაც მალე მოვიდოდა,ახლა კი ჩვენს სახლთან ახლოს,სკვერში სეირნობდა. მეც დრო ვიხელთე და ისე გამოვძვერი სახლიდან ვერავინ,ვერაფერი იეჭვა,თუ სად მივდიოდი. ანკასთან წავედი,მართლა პატარა ბავშვივით იქცეოდა,მაგრამ ეს სილაღე და ბავშვურობაც როგორ უხდება..ბევრი მცდელობის მიუხედავად მაინც არ ჩამიჯდა მანქანაში,ამიტომ გაბრაზებული ავედი ისევ სახლში. ახლაც ყურში მემის მისი ხმები,როგორ ბუზღუნებდა,იმაზე,რომ მე სკვერში გავაბრაზე. მათი წასვლის მერე ანდრეს ოთახში შევედი და ანკაზე სრული ინფორმაცია მოვიძიე. ყველაფერი მომიყვა,რაც მთავარია გავიგე,რომ შეყვარებული არ ყოლია.
"19 წლის პატარა ქაჯი,მე შენ გასწავლი ჭკუას" ჩემთვის ჩავილაპარაკე,როცა უკვე ჩემს ოთახში ვიყავი და უკვე ძალიან დაკმაყოფილებული მალევე გადავეშვი,მორფეოსის სამყაროში.
***
დილით ანკა მაღვიძარამ გააღვიძა
-აუუ..დასრულდა შენი ბედნიერი დასვენების დღე ანკა დადიანი -ჩაილაპარაკა თავისთვის და ფეხზე ზანტად წამოიკლაკნა. დაბლა ჩავიდა..მათეს ჯერ კიდევ ეძინა..როგორც ყოველთვის ახლაც ცხელი ყავა დალია და სამსახურისკენ აიღო გეზი. პოლიციის შენობაში არხეინად შეაბიჯა, მიუხედავად იმისა,რომ სულ არ ჰქონდა სიხარულის მიზეზი,მაინც არხეინად იყო. მხიარულად მოიკითხა ყველა თანამშრომელი და თავისი განყოფილებისკენ აიღო გეზი. სკამზე დაჯდა,რაღაც საჭირო ფურცლები ამოიღო და მაგიდასთან კომფორტულად მოთავსდა,მაგრამ ვინ გაცდის
-ანკა დადიანი,გამოძახებაა და წამომყევი -მტკიცედ უთხრა თანამშრომელმა ანკას,ანკას ცოტა გაუკვირდა,ასე არასდროს იძახებდნენ,გამოძახებებზე, მაგრამ მაინც უსიტყვოდ გაყვა ნიკას. სერიოზული არაფერი იყო,უბრალოდ ქუჩაში ვიღაც პაცანა ბავშვებმა იჩხუბეს და ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა
-რა დღეში ხართ? აქ რა კონცერტები გამართეთ, ჰა? -დაუღრინა ანკამ ბავშვებს,5 ბიჭი მაინც იქნებოდა
-ოჰოოო..პოლიციელი დეიდა -ბიჭის ხმა გაიგონა,იქნებოდა დაახლოებით 17 წლამდე. მის ხმაში აშკარად იმჩნეოდა ირონია და უზრდელობა
-ჰოო რა იყო პოლიციელი დეიდა პირვლად დაინახე თუ განყოფილებაში მოგინდა ღამეების გათენება-ეუბნებოდა ანკა
-შენთან ერთად ჯოჯოხეთში წასვლაზეც თანახმა ვარ -მაინც არ აჩერებდა ენას ვიღაც ლაწირაკი,რაზეც დანარჩენმა ოთხმა სიცილი ატეხეს
-მომისმინე ბავშვი -ეს,რომ თქვა ტიტე გაახსენდს,ზუსტად ასე მიმართა მანაც ანკას -ან ჭკვიანად იქნები ან მოგიწევს მთელი საათების ჭიჭიტაში გატარება -ეს თქვა და უკან გატრიალდა,როცა ისევ ის ხმა მოესმა უკნიდან
-რომ არა რას იზავთ? ქალბატონო პოლიციელო დეიდა? -ისევ ეს სითავხედე. ანკა ნამდვილად არ აპირებდა ნერვების მოშლას,ამიტომ ნიკას ხელი დაუქნია,გადმოდიო. ისიც წამში მასთან გაჩნდა. ანკამ ანიშნა ხუთივე მანქანაში დასვიო. ასე აღმოჩნდენ ხუთივე არასრულწლოვანი,პაცნები განყოფილებაში. სკამებზე უხმოდ ისხდნენ და ელოდნენ ანკას განაჩენის გამოტანას, ახლა ის ყველაზე უზრდელი ბიჭიც კი ვერ ბედავდა რამის თქმას
-სანამ მშობლები არ მოვლენ ფეხს არ გაადგავთ აქედან -მკაცრად და გადაჭრით უთხრა ანკამ ხუთივეს და ისევ თავის სკამისკენ აიღო გეზი,მერე უცებ ისევ მათკენ მიტრიალდა
-ხო მართლა არც კი იფიქროთ გაპარვა,გულშიც კი არ გაივლოთ. თითქმის ყველა კუნჭულში კამერები აყენია
-აუუ დიდი ბოდიში ქალბატონო პოლიციელო, ჩემს იდიოტ ძმას არ უნდოდა ასე მოქცევა -რომელიღაც ბიჭი ფეხზე წამოდგა და ანკას საწყალი თვალებით გახედა
-ააა..ანუ ძმები ხართ? მშვენიერია,ერთით ნაკლები მშობელისთვის მოგვიწევს დარეკვა -ანკამ გაიცინა -ახლა კი დროზე ყველა თქვენს ადგილებზე და თქვენი ხმა არ გავიგო -ისევ დაუღრინა ანკამ ბავშვებს. ბიჭები კი იმ ერთ ბელადს მკვლელი მზერით უყურებდნენ, და თვალებით ეუბნებოდნენ "ენა,რომ გაგეჩერებინა,ახლა აქ არც ერთი ვიქნებოდითო". მალევე შემოაღეს ოთხმა ქალმა პოლიციის შენობის კარები და ყველამ თავის შვილს დაუწყო თვალებით ძებნა, ანკა მათ დანახვაზე ღიმილით წამოდგა ფეხზე და ოთხი ქალისკენ წავიდნენ
-თქვენ ალბად მათი დედები ხართ არა?
-ჰოო ასეა -თქვა ერთ-ერთმა და თავის ბიჭს ისეთი სახით გახედა აშკარად მიხვდებოდი რასაც ნიშნავდა ეს გამოხედვა
-მშვენიერია, ახლა შეგიძლიათ წაიყვანოთ თქვენი "ზრდილობიანი" შვილები და სახლში მშვიდობით წახვიდეთ -სიტყვა "ზრდილობიანი" ყველაზე კარგად გამოკვეთა და ხუთეულს გახედა -ხო მართლა ესეთი რამ კიდევ თუ გამეორდა თქვენც გაფრთხილებთ,რომ შვილების სანახავდ მინიმუმ ორი წელი მაინც მოგიწევთ ციხეში სიარული -ანკას ხმაში ისეთი სიმკაცრე იმჩნეოდა,ახლა სულ არ ადარდებდა ის რომ პოლიციელი იყო. ისე ელაპარაკებოდა,როგორც ჩვეულებრივი გოგო და არა როგორც პოლიცია. მშობლებმა ბოდიშების მოხდით წაიყვანეს თავიანთი ბიჭები და ვინ იცის სახლში რა დღე ეწევათ იმ საწ....ბს
-ხვალ კიდევ ერთი გამოძახება გვექნება -იცინოდა მის უკან მდგარი ნიკა
-შენ რა იცი?
-მერე კი ტელევიზორშიც მოგვიწევს გამოსვლა
-დაჟე? -ანკასაც გაეცინა -და რა მოხდება ეგეთი?
-ხუთი მოზარდის მკვლელობა,რომლებიც მშობლებმა გამოასალმეს სიცოცხლეს -ამაზე უფრო გადაბჟირდნენ ორივე. მერე კაფეტერიაში ჩავიდნენ ჩაი დალიეს და ისევ თავიანთ საქმიანობას შეუდგნენ...
საღამოს საკმაოდ დაღლილმა ანკამ ლასლასით აირბინა კიბეები და სახლში შევიდა
-მე მოვედიი -გასძახა ძმას,რომელიც მისაღებში იჯდა და ისიც მისკენ წავიდა
-როგორ ჩაიარა დღემ -კითხა მათემ დას,მაგრამ ანკამ არაფერი უპასუხა,მაღლა ავიდა გამოიცვალა და ისევ დაბლა დაბრუნდა
-როგორ ჩაიარა დღემ თქო -უკვე მეორედ ჰკითხა დას
-ანკა შენ რა არ მისმენ? -ეწყინასავით მათეს
-აამმმ..აუუ ძალიან გადავიღალე და ვერ გავიგე რა მითხარი
-როგორ ჩაიარა დღემ -უკვე მესამედ კითხა იგივე
-ააა..კარგად -მხრები აიჩეჩა ანკამ და სამზარეულოში შევიდა,იქნებ რამე მაინც ვნახო,რომ ვჭამოო
-დღეს ბიჭები მოვლენ -უთხრა მათემ სამზარეულოდან გამოსულ ანკას..ანკას თავში თითქოს რამე ჩაარტყესო,იმის გაფიქრებაც კი არ უნდოდა,რომ ბიჭებში შეიძლება ტიტეც ყოფილიყო
-ისაა..მე,რომ ნიასთან წავიდე,რამე პრობლემა ჰო არ იქნება?
-ნიაც აქ მოდის,აბა ეგ და ანდრო ცალ-ცალკე ვის გაუგია
-ააა,უიიი..მაშინ მე მაღლა ვიქნები და მერე ჩამოვალ
-დაიკო -ღიმილნარევი ხმით დაუძახა მათემ
-ჰოო
-მეჩვენება თუ ტიტეს გაურბიხარ -ისევ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე მათეს
-ოოო..შენღა მაკლდი დღეს,სრული ბედნიერებისთვის რაა..ჯერ იმ ბედოვლათებმა ჰო დამაგლიჯეს ნერვები -თავისთვის ჩაიბუტბუტა ანკამ
-ვინ?
-ვიღაც პაცანა ბავშვებმა,გამოძახების დროს-მოკლედ აუხსნა ძმას
-თუ ვინმემ გაგაბრაზა იცოდე მე სულ შენს გვერდით ვარ-სცადა სერიოზულად ეთქვა,თუმცა ბოლოს მაინც გაეცინა მათეს
-მგონი ეგ მე უნდა გითხრა ბრატ-სიცილით უთხრა ანკამაც
-კარგი მაშინ..ჩემს სამსახურში გიგულებთ სერ-ხელი თავთან მიიდო და ორივემ სიცილი ატეხეს
-რა გვეშველება ჩვენ უბედურებს -სიცილისგან ერთმანეთს აწყდებოდნენ და ბჟირდებოდნენ. სულ ასე იყვნენ. მაშინ ანკა 19 წლის იყო,მათე 21-ის, თუმცა ორივეს ერთნაირი ჭკუა ჰქონდათ..
მალე კარებზე ზარის ხმა გაისმა,ანკა წავიდა გასაღებად. სახლში რიგ-რიგობით შემოლაგდნენ სამი ახალგაზრდა. ჯერ ნია,მერე ანდრე,ბოლოს კი ტიტე. ნიამ და ანდრემ,ანკა გადაკოცნეს და ისე გავიდნენ შევიდნენ მისაღებში. ანკას წინაწარ უხეთქავდა გულს იმის წარმოდგენა,რომ ანკას ტიტეც აკოცებდა."არა,ოღონდ შენც არა,ვაიმეე დედიკო დედა" დახმარებას ითხოვდა გულში,თუმცა ტიტე მაინც მისკენ მიიწევდა,დაიხარა ყურთან ნაზად აკოცა. ამას ანკას აკანკალება მოჰყვა,ისეთი შეგრძნება,ჰქონდა თითქოს მის სხეულში ჭიანჭველები კი არა ზოოპარკი დადიოდა
-კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სახლში,ბედოვლათობის განსახიერებავ-ანკამ ჩუმად თქვა..არა როგორ შეიძლება ამან,რომ რამე არ გააფუჭოს,რას ერჩიდა ახლა ამ ბიჭს
-მაგხელა ენა არ გამოგადგება ჩემთან
-რამხელა ენა?-მაინც არ ეშვებოდა ანკა
-აი მაგ ენას ამოგაძრობ და ხელში დაგაჭერინებ ერთ დღეს
-წარმატებები -პასუხს აღარ დალოდებია ისე გავიდა მისაღებში. ბიჭმა ერთი ამოიოხრა და თავისთვის ჩაილაპარაკა
-როგორც ჩანს დიდი მუშაობა დამჭირდება შენს მოსარჯულებლად -და ისიც მისაღებში შევიდა..მოკლედ ეს ხუთეული საუკეთესო დროს ატარებდნენ ერთად,ნუ იმას თუ არ ჩავთვლით,რომ ანკა და ტიტე ყოველ ხუთ წუთში ბავშვებივით ჩხუბობდნენ, და დანარჩენები მათ საქციელზე სიცილით იგუდებოდნენ. გვიანობამდე გაჩერდნენ ერთად,ხან იცინოდნენ,ხან თამაშობდნენ,ხან ისტორიებს ჰყვებოდნენ,როგორც ავღნიშნე მათესთან კაცი ვერ მოიწყენდა,ამიტომ ასე მხიარულად ატარებდნენ დროს... საკმაოდ დიდი დრო გავიდა,რაც ანკას ძალიან უხაროდა,იქნებ მალე წავიდეს ეს ნერვების ჭია ბათუმშიო. თუმცა,როგორც გაირკვა,ტიტე არსად წასვლას აღარ აპირებდა. ანკამ ისიც იფიქრა თავი ხო არ მოვიკლა,მერე მაინც ვეღარ ვნახავო. მაგრამ არა..მასაც არანაკლები გრძნობები ჰქონდა ტიტეს მიმართ. ზოგჯერ კარგი იქნებოდა,ადამიანებს ერთმანეთის გულების წაკითხვა,რომ შეეძლოთ,ყველა უცებ მიხვდებოდა,რა ხდება ადამიანის გულში,რას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ. მაგრამ ეს ყველაფერი ასე ადვილი როდია? ყველაფერს ხომ ბრძოლა სჭირდება..
ზამთარი იწურებოდა,რაც ანკას საშინლად არ უხაროდა. ძალიან იღლებოდა ამდენი მუშაობით,გადატვირთული და მძიმე დღეები. თითქმის ყოველდღე,უამრავ დამნაშავესთან შეხვედრა და გასაუბრება, ასევე არანაკლებად დამღლელი იყო,პატარა,პაცანა ბავშვების ჩხუბში ჩარევა და გაშველება. დღის ბოლოს კი მეგობრებთან ერთად გართობა,სადაც უკვე დაზუსტებით შეიძლება ეფიქრა,რომ ტიტეც მივიდოდა. რაც იმას ნიშნავდა,რომ ყოველ საღამოს ტიტესთან კამათი მოუწევდა. თუმცა ეს აღარ უშლიდა ნერვებს,პირიქით უხაროდა,და ერთი სული ჰქონდა,როდის მოვიდოდა საღამო,რომ ტიტე ენახა. მაგრამ ამ ენას,რა ვუყოთ,რომ არ ჩერდება და ყველაფრის გაფუჭებას,რომ ცდილობს?...
გაზაფხულის პირველი დღეა,სულ სხვანაირია გაზაფხულის პერიოდი,როდესაც ქალაქში და სოფლებში სოცოცხლე ჩქეფს. ყველაფერი თავიდან ფერადდება და თეთრი ფერი ნელ-ნელა ქრება...
ანკა სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდა,როცა ტელეფონზე დაურეკეს,ნია იყო
-ანკაა
-ჰოო,რა გაყვირებს გოგო
-დღეს ბარში მოდი კაი? ანდრემ ვერ ვიქნები საქმეები მაქვსო,ტიტეც მოდის და მათეც თუ წამოვა კარგი იქნება
-ვნახოთ ნიაკო
-ანკა..გთხოვვ რაა
-კარგი ჰოო
ანკამ და მათემ საღამოსთვის მზადება დაიწყეს. როგორც ყოველთვის ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ ოთხივე. ბარში ოთხივე მივიდა,სვამდნენ და იცინოდნენ. ანკას და ტიტეს გაცნობის დღე გაიხსენეს და ამაზე უფრო გადაბჟირდნენ. მერე მათე და ტიტე ცოტა ხნით გვერძე გავიდნენ დასალევს მოვიტანთ და მოვალთ-ო. ანკამ მაშივე თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო,რაც ნიასაც არ გამორჩა მხედველობიდან
-ვის უყურებ ასე?
-ბიჭს ვეძებ,რომ ტიტე ვაეჭვიანო -სიცილით თქვა ანკამ..ისე,რომ ნიასკენ არც გაუხედავს
-ბატონო?
-ანუ..ხო ამბობს,რომ არ არის ეჭვიანი,ხოდა ახლა მიყუროს -ეს თქვა ანკამ და ფეხზე წამოდგა,თავისი მოკლე კაბა გაისწორა და ნელი ნაბიჯებით წავიდა მსხვერპლისკენ. ყურადღებას არ აქცევდა ნიას ხმებს,რომლებიც სთხოვდნენ გაჩერებულიყო. ანკა ვიღაც ბიჭთან მივიდა,მანაც არ დააყოვნა და სწრაფად მოხვია თავისი დიდი ხელები. ამ დროს ტიტემ ანკასკენ გაიხედა,ნიას არ გამოჰპარვია ტიტეს რეაქცია,ანკას დანახვისას,რაზეც თავისთვის ჩაილაპარაკა
-აქ ამბები ატყდება..დედა შვილს ვერ იცნობს -და წვენი მოსვა. თვალს არ აშორებდა ანკას და ბიჭს,მერე ტიტესკენ გაიხედებოდა,რომელიც ნელი ნაბიჯებით მიისწევდა ანკა და ბიჭისკენ. ხელებზე ძარღვები სულ დაებერა. არც თვითონ იცოდა ასე,რატომ იქცეოდაო ვერ ვიტყვით,რადგან ყველამ კარგად იცოდა,რომ ტიტეს ანკა შეუყვარდა. ერთი ხელი ანკას ჩაავლო მკლავში და აქეთ გამოსწია,მერე ბიჭისკენ წავიდა და იმას მაგრად ურტყავდა,რომ არა მათე ალბად შემოაკვდებოდა. მათე ნიასთან მივიდა და მაგიდასთან დაჯდა. ტიტემ კი ანკა სულ ხოხვით გაიყვანა გარეთ
-შენ სრულ ჭკუაზე ხარ? -ვითომ მოჩვნებითი სიბრაზით უსაყვედურა ანკამ
-მე კი არა შენ თუ ხარ ჭკუაზე,რა გინდოდა მასთან? რატომ ეცეკვებოდი..ეცეკვებოდი კი არა ლამის ზედ ეტმასნებოდი -ორივე ხელი მკლავებში ჩაავლო და თვალებში მიაშტერდა
-რა შენი საქმეა მე ვის ვეცეკვები და ვის არა -ანკამ ძლივს ამოისროლა ეს სიტყვები,რადგან მკლავები საშინლად სტკიოდა,ისე უჭერდა ტიტე ხელებს
-აბა ვისი საქმეა გოგო ნუ გადამრიე -უფრო უმატებდა ხმას ტიტე
-გამიშვი მტკივა -ძლივს გასაგონად ამოიკნავლა,თუმცა ტიტე ხელების გაშვებას არ აპირებდა,სანამ ანკას თვალებზე ცრემლები არ დაინახა..არა..ყველაფერს გადაიტანდა,ოღონდ ანკას ცრემლები არ დაენახა. უცებ გაუშვა ხელები
-მაპატიე ანკა..აუუ მაპატიე კარგი? არ მინდოდა
-...
-ძალით არ მინდოდა..ანკაა..
-...
-ხმა გამეცი..აუუ მითხარი რამე გთხოვ..აუუ ანკა..მითხარი,რომ ბედოვლათი ვარ,კიდევ იდიოტი
-ეჭვიანიც -ჩუმად ჩაიჩურჩულა ანკამ და თავი დახარა
-შენ რა ეს ყველაფერი სპეციალურად გააკეთე? -ტიტეს ხმაში ღიმილი ეპარებოდა,თუმცა ანკამ არაფერი უპასუხა,თავი უფრო დახარა და გაეღიმა. ტიტემ მისი თავი ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააშტერდა
-მიპასუხე..ეს ყველაფერი შენი დადგმული სცენარი იყო?
-...ანკა მაინც არაფერს პასუხობდა,უფრო ეცინებოდა,თქვენდა გასაკვირად ტიტესაც გაეცინა,მის საქციელზე
-ოხ ეს ქალური ლოგიკა რაა -ამოიბუტბუტა და თავისი გრძელი ხელები ანკას მოხვია. ანკაც გაისუსა მის მკლავებში. ეს ისეთი საყვარელი სანახაობა იყოო.
-ოოუუუ..ერთი ამათ უყურე რა დღეში არიან -ნიას ხმაზე დენდარტყმულივით მოშორდნენ ერთმანეთს
-ისაა..მგონი გვიანია უკვე და სახლებში წავიდეთ კარგი? -ჩუმად თქვა ანკამ და ტიტეს მორცხვი თვალებით გახედა. ნეტა სად გაქრა ის გიჟი და არანორმალურო გოგო? ფაქტია ახლა მათ წინ სულ სხვა ანკა იდგა. ჯერ ნია მიაცილეს სახლამდე,მერე ტიტეს სახლი უნდა გაევლოთ,ამიტომ ტიტე დატოვეს სახლში და ბოლოს
და-ძმა მივიდნენ თავიანთ სახლში
-აბა ახლა ყველაფერი დეტალურად მომიყევი რა ხდება თქვენს შორის -მათე მისვლისთანავე დაეტაკა დას. თუმცა არ იყო მკაცრი მისი ხმა. პირიქით სიცილს ძლივს იკავებდა
-აუუ ეხლა მეძინება უნდა წავიდე ძამიკოო -მათეს ლოყაზე აკოცა,დაამთქნარა და თავისი საძინებლისკენ აიღო გეზი. ახლა ნამდვილად არ ჰქონდა ძმის დაკითხვის თავი. ოთახში ავიდა და ფიქრობდა ყველაფერზე,ყველაზე ბედნიერი,როდის იყო..ყველაზე გიჟური საქციელი,როდის გაუკეთებია..ყველაზე მეტად ნერვები ვისთვის მოუშლია,რომელი ბიჭისთვის..რომ დაუფიქრდა ყველა კითხვაზე პასუხს ერთ ადამიანთან მიჰყავდა..ეს იყო ტიტე..
-ტიტე..ტიტე..ტიტე -ვინ იცის მერამდენედ გაიმეორა ეს სახელი სანამ დაიძინებდა..
მეორე დღეს ღამის სმენაში უნდა ემუშავა,ამიტომ დილაუთენია გაღვიძებაც არ მოუწევდა..ტკბილად ეძინა,მშვიდად და უშფოთველად,მანამ,სანამ მათე არ დაახტა თავზე
-დაიკო გაიღვიძე მტერი შემოგვესია -ყურებში უყვიროდა და ბალიშს თავზე ურტყავდა
-ჩემი ძმა არ იყო,დღესვე განყოფილებაში გადაგიყვანდი ადამიანზე თავდასხმისთვის -ამოიბუტბუტა ანკამ და გადაიკისკისა. მერე ცალი ხელი ბალიშისკენ გააპარა და გემრიელად უთავაზა თავში ძმას -ესეიგი მტერი შემოგვესია არა? მე შენ გასწავლი ჭკუას -უთხრა და დაიწყო ბალიშებით ომი. ოთახი რასაც ჰქვია თავდაყირა დააყენეს. გეგონებოდათ ბომბი ააფეთქესო. მერე ძალა გამოცლილები დაეხეთქნენ იატაკზე
-ჩვენ გაზრდა არ გვიწერია -სიცილით თქვა მათემ
-მე პირადად ბავშვად ყოფნაც მომწონს -ასევე სიცილით უთხრა ანკამ და ბალიში ჰაერში ისროლა
-ხოდა ვიყოთ ბავშვები ვინ გვიშლის -თქვა მათემ და კიდევ ერთხელ დასცხო ბალიში თავზე ანკას..მოკლედ..ამათზე ჭკუამხიარული და საყვარელი და-ძმა თუ მენახოს რაა..
გადატვირთული გრაფიკის გამო,ანკა ვეღარ ახერხებდა ბავშვების ნახვას,მიუხედავად იმისა,რომ ყველა ძალიან ახლოს ცხოვრობდნენ ერთმანეთთან,ანკას მაინც ენატრებოდა მეგობრები. საკუთარ თავს აღარ უტყდებოდა,თორემ ტიტე ყველაზე მეტადაც კი შეიძლება ენატრებოდა
-ალოო -ნამძინარევი ხმით უპასუხა ანკამ 2 კვირის უნახავ დაქალს
-ალოო კი არა გოგო,ერთი არ უნდა მომიკითხო? იქნებ მოვკვდი -ყურში ნიას წიკვინის ხმა ესმოდა
-აუუ ანკა მეც მომენატრეთ
-თუ მოგენატრეთ დღეს მოდი ბარში
-კაი -თქვა და გაუთიშა, ანკას დასვენების დღე ჰქონდა ამიტომ შეეძლო თავისუფლად გაეტარებინა ეს დღე მეგობრებთან. მათე ბიჭებთან წავიდა,ანკა კი ნიასთან
-აუუ გინდა ჩვენც ავიდეთ ბიჭებთან -გამოთქვა იდეა ანკამ
-კაი იდეაა -თქვა ნიამ და გაეცინა
-ეგეთი სახით ნუ მიყურებ
-აუუ ანკაა..აღიარე მაინც
-რა ვაღიარო
-რომ შენც მოგწონს
-ოოო,,ნუ სულელობ რაა
-ოხ ანკა..მე ხო მაინც გიცნობ მოხარშულს
-გვაგვიანდება -ანკამ ყავის ფული გადაიხადა და ანდრეს სახლისკენ წავიდნენ,სადაც ბიჭები უნდა ყოფილიყვნენ. კარები ანდრემ გაუღო
-ოჰჰ..რა სიურპრიზია -ანდრემ გოგოები გადაკოცნა და სახლში შეიყვანა
-მომენატრეთ და თქვენ სანახავად მოვედი
-არ ვიცოდი ასე თუ გენატრებოდი თორემ აუცილებლად გესტუმრებოდი -მაინც არ აჩერებდა ენას ტიტე
-შენ რა გიხარია ნეტა?
-ჰოო კაი რა იყო..მეც მომენატრე -უთხრა ტიტემ და ისევ გაეცინა. აღარ დავიწყებ იმის ახსნას,თუ როგორ ატარებდნენ დროს ახალგაზრდები. რათქმაუნდა არანორმალურად და საუკეთესოდ. როგორც ყოველთვის გვიან დაბრუნდნენ სახლში. ორივე და-ძმა თავიანთ ოთახებში შევიდნენ და მალევე დაეძინათ..
**
ანკას ღამე გამოეღვიძა და ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ დაიძინა. ამიტომ სამზარეულოში გავიდა წყალის დასალევად. ოთახში,რომ ბრუნდებოდა, წესს არ უღალატა და ძმის სანახავად შევიდა ოთახში. სულ ასე იყო,თუ გაეღვიძებიდა სულ თავის ძმის ოთახში შედიოდა,დახედავდა და თუ ეძინა უკან ბრუნდებოდა. მასთან ახლოს მივიდა,შუბლზე აკოცა..იწვოდა..სიცხე ქონდა
-ძამიკო..მათე გაიღვიძე ძამიკო -ცდილობდა მათეს გაღვიძებას,მათე კი მხოლოდ კრუსუნებდა
-მათე გთხოვ გაიღვიძე. მალე მოვალ..წამლებს ვიყიდი და მოვალ..კარგი?
-ანკაა..არ წახვიდე -ჩუმად უთხრა დას
-ცუდად ხარ მათე და რა გამაჩერებს აქ?
-გთხოვ აფთიაქი შორსაა და არ მინდა..აქ დარჩი კარგი?
-არა თქო..დამელოდე ხუთ წუთში აქ ვარ -ანკამ მაინც თავისი გაიტანა და აფთიაქში წავიდა,უკან ბრუნდებოდა,როცა ლამის მანქანის ბორბლების ქვეშ აღმოჩნდა
-ნელა ატარე იდიო...-სიტყვა გაუწყდა,როცა ტიტე შერჩა ხელებში
-რა გინდა ამ შუა ღამეს გარეთ?
-პაემანზე ვიყავი აფთიაქში
-ვა..ვა..რომანტიული გარემო იყო?
-უფფ...არ გენახოს უკეთესი -ანკა წამოსვლას აპირებდა,როცა ისევ ტიტემ დააბრუნა თავის ადგილზე
-ერთხელ მაინც,რომ მოიქცე ცოტა წესიერად არ შეგიძლია?
-არა..მეჩქარება უნდა წავიდე
-დაჯექი მე მიგიყვან
-არ მინდა მადლობა -უთხრა და ისევ გზის გაგრძელებას აპირებდა ჰაერში,რომ აღმოჩნდა
-ნებითა შენითა არ გინდა და ამიტომ ძალითა ჩემითა მომიწია -უთხრა ტიტემ და მანქანაში ჩასვა
-შენ ვერ გაიგე? ვინ მოგცა ამის უფლება
-შენ ძმამ -როგორც ჩანს მათეს დაურეკავს ტიტესთვის, ჩემი და მოიყვანე სახლშიო. "ოხ..მათე,მოვალ სახლში" გულში ვინ იცის,რამდენჯერ მოკლა თავისი ძმა
-მოვედით -ფიქრებიდან ტიტეს ხმამ გამოიყვანა
-მშვენიერია -მადლობაც კი არ უთხრა ისე გადმოვიდა მანქანიდან
-არაფრის -ტიტეს გაეღიმა,ანკასაც გაეცინა -ამოგყვე?
-არა მადლობა -ანკამ ბიჭს გაუღიმა დაემშვიდობა და მაღლა ავიდა,მათეს ეძინა,ამიტომ მისი გაღვიძება მოუწია,წამლები ქონდა დასალევი
-მოხვედი?
-მომიყვანეს
-ჰოო -მათეს გაეღიმა
-ახლა გადამირჩი და ხვალ ვილაპარაკებთ ამაზე -გაბრაზებულმა უთხრა ანკამ,წამლები დაალევინა და,რომ დარწმუნდა,რომ უკვე კარგად იყო თავის ოთახში შევიდა
"მე შენ გასწავლი ჭკუას".. გულში მაინც ტიტეს ეჩხუბებოდა
"ოხ ანკა..ისე ნუ იქცევი თითქოს შენ არ იყო,მის დანახვაზე ელეთმელეთი,რომ გემართება".. არ ჩუმდებოდა მეორე 'მე'
"გაჩუმდი" დაუყვირა მეორე მეს ანკამ
"საინტერესოა,როდის გაუსწორებ რეალობას თვალს" როგორც ჩანს მეორე 'მე' ბიჭის მხარეს იყო
"მოკეტე"
"მას მაინც რაღას ტანჯავ? ან საკუთარ თავს რაღას იტანჯავ?"
ამ კითხვაზე ვეღარაფერი უპასუხა,ამიტომ ანკამ,მეორე 'მე'სთან ბრძოლა წააგო..
რატომ ხდება ცხოვრებაში რომ გვინდა რაღაცის გაკეთება და ვერ ვდგავთ ნაბიჯს? ვერ გადავდივართ ახალ ცხოვრებაში,არ მივყვებით დინებას, მის საწინააღმდეგოდ მივდივართ და არ ვფიქრობთ,რომ ცხოვრების დღეებს,წამებს და წუთებს ვკარგავთ და არ ვწუხვართ იმაზე,რომ უკან ვეღარ დავიბრუნებთ..ბევრი ფიქრისგან დაღლილს მალევე დაეძინა..დილით ადრე გაეღვიძა,მათე მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა
-ოჰჰ,როგორც ჩანს უკვე კარგადაა ვაჟბატონი..თუმცა არც გუშინ გეტყობიდა ცუდად ყოფნის რამე
-რა იყო ცუდი სიზმარი ნახე თუ მარცხენა ფეხზე ადექი
-გუშინ შენ დაურეკე ტიტეს? -მკაცრი მზერა ესროლა ძმას და ცალი წარბი ასწია
-ჰოო -უდარდელად თქვა
-მათე რა გინდოდა,მე ვერ მოვიდოდი?
-ანკა გეყოს რაა..ხომ ხედავ ადამიანს უყვარხარ,როგორ ექცევი,თითქოს არ არსებობდეს..სულ ეჩხუბები -ეჩხუბებოდა მათე დას
-აბა რა ვქნა პირდაპირ სიყვარული ხომ არ ავუხსნა,ან უფრო მაგარი ხელი ხომ არ ვთხოვო -აქეთ ეჩხუბებოდა ქალბატონი
-ყველაზე მაგარი მოიტაცე -ახარხარდა მათე
-აუუ ნუ უბერავ რაა-თქვა ანკამ და სამზარეულოში გავიდა..თავის საქციელს,რომ უფიქრდებოდა,ხვდებოდა,რომ შორს ვერ წავიდოდა ამ ქცევებით."ისე მართლა რას ვერჩი ამ ბიჭს..ან საკუთარ თავს" ფიქრობდა ანკა..
საბოლოო ჯამში,ტიტემ იმდენი ქნა,რომ თითქმის ამ ერთი წლის განმავლობაში,ანკას გულში შეაღწია და ცოტათი მაინც შეაყვარა თავი..ხოო უკვე,ერთი წელი გავიდა იქიდან რაც ანკამ ტიტე გაიცნო. ამ დროის განმავლობაში,მეტ წილად კი ჩხუბობდნენ,მაგრამ გულის სიღრმეში,ყველამ კარგად იცოდა რა ხდებოდა მათ გულებში..
ზაფხული მოდიოდა,საშინლად ცხელოდა ქალაქში. ახლა ის დრო იყო ყველა,რომ დასასვენებლად მიდის სადმე გრილ ადგილას. ანკამ დასვენების დღეები აიღო,რომ სადმე წასულიყვნენ დასასვენებლად
-ანკაა -სიხარულით შემოაღო კარები,სამსახურიდან დაბრუნებულმა მათემ-ხვალ სვანეთში მივდივართ და გაემზადე
-აუუუ..რა მაგარიააა-წივილ-კივილი და აქეთ იქით სირბილი დაიწყო ანკამ
-მიდი მალე გაამზადე ბარგი. ხვალ ბავშვები გამოგვივლიან და წავალთ
ანკა პატარა ბავშვივით დახტოდა აქეთ-იქით,ბარგი სულ ფრენა-ფრენით გაამზადა და გასასვლელში დააწყო. თან მათეს უხსნიდა
-ერთ ჩანთაში ზამთარია,მეორეში ზაფხული,ახლა კი გაზაფხულია-აუხსნა ანკამ მათეს
-შენს გულში კი მუდამ შემოდგომა?-სიცილით ჰკითხა ძმამ
-ოჰჰ..ავღადავდით?-მკაცრად უთხრა ანკამ,თუმცა ბოლოს მაინც გაეცინა.
მეორე დღეს დილაუთენია უნდა გასულიყვნენ. ტიტეს მანქანით მიდიოდნენ. დილით უკვე ყველა ადგილზე იყვნენ და დაიწყეს შორ მანძილზე გამგზავრება. ორ სართულიან სახლში ხუთივე კარგად მოეწო. ყველაზე მეტად ის უხაროდათ,რომ ეზოში დიდი აუზი იყო,რაც იმას ნიშნავდა,რომ თავგადასავლების დრო დადგა.. მგზავრობისგან დაღლილები იყვნენ,ამიტომ ჯერ დაისვენეს, ყველამ კარგად იცოდა ცურვა ნიას გარდა. ამიტომ აუზში ცოცხალი თავით არ ჩადიოდა. ანკამ ახლაც არ დაკარგა დრო და ტიტეს გაგიჟება ისურვა. საკმაოდ გამომწვევი საცურაო კოსტუმი ჩაიცვა და ტანის რხევით წავიდა აუზისკენ. არ გამოეპარა ტიტეს რეაქცია,ანუ როგორც ჩანს იმას მიაღწია რაც ჩაფიქრებული ჰქონდა
-აუუ მათე წამო რაა იქიდან გადმოვხტეთ -ანკა ეხვეწებოდა,რომ საკმაოდ მაღალი ადგილიდან ჩამხტარიყვნენ აუზში
-ანკა ხომ იცი,რომ ჯერ არ განმიზრახავს ამიტომ არსად წამომსვლელი არ ვარ
-კაი მაშინ მე წავალ -ანკა ფეხზე წამოხტა -მიყურეთ და ისწავლეთ -თქვა და გადმოსახტომად წავიდა,უკან ტიტეც გაჰყვა ისეთი ხიფათაა არაფერი დაემართოსო..1..2..3 და რამდენიმე სალტოს მერე ანკა წყალში აღმოჩნდა. ტიტეც აუზში ელოდებოდა,როდის ამოყოფდა თავს ანკა,რომ გული დაემშვიდებინა. თუმცა ანკა არც წყლის ზედაპირზე ჩანდა და არც წყალში.
-ხომ ვამბობდი ხიფათა ხარ თქო. სად მიდიოდი -თავისთვის ჩაილაპარაკა ტიტემ და წყალში ჩაყვინთა. რაც უფრო უახლოვდებოდა ფსკერს მით,უფრო კარგად ჩანდა ანკას სილუეტი. ხელები მაგრად მოხვია ანკას და ძლივს-ძლივობით ამოიყვანა მაღლა
-აჰაჰაჰა -ანკა ბოლო ხმაზე იცინოდა,ტიტეს გაგიჟებულ სახეზე უფრო მეტად ეცინებოდა. ტიტე კი ამ დროს ისეთი თვალებით უყურებდა,ჩემი ხელებით დაგახრჩობ ამ წყალშიო.
-რა გაცინებს ქაჯო..გული გამიხეთქე
-ვსიო..აწი შენი იმედი მექნება -ისევ გულიანად იცინოდა ანკა. ტიტეს ხმა აღარ გაუცია,უხმოდ დატოვა ადგილი,სავარაუდოდ სახლში შევიდა. აშკარად ძალიან გააბრაზა ანკას საქციელმა
-ჩემი რჩევა იქნება ბოდიში მოუხადო -გადაუჩურჩულა ნიამ
-ოჰჰ..მუხლიჩოქა ხომ არ დავუდგე რომ მაპატიოს
-ანკა ხვდები მაინც რამდენს აშავებ უკვე? -მკაცრად უსაყვედურა ძმამ ანკას
-ოოო ახლა ამან გამოყო კუდი -ხელი აიქნია ანკამ
-ანკა ზედმეტები მოგდის უკვე -დაუყვირა მათემ დას და ისიც წამში გაქრა იმ ადგილიდან
-ოოო თქვენ ხო ადამიანს გართობასაც არ აცდით რაა -ჩაიბუტბუტა ანკამ და სახლისკენ აიღო გეზი. სახლის კარები ნელა შეაღო,მათე აქ არ დახვდა. ანუ სხვაგან წავიდა. ანუ სახლში მარტო იყო
-რაო ნერვების მოშლა დაგაკლდა და ისევ ჩემთან მოხვედი? -დაუღრინა ტიტემ ანკას
-აუუ კარგი რაა ნუ იბუტები ბავშვივით-აწუწუნდა ანკა და ტიტესკენ წავიდა ჩასახუტებლად. მაგრამ ტიტე უხმოდ ავიდა მეორე სართულზე,თავის ოთახში.
"არ გინდა ნუ გინდა,თუ არც შემირიგდები ისე იყავი"ჩაიბუტბუტა და ისიც თავის ოთახში ავიდა,საწოლზე მოწყვეტით დაეშვა და თავი ბალიშში ჩარგო
"რას აკეთებ ანკა? ხვდები,რომ შენი ხელით ინგრევ ცხოვრებას? ხვდები,რომ არაფერს აკეთებ შენი სიყვარულის შესანარჩუნებლად?პირიქით, ჯიუტი ბავშვივით იქცევი..ჯინაზე ეუბნები გულსატკენ სიტყვებს..ეუბნევი,რომ არ გინდა,მაგრამ გულის სიღრმეში.." საკუთარ საქციელზე დაფიქრდა ანკა. ამიტომ ფეხზე ნელა წამოდგა,ტიტეს კარებთან მივიდა,არანაირი ხმები არ გამოდიოდა,ამიტომ ნელა შეაღო ოთახის კარები
-რა გინდა? -უემოციოდ უთხრა ტიტემ და მეორე მხარეს გადაბრუნდა,ანკას არაფერი უპასუხია,მის გვერდით ჩამოჯდა,ტიტეს არანაირი რეაქცია არ ჰქონია,ამიტომ ახლა მის გვერძე დაწვა,ხელები მაგრად მოხვია ბიჭის სხეულს. იგრძნო,როგორ აუჩქარდა გული,და როგორ დააყარა წვრილ-წვრილი ბუსუსები. ასე ახლოს არასდროს ყოფილან ერთმანეთთან,მითუმეტეს ერთ ოთახში და ერთ საწოლში
-ანკა შემეშვი -ანკა მაინც არ ნებდებოდა,პირიქით უფრო ახლოს მიისწია და ახლა თავი ჩარგო მის კისერში
-მაპატიე -ჩუმად ჩასჩურჩულა,მერე ტიტეც გადმობრუნდა მისკენ და კვლავ შეანათა თავისი ჭაობისფერი თვალები,ულამაზეს ცისფერ თვალებს
-აუუ გთხოვ მაპატიე კარგი? -საყვარლად ბუტბუტებდა ანკა
-იცოდე! სხვა დროს ასეთი რამ აღარ გაბედო -მკაცრად უთხრა ანკამ
-გპირდები -ისევ ამოიჩურჩულა და სახე ისევ მის ყელში ჩარგო. ალბად ასე იქნებოდნენ მთელი დღე,ბავშვები,რომ არ მოსულიყვნენ სახლში
-დროა გავიდე თორემ ამათი ღადაობის თავი არ მაქვს
-იღადაონ კიდე,მერე რა -თქვა ტიტემ და თავის ხელებით,ანკა ისევ თავის გვერდით დააწვინა
-არა მთელი დღეები ამათი თავი არ მაქვს
-მხოლოდ ერთი პირობით -თვალებში ჭინკები აუთამაშდა ტიტეს
-გააჩნია პირობას -ტიტე მთელი მონდომებით უკოცნიდა ანკას დიდ სავსე ტუჩებს, ეს იყო ანკას პირველი კოცნა. ანკა კი განაბული იწვა და ელოდა როდის ამოუვარდებოდა გული საგულედან.
-ახლა დროა გახვიდე,სანამ მართლა შემოვიდოდნენ -გაუღიმა და ანკამაც სწრაფად დატოვა მისი ოთახი, თავის ოთახში შევიდა,მთელ საწოლზე გადაწვა. ერთ წერტილს უყურებდა..იცინოდა..ტუჩებზე თითებს იდებდა..მერე ისევ იცინოდა
-ესეც შენი პირველი კოცნა ანკა დადიანი -თავის თავს ელაპარაკებოდა. მერე ნიას ხმამ მოიყვანა აზრზე
-ანკა ჩამოდი გელოდებით -ანკას არაფერი უპასუხია,არც დაბლა ჩასულა. ახლა ტიტეს თვალებში ყურებას სიკვდილი ერჩივნა
-ანკა გელოდებით მეორედ შემოაღო კარები ნიამ. თუმცა არც ახლა ჩავიდა დაბლა,პირიქით საბანი თავზე გადაიფარა და პატარა ბავშვივით დაიმალა. ხუთ წუთში ისევ გაიგო კარების ხმა,სანამ ის რამეს ეტყოდა ანკამ დაასწრო და ხმამაღლა დაუძახა
-არ მინდა ჩამოსვლა,რას შემჭამე უჰჰ -ისე თქვა,რომ საბნიდან თავი არ ამოუწევია
-ასე შეიძლება გაიგუდო -ტიტეს ხმა და სიცილი,რომ გაიგო "დაგერხა ანკა"-ო გაიფიქრა და უფრო დაიმალა საბანში
-აუუ კარგი რაა..რისი გრცხვენია
-გადი -ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა ანკამ,რაზეც ტიტეს გაეცინა. საბანი ნელა გადააძრო ანკას,ანკა კი თვალების გახელას არ აპირებდა
-ანკა შემომხედე -ისევ გაეცინა ტიტეს
-გაახილე თვალები გოგო -ანკამ ნელ-ნელა გაახილა თვალები,ტიტეს მომღიმარ სახეს,რომ წააწყდა,საბანი ისევ თავიდან გადაიფარა თავზე
-აუუ ნეტა ასეთი მორცხვი მაშინ ყოფილიყავი,რომ გაგიცანი -ტიტემ ისევ გადახადა საბანი. მერე ხელი მოკიდა
-წამო ჩამოდი დაბლა გველოდებიან -ანკა ნელ-ნელა წამოდგა ფეხზე და ორივე ერთად ჩავიდა დაბლა
-ოჰჰ..დაგვიბრუნდნენ გვრიტები-თქვა ნიამ და გადაიკისკისა. კიდე ეს უნდოდა ამ გოგოს?
-შენ ამათ არ მიაქციო ყურადღება -გადაუჩურჩულა ტიტემ,ლოყებ-აწითლებულ ანკას
-დიდება თქვენს გამოჩენას მოვკვდით შიმშილით -ახლა მათემ დაიწყო წუწუნი. ხუთივე მაგიდასთნ დასხდნენ და გოგოების მომზადებულ საჭმელს ჭამდნენ. რამდენს დასცინოდნენ ბიჭები,ამ საჭმელებზე ეგ კიდე სხვა თემაა..
-წავიდეთ დღეს ბარში -იდეა გამოთქვა ნიამ
-წავიდეთ -დაეთანხმა ანდრე და მათეც
-მე სახლში დავრჩები არ ვარ ხასიათზე -თქვა ანკამ და მაგიდიდან ადგა და მაღლა ავიდა. ნიამ ტიტეს რაღაც გადაულაპარაკა
-მგონი ჯობია მეც დავრჩე (ტიტე)
-რა პრობლემაა,აბა წავედით -თქვა მათემ და სამივე გავიდნენ სახლიდან. ტიტე ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა,თქვენც კარგად იცით,რომ ის ანკას გამო დარჩა სახლში. ამიტომ გადაწყვიტა მასთან ასულიყო. კარებზე ნელა დააკაკუნა და ანკას ხმა,რომ გაიგო ანუ არ ეძინა
-შემოვიდე? -ჩუმად იკითხა ტიტემ. ანკამ არაფერი უპასუხა,უბრალოდ ცოტა წინ მიისწია საწოლზე. ტიტეც მასთან მივიდა და გვერდით დაუწვა. ხელები მაგრად მოხვია ანკას. ანკას სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. არადა რამდენიმე საათის წინ თვითონ ეხუტებოდა ტიტეს
-შეიძლება აქ რომ დავიძინო? -ისევ ტიტემ დაიწყო ლაპარაკი და ყელში ნაზად აკოცა. ანკამ მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ტიტე კი უფრო ახლოს მიისწია და მაგრად მოხვია ხელები. ასე იწვნენ უხმოდ,ხმას არც ერთი იღებდა. სამარისებული სიჩუმე იდგა. ეს სიჩუმე ახლა ანკამ დაარღვია
-ტიტე -ჩუმად თქვა და ტიტესკენ გადატრიალდა. როგორ უჭირდა ასე წოლა და საუბარი. მაგრამ ეს ოდესღაც მაინც უნდა გაეკეთებინა
-ჰოო
-მართლა გიყვარვარ? -ისე ჩუმად ამბობდა,შეუძლებელი იყო გაგება,მაგრამ ტიტემ მაინც გაიგო კითხვა და ტუჩის კუთხეში გაეღიმა. ანკას კი პასუხის მოლოდინში ლამის გული ამოუვარდა
-და შენ გიყვარვარ?
-მე შენ გკითხე
-უჭირდა..ვერ წარმოიდგენთ,რის ფასად უჯდებოდა ამის თქმა..მაგრამ ეს უნდა ეთქვა..ოდესღაც ამას მაინც გიგებდა..წუთიერი პაუზის შემდეგ ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა -შემიყვარდი -ის იყო გოგო,რომელსაც არ უტყდებოდა,სიყვარულში პირველი გამოტყდომის..ის იყო გოგო,რომელსაც სიგიჟემდე შეუყვარდა ბიჭი..ის იყო გოგო,რომელიც მოგვიანებით ინანებდა თავის საქციელს,მაგრამ ეს არ აშინებდა..
-გეძინება? -მისი სიტყვისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია ტიტეს
-ნწ..
-მაშინ ბარში წავიდეთ ბავშვებთან -ისე ლაპარაკობდა ვითომც აქ არაფერი..ანკა დასჯილი ბავშვივით გაჰყვა უკან..უკვე ნანობდა თავის სიტყვებს..როგორ უნდოდა ახლა სადმე უღრან ტყეში გადაკარგვა და ამ ყველაფრისგან შორს ყოფნა..სამივეს გაეხარდათ,ტიტეს და ანკას დანახვა..ერთობოდნენ.. იცინოდნენ..ცეკვავდნენ..მარტო ანკა იჯდა თავისთვის..უხმოდ..არც იცინოდა..არც ლაპარაკობდა..არც სვამდა..მხოლოდ ფიქრობდა..ფიქრობდა..და კიდევ ფიქრობდა.. "სულელი ხარ ანკა სულელი,როგორ იფიქრე,რომ მასაც უყვარდი?"ეჩხუბებოდა საკუთარ თავს. ამ ფიქრებიდან ტიტეს ხმამ გამოარკვია
-ვიცეკვოთ? -არ ელოდა..ყველაზე მეტად ტიტესგან არ ელოდა ამას..თუმცა ცეკვაზე დასთანხმდა..დარბაზის შუაგულში იდგნენ და ცეკვავდნენ..ვერ ამჩნევდნენ ვერავის და ვერაფერს..იქ მხოლოდ ტიტე და ანკა იდგნენ..პირვლად უნდოდა ანკას,რომ მალევე დამთავრებულიყო ეს ყველაფერი..განა იმიტომ,რომ ტიტეს ვერ იტანდა? არა,პირიქით..იმიტომ,რომ სიგიჟემდე უყვარდა და ამას ბიჭისგან ვერ გრძნობდა..სიმღერა დამთავრდა..დამთავრდა ცეკვაც..ამას ხალხის ტაში მოჰყვა და ანკას ამოსუნქვა..მაგიდაზე დაჯდომას აპირებდა,როცა ისევ ტიტემ დააბრუნა თავის ადგილზე,დარბაზის შუაში..მის თვალებში მხოლოდ ერთი რამ იკითხებოდა "რა გინდა?" ამას ტიტეც მიხვდა..სცენისკენ წავიდა,საიდანაც ყველაფერი კარგად ჩანდა..ანკა გაკვირვებული აცეცებდა თვალებს..ტიტე მიკროფონთან დადგა და დაიწყო
-ერთი წლის წინ..დაჟე უფრო მეტი..გოგო გავიცანი..გიჟი..არანორმალური..ქაჯი..ნერვების ჭია..ამავედროულად.. საყვარელი..თბილი..ულამაზესი..გოგო,რომელთანაც სულ ვჩხუბობდი..უფროსწორად ის მეჩხუბებოდა -აქ გაეცინა -მეტ წილად სულ მეჩხუბებოდა..მაგრამ არ ვბაზობდი..პირიქით..გაგებული გექნებათ..ნამდვილი სიყვარული კამათით იწყებაო..ხოდა ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც..ის გოგო ახლა აქ დგას..ჩემს წინ..ზღვისფერი თვალები ცრემლებით აქვს სავსე..ის ჩემს წინ სრულიად შეცვლილი დგას..გოგო,რომელიც სულ ჩხუბობდა ახლა დგას და გული ამოვარდნას აქვს..გოგომ,რომელიც მეუბნებოდა,რომ ვერ მიტანდა და არ ვუყვარდი..დღეს მითხრა რომ შევუყვარდი..არ მინდოდა ამ ყველაფრის დღეს თქმა..მაგრამ ვფიქრობ,რომ უკვე დროა..-წამიერი პაუზის შემდეგ დაიწყო -შენ დღეს მითხარი,რომ გიყვარვარ..მე გეტყვი,რომ დღეიდან უკვე მე მეკუთვნი..ჩემი ხარ და ასე იქნება სანამ ცოცხალი ვიქნები..გინდა თუ არ გინდა ეგეც მამენტ არ მადარდებს..მთავარია ჩემს გულს სჭირდები..აი ამ გულს,რომელიც არაერთხელ გატყდა..მაგრამ მაინც გამრთელდა..მე ასეთი მიყვარხარ და ასეთი მეყვარები..ჩემი ქაჯი,რომელმაც შეძლო და თავი შემაყვარა..აწი არც გაიფიქრო,რომ მოგეშვები..ვერასდროს ვერ გაგიშვებ..ვერასდროს.. "მიყვარხარ ეს არასოდეს დაივიწყო" -ლაპარაკი დასრულდა..კენტად ჩამოგორებული ცრემლები მოიწმინდა..ანკა ისევ იქ იდგა,იმავე ფორმაში..გაოგნებული იყო..მისი გონება ვერ ხარშავდა ტიტეს ნათქვამს..მისი გულის ცემა უფრო და უფრო ჩქარდებოდა..ხელები უკანკალებდა..ტუჩები უთრთოდა..სულ კანკალებდა..ვერ გაერკვია რა უნდა ექნა ამ დროს ამ წუთში..ახლა ვეღარავის ამჩნევდა,ვერც მეგობრების შეძახილებს,ვერც ხალხის ტაშის ხმას..გონებაში ახლაც უტრიალებდა ტიტეს ნათქვამი "მიყვარხარ ეს არასოდეს დაივიწყო" ისე იყო გაოგნებული,ვერც კი მიხვდა,რომ ვიღაცამ მიკროფონი მიაჩეჩა ხელებში..მიკროფონი პირთან მიიტანა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოუშვა ბგერები პირიდან
-"მიყვარხარ ეს არასოდეს დაივიწყო" -მიკროფონი ისევ ვიღაცას გაუწოდა. ტიტე უცებ აღმოჩნდა მის წინ. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ..ორივეს ესმოდათ ერთმანეთის სუნთქვა..ანკა უყურებდა მწვანე,ჭაობისფერ თვალებს და ნელ-ნელა იკარგებოდა მასში. მერე ტიტე მის წინ ჩაიმუხლა.. ანკა უკვე ვეღარაფერს ხედავდა..არაფერი ესმოდა..
-გამომყვები ცოლად? -ყურში ექოსავით ესმოდა ეს სიტყვები..ვერ ერკვეოდა რა პასუხი გაეცა ტიტესთვის..რათქმაუმდა პასუხი 'კი' იქნებოდა,მაგრამ ენა არ ემორჩილებოდა..ვერაფერს ამბობდა..ხმა არ ამოსდიოდა პირიდან..მხოლოდ თავის დაქნევა შეძლო,რაც იმის დასტური იყო,რომ თანახმა იყო..
-თანახმა ვარ -ბოლო ხმაზე დაიყვირა და მთელი ძალით მოეხვია კისერზე..და მან თქვა დიახ..ასე ჩახუტებულები იქნებოდნენ დიდი ხანი ნია და ბიჭები,რომ არ ჩახტომოდნენ შუაში
-ააუუუ...გილოცავთთ -წივილ-კივილით წავიდა ნია წყვილისკენ
-თქვენთვისაც მალე მოგველოცოს -სიცილით უთხრა ტიტემ და ანდრეზე ანიშნა
-გილოცავ დაი -მათემ ანკას თავზე აკოცა და მთელი ძალით ჩაეხუტა..
-რას ვიფიქრებდი ჩემ ბაბნიკ ბიძაშვილს თუ ვუნმე შეუყვარდებოდა -გაეცინა ანდრეს..თუმცა ანკას მისი სიტყვები არც გაუგია..ჯერ კიდევ ვერ იღებდა ხმას..აგონიაში იყო,და ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა,რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო..ის ღამე იყო ყველაზე არანორმალური..ქეიფი.. სიცილი..ძველი ისტორიების გახსენება..ყველა ბედნიერები იყვნენ,განსაკუთრებით კი ეს წყვილი...
დილით პირველი გოგოებმა გაიღვიძეს,ამიტომ ცოტა მაიმუნობის დრო დადგა..ეს იდეა რა თქმა უნდა ნიას მოფიქრებული იყო..ანკა ამბობდა,არ მინდა ჯერ არ შექმნილი ოჯახი დავანგრიოო..მაგრამ მანაც სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა ამ მაიმუნობაში..პომადები..მანიკურები..ტუში..ლაინერი..და ფლომასტერები მოიმარაგეს და ბიჭების ოთახში ისე შეიპარნენ,ვერც შესვლა გაიგეს და ვერ გამოსვლა..მერე ისევ თავიანთ ოთახებში დაბრუნდნენ და დაელოდნენ ბიჭების გამოჩენას..არ დააგვიანეს..მათეს სიცილ-ხარხარის ხმა გაიგონეს,რაზეც ორივე გარეთ გავარდა და ბიჭების ოთახისკენ წავიდნენ..ასეთი სურათი დახვდათ..ანდრე საწოლზე იჯდა და გაკვირვებული უყურებდა მათეს,რომელიც იატაკზე ხოხავდა სიცილისგან..ტიტეს ჯერ კიდევ ეძინა,ამიტომ ვერაფერი გაიგო..გოგოები მათეს ხელებით ანიშნებდნენ,რომ არაფერი ეთქვა..ისიც გაჩუმდა და დაელოდა მოვლენების განვითარებს..ამასობაში ანდრე აბაზანაში შევიდა..იქიდან კი საშინელი ღრიალის ხმები გამოვიდა,რაზეც ტიტესაც გაეღვიძა
-რა გაღრიალებს ბიჭო ჯერ ისედაც თავი მისკდება -ამოიბუტბუტა ტიტემ და ფეხზე ძლივს ძლივობით წამოდგა
-აჰაჰაჰა..კიდე მე რა მაღრიალებს აბა სარკეში ჩაიხედე და მერე გაიმეორე ეგ -ახლა ანდრემ დაიწყო სიცილი,როცა მათეს სახე დაინახა..
-მოგკლავთთ!! -ტიტეს ხმაზე გოგოები თავიანთ ოთახებში შეცვივდნენ და კარები გადაკეტეს..კარს აქეთ გოგოები იგუდებოდნენ სიცილით..კარს იქით მათე,ბიჭების დანახვის დროს
-კარები გააღე შენ არანორმალურო -უყვიროდა ტიტე ანკას,თუმცა ანკა მაინც არ აპირებდა გაღებას..ბიჭები ემუქრებოდნენ,რომ შემოვამტვრევთო,თან კარებს მთელი ინერციით ეჯახებოდნენ..გოგოებსაც მეტი რა უნდოდათ
-1..2..3 -გადაუჩურჩულა ნიამ,ანკას..კარები გაიღო და ორივე ბიჭი ოთახში იატაკზე აღმოჩნდნენ გაწოლილები
-მე თქვენ გასწავლით ჭკუას -დაიყვირა ანდრემ და მათზე გაკიდება სცადა..გოგოები გარბოდნენ,ბიჭები მისდევდნენ..მათე კი ამ ყველაფერს ვიდეოში აფიქსირებდა
-არა გთხოვ გამიშვი -ამოიკნავლა ანკამ,როცა ტიტემ დაიჭირა და აუზისკენ ხელში აყვანილი მიჰყავდა..ამავე მდგომარეობაში იყო მეორე წყვილიც
-ანდრე გთხოვ..ჰაერი..ვიგუდები.. ვაიმეე-ნია ფეხებს იქნევდა და ცდილობდა ანდრეს გაქცეოდა..თუმცა ბიჭები ერთ ყურში უშვებდნენ მათ სიტყვებს და მეორედან უშვებდნენ
-1..2..3.. -ახლა ბიჭებმა გადაულაპარკეს ერთმანეთს და ორივე გოგო აუზში აღმოჩნდნენ ჩაყრილები..ანკამ უცებ ამოყვინთა წლიდან..სამაგიეროდ ნია მიდიოდა ნელ-ნელა ფსკერისკენ
-არა..სულ დამავიწყდა.. -თავისთვის ჩაილაპარაკა ანდრემ,როცა გააანალიზა,რომ ნიას წყლის შიში ჰქონდა და ცურვაც არ იცოდა..წამში ისიც წყალში გადახტა და ნია სწრაფად ამოიყვანა წყლიდან..ანკას ის დრო გაახსენდა ტიტე,რომ შეაშინა და მერე მთელი დღე პატიებას,რომ სთხოვდა..ახლა იგივე სიტუაცია მეორდებოდა ნიასა და ანდრეს შემთხვევაში
-ხმა არ გამცე საერთოდ -როცა ნიამ ფეხი დაადგა,მაშინვე ანდეს დაუწყო ჩხუბი
-აუუ მაპატიე რაა ნიაკო
-შემეშვი -თან ეჩხუბებოდა თან პირსახოცით იმშრალებდა ტანს
-ნიაკოო..ნიი..ფერიაა -ყველანაირად ცდილობდა ანდრე ნიას მოთაფვლას..ანკა და ტიტე კი ამ წყვილის ყურებით ხალისობდნენ
-გადი უნდა ჩავიცვა
-ნიაკოო ხო იცი,როგორ მიყვარხარ
-აფერისტო -დაუღრინა ნიამ ანდრეს
-ნიაა..რა გჭირს რაა..ნუ ბავშვობ..ამათაც ხო უნდოდათ გართობა -სიცილს ძლივს იკავებდა ანკა
-შენ რა გედარდება ცურვა იცი და წყლისიც არ გეშინია
-წამოდი და მე გასწავლი ცურვას-ისევ უშედეგოდ სცადა ანდრემ ნიას მოთაფვლა
-შენ გითხარი,რომ ხმა არ გამცე
-კარგი..ისევ შენ ინანებ -ანდრე ოთახიდან ისე გავიდა,რომ ნიას პასუხს აღარ დალოდებია,უკან ბიჭებიც გაყვნენ
-შენ სულ გააფრინე გოგო? რა იყო კოჭებამდე წყალში ჩაგაგდო ზღვაში ხო არა -მაშინვე დაეტაკა ანკა დაქალს
-არაუშავს ცოტა თვითონაც ინერვიულოს -სიცილით თქვა ანკამ და ტუჩები დაბუშტა
-ოხ ნია...ხო არ დაგავიწყდა ჩემ ქალურ ლოგიკას რა შედეგი მოჰყვა მაშინ ბარში
-შენ შენ ხარ და ჩემი ანდრე ამ საღამოსვე შემირიგდება..აი ნახავ -საკუთარ თავში დარწმუნებული ნია დაბლა ჩავიდა..ანდრე დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა..ბიჭებიც გვერდით ისხდნენ,მაგრამ,რომ დაინახეს,რომ ნია ანდრეს გვერძე დაჯდა "აბა დავიშალეთო" ერთმანეთს გადაულაპარაკეს ასე დატოვეს წყვილი მარტო..ანდრე ყურადღებას არ აქცევდა..ზედაც არ შეუხედავს..სულ ასე უყვნენ..ჯერ გოგოები იბუტებოდნენ,მერე ბიჭები..ახლა ნია,რისი ნიაა,ანდრე რომ ვერ შეირიგოს
-ჩემი კუსკუსა..ბუტია.. სიმპატიური..საყვარელი
-..ანდრე მაინც არ იღებდა ხმას
-ჰმმ..მაინც არ შემირიგდები?
-..ანდრე არც ხმას იღებდა და არ მას უყურებდა
-მაშ ასე -ნიამ ხელიდან ტელევიზორის პულტი გამოსტაცა და ერთი ხელის დაჭერით ტელევიზორი გაითიშა..თუმცა არც ამან გაჭრა..ანდრე ისევ იქით იყურებოდა და ნიას ყურადღებას არ აქცევდა. ახლა ნია სხვა გეგმებზე გადავიდა..უფრო უახლოს მიისწია მისკენ. ორივე ხელი მაგრად შემოხვია,არსად გამექცესო. ჯერ ყელში კოცნიდა..მერე ნიკაპზე..მერე ლოყებზე..ლოყებზე იმდენი ხანი კოცნიდა სანამ ანდრემ თავი არ მოაბრუნა და ჰოპპ..მათი ტუჩებიც შეეგებნენ ერთმანეთს. ალბად ასე გააგრძელებდნენ კოცნას,ბავშვები რომ არ ჩახტომოდნენ..არა რაა ამათმა ხო ვერ ისწავლეს,როდის უნდა გამოჩნდნენ და როდის უნდა დარჩნენ..
-ჩემი მოთაფვლის გზები,რომ არ იცოდე რა გეშველებოდა -გადაუჩურჩულა ანდრემ ნიას და გაუღიმა
-ამას დიდი ფიქრი არ სჭირდება..ყველა კაცი ერთნაირია..საკმარისია ერთი კოცნა და ჰოპპ..უცებ ებმევით მახეში -აუხსნა ნიამ და გაეცინა

სვანეთში კიდე რამდენიმე დღე დარჩნენ..თითქმის ყოველ საღამოს ერთმანეთის შემორიგებაში ატარებდნენ..მარტო მათე იყო,ვინც გულიანად იცინოდა მათ საციელზე..თბილისში დაბრუნდნენ..მაგრამ ახლა სულ სხვა განწყობით..სულ მალე ქორწილია..ანკამ და ტიტემ ქორწილი 4 თვეში დანიშნეს..თუმცა უკვე ამასაც არ ჰქონდა აზრი..თითქმის ყოველდ დღე და ღამე ერთად იყვნენ..ბედნიერების პიკი იყო..ქორწილის სამზადისში დრო ისე მალე გადიოდა ვერც ამჩნევდნენ..სამსახურიდან ანკა ტიტესთან მიდიოდა..მათეს დაურეკავდა მე ტიტესთან ვრჩები და თუ დამაგვიანდა არ იდარდოო და ასე ატარებდნენ დროს ჯერ არ დაქორწინებული წყვილი..ქორწილამდე ერთი თვე იყო დარჩენილი..გოგოებს განსაკუთრებით ბევრი რამე ჰქონდათ გასაკეთებელი..ცალკე პატარძლის კაბა..ცალკე მეჯვარის კაბა
14 აგვისტო..
ამ დღეს ანკამ ექიმთან წასვლა გადაწყვიტა. მიზეზი არ გაინტერესებთ? უკვე რამდენიმე კვირა იყო რაც თაბრუსხვევები და გულისრევები ემართება. ცოტა საეჭვოდ მოეჩვენა ეს ყველაფერი,ამიტომ ექიმთან მივიდა..ექიმის პასუხი არ გაინტერესებთ? ის ერთი თვის ორსულად იყო..მაგრამ,ამას ტიტეს ჯერ არ ეტყოდა..ეს ამბავი,ყველაზე საუკეთესოდ უნდა გამოეცხადებინა,საუკეთესო ქმრისთვის..ამ ამბავის თქმას კი
ქორწილის დღეს აპირებდა..ექიმისგან უბედნიერესი წამოვიდა,და ტიტეს დაურეკა
-აუუ ტიტე
-ჰოუ
-დღეს ტორტის სახლში,ხომ გამომყვები? -შეპარვით იკითხა ანკამ,რადგან იცოდა,რომ ტიტეს არ უყვარდა ასეთ რამეებზე სიარული
-შენთან ერთად ყველგან წამოვალ სიხარულო -მისი პასუხი ცოტა გაუკვირდა,მაგრამ რაც მთავარია ტორტის სახლში ერთად მივიდოდნენ..მალადეც ტიტეს გაძლებას..თითქმის მთელი მაღაზია შემოიარეს,მაგრამ ანკას მოსაწონი ტორტი ვერ ნახეს..ბოლოს ისევ ტიტემ აირჩია ეს ტორტი იყოსო და ასე დატოვეს ტორტის სახლი
-ტიტე
-გისმენ
-ქორწილზე რამე საჩუქარი არ უნდა გამიკეთო? -ეშმაკურად კითხა ანკამ
-მეტი საჩუქარი რაღა გინდა,ცოლად მომყავხარ -ტიტეს გაეცინა
-აუუ რა უჟმური ხარ რაა..მე შენთვის საუკეთესო საჩუქარი მექნება -ახარა ანკამ ტიტეს
-ვიცი მე შენი საჩუქარი..ჩემი საჩუქარი შენ ხარ ანკა შენ
-კარგი ეგრე იყოს -არ უნდოდა ანკას რამე წამოსდენოდა,ამიტომ ისევ გაჩუმება არჩია
3 სექტემბერი
თბილისში ბუღი იდგა..თუმცა ესეც არ უშლიდათ ხელს,რომ მთელი მაღაზიები შემოეარათ კაბის ასარჩევად..ანკას კაბა უკვე აირჩიეს..თეთრი უზარმაზარი,გაშლილი კაბა იყო,სულ ბზინავდა..ამ წუთებში ანკაზე ბედნიერს ვერ ნახავდით..ახლა კი ნიას კაბაზე მიდიოდნენ..ნიას წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული,შენს ქორწილში იასაფნისფერ კაბა უნდა ჩავიცვაო..მერე ანკა დასცინოდა ნეტა შენ ქორწილში რა ფერის გეცმევაო..კაბების მაღაზიაში შევიდნენ,ეძებდნენ მხოლოდ იასამნისფერ სადა კაბას. ანკა იჯდა ერთ ადგილზე და უყურებდა,როგორ შედიოდა და გამოდიოდა დაქალი გამოსაცვლელი ოთახიდან
-აბა ეს,როგორია?
-არ ვარგა -უემოცუოდ ეუბნებოდა გადაღლილი ანკა და სხვა კაბას აძლევდა ეს ჩაიცვიო..ალბად უკვე 100-ედ შედიოდა და გამოდიოდა
-ეს როგორია? -იკითხა გადაღლილმა ნიამ
-აუუ ძაან მაგარიააა -წამოიძახა ანკამ და დაქალი რამდენიმეჯერ დაატრიალა
-აუუ შენც ხო მაგარი დაღლილი ხარ და მეც და წამო რაა კაფეში დავსხდეთ -უთხრა გადაქანცულმა ნიამ
-წამოდი სადაცაა ქორწილი მექნება და მოვასწროთ გართობა -გაეცინა ანკას და ახლომდებარე კაფისკენ წავიდნენ..ორივემ ყავა და ნამცხვარი შეუკვეთეს..ახლა,როგორც გოგოებს შეეფერებათ ჭორაობდნენ ათასნაირ თემაზე,ქორწილზე,ქორწილის მერე სად წავიდოდნენ და მსგავს უამრავ საკითხზე..ანკა არც ნიას ეუბნებოდა ორსულობის ამბავს,ყველამ იმ დღეს უნდა გაიგოთ ასე ჯობიაო..
-არა ყველაფერს წარმოვიდგენდი და შენ თუ ბაბნიკი შეგიყვარდებოდა,თან ტიტესნაირი მწარე ბაბნიკი მაგას ვერ დავიჯერებდი რაა
-შენ რა იცი ბაბნიკი როა?
-ვერ გაიგე ქორწილში ანდრემ რომ უთხრა..შენნაირ ბაბნიკს თუ ვინმე შეუყვარდებოდა ვერ წარმოვიდგენდიო
-რა აზრი აქვს დროა მიატოვოს ბაბნიკობა,ახლა მხოლოდ მე ვარ მხოლოდ მე -საყვარლად ტიტინებდა ანკა და ყავას სვამდა
-ისე სად აპირებთ წასვლას ქორწილის მერე? -ცოტა ხნის მერე სასხვათაშორისოდ იკითხა ნიამ
-...ანკას პასუხი არ გაუცია,არც ნიასთვის შეუხედავს
-ანკა შენ გეკითხები
-...ამჯერადაც დუმილი
-ანკა კარგად ხარ?
-შენც ხედავ იმას რასაც მე -ძლივს გასაგონად ამოჩურჩულა ანკამ,ნიამ მის მზერას თვალი,რომ გააყოლა პირზე ხელები აიფარა..კაფეში ტიტე,რომ დაინახეს ვიღაც გოგოსთან ერთად შემოსული,რომელიც თამამად ატარებდა გოგოს სხულზე ხელებს
-ანკა? -გაკვირვებულმა ამოჩურჩულა ნიამ..როცა ანკა დაინახა ფეხზე წამომდგარი,თვითონაც უკან გაჰყვა..წამში აღმოჩნდნენ ტიტეს და იმ გოგოს მაგიდასთან ეს ორი დაქალი
-გამარჯობა საყვარელოო -მოჩვენებითი სიყვარულით მიესალმა ტიტეს,ტიტემ მისი ხმა,რომ გაიგო ისეთი ხველა აუტყდა ძლივს ამოისუნქა
-უიი ანკა
-ჰოო მე ვარ -ტიტე და ის ქერა გოგო ნელ-ნელა წამოდგნენ ფეხზე
-რა სიურპრიზია ტიტე..ეს ვინ არის? გამაცანი -იხლა იმ გოგომ დაუწყო კისერზე კონწიალი ტიტეს..როგორ უნდოდა ახლა ანკას,ის ორივე ხელები გადაემტვრია იმ გოგოსთვის
-ნატა გაიცანი ეს ანკაა -ტიტემ გოგოს ანკა გააცნო,თან ხვდებოდა,რომ ნელ-ნელა ფერი აღარ ედო სახეზე
-სასიამოვნოა,ანუ შენ ნატა ხარ ხომ?
-დიახ
-ტიტე ვინ არის შენი?
-საქმ...-აქ ტიტეს ფრჩხილები იგრძნო ქერამ ხელზე და უცებ გაჩერდა -(საქმ)იანი მეგობარი -სცადა თავისი შეცდომა გამოესწორებინა..თუმცა არც ისე სულელი იყო ანკა,რომ მათთვის დაეჯერებინა
-ნუ სულელობ საყვარელო..რას ნიშნავს საქმ იანი მეგობარი..და კიდევ მე შენ გეკითხები -მკაცრი მზერა ისროლა ტიტეს
-ის ჩემი...
-ხმა ამოიღე ტიტე -უკვე ყვირილზე გადადიოდა ანკა
-ჩვენ მალე ქორწილი გვაქვს -ისე ამბობა ქერა,ვითომც აქ არაფერი
-აჰაჰაჰა..რა თქვი? მომისმინე ლამაზო..ქორწილი ჩვენ გვაქვს თან ძალიან მალე -ანკა ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა,რომ ტიტეს ამის გაკეთება შეეძლო
-ააა..ანუუ შენ ხარ ის ფერია ტიტეს მახეში რომ გაება?
-რა მახე გოგო ნუ სულელობ..ჩვენ ქორწილი გვაქვს,ქორწილი..თან ძალინ მალე -ისევ ყვიროდა ანკა
-ვწუხვარ,მაგრამ ასეა..ტიტე გამახსენე რამდენ დოლარზე დანიძლავდით,მაშინ..აიი იქ ბარში -ისევ აგრძელებდა ქერა გველურად სისინს.."ბარი,ბიჭები,ნიძლავი,სიცრუე,ქორწილი" ანკას მხოლოდ ეს სიტყვები ესმოდა ყურში
-ტიტე რაც მან თქვა ხომ ტყუილია? -ისევ ჩუმად თქვა ანკამ და ტიტეს ცრემლიანი თვალები შეანათა,იმის იმედით,რომ ეს ყველაფერი ტყუილი იქნებოდა
-ააამმმ..მგონი ცოტა ადრე მომიწია თქმა..ეს ყველაფერი ქორწილის მერე უნდა მეთქვა -პირზე ხელები აიფარა ქერამ და ისევ განაგძო სისინი
-მოკეტე ნატა მოკეტე -დაუღრიალა ტიტემ ქერას -ანკა გთხოვ წადი -ჩუმად უთხრა ტიტემ ანკას
-რა თქვი?
-წადი
-თვალებში შემომხედე და კიდევ ერთხელ მითხარი -გაბრაზებული უფრო ახლოს მიისწია ტიტესკენ
-სხვა არჩევანი არ მაქვს ანკა
-თვალებში შემომხედე და ისე მითხარი,რომ წავიდე -უფრო ხმამაღლა დაუყვირა ანკამ
-უნდა წახვიდე..არ შემიძლია ანკა-მაინც არ შეუხედავს ბიჭს ანკასთვის. ანკამ თავი მოატრიალებინა,ხელებში მოიქცია,ასე ვერსად გაიხედებოდა,მის მწვანე თვალებს უყურებდა და კიდევ ერთხელ უთხრა,ამჯერად მშვიდად
-გაიმეორე -ცრემლები უნამავდნენ ლოყებს
-გშორდები -ისე ჩუმად დაიჩურჩულა ტიტემ შეუძლებელი იყო რამე გაგეგო,მაგრამ მაინც გაიგო
-აბა რა გეგონა ასე უცებ ჩაიგდებდი ხელში ამ ბიჭს? -ამ გოგოს სისინი ტვინს უბურღავდა ანკას..უნდოდა ძველებურად მოხვეოდა მხრებზე და ისევ ხარბად შეეგრძნო მისი სურნელი,მაგრამ გაუშვა..
-მე წავალ მაგრამ იცოდე შენ იყავი ჩემთვის ყველა'ფერი..შენ იყავი ის ვინც მაბედნიერებდა..სულელი ვარ ხო? ჰოო..ვაღიარებ შემოყვარდი..ეს პირველი მე გითხარი..სულელი ვარ შენ,რომ გენდე
-ანკა გეყოს -დაუღრიალა ტიტემ ანკას
-ყველაფერი მორჩა -ჩუმად დაიჩურჩულა ანკამ
-არაფერი იყო -ასევე ჩუმად თქვა ტიტემ..ანკას გული აი აქ მოკვდა..ამ წამს..კაფე უხმოდ დატოვა..ნიას უთხრა სახლში წასულიყო..ბევრი ხვეწნის მერე ძლივს დაითანხმა წასვლაზე..თვითონ კი იმ სკვერში მივიდა სადაც ტიტე მეორედ შეხვდა..ვინ დათვლის მერამდენედ ტკპნიდა ერთი და იგივე ადგილს..
გოგონა,რომელიც ყველას გაუტეხელი ეგონა, გატყდა..
გოგონა,რომელიც ძლიერი ჩანდა, ნაწილებად დაიმსხვრა..
გოგონა,რომელიც მუდამ იცინოდა, ატირდა..
გოგონა,რომელიც არასოდეს ნებდებოდა, შეეშვა ცდას..
როგორც ყველას გვჩვევია,ამ მომენტებში ვითიშებით..გვგონია,რომ აღარაფერი იქნება კარგად..ამ ამბავს ვერ გადავიტანთ..ცხოვრებამ აზრი დაკარგა..თუმცა მალევე ვაანალიზებთ,რომ ყველაფერი არ დამთავრებულა..ცხოვრება გრძელდება..
ანკა სახლში გვიან მივიდა,თვალებ დასიებული,ცისფერი თვალები ჩაწითლებული..მათეს ეძინა..მისი ოთახის კარები ნელა გააღო..იმდენი ხანი კოცნიდა სანამ გული არ იჯერა..მერე ისევ გამოვიდა..მხოლოდ ორი ნივთი აიღო..ფურცელი და კალამი..და წერა დაიწყო
"როცა ამ წერილს ნახავთ,სახლში არ ვიქნები..არ იფიქროთ,რომ თავი მოვიკალი..არც ის იფიქროთ,რომ მიპოვით..არ ეცადოთ ჩემი მოძებნა..რა იქნებოდა ისევ პატარა ბავშვი,რომ ვიყო? ფაქტია,რომ მოტეხილი ხელი უფრო ადვილად გამრთელდება,ვიდრე გატეხილი გული..მე გული მომიკვდა..ყველა ძალიან მომენატრებით..ნიაც,ანდრეც,შენ კი ყველაზე მეტად ძამიკო..ძამიმო მხოლოდ ერთ რჩევას მოგცემ..ნურასოდეს იტყვი იმას,რისიც თავად არ გწამს..ნურასოდეს ატკენ გულს გოგოს..ეს მას მოკლავს..როცა ვინმე შეგიყვარდება,ყოველთვის მე გამიხსენე,რომ არ დაგავიწყდეს,როგორი ტკივილი მომაყენა ერთი ბიჭის დაუფიქრებელმა საქციელმა..მიყვარხართ და ყოველთვის სიგიჟემდე მეყვარებით..სიყვარულით ანკა."
წერილი ასე მთავრდებოდა. ბოლოს კი ცრემლის ერთი წვეთი დაეცა..ანკამ ჩუმად ჩაალაგა ბარგი და სახლიდან წავიდა..აეროპორტში მივიდა..სად მიდიოდა? ამ ყველაფრისგან შორს..ამერიკაში..თვითმფრინავში თავისი ადგილი დაიკავა და უკვე საბოლოოდ დარწმუნდა,რომ ამ ყველაფერს უკან ტოვებდა..ტოვებდა სამსახურს,მეგო რებს,ოჯახს,მოგონებებს. თან მიჰყავდა ცზოვრების იმედი..გზაში თავისი საყვარელი ბლოკნოტი ამოიღო და წერა დაიწყო..უყვარდა,როცა ისტორიებს წერდა და პატარა ჩანახატებს აკეთებდა..ამიტომ წერა დაიწყო
"განშორება ლამაზი სიზმრის მერე ნანახ კოშმარს ჰგავს"..
"ცრემლები სიტყვებია,რომლის გამოხატვაც ჩვენს გულებს არ შეუძლიათ"..
"ამ წუთამდე ვერც კი ვხვდებოდი,თუ რა მტკივნეული ყოფილა,დამეკარგა ის,ვინც ჩემთვის არაფერი ყოფილა"..
"სიყვარულისგან მიღებულმა სიამოვნებამ,შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წუთი გასტანოს,მაგრამ მისგან მოყენებული ტკივილი შეიძლება მთელი ცზივრება გაგრძელდეს"..
"განშორება ძლიერ ტკივილს გვაყენებს,თუმცა ის ერთი ნაბიჯით გვაახლოებს მასთან,ვინც ნამდვილად ჩვენი ბედია"..
"წავედი..წავედი და არ მიფიქრია დაბრუნება..რომ შემხვედროდა რა მეთქვა? არ ვიცი..ვიცოდი რომ ინანებდა, მწარედ ინანებდა თავის საქციელს,მაგრამ არ მესმოდა, მე ხომ ვემუდარებოდი რომ არ გავეშვი? მან კი არაფერი გააკეთა ჩემს დასატოვებლად"..
კიდევ ბევრი რამე დაწერა,წერას რომ მორჩა მუცელს მოეფერა..ეჩურჩულებოდა რაღაცეებს..მერე დაეძინა..დიდი მგზავრობის მერე,ჩავიდა უზარმაზარ ქვეყანაში..წვიმდა,საშინლად წვიმდა..ამიტომ პირველივე გადახურულ შენობაში შევიდა..ეს საერთო საცხოვრებელი იყო..ერთმა ახალგაზრდა გოგომ თავისი ოთახი აჩვენა და გააფრთხილა,რომ იმ ოთახში ერთ ქალთან მოუწევდა ცხოვრება..მაგრამ ეს ანკას არ აინტერესებდა,მთავარია თავის დასადები ადგილი ჰქონოდა..თავის ოთახის კარები ნელა შეაღო..იქ ხანში შესული ქალი დახვდა..საუბარიდან გამომდინარე არ ჩანდა ცუდი ქალი..ძალიან თბილი იყო..
-მე მარია ვარ,ჩემი იმედი გქინდეს,თუ რამე დაგჭირდა მე აქ ვიქნები..აბა შენზეც მომიყევი რამე -გულთბილად უთხრა ქალმა. ანკამ ცოტა მოიწყინა,თვალები აემღვრა..ახლა,რომ რამე ეთქვა მაშინვე ტირილს დაიწყებდა
-მე ქართველი ვარ..ორსულად ვარ -მხოლოდ ეს რამდენიმე სიტყვა უთხრა
-გასაგებია..კარგი,მოდი დაისვენე,ბავშვისთვის ასე აჯობებს -ქალმა დააწვინა და თბილი პლედი მიაფარა..ანკასაც მალე დაეძინა..ამ ქალს კარგად გაუგო..სულ საუბრობდნენ..საქართველოდან არანაირი ამბები არ ესმოდა..თუმცა ესეც არ აინტერესებდა..სამსახურის ძებნას შეუდგა..თავი,რომ ვირჩინოო..მალევე იპოვა სამსახური, სახლთან ახლოს მდებარე კაფეში,მიმტანად..სამსახური დაეხმარა,რომ წარსულზე აღარ ეფიქრა და ყურადღების გადატანაშიც დაეხმარა...უკვე ორი თვე გავიდა..მუცელი შესამჩნევად გაეზარდა,საქართველოდან ისევ არაფერი ესმოდა..მათი მონატრება კი დღითი-დღე უფრო იზრდებოდა..
-დედიკო აქ მხოლოდ მე და შენ ვართ..ნეტავ იცოდე რა ხდება სანამ შენ მანდ ზიხარ..შენ,რომ არა არ ვიცი ახლა სად ვიქნებოდი ჩემო პატარა -თავისთვის ეჩურჩულებოდა ჯერ არ დაბადებულ ბავშვს..მერე კი შეკვეთა უნდა მიეტანა ერთი მაგიდისთვის..დრო გადიოდა..პატარა უფრო და უფრო იზრდებოდა..
10 იანვარი იყო ანკა უკვე 5-ე თვეში იყო..დღეს გაიგო,რომ გოგო უნდა ჰყოლოდა..როგორ უნდოდათ და როგორ გეგმავდა ტიტესთან ერთად,რომ გოგო იქნებოდა..გოგო იქნებოდა მათი შვილი..როგორ ჩააცმევდნენ ერთად ტანსაცმელს და როგორ გაიყვანდნენ სასეირნოდ ხელი-ხელ ჩაკიდებულნი..მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო..ახლა მხოლოდ ანკა იქნებოდა..ანკა და ბავშვი..სახელი მოფიქრებული ჰქონდა..ბავშვისთვის ანამარია უნდა დაერქვა..ეს სახელი უყვარდა ყველაზე მეტად
-რაო რა გითხრა ექიმმა -ისევ თბილად უთხრა მარიამ
-ჩემი პატარა გოგოა -მხიარულად უთხრა ანკამ ქალს
-მიხარია ბედნიერს,რომ გხედავ -უთხრა ქალმა ანკას და გულში ჩაიკრა -მისმინე შვილო..დღეს ჩემი სახლი დაცარიელდა..გაქირავებული მქონდა და წავიდნენ ის წყვილი..მე იქ უნდა გადავიდე..ძალიან გამახარებ შენც თუ ჩემთან ერთად წამოხვალ
-დიდი მადლობა,მაგრამ არ მინდა შეგაწუხოთ
-ეგ მეორედ აღარ თქვა..პირიქით ძალიან გამახარებ
-მაშინ წამოვალ..წინასწარ დიდი მადლობა..
ანკა მარიასთან ერთად გადავიდა ახალ სახლში..ეს ქალი იყო მისი მესაიდუმლეც და მრჩეველიც..რა იქნებოდა,რომ შეგვეძლოს გონებიდან ჩვენთვის არასასურელი მოგონებების ამოშლა? ან ისეთი ადამიანებისა რომელმაც გული გვატკინა? მაგრამ არა..პირიქით,ანკა ყოველ დღე და ღამე ის მწარე სიტყვები ჩაესმის ყურში..მძიმე და დამღლელი სამუშაოს მერე ანკა სახლში გვიან დაბრუნდა..უკვე 8-ე თვეში იყო და მალე იმშობიარებდა..საწოლზე დაწვა, ახლაც კი თავში უტრიალებდა ყვალა სიტყვა და ქცევა
"როგორ ეჩხუბა მაშინ ბარში..მერე როგორ ეჩხუბა მეორედ ანდრეს სახლში..როგორ ვხუბობდნენ თითქმის ყოველდღე..როგორ აეჭვიანა ბარში ვიღაც ბიჭზე..როგორ უთხრა პირველად შემიყვარდი..როგორ სთხოვა ხელი სვანეთში..როგორ დადიოდნენ ქორწილის სამზადისში აქეთ-იქით..მერე ნიძლავი..სიცრუე..გშორდები.. ქორწილი გვაქვს..წადი..
მე ვთქვი "ყველაფერი მორჩა"
მან თქვა "არაფერი იყო"
ეს ყველაფერი მოსვენებას არ აძლევდა..ახლა მხოლოდ ფურცელი და კალამი უშველიდა..ის იყო ვისაც უთქმელად ესმოდა ანკასი..ფურცელი იყო,ის რამაც ზუსტად იცოდა ანკას ხასიათი და ცხოვრება..ახლა კი დროა ანკამ გული გადაუშალოს თავის მეგობარს..
"ღმერთო როგორ დავიღალე, სიყვარული მინდა ტკბილი..
ღმერთო როგორ დავიღალე,
ჩახუტება მინდა თბილი..
ღმერთო იცი ახლა რას ვგრძნობ?
იციიი..იციიი ყველაფერი..
ღმერთო ახლა გული მიცემს,
მტკივა,მტანჯავს ყველაფერი..
ღმერთო იცი დავიღალე!! დავიღალე გეფიცები!!
სიყვარული მინდა იცი?
სხვანაირი შენნაირი..
მინდა თბილი ჩახუტება,
სპეტაკი და მიწიერი..
ღმერთო სიყვარული მინდა,
სპეტაკი და ბედნიერი.
ასეთი რამ,თუ არსებობს
ღმერთო,მინდა გევედრები..
ღმერთო,როგორ დავიღალე
სიყვარული მინდა ტკბილი."
თავის გრძნობები ამ პატარა ფურცელე გადაიტანა..რომ არა მარიას ხმა,ალბად მთელი ღამე გააგრძელებდა წერას
-შეიძლება?
-რათქმაუნდა მარია
-რას წერდი?
-ლექსების,ისტორიების და ჩანახატების წერა მიყვარს
-ახლა ლექსს წერდი?
-ჰოო ეს ლექსია
-არ გინდა ჩვენც ვილაპარაკოთ ცოტა?
-მხოლოდ კალამს და ფურცელს ვესაუბრები. ამიტომ მართლა მჭირდება ვინმესთან საუბარი
-ჩემი იმედი გქონდეს საყვარელო..იცოდე მე ყველაფერს,მოგისმენ,გაგიგებ და დაგარიგებ -ქალი თბილად ესაუბრებოდა ანკას. ანკას თვალები კინისევ ამღვრეული ჰქონდა -და კიდევ ეს ცრლები არ გიხდება,შენ და ბავშვი ბედნიერები უნდა იყოთ სულ-ეს უთხრა და ისევ ჩაეხუტა
-ყოველ დღე ველოდებოდი,რომ მოეწერათ -ჩუმად ჩურჩულებდა ანკა და ყელზე მომდგარი ბურთულის გადაყლაპვას ცდილობდა
-და არ მოგწერა?
-არა..თუმცა ყვეალაფერი მაშინ დამთავრდა,იმ დღეს..იქ კაფეში
-გრძნობები?
-მხოლოდ გაუფერულებული გრძნობები მქონდა..მხოლოდ ეს
-სიგიჟემდე გიყვრდა?
-შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდა
-და როგორ დაივიწყე?
-ვინ თქვა,რომ დავივიწყე?
-ახლა,რომ შეგხვდეს რას იზამ?
-გვერდს ავუვლი
-შენი პირით თქვი,რომ დაივიწყე
-სხვამ დამავიწყა
-როგორ?
-მან წამომაყენა..ის მედგა მუდამ გვერდში..ის მიგებდა სულ და მეხმარებოდა..სიყვარული ესაა სხვა კი არაფერი..ზრუნვა გაგება და პატივისცემა -ანკამ ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და ისევ ქალს ჩაეხუტა
-შენ ძალიან ძლიერი გოგო ხარ
-ეს გარედან ვჩანვარ ასეთი თორემ აბა ჩემს სულში ჩაიხედე..იქ დაგუბებული ტკივილი ჭკუიდნ შეგშლის
-ყველაფერი კარგად იქნება,აი ნახავ -ქალმა გოგონას გაუღიმა და ოთახი დატოვა..
5 მაისი..ამ დღეს ანკაზე ბედნიერ ადამიანს ვერ ნახავდით..ამ დღეს დაიბადა პატარა ანამარია..მას,რომ შეხედავდით ეგრევე მიხვდებოდით,ვისი შვილიც იყო..მჭვანე,ჭაობისფერი თვალები,რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ ახელდა კარგად..ღია ფერის თმები..პატარა კურსონა ცხვირი..პაწაწუნა თითები..პირველი ტირილი..პირველი შეხება დედაზე..ეს ისეთი ბედნიერება იყოო..რამდენიმე დღეში ანკა სახლში გაწერეს..ახლა იმ სახლში უკვე 3-ნი იყვნენ..მარიაც ისე ეხმარებოდა ბავშვის გაზრდაში,როგორც საკუთარ შვილიშვილს..ანკასთან ერთად ათენებდა ღამეებს,მასთან ერთად დადიოდა ექიმებთან,მაღაზიაში,სასეირნოდ,როცა ანკა სამსახურში იყო,ის იტოვებდა ბავშვს..ასე მიდიოდა დღეები..ანკას ცხოვრება საბოლოოდ გააფერადა ანამარიას დაბადებამ..21 წლის ასაკში იგრძნო რა არის დედობა..რას ნიშნავს საკუთარ თავზე მეტად გიყვარდეს შვილი..და იზრუნო მასზე,მანამ,სანამ არ დაბერდები..
წლები გადიოდა,ანამარია უკვე დიდი გოგო გახდა..სამი წლის იყო..ანკას,ბავშვი ბაღში მიჰყავდა..ჩააცვა,აჭამა,მარიას დაემშვიდობა და ბავშვთან ერთად დატოვა სახლი..ანამარია,როგორც ყოველთვის გზაში ენას არ აჩერებდა,აი რით ჰგავდა დედამისს..სულ ტიტინებდა და სულ რაღაცას ეკითხებოდა დედამისს..ბოლოს ანკამ ბავშვი ბაღში მიიყვანა..თვითონ კი სამსახურში წავიდა..რას წარმოიდგენდა,პოლიციიდან კაფეში თუ დაიწყებდა მუშაობას..მაგრამ ასე იყო..აქც უწევდა,მთვრალი,გასართობად შესული ხალხის,წყვილების,ბავშვების ყურება..თავისუფალი დრო ჰქონდა,ამიტომ ცოტა მეც გავერთობიო იფიქრა და ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან..სოციალურ ქსელში შევიდა..
-ოჰო..მეგობრობრობა გამომიგზავნეს..აბა ვინ არის -თავისთვის გაიფიქრა ანკამ და თითით შეეხო ეკრანს..ყავის ცხელი ფინჯანი მაგიდაზე დადო,რომ ზედ არ გადაექცია..თვალები, რამდენიმჯერმე დააფახუნა..მისი ბაგეები ღიმილმა გააპო..თვალები კვლავ ცრემლებით აევსო..ბედნიერების ცრემლებით..რათქმაუნდა დასთანხმდა მეგობრობის შემოთავაზებას..მერე კი წერილებში გადაინაცვლა
"ჩემო პატარა გოგო..გეძებდი,მაგრამ უშედეგოდ..და აი ახლა გიპოვე..ამდენი ხნის მერე..ვიცი,რომ მოგენატრეთ,შენი წერილი ვნახე..ამისთვის ცალკე დაისჯები ამდენი,რომ მატირე..რომ იცოდე,როგორ მენატრები..შენთვის ახალი ამბავი მაქვს..ამ ამბავმა გადამაწყვეტინა შენი მოძებნა..არ ვიცი სად ხარ..რას აკეთებ..როგორ ხარ..ეს ინტერნეტიც რომ არ არსებობდეს რა გვეშველებოდა..მოკლედ..ძალინ მალე ვთხოვდები..1 თვეც აღარ დარჩა..ჰოო ვიცი ახლა გეცინება..იფირე,რომ ძლივს ეშველათ ამ საწ....ბსო..მაგრამ ნება იბოძა ამ ვაჟბატონმა და ძლივს მოაბა რამდენიმე სიტყვას თავი..ხომ იცი,რომ უბედნიერესი ვარ..მაგრამ შენ თუ აქ არ იქნები,არ შემიძლია..ჩვენი პირობა ხომ არ დაგავიწყდა..შენს გარდა არავინ იქნება ჩემი მეჯვარე..ეს კი ისე მაქვს გადაწყვეტილი,რომ ვერავინ შემაჩერებს..თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ..თუ გიყვარს შენი მეგობრები..გთხოვ მოდი ჩემს ქორწილში..მიყვარხარ ჩემო დაიკო" -ანკამ კითხვა დაამთავრა,ამღვრეული თვალებიდან ძლივს ხედავდა ნაწერს..არ ეგონა ნია თუ იპოვიდა..ამდენი ხნის მერე..ამდენი ხნის მინატრებული დაქალი უნდა ენახა..სხვა გზა არ ჰქონდა..უნდა ჩასულიყო..არ ადარდებდა ის,რომ იქ ის ბედოვლათიც დახვდებოდა..პირობა პირობა იყო,ის უნდა ყოფილიყო ნიას ქორწილში..სხვა,რომ არაფერი დაქალს არ ატკენდა გულს ზოგ-ზოგიერთის მსგავსად..მაგრამ გადაწყვეტილი ჰქონდა,რომ ისევ გამოფრინდებოდა..რადაც არ უნდა დაჯდომოდა იქიდან უკან უნდა წამოსულიყო..თან ისე,რომ ბავშვის შესახებ არავის გაეგო..იცოდა,რომ თუ ერთი გაიგებდა,თუნდაც ნია მაშინ ეს ამბავი ტიტეს ყურამდეც მივიდოდა..ამიტომ გაჩუმება არჩია..
-ანკა იმ მაგიდასთან მიდი და ეს მიიტანე -ფიქრებიდან მიკას (თანამშრომლის) ხმამ გამოარკვია
-ბოდიში..ამჯერად შენ მოგიწევს მუშაობა -ჩუმად თქვა ანკამ და სამუშაოს ტანსაცმელი გამოიცვალა..ბაღში მივიდა..ანამარიას ისე გაუხარდა დედის დანახვა სულ წივილ-კივილით წავიდა მისკენ და მთელი ძალით ჩაეხუტა..მერე სახლში დაბრუნდნენ..მარიას აუხსნა,რომ საქართველოში ბრუნდებოდა რამდენიმე დღით,მერე კი ისევ ჩამოვიდოდა..ერთი კვირა მოუნდა საბუთების მომზადებას,საქართველოში ბავშვის ძიძის აყვანას და სასტუმროს წინასწარ დაჯავშნას..მარიას დაემშვიდობა,ანამარია და ანკა,აეროპორტამდე ტაქსით მივიდნენ..ყველაფერი თავიდან გაახსენდა..რაც ოთხი წლის წინ მოხდა აბსოლიტურად ყველაფერი..ანამარია,არც იმის გაგებაში იყო სად მიდოდა და არ ის იცოდა არომ მიდიოდნენ..ანკას საქართველოში დაბრუნების ამბავი არავინ იცოდა..უნდოდა,რომ სიურპრიზი ყოფილიყო..ამიტომ არ მისწერა არაფერი დაქალს..აეროპორტიდანაც ტაქსმა მიიყვანა სასტუმრომდე..ბავშვის ძიძაც იქ დახვდა..ახალგაზრდა გოგო იყო,დაახლოებით 20 წლის..რაც მთავარია,ბავშვმაც კარგად გაუგო ძიძას..ანკამ ყველაფერი დეტალურად აუხსნა,რა როგორ უნდა გაეკეთებინა და ბავშვი ძიძას ჩააბარა..თვითონ კი ძალიან ნაცნობი ადგილზე მივიდა,ადგილზე სადაც არაერთი სისულელე აქვს გაკეთებული დაქალთან ერთად..კარებზე ფრთხილად დააკაკუნა..შიგნიდან რაღაც ხმები გამოდიოდა,რაც იმას ნიშნავს,რომ კარები მალე გაიღებოდა.. "ანკა ახლა ტირილის დრო არ არის" თავის თავს ამხნევებდა ანკა..საკეტის ხმა გაიგო..გარები იღებოდა..ორი გოგოს გაოცებული და ბენდიერი სახეები..ცრემლიანი თვალები..წივილ-კივილი..ხვევნა-კოცნა..
-ჩემი გოგო..როგორ მომენატრე ვერც წარმოიდგენ..რატომ არ მითხარი რომ მოდიოდი -ტირილით უთხრა ნიამ დაქალს
-მეც მომენატრე ჩემო პატარა..ჰა ახლა არ შემომიშვებ?
-ჰო მოდი მოდი -მისაღებში მომავალი სიძე დახვდა
-სიძე შე ძველო -ანკა ანდრესკენ წავიდა და მასაც მაგრად ჩაეხუტა
-ანკა? -ჯერ კიდევ გაოცებული იყო ბიჭი,არ ელოდა ანკას ნახვას-ჰო ვეღარ მიცანი?
-ვაიმეე ჩემო პატარა,როგორ მომენატრე ვერც წარმოიდგენ..სად იყავი გოგო..ლამის მოვკვდით ნერვიულობით..სად წახვედი -ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა ანდრემ
-საქმემ მოითხოვა,რომ წავსულიყავი და წავედი -ღიმილით უთხრა ანკამ
-მაგ სამეს მაგრად მოხვდა თავისი სულელური საქციელისთვის -ანდრესაც გაეცინა
-ჩემი ძმა სად არის?
-შენ ძმამ ეს ყველაფერი,რომ გაიგო ის ვაჟბატონი მაგრად ცემა
-ხოდა სად არის
-დამშვიდდი ახლა სახლშია..ანდრესთან გადმოვიდა საცხოვრებლად..მაღლაა მგონი ეხლა სძინავს -აუხსნა ნიამ..ანკა მაშინვე მაღლა გაიქცა..მართლა ეძინა მათეს..მასთან ნელა მივიდა,თავთან დაუჯდა..ფრთხილად ეფერებოდა
-ჩემი ბიჭი..მაპატიე ასე ჩუმად,რომ წავედი..ჩემო ცხოვრება -ანკა ჩუმად ეჩურჩულებოდა მათეს და ნაზად კოცნიდა..მათეს გაეღვიძა..თვალები გაახილა..ვერ იჯერებდა,რომ მის წინ ანკა იჯდა
-ვაიმეე..მელანდება თუ მართლა შენ ხარ
-ნუ სულელობ მათე -ანკას გაეცინდა და ძმას ჩაეხუტა -მომენატრე სულელო
-ვაიმეე ჩემო პატარა..სად იყავი..იცი როგორ მენატრებოდი?შენ კიდე სად იყავი
-ვიცი,რომ გენატრებოდით..მაპატიე ძამიკო სხვა გზა არ მქონდა
-ეს ცრემლები არ გიხდება -მათემ ცალი ხელთ ცრემლები მოწმინდა
-აბა ეხლა მოყევი ყველაფერი..რა ხდებდა..სად იყავი..რა მოხდა ამ ოთხი წლის განმავლობაში -უცებ მიაყარა სათქმელი ნიამ
-ამერიკაში ვიყავი..ერთ ქალთან ვცხოვრობდი,ძალიან საყვარელი ქალი იყო..ქორწილის მერე ისევ უნდა წავიდე -ბოლოს თითქოს მოიწყინასავით ანკამ
-აუუ კაი რაა ანკაა -აწუწუნდა მათე
-ხომ იცით როგორ მიყვარხართ და როგორ მენატრებით,მაგრამ აქ ვერ დავრჩები..სხვა გზა არ მაქვს..გპირდებით ამის მერე სულ მოგწერთ და დაგირეკავთ ხოლმე
-რომ ვეცადოთ ვერ დაგტოვებთ?-ეშმაკურად გახედა ნიამ
-ვერა ჩემო პატარა,ხო იცი,რომ აქ გამჩერებელი ერთი წუთით არ ვიყავი შენი ქორწილი,რომ არა
-კაი..კიდევ კარგი ქორწილზე იქნები,თორემ მე ჩამოგეჭრებოდი იმ ამერიკაში და სულ ძალით წამოგიყვანდი -გაიცინა ნიამ
-ანდრე...ქორწილში ისიც იქნება? -შეპარვით იკითხა ანკამ ტიტეზე
-არამგონია..რამდენი ხანია არ მინახავს..თბილისში იყიდა ბინა და იქ გადავიდა საცხოვრებლად -მოკლედ აუხსნა ანდრემ
-ცოლი? -ეს რომ იკითხა თვალები ისევ ცრემლებით აევსო
-არა ჩემო პატარა,ის გოგო ძველი ნაცნობი იყო,ძმაკაცის და..ასე ვთქვათ ყოფილი შეყვარებული,იმ დღეს ჩამოვიდა საქართველოში და უნდოდა,რომ ისევ ხელში ჩაეგდო ტიტე..მაგრამ ვერ მოგართვით -სიცილით უთხრა ნიამ. სამაგიეეოდ ანკა არ იყო სიცილის ხასიათზე
-შენ არ იდარდო..ქორწილში ეგ არ იქნება -დაამშვიდა ნიამ
-აუუ ეხლა,რომ წავიდე ხო არ გეწყინებათ?
-სად მიდიხარ გოგო? -დაუღრინა ნიამ
-სასტუმროში უნდა მივიდე
-ხო არ გააფრინე..აქ ვერ დარჩებოდი?
-უკვე დაჯავშნული მაქვს ოთახი -აუხსნა ანკამ..ნამდვილად ვერ დარჩებოდა ახლა მათთან..ბავშვი ელოდა სასტუმროში
-ანკა ნერვებს მიშლი უკვე უჰჰ -ახლა მათე გაუბრაზდა
-ბოდიში ძამიკო,მაგრამ ასე ჯობია..შენ რა ქენი აბა კაბა აარჩიე?
-აუუ კიი წამო განახო -უცებ წამოდგა ფეხზე ნია
-ოჰჰ დაიწყო გოგოების პრანჭიაობა..არა წარმოგიდგენია? კაბა მე არ მანახა და ამას აჩვენებს -აწუწუნდა ანდრე
-ტყუილად ნუ ბუზღუნებ..მე ეგეთი ბუზღუნაც მიყვარხარ -გაეკრიჭა ნია და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა
-მოლედ დავიწვი ამათი ყურებით რაა -გაეცინა მათეს..მერე გოგოები მეორე ოთახში გავიდნენ..კაბა ულამაზესი იყო..ანკასაც ძალიან მოეწონა..ბევრი იჭორავეს..იცინეს..გვიანობამდე ოთახში იყვნენ ჩაკეტილები და დაბლა არ ჩადიოდნენ..ანკა კი მაინც არ აპირებდა ბავშვის შესახებ ეთქვა,თუნდაც დაქალისთვის..უკვე გვიანი იყო..ანკას ისე გაუტკბა დაქალთან ყოფნა,რომ სულ დაავიწყდა ბავშვი
-ვაიმეე -იმხელაზე დაიყვირა ლამის საწოლიდან გადავარდა ნია
-რა გაყვირებს გოგო
-დამავიწყდა -ისევ დაიყვირა და ფეხსაცმელის ჩაცმა დაიწყო
-რა დაგავიწყდა გოგო აგვიხსენი -ახლა ბიჭები ეკითხებოდნენმაგრამ უშედეგოდ..აბა იმას ხომ არ ეტყოდა ბავშვი დამავიწყდაო
-აარაფერი..რაღაც საქმე დამრჩა მოსაგვარებელი და უნდა წავიდე..აბა თვენ იცით..დროებით -მიაძახა უკვე კარებში მდგომმა და სახლიდან გიჟივით გავარდა.ასე დატოვა სამი გამოშტერებული სილუეტი კარებში..ტაქსი გამოიძახა და სასტუმროში ელვის სისწრაფით ავიდა
-ჩემო პატარა -მაშინვე ბავშვს დაიწყო თამაში -რაო მოგენატრე დეე?
-საჭმელიც ჭამა,ეძინა და დავბანე -აუხსნა ძიძამ
-კარგი საყვარელო..შეგიძლია დღეს აქ დარჩე? უბრალოდ ეს ორი დღე მთელი დღეები შწნ უნდა გყავდეს და..
-რა თქმა უნდა -მხრები აიჩეჩა გოგომ..
იმ ღამეს ანკამ დააძინა ბავშვი..თვითონ კი გვერსით მიუწვა,არ დაძინებია. როგორც ყოველთვის ახლაც ფიქრობდა. მარტო დარჩენილი კი უფრო ცხადად შეიგრძნობდა,საკუთარ უბედურებას და სასოწარკვეთას,რაზეც ერთ დროს სიმწრის ცრემლებს ყრიდა,ახლა კი ისტერიკულად ეცინება. საწოლზე დაწვა და იხსენებდა"აქ ყოფნის დროს ერთხელ მაინც ვიყავი,
მე-ბედნიერი ვიყავი
მე-მხიარული
მე-ლაღი
მე-თავის'უფალი
მე..მე..მე"
ამ ფიქრებისგან ხან ტიროდა,ხან იცინოდა,ისტერიკულად იცინოდა,როცა თავის წარსულს უბრუნდებოდა..მეორე დღეს სასეირნოდ გავიდა,ყველა ის ადგილი ფეხით შემოიარა სადაც ერთ დროს მაინც იყო ბედნიერი,ბავშვური,მხიარული,ამავედროულად ქაჯი,მასხარა.."ჩვენი კაფე" თავისთვის გაიფიქრა,როცა იმ კაფის წინ ჩაიარა სადაც ტიტე გაიცნო..გზაში ფიქრობდა ყველაზე და ყველაფერზე..ფიქრობდა რა სულელი იყო ერთ დროს..ახლა კი ეს სისულელე გაქრა..დაიმტვრა და დარჩა,მარტოსული ანკა დადიანი..ტელეფონის ზარებს არ პასუხობდა,არ უნდოდა არავის ნახვა..იმ დღეს მხოლოდ ის იყო და სხვა არავინ..სასტუმროში გვიან დაბრუნდა,ტირილისგან გაბრუებულს მალევე დაეძინა..მეორე დღეს კი უკვე ქორწილი იყო..კრემისფერი გრძელი,სადა კაბა ჩაიცვა,ამავე ფერის მაღლები..მაკიაჟი სალონში გაიკეთა პატარძალთან ერთად..ნია ჯერ მაგრად ეჩხუბა, გუშინდელი დღის გამო,ტელეფინზე,რომ ღ პასუხობდა. როცა გული იჯერა,მერე თვა ქორწილი მაქვს და ჩხუბის თავი არ მაქვსო..ორივე პრინცესებს ჰგავდნენ...სალონიდან ანკას სახლში წავიდნენ,იქ უნდა მისულიყო სიძე, სიძის მეჯვარე მათე იყო. არანაკლები სიმპატიურად იყვნენ ბიჭებიც. გადაღლილი და გადატვირთული დღის მერე,როცა მთელი თბილისი შემოიარეს,სურათები გადაიღეს,იგიჟეს,იმხიარულეს, უზარმაზარ რესტორანში მივიდნენ, საკმაოდ ბევრი ხალხი დახვდათ..ანკა ულამაზეს პატარძალს უმშვენებდა გვერდს, მათე-სიძეს. ეს ოთხივე ანგელოზებს ჰგავდნენ..ყველა მხიარულებდა,ერთობოდა ცეკვავდა. მხოლოდ ანკა იჯდა ჩაფიქრებული და ეცეკვებოდა საკმაოდ ნასვამ ბიჭებს,რომლებიც საცეკვაოდ იწვევდნენ. უარი თითქმის არავისთვის უთქვავს. ისევ თავისთბის განკუთვნილ ადგილზე იჯდა,ღვინის ჭიქით ხელში და ნელ-ნელა წრუპავდა სასმელს. კისერთან ცხელი სუნქვა იგრძნო,ისეთი ცხელი კისერს აგიწვავდათ..მერე ტუჩების შეხება..ამ დროს ადრე დნებოდა,ახლა კი იჯდა და არ ინძრეოდა,თვალიც კი არ გაუპარებია იმ უცნობისკენ,ვინც მის უკან იდგა..იცოდა ვინც იყო..მასთან ყოფნის დროს მეტი კი ვერაფერი ისწავლა..ცოცხალი თავით უკან არ ბრუნდებოდა..გულში კი ვინ იცის,რამდენჯერ აკუწა ნია და ანდრე..მათ ხომ უთხრეს,რომ არ მივიდოდა? ბიჭი მაინც არ რჩებოდა ანკას გაგიჟებას,თუმცა ანკამ იცოდა თავის კონტროლი,ეს ყველაზე კარგად გამოსდიოდა. იცოდა სად იყო ზღვარი და სად არა
-მომენატრე -ხვერდოვანი ხმით ჩასჩურჩულა ბიჭმა ანკას და ერთი კოცნაც აჩუქა ყურის ძირში
-მე თუ ფულები? ან იქნებ..მე თუ გასართობი თოჯინა? -რაც შეეძლო მშვიდად ეუბნებოდა ანკა
-შენ მომენატრე -ისევ ეს ხმა,რომელიც ჭკუიდან შეგშლიდათ. ამ დროს ანკა ფეხზე ნელა წამოდგა,უკან ნელა მიტრიალდა,ბიჭისკენ ნელა დაიხარა,იგრძნო,როგორ აუჩქარდა ბიჭს გული. მასაც სწორედ ეს უნდოდა,რაც მთავარია თავისას მიაღწია. მერე კი ყურისკენ წაიღო ტუჩები
-აი მე კი საერთოდ არ მომენატრე -ისევ ჩურჩულით უთხრა და გარეთ გავარდა. თუმცა ისევ დაეწია ბიჭი
-ანკა მაპატიე კარგი? ვიცი მაშინ სულელი ვიყავი..გული გატკინე,მაგრამ არა..მე შენ მართლა მიყვარდი..რატომ მოუსმინე ნატას და რატომ წახვედი? ხომ იცოდი,რომ სიგიჟემდე მიყვარდი? -ბიჭმა ხელები მაგრად მოკიდა და ისევ თავისკენ შემოაბრუნა
-მომისმინე ჩიტო..თუ სწორად მახსოვს შენ მეუბნებოდი,წადი! გშორდები! ეს ყველაფერი ხუმრობა იყო! სხვა გზა არ მაქვს! ასე არ იყო? აბა გამახსენე კიდევ როგორ გამასწორე მიწასთან -ანკას ხმები ტიტეს უფრო აგიჟებდა..მაგრამ დრო იყო ყველაფრისთვის პასუხი ეგო
-გაჩუმდი ანკა გაჩუმდი -ბოლო ხმაზე დაუღრიალა ბიჭმა ანკას
-არა..შენ გაჩუმდი..მაშინ 20 წლის ვიყავი..20 წლია სულელი გოგო,რომელიც ბიჭმა შეაცდინა..ბიჭს ენდო,ცხოვრებაში პირველად..მაგრამ არა..ბიჭი გოგოზე უფრო სულელი აღმოჩნდა..მე შენ ისევ 20 წლის სულელი ანკა ხომ არ გგონივარ? ბოდიში მაგრამ გავიზარდე..საკმაოდ გავიზარდე იმისთვის,რომ ასე ადვილად ვენდო ხალხს..იცი რა მოჰყვა შენს საქციელს შედეგად? -ანკა წამიერად გაისუსა,გაეღიმა,ეს ღიმილი იყო რაც ბიჭს უფრო აცეცხლებდა..ხმის ამოღებას ვერ ბედავდა,უბრალოდ უსმენდა -არ იცი? აი მე კი ვიცი..მართალია..მე ანკა დადიანს 20 წლის ასაკში შემიყვარდა ერთი არანორმალური ბიჭი..ვაღიარებ..შემიყვარდი..ახლა კი 24 წლის ვარ..შენი აზრით შევძელი და დავივიაყე ის ტკივილები რაც იმ ბიჭმა მომაყენა? შენი აზრით გამრთელდა ის გატეხილი გული? მიპასუხე -ახლა უკვე დაუღრიალა
-ანკა ვიცი რომ დავაშავე,მართლა არ მინდოდა..ვაღიარებ დავნიძლავდით..ვიცოდი,რომ შეგიყვარდებოდი..მაგრამ ისიც ვიცოდი,რომ მეც შემიყვარდებოდი. ასეც მოხდა. მე შემიყვარდა გოგო,რომელმაც გამაგიჟა. ნატა,სანდრექსას და არის. სამდრომ მოუყვა ყველაფერი მე მართლა არფერ შუაში ვარ ანკა გეფიცები
-ახლა სად არის შენი ნატალი?
-არ ვიცი,იმ დღესვე წავიდა..მაგრად ვიჩხუბეთ..მერე კი გაქრა..ცხოვრება დამინგრია და წავიდა გესმის? მარტო შენ არ ხარ მაგ დღეში. მეც ვიტანჯებოდი ანკა ..რატომ არ გჯერა ჩემი
-მაქვს მიზეზი,რომ დაგიჯერო?
-თუ ერთ დროს გიყვარდი გაქვს მიზეზი
-ეგ ყველაფერი,შენი პირით თქვი,რომ ერთ დროს იყო..მაგრამ ახლა არანაირ მიზეზს ვხედავ..მაპატიე უნდა წავიდე..სამუდამოდ წავალ შენი ცხოვრებიდან..მოგიწევს სხვის პოვნა
-ანკა არ მინდა სხვა არ მინდა გოგო სხვა..მხოლოდ შენ მინდიხარ შეიგნე ეს
-ააა..ანუ მარტო ჩემ თავში გაძლევენ ფულს? რას ვიზავთ.. ვიღაცის ფულების გამო ცზოვრებას ვერ დავინგრევ.. ახლა უნდა წავიდე,სანამ წავალ კი ერთს გეტყვი. ეს იქნება ჩემი ბოლო სიტყვები,მერე კი მეც თავისუფალი ვიქნები და შენც. ყოველ ღამე მეღვიძებოდა და თავში მიტრიალებდა შენი სიტყვები. გაიხსენე მე გითხარი: ყველაფერი მორჩა! შენ კი მითხარი,რომ :არაფერი იყო! ახლა კი დაიმახსოვრე..ჩვენ შორის იყო რაღაც მაგრამ ეგ არ იყო სიყვარული.
მაგრამ, ყველაფერი დამთვრდა! ამაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. მეც მტკიოდა,მეც ვიტანჯებოდი. ახლა კი დროა სხვებმაც აგონ პასუხი საკუთარ დანაშაულზე -ანკამ ეს უთხრა ცრემლები მოწმინდა..არანაკლებად ტიროდა ბიჭიც. უფრო მეტიც,ბიჭი სიმწრის ცრემლებს ყრიდა. ახლა მას უფრო სტკიოდა ვიდრე ანკას.. გაგიჟებული ანკა დარბაზში მთელი უნერციით შევარდა და მაშინვე ნიას ძებნა დაიწყო. იპოვა კიდეც
-ხომ მითხარი ეს აქ არ იქნებაო -სიტყვაც არ ათქმევინა ისე მიაყარა სათქმელი
-ანკა მართლა არ ვიცოდი..აი მე მოვკვდე არ ვიცოდი არაფერი
-ანდრემ?
-არ ვიცი
-კარგი
-რამე მოხდა?
-არაფერი -არ უნდოდა ქპრწილი ჩაემწარებინა ამიტომ ენას კბილი დააჭირა და ისევ თავი სკამს დაუბრუნდა. ისევ ისე იჯდა,ფირობდა,ღვინის ჭიქა ეჭირა ხელში და ჩაფირებული იჯდა,ჯერ კიდევ თავში უტრიალებდა ტიტეს თითოეული სიტყვა
-ანკა რა გჭირს? -გვერდით მიუჯდა მათე და ღვინის ჭიქა ხელიდან გამოართვა
-არ ვიცი -თავი გააქნია და ძმას ჩაეხუტა. გული ამოვარდნას ჰქონდა ისე ტიროდა
-თურმე ვუყვარვარ -ძლივს გასაგონად ამოუჩურჩულა ანკამ
-ვის?
-იმას -თითი ტიტესკენ გაიშვირა და ბავშვივით ამოიბუტბუტა
-და შენ?
-არა
-როგორ არა..გიყვარს..უბრალოდ არ გინდა მაგის გააზრება..შეიძლება მასაც უყვარხარ..ახლა კი მორჩი ტირილს კაი? წამო ვიცეკვოთ -ანკა ფეხზე წამოაყენა და დარბაზისკენ წაიყვანა
-არ მინდა ცეკვა მათე
-გინდა! -მკაცრად უთხრა და დაიწყეს მშვიდ მელოდიაზე ცეკვა
-ეს ჩვენი ბოლო ცეკვაა..აქედან ეგრევე უნდა წავიდე
-მაინც არ რჩები?
-არა..არ მინდა აქ გაჩერება. გპირდები დაგირეკავ ხოლმე
-მომენატრები ჩემო პატარა
-მეც მომენატრები -ამოიჩყრჩულა და სიმღერაც დამთავრდა -გთხივ ბავშვებს ჩემ მაგივრად დაემშვიდობე..მეჩქარება კაი? -ძმას დიდი ხანი კოცნიდა მერე მაგრად ჩაეხუტა და ისევ სასტუმროში წავიდა. ფრენა გამთენიისას იყო. მთელი ღამე შავ-თეთრად გავათენე. აივანზე ვიჯექი და მომღიმარი გავყურებდი სავსე მთვარეს. წვიმდა,ცა თაზე იმხიბდა დედამიწას, ალბად დედამიწას დასტიროდა, არ ვიცი, იქნებ მასსავით ჩემსავით აწუხებდა რამე?
იქნებ მასაც ჩემსავით სტკიოდა?
აზროვნებაც კი დამებლოკა..თავში ათასი აზრი მომდიოდა ერთად. წავიდე? დავრჩე? ვაპატიო? მე,რომ მეტკინა? კიდევ ვენდო? ისევ სულელი ვარ ხო? არჩევნის წინაშე ვიდექი,არჩვნის,რომლის არჩევის შემთხვევაში უეჭველი ვინანებდი..როცა ძილი მომერია უკვე წასვლის დრო იყო,ამიტომ ბავშვს სწრაფად ჩავაცვი და ტაქსით აეროპორტში წავედით. ამ ნაბიჯს უკვე მეორედ ვდგამდი. ვიცოდი და დარწმუმუნებული ვიყავი,რომ ამ ჯერზეც ვინანებდი ამ ნაბიჯს,მაგრამ მე მაინც წავედი..თვითმფრინავი ნელ-ნელა ადის მაღლა და ღრუბლებში უჩინარდება..პატარა ფანჯრიდან ვიხედები და ვფიქრობ "მშვიდობით საქართველო". ეს იყო ნაბიჯი,რომელსაც ვეღარ შევცვლიდი,მე გადავწყვიტე,რომ სამუდამოდ დავრჩე ამერიკაში,ამას კი ვერავინ შეცვლის....შეიძლება მათე მართალიც იყო..შეიძლება მე ისევ მიყვარდა ეს ბიჭი..მაგრამ ნდრობის დაბრუნებას წლები კი არა საუკუნეები სჭირდება..ღუბლებს ვუყურებდი და ვფიქრობდი,საბოლოოდ ვფიქრობდი წარსულზე..
მე ვიცხოვრე და უამრავი რამ გავაკეთე..მიყვარდა..დავკარგე.. მენატრებოდა..მტკიოდა.. მჯეროდა..შეცდომები დავუშვი.. მაგრამ რაც მთავარია მე ამ შეცდომებით ვისწავლე ცხოვრება..ყოველ გზას აქვს დასასრული და იმ გზის დასასრულს ყოველთვის არის ერთ-ერთი პატარა ბილიკი ახალი გზისთვის,ეს პატარა ბილიკი კი ჩემი ანამარიაა. ბავშვი,რომელიც დამეხმარა სიცოცხლის გაგრძელებაში. ის,რომ არა არ ვიცი ახლა სად ვიქნებოდი,ვიქნებოდი თუ არა ცოცხალი...
"ის რაც სიყვარული მეგონა ტკივილი ყოფილა,ის რაც ბედნიერება მეგონა უბდურება მომიტანა,მისმა დაკარგვამ ცხოვრების რწმენა დამიკარგა,ყველა იმედი ჩამიკლა,რომელიც ჩემში ცხოვრობდა..შეიძლება ერთ დღეს სადმე გადავეყარო,მისი ჭაობისფერ თვალები ისევ დავინახო და გულში ვთქვა.
ეს ისაა ასე მიყვარდა..მწამდა..და გამანადგურა..
და ბოლოს სასწაულების არ მჯერა მაგრამ ხომ შეიძლება დეკემბრის ღამეს,იმ ღამეს,როცა შენ ის გავიცანი,გამომაღვიძოს მისმა ჩურჩულმა
"თოვლი მოსულა".
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
--
წიგნის კითხვას მოვრჩი..მთელი 2 დღე ოთახიდან არ გავდიოდი,რომ ეს წიგნი ბოლომდე წაეკითხა..დიდ ხანს ვუყურებდი სურათს,რომელშიც მწვანეთვალება და ცისფერ თვალება დედაჩემი იყო გამოსახული..ეს სურათი პატარა წიგნში ვიპოვე..ორივე ბედნიერები ჩანდნენ..ეს სურათი იმ დღეს არის გადაღებული სვანეთში,როცა დედას ხელი სთხოვა..დედა არაფერს მიყვებოდა მამაზე..თუ რამეს ვკითხავდი,მოკლედ მპასუხობდა როს მერეც მუდამ მოწყენილი დადიოდა. ვიცოდი,რომ ჩემს ყველა კითხვაზე პასუხი არსებობდა. ამიტომ როცა დედა სამსახურში იყო მის ოთახში შევიპარე..მთელი ოთახი თავდაყირა დავაყენე,სანამ სასურველ ნივთს არ მივაგენი. ამ წიგნაკში ყველას სურათები იყო ჩალაგებული. ახლა მე,ანამარია 17 წლის ვარ. წარმოგიდგენიათ? მთელი 17 წლის მანძილზე ფარსში და ტყუილში მიცხოვრია. სიმართლეს კი ისევ ჩემისით მივაღწიე. ჩემი მწვანე,ჭაობისფერი თვალები,რომლებიც როგორც გავიგე,მამისგან გამომყვა,სულ ჩაწითლებული მქონდა ტირილისგან. საბოლოოდ დავხურე წიგნი და მეორე ოთახში გავედი დრდას ხმამაღლა დავუძახე
-დედააა
-რა იყო ანამარია
-შენთან მინდა ლაპარაკი
-ანამარია ხომ იცი,რომ მეჩქარება?
-დედა ხომ შეგიძლია ერთხელ მაინც მოიქცე ნორმალურად და ისე მელაპარაკო,როგორც
დედა შვილს -უკვე ყვირილზე გადავდიოდი,მის თვალებზე ცრემლებიც შევნიშნე. სამაგიეროდ მან ვერ შენიშნა ჩემი ჩაწითლებული და დასიებული თვალები
-გისმენ მხოლოდ ათი წუთი
-მამაზე მინდა ლაპარაკი
-ისევ? საღამოს ვილაპარაკოთ ჩემო პატარა
-დედაა!!! მხოლოდ ის მითხარი ისევ გიყვარს,ან ისევ გენატრება?
-სიგუჟემდე მენატრება და იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე წარმოდგენ..დანარჩენი საღამოს ვილაპარაკოთ ჩემო პატარა -თავზე მაკოცა და სახლიდან წავიდა,რათქმუნდა დაქალებთან მიდიოდა აბა სხვაგან სად წავიდოდა..მგონი დრო იყო,რომ ახლა მე მემოქმედა. ამაში მაინც დავემსგავსე დედაჩემს. კალამი და ფურცელი ავიღე და წერა დავიწყე
"ჩემო საყვარელო დედიკო,როცა ამ წერილს ნახავ მე აქ აღარ ვიქნები..ძალიან გთხოვ არ მეძებო,თუმცა შენ ჩემზე კარგად იცი სადაც ვიქნები..ერთს გთხოვ,იქ ჩემს წამოსაყვნად არ ჩამოხვიდე..თუ ჩამოხვალ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოდი თუ შენ და მამიკო ისევ ერთად იქნებით..არ ვიცი სად მივდივარ. ის ვიცი,რომ სადაც მივდივარ,ის ჩემი სამშობლოა..არც ის ვიცი ი ვინ დამხვდება,როგორი ხალხი..იმედი მაქვს კეთილი ადამიანებიც იქნებიან. დრო იყო,რომ მამიკოც გამეცნო. და ეს დროც დადგა..იცოდე,რომ ძალიან მიყვარხარ. იცოდე,რომ არასდროს დაგივიწყებ. და იცოდე,რომ თუ მომენატრე ნებისმიერ დღეს დაგადგები თავზე. სიყვარულით შენი შვილი ანამარია "
წერას მოვრჩი. საკმაოდ ბევრი ფული ავიღე,ის პატარა წიგნაკიც თან გავიყოლე და აეროპორტისკენ წავედი. მე რასაც ვიტყვი ყოველთვის ვასრულებ. ამიტომ ახლა მთელი ამერიკა,რომ წინ გადამდგომოდა მაინც წავიდოდი. არც ისეთი პატარა ვიყავი,რომ მგზავრობა გამჭირვწბოდა..გონს,რომ მოვედი უკვე თვითმფრინავში ვიჯექი. ანამარია არც შენ ხარ დედაშენზე ნაკლები. ჩემს თავს ვეუბნებოდი და გიჟივით ვიცინოდი ჩემს ამ საქციელზე. ისე ვერ წარმოვიდგენდი?ჩემს საქართველოში ყოფნას,როგორც თქვენ ვერ წარმოიდგენთ ამას. მაგრამ ფაქტი ერთია. მე უკვე საქართველოს მიწაზე მიდგას ფეხი..ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. ეს თუ არ ვცდები ნია დედიდას და ანდრეს სახლის მისამართი იყო. საიდან ვიცი? დედას ყველას მისამართი წიგნის ბოლო გვერდზე ეწერა,ამიტომ არ გამჭირვებია მათი მოძებნა. რაც მთავარია მამაჩემის სურათი მქონდა. გზაში ათასჯერ მაინც ვილოცე,რომ ისევ იქ ყოფილიყვნენ და საცხოვრებელი არ შეეცვალათ. წიგნს ისე ვეხუტებოდი,თითქოს მეშინოდა,რომ არავის წაერთმია. მძღოლი საკმაოდ თბილი კაცი შემხვდა. იმედია ყველა ასეთი იქნებით. ვამხნევებდი საკუთარ თავს
-მოვედით -მძღოლის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან და სახლზეც მანიშნა აქ მიდიო. მადლობა გადავუხადე და იმ სახლისკენ წავედი. ფეხები არ მემორჩილებოდნენ,თითქოს უკან წასვლას მთხოვდნენ. რაც მთავარია წიგნი ხელში მეჭირა რაც უდიდეს სტიმულს მაძლევდა. ნელა ავიარე ორი საფეხური და კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე. სანამ ვიღაცამ კარები გამიღო,გული ლამის ამომივარდა. ვეღარც პულსს ვარეგულირებდი და ვერც გულის ცემას. კარები ნელა იღებოდა. კარები ახლგაზრდა გოგომ გამიღო
-გამარჯობა -მისი ხმა სასიამოვნოდ მომხვდა ყურში,მაგრამ ნამდვილად არ მეცნო ეს გოგო,ვერც სურათებიდან ვერ ვიცანი
-უკაცრავად რით დაგეხმაროთ -ისე გამიტაცა მასზე ყურებამ ვერც შევნიშნე,რომ სულელურად ვუყურებდი
-ნაინა ვინ არის? -გამოსძახა მეორე ოთახიდან ქალმა და ისიც უცებ გაჩნდა კარებთან
-გამარჯობა -ძლივს გასაგონად ვთქვი
-გამარჯობა..მობრძანდი სახლში შემოდი -გულწრფელად შემიპატიჟა სახლში ქალმა..ზუსტად ვიცი ის იყო..დედას დაქალი ნია იყო..სავარაუოდოდ ის გოგო კარები,რომ გამიღო მისი და ანდრეს შვილი იყო
-უკაცრავად თქვენ ნია დვალვი ბრძანდებით? -ვცადე მოკრძალებულად მეთქვა. გაუბედავად ვამბობდი სიტყვებს და ჩუმად ვსაუბრობდი. ქალიც კი მიხვდა,რომ კარგად არ ვიყავი
-კი მე ვარ -ცოტა გაუკვირდა -მოდი შემოდი სახლში,საუკეთესო ნამცხვარს ვაცხობ და დაგვეწვიე -ამ ქალის სითბო და სიყვარული ისე მსიამოვნებდა,რომ არ შევსულიყავი არ შემეძლო. ჩემი ერთადერთი ჩანთა ავიღე,რომელშიც მხოლოდ ტანსაცმელები მეწყო,წიგნს,როგორც ყოველთვის ხელიდან არ ვუშვებდი. სახლში შევედი. ულამაზესი იყო ყველაფერი. მართალია,მე ამერიკაში ასეთი სახლები არ მიკვირს,მაგრამ საქართველოს ფონზე,საუკეთესო სახლი ჰქონდათ
-შენ საიდან მიცნობ-ცოტა ხნის მერე მკითხა ნიამ და გვერძე დამიჯდა
-მეე..არ ვიცი..არ გიცნობთ..უბრალოდ -ცოტა კი არა ძალიან გაურკვევლად ვსაუბრობდი-შენ ჩემი ახლობელის დაქალი იყავი
-ვაა მართლა?რა ქვია აბა?-ოღონდ ეს კითხვა არ დაესვა და ყველაფერს გავაკეთებდი. სიმართლე,რომ მეთქვა ყველაფერს მიხვდებოდა,რაც არ მაწყობდა ჯერ..ამიტომ ტყული ვუთხარი. ამ ბოლოს ვატყობ,რომ ძალიან მატყუარა გავხდი
-მას ნინა ჰქვია
-საინტერესოა..არ მეცნობა სახელი
-ჰოო შეიძლება..დიდი ხნის წინ წავიდა-ჩემი ენა არც ეხლა გაჩერდა და მაინც წამომცდა რაღაც
-სად წავიდა?
-სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად-ესეც მეორე ტყუილი
-ააა..არ ვიცი ნამდვილად არ ვიცი..ისე..-ცოტა ჩაფიქრდა და მთელი ინტერესით დამაკვირდა,ხან თვალებში მიყურებდა,მერე კარგად მათვალიერებდა
-რამე მოხდა?-გაკვირვებულმა ვკითხე
-აარაა..არაფერი..ვიღაცას გამსგავსებ..მაგრამ დაივიწყე..ამ ბოლოს ყველგან ეგ მელანდება
-გასაგებია-ჩუმად ვთქვი
-შენ საიდან მოდიხარ?არ გშივა? დასარჩენი გაქვს სადმე?-ისე მზრუნველი ჩანდა ცოტა დავეჭვდი,რამე ხომ არ იეჭვა თქო
-არა ახლა მართლა არ მშივა..საკმაოდ შორი მანძილიდან ჩამოვედი..დასარჩენი ჯერ არ მაქვს,მაგრამ იმედია მალე ვიპოვი -ღიმილით ვუთხარი და ჩემი წიგნი ისევ გულში ჩავიხუტე
-ხო მართლა რა გქვია?
-ანამარია
-აუ როგორ მიყვარს ეგ სახელი..ამათმა მაინცდამაინც ეს სახელი დამარქვეს-აწუწუნდა ნაინა
-რატო მე შენი სახელიც მომწონს -გულწრფელად ვითხარი
-ანამარია აქ სასწავლებლად ჩამოხვედი? -როგორც ჩანს ჩემი წიგნი შენიშნა ცალკე ჩანთა,ალბად მოსწავლე ვეგონე
-არა აქ ჩემი ახლობელი უნდა მოვძებნო
-თუ შემიძლია რამით დაგეხმარო..აქ დარჩი..თავისუფალი ოთახიც გვაქვს
-მე ხელს არ შეგიშლი..სამაგიეროდ ჩემი ძმა დაგაგლიჯავს ნერვებს,მაგრამ ყურადღება არ მიაქციო,მალე შეეჩვევი,ისიც ძალიან მხიარულია-როგორც ჩანს ნაინას სარძლოდ მოვეწონე,აბა სიმართლეს რომ გაიგებთ მერე რას იტყვით..ჩემს ფიქრებზე ლამის გამეცინა
-დიდი მადლობა..ძალიან დამეხმარეთ-გულწრფელად ვუთხარი..მან ჩემი ოთახი მაჩვენა..ჩემი ჩანთა საწოლზე დავდე,წიგნი კიდევ ერთხელ ავატრიალე ჰაერში და ნაინა,რომ დავინახე ლამის ხელიდან გამივარდა
-გიყვარს წიგნები?-სასხვათაშოროსოდ მკითხა მან და ჩემს გვერძე დაჯდა
-კიი ძალიან..დედაჩემი წერს წიგნებს და მე შემაყვარა კითხვა
-ააუუ ძაან მაგარიაა..მეც მიყვარს წიგნები..ეგ რა წიგნია იქნებ მეც ვიცოდე
-მან თქვა: ყველაფერი მორჩა-მას წიგნის სახელი ვუთხარი
-საინტერსო სახელია..ჯერ არ წამიკითხავს..შენ უკვე მორჩი კითხვას?
-მე მოვრჩი
-მათხოვებ მერე?
-ბოლო გვერდებინდამრჩა წასაკითხი და რომ მოვრჩსბი აუცილებლად-ჯერ ნამდვილად არ მინდოდა მას წაეკითხა ეს წიგნი,ამიტომ ესეც მესამე ტყუილი ერთ დღეში..ნაინა სასიამოვნო გოგო აღმოჩნდა..ძალიან საყვარელი იყო..აიი სამაგიეროდ მაქსი იყო,ნერვების ჭია..აშკარად მამამისს ჰგავდა,როგორც ამ ისტორიიდან გამოჩნდა..იმ ღამეს ვერ დაივიძინე წესით ამ დროს ამერიკაში დილა უნდა იყოს,ამიტომ ცოტა გამიჭირდა ძილი. წიგნი თავთან დავიდე და მართლა დავიწყე ბოლო გვერდების კითხვა, უფროსწორად ამ დროს თხა და გიგოს ვგავდი? ერთი სიტყვა არ მესმოდა,შეიძლება წიგნიც ამოტრიალებული მეჭირა ხელში,ფიქრებში ისე ვიყავი გართული ვერც გავიგე,როგორ შემოვიდა ნია ოთახში
-რას კითხულობ?
-ჩემ საყვარელ წიგნს -ნიას გავუღიმე და საწოლზე ჩამოვჯექი
-რა ქვია?
-მან თქვა: ყველაფერი მორჩა -არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ მის სახეს,რომ წავაწყდი აშკარად ფერი აღარ ედო. ღიმილი,რომელიც ძალიან უხდებოდა სახეზე შეაშრა. ნელ-ნელა წამოვიდა ჩემსკენ და გვერძე დამიჯდა
-რა ქვია? -გაკვირვებულმა დაიჩურჩულა
-მან თქვა: ყველაფერი მორჩა
-ეს ვისი წიგნია?
-დედამ დაწერა ეს წიგნი და ძალიან შემიყვარდა
-დედაშენი მწერალია?
-ხოო..მაგრამ მხოლოდ თავისთვის წერს
-საინტერესოა..მათხოვებ ამ წიგნს? -ეს დედა-შვილი ძალიან დააინტერესა ამ სათაურმა
-ჯერ ნაინამ მთხოვა და ახლა თქვენ მორიგდით რომელი წაიკითხავს პირველი -ვუთხარი და გავუღიმე
-იმედია წინააღმდეგი არ იქნები,ჯერ მე,რომ წავიკითხო -მანაც გამიღიმა
-რათქმუნდა არა -წიგნი გავუწოდე,იმ იმედით,რომ ამ ღემესვე არ წაიკითხავდა..მერე ნია გავიდა ოთახიდან და ასე დავრჩი ისევ საკუთარ თავთან და ფიქრებთან ერთად მარტო..თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა..მე შევძლებ ყველა ჩემი ოცნება რეალობად ვაქციო..არ ვიცოდი ამას,როგორ შევძლებდი,მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა. მალევე დამეძინა. დილით ვიღაცის შეხებამ გამაღვიძა,ვხვდებოდი,რომ ვიღაც მეფერებოდა
-აუუ კარგი რა დედა სკოლა აღარ მავს და ნუ მაღვიძებ -ამოვიბუტბუტე,ჯერ კიდევ თვალებ დახუჭულმა..სულ დამავიწყა,რომ სახლში არ ვიყავი. ამიტომ თვალები ნელა გავახილე,წინ ნია მიჯდა,წიგნზე ჩახუტებულიყო და მიღიმოდა
-ანკა დადიანი არ ვარ,სამაგიეროდ მისი დაქალი ვარ ნია დვალვი -ნიამ გამიღიმა და შუბლზე მაკოცა
-უკვე წაიკითხეთ?
-წავიკითხე..შენ ანკას შვილი ხარ?
-დიახ,ანკა დედაჩემია -ვუთხარი საკუთარ თავით კმაყოფილმა
-მამაშენი?
-არ ვიცი ვინაა..არც ის ვიცი სად ცხოვრობს..როგორი ადამიანია..არაფერი არ ვიცი..მხოლოდ ეს სურათი მაქვს -მას ბალიშოს ქვეშ ამოდებული სურათი ვანახე
-სამაგიეროდ მე ვიცი..მამაშენი ძალინ კეთილი ბიჭია,პატიოსანი,ცოტა ჯიუტიც
-ჰოო ეტყობა რა პატიოსანიც იყო-მას წიგნზე ვანიშნე
-მაშინ თავში უქროდა,ახლა დაჭკვიანდა..ნეტავ იცოდე როგორ დაეძებდა დედაშენს,მაგრამ ვერსად იპოვა..ჩემო პატარა შენს შესახებ სულელმა დედაშენმა არფერი გვითხრა ამდენი ხანი გვიმლავდა -ხრემლები მოიწმინდა ნიამ და ისევ გამიღიმა
-მას ცოლი არ ჰყავს?
-ცოლი? -გაეცინა,უფროსწორად გადაიკისკისა -მას,რომელი გოგო გაუჩერდება,თუ მართლა მაგრად არ უყვარს გოგო ზედაც არ უყურებს..დედაშენის მერე არავისთვის შეუხედავს ზედ
-თავის დროზე უნდა დააფასონ,სანამ დაკარგავენ ხოლმე
-მართალია..გინდა დღეს აქ დავუძახებ და მოვლენ,თან ბიძაშენსაც გაგაცნობ და მამიკოსაც
-ნია..შეგიძლია ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენში,რომ დარჩეს? ჯერ არ უთხრა არავის კარგი?
-კარგი საყვარელო -ნიამ გამიღიმა და ოთახიდან გავიდა..მე ავდექი ტანსაცმელი ჩავიცვი,კიბეებზე ჩავდიოდი მაქსი,რომ ამომიდგა გვერძე
-სად მიიპარება ქალბატონი?
-დაბლა
-მეც დაბლა მივდივარ და გაგიყოლებ -მისი იუმორი მკლავდა
-უკვე ჩავედი საჭირო არ არის -მეც გავუცინე და სამზარეულოში მოფუსფუსე ნიას შევუერთდი
-რას აკეთებ? -ინტერესით მივიცუცქდი გვერძე
-დღეს ხომ იცი ტიტე და მათე მოვლენ და საჭმელებს ვაკეთებ -მან შუბლზე მაკოცა და ისევ მაგრად მომხვია თავისი ხელები-ჩემო პატარა რას ვიფიქრებდი ანკა დადიანის შვილი თუ მიპოვიდა? დედიკო როგორ არის? -თან საქმეს აკეთებდა თან მელაპარაკევოდა
-კარგად არის..ამ ბოლოს სულ დაქალებში დადის..მამას მსგავსად მანაც ვერ იპოვა ცხოვრების თანამგზავრი..ცოტა ვაბრაზებთ ერთმანეთს -გამეცინა
-ეგ იმიტომ ვერ იპოვეს,რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები -მანაც გამიღიმა
-რას აკეთებს ჩემი ულამაზესი ცოლუკა? -სამზარეულოში ღიმილით შემოვიდა სავარაუდოდ ანდრე,მე რომ დამინახა გაუკვირდა..არ იტყოდა ეს ვინღა არისო? მან პირვლად ქ -გამარჯობა..ნია გამაცანი ეს გოგო -ანკას გაუღიმა და ხელი გამომიწოდა
-ანდრე ეს ანამარიაა..ანამარია ეს ანდრეა ჩემი ქმარი
-სასიამოვნოა -ანდრეს გავუღიმე
-ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მეცნობა
-დამიჯერე,რომ გაიგებ ვინცაა მაგას აღარ იტყოდი -ნიამ ქმარს გაუღიმა და ლოყაზე აკოცა
-ვიცნობ? -მაინც არ ჩერდებიდა ანდრე
-არ იცნობ..-მოკლედ მოუჭრა ქმარს..მერე მე შემომხედა,ისეთი თვალებით მიყურებდა ეგრევე მივხვდი რაც მითხრა "ვუთხრათ?"..სიმართლე გითხრათ ასე მალე არ მინდოდა არავის გაეგოთ,მაგრამ აქ იმისთვის ჩამოვედი,რომ მამაჩემის ყურამდე მიაღწიოს ამ ამბავმა..მარტო მე კი ვერაფერს ვიტყოდი,ამიტომ ნიას და ანდრეს დახმარება დამჭირდებოდა..სხვა გზა არ მქონდა ამიტომ თანხმობა ვუთხარი..ისე ავნერვიულდი,სულ ვკანკალებდი..ნიამ პირი,რომ გააღო ლამის ხელები ავაფარე ჯერ მზად არ ვარ თქო,მაგრამ უკვე გვიანი იყო
-ანდრე
-ჰოო
-რაღაც უნდა გითხრა
-დღეს ტორტს აცხობ? -ამაზე მართლა გულიანად გაგვეცინა
-არა უფრო მაგარი
-არ არსებობს ბათუმში მივდივართ დასასვენებლად? -მისი მხიარულება ჩვენც გადმოგვედო
-აუუ ნუ სულელობ ამ სიცივეში რა დროს ბათუმია -ოქტომბერში,რომ ზღვაზე წახვალ კარგ ჭკუაზე არ უნდა იყო
-აუუ აბა რაღაც მაწვალებ თქვი მალე
-ანამარიაზე უნდა გითხრა
-ახლა არ მითხრა მაქსის საცოლეაო -ისევ გაეცინათ
-არა მაქსის საცოლე არ არის,მაგრამ...მისი ბიძაშვილია
-რა თქვი? -წყალს სვამდა და გადასცდა,მერე ხველა აუტყდა და ლამის გაიგუდა
-ის...ანკას შვილია
-აან..ნნკა? კი მაგრამ..რა თქვი? -ჯერ კიდევ გაოცებული ანდრე სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს
-ანდრე მისმინე..ის ანკას და ტიტეს შვილია -ამაზე საერთოდ ჭიქა გაუცარდა ხელიდან
-ვინ ტიტესი? ჩვენი? მეღადავები? ტიტე და მამა? -სიცილისგან ლამის გადაბჟირდა ანდრე..მაგრამ ჩვენს სერიოზულ სახეებს,რომ წააწყდა უცებ დასერიოზულდა
-მოიცა თქვენ რა არ ხუმრობთ? -გაკვირვებულმა გვკითხა
-არ გჯერა?
-უბრალოდ შეუძლებელია ამის დაჯერება
-მაშინ ეს წაიკითხე და მერე თავად დაიჯერებ ყველაფერს -მან წიგნი გაუწოდა,თუმცა მხოლოდ სათაური აღმოჩნდა საკმარისი,რომ ეს ყველაფერი დაეჯერებინა
-კი მაგრამ ეს აქამადე რატომ არ ვიცოდით? ტიტემ იცის? აუუ კიდე ვერ ვიჯერებ ტიტე და შვილი? -გაოცებული ანდრე ჩემსკენ წამოვიდა და ისე მეხუტებოდა,როგორც მამა შვილს..პირველი მამაკაცი იყო ვინც ასე მეფერებოდა. რომ არ ვიცნობდე ვიფიქრებდი ეს არის მამაჩემი თქო -დედაშენი რაც აქედან წავიდა იმის მერე ვაბშე არ გვინახავს..14 წლის წინ ვნახეთ ქორწილში,იმის მერე გაქრა
-მაშინ მეც აქ ვიყავი,3 წლის ვიყავი..დედამ სასტუმროში დამტოვა ძიძასთან,არ უნდოდა თქვენ გენახეთ..ახლა კი აქ ვარ..ჩემი ფეხით ჩამოვედი,მამაჩემის მოსაძებნად
-ჩშშ..ბავშვებმა არაფერი გაიგონ,თორე მაშინვე დაახეთქებენ ტიტესთან -ნიამ გაგვაჩუმა
-მოვედითთ -ბიჭის ხმა გავიგეთ,სავარაუდოდ ან ბიძაჩემი იქნებოდა ან მამიკო. ნეტა განახათ ჩემი გული რა დღეში იყო..გული ხელით მეჭირა თქო მე უნდა ვთქვა. ამ დროს სამზარეულოში ვიღაც მაღალი ბიჭი შემოვიდა,ჩემს დანახვაზე არ ვიცი როგორ ავღწერო რა დაემართა..თავიდან ისიც ვიფიქრე რამეს ხომ არ მიხვდა უკვე თქო. მერე უკან კიდევ ერთი შემოჰყვა..ის იყო..ის იყო მამაჩემი..ისეთი მწვანე თვალები ჰქონდა მსოფლიოში ძალიან იშვიათი,რომ არის ეგეთი თვალები. მხოლოდ მე და მამას,რომ გვაქვს აი ეგეთი თვალები. როგორც მივხვდი პირველი ვინც შემოვიდა ბიძაჩემი იყო..ის ჯერ მამას შეხედავდა,მერე მე,მერე მამას თვალებს,მერე ისევ მე..მაგიდა,რომ არ ყოფილიყო სავარაუდოდ იატაკზე ვიქნებოდი გაწოლილი, ფეხები ისე ამიკანკალდა ლამის დავეცი
-მგონი დროა პივები ვიკისრო -ჯერ კიდევ პირდაღებულმა ბიძაჩემმა ძლივს თქვა ეს რამდენიმე სიტყვები,თან თვალს არ მაშორებდა. გამიკვირდა მე ვარ რამე შუაში თქო?
-შენ კი არა მგონი მეც უნდა ვიკისრო -ასევე გაოცებულმა თქვა ჩემმა "მამიკომ"
-რა ხდება რა პივები აგიტყდათ აქ? -სიცილით უთხრა ანდრემ
-გახსოვს,ტიტეს,რომ დავენიძლავე..შენნაირი თვალები მსოფლიოში არავის ექნება თქო? -უთხრა მათემ
-ჰოო მერე -ანდრეს ხმაში ღიმილი შეეპარა
-მერე ამ გოგოს თვალებს შეხედე ვერ განასხვავებ,თმები? თმებიც,რომ ერთნაირი აქვთ..ბიჭო და თუ გყავდა არ უნდა გეთქვა? -სიცილით უთხრა მათემ,არანაკლებ გაოცებულ ტიტეს
-რა დაა ბიჭო? ვაბშე არ ვიცნობ
-აუუ ჩემი ესენი,რომ გონზე მოვლენ კაი დრო იქნება..გაიცანით ანამარია -მან ხელი ჩემსკენ გამოიხედა -ანამარია ეს ტიტეა,ეს კი მათე
-სასიამოვნოა -ჩუმად ამოვიჩურჩულე..მამას მწვანე თვალებს ამღვრეული თვალებით შევხედე..მლაშე სითხე მაწვებოდა თვალებში,მალე გადმოვარდებოდნენ -უკაცრავად მე გავალ კარგი?-ისევ ჩუმად ვთქვი და საპირფარეშოში შევარდი. უკან ნია გამომყვა,მიხვდა რატომაც გამოვედი. კარები მთელი ძალით მივაჯახუნე,როცა ნიაც შემომყვა
-ჩემო პატარა მოდი ჩემთან..ჩემო საყვარელო
-აქამდე სად იყო? რატომ არ ვიცნობდი?
-მისი ბრალი არაა..დამიჯერე შენზე საერთოდ არავინ იცოდა..არავინ
-იცი?დედას,რომ ვეკითხებოდი ვის ვგავარ მეთქი მამაშენსო,ასე მეტყოდა ხოლმე..არ ვიჯერებდი..მამა საერთოდ არ მყავს ნანახი და ნეტა როგორია თქო..17 წლის მერე პირვლად ვნახე,მისი სურათი,თუმცა მართლა ვერ ვნახე მსგავსება ჩვენს შორის,სანამ ახლა ჩემი თვალებით არ ვნახე პირადად-ჩუმად ვსაუბრობდი..გაურკვევლადაც...სარკესთან ვიდექი და თვალს არ ვაშორებდი სარკეში გამოსახულ საკუთარ თავს
-შენ ტიტესნაირი თვალები გაქვს..მისნაირი თმები..მისნაირი ტუჩები..ხასიათიც კი მისნაირი გაქვს..შენ ახლა აქ არ იქნებოდი მასსავით ჯიუტი და გაბედული,რომ არ იყო-ანკა მხრებზე მომეხვია და ორივე ერთად ვუყურებდით სარკეს
-ახლა გავიდეთ კარგი?სახე დაიბანე ეგრე არ ჩამოხვიდე-ანკამ გამიღიმა,თავზე მაკოცა და ისევ პირველ სართულზე დაბრუნდა.. მაა..მამა..მამიკო..მამი..თავში მხოლოდ ეს სიტყვები მიტრიალებდა..მხოლოდ ეს სიტყვები მესმოდა..ცოტა ხანში ისევ დაბლა ჩავედი..სუფრა უკვე გაეშალა ნიას..ბიჭები და ბავშვებიც მაგიდის გარშემო ისხდნენ. მათ დანახვაზე გამეღიმა. მათაც გამიღიმეს და დამიძახეს მოდი ჩვენთანო. მეც მალე მივედი მათთან
-ანამარია რამდენი წლის ხარ?-ტიტემ მკითხა,როცა მაგიდასთან დავჯექი..იმედია მამაჩემსაც ვინმესთვის არ მოვეწონე
-17 წლის
-დიდი გოგო ყოფილხარ-უბრალოდ გავუღიმე,ახლა,რომ რამე მეთქვა ვეღარ გავუძლებდი და აქვე ავტირდებოდი
-ისეთი საყვარელი გოგოა სულ აქ რომ დარჩეს ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება-გულწრფელად თქვა ნაინამ და თავი მხარზე დამადო
-რა გინდა დაიკოზე ხო ოცნებობდი ხოდა აგერ თავის ფეხით მოვიდა-გაეცინა მაქსს
-ნუ რათქმაუნდა სულ აქ თუ დარჩება
-ბავშვებო ჭამეთ და ნაკლები ილაპარაკეთ-მიხვდა ნია,რომ ბავშვებს რაღაც წამოსცდებოდათ ამიტომ გააჩუმა ორივე..მე ვიჯექი ხმას არ ვიღებდი..ეკლებზე ჯდომა მაშინ გამოვცადე რა იყო..როცა იცი,რომ წინ მამაშენი გიზის,რომელმაც შენს არსებობაზეც კი არაფერი იცის..ამავედროულად ბიძაშენის მზერა გიწვავს სახეს და თვალებს. ნია სამზარეულოში გავიდა მეც მაშინვე უკან გავყევი..რა გავაკეთო?ერთი წუთით ვერ ვძლებდი მის წინ
-ანამარია კარგად ხარ?-მკითხა ნიამ როცა ჩემს სახეზე ფერი არ მოეწონა
-ისე რაა-ჩუმად ვთქვი და ჭიქაში წყალი დავასხი
-მიდი მაღლა ადი და დაისვენე თუ გინდა
-კარგი მაღლა ვიქნები-მეორე სართულზე ავედი..საწოლზე მოწყვეტით დავეხეთქე და ბალიშში ჩავრგე თავი. რაღაც უცნაურ ხმებს ვუშვებდი პირიდან..მაგრამ ბალიში ისე მქონდა სახეზე აფარებული ჩემი ხმა არამგონია დაბლა ჩასულიყო. ისევ ის წიგნი ვიპოვე იმდენი ხანი ვუყურებდი დედას და მამას ძველ,გაცრეცილ სურათს სანამ არ დამეძინა..თვალები,რომ გავახილე უკვე საკმაოდ ღამე იყო..სურათი ისევ ხელში მეჭირა და წიგნიც გულზე მედო. წიგნი ბალიშის ქვეშ დავდე და დაბლა ჩავედი. ირგვლივ სამარისებული სიჩუმე დამხვდა,ანუ ყველა წასულა. წყალი დავლიე და ისევ ოთახში დავბრუნდი..ამჯერად ვეღარ დავიძინე..ან რაღა დამაძინებდა,ამდენი ხანი მეძინა..თუმცა არამგონია მარტო ეს იყოს მიზეზი..მე მამა ვნახე..მე შევძელი და ჩემი ოცნება რეალობად ვაქციე..მე შევძელი და მამაჩემს ჩავხედე თვალებში..იმ დიდ,მწვანე თვალებში,რომლებიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს და რომლებმაც არაერთი ტანჯვა და დაბრკოლება გადალახეს..რატომ დედა,რატომ?რატომ მიმალავდი აქამდე მამას?როგორ შეძელი მისი მიტოვება? ხო ახლა იტყვი მისი ბრალი იყოო..შეიძლება ასეც იყო,მაგრამ რატომ არ მოუსმინე?მეორედ,რომ დაბრუნდი?რატომ დაუშვი იგივე შეცდომა?რატომ არ მომეცი საშუალება მამიკო გამეცნო?ახლა ასეთ დღეში ხომ არ ვიქნებოდი?თავი მტკივა ამდენი ფიქრისგან,როგორ ვუთხრა სიმართლე?ის როგორ ვუთხრა,რომ მას შვილი ჰყავს? შვილი საყვარელი ქალისგან..შვილი,რომელიც ამდენი ხანი ეძებდა..თუმცა თავზე მეტად,გული მტკივა დედა,გული..გული მტკივა იმის გამო,რომ ასე იქცევოდი. მე გეკითხებოდი,შენ თავიდან ირიდებდი,ჩემს კითხვებს..ერთხელ მაინც არ გიფიქრია იმაზე,რომ მე სიმართლეს გავიგებდი? სიმართლეს ჩემს მშობლებზე..ჩემი მშობლების სიყვარულზე..იქნებ ეს სიყვარული არც ყოფილა? სიყვარული რა არის დედა? მე,რომ რჩევა გკითხო რა უნდა მიპასუხო?ან მამამ რა უნდა მიპასუხოს?ადამიანის მოტყუება თუ ადამიანის მიტოვება? ეს ორივე ორივეს კარგად გამოგდით ჩემო ძვირფასო მშობლებო..მაგრამ,მე თქვენზე უარი მაინც არ მითქვავს..ამ ყველაფრის მიუხედავად,მე მაინც გავაგრძელე მამას მოძებნა,და ამ ყველაფრის მიუხედავად შენც გაპატიე ის შეცდომები დედა...
ერთი კვირა გავიდა..ყველას ძალიან შევეჩვიე. მათ შორის მაქსის "იუმორსაც".ამ დროის განმავლობაში,'მამიკო' კიდევ ვნახე რამდენიმეჯერ,აქ იყო მოსული ჩვენთან..შევეჩვიე მასთან ყოფნას,თუცა სიმართლე ჯერ კიდევ არ გვითქვამს. მათ შორის არც ბიძაჩემს. ჯერ კიდევ მტკივა თავი იმაზე ფიქრით როგორ ვუთხრა სიმართლე..რაც დრო გადის უფრო და უფრო მიძნელდება მასთან ლაპარაკი. ნიაც არაფერს მაძალებს,როცა მზად იქნები მაშინ უთხარიო. მაგრამ მე ვერასდროს ვიქნები მზად,თუ ისევ მან არ იმოქმედა რამე. ვერ წარმოდგენთ ამაზე რა ძნელია ამ რამდენიმე სიტყვის თქმა "მე შენი შვილი ვარ"ან თუნდაც "შენ შვილი გყავს"..ესეც კი ძნელია ჩემთვის..ამაში მაინც დავემსგავსე დედას,მე მეშინია..ისევე,როგორც მას ეშინოდა მამასთან ლაპარაკის და სიმართლის თქმის,რომ მე დავიბადე..მე,ტიტე ამირეჯიბის შვილი,რომელმიც დღემდე აზრზე არ არის შვილი,რომ ჰყავს..ჰო მე ამაში ვგავარ დედას,მშიშარა ვარ,მეშინია იმის,რომ მამა ჩემზე უარს იტყვის და ზურგს შემაქცევს..ამის გააზრებაც კი მკლავს

-ანამარია გაიღვიძე -ოთახის კარები ნიამ შემოაღო
-მოდი ნია -ფანჯარაში ვიხედებოდი,მისთვის არც შემიხედავს
-სალაპარაკო გვაქვს -ამ დროს ცოტა კი არა ძაან,შემეშინდა,რომ რამე ცუდ ამბავს მეტყოდა
-რამე მოხდა?
-არა ყველაფერი კარგად არის..ანამარია მისმინე..მე და ანდრე ცოტა ხნით ქალაქგარეთ უნდა წავიდეთ,სამსახურის საქმეები აქვს. მაქსს ჩვენ წავიყვანთ. ნაინა და შენ აქ დარჩით. და ტიტესთან,რომ დაგტოვოთ რამე პრობლემა ხომ არ იქნება? უბრალოდ ორ არასრულწლოვანს მარტო ვერ დაგტოვებთ სახლში-ამ ბოლო სიტყვებზე ისე გაიპარა ლამის გაქრა
-რამდენი ხანი უნდა იყოთ?
-ალბად 4 დღე..თუ საქმეებს მალე მოვრჩით უფრო მალე ჩამოვალთ
-კარგი..რა პრობლემაა
-ნაინამ თუ გაგაბრაზა მაშინვე დამირეკე
-დედა უკვე 13 წლის ვხდები და კარგი რაა -აბუზღუნდა კარებში მდგარი ნაინა
-ნაინა ტიტეს დაუჯერეთ იცოდე
-კაი დეე -თვალები დაუბრიალა ნიას
-კაი ნია..ჩემ იმედათ დატოვე თქო ვერ გეტყვი,მაგრამ ტიტეს იმედად იყავი -ნიას გავუღიმე და დაბლა ჩავედი. იქ ანდრე,მაქსი და მამაჩემიც უკვე იქ დამხვდა..სიმართლე გითხრათ მის დანახვაზე ისეთი რეაქცია აღარ მაქვს..უკვე მივეჩვიე..უბრალოდ გამარჯობა,როგორ ხარ და ვსიო..მერე კიდე ვილაპარაკებდით რამეზე და სულ ეს არის..რაც მთავარია მასთან თავს ცუდად აღარ ვგრძნობ,სწორედ ამიტომ დავსთანხმდი ნიას..
-გამარჯობათ -მათ მივესალმე
-პრივეთ ანამარია -როგორც ყოველთვის ჩვეული მხიარულებით მომესალმა მაქსი
-რამდენიმე დღე ტიტე იქნება თქვენი დედაც და მამაც -თქვა ანდრემ..ოჰ ისე ხო რასამბობ მეზობლის მამა იყო..გავიფიქრე გულში და მათთვის შეუმჩნევლად გამეღიმა
-ნია მზად ხარ? -გასძახა მეორე სართულზე მყოფ ცოლს
-მოვდივარ? -სია კიბეებზე ფეხსაცმლის კაკუნით ჩამოვიდა -აბა თქვენ იცით..ტიტე თუ გაგაბრაზეს დარეკე -გაიცინა ანკამ და პატარა ბავშვებივით დაგვარიგა და წავიდნენ..მარტო დავრჩით,მე,მამა და ნაინა..რა უნდა მეკეთებინა? ჯერ ისე ახლოსაც არ ვიყავი,რომ მასთან ერთად კარგად მომელხინა..წარმოგიდგენიათ?მამაშენთან,რომ ვერ იქნები თავისუფლად
-აბა ნაინა შენ სკოლა არ გაქვს დღეს? -სულ დამავიწყდა,რომ ჯერ კიდევ დილა იყო და ნაინა სკოლაში უნდა წასულიყო
-აუუ ტიტე...-თვალები ეშმაკურად აუციმციმა ტიტეს
-არ იფიქრო -მკაცრად უთხრა მაგრამ მაინც ეცინებოდა
-გთხოვ..ამ ერთხელ გავაცდენ და ვსიო -ოთხი თითი ყელზე მიიდო და თავისი თაფლისფერი დიდი თვალებით გახედა
-იცოდე შენებმა არ უნდა გაიგონ -სიცილით უთხრა ტიტემ..ნაინამ სიხარულისგან იმხელაზე შეჰკივლა ორივეს შეგვეშინდა..დღე სრულიად უაზროდ გადიოდა..ტიტე მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა..მე და ნაინაც მის გვერდით ვიჯექით,მერე მომწყინდა და აივანზე გავედი..ისეთი სიცივე იყო,როგორც ნოემბერს შეეფერება,ამიტომ ცხელი ყავა გავაკეთე,პლედი ავიღე,ახლაც კი ხელიტ დამქონდა დედას წიგნი და აივანზე გავედი..სუფთა ჰაერზე ვიჯექი..როგორც ყოველთვის ახლაც მაგრად წვიმდა..მიყვარს წვიმა,ამიტომ კარგ ხასიათზე ვიჯექი..ყურსასმენები მეკეთა და ირგვლივ ყველა და ყველაფერი გათიშული იყო..იქ მხოლოდ მე და მუსიკა ვიყავით..მუსიკა ბოლო ხმაზე..არ ვიცი რა დრო გავიდა რაც ასე ვიჯექი..მაგრამ აზრზე,რომ მოვედი სულ გაყინული ვიყავი და ტიტე თავზე დამყურებდა
-აქ გაიყინები სახლში შემოდი -თბილად გამიღიმა
-ცოტა ხანიც და შემოვალ
-ისევ კითხულობ?
-ჰოო -გავუღიმე და წიგნს დავხედე
-როგორც ჩანს კითხვა გყვარებია
-კი ძალიან..დედა მწერალია და მის წიგნებს ვკითხულობ ხოლმე
-ვაა მართლა ვინმე ცნობილი მწერალია? -დაინტერესდა
-არა..თავისთვის წერს ხოლმე ისტორიებს
-ეგეც დედაშენის დაწერილია?
-კი ესეც დედას დაწერილია
-კარგია..რა ქვია? -მისმა კითხვამ ცოტა შემაშინა..რა უნდა მეთქვა? სიმართლე? კი მაგრამ ჯერ მზად არ ვიყავი..აბა რა გეგონა ანამარია დედაშენს,რომ ახსენებდი
-წიგნს რა ქვია თუ? -ცოტა თავი გამოვიდებილე
-ორივეს -აი აქ კი ზუსტად ვიცი,რომ მაგარ შარში ვარ. წიგნს შეშინებული თვალებით გავხედე. წუთიერი დუმილი ჩამოწვა. ჩაფიქრებული ვიყავი,სულ დამავიწყდა,რომ პასუხი უნდა გამეცა
-ანამარია რაზე ჩაფიქრდი -ისე ვიყავი ფიქრებში წასული,მის ხმაზე შევხტი და ყველაფერი ძირს აღმოჩნდა დაყრილი. მათ შორის წიგნიც და სურათებიც. კიდევ კარგი ამოტრილებული დაეცა სურათები,თორე მართლა დავიღუპებოდი.სურათები უცებ წამოვკრიფე,წიგნში ჩავაწყვე და ისევ გულზე მივიკარი
-უკაცრავად ცოტა ჩავფიქრდი და..
-ხო კარგად ხარ?
-ისე რაა
-თუ გინდა ცოტა ვილაპარაკოთ
-რაზე? -ცოტა გამაკვირვა მისმა ნათქვამმა
-რავი რაზეც გინდა
-დამიჯერე ჩემი ისტორიის მოსმენას ნამდვილად არ გირჩევ
-დიდი ინტერესით მოგისმენ -ოპაა..აიი ჩემი ენა,რომ არ ჩერდება რა შედეგი მივიღეთ..მინდოდა ყველაფერი მომეყოლა..აბსოლიტურად ყველაფერი..არაფერი დავუმალე..იმის გარდა,რომ მთავარი არ მითქვამს
-წლების წინ..დაახლოებით 18 წლის წინ..დედამ და მამამ იჩხუბეს..დედა ისე წავიდა მამასგან არაფერი უთხრა იმაზე,რომ ორსულად იყო..წლები საზღვარგარეთ ცხოვრობდა დედა..დაივიწყა მეგობრები,სიყვარული,სამსახური, ყველა და ყველაფერი..მერე მე დავიბადე..მე დედა მზრდიდა..ყველაზე მეტად მიყვარს,მან ხომ ყველაფერი გააკეთა,რომ მე ბედნიერი ვყოფილიყავი..თუმცა მას რაღაც გამორჩა..მე მამა მაკლდა..მამის სითბო და მზრუნველობა..ახლა 17-ის ვარ..ამდენი წელი ვეძებდი, ამდენი წელი უხმოდ მიყვარდა ვოცნებობდი რომ ერთ დღეს გულში ჩამიკრავდა და მეტყოდა, მე მოვედი შენთან, არასოდეს მიგატოვებო. იცი?დედას მამა ისევ უყვარს..არ მივცემ უფლებას სხვა კაცს დედაჩემის გვერდით იყოს და ვიცი,რომ ასე არ მოხდება..ამდენი წლის მიუხედავად ყოველ ღამე მასზე ფიქრით იძინებდა და მასზე ნამტირალევს ეღვიძებოდა თვალებდასიებულს..ეს სიყვარულია ჰო? მაგრამ დედა ამაყია..იმდენად ამაყი,რომ მამას პატიება ვერ სთხოვა..მე ვიპოვე მამაჩემი. მის დანახვაზე იცი რა ვიგრძენი? -ერთ წერტილს არ ვაშორებდი თვალს და გაღიმებული ვყვებოდი,თვალებზე ობლად დასრიალებდნენ ცრემლის ბურთულები -მივხვდი,რომ ჯერ კიდევ არ იყო გვიანი ყველაფერი
-კი მაგრამ ასე უცებ,როგორ მიაგენი მამაშენს?
-ამ წიგნის დახმარებით..გიკვირდა ხო სულ ჩახუტებული რატომ აქვს ეს წიგნიო? ეს წიგნი,რომ არა მე ეხლაც კი არ მეცოდინებოდა მამას შესახებ..ამას დედა არასდროს მომიყვებოდა.. იცით რა არის ყველაზე მაგარი? არ იცის იმ კაცმა რომ მისი შვილი ვარ..ვერ ვეტყვი, ვიცი მისთვის ეს რამხელა შოკი იქნება
-საოცარი გოგო ხარ შენ..იმედია ყველაფერს მალე მოაგვარებ
-მეშინოდა,რომ მამა უარს იტყოდა ჩემზე..მაგრამ მის თვალებს,რომ ვუყურებ ვხვდები,რომ მამა ამას არასდროს გამიკეთებს..მე ხომ მისი შვილი ვარ..როგორ მინდა ახლა ჩავეხუტო და აღარსაც გავუშვა..ერთად წავიდეთ დედასთან და ერთად ვუთხრათ პატიება..მე იმისთვის,რომ დედას ასე ჩუმად გამოვეპარე,მამამ იმისთვის,რომ ასე ატკინა გული
-რა იცი იქნებ მისი ბრალია?
-ვიცი..მე უკვე ყველაფერი ვიცი..იცი? დედა მამას ემუდარებოდა,რომ არ გაეშვა,მაგრამ მამამ მას არ მოუსმინა..ასე რატომ მოიქცა?
-იქნებ იმიტომ,რომ მართლა არ ქონდა სხვა გზა..იცი ჩემი ისტორია გამახსენდა -მასაც გაეღიმა -მეც მიყვარდა ერთი გოგო..ცოტა უცნაური გზით შემიყვარდა მაგრამ ბოლოს იმდენი ქნა მაინც შემაყვარა თავი..ბოლოს როგორც ყველა ისტორიებში ერთი გოგო ჩაგვეჩხირა,და ყველაფერი დაანგრია ჩვენს შორის. პირველი გოგო იყო ვინც პირველი გამოუტყდა ბიჭს სიყვარულში..მანამდეც მყოლია გოგოები და მისი წასვლის მერეც მაგრამ ისე,როგორც მას ვუყურებდი ვერც ერთ გოგოს შევხედე..ანგელოზი იყო..სიყვარულით არავინ შემყვარებია..ვერ შევძელი..არ შემეძლო სხვისი შეყვარება -ნუთუ ამას დედაზე ამბობს? სხვა გოგო არ იქნებოდა..ვიცი ეს დედაზე ამბობს..მას კიდევ უყვარს დედა..ისევ უყვარს
-მერე რატომ გაუშვით თქვენი სიყვარული?
-წავიდა..ისე წავიდა არაფერი მითხრა..წლები ვებრძოდი ამ მონატრებას..მერე შევეჩვიე,მაგრამ ახლაც მიჭირს..მენატრება,მაგრამ არაფერს ვაკეთებდი მის სანახავად..მენატრება -მის ღაწვებზეც ურცვად მიგორავდა მლაშე სითხის ბურთულები
-ცუდია მონატრება..მე დედა მენატრება,შენ ის გოგო..ეჰჰ -ღრმად ამოვიოხრე და თავი უკან გადავაგდე
-არ გიცდია დედაშენთან დარეკვა?
-მეშინია,რომ გამიბრაზდება და არ მაპატიებს
-შენ ცუდი არაფერი გაგიკეთებია..მამაშენის მოძებნა გინდოდა,მეტი არაფერი
-ნეტავ თქვენნაირი მამა მყავდეს..ისიც ასე დამარიგებდა ყოველდღე -ცოტა ვიმსახიობე
-მე შენ ყოველთვის დაგარიგებ პატარავ,როცა მოგინდება სულ..
-ტიტე მითხარი,როგორი იყო ის გოგო. ასე რომ გიყვარდა?
-ჩემი ტკივილების გახსენებას ცდილობ? რად გინდა იცოდე როგორი იყო ანკა?
-მე ხომ მოგიყევი..ახლა შენი ჯერია
-კარგი -ღრმად ჩაისუნქა და დაიწყო -წაბლისფერი თმა ჰქონდა..ცისფერი თვალები..თვალები,რომლებმაც შეცვალა ჩემი სამყარო..იცი რა კეთილი იყო?სულ რცხვენოდა ყველაფრის. უნაკლო იყო..სუფთა და სათნო..ვერ ავღწერ გესმის? ისეთი საყვარელი და თბილი იყო..-ღმერთო მართლა როგორ ჰყვარებია მამას დედა
-ისევ გიყვარს?
-მე ის სულ მიყვარდა..დღემდეც კი მიყვარს..მთელი 18 წელი უშედეგოდ დავეძებდი..ჩვენ საყვარელ ადგილებში..ქუჩებში,კაფეებში, მაღაზიებში..იქნებ სადმე ყოფილიყო,მაგრამ არსად ჩანდა..არ ვიცი სად გაქრა..არც ის ვიცი ახლა სად არის. მენატრება..ახლა შევიდეთ თორემ მართლა გაცივდები და მომკლავს ანდრე და ნია -გაეცინა,მისი სიცილი მეც გადმომედო..ეს სიცილიც კი ერთნაირი რომ გვაქვს..სახლში შევედით..მაღლა ავალ თქო ვუთხარი და ოთახში შევედი. საწოლზე ჩამოვჯექი..ტიტეს სიტყვებზე ვფიქრიბდი..თავში ათასი რამე მიტრიალებდა..ტელეფონს ხელში ვატრიალებდი და ვფრობდი დამერეკა თუ არა დედასთან..ამდენი ხანი
ამდენი ხანი გავიდა 1 თვე გახდება მალე და ახლა პირვლად უნდა დამერეკა..ბოლოს ისევ დარეკვა გადავწყვიტე..მესენჯერში შევედი, "დედიკო",შემოსული იყო,გული ამიჩქარდა..თითი გაუბედავად დავაჭირე ეკრანს..წამებიც კი საუკუნედ მეჩვენებოდა
-დედა აიღე გთხოვ..არ გათიშო,თორემ მოვკვდები დედა..გთხოვ დე..-კიდევ გავაგრძელებდი დედას ხმას,რომ არ მოვეყვანე აზრზე. როგორც ჩანს ისე ვიყავი ფიქრებში წასული ვერც კი შევნიშნე რომ უკვე მიპასუხა
-ანამარიაა -ჩუმად ამოიჩურჩულა და ცალი ხელით ცრემლები მოიწმინდა -დედიკო კარგად ხარ? სად ხარ დე? ჩემო პატარა როგორ მომენატრე ჩემო ცხოვრება
-დეე -ისე საწყლად ამოვიკნავლე შეგეცოდებოდით
-ჰოო დედას სიცოცხლე..როგორ ხარ დეე..ვისთან ხარ დედიკო? -ისევ აგრძელებდა კითხვების დასმას თან ორივე მაგრად ვტიროდით
-დეე მომენატრე -ისევ ძლივს გასაგონად ამოვიკნავლე
-დედასაც მოენატრე ჩემო პატარა
-დეე მე კარგად ვარ არ ინერვიულო კაი? დამშვიდდი არაფერი მჭირს..მე იცი? ნია დეიდასთან ვარ -ძლივს გასაგონად ვუთხარი და ცრემლები გადმომცივდა -დეე მე...
-რა ხდება საყვარელო კარგად ხარ?
-დეე მამა გავიცანი -გაუბედავად ვთქვი..აქედანაც კი შევნიშნე როგორ შეეცვალა ფერი სახეზე..ფერი დაკარგა..ხმას ვერ იღებდა..არ ვიცი,შეიძლება არც ელოდა ჩემგან ასეთ სიმამაცეს..ის მაინც დუმდა -დეე მე ის ვიპოვე,ის მამაჩემია,მიყვარს დეე,17 წელი ვოცნებობდი რომ მამა მყოლოდა
-მითხარი როგორია? ისევ ისეთია,როგორც წიგნში? მისი თვალები,მისი საახე,ტუჩები. ისევ ისეთია?
-ის საუკეთესოა დეე..იცი?არ გამჭირვებია მისი ცნობა..როცა ვნახე მაშინვე მივხვდი,რომ მისი ნაწილი ვიყავი..ჩვენი თვალებიც კი ერთი ფერის იყო..ერთნაირი ქერა თმები --მამას დახასიათებას ვაგრძელებდი..დედა პირზე ხელს იფარებდა და ტიროდა,ისე ტიროდა,მგონი ბავშობაში არ უტირია ასე, მაგრამ ახლა მთელი გულით ტიროდა, ახლა ყველაფერი სტკიოდა, გული სტკიოდა
-მე და მამაჩემი ვგავართ დეე -ხმამაღლა დავიყვირე,და ვიგრძენი მლაშე სითხემ,როგორ ამიწვა ლოყა -ის ისეთი თბილია,მოსიყვარულე, ერთგული, და იცი? მე მეამაყება,რომ ის მამაჩემია..მას კიდევ უყვარს ერთი გოგო, ერთი ლურჯთვალება, წაბლისფერთმიანი გოგო, ხოო დე მას ისევ უყვარს ანკა დადიანი. მას ეძებდა 18 წელი, აბსოლიტურად ყველგან ეძებდა გესმის? დედა რატომ არაფერს მიყვებოდი? ამას რატომ მიმალავდი? მამა რატომ მიატოვე,რატომ წახვედი მისგან?ხელი რატომ კარი?რატომ დაუმალე,რომ შვილი ყავდა? რაყომ დედა? რატომ?-ისევ ისტერიკულად ვყვიროდი,მეგონა,რომ ჩემი ხმა არავის ესმოდა..ახლა რომ არ დავცლილიყავი და ვინმესთან არ მელაპარაკა მოვკვდებოდი
-მისმინე ანამარია..ვიცი დიდი შეცდომა დავუშვი,ვიცი,რომ პატიების ღირსი არ ვარ,მაგრამ ხომ უნდა გამიგო? ვიცი ამაყი ვიყავი და ჩემი თავი ზედმეტად დავიფასე,მაგრამ ვნანობ გესმის? იმ დღეს ვნანობ როცა ის მწარე სიტყვები ვუთხარი და უკანასკნელად ჩავხედე თვალებში -ისიც ტიროდა..კარებში ტიტე დავინახე,ცოტა შემეშინდა მის დანახვაზე,იმედია ვერაფერს მიხვდა
-დეე უნდა გავთიშო კაი? მიყვარხარ დეე -ეს ვუთხარი და გავუთიშე..ტიტე ჩემსკენ წამოვიდა და ისიც გვერძე დამიჯდა
-ასე ძალიან გენატრება?
-კიი
-მამაშენს როდის უნდა უთხრა სიმართლე
-არ ვიცი..შენ რომ ყოფილიყავი მამას ადგილზე და ვინმეს,რომ ეთქვა მე შენი შვილი ვარო რას იზავდი? ხელს კრავდი თუ ჩაუხუტებდი და არსად გაუშვებდი
-ხელი რატომ უნდა მეკრა,თან თუ ჩემი შვილი იქნებოდა
-ნეტა მართლა
-იცი? მეც რომ ჭკვიანად ვყოფილიყავი ახლა შენი ტოლი შვილი მეყოლებოდა
-და რა იცი იქნებ გყავს კიდეც -ენა მაქვს მოსაჭრელი შიგ ძირში
-ეჰჰ ანამარია..ნეტა მართლა -გამიღიმა ოთახიდან გავიდა.."ნეტა მართლა" ანუ უარს არ იტყვის ჩემზე? მამაჩემიც ოცნებობს შვილის ყოლაზე.. ნათელმა სხივმა გადამიბირა,იმის გააზრებაზე,რომ მამა ხელს არ მკრავდა..ახლა უკვე დრო იყო რომ ცოტა მაინც მეთქვა დედას შესახებ,შეიძლება მაშინვე მიმხვდარიყო, როცა მის სახელს ვიტყოდი,ჩვენ ხომ ამდენი საერთო გვაქვს..მაგრამ ამას იმდენად დაუჯერებლად აღიქვამდა,შანსი არ იყო რამეს მიმხდარიყო. გვერძე ოთახში გავედი,იქ ნაინა იყო. კარებზე დავაკაკუნე
-შემოდი -გაისმა იქიდან მისი წკრიალა ხმა. შევედი,მის გვერძე დავჯექი
-რას შვები ნაინ
-რავი მოვიწყინე
-რატო ჩემო პატარა
-რავი -მართლა მოწყენილი ჩანდა,თან ტელეფონს უყურებდა და თვალს არ აშორებდა
-რამე ხდება?
-ნახე -მან ტელეფონი მანახა,იქ ერთი სიმპატიური ბიჭის სურათი იყო
-ვინ არის?
-მიყვარს...
-იმას?
-არ ვუყვარვარ,ერთი გოგო მოსწონს..სუფთა ალქაჯია..აუუ რა დებილი რამ შეაყვარა ის ქაჯი -ისე წუწუნებდა გამეცინა,მაგრამ მერე უცებ გავჩერდი უფრო არ გავაბრაზო თქო
-მისმინე საყვარელო..ერთს გირჩევ კაი? ვინც შენი ფასი არ იცის. მათთან თავი მეტად უნდა დაიფასო. თუ არ უყვარხარ,არც შენ აგრძნობინო,რომ მასზე გიჟდები. დამიჯერე რაც უფრო დაიკიდებ უფრო მეტ ყურადღებას მოგაქცევს
-აუუ ანამარია რა მაგარი გოგო ხარ..აქამდეც აქ რომ ყოფილიყავი აქმდე ყველა თავია ადგილზე მეყოლებოდა დასმული
-ჭკვიანად პატარა მაიმუნო
-რაღაც უნდა გთხოვო
-გისმენ აბა
-ხვალ სკოლაში წამომყვები?
-შენ მანახებ შენს პრინცს?
-თუ წამოხვალ განახებ
-მაშინ თანახმა ვარ -ასე კისკისით ჩავედით დაბლა. იქ ტიტე დაგვხვდა ტელევუზორს უყურებდა. ირივე აქეთ-იქიდან მივუცუცქდით
-აუუ ტიტე რამე კინოს ვუყუროთ რაა -აბუზღუნდა ნაინა და პულტი ხელიდან გამოაცალა
-რა კინოს?
-რავი რამე კომედიას
-სიცილი გინდა? რა პრობლემაა ვიცინოთ -პულტი ისე ხელში დაიბრუნდა და ტომი და ჯერი ჩაგვირთო
-აუუ ტიტე კაი რაა
-ხომ თქვი კომედიაო..ხოდა ვუყუროთ
-აუუ აღარ მინდა კომედია უჰჰ..რამე დრამა ან რომანტიკა ჩართე
-ოუუუ..მომინდომა პატარა ქალბატონმა რომანტია
-აუუ ტიტე გთხოვთ -ახლა მე ავწუწუნდი
-ორი ერთის წინააღმდეგ? ეჰჰ რა დღეში ხარ ტიტე ამირეჯიბი..კაი რა ჩავრთო აბა?
-მამა მია -წამოვიყვირე უცებ
-შეწინააღმდეგებას რამე აზრი აქვს? -გაეცინა,ჩვენც გაგვეცინა..მერე მართლა მამა მია ჩართო,ბევრიც ვიცინეთ,ბევრიც ვიტირე მე პირადად. მერე საჭმელი ვჭამეთ,ბოლოს ყველა ჩვენ-ჩვენ ოთახებში შევედით
-დეე გპრდები მალე ჩამოვალ,ოღონდ მარტო არა,მამასთან ერთად -ჩუმად ვთქვი და დედას სურათს ჩავეხუტე. მერე დამეძინა..დილით ნაინამ გამაღვიძა
-ანამარია ადექი დღეს სკოლაში უნდა წამომყვე დაგავიწყდა?
-მოვდივარ -მოგუდული ხმით ვთქვი და სწრაფად ავდექი ფეხზე..გავემზადე,შავი შარვალი,თეთრი უბრალო მაიკა,ტყავის ქურთუკი და ბოტასები ჩავიცვი. სკოლამდე სანამ მივედით ენა არ გაუჩერებია,სკოლაში,რომ შევედით არ ვიცი მე მეჩვენებოდა თუ მართლა,მაგრამ ყველა ჩვენ გვიყურებდა
-ნაინა რამე გვისვია?
-რავი აბა მეც ეგ მაინტერესებს, ისე ყოველდღე შენ უნდა წამიგიყვანო,იქნებ მერე მაინც მომაქციონ ყურადღება
-აქ რა იყო ჩემზე ლამაზი გოგოები არ უნახავთ?
-აქ ყველა მაგრად იტყლაჭება,შენ კი შენი სილამაზე გაქვს..შენ უმაკიაჟოდაც ძალიან ლამაზი ხარ და ამიტომ
-შენც ლამაზი ხარ დამიჯერე..აბა მანახე შენი პრინცი
-იქ დგას..ოღონდ ეგრევე არ გაიხედო -მან ის ბიჭი მანახა,რომლის კისერზეც ვიღაც გოგო იყო ჩამოკიდებული
-ფუუ რა საზიზღობაა -ამოვუბუტბუტე ჩუმად
-გეთანხმები
-პრივეტ ნაინ -ვერ ვიჯერებდი..ის ბიჭი იდგა ჩვენ წინ
-ვაა ნიკაა
-როგორ ხარ? -ისე ეკითხებოდა მას სულ არ უყურებდა
-მე მეუბნები თუ ანამარიას -გაეცინა,მეც გამეცინა,თავი გავაქნიე და ნაინას ვუთხარი წამოდი თქო..როგორც კი იმ ბიჭს მოვშორდით მაშინვე დამეტაკა ნაინა
-აუუ გაიგე? ასე არასდროს დაუძახია ჩემზე..აუუ რა მაგარიაა
-გოგო გაგიჟდი? თავი დაიფასე ხოლმე..არ მცალია და ვსო
-კაი გავითვალისწინებ
მთელი სკოლის განმავლობაში ხან ეზოში ვიჯექი,ხან ბუფეტში,ხან მისი კლასის წინ..თყმცა იმ ვიღაც ნიკას მზერა მიწვავდა ლოყას..კიდე მივიდა ერთი ორჯერ,მაგრამ ამ ჯერად ნაინამ გაითვალისწინა ჩემი რჩევა
-აუუ მაგარი გოგო ხარ..აიი ნახავ შემდეგში უფრო მიგაქცევს ყურადღებას
-აუუ შენ რა მაგარი ყოფილხარ ეე..საიდან იცოდი ამდენი რამე
-ამერიკაში მეტი კი ვერაფერი ვისწავლე -გადავიკისკისე და ამასიბაში სახლსაც მივადექით
-პრივეტ ტიტე -მივესალმეთ მამას და გვერდით დავუჯექით
-იცი დღეს რა მაგრად მოვსვით ერთი ბიჭი სკოლაში? -გადაიკისკისა ნაინამ..ტიტე ხმას არ იღებდა
-ვაიმეე..ეგრე უნდა მაგას..ჯერ დამაცადოს სულს გავუმწარებ -მაინც არ ჩერდებოდა ნიანა
-ტიტე შენ რა არ მისმენ?
-შიძლება ცოტა ხანი მე და ანამარია დაგვტოვო?
-კაი -ნაინა მაღლა ავიდა..შემეშინდა ნეტა რა უნდოდა მამაჩემს ჩემთან..გული ლამის ამომივარდა,სანამ ხმა ამოიღო
-მისმინე ოღონდ არ გამიბრაზდე..დღეს შენ ოთახში ავედი,რამე კაეგ წასაკითხ წიგნს ვეძებდი..შენ ხომ ბევრ წიგნებს კითხულობ და ვიფიქრე რამეს ვიპოვიდი..ბალიშის ქვეშ ეს სურათი ვიპოვე..ეს გოგო ვინ არის? -ძლივს აბამდა სუტყვებს ერთმანეთს..მან დედას სურათი მანახა
-ისს..არისს..ის..დედას დაქალია
-და შენი ბალიშის ქვეშ რა უნდოდა მის სურათს
-ის ჩემი მეგობარიც არის..დედამ და მაგან ერთად გამზარდეს..
ანკა ქვია..ბავშობიდან ჩემთან იყო და ყოველთვის მარიგებდა ხოლმე -მე თვითონ არ ვიცი საიდან მეყო ამდენი გაბედულება,რომ ამდენი ტყუილი მეთქვა
-ანუ იცნობ? სად არის? იცი მის შესახებ რამე?
-კიი ვიცი
-ეს გოგოა ვისაც ამდენი ხანი ვეძებ და ვერ ვპოულობდი -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა
-მიხარია თუ იპოვე..ახლა ძალიან დავიღალე და მაღლა უნდა ავიდე კარგი? -თავის დაღწევა ვცადე და მაღლა ავედი..არ ვიცი რა ცეცხლი გიზგიზებდა მამას გულში,მაგრამ ჯერ მაინც არ ვიყავი მზად..ნიას გარეშე არ შემეძლო რამის თქმა..კარები გადავკეტე,საწოლზე დავჯექი, ტელეფონი ავიღე და ნიას დავურეკე
-ნიაა
-ხოო ანამარია რამე მოხდა?
-ჰოო მოხდა
-მშვიდობაა..ნაინა როგორ არის? ხომ კარგად ხართ?
-ტიტემ დედას სურათი იპოვა
-რაააა! -იმხელაზე დაიყვირა შემეშინდა
-ჰოო ნია
-მისმინე ჯერ არაფერი უთხრა,მალე ჩამოვალთ,სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ მანდ ვიქნებით,დამელოდე,ჩემს გარეშე არაფერი თქვა
-ძაანაც რომ ვეცადო ვერ ვიტყვი შენს გარეშე
-კაი..არ შეგეშინდეს მალე ჩამოვალთ და ერთად ვეტყვით
-კაიი
ტელეფონი გავუთიშე და საბნის ქვეშ დავიმალე,დამეძინა..რომ გავიღვიძე უკვე ბინდი იყო..ღამდებოდა..ოთახიდან გავედი,ნაინას ოთახში შევედი..ხატავდა,რაც ძალიან კარგად გამოსდის
-ანამარია გაიღვიძე?
-ხოო,დიდ ხანს მეძინა?
-საკმაოდ..რაღაც უნდა გთხოვო -ისევ საყვარლად ამიციმციმა თვლები
-ისევ შენს პრინცს ეხება?
-არა ჩემს გრძნობებს
-ოუუუ -გამეცინა
-მისმინე,მართლა ვერ ვარ კარგად და მინდა რომ გული გადავაყოლო რამეს
-იმიტომ ხატავ?
-არა..დღეს კაფეში წავიდეთ რაა
-გაგვიშვებენ?
-ანამარია მეღადავები? შენ მაინც ხარ უკვე დიდი
-დიდი,მაგრამ არასრულწლოვანი
-კაი რაა თვეებიღა დარჩა
-კარგი,ტიტე თუ გაგვიშვებს მაგ შემთხვევაში
-ეგ საქმე მე მომანდე -დაბლა ჩავიდა..არ ვიცი რა ილაპარაკეს,მაგრამ წასვლა მეც მინდოდა,ცოტა ხნით მაინც დავაღწევდი თავს მამას კითხვებს..რამდენიმე წუთში ნაინა ოთახში ამოვიდა
-ისევ შენ გიბარებს -გაეცინა..ავნერვიულდი,ახლა რაღა უნდა მითხრას თქო..დაბლა ჩავედი
-მეძახდით?
-ჰოო ანამარია
-იცით? ნაინას სურვილი იყო ეს და ხათრი ვერ გავუტეხე -არ ვიცი ეს რაში მჭირდებოდა მასთან,მაგრამ თავის მართლება დავიწყე
-გასაგებია ანამარია..მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით
-გისმენთ
-რომ მოხვალთ ყველაფერს მომიყვები ანკა დადიანზე -აი აქ ნამდვილად დავიღუპე..ნეტავ სულ ვერ დავბრუნდე ამ სახლში..ან საერთოდ რომ დავრჩე მერეც მიმთხოვს მოყოლას? რა სისულელეებზე ვფიქრობ..უფრო არ მკითხავს ბევრ რამეს? წასვლა ჯობია..ცოტა ხნით მაინც დავისვენებ
-კარგი -ძლივს გასაგონა ამოვიკნავლე და ნაინასთან ერთად დავტოვე სახლი..როგორც ყოველთვის ნაინა ახლაც არ აჩერებდა ენას..ის ლაპარაკობდა მე ვუსმენდი..ერთ კაფეს მივადექით, ალბად აქ ხშირად დადის ხოლმე..ერთ-ერთ თავისუფალ მაგიდასთან დავჯექით..ამინდის შესაბამისად ორივემ ცხელი ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ..მთელი ამ დროის მანძილზე,სულ იმას მიხსნიდა თუ როგორი მაგარი ვიყავი,და საუკეთესო რჩევების მიცემა შემეძლო,მხოლოდ იმიტომ რომ იმ ბიჭთან ურთიერთობაზე მივეცი ცოტა რჩევა.
-აუუ კიდე ხო წამომყვები? -მკითხა კაფიდან გამოსვლის დროს
-შეიძლბა
-აუუ როგორ მიყვარხარ შენ ხო არ იცი
-წამო ეხლა ცოტა ვიშოპინგოთ..
-აუუ სერიოზულად ამბობ?
-ჰოო რა იყო
-ვაიმეე შენზე მაგარი გოგო თუ მენახოს..ძაან რომ მიყვარხარ უკვე გითხარი?
-დღეს უკვე მეასედ -გადავიკისკისე..გზას ვკვეთავდით და ნაინას განწირული კივილის ხმა გავიგე
-ანამარია ფრთხილად -გვერძე გავიხედე..მივხვდი უკვე გვიანი იყო ყველაფერი..საშინელი ტკივილი ვიგრძენი..მერე ბევრი ხალხის ყვირილი..სასწრაფოს სირენები..მეტი აღარაფერი
---
სასწრაფო მალევე მივიდა და სავადმყოფოში გადაიყვანეს..ნაინამ სასწრაფოდ დაურეკა ტიტეს, სავადმყოფოში გაგიჟებული მივარდა და მაშინვე ანამარიას ძებნა დაიწყო
-თქვენ მისი ვინ ბრძანდებით -ჰკითხა მისაღებში მყოფმა ახალგაზრდა გოგომ
-ჩემი ძმაკაცის ვიღაცაა და მე ჩამაბარეს..მერე დამირეკეს რომ აქ უნდა მოვსულიყავი
-გასაგებია..მისი სახელი და გვარი გვითხარი,საჭირო ინფორმაცია უნდა ჩავწეროთ
-ანამარია ქვია..მაგრამ გვარი არ ვიცი
-შეგიძლიათ გამირკვიოთ?
-ეხლავე -მან ანდრესთან დარეკა,ჯერ იმის გააზრება კლავდა ამ ამბებს რომ ეტყოდა რა დღეში ჩავარდებოდნენ
-გისმენთ
-ანდრე მისმინე..ახლა რაღაცას გეტყვი და არ შეგეშინდეთ
-რა ხდება მშვიდობაა
-არა, ანამარიას მანქანა დაეჯახა
-რაააა -ტელეფონში გამაყრუებელი ყვირილის ხმა გაისმა
-ანდრე მისმინე..ახლა სავადმყოფოში ვართ..მისი სახელი და გვარი სჭირდებათ..რა გვარია?
-შენ გვარზე ჩაწერე
-შენ სულ გამოდებილდი ბიჭი?
-ჩაწერე თქო რომ გითხარი გაიგე-არანაკლებად ყვიროდა ანდეც
-ბიჭო ბავშვს თავისი გვარი არ აქვს? ჩემ გვარზე რატომ უნდა ჩავწერო -აღრიალდა ტიტე
-იმიტომ რომ შენი შვილია -ყველაზე მეტად ეს არ უნდოდა,რომ ეთქვა,მაგრამ წამოსცდა..ახლა კი უკვე გვიანი იყო ყველაფერი
-აჰაჰაჰ..რა თქვი? მეღადავები კიდეც? ბავშვი კვდება ბიჭო
-ტიტე სერიოზულად ვამბობ ის შენი და ანკა დადიანის შვილია..აქ შენს მოსაძებნად ჩამოვიდა და რაც გითხარი შეიგნე
ტელეფონი გაითიშა..ტიტეს ხელიდან გაუვარდა ტელეფონი
-რა თქვა? შენი შვილიაო? მეღადავება? ანკას შვილიო?
-უკაცრავად მისი გვარი?
-ანამარია ამირეჯიბი ჩაწერეთ-ჩუმად აბოიბუტბუტა
-გასაგებია
-ხომ კარგად იქნება?
-დამშვიდდით,მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
-მადლობა ღმერთს..რამდენ ხანში შეიძლება მისი ნახვა?
-ჯერ კიდევ საოპერაციოში ჰყავთ,რომ გამოიყვანენ მალევე..მეორე სართულზე ადით და იქ დაელოდეთ
-მადლობა -ტიტე მეორე სართულისკენ წავიდა..ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა ანდრე სიტყვებს.."მე მამა? მე შვილი მყავს? ანუ მე ვარ ის ვიზეც მიყვებოდა? "თავში სულ ეს კითხვები უტრიალებდა..მაღლა ნაინა დახვდა,ფერი აღარ ედო სახეზე
-ტიტეეე
-დამშვიდდი პატარავ.. ყველაფერი კარგად იქნება -ამშვიდებდა ნაინას
-მე რომ არ წამომეყვანა ეს ხომ არ მოხდებოდა
-შენც იცოდი?
-რა?
-იცოდი,რომ ის ჩემი შვილი იყო?
-რრააა -უცებ მოშორდა ნაინა ტიტეს
-ჰოო როგორც ჩანს შენც დაგიმალეს..ის ჩემი და ანკას შვილია..ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ სანამ თავისი პირით არ მეტყვის
-დაუჯერებელია -ამოიბუტბუტა ნაინამ
-ჰოო ასეა,მაგრამ მის ისტორიას თუ მოუსმენ,მერე დაიჯერებ
-მოიცა ანუ რა გამოდის,ის ჩემი ბიძაშვილია?
-ჰოო დაახლოებით ასეა
-არარსებობს -სიხარულისგან ტაში შემოჰკრა ნაინამ და ტიტეს ჩაეხუტა
-იცი დედამისმა წიგნი დაწერა, "მან თქვა ყვრლაფერი მორჩა" ანუ ეს წიგნი შენზეა?
-მაგას სერიოზულად ამბობ?
-ჰოო ანამარიამ მათხოვა და წავიკითხე
-ჰოო ჩემზეა,ჩემზე -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.. საკმაოდ დიდ ხანს ელიდნენ ოპერაციას..ამასობაში ანდრე,ნია და მაქსიც მოვიდნენ..ისეთი შეშინებულები იყვნენ მათ უფრო სჭირდებოდათ ექიმი. ტიტემ ანდრე გვერძე გაიყვანა და ყველაფრის ახსნა მოსთხოვა
-მე რა ვიცი ტოო..მეც ნიამ მითხრა ყველაფერი
-წარმოგიდგენია? მე შვილი მყავს
-ვერ დავიჯერებდი საკუთარი თვალებით,რომ არ წამეკითხა ანკას წიგნი
-ამდენი ხანი რატომ მიმალავდით?
-ანამარიას გარეშე ვერ გეტყოდით, მას კი ეშინოდა
-რისი ეშინოდა, ჩემი?
-ჰოო -ექიმიც გამოჩნდა,ამიტომ ყველა მისკენ წავიდა
-ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა,აქვს რამდენიმე მოტეხილობა ფეხის და ნეკნის არეში..მსუბუქი ტვინის შერყევა..მნახველები ხვალიდან შეძლებენ შესვლას -აუხსნა ექიმმა
-ექიმო გთხოვთ დღეს შემიშვით,ძალიან გთხოვთ..მას ვჭირდები,მას მე ვჭირდები გესმით? -ემუდარებოდა ტიტე ექიმს
-ვწუხვარ უკვე გვიანია,ხვალიდან შეგიძლიათ სულ მასთან იყოთ -ბევრი ხვეწნის მერე ძლივს წაიყვანეს სახლში ტიტე..მთელი გზა საყვედურობდა,რატომ არ მითხარით აქამდე სიმართლეო.
-ის წიგნი უნდა წავიკითხო -უკვე სახლში მისულმა წიგნი მოითხოვა
-ტიტე ანამარიას გარეშე ხო იცი რომ ვერ მოგცემთ
-კარგი..მათემაც არ იცის?
-არა..მაგრამ დამალვას რა აზრი აქვს,მთავარია შენ გაიგე -ნია
-მიდი დაურეკეთ და მოვიდეს აქ,სიურპრიზი გავუკეთოთ -თქვა ანდრემ და მათეს დაურეკეს
-ჰოო
-ბიჭო ამოდი ჩემთან
-თქვენ აქ რა გინდათ?
-დღეს ჩამოვედით,ამოდი და მოგიყვები
-კაი მოვალ -რამდენიმე წუთში მათეც მივიდა მათთან
-აბა რა ხდება? როგორ მოიარეთ?
-კარგად მოვიარეთ
-შენ რას შვები აბა? სად დაიკარგე რო აღარ გამოდიოდი აქეთ. ბავშვები მარტო მე მყავდა ჩაბარებული და შენ კიდე ერთობოდი არა?
-ხოო ბიჭო არ მეცალა..ისე სად არის თქვენი სტუმარი?
-ვინ შენი დიშვილი? -გაიკვირვასავით ნიამ
-ვიინ? -წამოიყვირა მათემ
-აუუ ამან არ იცის დისშვილი როა? -ვითომ გაიკვირვა ანდრემ
-თქვენ რაა პირი შეკარით? რას მეღადავებით
-როგორც ჩანს არ ცოდნია -დაამატა ნიამ
-ამიხნით აქ რა ხდება?
-მთელი დღეა მაგის პასუხს ველოდები მეც მაგრამ ჯერ არ უთქვიათ არაფერი -აჰყვა ტიტეც
-კარგად დაჯექი,რომ არ გადავარდე -გააფრთხილა ნიამ მათე
-აუუ მგონი მართლა ცუდად იმოქმედა თქვენზე ბაკურიანის ჰაერმა
-გეთანხმები -დაეთანხმა ტიტე,მათეს
-მომისმინეთ და სანამ არ დავამთავრებ ხმა არ ამოიღოთ..ის ანკას შვილია..მათეს დიშვილი,ტიტეს შვილი..მის შესახებ არც მე ვიცოდი არაფერი,როგორც ჩანს ანკამ ყველას დაგვიმალა და ისე წავიდა..როცა აქ პირვლად ნახეთ ანამარია,მეც მაგ დღეს გავიცანი,ის აქ მოვიდა,თავი სხვა ადამიანად გამაცნო. არ უთქვამს რომ ანკას შვილი იყო. მერე წიგნი დავუნახე,"მან თქვა ყველაფერი მორჩა" ასეთი სათაური ჰქონდა და დამინტერესა, ალბად მიხვდით რატომაც დამაინტერესა..მან ეგ წიგნი მათხოვა და მეც მანდედან გავიგე სიმართლე. ანამარიამ მითხრა,რომ ჯერ ტიტესთვის არ მეთქვა,რადგან ეშინოდა..ნეტა იცოდეთ რის ფასად უჯდებოდა თითქმის ყოველდღე შენს თვალებში ყურება..აბა მის ადგილზე წარმოიდგინეთ თავი..წინ გიზის მამა და ძია,რომლებსაც უბრალოდ ძმაკაცის ახლობელი ჰგონიხარ. ახლა ყველაფერი იცით..სულ ეს იყო რაც უნდა მეთქვა -ნიამ დაამთავრა სიტყვით გამოსვლა და დანარჩენრბს გახედა..მათე ჯერ კიდევ ყბა ჩამოვარდნილი იჯდა ისეთი გაოცებული სახე ჰქონდა გაგეცინებოდა. ჯერ კიდევ აგონიაში მყოფი ტიტე ჩუმად ტიროდა და აანალიზებდა ყველაფერს რაც ნიამ თქვა. ბავშვებიც კი გაკვირვებულები იყვნენ, ნაინა სიხარულისგან ცაში დაფრინავდა
-მოიცა რა თქვი? ანუ ის ჩემი ანკას შვილია? -წუთიერი დუმილის მერე ძლივს ამოიჩურჩულა მათემ
-ჰოო მათე,შენ ბიძა ხარ
-მე მამა ვარ გესმით? -ტიტე ხან ტიროდა ხან იცინოდა
-ხოო ტიტე შენ მამა ხარ მა-მა -გაეცინა ანდრეს
-იცი მან მომიყვა ყველაფერი თავის ცხოვრებაზე, მომიყვა როგორ მონდომებით მეძებდა, როგორ გამოექცა დედამისს სახლიდან, მხოლოდ იმიტომ რომ მამამისი ეპოვა. იცი?როგორ ემოციურად ყვებოდა? ამხელა კაცი ლამის ამატირა. რას წარმოვიდგენდი მამამისი წინ თუ უჯდებოდა და ეს კაციც მე თუ ვიქნებოდი
-ჰოო ტიტე ასეა
-გინდა ანამარიას დახვედრა მოვუწყოთ რომ გამოწერენ -სიხარულით თქვ ნაინამ
-კარგი აზრია -დაეთანხმა მაქსიც
-კარგი ეგ საქმე მე მომანდე -დარწმუნებით თქვა ნაინამ...
იმ ღამეს ყველა ანდრესთან და ნიასთან დარჩნენ და ყველა მონდომებით დაელოდა მეორე დღეს. ტიტეს ძილი არ მოეკარა..თვალი ვერ მოხუჭა..ანამარიას თითოეული სიტყვა ყურებში ესმოდა,როგორ უყვებოდა მამამისზე,დედამისს. მთელი ღამე თავის წარსულზე ფიქრობდა. რამდენი შეცდომა დაუშვა ცზოვრებაში,რამდენჯერ ატკინა ქალს გული. ახლაც კი ყურში ესმის ანკას სიტყვები,რომლებიც მაშინ უთრა როცა ტორტის მაღაზიაში იყვნენ
-ქორწილზე მე შენთვის საუკეთესო საჩუქარი მექნება
-ვიცი მე შენი საჩუქარი..ჩემი საჩუქარი შენ ხარ ანკა შენ
-კარგი ეგრე იყოს
"რა სულელი ხარ ტიტე,როგორ ვერ ხვდებოდი,რომ ორსულად იყო" მხოლოდ ახლა გაახსენდა მისი სიტყვები. "შენ ხან ჩემი საჩუქარი მამი" გულში ელაპარაკებოდა შვილს.
ის ღამე შავ-თეთრად გაათენა. ზუსტად ისე,როგორც ანკამ,მაშინ როცა მეორედ ტოვებდა საქართველოს. გამთენიისას ჩაეძინა,სულ რაღაც 3 საათი ეძინა..გაიღვიძებისთანავე დაბლა ჩავარდა სადაც ნია დახვდა,თუმცა მისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე წავიდა გასასვლელისკენ
-ტიტე არაფერს შეჭამ?
-არა ნიაკო მეჩქარება -ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ნიას და სახლი ელვის სისწრაფით დატოვა. სავადმყოფოშიც სწრაფად აირბინა კიბეები და ანამარიას პალატასთან გაჩერდა,იქ ის ექიმი დახვდა,წინა დღით,რომ არ შეუშვა
-ხომ გახსოვთ რა მითხარით?
-კიი მახსოვს,შეგიძლიათ შეხვიდეთ,მაგრამ ძალიან არ დატვირთოთ,დასვენება სჭირდება
-გასაგებია -უთხრა და პალატაში შევიდა, ანამარიას დანახვაზე აღარ ახსოვს გულმა რამდენი დარტმა გამოტოვა,სახეზე დალურჯებები ჰქონდა,ფეხები შეხვეული, ხელებზე დაჩხვლეტილი. თვალები ეხუჭა, ტიტე მის გვერძე დაჯდა, ხელი ნელა შეახო მის ხელს, ანამარია ოდნავ შეკრთა,მაგრამ თვალები არ გაუხელია
-ჩემო პატარა,ნუთუ მართლა შენ ხარ? შენ ხარ ვიზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი? ჩემო ანგელოზო..შენ რომ არა რა მეშველებოდა, ახლა ყველაფერი ვიცი,გპირდები ჩემო პატარა აღარასდროს მიგატოვებ. ჩემო პატარა,ნეტა იცოდე როგორ შემაშინე,იცი? ანდრემ რომ მითხრა შენი შვილიაო,გიჟივით გამეცინა,მერე კი თითოეულ შენ სიტყვას დავუკვირდი,და მივხვდი რომ ეს ასე იყო. მაინც არ მჯეროდა ბოლომდე,სანამ შენი პირით არ მეტყოდი. მაგრამ ნიამაც ამიხსნა რაც მოხდა. ახლა მჯერა გესმის? როდის გაახელ თვალებს? როდის შემომანათებ დიდ მწვანე თვალებს? თვალებს რომლებიც მხოლოდ ჩვენ ორს გვაქვს. ჩემო ლამაზო,ჩემო ფერია
-მმაამაა -ძლივს გასაგონად თქვა ანამარიამ და ცრემლიანი თვალები ნელ-ნელა გაახილა
-ჩემო პატარა გაიღვიძე?
-ყველაფერი გაიგე? -ისევ ჩუმად უთხრა
-ჰოო მამიკოს პრინცესა გავიგე
-გიყვარვარ?
-რათქმაუნდა მაა მიყვარხარ
-დედიკოც გიყვარს?
-აქ ცოტა ჩაფიქრდა,მერე გაეღიმა -იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოიდგენ
-მასაც უყვარხარ მაა..ვიცი დედასაც უყვარხარ,ეს თვითონ მითხრა,სანამ წამოვიდოდი. ეს მილიონჯერ მითხრა რომ სიგიჟემდე ენატრები და უყვარხარ. გეფიცები მაა..მასზე არ გაბრაზდე გთხოვ. ეხლა ის შენზე კი არა ჩემზე ბრაზობს ასე ჩუმად რომ წამოვედი. მეც მიყვარხარ მამა და იცოდე შენ არასდროს მიგატოვებ
-მამა? სასაცილოა არა? ჩემს წინ წევს ჩემი შვილი,რომელიც ჩვიდმეტი წლისაა,რომელიც ასე ტკივილით სავსე მიყვებოდა მამამისის შესახებ და რომელმაც იცოდა რომ მე მამამისი ვიყავი...
ჩემი ლამაზი გოგო ხარ, ჩემი ლამაზი თოჯინა, არასოდეს გაგიშვებ ჩემგან გაიგე? მამას უყვარხარ, მამას პრინცესა ხარ.. ყველაფერს წარმოვიდგენდი და შენს არსებობას ვერა..ჩემო ანგელოზო..ანკას შეიძლება აღარ ვუყვარვარ,ვერაფერს შევცვლით,მაგრამ მე შენ მყავხარ, შენ გიპოვე,ესეც საკმარისია რომ ბედნიერი ვიყო ჩემო პატარა
-მამა გთხოვ გამიშვი..გპირდები ყველაფერს გავარკვევ
-ანამარია რას კითხავ, ისედაც ვიცით ყველაფერი
-მამა დამიჯერე მას ისევ უყვარხარ, სხვა კაცი არ ჰყოლია. გავგიჟდებოდი ეს ასეც რომ ყოფილიყო გესმის? რომ არ ჰყვარებოდი აქამდე სხვა კაცის ცოლი იქნებოდა და წარმოდგენაც არ მინდა თუ ვინ იქნებოდა მამაჩემი
-მესმის ანამარია
-თუ გესმის ჩემთან ერთად წამოხვალ ამერიკაში,იქ სადაც გელოდება დედა, იქ სადაც გელოდებოდი მთელი 17 წელი, ხომ დამპირდი არასოდეს მიგატოვებო? არ მომცე უფლება მარტო წავიდე. დედას ხომ ეძებდი? ახლაც ხომ ეძებ? მე მიგიყვან, ამდენი ხნის მერე ისევ შეხვდები და ყველაფერს აუხსნი. გთხოვ ჩემთან ერთად წამოდი დედასთან
-ანამარია იცი ეს რა რთულია? სრულიად მოულოდნელად იგებ,რომ შვილი გყავს, მერე ეს შვილი გთხოვს,რომ იმ ქალთან წაიყვანო,ვინც სიგიჟემდე გიყვარდა და გიყვარს,და თან არ იცოდე მიგიღებს თუბარა დედამისი. გესმის მაინც რას მთხოვ?
-შენ დედა,რომ გყვარებოდა უთქმელად გამომყვებოდი მასთან
-მიყვარს ანამარია სიგიჟემდე მიყვარს, ხომ ვილაპარაკეთ ამაზე უკვე? კარგი წამოვალ,მაგრამ თუ ისევ ის ძველი და ჯიუტი ანკა დამხვა მერე რა ვქნა
-დედა ნანობს თავის საქციელს,ნანობს რომ წავიდა, და ისეთი სულელი აღარ არის რომ იგივე შეცდომა თავიდან დაუშვას -ანამარიას თვალებში ცრემლი მოადგა,ამიტომ მეორე მხარეს გადატრიადა და თვალები მაგრად დახუჭა
-კარგი ჩვენ ერთად წავალთ დრდასთან და ორივე ერთად ვთხოვთ პატიებას -ყურში ჩასჩურჩულა ტიტემ შვილს,ანამარია ნელ-ნელა გადმობრუნდა მისკენ,რადგან სულ ტკიოდა ყველაფერი
-საუკეთესო ხარ მაა..მაგრამ დეკემბერს უნდა დაველოდით-ტიტეს გაუღიმა და ხელზე აკოცა
-რატომ მაა?
-დედას წიგნის ბოლო სიტყვებს თუ წაიკითხავ მიხვდები მაა
-ჯობია შენ მითხრა,თორემ სანამ წიგნს წავიკითხავ სად მაქვს მაგდენი დრო -ორივეს გაეცინათ
- "და ბოლოს სასწაულების არ მჯერა მაგრამ ხომ შეიძლება დეკემბრის ღამეს,იმ ღამეს,როცა შენ ის გავიცანი,გამომაღვიძოს მისმა ჩურჩულმა
"თოვლი მოსულა".. ამ სიტყვებით ამთავრებს დედა თავის წიგნს და ხომ ხვდები არა?
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ..ანუ დედას დეკემბრის ღამეს დავადგებით თავზე ხო ასეა?
-ასეა მამა ასე...
ანამარიას და ბიძამისის შეხვედრაც ისეთი ემოციური იყო ყველა ტიროდა ექიმების ჩათვლით.. სახლში მესამე დღეს გამოწერეს..ნაინას და მაქსს საოცრად ჰქონდა გაფორმებული ოთახი, რაც ანამარიას ძალიან გაუხარდა. რაც ანამარია გამოწერეს უკვე ერთი თვე გავიდა,დეკემბერიც დადგა,ის დრო როცა თოვა იწყება,და ირგვლუვ ყველაფერი თეთრდება.. ტიტე ერთი წუთით აღარ ტოვებდა მარტო,სულ ერთად იყვნენ. ბილეთებიც უკვე იყიდეს გასაფრენად. და დადგა ის დღე როცა მამა-შვილი მიემგზავრებიან დედასთან შესახვედრად. გაცილებაც არანაკლებ ემოციური ჰონდათ. ნიამ იმდენი კოცნა ანამარია ალბად მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა. ყველა ტიროდნენ კაციც,ქალიც,ბიჭიც,გოგოც...
უკვე თვითმფრინავში არიან, ახლა ანამარია ამბობს "მშვიდობით საქართველო" გულში უდიდეს სიხარულს გრძნობს,რომ მან შეძლო და ყველა მისი ოცნება რეალობად აქცია. მის გვერდით ზის მამაკაცი,რომელზეც წლებია ოცნებობდა,ხელს ისე უჭერდა თითქოს გაქცევისგან იცავსო. სანამ ამერიკაში არ ჩაფრინდნენ ასე ხელჩაკიდებული იჯდნენ..ძალიან დიდხნიანი და დამღლელი მოგზაურობის შემდეგ, ორივემ დააბიჯა ამერიკის მიწაზე ფეხი. ანამარიაზე ბედნიერ ადამიანს, და ტიტეზე აღფრთოვანებულ, და ასევე ბედნიერს კაცს ვერ იპოვიდით..დილა იყო,ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გათენებული,ამ დროს ნახევარ ამერიკას სძინავს..ანამარია და ტიტე დიდ სახლს მიადგნენ,საკუთარი სახლი ჰქონდათ,ეზოში დიდი აუზით და ულამაზესი ყვავილებით,რომლებიც თოვლის ფიფქებისგან სულ გადათეთრებულიყვნენ. ანამარია ჯერ კიდევ ჯიბეში ჰქონდა სახლის გასაღები,რომელიც სახლიდან წაიღო. ფრთხილად გადაატრიალა გასაღები და სახლში ფეხ აკრეფით შევიდნენ, ვერ ვიტყვით კარგი სანახაობა დახვდაო, სახლი თავდაყირა ჰქონდა, ასე იცის ბევრმა ნერვიულობამ. ირგვლივ სალფეტკები იყო დაყრილი, თითქმის მთელ სახლში
-ვაუუ, როგორც ჩანს საკმაოდ ანერვიულე დედიკო -ეს რამდენიმე სიტყვა აღმოხდა ტიტეს პირიდან
-ჩშშ არ გაიღვიძოს თორემ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება
-კაი ჩუმად ვარ..აბა რომელია მისი ოთახი
-აიი ესს -ჩუმად უთხრა და ოთახისკენ მიანიშნა. ოთახშიც ფეხაკრეფით შევიდნენ, ანამარია კარებთან დარჩა. ტიტემ რა იგრძნო ანკას დანახვისას? ყველაფერი,აბსოლიტურად ყველაფერი ამოუტივტივდა თავში, მისი გაცნობიდან დღემდე. მიხვდა,რომ ენატრებოდა..მიხვდა,რომ სტკიოდა..მიხვდა,რომ მარცხნივ გულის არეში რაღაც აეწვა..მიხვდა,როგორ ატკინა გული წლების წინ საყვარელ ადამიანს..როგორი შეცვლილი იყო..იწვა და მშვიდად ეძინა..ვერ ბედავდა მისვლას..ახლოს ვერ ეკარებოდა..მაგრამ შეძლო და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა..საწოლს ნელა მიუახლოვდა,შენიშნა დამამშვიდებელი აბები,ამაზე უფრო მოუკვდა გული..საწოლზე ფრთხილად ჩამოჯდა,არ უნდოდა მისი გაღვიძება მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა..მის ყურთან დაიხარა,ღრმად შეისუნქა მისი მონატრებული სურნელი
-გაიღვიძე..თოვლი მოსულა -თითმის ჩურჩულით თქვა,ანკამ ბალიშის ქვეშ დამალა თავი
-ღმერთო მიშველე რამე,ხომ ხედავ ცუდად ვარ,უკვე მოლანდებებიც დამეწყო -თავისთვის ჩაიბუტბუტა ანკამ და ისევ ძილის გაგრძელებას აპირებდა,ტიტეს ხმა რომ არ გაეგო
-სასწაულები არსებობს..დღეს დეკემბერია..თოვს -ისევ აგრძელებდა ჩურჩულს ტიტე,მერე ბალიში აიღო მისი თავიდან,ისევ დაიხარა მისკენ და კვლავ ჩასჩურჩულა -თოვლი მოსულა -და იქვე ყურის ძირში კოცნის კვალიც დაუტოვა..ანკამ თვალები დაჭყიტა,ფეხზე წამოფრინდა,თვალებ გაფართოებული უყურებდა ხან ტიტეს,ხან კარებში მდგარ ანამარიას..პირზე ხელი აიფარა, ცრემლებმაც იწყეს დენა..ეს ის მომენტია პულსსაც რომ ვერ აკონტროლებ..ეს ის მომენტია,როცა გინდა მთელი ძალით მოეხვიო საყვარელ ადამიანებს,მაგრამ სიამაყე გღუპავს..ეს ის მომენტია,როცა აანალიზებ,რომ ისევ სიგიჟემდე გიყვარს..ის ისევ უყურებდა თვალებს,თვალებს,რომელიც ასე ძალიან უყვარდა, თვალებს,რომელთან შეხვედრაზეც ამდენი ხანი ოცნებობდა..ტიროდა,არამარტო ანკა, ტიტეც ტიროდა..ერთმანეთის წინ იდგნენ და ერთმანეთს ისე უყურებდნენ თვალებში,თითქოს თვალებით საუბრიბენო..ალბად დიდი პოეტი,რომ ვყოფილიყავი ამ სცენას ულამაზესი სიტყვებით ავღწერდი,მაგრამ ეს ისეთი სანახაობა იყო, სიტყვებსაც ვერ ვპოულობ გადმოსაცემად..ხმას ვერცერთი იღებდა, მხოლოდ თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს,ისე როგორც მაშინ.. თვალებით ამბობდნენ, როგორ ხარ, როგორ შეცვლილხარ და როგორ მომნატრებიხარო..ორივე გულამოსკვნილი ტიროდნენ..თვალებიდან უწყვეტად მოსდიოდათ ცრემლი და ღაწვემზე ურცხვად დასრიალებდნენ..რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა და ანკას წინ დადგა..არ იცის ამდენი გამბედაობა საიდან,მაგრამ მისი ხელი თავისაში მოიქცია და გულზე მიიდო
-რომ იცოდე რამდენი წელი ვოცნებობდი ამ შეხვედრაზე ანკა, რამდენჯერ დავსახე გონებაში ყველა სიტყვა რასაც გეტყოდი, მაგრამ ხედავ? ახლა მუნჯივით ვდგავარ შენს წინაშე, არ ვიცი რა ვთქვა, რა გავაკეთო, მხოლოდ ერთს ვგრძნობ მონატრებას, ტკივილს და სიყვარულს.... რამდენ გეძებე, რამდენი წელი დავხარჯე შენს ლოდინში და ახლა როცა ყველაფეზე ხელი ჩავიქნიე, ჩემს წინ დგახარ, ისევ ისეთი ბავშური და ლამაზი როგორც მაშინ -ძლივს ამოილაპარაკა ეს სიტყვები
-მაპატიე ყველა ტკივილი- ჩუმად ჩაიჩურჩლა ანკამ და ტიტეს მაგრად მოეხვია..
ანამარია იდგა და ტიროდა მათი შემხედვარე, ჰყავდა მამა, მამა რომელიც ასე ძალიან უყვარდა... მამა რომელიც ყველაზე მაგარი ადამიანი იყო მთელს მსოფლიოში...
-რატომ გაიქეცი ნია, რატომ დამემალე, ასე რატომ გამწირე, რატომ არ მითხარი, თვრამეტი წელი მიმალავდი რომ შვილი მყავდა? მე ისიც კი არ ვიცოდი შენ თუ ორსულად იყავი, ასე როგორ გაგვიმეტე, ჩემზე თუ არა ანამარიაზე მაინც არ იფიქრე? არ ვიცი..არ ვიცი რა ვიფიქრო რა გავაკეთო, რა ვთქვა..ყველა ტკივილი გადასდის ადამიანს სიყვარულის მიერ მოყენებული ტკივილის გარდა.. იმ დღეს მიმატოვე როცა ლამის მუხლიჩოქა დაგიდექი და პატიებას გთხოვდი, მე ვაღიარე ჩემი დანაშაული და აგიხსენი კიდეც, მაგრამ შენ? შენ რა გააკეთე ეს რატომ გამიკეთე ამიხსენი, ახლა მაინც გამეცი ამაზე პასუხი...
-ახლა ამას აზრი არ აქვს, რა საჭიროა წარსულში ქექვა და წარსულის ტკივილების გახსენება..რა საჭიროა ამიხსენი.. უარესი მოხდება გესმის? ახლა იცი რომ შვილი გყავს, არ ვიცი ამ ჯიუტმა გოგომ როგორ მოგაგნო რა გააკეთა მაგრამ გიპოვა, მამაზე ოცნებობდა მთელი წლები და ახლა მამა ჰყავს..მე მასთან ურთიერთობას არ გიშლი..-ანკა კარებისკენ წავიდა,მაგრამ ისევ ტიტემ დაიჭირა
-ასე ადვილად არ გაგიშვებ, ამიხსენი რატომ მექცევი ასე, მაშინ მიმატოვე, ახლაც მტოვებ? განა სულ აღარაფერი შემოგრჩა ჩემს მიმართ? ყოველ ღამე შენზე ოცნებებით ვიძინებდი და ვიღვიძებდი ანკა..მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ოდნავაც არ გამნელებია შენი სიყვარული, მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, ახლა მაინც არ მიმატოვო..ახლა მაინც დარჩი ჩემთან
-არ შემიძლია...ის გრძობა აღარ არსებობს ტიტე -ტირილით ჩაილაპარაკა ანკამ
-გახსოვს რა სულელი ვიყავი? რომ დაგინახავდი და კისერზე ჩამოგეკიდებოდი,ჩემი ტიტეა თქო. მთელი უბანი ჩვენ გვიყურებდა,ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო..რომ დაგინახავდი და კისერზე გეკიდებიდი, გეტყოდი როგორ მომენატრე,ხელს ჩაგკიდებდი და მთელ თბილისს მოვივლიდი შენთან ერთად ასე ხელჩაკიდებული,რომ არავის დავეშორებინეთ..მაგრამ ეს ყველაფერი 18 წლის წინ იყო
ტი-ტე, 18 წლის წინ..შეიცვალა ანკა დადიანი, ახლა მხოლოდ ის შემიძლია გითხრა,რომ მართლა მენატრებოდი, მაგრამ შენც ხომ იცი,რომ უკვე ყველაფერი გვიანია -ტიტე უფრო ახლოს მიისწია ანკასკენ,ორივეს გული ამოვარდნას ჰქონდათ,მაგრამ უკვე ამასაც ვეღარ გრძნობდნენ,მისი თავი ხელებში მოიქცია და ზღვისფერ თვალებში დაჟინებით უყურებდა, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, კაფეში
-თვალებში მიყურე და მითხარი რომ არ გიყვარვარ და წავიდე -მან ზუსტად იცოდა ანკას სუსტი წერტილი,იცოდა რომ ტყუილს ვერ იტყიდა,არ შეეძლო მოტყუება
-მაპატიე გთხოვ -მხოლოდ ეს თქვა, მისი მკლავებიდან დააღწია თავი, მერე ანამარიასთან მივიდა,იმდენი კოცნა და ეხუტებოდა სანამ გული არ იჯერა და ის მონატრება არ გადაფარა..მერე ოთახიდან გავიდა და სამზარეულოში ჩავიდა..ხოო ერთი შეხედვით ისე ჩანდა,თითქოს მართლა არ ადარდებდა,რომ მეორე ოთახში თავისი საყვარელი კაცი იყო..მაგრამ მის გულში რა ცეცხლი გიზგიზებდა ვინ იცის..
ტიტე შუბლით მიეყრდო კედელს და სიმწრისაგან შეკრული მუშტი დაარტყა კარებს... მაშინვე მისკენ გაიქცა ანამარია და მაგრად ჩაეხუტა
-მე ვიცი რომ დედას უყვარხარ მამა გეფიცები ვიცი, ეს თვითონ მითხრა მილიონჯერ, გთხოვ მასზე არ გაბრაზდე..მიყვარხარ იცოდე,მე შენ არ მიგატოვებ..შემპირდი,რომ ხელს არ ჩაიქნევ..შემპირდი მამა
-გპირდები ჩემო პატარა
-ახლა რას აპირებ?
-ახლა სასტუმროში წავალ,როცა დაგჭირდები სულ შენთან ვიქნები,გპირდები..თუ გინდა შენც ჩემთან წამოდი,მაგრამ ჯობია ჯერ დედასთან დარჩე,ახლა მას სჭირდები -შვილს შუბლზე აკოცა და დაბლა ჩავიდა. სამზარეულოში ანკა დახვდა
-ყავას არ დალევ? -ხმადაბლა უთხრა ანკამ
-როგორ მომენატრა შენი გაკეთებული ყავა -ანკამ არაფერი უპასუხა,ყავის მზადებას შეუდგა, რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მან დაარღვია ეს სიჩუმე
-არ შეცვლილხარ -ჩუმად ჩაილაპარაკა და ცრემლიანი თვალები აარიდა,რომ ტიტეს არ დაენახა -არა უფრო სწორად დავაჟკაცებულხარ, უკვე დიდი ხარ
-მართალია უკვე დიდი ვარ.. მაგრამ გული ისევ ისეთი დამრჩა როგორც მაშინ როცა უკან მოუხედავად წახვედი...
-არ გინდა გთხოვ
-ანკა საკმარისიაა, თვრამეტი წელი გეძებდი, განა ახსნას მაინც არ ვიმსახურებ? ახლა მაინც ამდენი წლის მერე? შენ იცი რა იყო ჩემთვის ეს თვრამეტი წელი? იცი როგორ ვიყავი? რამდენერ მინდოდა მეპოვე გულში ჩამეკარი და მეთქვა რომ ყველანაირი დანაშაულს გაპატიებდი ოღონდ ჩემთან ყოფილიყავი, ოღონდ გყვარებოდი..ჩემი ერთი ქცევა ცხოვრების უდიდეს ტკივილად იქცა
-მაგრამ შენ ისევ იქ ხარ თან ბედნიერად ხარ
-ცდები.. იმ ღამეს როცა მიმატოვე, როცა ცხოვრებაზე ხელი ჩამაქნევინე,იცი როგორ მტიოდა? ის მაინც მითხარი, ოდესმე თუ გიყვარდი? თუ მათამაშებდი? სამაგიერო გადამიხადე...
-მე...მე მიყვარდი ტიტე. იმაზე უფრო მეტად ვიდრე რეალური სიყვარული არსებობს, უბრალოდ მომიწია რომ წამოვსულიყავი, ასე მოხდა, არ შემეძლო იქ გაჩერება,ყველაფერი წარსულს მახსენებდა გესმის? მივდიოდი და ვხვდებოდი როგორ მიყვარდი, როგორ ვკარგავდი ბედნიერების წუთებს, როგორ ვიკლებდი სიცოცხლის თითოეულ წამს, მიყვარდი და ვერ შევძელი შენი დავიწყება. მიყვარხარ და ვიცი რომ ამის დამალვას აზრი არ აქვს. მაგრამ ახლა აღარაფერი შეიცვლება..ახლა გიყურებ და არ მჯერა, რომ აქ ჩემს წინ ზიხარ, არ მჯერა რომ მიყურებ მეხები,მელაპრაკები...როცა პირველად დაგინახე მივხვდი რომ ის იყავი ვისაც ვეძებდი..არ ვნანობ გეფიცები, არაფერს ვნანობ რაც იყო,ახლა ანამარია მყავს, მას მამა ჰყავს რომელიც ასე უყვარს..დედა ჰყავს რომელზეც ნაყენია..მაგრამ მან იცის როგორ მიყვარს ადამიანი რომელიც გულისთვისაც ვიცოცხლე ამდენი წელი -ყავა დაასხა ჭიქებში, ცრემლიანი,ჩაწითლებული თვალებით შეხედა -ახლა ვნანობ რომ ვერ გავბედე შენთვის სიმართლის თქმა..ახლა ვნანობ რომ ასეთი სუსტი ვიყავი..ახლა ვნანობ რომ ანამარიას ბავშვობა წავართვი, სრული უდარდელი ბავშვობა
-კი მაგრამ მე ხომ მიყვარდი -ტიტე გიჟივით წამოვარდა ფეხზე და ტელეფონი იატაკზე დაახეთქა -მე ხომ მიყვარდი ანკა..ისე როგორც გიჟებს უყვართ..ისე როგორც უყვართ პოეტებს თავისი მუზა..ასე როგორ გამიმეტე..ასე როგორ გამწირე..ნუთუ შორიდან მაინც არ მოგინდა მოგეწერა და გეთქვა რომ კარგად იყავი,რომ გიყვარდი....
-მაპატიე..მაპატიეე რომ ეს ყველაფერი ასე ცუდად დამთავრდა..
-ვნანობრომ გეძებდი..რომ მიყვარდი. ასე უარესად გადამთელე და გადამიარე ვიდრე მაშინ როცა წახვედი.. ვნანობ რომ გნახე,რომ ჩამოვედი, ყველაფერს ვნანობ -ტიტე კარებისკენ გავარდა
-არ წახვიდე ტიტე...
-აქვს რამე აზრი?..ალბად ისე ძალიან არ გიყვარდი რომ სიმართლე გეთქვა..შენ მე სასიკვდილოდ გამიმეტე ეს თვრამეტი წელი მოგონებებით ვიცხოვრე ადამიანს აღარ ვგავდი..და ახლა ასე მშვიდად მეუბნევი რომ ნანობ? -გამწარებულმა დაიღრიალა, ანკა ხმას ვერ იღებდა..დასჯილი ბავშვივით თავდახრილი იდგა და ბავშვივით გულამოსკვნილი ტიროდა
-შენ იყავი ჩემი ცხოვრება და სიცოცხლე რომელიც აღარ მაქვს..ის ყოველი წამი და წუთი რომელიც შენთან გავატარე ბედნიერება იყო..1 შეცდომა დავუშვი, მხოლოდ ერთი და შენც წახვედი ჩემი ცხოვრებიდან..ნუთუ ისეთი შეცდომა დავუშვი,რომ არ მეპატიება და ეს ამდენი წელი ერთ შეცდომას შესწირე? ცუდად ვარ,მეტი აღარ შემიძლია.. ყოველივდღე წამებით იწყება და წამებით მთავრდება, იმის მოლოდინში რომ ერთხელაც დამიბრუნდებოდი..ბედნიერები,მხიარულები,ლაღები,ბავშვურები და გიჟები ვიყავით ისე გვიყვარდა ერთმანეთი და ეს სიყვარული, ის დრო რაც ერთად ვიყავით ერთ დღეში რატომ გაცვალე? ერთ სისულელეში რატომ გაცვალე? ნუთუ ერთი შეცდომა არ მეპატიება,რომ ისევ ბედნიერები ვყოფილიყავით...
-შენ რომ ისე გენატრებოდე, როგორც მე, ახლა ასე ადვილად ჩემგან არ წახვიდოდი -ძლივს გასაგონად თქვა ანკამ, ტიტე უკან მობრუნდა,ისეთი ჩამქრალი სახით უყურებდა გულს მიგიკლავდათ
-შენ,რომ ისე გყვარებოდი,როგორც მე მაშინ ასე უსიტყვოდ არც შენ დამტოვებდი -არც ტიტე ჩამორჩა და სასწრაფოდ დატოვა ოთახი..მიდიოდა..შორს მიდიდა და თან მიჰქონდა ანკას გულიც..ანკას ფეხებში ძალა გამოეცალა და მოწყვეტით დაეცა მუხლებზე,თავი ხელებში ჩარგო..ბოლო ხმაზე ტიროდა და ღრიალებდა..მიხვდა რომ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა..შეცდომა,რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაამწარებდა, თუ ახლავე არ მოაგვარებდა..ანამარია,მთელი ამ დროის მანძილზე მაღლა იყო ოთახში და მოთმინებით ელოდა რა მოხდებოდა დაბლა..ანკას ხმაზე შეშინებული ჩავიდა დაბლა..გული აეწვა,როცა დედამისი დაინახა მუხლიჩოქა,მაგრამ ისიც მიხვდა რომ ეს ყველაფერი ისევ ანკას სიჯიუტის ბრალი იყო..მასთან მივიდა და ბოლო ხმაზე დაუყვირა
-ახლა ბედნიერი ხარ?..ამდენი ხანი ვიყავი წასული რომ მამა მეპოვა და შენ რა ქენი? საკუთარი ხელებით გააგდე სახლიდან..ასე რთულია რომ ცოტა ხნით მაინც ვყოფილიყავი ბედნიერი? ძლივს დედა და მამა ერთად დავინახე და როცა გონს მოვედი წინ მხოლოდ დედა დამხვდა..შენ რომ მართლა გიყვარდე ამას ჩემს გამო მაინც გააკეთებდი..ყველაფერს იზავდი რომ შენი შვილი ბედნიერი ყოფილიყო..მამას მე მართლა ვუყვარვარ, შენც უყვარხარ..მე რომ არ ვუყვარდე არ დამთანხმდებოდა ამ სულელურ შემოთავაზებაზე რომ აქ ჩამოსვსულიყავით,შენთან..მე მასთან მივდივარ..იცოდე,მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვალ ჩვენთან თუ სამუდამოდ მამასთან დარჩენას გადაწყვეტ. თუ სიმართლე გაინტერესებს ბედნიერს მხოლოდ ეს გამხდის. მშვიდობით დეე...
ანკა იატაკზე იწვა და მოსთქვავდა,ანამარიამ კარები მაგრად გაიჯახუნა და მამამისს დაურეკა,მან მისამართი მისწერა და ანამარიაც სასწრაფოდ მივიდა სასტუმროში
--ანკა--
როდემდე? უკვე მერამდენედ? იცით დავიღალე..დამღალა ამდენმა პრობლემებმა..ერთი მოგვარდება მეორე იჩენს თავს..გგონიათ მთელი ამ დროის მანძილზე ბედნიერი ვიყავი? გგონით რომ მთელი ეს 18 წელი რახან დაქალებში დავდიოდი და ვერთობოდი ბედნიერი ვიყავი? აბა ჩემს გულში გაგახედათ, იქ დაგუბებული სევდა ჭკუიდან შეგშლით..ახლაც ვიწექი ცივ იატაკზე,ოთხად მოკეცილი,არ ვიცი რამდენ ხანს, ალბად საათზე მეტი, ვიწექი და აღარც ვტიროდი, მინდოდა მეღრიალა, მეყვირა, მეტირა, მაგრამ ცრემლიც აღარ იყო..იმდენი ვიტურე ცრემლის მარაგიც ამომეწურა..ძალა გამოცლილი თეთრ კედლებს ვუყურებდი, ვაკვირდებოდი ცარიელ ოთახს, მათ მაგივრად მოგონებებს ვხედავდი, ჩემს და ტიტეს მოგონებებს..ბედნიერ, ნათელ, ფერად მოგონებებს..
ვიცოდი გავგიჟდებოდი ვინმესთან რომ არ მელაპარაკა..მიკასთან (დაქალი ამერიკაში) რომ არ დავცლილიყავი, რომ არ მეტირა, ყველანაირი ალბათობის გარეშე გავგიჟდებოდი..მანქანის გასაღებს ხელი სწრაფად დავავლე და სახლიდან მთელი სისწრაფით გავარდი..15 წუთში უკვე მიკასთან ვიჯექი ცხელი ყავით ხელში
-დაბრუნდები?
-არ ვიცი
-ანკა გიყვარს?
-წამიერი დუმილის შემდეგ მხოლოდ თავი დაუქნია
-გენატრება
-არ ვიცი
-არ მიკითხავს
-მოვკვდები ისევ საქართველოში რომ დაბრუნდნენ,იცი? ანამარია მაგას გააკეთებს..ის ჩემსავით ჯიუტია, ის მამამისს წაყვება თუ მე არ დავბრუნდი ტიტესთან
-რას აპირებ?
-შენი აზრით რა უნდა გავაკეთო?
-ეგ შენი ცხოვრებაა..შენი გადასაწყვეტია
-დღეს მიყურებდა..ვერ გავბედე შემეხედა..ვერ გავბედე რადგან მეშინოდა მისი თვალების,რომლებიც ჩემდამი ზიზღს გრძნობდნენ
-და იქნებ არ ეზიზღები
-ვეზიზღები...უბრალოდ მინდოდა მივსილიყავი, მეთქვა რომ სიგიჟემდე მენატრება,მეთქვა რომ მის გარეშე ბედნიერი არ ვარ..მეთქვა რომ ცარიელი ვარ და მიჭირს, მაგრამ ვერ გავბედე..ვერ გავბედე მიკა ვერა...
-გეშინია მისი პასუხის?
-არა..უბრალოდ რომ მკითხავს რატომ წახვედიო რა ვუთხრა? როგორ ავუხსნა რომ სიგიჟემდე მიყვარდა და მეშინოდა? სიყვარულის მეშინოდა გესმის? სიყვარულის და ტკივილის. ყოველ ჯერზე როცა წარმოვიდგენდი,რომ ის რაც მაშინ,18 წლის წინ კაფეში მითხრეს,სიმართლე იყო, ცუდად ვხდებოდი..წარმოიდგინე როცა ადამიანი რომელიც გიყავრს, რომელთანაც მალე ქორწილი გაქვს, გეუბნება რომ არ უყვარდი და ეს ყველაფერი თამაში იყო..რამდენიმე წლის მერე კი ბოდიშებს გიხდის და გეუბნება რომ ისევ დაუბრუნდე,მაგრამ შენ აღარ უბრუნდები..მერე წლები გადის და ხდება ის რაც სრულ შოკში გაგდებს ის და შენი შვილი გვერდი-გვერდ დგანან..და უფრო უარესი, შვილი მამის მხარეს იკავებს
-მხოლოდ ერთს გეტყვი..იტანჯები მხოლოდ იმიტომ,რომ საყვარელი მამაკაცი შენთან არ არის და უბედური ხარ იმიტომ,რომ ანამარიამ მამამისი აირჩია..ეგეც შენი სიჯიუტის გამო..ახლა შენ გადაწყვიტე რას იზამ? მათთთან დაბრუნდები და ცხოვრებას ბედნიერად გააგრძელებ? თუ ასე სამუდამოდ უნდა დაიტანჯო..
-მადლობა მიკა რჩევებისთვის..უკვე გვიანია წავალ კაი? მოგწერ მერე კიდე -მიკასგან წამოვედი.. დაახლოებით უკვე 11 საათი იქნებოდა..ვინ იცის მერამდენედ შემოვიარე მანქანით ერთი და იგივე ქუჩა..მიკას სიტყვებზე დავფიქრდი..ამავე დროულად ანამარიას ხმები მესმოდა ყურში "მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვალ ჩვენთან თუ სამუდამოდ მამასთან დარჩენას გადაწყვეტ" ანკა არ დაიღალე იგივე შეცდომას უკვე მეოთხედ უშვებ? ისინი წავლენ..ისინი მარტო დაგტოვებენ..ისინი ამას გააკეთებენ..შენ? შენ ისევ გული გეტკინება..რა გავაკეთო? როგორ მოვიქცე?..არ ვუცი კიდევ რამდენ ხანს დავდიოდი განათებულ ქუჩებში მანქანით,და არც ის მახსოვს ამ ფიქრებში როგორ დამეძინა..მაგრამ რომ გავიღვიძე უკვე დილა იყო, ისევ მანქანაში ვიჯექი, თავი საშინლად მტკიოდა, ეს ტყელაფერი კი გუშინდელ დღეს დავაბრალე,ცოტა ხანი ისევ ფიქრებში წავედი,არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვფიქრობდი,მაგრამ გონს რომ მოვედი ტელეფონი ხელში მეჭირა და შეტყობინებაც უკვე გაგზავნილი მქონდა ანამარიასთვის
"დეე სად ხართ?"
"რა აზრი აქვს?" ზუსტად ვიცი ამას როგორი ტონით მეტყოდა
"ანამარია გთხოვ უბრალოდ მისამართი მომწერე"
მან მისამართი მომწერა სხვა არაფერი უპასუხია, მანქანა სწრაფად მოვწყვიტე ადგილს და ამ სასტუმროსკენ წავედი..რამდენიმე წუთში ისევ ანამარიას ვურეკავ
-ანამარია მე ვარ....თქვენი ოთახის კარს არ გამიღებთ?
-დედა? -იმხელაზე დაიყვირა ყურის ბარაბნებს გაგიხეთქავდათ -დედა აქ ხარ? -კარებიც მალევე გაიღო,ტელეფონი ნელ-ნელა მოვიცელეთ ყურიდან,მისკენ წავედი, მთელი ძალით ვეხუტებოდი,ვკოცნოდი,ვეფერებოდი,ვეჩურჩულებოდი..ალბად კიდევ დიდ ხანს ვიქნებოდით ასე ტიტეს ხმა რომ არ გაგვეგო
-რა იყო შვილი მოგენატრა და მის წასაყვანად მოხვედი? -გველია, სუფთა გველი მაგრამ ეს გველიც რომ მიყვარს..
-ანამარია ცოტა ხანი დაგვტოვე კარგი? -ანამარიას გავუღიმე და მეც ოთახში შევედი..ანამარია მეორე ოთახში გავიდა,მე და ტიტე აქეთ დავრჩით ცალკე..ახლა რაღაც ისეთი უნდა მომეფიქრებინა რომ ტიტე შემერიგებინა, თუმცა მისი მწარე ენა მაინც ყველაფერს აფუჭებდა
-მოიცა გამოვიცნობ..რისი მოსმენა გინდა ანკა? იმის რომ ისევ მიდიხარ და არ მინდა წახვიდე? იმის რომ ისევ მტოვებ როგორც 18 წლის წინ? რატომ გამოჩნდი საერთოდ ხომ იყავი შენ შენთვის? ხო წამოხვედი ამერიკაში არა? ხო დაიკიდე ის 18 წელი ფეხებზე და ხო წამოხვედი? -სრული ისტერიკა ჰქონდა,ყვიროდა და ტიროდა..თავიდან ვიდექი და ხმას არ ვიღებდი,არც მას ვუყურებდი
-მე დამნაშავე ვარ ვიცი -მძიმედ დავიწყე -ვიცი რომ არ უნდა წამოვსულიყავი ასე ისტერიჩკა დეპრესიული გოგოსავით
-ისევ იმას მიხსნი როგორ ნანობ? აქ რისთვის მოხვედი? იმისთვის რომ შენი აღსარებები ვისმინო? -უკვე ყვირილზე გადადიოდა, ღრმად ჩავისუნქე, თვალებში ვუყურებდი,რადგან მასში იკითხებოდა ყველაფერი
- "გუშინ უშენობით მოვიწყინე,
მერე თეთრ ღამეებს მოვემატე,
აღარ ვიკამათოთ მომისმინე
უკვე უსაშველოდ მომენატრე...
როგორ მოწყენილი საღამოა,
რაღაც საწყალი და სევდისფერი,
წავა სიყვარული, აღარ მოვა
მერე სინანული ვერ გვიშველის...
ჰოდა სიყვარულსაც უნდა შველა,
ჰოდა მეც ყოველდღე გინახულებ
შენ არ მიმატოვი ჩემო ყველავ,
შენთვის,ზამთარშიც კი ვიზაფხულებ.
-არ ვიცოდი საიდან ამდენი გამბედაობა და არც ის რა მოხდებოდა ახლა,სავარაუდოდ არც თქვენ იცოდით..თქვენ კი არა მეც ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა სანამ მაგარი დაჯახება არ ვიგრძენი. რა ხდება? რატომ არის ეს კაცი ჩემზე ჩახუტებული? რატომ ტირის? ნუთუ ყველაფერი მაპატია? ნუთუ უკვე მეც დავიმსახურე ბედნიერება? ნუთუ ეს ყველაფერი სიმართლეა?
-შემპირდი რომ აღარასდროს წახვალ -ხავერდოვანი ხმით ამოიჩურჩულა ტიტემ
-გპირდები -ჩუმად ვთქვი და ისევ მთელი ძალით ჩავეხუტე
-აი ახლა ვართ ოჯახი..ახლა მყავს დედა და მამა..ახლა ვხვდები ასეთი ლამაზი რატომ დავიბადე,ჩემი ქერა თმებით და მწვანე ჭაობისფერი თვალებით,რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს მაა -საუბარი ანამარიამ გაგვაწყვეტინა და ისიც მაკრად მოგვეხვია
-დედას სიცოცხლე ხარ შენ, დედას ერთადერთი..შენ რომ არა ალბად ტიტეს ვეღარასდროს ვიპოვიდი ანამარია
-მაა იყოს ქორწილი? -მხიარულად ჰკითხა ტიტემ ანამარიას
-იყოს მამა იყოს...დეე მგონი, დროა წიგნის მეორე ნაწილი დაწერო სახელწოდებით:
"თოვლი მოსულა"
---
ბოდიშით ჩემი ნაჯღაბნისთვის,უამრავი სეცდომისთვის,პ.ს წერის ხასიათზე ვიყავი და ეს დამეწერა.. მადლობა რომ კითხულობთ ჩემს ისტოებს, გთხოვთ ყველამ დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებშიскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი იზუკა

დედას გეფიცები რამდენჯერ ამეტირა ვერ დავთვლი.. ძალიან მაგარი ისტორია იყო,ვერ მოვწყდი..რამდენად ამაყი უნდა იყო ადამიანი რო საკუთარი თავი ასე დატანჯო.რა კარგი პერსონაჟები იყვნენ ამ ისტორიაში გავგიჟდი..
მათე- ეს ბიჭი რაღაც ზესაოცრება იყო ❤
ანდრე- ესეც ძალიან მაგარი და შეუდარებელი ტიპია ❤
ნინა-ყველაზე მაგარი მეგობარი ,საუკეთესო ცოლი და დედა ❤
ანკა- ჯიუტი თხა ????
ტიტე- კაცი პიროვნება.ადამიანი ერთგულება და სიყვარულის სიმბოლო ❤
ეს მათე რატო დამიჩაგრე უცოლოდ რო დატოვე ჰაა ???? ჰყოლოდა ერთი ტოჯინა ამასაც უქალოდ რო დამიტოვე ????
აუ რამდენს ვლაპარაკობ ეხლა,უბრალოდ ნამტირალევი ვარ და ემოციებს ამივაყოლე ????

 


№2  offline წევრი თა თა

იზუკა
დედას გეფიცები რამდენჯერ ამეტირა ვერ დავთვლი.. ძალიან მაგარი ისტორია იყო,ვერ მოვწყდი..რამდენად ამაყი უნდა იყო ადამიანი რო საკუთარი თავი ასე დატანჯო.რა კარგი პერსონაჟები იყვნენ ამ ისტორიაში გავგიჟდი..
მათე- ეს ბიჭი რაღაც ზესაოცრება იყო ❤
ანდრე- ესეც ძალიან მაგარი და შეუდარებელი ტიპია ❤
ნინა-ყველაზე მაგარი მეგობარი ,საუკეთესო ცოლი და დედა ❤
ანკა- ჯიუტი თხა ????
ტიტე- კაცი პიროვნება.ადამიანი ერთგულება და სიყვარულის სიმბოლო ❤
ეს მათე რატო დამიჩაგრე უცოლოდ რო დატოვე ჰაა ???? ჰყოლოდა ერთი ტოჯინა ამასაც უქალოდ რო დამიტოვე ????
აუ რამდენს ვლაპარაკობ ეხლა,უბრალოდ ნამტირალევი ვარ და ემოციებს ამივაყოლე ????


didi madloba..vecdebi shemdegshi kidev uketesi iyos ????

 


№3 სტუმარი Katiz

Dalian kargia.

 


№4  offline წევრი თა თა

Katiz
Dalian kargia.


Didi madloba

 


№5  offline წევრი always-love

ძალიან კარგი იყო და საკმაოდ ბევრიც ვიტირე disappointed_relieved disappointed_relieved მეორე ნაწილიც კარგი იქნებოდა ოგღონდ ანამარიას ცხოვრება heart_eyes heart_eyes

 


№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიან კარგი იყო ♥️♥️ ემოციური და გრძნობებით სავსე ♥️♥️♥️ მომეწონა თანაც ძალიან ♥️♥️♥️ კიდევ ვიხილავდი შენს ახალ ისტორიასაც ♥️♥️♥️ ყოჩაღ მაგარი გოგო ხარ და ჰო მიყვარს უკვე ეს ისტორია და იცოდე ♥️♥️♥️ წარმატებები და გელი მოუთმენლად ახალი ისტორიით ♥️♥️♥️

 


№7  offline წევრი თა თა

ტკბილიწიწაკა
ძალიან კარგი იყო ♥️♥️ ემოციური და გრძნობებით სავსე ♥️♥️♥️ მომეწონა თანაც ძალიან ♥️♥️♥️ კიდევ ვიხილავდი შენს ახალ ისტორიასაც ♥️♥️♥️ ყოჩაღ მაგარი გოგო ხარ და ჰო მიყვარს უკვე ეს ისტორია და იცოდე ♥️♥️♥️ წარმატებები და გელი მოუთმენლად ახალი ისტორიით ♥️♥️♥️

დიდი მადლობა ❤ძალიან მიხარია რომ მოგეწინათ❤

always-love
ძალიან კარგი იყო და საკმაოდ ბევრიც ვიტირე disappointed_relieved disappointed_relieved მეორე ნაწილიც კარგი იქნებოდა ოგღონდ ანამარიას ცხოვრება heart_eyes heart_eyes

ვიფიქრებ მაგაზე ❤

 


№8 სტუმარი სტუმარი კატერინა

უნიჭიერესი ხარ ძალიან, ძალიან ბევრი ვიტირე მართლა ,თუმცა ჩემი ატირება ადვილი საქმე არ არის ????ემოციური რომ იყო და თან ისეთი ამბავი რეალურადაც რომ შეიძლება მოხდეს და გამოგინილი არიყოს ეს ფაქტია , თუმცა შეცდომები რომ იყოო და უფრო კარგადაც რომ შეგიძლია წერო ზუსტად ვიცი მინდა რომ დაიხვეწო ეს გაკლია მხოლოდ და იმედი მაქვს შენს ბევრ ისტორიას წავიკითხავ ასეთივე ემოციებით დატვირთულს❤️❤️წარმატებებიიშეენ❤️❤️

 


№9  offline წევრი თა თა

სტუმარი კატერინა
უნიჭიერესი ხარ ძალიან, ძალიან ბევრი ვიტირე მართლა ,თუმცა ჩემი ატირება ადვილი საქმე არ არის ????ემოციური რომ იყო და თან ისეთი ამბავი რეალურადაც რომ შეიძლება მოხდეს და გამოგინილი არიყოს ეს ფაქტია , თუმცა შეცდომები რომ იყოო და უფრო კარგადაც რომ შეგიძლია წერო ზუსტად ვიცი მინდა რომ დაიხვეწო ეს გაკლია მხოლოდ და იმედი მაქვს შენს ბევრ ისტორიას წავიკითხავ ასეთივე ემოციებით დატვირთულს❤️❤️წარმატებებიიშეენ❤️❤️

ვაიმე დიდი მადლობა ❤ ვეცდები შემდეგში უკეთესი დავწერო ❤

 


№10 სტუმარი სტუმარი კატერინა

ბევრად უკეთესი შეგიძლია შექმნა მე შენი მჯერა უდიდეს წარმატებას გისურვებ ❤️❤️❤️❤️ველიიშენს შემდეგ ისტორიას

 


№11 სტუმარი სტუმარი ანნა

მსგავსი შინაარსის ისტორია უკვე დევს საიტზე, ტუკას უსტორიის ანალოგია ???????? ასე რო იპარავთ ისტორიებს არ გიტყდებათ?? ანუ სხვის ისტორიაზე რო იხდით სამადლობელს ???????? სერიოზულად მეცინება !! ტეხავს ????

 


№12  offline წევრი თა თა

სტუმარი ანნა
მსგავსი შინაარსის ისტორია უკვე დევს საიტზე, ტუკას უსტორიის ანალოგია ???????? ასე რო იპარავთ ისტორიებს არ გიტყდებათ?? ანუ სხვის ისტორიაზე რო იხდით სამადლობელს ???????? სერიოზულად მეცინება !! ტეხავს ????

ტუკას ისტორიაში სულ სხვა მოვლენებია. უბრალოდ დამთხვევაა,რომ აქაც შვილი ეძებს მამას და პოულობს თან სულ სხვა გზებით,და არა ისე,როგორც ტუკას უწერია. ამიტომ უამრავ განსხვავებას იპოვი თუ კარგად წაიკითხავ. მე პირადად არავის ვპარავ ისტორიებს ❤

 


№13 სტუმარი სტუმარი ანნა

თა თა
სტუმარი ანნა
მსგავსი შინაარსის ისტორია უკვე დევს საიტზე, ტუკას უსტორიის ანალოგია ???????? ასე რო იპარავთ ისტორიებს არ გიტყდებათ?? ანუ სხვის ისტორიაზე რო იხდით სამადლობელს ???????? სერიოზულად მეცინება !! ტეხავს ????

ტუკას ისტორიაში სულ სხვა მოვლენებია. უბრალოდ დამთხვევაა,რომ აქაც შვილი ეძებს მამას და პოულობს თან სულ სხვა გზებით,და არა ისე,როგორც ტუკას უწერია. ამიტომ უამრავ განსხვავებას იპოვი თუ კარგად წაიკითხავ. მე პირადად არავის ვპარავ ისტორიებს ❤

კი აქაც შვილი პოულობს აქაც ფოტო აქვს ნანახი აქაც სახელს იცვლის ქალი და წიგნის საშუალებით იგებს ყველაფერს. ზოგადად ძალიან ბევრი მსგავსებაა და აშკარად არის იმ ისტორიის გავლენა.ჩემი რჩევა იქნება თუ წერა გინდა შენი ფანტაზიით წერო.დასასრულიც კი იგივეა !!იგივე დიალოგები!! მოკლედ არაა ეს ისტორია შენი . smirk

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent