შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა (ნაწილი 2) №10


19-10-2018, 21:32
ავტორი Life is Good
ნანახია 2 116

ნადირობა (ნაწილი 2) №10

გურამ სამადაშვილი, წარბშეკრული უსმენდა გამომძიებელს და თითებს ნერვიულად აკაკუნებდა მაგიდის ზედაპირზე.
-ვინმე ნოდარი,ელამი, ჩასუქებული ტიპი, ნისანის ჯიპით მოძრაობს.-სიგარეტს მოუკიდა ლაღიძემ.-კართოტეკაში მოვიძიე მაგრამ ესეთი სახელის რამდენი თანამშრომელიც არის ელამი არცერთი აღმოჩნდა. მე და სამყურაშვილი, თითქმის სამი საათის განმავლობაში ვათვალიერებდით მათ პირად საქმეებს.ან სახელი მოიტყუა, ან სამუშაო ადგილი და იმასაც ვერ ამბობს დაზუსტებით იყო თუ არა სტრუქტურის წარმომადგენელი.ნისანის ჯიპი, ნახევარ საქართველოს ჰყავს და უბედურება ისაა არც ნომერი ახსოვს და არც სერია.
- ესე კვალზე გასვლა შეუძლებელია,-ჩაახველა სამადაშვილმა. -ყველაფერი ერთმანეთში აიხლართა.საქმიდან ჩამოგაშორეს და არც ხელი მიგიწვდება მათ მოძიებულ ინფორმაციაზე...დიდი იმედი არ მაქვს რამე ჰქონდეთ მოპოვებული, მაგრამ მაინც...თქვენ რაც მოიძიეთ იმასაც მიჩქმალავენ და ცოტახნის წვალების შემდეგ ან იმ კოსნაირ ვინმეს გამოძებნიან და შეტენიან იმ ორი ტრუპის საქმეს, ან არა და უბრალოდ დახურავენ და შემოდებენ თაროზე.
-იმ იმფორმაციის, რაც მე და ნიკამ მოვიძიეთ ასლები მე მაქვს...არა ბიჭო ისე წამოვიდოდი და დებილივით თავის ქნევით ჩავაბარებდი ყველაფერს.-ჩაეცინა ლაღიძეს.
-გიო...ეს საქმე სხვას მისცეს...შესაბამისად, კანონით შენ მასში ჩარევის არანაირი უფლება არ გაქვს მაგრამ...
-მოიცა გურამ,თუ ძმა ხარ. რომელ კანონზე და სამართალზე ლაპარაკობ გაფიცებ?!-წამოენთო ლაღიძე.-ქვეყანა უფსკრულის პირზეა და კორუფციის ზღვა ემუქრება წასალეკად...აქ, რომელ კანონზეა ლაპარაკიი?!
-მართალია მაგრამ...თუ გაგვფაქტეს პასუხს მოგვთხოვენ...-ამოიოხრა გურამმა და გამომეტყველება შეეცვალა- მე კი არ მინდა შენი მეგობრის ბედი გაიზიარო-ხმა შეეცვალა და სევდიანად გაუღიმა-რქებით, კედელზე შეხეთქება საბოლოო ჯამში რქების მომტვრევას ნიშნავს და არა კედლის ჩამონგრევას.
-გააჩნია რა ადგილზე დაუმიზნებ...-ჩაეცინა ლაღიძეს...საძირკველი ყველას მყარი აქვს ,მაგრამ დროს და ჩასხმის ხარისხს გაჩნია...
-მე შენთან ვარ...მე შენს გვერდით ვარ და ყველაფერში დაგეხმარები...ერთად მოვანგრიოთ ამ წყეული სტრუქტურის საძირკველი...ფეხებზე ...ისედაც ფეხებზე უკვე ყველაფერი...
-ჰოდა ძალიან კარგი-სავარძლიდან წამოდგა ლაღიძე-შენი მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს გურამ.მადლობა...
-სხვა დროს, ალბათ აგიკრძალავდი ამ ყველაფრის კეთებას მაგრამ ახლა...შენთან ვარ და გავაკეთოთ ეს ნიკასთვის.
-ნიკასთვის...-გაიმეორა ლაღიძემ მეგობრის სახელი და სახე დასევდიანებულ პროკურორს თბილად გაუღიმა.
-მე ,შენს ადგილზე ქალბატონი მთვარისას უცნაური ინფარქტით დავიწყებდი.
-ჰოდა ზუსტად ამას ვაპირებ...გავარკვიოთ ერთი რამდენად სუსტი გული ჰქონდა ქალბატონ მთვარისას.-თავი დაუქნია ლაღიძემ და კაბინეტი სწრაფად დატოვა...
მთვარისა კოპალაძის, ავადმყოფობის ისტორიაში ,რომელშიც მისი გარდაცვალების მიზეზი სრულად იყო მითითებული ექიმი კარდეოლოგი ვინმე ბესო გაბუნიას მიერ.გარკვევით და წითელი საოებით წერდა ბატონი ბესო ,რომ ქალბატონ კოპალაძეს ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა რომელიც საბოლოოდ ფატალურ შემთხვევამდე მივიდა.თავად კოპალაძის ნეშტი კი კვლავ კლინიკის მორგში ,მაცივარში ესვენა და ელოდა როდის გამოუჩნდებოდა პატრონი ათ დღიანი ექსპერტიზის მერე სახლში რომ გადაესვენებინათ და მიწისთვის მიებარებინათ უდროოდ გარდაცვლილი.
ღამის სამი საათი ხდებოდა, კლინიკაში ორი მამაკაცი რომ გამოჩნდა და ყოველგვარი კამერების და დაცვილ გვერდის ავლით ,უკანა კარიდან პირდაპირ მორგისკენ გაემართნენ.ბევრი ძებნა არ დასჭირვებიათ, რადგან მაცივარი სულ სამი იყო და ამ სამიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი იყო დაკავებული.მაღალმა მამაკაცმა ,მაცივრის კარი უხმაუროდ გადმოხსნა და საკაცეზე დასვენებული ცხედარი ისე გამოსწია თავისკენ სახეზე, არანაირი ემოცია არ გამოსახვია.გადაფარებული პარკი სწრაფად გადახადა და ცხედარს დააკვირდა.
-ჯანდაბა..-მიცვალებულის დანახვაზე, მეორემ სახე ზიზღით დამანჭა.
-ეხლა მანჭიაობის დროაა?-მისი სახის დანახახვაზე,კბილებში გამოსცრა მეორემ.-გამომაწევინე, მაგიდაზე გადავიყვანოთ.შემდეგ კარებთან დადექი არავინ ჩამოეთრას.
-მეღადავებიი?!
-რას გეღადავები? გაყინულია ეს დედამოტყნული ამას მარტო ვერ გამოვწევ, შტანგისტს ვგავარ?!-გაეცინა მეორეს და თვალები ცივად დაკვესა.მამაკაცმა, ღრმად ჩაისუნთქა და უკვე გამოწეულ საკაცეს ხელი შეაშველა...ნეშტი,მოშორებით მაღალ მაგიდაზე გადაიტანეს და მაგიდის თავზე დაკიდებული სანათი აანთეს.
-კარებთან მიდი...-ჯიბიდან, რეზინის ხელთათმანები სწრაფად ამოიღო მამაკაცმა, ცხედარს ეთლიანად გადახადა პარკი და სხეულს ინტერესით დააკვირდა.მაცივრიდან გამოღებულ კოპალაძეს, სინათლეზე გაყინული სხეული სარკესავით აულაპლაპდა და ოთახის ტემპერატურაზე თრთვილად დადებულმა ყინულმა, ხელის შეხებაზე დნობა დაიწყო.
-გამარჯობა ქალბატონო!-სახე დამანჭა ზემოდან დაჩერებულმა მამაკაცმა და სხეულის თითებით შემოწმება დაიწყო...გულდასმით დაათვალიერა ყველაფერი და ბოლოს ძლიერად მოკუმულ ყბაში ჩააფრინდა თითებით...
-მოგონი ვიღაც მოდის...-კარებს მოშორდა მეორე მამაკაცი.
-ნუ გაატრაკე ,ორი წუთი მჭირდება...-გაყინული ყბა, არ დაემორჩილა გასაღებად ამიტომ ბევრი არც უფიქრია მამაკაცს ისე ძლიერად დაქაჩა ქვედა ყბა, ძვალმა ხმაურით გაიტყაჩუნა და ჩამოტეხილი ქვედა ყბა, თავისით დაშირდა ზედას.მამაკაცმა ,სანათი გაღებული პირისკენ მისწია და ხახაში ჩაანათა შემდეგ კი ჯიბიდან ამოღებული დანის წვერი ჩაუყო და კიდეებზე შემოატარა.იქიდან ამოღებული გაყინული მასა კი პატარა კონტეინერში ჩაყარა და თავი მჭიდროდ დაახურა.სანათი, გვერდით გასწია ჩამოვარდნილ ყბაზე ხელი აარტყა, მაგრამ მოტეხილი ძვალი გაჩერებას არ აპირებდა, ამიტომ ისევ გადააფარა პარკი და კარისკენ გაიხედა.
-მოდი, დავაბრუნოთ.-საკაცე, ისევ მაცივარში შეაცურეს შუქი, გამორთეს და იმდენად ფრთხილად გამოვიდნენ მორგიდან რამდენადაც შესაძლებელი იყო.ეზოში გამოსულებმა კი გზა სწრაფად გადაჭრეს და მოშორებით მდგარი ჯიპისკენ გაემართნენ.მაღალმა მამაკაცმა, ხელთათმანები სწრაფად წაიძრო ხელიდან და ნაგვის ყუთისკენ მოისროლა შემდეგ კი მანქანის კარი გამოაღო და საჭეს მიუჯდა.
-ჯანდაბა...მაგრად ხალისობ შენ ესეთ რაღაცეებზე ხოო?!-მგზავრის სავარძელში მჯდარმა ღრმად ამოისუნთქა და საჭესთან მჯდომს გადახედა.
-ნუ, არც უმაგისობაა...-გაეცინა საჭესთან მჯდომს და ძრავი ჩართო.-აბა რანაირად გინდა გაყინულ ცხედარს ანალიზი გაუკეთოო?! ხახა ,ამ შენთხვევაში ერთადერთია საიდან ამოღებული ნაცხითაც შეძლებ გაარკვიო რა დალია სიკვდილამდე ჩვენმა ქალბატონმა.-საჭე მკვეთრად გადაატრიალა და ცენტრალურ გზაზე გავიდა.
-და რამდენ ხანში შევძლებთ მაგის გარკვევას?
-ლაღიძე,შენ ჩემი თავი უსაქმური ხომ არ გგონია ბიძია...
-სამაგიეროდ საშვილიშვილო საქმეს აკეთებ...
-დავიკერე ხო იცი-გაიცინა მამაკაცმა და სიგარეთის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია.მოუკიდა და შემდეგ ცალი თვალით გადმოხედა მგზავრის სავარძელში მჯდარ მამაკაცს.-კაი ჰოო ...ახლა მივალ კლინიკაში და გავაკეთებინებ ამის ანალიზს..მანამდე გადნება ეს ყინულიც...
-შენ არ თქვი მორიგე არ ვარ დღესო?
-სამაგიეროდ, საქმე მაქვს ვერ ხედავ?სად ჩამოხვალ?
-ანალიზის პასუხს რამდენი დრო დასჭირდება?-სიგარეტს მოუკიდა ლაღიძემაც.
-გააჩნია, მაქსიმუმ ნახევარი საათი...წამოხვალ?
-ჯობია...ერთი სული მაქვს პასუხები გვიგო.ეს ლოდინი ნერვებს მიშლის. სახლშიც ვერ ვჩერდები.
-კარგი...
კლინიკამდე, ისე იმგზავრეს ხმა აღარც ერთს აღარ ამოუღია.შემდეგ კი ზუსთად ორმოცდა ხუთი წუთის განმავლობაში იჯდა კაბინეტში და ელოდებოდა როდის მოვიდოდა პასუხები.მთელი ამ დროის განმავლობაში განუწყვეტლივ ფიქრობდა და გონებაში ალაგებდა საიდან რა უნდა დაეწყო...ელამი ნოდარა ,ზედმეტად ძნელი მოსაძებნი გახლდათ რამდენი ელამი იყო და აქედან რამდენს ერქვა გავრცელებული სახელი მოდარი...მთავარი იყო კოპალაძის, ანალიზის პასუხები ენახა და მერე დააწყობდა სამოქმედო გეგმას.რომელსაც ადრე თავად არასდროს აწყობდა და თითქმის აწყობილი გეგმით მიჰყვებოდა განუყრელ მეგობარს...რომელმაც ზუსტი გათვლებით იცოდა მოქმედება და სად ,რა დროს და რა მომენტში უნდა ყოფილიყო ეგაც კი თითქმის წინასწარ ჰქონდა ნაფიქრი.მუდამ უდარდელი და ამჩემფეხება დათუნაშვილი, იმ სილაღის მიღმა ყოველთვის განუწყვეტლივ ფიქრობდა და მისი გონება სრული სიზუსტით აეწყობდახოლმე გეგმებს.ახლა ,მარტო იყო და მარტოს მოუწევდა ამ ყველაფერთან ჭიდილი, მაგრამ დარწმუნებული იყო აუცილებლად გამოუვიდიდა და მიაღწევდა იმას რასაც სამართალი ჰქვია...სამართალი და არა თვალში შეყრილი ნაცრის მოზრდილი პეშვი, რომელიც წამიერად აბრმავებს ხალხს და თვალებიდან, როდესაც იწყებენ ნორმალურად გამოხედვას ყველაფერი უკვე წასული მატარებელივიათაა ჩავლილი.კარის ხმაზე, ზურგს უკან მოიხედა და თეთრ ხალათში გამოწყობილ ექიმს შეხედა, რომელსაც ხელში რამოდენიმეცალი თაბახის ფურცელი ეჭირა.მაგიდას შენოუარა და ტყავის სავარძელში ჩაეშვა.ფურცლები, მაგიდის ზედაპირზე დაყარა და მომლოდინე სახით მომზირალ ლაღიძეს, გაუსწორა თვალი.
-ფსიქოაქტიური ნივთიერება "მეფედრონი"-ხელი მაგიდის ზედაპირზე დაარტყა ექიმმა- სინთეტიკური სტიმულატორია, ამფეტამინის და კათინონის ჯგუფიდან. მას იცნობენ, როგორც აბაზანის მარილს.
-ჯანდაბა...-სიგარეტის კოლოფს დასწვდა ლაღიძე და უკითხავად მოუკიდა.
-იწვევს: კიდურების მოდუნებას,ლაპარაკის სურვილს,აგზნებადობას, მოჭარბებულ ენერგუას,ეიფორიას,შიშს, პრეპარატისადმი დამოკიდებულს ხდის ადამიანს, მაგრამ მისი ალკოჰოლთან ერთად ჭარბი რაოდენობით მიღება სისხლძარღვების შევიწროვებას,გულმკერდის არეში ტკივილს და საბოლოოდ ფატალურ შედეგამდე მივდივართ.დიაგნოზი სწორია გულის მწვავე უკმარისობა,მაგრამ მწვავე ინტოქსიკაციიდან გამომდინარე.რომელიც როგორც შენ მითხარი მის საავადმყოფო ისტორიაში არსად წერია.
-ანუ მოწამლეს?
-რავიცი?!-გაეცინა ექიმს და ხელები გაშალა.-თუ ქალბატონი კოპალაძე ,კაიფის მოყვარული იყო და ეტაპობრივად მოიხმარდა...
-გასაგებია...ფაქტია მაინც დაიმალა მისი გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი ...და ეს ყველაფერი ვიღაცას ძალიან აწყობდა.
-ფაქტი, ჯიუტია მეგობარო.-თავის დაქნევით დაეთანქმა ექიმი და სავარძლიდან ფანჯარასთან გადაინაცვლა,გამოაღო და თავადაც მოუკიდა სიგარეტს.


"რა სხვანაირი ხარ ტო!"გონებაში ერთი და იგივე ფრაზები უტრიალებდა...ფრაზები, რომელსაც ის ეუბნებოდა. ფრაზები ,ვითომ ხომ არაფერი?! მაგრამ ამ დროს ყველაფერია
" როგორ არ გიცნობ, შენ "ნენე " ხარ" ღიმილი,სახის მიმიკის ნებისმიერი ცვალებადობა,ირონიული ჩაცინება,ხმა..ოდნავ ჩახლეჩილი, თუმცა რბილი და ხევერდოვანი თავისით რომ გიძვრება ვენებში და სისხლთან ერთად ლივლივებს,მზერა,შეკრული წარბები,სიბრაზის დროს თვალებში მოელვარე სუსხიანი ნაპერწკლები,სიცილის დროს კი ანცად მოხტუნავე ჭინკები,თითებს შორის მოქცეული სიგარეტის ღერი, რომელიც ისეთივე განუყრელი ნაწილია მისი ცხოვრების ,როგორც წყალი და ჰაერი,მუდამ მოძრავი,მოუსვენარი,მუდამ ბობოქარი,ხან საშინლად ალერსიანი და ჭკუიდან გადასვლამდე ვნებიანი. ხან კი მრისხანე და ლომივით მბრდღვინავი."მგონი გავაფრენ" კი ტო, მაგრად "გავაფრენ". ჩემი “ნენე“
იატაკზე იჯდა და იმ საწოლს იყო ზურგით მიყრდნობილი, რომელსაც ჯერ ისევ ასდიოდა დათუანშვილის გრილი სურნელი...დაწოლას არ ჩქარობდა...რადგან იზოგავდა,კიი იზოგავდა იმ სურნელს, რომელიც ერთადერთი იყო რაც მისგან დარჩა და რომელიც სრულიად თუ არა ნაწილობრივ მაინც ავსებდა იმ სიცარიელეს, რასაც ახლა გრძნობდა...ეშინოდა,ჯანდაბა... მაგრად ეშინოდა ,რადგან ამ სურნელის გამოლევის ,გაქრობის, გაუფერულების ,შემდეგ რა ეშველებოდა?! რა ეშველებოდა? არაფერი...აღარაფერი...ყვრიმალებზე დაუკითხავად მიცურავდნენ მარილიანი სითხის ბურთულები ...ერთს ,მეორე ემატებოდა,მეორეს, მესამე და აესე ერთმანეთის გზას გამოკიდებულნი დაბლა, ლავიწებთან იკარგებოდნენ ...იკარგებოდნენ და ხვალ ,ამ დროს..ოსევ ახლიდან გაივლიდნენ უკვე მილიონჯერ განვლილ გზას...მონატრება სულის ის ტკივილია ,რომელიც არ იკურნებაოო...მონატრება, ის საშინლად აუტანელი გრძმობაა, რომელსაც ნამდვილად არაფერი შველის,მაშინ ტოდესაც იცი რომ ის აღარასდროს მოვა...არ მოვა და გენატრება...სხეული გეწვის მისი ჩახუტების სურვილით,თითიები გტკივა ,მისი კანის შეხების სურვილით...ორგანიზმი გიდუღს,მადას კარგავ,ყველგან და ყველაფერში ის არის..ის ერთადერთი...ის ,მონატრებული და ის აუხდენელი, აუსურვებელი,მოუსურვილებელი,ის რომლის ერთი გაცინების გამო მთებს გადადგამ .ის რომლის ერთი ჩახუტების გამო დაუნანებლად გაიღებ სიცოცხლის ნახევარს,ის რომლის გამო სულსაც კი მიჰყიდი ეშმაკს....მონატრებამ ,დრო და ჟამის ცვალებადობა არ იცისო...რაც მეტი დრო გადის უფრო მეტად გენატრება და როდესაც გრძნობ, ამ უიმედო ლოდინის არსს როდის გაუფერულდება,როდის გადაგივლის,როდის დაწყნარდება აბობოქრებული სული, ხვდები რომ ეს არასდროს მოხდება...არასდროს სანამ იარსებებ,სანამ გეხსმომება ,სანამ გენდომება და სანამ ის ერთადერთი და ღირებული ერქმევა შენთვის როგორც ახლა,როგორც ახლა და არც კი იცი ეს ,რატომ და როგის მოხდა. სიყვ არული დედამოტყნული გრძმობააოო...დაუკითხავად მოსული სიყვარული კი მასზე უარესი რამ, რადგან შენც ვერ ხვდები როდის და რატომ მოხდა ეს და უპასუხო,უიმედო სიყვარული კი საერთოდ მთელი ორგანიზმის ამოყირავება,ვენებში სისხლის გაყინვამდე,გულის წასვლამდე და სულის კივილმდე სიყვარული..ერთი ნახვით სიყვარული, არ არსებობსოო...იტყუებიან.სწორედ იმ ერთი ნახვით მიდის სიყვარული და არა ათჯერ ნახვით და შეჩვევით...ერთი ნახვით, როდესაც დაინახე და გულმა გიკარნახა, რომ ის ისაა...ის შენია,შენი განუყრელი ნაწილი...შენი ნეკნის ერთიცალი..ან პირიქით, შენ ხარ მისი ნეკნის ის პატარა ნატეხი უფალმა რომ ამოაცალა მძინარეს და შენ შეგქმნა...გაგიჟებამდე სიყვარული და ტკივილამდე მონატრება...ეს ჩევეულებრივად,საკუთარი ნებით სიკვდილზე ხელის მოწერის ტოლფასია და მეტი არაფერი.
ათრთოლებული თითები, სახეზე აიფარა და ხმამაღლა აქვითინდა.საათის ისრები შუაღამეს აჩვენებდნენ ის კი უშედეგოდ ცდილობდა მეხსიერებიდან ,სულ ცოტა ხნით მაინც წაეშალა მისი სახე...უბრალოდ, ყნოსვის უნარი დაჰკარგვოდა და გული გასჩერებოდა, რათა სულ ცოტახნით მაინც შესძლებოდა მისი საკუთარი სხეულიდან გამოდევნა ,რომელიც კან ქვეშ ჰყავდა შემძვრალი და ისე იქცევდა საკუთარ მარწუხებში, მისგან თავის დახსნის ყველანაირ გზას უსპობდა.

ბოლოს რაც ახსოვს, ქუჩას მიუყვებოდა ნელი ნაბიჯით და ათას სისულელეზე ფიქრობდა ოღონდ კი როგორმე გადაეტანა ყურადღება სხვა რამეზე...შემდეგ კი უეცარმა ბურუსმა მოიცვა ყველაფერი.დაცემამდე კი მის სმენას უცნობი მამაკაცის, შეშინებული ხმა მისწვდა
-ცუდად ხართ გოგონა?! ჯანდაბა...

ნაცნობი საავადმყოფოს პალატა,ნაცნობი დერეფანი,ნაცნობი სახეები
-რატომ ადექით გოგონა?-კარის ჩარჩოზე მიყრდნობილს ასაკოვანი ექთნის ხმა შორიდან ჩაესმოდა.რომელიც თბილი მზერით უყურებდა და კიდევ რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ არ გაუგია.მედიკამენტების სუნით გაჟღენთილი დერეფანი.უცებ ატეხილი ჩოჩქოლი და ექიმების პატარა არმია, რომელიც დერეფნის ბოლოსკენ გარბოდნენ.
-მზია, რახდება?-იმ ექთანმა, რომელიც მანამდე მას ელაპარაკებოდა გვერდით ჩავლილი ახალგაზრდა, თეთრხალათიანი გოგონა შეაჩერა.
-ისევ გული გაუჩერდა.-ისეთი უემოციო ხმით თქვა ზემოთხსენებულმა მზიამ, თითქოს ადამიანზე კი არა რაღაც სხვაზე იყო საუბარი...თითქოს ეს გარდაუვალი იყო,თითქოს ეს ესეც უნდა მომხადიყო...
-კი მაგრამ ,მერამდენედ?-ამოილაპარაკა გულწრფელი გულისტკივილით ქალმა...
მიდიოდა,უბრალოდ თეთრ კედელს მიუყვებოდა და არ იცოდა სად...სად მიდიოდა? ყურადღებას არ აქცევდა წყვილ თვალებს, რომლებიც სიარულის დროს აწყდებოდნენ.დერეფნის ბოლოში ორ ფრთიანი კარი, ფრთხილად შეხსნა და ოდნავ ჩაბნელებულ და შედარებით ვიწრო დერეფანში გადაინაცვლა...ორ რიგად ჩაყოლებული კარებებიდან ერთ -ერთი ბოლომდე გამოეღოთ და აწრიპინებულ აპარატთან ერთად მამაკაცის, ბოხი ხმა ისმოდა რომელიც თითქმის ღრიალით იძლეოდა გსნკარგულებას...თეთრხალათიანი ექიმები ,წინ და უკან გიჟებივით დარბოდნენ.
-ჯანდაბა, მერამდენედ უნდა მოკვდე? ამის დედაც?!-ღრიალებდა მამაკაცი და და საწოლზე მოთავსებული პაციენტის, გულის ამუშავებას მონდომებით ცდილობდა.-მიდი...მიდი ამის დედაც...მიდი, არ დანებდე...უბრალიდ არ დანებდე...
-აქ რას აკეთებთ გოგონა?!-ქალის მჭახე ხმამ, კარის ზღურბლზე გახევებული ადგილზე შეახტუნა და დამფრთხალმა გადახედა ავად მომხირალ მაღალ ქალს.
-იქ...იქ ვინ არის?-წონასწორობა დაკარგული კარის ჩარჩოს ჩაეჭიდა და წინ ასვეტილ ქალს, წაშლილი სახით ახედა.
-დაბრუნდით პალატაში!თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება.-მკლავში უხეშად ჩააფრინდა ქალი და კარის ზღურბლიდან უკან,დერეფანში გასწია.
-მიდიი!ასეე...ყოჩაღ,კარგი ბიჭი ხარ...ამის დედაც...ყოჩაღ!-მამაკაცის ხმაში სიხარულის ნოტები გაკრთა და აწრიპინებულმა აპარატმაც მწყობრში დაიწყო ხმაური.
-ჯანდაბა...-საწოლთან დახრილი ექიმი ,წელში გასწორდა და გაფითრებულ სახეზე ხელები ნერვიულად ჩამოისვა, შემდეგ კი მზერა კართან ატეხილ ჩოჩქოლზე გადაიტანა.
-გოგონა, უკან დაიხიეთ!-არ ცხრებოდა ქალი და ცდილობდა კარის მიხურვას.-დაბრუნდით პალატაში.
-იქ ვინ არის?!-ჯიუტად იმეორებდა კარში მდგარი გოგონა და უკან დახევას არ ფიქრობდა.
-რახდება მერი?-მამაკაცი საწოლლს მოშორდა და კარისკენ გადმოინაცვლა.
-ექიმო, პალატაში არ ბრუნდება...-გაჯიუტებული გოგონადან მზერა თავზე წამომდგარ ექიმზე გადაიტანა ,რომელმაც დაწვრილებული თვალებით შეათვალიერა ფერ წასული სხეული ცრემლებს ამობრუნებული ხელისგულით რომ იწმენდდა და გალურჯებული ტუჩებით გაურკვევლად ბურდღუნებდა.
-ჯანდაბა...შემოუშვი!-სახე დამანჭა ექიმმა და დაბალ თმაზე ხელისგული გადაიტარა.-შემოუშვი...
-კი მაგრამ ექიმო?-დაბნეულმა მერიმ ,ჯერ ექიმს შეხედა შემდეგ კი უკვე გულამომჯდარ გოგონას-ცუდად არის..
-შემოუშვი მერი!-ხმაში სუსხი გაურია ექიმმა და თავად ჩაავლო ხელი წონასწორობა დაკარგულ გოგონას.-შემოდი ,ნახე მაგრამ შემდეგ პალატაში დაბრუნდით.
-კარგი-ამოიჩურჩულა ატირებულმა გოგონამ და მზერა ექიმიდან საწოლისკენ გაცოცა სადაც უამრავ მილებში გახლართული მაღალი მამაკაცის სხეული ესვენა.გაფითრებული ,დასუსტებული,სახეზე ასახული ტანჯვის კვალით და ცხვირზე მორგებული ხელოვნური სუნთქვის ნიღბით.რონელიც სახის ნახევარს უფარავდა,წამოზრდილი წვერი,დახუჭული თვალები და გაფითრებული სახე.შიშველ მკერდზე, უამრავი საფენი ედო და ერთი ორი სისხლის წითელ ლაქებს დაესვარა.მხრებსა და მკლავებზე შეერთებული მილები, თავთან მდარი მონიტორები კი მისი გულისცემის სიხშირეს და წნევას აკონტროლებდა.ჟანგბადის ბალონი, ხმაურით ხროტინებდა და ცდილობდა საკმარისი ჟანგბადის ამოტუმბვას, რომელიც თეთრი, წვრილი მილით პაციენტს მიეწოდებოდა და აიძულებდა ნორმალურად ესუნთქა.ქალის სხეული, ერთიანად მოირყა...მუხლებში ძალა გამოცლილი იატაკისკენ დაეშვა, მაგრამ ექიმის ძლიერმა მკლავებმა არ მისცა საშუალება, რომელიც მჭიდროდ შემოხვეოდა მხრებზე და მყარად დადგომას აიძულებდა.სახე ცარცისფერი გაუხდა,ტუჩები გაულურჯდა, ცრემლის ნაკადმა კი იმატა და მხედველობა საერთოდ დაუბინდა.მკერდში აფართხალებული გული, წამით შეიკუმშა და რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა...შემდეგ კი ფეთიანივით აძგერდა და თითქოს გულის, წინა კედლის გამოხეთქვას და გარეთ გადმოხტომას ლამობსო ისე აუჩქარა ფეთქვის რიტმს.სისხლმა ,რომელიც ფეხის თითებიდან დაიწყო გაყინვა, ტვინამდე ააღწია და ისე გაყინა პატარა მოძრაობა და მთელი სხეული კრისტალებად დაეშლებოდა.თმის ძირები, ასტკივდა და მკერდიდან მოხეთქილმა ტკივილმა, ყრუდ გადმოკვეთა საყლაპავი მილი, ხორხი გაკაწრა და ჰაერის უკმარისობისგან დაღებული პირიდან, არაადამიანური ხმით გამოაღწია.მუცელი დაეჭიმა, შემდეგ კი პატარ -პატარა ჭიანჭველებივით აირივნენ უცნაური შეგრძნებები და თითქოს ქვემოთ ექაჩებოდნენ.სისუსტემ თავისი გააკეთა და ერთი არამყარი ნაბიჯის გადადგმის მერე იატაკისკენ გააქანა მუხლებით,ხმაურით დაეშვა მეტლახზე და წინ გადახრილი საწოლის კიდეს შუბლით მიეყრდნო.
-პალატაში დააბრუნეთ!-მოწმენდილ ცაზე, მეხის გავარდნასავით გაისმა ექიმის მკაცრი ხმა.
-წამოდით გოგონა-მისკენ დაიხარა მერი ექიმი და მკლავზე შედარებით ფრთხილად მოჰკიდა ხელი.-პალატაში დავბრუნდეთ, სუსტად ხართ.
-ძალიან გთხოვთ,ძალიან გთხოვთ...გთხოვთ.-თავბრუს ხვევისგან თვალებ დახუჭული გოგონა, ჩურჩულით ლუღლუღებდა და სახით ზეწარზე ბუმბულიბით დასვენებული გრძელი თითებისკენ იწევდა, რომელიც ისე გამხდარიყო კანზე ლურჯი კაპილარები ამოსჯდომოდა.-თბილ თითებამდე მიაღწია, ცრემლისგან დამბალი ლოყით მიეკრა და შემდეგ ფრთხილად შეახო ტუჩები.-ჩემთან დარჩი,ნიკა ,ჩემთან დარჩი გთხოვ...ჩემთან დარჩი, უშენოდ არაფერია...
-გაიყვანეთ!-გაიმეორა ექიმმა და შემდეგ ერთ- ერთ მამაკაცს მიუბრუნდა და შედარებით დაბალი ხმით გადაულაპარაკა.-მთავარ ექიმს დაურეკეთ და უთხარით, აქ ყველაფერი რიგზე ვერ არის...
პასუხი აღარ გაუგონია რადგან მხრებში აქეთ -იქიდან ამომდგარი ექთნები, თვალებდახუჭულს ისე მსუბუქად მიარბენინებდნენ წინ შეგრძნება ჰქონდა ცოტაც და ღებინება დაეწყებოდა.პალატაში დაბრუნებული კი საწოლზე დაუშვეს და ერთადერთი რის თქმაც მოასწრო ხრიალით ამოიყვირა:
-გული მერევა..-შემდეგ კი ყველაფერი დატრიალდა.იატაკმა, თითქოს მისი სახის სიმაღლეზე დაიწყო ამოწევა და ამოყირავდა.წინ გადახრილს ერთი ქალი ,შუბლს უჭერდა მეორე კი ნაზად უსვამდა ათრთოლებულ ზურგზე გაშლილ ხელისგულს.


კარზე ორჯერ დარეკა ზარი და როგორც იქნა გაისმა ფეხის ხმა,შემდეგ კარი სანახევროდ გამოიღო და ზღურბლზე მდგარმა ასე ორმოცდახუთიოდე წლის ქალმა, ინტერესით შეკრა შიბლი.
-დიახ?
-უკაცრავად,-ოდნავ დაიბნა კარში მდგომი, მაგრამ არ შეიმჩნია და ქალს დააკვირდა.-ბატონი გოჩა აქ ცხოვრობს?
-გოჩაა?!-წარბები უარესად შეიკრა ქალმა
-დიახ ,აქ კარზე მისი სახელი და გვარი წერია.-ლურჯად შეღებილ კედელზე ანიშნა მამაკაცმა.
-ა..აა -დაბნეულად გაიღიმა ქალმა, მაგრამ მალევე მოეგო გონს-ეს ძველი მეპატრონის სახელია და რატომღაც ყველას ეშლება.
-უკაცრავად და დიდი ხანია რაც ეს ბინა გაიყიდაა?!-თვალები ეჭვით დააწვრილა მამაკაცმა.
-დიახ,ალბათ ორი წელი იქნება,აუცილებლად ჩამოვახსნევინებ ჩემს მეუღლეს ამ აბრას, რადგან ბევრს ეშლება.
-თქვენი მეუღლე, ახლა სახლშიაა?-ქალის მიღმა გაიხედა მამაკაცმა.
-ამ..გასულია
-ვინ არის მანჩო?-შორიდან გაისმა მამაკაცის, კაცისთვის შეუფერებელი, ზედმეტად წვრილი ხმა და ქალი უარესად დაიბნა ჯიქურ მიშტერებულ სტუმარს თვალი აარიდა და დარცხვენილმა ამოილაპარაკა:
-მეგონა გასული იყო,არადა ამბობდა.
მის ზურგს უკან კი საშუალო სიმაღლის მსხვილი მამაკაცი გამოჩნდა და სტუმარს ეჭვით სავსე მზერა შეანათა მუქ შუშებიანი სათვალიდან.
-არ მეგონა სახლში თუ იყავი ნოდო-ღიმილიანი სახე შეანათა მამაკაცს ,რომელიც უცნობ სტუმარს შეფარული მზერით ბურღავდა შემდეგ კი ქალს მიუტრიალდა და მშრალად უპასუხა:
-ახლა გავიოდი ძვირფასო...-შემდეგ ისევ მამაკაცს მიუბრუნდა და დააკვირდა-ვინ გნებავთ?
-გამომძიებელი, გიორგი ლაღიძე-ვინაობის დამადასტურებელი ორ ყდიანი საბუთი გადაშალა სტუმარმა, თან ეჭვნარევი მზერა არ მოუშორებია მამაკაცისთვის.-სასაუბრო გვაქვს.
-მობრძანდით..-გვრდით გაიწია მამაკაცმა და მშრალად გაუღიმა გამომძიებელს, შემდეგ კი გაოცებულ ცოლს მიუბრუნდა -გადიოდი ხო?
-კი...კი-უარესად დაიბნა მანჩო-მე გავალ-შესასვლელში, საკიდის კარადაზე დადებულ ჩანთას სწრაფად დაავლო ხელი და კარებიდან უკანმოუხედავად გავარდა.მასპინძელმა კი რკინის მასიური კარი, ხმაურით მიხურა და სასტუმრო ოთახისკენ გაემართა, სადაც დაუპატიჟებლად მოსულ გამომძიებელს უკვე დაეკავებინა შავი ,ტყავის სავარძელი.
-რამ შეგაწუხათ, ბატონო გამომძიებელო?-მის წინ დაიკავა ადგილი მასპინძელმა და ეჭვით მომზირალ სტუმარს მიაჩერდა.
-ნოდარი?-ჩაეცინა ლაღიძეს.
-დიახ-მხრები აიჩეჩა ნოდარმა.
-იქ ,ეზოში...ნისან იქსტერა დგას.შავი...ვისია ხომ არ იცით?
-ამ...ჩემი ცოლის.-უარესად დაიბნა მამაკაცი.
-და თქვენმა ცოლმა, იცის ბატონო გურამ თქვენი და ქალბატონი მთვარისა კოპალაძის ზედმეტად ახლო ურთიერთობის შესახებ?!
გამომცდელად მიჩერებული ლაღიძის, დაკვირვებულ მზერას მამაკაცის, წამიერი გაფითრება არ გამორჩენი რომელმაც თავი სწრაფად აიყვანა ხელში და უდარდელი გამომეტყველება მიიღო.
-გეშლებათ, ბაოტონო გამომძიებელო...
-ხოო?!-სავარძკიდან წამოდგა გიორგი და ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილმა გაიარ გამოიარა შემდეგ კი მამაკაცის წინ შეჩერდა.სავარძლებს შორის მდგარ შუშუს მაგიდაზე, ჩამოჯდა და მიაჩერდა.-სახლში საკმაოდ სიბნელეა და იქნებ მოიხსნათ ეგ სათვალეე...
-იცით...-უარესად აირია მასპინძელი-ვერ ვხედავ .
-ნუ, ეგაც საინტერესოა...-მხრები აიჩეჩა ლაღიძემ და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო-შეიძლებაა?
-დიახ.
-მადლობა-ერთი ღერი სწრაფად ამოაძვრინა კოლოგიდან მოუკიდა და შეკრული წარბებით დააკვირდა მამაკაცს.-ქალბატონი მთვარისა გარდაიცვალა,იცით ხოო?-ნოდარს ხმა არ ამოუღია.-ანუ იცით...გარდაცვალებამდე ის როგორც ყოველთვის შუადღის თორმეტ საათზე, მოვიდა თქვენთან და სამზე წავიდა...სახლში მისვლიდან ორ საათში კი სასწრაფო დახმარების მანქანით, რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამოდენიმე საათში გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
-ძალიან ვწუხვარ-მხრები აიჩეჩა ნოდარმა.
-მის დიაგნოზს გავეცანი და გულის მწვავე უკმარისობა უწერია, რაც ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ის არ წერია რამ გამოიწვია ეს გულის უკმარისობა...მართალია ალკოჰოლისადმი დიდი მიდრეკილაბა ჰქონდა ქალბატონს, მაგრამ...ვერ მოვისვენე და საკუთარი ძალებით რაღაც რაღაცეები გავარკვიე და იცით რა აღმოვაჩინე ,ბატონო ნოდარ?!მის ხახაში, იმ წამლის ნარჩენები რაც მან სასმელთან ერთად მიიღო."მეფედონი" იცით რა არის ეს?!
-არა...-სახე მოექუფრა ნოდარს.
-კარგი,-სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია ლაღიძემ და ხელები ფართოდ გაშალა-ფსიქოაქტიური საშუალება...
-ჯანდაბა...-ამოიბურდღუნა მამაკაცმა.
-მართლაც რომ ჯანდაბა...ამის დედაც, ჯანდაბაააა!!!-ფართოდ გაუღიმა ლაღიძემ.-ახლა ,პატივი დამდეთ და ეგ სათვალე მოიხსენით...ვერ ვიტან საუბრისას თვალებს რომ.ვერ ვხედავ-კბილებში ცივად გამოსცრა და მამაკაცს დააშტერდა.
-ივით...
-ვიცი ,შენი დედაც!-იღრიალა ლაღიძემ და სავარძელში მჯდარს მთელი სიძლიერით მოუქნია მუშტი.-ვიცი ,შე ახვარო...ელამი ხარ.ელამი ხარ...შე სირო, ელამი-სახეზე ხელებ აფარებულ მამაკაცს მხარში უხეშად სწვდა და სავარძლის საზურგიდან იატაკზე ისე გადაათრია მძიმე სავარძელი, ყრუ ბრაგუნით დაეცა იატაკზე.ზურგზე გაკრულს კი ზემოდან მოექცა და წამოწეულ თავში, რომელზეც სათვალე ჩამოვარდნოდა.მთელი ძალით დაარტყა თავი.-ახლა ,დაფქვავ ვისი დაკვეთით მოისყიდე ვითომ პროკურორის მკვლელი და რატომ ჩაუყარე საკუთარ საყვარელს სასმელში საწამლავის ამხელა დოზა.-ცხვირპირ დასისხლიანებულთან დაიხარა და ზიზღით ჩააცქერდა თვალებში.-არა...აქ არ დაფქვავ, წამოხვალ და სადაც საჭიროა იქ ილაპარაკებ მერე კი ჩემი ხელით, გაგაძრობ ტყავს.-იატაკიდან წამოიწია და მამაკაცსაც აიძულა ფეხზე წამოდგომა.შემდეგ ბუდიდან ამოღებული იარაღი ფერდთან მიაბჯინა და ცხვარივით გაიგდო წინ.-გადაადგი ფეხი!

მაღალ ,დაფერილ შუშასთან სამადაშვილი იდგა და დაკითხვის ოთახში მჯდარ მამაკაცს, თვალს არ აშორებდა, რომელიც ორივე იდაყვით მაგიდას დაყრდნობოდა და ცხვირპირზე სისხლი შეხმონოდა.
-რა ვუყოთ ამ სირს?-გვერდით მდგომს გადახედა.-ლაღიძე!
-აქედან გასული, თავისი ფეხით მიგვიყვანს იმასთან ვისი სახელის დასახელებაც ცოცხალი თავით არ უნდა.
-ეგ გასაგებია ...
-ჰოდა თუ გასაგებია, ბატონო პროკურორო...ჩავსვავ ოცდაოთხი საათით მიზეზს რას დავეძებთ?!აქედან გასული კი ისეთი იქნება როგორც გალიიდან გაქცეული ნადირი...-გაიცინა გიორგიმ-ჰოდა ამის დედაც, გადავტენოთ მერე იარაღი და გავიდეთ სანადიროდ.
-შენ ,ვინც არ გიცნობს...-გაეცინა სამადაშვილს.-ასე როგორ დაგიმსგავსა ძმაკაცმა...
-ხო..ნიკოს სკოლაა...ნაცემია და შეშინებული,თუ თავის გადარჩენა უნდა პირდაპირ მფარველს მიადგება კარზე.ასე რომ დავახვედროთ ოცდაოთხ საათიანი გართობა...კურტანიძესთან ჩავსვათ.ორივე მაგრად გაერთობიან.
-მშვენიერია...-ხელი- ხელს შემოჰკრა სამადაშვილმა.
-ძალიან კარგი...-იდეით გახარებულმა ლაღიძემ, აწკრიალებულ მობილურს დახედა და წარბები შეკრა.შემდეგ ორი ნაბიჯით უკან დაიხია და სენსორზე სწრაფად გადაატარა თითი.-ჰო ?
-კლინიკაში მოდი,პატარა საქმეა-სწრაფად მიახალა მამაკაცის ხმამ და პასუხს არც დალოდებია ისე გაუთიშა ტელეფონი.ლაღიძემ კი ისევ შუშის მიღმა მომზირალ პროკურორს გახედა და მიუახლოვდა.-გასასვლელი ვარ გურამ.
-მიდი,მიდი..ამას ბიჭები მიხედავენ-თვალი შუშისთვის არ მოუშორებია სამადაშვილს, ისე უპასუხა.გიორგიმ, თავი დაუქნია და სწრაფად დატოვა ოთახი.


მანქანა,რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ გააჩერა თუ არა კარებშივე შეეგება მაღალი,თეთრ ხალათიანი მამაკაცი და ცივი მზერა შეანათა.
-რახდება ლუკა?-მის გამოწვდილ მარჯვენას თავისი შეაგება ლაღიძემ და არაფრისმთქმელ ნაცრისფერ თვალებში ჩააშტერდა.
-გიორგი,მთავარ ექიმს უნდა შენი ნახვა!-წამიერი პაუზის შემდეგ ამოილაპარაკა ლუკა ექიმმა და გაოცებულ ლაღიძეს, მხარზე მოხვია ხელი.-წამოდი,გველოდება.
მთავარი შესასვლელიდან არ შესულან,სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი ერთ ფრთიანი კარით შევიდნენ და მეორე სართულამდე კიბეს აუყვნენ, რომელიც პირდაპირ დერეფნის ბოლოში განთავსებული მთავარი ექიმის კაბინეტთან ადიოდა.ლუკა ექიმი, დაწინაურდა და კარზე ფრთხილად მიაკაკუნა შემდეგ კი შეხსნა და ნახევარი ტანით შევიდა შიგნით,თანხმობის მიღების შემდეგ დერეფანში მდგარი ლაღიძისკენ შემოტრიალდა და თავით ანიშნა შემოდიო.ლაღიძემ, გაოცებული სახით გადააბიჯა კარის ზღურბლზე და მოზრდილ კაბინეტს მზერა მოავლო, რომლის შუგულშიც სამუშაო მაგიდასთან, ფურცლებში თავჩარგული თეთრ ხალათიანი,დაახლოებით ორმოცდა ოთხი ,ორმოცდა ხუთი წლის მამაკაცი იჯდა.მის შესვლაზე თავი წამოსწია და სტუმარი მზერით გაბურღა.
-ლაღიძე!-სავარძლიდან წამოიმართა და სტუმარს ხელი გაუწოდა.დაბნეული გიორგი, სწრაფად მოეგო გონს და ნაცნობ მამაკაცს თავისი მარჯვენა შეაგება.
-გიგა!
-მიხარია შენი ნახვა!-ფართოდ გაუღიმა ექიმმა და სავარძელზე არ დაბრუნებულა,მაგიდას მოშორდა და კარში მდგარი ლუკა ექიმისკენ გადაინაცვლა, რაღაც გადაულაპარაკა დაბალი ხმით შემდეგ კი ოთახის შუაგულში მდგარ გიორგის მიუბრუნდა-წამოდი!
წინ წასულ ბართელს, ფეხდაფეხ მიჰყვა გაოცებული ლაღიძე და მასთან ერთად აუყვა მესამე სართულამდე კიბეს...შემდეგ კი დერეფნის ბოლოსკენ გაემართნენ.სადაც ორ ფრთიანი კარები, თავისი საშვით გააღო მამაკაცმა და ოდნავ ჩაბნელებულ ვიწრო დერეფანში გადაინაცვლეს..დაწინაურებული ექიმი, ერთ- ერთ კართან მივიდა და სახელური ჩამოსწია.კარი ფართოდ შეაღო და ერთ ადგილზე გახევებული ლაღიძისკენ შემოტრიალდა.-შემოდი!
-რა ხდება?-უარესად დაიბნა გამომძიებელი და კარის ზღურბლზე თამამად გადააბიჯა.წამში ეცა ცხვირში მედიკამენტების მძაფრი სურნელი.
-ესენი ჩაიცვი!-ხალათი და ფეხსაცმელზე ამოსაცმელი ბახილები მიაწოდა გაოგნებულ გამომძიებელს და დაელოდა მამაკაცი, როდის გაუყრიდა მკლავებს ცისფერ ხალათში .შემდეგ კი შუშის კარი ფრთხილად გამოაღო და რეანიმაციულ პალატაში აღმოჩენილმა ლაღიძემ, სწრაფად მოათვალიერა იქაურობა.აწრიპინებულ აპარატებსა და უამრავ მილებში გახლართულ ავადმყოფს დახედა და შუბლშეკრული დააკვირდა გამომეტყველება წამში შეეცვალა და ერთიანად გადაფითრებული უკან გადაქანდა,თუმცა მოასწრო და ხელით საწოლის ბოლოს ჩააფრინდა.თვალები დახუჭა და რამოდენიმე წამის განმავლობაში ასე იდგა შემდეგ გაახილა და ამღვრეული მზერა ჯერ ავადმყოფს დაანათა შემდეგ კი მოშორებით მდგარ ექიმზე გადაიტანა.
-ეს...ეს...ამის დედაც-ათრთოლებული ხელი, თავზე გადაისვა ლაღიძემ და თვალებიდან დაუკითხავად გადმოპარული მოღალატე ცრემლის ერთიცალი კურცხალი ხელით შეიმშრალა.-კი მაგრამ, როგორ?რანაირად?
-ვაბშე არ გამჭირვებია-გაეცინა გიგას-ამ საქმეში გამოცდილება მაქვს...
-კი მაგრამ, ის...ის..ამის დედაც, ის ისე ჰგავდა.
-სახეზე დააკვირდი გიორგი!-ისეთი შესახედავია საერთოდ არ ჰგავს საკუთარ თავს...არ ჰგავდა, უბრალოდ მიცვალებული იყო რომელიც უპატრონოდ მოკვდა.
-ჯანდაბა-ორივე ხელი თავზე იტაცა ლაღიძემ და ჩაეცინა შემდეგ კი აეტირა...კვლავ დამანჭა სახე...-ამის დედაც, დათუნაშვილო...ჯანდაბა...-იატაკზე დაეშვა და საწოლს ზურგით მიეყრდნო.ვერ ხვდებოდა უნდა ეცინა თუ ეტირა და ამ გაურკვევლობის გამო, ხან იცინოდა და ხანაც ტიროდა.ბარათელი ,უსიტყვოდ უყურებდა და სახეზე ერთი ნერვიც არ უტოკავდა.
-როგორ არის?-როგორც იქნა გააკონტროლა ემოციები ლაღიძემ და ამოხედა.
-გიორგი...-წამიერი პაუზა გააკეთა გიგამ, შემდეგ კი ხმაურით შეისუნთქა ჰაერი და განაგრძო:-არანაირი წინ სვლა არ გვაქვს.. ამის დედაც, ძალით ვიჭერთ,სამ დღეში სამჯერ გაუჩერდა გული.უკან უკან მიდის წინ წასვლის მაგივრად.მედიკამენტოზური მკურნალობა სრულის სიზუსტით უტარდება, მაგრამ ორგანიზმი ძალიან სუსტად არის და პირიქით გადარჩენისთვის კი არა სიკვდილისთვის იბრძვის....
-ანუ-ხმა გაუტყდა გიორგის და მეგობარს დახედა.
-მე არ ვთიშავ აპარატიდან...რამდენი წასვლას მოინდომებს ჯიუტად ვაბრუნებთ...ერთხელაც ...ამის დედაც, ერთხელაც ვერ დავიჭერ გიორგი...
-ოჯახმა უნდა იცოდეს...-ამოილაპარაკა გამტყდარი ხმით ლაღიძემ.
-რისთვის? მეორედ რომ გამოიარონ ის რაც უკვე გამოიარეს?-ხმას აუწია ბარათელმა.
-იქნებ...იქნებ...-სახეზ აიფარა ორივე ხელი ლაღიძრმ.
-არანაირი იქნებ გიორგი...ფაქტიურად მკვდარია.დღეს ,ხოო ზუსტად სამი საათის უკან გაუჩერდა გული, მაგრამ ლუკამ ივაჟკაცა.სასწაულების თუ გჯერა მხოლოდ მის იმედზე შეგვიძლია ვიყოთ...
-ჯანდაბა...სხვაგან რომ გადავიყვანოთ?!-იმედით სავსე მზერა შეანათა გიორგიმ.
-სად?-ხელები გაშალა ბარათელმა.-ქვეყნის ნებისმიერ კლინიკაში შეგიძლია გადაიყვანო თუ მიიღებს ვინმე...არავინ არ მიიღებს გიორგი,ვერც გარანტიას მოგცემ, გადაადგილებას გაუძლებს თუ არა...მე ,წამოვალ მაგის დედაც, მე გადავიყვან,დავუშვათ გავაქაჩინეთ და მივიყვანეთ არ მიიღებენ.არავინ არ მიიღებს, არ ვიცი ძმაო, ჩემზე და ლუკაზე კარგ პროფესიონალს თუ ნახავ მოიყვანე,აქ მოიყვანე და მე ვუთნობ იმდენი დღით რეანიმაციულს რამენიც დასჭირდება...მოიყვანე გიორგი.
-ანუ, გამოსავალი არ არის?-ათრთოლებული ხმა დაიმორჩილა ლაღიძემ.
-გერმანია,მაგრამ ვერ გაქაჩავს...ვერ დავიჭერ...მე ვერ ვაგებ პასუხს გერმანიამდე გესმის?! მე ვერ გავაქაჩინებ ...არა იმიტომ, რომ არ შემიძლია.არ გამოვა გიორგი ,ამდენი საათი ჰაერში არ გამოვა.მოკვდება.
-ჯანდაბა, ნიკო...-მეგობრისკენ შეტრიალდა ლაღიძე და ხელზე ხელი ფრთხილად ჩაავლო.-კარგი რა ბიჭო...ამას ვერ ერევი ამის დედაც?!ნიკო..-შუბლი ხელზე მიადო და ხმადაბლა ამოიბუზღუნა:-ვით იქცევი ძმაო...აი, ძმობას გაგიცებ ახლა რომ მიმტყუნო არ გაპატიებ.
- გავიდეთ, კაბინეტში ვილაპარაკოთ-მხარზე ხელი შეახო ბართელმა და წამოდგომაში დაეხმარა.შემდეგ კი სწრაგად დატოვეს პალატა.
-ეს ,არ უნდა დაგემალათ....-მაგიდის ზედაპირზე ორივე იდაყვით დაეყრდნო გიორგი და ჯერ ლუკას გადახედა მერე კი ბარათელს.
-ოპერაცია მე გავაკეთე -ხმა ამოიღო ლუკამ-მოკვდა ,შენს ძმობას გეფიცები ,მაგრამ ჩემი გამოსვლიდან ორ წუთში გიგა შესულა და მათ შეძლეს ოპერაციის დასრულება.
-მერე, რატომ არ თქვით? ვიღაც რომ დაგვამრხინეთ?!-ტონს აუწია ლაღიძემ.
-შენ შიგ ხო არ გაქვს ბიჭო?-ხმა გაუცივდა აქამდე ჩუმად მჯდარ ბართელს.-რა პასუხს ელოდები ჩვენგან? კაცი გადავარჩინეთ ძმაო, მერე ის ყ*ე მინისტრი გამოვიდა და ხალხს მიუსამძინრა დაიბრიდა თქვენი პროკურორი და ძალიან ვწუხვარო...მინისტრი, რომ გამოდის რას ნიშნავს? იმას რომ მძღრენი აქვს ნაჭამი და თავად ცდილობს თავისი ჩასვრილის ასუფთავებას...რომელ წესების და კანონების დარღვევაზე გინდა მელაპარაკო შენ მე?-ნაცრისფერი თვალები ბრზით აუელვარდა ბართელს.-ნიკო, არაა ხელწამოსაკრავი ფიგურა და მაგიტომაც შეკერეს ის საქმე, ვითომ მკვლელი აიყვანეს და რაღაც სირობები..გამომძიებელი ხარ და ეგ არ უნდა გეშლებოდეს.მოკვდა დათუნაშვილი...წადით და გათხარეთ ის საფლავი...ხოო, მოკვდა და ვსოო?! ეგაც შენი კანონო და სამართალი ქვეყანას დედა აქვს მოტყნული, კაცისშვილს არაფერში სჭირდება შენი კანონები...დღეს, ცხოვრება ისეაა რაც უფრო დიდ მაყუთს გაჭრი...რაც უფრო ბევრს მოიშორებ და შენ იქნები კარგად,ჯიგრულად, მით მეტად დაგაფასებენ.ეს ნაროდი, ისევ მაგთ უკრავს ტაშს და არა გარდაცვლილ დათუნაშვილს რომელიც მთელი ცხოვრება ისევ ამათთვის იტყნავდა კარგისტრაკს.გასაგებია გიორგიი?! მოდი ახლა და შენ მე გამამტყუნე იმიტომ, რომ არ მინდოდა მთელი თავისი ცხოვრების ნაწვალები ვიღაცა ნაბიჭვრის ნასროლი ტყვიით წყალში ჩაეყარა...იმიტომ, რომ მე არ მინდა ნიკამ ასე დაამთავროს ,რადგან არ იმსახურებს...არ იმსახურებს ძმაო და მოდი და შენ მე ბართელი, გამამტყუნე იმიტომ რომ მე ამ ქვეყანში ვცხოვრობ, მეც მეხება ეს უსამართლობა,ჩემს ცოლსაც და სამ შვილსაც, რომლებიც ამ ჩამძღრენებულ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ და ნამდვილად არ მინდა იქ, სადაც ჩემი შთამომავლობა,შენი შთანომავლობა და კიდევ უამრავი ჩვენნაირის შთამომავლობა გაიზრდება ქვეყანას კორუფცია და უსამართლობა მართავდეს.არ მინდა იმიტომ რომ მე ,მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა ჩემი შვილები აქ გაიზარდნენ ნამდვილ ადამიანებად და ეს საქციელი ჩემი პირველი გადადგმული ნაბიჯია ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.-სიგარეტს მოუკიდა ბართელმა.
-უბრალოდ, ნიკამ უნდა შემიწყოს ხელი რასაც არ ცდილობს.მისი აზრზე მოსვლა გვჭირდება...მთვარია გაიღვიძოს,რასაც არ აკეთებს.
-რა უნდა ვქნათ?!-სახიდან ხელები მოიშორა ლაღიძემ.
-ლოდინის მეტი არაფერი შეგვიძია-მხრები აიჩეჩა გიგამ და გამოღებული ფანჯრიდან გაბოლა.
-ის გოგოა აქ-ხმა ამოიღო მანამდე ჩუმად მჯდარმა ლუკამ.
-რომელი გოგო?!-თავი წასმოსწია შუბლშეკრულმა ლაღიძემ.
-ის, გამხდარი გოგო,ოპერაციის დღეს ვნახე...
-ნენე?-გაოცება ვერ დამალა ლაღიძემ-აქ რა უნდა?
-გუშინ ღამ მოიყვანეს...ცუდად გახდა რუსთაველზე და გამვლელმა სასწრაფოში დარეკა. აქ მოიყვანეს,სუსტადაა,გამხდარია საშინლად უჭმელობისგან ჰემოგლობინი დავარდნილი აქვს უჭირს ფეხზე დგომა...
-ჯანდაბა...-ამოიოხრა ლაღიძემ.
-ეგ რა მაგის პასუხია და რა ურთიერთობა ჰქონდათ?-ფანჯარას მოშორდა გიგა და თავის სავარძელში ჩაეშვა.-ნახა და ისეთი რეაქცია ჰქონდა უბრალოდ ნაცნობებზე ესე არ ხდებიან ცუდად.
-ცოტა ხანს ხვდებოდნენ-მხრები აიჩეჩა ლაღიძემ.ნუ, რამოდენიმეჯერ შეხვდა ნიკა.
-ანუ უყვარს...ამ გოგოს, უყვარს.
-ალბათ.
-მშვენიერი...ვნახოთ აბა რა რეაქცია ექნება ბატონ ნიკოლოზს მის ხმაზე.თუ არა და ნინას დავურეკავ.-კეფა მოიქექა ბართელმა.
-ლიზას ჰო არ ვუთხრა?-ყრუდ ამოილაპარაკა ლაღიძემ.
-ბავშვი ,სად ჰყავთ?-საუბარში ლუკა ჩაერთო.
-გერმანიაში...ჯანდაბა, შეუშვით ნენე თუ არა და მოვიყვან ლიზას.
-უნდა გაიღვიძოს...მთავარია გაიღვიძოს გიორგი...ლიჟბი გაიღვიძოს და დანარჩენს მივხედავთ.არ გინდა ლიზა,მივიყვან ამ პატარა გოგოს, თუ არა და მოვა ნინია ვსო.
-როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ...
ბართელმა, ღრმად ამოიოხრა და სახე მოისრისა.
-მთავარია ეს ღამე გადავაგოროთ...მთავარია ეს ღამე გადავაგორით გიორგი...აქ ვართ დღეს ,მეც და ლუკაც...მთავარია ის იყოს აქ...უბრალოდ გადაწყვიტოს რომ უნდა დარჩეს და დანარჩენს გამოძვრება.ერთი შეტევად და მორჩა...აი ჩათვალე რომ შანსი აღარ აქვს არანაირი..გესმის?
გიორგიმ, უსიტყვოდ დაუქნია თავი და წაშლილი სახით წამოდგა ფეხზე.
-წავალ, იმ გოგოს ვნახავ. .
-მიდი და დაგირეკავთ როგორ იქნება საქმე.-თავი დაუქნია გიგამ, ლუკა კი სკამიდან წამოდგა და წინ წასულ ლაღიძეს უკან გაჰყვა.
-ლუკა...-დერეფანში შეჩერდა ლაღიძე და ექიმს იმედით სავსე მზერა შეანათა.
-არ ვიცი გიორგი...უნდა დაველოდოთ.დერეფნის ბოლოშია მისი პალატა -ხელით დერეფნის ბოლოსკენ ანიშნა და თავად რომელიღაცა კარის უკან გაუჩინარდა.



იატკზე ,მუხლებით დამდგარს თავი საწოლის კიდეზე ჩამოედო ნიკაპით და მკლავზე დროდადრო კოცნიდა.თხელი თითები კი მისი თითებისთვის ჩაევლო და ამომჯდარ გულს ,რომელიც ყელში აწვებოდა ვერ აბრუნებდა თავის ადგილზე.
-ელაპარაკე!-ზურგს უკნიდან ექიმის ხმა მოესმა და შემდეგ დინჯი ნაბიჯებით გავიდა ოთახოდან.
-ნიკა-ამოიჩურჩულა გატეხილი ხმით გოგონამ-ისიც კი არ ვიცი გესმის თუ არა ჩემი?არ ვიცი, ...ჯანდაბა ნიკა, მართლა არ ვიცი ახლა ჩემი თავისთვის ვლაპარაკობ თუ გესმის...ძალიან მენატრები,იცი...იცი ჯანდაბა, ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი გახდი ...უბრალოდ ვერ ვუძლებ უშენობას.ვიცი, რომ არაფერს ვნიშნავ შენთვის,ვიცი რომ ის დღეები რაც ჩემთან გაატარე არაფერია...ვიცი, რომ არ მაქვს რამეს მოთხოვნის უფლაბა მაგრამ ჯანდაბა...მაინც გთხოვ ,უბრალოდ არ დამტოვო...არ დამტოვო რაა...არ იყო ჩემთან,არ გერქვას ჩემი, მაგრამ იმის ცოდნა რომ სადღაც ხარ,ცოცხალი ხარ,ისევ ისეთი როგორიც მე მახსოვხარ...მეტი არაფერი მინდა.,მეტი არაფეტი მინდა შენგან ,გეფიცები...შენს თავს გეფიცები ნიკა...მე ,არაფერი მინდა შენგან...საერთოდ არ შეგაწუხებ,საერთოდ არ დაგენახვები, შენ ოღონდ გაიღვიძე და მითხარი რომ არ გინდა ...არ გინდა რომ მხედავდე ,არ გინდა რომ ჩემი გესმოდეს,არ გინდა რომ რამეს გახსენებდე არ გინდა რომ საერთოდ ვარსებობდე.. შენ მითხარი ძალიან გთხოვ...-ცრემლები ხელისგულით შეიმშრალა გოგონამ და ნიკაპის თრთოლვით განაგრძო:-შენ მითხარი ნიკა... სანამ ამას ნეტყვი...მინდა იცოდე, რომ სულის შეხუთვამდე მენატრები,ცუდად ვარ,ხელებზე შენი სისხლი მაქვს და ცუდად ვარ,ჩემს საწოლს, შენი სურნელი აქვს და ცუდად ვარ...იცი ,შენი წასვლის მერე ჩემს საწოლში ერთი ღამითაც არ მძინებია...იცი, ყოველ ღამ იმ საწოლთან მჯდარი ჩვენი ერთად ყოფნის დეტალებს ვიხსენებ და ნელ- ნელა ვკვდები.ვერ ვერევი...შენ, უბრალოდ იმდენი ხარ ნიკა, ვერ გერევი...ძალიან გთხოვ...მიდი ამის დედაც!-ხმას აუწია გოგონამ და იატაკიდან წამოდგა-მიდიი...გაახილე ეგ წყეული თვალები და მითხარი...ხოო, მითხარი რომ სიამოვნებით მომკლავ, რადგან დაუსრულებელი საქმე დაგრჩა და გგონია მეც ამ ნაგავში ვარ კისრამდე ამოსვრილი. მითხარი ნიკა, რომ ვერ მიტან,მითხარი რომ არაფერი ვარ შენთვის...მითხარი რადგან ვერ ვუძლებ, მოვკვდები....ახლა შენ რომ მოკვდე, ჯანდაბა...-სახეზე ხელები აიფარა და ხმამაღლა ატირდა-ახლა რომ მოკვდე...მეორედ რომ მოკვდე ნაბი**ჭვარო...თავს მოვიკლავ ,შენს თავს გეფიცები...თავს მოვიკლავ ნიკა...და ამაში შენ იქნები დამნაშავე, შეენ...თავკერძა იდიოტი.. სიგიჟემდე რომ შემიყვარდა.შემიყვარდი ნიკა...შემიყვარდი და უშენოდ არ მინდა...გესმის, არ მინდა.მითხრი ვინ გიყვარს სიგიჟემდე ნიკა,მითხარი ვის გამო ისურვებდი სიცოცხლეს და შენს თავს გეფიცები მივალ და მუხლებში ჩავარდნილი ვთხოვ შენთან მოსვლას...მითხარი...უბრალოდ თვალი გაახილე და მითხარი ვინ გიყვარს...მოგიყვან, მე თავად მოგიყვან...ნიკა..-საწოლს მიუახლოვდა და წინ გადახრილი შუბლზე ფრთხილად შეეხო ტუჩებით.-მოგიყვან ნიკოლოს...მოგიყვან.-უკან სვლით მოშორდა საწოლს და პირზე აფარებული ხელით კარს ეცა.დერეფანში მდგარ ექიმს, ლამის შეეჯახა და არეული ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს.ექიმმა, თვალი გააყოლა მიმავალ მხრებში მოხრილ გოგონას, რომელსაც ტირილისგან მთელი სხეული უთრთოდა შემდეგ კი ოთახში შებრუნდა და საწოლს მიუახლოვდა.პაციენტი ისევ უცვლელ მდგომარეობაში იყო და ისევ ისე განაგრძობდა ბრძოლას როგორც მანამდე.მონიტორზე ყველაფერი ნორმაში იყო ...ჟანგბადიც ნორმალურად მიეწოდებოდა, მხოლოდ რაღაც არ იყო ნორმაში ეს რაღაც კი მისი მარჯვენა ხელის თითები იყო რომელიც მანამდე გაშლილი ჰქონდა ახლა კი მუჭად შეეკრა...
-ამის დედაც...-მზერა ხელზე გადაიტანა ექიმმა, რომელიც მის თვალწინ შეირხა.თითები გაიშალა და სხეული ოდნავ შეირხა...მოძრაობაზე აპარატები აწრიპინდა და გულის ცემის სიხშირემ საგრძნობლად მოიმატა...
-მიდი ...მიდი -ექიმს, სახე გაებადრა და თვალს არ აშორებდა აპარატს, შემდეგ ხელი მის მაჯაზე გადაიტანა და თითებით ძლიერად ჩააფრინდა.-მიდი ნიკა...ამის დედაც ,მიდი!გაახილე თვალები მიდი!მიდიი!!-ხმას უწევდა ექიმი.ახროტინებული ხელოვნური სუნთქვის აპარატი და დაძაბული მთელი სხეული, რომელიც კრუნჩხვიანივით შეირხა .გულის ცემის სიხშირემ უარესად მოიმატა და მაქსიმუმამდე მისულმა ნელ -ნელა ქვემოთ დაიწყო სვლა...ისევ ჩამოყარა მანამდე აკრეფილი ციფრები და ძველ ადგილს დაუბრუნდა.მაგრამ თვალი მაინც არ გაუხელია პროკურორს.

ღამის სამ საათზე, კიდევ ერთხელ დააფეთა ისედაც დაფეთებული ექიმები დათუნაშვილის ოთახიდან გამოსულმა ავის მომასწავლებელმა ხმამ და კიდევ ერთხელ ჩაჯა ფერწასული რიბკინა, ხმამაღალი ქვითინით პალატის კართან, იატაკზე.კიდევ ერთხელ ჩააფრინდნენ მკლავებში ექთნის ხელები და პალატაში დაბრუნების მაგივარდ რეანიმაციის ოთახში შეიყვანეს, სადაც ავადმყოფთან დახრილი ექიმი ნერვიულობის მაგივრად ყურებამდე იღიმებოდა...ცრემლისგან დაბინდული მზერით, ვერაფერს არჩევდა,ამიტომ თვალები ძლიერად ჰქონდა დახუჭული და მთელი სხეულით ციებიენივით კანკალებდა...მის სმენას სანატრელი ხმა რომ მისწვდა.
-ისევ მინდა შენი მოკვლა "ნენე"
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.