შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინლად მშვენიერი (თავი მეცხრე)


21-10-2018, 11:47
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 585

საშინლად მშვენიერი (თავი მეცხრე)

საკანში შევედით, გავუყევით გისოსებს და შევნიშნე კედელს აყუდებული მომტირალი სანდრო. ზრდილობაზე ფიქრი ამ დროს ცოტა არ იყოს რთულია, საერთოდ ისიც გამიკვირდა რომ არ მოვკალი. გისოსებს ხელები ჩასჭიდა ახლოს მოვიდა და დაიწყო საუბარი კანკალით...
-ჩემო საყვარელო, მითხარი რომ მაპატიებ.
ცინიკურად ჩამეცინა, ახლის მივედი ორივე საყელოში ხელი ჩავჭიდე და ყვირილი დავუწყე.
-დამცინი ხო? დამცინი? გაპატიო რომ მშობლები დამიხოცე? გაპატიო რომ საკუთარი და გზაზე გადათელე და თან დახმარების ხელიც კი არ გაუწოდე, არანორმალურო... ვინ ხარ ასეთი გიჭი ვიინ მიპასუხე.
გამწარებული ვყვიროდი, ვკანკალებდი. რაც ძალი და ღონე მქონდა ვაჭანჭყარებდი სანროს, თვალებიდან ცრემლები მცვიოდა. გიორგი ხელზე მექაჩებოდა და თან ცდილობდა დამშვიდებას, გაფითრებული სახით მეუბნებოდა...
-ლინდა გეყოს... დროს უკან ვერ დააბრუნებ...
მისი სიტყვები ყურებში უბრალოდ შედიოდა, არაფერი მესმოდა... კვლავ ყვირილს ვაგრძელებდი.
-ინანებ, აქ მოკვდები. ილოცე რომ ჩემი ხელით არ მოგკლა... იოცნებე რომ ოდესმე კიდევ ნახო სამყარო.
გიორგიმ როგორღაც ხელიდან გამომაცალა სანდრო, ისე ჩამიხუტა ხელებს ვეღარ ვატოკებდი, მაგრამ კვლავ ვტიროდი და ვყვიროდი.
-რამდენი ადამიანი მოკალი შე არამზადა...
ამ სიტყვებმა ლამის დააჩოქა...ჩურჩულით მევედრებოდა.
-გთხოვ, გთხოვ ნუ ყვირი ამისთვის სამუდამოს მომისჯიან.
უფრო და უფრო განრისხებულმა დავუწყე ყვირილი.
-ააა, და შენ გინდა კიდევ იარო ქუჩებში წყნარად?.. ვერ ეღირსები... მაგის პირობას მე გაძლევ... შეშლილო.
-დაწყნარდი ლინდა, წავედით... შენთან სალაპარაკოდ მე მოვალ. შუბლზე მაკოცა, გულში ჩამიკრა. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. როგორღაც საკანიდან გამათრია.
-რატოომ? მითხარი რატომ? მოვკლავ გიორგი. მოვკლავ. რომ გამოვა ჩემი ხელით დავახრჩობ.
-ლინდა... ღრმად ამოისუნთქა და ხელები ძლიერად ჩამჭიდა მხრებზე. -შენ ხომ მითხარი... ის არ არის შენი არც ერთი ცრემლის ღირსი... ამით მე მტკენ და საკუთარ თავს გესმის?
-არ მინდა. ცხოვრება აღარ მინდა. მაღიზიანებს მისი არსებობა, მინდა რომ მოკვდეს.
-და შენ რას შეგმატებს მისი სიკვდილი.
საუბარი შევწყვიტე, ცრემლები ნაზად მომწმინდა სახიდან, მივეკარი და ღრმად ამოვისუნთქე. აკანკალებული ხმით, ჩუმად ვუთხარი.
-არ ვიცი, მაგრამ მაინც არმინდა რომ ის ცოცხლობდეს. მინდა რომ ისე გაწამდეს როგორც ჩემი მშობლები, ჩემი და და მე გამაწამა.
-სამაგიეროს თავად ცხოვრება გადაუხდის ლინდა. ნუ გაბოროტდები. წამოდი, ჩაჯექი მანქანაში.
მანქანაში ჩავჯექი, ღვედი გადავიჭირე და თავი მანქანის მინას მივადე. ვფიქრობდი, ვიტანჯებოდი, მაგრამ არ მინდოდა ეს ტანჯვა დამენახებინა გიორგისთვის თუმცა მას ეს ყველაფერი უსიტყვოდ ესმოდა და გრძნობდა.
-სად მივდივართ? ვკითხე გადაღლილი, ჩახლეჩილი ხმით.
-შენზე ქალაქი ცუდად მოქმედებს. ამიტომ ცოტა ხნით აქედან წავალთ.
არვიცი რატომ, მაგრამ საშინლად გამამწარა მისმა ქმედებამ.
-სახლში მიმიყვანე.
-ლინდა... შევაწყვეტინე.
-გიორგი ან სახლში მიმიყვან, ან ჩვენი ურთიერთობა აქვე დასრულდება.
-გეყოს სისულელეები.
-გააჩერე. ვუყვირე.
დაიბნა, არ იცოდა რა ექნა. მანქანა გამიჩერა, ღვედი მოვიხსენი, უკანა სავარძლიდან ჩანთა ავიღე და მანქანიდან გადავედი.
-სერიოზულად?
-არასერიოზულს ხედავ რაიმეს?
კარი დავკეტე, მცირედი დაცდის შემდეგ გაზს დაადგა და საშინელი სიჩქარით გაუდგა გზას.
მივიხედ მოვიხედე. გზაზე არავინ მოძრაობდა. არც სახლი,არც მაღაზია,არც სასტუმრო არაფერი იყო. განვაგრძე სიარული. როგორც კი პირველივე მანქანამ გამოიარა სასწრაფოდ მივბრუნდი და გიჟივით დავუწყე ხელების ქნევა. მანქანა გააჩერა, მინა ჩასწია და გაკვირვებით მკითხა.
-ლინდა პეტროვა?
გამიკვირდა, თავი უკან გავწიე და წარბები წემოთ ინსტიქტურად ამეწია.
-უკაცრავად გიცნობთ ბატონო?
-არა მაგრამ მე გიცნობთ. ხელი გამომიწოდა და თავი გამაცნო. -დავით მაჩაბელი.
თვალები გამიდიდდა. ყბა ლამის მუხლებამდე ჩამომივიდა, ენა დამება ძლივს ვკითხე.
-თქვენ... იცნობთ ვინმე გიორგი მაჩაბელს?
სახე შეჭმუხნა და თავი გააქნია.
-მსგავსი არავინ გამიგია მაგრამ გვარი მეცნობა. თან ჩუმად ჩაიცინა.
-მოიცადეთ როგორ? დეტექტივ გიორგი მაჩაბელს მართლა არ იცნობთ და თქვენის არავინ არ არის?
-იქნებ ჩაჯდე მანქანაში და მითხრა სად გნებავს წასვლა.
კარი გავხსენი და სავარძელზე დავჯექი.
-საიდან მიცნობ?
გადაიკისკისა და მითხრა.
-ერთ დროს ქალაქში ყველა ბანერზე თქვენი სახე და ჰოსპიტალი იყო გამოსახული.
-გასაგებია. მაგრამ ნაწილობრივ მაინც არ მჯერა.
-კარგი გეყოს, სად მივდივართ?
-ჩემს ჰოსპიტალში, იცი მისამართი.
-რა თქმა უნდა. გასაუბრებაზეც ვიყავი მთავარი ექთნის თაობაზე მაგრამ თქვენს ასისტენტს არ მოვეწონე.
სწრაფად მივატრიალე თავი და ვუთხარი.
-მოიცადე სოფის გაესაუბრე?
-ხო რაღაც მაგდაგვარი, დაბალი გოგონაა ცისფერთვალება.
ტელეფონისაკენ ხელი წავიღე, ჩანთიდან ამოვიღე.
-ჯანდაბა, შეგიძლია დამარეკინო?
-კი რათქმაუნდა, მარცხენა ჯობეშია ტელეფონი.
-შენ რა მეხუმრები?
-მე ვერ ავიღებ საჭესთან ვზივარ.
ნელა გადავიწიე მისკენ და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე.სოგის ნომერი ავკრიფე და დავუცადე როდის მიპასუხებდა. და მისი წრიპინა ხმაც გაისმა.
-გისმენთ, რით შემიძლია გემსახუროთ.
-სოფი, შენი აზრით გაქვს უფლება გასაუბრებიდან მოხსნა მსურველები ჩემი ნებართვის გარეშე?
-ქალბატონო ლინდა, ეს თქვენი ახალი ნომერია?
-მიპასუხე სოფი.
-მაგდაგვარი არაფერი გამიკეთებია.
-დავით მაჩაბელი. ხომ არ გეცნობა?
წამიერმა სიჩუმემ დაისადგურა, შემდეგ კვლავ განაგრძო.
-იცით ის საშინლად უტაქტო ადამიანია.
-სხვათა შორის ეს უტაქტო ადამიანის ნომერია და ეს უტაქტო ახლა ჩემს გვერდით არის.
-კი მაგრამ, მე არ ვიცოდი თუ...
-სოფი ამის შემდეგ, კვლავ განმეორდება ასეთი რამ და დაემშვიდობე შენს სამსახურს.
ტელეფინი დავუბრუნე, მან კი გაოცებით მითხრა.
-მგონი არ უნდა მეთქვა, გამოდის რომ სოფი ჩავუშვი.
-არაფერია, შეცდომას მიხვდება.
-მგონი სწორად მოიქცა ეგ გოგო რომ გასაუბრებიდან მომხსნა. შენნაირ უფროსს მე ვერ გავუძლებ.
-ხვალ ორზე უნდა მივიდე ჰოსპიტალში გასაუბრებაზე მოდი თუ გინდა. ახლა უკვე ჩემს მაგივრად ხშირად ნიკოლოზ წერეთელი დაგხვდება. მართალია ჯერ საცდელი პერიოდი აქვს მაგრამ... არც სხვა იქნება პრობლემა.
დიდხანს ვიარეთ, ვისაუბრეთ, ვიცინეთ მაგრამ არანაირად არ აღიარა რომ გიორგისთან რაიმე აკავშირებდა. თითქოს გული მკარნახობდა რომ მისთვის ეს სახელი და გვარი სულაც არ იყო უცხო მაგრამ ამ ყველაფერს გამეტებით მალავდა. მათი საუბარი, მიმიკები, მანერები რაღაც საერთო მსგავსება იყო მათ შორის. დიდ კავშირს ვხედავდი მაგრამ ეს ყველაფერი რისთვის მიმეწერა მაინც არ მიცოდი.
-აქ გააჩერე მეტად აღარ შეგიშვებენ, ვუთხარი და ღვედი მოვიხსენი.
-როგორც გენებოს, ხვალ თქვენთან ვარ, ზუსტად ორზე.
-გმადლობთ, ხვალამდე.
ჰოსპიტალის კარის ზღურბლი გადავკვეთე, კიბეებით ვისარგებლე, შევედი ჩემს კაბინეტში და დავიწყე უამრავი საქმის მოგვარება.
ამ დღეების განმავლობაში უნდა ვთქვა რომ სათანადოდ ჩემს ჰოსპიტალს ყურადღებას ვერავინ აქცევდა. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა როდესაც ამხელა დაწესებულებას ხელმძღვანელობ.
კარზე კაკუნი გაისმა.
-მობრძანდით.
კარი ფრთხილად შემოაღო, სახეზე ეშმაკური ღიმილი უთამაშებდა.
-ქალბატონო ლინდა მინდა რომ რამოდენიმე საბუთს გადახედოთ და ხელი მოაწეროთ, თქვენს გარეშე ამას ვერ გადავწყვეტ.
-მადლობა ნიკა, აქ დატოვე და ცოტა ხანში სოფი შემოგაწვდის.
უსიტყვოდ გაბრუნდა კარისაკენ.
სავარძელს მივეყუდე და ღრმად ამოვისუნთქე, ჩემთვის ჩავიჩურჩულე. -არც კი იცი რა გელოდება წინ. გამოუსადეგარი არსება...
საქმეები რომ მოვამთავრე შენობიდან გამოვედი და მანქანისკენ წავედი. დეტექტივის მანქანა შევნიშნე და ახლოს მივედი, ტელეფონზე საუბრით იყო გართული. მინაზე მივუკაკუნე და ხელით ვანიშნე რომ ჩაეწია.
-კარგ ხასიათზე ჩანხარ. ვუთხარი დამცინავად.
-ქალბატონო ლინდა, შემიძლია რამით დაგეხმაროთ.
მისმა საქციელმა იმდენად მომიშალა ნერვები, რომ ნამდვილად ვერ ავღწერ.
-გადაწყვიტე მეთამაშო? ახლა ვარ ''ქალბატონი ლინდა''? შუა გზაზე რომ დამტოვე მაშინ ვინ ვიყავი საინტერესოა.
ტელეფონი ყურიდან ჩამოსწია, გაეცინა და მითხრა.
-მე თქვენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუ არ გინდოდათ მანქანიდან გადასვლა არავინ გაგდებდათ, და თუ არც ახლანდელი სიტუაცია გაწყობდათ ესეც თქვენი ბრალია. მინა ასწია და ჰოსპიტალის ეზოდან გავიდა.
გაბრაზებულმა, განაწყენებულმა ამოვიღე ჩანთიდან გასაღები და წავედი ბარში.
-1 ბალანტინი.
რამოდენიმე წუთში ახალგაზრდა ოფიციანტი ჭიქით ხელში ჩემს მაგიდასთან გაჩნდა. მაგიდაზე დადგმული ჭიქა კვლავ ხელში დავაჭერინე.
-მე გითხარით 1 ბოთლი ბალანტინი. ანგარიშიც ახლავე მომიტანეთ.
-ქალბატონო ინებეთ თქვენი ვისკი
-რამდენი უნდა გადავიხადო?
თითქოს მოელოდა რომ სასმელს უკან წავაღებინებდი, თანხის გამო ამიტომ ჩუმად მითხრა.
-165 ლარი.
-გმადლობთ აიღეთ.
მთელი საღამო ვიჯექი მარტო, ვსვამდი ჩემს ვისკის და უფრო და უფრო იწყებდა სამყარო ტრიალს. ძალიან დავთვერი, ქცევებს ვეღარ ვაკონტროლებდი.მხოლოდ და მხოლოდ ის მახსოვს როგორ შემოვიდა ბარში ბატონი დავით მაჩაბელი ვიღაც უცნობ მამაკაცთან ერთად, ამიყვანეს ხელში და წამიყვანეს... არ ვიცი სად.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent