შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

You Touch Me Right And You Love Me Wrong ~1~


21-10-2018, 21:17
ავტორი ანნა 541
ნანახია 358

You Touch Me Right And You Love Me Wrong ~1~

დანაშაული?... ამას ყველანი ჩავდივართ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. მისი აღიარება, გაანალიზება, გამოსწორება - საშინლად რთულია. რთულია იმაზე იფიქრო თუ რა ჩაიდინე არასწორად. რთულია იმის გაგება თუ როგორ სტკენ სხვას ამით გულს. ერთი შეცდომაც საკმარისია, ერთი არასწორი ნაბიჯიც, რომ სრულიად შეცვალო შენი ცხოვრება.
ეს ამბავი ცოტა არ იყოს სევდიანია. მასში მონაწილე პირებისთვის არიყო ცნობილი თუ მათი ცხოვრება ასე წარიმართებოდა. სწორედ იმ არასწორმა ნაბიჯმა, არასწორად შერჩეულმა დრომ თუ პერიოდმა განაპირობა ისე წარმართულიყო ყველაფერი და ისე მწარედ შეჯახებოდა ბედს მათი ცხოვრება, როგორც მოქცევის დროს დიდი ორმეტრიანი ტალღები, რომლებიც შუაზე იპობა შეხეთვებისას. მე ვინ ვარ?...ამბავს უინტერესოს გახდის და მოულოდნელობის ეფეტს დაგიკარგავთ თუ ამას ახლავე გაგიმხელთ. მხოლოდ ერთს გეტყვით - მე იურა მქვია. ეს ამბავი ცოტა მეც მეხება, მაგრამ მოდი ყველაფერი თვიდან დავიწყოთ.
გაზაფხულის მშვიდი საღამო იდგა. ხეები ფოთლებს ხელახლა ისხამდა და გარემო ცოცხალ, ხალისიან ფერებს უბრუნდებოდა ცივი და სუსხიანი ზამთრის შემდეგ. ხალხიც უფრო ღია, თავისუფალ ტანსაცმელს დაუბრუნდა ნათელი ფერებით და ქალაქს ერთი დიდ ლამაზი, მრავალფეროვანი ცისარტყელასავით ალამაზებდა, რომელიც თბილი და შხაპუნა წვიმის შემდგომ ჩნდება. ოდნავ დაღონებულ, უკვე მოწმენდილ ცაზე. ეს ყველაფერი ისეთი წარმოსადგენია როგორც ზღაპრებსა და ფილმებში სადაც ყველაფერი ''happy end'' - ით მთავრდება. თუმცა ამ სილამაზის უკან მაინც იმალება მუქი ფერები, ბოროტება, სიძულვილი, დანაშაული და სიკვდილი. გარშემო ისევ სროლის ხმა ისმის და ქუჩა ნახევრად სავსეა გვამებით, დაჭრილებით, შეშინებული ადამიანებით და პოლიცილებით, რომლითაც ხალხი შეშინებულია მიუხედავად იმისა, რომ, მათგან თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ. ამ ალიაქოთსა და ხალხის ხმაურს კი სასტიკად დამაყრუებელი სირენა ფარავს, რომლითაც სასწრაფო დახმარება მოდის. ყველაფერს შენელებული კადრით წარმოვიდგენ ხოლმე, ისე როგორც ფილმებშია. კვამლში გახვეული ხალხი, რომელთა მათგანიც ზოგი ძირსაა მიმოფანტული, ზოგი თავის საშველად გარბის ან თავისიანს ეხმარება. სამოქალაქო პირების შორის კი არიან ადამიანები მედდის ფორმით, ჯარისკაცის ფორმით, პოლიციის ფორმით და სახანძროს ფორმით.
- პირველ რიგში ქალები და ბავშვები გაიყვანეთ!!! - გაისმა ღრიალის ხმა, რომელიც სირენის დამაყრუებელ ხმას ფაქტიურად უტოლდებოდა. არაფრის გაგონების საშვალებას არ გაძლევდა, ხალხის ყვირილი თუ საპატრულო მანქანების ხმა. - ქალები და ბავშვები, სწრაფად!!!. - ღრიალებდა პოლიციელი. ფიზიკური მდგომარეობა? სტაბილურად კრიტიკული... სიმართლე გითხრათ არასდროს ვიცოდი ამ სიტყვის მნიშვნელობა, სტაბილურად? პლიუს ამას კრიტიკულად? ეს რაღაც უცნაური იყო, მაგრამ მგონი ამ შემთხვევას სწორად ვუწოდე. იარები მას მთელ მარჯვენა მკლავს უფარავდა და მისი ფორმა ზურგის მიდამოშიც დანით დასერილს ჰგავდა, ტყვიის ნაკაწრებისგან და სისხლს არასახარბიელოდ ჰკარგავდა. მაგრამ ახლა მისი სხეული დიდი რაოდენობით ადრენალინს გამოჰყოფდა და ვერ გრძნობდა ამ ჭრილობებისგან მიყენებულ ტკივილებს.
- ლუჰან,სწრაფად აქეთ!!! - უცბად ხმა მოესმა და მაშინვე მისი ღია, მრგვალი თაფლისფერი თვალების აქეთ იქით ცეცება დაიწყო და გზა ძვლივს გაიკვლია. როდესაც დანიშნულ ადგილს მიაღწია უფროსი უკვე საკაცეზე იწვა და სასწრაფო მანქანაში აჰყავდათ.
დაბნეულობას არ მოუცვია ის, არც შიშს. სწრაფადვე გადადგა ნაბიჯი და სასწრაფო მანქანას თან გაჰყვა. ჩაჯდომისთანავე მანქანა ადგილს მოწყდა, თითოს შავ გრძელ სავარძელზე მჯდომ ლუჰანს, რმელსაც წინ ნაკერებით სავსე და სასუნთქ მილზე შეერთებული უფროსი ეწვა წონასწორობა დაკარგაო. სირენის ხმა ნელ ნელა გამოერკვა იმ ალიაქოთს რაც იმ ადგილად ხდებოდა. ხალხი უკვე მოშორებული იყო იმ ადგილს და შორიდან უცქერდნენ თუ როგორ ცდილობდნენ მეხანძრეები მთელი ძალით, უკვე საკმაოდ ხანძრისგან შელახული შენობის ჩაქრობას.
- გისმენთ? - სახლში სიმყუდროვე ტელეფონის ზარმა დაარღვია და მას სტაფილოს ლუკმით გამოტენილმა ხმამ უპასუხა, რომელიც საყვარლად ცდილობდა ბგერები გარკვევით გამოეცა, თუმცაღა მალევე ანას ხმა ტირილით შეიცვალა და ყვირილი აღმოხდა, რომელიც დედას ეძახდა.
- ანა რა მოხდა? - სამზარეულოში საჭრელი ხელსაწყოების ვარდნის ხმა გაისმა და მინდა შეშინებული სახით გამოვარდა მისაღებ ოთახში სადაც ანას ტელეფონით ხელში აცრემლიანებულს ხედავდა.
- რა გაყვირებს?!
- დ...დედა... - აკანკალებული ხმა აღმოხდა ანას პირიდან.
- ლუჰანმა დარეკა - სული ვერ მოითქვა რომ თავისი სათმელი ბოლომდე ეთქვა მინასთვის. ცრემლები შეუჩერებლად მოსდიოდა და სიტყვებს ეძებდა.
- მამა...დაჭრილია და საავადმყოფოში მიჰყავთ.
დედას ანას შემდეგ ანერვიულებული სახე კიდევ უფრო მოეკუჭა... ორივე თვიანთ ოთახებში ავარდნენ, ქურთუკები აიღეს, გაზაფხულის დამახასიათებელი ჯერ კიდევ მატყუარა და ცივი ამინდები იყო.
გასაღები აიღეს და ორივემ მაშინვე დატოვა სახლი. ტაქსი გააჩერეს, ორივენი უკანა სავარძელზე დასხდნენ, მინამ მძღოლს მისამართი ანერვიულებულმა უთხრა და მანქანა მაშინვე დაიძრა. ანა დედას მკერდზე ეკროდა და თავში ათასი საშინელება უტრიალებდა. გრძნობდა როგორ მძიმედ მოძრაობდა დედას მკერდი სუნთქვისას და ეს კიდევ უფრო ემატებოდა მის საშინელ განწყობას. ოცი წუთი გაილია გზაში ყოფნისას. წინა დღით ნაწვიმარ გზაზე მანქანის ბორბლების ქვეშ ისმოდა ხმა თუ როგორ აპობდა პატარა დაგუბებულ წყალს საბურავები.
მანქანა საავადმყოფოს წინ გაჩერდა, ანა მაშინვე მოშორდა დედის მკერდს რომ კარგი გაეღო, მაგრამ წამით ადრე მას დაასწრეს. თავი უმნიშვნელოდ გაყო კარებიდან, საავადმყოფოს წინ ქვაფენილით მოფენილ ასვალტზე მტვრით დაფარულ, მაღალ ყელიან ბათინკებს დახედა რომლის თასმები აცაბაცად და მოუხერხებლად იყო შეკრული და უკვე ერთი მოძრაობაც და ჩამოიშლებოდნენ. ფეხებს თვალი ზანტად უხასიათოდ ააყოლა და ჩაწითლებულ თვალებში ლუჰანის აჩეჩილი და წინ ჩამოყრილი თმები მოხვდა, რომელიც ქვემოთ ანას დასქცეროდა. ანა მანქანიდან გადავიდა და ერთმანეთს ჩაეხუტნენ, ამან ანას თვალებზე ცრემლი უფრო მოახშირა, ბოლოს კი ლუჰანს მინაც გადაეხვია.
როგოც ჩანდა იმ საღამოს უფროსის ნახვა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ოპერაციას უკეთებდნენ ტყვია რომ ამოეღოთ, დამწვრობა დაემუშავვებინათ და ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულებულიყო. მოსაცდელში ანა მინა და ლუჰანი ფერდაკარგულნი იცდიდნენ. არცერთი არ ნებდებოდა და თავს თუნდაც ორი წუთით ჩათვლემის უფლებას არ აძლევნენ. ლუჰანი ხან ანას გვერდით სკამზე იჯდა და მხარზე ხელს უსვამდა სანუგეშოდ, თითქოს ეს რამის შემცვლელი ყოფილიყო, ხან ფეხზე იდგა და დერეფანში სამ ოთხ კრუგს არტყავდა ხოლმე. ანა და მინდა კი მონაცვლეობით ერთმანეთის მხრებზე ჩამოდებდენ თავს და უხასიათოთ რაღაცას გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს. ისე იყვნენ იფიქრებდით ახლა მათ უფრო სჭირდებათ შველა ვიდრე საოპერაციოში მყოფ უფროსს, რომლის ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არისო.
ლუჰანი მეოთხე კრუგის დასრულების შემდეგ ანას გვერდით სკამზე მიუჯდა და ისევ სცადა ხელი მის მხარზე დაერტყა, როცა ანამ დედის მხრიდან თავი წამოწია ლუჰანს მოხედა და თბილი ღიმილით გაუღიმა. მინაც ადგა ამ დროს და ცოტა გამოსაფხიზლებულამა ყავის მოსატანად წასვლა გადაწყვიტა. ლუჰანთან შეჩერდა, აჩეჩილ თმაზე თბილად ხელი გადაუსვა და გვერდი აუარა.
- არ მინდოდა ეს ამბავი ასე ტელეფონით მეთვა თვენთვის. - ლუჰანმა თითქოს დარცხვენილმა თვი დახარა და ხელით თვალები მოიფშვნიტა - მაგრამ მას ახლა თქვენი თანადგომა უფრო მეტად სჭირდება ვიდრე აქ ჩემი ყოფნა - უთხრა და თავი ამოწია.
- არა... რას ამბობ... პირიქით... აუცილებელი იყო რომ გეთვა. - ანამ მის გვერდით მჯდომ ლუჰანს მკლავზე ხელი ჩამოუსვა. დიახ მარცხენა მკლავზე. ის ანას მარჯვნივ იჯდა. თითქმის უკვე ნაფლეთებად ქცეული ფორმა ოფლისგან და სისხლისგან ერთდროულად ტანზე მიკრული ქონდა და ანამ მაშინვე იგრძნო თითებსა და ხელის გულზე ლუჰანის მკლავზე ამობურცული ადგილები, მაგრამ ლუჰანს ისევ არ ახსენებდა ჯერჯერობით ის ტკივილები რაც მას სხეულზე ჰქონდა. - შენ ხომ... სულ მის გვერდით ხარ, მასზე ზრუნავ. რა მოხდა, ამჯერად რატომ ვერ შეძელი მისი დაცვა?! ერთმანეთს რატომ ვერ დაეხმარეთ რომ ეს უბედურება აგეცილებინათ თვიდან. როდესაც რამე საქმეზე ერთად მიდიხართ...
ანამ თავი დახარა და მხრებს ქვემოთ მუქი წაბლისფერი თმა წინ ჩამოეყარა რამაც სახე მთლიანად დაუფარა. მარცხენა ხელი სახეზე აიფარა და ასლუკუნდა. ლუჰანმა დააცადა რომ ბოლომდე დაცლილიყო და ანას მარცხენა ხელით თმა უკან გადაუწია და მხარზე ხელის დადებით ის უკან შეაკავა რომ ისევ არ ჩამოჰყროდა მას სახეზე. თვალები გაახილა და ლუჰანს ამოხედა რომელიც ისევ ანას უცქერდა. თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა, წამოდგა და გარეთ, ჰაერზე გასვლა ისურვა.
- მაპატიე... ემოციების შეკავება ვერ შევძელი. - უთხრა ლუჰანს და ხარბად ყლაპავდა ღამის სუფთა ჰაერს.
მთელი ის ღამე ნერვიულობასა და ლოდინში საუკუნოდ გაიწელა. არც არავინ გამოდიოდა რომ უფროსის ამბავი ეთქვათ. ცუდი ან კარგი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent