შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ერთხელ დამტოვეს მარტო (თავი 11)


22-10-2018, 17:33
ავტორი Farvana
ნანახია 346

მხოლოდ ერთხელ დამტოვეს მარტო (თავი 11)

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა.არამარტო თვი მთლი სხეული ტკიოდა.ყველაფერი უკანკალებდა.დღეს ნანოსთვის ყველაფერი უნდა ეთქვა.საწოლიდან ზლაზვნით წამოდგა.დრო ძალით გაჰყავდა.გარეთ გასულზე ილია დაინახა,რომელიც გაფაციცებით უვლიდა სოფლის საქმეებს.
-ილო,ბიჭო ნანო სადაა?
-თავის ოთხში იქნება.ჯერ არცერთი გამოსულა.ამოიხვნეშა და ოთახისკენ გაემართა.კარები ნელა შეაღო,გოგონას ჯერ კიდევ ეძინა.საბანში გახვეულს მხოლოდ ცხვირი მოუჩანდა,რომელიც სიცივისგან გაწითლებული ჰქონდა.მუში დაიხარა და ცხვირზე აკაოცა.მაშნვე შეიშმუნა.თვის საბნიდან გამოჰყო და მუშს მკვლელი მზერა აჩეხა,შემდეგ ზურგი აქცია და და ძინება სცადა.მუშმაც არ დააყოვნა და საწოლში შეუგორდა.ხელები წელზე მოყვია,ცხვირი მის კისერში ჩარგო.ნანო არც განძრეულა,მასზე ნაწყენი იყო,მაგრამ არც ისე,მისი მკლავებიდან გაქცეულიყო.
-შენთან სალაპარაკო მაქვს.
-მე არ მაქვს.
-მაინც დავიწყებ,ვიცი,რომ მომისმენ.არ ვიცი რა რეაქცია გექნება,მაგრამ თვად გადაწყვიტე,როგორ მოიქცე.პირველ რიგში გაგეცნობი,შეიძლება ფიქრობ უკვე იცი ჩემი სახელი,მაგრამ მე არც მუშნი მქვია,არც ქარტელი და არც ნორმალური მოქალაქე.მე სერგეი კოვალენკო ვარ,ყოფილი რუსი გენერალი.პირველ რიგში იმას აგიხსნი თუ რატომ ვარ ყოფილი.ამით კი ნელ-ნელა იმ საქმემდე მივალთ თუ რატომ არ მიყვარს გამომძიებლები და მათთან ურთიერთობა.ერთ-ერთი საუკეთესო გენერალი ვიყავი,ჩემი გაწვრთნილი ჯარი ბევრ წარმატებას აღწევს,ალბათ გიკვირს სად,მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს დასაცავი და ასაღები ქვეყნები.წლები ისე გავატარე მართლა რასაც ქვია არაფერი მაკლდა.ალბათ ისიც გიკვირს ჩემნაირ ახალგაზრდას როგორ მიანიჭეს გენერლობა,მაგრამ წეხან ვთქვი საუკეთესო ვიყავითქო.ყველაზე პატარა გენერალი ვიყავი.დიდი სურვილებით და მონდომებით ვიცავდი ჩემ სახელმწიფოს,მაგრამ შემდეგ რაღაც არეულობა მოხდა გენრელებს შორის.რამდენჯერმე სცადეს ჩემი მოკვლა.სახელმწიფო მინისტრიბში გამოჩნდა ადამინები,ვისაც ჩვენი ქვეყნის უკან დახევა სურდა.არ ვიცი,რატომ უნდოდათ,ისინიც რუსები იყვნენ და როგორც ვიცით რუსეთი ერთ-ერთი ანგარიშ გასაწევი ქვეყანაა მსოფლიო ასპარეზზე.შეიძლება სხვა სახელმწიფოებმა მოისყიდეს,ზუსტად ვერ გეტყვი.როდესაც ყველაფერი გავიგე,მინდოდა პრეზიდენტისვით და დანარჩენებისტვის მეთვა.ამით მათ ისარგებლეს და მახეშ გამაბეს.ყველას ამცნობეს,რომ მე აჯანყების დამწყები ვიყავი,რომელიც ქვეყნის დღესასწაულის დროს,ამ დროს ყველა ჯარისკაცი,მეზღვაური და სახედრო მოსამსახურე გაწვეულია სახლებში ადგილზე არ იქნებოდნენ.არც იარაღთან ექნებოდათ წვდომა.ამ დროს კი მე მთელი ქვეყნის აღებას შევძლებდი.მთელი ქვეყანა ჩემზე ნადირობდა.მეც გავიქეცი,თავის შეფარება ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა,სადაც მივდიოდი ყველგან ჩამშვებები და დამსმენლები მხვდებოდა.შემდეგ ერთმა „გულკეთილმა“ კაცმა მიშა ლეონოვმა დამიხსნა ამ სიტუაციიდან,თუ კი ამას დახსნა ჰქვია.თავიდან ჩვეულებრივ სამსახურში მეგონა თუ მომაწყო.მერე ჩემი ნდობა მოიპოვა და ნელ-ნელა შემომაპარა,რომ ნარკობისნეზში აღმოვჩნდი.გამოსვლა მინდოდა,მაგრამ სიტუაცია რთული იყო.მან ჩემზე ყველაფერი იცოდა,ერთი ზარი და ციხეში ამომალპობდნენ.უფრო სწორად მომკლავდნენ.ნარკობიზნესში საკმაოდ კარგად ჩავერთე,მათი ნდობით აღჭურვილი პირი გავხდი,უკვე აღარც მე მსურდა წამოსვლა.ის მაინც ვიცოდი,ვიღაცა არ მექიშპებოდა და რამის გამო არ მიმახრჩობდა.ალბათ ფიქრობ,ნარკობინზესში ხომ პირიქითაა,იქ ხომ ერთმანეთს ებრძვიან და ასე შემდეგ,მაგრამ მე სხვა ვიყავი,არ ვიცი რატომ მაგრამ ყველა მენდობოდა,ყველას ჩემი იმედი ჰქონდა,სამი წელია უკვე მათთან ვარ.ნარკოტიკებს მსოფლიო ბაზარზე ვაწარმოებდით,ადგილობრივადაც,მაგრამ გვიჭირდა,თითქმის ყველას ჯანსაღი ცხოვრება ჰქონდა არჩული.კანონითაც აკრძალულია და ცოტა ძნელია მისი გსაღება.მსოფლიო ბაზარზე კი არც თუ ისე რთული.საქართველოში ხომ საერთოდ,იმდენი ახალგაზრდა მოუტყებიათ,რომ ვერც კი წარმოიდგენ.რამდენი გავაუბედურე ჩემი ხელით,მაგრამ არცერთხელ მინანია.მაგრამ მაინც მეცოდებოდნენ,ერთადერთი დღმდე ვის მიმართც სიბრალული არ გამაჩნია და არც ვნანობ მინისტრების და მათი შვილებია.მეორე საკითხი თუ რატომ ვარ ეხლა საქართველოში.მეგონა,რომ საუკეთსო ხალხი იყო ჩართული ამ საქმეში.რამოდენიმე თვის წინ ჩვენს მიერ გაგზავნილი პროდუქტი ადგილზე არ ჩვიდა,თვიდან შემთხვევითობა გვეგონა,როდესაც კიდევ ორჯერ განმეორდა,შემდეგ დაიწყეს გამოძიება,ააღმოჩნა,რომ პოლიცია იყო ჩართული საქმეში,მათ გაჰქონდათ და ყრდნენ.შემდეგ უფრო ვფრთხილობდით მაგრამ მაინც ქრებოდა.როდესაც ვარკვევდი თუ რატომ ხდებოდა,რა თქმა უნდა ვფიქრობდი ,რომ მოღალატე გვყვადა,მაგრამ ვინ?გარკვეულიც არ მქონდა პოლიცია რომ დაგვესხა თავს,მათ ერთი ჩვენიანი ახლდა,რომელიც ყველაფერს ეუბნებოდა და მითითებებს აძელვდა.ყველაზე შეიძლება მეფიქრა,მაგრამ არა მასზე.დაახლოებით ცხრა წლის მანძილზე იყო ამ ბიზნესში ჩართული.როგორც ჩანს,ცხრა წლის მანძილზე გაჰქონდა ინფორმაცია ჩვენგან.შემდეგ გავიგეთ,რომ გამომძიებელი ყოფილა.რამოდენიმე კაცმა მოვასწარით გამოქცევა,ხელმძღვანელები დააკავეს.სამი თვე თურქეთში ვიყავი,მაგრამ საფრთხე იქაც მემუქრებოდა.ამიტომ გადავწყვიტე საქართველოში ჩამოვსულიყავი.სანამ აქ მოვიდოდი თბილისში ვიყავი,სახელი და გვარი შევიცვალე,მაგრამ თბილისი ქალაქია,ყველას ეცოდინებოდა ჩემს შესახებ.მთელი ინტერნეტ სივრცე გადატრიალებული იყო ჯერ გენერლის ღლატით,შემდეგ კი გენერლის ნარკობიზნესში ჩართით.თავს უფლებას ვერ მივცემდი იქ დავრჩენილიყავი.ილია და უტა აქ საქართველოში გავაცანი.უტას პრობლემები გოგოსთნ დაკავშირებით ჰქონდა.ორივე აჭარლები არიან,ერთი გოგო მოსწონდა,მაგრამ იმ გოგოს ქმარი ჰყავდა.ეს ქმარი კიდე პროკურორი აღმოჩნდა.მე მაქსიმალურად ვარიდებდი თვს,მაგრამ უტა არ ეშვებოდა.იმ კაცმაც ვეღარ მოითმინა და უტას მოკვლა სცადა,მეკიდე ვერ ავიტანდი ვიღაც კახპის გამო ჩემი ძაკაცი დაშავებულიყო,ამიტომ იმ კაცის მიერ მოქნეული დანა მე მომხვდა.ალბათ ისიც გაასაკვირია აჭარიდან აქამდე როგორ ჩამოვედით,ამასაც აგიხსნი,ქალაქებში და კერძოდ დიდ საავადმყოფოებში ვერ გავჩერდებოდი.ბიჭები ჩემზე იცოდნენ.ამიტომ სოფლებს დავუყევით.მე გავითიშე და არაფერი მახსოვს,როგორც ჩანს ჩვენი დახმარება არავინ ისურვა შენს გარდა.ახლა ვივი,შეგძულდები,იტყვი დედამიწაზე ყველაზე ნაგავი ადამიანი ხარო.კიდევ ისეთი სიტყვებით შემამკობ მეც რომ არ ვიცი.მე მზად ვარ ყველა შენი პასუხი მივიღო.
-მარტო ერთი რაღც მაინტერესებს.მუშნი რატომ დაირქვი?
-სერიოზულად?ამხელა მონოლიგიდან მხოლოდ ეგ გაინტერესებს?იმის ნიშნად კრგად მუშაობდა თუ არა ნანოს ტვინი ჯერ შუბლეზე მიადო ხელი,შემდეგ პულსაცია გაუსინჯა.გულზე თავი მიადო,ყველანაირად ამოწმებდა იყო თუ არა ნორმალურ მდგომარეობაში.
-აბა რა გინდა?მაინცდამაინც უნდა ვიჩხავლო?
-არა უბრალოდ,ხომ შეიძლება ადამიანური გაბრაზება მაინც გამოხატო?
-რა თქმა უნდა გაბრაზებული ვარ.ჯობდა ყველაფერი აქამდე გეტქვა.
-მემგონი საერთოდ არ მისმენდი.
-გისმენდი.
-აბა მაშინ სულ სხვა რაღაცეებზე რატომ ჭედავ?
-იმიტომ ,რომ მე ეგენი მაინტერესებს.
-ღმერთო შენ მიშველე.გოგო გეუბნები ვარ ნარკოდილერი,რომელიც ხალხს ცხოვრებას უნგრევსთქო და შენ ის გაინტერესებს თუ რატომ მქვია მუშნი.
-მართლიახარ,ვერ ვხვდები ამდენ სახელს შორის მაინცდამაინც ეგ სასაცილო სახელი რატომ აარჩიე.
-დამანებე რა თავი.ასეთი უაზრო რეაქცია თუ გექნებოდა საერთოდ არაფერს გეტყოდი.
-ვერაფერ ვერ ხვდები რა გინდა.მაინცმდამაინც ვენები უნდა გადავიჭრა იმის გამო ,რომ ნარკოდილერი იყავი?რა გინდა?ვცდილობ როგორმე არ შევიმჩნიო ჩემს სახლში მცხოვრები ადამიანი რამდენად საშიშია,ვცდილობ არ მივყვე ჩემი მშობლების ნათქვამს და პოლიციაში არ დავრეკო.არც ეგ არის დიდი პრობლემა თუ ასე ძალიან გინდა ისტერიკებსაც მოგიწყობ და პოლიციაშიც გიკრავ თავს.
-არა მე ეს არ მინდა.
-აბა რა გინდა?
-უბრალოდ გამიკვირდა შენ განა ურეაქციობა.ნებისმიერი გოგო თვზე დამალეწავდა ყველაფერს.
-ცუდია,რომ ჯერ კიდევ ვერ მიხვდი მე სხვა გოგოებს არ ვგავარ.
-ჰო ახლა მივხვდი.ანუ არ ხარ გაბრაზებული და ისევ ისეთიუ ურთიერთობა გვექნება როგორც ადრე.
-შენ თუ არ ჩამამწარებ და ჩამაშხამებ მაშინ კი.
-ჩემი გოგო!მაგრად ჩაიკრა გულში,თავზე აკოცსა,რამოდენიმე წამი ასე იყვნენ შემდეგ გარეთ გავიდნენ.უტას და სალის სახე შედარებით უკეთ ჰქონდათ.ეზოში მოსაუბრეები სალის კივილმა შეაწუხა.ილია და ნანო ერთმანეთშ ასკდენოდნენ სიცილით.უტას სალი მკლავებში მოუქცევია და ამის გამო ისეთი ამბავი აწია,ლამის მთელი სოფელი შეყარა.


---------
კიდევ ერთი ცუცქნა თვი,ამ ერთელაც მაპატიეთ და შემდეგზე უფრო დიდები იქნები.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Liziko27

ვაიჰჰჰ ეს ვინ ყოფილააა ჩვენი მუშნი . საინტერესო ახლა იწყებაააა

 


№2  offline წევრი Farvana

Liziko27
ვაიჰჰჰ ეს ვინ ყოფილააა ჩვენი მუშნი . საინტერესო ახლა იწყებაააა


აბა აბა. kissing_heart kissing_heart
--------------------
ფარვანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent