შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაქცეული ღმერთი [სრულად]

22-10-2018, 19:55
ავტორი ელპინი
ნანახია 1 646

გაქცეული ღმერთი [სრულად]

ცა გაშავდა ისე მოულოდნელად, თითქოს, ღმერთმა, სადღაც სხვაგან, ახალი სამყარო გააჩინა, სინათლით სავსე და აქ, ისედაც ფეხმორთხმით მოსიარულე ადამიანებს დღის შუქიც წაართვა.
ლურჯი სივრცე ჩამოიქცა. თაღზე გამოკიდებული ყვითელი, მწველი ბურთი გადავიდა სხვა სამყაროში. შავი წვიმის წვეთები თქრიალით ეკიდებოდა ტანსაცმელს და წვეთ-წვეთ ნაწილდებოდა გაბზარულ სხეულში. ნაპრალებში ჩადიოდა და ამღვრეულ სულს მდინარის მშვიდ კალაპოტს უქმნიდა დასამშვიდებლად. სული დამორჩილდა. თითქოს პირველად, ასე მარტივად არეულობას ამჯობინა რუტინა, რომელიც გადაექცეოდა ყოველდღიურობად.
- აქ მოდი, აილინ.
პიანინოს აკორდებს ჩუმი, სასიამოვნო ხმის ბგერები ერწყმის, რომელიც გაუაზრებლად წამოაყენებს თეთრ სხეულს სამფეხა სკამიდან.
- სარკევ, სარკევ, შენი ხმა...
სარკეზე ზარები ჰკიდია, ჟღარუნებს და წეღანდელ სიჩუმეს, რომელშიც ტკბილი ხმის ბგერები დაფარფატებდა, ავისმომცველად ახმაურებს. კედლებს ანგრევს. ბათქაშში ნაპრალი ჩნდება ისევე, როგორც სხეულში. ოთახი და სხეული ისე ჰგავს ერთმანეთს, ერთიაო იფიქრებ, თითქოს.
- მოდი, აილინ, მოდი.
პირველი ნაბიჯია იმ ბზარების შემდეგ.
- მინდა, რომ დაინახო ფინჯანივით დამსხვრეული თეთრი, ლამაზი სხეული, რომელიც უარყავი.
დიდი ხნის წინ დაიწყო შინაგანად და ბოლოს, დამძიმდა. მერე გარეგანსაც დაეტყო.
- იჩქარე, აილინ.
სხეული ნელია, მდორედ მიდის, მდინარის კალაპოტს, რომელიც დილას გაჩნდა, ემორჩილება და ისეთი ნელი, წყნარი და მშვიდია, ჯებირებამდეც ვერ აღწევს, რომ გათავისუფლდეს და აბობოქრდეს.
- დაინახავ და დაიმსხვრევი, აილინ.
ზარები ჟღარუნებს. ეკლესიებზე გუმბათები მოხსნეს, მრევლი, მამაო და ღმერთი ერთად გარბის იქ, სხვაგან, იმ სამყაროში.
- ღმერთი გარბის.
ღმერთი გარბის.
ღმერთი გარბის.
როდის არ გარბის?!
თუ აქ ხარ, მელასავით გაქცეულო ღმერთო, მოდი და პასუხი გამეცი. შენს ხელებს სხეულის დაშლა ისევე შეუძლია, როგორც აწყობა. თავად არ შექმენი ევა?!
დამეხმარე, ნუ გარბიხარ. ვიდრე მივსულვარ და ვიდრე დამინახავს, მოდი და გამომძერწე თავიდან, ამაწყვე და შემკარი. გამამრთელე, გაქცეულო ღმერთო. მრევლს მამაო დაეხმარება. ჰო, შენ რომ შენი სიყვარული ჩაუნერგე და აღსარებასავით უქციე, ის. შენთან ახლოსაა მამაო.
და მე?! არც მრევლში ვარ, არც მამაო და შენ მაინც ნუ გაიქცევი, ღმერთო. მიგყავს, გესმის?! ის, რაც ერთხელ უკვე გააკეთე, მეორედ იმეორებ. ერთხელ წამართვი ჩემი სული, სადაც ყვავილების ბაღი მქონდა გაშენებული. ადიდდა ზღვა და წაიღო ყველაფერი. მიწაც არ დამრჩა, რომ თავიდან ამეყვავილებინა. გაზაფხული წაიღე. ზაფხულიც და დაზამთრდა სულში თითქოს ლამაზად, ღმერთსაც რომ არ უნდა შეცვლა, ისე.
სხეული დაპატარავდა. მანძილი პიანინოდან სარკემდე გამხდარიყო დაუსრულებელი. ახალი ნაბიჯი კიდევ უფრო აგრძელებდა გზას.
- იჩქარე, აილინ, ვიდრე გაქცეულა მკვდარი სულების შემნახველი ღმერთი.
ზარები ჟღარუნებს. წირვა იწყება. ეკლესიას ხავსი მოეკიდა. ღმერთი აღარ ჩანს, ყველა წავიდა. მზეც.
- კვდება სული, ჯერ გაბზარულია. შეინახავს ღმერთი და უსაფრთხოდ იქნება მაინც. მე ისევ მოვკლავ ახალდაბადებულს და მას ისევ შეინახავს გაქცეული ღმერთი, რომელიც (თურმე) ჭეშმარიტია.
სხეული კალმით დასმული წერტილია, რომლის საშლელიც აღარსად იყიდება. თითქოს, განგებ დაწერეს კალმით, რომ აღარ წაეშალათ და დაემძიმებინათ.
- შავი ქაღალდი გეკვრის, აილინ!
ზარები ჟღარუნებს. ოთახში ოთხი ფანჯარაა, ყველა კედელს მისი შვილი ჰყავს. გააღებს ვიღაც ფანჯარას და ამოისუნთქავს კედელი. გაუშვებს იმ ყვითელ ლაქებს, რომელიც სახურავიდან ჩამოღვრილი წვიმის ტბისგან გასჩენია, მაგრამ ღია ფერის წარსულის ლაქებად მაინც რჩება. თავისუფლდება კედელი. ანაზდად ღია ფანჯრიდან ქარი უბერავს ძლიერად, სხეული ჰაერში იწევა, ტრიალებს შავ ქაღალდებთან ერთად, რომელიც სხეულზე მჭიდროდ მიჰკვრია და არ შორდება. ქარის მოტანილი ამბები შავ ქაღალდებზე იწერება, რომელიც ქალის სხეულზე გადადის და ძვლების მტვრევის ხმა ისმის. ამდენი სიბინძურე აწვება სხეულს, ქარს ფანჯრებთან მიჰყავს გარეთ წასაყვანად, მაგრამ ვერც ერთიდან ხტება სხეული. მინები იმსხვრევა, მაგრამ ვერც ასე მიჰყავს ქარს სხეული. უცებ მშვიდდება. გაქცეული ღმერთი გზად სიძლიერით ხურავს ფანჯარას, რომ ამდენი სიბინძურე გარეთ არ გამოატანინოს ქარმა სხეულს და სამუდამოდ ჩაებუდოს იმ ოთახში. ფანჯრებს მინები უჩნდება. ფანჯრები იხურება. ქარი ძლიერად აწვება ფანჯრებს ისევ, მაგრამ უძლურია. სხეული ჰაერიდან იატაკზე ეცემა. მძიმეა იგი. იატაკი იმსხვრევა და სხეული მიწისქვეშეთში ეშვება. ბნელა, შიშის სუნია, რომელიც ახლა გამოფხიზლებული სხეულის ბზარებში იკავებს ადგილს. თითქოს, ეჭედება ლურსმანივით. სხეული დგება. მის თვალებში ისეთივე სიშავეა, როგორიც მიწისქვეშეთში. ხელებით კედლებს ეძებს, რომელიც წესით თეთრი თუ არა, ყვითელი მაინც უნდა იყოს. სინათლე არსადაა (ჯერ). უცებ ნათურა ინთება და ქრება მალევე. სხეული ამ წამიერ განათებაში ხედავს, რომ აქ გასასვლელი არსადაა. ზემოთ კი, სამყაროა, სადაც ადრე იყო. წინ და უკან დადის ქალი, რომელსაც მხრები დამძიმებია და უცებ, მოულოდნელად ღმერთი თავისი ხელით ქალის სხეულს ისევ მის ოთახში ამოზიდავს. ჩურჩულებს იგი: " აქ მკვდრებს აცადე, შენი ოთახი - შენი სახლია." ქალს ისევ ეძახიან.
- დაიკარგე, აილინ, როგორც ბევრჯერ.
სარკიდან ისევ ხმა ისმის. ქალის სხეულს ენა ამოგლიჯეს, თითქოს. შიგნიდან ყივის. გარეთ ხმას ვერ უშვებს, გისოსებშია, რომელიც ოქროსფერი საკეტით გადაკეტეს.
- ერთი ნაბიჯიც და ზარები ჟღარუნს შეწყვეტენ, აილინ.
სხეული მიდის (მხოლოდ). სხეული წერტილია.
- გილოცავ, მოხვედი!
ფანჯრები ზანზარს იწყებს, ჭაღი ჭერიდან ვარდება მიწისქვეშეთში. შავი ფურცლები სხეულს ეხვევა მჭიდროდ, ისევ ახალი სიბინძურე იბუდებს ქალში. ყვითელლაქებიანი თეთრი კედლები შავდება. ქალის სხეულიდან გამოდის ძველი სიბინძურე და კედლებზე იტვიფრება. ზეცაში ელვაა, გასასვლელი იხურება, ზარები ჟღარუნს წყვეტენ, იატაკზე იყრებიან, გაქცეული, მკვდარი სულების შემნახველი ღმერთი სხვა სამყაროში გასასვლელ კარს მალე დაკეტავს. "სწრაფად, სწრაფად!" - ყვირის ღმერთი და ეძახის ყველაფერს. ქარი მთელი ძალით აწყდება ფანჯრებს, რომლის მინებიც რკინად გადაქცეულა და ვერაფერი დაამსხვრევს თითქოს. ქარს უნდა ქალს უშველოს, რომელიც სარკეში იყურება თვალდახუჭული. ქარს უნდა ქალი გარეთ გამოიყვანოს და ღმერთს გაატანოს იქ, სადაც გაზაფხულია. ქარს უნდა უშველოს სხეულს, მაგრამ ღმერთი კარს კეტავს. უცებ სუნთქვა წყდება, გამხმარი ყვავილები მიწაში სიმარტოვისგან შეჭმულ ძვლებს ეფინება, ბედნიერების ვარსკვლავები ციდან ცვივა და მიწა ყლაპავს, მწვანე ბალახი ხმება და ყვითლდება, სათითაოდ იქცევა ყველა, გადგმულ ფესვებს მიწა ჭამს. ღმერთი მარხავს ყველაფერს. ქარი მშვიდდება. იცის, სხეულს ვეღარ დაეხმარება. ბზარები იზრდება, დიდდება, ლამისაა გაიყოს სხეული.
- თვალები გაახილე, აილინ. ღმერთი გაიქცა.
ქალი თვალებს ახელს. ანარეკლს წამიერად ხედავს.
- დავმსხვრეულვარ, გაქცეულო ღმერთო.
სარკე ნამსხვრევებად იქცევა, იატაკზე იყრება, მაგრამ მიწისქვეშეთში არ მიდის. ქალის ტერფებს ერჭობა, საიდანაც მუქი შინდისფერი სისხლი თქრიალით მოდის. სისხლში შავი წარწერებია.
"გაქცეული ღმერთი."
"მკვდარი სული."
"შავი ქაღალდები."
"რკინის ფანჯრები."
"შავი დედამიწა."
"ბზარებიანი სხეული."
"ყვითელლაქებიანი თეთრი კედელი."
"მიწისქვეშეთი."
"კეთილი ქარი."
"შავი პიანინო - მხოლოდ თეთრი კლავიშებით."
და ისევ,
"გაქცეული ღმერთი."
წარწერები არ ილევა. სისხლი გუბურად იქცევა, სხეულში სიმშვიდის მდინარე შინდისფერ სისხლს მოყვება. ქალი გუბურაში წვება, თვალებს ხუჭავს და ირგვლივ სიმშვიდეა. სხეული ლივლივებს.
- ადექი, აილინ. ახალი სარკეა.
აილინს ეძახიან, მაგრამ ყურებში სისხლია დაგუბებული. ახლა რომ გაქცეული ღმერთი მოვიდეს, ისიც ვერ გამოაფხიზლებს სხეულს.
- ადექი, აილინ!
ხმა მკაცრია, მტკიცე. სარკიდან ლაპარაკობს ვიღაც, ვინც იმდენად სრულყოფილია, რომ სარკე არ იმსხვრევა, არამედ ინახავს მას. სხეული უმოძრაოა. სხეული წერტილია. მუქად დასმული წერტილი, რომელზეც სისხლი გადი-გადმოდის, მაგრამ არ ქრება. ისევ ისეა, როგორც აქამდე.
- ფეხზე აეთრიე, დამსხვრეულო!
სარკიდან ყვირილი ისმის. ვიღაც ხელს სწევს, სხეულს თმებზე ექაჩება, მაგრამ თითქოს, სამუდამოდ ჩათვლემილია იგი.
- არ ჩაძაღლდე, იცოდე!
სხეულის გული მსუბუქად ფეთქავს, სავსე მკერდი აღარ აუდ-ჩაუდიოდა.
- აილინ, ნაბი*ვარო, გაიღვიძე!
სხეული თვალებს ახელს. თვალის გუგაზე ირგვლივ სისხლის წვეთებია. თითქოს, ყვავილებია თვალებში. არადა, ღმერთმა გაზაფხული წაიღო.
- გავიღვიძე.
სისხლის გუბურიდან იწევა სხეული, გაშიშვლებული დგება სარკის წინ. სისხლი მიწისქვეშეთში მიედინება, სხეულს ბზარები აღარ აქვს, სისხლს მიაქვს თან.
- აღარ იმსხვრევი?! - ჩუმი ხმა გააჟღერა ქალმა.
- სულს ღმერთი შეინახავს. დაიწყე თავიდან.
სხეული პიანინოსთან მიდის, თეთრი კლავიშები თანმიმდევრობით ეწყობა ერთმანეთს.
იატაკი მრთელია, ჭაღი ჭერზეა. სხეული პიანინოს სცილდება, თეთრ ფარდებს ხსნის და სხეულზე იხვევს, ლამაზია იგი.
- შევხვდებით, გაქცეულო ღმერთო.

ჰო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი Mathew

წავალ,წავიკითხავ და მოვალ ))) მიყვარხარრ!!
შენი ანუკი.

№2  offline ადმინი ელპინი

Mathew
წავალ,წავიკითხავ და მოვალ ))) მიყვარხარრ!!
შენი ანუკი.

ჰო, გელოდები.

№3  offline მოდერი Mathew

და მაიმც,ამ შენ გაუგებარ ენაში ყველაფერი გასაგებია.სხვებისთვის თუბარა,ჩემთვის მაინც.
და სწორედ,ამ შენი ენის გამო ხარ შენ განსაკუთრებული!
ვიცოდი,რომ დღეს გამოჩნდებოდი.
გგრძნობს ჩემი გული შენ!
რა ვთქვა მეტი?!
არ ითქმის!
რომც მეთქმოდეს არ შეიძლება!
უბრალოდ დარჩი ელპინად!
მუდამ ასეთი გაუგებარ-გასაგები იყავი.ჩემთვის გასაგები,მაგრამ ზოგისთვის გაუგებარი!
მიყვარხარ ანა!
შენი ანუკი.

№4  offline ადმინი ელპინი

ანი, ჰო, არ ვიცი, მაგრამ მიხარია რომ წამიკითხე და სულ მკითხულობ, მოგწონვარ.
მგრძნობ?!
მართლა?!
არ ვიცი...
ძალიან დიდი მადლობა.
მართლა მთელი გულით მიხარია მე.

№5  offline წევრი -ლილუ

ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება...
როგორ გშორდები და გხვდები...
როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი ...
როგორ ვცოცხლდები და ვკვდები...
ვისწრაფვი ყოველთვის როცა შორსა ხარ ჩემგან...
გავრბივარ როცა ვართ ახლოს...
ღმერთო ყველაფერი ისე როგორ ხდება...
როცა მჭირდები...
და არ გგრძნობ...
პ.ს. შევხვდებით გაქცეულო ღმერთო...
არანორმალურად შენეული ხარ...
მედრამადედოფლები...
და განვმეორდები ყველაზე გასული მწერალი ხარ აქ ჩემთვის...
გამიხარდი ძაან...

სულში ქარიშხალი შემოიტანე, ელპინ.
ჩემთვის შენ ხარ ემოციური ადამიანი მშფოთვარე სულით.
"სხეული წერტილია"!-როგორ გინდა, არ დაეთანხმო ამ ფრაზას?
მართლაც წერტილები ვართ, მოლეკულები, ატომები ამ უზარმაზარ სამყაროში...
ძლიერი ენერგეტიკის ავტორი ხარ!
არასოდეს მტოვებ იმედგაცრუებულს.
ყოველთვის წაგიკითხავ და მივიღებ იმ ემოციებს, რასაც თითოეულ სიტყვაში დებ ❤️❤️❤️

№7  offline ადმინი ელპინი

-ლილუ
ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება...
როგორ გშორდები და გხვდები...
როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი ...
როგორ ვცოცხლდები და ვკვდები...
ვისწრაფვი ყოველთვის როცა შორსა ხარ ჩემგან...
გავრბივარ როცა ვართ ახლოს...
ღმერთო ყველაფერი ისე როგორ ხდება...
როცა მჭირდები...
და არ გგრძნობ...
პ.ს. შევხვდებით გაქცეულო ღმერთო...
არანორმალურად შენეული ხარ...
მედრამადედოფლები...
და განვმეორდები ყველაზე გასული მწერალი ხარ აქ ჩეთვის...
გამიხარდი ძაან...

ლილუ,
გინდა რომ გული გამისკდეს?!
რას მმართებ?!
რას მიკეთებ?!
სერიოზულად, მართლა ამიჩქარდა ახლა გული.

ღმერთო ყველაფერი ისე როგორ ხდება...
როცა მჭირდები...
და არ გგრძნობ...

სერიოზულად, ჰო.
მადლობა რა.
ძალიან დიდი მადლობა, ლილუ!

ქეთი იმერლიშვილი
სულში ქარიშხალი შემოიტანე, ელპინ.
ჩემთვის შენ ხარ ემოციური ადამიანი მშფოთვარე სულით.
"სხეული წერტილია"!-როგორ გინდა, არ დაეთანხმო ამ ფრაზას?
მართლაც წერტილები ვართ, მოლეკულები, ატომები ამ უზარმაზარ სამყაროში...
ძლიერი ენერგეტიკის ავტორი ხარ!
არასოდეს მტოვებ იმედგაცრუებულს.
ყოველთვის წაგიკითხავ და მივიღებ იმ ემოციებს, რასაც თითოეულ სიტყვაში დებ ❤️❤️❤️

ქეთი, ხომ იცი, როგორ ვნერვიულობ, ზოგადად და სანამ ამ კომენტარს გავხსნიდი, ისიც ხომ იცი, რა დამემართებოდა.
და როგორი თბილი სიტყვები დამახვედრე აქ.
დამამუნჯე, მართლა.
რა გითხრა?
არ ვიცი...
მადლობა მინდა გითხრა ბევრჯერ, მაგრამ რომ ბანალურია?
მიყვარხარ მე შენ და შენგან ამ სიტყვების მოსმენა ყველაზე დიდი ბედნიერებაა!

№8  offline წევრი -ლილუ

ელპინი
-ლილუ
ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება...
როგორ გშორდები და გხვდები...
როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი ...
როგორ ვცოცხლდები და ვკვდები...
ვისწრაფვი ყოველთვის როცა შორსა ხარ ჩემგან...
გავრბივარ როცა ვართ ახლოს...
ღმერთო ყველაფერი ისე როგორ ხდება...
როცა მჭირდები...
და არ გგრძნობ...
პ.ს. შევხვდებით გაქცეულო ღმერთო...
არანორმალურად შენეული ხარ...
მედრამადედოფლები...
და განვმეორდები ყველაზე გასული მწერალი ხარ აქ ჩეთვის...
გამიხარდი ძაან...

ლილუ,
გინდა რომ გული გამისკდეს?!
რას მმართებ?!
რას მიკეთებ?!
სერიოზულად, მართლა ამიჩქარდა ახლა გული.

ღმერთო ყველაფერი ისე როგორ ხდება...
როცა მჭირდები...
და არ გგრძნობ...

სერიოზულად, ჰო.
მადლობა რა.
ძალიან დიდი მადლობა, ლილუ!

მადლობა შენ...
რომ არსებობ...
წერ...
და სულ არავის რომ არ გავხარ...(ამას მიმიხვდები)
ყოველი შენეული სიტყვა და ემოცია იქ რჩება მარცხნივ...
მფეთქავთან...

№9  offline ადმინი ელპინი

ლილუ, რა მგრძნობიარე ხარ შენ.
მართლა.
და მადლობა პირიქით, რომ გესმის...
ხომ იცი შენ!

№10  offline წევრი -ლილუ

Grdznobebis gareshe veradamianob xom ici...

№11 მოდერი სალანდერი

"აილინ ნაბი"ჭვარო გაიღვიძე, არ ჩაძაღლდე იცოდე" - გაიაზრე რა დაწერე?
ჩემთვის ის იყო ღირებული რაც სხვებისთვის უმნიშვნელო ჩანდა. მიუხედავად იმისა რომ მწყრალად ვარ, სიმართლე სიმართლეა, ღმერთი არასდროს გარბის, მას აგდებენ.
დაიბრუნე გაგდებული ღმერთი, ან ისწავლე მის გარეშე ცხოვრება. ჩვევად არ უნდა იქცეს ყველაფრის სხვაზე გადაბრალება. . .
ბევრი არაფრის თქმა არ მინდა, იდეალურად წერ შენ, ამის მოსმენა ჩემგან არ გჭირდება. . .
მაგრამ. . .
"აილინ, ნაბიჭვა'რო , გაიღვიძე, არ ჩაძაღლდე"

№12  offline ადმინი ელპინი

სალანდერი

გავიაზრე, ჰო, მართლა.
მგონი, თავისით დაიწერა...
დაიწყე და ისევ ამით დაასრულე.
ძალიან მიყვარხარ რა!

№13 სტუმარი ფერადიი

" ზარები ჟღარუნებს. ოთახში ოთხი ფანჯარაა, ყველა კედელს მისი შვილი ჰყავს. გააღებს ვიღაც ფანჯარას და ამოისუნთქავს კედელი. გაუშვებს იმ ყვითელ ლაქებს, რომელიც სახურავიდან ჩამოღვრილი წვიმის ტბისგან გასჩენია, მაგრამ ღია ფერის წარსულის ლაქებად მაინც რჩება. თავისუფლდება კედელი. ანაზდად ღია ფანჯრიდან ქარი უბერავს ძლიერად, სხეული ჰაერში იწევა, ტრიალებს შავ ქაღალდებთან ერთად, რომელიც სხეულზე მჭიდროდ მიჰკვრია და არ შორდება. ქარის მოტანილი ამბები შავ ქაღალდებზე იწერება, რომელიც ქალის სხეულზე გადადის და ძვლების მტვრევის ხმა ისმის. ამდენი სიბინძურე აწვება სხეულს, ქარს ფანჯრებთან მიჰყავს გარეთ წასაყვანად, მაგრამ ვერც ერთიდან ხტება სხეული. მინები იმსხვრევა, მაგრამ ვერც ასე მიჰყავს ქარს სხეული. უცებ მშვიდდება. გაქცეული ღმერთი გზად სიძლიერით ხურავს ფანჯარას, რომ ამდენი სიბინძურე გარეთ არ გამოატანინოს ქარმა სხეულს და სამუდამოდ ჩაებუდოს იმ ოთახში. " ძაალიან ბევრ ლურჯ გულს დავწერდი რომ შემეძლოს

№14  offline წევრი მარიკუნაა♥️

ჰოო...
ღმერთი გარბის.
მას გაურბის, ვინც თვითონ შექმნა.
შავი წვიმა წარმოვიდგინე და იქ მომინდა ყოფნა.
ღმერთი გაექცა.
სულგატეხილს გაექცა.

მაგრამ სიმშვიდეს ალბათ იპოვის
ოდესმე.
:))))
მიყვარხარ მე შენ!
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№15  offline ადმინი ელპინი

ფერადიი
" ზარები ჟღარუნებს. ოთახში ოთხი ფანჯარაა, ყველა კედელს მისი შვილი ჰყავს. გააღებს ვიღაც ფანჯარას და ამოისუნთქავს კედელი. გაუშვებს იმ ყვითელ ლაქებს, რომელიც სახურავიდან ჩამოღვრილი წვიმის ტბისგან გასჩენია, მაგრამ ღია ფერის წარსულის ლაქებად მაინც რჩება. თავისუფლდება კედელი. ანაზდად ღია ფანჯრიდან ქარი უბერავს ძლიერად, სხეული ჰაერში იწევა, ტრიალებს შავ ქაღალდებთან ერთად, რომელიც სხეულზე მჭიდროდ მიჰკვრია და არ შორდება. ქარის მოტანილი ამბები შავ ქაღალდებზე იწერება, რომელიც ქალის სხეულზე გადადის და ძვლების მტვრევის ხმა ისმის. ამდენი სიბინძურე აწვება სხეულს, ქარს ფანჯრებთან მიჰყავს გარეთ წასაყვანად, მაგრამ ვერც ერთიდან ხტება სხეული. მინები იმსხვრევა, მაგრამ ვერც ასე მიჰყავს ქარს სხეული. უცებ მშვიდდება. გაქცეული ღმერთი გზად სიძლიერით ხურავს ფანჯარას, რომ ამდენი სიბინძურე გარეთ არ გამოატანინოს ქარმა სხეულს და სამუდამოდ ჩაებუდოს იმ ოთახში. " ძაალიან ბევრ ლურჯ გულს დავწერდი რომ შემეძლოს

მადლობა!
მეტი რა გითხრა . . .

მარიკუნაა♥️
ჰოო...
ღმერთი გარბის.
მას გაურბის, ვინც თვითონ შექმნა.
შავი წვიმა წარმოვიდგინე და იქ მომინდა ყოფნა.
ღმერთი გაექცა.
სულგატეხილს გაექცა.

მაგრამ სიმშვიდეს ალბათ იპოვის
ოდესმე.
:))))
მიყვარხარ მე შენ!
♥️

მარიკუნა,
რა თბილი და საყვარელი ხარ შენ!
გული გამითბე!
მადლობა რა, ძალიან დიდი მადლობა!
მეც მიყვარხარ შენ.

№16  offline წევრი Soow

შენი ფანი ვარ ელპინ !!!!

№17  offline ადმინი ელპინი

Soow
შენი ფანი ვარ ელპინ !!!!

აუ, მადლობა, ჰო?!
გკოცნი ბევრს!

№18  offline წევრი meocnebe avadmyopi

ყოველ ჯერზე ერთი და იგივეს მმართებ რა
იმ შენი ენით ნათქვამ სიტყვებს დაკვირვებით ვკითხულობ და აზრის გამოტანას ვცდილობ
ხანდახან რამდენჯერმეც კი მჭირდება გადაკითხა
იცი როგორ მახარებს შენი ახალი ისტორიები??ძალიან გესმის ძალიან
ეს იცი რა შემთხვევაა?? ჩემთვის ისტორია იმდენად დამაფიქრებელი იყო, რომ ვერც ვიღიმი...
ერთხელაც არ გამიღიმია კითხვის პერიოდში,ვერ მივხვდი იცი რა განცდები გამოიწვია ამ ისტორიამ ჩემში, მაგრამ ვიცი რომ არაფერი დადებითის გარდა, ისტორია მომეწონა,ძალიან მომეწონა...
მისი თითოეული ნაწილი ფრაზა,ყველაფერმა გამაოცა
ჩემთის ყველაზე დამაფიქრებელი შენს ისტორიებს შორის
არაფერი მეთქმის no_mouth
ერთი დიდი მწვერვალის უმაღლეს საფეხურზე ხარ
ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო
მალე დადე ახალი ისტორია რა innocent heart_eyes

№19  offline ადმინი ელპინი

meocnebe avadmyopi

აუ, მე როგორ მომწონს შენი სახელი, იცი?! და მერამდენედ გეუბნები ამას, ჰო, მაგრამ რომ მომწონს, რა ვქნა?!
ამდენს რომ ფიქრობ ჩემს დაწერილ სიტყვებზე, მაგარია იცი, ძალიან მაგარია და მე მიხარია ეს!
დიდი, დიდი მადლობა!
ოქრო და ძალიან საყვარელი გოგო ხარ შენ!

№20  offline წევრი სიბილა

მეც მჯერა რომ დაბრუნდება. მაგრამ რატომ გარბის, რატომ...საქმე ეგაა, რომ გარბის...მაგ დროს იმედს მიცრუებს...და შენ, ჰო, სწორად მიაგნე, მაგრამ დაბრუნებას არ ეცადე, ეს ,მომექწონა, და , თავად დაბრუნდეს თუ უნადა.. და, რა ღმერთია თუ გარბის ან თუ არ დაბრუნდა... და , ჰო, ისევ მომეწონე, არა, ტკვილი ჩამომატეხე და სარკეს მიეცი.. წერე-მეთქი... kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

№21  offline ადმინი ელპინი

სიბილა

რუსა, როგორი კარგი ხარ შენ, რომ გესმის!
ღმერთი გარბის, თუ უშვებენ . . .
მადლობა რომ აქ ხარ, ვწერ, ჰო!

№22  offline წევრი nikolo.g

ძალიან კარგია!!

№23  offline ადმინი ელპინი

nikolo.g
ძალიან კარგია!!

დიდი მადლობა!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent