შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

You Touch Me Right And You Love Me Wrong ~2~


23-10-2018, 12:25
ავტორი ანნა 541
ნანახია 175

You Touch Me Right And You Love Me Wrong ~2~

უბედურება ნევისმიერ დროს შეიძლება დაატყდეს თავს ადამიანს. ეს არის მომენტი ბედნიერების თუ თვით უბედურების.მკვლელობებს, უბრალო ძარცვებს და აფეთქებებს ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება, სწორედ ისე, როგორც ანას მამა, რომლის სახელიც ონიუ გახლდათ. აქამდე მხოლოდ უფროსის სახელით ვიცნობდით. არ გვქონია საშვალება ის პირადად გაგვეცნო.
45 წლის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჭაღარა თმაში ნელ-ნელა უკვე ეპარებოდა, თუმცაღა თავის სიმპათიურობას ჯერ კიდევ არ კარგავდა. ანა სწორედ მას ჰგავდა. ერთი და იგივე ინტერესები ჰქონდათ,ხასიათი,ჩაცმის სტილიც კი... ანას ისეთი მანერები და სურვილები ნამდვილად არ ჰქონია არასდროს როგორც ნამდვილ გოგონას შეეფერება, არც თინეიჯერობის ასაკში და ახლა ჰომ საერთოდ. მათი საერთო საყვარელი სპორტი ბეისბოლია და უქმეებზე როცა მამა სამსახურისგან დაკავებული არ არის ყოველთვის მიდიან სათამაშოდ. მინა კი საგზლით დატვირთული მიყავთ, ხანგრძლივი, დაძაბული თამაშის შემდეგ რომ წახემსება შეძლონ.
ონიუ ყველაზე მწარე გამოცდას იღებს თავის ცხოვრებაში ოჯახის შექმნის და პოლიციის აკადემიაში ჩაბარების შემდეგ. თუმცა ამაზე ასე არასდროს ფიქრობდა. მისთვის პრობლემას მხოლოდ აკადემიაში ჩაბარების პერიოდი წარმოადგენდა. მინასთან ქორწინება? ეს მისთვის უბედნიერესი მომენტი იყო. იცით განსაკუთრებით რატომ? ქორწილის დღეს მინა 5 თვის ორსული იყო, კაბას მისი უკვე შესამჩნევლად წამოზრდილი მუცელი უფრო მეტად ალამაზებდა და საყვარელს ხდიდა. ანას კი ყოველთვის უყვარდა საქორწილო სურათების და ვიდეოს ყურება.
ლუჰანი უბრალოდ ანას გვერდით იდგა და უცქერდა ნელ-ნელა სუნთვა როგორ უწყნარდებოდა და ცრემლები მის თვალებზე შეშრობას რომ იწყებდა. საღამოს წამოსული ნიავი კისერთან უბერავდა, თმას სათითაო ღერებად უყრიდა უკან და მოსწონდა როგორ ეტყობოდა გულზე სწორი ლავიწები, რაც მას ღიმილის საბაბს აძლედვა.
ოპერაცია საკმაოდ დიდხანს გრძელდება და დაღლა უფრო მატულობდა. მინაც ერთ ადგილას ვეღარ ჩერდება. ცდილობდა ანასთვის არაფერი ეგრძნობინებინა, ცდილობდა როგორც შეეძლო მაგრამ ანა ჰომ ყველაფერს ხვდება, ხედავს დედა როგორ ვერ პოულობს ადგილს და როდესაც მათი თვალები სადღაც შუაში ერთმანეთს შეხვდებოდნენ ხვდებოდა როგორ ეუბნებოდა დედა ... – ‘’ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება.’’ - მას კი დედის სიტყვის ყოველთვის სჯეროდა.
მინა ანას გვერდით ჩამოუჯდა მისი ხელები თავისაში მოიქცია და ფერება დაუწყო.
- ანა, ოპერაცია ძალიან გაიწელა, უკვე რომც დამთავრდეს ჯერ მისი ნახვის უფლებას მაინც არ მოგვცემენ. ლუჰანს ვეტყვი სახლში წაგიყვანოს, დაისვენებ და ხვალ უკე ორივენი შევხვდებით. - მინა უკვე ლუჰანისკენ იყო შეტრიალებული რომ ანამ მანამ გააწყეტნია დედას საუბარი სანამ დაიწყებდა.
- არა დედა... სახლში წასვლა არ მინდა. მინდა დაველოდო სანამ ექიმი არ გამოვა. - მარჯვენა ხელი რომელიც ისევ მინას ხელებს შორის იყო მოქცეული გაინთვისუფლა და ანერვიულებულმა ფეხზე დაიწყო გასმა.
- მინა მართალია, თვალებს ვეღარ ახელ. სჯობს სახლში დაისვენო. მინა დაგირეკავს მაშინვე როცა რამეს გაიგებს, ჰომ ასეა? - ლუჰანი მის პირისპირ ცალ ფეხზე ჩაიმუხლა რა დროსაც სახე უმიშვნელოდ მომანჭა მაგრამ მალევე ღიმილით გამოასწორა. მინას შეუბრუნდა ისე რომ ანას მისი სახის დანახვა არ შესძლებოდა და თვალებით ანიშნა რომ დათანხმებოდა და მინაც მას დაემორჩილა, თან დაამატა რა თქმა უნდა ასეც მოვიქცევიო. ანას სხვა გზა აღარ ჰქონდა, მათ უნდა დამორჩილებოდა. ლუჰანს მისთვის ხელი ჰქონდა გაწვდილი რომ სკამიდან წამოეყენებინა. ანამ ხელიც ჩაავლო მის ხელს და სკამიდან წამოიწია, დედას შეუბრუნდა და გადაეხვია.
გარეთ გამოსულს მაშინვე სიცივემ აიტანა და ლუჰანმა თავისი ქურთუკი გაუწოდა და უთხრა მოიცვიო. საავადმყოფოს გარეთ საპატრულო მანქანები იდგნენ და ჯერ კიდევ ჩართული ჰქონდათ ის რაღაც ციმციმა ნათურები რომლებიც მანქანებს სახურავზე ჰქონდა დამაგრებული. ანას ბავშვობიდან სძულდა ეს მანათობელი საშინელებიბი რადგან მგზავრობისას, განსაკუთრებით კი ღამით თუ შეხვდებოდა სულ თვალებს ატკივებდა და ამაზე მამასაც საყვედურობდა ხოლმე მაგრამ ონიუ სულ სიცილით პასუხობდა.
ლუჰანმა ანა ცარიელი მანქანისკენ მიაცილა, მძღოლის გვერდით, წინა კარები გაუღო და ჩაჯდომისას ხელი მიაშველა რომ შემთხვევით თავი სახურავისთვის არ მიერტყა.თქვენთვის უკვე თქმას ვაპირებდი მაგრამ ალბად თავადაც მიხვდით რომ ლუჰანი სულაც არ იყო ანას მიმართ გულგრილი. ეს მისთვის ნათქვამიც კი ჰქონდა. ამას ნამდვილად გამბედაობა სჭირდება არა? თუმცა ლუჰანისთვის, რომელიც გამბედაობას იმისთვის იკრებს, რომ თავი საფრთხეში ჩაიგდოს სხვის გამო, რადგან ამას მისი პროფესია ავალდებულებს, ეს ალბად არც ისეთ დიდ გამბედაობას უნდა მოითხოვდეს. არც უხერხულ მომენტებს გამოუჩენია თავი. ამის თქმით იმისგან დაიცალა რაც მას ასე სჭამდა შიგნიდან, თუმცა ანასგან უარი მიიღო. რატომ? ეს ცოტა რთული სათქმელია. ამისთვის მიზეზი ნამდვილად არ ჰქონია. ლუჰანი განათლებული, უკვე მაღალ რანგზე მყოფი პოლიციელი და სიმპათიური პიროვნებაა რომელიც მის ოჯახთან ერთად გაიზარდა. ანას მშობლები ფაქტიურად მისი მშობლებიც არიან. საკუთარი ავტოკატასტროფაში დაკარგა როცა ცხრა წლის იყო. ანა კი შვიდის. ოჯახები ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და ლუჰანის ბებია ბაბუას ყველაფრით ეხმარებოდნენ რითიც შეეძლოთ. შემდეგ კი ონიუს ისე დაელაპარაკა როგორც საკუთარ მამას, რჩევა რომ ეკითხა ისიც პოლიციელი რომ გამხდარიყო რაშიც ონიუ მთლიანად გვერდში დაუდგა. სწორედ ასე დაახლოების შემდეგ უფრო გაჩნდა მასში გრძნობები ანას მიმართ.
ბავშვობიდან მოყოლებული ლუჰანისთვის როგორც ბიჭისთვის არასდორს შეუხედავს და აშკარაა რომ მას ეს გულს ძალიან სტკენდა. ვერ უყურებდა როგორ დადიოდა სხვებთან პაემანზე, მაშინაც, როცა იცოდა რომ ამას სერიოზული სახე არ ჰქონია. ანას სერიოზული ურთიერთობა არასდროს ჰქონია. თითქოს და ვერც მოძებნა ისეთი როგორსაც რაღაც წერტილი ჰქონდა, ოღონდ რა წერტილი თვითონაც ვერ გაერკვია.
ანას თავი მინაზე ჰქონდა მიყრდნობილი როდესაც იგრძნო რომ მანქანა გაჩერდა და თვალები გაახილა. გვერდით გაიხედა და დაინახა რომ ლუჰანი მძღოლის სავარძელში არ იჯდა.მის მხარეს კარების ხმა გაიგო.
- არ გადმოხვალ? - ლუჰანი წინ გადმოწეული იყო.მარცხენა ხელი სახურავზე ედო, მარჯვენათი კარი ეჭირა და თავი მანქანაში უმნიშვნელოდ ჰქონდა შემოყოფილი.
- კიდევ ხუთი წუთი და ჩემი მანქანაში დატოვება მოგიწევდა. - ანამ ლუჰანის გამოწოდებულ ხელს ხელი ჩაშჭიდა და მანქანიდან ისე გადმოვიდა. ლუჰანს ქურთუკი დაუბრუნდა და მის პირისპირ დადგა.
- გმადლობ რომ მომიყვანე. - თმა ყურზე გადაიწია მიუხედავად იმისა რომ სუსტი ნიავი მას ისევ ჩამოუშლიდა და ისე გახედა ლუჰანს.
- ამის გამო მადლოაბს ნუ იხდი. - ლუჰანს სრულიად უმნიშვნელოდ ჩაეღიმა, ისე რომ იმ სიბნელეში ანა ნამდვილად ვერ შეამჩნევდა. - წამოდი სახლში შეგიყვან.
- იყოს... - ანამ ხელი ასწია და მისკენ უკვე ნაბიჯ გამოდგმული ლუჰანი შეაჩერა მის მკერდზე მტევანის დადებით. იგრძნო გული როგორ გამალებით უფეთქვდა. თითქოს სადაცაა მისი ფორმის ღილებს აწყვეტდა და გარეთ გამოვარდებოდა. თუმცა ხელი მაშინვე მოაშორა. - შენც დაღლილი ხარ, იმდენი რამ მოხდა დღეს. დაიბანე და გამოიძინე. ეს შენც გჭირდება. - ლუჰანს წინააღმდეგობის გაწევა არც უცდია. არასდროც უფიქრია რომ მისთვის რაიმე დაეძალებინა. ანასთვისაც მარტო ყოფნა საუკეთესო საშვალება იქნებოდა. თავი დაუქნია, ხელი ასწია დასამშვიდობებლად და დასჯილი ბავშვივით შეტრიალდა მანქანისკენ.
- მოიცადე... - ზურგიდან ანას ხმა მოესმა და არ უყოყმანია, მაშინვე შემობრუნდა. სახეზე მოუთმენლობის ელფერმა გადაჰკრა, თუმცა არც კი ვიცი როგორია ეს. მანქანასთან გაშეშებული, დაძაბული იდგა, მხრებში მოხრილი. მარჯვენა ხელში ქურთუკი ეჭირა მარცხენა კი შარვლის ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი. ანამ მისკენ შეწუხებული სახით რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა.
- გისმენ. - ლუჰანის ხმაში ბზარი გაისმა როცა შემობრუნდა.
- ჭრილობები...
- რა?
- დახედე შენს ფორმას. - ანამ ხელით ანიშნა - ყველგან სისხლი მოგდის.
ლუჰანმა ტანზე დაიხედა და მხოლოდ მაშინღა იგრძნო ის ტკივილები რაც ნაიარევები მას აყენებდა მთელი ამ დროის განმავლობაში.
- არაფერია... ასეთს ყოველ საქმეზე ვიღებ. - შეეცადა სახის დამანჭვის გარეშე ეთქვა თუმცა არც ისე წარმატებით შეასრულა მისია.
- ნუ სულელობ.მანქანა ჩაკეტე და სახლში შემოდი. - ლუჰანის პასუხს არც დალოდებია რომ მას ზურგი აქცია და გეზი სახლისკენ აიღო. თუმცა არაფრის თქმას არ აპირებდა. მის ‘’ბრძანებას’’ დაემორჩილა და მას უკან მიჰყვა.
ანამ გასაღები გადაატრიალა და სახლში შევიდნენ. ლუჰანი მას ატუზული ბავშვივით მიჰყვებოდა უკან. მშვიდი და მყუდროებით მოცული იყო იქაურობა. თითქოს რამდენიმე საათის წინ აქ არაფერი მომხდარიყო და მასში მცხოვრებლებს არ ჰქონოდათ წინ რთული დღეები გადასატანი.
- დივანზე დაჯექი და მეც ახლავე მოვალ. - ანამ ლუჰანს ხელით ანიშნა მისაღებ ოთახში მდგან რბილ, ყავისფერ დივანზე, რომელიც ბალიშებით იყო სავსე. თვითონ კი მეორე სართულზე, სააბაზანოსკენ გაეშურა. ლუჰანი ცდილობდა როგორც შეეძლო არ შეემჩნია ის ტკივილი რასაც გრძნობდა რადგან ადრენალინს უკვე დიდიხანია გაევლო. თუმცა მგონი მის მოზღვავებას მალევე იგრძნობდა.
ანა მალევე დაბრუნდა. სამედიცინო ყუთი თან მოიტანა, ლუჰანს პირისპირ ხალიჩაზე მუხლებით ჩამოუჯდა, რომელიც გაჯგიმული და ანერვიულებული სახით იჯდა დივანზე.
- დაძაბული ხარ? - ჰკითხა ანამ, რომელიც პარალერულად სამედიცინო ყუთს ხსნიდა და შიგნით იქექებოდა.
- ა... არა... - რათქმაუნდა. სხვა პასუხს რას ელოდით? - უბრალოდ ტკივილს ზედმეტად ვგრძნობ. - ცადა ოდნავ მოშვებულიყო და წელში მოიხარა. თან ანას ზემოდან დასცქეროდა და თმა ისევ აჩეჩილი ჰქონდა, ისე ვერ გაიგებდი რომელი ღერი საიდან იყო ამოშვერილი. ხანდახან გეგონებოდათ რომ ლუჰანის თმებს არასდროს არაფერი სმენიათ გრავიტაციის შედახებ.
- ცოტაც მოითმინე. - უთხრა ანამ და ამოხედა. - ცოტა აგეწვება მაგრამ სანამ საავადმყოფოში მიხვალ დაცული ინები რომ ინფექცია არ გავრცელდეს. ახლა კი ფორმა გაიხადე. - უთხრა ჩასუნთქვით. თითქოს ფილტვების ჰაერით ბოლომდე გავსებას ცდილობსო. ამის თმაზე ლუჰანი მოშვებისმ აგივრად ორმაგად დაიძაბა და ფერი სახეზე სულ წაერთვა. თუმცაღა მთელი მისი ძალები გაოიყენა რომ არაფერი დატყობოდა. ორივე ხელი ყელისკენ წაიღო და ღილების გახსნას შეუდგა. სიმართლე გითხრათ არც იყო საჭირო, რადგან ფაქტიურად ფორმა არც ეცვა ტანზე, უბრალოდ ნაჭერი ედო. მაგრამ მაინც მოდი სცენარს მივყვეთ.
- ღმერთო დიდებულო. - უნებლიედ შეწუხებული ხმით წამოიძახა ანამ. - მაშინვე რატომ არ მიხვედი ექმითან? - ახლა კი მის ტონში ბრაზი გაერია. ლუჰანმა მხრები აიჩეჩა უბრლაოდ იმიტომ რომ რამე პასუხისმაგვარი დაებრუნებინა უკან.
ანამ ბამბა, სპირტი და სახვევები მოიღო, ლუჰანის გვერდით დივანზე დადო და მის მკლავს ფრთხილად დაუწყო სისხლისგან გასუფთავება რომ ლუჰანს ძალიან არ აწვოდა, თუმცა ოდნავ შეიშმუშნა.
- ბოდიში. სხვანაირად არ გამოვა. - უთხრა ანამ ისე რომ მკლავისთვის თვალი არ მოუშორებია. - ლუჰანმა თავი შეწუხებულმა გააქნია იმის ნიშნად რომ არაფერია გააგრძელეო, თუმცა ანას ეს არ დაუნახავს.
ხელი მთლიანად გაასუფთავა სისხლისგან. სპირტით დაამუშავა და სახვევი ნაზად დაადო. ჩანდა თვისი ნამუშევრით როგორი კმაყოფილი იყო. ლუჰანს ახედა ქვევიდან და დაინახა როგორი მომღიმარი სახით უცქერდა, თუმცა გამომეტყველება ლუჰანს მომენტალურად შეეცვალა როდესაც მისი თვალები ანასას შეხვდა.
- რამე მოხდა? - ჰკითხა ანამ. თან ცოტა შესწორდა რადგან ფეხები ცოტა არ იყოს დაუბრუჟდა და ეკლები ჩხვლეტდა ძირს ჯდომისგან.
ლუჰანმა ანას ხელსაწყოები ხელიდან გააშვებინა, მარჯვენა ხელი რომელიც ჯერ კიდევ მოთხვრილი ჰქონდა სისლისგან ანასკენ გაიშვირა და ყურის ძირში, თმაში შეუცურა, რა დროსაც ანა წამის მეათედში მასთან დასაშვებზე ახლოს აღმოჩნდა. დაბნეულმა მარცხენა ხელი ლუჰანის მაჯას მოჰკიდა რომელიც მის თმაში იყო ახლართული და არვიცი რას მაგრამ რამის ამოკითხვას ცდილობდა მის თვალებში. გრძნობდა როგორი დაძაბული ჰქონდა მკლავები, რომლებიც ერთი მის წელზე იყო შემოხვეული მეორე კი მის კისერთან. იგრძნო ნელნელა როგორ წითლდებოდა სახვევი რომელიც წამისწინ დაადო ლუჰანს და რომელიც დაძაბულობის გამო ისევ გაიხსნა და გარეთ სახვევში იჟღენთებოდა. მისმა სიწითლემ ლუჰანის თვალებიდან მზერა მოპარა და ყურადღება მასზე გადაიტანა. აათვალიერა მის მკერზე როგორ იყო ძარღვები დაჭიმული სათითაოდ რომ ეტყობოდა და ლავიწები ამოყრილი. მის თვალში ლავიწები კიდევ უფრო მიმზიდველს და სექსუალურის გხდიდა. ხოლო როცა ამას დედას ეუბნებოდა მინაც პასუხობდა - ჰო სწორედ მასე სექსუალურად გეტყობა როგორც გშიაო. მისი მარჯვენა ხელი, რომელიც უფრო მოკეცილი იყო რადგან ანაც მასთან ახლოს სუნთქავდა უფრო გამოკვეთილად აჩენდა ლუჰანის კუნთებს და ჩანდა თუ როგორი მსხვლივი მკავი ჰქონდა მას.
ლუჰანი უფრო და უფრო მძიმედ სუნთქავდა. უფრო უჭირდა თვალის გასწორება ანასთან.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი Liziko27

Kargia dzalian.❣ warmatebebi

ეხლა წავიკითხე პირველად . საინტერესო ჩანს.. სიამოვნებით დაველოდები მომდევნო თავს ❣ წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent