შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

dandelions (1)


23-10-2018, 17:53
ნანახია 265

dandelions (1)

თვალები გათენებას ელიან, რომ მზის სხივებს შეაგებონ მზერა, რომ სითბომ მათამდეც მიაღწიოს და გააფერადოს. სანამ გათენდება, კედლებს, ჭერს და მოწიკწიკე საათს ვუყურებ და რაღაც მოუსვენარი გრძნობა არ მაძინებს. მთელი ღამე გავათენე, რა ხდება ასეთი? იქნებ ვინმე კვდება და გული მიგრძნობს? არადა, მანამდე ეს არ მომხდარა, წინასწარ არასდროს ვგრძნობდი მოახლოებულ საშინელებას ან სასიხარულო მოვლენებს. ალბათ, დღეს საბედისწერო დღეა.
როგორც კი რვა საათი ხდება, მოუთმენლობისგან აღარ ვიცი რა ვქნა, ამიტომ საწოლიდან ვხტები და ნარინჯისფერ სპორტულებს ვიცვამ ტანზე. საუზმეზე გახუხულ პურს და თაფლს ვჭამ და გარეთ გავდივარ სასეირნოდ. ბოლო დროს, კიბეები ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან (გაფუჭებული ლიფტი რომ არა, სამუდამოდ ზარმაცი დავრჩებოდი კომფორტის მოყვარული). დროა, ჩემი მეგობრებიც გავაღვიძო, თორემ მარტო ხომ არ მოვკვდები მოწყენილობისა და უძილობისგან. ჰოდა, პირველად ჩემს განუყრელ ნაწილს ვურეკავ (იმას, ძალიან რომ მიყვარს, მაგრამ მაინც ერთმანეთს ვჭამთ სულ):
-ვიკა, გამოხვალ გარეთ? იცი რა კარგი ამინდია? მზეც კი მიღიმის, მარტო შენ უნდა იჯდე მუდო სახითსახლში და საწოლიდან ადგომისთანავე ყავის წრუპვა დაიწყო? სიცოცხლით სავსე გოგო ხარ, ცოტა დატკბი ცხოვრებით, რამით გაერთე.
-და არ შეიძლება სიცოცხლით რომ საწოლში წოლითაც ვტკბებოდე? თუ, მარტო შენთან ერთად ყოფნისას მაქვს სიცოცხლით ტკბობის უფლება?-ბუზღუნით ლაპარაკობს და ყურმილში გამოსული ხმებით ვხვდები, რომ საწოლიდან დგება და ტანსაცმელებს არჩევს (უფრო, ძირს ყრის და მათ მწვერვალს აშენებს).
-კარგი რა, ხომ იცი, შენც არ გაწყენს სეირნობა და ახალი უბნის ჭორების მოსმენა. თან შენს მეტს ვის ვუთხრა აბა?
-ნუ, ეგ მართალია, ჩემზე კარგად ვერავინ გაავრცელებს ახალ ჭორებს. რაო, რა თქვი, რასთან დაკავშირებითააო?
-მსგავსი არაფერი მითქვამს-ვიცინი, როცა დაინტერესებულს გამოვიჭერ-მობრძანდი და გაიგებ.
-კაი ხო, უმადურო. დაგირეკავ, როცა მოვემზადები და გეტყვი სადაც შევხვდეთ.-მითიშავს ტელეფონს
-მშვენიერია-კმაყოფილი ვიღიმი და ატლასივით თხელ ღრუბლებს ავყურებ საოცრად ცისფერ ცაზე. სამყარო იმაზე ლამაზია, ვიდრე ჩვენ ვამჩნევთ.
*********************************************************
ზაფხულის არდადეგები სრულდება და დროა, სკოლის პერიოდს შევეგუო მთელი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნებით. სულაც არაა რთული ნამდვილი დასვენების მერე სწავლის ხელახლა დაწყება, მითუმეტეს, როცა მეთერთმეტე კლასსში ხარ, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდებისთვის მზადება მთელი წელი გიწევს და ვერც ენერგიულ მუშაობაზე იღებ ხელს, რასაც მთელი დანარჩენი წლების განმავლობაში დთავისუფლად ახერხებდი. არა, სულაც არ ვყოფილვაარ ზარმაცი და ცუდი მოსწავლე, ყველა ფაქტს, რასაც მასწავლებლებისგან წიგნისგან და პირადი გამოცდილებისგან ვიგებდი და ვიძენდი, გონებაში სამუდამოდ ვიბეჭდავდი იე, რომ იქიდან ვერასოდეს ამოვიდოდა-ბოქლომდადებულიკარივით იყო ჩარაზული ჩემი გონების ეს მხარე-მეხსიერება.
პირადი გატაცება ჩემთვის მაინც სხვა იყო. უბრალოდ სხვა კი არა, ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემეული, რაც კი გამაჩნდა. რაც ჩემს გარშემო ხდებოდა და არსებობდა, თვალს მჭრიდა, მიზიდავდა და ყოველთვის რაღაც ახლის გაკეთება მინდოდა. სამყაროს შეცნობაზე ვოცნებობდი და ამას ჩემი პირადი გზებით და მიზნებით ვახერხებდი. როდესაც პირველად დავინახე სკოლის ეზოში გამართული უცნობი მევიოლინის წარმოდგენა, სადაც სულ სხვანაირი, არაბუნებრივად ამაღელვებელი მელოდია გაჟღერდა, პირველად მომინდა, მუსიკა მეც შემეცნო, მეც ისევე დამეკრა ვიოლინოზე, როგორც იმ ბიჭს, საკრავი რომ ჰქონდა განიერ მხარზე მიკრული. ვერ ვაცნობიერებდი, რამ მიბიძგა ამდენად ძლიერ, მაგრამ იმდენად მინდოდა, მეც მესწავლა დაკვრა, რომ შესწავლის პირველივე დღიდან ბოლომდე ენერგია არ გამომლევია. ვიოლინომ, მთელი წლების განმავლობაში საშინლად შემაყვარა თავი, მიუხედავად დამღლელი, ქანცგამცლელი მეცადინეობებისა, რომლის გავლაც დღეში ორი საათი მიწევდა, რომ პროფესიონალის დონეზე მესწავლა სონატების, პრელუდიების, ნოქტიურნებბის შესრულება.
მეორე მთავარი თემა ჩემს ცხოვრებაში სამეგობრო წრეა, ძალიან მნიშვნელოვანი და შეუცვლელი-ისინი ორნი არიან და განუმეორებლები. თუმცა რომელი ადამიანია განმეორებადი? არც ერთი. ჰოდა, ვიკა და ლილე, ჩემი შეუცვლელი ნაწილები არიან, ისინი,, ვინც სიცოცხლეს მიადვილებენ და ენერგიას მმატებენ.
და... ოჯახი. დედაჩემი მათემატიკოსია, მამაჩემი მხატვარი. ბებიაც ჩვენი ოჯახის წევრია და ფაქტიურად, საუკეთესო ურთიერთობა მასთან მაქვს, რადგან მოხუცებს უფრო ვეწყობი, ვიდრე ახალგაზრდა ადამიანებს. ალბათ შეიძლება ეს ჩემი ხასიათის უცნაურობადაც მივიჩნიოთ. მომწონს, როცა მოხუცები გაკვირვებულბი უსმენენ ახალგაზრდების თავგადასავლებს, როცა მმათ მეტი აქვთ გამოვლილი და შემწყნარებლურად პატიობენ შვილებს და შვილიშვილებს, როცა ისინი შედარებით მკაცრად აღზარდეს მშპბლებმა და არც ციმდენი უფლება ჰქონიათ ახალგაზრდობაში, რამდენიც ახლანდელ თაობას აქვს. ბებიაჩემს, თინას, ფუმფულა და მსუნაგი კატა ყავს-სოფი. უცნაურია, მაგრამ სხვა კატებს არ ჰგავს, ძალიან ჭკვიანი და ინტელიგენტია. და თანაც, მას სიყვარულის გამოხატვა ისე შეუძლია, როგორც მე--სიმთვრალეში.
და ბოლო თემა: ფაქტები ჩემს თავზე. თუ ფიქრობთ, რომ რადგან მუსიკისადმი დიდი იყვარული მაკავშირებს, სპორტში მოუხერხებელი და ზარმაცი ვიქნები, მწარედ ცდებით. ძალიან მიყვარს ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში, თამაში და სირბილი.(ეს ის არის, რაც ენერგიას მმატებს). ჩემი მარადიული ჰობია წიგნების კითხვა და დღიურების წერა (მე და ჩემს დღიურებს საიდუმლო კავშირები გვაქვს,რომელსაც თქვენ ვერ გაიგებთ). და რეალური ურთიერთობის მხრივ, მარტო ვარ, ძალიან მარტო. |(სულაც არ ვწუხვარ!)
****************************************************************************
სკოლისთვის ვემზადები. ბოლო ფაქტორი, რაც მოსაწესრიგებელი დამრჩა, ჩემი ნივთებია ყველგანნ და ყოველთვის. როგორ შევაგნებინო ყველას, რომ როცა დილაა, სკოლაში მაგვიანდება და მე ჯერ კიდევ ვერ მოვმზადებულვარ, ჩემი მიმოყრილი ნივთები ჩემთვის ბოლოხარისხოვანია, თუ მაათ იმ მომენტში არ ვიყენებ. დიდი ამბავი, თუ ჩემი ოთახი არეული დავტოვე და ისე წავედი სკოლაში, მაგის გამო სკოლიდან არ გამომაგდებენ.
სკოლის ეზოში ჭრელ პერანგებში გამოწყობილი ვიკა და ლილე მეგებებიან მზაკვრული ღიმილით:
-უფრო თეთრი ვერაფერი ჩაიცვი?-დასცინის ჩემს პერანგს ლილე და ირონიულად მიღიმის.
-ნახეთ, აქ ვინ არის-ვიკა ჩურჩულით მიგვანიშნებს სკოლის "მთავრობაზე". ოფიციალურ ტაისამოსში გამოწყობილი დირექტორი და მისი რძალი ჩვენკენ მოემართებიან, სავარაუდოდ გამოუსადეგარი შენიშვნების მოსაცემად, რომეილც ლილეს და ვიკას თავიანთი ფრჩხილის ლაქზე მეტად არც აინტერესებთ.
-გოგონა, ეს რა გაცვიათ? ეს არის სკოლის შინაგანაწესი?-დირექტორის რძალი გამმკაცრებული ხმით მიმართავს ლილეს და მერე ვიკასკენაც ბრუნდება-ან თქვენ... შემახსენეთ რომელი კლსი ხართ?
-მეთერთმეტე, ქალბატონო თია,-ვპასუხობ და თვალებს ვატრიალებ მისგან თავმობეზრებული. ყოველი დღე ასეთი უაზრო უნდა გათენდეს ამ პრეტენზიული ოჯახის გამო?
-შემდეგში ყურადღებით იყავით და ქუჩის ხალხივით ჩაცმული არ შემოხვიდეთ სკოლაში-ტუჩებდაბრეცილი გვაფრთხილებს და მიბრძანდება საჯდომის ქნევით.
ვიკა ხმამაღლა ფრუტუნებს, ლილე კი მასზე იცინის.
-ჯანდაბა-მისი სიცილი მაშინვე წყდება, როცა ვიღაცას ამჩნევს ჩვენს უკან.
-რა ხდება?-მეც დაინტერესებული ვტრიალდები და სკოლაში შემოსულ უცხო ბიჭს ვაქცევ ყურადღებას. მასაც ისეთივე ჭრელი ტანსაცმელი აცვია, როგორც გოგონებს. ძალიან მაინტერესებს, თიაზე როგორ ეფექტს მოახდენს, როცა გვერდს ჩაუვლის. მზაკვრული ღიმილი მიპობს ბაგეებს და თვალს ვადევნებ, როგორ მიემართება ზუსტად დირექტორის რძალისკენ. ორ ნაბიჯში უახლოვდება და დ გვერდს თავისუფლად უვლის, ყოველგვარი მისალმების, შეხედვის ან ღიმილის გარეშე. და თიაც უმოქმედოდ დგას. რას ელოდება? ეს რა უსამართლობაა, ვერ ვხვდები.
-ჰა?-ვიკა პირს აღებს და პირდაღებული შეჰყურებს მოვლენებს, რომლებიც მეტად აღარ ვითარდება. ბიჭს მაყურებელი შემატებია. აქეთ იქიდან გოგონების ჯგრო უდგას და ესალმებიან. ნეტავ რა არის ისეთი რაც მე არ ვიცი და უნდა ვიცოდე? მალე გავარკვევთ, ვინ არის ასეთი...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent