შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა (ნაწილი 2) №12


23-10-2018, 18:01
ავტორი Life is Good
ნანახია 1 969

ნადირობა (ნაწილი 2) №12

ნოდარ ბაკაშივილ,ს სახეზე ცარცის ფერი დაედო და გაფართოებული თვალებით უყურებდა თავზე წამომდგარი მამაკაცის სილუეტს, რომლის მარჯვენა ხელშიც ავად მომზირალი იარაღის ლულა პირდაპირ მისი შუბლისკენ იყო მომართული.
-ამის დედაც!-ამოილაპარაკა უიმედო ხმით და უკვე გაღებული კარიდან ფრთხილად გადმოვიდა ხელები თავს ზემოთ ასწია და თავისზე საკამაოდ მაღალ მამაკაცს დამფრთხალი თვალიებით შეაჩერდა.
-ისეთი სახე გაქვს, თავი მიცვალებული მგონია-გაეცინა დათუნაშვილს და საჩვენებელი თითი ჩახმახზე გადაიტანა.-აბა,გავიგე სიურპრიზები უყვარსო და ვერ მოვითმინე...
-აამის დედაც..-ისევ გაიმეორა ბაკაშვილმა და სახეზე ფერები ერთმანეთის მიხედვით შეეცვალა.
-ვილაპარაკოთ?!ძველი ნაცნობებივით,მიუხედავად იმისა, რომ გარტყმაში არ ვარ ვინ ჩემი ყ**ე ხარ...ნუ ,თუ არ ჩავთვლით კოპალაძის შენდამი დაუფარავ ლტოლვას...მაშ ასე ,ეხლა საქმის ვითარებაში თავიდანვე გაგარკვევ მერე რაიმე პრეტენზიას რომ არ ჰქონდეს ადგილი.-მისი მანქანის კაპოტს ზურგით მიეყრდნო ნიკა და ფეხები გადააჯვერედინა...ფერ წასულ ბაკაშვილს, ავად დაწვრილებული მზერით შეხედა და გულზე დაკრეფილი ხელებით იარაღი ისევ მისკენ გაიშვორა.-მე,ახლანდელი მდგომარეობით ყველანაირად უპირატესობაში ვარ...დავიწყოთ იქიდან რომ :სადღაც ტრაკში ვართ,მეორე მე, მკვდარი ვარ და შენ ცოცხალი. მესამე მე,იარაღი მიჭირავს და შენ არა,მეოთხე ახლა თავში შარიკი რომ გადამიტრიალდეს და გესროლო შენ კი მოჰყვე პოლიციაში ვინ გესროლა, მაშინაც უპირატესობაში ვარ რადგან გუშინ დიდი პროკურორის ორმოცი იყო...შენ კი გიჟად შეგრაცხავენ...აბა, რა აზრის ხარ?! დამატება ხომ არ გინდა რამის?!-ცალი წარბი აუწია გახევებულ ბაკაშვილს-არაა? მშვენიერი...აბა ბატონო ნოდარ!თუ გოჩა დაგიძახო?! კარგი იყოს ნოდარი...უფრო კარგად ჟღერს...ელამი ნოდარი-გაეცინა.-გისმენ, მთელი გულის ყურით...
-ჯანდაბა...მომკლავ?!-ჩავარდნილი ხმით ამოილაპარაკს ბაკაშვილმა.
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა ნიკამ-გაჩნია რას მეტუვი ისეთს, რაც შენი მოკვლის სურვილს სულ ოდნავ მაინც ჩამიცხრობს.
-ამის დედაც-შეთხელებულ თმაზე ნერვიულად ათრთოლებული ხელი გადაისვა ბაკაშვილმა და ელამი თვალებით საწყლად ახედა დათუნაშვილს.-მომკლავენ...
-მაშინ, არ ყოფილა შენი საშველი.-სიცილით გაშალა ხელები ნიკამ-რა გირჩევნია? ტრა*კულად მოკვდე თუ სიმართლე ილაპარაკო და ისე მოკვდე?!
-ღმერთო...-ამოიოხრა ბაკაშვილმა.
-ღმერთს რატომ უხმობ? გწამს? მამენტ მაგრა კიდიხარ მაგ შენ ღმერთს ნოდარ, რადგან ახლ აქ ჩემს წინ დგახარ ჩაფსმული ბავშვივით და ელოდები კუთხეში როდის დაგაყენებ...მიდი, დაიწყე.-შეაგულიანა ბოროტი ღიმილით.
-იმ საღამოს სახლში ვიყავი ,ილია გრიგოლიამ რომ დამირეკა და მითხრა იქ,ზემოთ შენი დახმარებ სჭირდებათ და რადგან ამხელა უპირატესობით სარგებლობ და შენს საქმიანობაში არავინ ერევა ეს საქმე უნდა გააკეთოვო.- ამოიოხრა ბაკაშვილმა.
-რას საქმიანობთ, ბატონო ნოდარ?
-პატარა სამრეწველო ბიზნესი მაქვს...
-აჰაა...და კარგი ნაცნობები რომლებიც ყოველგვარი წესდების გვერდის ავლი, ქვეშიდან გაძვრომაში გეხმარებიან...
-დღეს ცხოვრება ესეა მოწყობილი,არ გესწავლება ჩემგან-ენა ამოიდგა ბაკაშვილმა და პროკურორის ირონიული ეპითეტებით შემკული განაწყენდა.
-ცხოვრების ამაოებაზე სხვა დროს ვისაუბროთ-შეაწყვეტინა ნიკამ-მერე ,რაო ილიამ?
-ხო...მითხრა, რომ იმერეთის ერთ -ერთ სოფელში უნდა ჩავსულიყავი და ვინმე ზურაბ კურტანიძე მომეძებნა ,რომელსაც დაველაპარაკებოდი და რაც შეიძლება დაბალ ფასად შევახვევდი საკუთარ თავზე აეღო შენი...თქვენი მკვლელობის საქმე.-შეშინებული კურდღელივით აიბუზა ბაკაშვილი-რადგან არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი თანამგზავრი გამაყოლეს ვინმე ირაკლი კვარაცხელია, რომელსაც მანამდეც კარგად ვიცნობდი და მეტიც საკმაოდ ახლო დამოკიდებულება გვქონდა.-საუბარი შეწყვიტა ბაკაშვილმა.
-განაგრძე!-ცივად გამოსცრა ნიკამ.
-ჯანდაბა...ადგილზე ჩასულებმა ადვილად მოვძებნეთ კურტანიძე, რომელიც საწყალი,გაჭირვებული კაცი აღმოჩნდა და ბევრი ჩალიჩიც არ დაგვჭირვებია მის დასაკერად...ხუთი ხელზე მივეცი...ხუთს კი ციხიდან გამოსვლის მერე მივცემდით...ნუ, ესე შევთანხმდით.
-აჰა...გასაგებია...და ესეთი ცოტა ვღირვარ ამის დედაც?!-გაეცინა ნიკას.-მერე საქმე შეიკერა და ბატონი კურტანიძე დასახელდა ჩემს მკვლელად, რომელსაც დარწმუნებული ვარ ავტომატი თვალითაც არ უნახავს თავის ცხოვრებაში არამცთუ ხელში სჭერია...
-ესეა...-ჩავარდნილი ხმით ამოილაპარაკა ბაკაშვილმა
-და შენ ,რა მიიღე ამ გარიგებით?
-ბიზნესში ხელ შეუხებლობის გარანტია...-მზერა აარიდა ბაკაშვილმა.
-მთლად უმშვენიერესი...ეს გასაგებია დაკვეთა იყო და საკუთარი კეთილ დღეობისთვის გააკეთე...ქალბატონ კოპალაძეს რაღას ერჩოდიი?!-სახე გაუცივდა მამაკაცს.ნოდარმა ,ყელში გაჩხერილი ბურთი ხმაურით გადააგორა კისერში და ფერი უარესად დარკარგა.
-მე არ მომიკლავს...
-და რითი ამტკიცებ?-გამომცდელი სახით შეხედა დათუნაშვილმა.
-მე მიყვარდა...-ჩავარდნილი ხმით ამოიჩურჩულა ბაკაშვილმა.
-იმდენი შენი !-კბილებში გამოსცრა ნიკამ და თავი ძლივს შეიკავა იმ უნამუსოდ მომზირალ სიფათში იარაღის ტარი მთელი ძალით რომ არ მოექნია.-სიყვარული შენი გადმოსახედიდან ტყემალზე ჯდომას ჰგავს ბატონო ნოდარ...გოჩა ნიკოლეიშვილს უყვარდა ქალბატონი კოპალაძე...ისიც ბავშვობაში და არა ნოდარ ბაკაშვილს...გაქნილ ნაბიჭ**ვარს და უნამუსო მატყუარას...რაში გჭირდებოდა მისი ხელზე დახვევა?!
-ამის დედაც...-თვალები მოისრისა ნოდარმა და უცებ იფეთქა:-იმ ძუკნამ ,იმაზე მეტი იცოდა ვიდრე საჭირო იყო...მე რა შუაშვი ვარ თუ იმათ ებლანდებოდათ უშნოდ ფეხებში,მე რა შუაში ვარ ,თუ თავადაც მონაწილეობდა მისი ქმრის და ქმრის ძმაკაცის იდეალურ გეგმაში, რომელიც ადვილად გამდიდრებას ისახავდა მიზნად?! მე რა შუაშვი ვარ, თუ ის სირები იმის მითვისების დროს გაასაღეს რაც მათ არ ეკუთვნოდათ და რასაც დაუმსახურებლად იღებდნენ?!-ხმას ნელ- ნელა უწევდა აზარტში შესული ბაკაშვილი და ხელებს ისე ენერგიულად იქნევდ, გეგონება ას კაციან აუდიტორიას თავის სიმართლეს უმთკიცებსო.
-რას ითვისებდნენ? -ზედმეტად მშვიდად დასვა კითხვა დათუნაშვილმა.
-რას და იმ სირმა შაოშვილმა, ის ილაპარაკა რაც არ უნდა ელაპარაკა...ზეთის ხილის ქილები, რომელიც თავად ჩამოცალა საწყობში...ხოო, იმ ქილების გატანა უნდოდათ...იცი ეს რას ნიშნავს? ჩვეულებრივად პატრონის მოტყვნას...და ეს ქალბატონიც გარკვეული იყო ამ საქმეში თავად ილაპარაკა ჩემს საწოლში გორაობისას.
-და შენც გაექანე და პოლიციაში მოსვლის და სიმართლის თქმის მაგივრად იქ მიიტანე ამბავი სადაც არ უნდა მიგეტანა?!-იღრიალა წყობიდან გამოსულმა დათუნაშვილმა-და ამის მერე დგახარ და უნამუსოდ მატყუებ...ხო, მატყუებ რომ შენ...შენი დედაც-მისკენ მიიწია ნიკამ და მკერდზე საჩვენებელი თითი უხეშად უბიძგა-კოპალაძე გიყვარდაა?!
-კარგი თუ ძმა ხაარ!-ირონიულად ჩაიცინა და ელამი თვალები შეანათა ნოდარმა-რომელ პოლიციაში?!იქ სადაც პროკურორს, საკუთარი ხელით მიაყარეს მიწა და მისი სიკვდილის ამბავი ისე შეტენეს ვიღაც დედამოტყნულ ზურიკოს გეგონება ადამიანის მაგივრად ბატი მოკლეს? მერე მეორეც...მე ცოლი მყავს და შვილები ძმაო...რომელსაც ყოველთვის ყველაზე წინ დავაყენებ და ის, რომ მე მთვარისა მიყვარდა ან მიყვარს...არ ნიშნავს იმას რომ ჩემს ცოლ-შვილზე წინ დავაყენებდი...მაშინ ,როდესაც თავის დროზე ხელი მკრა და ვიღაც ლოთ აბაშიძეს აეტორღიალა...
-ძველ გრეხებზე ბოზ*ური აბაროტის აღებაა შენი საქციელი...მაგრამ მისთვის მეფედონის ამხელა დოზის ჩაყრა უკვე ყველანაირ სიბინძურეს სცილდება ...შენ მკვლელი ხარ!
-მე არ ჩამიყრია...-სასოწარკვეთილი ხმით ამოიყვირა ბაკაშვილმა-ჩემთან არ დაულევია...ამის დედაც, ლოთი იყო ...ხოო ალკოჰოლზე დამოკიდებული და კაცმა არ იცის სად ეგდო და რა დალია...მე რავიცი ? იმდღეს ჩვენ არაფერი დაგვილევია და სახლიდანაც იმაზე ადრე გავიდა ვიდრე გადიოდა...რადგან ჩემი ცოლი სამსახურიდან ადრე ბრუნდებოდა და უკვე გზაში იყო...
-შენი და შენი ცოლის საწოლში, ყოფილ შეყვარებუსლ ჟიმავდი...ნაბიჭ*ვარი ხარ ყველაფერთან ერთად... და ციხეში დალპობასაც არ იმსახურებ-სიტყვები,ზიზღით გადმოაფურთხა დათუნაშვილმა-ისე უნდა ჩაძაღლდე როგორც გეკადრება...და შენი დამპალი მძორი ძაღლების საჯიჯგნი გახდეს.
-მიდი მესროლე,მესროლე, რასაც ამდენი ხანი ცხვირწინ მიტრიალებ...არა მგონია კაცის მოკვლა შენთვის ასეთი ძნელი იყოს-გამომწვევად გაიცინა ბაკაშვილმა და ხელები თეატრალურად გაშალა.-მესროლეთ ბატონო პროკურორო...
ნიკა, წარბ აწეული უყურებდა გადიდგულებულ ბაკაშვილს და თავს ძლივს იკავებდა სიცილი არ აეტეხა.
მათი მანქანა, რომელიც ბაკაშვილის ჯიპისგან ოციოდე მეტრში იყო გაჩერებული ნელი სვლით დაიძრა და ჯიპის წინ გაჩერდა.მანქანიდან კი ლაღიძე გადმოვიდა და პიჯაკის ბორტები ხელით შეისწორა.. შემდეგ ერთ ადგილზე გახევებულ ბაკაშვილს შეხედა და ჩაეცინა.
-სიკვდილი უნდა-თავით მამაკაცზე ანიშნა ნიკამ და გაეცინა.-უთხარით ბატონო გამომძიებელო, რომ მოწოდებით მკვლელი არ ვარ...ისიც უთხარით, რომ ამას კანონმდებლობით ჩემთვის მონიჭებული უფლებები სასტიკად მიკრძალავს და რადგან მოწოდებით მკვლელის მაგივრად სამართალ დამცავი ვარ მთელი არსებით ვეწინააღმდეგები ადამიანების სიკვდილით დასჯას...მე უფრო გასართობი თამაშები მიზიდავს.-გაიცინა ნიკამ და მზერა ლაღიძიდან ბაკაშვილზე გადაიტანა.ხელში შერჩენილი იარაღის დამცავი გადაკეტა და ქურთუკის ქვეშ ,საქამრეში ჩაიდო.
-გამიშვებთ?-მომღიმარი მამაკაცების შემხედვარე უარესად დაიბნა ბაკაშვილი და ცალ- ცალ თვალებში იმედის ნაპერწკლები აუკიაფდა.
-აუ ,რა უფანტაზიო ხარ...-ხელი ხელს შემოჰკრა კოპებ შეკრულმა ნიკამ, ირონიის მოწოდების სიმაღლეზე რომ იყო და შემდეგ ხელები ისე მოიფშვნიტა თითქოს რამე მსოფლიო დონის თემას განიხილავდა.-მოდი, ცოტა გავერთოთ...
ლაღიძის მანქანის უკვე ახდილ საბარგულთან დაიხარა და იქიდან ტყავის ,მოზრდილ ჩიხოლში ჩადებული ნივთი ამოიღო.საბარგული ხმაურით დახურა და ზედ მოთავსებული კაბურის, ელვა შესაკრავი ზედმეტად ფრთხილად გახსნა...იქიდან ამოღებულ შავად მბზინავ შაშხანას, ოპტიკური სამიზნე დაუყენა და ფერ წასულ ბაკაშვილს გადმოხედა.
-შეგეშინდა?-მის გამომეტყველებაზე გაეცინა-მშვენიერია...იციი ერთი ნაცნობი მყავს,ზედმეტად გიჟი და ამოუცნობი...მის საქმეს ვიძიებდი, მაგრამ ყოველთვის ხელიდან მისხლტებოდა...კარგი ტიპია...მის საქმეში ყველამ ჩავისვარეთ...ვერავინ მოახერხა მისი მოხელთება,სამაგიეროდ ბევრი რამ ვისწავლე და მათ შორის იმ დასკვნამდე მივედი, რომ როცა ადამიანის მოკვლა სიამოვნებას არ განიჭებს...ყველანაირი ემოცია უნდა გათიშო და კარგად გაერთო.ახლა, მე და შენ კარგად გავერთობით ბატონო ნოდარ,შენ სიკვდილი არ გინდა,მე შენი მოკვლა...ეს კი ჩემი საყვარელი სათამაშოა.ამერიკული შაშხანა barett 50 1600 მეტრზე ზუსტად ხვდება მიზანს...მე, კარგად ვისვრი...შენ, კარგად დარბიხარ?
-ამის დედაცა...-ამოიხრიალა ბაკაშვილმა.
-მართლაც რომ ამის დედაც...-გაიცინა დათუნაშბილმა -მკვდრეთით აღმდგარი ყოფილი პროკურორი, გთავაზობს თავის გადასარჩენ თამაშს "ნადირობა მგლებზე" ნუ ,ამ შემთხვევაში მე კი ვარ მონადირე, მაგრამ თავად ნაკლებად ჰგავხართ მგელს. მაგრამ არაუშავს...გადავიტანთ ორივე.მაშ ასე-ჰაერი ღრმად შეისუნთქა ნიკამ და განაგრძო:-პირველი,მე აქ ვრჩები...გაძლევ ფორას...ორმოცდაათი მეტრი...მშვენიერი შემოთავაზებაა...შემდეგ კი მივდივარ ამ საყვარელ არსებასთან და ვიწყებ...თუ გამასწრებ გადარჩები...თუ არა და ამის დედაც...
-მეღადავებიი?!-ამოიხრიალა ნოდარმა.
-ვაბშე არა ,ჩათლახი ვიყო...-ისეთი შეურაწყოფილი სახე მიიღო ნიკამ, ეს რა მკადრეო ეუბნებოდა მზერით.
-მაინც მომკლავ...
-ნუ...გაჩნია შენი სირბილის სიჩქარეს და ამავდროულად მოხერხებულობას...აგერაა სარბენი მოედანი-ხელი მაღალი ხეებით დაჩრდილული გზისკენ გაიშვირა და ტუჩები დაბრიცა-ბურთი და მოედანი შენია.მე არ მინდა შენი სიკვდილი ბატონო ნოდარ...მაგრამ თუ მოკვდები დიდად არც ეგ მადარდებს...გაწყობს?
-ჯანდაბა...
-კარგიი...-ამოიოხრა ნიკამ და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო..ერთ ღერი ,ტუჩებს შორის მოიქცია და ბაკაშვილს გახედა.-მე, ერთი ღერის მოწევას მაქსიმუმ სამი წუთი ვუნდები...სამ წუთში შენ, ორმოცდაათ მეტრს კი არა ხუთასს გაირბენ თუ მოინდომებთ ბატონო ნოდარ.დავიწყოთ?-გამომწვევად გაიცინა ნიკამ და ანთებული სანთებელა სიგარეტის ღერს მიუშვირა..ღრმად შეისუნთქა კვამლი და ადგილიდან მოწყვეტილ ბაკაშვილს სიცილით გააყოლა თვალი.
-მაგრად ერთობი?!-ნოდარიდან, მზერა ნიკაზე გადმოიტანა ლღიძემ და გაეცინა.
-ადრენალინია...-მხრები აიჩეჩა დათუნაშვილმა და ერთი ღრმა ნაპაზის მერე ღერი მოისროლა.მანქანის საბარგულზე, დადგმულ შაშხანასთან დაიხარა და სამიზნეში გაიხედა.შორს, მსუქანი გვერდების თანთალით თავქუდ მოგლეჯილი გარბოდა ბაკაშვილი...მის დანახვაზე დათუნაშვილი, ახარხარდა და თითი ჩახმაზრე გადმოიტანა.
-შენ შეგიძლია დაითვალო..-მარცხენა თვალ მოჭუტულმა ამოხედა ლაღიძეს და კვლავ სამიზნეს მიუბრუნდა.
-ერთი...ორიი...სამი!- დათუნაშვილის თითი, დაიძაბა და სასხლეტს დაუშვა.ზუზუნით გაფრენილი 12 კალიბრიანი ტყვია, ჰაერში გასხლტა და გაქცეულ ბაკაშვილს შუა გზაში დაეწი.ხეხემალში, მთელი სიჩქარით ეძგერა და წინ გადაქანებული მსუქანა სხეული, მიწაზე გულ მკერდით გააცურა.- ამის დედაც!ერთი მგელი!- წელში გასწორდა ნიკა და აჟიტირებულმა ხელი- ხელს შემოჰკრა.
-გიჟი ხარ!-თავზე, გადაისვა ხელი ლაღიძემ და მეგობარს წარბ შეკრულმა გადახედა.
-ახალი ამბავი...სასწრაფოში დარეკე და დაჭრილი მამაკაცის შესახებ აცნობე.-ახალ ღერს მოუკიდა ნიკამ-დიდი ეჭვი მაქვს ფეხზე თავის ცხოვრებაში ვეღარ გაივლის.საწყალი...-სიანულით ამოილაპარაკა და აწყობილი შაშხანის დაშლას შეუდგა.კაბურაში ჩააბრუნა და საბარგულში ისევ ისე ჩადო როგორც მანამდე იდო.ტელეფონ მომარჯვებულ მეგობარს გადახედა, რომელიც სასწრაფოს დაჭრილი მამაკაცის ადგილ მდებარეობას აცნობდა და თავად მგზავრის სავარძელში დაიკავა ადგილი.ლაღიძე, საუბარს მორჩა,მანქანაში ჩაჯდა და ძრავი ჩართო...ნიკას გადახედა და მის გამომეტყველებაზე,სიცილისგან თავი ვერ შეიკავა.-"ნადირობა მგლებზე" ხო?
-მოვტყან ამათი მგლობა, მაგრამ კარგად ჟღერს.-გაიცინა ნიკამ.
-მშვენიერიაა-მანქანა,
ქალაქისკენ შემოატრიალა ლაღიძემ.და გაზის პედალს ბოლომდე დააწვა-ხროვას, მინუს ერთი მგელი...


სამზარეულოს მაგიდასთან მჯდარ ლაღიძეს, წინ ცხელი ყავით სავსე ფინჯანი დაუდგა ნიკამ და მოპირდაპირე მხარეს დამჯდარმა უკმაყოფილო სახით მოურია კოვზი თავის ჩაის.
- ილია გრიგოლიას უთვალთვალეთ...ვინმე თქვენი ბიჭი დაასაქმე...სანდო-ცხელი სითხე მოსვა და ლაღიძეს დააკვირდა-მეზიზღება ჩაი...
-ვის მირჩევ?-თავადაც მოსვა ყავის მოზრდილი ყლუპი გიორგიმ.
-ლევანის სასტავი არ გინდა,კრისებით არის სავსე.. ვინმე ისეთი...დამწყები,შენ უკეთ გეცოდინება ვინ არის ესეთი თქვენს განყოფილებაში.გურამისგან, ნებართვა აიღე და გრიგოლიას მოსმენა დაიწყეთ...ბაკაშვილის ამბავი გასკდება თუ არა ყველას აეწვება ტრ*აკი...შეიძლება მის გასაღებაზეც იჩალიჩონ.
-თუ გადარჩა-ირონიულად აღნიშნა ლაღიძემ.
-გადარჩება...-თავდაჯერებულად ამოილაპარაკა ნიკამ.-იმ ირაკლიზე ,სრული ინფორმაცია მჭირდება...შემდეგ გრიგოლიას კაციდან ვინმეს გამოვიწოვთ...ჩემი გამოჩენა მაგათთან, არ შეიძლება უკიდურეს ზომამდე თუ არ მივედით...
-კარგი...-ყავის ფინჯანს ჩახედა გიორგიმ და ცოტა ხანს ჩამოწოლილ მდუმარებას უსმენდნენ, შემდეგ ქვემოდან შეფარვით ამოხედა სერიოზული სახით მჯდარ მეგობარს -ნიკაა
-ჰოუ...-ფიქრებიდან გამოერკვა დათუნაშვილი და ლაღიძეს თვალი გაუსწორა.
-ის ნენე...
-ამის დედაც...-თავზე გაშლილი ხელის გული გადაისვა ნიკამ.-რაიყო?
-ბიჭო,საქმის გახსნის მერე რამეში გარეული რომ აღმოჩნდეს...-ფრთხილად ამოილაპარაკა გიორგიმ.
-მოვკლავ!-მაგიდისკენ დაიხარა ნიკა და იდაყვებით დაეყრდნო.-შენ გაფაქტე გიო...მე კი მოვკლავ.
-შენზე ვნერვიულობ-ყავა მოსვა გიორგიმ და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-თუმცა შენი მისთვის, ნაჩუქარი ჩემი ვერცხლის ჯვარცმა, მაინც მის კისერზე ჯკიდია...-ირონიულად აღნიშნა ნიკამ და მეგობარს თვალი თვალში გაუყარა.
-შემეცოდა...-დამნაშავესავით ამოილაპარაკა გიორგიმ.
-არ ენდობი...-ჩაი მოსვა ნიკამ.
-მე შენზე ვნერვიულობ...
-მე კი გავაფრინე...-მხრები აიჩეჩა გულწრფელი სახით ნიკამ.
-შეგიყვარდა?!-სევდიანად გაეღიმა გიორგის.
-არვიცი...ამის დედაც, არ ვიცი...უბრალოდ მინდა რომ ჩემთან იყოს.ძალიან მინდა...- ცხვირი შეჭმუხნა ნიკამ და თვალები მოისრისა.-ეგ გოგო...გიო, ესე პირველად ვარ...არ ვიცი რა ჰქვია ამ გრძნობას...ამის დედაც...არ ვიცი და ძალიან არ მინა მართლა რამეში იყოს გარეული...რადგან ჩათვალე თუ გაიფაქტა, მივალ და ჩემი ხელით დავახლი ტყვიას...მერე არ მიკითხო...არ ვიცი..- სიმწრით ჩაეცინა-შეიძლება თავადვე გავიხვრიტო შუბლი.ეს, სიყვარული არ არის...არ ვიცი, აი ახლა ხომ ვზივარ შენს წინ და გელაპარაკები...ერთი სული მაქვს მოვიდეს.უბრალოდ მივიდეს და ვნახო...რომ არ მივიდეს,ისევ რომ არ მოვიდეს ჩვეულებრივად გავჭედავ...რა დანძრეული მაქვს ჯო მიხვდი...პირველად ვარ ესე ცუდად, ახალი გაცნობილი ქალის გამო.ქალის, რომელიც ჩემი თუ არ იქნება...ვერც სხვისი იქნება...პირველად ვარ ესეთი გაბოროტებული...რაც ჩემია, ჩემია...სხვისი ვერანაირად ვერ იქნება...ყველა ,აი ცვეტში ყველა ...ჩემი თავიც ...ნენეს ვერ დავიკიდებ...არ დავიკიდებ...არ ვიცი ტო..-ისევ გაეცინა-პატრონ მოტყნული დათუნაშვილი..აი ესეთია.
-დაგენძრა..-გაეცინა ლაღიძეს.-არავინ უსმენს...არ ვიცი...შემიძლია მოვახსნევინო მასზე დაწესებული მოსმენა...
-ოხ რიბკინა...-სიმწრით გაეცინა ნიკას-თავად მოვუსმენ...ამის დედაც-სახეზე ჩამოისვა თითები ნიკამ.-ვნახოთ აბა...ურთიერთობის ბოლოს ვინ მოკვდება და ვინ გადარჩება.
-არ გინდა ნიკო...არაფერს გაძალებ-ყოყმანით ამოილაპარაკა ლაღიძემ.
-ვერაფერს დამაძალებ...თემოს ხსოვნისთვის....გავაკეთებ ამას და გეფიცები...ბავშვს გეფიცები, თუ რამეა არ დავმალავ გიორგი.მართლა არ დავმალავ...მე ვგიჟდები ამ ქალზე ,მაგრამ მახსოვს ჩემს ხელებში გარდაცვლილი კილასონია-თვალები აემღვრა ნიკას.-მახსოვს...და მისი სულისთვის...ტასოს გეფიცები,გავაკეთებ ამას...თუ საჭირო გახდა ორჯერაც გავისვრი მაგრამ მეორე ვის მოხვდება არ ვიცი...ალბათ მე.
- ღმერთმა ქნას ვცდებოდე...-ამოილაპარაკა ლაღიძემ და სახე მოღუშულ მეგობარს თვალი აარიდა.
-მიდი,ლიზას დაურეკე...-იქვე მოთავსებულ ლეპტოპზე ანიშნა ნიკამ.-კამერა ჩართოს და ტასო დაგალაპარაკოს..მიდი გიო..მიდი.
-კარგი...-სკამიდან წამოდგა ლაღიძე და კომპიუტერი მოიტანა.ჩართო და სკაიპში სწრაფად შეიყვანა თავისი მონაცემები...შემდეგ კი დარეკა და მოგუდული ზუმერის თანხლებით დაელოდა როდის უპასუხებდნენ.
-ჰეიიი...-სულ მალე ეკრანზე გაღიმებული ერგემლიძე გამოჩნდა.გრძელი თმა, კეფაზე ფანქრით ჰქონდა დამაგრებული და ცხვირზე დასკუპებული წასაკითხი სათვალით, ხელს უქნევდა გიორგის.
-როგორ ხარ ლიზიკოო?!-გაუცინა ლაღიძემ.
-ვმეცადინეობდი...შენ ,როგორ ხარ?
-კარგად...მშვენივრად...სად არის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგოო?!
-ახლავე დავუძახებ.-ეკრანიდან ერგემლიძის გამოსახულება გაქრა და სულ მალე კულულებიანმა, მოცინარმა ანასტასიამ ჩაანაცვლა,რომელიც აჟიტირებული უქნევდა ხელს გიორგი ბიძიას და ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა.
-ტასოო...
მოშორებით მდგარი დათუნაშვილი, ზურგით კედელს მიყრდნობოდა და თვალს არ აშორებდა შვილის მონატრებულ სახეს...ცალი ხელის თითებს, წვერზე ნერვიულად ისვამდა და სიხარულისგან ტუჩებს თავს ვერ უყრიდა.ბავშვის მხიარული ყიჟინი, ყურში სასიამოვნოდ ხვდებოდა და მთელს სხეულში ბედნიერების ჟრუანტელი უვლიდა.ბედნიერების, რადგან სადღაც გერმანიის ერთ- ერთ ქალაქში, მისი სისხლი და ხორცი თავს კარგად გრძნობდა,ცხოვრება უხაროდა და თავისი მრავალფეროვანი ფანტაზიით, აღწერდა მის გარშემო მომხდარ თითოეულ მოვლენას.საუბრისას ემოციურად იქნევდა პატარა ხელებს და დრო და დრო კისკისით უჩქროლებდა მამას გულს.თავი კედელზე მიაყრდნო დათუნაშვილმა და ჭერს ახედა...ცხვირში, მოჭერილი სიმწარე თვალებს უწვავდა.ყელში, გაჩხერილი ბურთი კი სუნთქვას უძნელებდა.კარგად იყო...კარგად და ბედნიერი...რაც მთავარია ბედნიერი.
-ამის დედაც-ამოილაპარაკა დაბალი ხმით და სახე მოისრისა.შემდეგ კი სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებს შორის და მოუკიდა.

საღამოს რვა საათი ხდებოდა, კარზე რომ დააკაკუნეს და კომპიუტერის ეკრანს მიშტერებული დათუნაშვილიც იძულებული გახდა ყურადღება კარზე გადაეტანა.გახსნილი საქმის ფაილები ,ჩაკეცა და ფეხზე წამოდგა...საჭვრეტში არც გაუხედია ისე გამოაღო კარი და ზღურბლზე მდგარი რიბკინას დანახვაზე ,გულწრფელმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე...
-მოვიდა ნენე დეიდა..-გაიცინა ქალმა ,კარში მდგარს ერთ- ერთი ცნობილი სუპერმარკეტის პარკი მიაჩეჩა ხელში და ფეხის წვერებზე აწეულმა მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე.
-უკვე შენი მოკვლის გეგმებს ვსახავდი-კარი მიხურა ნიკამ და საკეტი გადაატრიალა,გასაღები კლიტეშივე ჩატოვა და ოთახისკენ წასულ ქალს, ფეხდაფეხ მიჰყვა.რომელიც ინტერესით ათვალიერებდა ინტერიერს.
-რა მყუდრო ბინაა ,მშურს შენი...
-გადმოცხოვრება მოგიწევს-ნიკამ,პარკი სამზარეულოს მაგიდაზე დადო და კარის ჩარჩოზე მიყრდნობილს ფრთხილად მიუახლოვდა,წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მიწეულს თავად წაეტანა ტუჩებზე...-მომენატრე.
-მეც...-კისერზე წვრილი მკლავები შემოხვია ქალმა და ვნებიან კოცნაში აქტიურად აჰყვა.-ჯანდაბა...-ხმამაღლა ამოიოხრა როდესაც მამაკაცის მხურვალე ხელები, მისი ყელიდან მკერდის მიმართულებით ჩასრიალდნენ და მხრებზე ფრთხილად გადაუწიეს თხელი ქურთული,რომელიც იატაკზე ფრიალით დაეშვა...თავად კი ხელის, ფრთხილი ბიძგით უკან დაიხია და რამოდენიმე ნებიჯის გადადგმის შემდეგ მყუდრო საძინებელში აღმოჩნდა.
-ორმოცდა ერთი დღე ნენე...-შეცვლილი ხმით ამოილაპარაკა ნიკამ-ორმოცა ერთი დღე, რაც არ მოგფერებივარ...იმის დანახვა ჩემს შეხებაზე როგორ ენთები...ამის დედაც...მაგიჟებს...იმის წარმოდგენ,ახლა ამ ზედას რომ გაგხდი-თხელი სვიტერის ბოლოებში ჩაავლო თითები და მის წინ არეული სახით მდგარს, თავს ზემოთ გადააძრო-იქ რა დამხვდება...ცუდად მხდის-შიშველ მკერდზე დახედა და ფრთხილად შეეხო თითებით.-იმის გააზრება რომ შენ...სრულყოფილება ხარ ჩვეულებრივად მაფრენინებს.-მარცხენა ხელის თითები ,კისერზე ნაზად შემოხვია და გვერდით გადააწევინა თავი...შიშველ ყელზე კი ფრთხილად შეეხო ტუჩებით და ვნებიანი კოცნებით გაიკვლია ბილიკები ლავიწებამდე.ათრთოლებული თითებით, ეხებოდა კანზე და ამ თითებს ტუჩებს ანაცვლებდა.მკერდამდე ჩასული ,ყრუ ოხვრით წაეტანა და ქალის რეაქციასაც არ დაუყოვნებია დაუფარავი კვნესით ჩააფრინდა მხრებში.ვერც კი გაიაზრა ისე აღმოჩნდა ჰაერში ...თვალები მაშინ გაახილა როდესაც შიშველი ზურგით, საწოლის გადასაფარებლის ,რბილი მატერია იგრძნო.მასთან დახრილ დათუნაშვილს,ბედნიერებისგან გაბრწყინებული მზერა შეანათა და იდაყვებზე წამოწეული დააკვირდა, თითების ოსტატური მოძრაობით როგორ უხსნიდა შარვლის შესაკრავს,რომელიც ბიკინთან ერთად ფრთხილად გააძრო გრძელ ფეხებზე და წვივებიდან თეძომდე კოცნით ამოუყვა .ქალის სურნელით გაბრუებული,ხარბად უკოცნიდა სხეულის სათითაო ნაწილს და ყველა უჯრედით გრძნობდა მოზღვავებული ბედნიერების იმ უთვალავ ემოციას, რასაც განიცდიდა.სიამოვნებისგან საერთოდ არეული ქალის ხმა, საამო ჰანგებად ჩაესმოდა ყურებში და აიძულებდა არ გაჩერებულიყო ,არ შეეწყვიტა ის გასაგიჟებელი ალერსი, რომელსაც საერთოდ სხვა განზომილებაში გადაჰყავდა ორივე.ნაზი კანი,დამათრობელი სურნელი და მხურვალე სხეულების შეხება ,რომელიც აგიზგიზებულ ვნების კოცონს ანთებდა და ხმამაღალ ოხვრას მოყოლილი...მილიონჯერ ნათქვამი "ნიკა მიყვარხარ" თხელი თითები ,მის შიშველ ზურგზე და თეძოებზე მოხვეული, ქალის გრძელი ფეხები.ორი სხეულის გაერთიანებას მოყოლილი ძლიერი თრთოლვა და საკუთარ ტუჩებზე, ნაგრძნობი ქალის სავსე ბაგეები,რომელიც ხარბად ისწრაფოდა მისი ვნებიანი კოცნისკენ.მის მკერდში,გასასკდომად აძგერებული გული და გაასმაგებული ფეთქვა.ცალი იდაყვით ქალის თავთან,ლეიბზე დაეყრდნო და მეორე ხელის თითები ,კეფაზე შემოხვია.მოზლმილად მოძრაობდა და წამს არ კარგავდა ისე უკოცნიდა აზრიდან საბოლოოდ გადასულ ქალს ბაგეებს.რომელიც თავადაც აქტიურად ჰყვებოდა და მის ტუჩებზე დაუფარავად ოხრავდა.
-მაგიჟებ...-კბილებით ჩააფრინდა ქვედა ტუჩზე და მოძრაობის ტემპს მოუმატა.
-ახლა, ცუდად გავხდები...-ზურგზე ფრჩხილებით ჩააფრინდა ქალი და კეფით ძლიერად მიაწვა ბალიშს...
-მიდი პატარავ...-თბილი, მაგრამ მბრძანებლური ხმით შეაგულიანა მამაკაცმა და მის ბრძანებაზე მომართული ქალის სხეულიც, ერთიანად დაიძაბა...მის ქვედა ტუჩს ,ხმამაღალი ოხვრით ჩააფრინდა და სხეულის დაუფარავი თრთოლვით გადალახა დაწესებული საზღვრები,თავით გადაეშვა ოკეანის ტალღებად მოხეთქილ ,გამაგიჟებელი სიამოვნების მორევში და თვალებ დახუჭულმა მიაღწია ფინიშამდე.რასაც არეული მზერით ზემოდან დაჩერებული ნიკა, თვალს არ აშორებდა,შემდეგ კი თავადაც მის კვალს მიჰყვა.
-ნიკა-თრთოლვით წამოიძახა მისი სახელი ქალმა და კისერზე ძლიერად მოხვია მკლავები.
-მიყვარხარ...სიგიჟემდე "ნენე"
-ნიკა-ემოციებისგან დატვირთულ ქალს ნიკაპი აუთრთოლდა.
-მიყვარხარ პატარავ!ამის დედაც...საბოლოოდ გავგიჟდი.-შუბლით ქალის შუბლს დაეყრდნო და ფრთხილად შეეხო მის ტუჩებს.ისევ მის ზემოდან მოქცეული არ ჩქარობდა ამ ერთიანობის დარღვევას.-შემიყვარდი რიბკინა...დაგერხა.
-ჯანდაბა...-ბედნიერებისგან გაეცინა ქალს.
-მე, რომ მიყვარხარ ეს იცი რას ნიშნავს?შანსი აღარ გაქვს...არანაირი შანსი აღარ გაქვს ნენე...ჩემგან ვეღარ წახვალ,ვერასდროს...
-არც მინდა...შენგან წასვლა არ მინდა ნიკა,არასდროს...შენს გარეშე არ მინდა.-კისერზე მოხვეუკი მკლავები მოაშორა ქალმა და მისი სახე ხელის გულებში მოიმწყვრდია...ანთებული ,მწვანე სფეროებით ჩააშტერდა თვალებში,რომელიც უსაზღვრო ბედნიერებისგან ბრწყინავდა და დაბალი ხმით გაიმეორა.-მე შენს გარეშე არც ერთი წუთით არ მინდა ნიკა...ისე და იმდენად მიყვარხარ,ყველა შენს შეხებაზე ბედნიერებისგან, გული არ გამიჩერდეს მეშინია.-რამოდენიმეჯერ მოწყვეტით აკოცა და კვლავ გაუღიმა.
-ჯადო გამიკეთე ხოო?-გაეცინა ნიკას და გვერდით ბალიშზე გადაწოლილმა,ზემოთ აიწია და საწოლის თავს ზურგით მიეყრდნო.
-კიი...მე ჯადოქარი ვარ.-სახე სასაცილოდ დამანჭა ქალმა და მისკენ მიჩოჩებული, ფეხებს შორის ნახევარი ტანით მოექცა და წელზე მკლავები შემოხვია, ლოყით კი მუცელზე მიეკრა და თვალები დახუჭა.
-არ გშიაა?-თავი არ აუწევია ისე ჰკითხა მამაკაცს ,რომელიც სიგარეტს უკიდებდა.
-არა...შენ?-კვამლი გამოუშვა პირიდან და ქალის გრძელ თმას თითებით წაეტანა.-შეგიძლია დამანახო შენი კულინარიული შესაძლებლობები...ვნახოთ არჩევანში ხომ არ ვცდები.
-აუ, ცოტახანში რაა...-ამოიბუზღუნა ქალმა და წითელ ჭრილობაზე ფრთხილად აკოცა.-ხვალ, სოფელში მივდივარ ორი დღით...
-რა?-თმაში ჩაავლო თითები და თავი წამოაწევინა.
-მხოლოდ ორი დღით...ლალი ბებო უნდა ვნახო.
- რაიყო ტო...ბებიების არმია გყავს?-გაეცინა ნიკას და იმ წამს აწკრიალებულ ტელეფონს დახედა,შემდეგ კი უპასუხა და აპარატი მხარსა და ლოყას შორის მოიქცია.
- ჰო!
-მარტო არ ხარ,მაგიტომ არ ამოვედი...იტოკში ,იმ ლაშაზე რაღაცეები გავარკვიე მეილი შეამოწმე გადმოგიგზავნე.
-კარგი,ვნახავ და დაგირეკავ-პასუხს აღარ დალოდებია ტელეფონი ისე გათიშა, თავის ადგილზე დააბრუნა და ასადგომად წამოიწია.-იწექი, შე ზარმაცო...- მუცელზე მწოლიარე ქალს, მხარზე ფრთხილად უკბინა და წამოდგა. შიშველ სხეულზე,სპორტული შარვალი სწრაფად ამოიცვა და ფეხშიშველი გაემართა მაგიდისკენ, სადაც კომპიუტერი იდო.
-ხვალ, რომელ საათზე მიდიხარ?-ლეპტოპი გახსნა და ჩართო
-დილით ადრე...
-ანუ ,დღეს ვერ დარჩები?-ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია ისე გახსნა მეილი და შემომავალი ფოსტა შეამოწმა.
-ამ...მაგდებ?-ზურგზე გადმობრუნდა ქალი და იდაყვებზე წამოიწია.-რაიყო ვინმეს ელოდებიი?
-კიი, სტრიპტიზიორები მყავს გამოძახებული.- პასუხი ისე გასცა ეკრანისთვის, თვალი არ მოუშორებია.
-და მარტო ქალები ამოვლენ?-სახე სასაცილოდ დამანჭა რიბკინამ.
-მაგ კომპანიას მამაკაცის სტრიპტიზიორები არ ჰყავს...ვერ გაგითვალისწინე ,ბოდიში...-გაეცინა ნიკას და მასზე მიჩერებულ წარბ აწეულ ქალს თვალი ჩაუკრა.
-ახლა, მაგ თავში რამე რომ გესროლო ძალიან გეტკინებაა?!-ხმას აუწია ნენემ.
-მერე თუ დასჯის ჩემწულ მეთოდებს გაუძლებ...შეგიძლია მესროლო პატარავ.-გამოგზავნილი ფაილები შეინახა ნიკამ და ლეპტოპი ისევ დახურა...სავარძლიდან წამოდგა და საწოლისკენ დაიძრა.-მაგალითად რა შეგიძლია მესროლო?
-და დასჯის რა ხერხები გაქვს, მითხარი აბა...
-ამ,-საწოლის ბოლოში მდგარმა დათუნაშვილმა ,თვალები დააწვრილა და საჩვენებელი თითი ტუჩზე მიიდო...ისეთი სახე მიიღო თითქოს ფიქრობდა ბოლოს კი ფართოდ გაუღიმა და ხელები თეატრალურად გაშალა.-მაგალითად ,სექსი გულის წასვლამდე...
-გარყვნილი ხარ...-ტუჩები დაბრიცა ქალმა.
-შენ აზრზეც კი არ ხარ როგორი...


ღამის სამი საათი ხდებოდა,ლაშა გეწაძემ ,ბარის ტერიტორია რომ დატოვა და მოშორებით გაჩერებული საკუთარი მანქანისკენ, ისე დაიძრა ყურადღება არ მიუქცევია იქვე მდგარი დაბურულ შუშებიანი ტოიოტასთვის ,რომლის გვრდითა შუშაც ოდნავ ჩამოიწია და სიგრეტის ნამწვი გადმოაგდეს.შემდეგ კარი გაიღო და მანქანიდან მაღალი მამაკაცი გადმოვიდა.

გეწაძემ ,ჩაკეტილი მანქანა პულტით გააღო და ის იყო საჭესთან დაჯდომას აპირებდა მისკენ დაძრული მაღალი ,შავებიანო სილუეტი რომ გაარჩია.
-გამარჯობა.-უცნობი ,ბოხი ბარიტონით მიესალმა.
-გამარჯობა?-გეწაძემ,წარბები შეკრა და უცნობს დააკვირდა, მაგრამ ჩაბნელებულ ავტო სადგომზე ცუდი ხილვადობის გამო მისი კაპიუშონით ნახევრად დაფარული სახის ,გარჩევა ვერ შეძლო და ის იყო კითხვას აპირებდა:"რით შემიძლია დაგეხმაროთ?“-ო ძლიერად მოქნეული მუშტი, პირდაპირ ცხვირ-პირში რომ მოხვდა და წამიერად გონება დაბინდული, მთელი ხეულით საკუთარ მანქანას მიეჯახა.

სახეზე, ცივი წყლის შესხმამ გამოაფხიზლა და დამძიმებული ქუთუთოები, გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს.გარემო მოათვალიერა და დამფრთხალს ცარცის ფერი დაედო სახეზე.ბეტონის,ნახევრად ჩამონგრეულ, კედლებიან შნობაში იმყოფებოდა უხეშად შეკრულ სკამზე, მჯდარი და ხელები ზურგს უკან მჭიდროდ ჰქონდა შეკრული.ხუთიოდე მეტრში გაჩერებული მანქანის, ბრდღვიალა ფარები, პირდაპირ სახესი ანათებდა და იძულებული იყო თვალები სანახევროდ მოეხუჭა.შმორის და ობის სუნი, ნესტოებში დაუკითხავად უძვრბოდა და ცხვირის წვერს უღიზიანებდა.მის წინ აშკარად ვიღაც იჯდა, რაზეც წინ გამოშლილი გრძელი ფეხები და ძვირად ღირებული კონვერსები მიუთითებდა.სიგარეტის ეწეოდა და მზერით ბურღავდა.
-გამოფხიზლდი მზეთუნახავოო?!-ირონიული ხმა, დამცინავად ჩაესმა და ისევ იმ ადგილს მიაშტერდა სადაც უცნობი გამტაცებელი ეგულებოდა.
-ვინ ხართ?ჯანდაბა...ეს შუქი ასე რომ არ მანათებდეს არ შეიძლება?
-რაიყო, თვალის ბადურას გიღიზიანებს?- ხმა მოწოდების სიმაღლეზე იყო.
- ვერ გხედავ,შენი დედაც!-კბილებში გამოსცრა გეწაძემ და ხელების გასახსნელად, სკამზე გატოკდა.უცებ მისკენ გამოფრენილი ჩოკბურთის, ყვიტელი ბურთი ,რომ მოხვდა სახეში.
-წესი პირველი,არასდროს შეაგინო მას,ვისაც ვერ ხედავ, რადგან არ იცი რამდენად უმართავია...მე ,კარგი ფსიქიკა მაქვს და ჯერ ჯერობით შენს ძვლებში გადამტვრევას არ ვაპირებ.
-ვინ ხარ?-ყვირილით გაიმეორა გეწაძემ და მანქანის ფარებიც, ახლო მაშუქებზე გადაირთო და თვალებიდან ნორმალურად გამოხედვა შეძლო.წინ მჯდომი მამაკაცი, მისკენ გადმოიხარა და მოულოდნელობისგან გეწაძე გველნაკბენივით შეხტა,ფერი უარესად დაეკარგა და წამოყვირებას გინებაც მოაყოლა.
-შენი დედაც...
-ისეთი სახე გაქვს ,ახლა ხელები რომ გაგიხსნან პირჯვარს გადაიწერ.-გაიცინა დათუნაშვილმა და წამში დაუსწრიოზულდა სახე-აბა...დავიწყოთ ძველი მეგობრებივით ლაპარაკი? თუ ჯერ ისევ შოკში ხარ?
-რახდება? ჩემგან რა გინდათ?
-ოო.. საინტერესო ტიპი ჩანხარ ბატონო ლაშა და ზუსტად მაგიტომ არ მომწონდი არასდროს...-ხელები მოიფშვნიტა ნიკამ-დავინტერესდით და გავარკვიეთ ამ ბოლო დროს საკმაოდ სოლიდური თანხა ჩაირიცხა თიბისი ბანკში, თქვენს სახელზე გახსნილ ანგარიშზე...რაიყო მდიდარი ბაბუა დაგებრიდა?!
-არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ -დაიბნა გეწაძე, თუმცა მალევე მოეგო გონს...
-ნუ გაატრაკე...მთლად ეგეთი განოყ*ლევებულიც არ ჩანხარ, როგორადაც თავს გვაჩვენებ...
-მართლა არ ვიცი გეფიცები...
-საინტერესოაა...მოდი, მე დავიწყებ მაშინ და იქნებ გაგახსენდეს...ცხრა ოქტომბერს...შენ, ბატონო ლაშა...შეიპარე იმ ბარში, სადაც მუშაობ ქალების გასახდელში და ვინმე ელენე (ნენე )რიბკინას, ტელეფონი დააზიანე...შემდეგ არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ სამ ნომერზე დარეკეს რიბკინას ტელეფონის ნომრიდან და ჩემი მანქანა...აფეთქდა...
-ძალიან ცუდი ხერხებით ცდილობთ ჩემს ალაპარაკაებას ყოფილო პროკურორო...-ირონიულად გაიცინა გეწაძემ და თვალები გამომწვევად აუკიაფდა-მაშინ როდესაც გარტყმაში არ ვარ არაფრის.არც რიბკინას ტელეფონი ამიღია და მეტიც იქ ,თუ შევიდოდი მხოლოდ იმის გამო რომ ეგ ძუ*კნა გამეჟიმა...-ტუჩები გაისველა გეწაძემ-მაგარი ნაშაა, მაგრამ ვერ მოვიხელთე...უკარებას როლს მეთამაშება.
დათუნაშვილმა ,ჰაერიცხ ხმაურით შეისუნთქა ცხვირით და ყბის ძვლები დაეჭიმა...თუმცა თავს კონტროლი გაუწია და ჩაეცინა.
-იმდენად ცუდი ხერხები ვიცი ...არ გამიჭირდება შენი ალპარაკება...უბრალოდ ჯერ მშვიდად საუბარი შემოგთავაზე.
-წადი შენიც-ზიზღით გამოაფურთხა გეწაძემ.
-ძალიან კარგიი...-მხრები აიჩეჩა დათუნაშვილმა და სკამიდან წამოდგა.სკამი რომელზეც იჯდა,ცალი ხელით მოითრია მიწაზე ,ძლიერი დახეთქებით დაშალა, დაიხარა და ერთ -ერთი ფიცრი ნაჭერი აიღო, რომელის ბოლოზეც ჩარჭობილი ორიცალი ლურსმანი ავად იმზირებოდა.ხელში შეათამაშა და ღიმილით მიტრიალდა გეწაძისკენ.-ახლა, ცოტა გეტკინება...როდესაც ეს ჟანგიანი ლურსმნები შენს კუნთებს დაჩხვლეტავენ...მაშინ სოპრანოს ხმაში შეძლებ სიმღერას და დალაგებით მომიყვები სად,რა და როგორ მოხდა.დავიწყოთ ბატონო ლაშა?!
გამომწვევად ჰკითხა და მოქნეული მარჯვენა, რომელშიც ფიცრის ნატეხი ეჭირა მთელი სიძლიერით დაუშვა მარცხენა ბარძაყზე.დარტყმასთან ერთად გამოშვერილმა ლურსმნის თავებმა, ჯინსის შარვალი გახია და ხორცში ბოლომდე ჩაესო...გეწაძემ, სიმწრისგან ბოლო ხმაზე იღრიალა ნიკამ კი,სახე დამანჭა და მეორე ფეხში ისეთივე სიძლიერით მოუქნია..
-შენი დედაც მოვტყან!-იღრიალა ხელმეორედ გეწაძემ და ტუჩის კუთხეებიდან ღრიალს გამოყოლილი ნერწყვი გადმოაფურთხა.თვალები სიმწრისგან ჩაუწითლდა, სკამზე კი იმდენად ძლიერად შეირხა მძიმე, ხელით ნაკეთი სკამი უკან გადაყირავდა და მას გადაყოლილი ზურგით დაეხეთქა მიწაზე.
-აბა..გაგეხსნა ცოტაა?-მის თავთან დაიხარა ნიკა და სახეში ზიზღით ჩააცქერდა.შემდეგ სკამის საზურგეს ხელი ჩაავლო და წამოაყენა.
-ანუ ,ვერ გახსნა ხოო?! ამის დედაც...მე კი არ მეზარება?პირიქით რამხელა ადრენალინია რომ იცოდეე...მაგრამ ესე გადმოცემით ვერ მიხვდები უნდა გამოსცადო.-ცივად სცრიდა სიტყვებს და თვალებს არ აშორებდა სახე გაწითლებულ გეწაძეს, ბოლოს ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს ძალიან წუხდა და წელში გასწორებულმა ახლა მხრის კუნთში მოუქნია ფიცარი.
-ამის დედაც....-იღრიალად ლაშამ და ცრემლები გადმოსცვივდა
-ვინ იყოო?!-ხელ მეორედ შემართა ფიცარი ნიკამ ,მაგრამ ლაშამ დაასწრო და აღრიალებულმა წამოიძახა მისი სახელი.
-კალანდია...ამის დედაც, ნაბი*ჭვარი კალანდია.
-რომელი?-ფიცარი მიწაზე დააგდო ნიკამ და ლაშასკენ დაიხარა.
-ემზარი...ემზარ კალანდია.არ ვიცი..არაფერი არ ვიცი, მე მარტო ნენეს ტელეფონის დაზიანება მევალებოდა...გამოსაცვლელში,დანიშნულ დროს შევედი და მისი ტელეფონი გავტეხე, ისე რომ არ ჩართულიყო...ისიც არ ვიცი ამის დედაც...უბრალოდ მოვიდა ის დედა მოტყნული და ფული შემომთავაზა, მარტივ საქმედ მომეჩვენა.. შევედი და გავტეხე ტელეფონი.
-და ნენე რა შუაში იყო ...რატომ მაინც და მაინც ის?-ნატკენ მხარში თითები ჩაავლო აღრიალებულ მამაკაცს, დათუნაშვილმა და იმდენად მტკუვნეულად მოუჭირა გეწაძეს, სუნთქვა შეეკრა.
-არ ვიცი...აზრზე არ ვარ...მე მომწონს ეგ გოგო...იმ ნაბიჭვარსაც მოსწონს ,მის დათრევაზე ჩალიჩობდა...-სიმწრისგამ ატირდა გეწაძე
- ვინ ჩალიჩობდა, ემზარიი?!-წარბები შეკრა ნიკამ.
-არა, დათო...მისი შვილი დათოო...მეტი მართლა არაფერი არ ვიცი...გეფიცები ,არაფერი არ ვიცი.
-კამერების ჩანაწერები ვინ წაშალა?
-ლერიმ...მაგ დედამოტყნულმა ლერიმ წაშალა...რადგან ეგაც მაყუთის წილში იყო...
-ამის დედაც..-სიმწრით გაეცინა ნიკას და სისხლიანი ხელი გეწაძის ქურთუკს ზიზღით შეაწმინდა.
-არ მომკლათ...გეფიცები ,არაფერი ვიცი და არც ხმას ამოვიღებ...საერთოდ არ ამოვიღებ ხმას გეფიცებით.
-შენს მოკვლას არავინ აპირებს-ხმას აუწია ნიკამ.-მიხვალ იმ ბარში და ძველებურად გააგრძელებ მუშაობას მაგრამ როცა დამჭირდება...იმ ინფორმაციას მომაწვდი რასაც გეტყვი...გასაგებიაა?!-საყელოში სწვდა და სკამიდან წამოსწია,სახეში ზიზღით ჩააშტერდა და კითხვა კბილებს შორის გამოსცრა-გასაგებიაა?!
-კი...გასაგებია-ყრუდ ამოიხრიალა გეწაძემ და ფერი საერთოდ დაეკარგა.
-მშვენიერი...-ხელი, ცივად შეუშვა და გეწაძეც სკამზე მოწყვეტით დაეხეთქა-ერთი პატარა შეცდომა ბატონო ლაშა და მოვალ და ამ შუბლს გაგიხვრეტავ-საჩვენებელი თითი ,შუბლზე უხეშად მიუკაკუნა.-კი მიხვდებოდი რომ ხუმრობა არ მიყვარს.
-კარგი...გასაგებია...გასაგებია...-აბლუყინდა გეწაძე.
-ჩაჯექი მანქანაში.-თავით მანქანისკენ ანიშნა ნიკამ და უკანა კარი გამოაღო.სავარძელზე დახეთქებულს კარი, უხეშად მიუხურა და თავადაც დაიკავა საჭესთან ადგილი.შემდეგ კი ქალაქის შემოსასვლელთან ჩამოაგდო იაფფასიანი ძუკნასავით დ ხელებიც კი არ გაუხსნია ისე გაეცალა იქაურობას.



თბილი ელასტიკი ამოიცვა,თმა კეფაზე დაუდევრად შეიკრა და ნაცრისფერ უგებში ჩაყო ფეხები.საძინებლის კარი გამოაღო თუ არა სასტუმრო ოთახიდან საუბრის ხემები მოესმა და გაკვირვებული მისი მიმართულებით გაემართა. ზღურბლზე შედგა თუ არა ფეხი, ადგილზე ელდანაცემივით შეკრთა.საღამოს რვა საათზე,რაჭაში...ერთ- ერთ სოფელში...ბებიამისის სახლის სასტუმრო ოთახში, ხის მაგიდასთან ხელით ნაქსოვ შინდისფერ სვიტერში, გამოწყობილი ნიკა, იჯდა და გაღიმებული სახით ლალი ბებიას, ისე ესაუბრებოდა როგორც დიდი ხნის ნაცნობი.
-ჯანდაბა!-წამოიყვირა მოულოდნელობისგან და ორი წყვილი თვალის ყურადღებაც დაიმსახურა.
-ნენე..ბები, ნახე სტუმარი გვეწვია...-ღიმილით შეანათა ცისფერი თვალები ლალი ბებიამ და სახე დამანჭულ დის შვილიშვილის დანახვაზე მზერა წამში შეეცვალა.-რა გჭირს ბები?
-არაფერიი...მუხლი მივარტყი კარს-საწყლად ამოილაპარაკა დაბნეულმა რიბკინამ და აფართხალებული გულის დასამშვიდებლად რამოდენიმეჯერ ჩაისუნთქა.
-მოდი ბებია, შენ გელოდებოდით...თორნიკემ, სიურპრიზი გაგიკეთა და გვესტუმრა.-სკამიდან წამოდგა ქალი და მაგიდასთან მიახლოვებული ნენე, ზემოთ ხსენებული თორნიკეს გვერდით დასვა.-ისაუბრეთ ბებია, მანამდე მე სუფრას გავშლი მოშიებლი იქნება ეს ბიჭიც...ახლავე მოვალ გენაცვალე...ახლავეე..-ქალი, ოთახის ფოსტლების ფლატუნით გაემართა სამზარეულოსკენ ნენე, კი ფერდაკარგული მიაჩერდა სახე დასერიოზულებულ დათუნაშვილს რომლის თვალებიც ავად ელავდნენ.
-თორნიკე?ღადაობ ხოო?!
წამოიძახა გაოცებულმა და ბარძაყზე ძლიერად ჩაფრენილი მამაკაცის თითებისგან წამში აირია, რომელმაც იმდენად მტკივნეულად ჩაუჭირეს თავი ძლივს შეიკავა ხმამაღლა რომ არ წამოეკივლა.
-დღე ნახევარია გირეკავ "ნენე" -მისკენ გადაიხარა მამაკაცი და კბილებს შორის ბრაზით გამოსცრა.-დღე ნახევარია მაიგნორებ,რა თამაშს მეთამაშები?ჩემი გაგიჟება გინდა ხოო?
-ნიკა..-რაღაცის სათქმელად პირი გააღო ქალმა ,მაგრამ მამაკაცის თავისუფალი ხელის თითები, ყბაში ჩააფრინდნენ და თავისკენ მიიზიდა-მიდი,აქაც დამაიგნორე...შე პატარა გაიძცერა!-ზეტ მის ტუჩებზე ამოილაპარაკა და ქვედა ტუჩზე, მტკივნეულად ჩააფრინდა კბილებით.ნენემ, ყრუდ ამოიკვნესა და სიმწრისგან თვალები აემღვრა.-მოგკლავ...ერთხელაც იქნება და შემომაკვდები-ცხვირით ღრმად შეისუნთქა ქალის სურნელი ნიკამ და ნატკენ ტუჩზე ნაზად აკოცა.შემდეგ კი მოშორდა და სკამზე ისე გასწორდა ვითომაც აქ არაფერიო.ნენემ კი ტუჩებზე გაშლილი ხელისგული აიფარა და წყვეტილად შეისუნთქა ჰაერი.
სასიამოვნო გარეგნობის მქონე ლალი ბებომ ,რომელიც ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ქალი იქნებოდა და ასაკსაც კი ვერ დაეკარგა მისთვის ის მშვენიერება და ხიბლი...სუფრა,ზედმეტად სწრაფად გააწყო და მომღიმარი სახით მიუჯდა ახალგაზრდებათან ერთად.
-მიირთვით ბებია..-თბილად გაუღიმა ნიკას და გაოცებული სახით გადახედა დაბღვერილი სახით მჯდარ შვილიშვილს.-რა გჭირს?
-არაფერი ბე, თავი მტკივა ცოტა...-ამოილაპარაკა ნენემ და ჭამის მადა დაკარგულმა უგულოდ დახედა თეფშს.ნიკა, გემრიელად მიირთმევდა ლალის მომაზდებულ ვახშამს და ირონიული ღიმილით აჯილდოვებდა დაბღვერილ ნენეს. ლალი ბებოსთან კი სულ სხვანაირი,გახსნილი და თავისუფალი საუბრობდა.ვახშმის დამთავრების შემდეგ ქალმა, ჩაითი გამასპინძლება გადაწყვიტა.
-რატომ მებღვირები?
-არ მიდიხარ?-კითხვაზე კითხვით უპასუხა ნენემ.
-დღეს ,აქ ვრჩები...
-აქ, ვერ დარჩები!
-დაგაგვიანდა,ლალი ბებოს მოვეწონე.-მხრები უდარდელად აიჩეჩა მამაკაცმა.
-სამაგიეროდ მე არ მომწონხარ.
-არა პატარავ ,შენ გიყვარვარ-ცხვირი სასაცილოდ შეიჭმუხნა დათუნაშვილმა.
-ვინ მოგატყუაა?
-იციი..-სახე ,დაუსერიოზულდა მამაკაცს და მისკენ გადახრილმა კბილებში ცივად გამოსცრა-ვერ ვიტან როდესაც ტრ*აკს უაზროდ ათამაშებენ და ეს დაიმახსოვრე...ახლა, წავალ!აზრზე რომ მოხვალ მერე დავილაპარაკოთ-სკამიდან წამოდგა ნიკა და გაფითრებულ ქალს დახედა.
-სად მიდიხარ ბებია?-გაოცებულმა ლალი ბებომ ,ლანგარი მაგიდაზე დადგა და წასასვლელად გამზადებულ დათუნაშვილს შეხედა.
-უღრმესი მადლობა ქალბატონო ლალი...ყველაფერი უგემრიელესი იყო...აღარ შეგაწუხებთ...რაღაც საქმეები გამომიჩნდა და ქალაქში ახლავე უნდა დავბრუნდე...-გაოცებული ქალისკენ დაიხარა ნიკა და ლოყაზე თბილად აკოცა-დიდი მადლობა..სასიამოვნო იყო თქვენი ახლოს გაცნობა.
-კი მაგრამ ბებია...ასე გვიან რა საჩქაროა ამხელა გზაზე სიარული...-გულწრფელად შეწუხდა ქალი და კარისკენ წასულს უკან გაჰყვა.ნენე კი სკამიდან არ წამომდგარა,გახევებული მისჩერებოდა ერთ ადგილს და მთელი სხეული უდუღდა.ცხვირში მოჭერილი სიმწარე, თვალებში აწვებოდა და ცრემლებად ცდილობდა ჯებირების გადმოლახვას.ისე გავიდა ნიკა, ზედ ერთხელაც არ შეუხედია და ეს უარესად აგიჟებდა...გული ყელში ჰქონდა მობჯენილი და ისე მტკივნეულად ეწურებოდა, თითქოს ვიღაცის უჩინარი ხელი უჭედრა და მის სისხლისგან დაცლას ცდილობდა...ნაბიჯების ხმა,რომელიც უკვე აღარ ისმოდა,ოთახში დარჩენილი ნიკასეული, გრილი სურნელი და ჭიშკრის ხმაური.ფოსტლების ფლატუნი...ლალი ბებო, სახლში შენობრუნებულიყო და ოთახის ზღურბლზე მდგარი ზურგიდან ბურღავდა შვილიშვილს.
-რა მოხდა ბებია?-თბილად იკითხა ქალმა და ზურგიდან მიუახლოვდა, დახრილ თავზე, ფრთხილად გადაუსვა შრომისგან დანაოჭებული ხელი და შემდეგ თმაზე აკოცა.
-წავიდა?-გაპარული ხმით იკითხა ნენემ და თავი ასწია,ქვემოდან ამოხედა ქალს ცრემლიანი თვალებით და ნიკაპი სატირლად აუთრთოლდა.
-წავიდა ბებია...წავიდა-თბილად გაუღიმა ქალმა.ნენე კი სკამიდან ფეთიანივით წამოხტა და კარისკენ ისე გაიჭრა მის შემხედვარე ლალის ეშმაკურად გაეღიმა.თითქმის გამოგლიჯა სახლის კარი და ეზო ამოვარდნილი გულით გადაჭრა.ჭიშკარი, გამოაღო და გარეთ გასულმა სავსე მთვარის შუქზე ჭიშკრიდან ორმოცდათიოდე მეტრში გაჩერებული შავი ჯიპი დაინახა , რომლის საჭესთან მჯდარ დათუნაშვილსაც ორივე ხელი საჭეზე დაეწყო და ზედ შუბლით დაყრდნობილს თვალები ძლიერად დაეხუჭა.
-ჯანდაბა.-ამოიტირა ნენემ და მანქანის მიმართულებით გაიქცა.

ხელებში ჩარგული თავით ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა მთელს სხეულში ადუღებული სიბრაზე როგორმე ჩაეცხრო, მაგრამ ვერ ახერხებდა...აგიჟებდა ჯერ ის ფაქტი, რომ კიდევ ერთხელ და სიგიჟემდე შეუყვარდა,მერე ის რომ ეს თითის ტოლა გოგო ,თავის ჭკუაზე ატრიალებდა და ისე იწვევდა, თავს ძლივს იკავებდა რომ არ მიეხრჩო.საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები. ასეთი აჭრილი არასდროს ყოფილა და ის გრძნობა ,აგიჟებდა ერთიანად რომ ჰყავდა კლანჭებში მოქცეული და თავს ვერ ერეოდა.მანქანის, გამოღებული კარის ხმაზე თავი წამოსწია და სუნთქვა არეულ ქალს გახედა, რომელმაც შემოდგომის სურნელთან ერთად თავისი...გასაგიჟებლად თავბრუ დამხვევი სურნელი შემოიყოლა.კარი მიხურა და ცრემლიანი თვალებით შეაცქერდა.
-ნიკა...
-გადადი მანქანიდან!-ყბის ძვლები სიმწრისგან დაეძაბა დათუნაშვილს და კისერზე ლურჯად გამოაჯდა კაპილარები...
-მაპატიე...
-"ნენე" გადადი მანქანიდან!
-არა...მაპატიე...მაპატიე...ძალიან გთხოვ მაპატიე!-ხმამაღლა ატირდა და მამაკაცისკენ გაიწია, მაგრამ უკან გაწეული ნიკას დანახვაზე გახევდა და სახეზე მიტკლის ფერი დაედო...ორივე ხელი ,სახეზე აიფარა და ატირდა.-ბოდიში...
-გისწორდება შენს ჭკუაზე რომ მატრიალებ?-ხმას აუწია დათუნაშვილმა.-ამის დედას შე***ი დღე ნახევარი გირეკა ნენე...რა ბავშვობაა...მაიგნორებ,თავი რიგითი ყ**ე მგონია, რომელსაც ქალმა დაადო..და იმის მერე რაც გითხარი მიყვარხართქო!მიყა რხართქო ნენე...მიყვარხარ, ამის დედაც...ხოო, მიყვარხარ სიგიჟემდე და ვერასდროს ავიტან საპასუხო გრძნობის მაგივრად სირზე რომ დამიკიდო!ვერ ავიტან, უაზროდ ტრა*კის თამაშს...ოთხი საათი, გზაში გავატარე ძლივს მოვაგენი ამ სირ სოფელს და მთელი გზა თავს ვუმეორებდი, რომ შენი ნახვის დროს იმდენად გამეკონტროლებინა ჩემი თავი ,არ მიმეხრჩე ადგილზე.ჩამოვედი და იმის მაგივრად მოვისმინო რა დედის ტყვან გჭირს ორი წლის ბავშვივით როჟებს მიკერავ და პახოდუ სახლიდან მაგდებ...
-ნიკა...
-რა ნიკაა?! რაა?!-იღრიალა წყობიდან გამოსულმა და საჭეზე მთელი ძალით დაარტყა გაშლილი ხელის გული.-რა ნიკა? რა გინდა ნენე? რას ითხოვ ჩემგან? რა არ გავაკეთე სწორად? სად შევცდი?
გამომაგდე ხოო?! ხოდა წამოვედი... გადადი მანქანიდან, ქალაქში ვბრუნდები.
-რა გაღრიალებს?-სახიდან ხელები მოიშორა ქალმა და ცრემლიანი თვალები შეანათა დათუნაშვილს.-რა გაღრიალებს?
-მადლობა მოიხადე ტყვია რომ არ დაგახალე მაგ თავში...კაცმა რომ არ იცის რა ჯანდაბა გიტრიალებს.
-მე არ გატარებ ჩემს ჭკუაზე,ეს შენ დადიხარ და ცდილობ მე მატარო შენს დაკრულზე...გამოდიოო?! გამოვედი...გვქონდა სექსი და გამოძახებული ბოზ*ივით გამაგდე უკან...
-რა?-სახე დაუსერიოზულდა ნიკას-ამ გამო არ მპასუხობ დღე ნახევარია ტელეფონზეე?შენ მართლა გარეკე გოგო? რას ქვია ბო*ზივით უკან გაგაგდე? ეგ ვინც გაკადროს იმის დედაც მოვტყან...რაებს ფიქრობ ნენე, მართლა არ გამასულელო...
-დიახ, გაბრაზებული ვიყავი შენზე.-წარბები შეკრა ქალმა და დაბღვერილმა გადახედა.
-ამის დედაც...რა შეგცოდე ასეთი ღმერთო!-ამოიოხრა ნიკამ და მანქანის ჭერს ახედა...-აი, პროსტა რა დებილობებს ფიქრობს ამხელა ქალი...და შენ მომეცი გამძლეობა ერთხელაც რომ არ მივახრჩო.-თვალებზე ,აიფარა ხელი ნიკამ და სახე დამანჭა შემდეგ კი ღრმად ჩაისუნთქა და ქალისკენ მთელი ტანით შეტრიალდა.-საქმე მქონდა ნენე...ყველა საქმეზე წასვლის წინ, შენ ვერ შეგითანხმდები სად და როდის წავიდე...არც მე მინდოდა შენი სახლში გაშვება, მაგრამ ასე გამოვიდა...სამაგიეროდ ამხელა გზაზე მატარე,სახლში მოსული გამომაგდე დ ახლა ზიხარ ჩემს მანქანაში და მახსნევინებ ისეთ რამეს რაზეც თბილიშიც მშვენივრად დავილაპარაკებდით...რაიყო რაჭის ჰაერზე სხვა რამეს გეტყოდიი?!
-ვგიჟდები, შენზე-გაეცინა ქალს.
-მოგკლავ ჩათლახი ვიყო...-ამოიოხრა დათუნაშვილმა და გაბადრულ ქალს შეხედა, რომელსაც ცრემლიანი თვალები ისე უბრწყინავდა თვალის მოშორება უაზრობა იქნებოდა.ტირილისგან დასიებული ბაგეები ,გამომწვევად დაბერილიყო ყვრიმალებზე კი ოდნავ სიწითლე შეჰპარვოდა.გაშლილი ,მუქი თმა მხრებზე ჩამოშლოდა და ღრმად ამოჭრილი სვიტერის გულიდან მკერდი ისე აუდ ჩაუდიოდა თითქოს სირბილისგან დაღლილი დამშვიდებას ცდილობსო.
-საბოლოოდ გამაფრდნინებ-თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა ქალის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი.-ახლა მაკოცე, თუ გინდა რომ ეს დებილური გამოხყომა გაპატიო...
-ჯანდაბა...-გაეცინა ქალს და მეორედ გამეორება აღარ დასჭირვებია ისე დაეძგერა ბაგეებზე და ვნებიან კოცნაში აიყოლია.მამაკაცის თითები, წელზე ძლიერად ჩაფრენოდნენ
.მეორე ხელის თითები კი კეფაში ჩაევლო და თავისკენ მთელი ძალით მიზიდულს მწყურვალესავით უკოცნიდა ბაგეებს.
-აღარანაირი უაზრო გამოხტომა!-კოცნებს შორის ცრიდა დათუნაშბილი.
-კარგი...
-აღარანაირი წინ და უკან სირბილი!
-კარგი...
-ჯანდაბა,შემომაკვდები...
-მიყვარხარ...
სოფლის ჩაბნელებულ "ორღობეში" რომელსაც სავსე მთვარე, უხვად დანათოდა მანქანის სალონში, ორი ერთმანეთზე გაგიჟებული ადამიანი სულის ამოხდვამდე ეალერსებოდა ერთამანეთს და ყრუ ოხვრით უერთდებოდნენ რაჭის ერთ ჩვეულებრივ მაგრამ მსინც არაჩვეულებრივ ღამეს..ღამეს, რომელიც ბევრის სიყვარულის მომსწრე და მესაიდუმლეა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი manana

რატომ წაიშალა? ძალიან მომწონს, რო დავინახე ვიფიქრე ახალი თავი დაიდო?

 


№2  offline წევრი ხოსე

ასე რა ფეფო:-* რომ დავინახე სამჯერ მაქვს წაკითხული მაგრამ მაინც გული ამიჩქარდა, მიხარია რომ დაგვიბრუნდი და იცოდე საკმარისად ვართ ამ ისტორისს ყოველი ახალი თავის მომლოდინე ხალხი და ვისაც არ მოსწონს ვიცით, ჩანს, კომენტარებში თუარა unlike-ში და მგონი ნერვების მოშლად არ ღირს :-) ისევე როგორც ჩემს კომენტარებზე არ იშლიდი ნერვებს წინა ნაწილში, თუმცა მე მხილოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებდი მოთხოვნების და ლანძღვების გარეშე:-) მოკლედ მძიმე სამუშაო დღის არაადექვატური დირექტორის და უამრავი სახლის საქმის შემდეგ რაც მაბედნიერებს ეს წყვილია და ნიკას იუმორი ხოდა გელოდები ყოველწამს და მართლა დღეში ასჯერ შემოვდივარ :-)

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ფეფოო ❤️❤️❤️

 


№4  offline ადმინი თუკა

მოგესალმებით ყველას..
ნაწარმოების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო, ვწერ გამაფრთხილებელ პოსტს.
მკითხველი რომელიც გადავა პირად შეურაწყოფაზე, დაარღვევს ცენზურას, ავტომატურად დაედება ბანი.
ეს ეხება როგორც მკითხველს ასევე მწერალს.
ძალიან გთხოვთ დაიცვათ წესრიგი.
აზრის გამოხატვა შეგიძლიათ ყველას, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. ასევე ავტორს აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი აზრი ასევე ზომიერების ფარგლებში. ნუ შეხვალთ პოლემიკაში.
ჩემი დიდი თხოვნა იქნება, წინააღ,დეგ შემთხვევაში გაუფრთხილებად დაგედებათ ბანი ნებისმიერ თქვენთაგანს.
--------------------
4love.ge

 


№5 სტუმარი სტუმარი duduna11

მწერალს მწერალი იმიტომ ჰქვია, რომ თავისი ნააზრევი გადმოიტანოს ფურცელზე. მკითხველს გულს აუჩქროლებს თუ არა ეს ამ ორის ურთიერთობის შემდეგი ეტაპია))) მოგწონს სამაგიდო წიგნად გაიხადე, არ მოგწონს გვერდზე გადადე ან სულაც მაკულატურაში ჩააბარე, ან აღარ გააგრძელო კითხვა ან ნუ რავიცი ქვეეყანა „ან “ შეგიძლია გამოიყენო. მე ცუდი თუ კარგი ჩვევა მაქვს კაცმა არ იცის, წიგნი ბოლომდე უნდა წავიკითხო და ფილმიც ბოლომდე უნდა ვნახო)) მერე ან მიყვარს ან არა)) ხოდა ესეც მინდა ბოლომდე წავიკითხო, მერე ან შემიყვარდება ან არა)) მაგრამ რახან დამაწყებინე, რახან ვაგრძელებ, რახან მინდა, რომ დავამთავრო ნუ შელახავ შენ, მწერალო, ჩემს უფლებებს))) შენ ბევრი იმ სხვებისგან განსხვავებით, ვინც აქ შემომეფეთა, ფანტაზიაც, წერის სტილიც, ლექსიკაც და სიტყვათა მარაგიც ხელს გიწყობს, რომ წერო. ხოდა წერე რააა. ხო და კიდევ პერსონაჟიც ეგრეა ან მოგწონს ან არა, ხოდა იმ პერსონაჟსაც მეორე პერსონაჟიც ან უყვარს ან არა))) ვისი რა საქმეა.

 


№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

გამიხარდით ♥️

 


№7 სტუმარი მარიკა))

მომწონხარ ძალიან

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

არ ვიცი წინა ატვირთულზე დაემატა თუ არა ჩემი კომენტარი, ამიტომ ახლა ისევ დავწერ.
კი გაგვაფრთხილე ისტორიის დასაწყისში ჩემებურად უნდა დავწერო და თუ არ გინდათ ნუ წაიკითხავთ, მაინც არაფერს შევცვლი და ჩემებურად დავწერო,მაგრამ მაინც ვკითხულობთ. მე კითხვას მარტო იმიტომ ვერ ვანებებ თავს, რომ გავიგო ვინაა დამნაშავე და სად მარხია ძაღლის თავი. რაც შეეხება ნიკა-ლიზას და ნიკა-ნენეს, როგორც წყვილების "თემას." ნიკამ ყველაზე მეტად მაშინ მიქარა, როდესაც ლიზიკოს მაშველი რგოლის ფუნქცია მიანიჭა, მართალია ლიზიკო ბევრ რამეში მიაწვა,მაგრამ მუხლებზე დამდგარს არ უთხოვია ცოლად მომიყვანეო, მას ნიკოლოზის სიყვარული უნდოდა.ნიკოლოზს არაფერი, სერთოდ არაფერი გაუკეთებია ოჯახი დანგრევისგან, რომ ეხსნა და პირიქით ხელსაც კი უწყობდა და ეს თავადვე აღიარა ნინასთან საუბარში. გამოფხიზლება მარტო მაშინ ინება, როცა ლიზიკომ ვეღარ აიტან, "დაადო" და გადაწყვიტა თავისი ცხოვრებისთვის მიეხედა. ხოდა ახლა ნიკოლოზმა იპოვა ნენე და მასთან იმ ბედნიერებას ეძებს, რაც ლიზიკოსთან თავადვე "გამაზა"., იმედია იპოვის. და მაინც მე ეს წყვილები ფეხებზე, რადგან ამ ისტორიაში მე გამოძიების ხაზი უფრო მაინტერესებს, რომელიც უმუღამოდ მიმდინარეობს, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა. არის კიდევ ერთი საკითხი და იმედია, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაწილია. შევნიშნე, რომ ავტორი იმათ ვინც ნიკა-ლიზის წყვილს გულშემატკივრობდა და მათ ვინც ასე თუ ისე უარყოფით კომენტარს აკეთებდა ისტორიებზე ირონიულად პასუხობდა. ძალიან მინდა ვცდებოდე და ეს ჩემი, როგორც უფანტაზიო და "გაბოროტებულის" ბრალი იყოს. თუ ვცდები, აქვე ბოდიშს ვიხდი ავტორთან და ისტორიის ყველა მკითხველთან.

 


№9  offline წევრი jingulik

სტუმარი ანა-მარია
არ ვიცი წინა ატვირთულზე დაემატა თუ არა ჩემი კომენტარი, ამიტომ ახლა ისევ დავწერ.
კი გაგვაფრთხილე ისტორიის დასაწყისში ჩემებურად უნდა დავწერო და თუ არ გინდათ ნუ წაიკითხავთ, მაინც არაფერს შევცვლი და ჩემებურად დავწერო,მაგრამ მაინც ვკითხულობთ. მე კითხვას მარტო იმიტომ ვერ ვანებებ თავს, რომ გავიგო ვინაა დამნაშავე და სად მარხია ძაღლის თავი. რაც შეეხება ნიკა-ლიზას და ნიკა-ნენეს, როგორც წყვილების "თემას." ნიკამ ყველაზე მეტად მაშინ მიქარა, როდესაც ლიზიკოს მაშველი რგოლის ფუნქცია მიანიჭა, მართალია ლიზიკო ბევრ რამეში მიაწვა,მაგრამ მუხლებზე დამდგარს არ უთხოვია ცოლად მომიყვანეო, მას ნიკოლოზის სიყვარული უნდოდა.ნიკოლოზს არაფერი, სერთოდ არაფერი გაუკეთებია ოჯახი დანგრევისგან, რომ ეხსნა და პირიქით ხელსაც კი უწყობდა და ეს თავადვე აღიარა ნინასთან საუბარში. გამოფხიზლება მარტო მაშინ ინება, როცა ლიზიკომ ვეღარ აიტან, "დაადო" და გადაწყვიტა თავისი ცხოვრებისთვის მიეხედა. ხოდა ახლა ნიკოლოზმა იპოვა ნენე და მასთან იმ ბედნიერებას ეძებს, რაც ლიზიკოსთან თავადვე "გამაზა"., იმედია იპოვის. და მაინც მე ეს წყვილები ფეხებზე, რადგან ამ ისტორიაში მე გამოძიების ხაზი უფრო მაინტერესებს, რომელიც უმუღამოდ მიმდინარეობს, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა. არის კიდევ ერთი საკითხი და იმედია, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაწილია. შევნიშნე, რომ ავტორი იმათ ვინც ნიკა-ლიზის წყვილს გულშემატკივრობდა და მათ ვინც ასე თუ ისე უარყოფით კომენტარს აკეთებდა ისტორიებზე ირონიულად პასუხობდა. ძალიან მინდა ვცდებოდე და ეს ჩემი, როგორც უფანტაზიო და "გაბოროტებულის" ბრალი იყოს. თუ ვცდები, აქვე ბოდიშს ვიხდი ავტორთან და ისტორიის ყველა მკითხველთან.

ანა მარია გეთანხმები

 


№10  offline წევრი Tamara Tamo

ნამდვილად არ ვიცი, ვინ როდის შემოუერთდით ფეფოს ისტორიების მკითხველთა რიგებს, მაგრამ ავღნიშნავ, რომ ისტორიების გარშემოც ვაკეთებდით კომენტარებს და პერსონაჟებისაც. ზომიერების ფარგლებში, საკმაოდ საინტერესოდ ვაფიქსირებდით ყველანი, ვის რა ემოციას გვიტოვებდა ესა თუ ის პერსონაჟი ან სრულად ისტორია.

რაც ამ ბოლოს ხდება, კი ამაზრზენი სანახავია. უბრალოდ, ჩამოუარეთ კომენტარებს და ნამდვილად აღარ გაგიკვირდებათ ავტორის ასეთი ხისტი რეაქცია თქვენს ამდენ, მეტად თავშეუკავებელ კომენტარებზე.

და ბოლოს ვიტყოდი, რომ თუ ასეთი უმადური მკითხველების ბრალია საიტიდან ძალიან ბევრი კარგი ავტორის წასვლა, ფეფო ნამდვილად აღარ უნდა შეემატოს მათ რიგებს.

 


№11 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

Tamara Tamo
ნამდვილად არ ვიცი, ვინ როდის შემოუერთდით ფეფოს ისტორიების მკითხველთა რიგებს, მაგრამ ავღნიშნავ, რომ ისტორიების გარშემოც ვაკეთებდით კომენტარებს და პერსონაჟებისაც. ზომიერების ფარგლებში, საკმაოდ საინტერესოდ ვაფიქსირებდით ყველანი, ვის რა ემოციას გვიტოვებდა ესა თუ ის პერსონაჟი ან სრულად ისტორია.

რაც ამ ბოლოს ხდება, კი ამაზრზენი სანახავია. უბრალოდ, ჩამოუარეთ კომენტარებს და ნამდვილად აღარ გაგიკვირდებათ ავტორის ასეთი ხისტი რეაქცია თქვენს ამდენ, მეტად თავშეუკავებელ კომენტარებზე.

და ბოლოს ვიტყოდი, რომ თუ ასეთი უმადური მკითხველების ბრალია საიტიდან ძალიან ბევრი კარგი ავტორის წასვლა, ფეფო ნამდვილად აღარ უნდა შეემატოს მათ რიგებს.

არ ვარ უმადური მკითხველი და ფეფოს იატორიებსაც პირველივე დღიდან ვკითხულობ,არც უხეში კომენტარი დამიწერია როდესმე. აღვნიშნე, რომ თუ ზემოთ აღნიშნული ჩემი ფანტაზიის ნაყოფია ბოდიშს ვიხდი მეთქი და თუ მართლა ასეა კიდევ ერთხელ და მრავალგზის ბოდიში თქვენ ჩემგან.

 


№12 სტუმარი ზინიკო

ძალიან მაგარი ავტორი ხარ ძალიან საინტერესო ისტორიებით..ახალი თავიც მალე იქნება იმედიაა..

 


№13 სტუმარი სტუმარი ნანა

წერე ძვირფასო შენი ისტორიები,ამხელა აჟიოტაჟიც იმას ნიშნავს ,რომ წერა შეგიძლია.

 


№14 სტუმარი აბლაბუდა

მკითხველის გამო ნამდვილად არცერთი ავტორი წასულა საიტიდან ეს ყველამ კარგად იცის ვინ რატომ წავიდა და მკითხველს ნუ დაადანაშაულებთ რა

 


№15 სტუმარი სტუმარი სალომე

აი არასოდეს არ დამიწერია აქ კომენტარი პირველი ნაწილიც წაკითხული მაქვს და ამასაც დიდი მონდომებით ვკითხულობ ძაან მაგარი ადამიანი ხარ ძაან მაგარი ისტორიით და რაც მთავარია უმაგრესი ნიკოლოზით აი ვგიჟდები მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავებს

 


№16  offline წევრი ხოსე

ფეფოოო გელოდებით :-(

 


№17 სტუმარი ხხხ

თითებზე რომ ჩამოითვლის და გაიხსენებს ადამიანი, აი ამდენჯერ მიყვარდაო, უნდა მოატეხო ის დამპალი თითებიო, დუმბაძემ თქვა. ) მე შეურაცხმყოფელი კომენტარი არ მინახავს აქ. შენ თუ პირადში ვინმე რამეს გწერს, მაშინ ატვირთე ფბზე და ვნახავთ ყველანი, ვინ არის ზედმეტად თავშეუკავებელი. თვითონაც ჭკუას მოუხმობს. მე რაც არ მომწონს არის ის, რომ ირონიანარევი პასუხები გაქვს მათთან, ვინც შენი აზრის საპირისპიროს ამბობს. მოკლედ მე შენ ისტორიებს აღარ წავიკითხავ, იქნებ რამეზე გავგიჟდე და შემდეგ ისიც გაფუჭდეს. პირველი ვიყავი მათ რიგებში ვინც შენს გამო ყელს გამობრდღვნიდა ვინმეს. მაგრამ შენი დამოკიდებულებით შენს მკითხველთან, სულ სხვა გრძნობები გამიჩინე. რახან ერთ ადამიანს ეძღვნება და აღარ შეიცვლება, რა გაეწყობა. არც ჩვენ ვყოფილვართ საჭირონი რომ გვერდში გყავდეთ. ლიზას ფანობა არაფერ შუაშია. უბრალოდ პირველი თავი იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. მშვიდობით, წარმატებები.

 


№18 სტუმარი სტუმარი ნანა

მკითხველის პატივისცემა არ ნიშნავს იმას ჩემო კარგო რომ ვინ რას შეუკვეთავს ის წეროს.. ვერ ვიტან ვერავის ადვოკატობას და არც არასდროს დამიპოსტია, მაგრამ ამ ისტორიას თავიდანვე მივყვები და კომენტარებსაც ვკითხულობ.. ფაქტობრივად პრესინგი იყო და არის.. კიდე მაგრად გაქაჩა ამ გოგოს ნერვებმა ამას გულწრფელად ვამბობ..
მკითხველების მხრიდან მაგარი შეუგნებლობა და უმწიფრობაა ასეთი საქციელი, ჩემი აზრით, მაპატიეთ. ხოდა თუ გამოაკლდება ამგვარი მკითხველები ამ ისტორიას და ზოგადად ამ საიტს მით უკეთესი..
ვისწავლოთ უნდა სხვისი აზრისა და სურვილების პატივისცემა ისე არაფერი გამოვა. ამ გოგომ კი პირველ რიგში როგორც გაუსწორდება ისე უნდა წეროს ისაა ავტორი და აბა როგორ? თუ გინდათ თქვენი სურვილისამებრ შექმნილი ისტორია, თქვენ თვითონ წერეთ და მერე აქედან რო მავანნი განკარგულებებსა და პრეტენზიებს წამოგიყენებენ როგორ გესიამოვნებათ მაგასაც დავინახავთ.

ფეფო, მთელი გულით გგულშემატკივრობ და ველოდები შემდეგ თავს.. დღეს მგონი ამ იმედით მეათასედ შემოვედი...

 


№19  offline წევრი ხოსე

მეც, მაგრამ ფეფო არ ჩანს :-(

 


№20 სტუმარი სტუმარი მაკო

ვააახ ბიჭო ვერ ვხვდები რა :დდდდ
თუ ამ ხალხისთვის ავტორის ნააზრევი მიუღებელია, თუ არ მოსწონთ ის რასაც ავტორი წერს , მაშინ ადგნენ და თავად დაწერონ ისტორია მათთვის მისაღები სიუჟეტით , დაჯდნენ მერე , იკითხონ რამდენიც უნდათ და იყვნენ ბედნიერები :)

ჩემი მოკრძალებული აზრით ნინა- ნიკა- ლიზას სამკუთხედის ამბავი უნდა დასრულებულიყო ისე როგორც დამთავრდა "ერთ შანსი ორივესთვის" - ამ მოთხრობაში. ეს იყო ყველაზე რეალური და ლოგიკური დასასრული ამ სამის ისტორიის.

ისევ ჩემი მოკრძალებული აზრით ავტორმა შეცდომა დაუშვა ლიზას ფანების წნეხის ქვეშ რომ მოექცა. არ უნდა წაეშალა ეგ მოთხრობა. მაგის მერე დაიწყო დიდი არეულობა და აქამდე მიდის დომხალი.

 


№21 სტუმარი სტუმარი მაკო

ფეფო არ გამაგიჟო არ დანებდე და არ მიატოვო ამის წერა ყოველ დღე მაგისთვის შემოვდივარ აქ რომ იქნებ რამე ნორმალური იყოს ამდენ ნაბოდვარში. ასეთი ხარ შენ და ნუ მოექცევი ვინმეს გავლენის ქვეშ არ წამიკითხავს რა დაგიწერეს ,მაგრამ სირცხვილია ბოლო ბოლო რას ერჩით ამ გოგოს არ მოგწონს გაიარე რა სხვა წაიკითხე ვააა

 


№22 სტუმარი სტუმარი ნანა

გელოდებიიიი.....

 


№23 სტუმარი Alt_ Alt

ფეფო, ფეფო, სად ხარ, გამოჩნდი რაა. რამე მაინც გვითხარი. აღარ შეგვიძლია ეს არსაიდან ხმა არსით ძახილი..:((((((((

 


№24 სტუმარი სტუმარი life is good

სამსახურში გავედიი ))))) ჰოდა იქნება ჩავარდნები...სავარაუდოდ.ასე რომ თქვენ არ გეწყინოთ:*

 


№25  offline წევრი ხოსე

ფეფოო არ უხდება ამ ისტორიას ასეთი პაუზებიი :-(

 


№26 სტუმარი stumari

ნენე არ გაწირო რა :( ცოდოა სიკვდილისთვის ეს დაბნეული პატარა საყვარელი გოგო რა ამის ბრალია გიჟ ნიკოლოზს რომ გადაეყარა და რომ შეუყვარდა :(

 


№27 სტუმარი Alt_Alt

ეგ არაფერი, დაგელოდებით. სულ არ წახვიდე და.. :*

აბლაბუდა
მკითხველის გამო ნამდვილად არცერთი ავტორი წასულა საიტიდან ეს ყველამ კარგად იცის ვინ რატომ წავიდა და მკითხველს ნუ დაადანაშაულებთ რა

ერთი ხანი ვერ ვახერხებდი შემოსვლას და ლინდა ზედგინიძე აღარ დამხვდა საიტზე. არადა დალიჰარს ვკითხულობდი, მაგრად მომწონდა და მაინტერესებდა.. ხორ აცით რაბედი ეწია ამ ავტორს და ისტორიას?

ფეფო, ამ საიტზე შემორჩენილ მწერალთაგან ერთ-ერთი საინტერესო ხარ. ხო იცი ეს საქართველოა, და აქ კარგებს და ნიჭიერებს არც აფასებენ და არც ახარებენ ხო იცი. ხოდა ამათ ჯიბრზე გაიხარე. :)))))

 


№28  offline წევრი ხოსე

ფეფოო დადე რა ახალი თავი შეუძლებელია სხვა რამის წაკითხვა უბრალოდ თუნდაც თავის შესაქცევად :-( არ გეცოდებიით? :-)))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent