შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინლად მშვენიერი (თავი მეთერთმეტე)


24-10-2018, 01:14
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 572

საშინლად მშვენიერი (თავი მეთერთმეტე)

ღამით საშინელმა წყურვილმა გამომაღვიძა. საათს შევხედე. 3 საათი დაწყებულიყო. გარეთ გავიხედე მაგრამ სინათლის კვალიც კი არ იყო.
სამზარეულოში გავედი და მაცივრიდან წყალი გამოვიღე. ხასიათი კვლავ საშინელი მქონდა. ვერ ვივიწყებდი მის ნატანჯ სახეს. ვიცოდი რომ საშინელი შეცდომა დავუშვი, არ ვიცოდი ამის გამოსწორების საშუალება მომეცემოდა თუ არა. საერთოდ არ მქონდა იმის სურვილი რომ კიდევ დამეძინა, აბაზანაში შევედი, როდესაც სარკესთან დავდექი და შუქი ავანთე ჩემს უკან დავინახე იმ დაწყევლილი სანდროს სახე. ბოლო ხმაზე ვიყვირე, პირზე ხელი ამაფარა, მკლავში ხელი ჩამავლო და ჩემს საწოლზე მიმაგდო. პანიკური სიცილი დაიწყო, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, ცხოვრებაში ასე არასოდეს შემშინებია. მკველი, რომელიც ახლა ციხეში უნდა იჯდეს და სასჯელს იხდიდეს ჩემს წინ დგას და სიცოცხლეს როდის გამომასალმებს არავინ იცის.
-გეგონა შენს საქციელს შეგარჩენდი ჩემო პატარა?
სულ ვკანკალებდი, ხელები გაყინული მქონდა. საწოლიდან სწრაფად წამოვდექი, ტუბმოზე მდგარი ღამის სანათი ავიღე და ძლიერად მოვუქნიე. ლოყა გაეკაწრა და ამან ოდნავ დააბნია. ტელეფონს გიჟივით დავუწყე ძებნა. სანამ ახლოს მოვიდოდა გიორგისთან ვეცადე დარეკვას. თავისკენ მიმწია და სახეში ძლიერად გამარტყა.
-რას ბედავ?
-შენ აქ როგორ ხარ? რატომ ხარ? რა გინდა?
ვუთხარი ხმის კანკალით.
-ახლა ვეღარ ბედავ იმდენს რადგან გისოსები არ არის ჩვენ შორის ხომ?
-ინანებ.
ამ დროს დეტექტივი მაჩაბელი ერთ-ერთ განყოფილებაში იყო. ყველაფერ ამას კი სატელეფონო ზარის მეშვეობით ისმენდა. მართალია ლინდას იმედი აღარ ჰქონდა არაფრის მაგრამ, დეტექტივი მაჩაბელი ყველანაირად ცდილობდა მის სახლში დროულად მისვლას.
-შენთან ერთად ის დეტექტივიც იყო ხომ? მკითხა ცინიკურად სანდრომ.
-დეტექტივს შეეშვი. ის აქ არაფერ შუაშია.
-ოოო, საყვარელო რა თქმა უნდა შუაშია, ვიცი რომ სიგიჟემდე უყვარხარ, შენი ცრემლის დანახვისას ლამის იქვე ჩაიკეცა. მე კი შენ მიყვარხარ და არასოდეს მივცემ იმ დეტექტივს უფლებას თითი ოდნავ მაინც შეგახოს, ან შენთან ერთად იყოს.
გამწარებულმა ჩავიცინე და პასუხი მალევე დავუბრუნე.
-შენნაირ შელშლილთან მე ყოფნას ვერავინ მაიძულებს, მე შენ არმიყვარხარ და შეეგუე ამას. გიჟი ხარ გიჟიი! შენ ვერ გადაწყვეტ მე ვისთან უნდა ვიყო. შენთან ჩახუტებაც რომ მომიწიოს მაგას მირჩევია საერთოდ მოვკვდე. ვუთხარი უკვე ხმამაღალი ხმით.
გაცეცხლდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. და ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
-ის იდიოტი გიყვარს ხო? მიპასუხე.
ცრემლიანი თვალები მოვიწმინდე და რაც ძალი და ღონე მქონდა ვუყვირე
-კი. მიყვარს... და სიცოცხლის ბოლო წამამდე მეყვარება. არანორმალურად თანაც. ამაში ხელს ვერავინ შემიშლის.
თითქოს დამშვიდდა, უნდოდა რაღაც სხვა ხერხისთვის მიემართა. ჩემსკენ ნელი ნაბიჯებით დაიწყო სიარული და წყნარი ხმით მითხრა.
-ჩემო პატარა, გპირდები არაფერს დაგიშავებ, ნუ შეგეშინდება ჩემი.
ადგილზე ვიდექი და ვერ ვტოკდებიდი, ვერც გაქცევას ვახერხებდი. ის კი უფრო და უფრო მიახლოვდებოდა. ჩემს წინ დადგა და თმა ყურზე გადამიწია. ერთი ხელი ნელა წაიღო და თეძოსთან გააჩერა. ცრემლები ვეღარ შევიკავე, საშინლად მეშინოდა. ერთი ხელი კი საღამურის ღილთან მიიტანა და გახსნა დაიწყო.
-არაფერს დაგიშავებ, შენთან მინდა. შენ დეტექტივს არ უნდიხარ.
-ხელი გაწიე, გთხოვ სანდრო ხელი გაწიე. ხმის კანკალით ვეუბნებოდი, ცრემლების მოწმენდას კი ვერ ვახერხებდი.
-ნუ გეშინია ჩემო ანგელოზო, ყველაფერი კარგად იქნება. მენდე... აქ არაფერია სანერვიულო.
-სანდრო ხელი გაწიე... გთხოვ... ეს უკვე ძალადობაა, ამის გამო ამოყავი თავი ციხეში. არ მინდა შენთან არანაირი კავშირი, არაფერი მინდა შენთან გაიგეე.
დეტექტივს რაც შეეძლო ჩქარობდა, ამ სიტყვების მოსმენამ სულ გააგიჟა, მიხვდა რომ საქმე იმაზე ცუდად იყო ვიდრე ელოდა. თვალები ცრემლებით აევსო და საჭეს მთელი სიძლიერით დაარტყა ხელები, ხმამაღალი ტონით, გამწარებულმა და გაგიჟებულმა თქვა.
-! არ შეგარჩენ... ლინდას ზედმეტად შეეხები და ცოცხლად დაგმარხავ.
შეშლილი სანდრო ცდილობდა მეტად დაახლოებოდა ლინდას, ცდილობდა რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიეღო მისი განადგურებით.
-სანდრო არ გინდა გთხოვ, გევედრები გაჩერდი.
-ჩემო პატარა გითხარი არაფერია საშიში, არაფერს დაგიშავებ. რა აღარ გავაკეთე შენთვის და გიჭირს რომ ერთი ღამე მე მაჩუქო?
ვკანკალებდი, მოვთქვავდი, ხელები და ფეხები საშინლად გაყინული მქონდა. ვევედრებოდი, ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი ოღონდ არ შემხებოდა. მისი სუნთქვაც კი მაღიზიანებდა და მაძულებდა მის თავს. დიდი ჭიდილის შემდეგ სანდრომ ისე დამიჭირა უკვე ვეღარ ვტოკდებოდი, ვყვიროდი, ხმამაღლა ვტიროდი, ვეღარ უძლებდა გული ამ ყველაფერს.
კარებზე მთელი სიძლიერით ბრახუნის ხმა გაისმა. სანდრო შეხტა, ხელი ესევე გამიშვა, შეშინდა გაფითრდა. ვერ ავდექი კარისაკენ ვერ წავედი. სანდრო მობრუნდა ჩემსკენ და მითხრა
-ახლა თუ არ გაისუსები, დანით გამოგჭრი ყელს.
სამზარეულოდან დანა აიღო მე კი ტელეფონი ავიღე.
21:33 წამი. ბედნიერებისგან გული მეტად ამიჩქარდა. გიორგისთან ზარი შევწყვიტე და სასწრაფოდ 112-ში დავრეკე. სასწრაფოდ სანდროს დავედევნე, იმ მომენტში გავედი როდესაც სანდრო უკვე კარს ხსნიდა და თან დანას უმიზნებდა გიორგის. კარი რომ გახსნა გიორგის ხელში იარაღი ეჭირა და ზუსტად სანროსაკენ ჰქონდა მიმართული. სანდროს დანა ძირს დაუვარდა და ხელები ზემოთ აქაჩა.
-იცოდე არ მესროლო, ნელი ნაბიჯებით უკან დაიწყო სიარული, გიორგიმ სწრაფად შემოვიდა იარაღი თაროზე დადო, ცალი ხელი სანდროს ყელში მოუჭირა ერთით კი სახეში იმდენად გამეტებით დაუწყო რტყმა რომ სანდრო ძირს დაეცა, წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა.
-რა გინდოდა ლინდასგან? მითხარი... მითხარი თორებ დაგახრჩობ. ღრიალებდა ბოლო ხმაზე, ვერაფერს ვერ აკონტროლებდა.
-არაფერი, არაფერი უბრალოდ მინდოდა მენახა. თქვა ჩახლერჩილი ხმით.
ჩაიცინა და იმაზე ძლიერად შემოარტყა ვიდრე აქამდე ურტყამდა.
-გინდოდა გენახა ხო? არ გაცოცხლებ. ცოტახანს გაჩერდა. საყელოში ჩაავლო ხელი და უყვირა.
-თუ ცოცხალი დაგტოვე, კიდევ გაბედავ და შეეხები ლინდას არა ზედმეტად არამედ თითით ოდნავ, ცოცხლად დაგმარხავ. ჯერ დაგტანჯავ და მერე დაგმარხავ .
სანდრომ გაიცინა, და ჯიუტად უთხრა ისე თითქოს მართლაც სიკვდილი სურდა.
-ლინდა ჩემია, და დღეს თუ არა ხვალ მაინც დავასრულებ დაწყებულ საქმეს, მას მარტო მე შევეხები და სწორედ რომ მარტო ჩემი იქნება.
სიბრაზისგან გიორგის ყველა ძარღვი დაეჭიმა, გამწარდა, განრისხდა. მთელი ძალით უჭერდა ყელში ხელს. ვეღარ აცნობიერებდა რომ მართლა კლავდა სანდრო. შეშინებული მივვარდი.
-გიორგი, კვდება.
არაფერი ესმოდა, ვერაფერს იგებდა.
-შეეშვი ის იხრჩობა... გიორგი იხრჩობა, ვერ სუნთქავს, მოკლავ მას.
ხელები ნელა აწია მისი ყელიდან. ფეხზე წამოდგა და გულში ჩამიკრა.
-გთხოვ მითხარი რომ არაფერი მომხდარა.
ცრემლები წამომივიდა, და ნატანჯი ხმით ვუთხარი.
-არა... შენი წყალობით არა!.
რამოდენიმე წუთში პოლიცია სახლში დაგვადგა. დაკითხვა მოგვიწყეს მე და გიორგის და წავიდნენ. სანდრო კი ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. გიორგი ღამით ჩემთან დარჩა. მთელი ღამით მას ვეხუტებოდი, ვერ ვცილდებოდი. რთულია იმის თქმა რომ მარტივად დაგვეძინა და ტკბილად, მაგრამ მშვიდად ვიყავი, მის გვერდით ვიყავი, ვგრძნობდი მის მშვიდ სუნთქვას, მის საოცარ სურნელს. დავრწმუნდი მის სიყვარულში.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ია

ეს თავი ვინმე პატარა ბავშვს დააწერინე? )))

 


№2 სტუმარი nino

dzalian magaria martla momewona dges daviwke am istoriis kitxva da tavidan bolomde wavikitxe kochag dzalian magari xar❤❤shemdeg tavs rodis dadeb?❤

 


№3  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

ია
ეს თავი ვინმე პატარა ბავშვს დააწერინე? )))

კი, ჩემს უმცროს დაიკოს რომელიც ჯერ მხოლოდ 5 წლის არის blush kissing_heart

nino
dzalian magaria martla momewona dges daviwke am istoriis kitxva da tavidan bolomde wavikitxe kochag dzalian magari xar❤❤shemdeg tavs rodis dadeb?❤

დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის. შევეცდები დღეს დავდო შემდეგი თავი heart_eyes heart_eyes
--------------------
milla

 


№4 სტუმარი სუმბაძე

ია
ეს თავი ვინმე პატარა ბავშვს დააწერინე? )))

ჯერ ერთი ის რომ კარგად ვერ ისწავლე სად რა უნდა წერო ან თქვა. ამაში ვერ შემედავები რადგან უკვე დაამტკიცე. მეორე კიდევ არ მოგწონს? შენთვის დაიტოვე ეგ გამოუსადეგარი კომენტარები. ადამიანი შრომობს წვალობს და თუ ვინმე შენნაირი არ გამოუხტა ისე როგორ????

 


№5  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

სუმბაძე
ია
ეს თავი ვინმე პატარა ბავშვს დააწერინე? )))

ჯერ ერთი ის რომ კარგად ვერ ისწავლე სად რა უნდა წერო ან თქვა. ამაში ვერ შემედავები რადგან უკვე დაამტკიცე. მეორე კიდევ არ მოგწონს? შენთვის დაიტოვე ეგ გამოუსადეგარი კომენტარები. ადამიანი შრომობს წვალობს და თუ ვინმე შენნაირი არ გამოუხტა ისე როგორ????

მადლობა იმისათვის რომ ჩემი შრომა დააფასე მაგრამ მოდი ნუ ვიდავებთ. ზოგს მოეწონება ზოგს არა. ამისათვის ჩხუბი და კამათი არ ღირს heart_eyes
--------------------
milla

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent