შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

dandelions (2)


24-10-2018, 18:55
ნანახია 249

dandelions (2)

სამყაროს მთავარი წესი ის არის, რომ ბოლოს ის მაინც დასაწყისში გაბრუნებს, ანუ წარსულში. შენ სიკვდილის დროს ზუსტად იმ პატარა ბავშვად იქცევი, ვინც დაბადებისას იყავი, არც მეტი ჭკუა მოგეთხოვება როცა კვდები, რადგან შენ გულით ისევ ბავშვი ხარ და ყოველთვის ბაშვვი იყავი. ვერავინ შეძლებს, გვერდი აუაროს სიკვდილის გარდაუვალ მცნებას, ან სიცოცხლის ბრუნვად ციკლს, რომელიც არასოდეს წყდება. წარსული ყველას თან მოგვყვება და არსად წყდება ჩვენი ცხოვრება, თუნდაც ამ ქვეყნად არსებობა დავასრულოთ. ეს ყველაფერია, რისი ცოდნაც იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი არსებობა უმნიშვნელო სულაც არ არის, რომ დროა, ყველაფერი გავაკეთოთ რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ ბოლო ამოსუნთქვისას თავი შვებამოგვრილად ვიგრძნოთ. ჩვენი მიზანია, რისთვისაც ამ ქვეყნად ვართ, ის გავაკეთოთ. ამ ქვეყნად კი იმისთვის ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ სამყაროს მშვენიერებისთვის.
********************************************************************
დილაა. ლილე მირეკავს და მაღვიძარაზე ადრე ტელეფონის უხმო ზუზუნი მაღვიძებს. ალბათ, უფრო ვიბრაცია, მაგრამ ეს რაღაც ვიბრაციაზე ძლიერია, იმდენდ ძლიერი, რომ პირდაპირ ტვინამდე აღწევს მისი ზმუილი. ვხვდები, რომ დროა ავდგე, პირი დავიიბანო და შემდეგ თინას გამომცხვარი ბლინებით ვისაუზმო.
-ნაიკა, იცი რა ვიფიქრე? იქნებ დღეს ჩემთან ამოსულიყავი?
-რატომ? ისევ რამე გააფუჭე და ახლა გეგმა გვაქვს შესადგენი, როგორ გამოვასწოროთ შენი გაფუჭებული საქმე?
-დაიმშვიდე ნერვები გოგო, ნუ წიკვინებ. ხო იცი, დღეს ჩემი ბიძაშვილი გადმოდის ჩემთან და მნდა, სახლის მილაგებაში დამეხმარო.
-ჰო, რათქმაუნდა, შენ ხომ ცოცხს ხელს ვერ მოკიდებ, გაგიცვდება თითები. მოვალ კარგი, ნერვიულობით თავს რამე არ დაუშავო
-ჯიგარი ხარ რა ნაიკა. მოკლედ, დღეს სკოლაში გხვდები არა?
-ჰო, დღეს ვიკას ვერ იხილავს თქვენი თვალები.
-რატომ, ისევ სკოლის ფანჯრიდან გადახტა და მეორე ფეხიც მოიტეხა თუ კარტოფილის შეწვისას ტაფა ფეხებზე დაეცა?
-კაი, ნუ მახსენებ-მომხდარი ამბების გახსენებაზე ისევ სიცილის ცრემლები მაწვება და ვცდილობ შევიკაო, რადგან ამის დრო ნამდვილად არ არის.
-გაიცინე, თორემ სკოოლაში, იმ მონსტრი თიას ხელში სად გექნება გაცინების დრო და ძალა.
-ეჰ, იმ საწყალი შუშინიკის წამების ნაცვლად ჩვენ წამებას რომ ასწავლიდნენ, უფრო სამართლიანი იქნებოდა...
-ბევრს ნუ ტლიკინებ, მოემზადე თორემ დააგვიანებ და დარჩები მერე სკოლის ტერიტორიის მიღმა და ეკიდე სკოლის ეზოს სეტკაზე, რომ როგორმე ამოძვრე და შემოხვიდე.
-რაო, ოცნებებში წავედით? გამობრძანდი სახლიდან და შენს პარკში დამელოდე, იქ შევხვდეთ.
ჩანთას და ტელეფონს ვწვდები ცალი ხელით და ფეხებში აბლანდულ სოფის ძლივს ვიშორებ. არა, როგორ ავუკრძალო ამ ოხერ კატას ჩემდამი სიყვარულის გამოხატვა? თუმცა, მეც კაი უნამუსო ვარ, მოწყენილობისას ხომ კარგად ვეხუტები და ვაწვალებ.
-ნაიკა, სად მიდიხარ გოგო, საჭმელი არ გიჭამია-დედაჩემი სამზარეულოდან მიყვირის და სანამ იქიდან გამოსვლას და ჩემს უკან შებრუნებას მოასწრებდეს, სახლიდან გავრბივარრ და კიბეზე ვეშვები. ესეც ჩემი ახალი დღის დასაწყიი! მშვენიერია...
***************************************************************
სკოლის კიბეზე მიმავალს თვალში ერთი უცნაურობა მეჩხირება და ვგრძნობ, რომმ მეორე სართულზე შუა დერეფანში დადგმული შავი როიალი არც ისე ხშირად განმეორებადი უცნაურობა უნდა იყოს. "სისხლის სუნს" მივყვები და დერეფანში მოვალთვალეს ამპულაში შევდივარ, რომ იქაურობა კარგად დავზვერო. ირგვლივ როიალის გარდა სხვა ინსტუმენტებიც აწყვია, თანაც საკმაოდ ქაოსურად. ვერ ვხვდები, რისთვის არის ეს საჭირო, ან რა ხდება ასეთი, თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე გავიგებ, ჩემი ცნობისმოყვარეობის პატრონი.
-დიახ, ქალბატონო მანანა-ვიღაც დირექტორის სახელს რომ ახსენებს, ადგილზე ვშეშდები დ ნელ-ნელა უკან ვიწევ. სადაცაა შევბრუნდები და გავიქცევი, როცა უკნიდან ვიღაც მეჯახება. არა, ეს მე ვეჯახები! შეშლილი პანიკიორივით ვხტები და სწრაფად ვტრიალდები, ხელში კი ის უცნობი მხვდება, თიას რომ ამაყად ჩაუარა ჭრელი ტანსაცმლით და იმ ქალბატონმაც საყვედურის ნაცვლად ტრფობით გაუღიმა.
-გამარჯობა-ტუჩის კუთხეებს ისე წევს ღიმილის ნიშნად, თითქოს რამე ისეთი გამომიჭირა, რაშიც თვითნ უდანაშაულოა.
-რა გაცინებს იდიოტო?-მკლავზე ვეჯაჯგურები, რომ გამატაროს, მაგრამ ჩემს ხელს იჭერს და გაშვებას არ ჩქარობს. ესეიგი, გაქცევას არც თვითონ აპირებს და არც მე მაცლის. ვერ ხვდება, რამდენად სერიოზულია სიტუაცია, თუ გაიგეს რომ უკანონოდ შევიპარეთ, აუცილებლად საყვედურს მივიღებთ, და სულაც არ მაწყობს ქედმაღლური გაფრთხილებები ქალბატონი მანანასგან.
-აქ რას აკეთებ?-ისევ იმ ეშმაკური ღიმილით მეკითხება და თვალებში მომჩერებია. ჩემგან რას ელის? ისეთი თვალები აქვს, თითქოს მისი კოცნა მინდოდეს და ამაში ვუტყდებოდე.
-იქნებ ხელი გამიშვა?-უკვე კბილებში ვცრი გაღიზიანებული, მაგრამ აზრი არ აქვს ამ ხისთავიანთან საუბარი. შეაყარე კედელს ცერცვი!
-ჯერ შენი სახელი მითხარი-წარბს წევს თავმომწონე იდიოტივით და ქედმაღლურად შემომყურებს. როგორ მინდა, ერთი მშვენიერი მუშტი ვუთავაზო , მაგრამ კარად ვიცი, ასეთ ხისთავიანთან აზრი არც მუშტს აქვს და არც კრივის ილეთების ჩატარებას.
-ბავშვებო, აქ რას აკეთებთ?-უკნიდან ქალის ხმა მესმი და ადგილზე ვშრები. ახლა ის დროა, ადგილიდან გავქრე, მაგრამ სამწუხაროდ არ შემიძლია, უკვე გვიანია, თანაც ამ იდიოტის წყალობით. ამიტომ, დამნაშავის სახით ვტრიალდები უკან და გვრძნობ, როგორ მიდგება გვერდში ბიჭი და ხელს ზურგზე მადებს.
-არაფერს ქალბატონო ნინო, ჩემთან ერთადაა ეს გოგონა.-ქალს თბილად უღიმის და ჩემდა გასაკვირად ქალიც იმავეთი პასუხობს. რა ჭირს ამ ბიჭს, თაფლი უსვია?
-კარგი შვილო, მაგრამ არაფერი აურიოთ ხომ იცი, დირექტორი თუ გაიგებს, რომ ვინმემ ხელი მოკიდა ამ ნივთებს, მე შემექმნება პრობლემები.
-არრ იდარდოთ, ჩვენ უკვე მივდიოდით.-ხელს მკიდებს და აციმციმებული თვალებით მიღიმის-არა?
თავს ვუქნევ, მხოლოდ იმიტომ რომ ნინომ არაფერი იეჭვოს და უკან ვბრუნდებით, პირველ სართულზე.
როცა მარტო ვრჩებით, ვუტრიალდები და გაცოფებული სახით მივშტერებივარ, არა კი ვერ მიხვდება, რომ დამნაშავეა! ახლა თავი გმირი ჰქონია ამ იდიოტს მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც უცნაური, ჩემთვის გაუგებარი კავშირებით, ნინოსგან მიხსნა.
-აბა? ახლა მაინც მითხარი რა გქვია-მომმართავს მშვიდად, მისი სიმშვიდე კი უფრო მეტად მაცოფებს.
-შენ რა...-სიტყვის დასრულებას ზარის ხმა არ მაცდის. გამაყრუებლად რეკავს. მერე ვხვდები, რომ გაკვეთილზე მაგვიანდება და დროა, მთელი სისწრაფით ავირბინო ოთხი სართული რომ როგორმე გეოგრაფიის მასწავლებელს კლასში შევასწრო.
-მიდიხარ?-მეძახის, როცა კიბისკენ გავრბივარ.
-დაივიწყე, დღეს რაც მოხდა-ვტრიალდები და ვაფრთხილებ.-გაგიმართლა, რომ ზარია.
მერე კი სანამ რაიმეს თქმას მოასწრებდეს, კიბეზე მთელი სისწაფით ავრბივარ და გზაში ოდნნავ მივლის გაღიზიანება, რომელიც მან მომგვარა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი Maka

ძალიან რომ მომწოონს და ძალიან რომ მეპატარავება რა გავაკეთო?

 


სტუმარი Maka
ძალიან რომ მომწოონს და ძალიან რომ მეპატარავება რა გავაკეთო?

ვეცდები თანდათან გავზარდო თავები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent