შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იგრძენი ჩემი არსებობა [სრულად]


24-10-2018, 21:11
ავტორი ANABARATASHVI
ნანახია 2 151

იგრძენი ჩემი არსებობა [სრულად]

ჰუ, ეს რა გიჟური დღე იყო რა!
საცობები, უფროსის ცუდი ხასიათი, რამე მჭირდება რომ განტვირთვა მივიღო, ნეტა ჩემი ძმა სად არის?!
-მაქს, მაქს, სახლში ხარ?
-კი დაიკო, ჩემს ოთახში ვარ... -ოხ ეს მე სულ გადამრევს ამ დროს ოთახში რა უნდა?!
-გამოდი ყავა გაგიცივდება!
-არ მინდა მადლობა. -ოთახში მივართმევ ბატონ მაქსიმეს, მან რომ იცოდეს როგორ მიყვარს, ის ხომ ჩემი ნაწილია, ჩემი სისხლი და ხორცია. მიყვარს მასზე ზრუნვა, ბოთე ვერცკი ხვდება რომ დილით სპეციალურად არ ვდგები იმიტომ რომ მისი ბუზღუნი ქვეყანას მირჩევნია..
-აი მოვიტ... -სიტყვას მისი საუბარი მაწყვეტინებს. -მოვალ და გავიდეთ. -ნეტავ სად მიდის?!
-საით გაგიწევია? -წარბაწრული ვეკითხები მაქსს.
-კარგი რა, დაიკო, ბავშვი კი აღარ ვარ, გავალ სუფთა ჰარზე. -ადრე სულ მეუბნებოდა სად ვისთან მიდიოდა რა ჭირს ამ ბიჭს!? სამი თვეა აღარც სახლში ადრე მოდის, აღარც ჩემს ზარებს პასუხობს! არ მინდა გავანაწყენო რადგან რომ დაურეკო მის მეგობრებთან უხერხულია, მაგრამ ვდარდობ მაქსი ასე არასდროს მოქცეულა. ნერვიულად დავაბიჯებ ოთახებში და ვცდილობ ჩემს ისტერიკას თავად მოვერიდო, ვწვები მაგრამ თვალს ვერ ვხუჭავ რადგან მასზე დარდი მოსვენებას არ მაძლევს, ვცდილობ გავიაზრო რომ ის უკვე დიდი ბიჭია და ჩემი კონტროლი მას გააბრაზებს, მაგრამ თავს ვერ ვერევი მის გარდა არავინ დამრჩა ამ ქვეყნად... მხოლოდ მაშინ ვახერხებ დაძინებას როცა მაქსის მძიმე ნაბიჯების ხმა მესმის.

-დარიააა! დარიაააა!
-ჰო, რა გაყვირებს, ბიჭო, გამისკდა გული!
-შინ ყოფილხარ გამიხარდა..
-რა ხდება? ასე რამ გაგახარა?
-არა, არაფერი. -მხრებს იჩეჩს და ისევ ჩუმი ღიმილით, იმ ჟესტით როცა რამის დამალვას, ცდილობს ჩემგან, ხუმრობებზე გადადის. უნდა გავიგო რა ხდება მის თავს ან რატომ არაფერს ამბობს?! იდეა მიჩნდება მაგრამ მაქსმა რომ გამომიჭიროს?! არა, მაინც უნდა განვახორციელო. ეს აქამდეც გამიკეთებია, სკოლასთან ვმდგარვარ და მიცქერია მაქსისთვის ისე რომ მას არ შეუმჩნევივარ. ჰოდა დღესაც ვერ მიხვდება, უკან უნდა გავყვე.
-დარია, რას ჩაფიქრებულხარ?
-ოჰ, გაგახსენდი? -ცინიკური სახით ვეუბნები.
-კაი რა, დაიკო ნუ ბავშვობ, მითხარი რამეზე დარდობ?
-არა, არაფერია უბრალოდ უფროსმა ახალი საქმე დამავალა და ხომ ხვდები? -ვცდილობ ყურადღება გადავატანინო.
-კი, კი მესმის, მე გავალ, არ მელოდო გვიან მოვალ. -ჰმმ, გვიან მოვაა, ადრე არ მტოვებდა ასე გვიანობამდე, ახლა, რა ხდება მაქსის თავს?! უკვე ძალიან ვდარდობ მასზე, უნდა გავყვე სხვა გზას არ მიტოვებს. პირველად ავტომობილს ყვავილების მაღაზიასთან აჩერებს, ოჰო ყვავილები იყიდა?! სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩები, მაგრამ მე ხო ვარდები მიყვარს და არა ქრიზანთემები, ვისთვისა? ახლა უკვე გულის სიღრმეში ეჭვიანობა მითებს.
აჰა, აი, თურმე რა ხდება, ჩემი ძმა და მის გვერდით მდგომი გოგონა შევნიშნე. ახლა ვიცი რაც ხდება, მაქსი შეყვარებულია. სახლში დავბრუნდი, ეზოში ჰამაკში ჩავწექი და ცას მივაშტერდი. არეული ვარ, ვერ ვხვდები რა მჭირს, ნაწყენი უფრო ვარ თუ ვეჭვიანობ, რატომ არ მითხრა ვინმე თუ მოწონდა?! ან რატომ მალავს მითუმეტეს ჩემსგან, ძალიან მეტკინა გული, თუმცა არ ღირს ამაზე მასთან საუბარი თავად მიხვდეს. ალბად როცა დრო მოვა ყველაფერს მიამბობს იმ გოგოზე.

რა კარგია დღეს სამსახურში არ მივდივარ, დავისვენებ, მაქსსაც ვეტყვი და ერთად ჩვენ საყვარელ ფილმს ვუყურეთ, ასეთი ტრადიცია გვაქვს, უფრო სწორედ გვქონდა, ყოველ დასვენების დღეს ორივე ფილმს ვუყურებდით, შემდეგ განხილვაც მოყვებოდა. უკვე თვეებია აღარ გვიყურებია ფილმზე. ნორმალურად ვეღარც ვხედავ, ხასიათი მიფუჭდება იმის გაფიქრებაზეც კი რომ აღარაფერი იქნება ისე როგორც ადრე იყო. სახლის დალაგებას ვიწყებ და ვამჩნევ მაქსს რომელიც კარებთან დგას და მაკვირდება.
-ოჰო, დარია სახლს ალაგებ? ესეიგი ძალიან გაბრაზებული ხარ, ვცდები? -ვხვდები ფრთხილად მაპარებს სათქმელს.
-არა მაქს ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ხომ იცი უსაქმურობას ვერ ვუძლებ!
-მააგრამ სევდიანი ხარ, რამდენი ხანია შენს სახეზე ღიმილი არ მინახავს. -მაქსი ცდილობს მათქმევინოს რა მჭირს და ეს მაღიზიანებს.
-ჰო შეამჩნიე? -ცინიკურად ვეკითხები და ბალიშს მთელი ძალით ვახეთქებ დივანზე.
-რამ გაგაბრაზა? -გულუბრყვილო სახით მეკითხება და სამაჯურს იწვალებს, ვერ ვიტან როცა ასე იქცევა ვხვდები თავს დამნაშავედ გრძნობს და ეს უფრო მეტად მტკენს. მოთმინების ფიალა მევსება და გაბრაზებული ხმამაღლა ვიწყებ საუბარს.
-მეკითხები კიდეც? რამდენი თვეა არაფერს მეუბნები, კითხვებს თავს არიდებ და სახლში თითქმის არ ხარ!
-არ მეგონა ეს თუ ასე აგაღელვებდა. -აქ უკვე მთლიანად მენგრევა შეკოწიწებული სიმშვიდე და ვყვირი.
-მაქს, მე შენს გარდა არავინ მყავს და ვდარდობ შენზე ამას თავადაც უნდა ხვდებოდეს ბავშვი აღარ ხარ.
-სადარდებელი არაფერი გაქვს, როგორც აღნიშნე ბავშვი არ ვარ.
-მაშინ კაცივით მოიქეცი და მომიყევი რა ხდება? -სკამს აჩოჩებს მაგიდასთან ჯდება და ხელით მანიშნებს მის პირდაპირ ჩამოვჯდე, თავს ხრის და ისევ სამაჯურს აწვალებს ამ ჯერად თითქოს და საუბრის დაწყება უჭირს და სიტყვებს ეძებს, რამოდენიმეჯერ პირს აღებს მაგრა ვერაფერს ამბობს და ისევ ხურავს, ღრმად სუნთქავს და პირდაპირ ამბობს სათქმელს ერთი ამოსუნთქვით.
-დარია ჩემს ცხოვრებაში ცვლილებებია, ერთი გოგონა გავიცანი ძალიან საყვარელია, მოდი პირდაპირ გეტყვი მე ის მიყვარს! -მაქსიამალურად ვცდილობ გაოცებული სახე მივიღო.
-ვაუ, მიხარია. -საკუთარ უნიჭობაზე მეცინება, მაგრამ მერე ვბრაზდები. -ამას რატომ მიმალავდი? აქამდე რატომ არ მითხარი?
-დარია, გაიგე რთულია რა, თან მინდოდა საკუთარ თავში გავრკვეულიყავი! -ისე მეუბნება გაბრაზება უცებ მივლის.
-ახლა გაერკვიე ?
-კი, მე ის უსაზღვროდ მიყვარს და ეს სამუდამოა!
-სახელს როდის მეტყვი? როცა ხელს თხოვ? -ჩემს ნათქვამზე ეცინება და თვალები უბრწყინავს.
- არა ახლა ვაპირებდი.. რატომ ხარ მოუსვენარი?
-მეტყვი სახელს?
-სალომე, სალომე ქვია..
-აჰამ, ანუ ჩემი ძმის გულის დამპყრობელს სალომე ქვია. -ბავშვივით ვჩქმეტ ლოყაზე რაზეც ბრაზდება და ხელიდან მისხლტება. ისევ გაიქცა, ალბად მას უნდა შეხვდეს. რა მჭირს?! მე ხომ ახლა გახარებული უნდა ვიყო?! მაქსი ბედნიერი და შეყვარებულია,მე კი აუტანელი სევდა და შიში მიპყრობს, შიში იმის რომ ძველებურად აღარაფერი იქნება.. ჩემი მაქსი, ახლა სხვისია და ამას უნდა შევეგუო. ყველაფერი მაქსის გამო უნდა ავიტანო, ისევ მისი ბედნიერებისთვის უნდა ვიყო მეც ბედნიერი.

სალომე გავიცანი. ძალიან საყვარელი და თბილი გოგონაა არ მიკვირს ასე მოკლე ხანში რომ შეუყვარდა მაქსს, მაგრამ მე ისევ გულში იმ აუტანელ ტკივილს ვგრძნობ თვეებია რომ არ მშორდება.

უკვე ორი თვეა მაქსი მოუსვენრადაა, ვხდები უკვე უჭირს სალომესგან შორს ყოფნა.
-დარია, დარია..
-რა ხდება? -თავს ძლივს ვიღებ ბალიშიდან და დასიებული თვალებით ვაკვირდები მაქსს.
-აუ ადექი რა.
-დღეს კვირაა ცოტა დამაძინე!
-ადექი დარია რა, ნუ მახვეწნინებ. -ისე მეუბნება ვერ ვუძალიანდები და შეშინებული ვდგები საწოლიდან, სამზარეულოში მელოდება ყავის ჭიქით ხელში, ისევ ისე უჭირს საუბარი როგორც მაშინ. ვცდილობ გავუმარტივო საუბრის დაწყება და მე ვუსვამ პირველ კითხვას
-მაქს, რამე გაწუხებს? ხომ მშვიდობა გაქვს?
-დარია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. -ყავის ფინჯანს ისე უჭერს ხელებს ვხვდები რაღაც სერიოზულია.
-ეს სალომეს ეხება?
-ჰო, ხელი უნდა ვთხოვო, რაღას ველოდო? -ბოლო სიტყვებზე მეჩვენება რომ ჩემთან თავს იმართლებს.
-ვა რა მაგარია ეს როდის გადაწყვიტე? -გულწრფელად მიხარია ეს მაქსს ამშვიდებს.
-ორი კვირის წინ სახლში რომ დავტოვე ასე მეგონა შევიშლებოდი..
-კარგი, დამშვიდდი სალომეს უყვარხარ და ვიცი როცა ხელს თხოვ უბედნიერესი იქნება!
-მადლობა აბა წავედი. -ჰუ, რა ბედნიერია მაქსი, მალე სალომეც უბედნიერესი გოგო იქნება, მაგრამ მე?! მე რა მჭირს, არ ვიცი რა ვუწოდო ამ სევდას, მაქსს ვუღიმი მაგრამ გულის სიღრმეში ვტირი პატარა ბავშვივით რომელმაც საუკეთესო თავშესაფარი დაკარგა. ახლაც როცა მაქსი სახლიდან გადის ისევ დაუკითხავად მომდის ცრემლები.

სარკესთან ვდგავარ და საკუთარ ანარეკლს ვუყურებ, უნაკლოდ მაქვს მაკიაჟიც, ვარცხნილობაც და კაბაც მაგრამ ჩემს თვალებს ვერაფერი ფარავს... მარტივად შემიძლია მაქსს ვუთხრა რომ ეს სევდა მშობლების გამოა მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვატყუებ, დღეს მაქსის ქორწილის დაღეა უკვე თვეებია ვემზადებით ამისთვის, სალომემ ზღაპრული კაბა შეიკერა, მინდოდა ძმისთვის მე მეყიდა ჩოხა მაგრამ..

'-აუ რა ცხელა! დაღვრემილი სახით მეწუწუნება მაქსი, და ისევ სახეზე ისვამს ხელს.
-ტყუილად წუწუნებ..
სიცილს ძლივს ვიკავებ და ზრგით ვდგები,
-მეზარებაა არ მინდა..
ბუტბუტებს და ისევ იმ თავისსამსჭურს ატრიალებს ხელზე,
-ბიჯო ამდენი წუწუნი! გოგოზე უარესად წუწუნებ და გაფრთხილრბ
იცოდე სალომეს ვეტყვი,!
ისევ სევდიანი ხმით ვუთხარი, ვიცი სალომეს გაგონებაზე ყველაფერს აკეთებს რასაც ვთხოვ.
-კაი კაი გამოგყვები და მიყდე ჰა ის ჩოხა.. ისევ წაიბუზღუნადა სავარძელში დაჯდა,
მიუტრიალდი და მისკენ წავედი თავზე ხელი გადავუსვი და ვუთხარი:
-ნუ ბუზღუნებ ყველაზე სიმპატიური სიძე უნდა იყო! ამჭერად სახეზე გიმილი გადამარჩინა, უეცრად ჩემი მობილური ტელეფონის ზარის ხმა გაისმა *სალომე*
ოჰო სალომე მე რატომ მირეკავს?
გამიკვირდა არ იცოდა ჩემთან დარეკვა, სულ მაქსს ურეკავს და ახლა რა მოხდა? ვუპასუხე მხიარული ხმით
-გისმენ სალომე!
-დარია მაქსს უთხარი სადმე გავიაროთ!
ისე მხიარული და კმაყოფილი ხმა ქონდა გავოცდი, მაგრამ ვუთხარი:
-ერთ ორ საათში მოვა კარგი?
არ მაინტერესებდა მაქსი უნდა წამეყვანა ამ დროს მაინც გავატარებდი მასთან მარტო,
-რატომ რაიმე საქმე აქვს?
გაკვირვებული ხმით მკითხა,
ოხ მაქს რად არ უთხარი სალომეს!? მზერას არ ვაცილებდი ძმას თან ვეცადე სიბრაზე ხმაზე არ შემტყობოდა და სალომეს ვუთხარი:
-არა ჩოხა უნდა ვუყიდო!
-ჩოხა რად უნდა?
ისევ გაოცებული იყო ხმაზე ეტყობოდა,
მეც არ ვიცოდი რა ხდებოდა ქორწილამდე ცოტა დრო არის დარჩენილი და ალბათ ამიტომ ორივეს გადაავიწყდა, მეც გამიკვირდა რომ ამ სიტუაციას ვერ ვხსნიდი და ისევ მშვიდად ვუპასუხე:
-ქორწილში ხომ უნდა ეცვას?
უცებ სალომემ ისე გულიანად გაიცინა თითქოს რაღაც სასაცილოს უსმენდა და სიცილით გული რომ იჯერა მითხრა უფრო სწორად მკითხა,
-უი არ მითქვამს! მაქსმა მე ვეტყვიო არაფერი არ უთქვამს შენთვის? გაოცებული ხმით მკითხა სალომემ და მეც ისევე გამიკვირდა რა უნდა ეთქვა მაქსს ასეთი მნიშვნელოვანი რომ სალომე გაოცდა? ინტერესით ვკითხე სალომეს,
-რა უნდა გეთქვა? მაქსს ჩემთვის!
სალომემ მხიარული და კმაყოფილი ხმით მითხრა:
-მაქსს ზომები აუღეს რამდენიმე დღის წინ, და ჩოხას უკვე უკერავენ, ალბად შეკერრილიცაა!
-მასაც დაავიწყდა ეთქვა!?
ცრემლები ყელში მეჩხირებოდა მაგრამ როგორღაც ენის ბორძიკით ვუთხარი:
-ჰო ალბათ მასაც დაავიწყდა ჩემთვის ეთქვა, ამოიოხრა სალომემ და ისევ მსახურლად მითხრა:
-კარგი უთხარი რაც გთხოვე, დროებით. მაქსს ვუყურებ რომელსაც თავი ჩახრილი აქვს და სიტყვებს ვერ პოულობს რომ თავი იმართლოს, არაფერს ვეკითხები ისე მივდივარ ჩემს ოთახში და კარებს ვკეტავ, ისე ვარ გაბრაზებული და ნაწყენი რომ არავის დანახვა არ მინდა მითუმეტეს მაქსის. ეს რა ხდება?! კარგი ჯანდაბას ჩოხა საცოლემ უყიდა მაგრამ ეს მე მაქსმა რატომ არ მითხრა?! ის უფრო მაღიზიანებს რომ სალომეს ჩემზე წინ აყენებს და მინდა ბოლო ხმაზე ვუყვირო მაქსს რომ მეც მაქვს გრძნობები, რომ მე უფრო მეტს ვაკეთებ მისთვის ვიდრე სხვები, რომ მე მიყვარს ყველაზე მეტად და ვერასოდეს ვერავინ ვერ შეიყვარებს ჩემსავით. ცოტა ვმშვიდდები და ისევ მასთან ვბრუნდები მისაღებში.
-მაქს, მაქს!!!!
-ჰო რა ხდება ომი დაიწყო?
-შენ და სალომემ იყიდეთ ჩოხა უკვე? -ისე ვეკითხები თითქოს არ ვიცი.
-ისა მე...
-რა მე?! ხომ იცოდი რომ მე უნდა მეყიდა შენთვის ჩოხა! რატომ არ უთხარი..-შეტევაზე გადავდივარ მაგრამ ვცდილობ თავი ვაკნტროლო.
-კარგი რა, რა აზრი აქვს რომელი მიყიდით.. სალომ დაგირეკა? ჩემი მობილურის ელემენტი დაჯდა და გაითიშა.. რა გითხრა?
-წადი გასეირნება სურს.. -ისე ვეუბნები მაქსი ხვდება როგორ ძალიან მატკინა გული.'
ოთახის კარს ვაღებ და ვხედავ მაქსს ჩოხაში, ისეთი სუმპათიურია, ისეთი კარგი, ცრემლებს ვერ ვაკავებ. ჩემს წინ მართლა დიდი კაცი დგას, ყველა ნაკვთი გამოკვეთილი აქვს სახეზე, ჩემი პატარა მაქსისგან აღარაფერი აქვს შერჩენილი იმ კაცს ახლა რომ მიღიმის, შავ თვალებს ნერვიულად აბრალებს და ტუჩსაც არ ასვენებს, ორი წუთის განმავლობაში ოთხჯერ იხსნის საათს და იკეთებს, ბოლოს ვეღარ იკეთებს და ნერვები ეშლება, ვუახლოვდები და საათს ვუკეთებ, თვალს მისწოდებს და ვხედავ მასაც როგორ ტკივა გული. ჩოხაზე ხელს ვუსვამ და სევდიანად მეღიმება.
-ბოდიში. -ისე ხმაჩამწყდარი ამბობს რომ ცრემლებს ვეღარ ვაჩერებ და ტირილს ვიწყებ.
-კარგი ეხლა გეყოფა მალე უნდა წავიდეთ. -არ უნდა მასაც არტურის და ყურადღება სხვა რამეზე გადააქვს.
-კარგი მაპატიე, ძალიან სიმპათიური ხარ..
-მადლობა..
მთელმა ქორწილმა ისე ჩაიარა ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.ორივე ისეთი ლამაზი იყო..

უკვე ერთი წელია აღარაფერია ძველებურად. მაქსი შეიცვალა, დილით აღარ ან ვეღარ მაღვიძებს, როცა არ მუშაობს ცოლთან ერთად სახლიდან გადის.
სალომე კარგი ადამიანია ჩემს ძმას უგებს, მის ბუზღუნს და ახირებებს იტანს. მეც კარგად გამიცნო თუ მოვიწყენ იმ წამს ხვდება. ერთის მხრივ და შევიძინე რომელიც არ მყავდა, მაგრამ მაქსი დავკარგე. ჩემი მესაიდუმლე, მეგობარი, მრჩეველი, დავკარგე ძმა რომელიც ასე მიყვარს. როგორი ბედნიერიც არ უნდა ვიყო მისი გაბრწყინებული თვალებით გულში მაინც ვგრძნობ გაუსაძლის ტკივილს. ფიქრებს სამზარეულოდან გამოსული მსხვრევის ხმა მაწყვეტინებს და ჩქარა მივდივარ სალომესკენ.
შიშით გავრბივარ და გული ათას რამეს მეუბნება უკვე დაეწყო ტკივილები მაგრამ ჯერ ერთი თვე უნდა გასულიყო, ღმერთო რომ არ მეკივკა პირზე ხელი ავიფარე სალომე ძირს უგონოდ იწვა.
-უი ღმერთო რა ხდება სალომეს გული რად წაუვიდა? ახლა რა ვქნა? სალომე! სალომე! გამოფხიზლდი გთხოვ, გთხოვ!, ტელეფონსს კანკალით ვიღებ და მაქსის ნომერს ვეძებ, სალომე! გამოფხიზლდი გთხოვ!, მაქს აიღე ყურმილი! არ მპასუხობს სალომე ისე უძლურად იყო ამის ყურება არ შემეძლო მას თუ რამე მოუვა მაქსი ვერ გადაიტანს და ვერც მე ვაპატიებ საკუთარ თავს ამიტომ მაქსს აღარ დაველოდები ახლავე სასწრაფოში უნდა დავრეკო გული ამას მკარნახობს. საავადმყოფოში მივედით თუ არა სალომე საოპერაციო ოთახისკენ გააქანეს. ტელეფონი ამოვიღე და ისევ მაქსს დაურეკე შევეცადე მშვიდად მეთქვა,
-მაქს საავადმყოფოში მოდი! ხმა აკანკალებული არა ვუთხარი
-რა რახდება? რა მოგივიდა?
ხმის კანკალით მკითხა მაქსმა,
-მე კარგად ვარ სალომეს გული წაუვიდა!
ღმერთო სალო, და ჩემი როგორ არის სალომე? ხმაში ისეთი შიში ქონდა
დავიბენი არ ვიცოდი რა მეთქვა
-არაფერს მეუბნებიან! შეშფოთებული შეშინებული ვარ სალომეს არაფერი უნდა მოუვიდეს გთხოვ უფალო ეს არ დაუშვა. ექიმები სალომე პირდაპირ საოპერაციოში შეიყვვანეს! ტირილს ძლივს ვიკავებდი არ მინდოდა მაქსი უფრო შემეშინებინა. ტელედონმა დამირეკა *ზჩემი მაქსი* ისეთი სისწრაფით მითხრა
- მოვდივარ! დარია თუ რაიმეს გეტყვიან დამირეკე!
ალბად ავტომანქანისაკენ მირბოდა,
ემოციები მოვთოკე რადგან ჩემი შიში მაქსს არ უნდა ეგრძნო მაქსიმალურად მშვიდად ვუთხარი:
-მაქს! ცოტა დაშვიდდი! მათ არ დავტოვებ!
მაქსს, ვეცდები ექიმები დაველაპარაკო. ერთი საათი საავადმყოფოში დავყავით ეს ერთ საუკუნედ მეჩვენა! როგორც კი სალომეს ექიმი დავინახე მისკენ გავეშურე და ვკითხე:
-ექიმო როგორაა სალომე რა შწირს?
ექიმმა გამიღიმა და მიპასუხა:
-ნუ ნერვიულობთ ეს მისი მდგომარეობისათვის ნორმალურია! ნეტავ რა მდგომარეობას გულისხმობს? გაოცება და სიმშვიდე დამეუფლა, და ვკითხე:
-და რას გულისხმობთ?
ამჯერად. უფრო მეტი სიხარულით მითხრა ექიმმა
-თქვენი რძალი ფეხმძიმედაა უკვე სამი კვირის! გილოცავთ
ისე დავიბენი სიხარულისგან ვერაფერი ვთქვი ერთდროულად სიცილით-ტირილის ზღვარზე ვარ
რა მაგარია ეს მე მე მამიდა გავხდები და მაქსი მამა!
რა მაგარია.
-დარია სალო როგორაა? სადაა?
აღელვებული შემოვიდა საავადმყოფოს დერეფანში მაქსი, მე კი სიხარულისგან ვერაფერი ვუFხარი ნორმალურად და როცა ცოტა მოვედი გონს ვუპასუხე აცრემლებული თვალებით
-დამშვიდი კარგადაა პალატაშია ისვენებს, სახე ალბად მიბრწყინავდა ამდენი ხნის მერე თავი ისევ ბედნიერად ვიგრძენი გამახსენდა მაქსის პატარაობა ამ ფიქრებით გართული მაქსის კითხვამ მომიყვანა გონს, ისევ შიში ნარევი ხმით მკითხა მაქსმა
-ექიმმა რაო რა გითხრა?
მხოლოდ გავუღიმე და ვუთხარი
-ეს სალომემ უნდა გითხრას.. ეს ვუთხარი თუ არა მაქსი პალატაში შევარდა,
მაქსი მთელი ცხრა თვე გადარბენებზეა სალომეს ყველა სურვილს უსრულებს! მათი ყურება ერთი ბედნიერებაა,
მაქსმა როცა გაიგო რომ გოგონა ეყოლებოდა ფეერვერკი იყიდა და მთელს სამეზობლოში ნამდვილი დღესასწაული მოაწყო, მე რა მჭირდა ვერ ვხვდებოდი მალე პრინცესა გვეყოლებოდა მე კი გულში მაქსი მენატრებოდა მასთან საუბარი მისი ბუზღუნი ყველაფერი რაც ვიცოდი რომ აღარასოდეს განმეორდება და ეს მხოლოდ ტკბილი მოგონებები იქნებოდა ჩემში.
ჩემს საძინებელში ვიყავი წიგნს ვკითხულობდი (გოგონა დრაკონის ტატუთი) რომელიც მაქსმა მაჩუქა ამ წიგნის კითხვისას თითქოს მაქსიც ჩემთან ერთად იყო უეცრად გვერდით ოთახიდან სალომეს ხმა გავიგონე, და სასწრაფოდ მაქსის და სალომეს ოთახში შევარჩიოთ სახეზე ფერი ალბად საერთოდ არ მქონდა და სულ მაკანკალებდა სალომემ ლამის მუდარით მითხრა,
-დარიააა მაქსს დაურეკეეე!! წ....ბი დავღვარე და ტკივილიც მემატება, სულ გაოფლილიყო და ტკივილს მის სახეზე ვხედავდი მან პატარას ნივთების ჩალაგებას შეუდგა მე დავიბენი ვერ ვმოძრაობდი, და ძლივს გასაგონად ვკითხე სალომეს
-რა რა სადაა ტელეფინი!? მეც ცივი ოფლი დამასხა და ტელეფონის ნომრის აკრეფა კი ვერ მოვახერხე ამ დროს სალომ რაც შეეძლო მშვიდად მითხრა
-დარია დამშვიდდი და მაქსს დაურეკე და უთხარი პირდაპირ საავადმყოფოში მოვიდეს რადგან აქ მოსასვლელად და მერე სავადმყოფოში წასაყვანად მეტი დრო არის საჭირო ამიტომ ჯობს ჩვენ წავიდეთ და მაქსიც მოვა! ისე გავნერვიულდი ნომრის პოვნას ათი წუთი მოუნი მაქსიც არ მპასუხობს ღმერთო დამეხმარე სალოს და პატარას დაეხმარე!
მიპასუხე ძამიკო მიპასუხე... აი როგორც იქნა მიპასუხა მაქსმა,
-გისმენ დარია
ვეცადე სალომეს თვის მიმებაძა და მშვიდი ხმით ვუთხარი,
-მაქს არ ინერვიულო სალომეს დაეწყო მშობიარობა მას მე წავიყვან საავადმყოფოში შენ მაქედან წამოდი.
-კარგი დარია შენ განდობ შვილს, და ცოლს, მივხვდი როგორ აფოროაქდა მაქსიც მაგრამ ჩემი გული რაღაც ცუდს გრძნობდა ამას ვერ აღვწერ მთელი გზა სალომეს ვამჩნევდი და ყოველ წუთს ვიმეორებდი ღრმად ესუნთა, როგორც კი საავადმყოფოში მივედი ექიმებს დაუძახე რადგან სალო მარტო ვერ გადმოვიყვანე ავტომობილიდან ტკივილისგან ვერც თვითონ შეძლებდა სიარულს ექიმები გამოვიდნენ სალომე საკაცეზე დააწვინეს მე კი მთხოვეს ანკეტა შემევსო,
მაქსი არსად ჩანდა მე კი ნერვიულობის პიკზე ვიყავი
სალომე უკვე სამშობიარო ბლიკშია.. ვლოცულობდი ყველაფერი კარგად დასრულებულიყო და მშობიარობას გართულებები არ მოჰყოლოდა
მაგრამ მაქსი ისევ აგვიანებდა და ეს მადარდებდა კიდევ უფრო... აი კარი გაიხსნა ექიმიც მოდის.მისი სახე არ მომეწონა და მიყვარდი ერთდროულად შიშიც და სიხარულიც ირეოდა ჩემში. ექიმი გავაჩერე და ვკითხე,
-ექიმო როგორ არის სალომე? ბავშვი? ექიმი ფიქრობდა საუბარი როგორ დაეწყო, იქვე სკამზე ჩამოვჯექით რჩება და სევდა ნარევი ხმით მითხრა:
-დედა კარგადაა მაგრამ პატარას პრობლემა აქვს გულზე,
ეს ჩემთვის წამიერი სიკვდილი იყო ეს შეიძლებელია! ამას მაქსს' და სალომეს როგორ ვეტყვი?? არ მსურდა ამის დაჯერება ავტირდი და ექიმის ძლივს ვკითხე
-რა რას ამბობთ? ეს რატომ მოხდა? ექოსკოპია ყოველ თვიურად უკეთდებოდა სალომეს რამე პრობლემა რომ ჰქონოდა ბავშვს ხომ გავიგებდით? ექიმმა წყალი მომიტანა და დამშვიდება მირჩია ხელის კანკალით გამოვართვი ჭიქა ექიმმა კი მითხრა
-ოპერაცია შჭირდება პატარას! ეს მისი გულის პრობლემაამუცლად ყოფნისას არ გამოჩნდებოდა! მას ძალიან სუსტი გული აქვს და ახალი გული შჭირდება! ოპერაციის გაკეთება აუცილებელია! რომ თქვენ ძმის შვილმა იცოცხლოს.
-როგორი ოპერაცია? რა უნდა გავაკეთოთ?
-გულის გადანერგვა დონორი უნდა ვიპოვნოთ
კედელს ავეკარი ზურგით მუხლი მომეკვეთა და იქვე ჩავჯექი იატაკზე ტირილს ვერ ვიკავებდი ენის ბორძიკით ვუთხარი ექიმს
-რამდენი ხანი უნდა ეძებოთ დონორი? ან პატარას რამდენი დრო აქვს?
ექიმი დინჯად იდგა მაგრამ სევდა მის ხმას აშკარად დაეტყო და მითხრა
-დონორს როგორც წესი დიდი ხანი ვეძებთ მაგრამ პატარას დრო ცოტა აქვს!
ფეხზე წამოვდექი ცრემლები მოვიწმინდე და ექიმს მხოლოდ ერთი რამ ვუთხარი
-გასაგებია...
სისხლის ჩასაბარებლად მივდივარ თუ პასუხები დაემთხვა დონორი.. ამ დროს მაქსის ხმა მომესმა მისი სასოწარკვეთილი დამძიმებული ხმა რომელიც მე მეძახდა
-დარია მოიცა
შევჩერდი სულ დასიებული თვალებით მივაშტერდი მაქსს,
მომიახლოვდა და აფორიაქებული და ბრაზ ნარევი ხმით მითხრა რომ
-სალომეს დამამშვიდებელი გაუკეთეს და ჩაეძინა მე კი ჯერ პატარა ვნახე და ახლა შენ მინდა გესაუბრო.
თვალს ვერ ვუსწორებდი მის თვალებში ამხელა დარდი არასდროს მენახა მიჭირდა ასეთი მაქსის ყურება მაგრამ თავი მოვთოკე მიუახლოვდი და იქვე სკამზე დავსხედით თავი მის მხარზე დავდე ცრემლის შეკავება ორივეს ძალიან გვიჭირდა მაგრამ ვეცადე მშვიდი ხმით მეთქვა
-გისმენ მაქს მითხარი რაც გინდა ხომ იცი მე ყოველთვის მოგისმენ, შენს გვერდით ვიქნები.
მისი ცრემლის სისველე თმაზე ვიგრძენი აკანკალებული სევდიანი ხმით ძლივს გასაგონად მეუბნება მაქსი რომ
-ამ ქაოსს თავს დავაღწევთ მჯერა და ჩემ პატარასაც გადავარჩენთ ხომ ასე იქნება? ჩემი პრინცესა ხომ კარგად მეყოლება?
მისი ეს იმედი მაოცებს ბავშვობიდან ასე იცოდა უკიდურეს ურთულეს მომენტებშიც მაშინ იმედის სხივი არ ქრებოდა,
-დიახ ასე იქნება მთავარია გჯეროდეს! და ეს იმედი რომელიც შენშია არ გაქრება და ყველა პრობლემა მოგვარდება! წამოვდექი და გასასვლელისკენ ავიღე გეზი მაქსს ვუთხარი
-მალე მოვალ მანამდე კი სალომეს არ მოშორდე მას ახლა ძალიან შჭირდები პატარასაც ჯერ ბავშვი ნახე!.
მე ბანკში უნდა წავიდე ფული უნდა გამოვიტანო რომ ოპერაციისთვის მზად მქონდეს, თუ რამე შეიცვლება შემატყობინე!
გპირდები მაქს შენი და სალომეს პატარა იცოცხლებს შენ მას გულში ჩაიკრავ. მე დავიფიცე რომ მაქსი ბედნიერი იქნება და ეს ნებისმიერ ფასად უნდა მოხდეს. ბანკიდან დავბრუნდი და სავადმყოფოში მოჩვენებასავით დავიარები მოთმინება ამომეწურა უნდა გავიგო ანალიზის პასუხი! ექიმის კართან ვიდექი და მხნეობას ვიჯერებდი დავაკაკუნე
-ჰუ შეიძლება შემოვიდე?
ვეცადე მშვიდი ხმით მესაუბრა,
-მობრძანდით ქალბატონო დარია.
ექიმს ხელში ფურცლები ეჭირა მთელი სხეული მტკიოდა მაგრამ ძალა მოვიკრიბე და ექიმს ვუთხარი
-პასუხები მითხარით გთხოვთ!
სმენად ვიქეცი სუნთქვა შემეკრა ცრემლს ვაკავებდი რომელიც თვალზე მადგა,
-დადებითია ყველა ანალიზი ახლა
თქვენ შეგიძლიათ გული მისცეთ თქვენს ძმის შვილს. ექიმის ხმაში სევდა და უდიდესი პატივისცემა იგრძნობოდა.
-კარგით ოპერაცია მალე გააკეთეთ მე ყველა საჭირო საბუთს მოვაწერ ხელს! აკანკალებული ხელით მოვაწერე ყველა საბუთს მაგრამ ეს დარდი და ბედნიერება ერთდროულად იყო, ვდარდობდი რომ მაქსს, სალომეს, და პატარას ვერ ვნახავდი ბედნიერება კი ის იყო რომ მე სამ სიცოცხლეს გადავარჩენ არამარტო პატარას ჩემს ძმას და სალომეს. ექიმს საბუთები დაუბრუნე და ღიმილით მაფლეიერი სახით ვუთხარი
-მადლობთ მე გავალ რაღაც საქმე მაქვს,
ექიმს თვალებში სევდა არ ცილდებოდა
-ოპერაცია დღეს ღამით თუ გაკეთდება გართულებები ნაკლები იქნება!
საუბარი არ შემეძლო ჩემში ბევრი გრძნობდა ირეოდა და თანხმობის ნიშნად ექიმის ძლივს გასაგონად ვუთხარი
-კარგი ასე იყოს.
ექიმი წამოდგა ფანჯარაში გაიხედა და მკითხა
-არ ინანებთ? თქვენ შეგიძლიათ იცოცხლოთ!
რა იცოდა მან რომ ჩემი სიცოცხლე მაქსი იყო მისი ბედნიერება და მისი ტანჯვის ყურება კი სიკვდილის ტოლფასია და უკვე გასასვლელთან მისულმა ვუთხარი
-ჰმ არა ის პატარა ჩემი მაქსის ნაწილია, ნაწილია ანუ ჩემიც და ასე უნდა მოვიქცე! და ვერაფერი გადამარწმუნებს!.
-სალომე გთხოვ, გთხოვ დამშვიდდი! გპირდები რომ ჩვენი პატარა კარგად იქნება! უეცრად პალატაში ექიმი შემოვიდა მაქსმა წამოდგა და ექიმს ჰკითხა
-ყველაფერი რიგზეა? პატარა ხომ კარგადაა?
მაქსი დაღლილობისგან ძლივს იდგა ფეხზე,
ექიმს გაუღიმა და მაქსს უთხრა
-სანერვიულო არაფერი გაქვთ რამოდენიმე საათში თქვენ პატარას ოპერაციას გაუკეთებთ!
-მაქსმა გაოცება ვერ დამალა
-თქვენ ხომ თქვით რომ დონორი ჯერ არ იყო? ახლა რა მოხდა?
ექიმის სახეზე ისევ თიმილი დაშთამაშემდა მაგრამ სევდაც ეტყობოდა,
-მხოლოდ იმის თქმის უფლება მაქვს რომ დონორი გამოჩნდა და თქვენს პატარას მალე საფრთხე აღარ დაემუქრება,
მაქსმა სიხარულისგან სალომეს გადაეხვია და უთხრა
-აი ხომ გეუბნებოდი პატარა კარგად იქნება და ის იცოცხლებს იცოცხლებს!! უეცრად ექიმისაკენ შეტრიალდა და ჰკითხა
-ვინ არის დონორი?
ექიმს არ შეეძლო სიმართლე ეთქვა ამას ვალდებულების გარდა პირობაც ახსენებდა, და ოდნავ ღიმილით უთხრა
-ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა! და სამწუხაროდ დონორის ვინაობას ვერ გაგიმხელთ.

ერთი წლის შემდეგ..
მთელს ეზოსა, და სახლში მხიარულობენ კლოუნები, ფერადი ბუშტები მოკლედ აქაურობა ნამდვილ ზღაპარს ჰგავს.ც
ოჰ ეს გადამრევს, ალბად ისევ მამამისთან გაიქცა.. ასეთ პატარა ასაკშია და უკვე ხვდება ვინ უფრო ანებივრებს. სალომემ შვილის ოთახთან ქმარს დაუძაახა
-მაქს დარია მოამზადეს?
დაეჭვებული სახით ჰკითხა ქმარს,
-კი სალომე ნამდვილ პრინცესას გავს ჩვენი დარია!
მაქსი პატარას გულში იკრავდა და ეფერებოდა ერთი ბედნიერება ამის ნახვა როცა მაქსი დარიასთან ერთადაა! სოთახის კართან იდგა. სალომე და ქმარს და შვილს უხმოდ ვიდექი და ვუცქერდი მათ ბედნიერ სახეებს, მაქსმა დამინახა და ისევ მხიარულად მითხრა
-განა ჩვენი პრინცესა არ არის!?
დარიას გვერდით მაქსი იცვლებოდა, მაქსს სიყვარულის გამოხატვა კარგად შეეძლო, მაგრამ მის შვილს დარიაში მისი დის ანარეკლს ხედავდა რადგან. ჩვენი პატარა მამიდას ძალიან ჰგავდა მისნაირი თვალები, თმის ფერი, და ეს მაქსის შვილისადმი სიყვარულს აასმაგებდა. კითხვაზე ღიმილით ვუპასუხე
-კი ჩვენი პრინცესაა! ანგელოზის
მაქსს დარია გამოვართვი მართლაც პრინცესას ჰგავდა მითუმეტეს ამ კაბაში რომელიც მას მაქსმა უყიდა ამ დღისთვის. როცა პატარას მეც ბევრი ვაკოცე მაქსს ვუთხარი
-წავალ სტუმრებს მივესალმები
მაქსიც ოთახიდან გამოვიდა და ვკითხე რისი პასუხიც ვიცოდი -შენ სად მიდიხარ?
მაქსს სახეზე სევდა და დარდი ერთად უელვარებდა მისი მდარდი იმდენად დიდი იყო ამას ცოტა თუ გაიგებს მან მონატრება ნარევი ხმით მიპასუხა
-ჩემი დის ოთახში.
სახე ამარიდა ასე იქცევა როცა მისი ცრემლის დამალვას ცდილობდა, უკვე ერთი წელია დარია უკვალოდ გაქრა არც დაურეკავს არც წერილი მოუწერია, მიზეზი ჩვენთვის დღემდე უცნობია თუმცა მაქსი იმედს არ კარგავს რომ მის დას იპოვნის და მეც ვცდილობ ყველანაირად დავეხმარო ასე რომ უბრალოდ ვუთხარი
-კარგი მესმის შენი ასე მის მონატრებას იკლავ. თითქმის ერთი საათი გავიდა მაქსი არსად ჩანდა პატარა ეზოში ძიძასთან დავტოვე და მე ისევ სახლში შევედი მივხვდი მაქსი მისი დის ოთახში იყო კარი ოდნავ ღია იყო დავინახე მაქსი რომელიც დის საწოლზე იჯდა და მის ბალიშს ეხუტებოდა, არ ვიცი როგორ მაგრამ მიხვდა იქ რომ ვიყავი და საუბარი დაიწყო
-სალომე აქაურობა დაცარიელდა სადღაც შორიდან ისმის ჩემი დის სიცილი.. იქნებ კედლებმა შემოინახეს?. მისი სურნელიც კი არ ქრება, თითქოს აქ არის რომ იცოდეს როგორ მენატრება! მაკლია იცი ვერცკი ვბრაზდები მასზე მაგრამ კითხვები გულს მიღრნის.
რაც გააკეთა ამას ახსნა ხომ უნდა ქონდეს? რატომ წავიდა ჩვენგან? ასე უგულოდ რატომ მოიქცა? არ იცოდა რომ ვიდარდებდით? მის გარეშე მე ხომ არ ვიცი რა მეშველება, მსახურმა დამიძახა და კონვერტი გადმომცა რაც დავინახე თვალებსა არ დავუჯერე და იმ წამსვე ისევ დარიას ოთახისკენ გავიქეცი და როცა ოთახში სირბილით შევვარდი მაქსიც შეცბა, მომიახლოვდა და მკითხა
-ეს ხდება? სალომე ხომ მშვიდობაა? მე ხმა ძლივს ამოვიღე და კანკალით ვუთხარი
-მაქს მაქს! კონვერტი მოვიდა!!
მაქსს სახეზე შეშინება და ინტერესი ერთდროულად დაეტყო, მაგრამ ეცადა მშვიდად ეკითხა
-რა ხდება სალომე? ამიხსნი წესიერად? მოდი საწოლზე ჩამოვჯდეთ და მშვიდად მითხარი!
არ ვიცი რატომ მაგრამ გული მიგრძნობს ამ კონვერტში ყველა ჩვენი შეკითხვექბის პასუხია,
- ეს კონვერტი მსახურმა მოიტანა ჩვენი სახელები აწერია!
მაქსს და სალომეს
ხელის კანკალით მივეცი ქმარს კონვერტი და სულ მოუთქმელი ველოდი რა იყო შიგნით? მაქსი კონვერტს გარედან ათვალიერებდა და ინტერესი უფრო უმძაფრდებოდა სახეზე უეცრად ამომხედა და მკითხა
-ნახე რა არის კონვერტში?
ასე დაბნეული არ მახსოვს როდის ვიყავი მაქსს ვუთხარი
-არა შენს ერთად ვნახავ.
მაქსმა კონვერტი გახსნა შიგ პატარა მუყაოს კოლოფი იდო არ ვიცი რა დამემართა გამოვართვი და გაოცება ვერ დავფარე, მაქსმა უკან წმართვა კოლოფი გახსნა და მითხრა
- ნახე სალომე ეს ხომ ეგრედწოდებული (ფლეშკაა)
ნეტა რაა შიგ ჩაწერილი? ან ვინ გამოგზავნა? მითუმეტეს დღეს! ჩვენი შვილოს დღეობაზე.
წამოვდექი და მაქსს ვუთხარი
-არ ვიცი გავალ კომპიუტერს მოვიტან და ვნახოთ.
-მოიცადე ნახე აქ წერილიცაა! ვინ გამოგზავნა ეს წერილი და ფლეშკა!? რა ხდება ამჯერად?
უკან რომ დავბრუნდი მაქსი დის ფოტოს უყურებდა და ხელში შეიკი ეჭირა მაქსს სახეზე სევდა მოემატა მკლავებზე სამაჯურს ისე აწვალებდა ლამის გაწყვიტა, ამას მარტო ნერვიულობისაგან აკეთებდა ან რამის დამალვას რომ ცდილობდა, ამ ჩვევაზე ცქერა მის დას ძალიან უყვარდა. მაქსმა ისე რომ ფოტოს თვალს არ აშორებდა მთხოვა
-სალომე შენ წაიკითხე რა წერია წერილში! და იმასაც გავიგებთ ვისგან და ვისგანაა.
-კარგი მაქს ახლავე დავსხდეთ, უეცრად კარი გაიღო და პატარას ბუტბუტი გავიგონეთ,
-მა მა, მა მა..
ოხ ეს ცელქუნია გამოეპარე ყველას? პრინცესასა კი არა ცუღლუტი ხარ.
-ჩემო პრინცესა შენც აქ ხარ?
მაქსს სახე ისევ გაუნათდა და პატარა დარია ხელში აიყვანა! და სიცილით თქვა
-ჩემი ანგელოზი ჭკვიანია მიხვდა რაღაც საინტერესო ხდება და სურს მანაც ნახოს, ხომ ასეა? მამას შოკოლადო!
სიცილს მეც ძლივს ვიკავებდი ამ პატარას საქციელი მამამისთან სულ უფრო მაოცებს! მეც მომინდა ჩავხუტებოდი
-ბოდისს დედასთან მოდი,
პატარა მაქსს უფრო მიეკრა და კნუტის თვალებით წაიბუტბუტა
-ალა მე მამა მინა მინა.
მააქსს ისევ გაეცინა მაგრამ სრული სერიოზულობით მითხრა
-გესმის მამასთან უნდა იყოს ჩვენთან მანაც მოისმინოს რა წერია წერილში.
მე მაინც ვერ ვხვდები ასეთი სერიოზული სიტუაციაში მაქსი პატარას რატომ არ უშვებს? და ვკითხე
-ის ხომ ერთი წლისაა! რას გაიგებს?
მაქსმა ისევ ღიმილით მითხრა თან დარიას თმაზე ეფერებოდა,
-სალომე პატარები ჩვენზე ჭკვიანები არიან ამ ასაკიდან ხვდებიან კარგს და ცუდს.
მივხვდი მაქსი პატარას არ გაუშვებს და ვუთხარი
-რახან ასე გსურს რომ ჩვენი შვილიც აქ იყოს არ შეგეწინააღმდეგები.
წერილი გავხსენი და კითხვა ისე რომ მასაც კარგად გაეგონა.
*მაქსს*
გამარჯობა ძამიკო ახლა ამ წერილის წერის დროს უბედნიერესი ვარ! ვნახე პატარა ანგელოზი იცი შენი სახე აქვს და სალომეს ტუჩები..
ბუტკუნაა ისეთი შენ რომ იყავი.. ახლა ალბად უკვე პრინცესად იქცა ვფიქრობ მამას განებივრებულიც იქნება და ეს მახარებს.. რის გაკეთებაც გადავწყვიტე შენი და სალომეს ბედნიერებისთვის იყო.. არცერთი წამით არ ვნანობ.. ამ ანგელოზს ჩემი გული უნდა ვაჩუქო.. მან უნდა იცოცხლოს რომ შენზე და სალომეზე იზრუნოს.. ვიდეოში კი რომელიც ფლეშკაზეა ჩემს პატარა საიდუმლორებებზე გიამბობ და გახსოვდეს შენ დაიკოს უზომოდ უყვარხარ და მისი გული არ გაჩერდება ის ახალ სიცოცხლეში განაგრდძობს ძგერას..
მიყვარხარ სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის დაგიფარავ.
" შენი დარია "
ტირილი ვერ შევიკავე სულ მაცახცახებს ბავშვის რომ არ შეშინებოდა მის ძიძას ვთხოვე,
-დეიდა ნინო გთხოვთ დარია ეზოში გაიყვანეთ!.
დარია ხელში აიყვანა ნინომ და რომ გაყოლოდა უთხრა
-წამო პატარა ჯამბაზები გელოდებიან.
როგორც კი ბავშვი ოთახიდან გაიყვანა ნინომ მაქსი მისი დის ფოტოს მივარდა და გულში ჩაიკრა! რამდენიმე წუთის ასე იდგა, მის სახეს ცრემლი არ შორდებოდა მოტრიალდა და მკითხა
-ეს რატომ გააკეთა? რატომ დამტოვა? ექიმმა ხომ უთხრა რომ დონორი იყო! მან რატომ მოიქცა ასე არ მესმის.!
ცრემლი შევიმშრალე მაქსს მიუახლოვდი და ვუთხარი
-დამშვიდდი მაქს ალბად ყველა პასუხი ამ ფლეშკაზეა.. მაგრამ მზად თუ არ ხარ ჯერ არ ჩავრთავ!
მაქსიმალური ფლეშკა აიღო და აკანკალებული ხმით მითხრა
-არა უნდა გავიგო უკვე ერთი წელია ეს კითხვა მოსვენებას არ მაძლევს რატომ გაიმეტა სიცოცხლე? როცა შეეძლო ეცოცხლა.
ვეცადე მშვიდი ხმით მეთქვა
-მეც არ მესმის მაქს დარია სიცოცხლის მოყვარული ადამიანი იყო მაგრამ ბოლოს სულ სევდიანი და გულჩათხრობილი მეჩვენებოდა.!
მაქსმა გაოცებული სახით მკითხა
-მართლა? მე რატომ ვერ ვამჩნევდი?
მეც ვუთხარი როგორც იყო მაშინ
-ალბად იმიტომ რომ იმ დროს სამსახურში რთული გრაფიკი გქონდა და როცა შინ იყავი მთელ დროს მე მითმობდი.
მაქსი ხელებს ვეღარ იმორჩილებდა და ჩახლეჩილი ხმით მთხოვა
-სალომე ჩართე ფლეშკა უნდა გავიგო რა ხდებოდა ჩემი დის თავს.
მეც ვღელავდი მაგრამ ძალა მოვიკრიბე და ვიდეო ჩავრთე.

-გამარჯობა ძამიკო და სალომე, ახლა ვიცი დაბღვერილი და სევდიანი ხარ მაქს! და მიჯავრდებაი კიდეც რომ უსიტყვოდ გავქრი თქვენი ცხოვრებიდან,
-ვცდები სალომე? კარგი როცა ჩემს პატარა საიდუმლოებებზე გიამბობთ გპირდებით გაიღიმებთ მაინც..
იცი მაქს როცა მეთერთმეტე კლასი დაასრულე და აღსაღნიშნად წახვედით სურამში ვერ მოვისვენე მთელი ღამე გავათენე მეორე დღეს კი ავდექი და მეც ჩამოვედი.. თუმცა შენ არ გენახებოდი უბრალოდ ვტკბებოდი როგორ ხალისობდი მეგობრებთან ერთად.
კიდევ მახსოვს უნივერსიტეტის ეზოშიც შემოვიპარე მაინტერესებდა ახალ მეგობრებს როგორ შეეგუე..
ბოლოს კი მაშინ გამოგყევი როცა სალომეს ტიტები უყიდე..
ძალიან ვდარდობდი შენზე ვიცი ეს არ მამართლებს.. სულ მგონია რომ ჩემი სიყვარული არ ჩანს ვცდილობდი დამენახებინა მაგრამ არ გამომდიოდა.. ბოლოს რომ გავიგე პატარას გული სწირდებოდა და შენ თვალებში აუტაელ ტკივილს და დარდს ვხედავდი მაშინ გადავწყვიტე ჩემი გული შენი პატარასთვის მიმეცა.. ნუ ღელავ არ მეშინია რადგან სიკვდილი ახალი სიცოცხლის გაგრძელებაა და ჩემი გულიც არ შეწყვეტს ცემას.. ძამიკო გახსოვდეს დარია სულ შენთან იქნება შენს გულსა და გონებაში.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Just reading

საინტერესო ჩანს

 


№2 სტუმარი სტუმარი qeto

yochag chemo gogo????❤️

gaagrdzele ese ???? chemoo nichiero

 


№3 სტუმარი სტუმარი მაგდა

ანაა საოცარი ხარ!!!
გააგრძელე მასე...
მიყვარხაარ უნიჭიერესო!!

 


№4 სტუმარი Mariami

Just reading
საინტერესო ჩანს

Saintereso chanda

 


№5  offline მოდერი Maiaabuladze

ან ჩემო საყვარელო ❤️ შენ იცი ჩემი აზრი ამ ისტორიასთან დაკავშირებით და მე კიდევ შენი დამოკიდებულება მისდამი ❤️ ერთადერთი რისი თმაც შემიძლია ის არის რომ ძალიან მაგარი და ყოჩაღი გოგო ხარ შენი გრძნობების ასე გამოხატვა რომ შეგიძლია ❤️ მე ვიცი და ვხედავ შენს ზრდას ნაწერიდან ნაწერამდე ❤️ ყოჩაღ ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ბელა

ყოჩაღ ძალიან მაგარი გოგო ხარ <3 ძალიან მომეწონა და სულში ჩამწვდა... მეც ჩემი თავი გამახსენდა დარიას ემოციებზე ქორწილის დღეს.

 


№7  offline წევრი ANABARATASHVI

მადლობა.. მე მესმის თქვენი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent