შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

You Touch Me Right And You Love Me Wrong ~3~


25-10-2018, 16:03
ავტორი ანნა 541
ნანახია 242

You Touch Me Right And You Love Me Wrong ~3~

სიახლოვე საყვარელ ადამიანთან? ეს ალბად ყველაზე ბედნიერი რამაა მთელს მსოფლიოში... იმას თუ როგორ სითბოს იღებ მისგან, როგორ სიყვარულს - ეს მნიშვნელობას ანიჭებს მთელ შენს ცხოვრებას. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ეს ურთიერთობა, გრძნობაც და სიახლოვეც ძალადობრივია? გაძლევს ეს ბედნიერების შანსს? ბევრი ასეთი ფაქტი მსმენია... მაგრამ ეს არც დიდხანს გაგრძელებულა და არც კარგად დასრულებულა.
გრძნობა... როგორიცაა სიყვარული - რომელიც არ იციან საიდან მოდის, რა არის და რეალურად რას განიცდი. ვერასდროს იქნება ძალადობრივი.
ახლა რა ხდება?... რა ხდება ლუჰანის სიტუაციაში? მას არასდროს დაუძალებია ანასთვის, რომ მასთან ყოფილიყო, მაგრამ, ახლა სწორედ ამას ცდილობს, თუ ვეღარ უძლებს მასთან ასე ახლოს ყოფნას და მისი სურნელის ასე ახლოს შეგრძნებას? იქნებ თუ ამას ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ გააკეთებს და მას აკოცებს, ის ახლო, მეგობრული ურთიერთობაც არიოს და სულ დაკარგოს ან სულაც საკუთარი თავი შეაძულოს? - ალბად დამეთანხმებით.. როდესაც იცი, რომ ადამიანს შენს მეორე ნახევრად ვერასდროს ვერ გახდი, იმაზე მაინც ზრუნავ რომ თქვენი მეგობრული ურთიერთობა არაფრის მიზეზის გამო არ დაინგრეს და მასთან ამ სიახლოვით მაინც დატკბე.
ამ ყველაფრის გაფიქრების შემდეგ, მასთან სულ ახლოს მისული გაშეშდა... მისი თვალები, რომლებიც ანას გამალებით და ახლა უკვე დარცხვენილი შესცქეროდა ძირს დახარა და დაინახა ანას მუშტად შეკრული ხელები როგორ ედო მუხლებზე. როგორც მაშინ, როცა მინა ესაუბრებოდა, შარვალზე უმნიშვნელოდ ისვამდა.
ლუჰანმა ანას კისერს ხელი ფრთხილად გაუშვა, თითების მისი თმიდან გამოთავისუფლება მარტივად შეძლო, მის წელს შემოხვეული მარცხენა ხელიც გაუშვა და მხარზე ნაზად ჩამოადო. ანას მიმართულებით ამოიხედა აწეული წარბებით, ტუჩის მარჯვენა კუთხე ანერვიულებულად ჰქონდა დაჭერილი კბილებით და მათ კვნეტდა. შეამჩნია მას თმა და კისერი როგორ შეცვლია და როგორ დაჰკრავდათ მოწამული ფელი სისხლისგან, ანას ლუჰანის ხელიდან გადასვლოდა, რომელიც ჯერ კიდევ სისხიანი ჰქონდა. ლუჰანმა არ იცოდა მისი თმისთვის ეყურებინა, ხელსაწმენდი აეღო და იმაზე ეზრუნა რომ ანას დათხვრილი კისერი მოეწმინდა მისი სისხლისგან, თუ თვალებში ჩაეხედა და რამე ეთქვა მისთვის. თუმცა საშინლად დაიბნა. პირს აღებდა და მაშინვე კუმავდა, თითქოს რამის თმა სურდა და ვერ ბედავდა.
- ანა... მაპატიე... - როგორც იქნა შეძლო და გამოუშვა თავისი ბაგეებიდან ბგერები, რომელშიც სირცხვილი და კანკალი ერთდროულად იგრძნობოდა. - არ ვიცი რა დამემართა, რა გავაკეთე. - ანა მხრებ ჩამოყრილი, არაფრის მთქმელი გამომეტყველებით უცქერდა ლუჰანის ანერვიულებულ სახეს, რომელსაც ზედ ეწერა რომ გაქრობა სურდა.
- მგონი ჭრილობებს მეტი არაფერი სჭირთ. - გონს მოგება სცადა, ანას ხელი მოაშორა, მაშინვე მის ფორმას სტაცა ხელი, დივნიდან წამოხტა და ყველაფრის უთქმელად სახლიდან გავიდა. ნამქანამდე ღილების შეკვრით და თავში მუშტების შენით მივიდა.
ანამ გაიგონა ძრავის ხმა, როდესაც ფანჯრისკენ გაიხედა და დაინახა შუქი მაშინვე როგორ გაუჩინარდა, რომელიც ფარდაში სუსტად ატარებდა სხივებს. რადენიმე წუთი გაუნძრევლად იჯდა მუხლებზე, თავჩახრილი და უყურებდა თავის ხელებს, ნელ ნელა როგორ იშლებოდა მუშტები და თითებს თეთრი ფერისგან ისევ რომ უბრუნდებოდა სასიცოცხლო ნიშნები. თვალებზე სისველე იგრძნო, რამაც ოდნავ გამოაფხიზლა და ფეხებზე ისევ ესობოდა ნემსის წვერები, წამოდგომა სცადა რა დროსაც უფრო საშინელმა შეგრძნებამ დაუარა და როგორც შეძლო თავისი ოთახისკენ გაიქცა, სააბაზანოში შევიდა სარკეში ჩაიხედა. დაინახა მის კისერსა და თმებზე სისხლის კვალი და წამიერად ის მომენტი წარმოუდგა თვალწინ რაც სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა, თუმცა თავი აქეთ იქით გააქნია და ეს ფიქრები მოიშორა. ონკანში თბილი წყალი მოუშვა და სახის ჩამობანა სცადა, უკვე მიმხმარი სისხლისგან. შემდეგ იბანავა, საღამურები ჩაიცვა, დაწვა და თვალების დახუჭვისთანავე ჩაეძინა.
.............................
დილით, დაახლოებით 9 საათი რომ სრულდებოდა ტელეფონის ზარმა დარეკა რამაც ანა შეშინებულმა გამოაღვიძა და მაშინვე წამოხტდა. ზარი გაურკვეველი ადგილიდან მოდიოდა და ხელების ცეცებით, ჯერ კიდევ გაბრუებული ტელეფონს ეძებდა, რომელიც საწოლის უკან გადავარდნილიყო.
- გისმენთ? - ხრინწიანი ხმით უპასუხა ტელეფონს. - დედა? შენ ხარ? - ანა უცბად გამოფხიზლდა. გონებაში ისევ დაუტრიალდა და გააცნობიერა რაც გასულ ღამეს მოხდა. დედას კითხვების კორიანტელი დააყარა მამას შესახებ.
- დაწყნარდი ანა... ყველაფერი რიგზეა, უკვე გაიღვიძა და მასთან შეხვედრის უფლებას გვრთავენ, შენ როგორ ხარ? ჰომ შეძლებ მოსვლას? - ანა უკვე წამომხტარი იყო საწოლიდან და აბაზანისკენ გარბოდა.
- რა თქმა უნდა შევძლებ დედა... წამებში მზად ვარ. - ტელეფონი ‘’speaker’’ - ზე ჩართო, სარკეს ქვემოთ თაროზე ჩამოდო, სადაც ორი კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა იდო. ორი კბილის ჯაგრისი? ანას ერთადერთი საუკეთესო მეგობარი ჰყავს, სახელად ელლენი. უმეტეს შემთხვევაში ელლენი ანასთან რჩება ხოლმე რაც მათთვის დიდ განტვირთვას ნიშნავს და ყველაფერ თემაზე საუბარს... ბიჭები? ამ თემას ძირითადად საერთოდ არ ეხებიან, უმეტესწილად კი იმიტომ რომ ანა არც არის დაინტერესებული. აი ელლენი კი მათზე სულ აღტაცებით საუბრობს... შეყვარებულის არჩევისას კი მთელს რიგით ოპერაციებს ატარებს... მის გემოვნებას არ გადაუხვევს და სანამ არ დარწმუნდება რომ მასთან ყოფნა ღირს ნაბიჯს არ გადადგავს. მისი ბიჭებისადმი ასეთი სიცანცარისა, მაინც მგონია რომ გონივრულად იქცევა, არა?
- ლუჰანს ვთხოვ რომ მოგიყვანოს. - ლუჰანის გაგონებაზე ანას წყალი გადაცდა, რომელსაც პირში ივლებდა კბილების გამოხეხვის შემდეგ, ლამის დაიხრჩო. - ანა... ანა, რატომ ახველებ? რა მოხდა? - მინას ანერვიულებული ხმა გაისმა ტელეფონში.
- არაფერია... უბრალოდ წყალი გადამცდა . - სახეზე პირსახოც აფარებულმა უთხრა. - დედა მოდი არ გინდა... ყველაფერს ნუ თხოვ ლუჰანს. მე თვითონ წამოვალ, თან მანამდე სავაჭრო ცენტრში წავალ და მამასთვის ტანსაცმელს ვიყიდი კარგი? როცა გამოწერენ მაინც დაჭირდება. ისედაც სულ მეუბნებოდა დიდი ხანია არაფერი მიყიდიაო. დამელოდე და მანდ მალე ვიქნები. - დედას პასუხის გაცემა არ აცადა რომ ტელეფონი გათიშა, სარკეში წამიერად ჩაიხედა და გული გაუსკდა. გუშინ ბანაობის შემდეგ სველი თავით დაწვა და წოლისას თმები როგორც იბრიცებოდა იმ პოზაშივე დაუყენდა შეშრობისას. აი ეს კი დილის კატასტროფა იყო. აბაზანიდან გავიდა, კარადასთან მივიდა, გამოაღო და რაც შეიძლებოდა თავისუფალი ტანსაცმელი ამოარჩია: შავი, მაღალწელიანი შარვალი, რომელიც აქა იქ დაძენძილი იყო, კაპიუშონიანი ყვითელი ზედა, ზემოდან ჯინსის კურტკა და შავი ვანსები.
ანასი რა გითხრათ,მაგრამ როგორც ჩანს გარე სამყაროსთვის დღე წინა დღესთან შედარებით კარგად დაწყებულა... მზის სხივებს უკვე გაუშრია ასვალტი და გუბეებიც აღარ იყო, ნიავიც აღარ ქროდა და ცოტა არ იყოს ანა ფიქრობდა რომ ზედმეტად სქლად იყო ჩაცმული, თუმცა უკან მისაბრუნებლად დრო მაინც აღარ იყო. სახლს უკვე დიდი მანძილით მოშორებოდა.
მათი უბანი დიდი არაფრით განსხვავდებოდა სხვა უბნებისგან, მაგრამ განთქმული იყო იმით, რომ ყველაზე მეტი სიწყნარე იქ სუფევდა, კრიმინალიც ნაკლები იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ ოჯახს ყველა იცნობდა და ყველამ იცოდა ვინ ცხოვრობდა იქ... მე - 8 ქუჩის განყოფილების უფროსი. ეს მათი სახლიდან საკმაოდ შორს იყო. იქ ძარცვას ვინ გაბედავდა? რა თქმა უნდა ვერც ვერავინ... როგორც ამერიკულ ფილმებში აჩვენებენ ხოლმე სახლებს, ხეებსა და მწვანე მობიბილე ბალახებს შორის ჩამწკრივებულს, სწორედ ასეთი იყო. პატარა, გარე უბანი და ყველაფერი თითქოს ახლოს ჰქონდა... თუმცა მანქანა მაინც იყო საჭირო, განსაკუთრებით მაშინ როცა უბნიდან გასვლა გჭირდებოდა... ლუჰანთან გუშინდელი ინციდენტი რომ არა, ანა დიდი სიამოვნებით დათანხმდებოდა დედას იდეას, რომ ლუჰანს წაეყვანა, მაგრამ ახლა მასთან შეხვედრა ყველაზე ნაკლებად უნდოდა. აი რა გამოიწვევდა ახლა მათ შორის უხერხულობას. მთელი მანძილის ფეხით გავლა მოუხდა რადგან ტრანსპორტი მაინც და მაინც არ უყვარს. დამქანცველი და მოუხერხებელია... პანიკიორი დედა კი მას თავად მანქანის გამოყენების უფლებას არ აძლევს.
აი ისიც. გამოჩნდა. დიდი სავაჭრო ცენტრი... თვითონ ანა და მისი ოჯახი - მუდმივი კლიენტები არიან... ყველაფერი იქ გაერთიანებულია... ტანსაცმლის მაღაზია, პროდუქტები, ძვირფასეულობა, სილამაზის სალონი, კინო თეატრი და ა.შ ... ერთხელ, გასულ შემოდგომას აქ აუქციონიც ჩაატარეს სადაც უპატრონო ბავშვებისთვის გროვდებოდა თანხა... ასევე ძველი საუკუნეების ძვირფასეულობის გამოფენასაც აწყობენ ხოლმე. მოკლედ ეს ადგილი ნებისმიერი ადამიანისთვისაა განკუთვნილი, ნებისმიერი ფენისთვის.
ანა შენობაში შევიდა და მესამე სართულზე, მამაკაცების განყოფილებაში შევიდა, რომელსაც გვირდით ქალებისა ახლდა. სწორედ ამავე სართულზე იყო განთავსებული ის კუთხე, სადაც აქამდე ნახსენებ ძვირფასი ნივთების და სამკაულების გამოფენა ტარდება ხოლმე... ანამ კარგად იცოდა მამის სტილი და გემოვნება... უმეტეს წილადაც მამა თავისუფლად ანდობდა ანას რომ მას ეყიდა სამოსი მისთვის. თვითონაც არ იყო გოგოს სტილის მოყვარული... გამონაკლისი დაბადების დღე იყო რასაც ძალიან იშვიათად იხდიდა ისიც, დედის დაძალებით და გამოსაშვები საღამო... სადაც არაერთმა ბიჭმა თხოვა წაყოლა... ამის გამო ისეთი დაბნეული იყო საერთოდ ფიქრობდა გამოსაშვებზე არ წავალო მაგრამ ასეთი რამ ჰომ ერთხელ ხდება? თან გამოსაშვები ყველას ოცნებაა, ამიტომ გული რომ არავის დასწყვეტოდა ლუჰანს სთხოვა რომ წაყოლოდა. ალბად იფიქრებთ, ანა ლუჰანს ძალიან ცუდად ექცევაო.. არაფრის იმედს არ აძლევს, უარს ეუბნება მაგრამ ისეთი რამის გაკეთებას სთხოვს ხოლმე, რომ კაცს მაინც გაფიქრებინებს რაღაცას მაინც გრძნობს ან ფიქრობს მასზეო. შეიძლება მართლა ცუდად გამოსდიოდა... ეს შეიძლება გამოყენებადაც ჩაითვალოს... როცა იცი რომ ის უარს არაფერზე არ გეტყვის, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო... ლუჰანი რა თმა უნდა ნიშნავდა ანასთვის ყველაფერს... მას ელლენამდე იცნობდა და ელლენამდე ენდობოდა მას... მეც ვიხლართები ხოლმე მათ ურთიერთობაში. თითქოს ჰომ და-ძმასავით გაიზარდნენ, სადღაც ანაც ასე ფიქრობდა. მაგრამ ლუჰანისთვის კოშმარი იყო ეს ყველაფერი.
ანა უკან ბრუნდებოდა, სალაროსკენ მიდიოდა როცა რაღაცას მოკრა თვალი. კაბა? საინტერესოა... მაინც რა მომენი იყო ეს როცა ანამ კაბისკენ გაიხედა? არა - გულმა მაინც ვერ მოუთმინა და კაბას ხელი დაავლო. ალბად მაინც ქალი იჯდა მასში... გადაწყვიტა მოეზომა და გასახდელისკენ წავიდა. ნომერი აიღო. მამისთვის არჩეული ტანსაცმელი და ჩანთა გარეთ დაატოვებინეს და ისე გაუშვეს.
გასახდელის ოთხივე კედელი მთლიანად სარკე იყო. ჭერიც კი. თავის თავს ყველა კუთხიდან ხედავდა... ტანზე გახდა დაიწყო და შარვალი უმოწყალოდ, იქვე კუთხეში მდგარ ტყავის პატარა სკამზე მიაგდო, იქვე მიაყოლა ყვითელი ზედა და ბიუსჰალტერიც. კაბას ასე სჭირდებოდა. ზურგი საკმაოდ მოღებული ჰქონდა ისე, რომ მასზე სილიკონით უნდა ჩაგეცვა. მუხლს ზემოთ ოდნავ მოკლე იყო. აი ისეთი განსაკუთრებულ საღამოს რომ ჩაიცვამ და ჩვეულებრივ დღესაც, თვალს რომ მოჭრი.
საკიდი აიღო რომ კაბა მისგან ჩამოეხსნა, როდესაც საშინელი ხმა ჩაესმა ყურებში და შეშინებულს საკიდი ხელიდან გაუვარდა. კარებისკენ შეტრიალდა გაფითრებული და გაიგონა ხალხის ყვირილი როგორ ერეოდა განგაშის ხმას, რომელიც ყურებს საშინლად ატკივებდა და ხელები აიფარა. სულ გადაავიწყდა რომ ნახევრად შიშველი იდგა. თვალები დახუჭული ქონდა და კანკალს ყავდა ატანილი, როდესაც ოთახის კარები გაიღო და ოთახში დიდმა, შავმა ფიგურამ შემოირბინა. ხმაზე ანამ თვალები გაახილა და ორივე მხრიდან ყვირილი ატყდა. ერთადერთი რისი ფიქრიც ანამ მოასწრო კარები ჰომ ჩავკეტეო გონებაში თქვა.
უცნობმა ყვირილი შეწყვიტა და პანიკაში ჩავარდნილ ანას მივარდა ხელებით მისი დაკავება სცადა. ცალ ხელს პირზე აფარებდა და ცალი ხელით წინ მკერდზე აწვებოდა ხელები რომ დაეკავებინა და მის უკან სარკეს მიაყუდა. ხელებს როგორც შეეძლო ისე ატოკებდა რომ როგორმე განთავისუფლება მოეხერხებინა მაგრამ უცნობი მასზე ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა.
შავმა ფიგურამ ცალი ხელით, რომელიც ანას ხელებს იჭერდა უხეშად სარკიდან გამოსწია და ისევ სარკეზე მიაჯახა.
- ღმერთო შეწყვეტ პანიკას? შენს დახმარებას ვცდილობ...! ასე ორივეს დაგვიჭერენ...!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი I love you baby

ოჰოოო საინტერესოა ძალიან ნეტა ვინ იყო ის ვინც ანას დახმარებას ცდილოოოობს?მგონი ვიცი ვინც მაგამ ნუ გავუსრებთ მოვლენებს წინ და ამიტომ გელი გელი მოგელი მოუთმენლაააად

 


№2  offline წევრი iako1234 jvarashvili

I love you baby
ოჰოოო საინტერესოა ძალიან ნეტა ვინ იყო ის ვინც ანას დახმარებას ცდილოოოობს?მგონი ვიცი ვინც მაგამ ნუ გავუსრებთ მოვლენებს წინ და ამიტომ გელი გელი მოგელი მოუთმენლაააად

ესეც კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent