შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინლად მშვენიერი (თავი მეთორმეტე)


25-10-2018, 18:07
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 490

საშინლად მშვენიერი (თავი მეთორმეტე)

იმ საშინელი დღიდან, 6 თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. დეიდა რომელიც ჩემი მშობლების დაკრძალვაზეც კი არ მოსულა, გამიხსენა და კომპანიის ნაწილი მომთხოვა. კიდევ კარგი დედა აღარ არის თორემ ამას ვერ გადაიტანდა. დიდი წვალების შემდეგ ხელცარიელი გაბრუნდა თავის ოჯახთან საფრანგეთში. მე და ბატონი მაჩაბელი კვლავ ერთად ვართ, მას შემდეგ რაც ვთხოვე რომ ჩემთან გადმოსულიყო, ერთად ვცხოვრობთ. საკმაოდ გავზარმაცდი, ჩემს ჰოსპიტალში კვირაში 3-ჯერ რომ მივიდე, მეც კი გამიკვირდება. უნდა ითქვას რომ ეს ყველაფერი ჩემი დეტექტივის დამსახურებაა, მაგრამ ყველაფერს მთლად მას ვერ დავაბრალებ. დღითი დღე უფრო მეტად გვიყვარდებოდა ერთმანეთი, უფრო ბედნიერები ვიყავით. ყოველი დილა კი ერთმანეთით იწყებოდა. ეჭვიანობა და ჩხუბი რა თქმა უნდა იყო და ცოტა ახლაც შემორჩა, მაგრამ ჩვენს სიყვარულში არასოდეს შეგვპარვია ეჭვი. ამდენი ხნის გაყინული გული რამდენიმე თვეში სულ გაათბო. საშინელება კი ის არის რომ სოფის გიორგი შეუყვარდა. ამან ძალიან ატკინა გული, მე კი თითქოს დამნაშავედ ვგრძნობ თავს რომ ახლა მას სტკივა და იტანჯება. რას ვიზამ? ვერაფერს!
გიორგი ჩემი ნაწლი გახდა, ჩემი ბედნიერების მიზეზი, ეს სწორედ რომ ის ადამიანია რომელმაც რადიკალურად შემცვალა მეც და ჩემი მთლიანი ცხოვრებაც. ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ სანდროს შემდეგ ვინმეზე ვიფიქრებდი, ვინმეს შევიყვარებდი, სხვის გვერდით თბილად და ტკბილად დავიძინებდი. ყოველთვის ვიძახდი- ''არასოდეს შემიყვარდება სხვა''. შემდეგ ვისწავლე რომ მართლაც არ უნდა იყო მომავლის გეგმებში დარწმუნებული, რადგან არავინ არსად არ იცის ხვალ რა დამხვდება წინ.
-ტკბილო, გაიღვიძე. ყურში ჩამესმა ხმა, სიტყვების გარჩევა მაინც გამიჭირდა.
საწოლიდან წამოვძვერი და ბალიში ავიღე ხელში. თითის წვერებზე ავიწიე და სამზარეულოსაკენ გავედი. მაგიდასთან გიორგი იდგა და მთელი ემოციებით ამზადებდა საუზმეს. უკნიდან ჩუმად მივეპარე. მეც კი გამიკვირდა როგორ ვერ დამინახა.
-დილამშვიდობის. ვუთხარი და შემოტრიალებისთანავე ბალიში მოვუქნიე. ისტერიული სიცილი დამეწყო რომ დავინახე როგორ გავტეხე ჩემი უსაყვერლესი ბაკლები . მხოლოდ ორი იყო დარჩენილი და ისიც...
-მითხარი რომ არ გამტყდარა. ვეუბნები საკუთარ თავზე გამწარებული და თან იძულებით ვიცინი.
-მაპატიე მაგრამ ამას ვერ გეტყვი. რადგან გატყდა და აღარაფერი ეშველება.
გამწარებულმა დავიწყე საკუთარ თავთან ჩხუბი. ის კი ჩუმად იცინოდა. ოთახში შევედი და ტანსაცმელის ჩაცმა დავიწყე.
-მესმის! კიდევ ერთხელ გაიცინებ და აქედან გაგაგდებ. ვუყვირე ოთახიდან.
ოთახში შემოვიდა, ჩემს წინ დადგა და პატარა ცხვირზე მაკოცა.
-დღეს მინდა საღამოს 8-ზე სწორედ რომ იმ ბარში მოხვიდე, მარტო... სადაც პირველად შევეცადე დაახლოებას.
-ოჰო, რა ხდება? რაიმე განსაკუთრებული ხდება?
-ძალიან განსაკუთრებული.
-მაშინ მითხარი რა ჩავიცვა რომ სიტუაციას შეესაბამებოდეს.
დაფიქრდა და რამოდენიმე წამის შემდეგ მიპასუხა.
-მე მინდა რომ, ის შავი კაბა ჩაიცვა, დედის ნაჩუქარი რომელსაც ყველაზე იშვიათად იცვამ.
გამეცინა
-ესეიგი მართლაც რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება.
სახლიდან სამსახურში გავიდა. მე კი ოდნავ აღელვებული დავრჩი. ვერ ვიგებდი რაიმე კარგი უნდა მომხდარიყო თუ ცუდი. სააბაზანოში შევედი, მოწესრიგება დავიწყე 4 საათით ადრე. სასაცილოა მაგრამ ეს ჩემი ფობიაა. როდესაც ვიგებ რომ რაიმე მნიშვნელობანი უნდა შევიტყო შესაძლებელია მთელი დღე დავუთმო საკუთარი თავის მოწესრიგებაას.
----
-ჯანდაბა, მაინც დავიგვიანე.
სახლიდან გამოვედი,კარი გადავკეტე და ქუსლიანი ფეხსაცმელებით ძლივს ჩავირბინე კიბეები. მანქანაში ჩავჯექი და ბარის გზას დავადექი. შორს არ იყო მაგრამ არ მინდოდა ფეხით გასვლა.
ბარის კარი გავხსენი, იგივე მაგიდასთან იგივე სასმელით ხელში იჯდა მაჩაბელი, ოღონდ ცვლილება იყო სანთლები და უზარმაზარი ვარდების თაიგული. ამ სიტუაციამ ცოტა დამაბნია.
მივედი და მაგიდასთან ჩამოვჯექი. 5 წუთის განმავლობაში ვერც ერთი ვიღებდით ხმას. გიორგი ხელებს ნერვიულად აწვალებდა და ღრმად სუნთქავდა. ბოლოს ხელი მოვჭიდე, გავუღიმე და ვკითხე.
-არ იტყვი რა ხდება?
ღრმად ჩაისუნთქა და აფორიაქებულმა საუბარი დაიწყო.
-ლინდა, არ გავიმეორებ ბევრჯერ,არა იმიტომ რომ მომბეზრდა არამედ იმიტომ რომ შენ იცი როგორ მიყვარხარ, მირჩევია ჩემი სიყვარული საკუთარი ქცევებით გამოვხატო.
თავი ოდნავ გვერდით გადაწია, კვლავ ღრმად ჩაისუნთქა, გამიღიმა და მოცრემლილი, აბრჭყვიალებული თვალებით შემომხედა, საუბარი განაგრძო.
-სულ ათი თვეა რაც ერთად ვართ, დიდი დრო არ არის მაგრამ ყველაფერი ნათელია. გეტყვი რომ შენ გადაღებე ჩემი შავ-თეთრი სამყარო სხვა და სხვა ფერებში, შენ მასწავლე როგორი უნდა იყოს იდეალური დილა, იდეალურ ქალბატონთან ერთად.როგორ უნდა ვცხოვრობდე, და რით უნდა ვცოცხლობდე. შენ ხარ დღეს ჩემი ბედნიერების მიზეზი, შენ ხარ ის ვის გამოც ღირს გავაკეთო რაიმე კარგი, ძვირფასი. შენ დამარწმუნე რომ სიყვარული კიდევ არსებობს.
ხელები მეყინებოდა, თვალებიდან ცრემლები მდიოდა, ვნერვიულობდი, ძალიან ვნერვიულობდი. სუნთქვა მეკვროდა. მის ნათქვამს ძლივს ვიაზრებდი, მაგრამ ამავდროულად მთელს დედამიწაზე, სამყაროში ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობდი თავს. კვლავ აგრძელებდა.
-შენ ხარ ის ერთადერთი ვისი ცხოვრებაც საკუთარ თავზე მეტად მადარდებს. ჩემო პრინცესა, ჩემო დედოფალო, ჩემო ცხოვრება არ ვიცი... როგორც გინდა ისე მოგმართავ.
პასუხი ვერ დავუბრუნე. მან კი მეტად აღელვებულმა განაგრძო.
-მინდა შენთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვიზრუნო, მინდა ყოველი დილა შენით იწყებოდეს ხოლო ყოველი ღამე შენთან ერთად, მშვიდად ძილით სრულდებოდეს. მინდა შენ გახდე ის ქალი რომელიც მუცლით ჩემს მომავალს, ჩემსა და შენ შექმნილ პატარა არსებას ატარებს. მინდა იყო ჩემი მეუღლე, მინდა იყო ჩემი შვილების დედა.
ლინდა... ხელი ჯიბისკენ წაიღო და შავი პაწია ყუთი ამოიღო, გახსნა და გამომიწოდა, თან მკითხა.
ლინდა, გახდები ჩემი მეუღლე? გამომყვები ცოლად?
გული საშინლად სწრაფად მიცემდა. ჰაერი აღარ მყოფნიდა. ვეცადე ოდნავ დავმშვიდებულიყავი. ხელი ჩავჭიდე და ვუთხარი.
-გიორგი, ძალიან გაფასებ, ძალიან მიყვარხარ... მაგრამ მე არ ვარ ამისთვის მზად.
სახიდან ღიმილი წაეშალ, გაშეშდა. რა იცის ამ სულელმა როგორ მიყვარს, რამოდენიმე წუთი პაუზა გავაკეთეთ წყნარად ვისხედით. ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი წამსკდა.
-რა თქმა უნდა კი... შეხედეთ რა სახით ზის.
ხმამაღლა დავიწყე სიცილი, ფეხზე წამოდგა გულში ჩამიკრა.
-წამოდი წამოდი...
-სად? გიორგი ნელა ვერ ვირბენ.
გარეთ გამიყვანა, ხელში ამიყვანა და არანორმალურივით მატრიალებდა. ბოლო ხმაზე ყვიროდა.
-ხალხო... ეს უკვე ჩემი ცოლიაა... ეს უკვე ჩემი გოგონაა.
ხალხის რეაქციას მიხვდებით ალბათ. უმეტესობა ისე გვიყურებდა როგორც გიჟებს, მაგრამ იყო ის რამოდენიმე რომელიც ჩვენთან მომღიმარი სახით მოდიოდა და ტკბილი სიტყვებით გვავსებდა, გვილოცავდა.
-----
-მინდა ჩათები ჩავალაგოთ. არ მინდა ქორწილი და მთელი ამბები... გთხოოვ. ვუთხარი და სახე შევჭმუხნე. თვალები დახუჭა და საწოლზე გადაწვა.
-იცი სიმართლე გითხრა არც მე მინდა, მირჩევია სადმე წავიდეთ და არანორმალურმა უკვე ცოლ-ქმარმა, ასეთივე არანორმალური დრო გავატაროთ.
საწოლთან მივედი და გვერდით მივუწექი.
-იცი ბავშვობაში ვვოცნებობდი რომ ოდესმე ''ბორა-ბორაზე'' წავსულიყავი ჩემს შეყვარებულთან ერთად.
გაიცინა და მითხრა.
-ბეჭედი დამიბრუნე, ჯერ კვლავ შეყვარებულები ვიყოთ, ბორა-ბორაზე წავიდეთ და რომ ჩამოვალთ მერე გახდი ჩემი ცოლი.
თვალები დავატრიალე, გავიცინე და ვუთხარი.
-ჰმმმ არა ახლაც კარგი იქნება.
საწოლიდან წამოდგა, მეც წამომაყენა, წელზე ხელები მომხვია და მაკოცა. ამ მომენტში ვერ შევძელი სერიოზული ვყოფილიყავი. კვლავ სიცილი ამიტყდა.
-არანორმალურო, დავიწყოთ ჩანთების ჩალაგება და ხვალ გავფრინდეთ.
ავიაბილეთები შევიძინეთ, ჩანთები ჩავალაგეთ. მთელი ღამე არ გვეძინა, სახლი ისე ავურიეთ, იმდენი ვიხმაურეთ რომ ქვედა მეზობელმა 112-ში დარეკა და გვიჩივლა. საბედნიეროდ ჩემს გვერდით დეტექტივია, თორემ... სადღაც დილის 8 საათზე დავიძინეთ.
----
თვალები გავახილე და საათს დავხედე.
-ჩემი პრინცესა.
თავი მივატრიალე. თვალები გაუფართოვდა და სიცილით მითხრა.
-სიყვარულო, არ დაგიმალავ მაგრამ ახლა ჯუნგლების მაცხოვრებელს უფრო ჰგეხარ.
გავიცინე და ბალიში მოვუქნიე.
-რომელი საათია. იკითხა და საწოლიდან წამოიწია.
-ჯერ 12 არ არის. საწოლიდან წამოხტა.
-რა ხდება?
-ფრენა 12 საათზეა.
არ ვიცი როგორ მოვახერხეთ, სახლი საშინლად არეული დავტოვეთ. როგორღაც მოვწესრიგდით ჩანთები ავიღეთ და აეროპორტში წავედით.
-მითხარი რომ მოვასწარით. ვუთხარი და უფრო სწრაფად გავიქეცით.
შევედით შენობაში და შვებით ამოისუნთქა.
-მოვასწარით.
რეგისტრაცია გავიარეთ და თვითმფრინავში ავედით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი nino

ramagari gogo xar sheen aricii❤ dzalian dzalian kargi iko ❤ shemdegs rodis dadeb?❤

 


№2  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

nino
ramagari gogo xar sheen aricii❤ dzalian dzalian kargi iko ❤ shemdegs rodis dadeb?❤

დიიიდი დიდი მადლობა heart_eyes შემდეგ თავს ხვალ დავდებ heart_eyes
--------------------
milla

 


№3 სტუმარი ლორენა

აი ძალიან ძალიან საყვარელი გოგო ხარ.❤️❤️❤️შენი ძალიან ძალიან საინტერესო მოთხრობით. სიტუაციებს ისე ცვლი რო უკვე ვეღარ ვიგებ შემდეგ თავში რა მოხდება???? ძალიან მაგარი გოგო ხარ და არასოდეს შეწყვიტო მოთხრობების წერა ან ჩანახატების. რა მნიშვნელობა აქვს მოკლედ ჩემო კარგო ასე გააგრძელე❤️

 


№4  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

ლორენა
აი ძალიან ძალიან საყვარელი გოგო ხარ.❤️❤️❤️შენი ძალიან ძალიან საინტერესო მოთხრობით. სიტუაციებს ისე ცვლი რო უკვე ვეღარ ვიგებ შემდეგ თავში რა მოხდება???? ძალიან მაგარი გოგო ხარ და არასოდეს შეწყვიტო მოთხრობების წერა ან ჩანახატების. რა მნიშვნელობა აქვს მოკლედ ჩემო კარგო ასე გააგრძელე❤️

ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის blush heart_eyes heart_eyes
--------------------
milla

 


№5  offline წევრი Life is wonderful

ვუუუ აი ეს მესმის... ძალიან კარგია... როდსაც ამის წაკითხვა დავიწყე შენ უკვე თერთმეტი თავი გქონდა დადებული... ერთ საათში მთლიამად წავიკითხე და მეთორმეტეს გულისფანცქალით ველოდებოდი... ძალიან კარგი ხარ და აი მართლა მართლა არასდროს შეწყვიტო წერა...
დიდ დიდ უდიდეს წარმატებებს გისურვებ და მინდა, რომ სულ ასეთი კარგი დარჩე და რათქმაუნდა უფრო უფრო მაგრაი ისტორიები თუ ჩანახატები დაწერო...
პ.ს შენი ყველაფერი წაკითხული მაქვს.... <3 <3 heart_eyes
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

 


№6  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

Life is wonderful
ვუუუ აი ეს მესმის... ძალიან კარგია... როდსაც ამის წაკითხვა დავიწყე შენ უკვე თერთმეტი თავი გქონდა დადებული... ერთ საათში მთლიამად წავიკითხე და მეთორმეტეს გულისფანცქალით ველოდებოდი... ძალიან კარგი ხარ და აი მართლა მართლა არასდროს შეწყვიტო წერა...
დიდ დიდ უდიდეს წარმატებებს გისურვებ და მინდა, რომ სულ ასეთი კარგი დარჩე და რათქმაუნდა უფრო უფრო მაგრაი ისტორიები თუ ჩანახატები დაწერო...
პ.ს შენი ყველაფერი წაკითხული მაქვს.... <3 <3 heart_eyes

ძალიან ძალიან დიდი მადლობა heart_eyes წარმოდგენაც არ გაქვს როგორ გამახარა ამ წამს შენმა კომენტარმა. თბილმა და ტკბილმა სიტყვებმა heart_eyes მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის და მადლობა რომ კითხულობ ჩემს ისტორიებს heart_eyes heart_eyes
--------------------
milla

 


№7  offline წევრი Life is wonderful

Mariam Akhalkatsishvili
Life is wonderful
ვუუუ აი ეს მესმის... ძალიან კარგია... როდსაც ამის წაკითხვა დავიწყე შენ უკვე თერთმეტი თავი გქონდა დადებული... ერთ საათში მთლიამად წავიკითხე და მეთორმეტეს გულისფანცქალით ველოდებოდი... ძალიან კარგი ხარ და აი მართლა მართლა არასდროს შეწყვიტო წერა...
დიდ დიდ უდიდეს წარმატებებს გისურვებ და მინდა, რომ სულ ასეთი კარგი დარჩე და რათქმაუნდა უფრო უფრო მაგრაი ისტორიები თუ ჩანახატები დაწერო...
პ.ს შენი ყველაფერი წაკითხული მაქვს.... <3 <3 heart_eyes

ძალიან ძალიან დიდი მადლობა heart_eyes წარმოდგენაც არ გაქვს როგორ გამახარა ამ წამს შენმა კომენტარმა. თბილმა და ტკბილმა სიტყვებმა heart_eyes მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის და მადლობა რომ კითხულობ ჩემს ისტორიებს heart_eyes heart_eyes

heart_eyes heart_eyes ვუიმეეეე საყვარელოოოო.... heart_eyes
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent