შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცირკში (1)


26-10-2018, 15:21
ავტორი lukakhati
ნანახია 404

ცირკში (1)

***
კვირა ერთადერთი დღეა, როდესაც ყველას შეუძლია აკეთოს ის,რაც ენატრება. დილის რვა საათზე ქუჩიდან შემომავალმა ხმაურმა გამაღვიძა. არ გავბრაზებულვარ. რამდენიმე წამი ვუყურებდი აივნის ღია კარს, ვუყურადებდი შემოჭრილ ხმებს, ცოცხალ ქაოტურ ბგერებს, არშემდგარ სიმფონიებს, ურიელის უკმაყოფილო მზერას, რომელმაც კარგ გუნებაზე დამაყენა. არ უყვარს, როდესაც აღვიძებენ მე კი წამით წარსულში დავბრუნდი. თითქოს ისევ სახლში გავიღვიძე, შორს მატარებლის ლიანდაგს უკან დარჩენილ სახლში.
სწორედ ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად მაკლდა.
...ქალაქი სხვა დღეებთამ შედარებით ცარიელია. ქუჩაში ბაზრობა გაიშალა. ყველას საკუთარი საქონელი გამოაქვს, გამვლელებს ესალმებიან, არა საბრალო თვალებით, რომლებიც ევედრებიან რაიმე შეიძინონ, არამედ აღტაცებული მზერით. გულს ითქვამენ. სხვადასხვა ნივთის ამბავს ყვებიან.
დღეს სახლში არ გავჩერდები. მთელი დღე ქალაქში ვიბოდიალებ, ყველა მოყოლილ ამბავს მოვუსმენ, ყოველის მონატრებას შევაგროვებ.
სასტუმროს კარის წინ რამდენიმე დახლია გაშლილი. ასე ჩემზე ათი წლით უფროსი ქალი, დამტვერილ, დაჟანგულ ვერცხლის ჭიქებს აპრიალებს. შვილს ესაუბრება იმ დღეებზე, როდესაც ამ ჭიქებიდან სასმელი რაიმე ამბის აღსანიშნავად შეუსვამთ. თურმე ასეთი წესი ჰქონიათ - მათ მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისათის იყენებდნენ. შვილი გაკვირვებული ეკითხება მართლა სურს თუ არა მათი გაყიდვა. პასუხს აღარ დავლოდებივარ. ისედაც ვიცოდი რატომ. მას სწამდა, რომ ეს ვერცხლის ჭიქა სიხარულს ახალი პატრონის სახლშიც მიიტანდა. ასე გაუზიარებდა მას იმას, რაც ყველაზე მეტად ენატრება.
ქუჩის ბოლოს კუთხეში ჩემი ყურადღება მოკლე, ხუჭუჭა, ალისფერთმიანმა გოგომ მიიქცია.
თექვმეტი-ჩვიდმეტი წლის იქნებოდა. ფართოდ გაშლილ პლედზე იჯდა, რომლის ცოცხალი ფერებიც საოცრად ერწყმოდა მის გრძელ, სხვადასხვა ორნამენტით შეკაზმულ კაბას. წინ კარტი, რამდენიმე პატარა, ფერადი,გამჭვირვალე მინის ბურთულა და სამი ამოტრიალებული თასი ედო.
-დღე მშვიდობის.
-მოგესალმებით - ღიმილით შემომეგება.
-საინტერესო გარეგნობა გაქვთ.
-თქვენც. რით შემიძლია დაგეხმაროთ.
-მკითხაობთ?
-კი, ვმკითხაობ. ოღონდ მომავალს ვერ ვხედავ.
-წარსულს?
-ხო, წარსულს. რატომღაც ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია. ასე არ არის?
დამატყვევებილი მწვანე თვალები, სუფთა გლუვ კანზე უფრო მიმზიდველი სანახავი იყო. წამით შემშურდა კიდეც მისი. შევეცადე გამეხსენებინა ჩემი თავი მის ასაკში. უშედეგოდ. ვერაფერი გავიხსენე და როდესაც მივხვდი, რომ იმ ადამიანს ვხატავდი, რომელიც არ ვიყავი ფიქრი შევწყვიტე.
-შეიძლება?
-დაბრძანდით. - საჩვენებელი თითით პლედის მარჯვენი კიდესაკენ მიმითითა.
-რას მეტყვი ჩემი წარსულის შესახებ?
-რა გქვიათ? - კარტს ნაზად შეეხო და წრიულად დალაგებას შეუდგა.
-მართა, შენ?
-ელაიზა.
-ლამაზი სახელია.
-უცხო - ეშმაკურად გამიღიმა. იყო რაღაც საერთო ჩვენს შორის ან იქნებ მასსა და იმ მოხერხებულ, დახვეწინ გოგონას შორის, რომელიც მე ძალიან დიდი ხნის წინ ვიყავი.
-კარტი აირჩიეთ.
-რამდენი წლის ხარ? - რიგით მეოთხე კარტისაკენ თვალებით ვანიშნებ.
-აქ კითხვებს მე ვსვამ.
-უბრალოდ მაინტერესებს იმდენად პატარა ხარ თუ არა ჩემზე რომ თქვენობით მელაპარაკო.
...ჩემი გამჭრიახობა ახლოსაც ვერ მივიდოდა მასთან, მაგრამ ცდად მაინც ღირდა. მოეწონა.
-ჩვიდმეტის თქვენ?
-ოცდაცამეტის.
-რა გახსოვთ თქვენი ოცდაცამეტწლიანი ცხოვრების შესახებ?
...საინტერესო კითხვაა. რა მახსოვს. სინამდვილეში, ბევრი რამ. ხით აშენებული სახლი. მაღალჭერიანი ოთახი. დილით შემოჭრილი ყავის სურნელი. მოვლილი ეზო. ფანჯრის რაფაზე ლარნაკში ამოსული ყვავილები. ფუჭი ოცნებები. პირველი დღეები თეატრში. რა ჩამოთვლის იმ ყველა დღეს, რომელიც სცენასა და საგრიმიოროს შორის გავატარე. იქნებ ეს ყველაფერი შემდეგ ბათეს ვუამბო? კარგი იქნება. შეიძლება ერთი გამოსვლა მეც მომიძღვნას.
...ამ ყველაფერს მხოლოდ ვფიქრობ, თუმცა ნიშნის მოგებით ვპასუხობ:
-არაფერი
-არაფერი?
-შენ მითხარი რას ხედავ ჩემს წარსულში.
-ამოატრიალეთ არჩეული კარტი.
გამეცინა. აქამდეც უნდა მივმხვდარიყავი. კარტი ხელანეკთია. კიდეები მწვანე საღებავით აქვს მოხატული. ლამაზი ორნამენტებია. შუაში ლურჯი, ყვითელგულიანი ყვავილი ხატია.
ელაიზას გონია, რომ მახეში გამაბა, მაგრამ ეს ყვავილი მართლაც მიამბობს ამბვს ჩემი წარსულის შესახებ. მამის სახე მაშინაც არ მემახსოვრებოდა, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი რომ გამხსენებოდა. სამი წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა. დედა, ქალი, რომლის სახელი არც კი მახსოვს, უსასრულოდ მიყვებოდა მის შესახებ. ერთ ღამეს კი ასეთი სიზმარი ვნახე :
სასაფლაოზე მივაბიჯებდი. გზა, ლურჯი, მანათობელი ყვავილებით იყო მოფენილი. თითქოს ათასი ციცინათელა გზას მიხატავდა. ლურჯად მანათობლები, სასფლაოს გამაცისკროვნებელნი. წამით შევყოვნდი რამდენიმე ყვავილი მოვწყვიტე და ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი, როდესაც ჩაქრა. სინათლე ჩემს ხელში წყლად დაიღვარა.
სწორედ ამ ყვავილებს მახსენებს ეს კარტი. ზევით კიდეში გალობს სამი შაშვი.
-შაშვი. - ჩემდაუნებურად ვთქვი.
-აკი, მითხარით არაფერი მახსოვსო.
-ჭკვიანურია. შენი დახატულია?
-დიახ.
-ლამაზი ნამუშევარია. - კარტი ისევ უკან დასადებად მოვამზადე.
-შეინახეთ. ის ახლა თქვენ გეკუთხვნით.
-სანაცვლოდ რას მოითხოვ?
-არ დაკარგოთ და არ დაივიწყოთ, რომ შევხვდით.
-დიდი ხანია აქ ცხოვრობ?
-აქ არ ვცხოვრობ. მდინარესთან პატარა ქოხი ვიპოვე. აქ მხოლოდ კვირაობით ჩამოვდივარ.
-და, ჩემნაირი სენტიმენტალური ადამიანების ყურებით ერთობი?
-თქვენ აქ რისთვის ჩამოხვედით? - სიტყვა მომიჭრა.
-ცირკის დასის წევრი ვარ.
-ნამდვილი ცირკის?
-კი. გინდა დადგმაში დაგვეხმარო?
-მასხარები გყავთ? - სახე აენთო.
-არა.
-ცხოველები?
უარის ნიშნად თავი დავუქნიე.
-აკრობატები?
პასუხი აღარ გავეცი, ისედაც ნათელი იყო.
-ჯადოქრები?
ამოვიოხრე.
-ეგ როგორი ცირკია?
-იცი? მეც ხშირად მიკითხავს ჩემი თავისათვის. რატომ ქვია ცირკი ადგილს, რომელმაც შეიძლება მოგცეს ის ყველაფერი, რაც ძალიან გაკლია, მაგრამ სახელი ჩვენ არ აგვირჩევია. ასე დაგვარქვეს და ჩვენს შევეგუეთ.
-საინტერესოდ ჟღერს.
-თუ გინდა გამოსვლების დროს, კარავთან ადგილს დაგითმობთ. შესვენების დროს ხალხს წარსული გაახსენე.
-რატომ მენდობით?
-იმიტომ,რომ შენც გენატრება წარსული.
-ვერ ვხვდები რისი თქმა გინდათ.
-ყველაფერს მიხვდები. გამომყვები?
-მოგესალმებით.
...ზურგიდან მომავალი ხმა ტალღად დამეჯახა. იმდენად გავერთე საუბარში დამვიწყებია, რომ ქუჩაში ვიჯექი. ელაიზა არ დაბნეულა:
-ივა, გაიცანი ეს მართაა.
-სასიამოვნოა.
ახალგაზრდა ყმაწვილმა ეჭვისთვალით შემათვალიერა. ელაიზაზე რამდენიმე წლით უფროსი იქნებოდა. გახეული შავი შორტი და ფართო თეთრი პერანგი ეცვა. ასაკისთვის შეუფერებლად ბოხი ხმა ჰქონდა. მუქი აჩეჩილი თმა.
-შენც წარსულს ხედავ?
-არა, მე კარტთან საქმეს არ ვიჭერ.
-რატომ?
-ეშინია.
-მხოლოდ კარტის?
-და ჩემი. - თვალი ჩამიკრა.
-უფროსწორედ მარტოობის. - გულწრფელად დაამატა.
-შენ რას შემომთავაზე?
-დაჯექი.
ადგილი დაუთმო.
-მე შემოგთავაზებ თამაშს.
-საინტერესოა.
კარტი გვერდით გასწია. თასები ერთი მეორეს მიყოლებით აიღო. თითო გამჭვირვალე ფერად ბურთს თითო თასი დაადო. შემდეგ მათი გადაადგილება დაიწყო და ბოლოს სამივე წინ დამიდო.
-აირჩიე.
-შუა.
-შუა შენი ყველაზე სანუკვარი ოცნებაა. შენ დაინახავ ფერს და გაგახსენდება ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი.
-დაიწყე.
თასი ნელ-ნელა ასწია. წინ წითელი ბურთულა შემრჩა. სისხლისფერი, როგორც ხავერდის ფარდა, რომელიც სცენასა და მაყურებელს აშორებს. დარბაზს ორად ჰყოფს. განსხვავებულ სამყაროებად. მისი გაქრობის შემდეგ ყველა საზღვარი ირღვევა და მხოლოდ ერთი რჩება - თამაში, ვნებათაღელვა, ამბოხება.
-რაიმე გაგახსენდა?
-არაფერი - ვიცრუე, მაგრამ არ დაიჯერა.
-მეორე თასში, -აგდებულად გააგრძელა - შენი სიზმარია.
...არ ვიცი, რატომ მაგრამ ვღელავ. წინ მკრთალი ცისფერი ბურთულა დავინახე. ისეთივე, როგორშიც ცხოვრობდა ჩემი მეგობარი - ოქროს, გრძელფარფლიანი თევზი. ის დიდი ხნის წინ გამოვიგონე, რომ მარტოობა დამეხჩო. ის მასში ცურაობს. ჩემს თვალწინ დადებულ პატარა ბურთულაში, მაგრამ ბედნიერია. სივრცე არ იჭერს, გრძელ ფარფლებს ამაყად შლის. ის დავკარგე. დავივიწყე, მაშინ, როდესაც სიზმრები ნახვა შევწყვიტე. ახლა ურიელი მყავს. სახლში მელოდება. ალბათ, მოიწყინა. მე ვერ შეველევი ურიელს, ისევე როგორც, ივა ვერ შეელევა ელაიზას და ელაიზა წარსულს.
-მესამეში რა მელოდება?
-კვლავ არაფერი გაგახსენდა?
-თასი აიღე.
-მესამე ბროლი შენს შიშს ინახავს.
-დაინტრიგებული ვარ.
...ბოლო ბროლი თეთრი იყო. მიმზიდველი, მაგრამ ცარიელი. ჩემი ოთახის კედლების ფერი. ნეტავ ახლა რა ფერია? ალბათ, მწვანე. ავადმყოფობის ფერი. თეთრი ჩემი საყვარელი ფერია, ამიტომ არ მაშინებს. ივა შეცდა, მაგრამ ახლაც მოვატყუებ.
-საოცარია.
-კითხვა გაგიმეორო?
-არ არის საჭირო. პასუხს მიხვდი. გაოცებული ვარ.
-სისიამოვნოა კარგი მაყურებლის ყოლა.
-ეს მე არ მესწავლება.
...ჩემი წასვლის დროა, მაგრამ წასვლა სულაც არ მინდა. სიამოვნებით დავრჩებოდი, ვისაუბრებდი ჩემზე, იქნებ დავმახსოვრებოდი, მაგრამ შინ უნდა დავბრუნდე, ურიელი მელოდება. რა სასიამოვნოა, როდესაც ცარიელ კედლებში ვიღაც გელოდება.
-ძალიან გამეხარდა თქვენი გაცნობა. ელაიზა, იფიქრე ჩემს შემოთავაზებაზე. წლები არ გვემატება. ჩვენს დასს ახალი სისხლი სჭირდება.
-აუცილებლად.
ივა ვერ ხვდება რაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ისიც თანახმაა. შემოთავაზება ლამაზი სიტყვაა. გვახსენებს, რომ არჩევნის უფლება გვაქ.
-წარმოდგენას ხვალ ვმართავთ. მოხარულები ვიქნებით თუ შემოგვიერთდებით.
ორივეს გელოდებით
-შეხვედრამდე.
-დროებით.
ჩემი სახლისაკენ წავედი, როდესაც გამახსენდა, თუ რისი კითხვა მინდოდა, მაგრამ, როდესაც უკან მივბრუნდი არც ერთი აღარ დამხვდა. სადმე უნდა ჩავიწერო, თორემ ხვალამდე აუცილებლად დამავიწყდება.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი Mathew

მთელი ძალით რომ ეცადო,თავს მაინც ვერ შემაწყენ. :)
განსხვავებული და საინტერესოა.
იმედია გაგრძელების წაკითხვას მალე შევძლებ.
რამდენიმე კითხვა მიტრიალებს უკვე თავში,ალბათ შემდეგ ნაწილში გავიგებ პასუხს.

 


№2 წევრი Tamta.k

❤️❤️❤️❤️❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი lukakhati

Mathew
მთელი ძალით რომ ეცადო,თავს მაინც ვერ შემაწყენ. :)
განსხვავებული და საინტერესოა.
იმედია გაგრძელების წაკითხვას მალე შევძლებ.
რამდენიმე კითხვა მიტრიალებს უკვე თავში,ალბათ შემდეგ ნაწილში გავიგებ პასუხს.

ძალიან გამახარე :) შევეხდები მაქსიმალურად დიდად არ გავწელო

Tamta Kurtskhalidze
❤️❤️❤️❤️❤️

<3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent