შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

dandelions (3)


26-10-2018, 16:11
ნანახია 161

dandelions (3)

ბოლოს, როცა სამყარო თავის დასასრულს მიუახლოვდება, როცა ჩვენც მივუახლოვდებით აღსასრულს მასთან ერთად, მივხვდებით, რამდენი რამ არ გაგვიკეთებია, მივხვდებით, რომ ბედნიერება აუცილებელია, რომ ის მხოლოდ ერთი წამი არ უნდა გრძელდებოდეს რადგან ბედნიერების მიზეზს ცხოვრება ყოველ წამს გვაძლევს და ჩვენი ვალია, უბრალოდ გამოვიყენოთ და დავაფასოთ ის. რაშია ბედნიერება? სრულიად უბრალო რაიმეშიც კი-ყოველი მზის ამოსვლაში, წვიმის წვეთის სისველის შეგრძნებისას, ყოველი გაღიმებისას და საყვარელი ადამიანებისგან წამოსული სითბოსგან.
ბედნიერი ხარ, როცა უცხო ადამიანი უმიზეზოდ იღიმის, მხოლოდ იმიტომ, რომ უხარია, სიცოცხლეს გრძნობს და შენც გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ, შენც გინაწილებს სითბოს. ბედნიერი ხარ, როცა საყვარელი სეზონია და ქუჩაში მიაბიჯებ, გარემოს მთელი სისხლით და ხორცით გრძნობ, მთელ შენს სულს დაჰპატრონებია გაზაფხულის, ან შემოდგომის სიგრილე და წვიმა, ზაფხული სითბო და თავისუფლება, ზამთრის თეთრი სილამაზე და ანგელოზივით წმინდა თოვლი.
ბედნიერი ხარ, როცა სასიაოვნო ნიავი სახესს გიგრილებს, თმას გიწეწავს და თავს ქარივით თავისუფლად გრძნობ, მასავით ძლიერად. ფერად ფოთლებთან ერთად მიაბიჯებ ქუჩებში, ფეხებქვეშ მწვანე, რბილ ბალახს გრძნობ, გვერდით კი ჰაერში მოფრიალე ხის კვირტები მოგყვებიან ბაბუაწვერებივით ნაზი ყლორტებით.
სამყაროს შენი ბედნიერება ალამაზებს, რადგან თუ შენ მისგან წამოსულ დადებით ენერგიას დააფასებ, თავს უკეთ იგრძნობ.
*****************************************************************
გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი, როცა ვიკა მეფეთება რუსულის წიგნებით ხელში და მთხოვს გამოვართვა სანამ ძირს დაუცვივდება სამივე ერთად.
-რა სახე გაქვს?-წიგნებს ვართმევ და ღიმილით ვეკითხები, ის კი ისე ოხრავს, თითქოს მთელი სამყაროს დარდს იტევდეს გულში.
-შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა გამოვიარე-ქანცგაცლილი ამბობს და ჩემს მერხთან მიდგმულ სკამ წევს დასაჯდომად.-ესე იგი, სკოლის ბიბლიოთეკაში ხომ ვიყავი, მერე დამლაგებელმა შემაყოვნა, რაღაც დაკითხვა მომიწყო, ვერც ვერაფერი გავიგე, რა უნდოდა ან რის სამხილს ეძებდა. კიბეზე რომ ამოვდიოდი, ის გრძელფეხება ერთუჯრედიანი შემეფეთა და ლამის წამაქცია. ეს წიგნები როგორც კი დაცვივდა, საფეხურებზე დაეშვა და დევნა მომიწია. მერე ვიღაც გონებაჩლუნგმა მახარა, ზარი დაირეკაო და მთელი სისწრაფით გამოვიქეცი. წარმოიდგინე, ისეთი სისწრაფით მოვრბოდი, დერეფნის კუთხიდან მათემატიკის მასწავლებელი რომ გამოვიდა ვერ შევამჩნიე და მოულოდნელობისგან ისე დავიკივლე, საწყალ კაცს ლამის მესამეჯერ დავმართე ინფაქტი.
-მოიცა და პირველად ან მეორედ როდის დამართე?
-უფ, ეგ ჩემი ბრალი არიყო, ცოლის ღალატი გაიგო და მაგისგან.
-ვაუ-გავიოცე ხელოვნურად და თავი გავაქნიე-შენ ჟურნალისტობაზე არ გიფიქრია ვიკუნია? ისე მშვენივრად გააკრიტიკებდი უსინდისო მასწავლებლებს თანაც გაზეთის ყდას ამოფარებული...
-რა დროს ეგ არის, მერე ხალხს ვინღა დაიცავს? არა, მე ჩემს იურიდიულ პროფესიას ვერ დავთმობ!
-კარგი, ნება შენია.-გვერდით მივუჯექი და მასწავლებელიც შევამჩნიე კარში.
გაკვეთილის დამთავრებისთანავე წამოვხტი. გამახსენდა, რომ ლილეს ჩემთის ისორიის კონსპექტი ჰქონდა მოსაცემი და ცხრილში ჩახედვაც მომიწია, რომ მისი გაკვეთილების ცხრილისთვის გადამეხედა.
-ესეიგი... სად არის ხუთშაბათი? ჰო, აი აქ...-ცხრილში თავჩარგული წინ მივიწევდი ერეფანში, სანამ ვიღაცის ნაცნობმა ხმამ არ გამომარკვია და არ მაიძულა თავი ამეწია და ხმის პატრონი დამედგინა.
-ახლა სხვას უნდა შეეჯახო?
თავი როგორც კი ავწიე ისევ ის უცნობი დავინახე წინა დღე რომ მეორე სართულზე ინსტუმენტებთან გამომიჭირა. "ბედი არ მქავს-თქო გავიფიქრე, მაგრამ აზრი? ან სასწრაფოდ უნდა გავცლოდი ან მასთან კამათი მომიწევდა ჩემი ხასიათიდან გამომდინარე.
-გამატარე, მეჩქარება-გვერდის ავლა ვცადე, მაგრამ გვერდით გადმოდგა ნაბიჯი, რადგან წინ არ გავეშვი და თავი ჩემკენ გადმოხარა.
-საით? შემთხვევით კიდევ ერთ საიდუმლო ოპერაციას ხომ არ გეგმავ?
-და შენ უნდა გკითხო რას დავგეგმავ და რას არა?-გაბრაზებულმა შევუბღვირე-უკვე მეორედ მიშლი ხელსაც და ნერვებსაც, იქნებ შეწყვიტო?
-არ გამაცინო-ცალყბად გაიღიმა და წარბაწეული მომაშტერდა-თურმე ნერვებს გიშლი. მშვენიერია, მიხარია, რომ რაღაცას მაინც ვიწვევ შენში.
-ხომ არ გაგიჟდი?-მისმა სიტყვებმა გამაღიზიანეს. ნეტავ, აზრი თუ ჰქონდა მასთან საუბარს? უკვე მეორედ ვცდილობდი, ნორმალური ადამიანივით დალაპარაკებას და საქმის მოგვარებას, მაგრამ ესეც არ ჭრიდა. ესე იგი, სიტუაცია სხვანაირ ჩარევას საჭიროებდა. დრო იყო, ჩემი ფსიქოლოგიური უნარებისთვის მომეხმო და ამ ხისთავიანისთვის რამენაირად ჭკუა მესწავლებინა. მაგრამ როგორ?
-კაარგი, რადგან საუბარი სხვა თემაზე გადაგაქვს, მაშინ გიპასუხებ. არა, ჯერ-ჯერობით არც ერთ გოგოს არ გავუგიჟებივარ, თუმცა თავად გაგიჟებულან. მგგონი, მათ შორის შენც ხარ.
-ჰაჰ, კარგი ერთი, მეოცნებეც ხარ სხვა ყველაფერთან ერთად?-ირონიით გავუღიმე და მკლავზე ხელი ჩამოვადე-მოდი, რაღაცას გირჩევ. სანამ გოგოსთან მიხვალ საკუთარ თავში დარწმუნებული და შენ უტვინობას მასთან გამოამჟღავნებ, კარგად დაფიქრდი, იქნებ იმ გოგოს უკვე საკმარისად ჰკიდიხარ, რომ ეს უფრო მეტად არ გაამწვაო.-ხელით გვერდით გავწიე და წინ ამაყად წავედი. კარგად ვიცოდი, რომ თუ დროზე არ ვივლიდი და იმის გააზრებას დავაცდიდი, რაც ვუთხარი, კარგი დღე არ დამადგებოდა. ამიტომ, ჭკუას მოვუხმე და როცა თვალს მოეფარა, სირბილით მივედი ლიტერატურის კაბინეტამდე.



გმადლობთ მკითხველებს, იმედია მოგწონთ.
პ.ს. ვიცი, რომ თავები პატარაა, ვეცდები თანდათან გამოვასწორო ეს უარყოფითიც.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი I love you baby

მომწონს ასეთი გოგოები პირდაპირ ვგიჟდები,ძალაინ მაგარ ისტორიას წერ და მე ძალიან მომწნს და ამიტომ წარმატებებიიიი

 


I love you baby
მომწონს ასეთი გოგოები პირდაპირ ვგიჟდები,ძალაინ მაგარ ისტორიას წერ და მე ძალიან მომწნს და ამიტომ წარმატებებიიიი

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent