შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

You Touch Me Right And You Love Me Wrong ~4~


26-10-2018, 19:45
ავტორი ანნა 541
ნანახია 232

You Touch Me Right And You Love Me Wrong ~4~

გასახდელში სიჩუმე იდგა... მხოლოდ მის გარეთ, სიჩუმეში ისმოდა ლაპარაკის ხმა, რომელსაც ანა ვერ არჩევდა. სარკისგან გადმოდებულმა ცივმა შეხებამ კანკალი დააწყებინა. უცნობმა ანა სარკიდან გამოსწია და უხეშად ისევ მიაჯახა და თვალები დახუჭა. მის ახლოს კი ცივ და სწრაფ სუნთქვას გრძნობდა, რომელიც მის წარბებს და წამწამებს ყოველი ამოსუნთქვისას ეხებოდა და შიშისგან გახურბეულს სახეზე აგრილებდა.
- ღმერთო შეწყვეტ პანიკას? შენს დახმარებას ვცდილობ...! ასე ორივეს დაგვიჭერენ...! - ხრინწიანი ხმით უთხრა უცნობმა, როლის ეს დაბალ ნოტებზე ამოშვებული სიტყვები ხმას კიდევ უფრო უხეშს უხდიდა. ანამ თვალები გაახილა და მის თვალწინ, გიგანტი, უშველებელი პიროვნება იდგა და მხოლოდ მის დიდ და შავ თვალებს ხედავდა, რომელიც ანას დაჟინებით უცქერდა. ვერ გაეგო იქ რას აკეთებდა, ან კარები რატომ იყო ღია. იმაში ნამდვილად დარწმუნებული იყო რომ ჩაკეტა. მკერდზე სიმძიმეს გრძნობდა. უცნობს ისეთი მსხვილი და მძიმე ხელი ჰქონდა, მთელი ძალით აწვებოდა რომ განძრევა არ შესძლებოდა. სახე კი მთლიანად მისი მარჯვენა ხელის მტევნით ჰქონდა დაფარული და თვალებიდანაც ძვლივს ახერხებდა დანახვას.
უცნობს სახეზე შავი პირბადე ეკეთა, შავი კეპის ქუდი, - რომელსაც ზედ ეწერა ‘’VALENCIAGA’’ და მისგან ყურები გადმოყრილი ჰქონდა ისე, რომ შეგეხედათ მაშინვე დამბო გაგახსენდებოდათ. ეს სიტუაცია რომ არა, ალბად სხვა დროს ანას პირველივე დანახვაზე სიცილი აუტყდებოდა. ხედავდა კეპის ქვევიდან უცნობს როგორ ჩამოსდიოდა ოფლი და თვალებს როგორ წვავდა... თვალი წამიერად დახუჭა რომ ოფლი მასში უარესად არ ჩასულიყო და თავის გაქნევა სცადა აქეთ იქით.
- აუ... ააუუ... ამის დედაც. შეწყვიტე. - ანამ მომენტი იხელთა და როგორც შეძლო უცნობს ხელზე მწარედ უკბინა რამაც უცნობს საშინელი ხმა ამოუყვანა პირიდან თუმცა მაშინვე გაჩუმდა... - შენ რა შეიშალე?!.. - თვალები დაუბრიალა ანას.
- მე გავგიჟდი?... - ანამ უცნობს დაუყვირა რა დროსაც უცნობმა ისევ ააფარა პირზე ხელი, ოღონდ ამჯერად უმნიშვნელოდ რომ ენიშნებინა ხმადაბლა ილაპარაკეო. ანამ ჩურჩულით დაიწყო. - ჩვენს შორის გიჟი მხოლოდ ერთია და ახლა ის ჩემს პირისპირ დგას. - უთხრა და როგორც შეეცადა მოჭუტული, გაბრაზებული თვალები შეანათა მის შავ თვალებს. - მომშორდი. - ხელი კრა და უცნობს აღარც უცდია მისი შეკავება, მაშინვე მოშორდა. ანამ ორივე ხელი მკერდზე აიფარა და საშვალება მიეცა უცნობი კარგად შეეთვალიერებინა.
მასზე ორი თავით მაღალი იყო, დიდი, განიერი მხრებით... სულ შავები ეცვა და ეტყობოდა რომ თმაც შავი ფერის ჰქონდა. მხრებ აჩეჩილი დაბნეული იდგა და ანამ წამით დააფიქსირა რომ უცნობი მას გაუცნობიერებლად მიშტერებოდა ისე თითქოს თვალი რაღაც ცივ სხეულზე გაუშტერდაო... ახლა ამ სიტუაციაში მეტს, მასზე აღსაღწერს ვერაფერს ხედავდა და მარჯვენა ფეხი მოიქნია რომელიც კოჭთან ჩაარტყა.
- ნუ მიყურებ. შებრუნდი. - უხეშად უთხრა უცნობს და ისევ დაუბღვირა.
დაიბნა... ვერ მიხვდა რა გაეკეთებინა.
- იცი... ცოტა დამაბნველია... - ნიღბის ქვემოდან გაისმა ირონიული ხმა. - როგორც ხედავ ოთხივე კედელი სარკისაა. - ჩაიცინა უცნობმა და ცალი ხელით კეფა მოიფხანა ისე რომ თან ანას ფეხებს უყურებდა.
- კარებისკენ... კარებისკენ შებრუნდი... - სახით აჩვენა რადგან ხელებს მკერდიდან ვერ იშორებდა. უცნობი შებრუნდა და თან ანამ მისი ხელების მოძრაობა დაინახა.
- გარეთ რა ხდება? - ჰკითხა და თან პირველი ბიუსჰალტერს სწვდა.
- როგორც ჩანს სავაჭრო ცენტრს ძარცვავენ. - უთხრა უცნობმა და ახლა მისი ხრინწიანი ხმა უფრო მკაფიოდ გაისმა. - ალყაში ვართ.
- ძარცვავენ? - შეშინებულმა თქვა. - ღმერთო რა ბედი მაქვს. - ჩაიბურტყუნა.
- რამე თქვი? - გვერდულად შემოატრიალა უცნობმა თავი და ჰკითხა.
- არაფერი მითქვამს. და თავი შეატრიალე ნუ მიყურებ. - გაბრაზებულმა უთხრა.
- ბოდიში... არ გიყურებ. - ორივე ხელ აწეულმა უთხრა.
- და შენ აქ როგორ აღმოჩნდი? - ჩაცმის პარალელურად ეკითხებოდა.
- შემოჭრისას გადავრჩი... ვერ შემამჩნიეს და დამალვა მოვახერხე.
- შეუფერებელი ადგილი აგირჩევია დასამალად.
- ნუ გადამაყოლე კარგი? ჩემი ბრალი არაფერია. უბრალოდ დამთხვევააა. - უცნობს უკვე ხმაში ბრაზი ერეოდა.
- კარგი... როგორმე გადავიტან იმას, რომ ჩემთვის სრულიად უცნობმა, სრულიად შიშველი დამინახა. - დიდი ამოსუნთქვით უთხრა.
- დამშვიდდი... ისეთი განსაკუთრებული არაფერი დამინახავს რაც ჯერ არ მინახავს. - მის ხმაში ახლა სიცილი ერია. ანამ დაუბღვირა თუმცა უცნობს ეს არ დაუნახავს.
რა თქმა უნდა.
- შეგიძლია შემობრუნდე. - უთხრა და პატარა ტყავის სკამზე ჩამოჯდა თასმების შესაკრავად. - საერთოდ გეგმა გაქვს აქედან თავს როგორ დავაღწევთ? შენი არ ვიცი მაგრამ მე ნამდვილად მეჩქარება. - ამას ამბობდა და თან პერიფერიული მხედველობით ხედავდა უცნობის ფეხები ნელა მისკენ როგორ შემოტრიალდა, რომელიც მუხლამდე შესამჩნევლად გაღუნული ჰქონდა. იფიქრებდით, სწორი ფეხები რომ ჰქონოდა სიმაღლით კიდევ უფრო მაღალი იქნებოდაო. დუმდა არაფერი უთქვამს. ანა თასმების შეკვრას მორჩა და მას ახედა.
- შენ რა, არ გესმის? - ცოტა ხმამახლა მოუვიდა და უცნობმა პირზე საჩვენებელი თითის მიდებით ანიშნა ჩუმადო. ანას გამომეტყველება გაუშრა. უცნობს თითი პირთან ვერტიკალურად ჰქონდა მიდებული და ზემოდან დაჰყურებდა. ( ისე ამ ბოლო დროს ყველა ზევიდან უყურებს) . ნიღაბი მოეხსნა და სახე მთლიანად უჩანდა. ტუჩები, რომლებიც სავსე ჰქონდა, წინ ქონდა გამოწეული და თითს ოდნავ ეხებოდა. შემდეგ ისევ თავის ადგილას დააბრუნა და გვერდულად ჩაიღიმა, რა დროსაც მარცხენა მხარეს ლოყა ჩაეჩხვლიტა. თვალების ჭრილი კი მელიასას მიუგავდა, ცხვირი ნესტოების გამო გაბუშტული უჩანდა და უმნიშვნელო კეხიც ეტყობოდა.. ანა მიხვდა, რომ ამოხედვის დროიდან ამ მომენტამდე კისერი ზედმეტად ჰქონდა აწეული და პირიც ღია ჰქონდა. იქიდან გამომდინარე რომ ის იჯდა და უცნობიც ზედმეტად მაღალი იყო. პირის დახურვის და უშველებელი ნერწყვის გადაყლაპვის მანევრი ერთდროულად გააკეთა, რა დროსაც კისერი უმნიშვნელოდ შეიშმუშნა... შინაგანად მას ნამდვილად არ იცნობდა, მაგრამ მის გაღუნულ ფეხებს თუ არ ჩავთვლით ის ფიზიკურად უნაკლო იყო.
უცნობმა მარცხენა ხელი ასწია, კეპი მოიხსნა საიდანაც დიდი შავი ქოჩორი გადმოუვარდა და მთლიანად შუბლზე ჩამოეყარა. თმა უმნიშვნელოდ ტალღოვანი ჰქონდა. გვერდები და უკანა ნაწილი ლამაზად იყო შეზრდილი თმის ზედა ნაწილთან, რომელიც შედარებით გრძელი იყო. მარჯვენა ხელი შუბლთან შეიცურა, აიჩეჩა, უკან გადაიწია და დიდი ლამაზი ფორმის შუბლი გამოუჩნდა. მარცხენა ხელით, რომელშიც კეპი ეჭირა შუბლი მოიწმინდა და ქუდი ისევ თავის ადგილას, თავზე დაიბრუნა.
- დილით ჩემს გეგმაში არ შედიოდა რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ამიტომ გეგმა არ მაქვს. ახლა მხოლოდ ისე მოვიქცევით როგორც ახლანდელი სიტუაცია ჩათვლის საჭიროდ. - უცნობმა შარვალს მუხლებთან ჩაავლო ხელი, ზევით აიწია, ანას მოპირდაპირე მხარეს, იატაკზე დაჯდა და სარკეს მიეყრდნო. ანას ხელები ისევ მუშტებად ჰქონდა შეკრული და შარვალზე ისვამდა. უცნობმა ეს შეამჩნია და ისევ ჩაიღიმა. და ეს ლოყა. ღმერთო... ანას ეკლები აყრიდა ამის დანახვისას.
- არადა ვიფიქრე ჩემი თმების გარდა სხვა საშინელება დღეს აღარ მოხდება მეთქი. - ანამ თავი ჩაღუნდა, ანერვიულებულმა თქვა ისე, რომ ხელები არ გაუჩერებია და ისევ შარვალს უსვამდა.
- შენი თმების? - უცნობმა გაკვირვებით ჰკითხა. - მგონი კარგად ვერ აცნობიერებ გარეთ რა ხდება. - ირონია გაურია.
- ვაცნობიერებ... ვხვდები გარეთ რაც ხდება. ასეთ ამბებს მიჩვეული ვარ, მაგრამ მე თვითონ მოწმე არ გავმხდარვარ. - უცნობმა წარბები შეკრა ‘’მიჩვეული’’ ვარო რომ გაიგო.
- ნერვიულობ? - ჰკითხა ანას. ორივე ფეხი მოკეცილი ჰქონდა, ხელები მუხლებზე ჰქონდა დაწყობილი და თავი სარკეზე უკან მიდებული.
- კი... - ანას მისთვის არ შეუხედავს. უცნობმა ხმაურიანად ჩაისუნთქა, შემდეგ ამოისუნთქა და სწრაფად წამოდგა, რა დროსაც რესკ მოძრაობას ანამ თვალი ააყოლა.
- კარგი... - დაიყწო უცნობმა. - გვერდით მომყევი და მხოლოდ ის გააკეთე რასაც მე გავაკეთებ გასაგებია?!. - ანა ისევ კისერ გადაწეული უცქერდა და შეშინებული თავს უქნევდა. - ახლა კი დროა, წავიდეთ. - უცნობმა ანას ხელი გაუწოდა. მის მტევანს დახედა... თითები გრძელი, თხელი და უმნიშვნელოდ დაღრეცილი ქონდა, თუმცა მიმზიდველი. ანას არ მოსწონდა ლამაზი, ნაზი ბიჭები... მამაკაცს ნაკლი უნდა გააჩნდეს, ისეთი რაც მას უფრო მეტად მამაკაცურს ხდის... რა თქმა უნდა ფეხები რომ არ ჩაგვეთვალა, მისი თითები... თითები ART - ს ჰგავდა. უცნობის ამ ქცევამ თავში ლუჰანი ამოუტივტივა და ტანზე ეკლებმა დააყარა, თუმცა აღარ უნდოდა დროის გაწელვა. ხელი ასწია და თითები მის თითებს მიადო, რა დროსაც უცნობმა ხელი კიდევ უფრო გასწია და თავისი ხელის გული ანასას მთლიანად შეუცურა. იგრძნო როგორი უხეში ხელი ჰქონდა მას და როდესაც უცნობმა მის მტევანს თითები შემოხვია ანას ხელი მთლიანად დაიფარა.
- მზად ხარ? - უთხრა უცნობმა ... კიო თავი უმნიშვნელოდ დაუქნია. ანას ზურგი აქცია და კარებისკენ წავიდა, რა დროსაც უცნობს ქურტუკში მუშტები ჩაავლო და ზურგზე მიეწება... უცნობმა ანას უკან გამოხედა და ეშმაკურად ჩაუცინა.
გარეთ საშინელი სიჩუმე იდგა... ოთახის კარების გაღებაც კი სარისკო იყო, რომ ვინმეს შეიძლებოდა გაეგო ხმა. პირველი უცნობი გამოვიდა... პირზე ისევ ნიღაბი აეკრა და ზურგსა და ფეხებში მოკეცილი შემოუბრუნდა ანას. ანიშნა გამოდიო. ოთახები ერთმანეთის გვერდით იყო ჩამწკრივებული და ერთ დიდი კოლიდროს ქმნიდა. ანა უცნობთან ერთად მეორე ოთახიდან გამოდიოდა, რომელიც ძალიან ახლოს იყო გასასვლელთან. ერთი დაუფიქრებელი მოძრაობა და მათ ადვილად დაინახავდნენ.
- მისმინე. - უცნობი, როგორც შეეძლო დაბალი ხმით ელაპარაკებოდა. - შემოსასვლელის გვერდით კარებია, რომელიც საცავში შედის, სადაც სათადარიგო ტანსაცმელს ინახავენ. იქ კი კარია, რომელიც შენობის უკანა ეზოში გადის.
- ამდენი საიდან იცი?... - ჩურჩულითვე უპასუხა ანამ რომელიც უცნობს ასევე მოხრილი გვერდით ედგა და ხელები ამჯერად მის მკლავზე ჰქონდა ჩაღაუჭებული.
- ღმერთო... - უცნობმა თვალები გადაატრიალა. - ახლა ამის კითხვის დროა? აქედან გასვლა ჰომ გინდა? - ჰკითხა უცნობმა.
- კი მინდა. - თავის დანევით უპასუხა.
- ჰოდა ის გააკეთე რასაც გეუბნები.
- ძალიან გთხოვ პირველი შენ წადი. - მკლავზე ექაჩებოდა ზევით ქვევით და წუწუნით ეუბნებოდა.
- პირველი მე ვერ წავალ. მე რომ გავიდე სამშვიდობოს და შენ თვალი მოგკრან? ამას ჩემს თავს ხომ ვერ ვაპატიებ. შემდეგ წასვლა და შენი აქ დატოვება მომიწევს. - ხითხითით უთხრა უცნობმა. ანამ როგორც შეძლო, მთელი ძალით ჩაარტყა მუშტი მკლავში რამაც უცნობს წონასწორობა დააკარგვინა და საჯდომით უკან დავარდა. უცნობმა გაკვირვეულმა გამოხედა და ხელით ანიშნა ჩუმადო.
- მიდი... არ გაიმართო ისე გადი და მეც უკან მოგყვები. - უთხრა უცნობმა და ანა წინ გაუშვა. მუხლებში მოხრილი დგომისგან და სიარულისგან ანას ფეხის კუნთები საშინლად აეწვა. როცა გასასვლელს მიუახლოვდა და თავი უმნიშვნელოდ გაყო რომ ჯერ დაენახა გარეთ რა ხდებოდა ისევ შიშმა დაუარა ტანში. სართულზე სამი განყოფილება იყო და სამივე ადგილას მძევლები ძირს იწვნენ, თავზე კი შეიარაღებული ხალხი ადგათ, რომლებიც იარაღს პირდაპირ მათ უშვერდნენ. მათგან რამოდენიმე სახით ანასკენ იდგა და მათაც, როგორც უცნობს, პირბადეები ეკეთათ, რა დროსაც ანა უმნიშვნელოდ წაბორძიკდა და უცნობს უკან, წარბებ შეკრულმა და გაოცებულმა გამოხედა. უცნობი კი გადიდებული და გაკვირვებული თვალებით უცქერდა.
- რა მოხდა? რატომ მიყურებ? სწრაფად თორემ გავებმევით. - ხელით ოდნავ უბიძგა უცნობმა. ანა დაიბნა... ვერ მიხვდა რა ხდებოდა თუმცა სხვა არჩევანი არც ჰქონდა. გზა უნდა გაეგრძელებინა. ფეხაკრებით, ისე რომ მგონი არც სუნთქავდა საცავისკენ წავიდა, უკან კი ფართხუნის ხმა ესმოდა როგორ მოღოღავდა უცნობი. ცოტა არ იყოს დონდლოს შთაბეჭდილებას ტოვებდა. თავის გამოჩენაც სურდა მაგრამ არც ისე კარგად გამოსდიოდა. ანამ სახელური ჩამოსწია, რა დროსაც წაბორძიკდა, ხელი ჩამოუსრიალდა და სახელური ზევით ავარდა რამაც ხმა გამოსცა. შეშინებულმა არ იცოდა რა ექნა... ამ დროს წელზე ხელი იგრძნო. მარცხნივ გაიხედა და უცნობი მას სწრაფი მოძრაობით თავზე ადგა. სახელური ჩამოსწია და ოთახში ანა წამებში აღმოჩნდა. აი ეს კი შთამბეჭდავი იყო.
- შენ...! მიდი და გაიგე რა ხმა იყო... - კარების მეორე მხრიდან ხმა მოესმათ... როგორ გასცა ვიღაცამ ბრძანება და უცნობმაც რაღაც ჩაიბუტბუტა ისე, რომ ანამ ვერაფერი გაიგო.
- ის რა, აქეთ მოდის? - შეშინებულმა ჰკითხა. კარების სახელური ჩამოიწია, პარალელურად უცნობმა ანას მკლავში ხელი ჩაავლო, თავისკენ მიიზიდა - ამ დროს კარიც გაიღო, ბნელ ოთახში სინათლემ შემოანათა და ტანსაცმლით სავსე პარკების გორაკის უკან ანა უცნობის ქვემოთ აღმოჩნდა. იმხელა გიგანტი ანას მთლიანად ზედ ეწვა და სუნთქვა საშინლად უჭირდა, მისი ხელი კი ისევ პირზე ქონდა აფარებული და მისი თვალების გარდა ვერაფერს ხედავდა.
ოთახში ნაბიჯების ხმა ისმოდა და ნელ ნელა მათ უახლოვდებოდა. ანა მუცელზე გრძნობდა უცნობის მკერდის მოძრაობას და გულის ცემას. ერთმანეთის რიტმში იჯდნენ. თვალებზე ცხელი ჰაერი ეხებოდა რომელიც ნიღბიდან ხარბად გამოდიოდა.
კარების ხმა ისევ გაისმა. ამჯერად დაკეტვის. უცნობმა ხმაურიანად ჩაისუნთქვა ჰაერი, თვალები დახუჭა და თავის ხელს, რომელიც ანას სახეზე ჰქონდა აფარებული შუბლი ჩამოადო, კეპი კი უკან ჰქონდა მოქცეული. ანამ მის ამ მოძრაობაზე გულის ბაგაბუგი ისე იგრძნო რომ ხმა ყურებში ჩაესმოდა უცნობის ხვნეშასთან ერთად და ოფლში იწურებოდა. თვალებს კი პარალელურად ხან ახელდა ხან ისევ ხუჭავდა.
- ცოცხალი ხარ? - ანამ მისი თითების ქვევიდან ზუზუნით გამოსცა ბგერები და საჩვენებელი თითი უცნობს მხარზე რამდენჯერმე დაუკაკუნა რადგან მას შემდეგ რაც ოთახში ისევ მარტონი დარჩნენ თავი არ აუწევია.
- კი. - პასუხი ისევ თავ დახრილმა უთხრა და თანხმობის მანერვიც იმავე მდგომარეობაში გააკეთა.
- მაშინ, შეგიძლია უკვე ადგე... ძალიან მძიმე ხარ. ვერ ვსუნთქავ. - უცნობმა თავი ამოსწია. შუბლზე სიწითლე ჰქონდა რადგან ხელზე ჰქონდა თავი ჩამოდებული.
- გადავრჩით. - უთხრა ნიღბის ქვევიდან და ანამ შენიშნა მისი თვალები როგორ მოიჭუტა. მიხვდა რომ უცნობი უღიმოდა.
- გადავრჩით. - ანერვიულებულმა უპასუხა.
უცნობი წამოდგა. ტანსაცმელი დაიფერთხა და ანას გაუწოდა ხელი წამოსაყენებლად. კარები ზუსტად მათ გვერდით იყო. კიბის საფეხურები როგორც შეეძლოთ უხმაუროდ ჩაირბინეს და გასასვლელ კარებს მიადგნენ.
- გაგვიმართლა რომ კარებები ავტომატურად არ ჩაკეტილა. - უთხრა უცნობმა და ანერვიულებულად ჩაღიმებული ანა წინ გაატარა. საერთოდ როგორ მიმიკებით მეტყველებს ეს გოგო ვერ ვხვდები.
- როგორც მოველოდი იმაზე უსაფრთხოდ შევძელით თავის დაღწევა. - გარეთ გამოსული ჰაერს ხარბად ყლაპავდა და მუხლებს ეყრდნობოდა როცა ხმაური გაიგონა. - გესმის? მგონია რომ პოლიციას შენობა ალყაში ჰყავს.
- ჰო? - უცნობმა კეფა მოიფხანა.
- წამოდი... წინა მხარეს შემოვუაროთ. - უთხრა და მაშინვე გაიქცა, უცნობი კი ზანტად მიყვა უკან. ანა კედელს გამოცდა და დაინახა წინა მხარე მთლიანად როგორ იყო სავსე პოლიციელებით და სამოქალაქო პირებით. მათში გარეული კი ლუჰანი დაინახა, რომელიც რაციაში ლაპარაკობდა.
- გაგვიმართლა... პოლიციელებს შორის ჩემი მეგობარია, დაგვეხმარება. - გახარებული შემოუტრიალდა უცნობს, რომელმაც უღიმღამოდ ჩაუცინა. - წამოდი წავიდეთ. - ხელით ანიშნა და ანა პირდაპირ ლუჰანისკენ გაიქცა.
- ლუჰან... აქ ვარ? - ხელის ქნევით მიუახლოვდა. ლუჰანმა რაციას მაშინვე ხელი გაუშვა, ანასკენ გაექანა და მაშინვე გადაეხვია...
- ანა... რაციით გადმოგვცეს ეს ამბავი... მინასგან ვიცოდი რომ აქ იქნებოდი... ჩვენი დანაყოფიც მაშინვე აქ წამოვიყვანე. - ანერვიულებული უხსნიდა ლუჰანი, ხელებს თმაზე უსვამდა და თვალების ცეცებით ათვალიერებდა რამე ჰომ არ ჭირდა.
- არაფერია... კარგად ვარ... თავისუფლად მოვახერხეთ გამოქცევა.
- მოახერხეთ? - ლუჰანმა გაკვირვებული გამომეტყველება მიიღო.
ანამ თვალები მოჭუტა. ლუჰანის ხელებიდან თავი გაინთავისუფლა, შემობრუნდა და დაინახა რომ უცნობი მის უკან აღარ იდგა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Liziko27

საინტერესო დროს შეწყეტა იქნებოდა. :დ:დ იმეფია დღეს დადებ;(((::*:*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent