შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინლად მშვენიერი (თავი მეთოთხმეტე)


27-10-2018, 22:32
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 352

საშინლად მშვენიერი (თავი მეთოთხმეტე)

ვიჯექი და ვუყურებდი ჩემს პრინცესას. ვერ ვიჯერებდი მომხდარს, კიდევ მიჭირდა ყველაფრის აღქმა.
-ლინდა! ჩემო გოგონა, არ ვიცი გესმის თუ არა ახლა ჩემი, უნდა მოიკრიბო ძალა, უნდა იბრძოლო ცხოვრებისათვის, უნდა იბრძოლო იმიტომ რომ მე მჭირდები. ვალდებულიც კი ხარ რომ გაიღვიძო და ისევ ისეთი დამიბრუნდე. ვიცი ჩემი ბრალია... უბრალოდ მინდოდა ამეხსნა ყველაფერი სოფისთვის. შენს გარეშე სუნთქვაც კი გამიჭირდება, არ მინდა ამის წარმოდგენა. ავიღე მისი თეთრი, ძალაგამოცლილი, გაყინული ხელი და ვაკოცე მას. ვეფერებოდი, ვკოცნიდი, ველაპარაკებოდი... არაფერი მოქმედებდა და მეც სწორედ ეს მაგიჯებდა. ჭკუიდან ვიშლებოდი წამით რომ გავიფიქრებდი რომ მისი სიცოცხლე ჯერ კიდევ სასწორზეა. არ ვიცი დამიბრუნდება თუ არა. იმედი... იმედს ვერ ვკარგავ. გული არ მაძლევს იმის საშუალებას რომ იმედი დავკარგო.
კარი ექიმმა შემოაღო.
-ბატონო გიორგი,მანქანის მძღოლი კიდევ აქ არის და გიცდის. შეგიძლიათ გამოხვიდეთ, ცოტახანს ლინდა ჯობს ექთნების მეთვალყურეობის ქვეშ დავტოვოთ.
მამაკაცთან მივედი და ხელი ჩამოვართვი.
-ზურაბ ლესელიძე.
-გიორგი მაჩაბელი.
-მიჭირს რაიმე გითხრათ, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ყველა ხარჯს მე დავფარავ, რაც საჭირო იქნება გავაკეთებ. ამაზე სადარდებელი არ გექნებათ. ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ვიცი ეს არც მდგომარეობას და არც თქვენ წაგადგებათ მაგრამ...
ღრმად ამოვისუნთქე და ვეცადე ცრემლები შემეკავებინა.
-ნუ შეწუხდებით, შეგიძლიათ წახვიდეთ. ხარჯების დაფარვა არ მოგიწევთ. თავის ჰოსპიტალში წევს, ის ამ ჰოსპიტალის მფლობელია.
-გასაკვირია, ასეთი პატარა ქალბატონი... ის თქვენი?..ვინ არის თქვენთვის?
-ჩემი მეუღლეა, მეუღლე რომელიც თქვენს გამო სიცოცხლისთვის იბრძვის. თუ გადარჩება, ისეთი რამის თქმა მომიწევს სიცოცხლე არ მოუნდება.
კაცი თითქოს დაიბნა, გაკვირვებით იკითხა...
-ასეთი რა არის?
-ვერ გაივლის, საკუთარი შვილი ვერ ეყოლება. ხვდებით ეს რამხელა ტრამვა იქნება მისთვის? ყველაფერს რომ შევეშვათ დედა ვერასოდეს გახდება. ვერასოდეს გვეყოლება ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ნაწილი. უკვე ვცეცხლდებოდი, ვერ ვუკვირდებოდი ქცევებს, სიტყვებს... კაცი კი დუმდა, ვერაფერს ამბობდა, იდგა გაშეშებული, დასჯილი ბავშვივით და მისმენდა.
-უმჯობესია წახვიდე ბატონო ზურაბ, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, აქ საქმეს მხოლოდ აუარესებ. გიშვებ ისე რომ არ ვრევ არავის, არანაირი პოლიცია, არაფერი. თავისუფალი ხარ წადი. უბრალოდ წადი!
ვერაფერს ამბობდა, მხოლოდ გამოჯანმრთელება უსურვა ლინდას და წავიდა.
ეზოში გავედი, გავიარ-გამოვიარე, სწორედ ამ დროს სოფი გამოვიდა კარიდან ჩემთან ახლოს მოვიდა და გაკვირვებულმა, ცინიკური ტონით მკითხა.
-ოჰ, ბატონო დეტექტივო ამ დროს აქ რას აკეთებთ?
-სოფი წადი აქედან.
-რატომ სიყვარულო? მომიახლოვდა და ხელი თმებში შემიცურა, უხეშად ჩამოვაღებინე ხელი და მკაცრი ტონით მივუგგე.
-ნერვებზე თამაშობ, ქალი ხარ და არ მინდა უხეშად გითხრა რაიმე... წადი აქედან, აღარ დამენახო.
კვლავ განაგრძო უსირცხვილოდ.
-რატომ? ლინდა გაგიბრაზდა? თუ დაგშორდა? თუ...
-არა სოფი არა... ის ახლა რეანიმაციაში წევს და საკუთარი სიცოცხლისათვის იბრძვის, ვუყვირე... კმაყოფილი ხარ?.
-მოიცადე რაა? ვითომ გაიკვირვა..
-როგორ შეგიძლია... რა ადამიანი ხარ შენ?. შენ როგორ გიწოდე საერთოდ ქალი. როგორ მეხვეწებოდა დილით ლინდა... არაფერი უთხრა შეეშვი გულს ატკენო, როგორ განიცდიდა იმას რომ მეთქვა შენთვის, არანაირი ურთიერთობა არ იქნება ჩემსა და შენ შორის. შენ... შენ კი ასე უგრძნობლად, ცინიკურად მესაუბრები. სად გაქვს გული? თუ შენს გულს მხოლოდ მამაკაცების შეყვარება შეუძლია და სხვა არაფერი? მიპასუხე... ტონს უფრო და უფრო ვუწევდი.
-გიჟი ხარ... ნამდვილად გიჟი ხარ.
მითხრა და თავისი გზა გააგრძელა.
განერვიულებული, გაუბედურებული შევედი და მოსაცდელში ჩამოვჯექი. თავი ჩავქინდრე და ასე ვიჯექი ჩემთვის მარტო. არ მახსოვდა სახლი, არ მახსოვდა ჩემი თავი, არ მახსოვდა ჭამა, დალევა, ძილი. მთლიანი გონება, აზრები ყველაფერი ლინდაკენ მიდიოდა. სხვას ვერაფერს ვერ ვფიქრობდი.
გადიოდა საათები, დღეები,კვირები. ლინდა, ჩემი ლინდა კი იგივე მდგომარეობაში იყო. არაფერი იცვლებოდა.
ერთ დღესაც, როდესაც ლინდასთან ვიჯექი, კვლავ მისი ხელი მეჭირა, კვლავ ველაპარაკებოდი, პალატაში შემოვიდა ექიმი საბა ქავთარაძე.
მხარზე ხელი დამადო და მითხრა.
-წამოდექი, მინდა მე და შენ დავილაპარაკოთ.
კაფეტერიაში ჩავედით, საუბარი დაიწყო.
-გიორგი წადი სახლში, მიხედე თავს, გამოიძინე. თვეზე მეტია წესიერად არც გიძინია, არც გიჭამია.
-მეხუმრები? ვუთხარი და იძულებით ჩავიცინე.-თუ ამაზე სასაუბროდ მომიყვანე მირჩევია ისევ ლინდასთან დავბრუნდე, ვუთხარი და წამოვდექი.
-გიორგი აზრი არ აქვს... ამ სიტყვებმა წამით გააჩერა ყველაფერი, მუხლები მეკვეთებოდა, ვეღარაფერს ვგრძნობდი, ვეღარაფერს ვიგებდი,ვეღარაფერს ვხედავდი. ამ სიტყვებმა ენით აუღწერელი ტკივილი და ტანჯვა მომაყენეს, გული მეკუმშებოდა, სუნთქვა მიჭირდა. სკამზე დავეშვი, გაშტერებულმა, მოცრემლილი თვალებით, ჩუმი ხმით ვკითხე.
-რას ნიშნავს შენი სიტყვები.
-შენ ხარ ჩემი ძმა ეს...
-მაგიდაზე ძლიერად დავარტყი შეკრული მუშტი და ხმამაღლა ვუთხარი.
-პირდაპირ მითხარი, რას ნიშნავს შენი სიტყვები?
-გიორგი, აღარ აქვს არაფერს აზრი, მისი გული ტყუილად ცემს, ასე მეტად ტანჯავ მის სულს, მის ორგანიზმს, გაუშვი... შანსი აღარ აქვს რომ გადაჩეს.
წამით გავჩუმდი, რატომ უნდა დამეწყო მისთვის ჩხუბი, ის ხომ მის გადარჩენას ცდილობდა, მას ხომ არ სურდა რომ ლინდა აღარ ყოფილიყო.
-რამოდენიმე დღეც, გთხოვ უბრალოდ რამოდენიმე დღე მივცეთ შანსი, ამ დაწყევლილი ერთი თვის განმავლობაში იმედი არ დამიკარგავს.
-ამაზე უარს ვერ გეტყვი, ვერც შეგედავები, მითხრა და კაფეტერია დატოვა.
დავბრუნდი პალატაში, დავეშვი სკამზე, ჩავქინდრე თავი და მთელი გულით, ხმამაღლა ვევედრებოდი ლინდას
-ჩემო მშვენიერო, ნუ თუ ასე მალე ნებდები, ნუ თუ აღარ შეგწევს ძალა რომ ებრძოლო ამ ყველადერს. შენ რომ დამტოვო ამას ვერ გადავიტან, ვეღარ ვიცოცხლებ ჩემო გოგონა ვეღარ. სკამზე როგორ ჩამეძინე ვერ გავიგე, გამთენიისას ექთანს ვთხოვე ცოტახნით დარჩენილიყო მასთან, მე კი კაფეტერიაში ჩავედი, ერთი ყავა ავიღე და ნახევრად მძინარე მივუჯექი მაგიდას, ვფიქრობდი და ვხვდებოდი რა უფერულია ლინდას გარეშე ეს სამყარო, როგორ მაკლია ყოველ წამს ყველგან ის. ერთადერთი სურვილი რა იყო ამ წამს იცით? ლინდას თვალები გაეხილა, გატოკებულიყო, რაიმე გაეკეთებინა, რომ მივმხვდარიყავი ღირს ბრძოლა და არაფერზე არ უნდა დავიხიოთ უკან.
პალატაში ვბრუნდებოდი, კიბეებზე გაბეჩავებული, ძალაგამოცლილი ნელა ავდიოდი. ერთმა ექიმმა ამოირბინა და მხარი გამკრა, უკანმოუხედავად განაგრძო გზა, მეორე ექთანი, კიდევ ერთი ექთანი. ყველა ჩვენი პალატის მიმართულებით მიდიოდა. ერთ-ერთი ექთანი გავაჩერე.
-მეგობარო ვერ მეტყვი რა ხდება?
გაფითრებული სახით, გაფართოვებული თვალებით შემომხედა და დაბნეულმა წინადადებაც კი ვერ დაასრულა.
-ლინდა... ბატონო ლინდა... ქალბატონი ლინდა, ის... უნდა წავიდე მაპატიეთ. მითხრა და გზა მეტად სწრაფად განაგრძო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი I love you baby

ვაიმე თვალები გაახილა?რა მძიმე თავია კარგია და საინტერესოა ძალიან.

 


№2  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

I love you baby
ვაიმე თვალები გაახილა?რა მძიმე თავია კარგია და საინტერესოა ძალიან.

შემდეგ თავში გაიგებ რა მოუვიდა ლინდას... მადლობა heart_eyes
--------------------
milla

 


№3 სტუმარი nino

dzalia magari gogo xar da dzalian momwons es istoria dzalian mainteresebs❤❤ shemdeg rodis dadeb?❤

 


№4  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

nino
dzalia magari gogo xar da dzalian momwons es istoria dzalian mainteresebs❤❤ shemdeg rodis dadeb?❤

მადლობა საყვარელო heart_eyes ადმინისტრაციის შემოწმებას გაივლის და დაიდება
--------------------
milla

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent