შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინლად მშვენიერი (თავი მეთხუთმეტე)


28-10-2018, 19:06
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 487

საშინლად მშვენიერი (თავი მეთხუთმეტე)

დავიბენი ექიმების ასეთ მოქმედებაზე, ლინდას სახელი რომ გავიგონე ლამის ადგილზე ჩავიკეცე, ძალა მოვიკრიბე და სწრაფად განვაგრძე გზა. პალატა სავსე იყო ექიმებით, გარს ეხვეოდა ყველა, გული ამიჩქარდა, შიშისაგან სულ ავკანკალდი. გზა გავიკვლიე და საწოლთან რომ მივედი, დავინახე მისი შავი თვალები, დავინახე მისი ადამიანური ფერი სახეზე, სიხარულისაგან ცრემლები წამსკდა, საწოლთან მივედი და ჩავიმუხლე.
-ლინდა... ჩემო საყვარელო.
თვალები ჩემსკენ გამოაპარა, აშკარა იყო ვერ ხვდებოდა სად ან რატომ იყო, რა მოხდა, რა დაემართა.
-სად?.. მე
საბამ გააჩუმა.
-ლინდა, ყველაფერს აგიხსნით, მთავარია ცოტახანს წყნარად იყო და ლაპარაკით თავი არ დაიღალო, თავიდან გაგიჭირდება.
საბამ თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა. ექთნებს კი უთხრა რომ ცოტა ხნით მარტო გვჭირდებოდა დარჩენა.
-გიორგი შენ კი ყველაფერი იცი, დროა უამბო ლინდას.
ამ გამომეტყველებაში ყველაფერი ნათქვამი იყო, უნდა მეთქვა ლინდასთვის რომ შესაძლებელი იყო ინვალიდად დარჩენილიყო და დიდი ალბათობით ვერასოდეს გახდებოდა დედა.
-ჩემო პრინცესა, ვიცი ახლა შესაძლოა ჩემმა საუბარმა თავი მოგაბეზროს მაგრამ უნდა აგიხსნა. თხოვნა მაქვს რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულო.
თავი ნელა დამიქნია, ამით მიმახვედრა რომ ყველაფერზე თანახმა იყო.
განერვიულებულმა, ემოციებით დატვირთულმა ძლივს დავიწყე საუბარი.
-ლინდა, 1 თვეა რაც უგონოდ ხარ, ოდნავ მეტი. მანქანამ დაგარტყა, ამის შედეგად უამრავი რამ დაგიზიანდა. ექიმებს ეგონათ რომ ვეღარ გაუძლებდი ამ ყველაფერს და... -შენ დღეს საბედნიეროდ დამიბრუნდი ჩემო პრინცესა, ორგანიზმმა გაუძლო, გადაიტანა ყველაფერი. არებობს უმნიშვნელოვანესი ორი რამ, რისი თქმაც ძალიან მიჭირს ახლა.
წამით გავჩუმდი, სახეზე ხელები ნელა ჩამოვისვი და ღვრმად დავიწყე სუნთქვა. რა გასაკვირია ლინდამ შენიშნა ჩემი ნერვიულობა, თითქოს ძალიან გადაღლილი და წყნარი ხმით ძლივს წარმოთქვა ერთი სიტყვა.
-მითხარი.
მე კი დავიწყე საუბარი შემოვლითი გზებით.
-ცხოვრება ბევრ გამოცდას გვიწყობს, მაგრამ ჩემზე უკეთ შენ იცი რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ.ლინდა რაც არ უნდა მოხდეს მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.
თავი გვერძე გადააგდო და ძლივს მითხრა.
-პირდაპირ თქვი.
აკანკალებულმა, როგორც იქნა წარმოვთქვი ეს სიტყვები.
-შესაძლებელია ვერ გაიარო ლინდა. ხერხემალი დაზიანებულია... არ ვიცი რატომ როგორ მაგრამ ასეა. ეს მხოლოდ ვარაუდია.
-მეორე.
მკითხა ურეაქციოდ თითქოს ჩემი სიტყვები არც გაუგია.
-ბავშვი, შესაძლოა ჩვენ შვილი ვერ გვეყოლოს.
როგორ ვთქვი ეს სიტყვები ნამდვილად არ ვიცი, ასე უხეშად ასე პირდაპირ როგორ მივახალე, სულ ახლახანს გონზე მოსულს. თვალები მოეცრემლა, ყველანაირად ცდილობდა ცრემლების შეკავებას, ხელი გადმოსწია საწოლიდან.
-ჩემთან მოდი.
საწოლზე ჩამოვჯექი და ძლიერად ჩავეხუტე, ახლა მეტად მივხვდი როგორ მომნატრებია ის, როგორ მაკლდა და როგორ მჭირდებოდა. როსგორ სჭირდებოდა ჩემს სულს, გულს ყველაფერს.
----------
2 კვირაში ლინდა საავადმყოფოდან გამოწერეს.
-ეს დაწყევლილი ეტლი. ვიყვირე და ხელიდან ძირს დავანარცხე ყავის ჭიქა. თავი ჩავქინდრე და ტირილი დავიწყე.
ოთახიდან სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდა გიორგი. ჩაიმუხლა და თავზე მაკოცა, ჩელი ხელში დაიჭირა და მთხოვა.
-ჩემო გოგონა, გთხოვ. ასეთს რომ გხედავ გული მეტანჯება, ლინდა რწმენას ნუ დაკარგავ, ჩემო სიყვარულო ყველაფერი კარგად იქნება. არ დამანახო შენს თვალზე ცრემლი.
-როგორ გიორგი როგორ? ამიხსენი, ვეღარ დავდივარ, არ შემიძლია ინვალიდი ვარ, შვილი არ მეყოლება, დედას არავინ დამიძახებს. ამას როგორ შევეგუო მითხარი. კვლავ ძლიერად ვუყვირე.
ღრმად ჩაისუნთქა,ეტლიდან ამომიყვანა და ოთახში გამიყვანა. საწოლზე ნელა დამაწვინა და წამლები დამალევინა. საოცარი იყო იცით? არც ერთი წამით არ დაუკარგავს იმედი. სულ მარწმუნებდა, თითქოს ბოლომდე იყო დარწმუნებული, მეუბნებოდა ''ნურასოდეს დაივიწყებ შენს სურვილებს, არასოდეს დაკარგო იმედი, შენ გაივლი და ჩვენ გვეყოლება შვილი''.
-გიორგი აღარ მითხრა რომ რაიმეს იმედი უნდა მქონდეს.
-უნდა გქონდეს, ამით ვასრულებთ. არ მინდა ვიკამათოთ. მითხრა და მეც ძალაუნებურად გავისუსე.
ყველანაირად დამარწმუნა რომ მე კიდევ გავივლიდი. ამაზე ყველაზე დიდ დროს ხარჯავდა. დღე და ღამე ჩამესმოდა მისგან ყურში - იმედი არასოდეს არ დაკარგო, ყველაფერი კარგად იქნება.
მეც დავიჯერე და საკუთარ თავში დავრწმუნდი, რატომ უნდა დამსაჯოს ღმერთმა ასე, რატომ უნდა ვიყო მთელი ცხოვრების მანძილზე ინვალიდი. იქნებ მართლაც კვლავ შევძლო გავლა. ყოველ დღე, ყოველ კვირა, ყოველ თვე ვცდილობდი რაიმე გზა მეპოვა იმისათვის რომ ფეხზე დავმდგარიყავი, იყო ისეთი შემთხვევებიც, ფეხზე წამოვმდგარვარ და კვვლავ დავცემულვარ, ამით გიორგი იტანჯებოდა. გული სტკიოდა ასეთს რომ მხედავდა. მოვიდოდა ჩემთან მოცრემლილი თვალებით და წამომაყენებდა ხოლმე, ხან მთხოვდა რომ აღარ მეცადა წამოდგომა, ხან ბრაზდებოდა, ხან მეფერებოდა. ვეღარ იგებდა რა ექნა, რა ეთქვა ან რა ხერხისათვის მიემართა.
რა თქმა უნდა არასოდეს მესმოდა მისი ლაპარაკი რადგან გამუდმებით ვცდილობდი ფეხზე წამოდგომას და ყველაფრის გარეშე წონასწორობის დაცვას.
ჩემი ეტლით სამზარეულოში გავედი. გიორგიმ მკითხა.
-ლინდა რა ხდება? მითხარი და მე წამოგიღებ თუ რაიმე გსურს.
გავიცინე და ვუთხარი.
-არა საყვარელო თავადაც მოვაგვარებ.
სამზარეულოში გავედი და ჭიქა წყალი დავლიე, ერთი ხელი სამზარეულოს დავაყრდენი ერთი ხელი კი მაგიდას, ფეხზე წამოვდექი და კვლავ ეტლში ჩავვარდი. კიდევ ვცადე, კიდევ იგივვე დამემართა, თვალები დავხუჭე და წამით დავივიწყე ეს ყველაფერი, გამახსენდა როგორი იყო უეტლოდ ცხოვრება და თვალებზე ცრემლი მომადგა. კიდევ ერთხელ ავიწიე და ოდნავ შევინარჩუნე წონასწორობა, სიხარულისაგან ცრემლები გადმომცვივდა, ბოზლო ხმაზე ვიყივირე.
-გიორგი მოდი აქ. ისიც შეშინებული გამოვარდა, ჩემი დანახვისას სახეზე ხელი აიფარა, ბედნიერებისაგან ვერ იგებდა რა უნდა ექნა, ახლოს მომვარდა და მკლავებზე ხელი მომხვია, დაბბნეულმა მკითხა.
-შეძლებ გაიარო?
სიცილით ვუთხარი.
-არ ვიცი, შეიძლება.
დასუსტებული ფეხები ძლივს გადავიტანე ადგილიდან ადგილზე,მაგრამ ამას ვინ ჩიოდა, ნაბიჯები გადავდგი. ურთულესი იყო ის რომ პატარა ბავშვივით მეშინოდა არ წავქცეულიყავი, სიარულს ახლიდან ვსწავლობდი. ერთი წლის შემდეგ, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 12 ნოემბერს შევძელი გადამედგა ნაბიჯები. ერთ კვირაში უკეთესობისაკენ შეიცვალა ჩემი მდგომარეობა, ექიმებთან დავდიოდი გამოკვლევებზე, ვიკეთებდი მასაჟებს. ყველაფერი ადრინდელ სახეს უბრუნდებოდა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად იყო ფაქტი რომელიც არასოდეს აღარ მომასვენებდა. მე ვერასოდეს დამიძახებდა საკუთარი შვილი, სისხლი და ხორცი ''დედას''.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ninii

gaagrdzrle veli shrmdeg tavs

 


№2  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

ninii
gaagrdzrle veli shrmdeg tavs

აუცილებლად❤️
--------------------
milla

 


№3 სტუმარი nino

dzalian magari xar momewona dzalian. kidevkragi daviwke am istoriis kitxva ❤❤velodebi shemdeg tavs❤❤

 


№4  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

nino
dzalian magari xar momewona dzalian. kidevkragi daviwke am istoriis kitxva ❤❤velodebi shemdeg tavs❤❤

მადლობა დიდიი heart_eyes heart_eyes
--------------------
milla

 


№5 წევრი Life is wonderful

ვაიმეეე ჩემო გოგოო რამდენი ვიტირეეეე.... ძალიან მაგარი და ემოციურია აუ მალე გამოკეთდეს ლინდა რა და შვილიც ყავდეს გიორგი საინლად შემეცოდა თავიდან, რომ ასე იტანჯებოა ლინდას შემხედვარე და იმედს აძლევდა მიუხედავა იმისა, რომ ისუარესად იყო... როგორ ველოდები აალ თავს ვერც კი წარმოიდენ საოცრად მაგარი ხარ... ❤️❤️❤️❤️
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

 


№6  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

Life is wonderful
ვაიმეეე ჩემო გოგოო რამდენი ვიტირეეეე.... ძალიან მაგარი და ემოციურია აუ მალე გამოკეთდეს ლინდა რა და შვილიც ყავდეს გიორგი საინლად შემეცოდა თავიდან, რომ ასე იტანჯებოა ლინდას შემხედვარე და იმედს აძლევდა მიუხედავა იმისა, რომ ისუარესად იყო... როგორ ველოდები აალ თავს ვერც კი წარმოიდენ საოცრად მაგარი ხარ... ❤️❤️❤️❤️

გვიან ვნახე კომენტარი. ისევ და ისევ დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის❤️აღარ იტირო ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება????❤️
--------------------
milla

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent