შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

dandelions (4)


28-10-2018, 20:52
ნანახია 179

dandelions (4)

ოდესმე გათენებულა დღე, რომელიც წინა დღეს გჰავს? ოდესმე გინახავთ სხვისი მსგავსი ადამიანი? ალბათ, ყოველი წვრილმანით შეგვიძლია მივხვდეთ, რომ თუ ჩვენ ყველა რეალურები ვიქნებით, მსოფლიო უფრო მრავალფეროვანი იქნება, რადგან საშუალება გვექნება, გამოვხატოთ პიროვნული, პერსონალური აზრი ყველაფერზე, რაც ჩვენს გარშემოა. სამყარო კი თავისით იძლევა პასუხს ჩვენ ყველა ქმედებაზე. როდესაც საკუთარი თავები ვართ, ვერც სამყარო გვეწინააღმდეგება, რომ ბედნიერება არ მოგვანიჭოს ნებისმიერი წვრილმანით. ამ შემთხვევაში, რეალური ცხოვრებით ვცხოვრობთ და ყველაფერს ისე აღვიქვამთ, როგორიც სინამდვილეშია.
იყო საკუთარი თავი-ეს ერთადერთი მთავარი მიზანია ცხოვრებაში.
********************************************************************
უკვე მერამდენე დილა იწყება იმით, რომ სოფი თავისი სქელი, თბილი ბეწვით თავზე მაწვება და სუნთქვის საშუალება არ მაძლევს, არ ვიცი. ალბათ, ძნელი დასათვლელია, რადგან ასეთი დილებიბს ჩამონათვალი თითზე დასათვლელი სულაც არ არის.
ადგომამდე თინა მიმზადებს გემრიელ საუზმეს და ოთახში ცხელი ყავით სავსე ფინჯანი შემოაქვს. ვიცი, ამას რატომ აკეთებს-უკეთ რომ გამომაფხიზლოს ყავის საოცარმა სუნმა და არომატმა. უკვე ცხვირში მიღუტუნებს მისი სუნი და მთელი ენერგიით ვივსები, სანამ საწოლიდან წამოვდგებოდე. რატომ ვარ ასეთი უცნაური ადამიანი? ვინ ამჯობინებს დილის ტკბილ ძილს ჩვეულებრივი ყავის გემოს? ალბათ, საყვარელი ყავა და საერთოდ, ყველაფერი, რაც ადამიანს უყვარს, მისთვის ჩვეულებრივი არასდროსაა, თუნდაც საოცრად უბრალო რამ იყოს.
შიშველი ფეხის გულებით ოდნავ ვეხები ხის იატაკს, რომ თითები არ გამეყინოს და კარადისკენ "მივნარნარებ" მთქნარებით. დროა, დღევანდელი ბოლო მოდის (ანუ ჩემი ხასიათის შესაფერისი) ტანსაცმელი მოვიძიო. აჰაა, ესეც თბილი სტაფილოსფერი ნაქსოვი ჯემპრი და მაღალწელიანი მუქი ჯინსი. შემოდგომაა, ხომ გახსოვთ? რომ შემცივდეს, მერე სად მივდივარ? თავსისე ვუფრთხილდები, დედის შენიშვნაც კი არ დამჭირვებია ტანსაცმელთან დაკავშირებით მთელი წლების მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი თბილი ქსოვილი კანს მიღიზიანებს და ვერ ვხმარობ. ასეა, მეც და დედაც ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ და ბევრ რამესაც ერთად ვათანხმებთ.
სამზარეულოში შესვლისთანავე დედას გამომცხვარი ფახლავის სუნი მომდის. მაგიდასთან მჯდარ მამას ისევ ახალი გაზეთით ხელში რომ ვამჩნევ თვალებს ვატრიალებ და წინ ვუჯდები:
-რა წერია ასეთი საინტერესო, თქვენი ყურადღება რომ მიიპყრო ბატონო დავით?
-შენს ყურადღებას რომ ვერ მიიპყრობს ვერაფრით, ეგ ვიცი.-მიღიმის და ისევ კითხვას აგრძელებს, მერე კი თვალებს წევს და ამატებს-რატომ არ საუზმობ? ან სკოლაში დაგაგვიანდება, ან ჭამას ვერ მოასწრებ.
-დღეს შაბათია მამა-ვოხრავ-სკოლა არ არის, დასვენების დღეა, იცოდი?
მკრთალად იღიმის თუმცა არ მპასუხობს. ამჯერად სხვა თემაზე აგრძელებს ლაპარაკს:
-ღამით ტელეფონი შენ შეაერთე დასატენად მისაღებში დივანთან?
-ჰო,-თავს ვუქნევ-რა არის?
-არაფერი-მიმიკა ოდნავ ეცვლება, თითქოს ძალიან უმნიშვნელო რაღაც უნდა მითხრას-უბრალოდ წუხელ, ღამის პირველ საათზე შეტყობინება მოგივიდა. რათქმაუნდა, მე არ მინახავს, მაგრამ მგონი მირჩევნია ვიცოდე, ვინ გწერს ასეთ დროს.
-არ ვიცი-მხრებს ვიჩეჩავ და ყავას მოვსვამ. ეჭვი არ მეპარება რომ სერიოზული არაფერია-ალბათ ლილე ან ვიკა იქნებოდნენ. სხვა ვინ?
ისიც მხრებს იჩეჩავს და კითხვას აგრძელებს. ნუთუ ჩემში ეჭვი ეპარება?
ცოტა ხანში, როდესაც ცარიელ ჭიქას წყალს ვავლებ და იქვე ვდებ გასაშრობად, მისაღებშიც გავდივარ, სადაც თინა ზის და ხელში საქსოვი ძაფის დიდი წითელი გორგალი უჭირავს, ცხვირზე კი მრგვალი სათვალე წამოუსკუპებია. ჩემს ტელეფონს დამტენიდან ვაძრობ და ეკრანს ახალი შეტყობინებაც ანათებს. მესიჯს თითის გადასმით ვხსნი და უპირველეს ყოვლისა, უცხო ნომერს ვამჩნევ წერილის ზემოთ. გული უცნაურად მიფეთქავს, რასაც მესიჯის ტექსტი უფრო ამწვავებს.
"დღეს უკანასკნელი დღე დასრულდა ძველი ცხოვრების. თავგადასავლებისთვის მზად ხარ?"
****************************************************************************
ძილის წინ კედლებს ვუყურებ და აღარ ვიცი რაზე ვიფიქრო, ან როგორ დავიოკო უარყოფითი ფიქრები. იმის შემდეგ, რაც წავიკითXე თავი უსაფრთხოდ როგორ ვიგრძნო? მანამდე არ მეგონა, ასეთ გავლენას თუ მოახდენდა ჩემზე ასეთი სახის "დაშინება" ან სხვისი ზეგავლენა.
ლილე მირეკავს. სანამ ვუპასუხებ ცდილობ თავი დავიმშვიდო, რომ ხმაზე არაფერი განსაკუთრებული არ შემეტყოს.
-გისმენ ლილე.
-რა იყო გოგო, რა ოფიციალური ხარ-იცხადებს და აგრძელებს-იცი დღეს ვინ ვნახე?
-ჯერ არ ვიცი, მაგრამ დარწმუუნებუული ვარ, ორ წამში გავიგებ.
-კარგია რომ ასეთი დაინტერესებული ხარ ჩემი მონაყოლით. ესეიგი, დღეს შუადღით ჩვენი კლასელი მარი ლორთქიფანიძის სახლის წინ მოვდიოდი, სეირნობის პონტში რა, ჰოდა რას ვხედავ...
-დედა ჩემი სიკვდილი... აპა, რას ხედავ გოგო, მითხარი მალე, თვარა ქე მოვკვტი ლოდინში-ბუნებრივი ხმით ვიცხადებ და ანამ გააცნობიერებდეს ჩემს დაცინვას, თავად ვიცინი.-კარგი რა ლილე, როგორ ვერ მიეჩვიე, რომ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა დაინახე ჩვენი სკოლელი მარის ეზოში.
-შენ არ იცი რა საინტერესოა, თორემ ასე არ იტყოდი-მაინც თავისას გაიძახის და ნებართვის გარეშე აგრძელებს მოყოლას. სხვა რა გზა მაქვს? თVალებს ვატრიალებ და ვუსმენ.-გოგო, ხომ იცი ის ბიჭი, სკოლის პირველ დღეს რომ ყველას ყურადღება მიიქცია. აი, ყველა გაჩითული რომაა. ეგ ბიჭი იჯდა სკამზე, ჯინსის ჯიბეში ეწყო ხელები, ძააან ტრიპაჩულად დაა წარმოიდგინე გვერდით ვინ ეჯდა? თვით მის 2018 მარი ლორთქიფანიძე, ქალბატონი გრძელი ფეხები...
-კარგი ლილე ახლა, მაგისთვის მცალია რომ მთელი ქალაქი გავჭორო ვინ ვისთან არის და ვის აედევნება სკოლის ყველაზე სიმპატიური ბიჭი,..
-ანუ შენც აღიარებ, რომ ყველაზე სიმპატიურია სკოლაში არა?-ისე მზაკვრულად იცინის თითქოს რამეში გამომიჭირა, მაგრამ მე რისი ნაიკა ვარ, რომ ეს ვაფიქრებინო.
-ჰო, პირდაპირ გული მიფანცქალებს და წნევა მივარდება მისი დანახვისას..-ვაჯავრებ-კარგი რა, შენ მაგის გჯერა?
-არა ნაიკა, ვის ვის და მე მაინც ვერ მომატყუებ. ვიცი, რომ რაღაც ხდება. იცოდე გითვალთვალებ-და მისი სახით კიდევ ერთი მოთვალთვალე ობიექტიც მემატება. ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის!
-კარგი ლილე, დამაძინე ახლა თუ მორჩი ჭორაობას და მუქარებს.-ტელეფონ ვთიშავ და ისევ ვუბრუნდები საწყის პოზიციას. ისევ ზურგზე დაწოლილლი ვუყურებ ჭერს და იქ თეთრ ზედაპირზე უხილავიი ვარსკვლავების თვლას ვიწყებ, რომლებიც ამ ღამით ცაზეც კი არ ჩანან. "მართლაც რა მოქუფრული და დამზაფრველი დღეა-თქო" ვფიქრობ და თვალებს ვხუჭავ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent