შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ერთხელ დამტოვეს მარტო (თავი 14)


28-10-2018, 21:09
ავტორი Farvana
ნანახია 360

მხოლოდ ერთხელ დამტოვეს მარტო (თავი 14)

ისევ ნანომ უშველათ,როდესაც ბიძამისს მანქანა აახია და იმით წავიდნენ.გიგა გაჯგიმული მიყვებოდა მის დას,მუშისკენ კი მტრულ მზერს ისროდა.ვერ იტანდა მის დას რომ ათვალიერებდა.მუშიც არ ფხიზლდებოდა ნანოსკენ ჰქონდა ყურადღბა მიპყრობილი.მანქანიდან გადმოსულებს ცოტა ხანი მოუწიათ ცდა.წინ მიმავალ ნანოს მუშმა თვაები ააყოლა,თითქმის გასცდა ფეხებს რდესაც თვალებში დაუბნელდა.სახით გარე განათების ბოძს შეასკდა.გიგამ ვეღრ გაუძლო და სიცილი ატეხა.მუხლებზე მყოფი მუცელზე ხელს იჭერდა და სიცილით კვდებოდა.მუშს თვიდან ეგონა ვინმემ თუ თლიშა სახეში და ფეხზე მაშინვე წამოდგა.მზერა გარშემომყოფებს მიაქცია,რომელბიც ამხელა კაცს დასცინოდნენ.მალევე მოძებნეს მეორე დაცინვის ობიექტი,რომელიც ასევე იგივე ბოძს შეასკდა ასევე ნანოს გამო.მუშმა როგორც კი მიხვდა სახეში მაგრად უთვაზა და თვალებში მეორედ დაუბნელა.ნანოს ხელი სტაცა და სულ სირბილით შეაგდო ბარში.გიგა სიცილისგან ტიროდა,სულაც არ ფიქრობდა შიგნით შესვლას,მაგრამ ასეთ მგომარეობაში ხომ არ დახვდებოდა ლინას?ნანო და მუშნი განმარტოებით კუთხეში მაგიდასთნ დასხდნენ,რაღაცის თქმა უნდოდა როდესაც გიგუნა ჩამოუსკუპდათ.
-საღოლ ძმაო მეც კი ვერ ვქლიავებდი მასე,ბოძს რომ შევასკდე.
-გეყოს და დაგვტოვე.
-კიდე რა გინდა?შანსი არ გაქვს ძმაო ჩემს დასთნ მარტო დაგტოვო.
-რა გაჩხუბებთ?
-შენ ენა.
-ბიჭ ჩემს დას ეგრე ნუ ელაპარაკები თუ არა ყბის ძვალს დაგაკავებიებ ხელში.
-ღმერთოო შენ მიშველე,მე მარტო და მეგონა სიტყვების შემოქმედი.
-გეყოთ!როგორც ჩანს ჯერ არ მოსულა,იმედია მალე მოვა.დარბაზს გულმოდგინეთ ატვალიერებდა,მაგრამ „ნაცნობ“ სახეს ვერ ხედავდა.მუშს ნერვებს უშლიდა გოგოს ასეთი აქტიურობა.ვერც ხვდებოდა რა სჭირდა.როგორც იქნა ნანოს ვიღაც ბიჭი გამოელაპარაკა,რომელსაც ცეკვაზე დასთნხმდა.ბიჭებს გამოხედა და თვალი ჩაუკრა.მუშს უკვე ტვინში აასხა,მაგრამ ითმენდა.
-რაო სიძე ბატონო გაჭამეს?!სიცილსგან კვლავ მოიკეცა.
-შენ ჯობია შენს ლინას მიხედო ვიღც ბიჭთნ ერთდ,რომ მოსეირნობს.
-სადაა ეგ პედე*ასტი,მე მაგას ვაჩვენებ რანაიარად უნდა სხვისი გოგოს მისაკუთრება.მაშინვე ფეხზე წამოვარდა და ლინასთნ გავრდა,რომელიც ბიჭს ეკურკურებოდა.გაცეცხლებულმა გამოსტაცა ლინა და გარეთ გაათრია.გოგომ სახეში გაშლილი ხელი ჯერ ერთ ლოყაში გაარტყა,მერე მეორეში.მიუხედავად ამწვარი ლოყისა,ორივე ხელები ზურგსუკან გადაუგრიხა და ტუჩებზე ეცა.გოგო არც გაძალიანებულა,ხელები ნელ-ნელა შეუშვა.სახეში კიდევ ერთი გარტყმის ნაცვლად გოგონამ ხელები კისერზე შემოხვია და კოცნაში აჰყვა.ტუჩებზე მოწყვეტილი სუნთქვას ძლივს ირეგულირებდა.გოგონა მაგრად ჩაიკრა გულში,ცხვირი მის კისერში ჩარგო და მისი სურნელი ბოლომდე შეისრუტა.მათი იდილია ლინას ერთ-ერთმა მეგობარმა დაარღვია,რომელიც წყვილს დასცინოდა.განსაკუთრებით კი ლინას.ლინა მაშინვე მოშორდა.
-იმედია შენი სურვილი დაიკმაყოფილე.ამრეზით გახედა და დაქალთან მივიდა.ვინ იცის გულში როგორ სტკიოდა,როგორ უნდოდა ხმამაღლა ეტირა.უნდოდა უკან დაბრუნებულიყო და ბიჭს ჩახუტებოდა.კიდევ ერთხელ დაეგემოვნებიანა მისი ტუჩები.სანამ თვალს მიეფერაბოდა გონებიდან არც კი გამქრალა უკან წასვლის იმედი.როგორც კი გაშორდნენ დაქალმა მაშინვე დაკითხვა დაუწყო.
-ლინაჩკა ეხლა არ მითხრა ის სოფლელი ხეპრე მომეწონაო?
-რა სისულელეა,უბრალოდ ჩემზე იყო აკიდებული.მეც მივეცი ის რაც უნდოდა.აწი კი შეუძლია ჩემი კოცნა მხოლოდ სიზმარში წარმოიდგინოს.მეტი საქმე არ მაქვს ვინმე სოფლელი შევიყვარო.
-ჩემი ლინაჩკა დარბუნებულა.წამო ეხლა სადმე სხვაგან წავიდეთ.
-გვიანი რომ არის?
-კარგი რა.ხანდახან მიკვირს იქაც რომ დამყვები.დიდი ამბავი ღამის თორმეტამდე თუ იყავი გართ.
-აუ ვერა რა.შენ მაინც იცი თერთმეტზე სახლში უნდა ვიყყო.ბოდიში რა.უნდა წავიდე და ხვალ გნახავ.გოგონას აკოცა.იქვე მდგარ ტაქსში ჩსკუპდა და სახლში წავიდა.მთელი გზა მოწყენილი იყო.ძალიან უნდოდა გიგას მკლავებში ყოფილიყო მოქცეული და მისი სურნელი კიდევ შეეგრძნო.სახლში მისულს მამა დახვდა,რომელიც წელსზემოთ შიშველი დატანტალებდა.დედამისი მამის პერანგით გამოვიდა.როდესაც ლინა დაინახა მაშინვე შეცბა.
-დედა ამიხსენი აქ რა ხდება?
-ვა ჩემი პრინცესაც მოსულა.მოდი მა ერთი მაგრად უნდა გაკოცო.
-როდესაც რაღაცას მალავ მაშინ მეაფირესტები ხოლმე.
-ჩემი ჭკვიანი გოგო.ცხვირზე აკოცა და მონატრებული შვილი გულში ჩაიკრა.-ისევ იმ შამპუნს ხმარობ?
-კარგი რა მამა,საიდან მოიტანე?პატარა კი აღარ ვარ საბავშვო შამპუნები რომ გამოვიყენო?!მაშინვე გაიბუტა.
-პატარა მატყუარა.ცხვირზე თითი დაკრა,კისერი აკოცა.როგორც კი მამის წვერები მოხვდა მაშინვე სიცილი დაიყო.პატარაობაშიც სულ წვერიანი უკოცნიდა მუცელს და ბოლო ხმაზე კისკისებდა.ბატონმა თევდორემაც შეამჩნია და უფრო მეტად აკოცა.რაც მეტს კოცნიდა მეტს კისკისებდა.მართალია რაღაც მომენტით მამამ შეძლო ყურადღბას გატანა,მაგრამ ლინას რა დაავიწყებდა?
-ეხლა გისმენთ!მიდი დაიწყეთ.
-მოდი მე ვეტყვი კარგი?ლინა შენ იცი,რომ რაღც მიზეზების გამო მე და მამა დავშორდით.ისიც იცი ვის გამო და რატომ.შემთხვევით გავიგე,რომ იმ ქალმა მოიტყუა და ალექსანდრე შენი ძმა არ არის.იცოდა,რომ გავბრაზდებოდი და მამაშენს დავშორდებოდა.მასაც მეტი რა უნდოდა?როდესაც ეს გავიგე გავბრაზდი მაშინვე რატომ არ მითხრა არაფერი.
-შენ არ აცადე დედა.პირდაპირ გარეთ გააგდე.
-მართალი ხარ ჩემო გოგო.უკვე ორი კვირაა მე და მამა ერთმანეშთ ვხვდებით და შევრიგდით.იმედია წინააღმდეგი არ იქნები.სახეშე მაშინვე მოღუშაცოტა ხანი ეჭვის თვალიტ უყურებდა ორივეს.შემდეგ სახეზე ღიმილმა გადაკრა.
-იცით რა?სადედოფლო კაბას მე ვარჩევ.კივილი და ხტუნავი დაიწყო.მთელი ნახევარი საათი მდივანზე ხტოდა ჩვიდმეტი წლის ქალიშვილი.მშობლები ჯერ ვერ მიხვდნენ რა უთრა,შემდეგ კი მამა ხელი დაავლო და როგორც პატარაობაში ახლაც მუცელზე დაუწყო ღიტინი.ორივე მშობელმა ჩაკოცნა გოგონა,სულ დაწითლებული იყო.თავი ძლივს გამოგლიჯა მშობლებს.მოულოდნელად გიგა გაახენდა და მოიღუშა.მაშინვე ოთახში გავრდა და ბალიშში ჩარგო თვი.რაც შეეძლო ტიროდა,კარები გაიღო და დამნაშავე ბავშვივით ატუზული მამა შემოვიდა,რომელსაც ეგონა მათ გამო იყო ასეთ მდგომარეობაში.
-მა არ იტიო რა?არ მეგონა ასე თუ გეტკინებოდა.
-არა მა თქვენს გამო არ ვტივარ.მართლა ძალიან მიხარია.
-აბა რა გატირებს?ხომ იცი შეგიძლია ყველაფერი მითხრა.
-ერთი ბიჭი მიყვარს.
-ჩემი სულელი გოგო მერე მაგის გამო ტირი?შენ ყველაზე ლამაზი ხარ,როგორ შეიძება არ მოეწონო?
-მგონიი მასსაც მოვწონვარ.
-რამე დაგიშავა?
-არა მა.
-აბა რა გატირებს?
-გული ვატკინე.
-შენ?ჩემმა პრინცესმა ვინმეს გული ატკინა?არა ამას არ დავიჯერებ.
-მართლა გეუბნები მა.ჩემი დაქალია სოფი და მან დაგვინახა.თნ ის ბიჭი სოფლელია და სოფიმ დამცინა.მე კიდე არ მინდა დამცინოდნენ.
-მამა სისულელეს ნუ ლაპარაკობ.მერე რა რომ სოფლელია?მეც სოფელში დავიბადე და გავიზარდე,მაგრამ დედაშენს მაინც მოვეწონე.იმ შენს სოფის თუ ვინ არის ეტყობა სიყვარული არ გამოუცდია,თორემ ეგრე არ ილაპარაკებდა.ვიღაცის გამო ნუ იტყვი უარს იმ გრძნობაზე რომელიც ასე მნიშვნელოვანია.ძალიან ბევრს სურს ამას გრძნობდეს.შენ კიდე უკვე გრძნობ და ხელიდან უშვებ?მაშინ იქნები დასაცინი თუ ამ წმინდა გრძნობაზე იტყვი უარს.იცოდე ხვალვე მოაგვარებ მაგ საკითხს თუ არადა არასოდეს გამცე ხმა.
-კარგი მა.გამხიარებულმა აკოცა მამას ლოყაზე და საწოლში მიწვა.მაინც ვერ მოისვენა რაღაც უნდოდა.თევდორე გსვლას აპირებდა როდესაც ქალბატონი წამოიმართ.
-აუ მა?
-გისმენთ ქალბატონო.
-დღეს ჩემთნ დაიძინე რა?
-კარგი დავიძინებ.
-გეხვეწები წითელქუდას ზღაპარი მომიყევი რა.
-დიდი გოგო რომ ხარ არა?
-მომიყევი ეხლა,თორემ თელი ღმე არ დაგაძინებ.შვილს შუბლზე აკოცა და საყვარეი ზღაპრის მოყოლა დაიწყო.მამის ზღაპარზე მალევე ჩაეძინა.მამა-შვილს ერთდ გემიელად ეძინათ.ქალბატონ მართს საშინლად არ მოეწონა მარტო ყოფნა,ამიტომ მათთნ ერთად დაწვა.გოგონა შუაში მოიქციეს და მთელი ოჯახი მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.

გიგს გაშტერებული იდგა გარეთ.ეგონა გოგონაც იგივეს გძნობდა.მისი სიტყვების შემდეგ საშინლად ეტკინა.უნდოდა საკუთრი გული ამოეგლიჯა და თვისივე ხელით დაეჩხა.ასეთ ტკივილს ვერ აიტანდა.გოგონაზე რომელსაც ასე ოცნებობდა ისე ატკინა როგორც არასოდეს.მთელი ხმით დაიბღავლა და მიწაზე დავრდა.პატარა ბავშვივით ატირდა.ცოტა ხანი იტირა,როდესაც გულზე მოეშვა ფეხზე წამოდგა.სახეზე ჩამოდენილი ცრემლები მოიწმინდა.
-მე ვიყო არაკაცი თუ ოდესმე ლინა ბაზანოვას შევხედო.ამ დღიდან ყველანაირად ეცდებოდა მისი გულიდან გამქრალიყო ლინა.უკან ბარში დაბრუნდა მის დასთნ სადაც არც ისე სახარბიელო მდგომარეობა დახვდა.მუში გამწარებული ურტყამდა ნანოსთნ მოცეკვავე ბიჭს.გიგას შემოსვლა და ნანოს და მუშის გარეთ გავარდნა ერთი იყო.გაოცებული უყურებდა ორივეს.იცოდე ახლა მათ მარტო ყოფნა სჭირდებოდათ,ამიტომ შიგნით დარჩა და როგორც სრულწლოვანმა ვისკი შეუკვეთა.მუში გაცოფებული მიათრევდა ნანოს.
-ხელი გამიშვი ველურო მეტკინა
-შენი ხმა არ გავიგო!მანამდე გაჩუმდა სანამ თვითონაც არ გაჩერდა.
-ამიხსენი რა უფლებით მკიდებ ხელს და მომათრევ გარეთ?ვინ ხარ ამდენის უფლებას რომ აძლევ შენს თავს?ჯერ რა წესი იყ..აღარ აცადა სიტყვის დასრულება მოწყვეტით აკოცა.ერთი ხელი წელზე მოუჭირა,მეორეთი სახეზე ეფერებოდა.არემარე მხოლოდმათი გახშირებული სუნთქვა და გულისცემა ისმოდა.მუშს გაუჭირდა საყვარელი გოგოს ტუჩებზე მოწყვეტა.შუბლით მის შუბლს დაეყრდნო,მაქსიმალურად ცდილბდა გახშირებული სუნთქვა დაერეგულირებინა.ნანოს რაღცის თქმა უნდოდა,მაგრამ მუშმა ისე დააგემოვნა მისი ტუჩები.ჯერ ზედას,შემდეგ ქვედას უგემოვნობდა,არაფრის დიდებით არ აძლევდა უფლებას ხმა ამოეღო ან განძრეულიყო.მაქსიმალურად ჰყავდა სხეულზე აკრული,ცდილობდა მისგან არ გაქცეულიყო.კისერში ცხვირი ჩრგო და მისი სურნელს შეისრუტავდა.ნანო თვალებში სიხარულის ჭინკები უხტოდა,იცოდა ბიჭს რომ მოსწონდა,მაგრამ მისი მომდევნო სათამაშო ეგონა.ბოლო ბოლო ის ხომ რუსია?ხმის ამოღებას არცერთი აპირებდა.ნანოს ისხარულისგან იყო დადუმებული,მუშს კი უბრალოდ არ შეეძლო მის გრძნობებზე საუბარი.სიჩუმე ისევ ნანომ დაარღვია.
-რამდენხანს უნდა ვიყოთ ასე?
-რამდენხანსაც მე მომინდება.
-კარგი რა ისედაც ვეღრ ვსუნთქავ.
-შენი ხმა არ გავიგო.ჩუმად იყავი,არავინ გეკითხება შენ რამეს?
-მაინც ვერ გავიგე რა გინდა ჩემგან დროზე გამშვი ხელი.
-ვერ გავიგე ჩემს საქციელში რა არის გაუგებარი.
-ყველაფერი.
-მაინცდამაინც სიტყვებით უნდა გითხრა ყველაფერიწარმოდგენა არ მაქვს როგორ გამომივა,ცხოვრებაში არასოდეს მისაუბრია გოგოსთან ჩემს გრძნობებზე.არ შემიძლია ბანალური სიტყვები გითხრა და ჩემი ქმედება სულ სხვას აღნიშნავდეს.მე არ ვარ ადამიანი რომელიც ყოველდღე გეტყვის რომ უყვარხარ.მაპატიე მაგრამ მე ასეთი არ ვარ.მაგრამ იცოდე თითოეული ჩემი შეხება ნიშნავს რომ მიყვარხარ,ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წერტილი ხარ.უნდა იცოდე ვერასოდეს ავიტან შენზე მოშტერებულ თვალებს,რომლებიც ისე აღგიქვამენ როგორც ქალს.ყოველთვის ვიჩხუბებ იმის გამო,რომ შენ შეგეხნენ.არ მოგცემ უფლებას სხვისკენ გაიხედო.არასოდეს მოგცემ იმის უფლებას ჩემგან წახვიდე.სამუდამოდ ჩემთან იქნები და შენს თავში ვერავინ შემეცილება.მხოლოდ ამ ერთხელ გეტყვი,რომ სიგიჟემდე მიყვარხარ.ამის შემდეგ ამ სიტყვას ჩემგან ვერასოდეს გაიგონებენ.ნანომ ბჭს თვისი მკლავები მოხვია,მეტი არც სჭირდებოა,შეიძლება ყველაზე ცუდი სიყვარულის ახსნა გამოუვიდა,მაგრამ მისგან სხვანაირი არც შეიძლებოდა,რომ ყოფილიყო.ღმით ქუჩაში ორი ადამიანი იდგა,რომლებიც ერთმანეთის ყოლით ცოცხლობდნენ.ბარის მაგიდასთან კი უკვე დაცარიელებული და განადგურებული ბიჭი იჯდა,რომელიც უბრალოდ სვამდა და არ ფიქრობდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Tamta.k

როგორი კარგი ხაარ!❤️

 


№2  offline წევრი Farvana

Tamta Kurtskhalidze
როგორი კარგი ხაარ!❤️


მადლობა საყვარელო heart_eyes heart_eyes
--------------------
ფარვანა

 


№3  offline წევრი Liziko27

ვაიჰჰჰჰ ეს ბიჭი აღარ ხუმრობს..დაისაკუთრა გოგო...;*;*

 


№4  offline წევრი Farvana

Liziko27
ვაიჰჰჰჰ ეს ბიჭი აღარ ხუმრობს..დაისაკუთრა გოგო...;*;*


სხვანაირად როგორ?მისია და რა ქნას????????
--------------------
ფარვანა

 


№5  offline წევრი Liziko27

არა მე მომწონს:დ:დ ძალიანც კარგი

 


№6  offline წევრი Farvana

Liziko27
არა მე მომწონს:დ:დ ძალიანც კარგი

kissing_heart kissing_heart kissing_heart
--------------------
ფარვანა

 


№7  offline წევრი samudamod tqventan

ვაიმე დავდნი ამათი სიყვარულით გიგი \შემეცოდა ცუდია როცა ასე უხერხულ სიტუაციაში ვარდებიიიი

 


№8  offline წევრი Farvana

samudamod tqventan
ვაიმე დავდნი ამათი სიყვარულით გიგი \შემეცოდა ცუდია როცა ასე უხერხულ სიტუაციაში ვარდებიიიი


რა ვქნათასე დაემართათ.მაგრამ გამოსწორდება ყველაგერი...მადლობა რომ კითხულობ
--------------------
ფარვანა

 


№9  offline მოდერი Girl... from the past

ძალიან საყვარელი და თბილია <3

 


№10  offline წევრი Farvana

Girl... from the past
ძალიან საყვარელი და თბილია <3


ძალიან დიდი მადლლოობა heart_eyes
--------------------
ფარვანა

 


№11 სტუმარი ქამელეონის თვალება გოგო

როდის უნდა დადო ახალი თავი? ვეღარ ვითბენ იცი ძალიან მაგარია როცა ასე უყვარხარ ვინმეს(საუბარი მაქვს იმ ორზე რომლებმაც ერთმანეთი დაისაკუთრეს) და ძალიან ცუდია როცა სოფლელობის გამო შენი სიყვარული დაგცინის(საუბარი მაქვს იმ ორზე რომლებმაც ერთმანეთს გული ატკინეს) ახალი თავი როდის დაიდება სად გაუჩინარდი გთხოვ მალე დადე მინდა წავიკითხო ვერ ვძღები კითხვით როდის დადებ ახალ თავს მე ბოლომდე მოგყვები აბა შენ იცი

 


№12  offline წევრი Farvana

ქამელეონის თვალება გოგო
როდის უნდა დადო ახალი თავი? ვეღარ ვითბენ იცი ძალიან მაგარია როცა ასე უყვარხარ ვინმეს(საუბარი მაქვს იმ ორზე რომლებმაც ერთმანეთი დაისაკუთრეს) და ძალიან ცუდია როცა სოფლელობის გამო შენი სიყვარული დაგცინის(საუბარი მაქვს იმ ორზე რომლებმაც ერთმანეთს გული ატკინეს) ახალი თავი როდის დაიდება სად გაუჩინარდი გთხოვ მალე დადე მინდა წავიკითხო ვერ ვძღები კითხვით როდის დადებ ახალ თავს მე ბოლომდე მოგყვები აბა შენ იცი


ჩემს მუზას თუ უშველით რამეს ეტყვით მოვიდეს კ დავწერ,დაწყებული მაქვს მაგრამ ვერ ვამთავრებ,როგორც დავასრულებ ეგრევე დავდებ..
მადლობა რომ მელედებით.
--------------------
ფარვანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent