შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი შროშანები (ნაწილიV)


29-10-2018, 21:55
ავტორი i want
ნანახია 299

თეთრი შროშანები (ნაწილიV)

ყურებში წუილი მესმის რუმელიც მაბრუებს. ვერც ვერაფერს ვხედავ ვერც ვერაფერს ვგრძნობ. თვალებში სიბნელე ისადგურებს, გულში კი სიმძიმე. უამრავი რამ მიტრიალებს თავში და ვერაფერს ვაკეთებ. თითქოს ყველაფერი იკარგება ჩემს ირგვლივ და ჩემს გარშემო მოქცეული გარემო შავ ფერში ქრება, გონებაში კი ეს ერთი შემზარავი ფრაზა და იმ ადამიანის სახე ტრიალებს.

როგორ საზარლად და ამაზრზენად ჟღერდა ეს სიტყვები, როგორ აუტანლად და საზიზღრად...
ჩემი ყველა სიძულვილისა და აუტანლობის, ზიზღის, ტკივილის და ტანჯვის გამღვიძებელი. ჩემი მარადიული სასჯელი, რომლის ერთი მხარეც ჭრილობებს მაყენებს მეორე კი ამ ჭრილობების დაამებისთვის თავს სწირავს. საბოლოოდ კი ნაგავი რომელიც მოსიარულე ჯოჯოხეთია და ყველას ვისაც ეკარება აბრმავებს და თავის მომაჯადოვებელ სამარადისო ცეცხლში აგდებს, წვავს და მისგან დარჩენილ ნაცარს სულს უბერავს და ნიავივით ფანტავს ჰაერში.
არა, არ შეიძლება... არ შეიძლება... არა ეს არასწორია! ის დამპალი მყრალი ნაგავია, ის არსად უნდა ჩანდეს, ის უნდა იმალებოდეს, სცხვენოდეს... მისი სახე არავინ უნდა ნახოს... მისმა მზერამ არავინ უნდა დააბრმავოს... ის ხმასაც არ უნდა იღებდეს, არც კი უნდა ხედავდეს რამეს და საერთოდაც კი არ უნდა სუნთქავდეს! ის უნდა მოკვდეს...
მას მხოლოდ მიწა უნდა ხვევდეს ხელებს, ეფერებოდეს, შთანთქავდეს , ჭამდეს... დრო უნდა ხრწნიდეს და სულს ცეცხლი უწვავდეს. ის არ უნდა არსებობდეს, ის ტკივილით უნდა კვდებოდეს. მას გამარჯვების უფლება არ აქვს, ის არარაობაა, ის ამებაა, ის ტკივილია, ის სიკვდილის ანგელოზია...

არა არა, არ უნდა შევბრუნებულიყავი. მე ის არ უნდა მენახა, მისთვის ზურგი უნდა მექცია და გამევლო. იმის მიუხედავად რაც გავიგე არ უნდა მიმეშვა გონებამდე და არ უნდა მიმეღო. არც მისი სახელი უნდა გამეგონა, გონება გამომეთიშა და უგრძნობი გავმხდარიყავი. ტიპიური ქვა ადამიანივით უნდა მოვქცეულიყავი ახლა ეს არ დამემართებოდა.
არ გამომივიდა, მისკენ მივბრუნდი და ის დავინახე. არც გრძნობა და არც ემოცია აღარ მაქვს იმდენი რომ რამე გამოვხატო. ვშეშდები და ეს საშინელება განძრევის საშუალებას არ მაძლევს, მაბრმავებს, მაყრუებს, მამუნჯებს. გარე სამყაროს მაშორებს და სადღაც სიბნელეში მტოვებს სადაც მხოლოდ შიში და სიცარიელეა.

***
- ასია! ასია რა გჭირს?! ხმა გამეცი ასია! ხმა ამოიღე! - ყვირის და გოგონას ანჯღრევს. მის მხრებს მჭიდროდ არის ჩაფრენილი და გაგიჟებული სხეულს ურხევს. გოგონა ფეხზე მდგარია გაყინული და ვერაფერს გრძობს, არც არაფერი ესმის და ვერც ვერაფერს ამბობს. სიბნელეს ხედავს, მის ყურთა სმენაში ძლივს-ძლივობით აღწევს ბგერები, თუმცა აბსოლიტურად არ ეხება მის გონებას.

- ასია! - მესმის ხმა, სახეზე მწარე სილას ვგრძნობ და წრაფად ვფიხზლდები. თვალებში ვიხედები და ჰაერს ღრმად ვსუნთქავ. რეალობაში დაბრუნება ძალზედ მეუცხოება. თითქოს სადღაც ასტრალში ვიყავი და ახლა გამომაგდეს. ხელებს სახეზე ვისვამ, თვალებს ვისრეს და ღრმად ვსუნთქავ. ეს რა იყო?
აღშფოთებულ და გაგიჟებულ თემურის ვხედავ ჩემს წინ, ოთახს თვალს ვავლებ და ყველაფერს ახლა ვიაზრებ. საშინელებას ვგრძნობ, გულის ცემა ყურებში ძალზედ ხმა მაღლა და ცხადად მესმის. სხეული მითრთის, რეალობა ჩემთვის საკმაოდ აუტანელია, მახრჩობს.

***
ახლაღა ვიაზრებ რომ მე მარტო არ ვარ და თავის ხელში აყვანა უნდა შევძლო.
ვცდილობ დავმალო ჩემი სახე, ჩემი ემოციებით თავი არ გავყიდო მაგრამ ამისთვის საკმარისი ძალა არ მაქვს. არ ვარ სამსახიობოდ
მზად და ალბათ ტყუილსაც ვერ შევძლებ.

ეს მას არ უნდა გაეგო... ეს საერთოდ არ უნდა მომხდარიყო... ეს ყველაფერს არევს... განწირული ვარ!
თვალებს ვაცეცებ და ვცდილობ აღელვება ჩავიხშო, თუმცა თემური დაჟინებით მაცქერდება და მიჭირს ამ ყველაფრის გაკეთება.
- კარგად ხარ?
- მე... ჰო...
- რა დაგემართა?
- არ ვიცი... არაფერი...
- მოდი დაჯექი, არ ხარ კარგად...
- კარგად ვარ, მართლა...
- მოდი დაჯექი... - მეუბნება და ფრთხილი და ნაზი შეხებით დივანზე მსვამს. - წყალს მოვიტან... - ამბობს და ოთახში მარტოს მტოვებს.
ტელევიზორს გავყურებ და გული გასკდომას მაქვს. ამ ღამის კოშმარს შევყურებ და ზიზღით ვივსები. მინდა ვეცე, მთელ სხეულზე დავუტოვო ნაკაწრები და სისხლისგან დავცალო.
ხელებს მუშტად ვკრავ და გამწარებულ მზერას ვანათებ ეკრანს საიდანაც მამა აბრამის ბატკნიანი სახის გამომეტყველებით იმზირება არამზადა არსება. მისი ხმა იმდენად ჩახრენწილია რომ ვინმე იფიქრებს სტკივაო.
არა, მართალია სტკივა, თანაც ისე მწარედ რომ ვერ წარმოვიდგენთ. ვერც მიზეზს გავიგებთ და ვერც რაიმეს ამოვხსნით მასში. ის იმდენად სხვა სამყარო და ნაძირლობის საბადოა რომ სულ სხვა გრძნობებითაა გაჯერებული. იმდენად ნატურალურს და ცოცხალს ეხება რომ გეგონება ის სწორედ ამას გრძნობს და ამაზე ფიქრობს, სინამდვილეში კი იმაზე მეტს და უმოწყალოს იაზრებს, შემდეგ კი ქმედებებში გადმოაქვს რომ მის სრულიად სხვა და რადიკალურ სახეს აჩენს.
უნდა ეტკინოს, ღირსია და დამსახურებულიც! უნდა იტანჯოს და განიცადოს ტკივილი! უნდა იფიქროს რომ სიცოცხლე ადამიანის ერთადერთი საჩუქარია და არა თამაში. უნდა იგრძნოს რომ ამ საჩუქარს გაფრთხილება და სიყვარული სჭირდება და არა წართმევა და მისი განადგურება. ის ამას უნდა მიხვდეს...

***
თემური ოთახში ბრუნდება წყლის ჭიქით ხელში, მე სახეს ვაწყობ, ნერვიულობას ხორცში ვშთანთქავ და ყველანაირად ვცდილობ დავმალო ის.
- აიღე... - მეუბნება და ჭიქას მაწვდის. ხელი ცოტაოდენი კანკალით მიმაქვს მისკენ და ჭიქას ვართმევ. ჭურჭელს ბოლომდე ვცლი და მაგიდაზე ვდებ.
ოთახში მამაკაცის ჩახრენწილი ხმა ისმის და ორივე გაფაციცებით ვუსმენთ მას.
ვბრაზდები... ძალიან ძალიან ვბრაზდები და ხელებს ნერვიულად ვიკაწრავ ფრჩხილებით. ეს ამდენი სიყალბე და ტყუილი საიდან? როგორ შეუძლია ამ ყველაფრის შემდეგ ჩემზე საუბარი და იმის თქმა რომ ,,თუ მის ხმას ვუსმენ ერთადერთი შანსი მივცე და დავბრუნდე. და თუ კი საერთოდაც გატაცებული ვარ გამოსასყიდის სახით არაფერს დაიშურებს."
სრული ფარსი...

თემური ზის და დუმს. უსმენს მას რომელიც მის საყვარელ ასიაზე საუბრობს. რომლის შეხება და ხმა ენატრება... უნდა დაბრუნდეს და ყველაფერზეა წამსვლელი ამის გამო. განა მიკვირს? რა თქმა უნდა არა!
წავა ყველაფერზე და არაფერს დაიშურებს, მას ხომ საზღვრები არ აქვს?!

***
- ვინ არის?
- ვინ?
- ქმარი?! - ირონიით ამბობს.
- ჰო...
- რატომ არ მითხარი? - დამარცვლით და ცოტა ოდენი გაღიზიანებით ამბობს.
- რა?
- ასია თავს ნუ ისულელებ! შენი აზრით სწორს შვრები?
- მე... არ შემეძლო....
- ახლა შეგიძლია? ოდესმე შეგეძლება? ასეთი რამ როგორ დამიმალე?!
- მე...
- რამდენი დღე გავიდა? არ შეგეძლო მთელი ამ დღეების განმავლობაში რამე გეთქვა? ხვდები მაინც რა სიტუაციში მაგდებ? ხვდები მაინც?!
- გითხარი რომ არაფრის მოყოლა შემიძლია, რა ვქნა? შენ გგონია ჩემთვის ადვილია?! არა არ არის!
- კარგი რაა. ადვილი შეიძლება არ არის მაგრამ უნდა ვიცოდე! მე როცა შენზე ამხელა პასუხისმგებლობას ვიღებ, როცა ამდენს ვაკეთებ უბრალოდ სინდისი მაინც უნდა გქონდეს რომ ელემენტარულ სიტუაციში გამარკვიო!
- არა, არა, არა და არა! ზიზღი მჭამს საკუთარი თავის, არ მინდა ერთადერთი ადამიანი რომელიც გამაჩნია მანაც ასე აღმიქვას და ამის გარდა ეს ჩემი ტკივილია!

- ისიც კავშირშია რამეში?
- არა!
- მართლა?
- ჰო, ის არაფერ შუაშია!
- რატომ აკეთებ ამას? ძალიან მოგწონს?
- თემური! ზედმეტი მოგდის! - ვყვირი და ორივე ვმმჩუმდებით. იმდენად დაძაბული სიტუაციაა ჯერ მასთან არ მქონია. აი მანაც ამოანთხია თავისი. ახლა კი ყველაფერი აირია. მორჩა დამთავრდა...

- მე წავალ. - ვამბობ და ფეხზე ვდგები.
- დაჯექი! სხვათაშორის ჩემზე კიარა შენზეა საუბარი, იქნებ რა ხდება მოუსმინე მაინც. - მეუბნება თავ დახრილი და განრისხებული. - და-ჯე-ქი.
მე თავს გვერდით ვატრიალებ, ვფიქრობ თუმცა მის უარესად გაღიზიანებას ვერიდები და ვჯდები.

***
ვუყურებ ეკრანის მიღმა ადამიანებს და რაღაც საშინელებას ვხედავ. მამაკაცი რომლის სახელიც მძულს ხმა ჩამწყდარი აქვს და ნატანჯი სახით ზის. მისი არსება სრულიად შეცვლილა, გიშრისფერი წვერი მოუშვია გამხდარა თითქოს ნერვიულობამ ,,დაანგრია". თუმცა ეს მას კიდევ უფრო განადგურებულს და მეტად ბუნებრივს აჩენს. საცოდაობაა... ნეტავ რამდენს მოუკვდება გული მის შემხედვარეს.
ამდენი სისულელე საიდან ღმერთო? როგორ ამბობს საერთოდ? როგორ ფიქრობს?!

მთელს გადაცემას ვუყურებთ ჩუმად მყოფნი. გულში და გონებაში უამრავი რამ ირევა. ხელებს ნერვიულად ვიწვალებ და ყოველ ამაო წინადადებაზე ირონიით ვიღიმი.
ძნელი მოსასმენია როცა გარდაცვლილად ან არ არსებულად გთვლიან. შენზე მესამე პირში საუბრობენ შენ კი ამას უსმენ და ვერ აგებინებ რომ ცოცხალი ხარ, არსებობ და მათი ყველა ნასაუბრები ტყუილი ბოდვაა.

***
დრო ზანტად იწელება.
საუბრობენ, საუბრობენ არ იღლებიან... და როგორც იქნა დასასრულს უახლოვდება ეს კოშმარი. სადაცაა გული გამისკდეს, იმდენად მძიმედ და საშინლად ვარ. მინდა ავდგე და გავიქცე, სადღაც მიყრუებულ ოთახში ჩავიკეტო და ბოლომედე დავიცალო ცრემლებისგან. მინდა ვიბღავლო და არაამქვეყნიური ხმა ამოვუშვა ჩემი სხეულიდან. ძალიან მინდა!

- თუ ახლა თქვენი მეუღლე გიყურებთ, რას ეტყოდით მას?
- მას მე ვეტყოდი რომ, მე... ის მიყვარს... რომ მჭირდება და მის გარეშე არარაობა ვარ! ის ჩემთვის ყველაფერია და მან ეს იცის! იცის რომ მის გარეშე ჩემს სიცოცხლეს ფასი არ აქვს!
გეძებ... გეძებ და მოგძებნი! ახლა მხოლოდ ისიც მეყოფა ვიცოდე რომ კარგად ხარ, შემდეგ კი ყველაფერს დავალაგებ და ყველაფერს გავაკეთებ შენს დასაბრუნებლად. გპირდები... მე არაფერს დავიშურებ! - ამბობს ის და ტანში ჟრუანტელი მივლის. უცნაური გრძნობის გაელვებას ვგრძნობ. კადრები წარსულიდან თვალ წინ მიელვებს. ყველაფერს ვხედავ, პირველ რიგში ,,ტკბილ" მოგონებებს, უფრო სწორედ კი მომენტებს ტკბილად რომ ვთვლიდი. ერთად გატარებულ ყოველ წუთს, ბედნიერების ღიმილს, ახალ-ახალ შეგრძნებეს, გრძნობებს. ახალ საწყისს, ახალ სიცოცხლეს, ფიქრებს, აზრებს, ჩვევებს. დაგლეჯილი გულის ნაწილების შეერთებას და ნაკერებით გამთელებას. მაგრამ მალევე ანაცვლებს ამ ყველაფერს სხვა და მტკინვეული კადრები. ტკივილები კვლავ მიახლდება და მეც მათში ვიწვი. ცრემლები ღვარ-ღვარად მომდის და მთელ სახეს მისველებს. ყელში უზარმაზარი ბურთის გაჩხერას ვგრძნობ ამდენს ვეღარ ვუძლებ და სწრაფად ვწყდები ადგილს. ავრბივარ კიბეებზე, შევრბივარ ოთახში, კარს ვაჯახუნებ და საკეტს ვატრიალებ. ოთახში ვიკეტები და ფანჯრის ქვეშ კედელზე მიყრდნობილი ვჯდები. ვქოშინებ, თვალებიდან მდუღარე ცრემლები მომდის, გული ამოვარდნას მაქვს, ყვირილი მინდა ბოლო ხმაზე და იმ სიმწრის გადმონთხევა რომელიც მტანჯავს, მახრჩობს და მკლავს!
მორჩა ეს... ეს ყველაფერი... დაინგრა, განადგურდა! მეზიზღება. საკუთარი არსება, საკუთარი თავი! როგორ?! ახლა როგორ გადავრჩე და გავაგრძელო ცხოვრება?! ახლა როგორ დავხუჭო ამ ყველაფერზე თვალი და როგორ გადავყლაპო ეს?!
ხელებს სახეზე დავატარებ და ფრჩხილებით ნერვიულად ვიკაწრავ სახეს, ტკივილს ვერ ვგრძნობ, პირიქით სიამოვნებას ვღებულობ. მინდა მოვკვდე და სისხლისგან დავიცალო! მინდა ახლა და აქვე სული განვუტევო და დავამთავრო ყველაფერი! დასასრული მინდა!
კბილებს ერთმანეთს სიმწროთ ვაჭერ და ვკანკალებ. ხელებს ვმუშტავ და პირზე ვილაგებ, თვალებს ვხუჭავ და მოგუდულად ვყვირი.
ძალა რომ მეცლება თავს კედელს ვაყრდნობ და მთელი არსებით ვანთხევ მლაშე სითხეს თვალებიდან, რომელიც მტკივა, მეწვის და ასე მგონია მათგან მძიმე და შინდისფერი ძვირფასი სითხე გამოედინება და ძალას მაცლის. ხმამაღლა და მოთქმით ვტირი. მთელ სულს და გულს ვდებ ამ წვეთებში. ვხვდები რომ ამდენი არ შეიძლება და მე ეს უნდა დავამთავრო. რაც კი რამ მიჭერს დედამიწაზე უკუ უნდა ვაგდო და თავის დახსნაზე ვიფიქრო მხოლოდ. არ შეიძლება ამდენი, არ შეიძლება...

***
გვერდით მდგარ ტუმბოზე მოთავსებულ სარკეს ვიღებ. საკუთარ ანარეკლს შევყურებ და ვხვდები როგორ მძულს ეს. კანკალი მიტანს, მთელი სხდული მითრთის ვგრძნობ რომ მე მე აღარ ვარ და არაფერი დარჩა ჩემგან. სიმწრისგან ორივე ხელით მაგრად ვიჭერ სარკეს და იატაკზე მთელი ძალით დანარცხებას ვაპირებ როცა კარს უკან ხმა მესმის.
- გააღე... არ ღირს... - ვჩერდები... ხელები მეყინება და მოქმედება მიწყდება. ვშეშდები და ამ რამდენიმე სიტყვის გაელვებას ვგრძნობ გონებაში. ვითომ არაფერი მაგრამ იმხელა რაღაც გამოიწვია ჩემში რომ ვერ აღვწერ. კარისკენ ვიხედები რომელიც დაკეტილია. თვალების წვას ვგრძნობ და ნელ-ნელა წვეთის გზის გაკვლევას ჩემს სახეზე. თითქოს უბრალო წვეთი, მაგრამ უამრავი რამით გაჟღენთილი.
- გამიღე... გთხოვ ... - ჩამწყდარი და დაბზარული ხმით ამბობს. გული მებზარება, თითქოს ცოტაც და საბოლოოდ გადატყდება, გაიხლიჩება. უამრავ რამეს ვგრძნობ, უამრავ რამეს განვიცდი. თითქოს სამყაროს ვწყდები და ამ ქვეყნიერებას ვცილდები. გული სხვანაირად ფეთქავს და ყოველ მის დარტყმის სხვა და სხვა სიძლიერეს ვიმახსოვრებ, ვგრძნობ. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და აღმართულ ხელს ნელ-ნელა ქვევით ვუშვებ. ახალ ცრემლს ვგრძნობ ჩემს სახეზე ჩამოღვენთილს. ხმა ჩახლეჩილი და აკანკალებული ვამბობ სიტყვას და ტანში ჟრუანტელს ვგრძნობ როცა საკუთარ ხმას ვიგებ და ვერაფრით ვცნობ.
- წადი...
- ას...
- გთხოვ... - ვამბობ და ვჩუმდები. თავს კედელს ვაყრდნობ და ღრმად ვსუნთქავ.
- გააღე რა...
- კი მაგრამ... აზრი?! შენ გააღებდი? - ვდუმვარ. არცერთი ვძრავთ სიტყვას. ერთია რას ვგრძნობ, მეორე რას ვფიქრობ...

წუთებით ვიკარგები დროში... თუმცა უკვე საათებად მეჩვენება.
კარს გავყურებ რომელიც დუმს. სურვილი მიტანს... არ ვიცი რატომ მაგრამ, მინდა საკუთარ თავს დავეხმარო. მინდა უკანასკნელი შანსი მივცე.

ფეხზე ნელ-ნელა ვდგები. თითები სახესთან მიმაქვს და წაბლისფერ თმას ყურზე ვიწევ. მყარად ვდგები და სიჩუმეს ვუსმენ. ვგრძნობ როგორ გადის დრო ჩვენს შორის, მხოლოდ დრო და სიცარიელე. ნელი ნაბიჯებით კართან მივდივარ და ვჩერდები. საკუთარი სუნთქვა მესმის, ვერ ვიაზრებ რას ვშვრები არც ვფიქრობ, უბრალოდ ვმოქმედებ. კარის საკეტს ხელს ნელა ვკიდებ, შენელებული და ძალა გამოცლილი ვაკეთებ ყველაფერს, თითქოს აზრი არცერთ ქმედებას არ აქვს, არცერთ წამს...
სახელურს ნელა ვეჭიდები და ღრმად ვსუნთქავ. თვალებს მაგრად ვხუჭავ და სახელურს უფრო მაგრად ვკიდებ ხელს. ვერაფერს ვგრძნობ, სურვილი მიტანს კარს იქით მდგომს თვალებში ჩავხედო და სხეულზე მივეკრო, მისი სითბო შევიწოვო და ჩემში წვეთ-წვეთად ჩავღვარო... მაგრამ კარს ვაღებ თუარა... ის არ არის... სიცარიელე მხვდება და ვოხრავ. კარში დაჰიპნოზებულივით გამოვდივარ და კიბეს გავყურებ, ვხედავ როგორ გადის სახლიდან და კარის ჯახუნის ხმაც მესმის. ვშეშდები... განა არ ვიცოდი რომ ეს არ მოხდებოდა... რა თქმა უნდა...
თავს ვხრი და კვლავ თვალცრემლიანი ვბრუნდები უკან. კარს ვხურავ და ჩემს სამყაროში ვიკეტები.

***
სახლიდან გადის და სიგარეტის ღერს უკიდებს. ადგილზე გაყინული დგას, ფიქრობს. ფიქრობს, ფიქრობს და იქანცება ამდენი ფიქრით. ამდენი პირობებით, ვალდებულებებით საზღვრებით. დაკარგვით, ტკივილით და უამრავი თავბრუს დამხვევი სისულეებით.
გრძნობს ძარღვებში უცხო და განსხვავებული შხამის ჩაღვრას და სისხლის მოწამვლას. სისხლი კი მთელს სხეულში დაიარება და ამ შხამს მთელ ორგანიზმს სდებს.
იწვის, ტკივა , გრძნობს ახალი ჭრილობების გაჩენას მთელ სხეულსა და გულზე. უნდა გაიქარვოს და ჩაიქროს ეს წვა თუმცა არ იცის სად უნდა იპოვოს მასში გაღვივებული ცეცხლის მაქრობი.
ნაბიჯებს უაზროდ დგამს ერთმანეთის პირისპირ და მიუყვება გზას რომლის გასავლელად სიმამაცე და გამბედაობაა საჭირო. მასში იღვიძებს წარსულის ღრმა გამოძახილი. ის მიუყვება ძველ ტკივილს ახალი ნაბიჯებით, ახალი ჭრილობებით და ახალი განცდებით.
ეზოდან გადის და ბნელ თოვლით მოფენილ გზას მიუყვება, დრო და დრო მოკიდებულ ღერს ნაფაზს არტყავს და შავ კვამლს პირიდან უშვებს.

ძველი ცხოვრება მის წინ ცოცხლდება, ძველი ბედნიერება, ძველი სიყვარული, ძველი ღიმილი...
სიცილის ხმა, სიგიჟე, თოვლი, მხიარულება და სიყვარული... გრძნობა რომელიც მისთვის ღიმილს და ბედნიერებას ნიშნავდა, რომლის გულისთვის ყველაფერს დათმობდა და გასწირავდა თუმცა ბედმა ყველაფერი არია.
ახლა ყველაფერი შეიცვალა, განადგურდა და ახალი აღმოცენდა, ახალი ფიქრებით, განცდებით, გრძნობებით... მასში სხვა წარმოიშვა და იმის მიუხედავად რომ ეს წლების წინ შეუძლებლად ეჩვენა ახლა მასში სხვა აღმოცენდა, მაგრამ ძველისგან განსხვავებული, უფრო მძიმე, მტკინვეული და მტანჯველი.
ახლა ის არც ბედნიერებასთან მიდის და არც უბედურებასთან, ის ახლა თავის წარსულის დედოფალთან მიდის რომელიც თავის სასახლეში ასვენია და მიწის სიცივეს დარაჯობს.

სადღაც თოვლით მოფენილ, უხეშად გამოფიტულ ტყეში შედის საიდანაც მოკლე გზას მიუყვება და დაბალ ჭიშკართან ჩერდება.
გული მძიმედ უცემს, მისი ფილტვები გამუდმებით ივსება და ცარიელდება სუფთა და გათოშილი ჰაერისგან. ყველაფერი უკანკალებს, არ ელოდა თუ შეძლებდა ის ამას, არ ელოდა თუ მასში იმხელა გადატრიალება მოხდებოდა რომ ის საკუთარ შიშებს და ტკივილებს გადააბიჯებდა და აქამდე მოვიდოდა.
რამდენი ხანია რაც აქ არ მოსულა, რამდენი ხანი არ ემორჩილებოდნენ ნაბიჯები აქამდე მოსაღწევად, ახლა კი შეძლო.

კარი გააღო და ბნელ სიცივეში შევიდა. შემზარავი და შემაძრწუნებელი სურათის დანახვისას მძიმედ დაითრგუნა, მაშინვე იგრძნო რაღაც მისტიური, მძიმე და გაუსაძლისი. ჰაერსაც კი სხვა სუნი ჰქონდა, თითქოს ფიფქებიც სხვანაირად თოვდნენ. მასში ჩაბუდებულმა ტკივილებმა თვალები გაახილეს და გაცოცხლება დაიწყეს.
საფლავის ქვებმა თვალზე ცრემლი მოჰგვარეს, სულში წვა და სინანულის გრძნობა იგრძნო. ნელი
ნაბიჯით დაიძრა ერთ-ერთი წარწერებიანი მარმარილოსკენ რომელიც მოშორებით და განსაკუთრებულ ადგილას იმყოფებოდა. მიუახლოვდა დიდი სიმძიმილით და როცა ქვაზე მიხატული ნაცნობი გოგონა დაინახა უძლურად დაეცა მუხლებზე. ხელები სველ მიწაზე დაალაგა და საფლავის მიწა მუჭში მოიქცია. ცრემლებმაც იმძლავრეს მასში და პატარა ბავშვივით აატირეს.
- სესი... - წარმოთქვა ხმა ათრთოლებულმა და მთელი ტკივილი ჩაატანა ამ სიტყვას.
- სესიი... - ცრემლებმა და ტკივილმა მასში იმატა და მეტად გულის შემაკუმშველად წარმოთქვა ყველა დანარჩენი
- მაპატიე... სესი... - თვალებ დახუჭულმა და თავდახრილმა წარმოთქვა. ყელში მწარე და ვეებერთელა ნერწყვი გაეჩხირა. სიმძიმე იგრძნო და ძლივს ძლივობით გააგრძელა სინანულის ბოდვა.- მაპატიე... გთხოვ...
დაგტოვე... მაპატიე... - ხელი ქალის სახისკენ წაიღო და ცივ მარმარილოზე გამოსახული ნახატი ხელით გადაწმინდა. კვლავ თავი დახარა და ტუჩებიდან უნებლიედ სინანულის სიტყვები წარმოთქვა.
- მე ხომ იცი... მე ისევ მიყვარხარ...მაპატიე... - გული შეეკუმშა და საშინლად ასტკივდა როცა მომღიმარი გოგონას სახე მკაფიოდ აღიქვა.
თვალებიდან მომავალმა ცრემლებმა არეალი გაზარდეს და მთელ სახეს მოედნენ. ყოველი კუთხე მლაშე სითხის ფენამ დაფარა და ყველა მოგონებამ მლაშე სითხის წვეთები წარმოქმნა.

***
წუთებმა ფეხი მოიკიდეს და ფესვები გაიდგეს დროში. თითქოს იწელებოდნენ არადა სწრაფად მიჰქროდნენ საათები. როცა ყველანაირი გულის ნადენი აღმოფხვრა ისე დაიწყო მასთან საუბარი თითქოს ცოცხალი ყოფილიყოს და გულის ყურით უსმენდეს მის ნაამბობს.
ალბათ ისმენს კიდეც, რადგან დუმს. დუმს და არ უშლის ხელს მოყოლაში. ვინ იცის, იქნებ მის გვერდით ზის კიდეც და მის ხელებს თანამგრძნობლად ეფერება. იქნებ ძალას აძლევს და შიშს ავიწყებს რომელსაც მის ირგვლივ მყოფი გარემო წარმოშობს თავისი სიბნელით და წარწერიანი ქვებით.
თუმცა მასში ალკოჰოლი იმდენად იმღვრევა და აღარც კი აინტერესებს დამთრგუნველი გარემო და ცივი საფლავები, რომ საუბრობს და უბრალოდ იცლება.
- შენ წახვედი... არ ვიცოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ... თუ სიცოცხლეს გავაგრძელებდი და მითუმეტეს თუ ისევ ვიგრძნობდი რამეს, თუ ისევ შევძლებდი ღამეების გათენებას ვიღაცის ღიმილის გამო...
იცი... გგავს. შენ გგავს, მე მასში ვხედავ შენს ღიმილს და ბედნიერებას როცა ტირის, როცა გლოვობს, როცა სტკივა... შევიშალე? არა. მე არ შევშლილვარ, ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო და არის კიდეც. მე ის მიყვარს... მე ის პატარა გოგო, როგორღაც... არ ვიცი... თავადაც ვერ ვხვდები როგორ ან როდის. ყოველ დღე ვიღვიძებ მასთან ერთად, ყოველ დღე ვხედავ ჩემს გვერდით, ყოველ დღე ვგრძნობ და ვხვდები რომ... არ ვიცი... არ მჯერა თავადაც კი... როგორ? როდის? რანაირად? მე ხომ მხოლოდ შენ მიყვარდი?! ის როგორ შემოიჭრა აქ... ჩემში... ვერ ვხვდები ეს როგორ მოახერხა ასეთ მცირე დროში ასეთ ვითარებაში...
იცი... შენც მოგეწონებოდა. ვიცი რომ ბედნიერი ხარ, ვიცი გიხარია ყოველივე ეს მაგრამ... არასწორია...
იცი... ის სხვას ეკუთვნის, თურმე. სხვას რომელიც მზადაა მთებიც კი გადადგას, ოღონდ იპოვოს.
მე? მე რისი გაკეთება შემიძლია? ჩავდგე შუაში? ჩავდგე იმ პირადში როგორც გამყოფი ან საზღვარი თუნდაც! რა გავაკეთო? ეგოიზმით დავიბრმავო თვალები? თუ ბედნიერების უფლება და საშუალება მივცე?
თუმცა საერთოდ მე რას ვწყვეტ?! მეც რომ საღ ჭკუაზე ვარ რა.... - მწარე ირონიით ამბობს და სიგარეტს უკიდებს. ესაუბრება თითქოს ცოცხალ მეგობარს და არა გარდაცვლილ მეუღლეს. ესაუბრება და გრძნობს მისგან პასუხებს. იცის ის რომ ცოცხალი იყოს რასაც ეტყოდა და გონებაში ყოველ მისგან უთქმელ წინადადებას გამოსახავს.

საუბრობს... საუბრობს რადგან განიცდის და ამის დაგუბება აღარ შეუძლია. უნდა რომ გადმოანთხიოს თუნდაც წასულთან და არ არსებულთან.
თუნდაც გამქრალთან, გარდაცვლილთან და უსულო მარმარილოს ქვასთან.
იმდენად მძიმე და აუტანელია მის ირგვლივ შემოკრული სამყარო რომ სურს თავი დააღწიოს და აღმოფხვრას მასში ჩამღვრეული კოშმარი.
გული სტკივა. ძალიან სტკივა...
ნანობს და არ ემეტება ეს ყველაფერი სინანულისთვის.
- ნეტავ ყველაფერი სხვა გვარად ყოფილიყო, ნეტავ სულ არ მომხდარიყო ეს ყველაფერი და ჩვენც ისე შეგვეძლოს ღიმილის, სითბოს, და ძალის განაწილება როგორც სხვებს... - ხშირად უტრიალებს ეს ფრაზა თავში, ახლა კი წარმოთქვა კიდეც. უამრავმა ფიქრმა მოიცვა, უამმრავმა ცუდმა და გაუგებარმა აზრმა დაიბუდა მასში. საბოლოოდ კი ფიქრების სიღრმეში შესცურა და იქ დარჩა გათენებამდე.

***
თენდება და იატაკზე მჯდომს, მუხლებში თავ ჩარგულს მეღვიძება. თვალებს ვახელ თუარა ვგრძნობ სიმძიმეს. ყველაფერი მტკივა, განძრევა მიჭირს. თავს ძალას ვატან და ძლივს ძლივობით ვცდილობ ავდგე. იატაკისა და გვერდით მდგარ ტუმბოს დახმარებით როგორღაც ვდგები. კუნთების და კისრის ტკივილს ვგრძნობ, თავბრუ მესხმის. ფანჯრის რაფას ხელს ვკიდებ და თავს ვიმაგრებ. ფანჯარაში ვიყურები და ვხედავ ცას, არაფრის მომცემს ნაღველის გარდა. არც თოვს, უბრალოდ იღუშება.
გუშინდელი ღამე მახსენდება და ნერვიულობა მიტანს. ყელში სიმძიმის გაჩხერას ვგრძნობ. ვხვდები რომ დღეს ყველაფერი სრულდება და მე აქედან როგორც უჩინმაჩინი, უნდა გავქრე.

გაქცევა.... ისევ და ისევ. გაჩერება მინდა, დავიღალე... მენანება ეს ყველაფერი ცუდი დასასრულისთვის, თუმცა ჩემი ბედი უკვე ხომ გადაწყვეტილია... ავიღე ჩარჩოები რომელშიც თავად ჩავეკვეხე და ახლა ამის დარღვევა არ შემიძლია.
წლის საუკეთესო მაზოხისტი ხარ ასია!


სარკესთან მივდივარ და საკუთარ თავს შევყურებ, ვხედავ არარაობას და მზერას ვარიდებ, რადგან გულის ამრევად მეჩვენება მისი ყოველი ნაკვთი.
ირგვლივ ვიყურები და ჩემს ნივთებს ვიკრებ, ჩემს ჩანთასთან მივდივარ და ყველაფერს შიგნით ვჩურთავ. შემდეგ აბაზანაში შევდივარ და ვწესრიგდები.

ოთახიდან გამოვდივარ ჩანთით ხელში და სიფრთხილით ვიყურები ირგვლივ. არ ვიცი სად არის და იმედი მაქვს არსად არ გადამეყრება.
ვნერვიულობ, ვფორიაქობ...
- საიდან ამდენი სიმამაცე? წახვალ არა?!
- წავალ! - ჩემში ორი პიროვნება იბრძვის, სინამდვილეში კი გაურკვევლობაა. გონებას ვაჯერებ რომ აქედან უნდა გავღწიო და ვაიძულებ სხვა არაფერს მოუსმინოს რადგან კვლავ ყველაფერს ჩავაფლავებ როგორც ყოველთვის.
კიბეებზე ნელა ჩავდივარ და ირგვლივ გაფაციცებით ვიყურები, ბუბუსას ვხედავ რომელიც მისაღებში წევს და ჩემს დანახვაზე კუდის ქიცინს იწყებს.
- ჩშშ... - ტუჩებზე საჩვენებელ თითს ვიდებ და ვანიშნებ ჩუმად იყავითქო. ის ჩერდება მიჯერებს. კართან მივდივარ და ვყოყმანობ. ვერ ვიაზრებ რას ვაკეთებ, მაგრამ ვიცი რომ უნდა გავაკეთო. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ჩემს გონებაში განვლილი დღეები ცდილობენ ამოტივტივებას და ჩემს შეკავებას. მიძნელდება გარეთ გასვლა და ამ ყველაფრის ასე დატოვება. ხელები მიკანკალებს, ნაბიჯის გადადგმაც მიჭირს.
- უბრალოდ გაააკეთე ეს და დაამთავრე ყველაფერი! - გონებაში მკაფიოდ მესმის და მეც სახელურს ვეჭიდები როცა კარი თავისით იღება და ვშეშდები. კარში ნაცნობი მამაკაცი შემოდის მე კი ვმუნჯდები და ვიბნევი.

- ასია?! სად მიდიხარ? - მეკითხება ჩემი დანახვით განცვიფრებული თემური. ვიბნევი და დაუფიქრებლად ვიწყებ ბჟუტურს.
- ისა... და შენ სად იყავი?
- გარეთ ვიყავი, რა მოხდა?
- მე... შენს მოსაძებნად მოვდიოდი... დიდ ხანს არ გამოჩნდი...
- ჩემს მოსაძებნად?
-ჰო...
- ეს წუთია რაც გავედი...
- მართლა?
- ჰო, რა გჭირს?
- აა არაფერი...
- აჰ არაფერიი?!
- ვერ გავიგე?!
- არ გამაცინო... ღამის მერე სახლში ახლა დავბრუნდი.
- მერე?
- რა მერე? სად მიდიოდითქო?
- არსად...
- ჰო არა? კარგი და ჩანთა რად გინდოდა? გამოწყობილხარ თურმე, ჩაგიცვამს კიდეც.
- თემო!
- მომისმინე ვერასადაც ვერ წახვალ, აქ იქნები მანამდე სანამ მე არ გაგიშვებ.
- ზედმეტი მოგდის! მე საკუთარი თავიც მყავს და არ მჭირდება სხვისი მფარველობა და უაზრო ტექსტები.
- ჰო არა? დაწყნარდი და იყავი იქ სადაც ხარ. მე მივდივარ და იცოდე ხვალ დავილაპარაკებთ ამაზე!
- მაგრამ...
- არაფერი არ მითხრა, ხვალ ვისაუბრებთ. - მებნება და კარს იქვე დაკიდებული გასაღებით კეტავს და გვერდს სწრაფად მივლის. ვშეშდები არ ველოდი ამას. ეს რა სიმტკიცეა? ეს რა დამოკიდებულებაა? ნერვები მეშლება როგორ არ შევეწინააღმდეგო?!
- სად მიდიხარ?
- ქალაქში... რამე ხოარ გინდა?- კიბეებზე ადის და ისე მეძახის.
- არა... გმადლობ!- ჩუმად ვჩურჩულებ გამწარებული და მინდა კატასავით მივახრჩო კედელზე. არ აქვს უფლება ასე მომექცეს, მე არავის სათამაშო არ ვარ! მისი ასეთი დაუზუსტებელი ხასიათი მკლავს და მაღიზიანებს. კართან მივდივარ და სახელურს ვეჭიდები. ჯაჯგურს ვიწყებ, იქნებ გაიღოს მაგრამ უშედეგოდ... ცოტა ხანში კიბეზე ჩამოდის და ქურთუკს იცვამს, ჩემკენ ბრუნდება და უემოციოდ მიყურებს.
- რა მოხდა?
- რა მოხდა?! შენ რა ჩემს ჩაკეტვას აპირებ?
- დიახ.
- ნუ სულელობ მომეცი გასაღები.
- კიდევ რამე ხოარ გინდა?
- რა წესია, რას აკეთებ? ნორმალური ხაარ?!
- კი! აქ დარჩები და ფეხს არ გაადგამ გარეთ. ამას შენთვითონაც უნდა ხვდებოდე.
- ვერ ვხვდები! - ვამბობ და ვგრძნობ როგორ მახრჩობს რაღაც. თავის მოთოკვას ვცდილობ და დამშვიდებული ვეუბნები - გასაღები მომეცი...
- რა თქმა უნდა! ახლავე.
- თემურ!
- ასია წადი და დამანებე თავი.
- თემურ!
- ასია... - ამბობს დანებებით და თავს ხრის. ხელი ყელთან მიაქვს და ყელში წაჭერილ ზედა ტანს იქაჩავს. ვშეშდები ვფიქრობ რომ ცუდათაა და ვუახლოვდები.
- თემო... კარგად ხარ?
- წყალი მომიტანე რა... - მეუბნება ჩამწყდარი ხმით და მეც სმზარეულოში გავრბივარ. ნერვიულობა მაბნევს, ყველაფერი მერევა თავში და რას აღარ ვედები. ბოლოს კი როგორც იქნა ხელის კანკალით ვიღებ ჭიქას და წყლის ავსებას ვიწყებ. ვნერვიულობ და ვფიქრობ რომ რაც შეიძლბა დავაჩქარო და ჭიქას ნახევრამდე ავსებასაც არ ვაცდი, რომ ოთახიდან გამოვრბივარ და კარის ჯახუნის ხმა მესმის. ვშეშდები, ეს რა ტყუილი იყო?
- ჯანდაბა! - ვყვირი და წყლით სავსე ჭიქას იატაკზე ვანარცხებ, ნამსხვრევების ხმა საზარლად ისმის და მეტ სიბრაზეს მგვრის. კარს ვეცემი და გამწარებული ვურტყავ ხელებს. ვყვირი გაცოფებული და მუშტებს ვუშენ კარს.
- გაააღეე!! რას აკეთებ?! - გასაღების ხმა მესმის გარედან. სასოწარკვეთილი ვარ, არ ვიცი რა გავაკეთო. იმდენად მახრჩობს ბრაზი მზად ვარ ამის გამო დაუფიქრებლად მოვკლა კარს იქით მდგომი.
- გააღე! გესმის?! გაააღეე!
- სხვა გზა არ მაქვს...
- გააღე, აქ არ ჩამკეტოოო!
- ასია დაწყნარდი!
- აქ არ ჩამკეტო მეთქი!
- მოშორდი კარს!
- მაინც გავალ, იცოდე ფანჯრებს ჩავლეწავ და გავალ!
- ასია!
- გააააღეე!!! იცოდე არ გაპატიებ! ამას არასდორს გაპატიებ!
- სხვა გზა არ დამიტოვე... ფიზიკურად არ მაქვს სხვა გზა. უნდა გაჩერდე, იყავი აქ ცოტახნით და დამელოდე...
- მეზიზღები!!!- ვამბობ და ტირილი მიტყდება.
- მაპატიე...- ამბობს და კარს ცილდება. დამწუხრებული და დაღონებული, თუმცა მაინც მტკიცედ ასრულებს ჩანაფიქრს. ეზოს უკანა მხარეს გადის და პატარა, ძველ ფარეხში შედის. კარს აღებს და არც თუ ისე ახალ მანქანას შეჰყურებს.
ახლოს მიდის და იქვე დაგდებული ნაჭრით საქარე მინას წმინდავს. კარს აღებს და მანქანაში ჯდება.
რამდენჯერმე ატრიალებს გასაღებს და რამოდენიმე მცდელობის შემდეგ ქოქავს მანქანს და ადგილიდან წყდება.

***
გზა გრძელია. ამინდი საშინლად ხელის შემშლელი. ტემპერატურა ძალზედ დაბალი და თვალთა ხედვაც ჭირს.
გულში სიმძიმეს გრძნობს, ფორიაქს, დარდს, ტკივილს... რამდენჯერ იფიქრა მოებრუნებინა მანქანა და უკან დაბრუნებულიყო, მასთან... თუმცა არც ერთხელ უცდია ამის გაკეთება.
ახლა იცის რომ რაღაცას ეჭიდება, არ იცის რას, სწორს თუ არასწორს მაგრამ რაღაცას მაინც.
მთელი ეს დრო ითმინა, ახლა კი იგრძნო რომ მეტი ძალა აღარ ქონდა ამის ასატანდ და პირველი ნაბიჯი გადადგა ამ გაურკვევლობიდან გამოსასვლელად.
ფიქრობს რომ ეს ისაა რაც უნდა გააკეთოს, ის რამაც უნდა დაანგრიოს მათ შორის აღმართული კედელი. კედელი რომელსაც საიდუმლოებები ჰქვია.
არ იცის რა დახვდება ამ კედლის უკან, ეშინია. ძალიან ეშინია ამის... შეიძლება ისეთი რამ დახვდეს რომ კედელთან ერთად ყველაფერი დაანგრიოს და აღარაფერი დარჩეს. თუმცა მაინც ურჩევნია მწარე რეალობა დაინახოს ვიდრე ტკბილი ტყუილებით დაიბრმავოს თავი.

***
კარზე მიყრდნობილი ვზივარ იატაკზე და თავი ხელებში მაქვს ჩარგული. არ ვიცი რა გავაკეთო და რა მოვიმოქმედო. ძალიან დაღლილი ვარ. ყველანაირი ძალისგან გამოცლილი. უკვე იმდენი რამის გადატანა მომიწია რომ მართლა აღარ შემიძლია ფეხზე დგომა, ვფიქრობ დაცემა მჭირდება რადგან დავისვენო.
ეგოიზმი?
ალბათ...
თუმცაღა ვისზე უნდა ვიფიქრო უკვე... ყველაფერი ზედმეტად ბნელია, აღარ მჯერა გაგრძელების და მითუმეტეს მომავლის.
უკანასკნელი იმედებიც კი მოკვდა. ვგრძნობ რომ მართლა მოკვდა და დამთავრდა.
რაზეც შემეძლო მეფიქრა და გული გადამეყოლებინა, გაუფერულდა... ახლა აღარც ის ნიშნავს ჩემთვის რამეს, ალბათ.

უკვე რომ ვეღარც ვტირი... ცრემლი დამიშრა. მხოლოდ თვალები მიშავდება და გული ტკივილისგან მეწურება. ჩემს ირგვლივ მოქცეული სამყარო მფიტავს.
ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა ერთისა...
თუ როგორ დავწერო გამოსამშვიდობებელი წერილი. ჰო... სულ მინდოდა წერილი დამეწერა და ახლა ვფიქრობ დრო მოვიდა.
ნეტავ რამდენი ფურცელი დამჭირდება, ალბათ ბევრი... ან რას დავწერ მასში? ჩემს სისულელეებს რომლებსაც არც კი ვიცი კავშირი აქვს თუ არა რამე, ყველაფერ ამასთან?
რას დავწერ? დავწერ რომ ვიტანჯე და ამით თავი დავაღწიე ამ დამპალ სამყაროს?
ან იქნებ... სულაც არაა საჭირო სიტყვები. რა საჭიროა ახსნა... უბრალოდ დუმილით მიდი დანასთან და ვენაზე გაასერნიე მისი ბასრი პირი...
ეს ხომ მაინც შეგიძლია? გაგიკეთებია კიდეც...
ახლა რა გაკავებს?
კარგი რა, კარგი! არ გინდა, ნუ ფიქრობ! ისევ გეტკინება. დარჩები და არაფერი შეიცვლება გესმის?! არაფერი... პირიქით.
მაგრამ...
თუმცა რა მაგრამ... შენ შენ ხარ სხვა სხვა არის. შენ არ უნდა იფიქრო სხვაზე, არსებულზე თუ არ არსებულზე. შენ თავს უნდა უშველო...
ღმერთო ჩემო! რა მოხდა? კარგი რაა... რამდენჯერ გაგიკეთებია? რამდენჯერ ჩაგიხედავს სიკვდილისთვის თვალებში? მაშინ გადარჩი და ახლა ეს აღარ მოხდება. გზა ხსნილია... უშველე თავს...

***
საათები გავიდა. სიმშვიდით გაჯერებული მთებიდან, გაგუდულ და ოხშივარ ადნილ ქალაქში შემოვიდა.
შემოსვლის თანავე იგრძნო სიმძიმე, აუტანელი ჰაერი, აუტანელად გადაჭედილი ქალაქი და საშინელი ქალაქური ქაოსი რომელსაც უკვე გადაეჩვია.

დანიშნულების ადგილას ჩავიდა და მშვიდ ადგილას გააჩერა მანქანა.
ჯიბიდან ამოაცურა ფურცელი რომელზეც პოლიციელის მიერ მიცემული ნომერი ეწერა.
ტელეფონი ამოიღო და კონტაქტებში ნაცნობი პოლიციელის ნომერი აკრიფა.
ზარის გასვლას დაელოდა და აიღო თუარა მაშინვე გაისმა ნაცნობი მეგობრის ხმა.
- თემური?
- ჰო ლევან მე ვარ.
- რა მოხდა? როგორ ხარ? რამდენი ხანია არ შეგვხმიანებიხარ...
- ჰოო.... მერე მოგიყვები ახლა დახმარება მჭირდება შენი.
- გისმენ, რაზეა საუბარი.
- მოკლედ, ინფორმაცია მინდა ერთ ნომერთან დაკავშირებით.
- კარგი, მითხარი და რა პრობლემაა.
- ახლავე. - ფურცელს დახედა და ნომერი უკარნახა როცა მეგობრის გაოცებული ხმა შემოესმა.
- მოიცა მოიცა... მაგას რა მოძებნა უნდა, მე გეტყვი ვინცაა.
- ვინ? იცნობ?
- დავით მაჩაბელი, ჩვენი უფროსია. გამომძიებელი, კომისარი... რავიცი ყველაფერი ეგაა.
- რა?
- როგორ არ იცი, მამამისს და მთელ ოჯახს ფესვები აქვთ გადგმული და დინასტიურ სამართალს ეწევიან.
- მართლა?
- ჰო, აი ახლა ცოლი რომ დაკარგა და გიჟივით რომ ეძებს ეგაა. ეგ ისეთი არამზადაა მკვდარსაც კი ამოთხრის და თავიდან მოკლავს. მაგის ოჯახი კიდე ვაფშე რავიცი რაა... რა უნდათ მაგათ სამართალთან.
- მართლა?! კარგი, მადლობა დიდი და შეგეხმიანები კიდე.
- კარგი... - გათიშა ტელეფონი და სიმწრით ამოიოხრა. მეტად დაიძაბა და უარეს გაურკვევლობაში ჩავარდა. იმდენად საშინელმა აზრებმა მოიცვა რომ ლამის გაგიჟდა.
იმდენად ამოუვიდა ყველაფერი ყელში რომ მეტის გაძლება ვეღარ შეძლო და სწრაფად აკრიფა ფურცელზე დაწერელი ნომერი, თუმცა ზარის გაშვების დრო რომ მოვიდა შეყოვნდა.
რამდენიმე წამს დაფიქრდა, გული საშინელმა ღელვამ მოიცვა. ხელები აუკანკალდა და ხმაც ჩაეხლიჩა. ნერვიულობა, ღელვა და შფოთი მის ორგანიზმს წამში მოედო.
ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ნომერზე დარეკა.
გულმა გამალებით დაუწყო ძგერა, სწორი-არასწორი ერთმანეთში აეზილა და ქაოსი წარმოქმნა. წამით იფიქრა გავთიშავო და როცა ტელეფონი ყურს დააშორა მაშინვე გაისმა მამაკაცის ხმაც.
- გისმენთ. - გაისმა ხმა და თემურმა თვალები აატრიალა. ზანტად მიიტანა ყურთან ტელეფონი და დაბნეულად დაიწყო საუბარი.
- გამარჯობათ...
- ვინ ბრძანდებით?

- მე საუბარი მინდა თქვენთან რაღაც საკითზე, თუ შეიძლება რომ შეგხვდეთ... მნიშვნელოვანია.
- რაზე საუბრობ?
- ტელეფონში სასუბრო თემა არ არის, თუ ის ხართ ვინც მართლა მგონიხართ, მაშინ ეს თემა მართლაც დაგაინტერესებთ.
- სად ხართ? ახლავე გამოვალ.
- მისამართს მოგწერთ... თქვენი
ნომერი პოლიციელმა დამიტოვა დიდი ხნის წინ.
- მოვდივარ. - თქვა და გაუთიშა. თემურმა შეხვედრა ერთ-ერთ კაფეში დაუთქვა. მანქანა დაქოქა და მალევე მივიდა დანიშნულების ადგილთან.

შენობაში შევიდა, თბილ და მყუდრო კაფეში. ერთ-ერთ მშვიდად სასაუბრო ადგილას დაიკავა ადგილი და ერთი ჭიქა ვისკი შეუკვეთა.
ყველანაირად ცდილობდა ღელვა არ შეტყობოდა და მოსაუბრის მოსვლამდე ყველანაირად დალაგებულიყო.

ლოდინის წუთები საათებად იწელებოდნენ. აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა ლოდინის პროცესში.
ქურთუკის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა და ერთი ღერი ამოიღო. ტუჩებს შორის მოიქცია, სანთებელით მოუკიდა და შავი კვამლი გააბოლა.
ირგვლივ მიმოიხედა, ხალხი ნორმალური რაოდენობით იყო. ძალიან ნაზად და ფაქიზად ისმოდა კლასიკური მუსიკის ჰანგები და მოგუდული ხალხის ხმაც. თუმცა მაინც მყუდრო და მშვიდი ადგილი იყო, თითქოს სპეციალურად შერჩეული მისი ბუნებისთვის.
თვითონ ეს ადგლი კლასიკური სტილის , საინტერესო და ლამაზი დეკორაციებით მოწყობილი იყო.
მისი სავარძლიდან კარგად სჩანდა გამჭირვალე შემოსასვლელი კარი და წარამარა მას შეჰყურებდა.

მიმტანმა შეკვეთა მოუტანა და წამით მოადუნა ყურადღება. მშვიდად გადაუხადა მადლობა და მიმიტანიც ღიმილით გასცილდა.
უცბად დაინახა თუ როგორ შემოვარდა მანქანა და პირდაპირ კართან გაჩერდა. მანქანიდან მთელი სისწრაფით გადმოვიდა და კარი შემოგლიჯა ახალგაზრდა შავებში გამოწყობილმა მამაკაცმა. ირგვლივ ყველაფერს თვალი მოავლო და როგორც კი თემური დაინახა მისკენ გაემართა.

თემურმა იცნო თუარა კვლავ შავებში შემოსილი მამაკაცი, ფეხზე წამოდგა და თავაზინად მიესალმა
ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად თუმცა მამკაცმა არც კი იკადრა და პირდაპირ მის წინ დაიკავა ადგილი. თემურიც დაჯდა.
მამაკაცს შეავლო თვალი, მის ბნელ თვალებს, გიშრისფერ ოდნავ გრძელ თმას და ამავე ფერის გაუპარსავ წვერს. თითქოს სარკეში არც ჩაუხედავსო, დანაკლისი და ტკივილი სახეზე და მისსავე მდგომარეობაზე აირეკლებოდა.

მამაკაცი მოუთმენელია, თითქოს ფორიაქობს და ნერვებს ყავთ ატანილი. გლოვისფერი სამოსი კი ამ ყველაფერს უფრო ამძაფრებს. მათ ასაკში არც თუ ისე დიდი სხვაობაა, თუმცა ეტყობა რომ ახალგაზრდა მამაკაცს უკვე სახეზე ასაკთან შეუსაბამო ნაღველი დაკნობია.

- გისმენ.
- თემურ ოქრუაშვილი.
- დათო...
- რაღაც უნდა გკითხოთ.
- აქ კითხვების დასასმელად მომიყვანე?
- არა მარტო...
- პირდაპირ გადადი საქმეზე.
- მაგრამ...
-ისე სხვათაშორის წესით კითხვებს მე უნდა ვსვამდე.
- ასია იოსელიანი თქვენი ვინ არის?
- ჩემი ცოლია.
- რამდენი ხანია რაც დაქორწინდით?
- წელიწადზე მეტია!
- როგორ გაუჩინარდა?
- პირდაპირ მითხარი რა გინდა რა!
- ჯერ მე ვსაუბრობ.
- მიპასუხე და მერე მოგისენ. ტყუილა ჯდომას და უაზრო რაღაცეებზე დროის დაკარგავას არ ვაპირებ!
- ასია ცოცხალია... და საღსალამათი. ახლა კი ჩემს კითხვებზე პასუხს ვითხოვ.
- რაა? - დაუფიქრებლად წამოიყვირა და გაშეშდა. დაფიქრდა თუმცა ეს ფიქრები მალევე დაივიწყა და თავის ირონიას და უნდობლობას დაუბრუნდა.
- ჰო...
- არაა... არ მჯერა... ფულის დაცინცვლა გინდა.
- რა?!
- დღემდე იცი რამდენი ადამიანი შემეხმიანა ვიცი სადაცაა და როგორცააო, იცი?!
- მე არ ვიტყუები! არც არავის ფული მჭირდება და არც მსგავსი არაფერი! ვიცნობ მას, ხშირად ვხედავ და კითხვები არ მასვენებს. არც ის მინდა ვინმეს მკვდარი ეგონოს, მითუმეტეს როცა უყვარს!
- იცნობ? ამას მართლა მეუბნები?
- თუ არ გჯერა შენი საქმეა, მე ჩემს კითხვებზე მინდა პასუხი.

დავითს გაუკვერვლობამ თვალები დაუბინდა, ერთ წამს დაფიქრდა შემდეგ კი სახეზე თითქოს ბედნიერების თხელი ფენა დაეფინა და დაიმედებული მზერით ახედა მასზე რამდენიმე წლით უფროს მამაკაცს.
- მითხარი რა იცი მასზე?
- მე ის ვნახე.
- სად? მითხარი სად?
- თუ ჯერ კითხვებზე პასუხს ვერ მივიღებ, არაფერს გეტყვი.
- არ ვიცი, არ ვიცი მე თვითონაც შენ რა უნდა გითხრა? ღვთის გულისთვის მითხარი რაც იცი მასზე.
- ვიცი მისი ადგილ სამყოფელი და მდგომარეობა. თუ გაინტერესებს კარგადაა...
- არა, ის კარგად არაა... ვიცი ის ცუდათაა, ის უნდა ვნახო!
- მას ყველაფერი რიგზე აქვს.
- არ აქვს! შენ არ იცნობ მას, მე კი ვიცნობ! ვიცი რომ ის ცუდადაა.
- ნუ გგონია...
- მითხარი სადაა, უნდა ვნახომეთქი! მნიშვნელოვანია.
- არაფრის გულისთვის!
- შენ... მე იცი ვინ ვარ? სანამ გთხოვ შეირგე!
- ვიცი ვინც ხარ... მამაშენს უჭირავს არა ხელში მთელი სამართალი? მთელი ოჯახით ფესვები გაქვთ გამდგარი არა? ვიცი... ნუ ღელავთ!
- მომისმინე! მეტყვი თუ არა?!
- არა... სანამ არ მიპასუხებ.
- რა შენი საქმეა? რატომ ერევი სხვების ცხოვრებაში? ან ახლა რატომ მაყოვნებ? მითხარი და დამთავრდება ყველაფერი!
- მომიყევი მასზე რამე...
- რაარის მოსაყოლი? რა გაინტერესებს? რატომ ხარ ასე ჩაძიებული?
- თუ მეტყვი, მაშინ მეც გეტყვი, თუარადა ჩემგანაც იმავეს მიიღებ რასაც თავად გააკეთებ.
- არაფრის თქმას არ ვაპირებ!
- ნახვიმდის! - ფეხზე სწრაფად წამოდგა, საფულიდან კუპიურა ამოიღო და მაგიდაზე დაანარცხა. თავად კი სწრაფი ნაბიჯით გამოვარდა და გაშორდა იქაურობას.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი i want

ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ამხელა დაგვიანებისთვის. ბოლო თავები იწყება და იმედი მაქვს მეტი სისწრაფით და სიამოვნებით დავწერ შემდეგ თავებს.
ძალიან ვწუხვარ ამის გამო და იმედი მაქვს მოგეწონებათ ♡♡♡

 


№2  offline წევრი ივი

ოოო... რაები ხდება.... როგორც იქნა დაიწყო გარკვევა სიტუაციის :))) კარგი იყო, მომეწონა ოღონდ ასე ნუ დააგვიანებ რაა, ხალხი ვართ ჩვენც (:

 


№3  offline წევრი i want

ივი
ოოო... რაები ხდება.... როგორც იქნა დაიწყო გარკვევა სიტუაციის :))) კარგი იყო, მომეწონა ოღონდ ასე ნუ დააგვიანებ რაა, ხალხი ვართ ჩვენც (:

მადლობა ^^ ♡♡♡
დაგვიანებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მეჩხუბოთ, მეტის ღირსიც ვარ

 


№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან კარგად წერ. მთელი სიამოვნებაა ასეთი ჩამოყალიბებული ისტორიის კითხვა. ასია მეცოდება, როგორც ჩანს უმძიმესი წარსული აქვს. თემოს გამბედაობამ გამაოცა, როგორ დაუპირისპირდა იმ თავზეხელაღებულ კაცს. იმედია დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს, გელი მოუთმენლად.

 


№5  offline წევრი i want

Chikochiko
ძალიან კარგად წერ. მთელი სიამოვნებაა ასეთი ჩამოყალიბებული ისტორიის კითხვა. ასია მეცოდება, როგორც ჩანს უმძიმესი წარსული აქვს. თემოს გამბედაობამ გამაოცა, როგორ დაუპირისპირდა იმ თავზეხელაღებულ კაცს. იმედია დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს, გელი მოუთმენლად.

უღრმესი მადლობა ^^ ♡♡♡♡♡♡♡♡♡
ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო ♡♡♡♡ ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent