შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინლად მშვენიერი (თავი მეთექვსმეტე)


29-10-2018, 23:09
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 491

საშინლად მშვენიერი (თავი მეთექვსმეტე)

ამ ხნის მანძილზე ბევრი სასირცხვილო მომენტი გადავიტანე, თუნდაც ის რომ გიორგი მივლიდა, მბანდა, ტანსაცმელს მირეცხავდა, სადილს ამზადებდა, სახლს ალაგებდა. ყველაფერი მას დააწვა მხრებზე. დილით გამეღვიძა, გადავტრიალდი და დავინახე როგორ მშვიდად ეძინა, ფრთხილად ავდექი საწოლიდან, ფეხების კანკალით გავედი სამზარეულოში. სიარული შემეძლო მაგრამ წონასწორობის დაცვა კვლავ მიჭირდა ამიტომაც მიწევდა ავეჯზე დაყრდნობა და ნელა გადაადგილება.
სამზარეულოში შევედი, ყავა გავაკეთე, საუზმე მოვამზადე და წვალებით გავუტანე საძინებელში, სიჩუმე კოვზისა და ჩანგლის გამოწვეულმა ხმაურმა დაარღვია. ისე ჰქონდა გათავისებული ხმაურზე წამოდგომა რომ, თვალები გაახილა და შეშინებულმა წამოსწია თავი.
სიმართლე გითხრათ მისმა მზერამ დამაბნია, ოდნავ გავუღიმე.
-არ მინდოდა ასე გაგღვიძებოდა.
ფეხზე წამოდგა და საწოლზე დამაწვინა.
-ლინდა რა ქენი ეს? შენთვის ამდენი დატვირთვა ჯერ არ შეიძლება.
-მეგონა მადლობას მომიხდიდი. ვუთხარი და თავი ჩავხარე, ვითომ განაწყენებულმა, მაგრამ ხუმრობით.
-ჩემო ანგელოზო,ამისათვის ძალიან ძალიან დიდ მადლობას გიხდი,არ მინდა ძალიან დაიტვირთო, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ცოტახანში კვლავ შეძლებ თავისუფლად სიარულს და გააკეთებ იმას რაც გსურს მთავარია მოთმინება.
-დღეს უკვე 1 დეკემბერია, ასე ცივა და თოვლი კვლავ არ მოსულა ვუთხარი,თან ჩავიცინე.
გიორგიმაც სიცილით მიპასუხა.
-შენ კიდევ პატარა ხარ... ასაკს მნიშვნელობა არ აქვს შენთვის.
***
საპირფარეშოდან გაბრწყინებული სახით გამოვედი, ფეხები მიკანკალებდა, თვალები მიბრწყინავდა. დავიწყე ოთახიდან ოთახში აფორიაქებულმა სიარული, გიორგი ზის და გაკვირვებული მაკვირდება. ხან მარჯვენა ხელზე დააყრდნობს ნიკაპს, ხან მარცხენას. ღმად ჩაისუნთქა და დაღლილმა მკითხა.
-ლინდა, მთელი ერთი საათია აქეთ-იქით დადიხარ, რაღაც გიხარია, და ამ სიხარულს მარტო საკუთარი თავისათვის ინახავ.
-სულ ორი წუთიც და გეტყვი.
-შენს მაგივრად თავბრუ მე დამეხვა.
ერთ ადგილზე დავდექი და გავშეშდი.
-დღეს რა რიცხვია? ვკითხე ინტერესით.
-რატომ მეკითხები?
-მი პა სუ ხე!
-17 დეკემბერია.
-ხო...გარეთ თოვს?
-ლინდა ახლა რომ მითხრა თოვლი მიხარია და დაბლა ჩამომყევიო, ვერ გადამირჩები.
-მაშინ დაბლა ჩამომყევი.
ცოტა არ იყოს გაბრაზდა, მაგრამ ბევრი ჩხუბის შემდეგ გაბრწყინებული სახით ჩავიყვანე ეზოში. ისეთი სიცივე იყო, თითები მეყინებოდა.
გიორგის მივეხუტე, და ვუთხარი.
-ვიცი ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნები მთელს სამყაროში ჩემთან ერთად და კიდევ ერთია.
-ლინდა მე ყოველთვის მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები, რადგან შენ მყევხარ. მაგრამ იმ ერთში ვის გულისხმობ?
-არა, ადრინდელი ბედნიერება ახლანდელს ვერ შეედრება.
-კარგი მაშინ, მითხარი რატომ მაწამებ, ტონს აუწია.
არ ვიცი როგორ მოვახერხე, ღრმად ჩავისუნთქე და სიტყვები ერთმანეთზე მივაყარე.
-შენ და მე, დიდი ხანია ერთად ვართ, ჰო და მინდა გითხრა რომ ცოტა ხანში ჩვენთან ერთად ერთი ადამიანი იცხოვრებს.
-ლინდა რატომ მტანჯავ?. მშობლები არც მე მყავს არც შენ, სოფი ჩვენთან ვერ იცხოვრებს მტერია, ვინ არის ეს ერთი.
-გიორგი, რამოდენიმე წამით პაუზა გავაკეთე, მე და შენ შვილი გვეყოლება.
დაიბნა, თითქოს ვერ გააანალიზა რა ვუთხარი, სახე შეჭმუხნა და გაბრაზებულმა მითხრა.
-ლინდა ამაზე ასე თუ კიდევ ერთხელ იხუმრებ...
თავი ჩავქინდრე და ვუთხარ.
-გიორგი არაფერს ვიგონებ, არაფერს გატყუებ.
მომაშტერდა, სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
-ესეიგი არ მატყუებ?
-რა თქმა უნდა არა.
ნელა მოვიდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია, თვალებმოცრემლიანებულმა მითხრა.
-ცუდად ვარ, გეფიცები ეს... ღმერთო რით დავიმსახურე ეს ბედნიერება.
ხელში ამიყვანა, არანორმალურად ბედნიერმა, გიჟს გავდა, თან ტიროდა თან იცინოდა. ყველაზე ემოციური მომენტი იყო. იცით რა არის საოცრება? მთელი არსებით, დარწმუნებით რომ გეუბნებიან რომ შანსი არ გაქვს რაიმეში, და გარკვეული დროის შემდეგ ეს რომ ხდება. გაგიჟებულმა და გადარეულმა სასწრაფოდ ექიმთან მიმიყვანა, ყველა კვლევებით დამტკიცდა რომ ნამდვილად იყო ჩემში პაწაწინა არსება რომელიც ცოტა ხანში ჩვენ ორის ცხოვრებას სრულიად შეცვლიდა და მეტად ნათელ ფერებში დაგვანახებდა ყველაფერს. ყველა მაღაზია მომატარა, რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, ბავშვის ტანსაცმელი იყიდა აუარება.
-გიორგი, ამდენ ჩასაცმელს რა უნდა გაუკეთო?ვკითხე ინტერესით, ასეთი სულელი და ბედნიერი არასოდეს მინახავს.
-შევინახავთ ლინდა, რა კითხვები გაწუხებს?. სხვა და სხვა ფერები ვიყიდე თანაც, ჯერ ხომ სქესი არ ვიცით, თქვა და ვაშლი გემრიელად ჩაკბიჩა. მისთვის ეს გემრიელი ვაშლი ,ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი რამ იყო ამ წუთას. სახე შევჭმუხნე და მორიდებით ვუთხარი.
-შეგიძლია ეგ ვაშლი ურნაში ჩააგდო?
ყბები გააჩერა და გაკვირვებით მკითხა.
-რატომ?
-საშინელია გიორგი, ამაზრზენი. გეფიცები რომ ვუყურებ ცუდად ვხდები.
ამოიოხრა და მითხრა.
-სხვა ოთახში გავალ და იქ შევჭამ.
რომ გითხრათ მართლა ცუდად მხდიდა ეს ვაშლი მოვიტყუები, არ მსიამოვნებდა მაგრამ ცოტა ხომ უნდა ვაწვალო. შეწუხებული სახით გავხედე და ვუთხარი.
-არა, გადააგდე.
ადგა და ვაშლი ურნაში ჩააგდო. გადავიკისკისე და ვუთხარი.
-ახლა ასეთი დამჯერი უნდა იყო?
ვერ გამიბრაზდა, არა და შეეტყო გაბრაზება.
-თქვენს სამსახურში მიგულეთ.
მეც მეტი რა მინდოდა, დაუფიქრებლად ვუთხარი.
-მაშინ მარკეტში ჩადი და ჩემი საყვარელი მარწყვის წვენი ამომიტანე.
ჩაახველა და მითხრა.
-ლინდა, ხომ კარგად ხარ?
-კი, რატომ მეკითხები?
-ლინდა მარწყვის ატანა არ გაქვს და მარწყვის წვენი როდიდან შეგიყვარდა?
ჩავფიქრდი.
-ააა, ეგ არ მახსოვდა მაგრამ მინდა.
ქურთუკი შემოიცვა და მარკეტში ჩავიდა. ოთახში გავედი და საწოლზე წამოვწექი, ჩამეძინა და დილით გამეღვიძა. თვალები გავახილე და მზის შუქი რომ დავინახე გამიკვირდა. ხელი მივუტანე ზურგზე და შევატოკე.
-გიორგი, გაიღვიძე.
თვალები ძლივს გაახილა, და მკითხა.
-ჩავიდე მარკეტში ბოსტნეული ამოგიტანო და დაიძინებ?
-სულელო, არა ბოსტნეული არ მინდა. ვუთხარი და გადავიკისკისე.
***
სულ ვჭამდი და ვჭამდი, ვსვამდი და ვსვამდი, მეძინა, ვიწექი, ვერთობოდი, ყველაფერი მისრულდებოდა, მთავარი იყო რაიმე მეთხოვა.
დრო და დრო უფრო ვსუქდებოდი, იზრდებოდა ჩემი მუცელიც, სარკეში ჩახედვისას სიცილი ამიტყდებოდა ხოლმე. გიორგი კი უბედნიერესი ადამიანი იყო, სულ ჩემს გვერდით იყო, ყველაფერს თავი დაანება, სამსახურიდანაც კი წამოვიდა დროებით. უბედნიერესი ქალი და მომავალი დედა ვიყავი, მოუთმენლად ველოდით ამ პაწაწინა გოგონას გამოჩეკვას. სახელი სრულ პრობლემად იქცა. ვერ გადაგვეწყვიტა რას დავარქმევდით. ოჯახი ნამდვილად ახლა დაემსგავსა ოჯახს, სითბო, სიყვარული. ყველაფერი თავის ადგილას დადგა, ვიყავით ბედნიერები პატარა პრინცესის მოლოდინში.
დრო კი იწელებოდა და იწელებოდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Life is wonderful

ვამეეე კიდევ კარგი საიტზე შემოვედიი არ მჯერააა ძალიან მგარია... აუ რა ბედნიერი ვარ ვერ წრმოიდგენ ხო ვითომ ერთი ჩვეულებრივიისტორიაა მაგრამ მაინც გამაბედნიერა ძალიან მაგარი გოგოო ხარრრ აი უძალიანესად მაგარი ძალიან მიყვარხარრ... ❤️❤️❤️
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

 


№2  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

Life is wonderful
ვამეეე კიდევ კარგი საიტზე შემოვედიი არ მჯერააა ძალიან მგარია... აუ რა ბედნიერი ვარ ვერ წრმოიდგენ ხო ვითომ ერთი ჩვეულებრივიისტორიაა მაგრამ მაინც გამაბედნიერა ძალიან მაგარი გოგოო ხარრრ აი უძალიანესად მაგარი ძალიან მიყვარხარრ... ❤️❤️❤️

მე კიდევ შენ მიყვარხარ იმიტომ რომ შენი ასეთი კომენტარები მე მაბედნიერებს heart_eyes heart_eyes
--------------------
milla

 


№3  offline წევრი Life is wonderful

Mariam Akhalkatsishvili
Life is wonderful
ვამეეე კიდევ კარგი საიტზე შემოვედიი არ მჯერააა ძალიან მგარია... აუ რა ბედნიერი ვარ ვერ წრმოიდგენ ხო ვითომ ერთი ჩვეულებრივიისტორიაა მაგრამ მაინც გამაბედნიერა ძალიან მაგარი გოგოო ხარრრ აი უძალიანესად მაგარი ძალიან მიყვარხარრ... ❤️❤️❤️

მე კიდევ შენ მიყვარხარ იმიტომ რომ შენი ასეთი კომენტარები მე მაბედნიერებს heart_eyes heart_eyes

❤️❤️❤️❤️
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent