შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშინლად მშვენიერი [დასასრული]

30-10-2018, 15:43
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 779

საშინლად მშვენიერი [დასასრული]

ცხრა თვის მანძილზე იყო ბევრი უცნაური შემთხვევა რადგან ასეთ სიტუაციაში პირველად ვიყავი მეც და გიორგიც. არც ერთი წამით არ დაზარებია მას ჩემთვის არაფერი. ცხოვრება უამრავი მოულოდნელობებით, სიხარულით, ტკივილით და ტანჯვით არის სავსე, მაგრამ არსებობს ისეთი შემთხვევებიც როდესაც ერთი ისეთი სასიხარულო შემთხვევა ხდება რომ ყველა ტკივილსა თუ ტანჯვას აქრობს. არ მახსოვს 3 წლის მანძილზე თავი ასეთი ბედნიერი, არ ვიცი როგორ ვცხოვრობდი აქამდე, არც მინდა გავიხსენო. რა თქმა უნდა ტკივილი არ გაქრება რომელიც ჩემი ოჯახის გამო მივიღე მაგრამ დრო ყველაფერს ცვლის, გვაიძულებს შევეგუოთ იმას რაც ყოველთვის წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა და არის. ვერასოდეს ვიტყვი რომ არ მჭირდებოდა ამ პერიოდში ჩემი მშობლების გვერდში დგომა, ჩემი პატარა დაიკოს გვერდში დგომა, ანალოგიურად გიორგიც ასეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ უნდა დავკარგოთ ცხოვრების აზრი. ოდესმე ხომ ჩვენც მოვწყდებით მიწიერ ცხოვრებას, ოდესმე ხომ ჩვენც ვიქნებით მიწიდან რამოდენიმე მეტრში ჩაფლულები. უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით, უნდა ვიყოთ ბედნიერები იმით რაც გვაქვს, რაც გაგვაჩნია. ცხოვრება კი საკმაოდ ხანმოკლეა რომ არ ვიცხოვროთ ისე როგორც ჩვენ გვსურს. მახსოვს როდესაც პატარა ვიყავი მამა გამუდმებით მეუბნებოდა ''დატკბი ამ ცხოვრებით ლინდა, არავის მისცე უფლება შენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები შენს ცხოვრებაში. ყოველთვის იყავი შენს სურვილებში დარწმუნებული, მაგრამ სურვილებთანაც უნდა იყო ფრთხილად, მიიღე ისეთი გადაწყვეტილებები რაც შენი ცხოვრებისთვის იქნება კარგი. ნაკლებად დააფასე მატერიალური ცხოვრება, იცხოვრე ისე რომ შენს სულს შემატო კარგი. ხორცი გაქრება სული კი სადღაც განაგრძობს ცხოვრებას.''
ბავშვობიდანვე მქონდა ყველაფრის რწმენა, არასოდეს ვტოვებდი საქმეს დაუსრულებელს, ამის გამო ბევრჯერ ''ცხვირიც გამიტეხავს'' და წავქცეულვარ, მაგრამ არასოდეს არავისთვის მითხოვია დახმარება. 23 წელი არ არის მთელი ცხოვრება, მაგრამ არც ცოტა დროა რომ გაერკვე მიწიერი სამყაროს თავისებურებებში. როდესაც ადამიანი იბადება, მისთვის სადღაც კიდევ ვიღაც არის შექმნილი ან იქმნება. მე ბედნიერი ვარ რადგან სწორედ ის ადამიანი ვიპოვე ვნც ჩემთვის მოევლინა ამ სამყაროს, ვინც ჩემთან ერთად ივლის ხანში შესული ჯოხის ბრჯენით. არ მინდა ცხოვრების ძვირფასი წუთები უაზროდ დავხარჯო, როდესაც დავბერდები და სიკვდილის ჟამს ჩემთვის ჩამოვჯდები სადმე, გადავხედავ ჩემს ცხოვრებას, გავიხსენებ წარსულს არ მინდა გავიფიქრო ან ვთქვა: მხოლოდ ამისთვის ვიცოცხლე?
დღეს-დღეობით უბედნიერესი ქალი ვარ ღირსეული მამაკაცის გვერდით, დიახ სწორედ იმ მამაკაცის გვერდით რომელმაც სწორი გზისაკენ მიბიძგა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში რომ არ არსებობს ამ ქვეყანაზე, დედამიწაზე ისეთი რამ რისი გაკეთებაც შეუძლებელია. ინვალიდი ფეხზე დამაყენა, იმდენად დამარწმუნა რომ ჩვენ ჩვენი შვილი აუცილებლად გვეყოლებოდა რომ მართლაც ცხოვრობს ახლა ჩემში პატარა ანგელოზი რომელიც დღეს ან ხვალ მოევლინება ამ სამყაროს, გულში ჩავიკრავ და დამიძახებს ის დედას.
***
-ლინდა ყველაფერი აიღე? მეკითხება უბედნიერესი გიორგი.
-კი ყველაფერი ავიღე, მაგრამ უკვე ტკივილები მაქვს და კიდევ გადაამოწმე ჩანთა. არ მინდა რაიმე დამრჩეს.
ისიც სასწრაფოდ მივიდა ჩანთასთან და დაიწყო ქექვა. სკამზე ჩამოვჯექი და ჩავიძირე ფიქრებში.
-მოვრჩი ლინდა, ყველაფერი რიგზეა.
ახლოს მოვიდა და ფრთხილად წამომაყენა, ამ დროს რეკვა დაიწყო ტელეფონმა რომელიც არა და აღარ გაჩერდა.
-გთხოვ ტელეფონი მომაწოდე.
ტელეფონი ხელში აიღო და დახედა, სახე შეჭმუხნა და მითხრა.
-მგონი არ მოგინდება ამ ზარს უპასუხო.
გავიკვირვე, მოულოდნელი იყო ეს სიტყვები ამ მომენტში.
-ვინ არის?
ტელეფონი მომაწოდა, და მეც ვუპასუხე უკმაყოფილო სახით.
-გისმენთ.
-ლინდა, როგორ ხარ?
ვეცადე თავაზიანობა არ დამვიწყებოდა.
-კარგად სოფი შენ?
-მეც კარგად, გავიგე დღეს მიდიხარ სამშობიაროში.
-სწორად გაგიგია. ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთქე.
-ბედნიერები ხართ, მაგრამ სხვისი უბედურებით. მინდოდა მომელოცა თქვენი პატარა ურჩხულუკას დაბადება.
ნერვები მომეშალა, გავბრაზდი მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე.
-მადლობა საყვარელო, შენც გისურვებ ოდესმე ამ ბედნიერების განცდას. ვუთხარი და ტელეფონი ჩამოვწიე.
-ლინდა კვლავ ლაპარაკობს თუ გინდა მე ავიღებ ტელეფონს.
ტელეფონი მივაწოდე, ვუთხარი.
-მინდა მეც მოვისმინო ლაპარაკი.
-გისმენ სოფი. უთხრა გიორგიმ ცოტა მკაცრი ტონით.
-ოჰოო, მამას ვესაუბრები, რამხელა პატივია.
-უნდა გავთიშო.
-მოიცა მოიცა, ორიწამით მათქმევინეთ. ვინ იფიქრებდა რომ ჩვენი ინვალიდი უფროსი სიარულს დაიწყებდა, ან და ქალს რომელიც ვერასოდეს გახდებოდა დედა დღეს ემზადება რომ ის დაწყევლილი ბავშვი გააჩინოს.
თავი ამტკივდა, მაგიდას დავეყრდენი და გიორგის ვუთხარი.
-მალე მოიშორე ეგ არსება თორემ აი ამ მდგომარეობაში მივალ მასთან და შენი იარაღით გავუხვრეტავ თავს.
-სოფი, მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისათვის, სწორეს შენს გამო ვართ ახლა უბედნიერესები, ჩვენი შვილის მოლოდინში. ამავე ბედნიერებას გისურვებთ შენც. უთხრა ცინიკურად და გაუთიშა.
ხელი მომჭიდა და სახლიდან გამოვედით.
-არ მითხრა რომ ამ ალქაჯის საუბარი გულზე მოგხვდა.
თვალები გადავატრიალე და ვუთხარი.
-კი მაგრამ იმდენად არა როგორც მას სურდა.
მხიარულად ვიმგზავრეთ მიუხედავად იმისა რომ ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდებოდა, იმდენად ბედნიერი ვიყავი არავის აზრს არ ჰქონდა ამ დროს ჩემთვის მნიშვნელობა, თითქოს ის ტკივილიც ვერაფერს მაკლებდა.
პალატაში შევედით, ჩვენი ნივთები დავალაგეთ და პაციენტთათვის განკუთვნილი ხალათი ჩავიცვი, საწოლზე დავექი და მუცელზე დავილაგე ხელები. პალატაში ექიმი შემოვიდა.
-ჩვენი ქალბატონი ვხედავ მოწყობილა.
გავიცინე და ვუთხარი.
-რა თქმა უნდა.
-კარგია რომ კარგ ხასიათზე ხართ, ახლა მინდა ბავშვის გულის ცემა შევამოწმო, დანარჩენი კი თავად ბავშვზეა დამოკიდებული.
***
დილის 4 საათზე დამეწყო გაუსაძლისი ტკივილები, გიორგის ჩემს გვერდით სკამზე ეძინა, ხელი შევახე და შეჭმუხნული სახით გავაღვიძე.
-გიორგი, იწყება.
იმდენად სასაცილო რეაქცია ჰქონდა, ისე გულიანად გადავიკისკისე წამით ეს ტკივილი დამავიწყდა მაგრამ სახე კვლავ შემეჭმუხნა.
ექიმი შემოვიდა და გამაყუჩებელი გამიკეთა.
ბევრი წვალების, ტკივილის, ტანჯვის შემდეგ გავიგონე ბავშვის ტირილის ხმა.
-ნახეთ როგორი გოგონაა. ექიმს თვალები გაუფართოვდა.
გიორგი ლამის ჩაიკეცა, ცრემლები გადმოსცვივდა და ბავშვს დახედა, კისერზე დაიწყო ხელები, ამოისუნთქა და თქვა.
-ღმერთო, არ მჯერა. გაიცინა და წარბები მაღლა ასწია.-ლინდა შეხედე რა პატარაა.
ცრემლები მდიოდა და მდიოდა, არ წყდებოდა. როდესაც მკერდზე დამაწვინეს... ვერ გეტყვით რა გრძნობა იყო, არაამქვეყნიური სიხარული. რომ დავხედე ისეთი თეთრი იყო. ღია ფერის თმები, სისხლივით წითელი დაკონტურებული ტუჩები, პაწაწინა ცხვირი. გიორგი ხან ერთ მხარეს დადგა ხან მეორე მხრიდან მოირბინა. ხელი მიიტანა ბავშვთან, იმდენად პაწაწინა ხელები ჰქონდა, გიორგის ნეკა თითს ძლივს მოსჭიდა, და ძლიერად მოუჭირა.
ექიმსაც კი ცრემლები მოადგა თვალზე, გვკითხა.
-ეს კი, ულამაზესი გოგონაა, მაგრამ სახელი?
გიორგის ავხედე და ვთქვი.
-ანასტასია... ანასტასია მაჩაბელი.
პირველ სექტემბერს დილის 6 საათზე, გაჩნდა ჩემი შვილი, საკუთარი სისხლი და ხორცი. ჩემი ცხოვრება სულ მთლად შეიცვალა. სახლში რომ გაგვწერეს, დაიწყო ღამეების თენება, მთელი დღე და ღამე ვისხედით და გაშტერებულები ვუყურებდით ამ საოცარ ქმნილებას, არც ჭამა გვახსოვდა არც საკუთარი თავი. ყველაფერი იყო ისე როგორც არასოდეს, უბრალოდ ვისხედით და ვუყურებდით.
ასე შეიქმნა ჩემი ბედნიერება, ასე წყნარად და მშვიდად გავაგრძელეთ ცხოვრება. ახლა როდესაც ჩვენი ქორწინებიდან ზუსტად 5 წელი გავიდა, კვლავ უბედნიერესები ვსხედვართ და ვუყურებთ როგორ სასაცილოდ თამაშობს ჩვენი შვილი იატაკზე მჯდომი. უსაზღვრო ბედნიერებით ვისმენ როგორ მეძახის დედას, როგორ მირბის თავის მამიკოსთან და ჩემს უსაყვარლეს მეუღლესთან. ჩემმა ოჯახმა ბევრი განსაცდელი დაძლია, კვლავ მზად არის გაუძლოს უფრო უარესებსაც რადგან ვდგევართ მყარად, იმდენად მყარად რომ ვერასოდეს ვერავინ შეძლებს ჩვენს ძირს დაცემას.
------------------------------------------------------------------------------
მოკლედ ასე დავასრულე ეს ისტორია, იმედია მოგეწონათ და ტყუილად არ ვიწვალე. მინდა დავიწყო ახალი ისტორია სახელად ''მძიმე სიზმრები'' ღირს თუ არა? დამიწერეთ კომენტარებში.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი Life is wonderful

აუუუ არ მჯერა ხო ბევრჯერ გითხარი რომ ძალიან მაგარი ხარ მაგრამ კიდევ გეტყვი.... აი ზესრულყოფილი დასასრული ქონდა.... სიტყვები რომლითაც თავიდაიწყე რაღაც საოცრება და სულში ჩამწვდომი იყო ამ ისტორიამ გამაბედნიერა....
რათქმაუნდა უნდა დაიწყო ახალი ოსტორიის წერა ეგ კითხვა არც უნდა დაგესვა.... სულმოუთქმელად ველოდები ახალ ისტორიას ახალი იმედებით....
ძალიან მაგარი გოგო ხარ და ამას კიდევ ვევრჯერ გაგიმეორებ რომ არ დაგავიწყდეს.... უუუუუუუუდიდრს წარმატებებს გისურვებ საოცრებავ.... ლინდა და გიორგი არასდროს დამავიწყდება, ეს ის წყვილია რომელმაც ყველა ტკივილი დაძლია ისე რომ არ დაეცა და სულ ერთად იყვნენ.... ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️......(და კიდევ უამრავი)
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

№2  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

Life is wonderful

ძაააალიან ძაააალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო heart_eyes heart_eyes არასოდეს დამავიწყდება შენი კომენტარები, მართლა ოღონდაც smile heart_eyes
--------------------
milla

№3 სტუმარი ქამელეონის თვალება გოგო

მაგარია საღო ბოლომდე მოგყევი საღო საღო და საღო

№4  offline წევრი Life is wonderful

Mariam Akhalkatsishvili

ვუიმეეე რა ტკბილი ხაარ ❤️❤️❤️❤️
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

№5  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

ქამელეონის თვალება გოგო
მაგარია საღო ბოლომდე მოგყევი საღო საღო და საღო

მადლობა heart_eyes heart_eyes

შენსავით blush smile heart_eyes
--------------------
milla

№6  offline წევრი Life is wonderful

heart_eyes heart_eyes relaxed
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

№7 სტუმარი სტუმარი ანანო

ჩემო მშვენიერო მინდა გითხრა რომ ჯამში გამოვიდა არაჩვეულებრივი ისტორია, შეცდომები გქონდა ძალიან ბევრი ოღონდ წინა თავებში, მერე უკვე მეტად დახვეწე და გამოასწორე. რა თქმა უნდა არ უნდა შეწყვიტო ისტორიების წერა, რაც უფრო მეტს დაწერ მით მეტად დაიხვეწები...წარმატებები, შემდეგ ისტორიას ვიწყებდა აბა შენ იცი❤️❤️❤️

№8  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

სტუმარი ანანო
ჩემო მშვენიერო მინდა გითხრა რომ ჯამში გამოვიდა არაჩვეულებრივი ისტორია, შეცდომები გქონდა ძალიან ბევრი ოღონდ წინა თავებში, მერე უკვე მეტად დახვეწე და გამოასწორე. რა თქმა უნდა არ უნდა შეწყვიტო ისტორიების წერა, რაც უფრო მეტს დაწერ მით მეტად დაიხვეწები...წარმატებები, შემდეგ ისტორიას ვიწყებდა აბა შენ იცი❤️❤️❤️

შეცდომები მართლაც აუარება მაქვს რომ გადავხედე. მადლობა რჩევებისთვის და კომენტარისთვის heart_eyes
--------------------
milla

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent