შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი III, თავი 13


30-10-2018, 21:00
ავტორი ჰაიკო
ნანახია 350

წყურვილი [ნაწილი III,  თავი 13

03:45... უეცრად გამოეღვიძა, თავს უცნაურად გრძნობდა, საწოლზე წამოჯდა და მიმოიხედა, ირგვლივ წყვდიადი და სიმყუდროვე სუფევდა, ისეთი სიბნელე იყო, თვალთან თითს ვერ მიიტანდა კაცი, მაგრამ მხოლოდ ჩვეულებრივი მოკვდავი, მისთვის კი ეს სირთულეს არ წარმოადგენდა. წყნარად იჯდა და ღამეულ ხმებს აყურადებდა, უცნაური და საგანგაშო არაფერი შეუმჩნევია, მხოლოდ ერთმა ხმამ მიიქცია მისი ყურადღება, ეს იყო მძლავრი, მწყობრი გუგუნი, საკუთარი გულისცემა, მისი მაცოცხლებელი ორგანო უშეცდომოდ, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე მუშაობდა და ფოლადისგან ჩამოსხმულ სხეულს ალისფერი სითხით ამარაგებდა. წყვდიადივით შავი თვალები სწრაფად მოატარა სხეულს, თავით ფეხებამდე შეამოწმა საკუთარი ვიზუალი, გამჭრიახი მზერით შეამჩნია, როგორ მოძრაობდა მსხვილ სისხლძარღვებში სისხლი, შემდეგ მარჯვენა ხელით თითქმის შეხორცებულ, ოდნავ ამობურცულ, ხავერდოვან ნაიარევს ფრთხილად შეეხო, ტკივილი არ უგრძნია, თითქოს რამდენიმე წლის წინ მიეყენებინოთ ჭრილობა.. კვლავ ოთახს მოავლო თვალი და მაგიდაზე ჭიქა შენიშნა, ფრთხილად წამოდგა, თითქოს არ ენდობოდა საკუთარ ფეხებს, როდესაც დარწმუნდა, რომ ფეხზე მყარად იდგა, სწრაფი ნახტომით მოჩვენებასავით გაჩნდა მაგიდასთან, ჭიქა ხელში აიღო და სითხე დაყნოსა, რომელიც ძირს ძლივს უფარავდა გამჭვირვალე ჭურჭელს, სუნით მიხვდა, რაც იყო... და უცებ აღმოაჩინა, რომ ეს მაცდური სითხე არ იზიდავდა, ვეღარ აღძრავდა მასში იმ წყურვილს, როგორც ოდესღაც, ვეღარ აღვიძებდა და აგიჟებდა მასში ჩაბუდებულ მძვინვარე მხეცს. ეს გრძნობა ეუცნაურა, ჭიქა მაგიდაზე უხმაუროდ დაუშვა და ჩაფიქრდა, თუმცა სწორ პასუხს ვერ პოულობდა, ყველანაირი ლოგიკით ის ახლა სასტიკად დამშეული უნდა ყოფილიყო და პირველივე შემხვედრი ადამიანისთვის ყელი უნდა გამოეღადრა, მისი სისხლი ბოლო წვეთამდე უნდა დაელია, ის ხომ პირველყოფილი ვამპირი იყო, სისხლის წყურვილი მისთვის ბუნებრივ სტიქიას წარმოადგენდა, მაგრამ ამჯერად...
- რა მჭირს? - გაიფიქრა და კვლავ ჭიქას დახედა, ერთხანს ფიქრობდა, შემდეგ ნელა გააქნია თავი, ბილწად შეიგინა და ტანსაცმლის გარდერობს მიუახლოვდა. პირველივე მაისური და შარვალი, რაც ხელში მოხვდა, სწრაფად ჩაიცვა და ტყავის კურტაკს მისწვდა, გაჩხრიკა და როდესაც მარცხენა ჯიბეში ის აღმოაჩინა, რასაც ეძებდა, ოთახში შემომავალ მთვარის ცისფერ შუქზე კმაყოფილებით შეათვალიერა, გაიღიმა და სწრაფად წამოიცვა მარცხენა ხელის არათითზე, შემდეგ კურტაკი მოირგო და ფანჯარას გახედა...

*****

     მია ჯეკსონი საწოლზე ჩამომჯდარიყო, სადაც სიცხისგან გათანგული ბოდავდა შავგვრემანი პირველყოფილი, მისი ოფლისგან დაცვარული ხელი თავის რბილ ხელისგულებში მოექცია და დაძაბული აკვირდებოდა.
     ქერა ვამპირი მოუთმენლად, ჩვეულებრივზე სწრაფად სცემდა ბოლთას პატარა ოთახში ზურგზე ხელებდაწყობილი და სულაც არ იმჩნევდა კუთხეში მჯდარი ექიმის ოდნავ შეშინებულ მზერას, რაც მისი გადაადგილების უჩვეულო სისწრაფით იყო განპირობებული. მისი გონება უშეცდომოდ, დაზეთილი მექანიზმივით სხარტად მუშაობდა, ორი ვარიანტი იყო, პირველი ის, რომ მარკუსის მოცემული ანტიდოტი კოვაქსს გამოაჯანმთელებდა და მთელი ეს ტანჯვა-წვალება წყალში არ ჩაიყრებოდა, მეორე ვარიანტი კი გაცილებით ცუდი იყო, ამ ვარიანტის მიხედვით ანტიდოტის მიღების შემდეგ კოვაქსი კვდებოდა, მრავალ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებდა, ლუციუსი კი სრულიად მარტო აღმოჩნდებოდა გაბრიელის, მარკუსის და მათი მკვლელების წინააღმდეგ, რაც უეჭველ დამარცხებას და აქედან გამომდინარე - მის სიკვდილს უდრიდა, ასევე უდრიდა მია ჯეკსონის სიკვდილს, ექიმ ტომპსონის სიკვდილს და თუ გაბრიელის სისხლმოწყურებულ ამფსონებს მივიღებთ მხედველობაში - ნახევარი სალემის სიკვდილს, ამიტომ მუდამ აუღელვებელი ქერა პირველყოფილი ამ მეტად მძიმე სიტუაციიდან მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავდა - კოვაქსი უნდა გადარჩენილიყო, მას არ ჰქონდა სიკვდილის უფლება.
- ვერაფერს ამჩნევ? - ფრთხილად იკითხა კუთხეში თაგვივით გაყურსულმა ექიმმა.
- არ ვიცი, - დაგვიანებით გასცა პასუხი გოგონამ, - ვფიქრობ ოდნავ ტემპერატურამ დაუწია და სახეც დაუმშვიდდა.
     ექიმი სავარძლიდან წამოდგა და ავადმყოფის საწოლს მიუახლოვდა, სწრაფად გადაავლო თვალი და თავისი მრავალწლიანი პრაქტიკით მიხვდა, რომ სიტუაცია არც ისე სახარბიელო იყო. კოვაქსს სახეზე ოფლის მსხვილი წვეთები დასჯდომოდა, თვალები უარესად ჩაუცვივდა, თვალის უპეები ჩაუმუქდა, ოდნავ გაღებული პირით სწრაფად სუნთქავდა.
       ექიმმა გამბედაობა მოიკრიფა, უფრო ახლოს მიიწია და შუბლზე ხელი დაადო. შავგვრემან ვამპირს შუბლი ყინულივით ცივი ჰქონდა.
       უეცრად კოვაქსი მთელი ტანით წამოიმართა, თვალები შეშლილივით დააბრიალა და რომ არა ლუციუსის წამიერი რეაქცია, გოგონა საკუთარ სისხლში დაიხრჩობოდა.
- დროებით დაგვტოვეთ, - მკაცრი ხმით თქვა ლუციუსმა და მიას და ექიმს თვალით კარისკენ ანიშნა.
       გოგონამ შეწინააღმდეგება დააპირა, მაგრამ ქერა ვამპირის გაყინულ მზერას რომ მოჰკრა თვალი, უხმოდ დაუქნია თავი და ექიმთან ერთად პირველ სართულზე ჩამავალ კიბეს ჩაუყვა.
- ლუციუს...
     ქერა ვამპირის გულში იმედის ნაპერწკალმა იელვა, მხრებში ფრთხილად მოჰკიდა ხელი კოვაქსს და საწოლზე დაუშვა.
- ლუციუს...
- მშვიდად, - მიუგო ლუციუსმა და სველი ტილო ფრთხილად შეახო შუბლზე, - გაუძელი, მალე გამოჯანმთელდები.
- არა... - დაიხრიალა კოვაქსმა და მთელი ძალით ჩააფრინდა ლუციუსს მკლავში, - უკვე გვიანია, ძალიან გვიანია... სიცივე...
- ჯანდაბა, - მრისხანედ წამოიყვირა ლუციუსმა, ფეხზე წამოიჭრა და კოვაქსს დააკვირდა.
- ლუციუს.. ძალიან ცივა.. სიცივე.. ცეცხლი.. აქ.. - ავადმყოფმა მარჯვენა ხელი მკერდზე მიიდო, შემდეგ თვალები ნელა დაეხუჭა და ხელი მოწყვეტით ჩამოუვარდა.
     ქერა პირველყოფილმა მთელი თავისი ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში პირველად იგრძნო შეძრწუნებისმაგვარი. კოვაქსს ეცა, ყური მკერდზე დაადო და როდესაც აღმოაჩინა, რომ გული აღარ უცემდა, სახე დაეჭიმა, ორჯერ-სამჯერ ძლიერად შეარხია შავგვრემანი ვამპირის სხეული.
- ჯანდაბა, კოვაქს.. ჯანდაბა..
     ის მიხვდა, რომ ამ შეშლილ სამყაროში აბსოლიტურად მარტო დარჩა, მარტო - ყველას წინააღმდეგ, მარტო - კოვაქსის გარეშე...

(ეს არის 13-ე თავის ნაწილი. სრულად დაიდება პარასკევს)скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Farvana

არ მჯერა,რომ შენ ხარ...დავიჯერო რომ დაბრუნდი??ვეც კი წარმოიდგენ რა მაგარია რომ დადე ახალი თავი.როგორ მიხარია რომ გამოჩნდი და დაგვიბრნდი.ჯერ არ წამიკითხია,უბრალოდ ემოცია ვერ მოვთოკე,რომ არ დამეწერა ახალი თვის და შენი გამოჩენით გამოწვეული სიხარული უბრალოდ მოვკვდებოდი....
--------------------
ფარვანა

 


№2  offline წევრი gaomao

თვალებს არ ვუჯერებ, დაგვიბრუნდი ????

 


№3  offline წევრი Farvana

აუუუ,კოვაქსი რატომ მოკალი?ცუდი ბიჭი ხარ შენ. rage rage rage
--------------------
ფარვანა

 


№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორც იქნა გამოჩნდი. როგორ მაკლდა ეს ისტორია. ეეჰ რამხელა იმედებს ვამყარებდი კოვაქსზე, ძალიან დამწყდა გული. მეგონა რომ გამოძვრებოდა.

 


№5  offline წევრი talia

ვაიმე არ მჯერა,დიდება შენს დაბრუნებას

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც იქნა გამოჩნდი და იმედია ამის შემდეგ ასე აღარ დაიკარგები.ხოო რაც შეეხება ისტორიას რატომ მეგონა თავიდან აღწერილი პირველყოფილი კოვაქსი იყო?როგორც ყოველთვის ინტრიგა დაგვიტოვე და ისე დაასრულე ეს თავი.მოუთმენლად ველი პარასკევს
--------------------
ლანა

 


№7 სტუმარი მიტოვებული

უკვე აღარც მეგონა თუ დაბრუნდებოდი, გილოცავ შენც და ჩემს თავსაც შენს დაბრუნებას.
რაც შეეხება ისტორიას, როგორც ყოველთვის ინტრიგნული, სასიამოვნო, უშეცდომო და გამართული ნაწერია.
მე მჯერა კოვაქსი არ მოკვდება, ამ პატარა ნაწილით ძნელია აზრის გამოტანა, (თუმცა დასაწყისმა ჩამაფიქრა) ამიტომ პარასკევს დაველოდები და მერე ვრცლად მოგახსენებ ჩემს აზრს კომენტარის სახით.. ))
ჰოო ერთი შენიშვნა თუ რაც არის მოკლედ.. "კურტაკი" ანუ სწორი ქურთუკია თუ კურტაკი ზუსტად არ ვიცი მაგრმ ქურთუკი უკეთესად ჟღერს. (მაპატიე, წვრილმანნებს ძალიან ჩავუღმავდი :)
წარმატებები შენც და ისტორიასაც.

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

აააააა...ვაიმე დაბრუნდიი!
არ მჯერაა დაა...მოიცა...
შენ რა კოვაქსი მოკალი ?!

 


№9  offline წევრი უცნაური მე

დაბრუნებას გილოცავ, მიხარია რომ არ შეწყვიტე შუა გზაში და დაბრუნდი.
სხვა არაფერი მაქვს სათქმელი.
პარასკევს ველოდები მხოლოდ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent