შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდესაც შვილის მეგობარი გიყვარდება (1 თავი)


31-10-2018, 16:07
ავტორი Girl... from the past
ნანახია 2 082

როდესაც შვილის მეგობარი გიყვარდება (1 თავი)

- დედა.
- რა იყო ნია.
- დღეს შემაგვიანდება, წვეულებაზე მივდივარ.
- შენ სულ წვეულებებზე დადიხარ.
- ახლა ლექციების კითხვას ნუ დაიწყებ.
- ხოო? იქნებ უბრალოდ ვუყურო ჩემი შვილი როგორ მიდის ხელიდან.
- გთხოვ დედა.
- ნია ძალიან დავიღალე.
- იქნებ ვინმე გაიჩინო ცოტა მოდუნდები.
- როგორ ბედავ ჩემთან ასე საუბარს?
- და რა გითხარი ასეთი? მამას სიკვდილის მერე ათი წელი გავიდა. იქნებ დროა დეპრესიის ნიღაბი ჩამოიგლიჯო სახიდან და ცოტა გაერთო.
- ოცდათვრამეტის ვარ ნია. რა დროს ჩემი გართობაა.
- სარკეში ჩაიხედე რა დე. იცი რა ლამაზი ხარ? მკაცრი და შეუვალი რომ არ იყო ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა. - გამიღიმა ჩემმა ოცი წლის ქალიშვილმა და მეც ღიმილი მომპარა.
- ძალიან ნუ დააგვიანებ რა.
- მაქსიმუმ დილით ექვსზე.
- ნია!
- ხომ იცი რომ ბოლოს მაინც ჩემსას გავიტან დე. გულზე ამეკრო და წამებში გაუჩინარდა.

მე და ნიას მამა ძალიან პატარები ვიყავით როცა დავოჯახდით. მე თვრამეტი წლის ვიყავი ლევანი კი ოცის. ჩვენ ერთად ბედნიერი ათი წელი გავატარეთ. ის ყველაზე განსაკუთრებული ადამიანი იყო, ოჯახზე სიგიჟემდე შეყვარებული. როცა ნია დაიბადა ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო გამყარდა. ის მამის ნებიერა იყო. მისი ხასიათი აქვს და ვიზუალურადაც მამას გავს. ისე მოხდა რომ ოცდაათი წლის ასაკში ლევანი მოულოდნელად ცუდად გახდა, დღემდე ვერ გავიგე მისი ავადმყოფობის მიზეზი, სად არ ვიყავით მაგრამ დიაგნოზი ვერ დაუსვევს. ავად გახდომიდან ორ თვეში კი სამუდამოდ დამტოვა. ხო მარტო დამტოვა, სრულიად მარტო ათი წლის ქალიშვილთან ერთად. ჩემი ცხოვრება წამში ამობრუნდა, მის გარეშე ძალიან მიჭირდა თუმცა როგორღაც შევძელი საკუთარ თავში ძალა მეპოვნა, ძალა სიცოცხლისთვის მხოლოდ ნიას გამო. მან მამა დაკარგა ვერ დავუშვებდი რომ დედაც დაეკარგა. წერა დავიწყე. ეს ძალიან დამეხმარა საკუთარი არეული გრძნობების ფურცლებზე გადმოტანამ ხელი შეუშალა ჩემ დეპრესიას და საბოლოოდ განდევნა ჩემგან. ბევრს ვმუშაობ რომ ნიას არაფერი მოაკლდეს. ის კარგი შვილია მაგრამ მეტისმეტად თავისუფალი თუმცა ეს ამ თაობის განუკურნებელი სენია. ვცდილობ გავუგო, მისი მეგობარი ვიყო. მასთან ჩხუბს ვერიდები თუმცა ყოველთვის ვერ ვახერხებ ემოციების კონტროლს. ასეთ დროს ნია სახლიდან გარბის და რამდენიმე დღე შინ არ ბრუნდება. ტრადიციული პროტესტანტია. მაგრამ ის მთელი ჩემი სიცოცხლის აზრია.

- ლინა. - ფიქრებში წასულს თანამშრომლის ხმა მაფხიზლებს.
- რა იყო?
- აღარ მიდიხარ? შენი სამუშაო საათი დიდი ხნის წინ დასრულდა.
- არსად მეჩქარება, ნია გვიან დაბრუნდება, შინ კი არავინ მელოდება. - ძალდატანებით გავუღიმე კეთილ მეგობრს და მანაც სევდიანი მზერა შემაგება.
- წადი. უბრალოდ ჰაერზე გაისეირნე.
- არ მინდა.
- დამიჯერე.
- კარგი. - არ ვიცი რატომ დავყევი მის რჩევას მაგრამ ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი. მანქანაში ჩავჯექი, საჭეს თავი ჩამოვადე და თვალზე მომდგარი ცრემლი გავათავისუფლე. მერე ღრმად ამოვისუნთქე. ძრავა ავამუშავე და თბილისის ქუჩებს უმისამართოდ გავუყევი. არ ვიცი როდის მოვწყდი რეალობას, ან რამდენ ხანს მივდიოდი უმისამართოდ, გონს საშინელმა ყვირილმა და მანქანის ბიძგმა მომიყვანა. მუხრუჭს ძლიერად დავაჭირე. თვალები ფართოდ გავახილე და ახლაღა აღვიქვი რომ ადამიანი გავიტანე. შეშლილივით გადმოვარდი მანქანიდან და მიწაზე გართხმული მამაკაცისკენ გავიქეცი, ჩამხობილი იწვა, როგორღაც შევძელი მისი გადმობრუნება. ახლაგაზრდა ოცდახუთიოდე წლის ბიჭი უგონოდ იყო გართხმული ჩემ მკლავებში. ტირილი ამივარდა. სახეზე ჩამოშლილი თმა გადავუწიე და გონს მოსაყვანად შევანჯღრიე.
- გთხოვ გონს მოდი. - შევევედრე და გულში უფრო ძლიერად ჩავიკარი. ყრუ ჩახველების ხმა მომესმა, სახე უკან გავწიე და მის მწვანე თვალებს გადავაწყდი.
- მოვკვდი? სამოთხეში ვარ? ჩემი ანგელოზი ხარ? რა ბედი მქონია როგორი ლამაზი მეგზური მომივლინა უფალმა. - გაიღიმა ახალგაზრდამ და თვალები დახუჭა.
- არა არ მომკვდარხარ. რამე გტკივა?
- ჰო ფეხები. სავარაუდოდ მოტეხილია.
- საავადმყოფოში წაგიყვან. მგზვარებს დახმარება ვთხოვე და ჩემ მიერ დამტვრეული ახალგაზრდა მანქანის უკანა სავარძელზე მოვათავსე. ძრავა ავამუშავე და უახლოესი საავადმყოფოსკენ ავიღე გეზი. სარკიდან მის ტკივილით სავსე სახეს ვუცქერდი. თვალებდახუჭული იყო. ტუჩს ოდნავ აწვალებდა ალბათ ასე ტკივილს ერეოდა. - ძალიან გტკივა?
- არა.
- თუ მეტყვი რომ გტკივა ეს თავმოყვარეობას არ შეგილახავს . - ეშმაკურად ჩაიღიმა. მეც გამეღიმა. რა გქვია?
- რატი.
- ბოდიში რომ დაგარტყი. - რატიმ სარკეში მზერა გამისწორა ქვედა ტუჩი ოდნავ დაისველა. არ ვიცი რატომ მაგრამ თვალი ავარიდე და მთელი ყურადღება გზაზე გადავიტანე.
- არ გითქვამს რა გქვია? თუ თქვენობით მომართვა გირჩევნია?
- რატომ ძალინ ასაკიანს ვგავარ?
- არა შესანიშნავად გამოიყურები.
- ლინა მქვია.
- ლამაზი სახელია. ძალიან შეგეფერება.
- მეარშიყები?
- ფეხები ასე ძალიან რომ არ მტკიოდეს ნამდვილად გაგეარშიყებოდი.
- მოვედით. - ვამბოვ და მანქანას ვაჩერებ. მორიგე ექიმს დახმარებას ვთხოვ და რატიც პალატაში გადაყავთ.
- გარეთ დაელოდეთ. - მიბრძანა ექიმმა. - დედა ბრძანდებით?
- დედა? არა ჯანდაბა. მე უბრალოდ ის დავაზარალე.
- გასაგებია. თუ გსურთ მოსაცდელში დაელოდეთ.
- მადლობა ვამბობ და გაგულოსებული მივდივარ სავარძლესკენ. - დედა. - ვბუტბუტებ ჩემთვის.

ლევანის გარდაცვალების შემდეგ ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ნიას მივუძღვენი. არსოდეს მინანია ეს გადაწყვეტილება თუმცა რაც დრო გადის საკუთარი თავი სულ უფრო მეტად მავიწყდება, როცა სარკეში საკუთარ ანარეკლს ვუცქერ ჩამქრალ თვალებს და გატეხილ გულს ვხედავ. ხშირად მეტირება მგრამ ვცდილობ ეს ნიამ არ შენიშნოს.

- უკაცრავად. - რეალობაში მაბრუნებს ექიმი.
- დიახ, როგორ არის? - ფეხზე წამოვხტი და ვიგრძენი გული როგორ ამიჩქარდა.
- კარგად არის. ორივე ფეხი მოტეხილი აქვს, თაბაშირში ჩავუსვით. კარგი იქნება თუ რამდენიმე დღეს აქ გაატარებს, თუმცა ჯიუტი ახალგაზრდაა და სახლში წასვლას ითხოვს.
- მის მშობლებს დავურეკავ.
- უკვე ესაუბრა, უთხრა რომ სახლში თქვენ მიიყვანთ.
- მეე?
- დიახ, რამე პრობლემაა?
- არა, არანაირი. - ექიმს უკან გავყევი და რატის პალატაში შევედი. - როგორ ხარ?
- რომ დაგინახე უკვე კარგად.
- სახლში წაგიყვან.
- კარგი. - ექიმი მეხმარება რომ რატი საწოლიდან წამოვაყენო, იქვე მდგომ სავარძელში ვსვამთ და გარეთ გამომყავს.
- სად ცხოვრობ?
- მეგონა შენ სახლში წამიყვანდი და რამდენიმე დღეს მომივლიდი შენ ხომ კინაღამ ჩემი სიცოცხლე იმსხვერპლე.
- სერუოზულად? - სიცილი ვეღარ შევიკავე და თმა ავუჩეჩე.
- მე არ მიხუმრია.
- დაივიწყე. მითხარი სად ცხოვრობ.
- და რომ არ გითხრა?
- მომიწევს საავდმყოფოში შეგაბრუნო.
- ამას არ იზამ.
- არც კი იცი რაზე შემიძლია წავიდე.
- ეს მომწონს.
- დედათ გეკუთვნი.
- მაგრამ დედაჩემი არ ხარ. - მინდა პასუხი დავუბრუნო მაგრამ სათქმელს თავს ვერ ვუყრი. - მნებდები?
- არა! ან მისამართს მეტყვი ან აქვე დაგტოვებ.
- გაბრაზებული ძალიან სექსუალური ხარ.
- თავს ბევრის უფლებას ხომ არ აძლევ.
- გათხოვილო ხარ?
- მეუღლე ათი წლის წინ გარდამეცვალა. - იქვე ტროტუარზე ჩამოვჯექი და მზერა ჰორიზონტს მოვავლე.
- ვწუხვარ.
- ხო. მეც. ახლა კი მოეშვი მაიმუნობას და მითხარი სად წაგიყვანო.
- ჯერ ყავაზე დამპატიჟე. - სიანცით სავსე თვალები შემანათა რატიმ.
- კარგი. - ფეხზე ვდგები, მის სავარძელს ხელს ვკიდებ და ახლომდებარე ბარისკენ მიმყავს. ბარში შესულები მარტივად ვექცევით ყურადღების ცენტში რაც ჩემზე ძალიან მოქმედებს და ნერვულად ვიწყებ აქეთ-იქეთ თვალების ცეცებას.
- ნერვიულობ?
- არა.
- მაშინ რატომ ცახცახებ?
- მოეშვი ჩემ თვალიერებას, დალიე ყავა და სახლში წაგიყვან.
- რა მკაცრი ხარ. - გამიღიმა რატიმ და ყავა მოსვა.
- ჰო ჩემი შვილიც ასე ამბობს.
- რა ხნის არის შენი შვილი.
- შენი ტოლია.
- ჩემი ასაკი არ იცი.
- ოცის არის.
- მე ოცდახუთის ვარ.
- რა განსხვავებაა?
- მთელი ხუთი წელი. - თვალი ჩამიკრა და შეეცადა ხელზე შემხებოდა. მისი ჟესტით გაღიზიანებულმა წარბი ავწიე და ხელი უკან გავაცურე.
- გეყოფა რატი.
- რა უკარება ხარ.
- შვილის ასაკის ბავშვებთან არ ვფლირტაობ.
- ძალიან ცუდი. - გაიღიმა და ისევ ხელზე შემეხო.
- გითხარი გეყოფა, სანანებლად ნუ გამიხდი ყავაზე წამოსვლას.
- ვინმეს ხვდები?
- ეს შენ არ გეხება.
- ლინა მომწონხარ. სათქმელი დაასრულა თუ არა თავი ვერ შევიკავე და გადავიხარხარე. - სასაცილოა?
- ჰო ძალიან. - ფეხზე წამოვდექი თანხა გადავიხადე, მის სავარძელს დავწვდი და გარეთ გამოვიყვანე.
- რატომ გაბრაზდი?
- ახლა ან შენ მისამართს მეტყვი ან აქვე გტოვებ.
- კარგი. შეგიძლია დამტოვო.
- ბავშვივით იქცევი.
- და ხომ თქვი რომ ბავშვი ვარ.
- გეყოფა გთხოვ. ამდენი დრო არ მაქვს.
- წადი თავს მივხედავ.
- ქუჩაში როგორ დაგტოვო.
- ლინა არ მაქვს სახლი. - ამბობს რატი და თვალს მარიდებს.
- როგორ თუ არ გაქვს? - ყელში მომჯდარ ემოციას ძლივს ვუმკლავდები.
- უბრალოდ არ მაქვს ასე რომ ან აქ დამტოვე ან საავადმყოფოში მიმაბრუნე.
- და მეგობრები?
- საავდმყოფოში წამიყვანე.
- რატი. - მის წინ ჩავიმუხლე. მუხლებზე ფრთხილად დავადე ხელები, ჩამოშლილი თმა გადავუწიე და თვალებში ჩავხედე, ახლაღა შევნიშნე რომ ძალიან სევდიანი თვალები ქონდა და მზერა რომელმაც მთელი სხეული ერთიანად შემინგრია. - არ არის ადგილი სადაც დარჩენა შეგიძლია?
- არა.
- და აქამდე სად ცხოვრობდი.
- არსად და ყველგან.
- ეს როგორ?
- გრძელი ამბავია შენ კი დრო არ გაქვს ჩემ მოსასმენად. - მისმა სიტყვებმა გული ძალიან მატკინა.
- კარგი. ჩემთან წაგიყვან. დანაშაული როგორღაც ხომ უნდა გამოვისყიდო? სანამ უკეთ გახდები შეგიძლია ჩემთან დარჩე.
- არ მინდა.
- ჰო რა თქმა უნდა არ გინდა. - სავარძელი მანქანისკენ წავიყვანე.
- ლინა.
- რა იყო?
- და შენ საწოლში დაწოლის უფლებასაც მომცემ? - ვერ გავბრაზდი მასზე, პირიქით გამეცინა და თმა ავუჩეჩე.
- საკმოდ დიდი სახლი მაქვს. ასე რომ ცალკე ოთახს გამოვყოფ შენთვის.
- კეთილი ხარ.
- სხვა გზა არ დამიტოვეთ ახალგაზრდავ.

სახლამდე უხმოდ ვიარეთ. რატის აშკარდ ტკივილები აწუხებდა ამიტომაც კითხვების დასმისგან თავი შევიკავე. ეზოში მდგომ ბიჭებს ვთხოვე მის ბინამდე აყვანაში დამხმარებოდნენ რაზეც რა თქმა უნდა არ დამზარდნენ და აი რატი უკვე ჩემ ბინაში, სავარძელში გაშოტილი მადევნებდა თვალს ნიას მიყრილი ნივთების ალაგებით როგორ გავერთე.

- გინდა რამე?
- არასდროს მინახავს შენისთანა ლამაზი ქალი.
- კარგი რა რატი. სიცილი ვერ შევიკავე და მის გვერდით მოვთავსდი.
- არ გეხუმრები ლინა.
- მგონი წამლების ზემოქმედების ქვეშ ხარ. წავალ ჩაის მოგიმზადებ მერე კი დაისვენე.
- ლინა.
- რა იყო.
- გთხოვ ცოტა ხანს აქ იჯექი.
- რატომ?
- მინდა რომ გიყურო.
- იცოდე ისე ნუ მოიქცევი რომ შენი შინ მოყვანა ვინანო.
- შენი შვილი სად არის? - თემა შეცვალა რატიმ.
- გვიან დაბრუნდება.
- სამი კოვზი შაქარი ჩაყარე თუ შეიძლება.
- დიაბეტს აიკიდებ. - გავუღიმე და სამზარეულოში ჩაის გასაკეთებლად გავედი.

------------------
პ.ს მოგესალმებით, მოკლედ ეს ისტორია საცდელი ისტორიაა ნუ დაიზარებთ გამიზიარეთ თქვენი შეხედულება და როგორ გაგრძელებას ისურვებდით, რას ელით და ა.შ... წინასწარ გიხდით მადლობას ყველას ვინც დროს გამოხავთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Farvana

ჯერ ხომ სათური აქვს დამაინტრიგებელი...შინაარსიც საკმაოდ საინტერესო და კარგია.შეცდემობზე მე ყურადღებას არ ვამახვილებ და არც ვუკირკტდები.ასე რომ შესანიშნავია და იცოდე ყოველდღე დადე თორემმმ....
--------------------
ფარვანა

 


№2  offline წევრი ანნა ა

მეც ვფიქრობ რომ საინტერესოაა რავი დასახელებიდან გამომდინარე,რომ ვიფიქროთ საინტერესო იქნება და არ დაიგვიანო ხოლმე დადებაა წარმატებებიი

 


№3 სტუმარი artificial

dzaan momeconaa daa davintrigdi❤️ imediaa asee gagrdzelbb❤️ moutmenlad velodebi meore tavss dzaan armalodino❤️

 


№4  offline წევრი melina

საინტერესო დასაწყისია. იმდენად მომეწონა, რომ შეცდომებს აღარ ჩავუღრმავდები. წარმატებები და იმედია მალე დადებ შემდეგ თავს.

 


№5 სტუმარი სტუმარი ალუბალი

ზოგიერთი მომენტი მებანალურა მაგრამ ეგ არაფერი, გამოსწორება შეიძლება.
წარმატებები

 


№6 სტუმარი სტუმარი nancho

სათაურიდანვე ინტრიგაა,საინტერრესოა და ველოდები გაგრძელებას,

 


№7 მოდერი Girl... from the past

სტუმარი nancho
სათაურიდანვე ინტრიგაა,საინტერრესოა და ველოდები გაგრძელებას,


მიხარია რომ მოგეწონა. მალე იქნება გაგრძელებაც

სტუმარი ალუბალი
ზოგიერთი მომენტი მებანალურა მაგრამ ეგ არაფერი, გამოსწორება შეიძლება.
წარმატებები


რა თქმა უნდა ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ეს ხომ ჩემი პირველი ისტორიაა :-)

Farvana
ჯერ ხომ სათური აქვს დამაინტრიგებელი...შინაარსიც საკმაოდ საინტერესო და კარგია.შეცდემობზე მე ყურადღებას არ ვამახვილებ და არც ვუკირკტდები.ასე რომ შესანიშნავია და იცოდე ყოველდღე დადე თორემმმ....



ყოველ დღე ვერ დაგპირდები მაგრამ არც ბევრს გაწვალებ ❤

ყოველ დღე ვერ დაგპირდები მაგრამ არც ბევრს გაწვალებ და გალოდინებ ❤

 


№8 მოდერი Girl... from the past

ანნა ა
მეც ვფიქრობ რომ საინტერესოაა რავი დასახელებიდან გამომდინარე,რომ ვიფიქროთ საინტერესო იქნება და არ დაიგვიანო ხოლმე დადებაა წარმატებებიი



მადლობა ❤

melina
საინტერესო დასაწყისია. იმდენად მომეწონა, რომ შეცდომებს აღარ ჩავუღრმავდები. წარმატებები და იმედია მალე დადებ შემდეგ თავს.


კი აუცილებლად მალე იქნება.
მიხარია რომ მოგეწონა ❤

artificial
dzaan momeconaa daa davintrigdi❤️ imediaa asee gagrdzelbb❤️ moutmenlad velodebi meore tavss dzaan armalodino❤️



მადლობა ❤

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

მიყვარს დამწყების ისტორიას რომ გადავაწყდები და ისე ჩავიკითხავ რომ კოდე მინდა გაგრძელება
მე პირადად სათაური თავიდანვე არ მომეწონა ამით პირადად ჩემთვის ყველაფერი აშკარა გახადე და გავიგე უკვე რომ რატი შეუყვარდება. ეს ჩემი პირადი დამოკიდებულრბაა და იმას არ ნიშნავს რო ცუდია უბრალოდ რამე განსხვავებილი უკეთესი იქნებოდა.
წერის სტილი მე მომწონს და შინაარსი როგორი იქნება შენი გადასაწყვეტია . რატომღაც არ მგონია ეს ბიჭი მთლად უსახლკარო, ნუ აშკარაა რო რაღაც მძიმე გადახდა თავს ისე აღწერე მისი თვალები .
იმედია მალ მალე დადებ წავიკითხავ აუცილებლად
წარმატებები ჩემო კარგო

 


№10 მოდერი Girl... from the past

sameone crazy girl
მიყვარს დამწყების ისტორიას რომ გადავაწყდები და ისე ჩავიკითხავ რომ კოდე მინდა გაგრძელება
მე პირადად სათაური თავიდანვე არ მომეწონა ამით პირადად ჩემთვის ყველაფერი აშკარა გახადე და გავიგე უკვე რომ რატი შეუყვარდება. ეს ჩემი პირადი დამოკიდებულრბაა და იმას არ ნიშნავს რო ცუდია უბრალოდ რამე განსხვავებილი უკეთესი იქნებოდა.
წერის სტილი მე მომწონს და შინაარსი როგორი იქნება შენი გადასაწყვეტია . რატომღაც არ მგონია ეს ბიჭი მთლად უსახლკარო, ნუ აშკარაა რო რაღაც მძიმე გადახდა თავს ისე აღწერე მისი თვალები .
იმედია მალ მალე დადებ წავიკითხავ აუცილებლად
წარმატებები ჩემო კარგო



როგორ გამეხარდი :) მადლობა ძალიან დიდი, ყველანაირად ვეცდები რომ მალ-მალე მოგაწოდოთ ახალი თავი <3

 


№11 ახალბედა მწერალი Alice76

სათაური ისეთია,თან გაინტერესებს მაგრამ თან იცი,მიამიტურია და ისტორიაც ასეთი იქნება. თუმცა საბოლოოდ გაამართლა,იმიტომ,რომ შემოვედი და წავიკითხე (შემდეგშიუფრო ფრთხილად აარჩიე). რაც შეეხება ისტორიას,რატომღაც ჩამითრია,პერსონაჟებიც ადვილად გავიცანი და მომეწონა. შეცდომები ბევრია,არ შეიმჩნევა დიდად,მაგრამ გადახედე ხოლმე მაინც :* სხვა მხრივ,გამორჩეულია იმიტომ,რომ მიუხედავად სიუჟეტის ჩვეულებრიულობისა,მაინც უჩენ მკითხველს ინტერესს. თავები აუცილებლად გაზარდე და უფრო მეტი გადმოეცი,აშკარად შეგიძლია❤ წარმატება❤

 


№12 მოდერი Girl... from the past

Alice76
სათაური ისეთია,თან გაინტერესებს მაგრამ თან იცი,მიამიტურია და ისტორიაც ასეთი იქნება. თუმცა საბოლოოდ გაამართლა,იმიტომ,რომ შემოვედი და წავიკითხე (შემდეგშიუფრო ფრთხილად აარჩიე). რაც შეეხება ისტორიას,რატომღაც ჩამითრია,პერსონაჟებიც ადვილად გავიცანი და მომეწონა. შეცდომები ბევრია,არ შეიმჩნევა დიდად,მაგრამ გადახედე ხოლმე მაინც :* სხვა მხრივ,გამორჩეულია იმიტომ,რომ მიუხედავად სიუჟეტის ჩვეულებრიულობისა,მაინც უჩენ მკითხველს ინტერესს. თავები აუცილებლად გაზარდე და უფრო მეტი გადმოეცი,აშკარად შეგიძლია❤ წარმატება❤



დიდი მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ, შეცდომებს რაც შეეხება ბოდიშს ვიხდი თუმცა არც მითითებები მეწყინება, ჩემი მინუსი ის არის რომ საკუთარ ნაწერში შეცდომის პოვნა ძალიან მიჭირს,ალბათ ეს პრობლემა ბევრს ექნება.
სათარურზე გეთანხმები შემდეგ ისტორიაზე შევეცდები ესეც გამოვასწორო <3

 


№13  offline წევრი tamuna.s

მთავარია მთავარია დედა-შვილს ერთი კაცი არ შეუყვარდეთ და დანარჩენს ეშველება. დასაწყუსი მომეწონა.

 


№14 მოდერი Girl... from the past

tamuna.s
მთავარია მთავარია დედა-შვილს ერთი კაცი არ შეუყვარდეთ და დანარჩენს ეშველება. დასაწყუსი მომეწონა.



ჰო ვეცდები ეგ არ დავუშვა :)

 


№15 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგია გააგრძელეთ. დამაინტრიგებელია.

 


№16 მოდერი Girl... from the past

სტუმარი ნანა
კარგია გააგრძელეთ. დამაინტრიგებელია.



დიდი მადლობა. კი აუცილებლად გავაგბრძელებ <3

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან მომწონს..., ამჯერად რეიტინგოს გამო აგირჩიე

 


№18 მოდერი Girl... from the past

terooo
ძალიან მომწონს..., ამჯერად რეიტინგოს გამო აგირჩიე



მიხარია რომ მოგწონს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent