შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

dandelions (5)


31-10-2018, 17:15
ნანახია 190

dandelions (5)

ლურჯ ცას თეთრი, სავსე მთვარე ანათებს და უფრო მკვეთრად ეხამება თეთრი ვარსკვლავები ლაჟვარდისფერს. დაწინწკლულია ცა, ათასი თოვლის ფიფქი მიმოფანტულა მასზე და ისე იცვლება ფერთა შეხამება ღრუბლებისა და მთვარის კვეთისას, როგორც დანელებისას მზის სხივები იცვლიან ადგილს და სულ სხვა ფრად ანათებენ არემარეს.
მიუხედავად ღამის ძილისა, ბეღურებს სულაც არ ეძინებათ და გაბედულად ჭიკჭიკებენ, ჟრიამულით აფრინდებიან ხიდან ხეს, ღამის სერენადასავით გაბმულ გალობას ასმენინებენ გამოუძინებელ ხალხს, დილით სამსახურში რომ მიეჩქარებათ და სახლში გვიან ბრუნდებიან.
საღამოა, თანაც ისეთი წყნარი, ათასში ერთხელ რომ არის. ზოგჯერ ჩიტებიც კი წყვეტენ გალობას, რაღაც წამებში იყუჩებს ხოლმე გარემო, ბუნება, მთვარეც კი, სულ რომ დადუმებულა და ყველა, სულიერიც და უსულოც, რაღაცას უსმენს, რაც რეალურად არ ისმის. ალბათ, მე მეჩვენება ასე, თუმცა ვგრძნობ, რომ ეს ღამე განსხვავებულია, ვგრძნობ, რომ რაღაც დიადი უნდა მოხდეს, ის რაც აქამდე არ მომხდარა და ამჯერად ყველაფერს შეცვლის.
უკვე თენდება, ვატყობ, როგორც ეპარება ცას ნარინჯისფერი, რადგან განთიადზე მზის სხივები ყველაზე მწველია. ახლაც წითლად ამოდის ჰორიზონტზე გაწოლილი თბილი მზე და მთელ ქალაქს მოსასხამივით ეფარება თავისი ნათელი სხივებით. ფანჯრიდან მისი შუქი ნელ-ნელა იჭრება და თანდათან მოდის ჩემკენ. ჯერ საწოლზე მოცოცავს მისი სინათლე, მერე ჩემს ტერფებს აცოცდება და მეც მწვდება სახეზე, პირდაპირ თვალებს მისწორებს, სწორედაც რომ უზარმაზარი ვარსკვლავიივით ციმციმებს.
მერე ვფიქრობ, რომ აღარ მინდა საწოლში წოლა, მას შემდეგ, რაც მთელი ღამე გავატარე უძრავად წოლიარემ და ჩაფიქრებულმა. ვდგები, ფეხშიშველი მივიწევ კარადისკენ და კომბინიზონის კაბას ვიცვამ. მერე რა, რომ ჯერ არავის გაუღვიძია, ჩემი სიფხიზლეც საკმარისია, რომ მთელმა ქალაქმა გაიღვიძოს ჩემს გულში.
კარისკენ ჩუმად მიივდივარ, რომ არავინ გავაღვიძო და არც ზედმეტი ხმაური გამოვიწვიო, იქ მისული კი ჩუმდ ვაღებ სახლის კარს და სადარბაზოში ქურდივით ვიპარები. მერე ვამოწმებ, ტელეფონი ადგილზეა თუ არა, რადგან უტელეფონოდ წასული ვერც დედას გავაგებინებ ჩემს ადგილსამყოფელს და ვერც მამას. აბა, ისე რომელი მათგანი იფიქრებს რომ 16 წლის მოზარდი გოგო დილის 5 საათზე სასეირნოდ გავიდა ქუჩაში?
სანამ სადარბაზოდან გავიდოდე, უკვე ვგრძნობ მოშიშვლებულ ფეხებზე დილის გრილ ნიავს და ფეხები მეყინება, თუმცა ამის გამო აბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებ. ახლა დროა, ჩემი სული გამოვანთავისუფლო ჩაკეტილი დარაბებიდან, რომლებსაც მე თვითონ დავასვი ბოქლომი და მხოლოდ ასეთ დროს თუ ვაძლევს ჩემს სულს უფლებას, ინავარდოს, სადაც თავად სურს. მხოლოდ მაშინ, როცა ირგვლივ არავინაა, ვინც შენიშნავს თავისუფლად მოფარფატე ბედნიერ სულს, ვინც ბოღმით აივსებს გულს, მას დაიჭერს და სამუდამოდ გამოამწყვდევს, ან ვინც ქურდივით მიეპარება და მას მომპარავს, ყველაზე ძვირფასს-ჩემს სულს. ახლა კი ის მშვიდადაა, მეც მშვიდად ვარ, როცა ვიცი, რომ შემიძლია, თავისუფლება მოვიპოვო ამ სიმშვიდეში და სილამაზეში. ბუნება ყოველთვის ლამაზია, საკმარისია, უბრალოდ დაინახო ეს. ადამიანის თვალები კი იშვიათAდ ხედავენ ბუნების სილამაზეს, ანუ მტავარ სილამაზეს, რომელიც ერთადერთი რეალური მშვენებაა სამყაროში. ბუნებრიობა მხოლოდ გარემოს კი არა, ადამიათა სულებსაც კი ალამაზებს მაგრამ რომელი ადამიანი ცდილობს, ბუნებრიობით გაილამაზოს თავისი სული? ალბათ, ყველას ურჩევნია, სულ სხვა "მე" იყოს და სხვისი პიროვნება, სხვისი ქცევები, ხასიათი და გემოვნება მიითვისოს, რადგან საკუთარი აზრი არ გამოთქვას, რადგან მისი შინაგანი "მე" ვერავინ დაინახოს.
წყნარად, თითქმი ფეხაკრეფით მივსეირნობ სწორ ტროტუარზე. ჯერჯერობით არც ერთ მძღოლს არ გაუღვიძია და არც შუქნიშნის ფერები ციმციმებენ. მგონია, ქალაქი დაცარიელდა და მხოლოდ მე ვარ ის, ვინც აქ დარჩა, ვინც ამ ქალაქის შვილი დარჩა ისევ.
ვერც კი ვატყობ,როგორ ვუახლოვდები ლილეს სახლს და სანამ ზარის ღილაკს დავაჭერდე, თითი მიშეშტება ტელეფონის ეკრანზე, რადგან ვიაზრებ, რომელი საათია. მეცოდება ლილე ჩემ გამო შუა სიზმრიდან გამოფხიზლებისთვის, იქნებ თავისი ბედი ესიზმრება..
თუმცა, სხვა ფანტასტიკური აზრი კი მომდის თავში და მის რეალობად ქცევაზეც ვზრუნავ. მეთოთხმეტე სართულიან კორპუსში შევდივარ და ფეხით ავდივარ უსასრულო კიბეზე. ბოლო სართულზე ასული, მძიმედ ვქოშინებ და შესასვენებლად საკუთარ მუხლებ ვეყრდნობი. მეთოთხმეტეზე ვარ. აი, უკვე სახურავზე ასასვლელ კიბესაც ვხედავ და მისკენ მივიწევ. როგორც კი ჟანგიან, რკინის კიბეს ვადავ ფეხს, რომელიც სახურავის კარზეა თითქოს მიყრდნობილი, შიში მიპყრობს და ვცდლობ, ქვევით არ ჩავიხედო. თუმცა, მაშინ, როდესაც უკვე შიშამოვლილს გული ბაგაბუგით მიცემს და ბოლო საფეხურზე ვდგავარ, ვხედავ, რომ კარს დიდი ბქლომი ადევს. "რითი გავაღო?"-გონებას ვიკრებ, მაგრამ რა აზრი აქვს ამაზე ფიქრს, როცა თმაზე ერთი ნევეძინკაც კი არ მიკეთია იმისთვის, რომ გასაღების მაგიერ ვიხმარო ბოქლომის გასახსნელად.
-ეხ...-ბოლოს ვოხრავ და იმავე საფეხურზე ვჯდები, სადაც მანამდე ფეხი მედგა. ფეხები ჰაერში მაქვს გადმოკიდებული. ახლა რაღა გავაკეთო? დავრჩი სურვილ აუსრულებელი.
სანამ თავჩახინდრული ფეხებს ვიქნევ აქეთ იქით და ერთამენთს ვუბაკუნებ, კარის ჩხაკუნი ისმის და თავს როგორც კი ვწევ თვალებში მეფეთება ნაცნობი სახე, რომელიც ძილისგან შეცვლილ, მოჭუტულ თვალებს ორივე მუჭით იფშვნეტს და დაძაბული მზერით შემომყურებს რომ გაარჩიოს, ნამდვილად მე ვარ თუ ეჩვენება. მერე კი ვხვდები, რასაც შეიძლება ფიქრობდეს და ხმამაღლა მეცინება მის სახეზე.
-ნაიკა? აქ რას აკეთებ?-წარბშეჭმუხნული მეკითხება და სახეზე ეტყობა, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოსულა მძინარე მდგომარეობიდან სრულად.
-ფოსტალიონი ვარ და წერილები მოგიტანე-წარბაწეული ვპასუხობ, როგორ მინდა მის სახეზე კარგად გადავიხარხარო, თუმცა ჯერ ადრეა.
-რა ფოსტალიონი, ნორმალური ხარ?-თმაში ხელს იცურებს და წამოზრდილ, ტალღასავით თავისუფალ და რბილ შავ თმას უკან იწევს.-სერიოზულად, არ მეტყვი აქ რა გინდა?
-კარგი რა, მე ჭკვიანი ბიჭი მეგონე. რას უნდა ვაკეთებდე აქ, რათქმაუნდა შენ მოგაკითხე.-თავს გვერდულად ვხრი და თვალებში ვუყურებ. მგონი თანდათან უფრო ვაოცებ და ვაბრაზებ. თუმცა, ორ წამში უკვე ჩემ მაგივრად ხარხარებს და ხელით მანიშნებს მოდიო.
-მე?-გაოცებული ვიდებ მკერდზე თითს.
-ჰო შენ, აბა შენს მეტს ხედავ აქ ვინმეს?-ღიმილით ჩამეკითხება და ჩემკენ მოდის-მოდი, მოდი, არ გიკბენ.
-ახლავე, ოღონდ...-ვჩუმდები. იმიტომ, რომ მერიდება იმის თქმა, რომ ამ კიბემ უკვე საკმარისად დამზაფრა იმისთვის რომ ახლა ჩამოსვლა ვცადო.-იცი, ამ კიბეს ვერაფერი გავუგე.
ეღიმება, ხვდება რისი თქმაც მინდა და თავად მოდის ჩემთან. მერეღა ვამჩნევ, რომ გრძელ, მუქ ლურჯ ხალათშია გამოწყობილი და წელსზემოთ ხალათის შიგნით არაფერი აცვია. ცოტა არ იყოს, ამის გააზრებაზე სახე მიხურს მაგრამ სანამ მოვასწრებდე ამის ბოლომდე გააზრებას, ის უკვე ჩემ წინ დგას და თვალებში მიყურებს. ვერ ვხვდები, რას აკეთებს, სანამ მომღიმარი წელში არ მკიდებს ხელებს და ჰაერში მაფრიალებს სანამ ძირს დამსვამდეს.
ამჯერად უკვე ერთმანეთის პირისპირ, საკმაოდ ახლოს ვდგავართ და მას თავი ჩემს კისერში ჩაუხრია. მეჩვენება, რომ ღრმად სუნთქავს, მე კი გული მთელი სისწრაფით მიცემს. თმას მისი სუნთქვა მირხევს კისერზე და სასიამოვნოდ მელამუნება, ოდნავ მეღუტუნება კიდეც.
-ხომ არ შეგეშინდა?-თავს როგორც კი სწევს, სერიოზული სახით მეკითხება და როგორც კი თავს ვაქნევ, ხელს მკიდევბს და სახლში შევყავარ.
წარმოდგენაც არ მაქვს, იქ როგორ აღმოვჩნდი, ან უბრალოდ ამდენ უცნაურობას ერთად ვერ იაზრებს ჩემი დატვირთული გონება და ახლა მხოლოდ მის სახლზე ვფიქრობ. მყუდრო, სასიამოვნოდ მოწყობილი სახლი აქვს ვრცელი მისაღებით, პატარა სამზარეულოში და მყუდრო, მოწერიგებული ოთახით, რომელიც სავარაუდოდ მისია და თითქმის სახელოსნოდ მოუწყია. სამზარეულოსკენ მიოვყავარ და მთავაზობს, სადმე ჩამოვჯდე.
-რაო, რას მეუბნებოდი? ფოსტალიონი ვარო, არა?-წარბაწეული მიღიმის და გაზქურისკენ ტრიალდება, რომ ჭიქებში ცხელი ყავა ჩამოასხას.-ჩაი, ან ცხელი შოკოლადი ხომ არ გირჩევნია?
-არა, გმადლობ. ახლა ზუსტად ყავის დროა-თბილად ვუღიმი და ჩემთვის გაკეთებული ყავით სავსე ფინჯანს ვართმევ გამოწვდილი ხელიდან.-გაუგებრობაში რომ არ გამყოფო, სიმართლე გეტყვი. სანამ კარი არ გაიღო, წარმოდგენაც კი არ მქონდა რომ შენ აქ ცხოვრობდი.
ბიჭი ოდნავ გაკვირვებას გამოხატავს მაგრამ იმდენადაც არა, როგორც მე მეგონა.
-აჰა, ესეიგი სხვა მიზნები გამოძრავებდა სანამ აქ მოხვიდოდი არა?
-მხოლოდ ერთი მიზანი-თითსაც ვიშველიებ და ვაგრძელებ-ვიფიქრე, რადგან ეს თოთხმეტსართულიანი კორპუსი იყო, სახურავიდან ქალაქიც უფრო ვრცლად გამოჩნდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე მეცადა.
-და აქ ამოხვედი მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ნახევარზე მეტი სახურავზე ასასვლელი კარი დაკეტილია.
-რა ვიცოდი?
-ჰო, რათქმაუნდა.-იღიმის-რა უფლება მაქვს ამისი პასუხი მოგთხოვო თუ არ იცოდი?!
თავს ვხრი და ყავის ზედაპირს ჩავყურებ. შაქრის რაოდენობაც არ მითქვამს, მან კი ზუსტად ისეთი გააკეთა, როგორზეც ვგიჟდები. ამის გაფიქრებისას უფრო მეტად მეღიმება და ვგრძნობ, როომ სითბო ჩემს სხეულში მხოლოდ ყავიდან კი არა ბიჭიდანაც მოდის.
-რატომ იღიმი?-მეჩვენება, თითქოს ზედმეტად თბილი გამოხედვა აქვს.-რაღაც გაგახსენდა არა?
-არა-თვალებში შევყურებ-როგორ გამოიცანი, რამდენ შააქარს ვიყრი ყავაში?
-შენც იმდენი ჩაგიყარე, რამდენსაც მე ვიყრი-მხრებს იჩეჩავს.
მისი ფანჯრიდანაც იჭვრიტება მზე, ამჯერად მის თმას ეთამაშება და ისიც უფრო მეტად ბზინავს მზის შუქზე. უეცრად საოცრად მინდება, მასთან მივიჭრა და თმაზე შევეხო, თუუმცა ეს სურვილი თავადაც მაკვირვებს და მაფრთხობს.
-მმ, კარგი. დროა, წავიდე.-ვდგები და ოდნავ ვიღიმი.
-რამე მოხდა?
-არა, საიდან მოიტანე..-ვცდილობ, ბუნებრივი ვიყო და აკუთარი თავი არ გავცე იმაში, რომ საშინად მინდა მასთან მიახლოვება.
-აბა, მე შეგაშინე?
მისკენ ვტრიალდები და თბილი ღიმილით შევყურებ მის სერიოზულ, გამორჩეულად მშვენიერ სახეს.-არა, უბრალოდ არ მინდა, ზედმეტად შეგეჩვიო.
მერე კი, ჩემი სიტყვების გააზრებასაც არ ვაცდი, ვტრიალდები და მოვდივარ. მისი სახლიდან გამოსვლისთანავე კიბეზე ვეშვები და საკუთარ თავს აღარ ვიცი, რა მოვუხერხო. თითქოს ვბრაზობ ჩემს თავზე ასეთი უპასუხისმგებლო და დაუფიქრებელი საქციელის გამო, თუმცა, მეორე მხრივ მგონია, რომ ეს უბრალოდ ძლიერი აღელვებაა, რომელიც მისმა ზემოქმედებამაც გამოიწვია. მაშ მანამდე რა ხდებოდა? მანამდე რატომ არ ვფიქრობდი, რომ ჩემთვის მისაღები იყო მასთან ურთიერთობა? ალბათ, იმიტომ, რომ ეს დღე განსაკკუთრებულია და უარს ვერაფერზე ვამბობ. უარს ვერც მისდამი გრძნობებზე ვამბობ, რომლებიც ისე სწრაფად ყვავდებიან, ვიცი, დაჭკნობასაც ასევე სწრაფად მოასწრებენ.
********************************************************************************скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი nina kupradze

მალე დადე ახალი თავი, ძალიან კარგია❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent