შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

You Touch Me Right And You Love Me Wrong ~5~


31-10-2018, 22:08
ავტორი ანნა 541
ნანახია 298

You Touch Me Right And You Love Me Wrong ~5~

სამშვიდობოს გამოსულმა ანა ლუჰანს ხელების ქნევით ეძახდა.
- ლუჰან... აქ ვარ - ლუჰანმა რაციას მაშინვე ხელი გაუშვა, ანასკენ გაექანა და მაშინვე გადაეხვია...
- ანა... რაციით გადმოგვცეს ეს ამბავი... მინასგან ვიცოდი რომ აქ იქნებოდი... ჩვენი დანაყოფიც მაშინვე აქ წამოვიყვანე. - ანერვიულებული უხსნიდა ლუჰანი, ხელებს თმაზე უსვამდა და თვალების ცეცებით ათვალიერებდა რამე ჰომ არ ჭირდა.
- არაფერია... კარგად ვარ... თავისუფლად მოვახერხეთ გამოქცევა.
- მოახერხეთ? - ლუჰანმა გაკვირვებული გამომეტყველება მიიღო.
ანამ თვალები მოჭუტა. ლუჰანის ხელებიდან თავი გაინთავისუფლა, შემობრუნდა და დაინახა რომ უცნობი მის უკან აღარ იდგა.
ანამ ლუჰანს ზურგი აქცია, გაკვირვებული ედგა. ვერ მიხვდა რა იყო, რა მოხდა. თმები აწეწილი ჰქონდა და თვალებში ეყრებოდა, ნიავი კი უარესად უჩეჩავდა. სულ რამდენიმე წამის წინ უცნობი მას ელაპარაკებოდა და მის გვერდით იდგა, ახლა კი ის სადღაც გაქრა. სახეზე არაფრის მთქმელი ღიმილი გამოესახა. ლუჰანიც ანასავით დაბნეული იყო. წინ წაიწია და ორ ნაბიჯში უკვე მის წინ იდგა.
- ანა რა ხდება? კარგად ხარ? რაზე ლაპარაკობ?. - ლუჰანმა ოდნავ კისერი ქვევით ჩასწია რომ ანას თვალებისთვის შეეხედა, რომელიც გამალებით აქეთ - იქით აცეცებდა.
- ლუჰან... მაპატიე... ვნერვიულობ და დავიბენი. - თვალები დაახამხამა და ლუჰანს გახედა. ხედავდა როგორ ნერვიულობდა მასზე და გახარებული იყო რომ ჯანმრთელი და სახსალამათი დახვდა. - აქედან წავიდეთ კარგი? მამას ნახვა მინდა. - თქვა თუ არა მაშინვე მანქანისკენ შეტრიალდა და მძღოლის გვერდით ჩაჯდა, ღვედი შეიკრა, ფანჯარაში ლუჰანს გახედა, თავის მეწყვილეს რაღაცას რომ უხსნიდა. მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ლუჰანი ფორმის შეწორებითა და თავში ხელების ქექვით მოვიდა მანქანამდე და ანას გვერდით, მძღოლის მხრიდან მიუჯდა. მანქანა მაშივნე დაძრა.
- დარწმუნებული ხარ რომ არაფრის თქმა არ გინდა? - ლუჰანმა კითხვა გზიდან თვალის მოუშორებლად დასვა, რომელიც ხელებს ანერვიულებულად, ზედმეტად უჭერდა საჭეს. ანაც თავის მხარეს, ფანჯარაში იყურებოდა და თავი გააქნია არაო. თუმცა ეს ლუჰანს არ შეუმჩნევია.
- ტელევიზიით გამოაცხადეს? - ჰკითხა ანამ და გზას თვალი მოაშორა.
- არა... მინას ველაპარაკებოდი როდესაც რაციით გადმოგვცეს. მისამართს ყური მოჰკრა თუ არა, მაშინვე თქვა რომ შენ იქ იყავი. მეც აღარ მიყოყმანია და მაშინვე წამოვედი. მინა ძალიან ნერვიულობს.
- ჰო ეს უკვე მითხარი. სანერვიულო აღარაფერია კარგად ვარ. - თქვა და კისერზე ხელი მოისვა. თითქოს ძალიან დაჭიმული ჰქონდა.
- ზუსტად რა მოხდა? რამე დაინახე? როგორ შეძელი იქიდან გამოღწევა? მესმის, რომ პოლიციელის შვილი ხარ მაგრამ მაინც მეეჭვება ასე კარგად ორგანიზებულ ბანდას შეუმჩნევლად გამოჰპარვოდი - ლუჰანმა გამჭოლი მზერა მიაპყრო. ანა უცებ გონს მოეგო, აქამდე არც კი დაფიქრებულა, მართლაც როგორ მოახერხა ბანდის მოტყუება და შეუმჩნევლად გვერდის ავლა იდუმალმა უცნობბმა, რომელმაც ანა სავაჭრო ცენტრიდან გამოიყვანა
- არა ლუჰან ეს მე არ... - ანა უცებ შეჩერდა, თავისი გონება უკვე იმ უცნობზე ფიქრში იყო გადართული, მას ძალიან დააინტერესა ეს გარემოება ,,მაინცადამაინც მე რატომ ამირჩია, თუ უბრალო შემთხვევითობის ბრალი იყო?“ ამ ფიქრმა ის სულ მთლად მოიცვა, მას ლუჰანი აღარ ახსოვდა.
- ანა.. ანა... - ანა ისე ღრმად იყო ჩაფლული ამ უახლოეს მოგონებებში რომ ლუჰანის რამოდენიმეჯერ წარმოთქმულმა მისმა სახელმა ძლივს გამოაფხიზლა
- ა დიახ ლუჰან რას ამბობდი?
- ეს მე კი არა შენ გინდოდა რაღაცის თქმა და უცებ შეწყვიტე - ანას რაღაცის შეეშინდა, თუმცა თვითონაც არ იცოდა რას მოიცავდა ეს შიში. რისი ეშინოდა. მან გადაწყვიტა უცნობის შესახებ არაფერი ეთქვა სანამ თვითონ არ გაერკვეოდა ყველაფერში.
- არაა არაფრის თქმა არ მინდოდა უბრალოდ გამიმართლა, იქნებ ეგ შენი ბანდა არც თუ ისეთი კარგია როგორც ამბობენ - ანამ მეგობარს გაუცინა გამარჯვების მოპოვების მიზნად. ლუჰანმაც გადაწყვიტა ანას აღარ ჩაჰკითხებოდა, რადგან იფიქრა აფექტის მდგომარეობაშია და მაინ ვერაფერს გაიხსენებსო ამიტომ გადაწყვითა ეს თემა ცოტახნით გვერდზე გადაედო. მანქანის სალონში სიჩუმე მეფობდა ამიტომ ისევ ლუჰანმა აიღო საკუთარ თავზე ჩამოწოლილი უხერხულობის გაფანტვა.
- ანა ხომ იცი, რომ როგორც თვითმხილველი დაკითხვაზე მოგიწევს განყოფილებაში მისვლა.
- რა?... არა ძალიან გთხოვ. ისედაც არ მიყვარს საგამოძიებო განყოფილებები, თანაც ათას სისულელეს ვიტყვი და ბრინჯივით დავიბნევი. ძალიან გთხოვ შეგიძლია როგორმე თავი ამარიდებინო მაგ საშინელ დაკითხვას? - ლუჰანს ჩაეცინა და თავი დაბლა ჩაწია. შემდეგ ანას გამოხედა.
- ნუ ღელავ. როგორ ფიქრობ, იმას დავუშვებ რომ საათობით დასაკით ოთახში გაყურყუტონ და ნერვიულობამ შეგიწიროს? რასაც შევძლებ ველაფერს გავაკეთებ - ანა ოდნავ დაწყნარდა და საზურგეს მოშვებული მიეყუდა - უბრალოდ გაითვალისწინე, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად შესაძლოა განყოფილებასი მოსვლა მაინც დაგჭირდეს
- ეს შენი დამშვიდების ერთგვარი ხერხია ხოო - უთხრა ანამ და მარცხენა ხელი ლუჰანს მკლავზე მიარტყა, რა დროსაც ლუჰანი ოდნავ შეიშმუშნა. - მაპატიე... დაჟეჟილობები გაქვს? - ხელი ნაზად ჩამოუსვა მკლავზე.
- არაფერია... ლუჰანმა არაფრის მთქმელი ღიმილით გამოხედა. - რამოდენიმე დღეში მორჩება. - დაამშვიდა. ანაც აღარ ჩაძიებია.
- იცი... - განაგრძო ლუჰანმა - მინდოდა რომ გუშინდელისთვის ბოდიში... - ანამ გამოხედა და მაშინვე გააწყვეტინა.
- მოდი ამ თემაზე არ გვინდა კარგი?... ისედაც ვიცი ორივეს უხერხულობას გვიქმნის. ამიტომ ჯობს ისე მოვიქცეთ თითქოს და არც არაფერი მომხდარა. - ანამ თბილად გაუღიმა.
- მართალია... მართალი. - ლუჰანმა დიდ ჩასუნთქვასთან ერთად უპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ ლუჰანმა გადაწყვიტა სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებით ცოტახანი არაფერი ეკითხა მაინც ვერ მოითმინა და ანას კითხვით მიმართა - და მაინც, არ გიპასუხია... რა მოხდა... რა დაინახე... როგორ გამოაღწიე იქიდან?
- სამაგიეროდ ახლა დაკითხვას შენ მიწყობ? - ანამ ჩაცინებით უთხრა.
- დამიჯერე ჩემი დაკითხვა სჯობს... თანაც მაინტერესებს... მე მაინც დამეხმარება და შეიძლება ბევრი ინფორმაცია მომაწოდო. - ლუჰანმა შუქნიშანთან შეანელა რომელიც ყვითელ ფერს აჩვენებდა და შემდეგ უკვე წითელი აინთო. ღვედი ოდნავ მოიშვა რომ განძრევა შესძლებოდა, ანასკენ შემოტრიალდა და სმენად იქცა. ანა ცოტა ანერვიულებული ჩანდა. - გისმენ.
- კარგი... - ამოისუნთქა - მოკლედ, დიდი არც არაფერი მომხდარა. მამას ტანსაცმელი რომ ავარჩიე ჩემთვისაც ვიზომავდი რაღაცას. შემდეგ ხმაური გავიგე. სიგნალიზაციაც ჩაირთო. რომ გამოვედი გასახდელიდან დავინახე შეიარაღებულ ხალხს, ანუ მძარცველებს ტყვეები რომ ყავდათ აყვანილი, სულ შავები ეცვათ და შავი პირბადეები ეკეთათ. - ანა ლუჰანს მთელი ემოციით უხსნიდა ისტორიას ხელების მონაწილეობით.
- ამის დედაც. - ლუჰანმა მოულოდნელად წამოიყვირა, საჭეს ხელი მაგრად მიარტყა, რა დროსაც ანა შეხტა. - ისინი არიან. - ანა დაბნეული უცქერდა.
- ვინ ისინი? - ინტერესის თვალებით შესცეროდა ლუჰანს. ამ დროს მწვანეც აინთო და ლუჰანმა გაზს ფეხი მაშინვე დააჭირა. - ლუჰან.
- ისინი, ვინც ის უბედურება გუშინ მოაწყო და მამაშენი ახლა რის გამოც საავადმყოფოში წევს - ანა შეცბა.
- ღმერთო... - თქვა და ორივე ხელი გულთან მიიტანა. - ანუ გინდა თქვა რომ სასწაულებრივად გადავრჩი? - ლუჰანს გახედა.
- ნამდვილად. - ლუჰანი ცალი ხელით მანქანას ატარებდა, ცალი კი ფანჯარაზე ჰქონდა ჩამოდებული, რომელსაც თავს აყრდნობდა.
რამდენიმე სვეტაფორი სიჩუმეში გაიარეს. ლუჰანი გაბრაზებული ჩანდა, ანა კი შოკში ჩავარდნილს. ფანჯარა ჩამოწეული ჰქონდა, თვალები რაც შეიძლებოდა დიდზე გახელილი, ჰაერს ხარბად ყლაპავდა და თვალებიდან ცრემლები უფრინდებოდა, რომელიც ცივი ქარისგან უჩნდებოდა.
- ჰო ისე... შემოხედა ლუჰანმა. - და ის ტანსაცმელი სად არის რაც მამას აურჩიე?
ანა სკამზე ვერტიკალურად გაშეშდა და ხელები მაშინვე თავში წაიშინა.
- ღმერთო ტანსაცმელი. - წამოიყვირა.
- რა მოხდა? - ლუჰანმა თითქოს უმნიშვნელოდ წაატორმუზა.
- ტანსაცმელი იქ დამრჩა. იმ არეულობაში სულ დამავიწყდა. - ანას უცნობი ისევ გაახსენდა. - სულ იმ იდიოტის ბრალია. - წაიბურტყუნა.
- რა თქვი? - ჰკითხა ლუჰანმა. შეცბუნებულიმა გახედა ანამ.
- ა... არაფერი. რა სულელი ვარ. უფასოდ მაინც შემხვდებოდა. - უხერხულად ჩაუცინა ლუჰანს.
- ანა, დარწმუნებული ხარ რომ მეტი არაფერი მომხდარა? - ლუჰანმა ეჭვის თვალით გახედა მას.
- და რა უნდა მომხდარიყო? სრულიად არაფერი. - ისევ გაუღიმა.
საავადმყფომდე ძვლივს მიაღწიეს. ანა არ დალოდებია ლუჰანს რომ კარგი გაეღო მისთვის ან თუნდაც შესასვლელამდე მიეცილებინა, მაშინვე წამოხტა და გაქცევა დააპირა როცა ლუჰანის ხმამ შეაჩერა.
- ანა მოიცადე. - დატორმუზდა და შემობრუნდა.
- გისმენ? - ჰკითხა ლუჰანს რომელიც მანქანიდან გადმოსული იყო და მანქანას მეორე მხარეს უვლიდა, ხელში კი რაცია ჰქონდა მომარჯვებული.
- მე უკან უნდა დავბრუნდე. სამუშაო. უბრალოდ... დაგმშვიდობებოდი მინდოდა.
- შენი იქ ყოფნა აუცილებელია?
- რა თქმა უნდა. იმ ბანდის საქმეს ჩვენ ვიძიებთ. თანაც, ონიუს გარეშე კიდევ უფრო მეტი სამუშაო. - უთხრა და საავადმყოფოს თვალი მოავლო.
- მართალია. სჯობს წახვიდე, არ დააგვიანო. - ანამ ხელით ანიშნა მანქანაზე, რომ ჩამჯდარიყო.
- შეხვედრამდე... - ლუჰანმა თავი დაუქნია და შებრუდა. მანქანა ადგილს წამებში მოწყდა.
ანა მანამ არ განძრეულა სანამ მანქანა თვალს არ მოშორდა. შემობრუნება რომ დააპირა კისერი საშინლად ეტკინა. გაახსენდა, იქ, ოთახში დაცემისას, გიგანტი ზედ რომ დაეცა წამიერად ტკაცუნის ხმა მოესმა რომელიც კისრისგან მოდიოდა. სიბრაზე მაინც ყელში უჭერდა. ჯერ საიდანღაც გამოჩნდა ვიღაც უცნობი, გადაარჩინა, დაეხმარა და როცა უკვე სამშვიდობოს გამოვიდნენ უბრალოდ სადღაც გაქრა? თან მისი ეს მსგავსება მძარცელებთან... - მაგრამ ისიც რომ მძარცველი ყოფილიყო მათ რატომ დაემალებოდა? ან რატომ გადაარჩენდა? - ყველაფერი ძალიან უცნაური იყო... - ანამ თავი გააქნია, თუმცა კისერი ისევ ეტყკინა... ამდენ ფიქრში სულ დაავიწყდა. ზევით აიხედა, თვალი მანაც შავლო შენობას და შიგნით შევიდა.
მინამ დაინახა თუ არა მაშინვე გადაეხვია... მამას მკვეთრი მოძრაობები არ შეეძლო, არც ბევრი ლაპარაკი... ისე გაუკვირდა თითქოს დედას ანა საუკუნეა არ უნახავსო... მინამ დაარიგა რომ მისთვის არაფერი არ ეთქვა, რომ არ ენერვიულა... შეხვედრა კი ძალიან ემოციური იყო... როგორც ღამით, კოშმარების ნახვის შემდეგ მიუწვებოდა ხოლმე მშობლებს რომ აღარ შეშინებოდა, ისე მიუწვა მამას და როგორც შეეძლო ისე ეხუტებოდა რამე რომ არ ტკენოდა.
- ანა ლუჰანი სად არის? - ჰკითხა მინამ. რომელიც მათ გვერდით სკამზე იჯდა.
- აქ დამტოვა, მითხრა საქმე მაქვსო და წავიდა. - უთხრა დედას და თავი მამას მკერდზე ჩამოადო.
ტელევიზიით საინფორმაციო გადიოდა და ონიუმ მინას სთხოვა რომ ხმისთვის აეწია. ანამ შეხედა და შეცბა... მინასაც მასსავით რეაქცია ჰქონდა. იმ ადგილს, სადაც ის ყველაფერი მოხდა, პირდაპირი ეთერით გადმოსცემდნენ და ჟურნალისტი ლაპარაკობდა. როგორც გაირკვა ლუჰანი მართალი ყოფილა. გუშინდელი უბედურებაც მათი ჩადენილი აღმოჩნდა. თუმცა ონიუს ძალზედ უკვირდა ეს ყველაფერი. დიდიხანია რაც მათი განყოფილება ამ ბანდაზე მუშაობს, თუმცა ჯერ არ ქონიათ შემთხვევა, რომ დანაშაული ასე ზედიზედ მიყოლებით ჩაედინათ, თან არა წვრილი დანაშაული, არამედ ასეთი მსხვილი. იმ სართულზე სადაც ანა იმყოფებოდა, როგორც გახსოვთ სამი განყოფილება იყო და ერთ - ერთი ძვირფასეულობის, სწორედ იმის გასაძარცვად იყვნენ მისულები. ხალხი ჯერ კიდევ იყო მის გარშემო შემოკრეფილი და ალიაქოთი არ წყდებოდა...
- სჯობს ახლა ორივენი ერთად წახვიდეთ სახლში და დაისვენოთ. მინა განსაკუთრებით შენ. - ონიუმ ხმის გამაგრება სცადა რომ სუსტი არ გამოსვლოდა და როგორც უფროსს მისთვის დაეჯერებინა გოგონებს.
- მამა მართალია. შენც გუშინდელიდან აქ ხარ და გაათენე დედა. სჯობს წავიდეთ.
მინას წინააღმეგობა არ გაუწევია. თვალები უკვე ჩაცვენილი ჰქონდა და წყლის გადავლება ნამდვილად ესაჭიროებოდა ისე ასდიოდა საავადმყოფოს სუნი. მამას პალატა მიულაგეს, გაუნიავეს, დაემშვიდობნენ და პალატიდან გავიდნენ. დერეფანში მინა წამიერად შეჩერდა რომ მედდას დალაპარაკებოდა, ანამ კი გზა ნელა განაგრძო ისე, რომ შემდგომ მინას შესძლებოდა მისი დაწევა. ტელეფონი მოიკითხა რომ გაეგო რა ხდება სოციალურ ქსელში, ელლენისთვის დაერეკა და ეთქვა ყველაფერი... ისე კი გასაკვირი იყო ამდენ ხანს რომ თვითონ არ მოიკითხა ანა... თუმცა მოიცადე... ანას ჩანთა მხარზე აღარ ჰქონდა, არც ტელეფონი ჯიბეში, არც საფულე არაფერი. მთლიანად ცარიელი იყო. ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ისე, რომ გააკანკალა. ახლა , როგორც მაშინ ლუჰანის მანქანაში, ხელების თავში წამოშენას აზრი აღარ ჰქონდა. ცრემლები წმაოუვიდა. გასახდელში შესვლისას ყველაფერი ჰომ გარეთ დაატოვებინეს, მამას ტანსაცმელი, საკუთარი ჩანთა. იქ ის ყველაფერი ან დახვდებოდა ან არა. თავის ლანძღვას მოჰყვა გასასვლელამდე სადაც მინა დაეწია და უცბად შეაშინა.
- მაპატიე, არ მინდ... ანა, შენ რა, ტირი? - ანას წინ დაუდგა დედა და თავი ხელებში მოუქცია. - რა მოხდა. მომიყევი. - როგორც ლუჰანთან ანას არ სურდა ვინმესთან უცნობის ხსენება. განსაკუთრებით იმ დეტალების თუ მათ შორის რა მოხდა. მითუმეტეს კი ის უგზოუკლოდ გაქრა და პირადი ნივთებიც დაკაგა.
- არაფერია, უბრალოდ... დღეს შემეშინდა. თან რომ გავიგე ვინ იყვნენ. ძალიან ვინერვიულე. - დედას ალერსისას ანას ცრელები უარესად წასკდა და მინას გადაეხვია.
- ჩემი გოგო. რომ იცოდე მეც როგორ შემაშინე. გავიგე თუარა ლუჰანს მაშინვე ვუთხარი რომ იქ იყავი. ნეტავ იცოდე მასაც როგორ შეეშინდა. მაშინვე გამოიქცა. - ეუბნებოდა და თან ზურგზე ხელს უსვამდა. ანამ მოიწმინდა ცრემლები და დედას მოშორდა.
- შენობიდან როდესაც გამოვედი უკვე იქ დამხვდა. მადლობელი ვარ. - დედას გაუღიმა. - ახლა კი სახლში წავიდეთ, ტაქსი გავაჩეროთ. - ერთმანეთს გაუღიმეს, ხელები ჩაჰკიდეს და მთელი გზა, სახლამდე სიჩუმეში გაატარეს.
...............................
სახლი ისევ მშვიდ მდგომარეობაში იყო... ისევ უცვლელი. კარი შეაღეს თუ არა მაშინვე ტელეფონის ზარი გაისმა და მას პირდაპირ ანა მივარდა.
- გისმენთ? - ტელეფონში მაშინვე ყვირილი გაისმა და ყურმილი მაშინვე მოიშორა ყურიდან. გვერდით დედამ ჩაუარა, ამოხედა და ჰკითხა. – ‘’ელლენი?’’ - ანამ კი თავი დაუქნია.
- შეგიძლია მითხრა სად დაიკარგე ეს ორი დღე? იცი როგორი გამწარებული გეძებ. თან ტელეფონზეც გირეკავდი და არ მიპასუხე. მამაშენის ამბავი შევიტყვე. როგორ არის? სამსახურის გამო ვერ მოვახერხე მონახულება. ძალიან უხერხულად ჰომ არ გამოვიდა? მინა როგორ გრძნობს თავს?
- ღმერთო ელლენ. ამოისუნთქე. მომეცი ლაპარაკის საშვალება. - უთხრა და თვალების სრესვა დაიწყო. ძალიან ბევრი რამ გადავიტანე გუშინ და დღეს. თან ტელეფონი მე არ მაქვს.
- რა? რა მოხდა? - ყურმილიდან გამოძვრა.
- სამსახურს როდის ამთავრებ? პირდაპირ ჩემთან წამოდი, აქ დარჩი და ყველაფერს მოგიყვები.
- სამსახურს ათი საათისკენ დავამთავრებ. გათენება არ მომიწევს და ბოლო კლიენტის წასვლას აღარ საველოდები. თან დღეს უფროსიც არ არის.
- ჰო და მით უკეთესი. პირდაპირ ჩემთან მოდი. მიყვარხარ. - უთხრა და ყურმილი დაკიდა. მეორე სართულზე ავიდა და გაიგონა დედა შხაპს როგორ იღებდა, თვითონაც არ დაიზარა და იბანავა. დაახლოებით რვა საათზე ივახშმეს, შემდეგ მამა მოიკითხეს და თავიანთ ოთახებში განაწილდნენ.
დრო ანამ ხან წიგნის რამდენიმე გვერდის კითხვაში, ან კომპიუტერში ქექიალში და იმაზე ნერვიულობაში გაატარა, თუ რა უნდა ექნა და ნივთები როგორ უნდა დაებრუნებინა. მგონი იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ ყველაფერი ლუჰანისთვის უნდა ეთქვა და ის დაეხმარებოდა ამ საქმის მოგვარებაში. ოღონდ ყველაფერი მისი ინტიმური დეტალების გარდა. უკვე ძილი ერეოდა, მოთენთილი იყო და საკმაოდ დაბნელებული. თვალები ეხუჭებოდა რაღაც ხმა რომ მოესმა. ძალიან ეზარებოდა ამდგარიყო და ენახა, თანაც ფიქრობდა ეს თუ ელლენი იყო აუცილებლად მოკლავდა. თუმცა ელენი ჰო პირდაპირ, დაუკაკუნებლად შემოაჭრის ხოლმე. სხვა გზა არ იყო... ხმაური არ წყდებოდა... თითქოს რაღაც წკაპუნის იყო... წამოდგა, უკვე საღამურებში გამოწყობილი, ფანჯრიდან გაიხედა, რომელიც პირდაპის ეზოს გაყურებდა და წამით თვალებს ვერ დაუჯერა. არა... საიდან... რა მოხდა... იმხელა ნერწყვი გადასცა კინაღამ დაიხრჩო და ხველებისას ფანჯარას მოშორდა და ფარდას ჩამოეფარა...
- რა ხდება? აქ რა უნდა. საიდან გაჩნდა. ან მისამართი საიდან გაიგო? რა ვქნა? - ათასს კითხვას უსვამდა ანა თვის თავს... გარეთ, მისი ფანჯრის ქვევით უცნობი იდგა, რომელიც ფანჯარას კენჭებს სვრიდა. - ღმერთო შეიძლება ჭკუიდან გადავიდე. - დიდზე ჩაისუნთქა და ფანჯარაში ისევ გაიხედა. უცნობი დაკუზული იყო რომ ისევ აეღო პატარა კენჭი. როდესაც მოიწია და ხელი ზევით აიქნია ანას მოკრა თვალი, წამიერად დააყოვნა, კენჭი ისევ ძირდს დააგდო და ანას ხელი დაუქნია. სხვა გზა რა იყო? უნდა გასულიყო თორემ ასე დედაც მალე გაიგებდა ხმას... უბრალოდ ხელში რაც მოხვდა ჩაიცვა რომ გარეთ საღამურბით არ გასულიყო... სიჩქარეში რამდენჯერმე შარვალს ფეხი არასწორად გაუყარა და ძირს დაეცა რამაც ბრაგუნის ხმა გამოიწვია. დედასთან შეიხედა ოთახში, მაგრამ დედას უკვე ისე ეძინა გაგუდულს... ერჩივნა რომ არ გაეღვიძებინა და სახლიდან ჩუმად გასულიყო. კიბეები ნელა ჩაირბინა, კარები უხმაუროდ გააღო და გარეთ გავიდა... საღამოს სუსხი იყო... ლამპიონები სუსტად ანათებდა და პატარა მწერები მაქსიმალური სიჩქარით დაფრინავდნენ მათ გარშემო. უცნობს ვერსად ხედავდა. მის ფანჯრის ქვემოთ აღარ იდგა. წამიერად იფიქრა ჰომ არ მომეჩვენაო. აქეთ იქით იხედებოდა, ზურგით სახლისკენ იდგა როცა მარჯვენა მკლავში ხელის ჩაჭიდება იგრძნო, რამაც სწრაფად შეატრიალა, შემდეგ ზურგზე სიმაგრე იგრძნო, სახლს რომ იყო მიყუდებული, ხელები პირთან ჰქონდა მიტანი რომ არ ეკივლა შიშისგან, თვალები კი დახუჭული.
- ამის დასაბრუნებლად მოვედი. - ხმა გაიგონა. ისევ ის... უხეში და ხრინწიანი და წარმოიდგინა როგორი სახის გამომეტყველებით უყურებდა გააკანკალა, ერთდროულად სიცივისგან და ამ ყველაფრის წარმოდგენისას. ყოყმანობდა თვალები გაეხილა თუ არა. - ხელზე ხელის მიდება იგრძნო, რამაც ცალი მტევანი პირიდან მოაშორებინა და ხელში თოკით ჩამოჰკიდა რაღაც. ანამ თვალები გაახილა და ხელში თვისი ჩანთა ეკავა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Liziko27

როგორი ტკბილი თავი იყო.????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent