შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდესაც შვილის მეგობარი გიყვარდება (2 თავი)


1-11-2018, 14:46
ავტორი Girl... from the past
ნანახია 2 171

როდესაც შვილის მეგობარი გიყვარდება (2 თავი)

- გინდა რამე?
- არასდროს მინახავს შენისთანა ლამაზი ქალი.
- კარგი რა რატი. სიცილი ვერ შევიკავე და მის გვერდით მოვთავსდი.
- არ გეხუმრები ლინა.
- მგონი წამლების ზემოქმედების ქვეშ ხარ. წავალ ჩაის მოგიმზადებ მერე კი დაისვენე.
- ლინა.
- რა იყო.
- გთხოვ ცოტა ხანს აქ იჯექი.
- რატომ?
- მინდა რომ გიყურო.
- იცოდე ისე ნუ მოიქცევი რომ შენი შინ მოყვანა ვინანო.
- შენი შვილი სად არის? - თემა შეცვალა რატიმ.
- გვიან დაბრუნდება.
- სამი კოვზი შაქარი ჩაყარე თუ შეიძლება.
- დიაბეტს აიკიდებ. - გავუღიმე და სამზარეულოში ჩაის გასაკეთებლად გავედი
----------------------------------



მისაღებში ცხელი ჩაითა და ნამცხვრით ხელში დავბრუნდი. რატის წინ დაბალი მინის მაგიდა დავუდგი და მისთვის საგულდაგულოდ მომზადებული ჩაი მივართვი.
- კარაქიანი პური გინდა? - გავუღიმე და წარმოდგენა არ მაქვს რატომ გავუსვი ისევ მის ასაკს ხაზი.
- კი შევჭამდი.
- მართლა? მე უბრალოდ გეხუმრე.
- დედასავით ზრუნავ ჩემზე ამიტომაც მომინდა კარაქიანი პური. - მივხდი ტოლი არ დამიდო და გამეღიმა.
- ენა მოსწრებული ხარ.
- ხო ასე ამბობენ.
- ლამაზი სახლი გაქვს.
- ჩემი მეუღლე არქიტექტორი იყო, მისი პროექტია.
- გემოვნებიანი ყოფილა.
- ხო. - ფეხზე წამოვდექი და ჩემთვის ვისკი დავისხი. რატის ალმაცერად გავხედე და სასმელი მოვსვი.
- მოგწონს არა პატარა ბიჭს რომ აღიზიანებ?
- და გაღიზიანებ? - საკუთარმა კეკლუცობამ ისე გამაკვირვა სასმლის მოზრდილი ყლუპი სულმოუთქმელად გადავკარი.
- არ დამისხამ?
- არა, შენ ჩაი დალიე. მერე კი მოგეხმარები და საძინებელში შეგიყვან.
- ძილის წინ იავნანას მიმღერებ? - ენა გამომიყო რატიმ და ახლა უკვე დავრწმუნდი რომ მასაც ძალიან მოსწონდა შექმნილ გარემოებას ირონიულად მიდგომოდა.
- ჰო გიმღერებ. - ჭიქა მაგიდაზე დავდგი და მისკენ დავიძარი. წამოდგომაში დავეხმარე და როგორღაც სავარძელში გადავსვი. სულის მოსათქმელად სავარძლის სახელურებს დავეყრდენი და თვალები დავხუჭე. რატის ჩახველებამ გამომაფხიზლა და წამში გავსწორდი.
- ლამაზი მკერდი გაქვს.
- მოკეტე!
- კარგი ჰო რა გჭირს. საძინებელში შევიყვანე და შევეცადე საწოლში გადამეყვანა, მაგრამ ამჯერად ძალამ მიმტყუნა და რატის სხეულზე აღმოვჩნდი გართხმული. წამოდგომას შევეცადე თუმცა მისი ,საკმაოდ ძლიერი მკლავებისგან თავის დახსნა გამიჭირდა.
- გამიშვი.
- იცი მაინც როგორი ლამაზი ხარ?
- გამიშვი რატი.
- რომ არ გაგიშვა? - ვიგრძენი პულსაცია როგორ ამერია და ყელში მომჯდარი მოულოდნელი ემოციისგან პირი გამიშრა.
- ახლა თუ ხელს არ გამიშვებ იცოდე კიდევ ბევრ ადგილას დაგჭირდება თაბაშირი.
- საოცრება ხარ. - ხელები გაშალა რატიმ და უფლება მომცა ავმდგარიყავი.
- ღამე მშვიდობის.
- ლინა.
- ახლა რაღა გინდა?
- შარვალს ვერ გავიხდი.
- არ ვაპირებ შარვალი გაგხადო. შეგიძლია პირდაპირ დაიძინო.
- უბრალოდ მაკრატელი მომეცი რომ გავჭრა და ისე დავიძინო. გთხოვ.
- ჯანდაბას შენი თავი. - უჯრიდან მაკრატელი ამოვიღე და გვერდით დავუდე. - დილამდე შენი ხმა არ გავიგო. ხვალ ვეცდები მომვლელი აგიყვანო.
- არ მინდა მომვლელი.
- მე არ ვაპირებ შენი მოსამსახურე ვიყო.
- გაგაბრაზე?
- ჰო, ძალიან. რა გაცინებს?
- პირველად ხდება რომ ასე ძალიან მომეწონა ქალი.
- ამას კიდევ ერთხელ გაიმეორებ და გპირდები აქედან მოგისვრი და იმასაც არ ვიდარდებ ღამეს სად გაათევ. ასე რომ ღამემშვიდობის. - კარი ხმაურით გამოვიჯახუნე და მისაღებში დავბრუნდი სასმელი დავისხი და ტელეფონზე ნიას შეტყობინა გავუგზავნე.
- შეგიძლია მოხვიდე?
- დე არა, ხომ გითხარი. - მომდის პასუხი.
- სხვა პასუხს არც ველოდი.
ტელეფონს სავარძელზე ვისვრი და ფანჯრის რაფაზე ვჯდები. განათებულ დედაქალაქს თვალი მოვავლე და ახლაც ისევე დავიწყე ფიქრებში მოგზაურობა როგორც ყოველ ღამით.

ლევანის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ არასდროს აღარ შევიყვარებდი და მთელ ჩემ თავისუფალ დროს ნიას მოვახმარდი. ასეც ვიქცევი. მიუხედავად ბევრი მამაკაცის ყურადღებისა რის ნაკლებობასაც რატომღაც არასდროს განვიცდიდი არასდროს მდომია ვინმესთან ურთიერთობა, არასდროს მომდომებია ვინმესთვის გული გადამეშალა. ჩემი ცხოვრება სრულად მოიცვა ნიამ, ჩემმა ორმა მეგობარმა და სამსახურმა. დღეს კი არ ვიცი რატომ მაგრამ რატის რომ ვუყურებდი ყოველ წამს ეიფორიას ვგრძნობდი. მივიწყებულ ქალურ სისუსტეებს შევიგრძნობდი და ამან შემაშინა. ამ ფიქრებში გართული ვიყავი როდესაც საძინებლიდან ხმაურის ხმა გავიგე. რაფიდან ჩამოვხტი და ოთახში შევარდი.

- რა მოგივიდა? იატაგზე დავარდნილ რატისთან ჩავიმუხლე და წამოდგომაში შევეშველე.
- საპირფარეშოში მინდოდა შესვლა.
- იდიოტო, ორივე ფეხი მოტეხილი გაქვს, მარტო როგორ შეძლებდი.
- დამეხმარები თუ პამპერსის გაკეთებას მაიძულებ?
- რა სულელი ხარ, რა თქმა უნდა დაგეხმარები. - ვამბობ და როგორღაც ვახერხებ საპირფარეშომდე მივიყვანო.
- შეტრიალდი.
- ხელი რომ გაგიშვა დაეცემი.
- ლინა ვერ მოვფსამ თუ არ შეტრიალდები.
- როგორი მორიდებული ყოფილხარ. - თავი ოდნავ შევაბრუნე მაგრამ მისთვის ხელი არ გამიშვია.
- ახლა ხელის დაბანაში დამეხმარე. - რატიმ ხელები დაიბანა და საძინებელში დავბრუნდით. საწოლზე ფრთხილად დაწვა და საბანი დაიფარა.
- კიდევ რამე გინდა?
- კი.
- მაინც რა?
- შეგიძლია ცოტა ხანს ჩემ გვერდით დაწვე?
- არა რა თქმა უნდა.
- გთხოვ.
- მაინც ვერ ვხდები რატომ გთანხმდები მაგრამ კარგი. სულ ხუთი წუთი. -საწოლზე მის გვერდით მოვთავსდი და მზერა გავუსწორე.
- ლამაზი თვალები გაქვს.
- მოეშვი არშიყს.
- საერთოდ არ გეარშიყები, ვცდილობ დაგანახო თუ რამდენად მომეწონე.
- რატი სულ რამდენიმე საათია რაც მიცნობ. უფრო სწორად არც კი მოცნობ ასე რომ ეს რა თქმა უნდა არშიყია. თანაც ნუ გავიწყდება რომ შენზე ბევრად დიდი ვარ.
- მოგწონვარ?
- არა.
- მე კი ვფიქრობ რომ ახლა მხოლოდ ჩემი კოცნა გინდა.
- მშვენიერი ფანტაზია გაქვს ახალგაზრდავ. - წამოდგომა ვცადე თუმცა რატიმ მკლავში ჩამავლო ხელი და უკანვე დამაბრუნა, მისი სახე სულ ახლოს ვიგრძენი და უკვე მის სუნთქვას ისე მკვეთრად ვგრძნობდი, რომ საკუთარში ამერია.
- რატი.
- შენ ტუჩებს თუ არ დავაგემოვნებ მოვკვდები.
- იცი რომ ახლა ძალიან ბოდავ?
- არ ვბოდავ, მართლა ასეა. - კიდევ უფრო ახლოს მოდის რატი და ახლა უკვე ყელზე ვგრძნობ მის სუნთქვს, შეწინააღმდეგება მინდა თუმცა სხეულში დავლილი ტალღებისა და აფეთქებული ემოიციების გამო სრულიად ვბუჟდები. რატი ფრხილად მკოცნის ყელზე.
- ღმერთო ჩემო რატი გეყოფა.
- სინამდვილეში შენც ისევე გინდივრ როგორც მე. - დაასრულა ეს სიტყვები და ქვედა ტუჩზე ოდნავ მიკბინა. მისი ხელი ფრთხილად ასრიალდა ჩემ სხეულზე და ამჯერად მთელი ვნებით დამაცხრა ტუჩებზე. წარმოდგენა არ მაქვს თავს რატომ ვერ მოვერიე და როგორ ავყევი თუმცა ფაქტია, რომ კოცნის სიტკბოებამ სრულებით დამავიწყა, რომ პატარა ბიჭის მკლავებში ვნებივრობდი.
- დედა მოვედი. - ისმის ნიას ხმა და შემოსასვლელი კარი ხმაურით იკეტება.
- ჯანდაბა. - რატის ხელი ვკარი, საწოლიდან წამოვხტი და ოთახიდან გავედი.
- რა სახე გაქვს? მოჩვენება დაინახე?
- დაჯექი.
- დედა მაშინებ. ხომ კარგად ხარ?
- დაჯექი რა. - შევუბღვირე ნიას და ვისკი დავისხი.
- რა მოხდა?
- დღეს ერთი ახალგაზრდა შემთხვევით გავიტანე.
- რა? მერე? მოკვდა? - კითხვები მომაყარა ნიამ.
- არა მხოლოდ ფეხები მოტყდა.
- კიდევ კარგი. ახლა როგორ არის?
- აღმოჩნდა რომ სახლი არ აქვს, მისი შინ წამოყვანა მომიხდა.
- დედა მითხარი რომ ხუმრობ.
- არ ვხუმრობ ნია.
- უცხო ადამიანი სახლში მოიყვანე? ეს შენი სტილი არ არის დე.
- ნია ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი, ბოლოსდაბოლოს ჩემ გამო მოიტეხა ფეხები.
- სად არის?
- საძინებელში.
- ძინავს?
- არამგონია.
- მაშინ წავალ და გავიცნობ თუ წინააღმდეგი არ ხარ.
- რატომ უნდა ვიყო?
- კარგი რა დე, სახლში მოიყვანე ეს მართლა არ გავს შენ საქციელს. - გადაიხარხარა ნიამ და ოთახისკენ დაიძრა, მეც უკან გავყევი. - გავიგე დედამ ფეხები დაგამტვრ..... რატი?
- ნია?
- მოიცა რატი გაიტანე?
- ნია შენი შვილია?
- და დაგაბოლა რომ სახლი არ აქვს?
- ნია გეყოფა! - ხმას აუწია რატიმ.
- თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ? - ძლივს მოვახერხე ამ სიტყვების თქმა.
- ვის დე რატის? - უნივერსიტეტში ზედმეტად პოპულარულია საიმისოდ რომ არ ვიცნობდე.
- ნია გთხოვ.
- რა იყო რატი? რამე ისე ვთქი?
- ერთი წამით შეგიძლიათ ორივე გაჩუმდეთ? - საკუთარი ხმის ტონალობამ თავადაც შემაშინდა თუმცა შედეგი გამოიღო და ორივე დაშოშმინდა.
- აი ეს უკვე დედაჩემს გავს. - გაიღიმა ნიამ.
- არ გინდა მითხრა რა ხდება?
- არაფერი დე რატის უნივერსიტეტიდან ვიცნობ. იყო დრო რომ მომწონდა თუმცა ის იმდენად მექალთანეა მალევე დავანევე მასზე ფიქრს თავი, მერე ისე მოხდა რომ დავმეგობრდით ახლა ხშირად ვართ ერთად, გახსოვს ამას წინათ რომ გითხარი ერთი კარგი მეგობარი მინდა გაგაცნო-მეთქი, რატის ვგულოსხმობდი.
- გასაგებია.
- და ის უსახლკარო არაა დე.
- ნია. - ვედრებანარევი ხმით ამოილუღლუღა რატიმ.
- მისი მშობლები იმ კომპანიის მფლობელები არიან სადაც შენ შემოგთავაზეს გადასვლა და ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტე გადახვიდე თუ არა.
- გეგეჭკორის შვილი ხარ? - ვიგრძენი როგორ დასუსტდა ჩემი ხმა, სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი და რატის მზერა მივაპყარი.
- ყოჩაღ ნია, ახლაც მიზანში გაარტყი. - შეუბღვირა ამ უკანასკნელმა ნიას.
- არც გაბედო ჩემ შვილთან ასე ლაპარაკი. შენებს დაურეკე ნახევარ საათში აქედან აორთქლდი.
- ლინა.
- გითხარი აორთქლდი. - ოთახი სასწრაფოთ დავტოვე. ნიაც უკან მომყვა. - ამ იდიოტთან მეგობრობ?
- დე არ არის ცუდი ბიჭი, მართლა.
- მითხრა სახლი არ მაქვსო და მე იდიოტმა დავიჯერე. სახლში მოვიყვანე. მისთვის მომვლელის აყვანას ვაპირებდი.
- დე არ მინდა გაგაბრაზო მაგრამ რატის კარგად ეხერხება ქალების შებმა.
- ნია!
- კარგი, ჩათვალე არაფერი მითქვამს. მაგრამ მაინც უნდა გკითხო რა. - ეშმაკურად გამიღიმა ნიამ.
- არც იფიქრო!
- ფაქტია მოგეწონა.
- ნია!
- დე დილით რომ გითხარი ცოტა გაერთე-მეთქი არ მეგონა თუ პატარა ბიჭთან გართობას გადაწყვეტდი.
- ნია ახლავე გაჩუმდი.
- არ გიცნობდე მაინც. კარგი ჩუმად ვარ. ისეთი არაფერი მომხდარა კარგი რა.
- შენთვის მარტივია. მარლა მოგწონდა?
- ჰო მაგრამ დაივიწყე მალე გადამიარა. - არ ვიცი რატომ მაგრამ ისეთი სევდა შემომაწვა, სული ისე ამიფორიაქდა, პულსაციაც ისე დამიმძიმდა რომ მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში და სახე ხელებში ჩავრგე. - დედა. - ნიას ხელი ვიგრძენი მხარზე. - კარგი რა მოხდა? რა გაწუხებს ასე ძალიან?
- არ ვიცი. - მზერა გავუსწორე შვილს და მასაც არ გაუჭირდა ჩემ თვალებში გამკრთალი ცრემლის შემჩნევა.
- მოვკლავ იმ ნაბი*ვარს. - ფეხე წამოხტა ნია და საძინებლისკენ გაიქცა.
- ნია! - უკან დავედევნე თუმცა მისი შეჩერება ვერ შევძელი.
- შენ გამო რომ მის თვალებში ტკივილი კიდევ ერთხელ შევნიშნო გეფიცები ყელს გამოგჭრი. - მიახალა ნიამ და თაბაშირიან ფეხზე ხელი მაგრად მოუჭირა.
- ნია!
- ნია! - ერთხმად დავიღრიალეთ მე და რატიმ და ძლივს მოვახერხე გაგულისებული ნიასგან მისი ფეხი დამეხსნა. რატი ტკივილით დაიკრუნჩხა.
- შეშლილო. - დაუღრიალა რატიმ.
- იდიოტო. - არ ჩამორჩა ნია.
- მე რა ვიცოდი თუ დედაშენი იყო.
- ყველაფერს არ უნდა მოეპოტინო.
- ორივე გაჩუმდით! - დავიყვირე და დამემორჩილნენ. - შეგიძლია მარტო დამტოვო?
- როგორც გინდა. - ოთახს ტოვებს ნია.
- ლინა მაპატიე რა.
- შეგიძლია გაჩუმდე?
- რისთვის?
- რომ ჩემი სათქმელი გითხრა.
- კარგი.
- მართლა დავიჯერე რომ უსახლკარო იყავი, შემეცოდე და თვითონაც არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ რომ მართლა მომეწონე მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის ასაკის ხარ და ყველაზე ირონიული ისაა რომ საერთოდაც მისი მეგობარი აღმოჩდნი.
- ეს არაფერს ცვლის გეფიცები. მე მართლა მომწონხარ.
- საერთოდ დაივიწყე დღევანდელი დღე და ჩემთან შეხვედრა.
- ეს ძნელი იქნება.
- არც ისე.
- მოაკითხეს. - ოთახში შემოვიდა ნია.
- მშვენიერია. ნახვამდის რატი.
- ლინა.
- ნახვამდია რატი.
- ნახვამდის ლინა. - ორმა მამაკაცმა რომლებიც რატის წასაყვანად მოვიდნენ, ფეხებმოტეხილი რატი ხელში აიყვანეს და სახლიდან ისე გაიყვანეს. ნიამ კარი დაკეტა და ჩემთვის ვისკი დაასხა.
- გინდა ვისაუბროთ? - მეკითხება და ვისკს მაწვდის.
- რის შესახებ?
- მაგალითად იმის შესახებ თუ როგორ შეგიყვარდა შენი შვილის მეგობარი.
- ახლა ნუ ბოდავ.
- დედა მამას სიკვდილის შემდეგ ასეთი არ მახსოვხარ.
- ასეთი როგორი?
- შენ მკაცრი ხარ, შეუპოვარი, მიზანდასახული, ჯიუტი, უკარება დღეს კი გამთბარი მეჩვენები, გამთბარი და ამავდროულად გატეხილი, აფორიაქებული, თვალებში სევდა გიელავს? ეს რისი სევდაა? იმისი ხომ არა რომ რატი ისარ აღმოჩნდა ინც გინდოდა.
- ნია ის ბავშვია.
- მერე რა?
- ამაზე საუბარი არ მინდა.
- ჩემთან აღიარების რატომ გეშინია? გგონია გაგკიცხავ და ვერ გავიგებ?
- არ მინდა მისი სახელი ისევ მიხსენო.
- ოხ დედა რა ჯიუტი ხარ, როგორ არ გიყვარს ადამიანებს შანსი მისცე.
- დასაძინებლად მივდივარ. - სათქმელი მოვუჭერი ნიას, შუბლზე ვაკოცე და საძინებელს მივაშურე, დიდხანს ვიხეხე სხეულის ყველა უჯრედი სადაც რატი შემეხო. მერე საოლში შვწექი და ტირილი ამივარდა, ჰო ნია მართალი იყო, მომეწონა ეს ბიჭი და გული მეტკინა მისი სიცრუის გამო, გული მეტკინა იმის გამოც რომ ოცდათვრამეტი წლის ასაკში, ლევანის სიკვდილის შემდეგ, პირველად ვიგრძენი მამაკაცის მიმართ ასეთი მუხტი და სურვილი. გული მტკიოდა იმ გრძნობისა და ემოციის გამორაც მან გამოიწვია ჩემში, თითქოს შემახსენა რომ ქალი ვიყავი, ზრდასრული, წარმატებული მაგრამ მარტოსული, შემახსენა რომ გვერდით მამაკაცი მჭირდებოდა ჩემი ემოციისა და ფიქრების გასაზიარებლად. ადამიანი მჭირდებოდა ბედნიერებისთვის. ყელში მომჯდარი ბურთი მთელი ძალით გასკდა და ის ღამე პატარა გოგოსავით ტირილში გავატარე. არც კი მახსოვს როდის ჩამეძინა. თვალები მხოლოდ მაშინ გავახილე როდესაც ნიამ საძინებელში ვარდების დაიგული შემომიტანა.
- ეს რა არის?
- შენთვის არის?
- ვისგან?
- აბა გამოიცანი. - გაიღიმა ნიამ.
- შეგიძია ნაგავში ჩააგდო. -საწოლიდან წამოვდექი და სააბაზანოში შევედი.
- დედა.
- რომ გამოვალ იმედი მაქვს გადაგდებული გექნება. - ისე ვუთხარი მისკენ არც შევბრუნებულვარ. სააბაზანოში შევედი და სხეულ ცხელ წყალს მივანდე, წყლის ჭავლი ალერსით მოძრაობდა სხეულზე, თვალები დავხუჭე და ჩემკენ მომავალი ნაკადის საშუალებით მეხსირებიდან რატის განდევნა დავიწყე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი NATa

Au dzaan magari istoriaa!!saocrad momcons

 


№2  offline მოდერი Girl... from the past

სტუმარი NATa
Au dzaan magari istoriaa!!saocrad momcons


ძალიან დიდი მადლობა <3 მიხარია რომ მოგწონს

 


№3  offline წევრი Liziko27

ვაუუუ აი მესმის ისტორია

 


№4  offline მოდერი Girl... from the past

Liziko27
ვაუუუ აი მესმის ისტორია


მოხარული ვარ რომ მოგწონს kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

ნუუუ,მაგარი ინტრიგაა,

 


№6  offline მოდერი Girl... from the past

სტუმარი nancho
ნუუუ,მაგარი ინტრიგაა,


<3 <3 <3

 


№7 სტუმარი Mariami

Umagresiaaaa dzaluannn

 


№8  offline მოდერი Girl... from the past

Mariami
Umagresiaaaa dzaluannn


დიდი მადლობა <3

 


№9  offline წევრი Farvana

ბრავისიმოო..თქვენ წინაშე ქედს ვიხრი.ნამდვილად საოცრება იყო.იმედია ბევრს არდატნაჯავ,,ცოტა მოსულა????????????????აბა შენ იცი,როგორ გააგრძელებ.
--------------------
ფარვანა

 


№10  offline მოდერი Girl... from the past

Farvana
ბრავისიმოო..თქვენ წინაშე ქედს ვიხრი.ნამდვილად საოცრება იყო.იმედია ბევრს არდატნაჯავ,,ცოტა მოსულა????????????????აბა შენ იცი,როგორ გააგრძელებ.



როგორ გამახარე :)
აი ძალიან გაბადრული ვზივარ ახლა <3

 


№11 სტუმარი 8888

როდის დადებ შემდეგ თავს ?

 


№12  offline მოდერი Girl... from the past

8888
როდის დადებ შემდეგ თავს ?


ვეცდები რომ ხვალ :)

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

ჰმ ეს მაიმუნი რატი ნახეთ რაა
არა ხო ვთქვი ექნება სახლი თქო და საერთოდაც კი გავიფიქრე ვიღაც გაქნილი მექალთანეათქო მარა ასეც არ მეგონა. აუ მომეწონაო რო თქვა ნიამ მეთქი ახლა ამას თუ ეს ბიწი უყვარდა მორჩა აღარ წავიკითხავთქო არ მიყვარს ეგეთი ამბები და გამიხარდა რო სხვანაირად აღმოჩნდა. მომწონს ძალიან მთავარია არც ძალიან დააჩქარო მოვლენები და არც ძალიან გაწელო

 


№14  offline მოდერი Girl... from the past

sameone crazy girl
ჰმ ეს მაიმუნი რატი ნახეთ რაა
არა ხო ვთქვი ექნება სახლი თქო და საერთოდაც კი გავიფიქრე ვიღაც გაქნილი მექალთანეათქო მარა ასეც არ მეგონა. აუ მომეწონაო რო თქვა ნიამ მეთქი ახლა ამას თუ ეს ბიწი უყვარდა მორჩა აღარ წავიკითხავთქო არ მიყვარს ეგეთი ამბები და გამიხარდა რო სხვანაირად აღმოჩნდა. მომწონს ძალიან მთავარია არც ძალიან დააჩქარო მოვლენები და არც ძალიან გაწელო



მადლობა რჩევისთვის და შეფასებისთვის. ჩემთვის დიდი სტიმულია ასეთი დამოკიდებულება ❤

 


№15  offline წევრი Tamta.k

მომწონს, სამწუხაროდ ეს ხშირი პრობლემაა ქალებში, თუმცა შენ კარგად გადმოსცემ ტკვილს და ოდნავ ბედნიერებასაც კი. წარმატებები შენ

 


№16  offline მოდერი Girl... from the past

Tamta Kurtskhalidze
მომწონს, სამწუხაროდ ეს ხშირი პრობლემაა ქალებში, თუმცა შენ კარგად გადმოსცემ ტკვილს და ოდნავ ბედნიერებასაც კი. წარმატებები შენ



ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№17  offline აქტიური მკითხველი grafo

ოჰო, რა კარგად წერ, გამართულია ნაწერი და თან გემრიელად იკითხება.
სიუჟეტიც როგორ მომეწონა.

 


№18  offline მოდერი Girl... from the past

grafo
ოჰო, რა კარგად წერ, გამართულია ნაწერი და თან გემრიელად იკითხება.
სიუჟეტიც როგორ მომეწონა.


უღრმესი მადლობა ჩემო კარგო. მიხარია რომ მოგეწონა ❤

 


№19  offline მოდერი სალანდერი

საუკუნეა საიტზე აღარ წამიკითხავს უცნობი მწერალი, დღეს ორივე ნაწილი ერთად წავიკითხე. . .
რატომ? - რატომ და სათაურის გამო, ეჭვი მაქვს იცი, რადგან როცა დაარქვი მშვენივრად იცოდი რატომ არქმევდი. . .
არაფრის მომცემი სათაური, რომელიც ისტორიას "ყიდის" მაგრამ პუბლიკას იზიდავს. . .
მოკლედ ქება დიდების წასაკითხად შემოვედი და ავტორის სანახავად, მინდა გითხრა რომ ვფიქრობ მშვენივრად ფლობ "მასის ფსიქოლოგიას"
სახელი რატი მიყვარს, ჩემს ძმას ქვია და პერსონაჟიც ამის გამო მზად ვარ მოვიწონო.
ეს ლინა ისე მესუსტა, ერთი შეხედვით რომ "დაიბა" რავი. . .
ჯერ-ჯერობით ზუსტად ისაა რასაც სათაურიდან ველოდი, იმედია განავითარებ კარგად, თუ არა და მაინც წამოგყვები, რომ ბოლოში იმედი გამიცრუვდეს, ბოლო დროს მომწონს smile
ჰო, დიალოგები დასაწყისისთვის ნორმალურია, თანდათან დახვეწავ, პირველი ისტორიისთვის კარგიც კია. . .
ლექსიკა გრამატიკაში ცოტა გაქვს გადახვევები, მაგრამ ცალცალკე ამოწერა მეზარება და იმედი მაქვს თავადაც მიხვდები და გამოასწორებ. . .
მოკლედ წარმატებები wink

 


№20  offline მოდერი Girl... from the past

სალანდერი
საუკუნეა საიტზე აღარ წამიკითხავს უცნობი მწერალი, დღეს ორივე ნაწილი ერთად წავიკითხე. . .
რატომ? - რატომ და სათაურის გამო, ეჭვი მაქვს იცი, რადგან როცა დაარქვი მშვენივრად იცოდი რატომ არქმევდი. . .
არაფრის მომცემი სათაური, რომელიც ისტორიას "ყიდის" მაგრამ პუბლიკას იზიდავს. . .
მოკლედ ქება დიდების წასაკითხად შემოვედი და ავტორის სანახავად, მინდა გითხრა რომ ვფიქრობ მშვენივრად ფლობ "მასის ფსიქოლოგიას"
სახელი რატი მიყვარს, ჩემს ძმას ქვია და პერსონაჟიც ამის გამო მზად ვარ მოვიწონო.
ეს ლინა ისე მესუსტა, ერთი შეხედვით რომ "დაიბა" რავი. . .
ჯერ-ჯერობით ზუსტად ისაა რასაც სათაურიდან ველოდი, იმედია განავითარებ კარგად, თუ არა და მაინც წამოგყვები, რომ ბოლოში იმედი გამიცრუვდეს, ბოლო დროს მომწონს smile
ჰო, დიალოგები დასაწყისისთვის ნორმალურია, თანდათან დახვეწავ, პირველი ისტორიისთვის კარგიც კია. . .
ლექსიკა გრამატიკაში ცოტა გაქვს გადახვევები, მაგრამ ცალცალკე ამოწერა მეზარება და იმედი მაქვს თავადაც მიხვდები და გამოასწორებ. . .
მოკლედ წარმატებები wink


მადლობა ასეთი ვრცელი შეფასებისთვის
:-)
ხო ვეცდები. პირველია ვნერვიულობ და შეცდომებიც იქნება, თუმცა გამოსწორდება

 


№21  offline წევრი Tornii

მალეეე დადე თავებიი რაააა......????????

 


№22  offline მოდერი Girl... from the past

Tornii
მალეეე დადე თავებიი რაააა......????????


მესამე თავი უკვე დევს, თუ ხელი არაფერმა შემიშალა ვეცდები ყოველ დღე დავდო ❤

 


№23  offline აქტიური მკითხველი terooo

თანდათან უფრო მომწონს, არ ვაპირებ ლინდას გაკოცხვას პატარა ბიჭის სიყვარულის გამო

 


№24  offline მოდერი Girl... from the past

terooo
თანდათან უფრო მომწონს, არ ვაპირებ ლინდას გაკოცხვას პატარა ბიჭის სიყვარულის გამო



<3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent