შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდესაც შვილის მეგობარი გიყვარდება (3 თავი)


2-11-2018, 11:08
ავტორი Girl... from the past
ნანახია 2 249

როდესაც შვილის მეგობარი გიყვარდება (3 თავი)

- ეს რა არის?
- შენთვის არის?
- ვისგან?
- აბა გამოიცანი. - გაიღიმა ნიამ.
- შეგიძლია ნაგავში ჩააგდო. -საწოლიდან წამოვდექი და სააბაზანოში შევედი.
- დედა.
- რომ გამოვალ იმედი მაქვს გადაგდებული გექნება. - ისე ვუთხარი მისკენ არც შევბრუნებულვარ. სააბაზანოში შევედი და სხეული ცხელ წყალს მივანდე, წყლის ჭავლი ალერსით მოძრაობდა სხეულზე, თვალები დავხუჭე და ჩემკენ მომავალი ნაკადის საშუალებით მეხსიერებიდან რატის განდევნა დავიწყე.


მას შემდეგ ყოველი დილა ასე იწყებოდა. ყოველ დილით ჩემთვის მოჰქონდათ ვარდები, მე კი მათ ურნაში ისე ვყრიდი, ზედ არ ვუყურებდი. ცხოვრებას ისევ ისე ვაგრძელებდი, როგორც რატის გამოჩენამდე, ასე განვლო ორმა თვემ.
- დილამშვიდობის დე. - ზურგზე ამეკრო ახალგაღვიძებული ნია.
- პირდაპირ მითხარი რა გინდა. - ვაკოცე და გასასვლელად მოვემზადე.
- რატიმ შენი ნომერი მთხოვა.
- იმედი მაქვს არ მიეცი.
- ბოდიშის მოხდა უნდა.
- უკვე მომიხადა. მართლა, როცა ნახავ გადაეცი მორჩეს ყვავილების მორთმევას.
- იქნებ შანსი მიგეცა.
- ღმერთო ჩემო, ნია, ისე მელაპარაკები, თითქოს შენი მეგობარი ვიყო და არა დედა.
- მინდა ბედნიერი იყო.
- შენ მყავხარ. ესე იგი ბედნიერი ვარ. მეჩქარება. - ვამბობ და სადარბაზოში გავდივარ.
- დე, ჩემს დაბადების დღეზე რატიც იქნება. - მომაძახა ნიამ.
- როგორც გინდა. - ვთქვი ყრუდ და ვიგრძენი გული როგორ გამიჩერდა. ორ დღეში ნია ოცდაერთი წლის ხდება, ტრადიციულად ის მუდამ წვეულებას მართავს, სადაც რა თქმა უნდა მეც მიმათრევს. მის მეგობრებს ისევე უყვართ ჩემთან ყოფნა, როგორც მე მათთან. ჩემი ორი საუკეთესო მეგობრის შვილებიც, ნიას მეგობრები არიან. ჩვენ სამნი, დედები, ყოველთვის ვესწრებით ჩვენი შვილების წვეულებებს. ახლა კი პირველი შემთხვევაა, როდესაც წასვლის არანაირი სურვილი არ მაქვს, თუმცა ზუსტად ვიცი ჩემი ჯიუტი შვილი მანამ არ მოისვენებს, სანამ თავისსავე შერჩეულ კაბას არ მომარგებს და მასთან ერთად წასვლას არ მაიძულებს. მისი დაბადების დღე ის ერთადერთი დღეა, როდესაც ნიას არაფერზე ვეუბნები უარს. ამიტომ იმაზე ფიქრი, რომ არ წავალ სისულელეა. ახლა ისღა დამრჩენია საკუთარი თავი შევამზადო იმ შეხვედრისთვის რომელსაც ასე გავურბივარ, დღემდე ვერ ვიჯერებ რომ პატარა ბიჭის მიმართ ამდენად სერიოზული წარმოსახვა და ვნება გამიჩნდა. შემდეგი ორი დღე სრულ ეიფორიაში გავატარე. შეხვედრის ყოველ წარმოდგენაზე, პატარა გოგოსავით მიცემდა გული. საკუთარი თავი შემებრალა იმდენად მარტივი „გასაშიფრი“. მე ახლა ვიყავ აფორიაქებული თორემ ვიცოდი შევხედავდი თუ არა ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდებოდა. ვიცოდი კი? იქნებ უბრალოდ თავს ვიმშვიდებდი ამაზე ფიქრით. როგორც არ უნდა ყოფილიყო მტანჯველი ორი დღე როგორღაც გადავაგორე. დილით ადრიანად ავდექი და ნიას ოთახისკენ გავეშურე. ტრადიციულად ასე ვიქცევით თუ ის არის იუბილარი მე ვარ ის ადამიანი ვინც თავზე დახტომით აღვიძებს და თუ მე ვარ მაშინ ნია მაცხრება მძინარეს თავზე. ახლაც ასე მოვიქეცი და ჩემი შვილის ოთახის კარი ხმაურით შევანგრიე.
- ძილისგუდავ! - დავიყვირე და საწოლში შევუხტი. მძინარე ნიამ ჯერ გემრიელად „გაიზმორა“ შემდეგ კი თვალები შემომანათა. - გილოცავ დე. მინდა ბედნიერი იყო.
- ბედნიერი ვარ დე. შენ რომ დედაჩემი ხარ ძალიან გამიმართლა. უზომოდ მიყვახრხარ.
- მეც მიყვარხარ.
- შენთვის რაღაც მაქვს, საწოლიდან წამოხტა ნია და კარადა გამოაღო.
- იუბილარი შენ ხარ და საჩუქარი ჩემთვის?
- მინდა რომ დღეს საღამოს ეს კაბა ჩაიცვა. - ამბობს ნია და ძალიან მოკლე, ერთიან წითელ კაბას ცხვირწინ მიფრიალებს.
- არ მინდა გაწყენინო მაგრამ მგონი მშვენივრად იცი, რომ ამ კაბას არავითარ შემთხვევაში არ ჩავიცმევ.
- თუ არ ჩაიცმევ წვეულებას საერთოდ ჩავშლი.
- როგორც გინდა. - ვამბობ და საწოლიდან ვდგები.
- დედა.
- გამორიცხულია ნია. ბოლოსდაბოლოს დედაშენი ვარ შენი დაქალი ხომ არა.
- მოდი აქ. - ხელი ჩამავლო ნიამ და სარკის წინ დამაყენა. - ჩაიხედე.
- გეყოფა!
- ჩაიხედე-მეთქი!
- ჩავიხედე. მერე?
- რას ხედავ?
- დედაშენს. ორმოც წელს მიახლოებულ ქალს.
- დედა შენი ვიზუალი რომ მქონდეს იცი როგორი ბედნიერი ვიქნებოდი?
- შენ ძალიან ლამაზი ხარ ნია.
- მაგრამ არა ისეთი როგორიც შენ. შეხედე შენ თვალებს, როგორი ლურჯია, როგორი მეტყველი, შენი ცხვირი? ნებისმიერს რომ შეშურდება და ტუჩები? დე შენი ტუჩის ფორმა რომ მომცა ალბათ ყველა კაცი მათ დაგემოვნებას ინატრებდა.
- ნია.
- დამაცადე, სხეულს შეხედე. უნაკლო ხარ, ჩემზე ლამაზი ფორმები გაქვს, თან ბევრად. თავიდან ბოლომდე ნატურა ხარ. რატომ არ გინდა ამის აღიარება და რატომ ცდილობ შენი თავის დამალვას?
- მორჩი?
- არა არ მოვრჩი. ამას რატის გამო არ ვაკეთებ. ამას შენ გამო გთხოვ. მინდა რომ ბრწყინავდე.
- დღეს შენ უნდა ბრწყინავდე.
- თუ შენ თვალებში ბედნიერებას ვერ დავინახავ ვერასდროს გავბრწყინდები.
- ნია მეჩვენება თუ დედა იმაზე მეტად შეგიყვარდა ვიდრე აქამდე.
- არა უბრალოდ ახლა უფრო დაგაფასე.
- ასეთი რა მოხდა?
- რეალური ლინა დავინახე, ქალი დავინახე შენში და არა მონსტრი. ქალი და არა დედა, ქალი და არა უბრალოდ ადამიანი.
- რამე მო•იე?
- არა თუმცა თუ გინდა ერთად მოვ•იოთ. - ენა გამომიყო ნიამ და მომეხვია.
- კარგი.
- რა კარგი? მოვ•იოთ?
- არა, ჩავიცმევ ამ საშინელებას.
- ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი. - აყვირდა ნია და მომეხვია.

მოკლედ როგორც ზემოდ ვთქვი ნიამ თავისი გაიტანა და როდესაც საკუთარ ანარეკლს სარკეში შევავლე თვალი მივხვდი ის მართალი იყო. საერთოდ დამავიწყდა რამდენი წლის ვიყავი, თავი მის მეგობრად ვიგრძენი და წვეულებაზეც ბედნიერმა შევაბიჯე. ნიას მეგობრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, ჩემი მეგობრები კი უბრალოდ უძრავად მიცქერდნენ.
- ამის დედაც. შენ აღარ ხუმრობ. - მომეხვია ნინო.
- გეთანხმები. - მხარი აუბა ანამ.
- გეყოფათ რა.
- ვერც კი იფიქრებ რომ ნიას დედა ხარ.
- ხო ამაზე ნია ძალიან ზრუნავს.
ჩვენ სამი ტრადიციულად ცალკე მაგიდასთამ მოვთავსდით. ბავშვებმა კი მხიარული ორომტრიალი წამში გააჩაღეს. დარბაზი მოვათვალიერე თუმცა რატი ვერსად შევნიშნე. ცოტა ამოვისუნთქე, ჩავთვალე რომ ჩემთან შეხვედრას მოერიდა და ამიტომაც არ მოვოდა. სასმელი მოვსვი და მონატრებულ მეგობრებთან საუბარში გავერთე. რამდენიმე წუთში ზურგს უკან მძიმე ნაბიჯების ხმა შემომესმა და მოუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი ვინ იყო გულის ცემა მაინც ამიჩქარდა.
- გამარჯობათ. - ამბობს რატი და თვალებში მიყურებს.
- გაგიმარჯოს. - სასმლის ჭიქა ავიღე, გოგოებს ბოდიში მოვუხადე და აივანზე გავედი, რატიც უკან გამომყვა.
- შესანიშნავად გამოიყურები. - თავიდან ბოლომდე შემათვალიერა რატიმ და სახეზე კმაყოფილი ღიმილი აესახა.
- მადლობა.
- ისევ ბრაზობ ჩემზე?
- მე ზოგადად მათზე ვბრაზობ ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია.
- მე უმნიშვნელო ვარ?
- შენ არავინ ხარ, მხოლოდ ჩემი შვილის მეგობარი.
- ლინა.
- რა იყო რატი?
- შანსი მომეცი ყველაფერი გამოვასწორო.
- რა უნდა გამოასწორო?
- შეცდომით და ტყულით დაწყებული ურთიერთობა. - რატიმ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და მკლავზე თბილი თითები შემახო.
- ფეხები როგორ გაქვს? - თემის შეცვლას შევეცადე და მისი ხელისგან მკლავი გავითავისუფლე.
- ზოგჯერ მაწუხებს.
- ვწუხვარ.
- დროის საკითხია.
- ყველაფერი დროის საკითხია რატი.
- ისიც რომ შანსი მომცე?
- შენ შანსი არ გექნება. მე ყველაზე მეტად მატყუარა ადამაინები არ მიყვარს შენ კი ზუსტად ასეთი ხარ. - რატი რამდენიმე წამს დადუმდა. მერე სახეზე ღიმილმა გადაურბინა. - რა გაცინებს?
- არ მინდოდა ასე მოვქცეულოყავი მაგრამ მაიძულე.
- რას გულისხმობ?
- ამას. - ამბობს რატი, ძლეირად მხვევს წელზე ხელს და სხეულზე მეკვრის, გააზრებას ვერ ვახერხებ და ის უკვე ჩემ ტუჩებს აგემოვნებს. სუსტად შევეწინააღმდეგე თუმცა მალევე დავნებდი მის ვნებას და კოცნაში ავყევი.
- გეყოფა. - მოვიშორე როგორც კი საღად აზროვნების უნარი დამიბრუნდა.
- პრინციპული ხარ და ამიტომაც ეწინააღმდეგები სურვილებს.
- შენ კი იდიოტი ხარ, თანაც ბავშვი ასე რომ გამატარე. - რატიმ ჩაიღიმა მერე კი გზა დამითმო.

დარბაზში შესული ნიას კითხვანარებ თვალებს გადავაწყდი. მას მხოლოდ გავუღიმე და ისევ მეგობრების გვერდით მოვთავსდი.

- რა ფერი გაქვს? - მეკითხება ანა.
- არაფერია.
- იმ ბიჭს რაზე ესაუბრებოდი?
- დაკითხვაზე ვარ?
- ოღონდ არ თქვა, რომ ასე მის გამო გამოეწყე. - გაიღიმა ნინომ და სასმელი მოსვა.
- ნუ სულელობ.

მოგვიანებით, როდესაც წვეულებაზე შეკრებილი საზოგადოება ალკოჰოლმა ერთიანად გაათბო და გაამსუბუქა, რატი მომიახლოვდა და საცეკვაოდ გამიწვია, ისტერიკა არ გამიმართავს, ამიტომ ავდექი, მის მიერ გამოწვდილ ძლიერ ხელს დავეყრდენი და დარბაზის შუაგულში გავყევი.
- კარგად ცეკვავ. - ამბობს რატი და ხელებს მჭიდროდ მხვევს.
- ასეთი სიახლოვეც არ არის საჭირო.
- როგორ ფიქრობ ვალსი რისთვის შევარჩიე?
- რითმულ ცეკვას შენი ფეხები ვერ გაუძლებდა.
- რა მწარე ხარ ლინა. - გაიღიმა რატიმ. - გახსოვს ის დღე პირველად რომ შევხვდით?
- არა, არ მახსოვს.
- ცრუობ.
- ხო, ვცრუობ. - რატომღაც გამეღიმა, მასაც გაეღიმა.
- თვალი რომ გავახილე და დაგინახე, მეგონა მოვკვდი.
- ხო, მახსოვს, რაღაც მსგავსს ბოდავდი.
- შენი კოცნა მომენატრა. - ჩამჩურჩულა რატიმ და ყელზე ფრთხილად მაკოცა.
- გეყოფა.
- სურვილებს რატომ ეწინააღმდეგები ლინა?
- იქნებ, იმიტომ, რომ არ იმსახურებ სხვაგვარად მოქცევას.
- როდესმე მაპატიებ?
- იცი რომ ყველა ჩვენ გვიყურებს?
- მერე რა?
- მერე ის, რომ მე ნიას დედა ვარ და შენც დედად გეკუთვნი.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს.
- რადგან მაწუხებს, ესე იგი აქვს.
- ჩემგან შორს ამის გამო იჭერ თავს?
- ამის გამოც.
- კიდევ რა მიზეზია?
- არ მინდა ამაზე საუბარი.
- მე მინდა.
- არ მაინტერესებს შენ რა გინდა. - დავასრულე ეს სიტყვები და რატის კბილები ვიგრძენი ყელზე. თითები სიმწრით მოვუჭირე სხეულზე და ტკივილი ყრუდ ჩავახშე. - რა ჯანდაბას აკეთებ? - შევუბღვირე როგორც კი სული მოვითქვი.
- მინდიხარ ლინა.
- შენს დიდ სიაში ასაკიან ქალებს რამდენი პროცენტი უჭირავთ? - ვამბობ და მას ვშორდები. ნიასკენ მივდივარ. ისიც მეგებება.
- რა მოხდა?
- მივდივარ.
- დედა.
- გაერთე კარგი? მე ცოტას გავივლი. - ნიას ვაკოცე, მეგობრებს ბოდიში მოვუხადე და წვეულება დავტოვე. გარეთ გამოსულმა თვალები დავხუჭე, სუფთა ჰაერი ღრმად შევუშვი ფილტვებში და ისე ამოვისუნთქე მგონი გული მთლიანად ამოვაყოლე.
- გაგაცილებ. - მესმის ზურგს უკან რატის ხმა.
- ჯანდაბა რატი, შვილის წვეულება იმიტომ დავტოვე, რომ შენთან სიახლოვე აღარ მინდოდა. იქნებ თავი დამანებო.
- მარტო ვერ გაგიშვებ.
- ჩემი ქმარი არ ხარ.
- პოტენციური ქმარი ხომ ვარ?
- იოცნებე.
- უბრალოდ სახლამდე მიგიყვან, გპირდები ხმას არ ამოვიღებ.
- მპირდები?
- ჰო, მაგრამ საჭესთან მე დავჯდები.
- ნასვამი ხარ.
- შენც.
- შენ ბავშვი ხარ.
- გეყოფა ლინა. არ მიყვარს, როცა ქალი მანქანას მართავს და მე გვერდით ვზივარ.
- რატომ?
- უბრალოდ არ მიყვარს.
- კარგი. - გასაღებს ვაწვდი და მანქანაში ვსხდებით. სახლამდე მართლა უხმოდ ვიარეთ. სადარბაზოსთან ორიოდე წუთით შევჩერდით. - რითი დაბრუნდები?
- არ ვაპირებ დაბრუნებას. სახლში ტაქსით წავალ.
- როგორც გინდა. ღამემშვიდობის. - რატის ზურგი ვაქციე ლა ლიფტში გავუჩინარდი. ლიფტის კედელს ზურჯით ავეკარი და აფორიაქებულ ტვინთან ომი გავმართე. თავს დამშვიდებას ამაოდ ვაიძულებდი. მეხუთე სართულზე ლიფტი შეჩერდა და მეც გასასვლელად მოვემზადე. კარი გაიღო თუ არა კიბეებზე სირბილით ქანცგაწყვეტილი რატი შემეფეთა.
- ასე ვერ გაგიშვებ. - ძლივს ამბობს და მკლავებზე სულის მოსათქმელად მეყრდნობა.
- ირბინე? - გამეღიმა მისი საქციელით გახალისებულს.
- ჰო.
- რატომ?
- ლინა, კარგი რა.
- თუ ფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ შემოგიშვებ სახლში, ამაში ძალიან ცდები.
- წყალი მაინც დამალევინე, ხომ ხედავ ვეღარ ვსუნთქავ. - უფრო ძლიერად აქოშინდა რატი.
- კარგი. - შევუბღვირე და სახლის კარი გავაღე. როგორც კი ფეხი სახლში შევდგი, მკლავში ძლიერი ხელები ვიგრძენი. რატიმ ერთი ხელის მოძრაობით მიმანარცხა კედელს. ორივე ხელები სახის გასწვრივ კედელზე მიაყრდნო და მთელი სხეულით ამეკრო.
- ახლა რას იზამ? ამბობს და ყელზე თითებს მითამაშებს. პასუხს ვერ ვუბრუნებ, მის წინ ვნებით ანთებულს მხოლოდ მისი კოცნის სურვილი მკლავს. თითქოს ჩემ აზრებს კითხულობს. გაშმაგებული მეკვრის ბაგეზე. ვნებიანი კოცნის შემდეგ, როდესაც მის ძლიერ თითებს უკვე მკერდისკენ მოცურავეს ვგრძნობ, ჩემში აფეთქებულ ვნებას როგორღაც ვერევი და მას ვიშორებ.
- რა მოხდა? მეკითხება და პასუხის მოლოდინში ვხვდები, რომ ეს ბიჭი, მთელი თავისი ჰაბიტუსით ძალიან მოქმედებს. ჩემ ხელს იღებს, არ ვეწინააღმდეგები. ჯერ თითებს უცქერს, მერე ჩემი ხელი გულთან მიაქვს და ფრთხილად იდებს სხეულზე. - გესმის როგორ ცემს? - მეკითხება ცოტა არ იყოს დარცხვენილი.
- ჰო, მესმის.
- ამას როგორ ახერხებ?! ჩემს გულისცემას როგორ აჩქარებ?! იცი ლინა, არ ვარ მგრძნობიარე, არ მჩვევია მათი გამომჟღავნება, რაღაც მემართება, როცა შენს გვერდით ვარ. ის უფრო ახლოს მოდის ჩემთან.
- არ გინდა რატი. - ორივე ხელით სხეულზე ვეხები და მის შეჩერებას ვცდილობ. მნებდება. - მე და შენ არაფერი გამოგვივა. - ვამბობ მისი მოულოდნელი გატეხვით კმაყოფილი.
- დარწმუნებული ხარ?
- კი, დარწმუნებული ვარ.
- შენი კოცნა სულ სხვა რამეს მეტყველებს.
- ღამემშვიდობის რატი. - შემოსასვლელი კარი გავაღე და მის მწვანე თვალებში კიდევ ერთხელ ჩავიხედე.
- ღამემშვიდობის ლინა. - ამბობს და მიდის. კარს ვკეტავ, სამზარეულოში შევრბივარ და ცივ წყალს სულმოუთქმელად ვსვამ. ცოტა რომ დავმშვიდდი, საკუთარ საქციელზე ძალიან გამეღიმა. კარადიდან ვისკი გამოვიღე, მუსიკა ხმამაღალზე ჩავრთე და დალევა დავიწყე. მაინც როგორ ახერხებდა ეს ბიჭი ჩემში ამხელა ეიფორიის გამოწვევას, წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა ფაქტი იყო ეს ძალიან მომწონდა, ფაქტი იყო ჩემში ქალური გრძნობები იღვიძებდა, ისიც ვიცოდი ამისთვის კონტროლი უნდა გამეწია, სხვა თუ არაფერი ის შვილად უფრო მერგებოდა ვიდრე საყვარლად.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი luana

მომეწონა სამივე თავი
წარმატებები ❤️

 


№2  offline მოდერი Girl... from the past

luana
მომეწონა სამივე თავი
წარმატებები ❤️



ძალიან დიდი მადლობა <3

 


№3 სტუმარი სტუმარი Tamy

ძალიან კარგად წერ წარმატებები და იმედია შემდეგს მალე დადებ

 


№4  offline მოდერი Girl... from the past

სტუმარი Tamy
ძალიან კარგად წერ წარმატებები და იმედია შემდეგს მალე დადებ



მადლობა, ყველანაირად ვცდილობ მალ-მალე დავდო <3

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმე რა კარგიაა

 


№6  offline მოდერი Girl... from the past

სტუმარი მარიამი
ვაიმე რა კარგიაა



<3 <3 <3 მადლობა

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

აშკარად კარგად წერ,აი სიუჟეტი ,რა ვთქვა ,ისე არც არაფერი ,ჯერ ვნახოთ,

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიკო

Sul ertianad wavikitxe samive tavi dzalian mshvenialuria

 


№9  offline მოდერი Girl... from the past

სტუმარი nancho
აშკარად კარგად წერ,აი სიუჟეტი ,რა ვთქვა ,ისე არც არაფერი ,ჯერ ვნახოთ,


ამ საიტზე პირველი ისტორიაა.. ნელ-ნელა გავიზრდები :) თქვენი დახმრებით

სტუმარი მარიკო
Sul ertianad wavikitxe samive tavi dzalian mshvenialuria



გამაბედნიერე <3

 


№10 მოდერი სალანდერი

ავტორო. . .
პირველი ისტორიისთვის საკმაოდ გამართულად წერ, მაგრამ ძალიან ბანალურია ეს სცენები. . .
დიალოგები ნორმალურია, განსხვავებულობის მცდელობასაც ვხედავ, მაგრამ კონკრეტული სცენები იმდენად ბანალურია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. . .
ჰო, ეს ქალი კიდე, ლინა, ცოტა გვაჩვენე რომ მართლა ძლიერი ქალია რა, მე არსად დამინახავს ეს . . .
ნია ეუბნება ასეთი ხარ, ისეთი ხარ, ნუ ყველას უყვარს თავისი დედა და ასეთი და ისეთია მისთვის, მაგრამ რაც ისტორია დაიწყო, ლინა ერთი სუსტი, უპრინციპო ქალია, რომელიც არაფრით გამორჩეულმა ბიჭმა ერთი ნახვით დააბოლა. . .
რატის განსაკუთრებულობაც არ ჩანს, ერთი "პაცანი" ტიპია. . .
მოკლედ გმირები ვერ მოვიდნენ ჩემამდე, რასაც ამბობ რომ არიან, იმის საპირისპირო ჩანან, თითქოს მოსწრებაზე ხარ. . .
ნელა წერე, გმირები გაგვაცანი და ისეთი გვაჩვენე როგორიც თავად წარმოგიდგენია. . .
განაგრძე წერა რომ განვითარდე. . .
წარმატებები. . .

 


№11  offline მოდერი Girl... from the past

სალანდერი
ავტორო. . .
პირველი ისტორიისთვის საკმაოდ გამართულად წერ, მაგრამ ძალიან ბანალურია ეს სცენები. . .
დიალოგები ნორმალურია, განსხვავებულობის მცდელობასაც ვხედავ, მაგრამ კონკრეტული სცენები იმდენად ბანალურია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. . .
ჰო, ეს ქალი კიდე, ლინა, ცოტა გვაჩვენე რომ მართლა ძლიერი ქალია რა, მე არსად დამინახავს ეს . . .
ნია ეუბნება ასეთი ხარ, ისეთი ხარ, ნუ ყველას უყვარს თავისი დედა და ასეთი და ისეთია მისთვის, მაგრამ რაც ისტორია დაიწყო, ლინა ერთი სუსტი, უპრინციპო ქალია, რომელიც არაფრით გამორჩეულმა ბიჭმა ერთი ნახვით დააბოლა. . .
რატის განსაკუთრებულობაც არ ჩანს, ერთი "პაცანი" ტიპია. . .
მოკლედ გმირები ვერ მოვიდნენ ჩემამდე, რასაც ამბობ რომ არიან, იმის საპირისპირო ჩანან, თითქოს მოსწრებაზე ხარ. . .
ნელა წერე, გმირები გაგვაცანი და ისეთი გვაჩვენე როგორიც თავად წარმოგიდგენია. . .
განაგრძე წერა რომ განვითარდე. . .
წარმატებები. . .




ჰო, მადლობ :)
თუმცა ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნები :) შენთვის ბანალურია, ვიღაცისთვის პირიქით სასიომვნო წასაკითხი. შენიშვნები რა თქმა უნდა მისაღებია ჩემთვის, განვითარებისთვის სწორედ ეს არის საჭირო.
გავითვალისწინებ.

 


№12  offline წევრი Farvana

როგორც ყოველთვის ეხლაც ძალიან კარგი იყო.
კარგია,რომ ყოველდღე დებ და არ აგვიანებ.
-ისე მართლა კარგი იქნებოდა ცოტათი თუ გააძლიერებდი ლინას.
--------------------
ფარვანა

 


№13  offline მოდერი Girl... from the past

Farvana
როგორც ყოველთვის ეხლაც ძალიან კარგი იყო.
კარგია,რომ ყოველდღე დებ და არ აგვიანებ.
-ისე მართლა კარგი იქნებოდა ცოტათი თუ გააძლიერებდი ლინას.



მადლობა, იქნება ასეც მოხდეს :)

 


№14  offline აქტიური მკითხველი grafo

1. ძალიან დიდი იმედი მაქვს "მყარ" ავტორთა კატეგორიას განეკუთვნები, რომელმაც იცის რას რატომ წერს.
2. მე მომწონს შენეული ლინა. ძალიან. ზოგადად ძალიან მომწონს ქალური ქალები. შენ კი ამის გადმოცემა კარგად გამოგდის. მომწონს მისი ფიქრებიც, ქცევაც. მომწონს ისიც რომ ყველა დეტალზე არ კონკრეტდები, მაგრამ დიალოგებში ყველაფერს ავლენ. აი, ეს ბოლო ძალიან ბევრს არ შეუძლია, თუ წარმოდგენა არ აქვს შემდგარი ქალი რას ნიშნავს. შენ კიდევ ეს კარგად გამოგდის. მომავალში რას იზამ არ ვიცი, მაგრამ აქამდე ასე იყო :)))
ასეთი "დიდური" ისტორია მომენატრა კიდეც.
რატი ხო მომწონს და მომწონს. მომწონს რომ თან უსმენს, ითვალისწინებს ლინას მდგომარეობას და თან თავისას რომ აწვება.

 


№15  offline მოდერი Girl... from the past

grafo
1. ძალიან დიდი იმედი მაქვს "მყარ" ავტორთა კატეგორიას განეკუთვნები, რომელმაც იცის რას რატომ წერს.
2. მე მომწონს შენეული ლინა. ძალიან. ზოგადად ძალიან მომწონს ქალური ქალები. შენ კი ამის გადმოცემა კარგად გამოგდის. მომწონს მისი ფიქრებიც, ქცევაც. მომწონს ისიც რომ ყველა დეტალზე არ კონკრეტდები, მაგრამ დიალოგებში ყველაფერს ავლენ. აი, ეს ბოლო ძალიან ბევრს არ შეუძლია, თუ წარმოდგენა არ აქვს შემდგარი ქალი რას ნიშნავს. შენ კიდევ ეს კარგად გამოგდის. მომავალში რას იზამ არ ვიცი, მაგრამ აქამდე ასე იყო :)))
ასეთი "დიდური" ისტორია მომენატრა კიდეც.
რატი ხო მომწონს და მომწონს. მომწონს რომ თან უსმენს, ითვალისწინებს ლინას მდგომარეობას და თან თავისას რომ აწვება.



ივი, ვფიქრობ ზუსტად ის ხარ ვისაც ველოდი.
მადლობ რომ ის დაინახე რაც მსურდა რომ დაგენახა.
ახლა ძალიან გამახარე ❤

 


№16  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვფიქრობდი დავიცდი რომ დასრულდება მერე წავიკითხავთქო .. მაგრამ რა გაუძლებს ჩემნაირ მოუთმენელ არსებას!! ჰოდა უკვე ნერვები მაწყდება ისე ვარ ახალი თავის მოლოდინში :დ
ჰოოო რაც შეეხება ისტორიას ჯანდაბააა საშინლად მომწონს ... აი უბრალოდ ვერაფერს გეტყვი რაც არის როგორიც არის რანაირიც არის მინდა ისე გაგრძელდეს რადგან ზუსტად ,,ასეთმა” შენეულმა ისტორიამ მომხიბლა... რავი ჩემთვის რაც ხდება როგორებიც არიან პერსონაჟები ზედმეტად კარგია და არმინდა რაიმე სხვანაირად წავიდეს...
მომწონს ძალიან მომწონს რატი... თავისებურია აი რაღაცნაირი რა!
ჰოდა ვერ ვიტყვი კიდე და ვერ გადმოგცემ რისი თქმაც კინდა ან რასაჭიროა ეგ შენ უკეთ გეცოდინება და შემდეგ თავებშიც მომხიბლავ დარწმუნებულივარ!
ჰოდა გელოდები გულით სულით წარმატებები ♥️♥️♥️

 


№17  offline მოდერი Girl... from the past

ტკბილიწიწაკა
ვფიქრობდი დავიცდი რომ დასრულდება მერე წავიკითხავთქო .. მაგრამ რა გაუძლებს ჩემნაირ მოუთმენელ არსებას!! ჰოდა უკვე ნერვები მაწყდება ისე ვარ ახალი თავის მოლოდინში :დ
ჰოოო რაც შეეხება ისტორიას ჯანდაბააა საშინლად მომწონს ... აი უბრალოდ ვერაფერს გეტყვი რაც არის როგორიც არის რანაირიც არის მინდა ისე გაგრძელდეს რადგან ზუსტად ,,ასეთმა” შენეულმა ისტორიამ მომხიბლა... რავი ჩემთვის რაც ხდება როგორებიც არიან პერსონაჟები ზედმეტად კარგია და არმინდა რაიმე სხვანაირად წავიდეს...
მომწონს ძალიან მომწონს რატი... თავისებურია აი რაღაცნაირი რა!
ჰოდა ვერ ვიტყვი კიდე და ვერ გადმოგცემ რისი თქმაც კინდა ან რასაჭიროა ეგ შენ უკეთ გეცოდინება და შემდეგ თავებშიც მომხიბლავ დარწმუნებულივარ!
ჰოდა გელოდები გულით სულით წარმატებები ♥️♥️♥️


პოზიტივით ამავსე დილიდანვე ❤
მადლობ შენ ამისთვის.❤
ძალიან გამახარე❤

 


№18  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან პატარა თავებია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent