შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოთხმეტი წელი მოლოდინში (პირველი ნაწილი სრულად)


2-11-2018, 15:31
ავტორი R.M
ნანახია 6 262

თოთხმეტი წელი მოლოდინში (პირველი ნაწილი სრულად)

მე ანა ვარ, ანასტასია გიგაური.
• მყავს დედა, ეკატერინე (ეკა) გიგაური.
• ბიძია (დედის ძმა) გეგა გიგაური.
• ბიძაშვილები ლიკა და მარიამ გიგაურები.
• ბებია ელენე ჭავჭავაძე და
• ბიცოლა ნინო წერეთელი.
• პაპა თომა გიგაური, რომელსაც არ ვიცნობ.
• მამა არ მყავს.
დავიბადე ხევსურეთის ერთ-ერთ სოფელში 1988 წლის 15 აპრილს. დედა ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი იყო. მამამ ჩემი გაცნობაც ვერ მოასწრო, გარდაიცვალა, შესაბამისად გვარიც ვერ მომცა და დედის გვარი მაქვს. ხევსურეთის სოფელში ვიზრდებოდი. როგორც სოფლელი გოგო აქტიურად ვერთვებოდი სოფლის საქმეებში. მე და დედა მარტო ვცხოვრობდით და დედას ვეხმარებოდი სოფლის საქმეში, კარტოფილს ვთესავდით, გვყავდა ძროხები და 2 ცხენი. კარტოფილის დასათესად მე და დედა მთაში მივდიოდით, იქ გზა არ ადიოდა და ყოველთვის ცხენებით გვიწევდა მგზავრობა, ძალიან ცუდი დრო იყო, 90 წლებში როგორც ქალაქს ისე სოფელსაც ძალიან გაუჭირდა, თუმცა დედა გვერდით მყავდა და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი.
კარტოფილს ფქვილში ვცვლიდით, საპონში და საჭირო პროდუქტებში, თვეში ერთხელ ძია ნიკო ამოდიოდა თბილისიდან თავის უაზის მარკის ავტომობილით და საჭირო პროდუქტები ამოქონდა, ჩვენ კი ყველში და კარტოფილში უცვლიდით. ასე მისდევდა წელს წელი. ზაფხულში ჩვენთან ჩემი ბიძაშვილები ჩამოდიოდნენ თბილისიდან, მარიამი და ლიკა. ისინი ჩემზე 4 წლით დიდები არიან, ტყუპები. მათი დედა ბებიის შერჩეული რძალია, ნინო წერეთელი, გაგეცინათ არა, ბებია ასეთია. ბევრჯერ მინახავს ბიძია დედას ფულს როგორ აძლევდა და ეხვეწებოდა მოეშვი ამდენ შრომას, მეც დაგეხმარები და თავს გაიტანთო, თუმცა დედა ყოველთვის უარობდა და არ ართმევდა ფულს.
წინა წელს ქობულეთში წამიყვანეს გოგოებმა, კარგი დრო ვატარეთ, ზღვა პირველად ვნახე და აღფრთოვანებული ვიყავი. წელს ხევსურეთში ამოვიდოდნენ ერთი კვირით.
ჩემი გოგონების ჩამოსვლა ძალიან მიხაროდა, ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებას ახალისებდნენ, თავის ტანსაცმელს მჩუქნიდნენ, ყოველთვის ლამაზად მეცვა ჩემი კლასელებისგან განსხვავებით, ეს ტანსაცმელი ხომ როგოც ბებია იტყოდა:“დახვეწილი და მოდურია.“ კლასში სულ 4 მოსწავლე ვიყავით გიორგი, დაჩი, მარიამი და მე. სკოლაშიც ცოტა ბავშვები იყვნენ, ერთ კლასში მხოლოდ 1 მოსწავლე სწავლობდა, სოფელი თითქმის დაცლილი იყო ხალხისგან, მხოლოდ მოხუცები იყვნენ დარჩენილები, რომლებსაც შვილები და შვილიშვილები მხოლოდ ზაფხულობით აკითხავდნენ.
სულ მაწუხებდა კითხვა მამაჩემის შესახებ, დედას ხშირად ვეკითხებოდი მამაზე, ის კი სულ სევდიანი თვალებით მიყურებდა და მეუბნებოდა რომ მას ძალიან ვგავდი, რომ ის კარგი ადამიანი იყო და რომ ის გარდაიცვალა, მერე თვალები ცრემლით ევსებოდა და საუბარს წყვეტდა.
ერთხელაც გადავწყვიტე მამის შესახებ ბებიისთვის მეკითხა, ბებია ძალიან მკაცრი ქალი იყო, დიდი სითბოთი და სიყვარულით არ გამოირჩეოდა, არც არასდროს მეფერებოდა როცა ხევსურეთში გვსტუმრობდა (ბებია ბიძასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა). მან კი მკაცრი სახით მომიგო რომ მამა მათხოვარი იყო და მათხოვრებზე ის არ ისაუბრებდა. მისმა ნათქვამმა გული ძალიან მატკინა, მაშინ მხოლოდ 12 წლის ვიყავი. ათასი ფიქრი და აზრი მომდიოდა თავში, მინდოდა მამა ცოცხალი ყოფილიყო და დედის ცრემლები აღარ მენახა.
სოფელში ჩვენი უბნის ბოლოში ერთი მარტოხელა ქალი ცხოვრობდა, თამრო ბებო, დედა ხშირად სადილს მატანდა მასთან, მოხუცია სადილს არავინ უმზადებს, არც არავინ ჩამოდის მასთანო. ერთხელაც თამრო ბებოსთან სადილი გადავიტანე და გადავწყვიტე მამის შესახებ მისგან გამეგო. თამრო ბებომ ჯერ იყოყმანა და მთხოვა ამის შესახებ დედისთვის მეკითხა, მე კი უთხარი რომ დედა ყოვერლთვის ტირილს იწყებდა და ბოლომდე არ მეუბენობოდა ყველაფერს. მერე კი თხრობა დაიწყო: „დედაშენს უმაღლესში რომ აბარებდა ქულები დაკლებია, ვისაც ქულები აკლდებოდა სამუშაოზე უნდა განაწილებულიყვნენ რომ მომდევნო წელს შეღავათი ექნებოდათ უმაღლესში ჩაბარების დროს, დედაშენი ძალიან სათნო და კეთილი ახალგაზრდა იყო ამიტომ ბარისახოს ბავშვთა სახლში წამოვიდა თბილისიდან სამუშაოდ, ბავშვების ძიძად. იქ გაიცნო მამაშენი, რომელიც ასევე ბავშვთა სახლში ცხოვრობდა და მუშაობდა. მამაშენი ბავშვთა სახლში გაიზარდა და იქვე განაგრძო მუშაობაც. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, დედაშენმა დაუსწრებელზე ჩააბარა და მუშაობას თავი არ დაანება. მერე მამაშენი ჯარში გაიწვიეს სავალდებულო სამსახურში, დედაშენი უკვე ფეხმძიმედ იყო, შვებულება აიღო და თბილისში დაბრუნდა, იქ კი ბებიაშენმა მკაცრად მოსთხოვა ბავშვი მოეშორებინა. დედაშენმა არ მოიშორა ბავშვი და ისევ ბარისახოში დაბრუნდა, როცა მუცელი წამოეზარდა აქ ჩამოვიდა. ელენემ აუკრძალა თბილისში სახლში მისვლა, რადგან მის წინააღმდეგ წავიდა, თუმცა არ ვიცი დედობრივმა გრძნობამ გაიღვიძა მასში თუ რა მოხდა, მშობიარობის წინა კვირას ჩამოაკითხა და წაიყვანა, აქ ხომ არ იმშობიარებო. ერთ კვირაში დაიბადე შენ, შენი დაბადებიდან ერთი კვირის თავზე კი დედაშენი ისევ სოფელში ჩამოვიდა და აქ დაიწყო ცხოვრება. სწავლა იმ წელს დაამთავრა და ადგილობრივ სკოლაში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად. მამაშენისგან 2 წელიწადში წერილები შეწყდა, დედაშენი ელოდებოდა, სამხედრო სამსახური უკვე დამთავრებული უნდა ქონოდა, თუმცა არაფერი ისმოდა. ბარისახოში წავიდა, შენი თავი მე დამიტოვა, მეორე დღეს ატირებული დაბრუნდა უკან, ბავშვთა სახლში წერილი მიუღიათ რომ ნაღმზე აფეთქდაო. დარდისა და გლოვის შემდეგ დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას, თბილისში წასვლაზე არასდროს აღარ უფიქრია. მხოლოდ ბიძაშენი ჩამოდიოდა შენი და დედაშენის სანახავად. ხშირად ეხვეწებოდა თბილისში დაბრუნებულიყო თუმცა დედაშენი უარს ამბობდა. ელენეც იყო რამდენჯერმე, თუმცა დედაშენმა იტირა ჩემთან რომ ელენე არასდროს გეფერებოდა. ღმერთო ასეთი ცივი და გულქვა ქალი უნდა დატოვო სიბერეში მარტო, ჩემნაირი ტკბილი მოხუცები კი არა, თუმცა მე მარტო არ ვარ დედაშენი და შენ მყავხართ.“
თამრო ბებომ ცრემლიანი თვალები დამიკოცნა, მართლაც რა ტკბილი მოხუცი იყო. სულ მიყვარდა მასთან საუბარი, თავის ცხოვრებაზეც მიყვებოდა ხოლმე, 7 შვილიდან ერთი შვილი ძლივს შერჩა ცოცხალი, 4 შვილიშვილი ყავდა სულ გოგოები. ეს სხვა ისტორიაა, მე კი ჩემს ამბავს დაუბრუნდები.
ბიძია გეგა გიგაური ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანია, დედას და მას უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. ხშირად ეხვეწებოდა დედას თბილისში გადავსულიყავით, თუმცა სულ უარს იღებდა პასუხად.
მინდოდა ბევრი შვილები მყოლოდა, დიდი ოჯახი მქონოდა. ძალიან მაწუხებდა ის რომ დედისერთა ვიყავი და მხოლოდ დედა მყავდა გვერდით. ძალიან ჩაკეტილი ვიყავი საკუთარ თავში, მიზანი მქონდა რომ კარგად უნდა მესწავლა, დედისთვის შრომა უნდა შემემსუბუქებინა. არ მინდოდა ჩემს მომავალ შვილებს ისეთი ცხოვრება ქონოდათ, როგორიც მე მქონდა. მუდმივად დაღლილი, მარტოსული, ყოველგვარ გასართობს მოკლებული. დედა რომ ტიროდა და დავინახავდი ხოლმე ჩუმად როგორ იმშრალებდა ცრემლებს, ძალიან განვიცდიდი, ღამით მეც ვტიროდი იმის გამო რომ დედა იტანჯებოდა. არ მესმოდა მისი, გეგა ბიძია სულ ეხვეწებოდა თბილისში გადავსულიყავით და ის სულ უარს აცხადებდა.


2002 წლის ზაფხული იწურებოდა, სოფელში ჩემი ბიძაშვილები იყვნენ 1 კვირით ჩამოსულები, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ბიძიამ მეორე დღეს მთავარანგელოზის ჯვარზე წაგვიყვანა სოფელ გველეთთან. გზაში გვიხსნიდა რომ მათი საგვარეულო სალოცავი იყო მთავარანგელოზის ჯვარი. კარგად გავერთეთ, პიკნიკი მოვაწყვეთ ბუნებაში, დედა და ბიძია თავის ბავშვობის ამბებს გვიყვებოდნენ, როგორ იპარებოდნენ სოფლის ბავშვებთან ერთად სხვა სოფლებში ფეხბურთის სათამაშოთ, რასაც ბებიაჩემის რისხვა მოსდევდა, რაც არ გამკვირვებია მათი მონათხრობიდან. დედამ გამოაჯავრა ბებიას : „ჩემს ცივილიზებულ შვილებს რა უნდოდათ ამ ველურებთან“. რაზეც ყველამ გულიანად ვიცინეთ. ტყუპები ჩემს ოთახში იძინებდნენ ლიკა სულ აღნიშნავდა, რომ მიუხედავად იმისა რომ სოფელში მოსაწყენი იყო ახალგაზრდისთვის ცხოვრება, თანახმა იყო გადმოსახლებულიყო რომ ბებიის მარწუხებიდან დაეხსნა თავი. ლიკამ გამოჯავრა ელენე ჭავჭავაძეს (ბებიას): „გვარი უნდა იკითხოთ, რა წარმომავლობა აქვს და ისე გათხოვდეთ, გლეხს და მათხოვარს კი არ უნდა გაყვეთ ცოლად, თავი არ უნდა გაუყადროთ და სალამიც არ უნდა უთხრათ ვინც თქვენი სწორი არ არის“. ბებიისგან მსგავსი დამოძღვრა გოგონების მისამართით ხშირად მომისმენია, მერე მე გადმომწვდებოდა და აღნიშნავდა, რომ მაინც უჯიშო ვიყავი და ჩემთვის ქმრის შერჩევას აზრი არ ქონდა, ვერ შეიფერებსო.
პიკნიკიდან დაბრუნებულები ოთახში შევიკეტეთ გოგოები, ლიკა თავის შეყვარებულზე გვიყვებოდა, მარიამი კი ისეთი მკაცრი იყო, ბებიის ხასიათი მცირე დოზით მაგრამ მაინც მას ქონდა გამოყოლილი.
-ლიკა ხანდახან დიდ ელენე ჭავჭავაძესაც რომ ათხოვო ყური არ გაწყენდა-უთხრა მარიამმა.
-მის შეგონებებს შენ გიტოვებ ცხოვრებაში განსახორციელებლად, ელენეს შემცვლელი ერთიც ბევრია ამ ოჯახისთვის-გადაიკისკისა ლიკამ, რასაც მარიმის გაბრაზებული სახე და ლიკას მისამართით ნასროლი ბალიში მოჰყვა. ცოტა ხანში კი ოთახი ნამდვილ ბრძოლის ველს გავდა, ვინ რას ვისროდით და ვისი მიმართულებით ვერ აღვწერ.
-გაგიჟდით, რა დღეში ხართ?-კარებში ბიძია გამოჩნდა და დაგვტუქსა, თუმცა მთლად გაბრაზებულ სახეს ვერ იღებდა, ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა.
-რა ხმაურია?-კარში ჩემი ლამაზი დედიკო გამოჩნდა და რომ დაინახა არეული ოთახი გაგვიბრაზდა-ახლავე მიალაგეთ და სავახშმოდ გამოდით-დაგვიბარა-მარიამ შენც აგიყოლიეს ამ გიჟებმა?
-ელენეს შვილია, რა სახეებით იყურებით-დედის გაბრაზებული სახის დანახვით გაოცებულებს გვითხრა ბიძიამ, რაზეც ისევ სიცილი აგვიტყდა.
ოთახი მალე მივალაგეთ და სავახშმოდ გავედით, ვახშმის შემდეგ ბატიბუტი დავხალეთ და რადგან სინათლე არ იყო ლამპის შუქზე გოგოებმა და ბიძიამ ერთად ქალაქობანას თამაში დავიწყეთ, რომ მოგვბეზრდა მერე კარტი გამოვიტანე და დურაკას ვთამაშობდით გამურვაზე, ისედაც ბნელოდა და სახეები აღარ გვიჩანდა. დედა ამ დროს ბუხრის წინ იჯდა და ქსოვდა, თან სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა. ღიმილი დედის სახეზე ისეთი იშვითი გამხდარიყო, არა დედა სულ იღიმოდა, მე ნამდვილ ღიმილს ვგულისხმობ, სევდის გარეშე.
-მამა ელენე რატომ მიატოვა პაპამ?-იკითხა ლიკამ.
-მაგას კითხვა ჭირდება?-კითხვავე დაუბრუნა ბიძიამ და ღიმილით დედას გადახედა.
-არა მართლა, მოგვიყევით რა, არასდროს არ ახსენებს ელენე პაპა თომას, გვაინტერესებს, ჩვენ გვმოძღვრავს სულ ასე უნდა გათხოვდეთ და ისეო და თვითონ რატომ გათხოვდა ხევსურეთში?-იკითხა მარიამმა.
-მამაჩემი ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო-დაიწყო გეგამ თხრობა-დედაჩემი ხევსურეთში ექსკურსიაზე ყოფილა, შემთხვევით დაუნახია, მოსწონებია და მოიტაცა. დედაჩემის მშობლები გადაირივნენ, არ ტოვებდნენ დედას მამასთან, თუმცა ელენემ თავად გადაწყვიტა, რომ დარჩებოდა და იცხოვრებდა ხევსურეთში. მისმა მშობლებმა ზურგი აქციეს, მერე მე დავიბადე, თუმცა ბებია და ბაბუა დედას მაინც არ შეურიგდნენ. 4 წლის მერე ეკატერინეც გაჩნდა, მამა ფიქრობდა რომ დედა შეეგუებოდა ხევსურეთში ყოფნას, თუმცა შეცდა. ელენესგან სულ უკმაყოფილება მესმოდა მთელი ბავშვობა, ანია ბებო ოჯახი რომ არ დანგრეულიყო ყოველთვის ითმენდა რძლის უკმაყოფილო ხასიათს. ბევრი ჩხუბის შემდეგ მამა სახლიდან წავიდა, 2 დღის მერე ნასვამი დაბრუნდა სახლში, მთასავით კაცი ტიროდა და მე და ეკას გულში გვიკრავდა. ბოლოს გვითხრა რომ ძალიან უყვარდით და რომ ის ჩვენ არ გვტოვებდა. დილით დედა ბარგით დაგვხვდა, ავტობუსში ჩაგვსვა მამამ და თბილისში დედის სახლში მიგვიყვანა, დაგვტოვა და მას მერე აღარ გვინახავს. მაშინ 6 წლის ვიყავი ეკატერინე კი 2 წლის. ელენე თავიდან სულ ტიროდა, მერე ნელ-ნელა შეიცვალა, სულ უკმაყოფილო იყო, ჩვენი სწავლითაც და ჩვენი ქცევებითაც. წლების მერე გავიგეთ რომ მამა რუსეთში წავიდა, იქ სხვა ცოლი შეურთავს და შვილებიც ყავს, მასაც ტყუპები როგორც შენ და ლიკა-ცხვირზე ხელი დაჰკრა მარიამს და თხრობა დაასრულა.
-მამას კონტაქტზე წლების მერე გავედით-თხრობა განაგრძო გეგამ- მამამ წერილი მომწერა და მითხრა რომ დედამ აუკრძალა ჩვენთან მოახლოვება, მას მერე გადაუწყვეტია რუსეთში წასვლა, იქიდან რეგულარულად აგზავნიდა ფულს, რაზეც დედა აცხადებდა რომ ვალდებული იყო შვილებისთვის ალიმენტი ეხადა, იმ შვილებისთვის რომლების მეხსიერებაშიც მამის სახე გაიცრიცა და მხოლოდ სურათებზე შემოგვრჩა, სურათები რომლებსაც ელენეს უმალავდით. ხევსურეთის სახლი დაკეტილი იყო, ანია ბებო მალე გარდაიცვალა, მამამ დედას შემოუთვალა რომ სახლს ჩვენ გვიტოვებდა და ჩამოვსულიყავით ხევსურეთში. წერილი დედას ბალიშის ქვეშ ვიპოვე და რომ წავიკითხე ეკატერინეს მოუყევი. ერთ დღეს მე და ეკამ პროტესტი მოუწყეთ რკინის ელენეს და სკოლაში წასვლაზე უარი განვაცხადეთ, თუ ზაფხულში ხევსურეთში არ ამოგვიყვანდა. დედაც გატყდა და ზაფხულში თითო კვირით მოვყავდით ხოლმე ხევსურეთში, მაშინ იწყებოდა ნამდვილი ბავშვობა, უამრავი ბავშვი იყო სოფლის შარა გზაზე და ათასგვარ თამაშებს ვთამაშობდით, ახლა კი გული მწყდება რომ სოფელი დაცლილია და ყველა თბილისში გადასახლდა, თუმცა ჩემი და ნამდვილი გმირია, არ ტოვებს ფუძეს, აი ეს არის ნამდვილი ხევსური-ბიძიამ დედა ხელში აიყვანა და დაატრიალა. დიდი სიხარული და ბავშვობა კიაფობდა მათ თვალებში.
-ასე დაიცალა სოფელი მთლიანად, არაბულებიც ყიდიან სახლს, კაპიკებში როგორ თმობენ საკუთარ ფუძეს არ მესმის და მეძახე შენ ხევსური-ნაღვლიანად წარმოთქვა დედამ.
-არაბულების სახლი ახალი სახლია, თან ბევრად კომფორტული, თუ თბილისში არ მოდიხარ გიყიდი და იქ გადადით შენ და ანასტასია-უთხრა გეგამ დედას.
-ანასტასია რომ სკოლას დაამთავრებს ალბათ მეც წამოვალ თბილისში, მარტო გამიჭირდება აქ ყოფნა. მანამდე ეს სახლი მყარად დგას შენი წყალობით და კიდევ მრავალი წელი იდგება. იქნებ სხვამ იყიდოს ვინმემ და მეზობელი გამომიჩნდეს ხმის გამცემი-ღიმილით ჩაილაპარაკა დედამ.
ის საღამოც მხიარულად გავატარეთ, მერე დასაძინებლად წავედით, მეორე დილით ადრე უნდა ავმდგარიყავით და გეგა ბიძიას სათევზაოდ გავყოლოდით მე და ლიკა. მარიამი რატომ არა? მარიამის სახლში ყოფნა ერჩივნა, ჰამაკში მოკალათებული წიგნის კითხვით ირთობდა თავს, როცა მე და ლიკა სოფლის შარაგზებზე უაზროდ დავხეტიალობდით.
სამაგიეროდ ჩვენს სახლთან ბიჭების ბირჟა იყრიდა თავს და თვალს ეზოში აპარებდნენ მარიამისკენ. დამსვენებლები ჩამოდიოდნენ და ჩვენს ქუჩაზე ქონდათ გაჩაღებული კარტის და დომინოს თამაში. საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას მარიამი, ერიდებოდა კიდეც რომ მათ არ დანახვოდა. ერთი სასაცილო ინციდენტი შეგვემთხვა ერთი წლის უკან.
ლიკამ მთხოვა საღამოს გავისეირნოთ და მარიამი დამიძახეო, გარეთ შებინდებული იყო სახლიდან რომ გამოვედით, ლიკას მარიამს ვეძახდი და ისე მიუყვებოდით ქუჩას, უცებ მოტოციკლეტი შემოვარდა უბანში და ლიკას სურათი გადაუღო, მერე დაქოქა და უკან წავიდა.
-მგონი ვიღაცას შეუყვარდი და შენი სურათი უნდა რომ ქონდეს.-ვიცინოდი მე.
-მე არა, გოგოებმა მითხრეს რომ მაგ ახალგაზრდას მარიამი უყვარს უგონოდ და რომ დაინახოს სულ ჩვენს კართან დაიარება.
-მოიცა, აერიეთ?-ვიცინოდი მე.
-აბა რატომ გითხარი მარიამი დამიძახეთქო.-იცინოდა ლიკაც.
-არა? რომ გაამჟღავნებს სურათს და შენ შერჩები ხელში რა სახე ექნება წარმომიდგენია.-ორივე ვიცინოდით.
დილით გავემზადეთ, ავიღეთ ანკესები და წავედით სათევზაოდ. მდინარეზე კარგად გავერთეთ, ბიძია სანამ ჭიაყელას აბანავებდა მე და ლიკა მდინარეში ვგრილდებოდით. მოწყენილმა შუადღით წამოგვყარა წყლიდან.
-სულ 2 ცალი ლიფსიტა დავიჭირე, ამოდით წყლიდან სახლში წასვლის დროა, დაიწვებით მზეზე.
-მამა სამაგიეროდ ჭიაღელებმა გაიხარეს, რამდენი ხანია არ უბანავით, ჭუჭყიან მიწაში დაძვრებიან, დაგლოცავენ ამ სიკეთისთვის-სიცილით ამბობდა ლიკა.
-დამცინე, დამცინე, სულ თქვენი ბრალია, იმის მაგივრად რომ მომხმარებოდით სულ დააფრთხეთ თევზები, სათევზაოთ წამოხვედით თუ საბანაოდ?!-გავაბრაზეთ გეგა.
საცალფეხო ბილიკით მანქანისკენ მივიკვლევდით გზას. ლიკა ისეთი აწითლებული იყო, დამწვრობა ქონდა მიღებული და ჯერ ვერ ხვდებოდა.
-ვაიმე დედა ფეხი-წამოიყვირა ლიკამ და ადგილზე ჩაიკეცა.
-რა მოგივიდა-ერთხმად შევძახეთ შეშფოთებულებმა მე და გეგამ.
-ფეხი გადამიბრუნდა, ძალიან მტკივა-ცრემლებით დაენამა თვალები ლიკას.
გეგამ ხელში აიყვანა, მე ანკესები წამოვკრიფე და მანქანისკენ ჩქარი ნაბიჯებით გავემართეთ. მანქანის კარი გავაღე და ლიკა უკანა სავარძელზე მოათავსა გეგამ, ისეთი შეშფოთებული იყო მანქანის მართვაზეც ეტყობოდა, სიჩქარეს აშკარად მოუმატა.
-ბიძია ნელა ატარე ძალიან ვიწრო გზებია, არსად გადაგვყარო, გთხოვ-შეშინებულმა შევხედე.
გეგა გამოერკვა და სიჩქარეს უკლო, ლიკამაც დააწყნარა ისე ძალიან აღარ მტკივაო. მალე სახლშიც მივედით დედაჩემი შეშფოთებული გამოიქცა და შეგვეგება ჭიშკარში.
-რა მოუვიდა? ხელით რატომ მოგყავს?-კითხვები დაგვაყარა.
-ფეხი გადაუბრუნდა და არ ვიცი, ან ნაღრძობია, ან მოტეხილი. თბილისში უნდა წავიყვანო და რენდგენი გადაუღო ფეხზე-თქვა გეგამ.
-მამა მოტეხილი არ იქნება, დავრჩეთ რა, ისე ძალიან აღარ მტკივა-ამოიკნავლა ლიკამ.
-ხმა არ გავიგო შენი, რას ატყდით და ამეკიდეთ, თევზიც ვერ დავიჭირე თქვენი გადამკიდე და საფიქრალი დამიმატეთ-გაბრაზებული მოგვიბრუნდა გეგა.
-მე დამაბრალე შენ თუ თევზაობა არ იცი-არ ჩამორჩა ლიკა, რასაც დედაჩემის გულიანი სიცილი მოჰყვა.
-გეგა თევზაობა არასდროს გამოგდიოდა, ლიკას ფეხი არაფერ შუაშია. დაწყნარდით და მაჩვენე ეს ფეხი ბოლოს და ბოლოს-ფეხი გაუსინჯა დედამ.
-მტკივა-ამოისლუკუნა ლიკამ.
-წასაყვანია მოტეხილი აქვს ნამდვილად, სიარული ვერ ისწავლა, ბატი-ბრაზობდა გეგა.
-ნაღრძობია, ცივი საფენები და უნდა იწვეს ერთი კვირა-დედამ დიაგნოზი დასვა.
-ხო მამა, დავრჩეთ რა, გთხოვ, არ მინდა ექიმები, მამიდამ უკეთესად იცის, თანაც კურსები ხომ აქვს გავლილი და ერკვევა. ნემსის გაკეთებაც იცის-ეხვეწებოდა ლიკა.
-რა კურსები გოგო, ვეტერინარის კურსები აქვს გავლილი და ძროხების აცრა იცის მარტო, შენ რქები გაქვს, თუ ჩლიქერბი ერთი მითხარი-ბრაზობდა გეგა.
-რა ხდება?-მარიამი გამოვიდა ოთახიდან-რა გაყვირებთ ხალხო?
-შენმა დამ ფეხი მოიტეხა-არ ცხრებოდა გეგა-არც ექიმთან არ მომყვება.
-მარტო ფეხი მოიტეხა?-წარბი ასწია მარიამმა-მეორე ხარიხის დამწვრობა აქვს მიღებული, ბუშტუკებს შეხედეთ ცხვირზე და მხრებზე, მოსიარულე შარი როგორ ხარ ლიკა? ქოლგა ხომ წაიღეთ მდინარეზე, დამცავიც გაგატანე, მარა ისეთი სულელი ხარ ყველაფერი გავიწყდება. მანახეთ ფეხზე რა ჭირს?-მარიამისკენ შევბრუნდით ყველა და დაჰიპნოზებულივით უყურებდით, ამ დროს მეგონა ელენე ლაპარაკობდა-ნაღრძობი აქვს ფეხი და რადგან ამის ერთ ადგილზე გაჩერება შეუძლებელია ერთი კვირით საწოლზე უნდა მივაბათ-მიუბრუნდა გეგას.
-მამა არც დამწვრობა მაქვს და არც ფეხი აღარ მტკივა აი სიარულიც შემიძლია-ფეხზე წამოხტა ლიკა, თუმცა ტკივილისგან სახე დამანჭა და ისევ დივანზე ჩამოჯდა.
-მამა წამლებს დაგიწერ და ისინი იყიდე, ექიმი არ უნდა ამას მე მივხედავ, ცალკე ელენე და დედა გადაირევიან თბილისში ასეთს რომ ჩაიყვან და ვერ გადაურჩებით ვერც ერთი, ხო და კიდევ თოკიც წამოიღე ეს უნდა დავაბა, თორემ ახლა კისერს მოიტეხს-მთელი სერიოზულობით ლაპარაკობდა მარიამი.
-მიშველეთ ამის ხელში არ ჩამაგდოთ-წამოიტირა ლიკამ.
მარიამი ისე სერიოზულად ლაპარაკობდა მგონი მართლა მიაბამდა ლიკას საწოლზე. მერე ფურცელი და კალამი აიღო და წამლები ჩამოუწერა გეგას. გეგაც დამორჩილდა, მათი შემყურე მეგონა მარიამი იყო მშობელი და გეგა დამჯერი შვილი. სულ მიკვირდა ამ გოგომ ამდენი რამ როგორ იცოდა, ყველა სფეროში როგორ ერკვეოდა.
-მარიამ ამდენი რამ საიდან იცი?-ინტერესით შევყურებდი.
-სანამ შენ და ლიკა ცდილობთ დრო უსაქმოდ როგორ გაიყვანოთ, მანამ მე იმ დროს ვიყენებ და ვსწავლობ-მითხრა სერიოზული სახით-ბიჭების თვალიერებას წიგნები ათვალიეროთ გირჩევნიათ, შარშან ხომ ჩაიჭრა გამოცდებზე და ვერ ჩააბარა, წელსაც იგივე დაემართა.-სამზარეულოში გავიდა და იქიდან სველი დოლბანდი გამოიტანა-ანასტასია თასით რაც შეიძლება ცივი წყალი გამომიტანე და ხშირად გამომიცვალე.
-ახლავე მარიამ-ამ გოგოს ყველა ისე ვემორჩილებოდით, თვალებით გვმართავდა.
-ლიკა ფეხი არ ჩამოდგა და არ გაინძრე, თორემ ფეხს მე მოგტეხ შენს თავს ვფიცავარ-მკაცრად გააფრთხილა ტყუპისცალი.
-ეკა ტკივილ გამაყუჩებელი გაქვს სახლში რამე?-სამზარეულოში გასძახა მარიამმა დედას.
-კი საყვარელო ტუმბოს ზედა უჯრაშია ჩემს ოთახში და გამოიტანე-გამოსძახა დედამ სამზარეულოდან.
-დედა რას ამზადებ რა გემრიელი სუნი დააყენე.
-ყაბაყის ბლინებს-ლოყაზე მაკოცა დედამ.
-ანა წყალი გამოიყოლე ლიკას წამალი უნდა დავალევინო-მისაღებიდან გამომძახა მარიამმა. წყალი ავავსე და მისაღებში დავბრუნდი.
-დალიე და ტკივილი გაგიყუჩდება-მარიმმა წამალი მიაწოდა ლიკას.
-ანა დახედე რა აწერია მაგ წამალს, არ მომკლას ამან-საწყალი თვალებით გვიყურებდა ლიკა.
-მორჩი მაიმუნობას და დალიე, ისეთი ტკივილი დაგეწყება ცოტა ხანში ფეხის ტკივილი აღარც გაგახსენდება-შეუღრინა მარიამმა.
-ფეხის ტკივილის გასაყუჩებლად არ მასმევ ამ წამალს?
-დამწვრობის ტკივილის გასაყუჩებლად გასმევ-თავზე მიუკაკუნა მარიამმა ლიკას.
გეგა ბიძია გვიან მოვიდა, ლიკას უკვე ეძინა, მთელი დღე დამწვრობას უგრილებდა ცივი წყლით მარიამი, დაღლილი იყო ავადმყოფის მოვლით, ლიკა კი შეშინებული შესცქეროდა და ტკივილს ითმენდა. აღარც მაიმუნობის ხასიათზე აღარ იყო. ასე დაღლილს ჩაეძინა. ღამე მძინარეს ფრთხილად მალამოს უსმევდა მარიამი სანთლის შუქზე. მე მეღვიძა და შევცქეროდი ჩემი საწოლიდან. მალამოს წასმას რომ მორჩა თმაზე მოეფერა და აკოცა ლიკას. გარეგნული ცივი ხასიათის მიუხედავად მარიამი ძალიან თბილი და მზრუნველი იყო. ისე ზრუნავდა ჩემზე და ლიკაზე როგორც კრუხი ზრუნავს წიწილებზე. დედაჩემი მარიამს ყველაფერში ენდობოდა, სადმე წასვლა თუ გვინდოდა არ გვიშვებდა მარტო, მარიამი წამოვიდესო, მერე მარიამს ვეხვეწებოდით წავსულიყავით. იშვიათად მაგრამ მაინც ვითანხმებდით ხოლმე.
დილის რიჟრაჟი იყო რომ გამეღვიძა, მარიამს სავარძელზე დასძინებოდა, სიცივისგან ფეხები აეკეცა და საყვარლად ეძინა, გრძელი ტალღოვანი წაბლისფერი თმა სახეზე ჩამოყროდა და მობუზული იყო. პლედი ავიღე და მივაფარე, მინდოდა მასავით ძლიერი და ლამაზი ვყოფილიყავი. ისეთი ტანი ქონდა „ფეხები კისრიდან ეწყებაო“ მასზე იყო ნათქვამი. 175სმ იყო სიმაღლეში, მედიდური მზერა ისე უხდებოდა დაგატყვევებდათ. ლიკაც მას გავდა, თუმცა ლიკა მასთან შედარებით ცოტა დაბალი იყო 168სმ. მე და ლიკა ერთი სიმაღლის ვიყავით. ეს გოგო ასაკთან შედარებით ძალიან დიდი იყო, თავისი აზროვნებით და ლაპარაკით. ფიქრებიდან მარიამის ხმამ გამომარკვია.
-ანა რომელი საათია, ფეხშიშველი რატომ ხარ? შეგცივდება.
-პლედი მოგაფარე.-გაუღიმე მე.
-მადლობა საყვარელო-მითხრა ღიმილით, როგორ ახერხებდა ახალ გაღვიძებულიც სხვებზე ზრუნვას-ლოგინში დაწექი ადრეა ჯერ, არ გაცივდე, ერთი ავადმყოფიც გვეყოფა.
-მარიამ რომ გათხოვდები ბევრი შვილები გააჩინე-ინტერესიანი თვალებით შემომხედა-კარგი დედა იქნები, მზრუნველი, სხვებზე ზრუნვა სისხლში გაქვს.
-სულ გათხოვება როგორ გიტრიალებთ თავში შენ და ლიკას? მე ჯერ ვისწავლი, კარგი მენეჯერი ვიქნები და მერე დავფიქრდები ღირს თუ არა გათხოვება.
-ასე თუ იფიქრე შენ, სანამ ისწავლი, მერე კარგი მენეჯერი გახდები წლები გავა და შენი ტოლი უცოლო კაცი აღარ დარჩება არავინ, დარჩები შინაბერა. მერე მე და ლიკა დაგცინებთ სწავლამ რა მოგიტანაო.
-მორჩი ტლიკინს, დღეს მათემატიკის ამოცანები რომ უნდა ჩამაბარო დაწერილი, ხომ არ დაგავიწყდა?!-მხიარულება ჩამაშხამა, როგორ მძულდა მათემატიკა, ზაფხულობით მარიამი მამეცადინებდა, მასალას რომ არ ჩამოვრჩენილიყავი. არ დამიწერია, მეგონა დაავიწყდა ლიკას გადამკიდეს, დღეს ვერ გადაუჩებოდი.
-ღმერთო როგორ მტკივა-ამოიკნავლა ლიკამ.
-არ გადაბრუნდე, მალამო წაგისვი, ტკივილ გამაყუჩებელს დაგალევინებ-მარიამმა წამალი და წყალი მიუტანა ლიკას, ფრთხილად ააწევინა თავი და წამალი დალევინა.
-ასე უნდა ვიწვე მუცელზე?
-თუ არ იწვები დაგაბამ მეთქი გითხარი და ხომ იცი შევასრულებ.
-ანა მიშველე, ამ ტირანისგან დამიხსენი-საწყლად ამომხედა ლიკამ.
-ტირანი რომ არა ტკივილი მერე გენახა-არ ჩამორჩა მარიამი.
-მთელი ღამე გიგრილებდა დამწვარ ზურგს და ფეხზე ცივ საფენებს გადებდა შენ რომ გეძინა, დაღლილს სავარძელზე ჩაეძინა და მადლობას ასე უხდი?-გავბრაზდი მეც ლიკას უმადურობაზე.
-ხო ეგ ღამე ტკბება და ლღვება, დილით კი მზეს ეჯიბრება მედიდურობაში.-გაიცინა ლიკამ.
-კარგი მორჩი ახლა, ადგომა არ გაბედო, საჭმელს ამოგიტან და მე შეგაჭმევ.-მარიმი ოთახიდან გავიდა.
-ეხლა ვიტკინე ფეხი და დავიწვი, ლევანი უნდა ჩამოსულიყო დღეს, მითხრა ხევსურეთში ამოვალ და გნახავო, სერიოზულ თემაზე უნდა ვილაპარაკოთო. მარიამმა რომ გაიგოს მამას ეტყვის, ანა უნდა მიშველო. ტელეფონშიც ანგარიშზე აღარ მაქვს სალაპარაკო, არც რეკავს, რომ გავაფრთხილო. შენ ნახე და უთხარი რომ ფეხი მაქვს მოტეხილი და ვერ ვნახავ.-ჩურჩულით მეხვეწებოდა ლიკა.
-კარგი ვნახავ, მარა არ ჯობია მარიამს უთხრა, არ ეტყვის გეგას.
-არა, არა, დასანახად ვერ იტანს ლევანს, სიძე რომ გახდება მერე ხო მაინც შეეგუება. რა არ მოწონს, რა დაუშავა ამ ბიჭმა, რატომ აითვალწუნა? ჩემი სიყვარულის გაყოფა არ უნდა არავისთან. ჩემი ბრაზიანი გოგო. რამდენიმე დღის წინ ისეთი სილა გააწნა მთელი ცხოვრება ემახსოვრება ლევანს.-სიყვარულით ჩაილაპარაკა ლიკამ.-არადა მეგობრები იყვენენ მეგონა, ესენი კი სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს.-ფეხის ხმა გავიგეთ და ლიკა უცებ გაჩუმდა.
-ლიკა ფრთხილად წამოჯექი ისე რომ ზურგით საწოლს არ მიეყრდნო, საჭმელი შეჭამე-საუზმით ხელში შემოვიდა მარიამი ოთახში.
-ხანდახან რა საყვარელი ხარ-თვალი ჩაუკრა ლიკამ მარიამს.
-ანა მოდი აქ არ წამოდგეს, მე გავალ საქმე მაქვს-მითხრა მარიამმა.
-მაინც რა საქმე აქვს თქვენს უდიდებულესობას ხევსურეთში, აქ წიგნის კითხვის მეტი საქმე არ გამოგინახავს შენ-მიაძახა მკვახედ ლიკამ.
-საქმე, რომელსაც შენზე ზრუნვა ქვია. იზრდები და ტვინი არ გინვითარდება.-ვგიჟდები ამ გოგოს კომენტარებზე, წამში აჩუმებს ყველას. მერე საძინებლიდან გავიდა და მარტო დაგვტოვა.
-ანა მიშველე, ამან რაღაც იცის და მომიკლავს შეყვარებულს, ჩემზე ზრუნვაში სხვა რა უნდა ეგულისხმა?-მარიამის წასვლის შემდეგ შეშფოთებული ჩამეჭიდა ხელზე ლიკა.
-რა უნდა იცოდეს ლიკა, კარგი რას ფანტაზიორობ. არაფერი ეცოდინება, გავალ შუადღით, შევხვდები მაგ შენს ტურფას და გავაგზავნი უკან თბილისში, თან აუხსნი რომ მოსალოდნელია დიდი შტორმი სახელად მარიამი და დროზე მოუსვას აქედან.
-შენ იცინი და ეგ მართლა ქარიშხალს დაატეხავს ლევანს.-მითხრა გაბუსხულმა.
-კარგი რა, ნუ წუწუნებ, ეგ ლევანი კაცია, თუ კაცუნა მარიამმა რა უნდა უყოს.
-შენღა მაკლდი, შენც ჩემს შეყვარებულს ლანძღავ-გამებუტა ლიკა.
-ისე ელენემ თუ გაგიგო ვერ გადაურჩები, მარიამის რისხვა წამში დაგავიწყდება.
-კარგი ხო, ყველა მე მაკონტროლებს დავიღალე. მარიამს კი არაფერს ეუბნებიან.
-მარიამს რა უნდა უთხრან, ზედ არ უყურებს ბიჭებს?-გაკვირვებულმა შევხედე.
-ხო, სამაგიეროდ სასიძოდ ყავთ ნიკა გამზადებული და სახლშიც საპატიო სტუმარია.
-ნიკა თქვენი კლასელი და მეგობარია, არა მგონია მარიამს უყვარდეს.
-ამას არავინ უყვარს. არც შეიყვარებს, ბოლოს ნიკაზე გათხოვდება და ერთფეროვანი ცხოვრებით იცხოვრებენ. მანამდე დოქტორის ხარისხს მიიღებს ერთიც და მეორეც.-იცინოდა ლიკა.
-კარგი რა სულ მარიამს აკრიტიკებ. უმადური ხარ, ისე უყვარხარ და ზრუნავს შენზე.-გაუბრაზდი მე.
-კარგი ხო, ვიცი, რომ უყვარვარ. შენ კი ფრთხილად იყავი, ამ გზებზე ცხენზე როგორ ჯდები.
-ადრენალინი. იცი რა მაგარია რომ მიაქროლებ. გასწავლი ცხენიტ ჯირითს.-თვალი ჩაუკარი ლიკას.
-არ გამოგივა, მეშინია მე ცხენების და ძროხების.-ამოიბუზღუნა.
ოთახიდან ლანგარი გამოვიტანე, სამზარეულოში დავტოვე და და თავლაში წავედი ცხენის გამოსაყვანად. ცხენი შევკაზმე და სოფლის შარაგზას გაუყევი. ცენტრს რომ მიუახლოვდი შავი ფერის ჯიპი დავინახე, სოფელში იშვიათად შეგხვდებოდათ უცხო მანქანა, ყველა ვინც სოფელს მანქანით სტუმრობდა ზაფხულობით ვცნობდი, მანქანა რადგან მეუცხოვა ჩავთვალე რომ სწორედ ის იყო ლევანის მანქანა. უცებ მანქანა დაიძრა და მდინარეს მხარეს წავიდა, მძღოლის გვერდზე სავარძელში მარიმი რომ დავინახე თვალები მაღლა ამივიდა. მეც არ დავაყოვნე და სანამ მანქანა თვალს მიეფარა საცალფეხო ბილიკით გზა მოვჭერი და მდინარემდე მივასწარი. მანქანა მდინარის პირას გაჩერდა და მარიამი გადმოვიდა იქიდან, მას ვიღაც ტიპი გადმოყვა მანქანიდან, ვეღარ ვიგებდი ვინ იყო ეს ბიჭი, ძალიან სიმპატიური კი იყო. ისეთი სიმპატიური ჟურნალიდან გადმომხტარ მოდელს გავდა.
ცხენი ხეს მივაბი, ბუჩქებისკენ წავედი ჩუმად და თითქმის მათ უკან დავიმალე რომ გამერკვია ვის ხვდებოდა მარიამი. ოხ ეს ჭორიკანა და ინტერესიანი ბავშვი. ლევანს შეხვდიო და მე მარიამს ავედევნე. მარიამი რაღაცას ეჩხუბებოდა, სახელი ლევან გავიგონე და მივხვდი რომ ეს იყო ლიკას შეყვარებული.
-„რა გემოვნება ქონია ლიკას.“-გავიფიქრე.
მერე ჩხუბისას ლევანიც რაღაცას ეკამათებოდა, ამის დედაცო ქვას წამოავლო ხელი და მდინარეში ისროლა, მარიამი ისევ ჩხუბობდა, ლევანმა ზურგი შეაქცია და მდინარეს გახედა, უცებ შემობრუნდა მარიამს ხელი მოხვია წელზე და ტუჩებზე მგელივით დააცხრა. მარიამმა ძლივს მოიშორა, მერე დავინახე ლევანი სისხლიან ტუჩს იწმენდდა და ისეთი თვალებით უყურებდა მარიამს როგორც მტაცებელი ნადავლს. მარიამმა ეს არ აკმარა და ისეთი სილა გააწნა ხმაზე ბუჩქებში შევხტი.
-„აი თურმე მარიამი რატომ ვერ იტანს ლევანს, ეს ნაგავი ორივე დას ეჩალიჩება.“-გავიფიქრე.
მარიამი შემობრუნდა და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა გზისკენ, ზუსტად ბუჩქების წინ იყო რომ ლევანი წამოეწია.
-მაპატიე გთხოვ. თვითონ მაკოცა, მე არაფერ შუში ვარ. შენ რომ გხედავ ჭკუიდან გადავდივარ, არ მინდა შენი დაკარგვა, ერთხელ უკვე დაგკარგე და ეს ერთი წელი ტანჯვა იყო ჩემთვის-უხსნიდა ლევანი.
- შენ ვერაფერი ვერ გაიგე? დაანებე ლიკას თავი, გაქრი ლიკას ცხოვრებიდან, დროებით არ ვნახავთ ერთმანეთს, კარგად ჩამოყალიბდი და მერე ვილაპარაკოთ, ორ კურდღელს ერთად ვერ დაუწყებ დევნას ლევან, ჩემს გრძნობებზე თამაშის უფლებას არ მოგცემ. ყველაფერს მოუყვები ლიკას, აღარაფერს დავმალავ, რისთვისაც დასდევ იმასაც. მამასაც ვეტყვი ყველაფერს და კარგად იცი რაც დაგემართება ამ ბინძური თამაშისთვის.
-მე შენ მიყვარხარ და არა ლიკა, ძნელია ამის გაგება?-ყვირილით უხსნიდა ლევანი.
-მე დავამთავრე შენთან ლაპარაკი. წადი რუსეთში, გადახარშე კარგად რა გააკეთე, მაცადე ერთი ორი თვე და მერე დავილაპარაკოთ.-მარიამი შებრუნდა და წავიდა.
ლევანი გაეკიდა, ხელი დაავლო, ზურგზე მოიკიდა და მანქანაში ჩატენა. კარები დაუკეტა და მეორე მხრიდან მოუარა მანქანას. მარიამი ხელებს იქნევდა და ყვიროდა. უცებ მოვედი გონს, სანახაობამ ისე გამიტაცა, რომ მარიამის მიხმარება ვერც კი გავბედე. ცხენისკენ გავიქეცი და სწრაფად გავიჭერი გზისკენ, გზა გადავჭერი და მანქანას წინ დავხვდი. მოსახვევში ცხენი ვერ დაინახა ლევანმა, მანქანა სწრაფად მოყავდა და უცებ რომ დამინახა საჭე გვერდზე გადააბრუნა, რომ არ დამჯახებოდა და პირდაპირ ბუჩქებში შევარდა. ცხენიდან ჩამოვხტი და სანამ ლევანი აზრზე მოვიდა კარებს ვეცი, მარიამმა კარი გააღო და სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, მარის ყოველთვის ეშინოდა ცხენზე ჯდომის, თუმცა სანამ ცხენთან მე მივედი ის უკვე ცხენზე იჯდა და მე მელოდებოდა, თმა ჩამოშლოდა და ქარი უწეწავდა, ისეთი ლამაზი იყო იმ დროს თითქოს მესმოდა ლევანის. შუბლიდან სისხლი მოსდიოდა, მანქანის შუშას თავით დაეჯახა დამუხრუჭებისას. მეც სწრაფად შევჯექი ცხენზე და სახლისკენ გავაქროლე. ერთი მოვიხედე უკან, ლევანი მანქანიდან გადმოსულიყო მასაც სისხლი მოსდიოდა შუბლიდან და მანქანის თვალს სიმწრისგან წიხლებს ურტყავდა.
-აქ საიდან გაჩნდი?-მკითხა მარიამმა.
-მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ, შენ ყველაფერს მომიყვები, მერე მე გეტყვი საიდან აღმოვჩნდი გზაზე.-თვალი ჩაუკარი მარიამს.
-ახლა ბავშვებსაც უნდა ვაბარო ანგარიში?
-როგორც გინდა, თუ არ ჩამაბარებ ანგარიშს, მე ჩავაბარებ როგორც ბავშვი ანგარიშს ბიძიას და დედას.
-არ გაბედო ანა და არ დაგცდეს რაც ნახე.
-მაშინ ყველაფერს მომიყვები.
-კარგი-მობეზრებულად მითხრა-ჭორიკანა ბავშვი რომ ხარ იცი ხომ?
-კი ვიცი-სიცილით უთხარი.

1 წლის წინ.
მარიამი
მე მარიმი ვარ, 17 წლის, მყავს ტყუპისცალი და ლიკა. ისეთი მიამიტია და ბავშური სულ მის დაცვაში ვარ მთელი ცხოვრება. ჯერ კიდევ საბავშო ბაღში ბიჭებსაც კი ვცემდი მას თუ აწყენინებდნენ, ლიკაც მიეჩვია ჩემგან მუდმივ დაცვას და სისულელეების კეთებაში ბადალი არ ყავდა. მე თითქოს ადრე გავიზარდე, მუდამ სერიოზული ვიყავი, ლიკა კი მუდამ მომღიმარი. სახეზე ერთმანეთს ძალიან ვგავდით, მხოლოდ ერთი განმასხვავებელი ნიშანი გვქონდა, ლიკა სულ იღიმოდა, მე კი სულ სერიოზული სახით ვიყურებოდი. ლიკას უამრავი მეგობარი ყავდა, ყველა არ იყო მისი ნამდვილი მეგობარი, ბევრმა მათგანმა გულიც ძალიან ატკინა, მისი ნამდვილი მეგობრები ჩემი მეგობრებიც იყვნენ, მე მხოლოდ ნამდვილ მეგობრებს უშვებდი ახლოს ჩემთან, ლიკა მეუბნებოდა თვალების მაგივრად რენდგენი გაქვს და ადამიანის ტვინს კითხულობო. ჩვენს ახლო სამეგობროს ჩვენი კლასელები გიორგი, მაკო, გოგა, ნიკუშა, ანანო და თიკო შეადგენდნენ.
ყველაფერთან ერთად ლიკა ძალიან ზარმაცობდა და არ სწავლობდა სათანადოდ, მე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ში ჩავაბარე ეკონომიკის ფაკულტეტზე, 100% დაფინანსებით. ლიკა კი ფასიანზეც ვერ მოხვდა, გული ძალიან მწყდებოდა რომ სწავლას სათანადო დროს არ უთმობდა. ელენე ისეთი განრისხებული იყო ლიკაზე, ადგილს ვერ პოულობდა ბრაზისგან. ყველგან ჩემს ქებაში იყო, მე მისი საყვარელი შვილიშვილი ვიყავი. ელენეს აზრი ჩემთვის მნიშვნელვანი იყო? კი, იყო რადგან ელენე ადამიანში ყოველთვის ცუდ მხარეს ეძებდა და რადგან მე მაქებდა ალბათ ცუდი მხარე ვერ მიპოვა, ან მას ვგავდი ყველაზე მეტად და ამიტომ მაქებდა.
ჩვენი საერთო მეგობრის მაიკოს დაბადების დღე იყო, რადგან მანაც ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, მამამისმა დაბადების დღეს რესტორან კოლხეთში გადაგიხდიო და შევიკრიბეთ მთელი მეგობრები რესტორანში. თითქმის მთელი კლასი დაპატიჟა, მათ შორის მე და ლიკაც. ელენემ, რადგან ოჯახის უფროსი იყო და ამ სტატუსს ვერავინ წაართმევდა, გამოაცხადა რომ დაბადების დღეზე მხოლოდ მე წავიდოდი და ლიკა სახლიდან ფეხს ვერ გაადგავდა. გადაწყვეტილება ელენემ მიიღო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა, ლიკას გული დაწყდა, დედა და მამა ელენეს გადაწყვეტილებას ვერ გადააბიჯებდნენ, ისინიც გაბრაზებული იყვნენ ლიკაზე, როცა მის მომზადებაში უამრავი თანხა გადაიხადეს და ლიკამ ვერ ჩააბარა, იმედები ძალიან გაუცრუვდათ. დაბადების დღეზე წასვლაზე მეც უარი ვთქვი, რადგან ლიკა არ მოდიოდა, ელენემ კი მაინც არ გამოუშვა და შენც სახლში დარჩიო გამომიცხადა.
-მარიამ მაკოს ეწყინება არც ერთი რომ არ მივალთ, შენ წადი, ელენეს კაპრიზებს ხომ არ შევწირავთ ჩვენს მეგობრობას-მითხრა ლიკამ ნაღვლიანი თვალებით.
-აუხსნი მაკოს და არც მე არ წავალ-განვაცხადე მე.
-არ მეწყინება, გთხოვ წადი.-შემეხვეწა ლიკა.
ბევრი ხვეწნის მერე ლიკამ დამარწმუნა რომ უნდა წავსულიყავი.
ისეთი მხიარული იყო რამის დავიჯერე რომ გული არ წყდებოდა. მაკიაჟი გამიკეთა და თავისთვის ნაყიდი კაბა გამომიღო კარადიდან და რამის დამიჩოქა ისე მეხვეწა რომ სწორედ ეს კაბა ჩამეცვა.
-კაბა კი არა ნაჭრის ნაგლეჯია.
-რაც კარგი გაქვს უნდა გამოაჩინო.
-სულ შიშველი წავალ, ცუდი არაფერი მაქვს.
-კარგი რა მარიამ, გთხოვ ჩაიცვი და სარკეში ჩაიხედე მაინც-თვალები მობეზრებულად გადავატრიალე და მოკლე ზუგ მოშიშვლებული მუქი ლურჯი კაბა ჩავიცვი, ფეხზე კრემისფერი მაღლები მოვირგე და სარკის წინ დავტრიალდი. თმა ბუნებრივად დამვარცხნა ლიკამ და შედეგით კმაყოფილმა სარკეში ჩამახედა.
საკუთარ გარეგნობას ყურადრებას არასდროს ვაქცევდი, მხოლოდ ბანკეტზე „გავიპრანჭე“. თმა მუდამ შეკრული მქონდა, ჩემი საყვარელი სამოსი კი განიერი მაისური და ჯინსის შარვალი იყო, ფეხსაცმელებში კი მრავლად იყო ბალეტკები და კეტები. მაღლებზე თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი.
-ბალეტკებს ჩავიცმევ და მაინც ყველაზე მაღალი ვიქნები, რას აიჩემე ეს ქუსლიანი ფეხსაცმელი.
-არა და არა. ბალეტკებით დარბიხარ, ამ ფეხსაცმელით კი როგორც გოგოს შეეფერება ისე დადიხარ, ნაზად და ნარნარად. თან ელენეს დაშოკავ. გადი ერთი შეგაფასოს-ხელის კვრით გამიყვანა მისაღებ ოთახში ლიკამ.
ელენე მარტო იჯდა მისაღებში და რაღაც საბუთებს ჩაკირკიტებდა. ფურცლებიდან თავი აწია, მერე სათვალის ზემოდან გადმოიხედა და ფეხიდან თავამდე ნელ-ნელა აყვა და დამათვალიერა.
-ასეთმა სილამაზემ და ასეთმა ჭკვიანმა თავი რომ ვინმე ვიგინდარას გაუყადრო თავსაც მოგაჭრი.-ეს თქვა და საბუთებს დაუბრუნდა.
ლიკა კარს მიყუდებული ჩუმად იცინოდა და ცერა თითით მანიშნებდა მაგრად გამოიყურებიო.
კრემისფერ კლაჩს ხელი დავავლე და სახლიდან გამოვედი, ჩემი კლასელი ნიკუშა უკვე ქვემოთ მელოდებოდა, ჩემს დანახვაზე ისეთი დაუსტვინა.
-გოგო ამას როგორ გვიმალავდი? არა ბანკეტზეც გავოცდი, მაგარი დაცემა ქალი გაიჩითე, მარა ეხლა ვაბშე დაგლიჯე.-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა ნიკამ.
-ქათინაური მიღებული არ არის.-წარბი აუწიე მე.
-რატომ ტო?-გაოცებულმა შემომხედა ნიკუშამ.
-იმიტომ რომ გამართული ქართულით არ მელაპარაკები და ჟარგონებით მიხსნი თუ როგორი ლამაზი ვარ.
-აუუ.. შენ რა ხარ მარიამ. კარგი ხო ძალიან ლამაზი ხარ. მიღებულია?-გაღიმებულმა გადმომხედა.
-მიღებულია-უთხარი და ორივეს გაგვეცინა.
-ახლა უფრო ლამაზი ხარ, იმიტომ რომ იცინი. ხშირად უნდა იცინოდე.
-სულ გიჟები იცინიან.-გადავხედე სერიოზული სახიტ და ნიკუშაც დასერიოზულდა.
მალე რესტორანთან მივედით, ნიკუშამ მანქანა გააჩერა, კარი გამიღო და ხელკავით შევედით დარბაზში. დარბაზში შესვლა და ყველას მზერა ჩვენსკენ იყო მომართული. მაკო გახარებული წამოვიდა ჩვენსკენ, მე და ნიკამ საჩუქარი გადავეცით იუბილარს, აუხსენი რომ ლიკამ ვერ შეძლო მოსვლა და ბოდიშს უხდიდა.
მხიარულება გაჩაღდა, მეც თავს კარგად ვგრძნობდი მეგობრების გარემოცვაში, ნიკუშა ჩემს გვერდით იჯდა და ანეგდოტს ანეგდოტზე ყვებოდა, ისეთი ლამაზი ხარ როცა იცინი უნდა ბევრი გაცინოვო.
-ნიკუშა შენ რომ გიყურებ ისედაც მეცინება ისეთი სასაცილო ხარ, ანეგდოტს ნუღარ მომიყვები-ნიკას თვალები მაღლა აუვიდა.
-რამე მისვია ტო, რატომ ვარ სასაცილო?-მის ბავშურობაზე გამეცინა და ლოყაზე უბწკინე.
-არაფერი გისვია, წამოდი ახლა და მეცეკვე.-ხელი მოვკიდე და სცენისკენ წავიყვანე.
- ყველაზე ლამაზ გოგოს უნდა ვეცეკვო-მიჩურჩულა ნიკამ და დარბაზისკენ გამომყვა.
ნელ ვალსს ვცეკვავდით მე და ნიკა, ცეკვისას ვგრძნობდი ვიღაც დაჟინებით მაშტერდებოდა, მაგიდისკენ გავაპარე თვალი საიდანაც მზერას ვგრძნობდი და თვალებს გადავაწყდი, რომელმაც ჩემი შეხედვისას თვალი არც დაახამხამა, უფრო დაჟინებით დამიწყო ყურება, თითქოს ჩემი სულის წაკითხვა უნდოდა და ჩენს ტვინში შემოძრომა. ავფორიაქდი, თუმცა მე ხომ მარიამი ვარ, გარედან რკინისას ვგავარ, არ შევიმჩნიე, მედიდურად წარბი მაღლა ავწიე და მზერა ავარიდე. ცეკვის დასრულების მერე აივანზე გავედი, ინტერესის გამო აივნიდან გავიხედე მაგიდისკენ საიდანაც ცოტა ხნის წინ ვიღაც მიმზერდა. მაგიდასთან 2 ბიჭი იჯდა, შავი თვალების პატრონი კი გამქრალიყო. უკან შევბრუნდი აივნის მხარეს და ვიღაცას შევასკდი თავით.
-ჯანდაბა ვიჩხუბებთ-მეუბნება უცნობი ბოხი ხმით და ისევ იმ მზერას ვაწყდები, რომელსაც წუთის წინ ვეძებდი დარბაზში.
-წინ არ იყურებით?-გაბრაზებული სახით შუბლს ვისრეს. მერე კი შევბრუნდი და დარბაზისკენ დავაპირე წასვლა.
-მარიამ მოიცადე-ხელი დამიჭირა უცნობმა და თავისკენ შემატრიალა.
-ჩვენ მგონი ერთმანეთს არ ვიცნობთ?-გაკვირვებულმა შევხედე.
-გავიცნოთ-მიღიმის.
-არაფერში მჭირდება ზედმეტი ნაცნობები-მკვახედ მიუგე. სახე დაუსერიოზულდა, ასეთ სიმკაცრეს არ მოელოდა. ცივად შემიშვა ხელი და მეც დარბაზში შევბრუნდი.
-მარიამ სად იყავი? გეძებდი-ნიკუშა მომიახლოვდა და მაგიდისკენ წავედით.
-ჰაერზე გავედი, ეს სიგარეტის და ალკოჰოლის სუნი თავს მატკიებს.-შუბლზე ხელი მივიდე.
-გინდა წავიდეთ? თუ დაიღალე წაგიყვან.-შემომთავაზა ნიკამ.
-ნიკა, იცი რომ საუკეთესო მეგობარი ხარ?-გაუღიმე, ახლა აქედან გაქცევა მინდოდა, ცოტა შეშინებულიც კი ვიყავი უცნობით.
-ვიცი, მე რომ არა რა გეშველებოდა.-მიღიმოდა ნიკა.
-ოჰ, როგორ უცებ შეიფერა ქება.-თვალები გადავატრიალე.
-წამო, მაკოს და ბავშვებს დავემშვიდობოთ და წავედით.-ხელი მომკიდა და მაგიდისკენ წავედით.
მაგიდასთან მივედით, მეგობრებს დავემშვიდობეთ. ნახევარზე მეტი უკვე დაშლილიყვნენ და სახლში წასულიყვნენ.
-ნიკუშ ბარემ მანქანაში გიზის და პირდაპიდ სახლში წაიყვანე-მხარზე ხელი დაჰკრა გოგამ ნიკას.
-ნუ ბოდიალობ-მთლად გაწითლდა ნიკუშა.
-შენც დაისვენებ და ჩვენც. დავიწვი შენი ცოდვით-არ ცხრებოდა შემთვრალი გოგა.
-გააჩუმეთ ახლა ეს სანამ მოვდე-გიორგის გადაულაპარაკა ნიკუშამ, ხელი მომკიდა და დარბაზიდან გამომიყვანა. გასვლისას უცნობის მზერას გადავაწყდი, ძარღვები ქონდა დაბერილი და განრისხებული თვალებით გვიყურებდა მეც და ნიკასაც. ცოტა შემეშინდა და ჩქარი ნაბიჯებით დავტოვე დარბაზი.
-მგონი გოგამ ბევრი დალია-ჩავილაპარაკე მე, ისე თითქოს ვერ ვხვდებოდი რომ ნიკუშა მთლად გულგრილი არ იყო ჩემს მიმართ.
-ბევრი დალია და აბლუყუნდა-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ნიკუშამ.
-კარგი რა ნიკა, თუ გული დაგწყდებოდა ტაქსით წავიდოდი და დარჩენილიყავი.-გაუღიმე მე.
-რას ამბობ ტო? რა გული დამწყდა. შენ უკეთესი მოსაუბრე ხარ ვიდრე ის გამომთვრალი ყეყეჩები.-ამაყად გადმომხედა ნიკამ-თანაც მე ხომ დღეს შენი კავალერი ვარ, მარტო როგორ გაგიშვებდი.
-ძალიან საყვარელი რომ ხარ იცი?-ლოყაზე უბწკინე, ის კი სულ გაწითლდა.
-მარო თავი დაანებე ჩემს ლოყებს-გაბრაზდა ნიკა.
-ფუმფულაა და მომწონს რომ ვბწკენ-გავიცინე მე.
მერე ორივემ გზას დაუწყეთ ყურება. სახლში სანამ მივედი ჩამეძინა, მძინარემ ვიგრძენი ლოყაზე როგორ მაკოცა, ჩამეღიმა და თვალები გავახილე, ნიკა მიხვდა რომ ღრმად არ მეძინა.
-ისეთი ლამაზი ხარ მარიამ შენ მხოლოდ კოცნით თუ გაგაღვიძებს კაცი.
-ნიკა, ნიკა. -თავი გავაქნიე, მეც ვაკოცე ლოყაზე და მანქანიდან გადავედი. სანამ სახლში არ შევედი ნიკა არ წასულა.
ვიცი სკოლიდან უყვარვარ, მაგრამ მე მხოლოდ კარგ მეგობარს ვხედავ მასში. ნიკას ჩემს გვერდით ვერ წარმოვიდგენ როგორც ცხოვრების თანამგზავრს, თუმცა ისეთი საყვარელია. კარგად სწავლობდა ყოველთვის, მათემატიკაში მე მჯობნიდა, ტურებზე და ოლიმპიადაზე ერთად დავდიოდით, რადგან ყველზე საუკეთესო მოსწავლეები ვიყავით. ვიცოდი სამედიცინოზე უნდოდა ჩაბარება, ძალიან უნდოდა ექიმი გამოსულიყო, მე რომ ეკონომიური ავირჩიე გამომიცხადა, რომ მასაც ეკონომიურზე უნდა შეეტანა საბუთები, მიზეზად კი სამედიცინოზე სწავლის ხანგრძლივობას ასახელებდა. მე კი დიდი დრო დამჭირდა გადამერწმუნებინა, რომ საკუთარ ოცნებაზე უარი არ ეთქვა. უთხარი რომ ლექციების მერე ვნახავდი ხოლმე და თუ ასე ძალიან უნდოდა ერთად ვიმეცადინებდით. დამიჯერა და საბუთები სამედიცინო ინსტიტუტში შეიტანა და 100% დაფინანსებით ჩააბარა კიდეც. ნიკა თითქოს ჩემი ნაწილი იყო, რამდენიმე დღე რომ ვერ ვნახავდი დანაკლისის შეგრძნება მქონდა. ხანდახან ვფიქრობდი რომ მიყვარს და ამიტომ ვარ მასზე მიჯაჭულითქო, თუმცა ბევრს რომ ვიფიქრებდი ვხვდებოდი, რომ როგორც მეგობარი ისე მაკლდა გვერდით ნიკუშა და არა როგორც შეყვარებული. ხშირად ვფიქრობდი, რომ ნიკას ცოლს ძალიან გაუმართლებდა გვერდით ასეთი მზრუნველი და უპრეტენზიო, ცოტა ბუზღუნა მამაკაცი რომ ეყოლებოდა.
დილით რომ გავიღვიძე ბალიშზე შეფუთული საჩუქარი დამხვდა, გავხსენი და მობილური ტელეფონი დავინახე. იფიქრებთ ასე რა გაუხარდაო, მაგრამ მაშინ ეს ყველაზე მაგარი საჩუქარი იყო ჩემთვის.
-მამა, მამა, საუკეთესო ხარ_საწოლი ოთახიდან გახარებული გამოვიქეცი და მამას ჩამოვეკიდე კისერზე.
-შენ დაიმსახურე, შენ ხარ საუკეთესო_მითხრა მამამ და ლოყაზე მაკოცა.
-რა გაკივლებს?-თვალების ფშვნეტით გამოვიდა ლიკა ოთახიდან. მე მამას მივაჩერდი ინტერესიანი მზერით, სულ ასე ვიყავი, მე რომ რამეს მიყიდიდა ლიკასაც უყიდეთქო სულ ვახსენებდი.
-ლიკამ ჯერ დაიმსახუროს და მერე-გადმოგვხედა ორივეს მამამ.
ლიკას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და თავის ოთახში შეიკეტა. მეც მას მივყევი და დავაწყნარე, რომ ხშირად ვათხოვებდი და არ ენერვიულა. ისიც ჩამეხუტა.
-რა ვქნა რომ ეს სწავლა არ გამომდის. ყველას დიპლომი ხომ ვერ ექნება?
-კარგია თუ ისწავლი და დიპლომი გექნება.
-ხომ არსებობს სასწავლებლები, ჩვენი კლასელები ხომ მოაწყეს მშობლებმა ფულით, ნუ გადამიხდიან მომზადების ფულს და ისე მომაწყონ.
-აზრი მითხარი ასეთი სწავლის?-წარბი მაღლა ავწიე მე.-ასე თუ გინდა შენს მაგივრად გავალ გამოცდებზე და ჩავაბარებ, არ ვგავართ ერთმანეთს თუ რა. შენ რა გამოგივა, უნდა იცოდე ის რაშიც დიპლომს მოგცემენ, გგონია სამსახურში არ გაუჭირდებათ იმათ ვინც ფულით მოაწყვეს უნივერსიტეტებში. ტანჯვაა ისეთი საქმე აკეთო მთელი ცხოვრება რომელიც არ იცი. მე შენთვის კარგი რაღაც მოვიფიქრე და დღეს სადღაც უნდა წაგიყვანო.
-სად?-ინტერესიანი თვალები შემომანათა ლიკამ.
-იმაში გეთანხმები, რომ ყველას დიპლომი ვერ ექნება, მარა სერთიფიკატი აუცილებელია.
-რა სერთიფიკატი, ახლა რაღა მოიფიქრე?-ინტერესიანი თვალებით მომაჩერდა ლიკა.
-დღეს გაიგებ-უთხარი და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე.
შუადღით გავემზადეთ, სახლიდან გამოვედით, ტაქსში ჩავჯექით და 20 წუთში ერთერთი პრესტიჟული სალონის წინ ვიდექით.
-აქ რა გვინდა? ჩემი დავარცხნილი თმა აღარ მოგწონს?-ინტერესით შემომხედა ლიკამ.
-რომ მომწონს იმიტომაც ვართ აქ-თვალი ჩაუკარი მე.
-რით დაგეხმაროთ? -მოგვიახლოვდა ახალგაზრდა გოგონა ღიმილით.
-ქალბატონ ლიას უნდა შევხვდე, თუ შეიძლება მასთან რომ მიმიყვანოთ-უთხარი მომღიმარ თოჯინას, „ღმერთო ამდენ რამეს როგორ ისმევენ სახეზე“ გავიფიქრე ისე რომ ღიმილი არ მომიცილებია სახიდან.
-წამობრძანდით-წინ გამიძღვა გოგონა.
-ლიკა შენ დამელოდე და მე მალე გამოვალ.
-კარგი,-თავი დამიქნია ლიკამ და სავარძელში მოთავსდა. მე კი თოჯინას ავედევნე.
-მარიამ, საყვარელო როგორ ხარ? შემომეგება ქალბატონი ლია.
-კარგად თქვენ როგორ ბრძანდებით_თავაზიანად გაუღიმე მე.
-მეც კარგად. ემზადები სწავლის დასაწყებად?
-კი, ერთი კვირით ხევსურეთში წავალ, გამოცდებმა და მუდმივმა დაძაბულობამ დამღალა, ცოტა განვიტვირთები და შეუდგები სექტემბრიდან სწავლას.
-ნინოც ზღავზე წავიდა, ცოტა განვიტვირთებიო.
-ჩემი და მოვიყვანე თქვენთან, ნინომ მითხრა რომ სტაჟიორების აყვანას აპირებთ, სწავლით და შემდგომი დასაქმებით.
-კი 2 გოგონა უკვე ავიყვანე, მაკიჟს და მანიკიურს შეისწავლიან, სტილისტის ადგილისთვის ჯერ არ შემირჩევია, კიდევ ერთი მჭირდება. შენს დას რა უფრო ეხერხება?_კითხვით მომმართა ლიამ.
-ვარცხნილობების კეთება, იქნებ აიყვანოთ?_მუდარის თვალებით შევხედე ლიას.
-კი საყვარელო ავიყვან, შენი ხათრით რას არ გავაკეთებ, გულის შეტევა არ ამცდებოდა შენ რომ არა-რაზეც ორივეს გაგვეცინა.
-მე გავალ და შემოვიყვან, გარეთ მელოდება ლიკა-ფეხზე წამოვდექი მე.
-კი საყვარელო, შემოიყვანე.-გამიღიმა ლიამ.
ლიკას მოკლედ აუხსენი რომ სტაჟირებაზე უნდა ევლო სალონში და სტილისტი უნდა გამხდარიყო, თუ კარგად ისწავლიდა აქვე დაასაქმებდნენ 3 თვეში. ლიკა გაფართოვებული თვალებით შემომცქეროდა და ვერაფერს ამბობდა.
-ლია დეიდა გაიცანით ეს ჩემი დაა ლიკა.
-ღმერთო ტყუპები ხართ?
-კი, ტყუპები ვართ-ჩვენ თავი დაუქნიეთ.
-მოდი ახლა გავიდეთ და თმა დამვარცხნე, გოგოებს კლიენტები ყავთ და ჯერ ვერ მოიცალეს ჩემთვის, თუ მომეწონება დაგიტოვებ.
-დიახ, რა თქმა უნდა-სახე გაუბრწყინდა ლიკას.
სადღაც 15 წუთში ლიას საუცრად ლამაზი ვარცხნილობა გაუკეთა ლიკამ.
-საოცარი გოგო ხარ, ოქროს ხელები გაქვს გენაცვალე, მგონი შენ 1 თვეში ისწავლი საქმეს.-აღფრთოვანებული იყო ლია.
-როდიდან დავიწყებ სწავლას?-ორივემ ლიას შევხედეთ.
-ხევსურეთს რომ მოივლით მერე. სექტემბერში უცხოელი სტილისტი მყავს მოწვეული, 2 კვირა გადაამზადებს ჩემს გოგოებს და შენც შეგასწავლის თმის შეჭრა-დავარცხნას, ასე რომ შენი პირადობის ასლი დამიტოვე და სექტემბერში დამირეკე-სავიზიტო ბარათი გამოგვიწოდა ლიამ.
ლიას დავემშვიდობეთ და სალონიდან კმაყოფილები გამოვედით, ტროტუარს მიუყვებოდით რომ მანქანამ გაგვიჩერა ფეხებთან.
-დები გიგაურები რას დახეტიალობთ ამ სიცხეში, ჩაჯექით გაგიყვანთ.-მანქანიდან ნიკუშა გვიცინოდა.
-ნიკუშ როგორ ხარ შე ძველო?-კისკისით ჩახტა ლიკა მანქანაში.
-ამას რა უხარია ასე ძალიან მარო, რომ ჩაფლავდა გამოცდებში?-ინტერესით შემომხედა ნიკამ და ღვედზე მანიშნა შეიკარიო.
-ის საქმე მოუძებნე რაც მოწონს.
-ნიკუშ ყველზე მაგარი და მე მყავს მთელს მსოფლიოში-აღტაცებული იყო ლიკა.-ისეთი გახარებული ვარ შენ ვერ გამაბრაზებ.
-ეგ უშენოდაც ვიცი, მარა შენ ასე ძალიან რა გიხარია?-სარკეში გახედა უკანა სავარძელზე მოკალათებულ ლიკას.
-მაროს ვათხოვებ და მიხარია-თქვა ლიკამ, რაზეც ისეთი ხველა აუტყდა ნიკუშას რამის დაიხრჩო.-გეხუმრე არ ჩაგვაკვდე ხელში-იცინოდა ლიკა.
-შენი გამოსწორება არ იქნება_შეუბღვირე ლიკას და ნიკას ზურგზე ხელი დავარტყი რომ ამოესუნთქა.-წყალი დალიე_ჩანთიდან წლის ბოთლი ამოვიღე და ნიკუშას მივაწოდე. დალია და მოსულიერდა, ფერიც დაუბრუნდა.
-აბა გამოცდებიო და ჩაფლავდიო, ვალში დავრჩებოდი?-გაბუტულმა შემომხედა ლიკამ.
-სტილისტობას იწყებს ნინოს დედის სალონში, ამისგან მაინც არაფერი გამოვა სხვა.
-შენებმა იციან? რაო დიდმა ელენემ?-ინტერესით შემომხედა ნიკამ.
-არ იციან, ელენეს ვეტყვით რომ მასწავლებელთან დადის სამეცადინოდ, წავიდეს და არკვიოს. დედას და მამას მე ვეტყვი, აბა ამისგან პროფესორი ვერ გამოვა და ეჭიდაონ სწავლაზე მთელი ცხოვრება.
-მარიამ ისე ლაპარაკობ თითქოს დებილი ბავშვი ვიყო.-გაიბუსხა ლიკა.
-დებილი არ ხარ მარა არც ტვინი გადმოგდის თავიდან, როგორც ელენეს იტყოდა.
-არისტოკრატიისგან და ცისფერი სისხლისგან მე არაფერი მერგო, სულ მარიამთან წავიდა. მე ერთი უბრალო გოგო ვარ. ჯერ გავხდე ცნობილი სტილისტი, ელენეს თუ ვაღირსო თმის დავარცხნა აგერ ნახოს.-დაიქადნა ლიკამ და საყვარლად გაბუსხა ტუჩები.
-არაფერი ეშველაბა, თქვენ რანაირი ტყუპები ხართ ტო?-სიცილით თავი გააქნია ნიკამ.
ამ ლაპარკში სახლშიც მივედით, ნიკა დაგვემშვიდობა და წავიდა. ჩვენ კი ბარგის ჩალაგებას შეუდექით, ხევსურეთში უნდა ავსულიყავით მეორე დღეს.
ანასტასიამ და ეკატერინემ ისე გაიხარეს ჩვენი სტუმრობით, მამამ შვებულება ვერ აიღო, მე და ლიკა დაგვტოვა და თბილისში წამოვიდა უკან.
-მარიამ გოგოები მდინარეზე მიდიან, გთხოვ შენც გაყევი ამათი ცანცარი რომ ვიცი, რამე არ დაიმართონ-გამომძახა ეკატერინემ სახლიდან. ეკას ხათრით წამოვდექი ჰამაკიდან და დავხურე წიგნი. ახლა წიგნის კითხვის შეწყვეტა ჩემთვის ნამდვილი ტანჯვა იყო.
-ამ სიცხეში რა დროს მდინარეზე წასვლაა.-ბუზღუნით შევედი სახლში.
-მარო წიგნის ფერი გადევს სახეზე და იქნებ მზეს დაენახო ცოტა, 2 კვირაში ისედაც სულ წიგნებს უნდა უკირკიტო, ცოტა თვალებიდან გამოიხედე_ჭკუას მარიგებდა ლიკა.
-კარგით წამოვალ_ჩავილაპარაკე და გამზადებულებს მივყევი უკან.
-მარო ლია ჯაყელს საიდან იცნობ?-მკითხა ლიკამ
-ჩემი მომავალი ჯგუფელის დედაა.
-შენი მომავალი ჯგუფელის გაცნობა სად მოასწარი, რომ ახლა მის დედასაც დაქალივით ელაპარაკებოდი.
-ჯერ ლია გავიცანი და მერე ნინო.
-ეგ როგორ?-ანამ და ლიკამ ერთდროულად დამისვეს კითხვა.
-უნივერსიტეტში მათემატიკის გამოცდას რომ ვაბარებდი, რომ გამოვედი უამრავი გულშემატკივარი იყო მოგროვილი მაღლივი კორპუსის კიბეებთან. სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იქ იყო და ხან ვის ასულიერებდნენ და ხან ვის, ზოგს გულშემატკივარს და ზოგს ჩაჭრილ აბიტურიენტს. შენსავით სულერთი ვისთვისაც არ იყო ჩაჭრა-ჩაბარება_წავკბინე ლიკას._მათ შორის იყო ლიაც. 2 თვის წინ გულის ოპერაცია გაიკეთა და ქალს წამლებს ასმევდნენ, ხოდა შეწუხებული სახით გამოემართა ჩემსკენ ლია, როგორც ყველა გულშემატკივარი საკითხავად ძნელი საკითხები იყო თუ არა? მათ შორის დედა და მამაც. მე კი უპასუხე რომ ძალიან ადვილი საკითხები იყო და რომ ყველაფერი დავწერე. გაღიმებული ჩავეხუტე დედას და მამას. მათ უკან შევნიშნე ლია, რომელსაც ფერი დაუბრუნდა სახეზე. შენ გაიხარე შვილო აქამდე ვინც გამოვიდა ყველა იძახდა რომ საშინელი საკითხები იყო და რომ ვერაფერი დაწერეს. რამის გულის შეტევა დამემართა თავიდან, პირველი ხარ ვინც თქვა ადვილი საკითხები იყოვო. მეორე დღეს უნივერსიტეტში რომ მივედი პასუხის გასაგებად ლია გამოიქცა ჩემსკენ და თან მოყავდა თავის შვილი ნინო. ნინოს ეუბნებოდა ეს ის გოგოა დედაშენი სიკვდილისგან რომ იხსნაო, რაზეც მე გამეცინა. მაშინ მომიყვა თურმე ნინო 3 წელია აბარებდა და სულ ფასიანზე ხვდებოდა, აუჩემებია უფასოზე უნდა ჩავაბაროვო და 100% დაფინანსება უნდა ავიღოო. ლიამ რომ ამდენი იმედგაცრუებული აბიტურიენტი ნახა იფიქრა ფასიანზეც ვერ მოხვდებაო და რამის გულის შეტევა მიიღო. მე კი ვიხსენი, მერე აღმოვაჩინეთ მე და ნინომ რომ ერთ ფაკულტეტზე და ერთ სპეციალობაზე გვქონდა საბუთები შეტანილი, ორივემ ჩავაბარეთ და რადგან მომავალი ჯგუფელები ვიყავით უფრო დავახლოვდით. ნინომ სახლშიც დამპატიჟა და თავის ძმა გამაცნო.
-სიმპატიურია?-ინტერესით შემომხედეს ანამ და ლიკამ.
-მარტო ბიჭებზე როგორ ფიქრობთ?-წარბი მაღლა ავწიე-სხვათაშორის 11 წლისაა და ჯერ ვერ მისთხოვდებით-ორივემ ცხვირები ამიბზუეს.
ამ ლაპარაკში მდინარესთანაც მივედით. ბავშვები ბანაობდნენ მდინარეში, ჩემი გიჟებიც შეცვივდნენ და დაიწყეს ბანაობა. მე ჩრდილი მოვძებნე, ხის ქვეშ დავჯექი და გავცქეროდი მდინარეში როგორ ბანაობდნენ ლიკა და ანასტასია. ახალგაზრდა ბიჭების მზერას ვგრძნობდი, რამდენიმემ თუ ცურვა არ იცი გასწავლიო შემომთავაზა, მე კი მკაცრი სახით ვიცილებდი ყველას. 2 საათი ისე გავიდა ვერც გავიგე, მართალია ხანდახან ლიკა, ჰაერზე გავლა ჩემთვისაც აუცილებელია, მდინარიდან სულ სხვა ენერგიაზე ვიყავი რომ ამოვედი.
-ეკატერინე ეხლა მე ტორტი უნდა გამოვაცხო_სახლში მისვლისთანავე გამოუცხადე ეკას.
-რა ბზიკმა გიკბინა, რამე კულინარიული წიგნი შემეცნებით წიგნში აგერია?_წამკბინა ლიკამ.
-სხვათაშორის წიგნებით ყველაფრის სწავლა შეიძლება-არ დავაკელი ირონია.
-თმის შეჭრის სწავლას პრაქტიკა უნდა, მაგას წიგნში ვერ ამოიკითხავ.-კმაყოფილმა გადმომხედა.
-მომავალი დალაქი, როგორ გიპოვე ზუსტად საშენო საქმე, მაგარი ვარ ვაღიარებ._ენა გამოუყავი ლიკას.
-მაგას სტილისტი ქვია და მაგარი შემოსავალიც მექნება_არც ლიკა ჩამომრჩა.
-რაზე ლაპარაკობთ გოგოებო?-ეკამ შემოგვანათა თავის ბრიალა ლურჯი თვალები.
-რა და მამიდუკა სექტემბრიდან სტილისტის პროფესიას ვეუფლები-თვალი ჩაუკრა ლიკამ.
-მაგარია მამიდუკა, ეგ დედაჩემმა იცის?-უცებ დასერიოზულდა ეკა.
-არა და ვერც გაიგებს-თვალი ჩაუკარი მე-ეკა უთხარი მაგ პროფესიას ეს რომ სტილისტს ეძახის, რას ეძახის ელენე?
-წარმატებები ჩემო გოგო, ოღონდ ელენეს მართლა არ უთხრა მაი ამბავი-თან იცინოდა ეკა-თორემ თერძი და დალაქი მაგის საძულველი პროფესიებია, ამბობს ყველა ვისაც ტვინი არ აქვს მაგას სწავლობსო:“გინდ სტილისტი დაარქვით, გინდ დიზაინერი, მაინც თერძია და დალაქია“_გამოაჯავრა ელენეს. რაზეც ყველამ სიცილი დავიწყეთ. უცებ წარმოვიდგინე ელენემ რომ ეს ამბავი გაიგოს მეც მომჭრის თავს და ლიკასაც.
-მარიამ რა მასალა გინდა ტორტისთვის? მითხარი და გადმოგიწყობ_ეკამ დაიწყო კვერცხების გადმოწყობა მაგიდაზე.
-კვერცხი-20 ცალი, ნიგოზი-2 ჩაის ჭიქა, კარაქი-500გრამი, ფქვილი-1,5 ჩაის ჭიქა, შაქრი 5,5 ჩაის ჭიქა, რძე-1ჩაის ჭიქა, ხსნადი ყავა-3 სუფრის კოვზი_ჩამოვუთვალე მასალები.
-შენ მართლა ტორტი უნდა გამოაცხო?-გაკვირვებულებმა დამიწყეს ყურება ანამ და ლიკამ.
-უნდა გამოვაცხო, რა იყო რა გაოცებულები მიყურებთ?_შევხედე ორივეს.
-ჩვენც მოგეხმარებით_ერთხმად შესძახეს ორივემ.
ასე ერთობლივი ძალებით გამოვაცხეთ ტორტი ბეზეთი, საღამოს კი დავიწყეთ დაკრემვა და მორთვა. ისეთი დაღლილები ვიყავით დაჭრა და დაგემოვნება მეორე დღისთვის გადავდეთ.
დილით ელენეს ხმა რომ მომესმა საწოლიდან თავი წამოვყავი, ხომ არ მეჩვენებათქო, ხმა რომ ისევ განმეორდა ქვემოთ ჩამოვედი. ანასტასია კარგა ხნის გაღვიძებული იყო, რძე შემოქონდა ოთახში, „ჩემი ყოჩაღი გოგო“ გავიფიქრე და გული გამითბა მის დანახვაზე, ძროხების მოწველაში ეხმარებოდა ეკას დილაობით. ელენე სავარძელში იჯდა და გარემოს ათვალიერებდა.
-დედა როგორ ხარ? როგორ იმგზავრე?_ეკატერინეც რძით სავსე ვედრით შემოვიდა სახლში.
-კარგად ვიმგზავრე, მარა შენ როდის უნდა წამოხვიდე ამ ჯოჯოხეთიდან?_კითხვით მიმართა ელენემ.
-მეც კარგად ვარ დედა. არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ კი ჯოჯოხეთი კი არა ნამდვილი სამოთხეა, მე და შენ განსხვავებული წარმოდგენა გვაქვს ჯოჯოხეთზე და სამოთხეზე.-ნიშნის მოგებით უთხრა ეკამ და სამზარეულოში შევიდა.
-მარიამ გაიღვიძე?-ჩემსკენ მობრუნდა ელენე.
-ელენე როგორ ხარ? აქ რა ქარმა გადმოგაგდო?-ლოყაზე ვაკოცე.
-კარგად ვარ, ზღვაზე მინდა წასვლა, წამოხვალთ შენ და ლიკა?-შემომხედა კითხვით.
-კი ოღონდ მე, ლიკა და ანასტასია წამოვალთ ერთად.
-ანასტასია დედამისთან დარჩება-წარბი ამიწია ელენემ.
-მაშინ მე და ლიკაც ეკატერინესთან დავრჩებით და შეგიძლია მარტომ მოიწყო არდადეგები.
-კარგი წამოვიდეს, ოღონდ შენ უთხარი, მე არ ვპატიჟებ_მითხრა ქედმაღლურად. ხანდახან მინდა ეს ქალი მივახრჩო. ასე როგორ შეუძლია შვილიშვილების გამორჩევა. მისი ხასიათი მაქვს, ძლიერი ვარ, მაგრამ სამართლიანი, ადამიანების განსხვავებას და ჩაგვრას მდგომარეობიდან გამოვყავარ. ნიკა მეუბნება რომ სულ სხვის გამო შევდივარ ადამიანებთან კონფლიქტში, რაც შენ არ გეხება იმაში რატომ ერევიო. მე კი უსამართლობა მაგიჟებს, მაგიჟებს ელენე რომ გვანსხვავებს, სულაც არ მომწონს მარტო მე რომ მაქებს და ლიკას და ანას სულ ამცირებს.
სამზარეულოში შევედი, ანასტასია რძეს ადუღებდა კაკაოსთვის. ხევსურეთში 1 კვირა დასვენება და 5 კილოგრამის მომატება გარანტირებული მქონდა. ფურნეში ეკა ისეთ გემრიელ ხაჭაპურებს აცხობდა, სულ გინდოდა გეჭამა, ასე ვჭამდი და ვსუქდებოდი სუფთა ჰაერზე და ჯანსაღი საკვებით.
-ანა კაკაო აღარ გვინდა, ფორმაში უნდა ვიყოთ, გაემზადე-ანამ გაოცებულმა შემომხედა_ხვალ ზღვაზე მივდივართ ქობულეთში.
-მეც მოვდივარ?-გაოცებულმა შემეკითხა.
-შენც მოდიხარ, საკითხი გადაწყვეტილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება-ლოყები დაუკოცნე.
-მერე ელენემ იცის?-ისევ ნელა შემომაპარა, ვიცი ძალიან უნდოდა წამოსვლა მაგრამ ელენესთან ერთდ არა, გრძნობდა მის სიცივეს და თითქოს შიშიც ქონდა ბებიის.
-იცის, იცის. ლიკა, მე და შენ კარგ დროს გავატარებთ. არ იდარდო, ელენე ზღვაზე შეზლონგიდან არ ადგება, რუჯი აქვს მისაღები, მხოლოდ გვერდს შეიცვლის და შენ რაც არ უნდა გითხრას გულთან არ მიიტანო, გაატარე რა.-თვალები გაუბრწყინდა ანას და ხელები წელზე მომხვია.
-იცი როგორ მიყვარხარ?-ჩაიჩურჩულა-შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ, მინდა რომ შენ გგავდე, შენნაირი მამაცი ვიყო, მგონია რომ შენთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს და რომ სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე ყველაფერი გამოგივა.
-მეც მიყვარხარ, ჩემო გიჟქალა გოგო-ლოყაზე ხმაურით ვაკოცე-ყოველთვის, როცა გინდა, რაც არ უნდა დაგჭირდეს ცხოვრებაში და რაც არ უნდა მოგინდეს, მითხარი და ყველგან და ყველაფერში დაგეხმარები, სწორ გზას გაჩვენებ. შენ ძალიან სუფთა და გულუბრყვილო ბავშვი ხარ. შენი გულის ტკენა ადვილია, ამიტომ ყოველთვის ყველაფერი მითხარი რომ შენი დაცვა შევძლო.
-კარგი_ჩაილაპარაკა-ვაიმე რძე გადმოვიდა-შეჰყვირა უცებ.
სამზარეულო დავასუფთავეთ, ყველის ამოყვანაშიც მივეხმარე ანას, საუზმეც გავამზადეთ. გიკვირთ არა ამ წიგნის ჭიამ ყველის ამოყვანაც წიგნში ამოიკითხაო? არა, წიგნში არ ამომიკითხავს, გურმანი ვარ და სამზარეულო მიყვარს, ბევრი კერძის გაკეთება ვიცი, ხევსურეთში კი ეკამ ყველის, მაწვნის, ხაჭოს და ნადუღის გაკეთებაც მასწავლა. რაც არ გამომდიოდა ძროხის მოწველა იყო. ერთხელ გადავწყვიტე მივხმარებოდი, 10 ძროხა ყავდათ მოსაწველი, ისეთი წიხლი მომცხო ძროხამ ახლოს აღარ გავკარებივარ მას მერე თავლას, ასე მარცხით დამთავრდა ჩემი მცდელობა. ანა მეცოდებოდა, ძალიან ბევრს შრომობდა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო და ძალიან დატვირთული იყო სოფლის საქმეებით. ეკატერინეზე ძალიან ვბრაზობდი, ძალიან ამაყია და თავის შვილის მომავალზე არ ფიქრობს თავისი სიამაყის გამო. ელენე და ეკა 2 კერკეტი კაკალია, რომელიც სიამაყეში ტოლს არ უდებენ ერთმანეთს. ამ ჭიდილში კი ყველაზე მეტად ანა იჩაგრება.
-ანა ხვალ დილით გეგა მოვა და წაგვიყვანს ზღვაზე. წამოდი შენი კარადა მაჩვენე, ტანსაცმელს მე აგირჩევ._ანა ოთახისკენ გამიძღვა. ლამაზი სარაფნები, მოკლე მაისურები და მოკლე შარვლები აურჩიე.
ლიკა ჩვენ რომ ბარგს ვალაგებდით თვალების ფშვნეტით წამოდგა.
-რა ხდება რატო არ გძინავთ.
-უკვე 12 სრულდება და ხალხი დაიღალა სოფელში შრომით, შენ კიდე ძილით კვდები, ადექი და ბარგი ჩაალაგე.-მიუბრუნდი ლიკას.
-რატო, ომი იწყება და გავრბივართ?-ვითომ იხუმრა ლიკამ.
-არა ხვალ ქობულეთში მივდივართ ელენესთან ერთად.-უთხრა ანამ.
-აუუ.. რა ელენე, მარტო რომ გაგვიშვან არა?-ამოიბუზღუნა ლიკამ.
-არა, ჯერ სრულწლოვანი გახდი და მერე იარე მარტო.
-ელენე ორი_თითი ჩემსკენ გამოიშვირა ლიკამ_დაბერდება და ესეც ელენეს ნაირი გულქვა იქნება.
-არა, არ იქნება, მარიამი კეთილია-მიამიტურად სცადა ჩემი დაცვა ანასტასიამ.
-რა იცი რომ ელენე ამის ტოლი კეთილი არ იყო? მერე გაბოროტდა, მერე გახდა სისხლის მსმელი_და ხელებით ვამპირის იმიტაცია გააკეთა ლიკამ.
-არაფერი გეშველება_ხელი ჩავიქნიე.
-ჩემი ბუტია_საწოლიდან გადმოფრინდა და კისრზე ჩამომეკიდა ლიკა_ყველაზე კეთილი ხარ მე ხომ ვიცი, ელენემ თუ არ გიკბინა ვამპირად არ გადაიქცევი, მისგან კი მე დაგიცავ და ახლოს არ მოუშვებ.-ლოყაზე მაკოცა.
-დედას ურეკავ და რა ჩაგილაგოს მითხარი, მაიმუნობას კი მორჩი, გათხოვება გინდა და ასე დედამთილს თავს ვერ მოაწონებ.
-სამაგიეროდ შენ მოაწონებ, ტყუპები ვართ და დედამთილს შენ ელაპარაკე როგორც ლიკამ, წუნს ვერ გიპოვის, რა გოგო, თან რა ტორტებს აცხობს, ჩემს ქმარს კი მე მივხედავ. ხო მართლა ის ტორტი ხომ არ შეჭამეთ?
-არ შეგვიჭამია და მგონი არც შევჭამთ, იმდენი კალორიაა, ჩვენ კი ზღვისთვის ვემზადებით.
-მე მაინც შევჭამ-თქვა და პიჟამოებით გავარდა სამზარეულოში, იქიდან კი ისევ ყვირილი ატეხა._მარიამ ამის დაჭრაც არ ვიცი, მოდი რა დაჭერი.
სამზარეულოში სიცილით შევედით და ტორტი დაუჭერი. მერე კი ლიკა და ანასტასია გემრილად შეექცეოდნენ ტორტს.
მე მისაღებში გამოვედი დედაჩემს დაურეკე, ნინოს კუპალნიკები და ზღვაზე საჭირო ყველა ნივთი ჩავალაგებინე. სოფელში მდინარეზე არ ჩავდიოდი, კუპალნიკებიც არასდროს მომქონდა ხევსურეთში.
გარეთ ელენე ჩამომჯდარიყო და ხელში ჩემი წიგნი „დორიან გრეის პორტრეტი“ ეჭირა.
-მარიამ ეს აქამდე არ გქონდა წაკითხული?-სათვალის ზემოდან გადმომხედა.
-კი ელენე, წაკითხული მაქვს, ხელმეორედ ვკითხულობ. წიგნები დამრჩა თბილისში და აქ სხვა ვერაფერი ვნახე, რომ დრო გამეყვანა.
-ცხენით ჯირითს გასწავლითქო უთხარი და არ ჯდება_მხიარულად ჩაილაპარაკა ცემს უკან მომავალმა ანამ.
-ცხენით ჯირითს? შენ ჯდები ცხენზე?-თვალები მაღლა აქაჩა ელენემ.
-კი ბებო, იცი რას დავაქროლებ-ამაყად გაიჭიმა ანა.
-კისერსაც მოიტეხ, დედაშენს ტვინი სულ არ აქვს? ამის ნებას როგორ გაძლევს?-გაბრაზდა ელენე.
-თვითონაც ჯდება ცხენზე და ერთად მივდივართ მთაში კარტოფილის დასათესად. კარტოფილიც ცხენებით ჩამოგვაქვს მთიდან.-ლაპარაკს განაგრძობდა ანა.
-სად მთაში დადიხართ?_აშკარად სიახლეს ეუბნებოდა ანა ელენეს_ეკატერინე_ისე დაიყვირა მე და ანა ადგილზე შიშისგან შევხტით.
-დედა რა გაყვირებს_სახლიდან ეკა გამოვიდა.
-სად მთაში დაეხეტები? -ხელი მოკიდა და სახლში შეაგდო ეკა. ჩვენ კი კარგა ხანს გვესმოდა ელენეს ჩხუბის ხმა.
ანა დამნაშავე ბავშვივით იყურებოდა, მიხვდა რომ არ უნდა მოეყოლა ყველაფერი ელენესთვის. მაგრამ მასაც ბავშურად მოუვიდა, თუმცა ელენეს არ ვამტყუნებ ეკას რომ ეჩხუბება. ათასი ხიფათია, ანასაც საფრთხეში აგდებს, სადღაც ციცაბო მთაზე ცხენებით ადიან, მხოლოდ იმიტომ რომ ელენეს არ გამოართვას ფული ბავშვს სტანჯავს. ანა და ლიკა ჩხუბს გაერიდნენ და წყაროზე წავიდნენ ბაღის ბოლოს. ელენე ისე იყო გაცოფებული მეგონა მოკლავდა ეკას, ამიტომ სახლში შევედი და ჩარევა გადავწყვიტე.
-რა გჭირს ადამიანო? მამაშენის ფულია, ჩემი არ არის და გინდა თუ არა გამოიყენებ და ბავშვსაც მოახმარ. მთაში კი აღარ გავიგო წახვიდე, თორემ დედობის უფლებას ჩამოგართმევ. იმის მაგივრად საკუთარი შვილის მომავალზე იფიქრო თავს იმარხავ ამ ჯოჯოხეთში და ბავშვსაც მომავალს უნგრევ.-არ ცხრებოდა ელენე.
-არ მინდა, ჩემი შვილია და ძალიან კარგი მომავალი ექნება, შენ არ მთხოვდი გააშვილე და მოიშორეო. ეხლა გახდი ტკბილი ბებია? ეხლა გაღელვებს მისი მომავალი?-არც ეკა ჩამორჩა და ძველი ცოდვები გაუხსენა ელენეს.
-ავად ხარ, იმ კაცით ხარ დაავადებული და ბავშვსაც აწამებ. მოკვდა და გამოიგლოვე ერთხელ და სამუდამოდ, დაუბრუნდი ნორმალურ ცხოვრებას._არ ცხრებოდა ელენე.
-სხვის ლაპარკში ჩართვა უზრდელობაა ვიცი ელენე, არც ჩემი საქმე არ არის შენი შვილია და შენი გადასაწყვეტია როგორ გაზრდი ეკა_ორივეს წინ დაუდექი და გარკვევით დავიწყე ლაპარაკი_მაგრამ მე არ ვარ უცხო, ანა და მისი მომავალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის ისეთი სუფთაა, რომ ცხოვრების პირისპირ რომ აღმოჩნდეს ცხოვრებას ვერ შეძლებს, რას სწავლობს აქ, ძროხების მწყემსვას? სახლის დალაგებას? მას მომავალი უნდა, ნათელი და ლამაზი. კარგი შენ ქვრივად თვლი თავს და გლოვობ უკვე 13 წელია, ბავშვი არ გეცოდება?
-მეც მაგას ვეუბნები მაგრამ ესმის_ელენე ჩამერთო ლაპარაკში.
-შენ კი გაჩუმდი ელენე_ახლა ელენეს მოვუბრუნდი_თქვენ სიამაყეს და დაუსრულებელ ომს ერთი მსხვერპლი ყავს და ეს ანაა. ლომის წილი გაქვს მის ამ მდგომარეობაში, იმის მაგიერ რომ შვილისთვის დახმარების ხელი გაგეწოდებინა მაშინ აქციე ზურგი როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდი. თქვენ ორი დედა-შვილი, ორივე სიამაყეს ამოფარებული ეგოისტი ქალები ხართ, საკუთარი თავის გარდა არვინ გადარდებთ. იტანჯებით და გინდათ რომ სხვებიც დატანჯოთ თქვენს გარშემო, იცოდეთ ღმერთი დაგსჯით ამ ქედმაღლობისთვის ორივეს. მანამდე კი მსხვერპლი ანაა და არ მაინტერესებს გინდათ თუ არა ეს, მომავალ წელს ანა თბილისში გადმოვა, ჩემთან ერთად იცხოვრებს ჩემს ბინაში, ცივილიზებულ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას. თქვენ კი ისე გიქნიათ დაგიხოციათ ერთმანეთი.-უკვე ვყვიროდი საკუთარი ხმის მეც კი შემეშინდა. ოთახიდან გამოვარდი და გარეთ გავედი ეზოში, ჰაერი უნდა მესუნთქა, სული მეხუთებოდა. კარის გაღებისთანავე მამას დავეჯახე, მან გულში ჩამიკრა.
-ჩემი გოგო, როდის გაიზარდე ასე?_ყურში ჩამჩურჩულა-რასაც მე წლებია ვერ ვამბობ ორივეს ერთად მიახალე პირში, შენსავით ძლიერი რომ ვყოფილიყავი ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, ამხელა გამბედაობა ეხლაც არ მაქვს.
-დიდი ხანია აქ ხარ?-ავხედე მამას.
-იმ წუთიდან ორივე რომ კედელზე მიაყენე და გადაუარე ზედ.-გამიღიმა, მერე მამამ ხელი შემიშვა, ეზოს ბოლოში წყაროზე ლიკა და ანა დავინახე და მათკენ დავიძარი.
-ჩემი შვილია და მე ვამაყობ მისით.-ზურგს უკან კი გავიგონე როგორ უთხრა მამამ ერთ ადგილზე მიყინულ ელენეს და ეკას.
მე გოგონებისკენ გავემართე.
-ისევ ჩხუბობენ?_ნაღვლიანი თვალები შემომანათა ანამ.
-არა, პირდაღებულები დგანან და ჯერ აზრზე ვერ მოსულან_ჩავილაპარაკე მე.
-მარო შენ რაღა გაყვირებდა?-ლიკამ შემომხედა.
-არაფერი_ჩავილაპარაკე.
გული მეწურებოდა, საყვარელ ადამიანებთან ჩხუბის მერე სულ ასე ვიყავი, ყოველთვის დიპლომატი ვიყავი, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობდა ჩემთვის. მეგობართან უბრალო კამათიც კი გულს მტკენდა, არც ბოდიშის მოხდის მცხვენოდა, ხან და ხან სულ არ ვიყავი დამნაშავე მაგრამ ურთიერთობა რომ არ გამეფუჭებინა ბოდიშს ისევ მე ვიხდიდი. მაგრამ ამ სიტუაციაში ვიცოდი რომ მართალი ვიყავი, ვიცოდი რომ ეს უნდა მეთქვა, არ შემეძლო ასე მეყურებინა ამ ორი ეგოისტი ქალისთვის.
-მარო რა სახე გაქვს,მოკვდა ვინმე?_არ მეშვებოდა ლიკა.
-რა ჩაუტარე ასეთი?-რამდენინე წუთის მერე სიცილით მოვიდა მამაჩემი.-ტორტი გამოიღეს, დაიჭრეს და მესამე ნაჭერს ჭამენ რაც შენ სახლიდან გამოხვედი. ეკატერინემ ყავა დავლიოთ ერთადო, ელენეს უთხრა. გოგოებო შეამოწმეთ ერთი სიზმარში ვარ და მეჩვენება თუ, იქ მართლა დედაჩემი და ეკატერინე სხედან და ტკბილად საუბრობენ.
ამის თქმა იყო და ლიკა და ანა კისრისტეხით გაიქცნენ სამზარეულოში. იქიდან კი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, პირდარებულები გამოვიდნენ ცოტა ხანში.
-ესე იგი არ მომჩვენებია_გადაიხარხარა მამამ მათი სახეების შემხედვარემ.
-იქ.. იქ.. იქ რა ხდება??_ენა დაება ლიკას.
-მარომ ჩაუტარა-ისევ იცინოდა მამა.
-რა ქნა? რა ჩაუტარა?-ვერ გაერკვნენ გოგოები.
-რა და როგორც თქვენ დაგცოფავთ ხოლმე და ჭკუაზე მოყავხართ, ისე დასცოფა და მგონი მართლა ჭკუაზე მოიყვანა დედაჩემიც და ეკაც._ისევ იღიმოდა მამა.
-ელენე დასცოფე?-თვალები გადმოსცვივდა ლიკას. მერე ანას მიუბრუნდა_რა გამოვტოვე, რა წყალი და ჯანდაბა აგიტყდა, წყაროდან წყალს მერე ვერ ამოვიტანდით?-არ ცხრებოდა ლიკა-ვაიმეეე... ვინმემ გადაახვიეთ ეს კადრი, უნდა ვნახოოო..
-კარგით, წამო ჩვენც შეუერთდეთ ტორტის ჭამაში-ხელი მოგვხვია მამამ-ისე რა მადისამძვრელად გამოიყურება ეგ ტორტი. საიდან მოიტანეთ?
-მარიამმა გამოაცხო, მე და ლიკამ მოვრთეთ._ამაყად გამოაცხადა ანამ.
-ჩემი ყოჩაღი გოგოები, უკვე შეიძლება თქვენი დათხოვება აბა.-სიცილით ჩაგვეხუტა მამა.
-კარგი რა მამა? ამათ კიდევ შენი წაქეზება უნდათ, ისედაც ბიჭებზე აქვთ დაჭყეტილი თვალები, ერთი სული აქვთ დათხოვდნენ-გაუბრაზდი მამაჩემს.
-კარგი ხო, მართალი ხარ. გოგოებო ტორტის გამოცხობა არ არის მთავარი, ქმარს საჭმელი უდა მოუმზადოთ, ჭუჭყიანი ტანსაცმელი უნდა გაურეცხოთ, შვილები უნდა გაზარდოთ და. ა.შ.-სიცილით ამბობდა მამა.
-შენც გჭირდება თავიდან გაზრდა_გავიბუსხე მე-ამხელა კაცი ვერ გაიზარდე, სულ მასხრობ.
სამზარეულოში შევედით და სცენა ასეთი დაგვხვდა, ეკა და ელენე დაქალებივით ისხდნენ და ყავას სვავდნენ, თან ტორტს მიირთევდნენ. მე პირდაპირ მაცივრისკენ დავიძარი და ტორტი გამოვიღე დასაჭრელად.
-ოჰ, მობრძანდი ქალბატონო? შენ ვინ მოგცა უფლება რომ ჩემთან ტონს აუწიე?_სათვალის ზემოდან გადმომხედა ელენემ.
-„სიმართლე მწარე წამალია, -არ გესიამოვნება მაგრამ მოგარჩენს!“ ონორე დე ბალზაკი-წარბი აუწიე და თვალი თვალში გაუყარე ელენეს. ტორტი მოვიჭერი და მისაღებში გავედი.
ტორტით ხელ დამშვენებულები შემოვიდნენ ცოტა ხანში ლიკა და ანაც, ლიკა ჩუმი სიცილით იცინოდა.
-რა ჩაუტარე ასეთი მგონი ამჯერად მართლა დაამუნჯე_იცინოდა ლიკა-ისე მარო მართალი ხარ ელენეს რომ აჯობო და ცხოვრებაში მაგარი იყო ბევრი უნდა იკითხო.
-ბარგი ჩაალაგე შენ? ხვალ რომ მივდივართ არ გახსოვს?-ლიკას მივუბრუნდი.
-ჯერ შეაფხიზლე ელენე, მგონი სულ დაავიწყდა ზღვა-იცინოდა ლიკა.
-შეფხიზლება შენ გჭირდება, მერე იქ დაიწყებ ზღვაზე ეს დამრჩა და ისო.-გადავხედე ლიკას.
-ჯობია გავეცალოთ ამას ანა და ჩავბარგდეთ, ჩვენც დაგვცოფავს ისეა აკრეფილი.-სიცილით გაკრა მხარი ლიკამ ანას.
ისე ვიყავი აღარც ზღვა მინდოდა და აღარც მთა. სახლში მინდოდა ჩემს ოთახში მშვიდად ყოფნა. გარეთ გამოვედი და წყაროზე ჩავედი, ტირილი მინდოდა. ტელეფონი რეკავდა, დავხედე და ნიკუშა იყო.
-ნიკა როგორ ხარ?-უპასუხე.
-კარგად მარიამ, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად?
-რა გჭირს, შენ რა ტირი?-ხმა გაებზარა ნიკას.
-ხო ვტირი, არ შეიძლება მეც ვიტირო? ხომ მაქვს მეც ტირილის უფლება?
-კარგი ტო, ნუ გამაგიჟე, რამე მოხდა? რატომ ტირი?
-არა უბრალოდ, მინდა და ვტირი.
-გინდა ამოვალ ხევსურეთში და მომიყევი რა მოხდა?
-არა, გვიანია, თან ხვალ ზღვაზე მივდივარ, არაფერი მომხდარა, ელენეს ვეჩხუბე. ნიკა მომენატრე. შენ ერთადერთი ხარ ვინც ნამდვილ მარიმს ხედავს ჩენში.-ამოვიტირე.
-მეც მომენატრე, თან ძალიან. შენ კიდევ, არ ამოხვიდეო.-გაიბუტა ნიკა-ელენეს რატომ ეჩხუბე?
-ვიღაცამ ხომ უნდა მიახვედროს, რომ ეგოისტია-წარმოვთქვი გაბრაზებულმა.
-კი უნდა მიახვედროს, და თუ მიახვედრე რატომ ტირიხარ?
-არ ვიცი, ბრაზი, დაგროვილი, ყველაფერი ამოუშვი და ვთქვი, მაგრამ მაინც ცუდად ვარ.
-გაგივლის ახალ ამბავს რომ გეტყვი.
-რა ამბავს?
-ნუცუბიძის ბინა გავყიდე და სამედიცინოსთან ვიყიდე ახალი ბინა ვაჟაზე, სასწავლებეთან ახლოს ვიქნები და აბა გამოიცანი ვისი კორპუსის გვერდით არის ჩემი კორპუსი?
-დიდი მიხვედრა უნდა, ჩემს ბინასთან ხარ ახლოს. ხო და მაღლივში ხანდახან წამიყვან ხოლმე, ახლა უკვე მეზობლები ვართ.
-აბა რას ვიზავ, ისედაც გატარებდი ხომ იცი.
-კარგი ნიკუშ, კარგად, ქობულეთიდან ერთ კვირაში პირდაპირ თბილისში ჩამოვალ და ახალ სახლობა ავღნიშნოთ.
-გელოდები, გკოცნი.
ნიკასთან ლაპარაკი ძალიან დამეხმარა, თითქოს გულზე მომეშვა, გავმხიარულდი და ბარგს თვალი გადავავლე.
მეორე დილით თბილისისკენ გზას დავადექით, სახლში შევიარეთ, დედაც წამოვიდა ზღვაზე, ჩემი ნივთები ჩავალაგე მანქანაში და დასავლეთისკენ დავადექით გზას. მგზავრობას ვერ ვიტან, ძილის წამალი დავლიე და მთელი გზა მეძინა. მე, ლიკა, ანა და დედა უკანა სავარძელზე ვისხედით, წინ ელენე დაჯდა, „მინისტრის ცოლივით“ სულ წინა სავარძელზე ზის. პირველობას ხომ არ დათმობს. დედა სულ ჩრდილშია, უპრეტენზიო რძალია. დედა ლექტორია, ლექციებს კითხულობს, მარკეტინგის სპეციალისტია. ძირითადად სახლში არ არის, როცა სახლშია სულ სახლის საქმით არის დაკავებული, გადაწყვეტილების მიღებას ვინ დააცდის, კარადიდან ჭიქა რომ გამოიღოს უკითხავად ისიც აუკრძალა ელენემ. ერთხელ სახლის დალაგებისას ცნობილი სერვიზის ერთი თეფში გაუტყდა და ელენემ ისეთი ამბავი დააწია მეორედ მოსვლა იყო. მამამ ატირებული დედა რომ ნახა საღამოს გადაირია. მერე კი დაემართა კარგი ელენეს, სულ არ არის ეს სერვიზი საჭიროო, გეგამ მოკიდა ხელი და გაყიდა. თითო თეფშში 100 ლარი გადაუხადეს მშრალ ხიდზე, რაში ჭირდებოდა ეს სერვიზი ელენეს არ ვიცი, თეფში რად გინდა თუ სადილისთვის ვერ გამოიყენებ, მესმის ძვირფასი ნახატი დაკიდო და უყურო, ძვირფასი თეფშები რაში სჭირდება.
-მარიამ გაიღვიძე, მოვედით-ჩამესმა დედაჩემის ხმა.
თვალები მობეზრებულად გავახილე, რა დავლიე ასეთი ისევ მეძინებოდა. მამას მთლიანი კოტეჯი უქირავებია, 3 სპალნა იყო, დიდი მისაღებით და პატარა სამზარეულოთი. 1 სააბაზანო ოთახი ქონდა მთელს კოტეჯს, ანა და ლიკა მისვლისთანავე შეიკეტნენ. ცოტა ხანში გამოწყობილები გამოვიდნენ, ჩანთები გადაიკიდეს და ზღვაზე წავიდეთო გამოაცხადეს.
მეორე დღეს ელენე შეზლონგზე იყო წამოწოლილი, ნიავმა შლიაპა მოსტაცა, ანა გაიქცა და მოუტანა.
-ბებო გამომართვი შენი შლიაპა_მიაწოდა ანამ.
-ბებოს აქ ნუ მეძახი, ელენე დამიძახე.-მიუგო უკმაყოფილო სახით.
-გამოჭერა უნდა კაცის და არ უნდა ასაკს მიუხვდნენ-სიცილით გადაულაპარაკა ლიკამ ანას.
ელენეს ასაკი მართლა არ ეტყობოდა, ძალიან უვლიდა თავს, მაღალი და ძალიან ლამაზი ქალი იყო, დიდი მწვანე თვალებით, თმა მოკლედ ქონდა შეჭრილი. ასაკი მართლა არ ვიცოდით კარგა ხანს. ერთხელ ლიკამ პირადობა მოპარა და მაშინ გავიგეთ რომ 57 წლის იყო. ბებიას იშვიათად ვეძახდით, გვიკრძალავდა, უნდოდა ახალგაზრდა გამოჩენილიყო. ანას იშვიათად ნახულობდა ელენე, წელიწადში ერთი ან ორი დღე, ამიტომ სულ მორიდებით და მოწიწებით უცქერდა ანა, ეშინოდა კიდეც მისი, ამიტომ ეძახდა ბებოს. ელენემ კი ისე მიახალა ბებოს ნუ მეძახიო, გოგო შეშფოთებული უცქერდა, ვერ მიხვდა რა დააშავა. ლიკას კომენტარის მერე მიხვდა რაშიც იყო საქმე და გაეღიმა.
სამი დღე არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, სამი დღის მერე 12 საათი იყო ანა და ლიკა სიცილით, რომ შემოვარდნენ ოთახში.
-რატომ არ წამოხვედი? ისევ წინგნს კითხულობ?-სიცილით საწოლზე გადაწვა ლიკა.
-ამას რა უხარია?-ანას შევხედე კითხვით.
-ვიღაც ბიჭი გაიცნო და დადნა-ანაც იცინოდა.
-მეც არ ვიფიქრე რამე საოცრება მოხდათქო.
-იცი რა ბიჭია? რა თვალები აქვს? ისე მიყურებდა, თვალებით მაშიშვლებდა.-აღტაცებული ყვებოდა ლიკა,
-ბევრი მცდელობა არ დასჭირდებოდა, ისედაც შიშველი დადიხარ ზღვაზე.
-აუუუ.. მარიამ, კარგი რა, ნუ ხარ კლიმაქსიანი შინაბერასავით ბუზღუნა. ჩადრი რომ ჩამოიფარო და ილაპარაკო 50 წლის ეგონები ადამიანს, ელენეც კი შენზე მეტად კეკლუცობს პლიაჟზე.
-ელენე ნამდვილად კეკლუცობს-სიცილის შესაკავებლად პირზე ხელს იფარებდა ანა.
-სამივეს მწყემსი გჭირდებათ, შენც, ანასაც და ელენესაც.
-მწყემსი რატომ? ცხვრები ვართ?-გაიბუსხა ლიკა, თუმცა თვალები ისე უელავდა, მგონი ერთი ნახვით შეუყვარდა და რა გაუძლებდა ამის წუწუნს.
-შენც ნახე ის ბიჭი?-ანას შევეკითხე.
-არა, წვენის მოსატანად გაგზავნა ელენემ და ისე დაიშოკა იმ ბიჭით ბარში შესული, ხელების ქნევით გამოგვეცხადა, წვენი კი არა პარეოც შემოიძრო და ბარის დახლზე დარჩა-კისკისებდა ანა.
-მაშ არ ხარ ცხვარი ხომ?-მიუბრუნდი ლიკას.
-რომ მიყურებდა ისე დამცხა შემოვიძრე პარეო, თან ისე იღიმოდა. თვითონ მოვიდა და გამეცნო, ლევანი ქვია, რა ტანი აქვს, რა მხარ ბეჭი, შოკი, ნამდვილი აპოლონია.-საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გადაწვა ლიკა.
-დიდხანს არ გიყურა ეტყობა, თორემ საცურაო კოსტუმსაც პარეოს გზას გაუყენებდი.-გაცეცხლებული ვეცი, არ მესმის ასეთი ქარაფშუტა როგორ არის ეს გოგო-მერე ელენემ რაო? ხელების პარტყუნით რომ გამოვიდა ბარიდან წვენის გარეშე.
-ხო მარიამ შენ გიცნობს მგონი, იცი რა მითხრა, ვიღაცას გევხარ ძალიან და ამერიეო, ნამდვილად გიცნობს. სხვა ვისთან უნდა ავრეოდი-ლიკამ ამოილაპარაკა.
-კიდევ რა გითხრა?-მივაჩერდი ინტერესით.
-მარტო ეგ, მერე შებრუნდა და ბარში კოქტეილის წრუპვა დაიწყო.-ამოილაპარაკა გულდაწყვეტილმა.
-საღამოს კონცერტიაო იმ ბარში, სამაგიეროდ ეგ გაარკვია, გავიდეთ რა მარიამ, შენს გარეშე არ გაგვიშვებენ ხომ იცი-მეხვეწებოდა ანა.
-კარგი გავიდეთ-დავთანხმდი. სულ არ მინდოდა კონცერტზე წასვლა, მაგრამ ანა მინდოდა ცოტა გახალისებულიყო. ვფიქრობდი და ჩემს ნაცნობებში ლევანს ვერავის ვიხსენებდი. ჩავთვალე, რომ ჩემი მეგობრების რომელიმე ნათესავი იყო, რომელსაც ადრე შევხვდი და სახელით ვერ ვიხსენებდი.
საღამოსთვის მზადებას შეუდექით, ლიკამ თმები დაგვვარცხნა მე და ანას, ჩემს გრძელ თმაზე ნამდვილ სასწაულებს ახდენდა. თმები დამიწნა გვერდებზე და უკან გაასწორა, ბოლოები დაახვია. მერე მაკიჟი გამიკეთა მსუბუქად, მოკლე თეთრი სარაფანი გადავიცვი, ფეხზე თეთრი ბალეტკები მოვირგე და მზად ვიყავი. ლიკა და ანაც ისეთი ლამაზები იყვნენ, ლიკას ჩემთან შედარებით მოკლე თმა ქონდა ამიტომ სადად დაივარცხნა, ღია მწვანე მოკლე კომბინიზონში გამოეწყო. ანას თავის საყვარელი ყვითელი საფანი ჩააცვა და თმა სულ დაუსწორა. ოდნავ გარუჯულზე ღია ფერის სამოსი ძალიან გვიხდებოდა. ასე გამოწყობილები მისაღებში გავედით. დედა ვახშამს ამზადებდა, ელენე წიგნს კითხულობდა და მამა ტელევიზორს უყურებდა. ყველამ ერთდროულად შემოგვხედეს. „საით გაგიწევიათ?“ მზერით.
-კონცერტზე მიმყავს ბავშვები, დამთავრდება თუ არა კონცერტი მოვიყვან სახლში-ერთი ნაბიჯით დავწინაურდი.
-ღმერთო რა ლამაზები ხართ-გვითხრა დედამ აღტაცებულმა, მამამ კი ცერა თითით გვანიშნა მაგრად გამოიყურებითო.
-კარგი ჩვენ წავედით-გამოვაცხადე მე, რადგან იშვიათად მივდიოდი სადმე, არასდროს არ მიშლიდნენ არსად წასვლას, ხან ვბრაზდებოდი, ლიკას ყველაფერს რომ უშლიდნენ და მე არა. მეც ლიკას ტოლი ვიყავი, ხომ შეიძლება სისულელე მეც ჩამედინა, რატომ მე არ მიწევდნენ კონტროლს.
-წავედით-ერთდროულად წამოიძახეს გოგოებმა და უკან გამომყვნენ.
-ხომ გითხარი გაგვიშვებენ, მთავარია მარიამი დავკეროთთქო.-ეჩურჩულებოდა ლიკა ანას.
ბართან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი, დაფდაფებზე უკრავდნენ, ახალგაზრდები ცეკვავდნენ, უფრო ასაკიანები გარეთ სკამებზე ისხდნენ და სანახაობას უყურებდნენ. გოგოებიც მოცეკვავე ახალგაზრდებისკენ გაიქცნენ და მათაც ცეკვა დაიწყეს. ისეთი კარგი რიტმის ხმა ისმოდა მეც კი მომინდა ცეკვა და მათკენ წავედი. მუსიკას ტანი ავაყოლე და მოცეკვავეებს შეუერთდი. უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი ცეკვით რომ ზურგიდან ცხელი სუნთქვა ვიგრძენი.
-ძლივს გიპოვე, აქ არ გელოდი მაგრამ მაინც გამოვედი-ვიღაც ძალიან მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა. ალკოჰოლის სუნი მეცა, და შეშინებული უცებ შევბრუნდი, ის ტიპი დავინახე მაკოს დაბადების დღეზე რესტორანში რომ მომშტერებოდა. ხელი მომკიდა და დაბაზიდან ისე გამიყვანა აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი. წინააღმდეგობის გაწევა ვერც მოვახერხე, აზრზე რომ მოვედი ზღვისპირას ვიდექით პირისპირ პლაჟზე.
-მე თქვენ არ გიცნობთ და საერთოდ რატომ მეძებდი?-უცებ მოვედი გონს და დავიბრუნე მკაცრი გამომეტყველება.
-ეს კი ნამდვილად შენ ხარ, მარიამ გიგაური, მე ლევანი ვარ-ხელი გამომიწოდა.
-სასიამოვნოა ლევან შენი გაცნობა, მაგრამ მე უნდა წავიდე, გოგონები მელოდებიან.-შემოვბრუნდი და ბარისკენ წავედი.
-კარგი რა მარიამ, მხოლოდ 10 წუთი დარჩი. გოგონები არსად წავლენ.-წინ გადამიდგა და ისევ იმ გამჭოლი მზერით მიცქერდა.
-რატომ უნდა დავრჩე და ველაპარაკო ჩაბნელებულ პლაჟზე უცნობ მამაკაცს, რომელმაც არც მკითხა ისე წამომიყვანა ბარიდან?-გამომცდელად მივაჩერდი მე.
-იმიტომ რომ ეს მამაკაცი ერთი ნახვით დაატყვევე, ერთი კვირაა შენს მეტი თავში არაფერი მაქვს, ყველაფერი გავიგე შენზე. 3 დღეა აქ ვარ და გელოდები პლაჟზე მაინც გადაგაწყდე, ეხლა ძლივს გიპოვე და შენ ისევ გარბიხარ.-ბოლოს ხმას აუწია, თვალები უელავდა, ცოტა ნასვამიც იყო, რამაც ცოტა შემაშინა.
-მე უნდა წავიდე-ჩუმად ამოვთქვი და ბარისკენ წავედი, ისიც უკან გამომყვა.
-მაპატიე, შენი შეშინება არ მინდოდა.-ხელი მომკიდა და თვალებში ჩამხედა.
-ლევან როგორ ხარ?-ლიკა გამოიქცა და ლოყაზე აკოცა. განგაში წამსვე ჩაირთო ტვინში, ეს ის ლევანია ვიზეც ლიკა მთელი დღეა გაუჩერებლად ლაპარაკობს, აი თურმე შენში ავერიეო რა იგულისხმა.
-კარგად ლიკა, შენ როგორ ხარ?-ისე უპასუხა ლიკას ჩემთვის თვალი არ მოუცილებია.
-მარიამ ხომ გითხარი იცნობ მეთქი, შენში ავერიე. ხომ ასეა ლევან? მარიამი გეგონე ხომ იმ დღეს ბარში?-მიაყარა ლიკამ კითხვები.
-კი, მარიამში ამერიე, გარეგნულად გევხართ ერთმანეთს, თუმცა ამავე დროს ძალიან განსხვავდებით-ინტერესი დაუკმაყოფილა ლიკას, თან თვალს არ მაცილებდა და დაჟინებით მიცქეროდა.
-წამო მეცეკვე-უცებ ხელი მოკიდა ლევანს და სცენისკენ წაიყვანა ლიკამ. ლევანს ჩაეღიმა, მე გამომხედა და ლიკასთან ერთად მოცეკვავეების ჯგუფს შეუერთდა. მე ანა მოვძებნე და გარეთ გამოვედით.
-ლიკა სად არის?-მკითხა ანამ.
-გუშინ რომ ტიპი გაიცნო იმას ეცეკვება-გაბრაზებულმა ამოვილაპარაკე.
-აუუუ... მაინტერესებს ის ტიპი, იმდენი ილაპარაკა, მართლა ასეთი მაგარი ტიპია?
-არც ისე, ლიკა აზვიადებს. აქ დამელოდე, დროა ლიკა გამოვიტანო ბარიდან, ძალიან ცანცარებს.-ანა დავტოვე და ბარისკებ გავემართე.
ჩემს თავს ვლანძღავდი გულში, რომ დაუჯერე და წამომიყვანეს, თითო შარი არ მელევა. იქნებ ვინმე მანიაკია, ან გიჟი, რომელი ნორმალური ადამიანი გაეკიდება გოგოს, რომელიც ერთხელ ნახა რესტორანში. თურმე მეძებდა, ძალიან შემეშინდა, არც პატარა ბიჭი არ იყო, იქნებოდა 25 წლადე. ფიქრები თავში მერეოდა და მხოლოდ უარესზე ვფიქრობდი. ცუდზე ფიქრმა ისე გამიტაცა ბარში შეშინებული შევბრუნდი. ეს თხა ლევანს კისერზე ჩამოკიდებული ცეკვავდა და თან რაღაცას გაცხარებული ლაპარაკობდა. ალბათ მთელი ჩვენი ისტორია მოაყოლა.
-ლიკა წასვლის დროა-მათთან მივედი და გამოუცხადე.
-კარგი რა მარო, ჯერ მხოლოდ 11 საათია. მამას კი დაპირდი 12 საათზე მოვალთო.-ამოიბუზღუნა ლიკამ.
-ნუ ღელავ მარიამ მე მოვაცილებ სახლამდე, თუ დაიღალე შეგიძლია შენ წახვიდე-უტიფრად მიღიმოდა ლევანი.
-ლიკას გარეშე არსადაც არ წავალ-მკვლელი მზერით შევხედე, ის კი ისევ იღიმოდა, ჩემს ნერვებს ცდიდა.
-ხვალაც თუ წამომიყვან ეხლა გამოგყვები სახლში-მომიბრუნდა ლიკა.
-ულტიმატუმებს მორჩი და წავედით, ხვალისაზე ხვალ ვილაპარაკოთ.-ცოტაც და დავპირდებოდი ხვალაც გამოგყვებითქო ისე მინდოდა შინ მშვიდობით მიმეყვანა ეს გოგო.
-მოიცა თქვენ ტყუპები არ ხართ? ეს რატომ იქცევა ისე თითქოს დედაშენი იყოს?-პოზიციებს არ თმობდა ლევანი.
-ეგ დედაც არის, მამაც, ბებიაც და დაც ერთდროულად-აკისკისდა ლიკა-შენ ეს არ იცი რა მაგარია, სახლში მისი ერთი სიტყვა და ყველაფერი გვარდება.
-ხოო?-წარბი აზიდა ლევანმა-ლიკა მე და შენ ბევრი სალაპარაკო გვაქვს კიდევ-გამომცდელად გადმომხედა და მივხვდი რომ მთელი ეს დრო ლიკასგან ჩემზე აგროვებდა ინფორმაციას. ღმერთო რა უნდა, მართლა მანიაკია, ვინ იძიებს ასე ერთხელ ნანახი გოგოს ისტორიას.
-ლიკა წავედით-ისეთი ტონით უთხარი აღარ გაასაჩივრა და ჩუმად ამედევნა უკან.
გზაში გოგოები უკან მომყვებოდნენ და ჩუმად იცინოდნენ, ლიკა რაღაცას უყვებოდა. სახლში როგორც კი მივედით ოთახში შეიკეტნენ.
-რატომ მოხვედით ასე ადრე?-შემეკითხა დედა-კონცერტი არ მოგეწონა?
-ეგ ჯაგა-ჯუგი რა მოსაწონია, დააყრუეს ხალხი-სიტყვაში გამოვიდა ელენე.
-დავიღალე, ოთახში ავალ-ლოყაზე ვაკოცე დედას და საძინებლისკენ გავეშურე.
-იმდენ შეკითხვას მისვავდა, ყველაფერი აინტერესებდა, სახლში ვინ ვცხოვრობთო ისიც კი მკითხა, -კართან მისულმა გავიგონე ლიკა როგორ უყვებოდა ანას_ნამდვილად მოვწონვარ. მარიამთან არ დაგცდეს, მისამართი მივეცი და ისიც უთხარი რა დროს გავდივართ პლაჟზე, კიდევ გნახავო ასე მითხრა-კარი რომ შევაღე ლიკა ბალიშს ეხუტებოდა და ოცნებებში იყო უკვე წასული, მგონი საერთო შვილებიც კი წარმოიდგინა ლევანთან, ის კი არ იცოდა რატომ გამოკითხა ყველაფერი. ან იქნებ ორმაგ თამაშს ეწეოდა და ორივეს დაკერვა უნდოდა.
-მე სააბაზანოში შევდივარ-კარადა გამოვაღე და პირსახოცი გამოვიღე.-შენ მერე მოგელაპარაკები, უცნობებს როგორ უნდა ელაპარაკო.
„რა ჭირს?“ მზერით გადახედეს ერთმანეთს და თავი ბალიშში ჩარგეს ორივემ.
დიდხანს ვიდექი შხაპის ქვეშ და ცუდი ფიქრებისგან განთავისუფლებას ვცდილობდი. ოთახში რომ ავედი გოგონებს უკვე ეძინათ.
დილით ტელეფონმა ზარი დარეკა, წამოვდექი და პლაჟზე გასასვლელად მოვემზადე, გოგონებს ისევ ეძინათ. დილის 6 საათი იყო, ადრე მიყვარს პლაჟზე გასვლა, როცა არავინ არ არის, ნიჟარებს ვაგროვებ სუვენირებისთვის, ჩემი გატაცებაა ლამაზი ნივთების და სუვენირების შექმნა, ვხატავ კიდეც, ასევე ძალიან მინდა მინანქრის შესწავლა. დედა მეუბნებოდა რომ ჩემს გატაცებაზე უარი არ უნდა მეთქვა და სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა, მაგრამ გადავიფიქრე. ერთი დიზაინერი(თერძი) და მეორე სტილისტი(დალაქი) ელენეს ინფაქტი გარანტირებული ექნებოდა. სამაგიეროდ ჩემი ეს გატაცება მეხმარებოდა საკუთარ ჩაცმულობაში, ყოველთვის განსხვავებულად მეცვა. ლიკასაც უკერავდი კაბებს და ურჩევდი სტილს.
უამრავი ნიჟარა მოვაგროვე, ჩანთაში ჩავალაგე, სარაფანი გადავიძრე და გავცურე. ნაპირისკენ რომ მოვბრუნდი დავინახე ჩემს ჩანთასთან ვიღაც ჩამომჯდარიყო. ნაპირისკენ გამოვცურე, ვინ თუ არა ლევანი მოკალათებულიყო ჩემს ხალიჩაზე და გაღიმებული შემომყურებდა, ნაპირზე როგორც კი ამოვედი პირსახოცს წამოავლო ხელი და მომახურა.
-ჩემს ტერიტორიაზე რა გინდა?-შევხედე გაბრაზებულმა.
-პლიაჟი ყველასია, არსად არ აწერია კერძო საკუთრება-ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-კერძო საკუთრება ჩემი ხალიჩაა და ჩემი პირსახოცი-წარბი მაღლა ავზიდე და ისე შევხედე.
-ბევრი დავლიე გუშინ და დამეძინა, გადაწყვეტილი მქონდა შენთან ერთად შემეგროვებინა ნიჟარები, გპირდები ხვალ დაგეხმარები-თავი ისე დაიჭირა თითქოს სულ ვერ ამჩნევდა რომ ვბრაზობდი.
-ვინ გთხოვა დახმარება? ან ვინ გითხრა რა დროს ვაგროვებ.. რა თქმა უნდა, ლიკა. მან მოგახსენა-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
- კარგი რა რატომ გამირბიხარ? არც ურჩხული ვარ და არც მანიაკი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც მოწონხარ და შენი უკეთ გაცნობა უნდა.-ხელები გაშალა და გაღიმებული სახით მომაჩერდა.
-და თუ მე არ მინდა?-გამომცდელად შევხედე.-ასე უბრალოდ არ მინდა ახალი ნაცნობები.
-მოგიწევს, რადგან არ დაგანებებ თავს-მითხრა ღიმილით, რაზეც თვალები მობეზრებულად გადავატრიალე.
-კარგი ვინ ხარ, რა გინდა, რას საქმიანობ და რატომ მაინცდა მაინც მე გადამეკიდე?-დავსვი კითხვა.
-ლევან დევდარიანი, 25 წლის, პროფესიით იურისტი ვარ. ვმუშაობ მამაჩემის სამშენებლო კომპანიაში იურისტად. ცოტა თავქარიანი ხარო მამა მეუბნება, ამიტომ ჯერ კომპანიაში სერიოზულ საქმეს ვერ მანდობს. ცოლად რომ მოგიყვან დაიჯერებს რომ დავსერიოზულდი და კომპანიის საქართველოს ფილიალს ჩამაბარებს.-მითხრა ყურებამდე გაკრეჭილმა.
-ცოლს ეძებ კომპანია რომ ჩაიბარო და რატომ გგონია რომ ცოლად მომიყვან, ან მე გამოგყვები?-წარბი მაღლა ავწიე.
-მოგიყვან, რადგან შეგიყვარდები.-დარწმუნებით მიცქეროდა თვალებში, ისე მიყურებდა და ისეთი დარწმუნებული მეუბნებოდა საკუთარ თავშიც კი შემეპარა ეჭვი, მართალს ხომ არ მეუბნევათქო. მკაცრი სახით შევხედე.
-ნარციციზმი იცი რომ დაავადებაა? არც მასეთი გადასარევი არ ხარ რომ ჭკუა დავკარგო.-გაბრაზებულმა დაუბრუნე პასუხი.
-შენი და უკვე კარგავს მგონი ჩემზე ჭკუას.-სიცილით მითხრა-დანარჩენ ოჯახის წევრებსაც მოგიხიბლავ.-ისე გავბრაზდი მის სიტყვებზე მზად ვიყავი მომეკლა.
-მე ჩემი და არ ვარ, სხვაობა საერთოდ ვერ შენიშნე? თანაც ჩემი დისგან თავი შორს დაიჭირე.-საჩვენებელი თითი მიუტანე სახესთან.
-რატომ საყვარელო? ეჭვიანობ?-ისევ იცინოდა.-კარგი ხო, მე შენ მომწონხარ და არა შენი და, ისეთი საყვარელი ხარ როცა იბუსხები და ბრაზობ. გთხოვ მომეცი შანსი რომ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი.
-მე არ მომწონს შენნაირი ქედმაღალი და თავქარიანი ბიჭები.-თვალებში უყურებდი და ისე ვეუბნებოდი.
-შენც ხომ ქედმაღალი ხარ და ამაყი, შევეფერებით ერთმანეთს-თვალი ჩამიკრა ლევანმა.
-არ შევეფერებით, 15 წუთია კამათის მეტი არაფერი გვიკეთებია. ჩანთას ხელი დავავლე და სახლისკენ წამოსვლა დავაპირე.
-გავისეირნოთ, ჩანთას მე ვატარებ-ხელი წამოავლო ჩემს ჩანთას-რა მძიმეა, ეს უნდა გეტარებინა, მთელი ზღვის ნიჟარები აქ ჩაყარე?-სიცილით მოიკიდა ჩემი ჩანთა.
-არ მითხოვია წამოღება, ჩანთა დამიბრუნე და წადი.-მკაცრად შევხედე.
-ძალიან გთხოვ, რატომ ხარ ასეთი შეუვალი და მკაცრი. მხოლოდ გავისეირნოთ და ვისაუბროთ.
-კარგი გავისეირნოთ-დავთანხმდი, თავიდან ვერ მოვიცილებდი ვიცოდი.
-ლიკამ თითქმის ყველაფერი მომიყვა შენზე-იცინოდა-მოსაყოლი შენ მგონი აღარაფერი დაგიტოვა.
-მაინც რა მოგიყვა?-ისე ვბრაზობდი ჩემს დაზე, რომ მივიდოდი სახლში ვერ გადამირჩებოდა.
-ის რომ 17 წლის ხარ, ეკონომიურზე, რომ ჩააბარე წელს, შეყვარებული რომ არ გყავს მაგრამ მალე გეყოლება-დაამატა სიცილით.
-არ მეყოლება შეყვარებული უახლოესი 10 წელი, ჩემს გეგმებში არ არის შეყვარებულის ადგილი.
-გეყოლება, შეყვარებულს გეგმა არ ჭირდება, დაუგეგმავად მოდის.-ისევ იცინოდა.-არც მე მქონდა გეგმაში ცოლის მოყვანა, მაგრამ დაგინახე და მომინდა, დაგიჩემე და ჩემგან თავს ვერ დაიხსნი.
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს. ბევრი არ იოცნებო გაწყენს. -გავბრაზდი მე.
-კარგი აღარ გავიცინებ- მხარი გამკრა და მზერით შემომხედა „ნუ მებუტებიო“-კიდევ მომიყვა რომ გყავს მკაცრი ბებია და რომ შენ მას გავხარ, თვითონ კი მამას გავს და ძალიან მხიარულია.
-რა მოგეწონა ჩემში? მე ხომ მკაცრი და უკარება ვარ?-კითხვა დაუსვი და მის შავ თვალებს ჩემი ყავისფერი სფეროები მივანათე.-ან ასე საერთოდ რომ არ იცნობ ადამიანს როგორ შეიძლება გამოაცხადო რომ მისი ცოლად მოყვანა გინდა, იქნებ უხასიათო და საშინელი ადამიანი ვარ.
-შენი ხასიათი, შენი შეუვალობა, ის რომ უკარება ხარ, ის რომ შენი მოპოვება ძნელია. შენი ძლიერი თვალების მიღმა დანახული სუსტი გოგო, რომელიც ორჯერ შევაშინე ჩემი პირდაპირობით. აქამდე თუ სუსტი სქესი მხოლოდ გართობის ობიექტი იყო ჩემთვის, შენი ნახვის მერე ეს შეიცვალა, შენ შეცვალე, არც კი გეხები, არც კი გაბავ, უბრალოდ შენს გაცნობას ვცდილობ და გეკამათები. მზად ვარ მთელი ცხოვრება გიყურო ამ თვალებში, დაგიცვა და გამუდმებით ვიკამათო შენთან, არ დავიღლები.
-მე უკვე დავიღალე, ეს კი იმას ნიშნავს რომ არ ვარ მზად შენთან კამათისთვის-გავიცინე მე და გზა განვაგრძე.
ცოტა ხანი ასე იყო, მერე გამოფხიზლდა და უკან ამედევნა.
-ეს რა არის? მარიამ მოდი აქ-რაღაცას დაჰყურებდა ჩამუხლული.
-რა იპოვე, განძი?-სიცილით მიუახლოვდი.
-დამცინე, მე მართლა განძი ვიპოვე.-იცინოდა და მიწისგან რაღაც ნივთს ასუფთავებდა.
-რა არის?-ხელის გულზე ყელსაბამი ედო, რომელსაც პატარა კულონი ეკეთა, დედა და შვილი, დაბლა კი გულის ფორმა ქონდა.
-გაიკეთე-მომაწოდა.
-არა შენია, ეგ ნივთი შენ იპოვე-თავი უარის ნიშნად გავაქნიე.
-შენს გამო რომ არ ავმდგარიყავი დილის 7 საათზე ვერაფერსაც ვერ ვიპოვიდი, თანაც ქალის ყელსაბამია.-ჩანთა ძირს დადო და თავის ხელით გამიკეთა ყელსაბამი.
-ძალიან უხდები?-მითხრა სიცილით.
-თუ მიხდება?-შეუსწორე სიცილით.
-არა უხდები, ისეთი ლამაზი ხარ, შენ უხდები-ხელი მომხვია მხარზე და ლოყაზე მაკოცა.
-ძალიან გამითამამდი.-შევხედე გაბრაზებულმა.
-კარგი, ჯერ-ჯერობით მეგობრები ვიყოთ.-ხელები მაღლა ასწია.
-კარგი.-გამეღიმა.
პლაჟზე ვსეირნობდით კიდევ ნახევარი საათი. ლევანი მიყვებოდა რომ რუსეთში ქონდა მამამისს ბიზნესი, სამშენებლო კომპანიაც. საქართველოში გაიმარჯვეს ტენდერში და ლევანი დროებით იყო ჩამოსული, რამდენიმე თვეში უკან მოუწევდა წასვლა.
-არ მოიწყინო, თავს არ შეგაყვარებ და არ გავქრები, თუ ცოლად გამომყვები აქ დავსახლდები და აქაურ ბიზნესს ჩავიბარებ.-მიცინოდა.
-რატომ გგონია, რომ მოვიწყენ? თანაც მე ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას და არც შენ წარმომიდგენიხარ ჩემს გვერდით.
-კარგი, ვეცდები დაგითანხმო და შენს მომავლის გეგმებში მეც ჩავეწერო-ისევ მიცინოდა.
-ლიკამ მისამართიც მოგახსენა?-როცა ჩემს კოტეჯთან გაჩერდა გამეცინა.
-კი, მომახსენა და 10 საათზე პლაჟზე პაემანიც დამინიშნა.-უტიფრად მომახსენა-კარგი არ მივდივარ, რა სახე გაქვს, ლიკას მხოლოდ შენს გამო დავუახლოვდი.
-ის ჩემი დაა, ძალიან მიამიტია. გაფრთხილებ თავი შორს დაიჭირე თორემ..
-თორემ მომკლავ-დაამთავრა ჩემი სათქმელი.-კარგი ლიკასთან აღარ ვიფლირტავებ, მეტიც, თუ ვნახავ აუხსნი რომ შენ დამატყვევე.
-არ არის საჭირო ახსნები, უბრალოდ შორს დაიჭირე თავი-მკაცრი და შეუვალი ვიყავი.
-კარგი საყვარელო-ჩანთა გადამკიდა და ისევ ლოყაზე მაკოცა.
სანამ რამის თქმა მოვასწარი უკვე წავიდა. მე კი გაღიმებული შევედი სახლში. ანა და ლიკა ახალგაღვიძებულები გამოვიდნენ ოთახიდან, მერე მზადება დაიწყეს და მალე ყველა პლაჟზე წავიდნენ. მე მარტო დავრჩი სახლში, წიგნი ავიღე და კითხვა დავიწყე, უკვე 10-ჯერ გადავიკითხე ერთი გვერდი და საერთოდ რომ ვერ გამოვიტანე აზრი გაბრაზებულმა დავხურე წიგნი. თავში ქარიშხალი მქონდა, ლევანზე ვფიქრობდი, რატომ გადამეკიდა ასე, ახლა მასზე ფიქრი ნამდვილად არ მინდოდა. არ ვიცი ეს რა იყო, ალბათ მოწონება, მომწონდა, სიმპატიური იყო, ლამაზიც, მაგრამ როგორც წიგნებში ეწერა დაინახავ და მიხვდები რომ ის შენი მეორე ნახევარია, ეს ის არ იყო. გამეცინა ჩემს ფიქრებზე, ყოველთვის ვთვლიდი, რომ სიყვარული არ არსებობს, უბრალოდ თავი უნდა დააჯერო რომ გიყვარს და შეიყვარებ. ფიქრების გასაფანტად თავი გავიქნიე.
სამზარეულოში გავედი, მაცივარში შოკოლადი ვიპოვე, ორი ფილა შოკოლადი ავიღე და სულ შევჭამე. მერე დავაფიქსირე, რომ შოკოლადს საერთოდ არ ვჭამდი, ახლა კი კიდევ ორ ფილას შევჭამდი რომ ყოფილიყო.
ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა:
-“დაიწყე ჩემზე ფიქრი თუ ჯერ არა?“-პასუხი არ დაუბრუნე, ისევ მოვიდა შეტყობინება.
-„ლევანი ვარ,  ლიკამ ჩამაწერინა შენი ნომერი, მე ტელეფონი არ მაქვს და ჩემი დის ტელეფონის ნომერს მოგცემო, მხოლოდ აუცილებლობის დროს დარეკეო. „ქურდს რა უნდა, ბნელი ღამეო“ მეც რა მინდოდა? “
-„ტყუილად ოცნებობ, რომ შენზე ვიფიქრებ. შოკოლადს ვჭამ და ყავის დალევას ვაპირებ.“
-„ე.ი დაიწყებ ჩემზე ფიქრს?’
-„ვითომ რატომ?“
-„მეც შოკოლადის ჭამით დავიწყე და ახლა სულ შენზე ვფიქრობ.“
-„ნუ ოცნებობ?“
-„ჩემს ოცნებას რეალობად ვაქცევ. დილით ისე ცუდად ვიყავი არავის და არაფრის გამო არ ავდგებოდი საწოლიდან მთელი დღე. შენ სასწაულებს ახდენ, შენი ნახვის სურვილი ჩემი თავის ტკივილზე დიდი იყო და შენს სანახავად პლაჟზე გამოვედი. ახლა აღარც თავი არ მტკივა, შენი სახე დამყვება თან და გიჟივით მეღიმება. საღამოს პლაჟზე გამოხვალ?“
-„კი, გვიან მზის ჩასვლა რომ დაიწყება“.
-„ერთად უყუროთ მზის ჩასვლას, მეც გამოვალ.“
-„კარგი“.
მთელი დღე ვფიქრობდი, ღირდა პაემანზე, რომ მივდიოდი ლევანთან? გოგოები სულ მეუბნებოდნენ, რომ ცივი და უკარება ვიყავი. ლევანი მომწონდა მაგრამ ისე არა რომ სურვილი გამჩენოდა მასთან ერთად სეირნობის. არც დიდად განათლებული ჩანდა. ჩვეულებრივი თავქარიანი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს. ლიკა მთელი დღეს მოწყენილი დადიოდა.
-რა ჭირს ამას?-ანას ვკითხე
-ტურფამ გადააგდო და არ მოვიდა პლაჟზე,- სიცილით მითხრა ანამ. გამეცინა, ლევანი პირობას ასრულებდა. თუმცა ჯერ არაფერი უთხარი ლიკას ლევანზე.
-მარიამ საიდან იცნობ ლევანსს?_მკითხა ლიკამ.
-მაკოს დაბადების დღეზე გავიცანი.
-მე რატომ არ ვიცნობდი, მაკოს მთელ სანათესაოს და სამეგობროს ვიცნობ.
-მაკოს არც ნათესავია, არც მეგობარი, უბრალოდ იმ რესტორანში იყო სადაც მაკოს ქონდა დაბადების დღე.
-ერთმანეთი ვინ გაგაცნოთ?
-არავინ, სიგარეტს ეწეოდა აივანზე, მეც იქ ვიდექი და თვითონ გამეცნო.
-მე კი მითხრა საუკეთესო მეგობრები ვართ, არ იცოდიო?
-შენ კი ყველაფერი მოუყევი ჩემზე და ნომერიც მიეცი ხო.
-შენ საიდან იცი?
-მეე..-დავიბენი-დილას შემხვდა პლაჟზე, ვარჯიშობდა, მე რომ ნიჟარებს ვაგროვებდი, მაშინ მითხრა, როგორ ჩაუკაკლე ყველაფერი.-მოვიგონე უცებ.
-ჩემი აპოლონი, აი თურმე რატომ აქვს ასეთი მაგარი კუნთები-დადნა ლიკა, სად ნახა ლევანის კუნთები, სულ არ იყო კუნთიანი და აპოლონი. ლიკას ფანტაზიორობაზე მეცინებოდა.
-ხო, სულ ვარჯიშის დამსახურებაა.-ჩემს ტყუილზე მეც გამეცინა და გამახსენდა ლევანის ნათქვამი თავი ისე მტკიოდა შენს გამო თუ ავდგებოდიო, მე კი ვარჯიში დავაბრალე.
-ხვალ ადრე უნდა ავდგე და გავიდე პლაჟზე, ანა ადრე დავიძინოთ და ეს ტოროლა რომ დგება მაგ დროს გავიდეთ.-გადაულაპარაკა ლიკამ ანას.-ვითომ ჩვენც ვვარჯიშობთ.
აი სად გამომიჭირეს. პაემნები ჩამეშალა აშკარად. მეცინებოდა, ძალიან არ ვდარდობდე ლევანთან პაემნებს.
საღამოს გოგოები პლაჟიდან რომ დაბრუნდნენ მე მერე გავემზადე და წასასვლელად მოვემზადე.
-მარიამ 3 დღეში უკან მივდივართ და ისეთი თეთრი ხარ შენზეა ნათქვამი „მზეთუნახავიაო“-დამცინოდა ლიკა.
-იცინე, იცინე და ნახავ შენ რომ ჩემზე ადრე დაბერდები-დავცინე მეც.-თანაც მე რუჯი მაქვს, შენ კი დამწვარი ხარ. ჩანთა მოვიკიდე და პლაჟზე წავედი.
ზღვაში შევცურე, პლაჟზე აქა იქ თუ შენიშნავდით ხალხს, მზე ლამაზად ჩადიოდა უკვე. უკან რომ გამოვცურე ლევანი ისევ ჩემს ხალიჩაზე იჯდა და გაღიმებული მიყურებდა. ისეთი თვალებით მიყურებდა წყლიდან რომ ამოვედი, ინსტიქტურად ტანზე დავიხედე კუპალნიკი ხომ არ გამაძრო წყალმათქო. პირსახოცი მომახვია მხრებზე და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-ჯერ კიდევ არ ფიქრობ ჩემზე?-ჩაილაპარაკა ნაღვლიანად.
-არა ჯერ არ ვფიქრობ შენზე, როგორც ჩემს მომავალზე, ვფიქრობ ისე როგორც კარგ ნაცნობზე. ჯერ კარგად უნდა გაგიცნო, ჩემს ნდობას თუ გაამართლებ დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.-ისე უთხარი მისი თვალებისთვის თვალი არ მომიცილებია.
-იცი რა მაგიჟებს შენში?-მითხრა ღიმილით.
-რა? ახალა არ დაიწყო სხვებივით, თვალები, ტანი და ჩემი ღირსებების ჩამოთვლა.-მობეზრებულად თვალები ავატრიალე.
-არა, ეგ ყველაფერი ისედაც მაგიჟებს, მაგრამ შენს დაბნევას რომ ვერ ვახერხებ და კონტროლს არასდროს კარგავ საკუთარ თავზე ეგ.-მითხრა და თან დაჟინებით მიყურებდა.
-კონტროლი. ეს ჩემი ხასიათია, ყველაზე და ყველაფერზე. ისე არ გეშინია შენი გაკონტროლებაც რომ დავიწყო, კაცებს ხომ სუსტი და ქარაფშუტა ქალები მოგწონთ.-შევხედე გამომცდელად.
-მე არ მომწონს სუსტი და ქარაფშუტა ქალები, ისინი მხოლოდ ერთი დღისთვის მომწონს, გვერდით კი ძლიერი და წარმატებული ქალი მინდა რომ მყავდეს, ისეთი ქალი რომელიც ავტორიტეტი იქნება შვილებისთვის და შვილი რომ საშინაო დავალებაში დახმარებას სთხოვს პირს არ დააღებს არ ვიციო. თუმცა მართალი ხარ, კაცების უმრავლესობას სუსტი ქალები მოწონთ, ალბათ იმიტომ რომ თავად იგრძნონ რომ ძლიერები არიან. ხო და ერთი კი ის არის, რომ მთლად ისეთი ძლიერიც არ უნდა იყოს ქალი, რომ კაცმა სუსტად იგრძნოს თავი. შენ გარეგნულად ხარ ძლიერი, სერიოზული, შინაგანად კი სუსტი ხარ და დაცვა გჭირდება.
-არ მჭირდება დაცვა, შენ საერთოდ არ მიცნობ.-გავიბუსხე.
-გჭირდება, ძლიერი ხელის მოხვევა გჭირდება.-მითხრა სიცილით და მაგრად შემომხვია ხელები.
-ძალიან არ გათამამდე.-შეუბღვირე ლევანს და მანაც ცივად შემიშვა ხელი.
-მხოლოდ ხელს გადაგხვევ, კარგი რა ასე ნაჩხუბარი ბავშვებივით უნდა ვისხდეთ.
-სახლში წასვლის დროა-თავი გავინთავისუფლე მისი ხელებიდან.
-კარგი რა მარიამ, ჯერ მხოლოდ 9 საათია-მითხრა სევდიანი სახით.
-მე საცურაოდ გამოვედი, სანამ სახლში უფიქრიათ რომ ზღვაში დავიხჩე და ძებნა გამოაცხადეს მანამ დავბრუნდები-უთხარი და ჩემი ნივთები წამოვკრიფე.
-ხვალ დილით ხომ გამოხვალ ნიჟარების შესაგროვებლად?-თვალი ჩამიკრა.
-მარტო მე არა, ლიკაც მოდის, უნდა ვივარჯიშოო, წამომცდა რომ დილით გნახე.-ტუჩზე ვიკბინე.
-ნუ აკეთებ ასე.-სერიოზული სახით შემომხედა.
-რას ნუ ვაკეთებ?-გაკვირვებული უყურებდი.
-ტუჩს ნუ კბენ.-ტუჩებზე დამისვა ნაზად თითები და საკოცნელად დაიხარა. მე კი უცებ მოვშორდი და სახლისკენ დავიძარი, თავი გაიქნია და ჩაეცინა-მშიშარა ხარ მარიამ-მომაძახა და უკან ამედევნა-ურთიერთობის გაღრმავების გეშინია-უკვე გვერდით მომყვებოდა და ყურში მეჩურჩულებოდა.
-არ მეშინია, ჯერ ვერ გენდობი.-უთხარი და თვალებში ღრმად ჩავხედე. იქ რა დავინახე? დავინახე რომ ამ ბიჭს მართლა უყვარდი და ჩემს გამო მზად იყო ყველას და ყველაფერს დაპირისპირებოდა. გონება მეუბნებოდა, რომ ასე უცებ არ შეიძლება სიყვარული მოდიოდეს.
ტელეფონმა დარეკა, ნიკა მირეკავდა:
-მარიამ როგორ ხარ? მომენატრე. როდის ჩამოდიხარ?-გაისმა ტელეფონში ნიკას ხმა, ლევანი ისე ახლოს იდგა მივხვდი რომ ნიკას ლაპარაკი ესმოდა.
-კარგად ვარ ნიკუშ, მეც მომენატრე. 3 დღეში თბილისში ვიქნები.-ჩავძახე მხიარულად.
-კარგი, რომ ჩამოხვალ დამირეკე. გკოცნი.-დამემშვიდობა ნიკა.
-ესე იგი მოგენატრა-წარბაწეული შემომყურებდა ლევანი.
-ჩემი მეგობარია და მომენატრა-წარბი ავწიე მეც.
-ეგ შენ ხარ მისი მეგობარი, ის კი სულაც არ გიყურებს როგორც მეგობარს. მე კი ეს არ მომწონს-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-კარგი რა ლევან, ის ჩემი მეგობარია და მეგობრად დარჩება, შენ მოგწონს თუ არა მაინც, რადგან ჩვენი ნაცნობობა სულ რაღაც 2 კვირას ითვლის, ნიკუშა კი მთელი ჩემი ბავშვობაა. ულტიმატუმების წამოყენება ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა ნურც მომავალში შეეცდები მეგობრებს ჩამომაშორო, რადგან დაზარალებული ისევ შენ დარჩები-მივაყარე გაბრაზებულმა და სიტყვის თქმაც არ დავაცადე ისე წავედი სახლისკენ, უკან ერთხელ შემოვბრუნდი და დავინახე ხეს როგორ დაარტყა მუშტი. არ მინდა არჩევანის წინაშე დამაყენოს, ნიკა მართლა ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
მისაღებში გოგონები და მამა რაღაცას თამაშობდნენ, თან იცინოდნენ. მე ოთახში შევიკეტე ძალიან ამაყი ვიყავი, ამიტომაც მიჭირდა ურთიერთობა უცხო ადამიანებთან. ლიკაზე ვბრაზობდი, ნამდვილად მან მოუყვა ნიკუშაზე. ეს გოგო ენას კბილს არასდროს აჭერს. ისე დამეძინა, რომ გოგონების შემოსვლა ვერ გავიგე ოთახში. დილით ისევ 6 საათზე ავდექი იმ იმედით რომ ლევანს ვნახავდი, ტელეფონიც შევამოწმე, არც დარეკილი დამხვდა და არც მოწერილი.
-ჯანდაბაშიც წასულხარ.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა და პლაჟზე წავედი. სეირნობა დავიწყე, არც ნიჟარების შეგროვება არ დამიწყია. ზღვიდან წამოსულ ჰაერს ღრმად უშვებდი ფილტვებში. ხელით ლევანის ნაპოვნ კულონს ვაწვალებდი და მეღიმებოდა. სანაპიროს კარგა შორს გაუყევი ფიქრებში წასული, რომ გამოვერკვიე უკვე ძალიან შორს ვიყავი და უკან მივბრუნდი. სადღაც ათ მეტრში წინ ლევანი მიდგა, მოკლე შარვალი ეცვა და ხელები ჯიბეებში ქონდა ჩაწყობილი, დაჟინებით შემომცქეროდა და ეღიმებოდა.
-დიდ ხანია უკან მომყვები?_რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მის წინ გავჩერდი.
-რატომ არ აგროვებ ნიჟარებს?-შემომხედა გამომცდელად.
-ხასიათზე არ ვარ.-მხრები ავიჩეჩე.
-პატიებას არ გთხოვ, აზრი არ შემიცვლია, ისე გიყურებს ნიკა როგორც მე და რომ წარმოვიდგენ რომ ისიც იმავეს ფიქრობს შენზე რასაც მე სისხლი მეყინება და მისი დახრჩობა მინდება-ძარღვები ებერებოდა ყელზე.
-ისე არ მიყურებს როგორც შენ.
-შენ რა იცი?
-ვიცი, შენ თვალებით მჭამ და მგონი შენს ფიქრებში სექსიც გაქვს ჩემთან.-ამაზე გაეცინა- ნიკასთვის კი უბრალოდ დიდი სიყვარული ვარ, რომელსაც ისე უფრთხილდება როგორც ბროლის ლარნაკს და საერთოდ ვინ მოგცა უფლება მეგობრებთან ურთიერთობა გამიკონტროლო. მე შენთვის სახელიც არ დამირქმევია, არ ვიცი რა ადგილი გაქვს ჩემს ცხოვრებაში.
-მე ვიცი, დღეიდან მე შენი შეყვარებული ვარ.
-ძალიან ჩქარობ, მე არ მიყვარხარ, მეტიც, არც კი გიცნობ.
-სამაგიეროდ მე მიყვარხარ.
-ასე უცებ არ უყვარდებათ, ჯობს კარგად გაერკვე და ულტიმატუმებს ნუ მიყენებ.
-კარგად ხვდები რომ ნიკას უყვარხარ, არ ჯობია თავი შორს დაიჭირო და არ დააიმედო?
-არ ვაიმედებ, ისე ვექცევი როგორც მეგობარს. შეხვდება სხვა ვინმეს, შეუყვარდება და მორჩება, ჩვენს მეგობრობას კი ვერ დავანგრევ, მხოლოდ იმიტომ რომ ნიკა ვერ გარკვეულა.
-ძნელია შენი პარტნიორობა, საშინლად ჯიუტი ხარ, საშინლად ლამაზი და მიმზიდველი.
-ნახე მაშინ სხვა ვინმე, ვინც შენს დაკრულზე იცეკვებს.
-მე შენ მჭირდები, სხვა არავინ. მინდა ეს გჯეროდეს და მინდა ნორმალური ურთიერთობა ავაწყოთ. ჯერ სულ ახლახანს გავიცანით ერთმანეთი და სულ ვკამათობთ. მე ვეცდები, რომ თავი მაქსიმალურად გავაკონტროლო და არ გაგაბრაზო. შენც შეეცადე გთხოვ.
-კარგი, მაგრამ მე მარტო არ ვარ, მეგობრები მყავს და ახლობლები, ისევე როგორც შენ. რაღაცის დათმობა და გადაფასება ორივეს მოგვიწევს, ამიტომ ამას აქედანვე უნდა შევეგუოთ.-ამოვიჩურჩულე.-დიდი ხანია უკან მომყვები?-თავი ავწიე და თვალებში ჩავხედე.
-რაც სეირნობ სულ უკან მოგყვები. მანქანაში ვიჯექი და გიყურებდი, მერე უკან გამოგყევი, ველოდებოდი როდის მობრუნდებოდი უკან. რატომ არ დამირეკე?
-შენ რატომ არ დამირეკე?
-ჩემი პატარა და ბუტია გოგო.
სახლში კმაყოფილი დავბრუნდი, ლევანს შეურიგდი, ბედნიერი ვიყავი. სახელს ვერ ვარქმევდი ჩვენს ურთიერთობას, თუმცა როგორც ყველა გოგოს ალბათ მეც მომწონდა ყურადღება ისეთი ბიჭისგან როგორივ ლევანი იყო. ლიკამ ჩემი მისვლის მერე გაიღვიძა ბუზღუნით.
-რატომ არ გამაღვიძე-დამიწყო ჩხუბი, მე გაკვირვებული თვალებით დაუწყე ყურება.
-ლიკა დილის 6 საათზე როდის მერე იღვიძებ?_კითხა დედამ.
-მას მერე რაც გავიგე რომ აპოლონი დილის 6 საათზე ვარჯიშობს-თქვა ბედნიერი სახით. მე წყალს ვსვავდი და ისე გადამცდა სასულეში, რამის დავიხრჩე.
-ვინ აპოლონი, სულ გაგიჟდა მგონი ეს გოგო-გაკვირვებული შემოგვყურებდა დედა.
-ნამდვილად-დავეთანხმე ხავილით.
-დღესაც ვარჯიშობდა?-კითხვით შემომხედა.
-არა!_თითქმის უყვირე გაბრაზებულმა. მაგიჟებდა ეს გოგო, შეიძლება ბიჭებზე ასეთი ძალადობა?
-კარგი გოგო ხარ რომ არ გამაღვიძე, ტყუილად უნდა ავმდგარიყავი.-მხარი გამკრა და სააბაზანოში გაიქცა.
-ვინ ვარჯიშობდა, რას ვარჯიშობდა?-ისევ დედა მომაჩერდა.
-დედა თბილიში რომ ჩავალთ, რაღაც უნდა მოგიყვე, შენი რჩევა მჭირდება.
-ახლა ვერ მეტყვი?
-ვერა აქ წყნარად ლაპარაკს ვერ მოვახერხებთ.-სულ დედას ვეკითხებოდი რჩევას, დედა ჩემი მესაიდუმლე იყო და მეგობარი. რამდენი რამეც მეგობარ გოგონებს გავანდე, ბევრი რამ ასე ვთქვათ „წინ დამხვდა“, ამიტომ მერჩივნა დედისთვის მომეყოლა ლევანზე.
მე და ლევანი ყოველ დილით და საღამოს ვხვდებოდით ერთმანეთს და ერთმანეთის ჯიუტ ხასიათს უკეთ ვეცნობოდით.
-ხვალ დილით თბილისში მივდივართ ადრე 6 საათზე, სანამ ძალიან დაცხება-გამოგვიცხადა მამამ. ბარათზე თანხა აღარ მქონდა და ლევანს ვერ შევატყობინებდი ჩემი ადრე გასვლის შესახებ, დილით ალბათ ლოდინს დამიწყებდა პლიაჟზე.
გოგონები გადაირივნენ ბარში წავიდეთო, ლიკა დაღონებული იყო იმ ღამის მერე ლევანი აღარ უნახავს, არც რეკავსო და ბრაზობდა. მეც გადავწყვიტე წავსულიყავი, რომ მენახა და გამეფრთხილებინა. ბარში შევედით და ფორთოხლის წვენი შეუკვეთეთ, წვენი დავლიეთ, ცოტა ვიცეკვეთ და ლევანი რადგან არ გამოჩნდა გოგონებს შევახსენე, რომ დილით ადრე უნდა წავსულიყავით და სახლში წამოვიყვანე. გოგონები წინ გამოიქცნენ, სანაპიროსთან მანათობელ ფრანებს უშვებდნენ და პატარა ბავშვებივით აღტაცებულები გაიქცნენ ფრანების საყურებლად. მე მათზე მეცინებოდა, ხეს მივეყუდე ტროტუარზე და მათკენ დავიწყე ყურება. გზის მხიდან ნაცნობი ხმა გავიგონე და ხმის მიმართულებით გავიხედე. ლევანს მანქანის კარი გამოეღო და ვიღაც რუს გოგოს მანქანაში სვავდა, თან ეს გოგო ისეთი მთვრალი იყო ლევანს ტუჩები რამის მოაჭამა კოცნით.
-ნუ ჩქარობ საყვარელო, მალე მოგხედავ-მანქანაში შეტენა გოგო და თავად მძღოლის მხარეს მოუარა მანქანას. თითქოს დაჟინებული მზერა იგრძნო, უცებ შემომხედა და სახე აელეწა_ამის დედაც-ჩაიბურტყუნა და ჩემსკენ დაიძრა.
მე რა გავაკეთე? შემოვბრუნდი და სულ სირბილით გავიქეცი სახლში. მისი დანახვაც არ მინდოდა.
-მარიამ გაჩერდი უნდა დავილაპარაკოთ-უკან ლევანის ძახილი მესმოდა, თუმცა მთელი ძალით გავრბოდი და სახლამდე არ გავჩერებულვარ.
ტელეფონზე მირეკავდა მე კი გაუთიშე.
-„გთხოვ გამოდი, უნდა ვილაპარაკოთ, გარეთ გელოდები“-სმს მოვიდა ტელეფონზე. მე კი უპასუხოდ დავტოვე, პასუხს ვერც დაუბრუნებდი და ვერც ვნახავდი.
-მარიამ, მარიამ სად გაქრი?-ცოტა ხანში ლიკა შემოვარდა ოთახში. მისი გამომეტყველებიდან მივხვდი, რომ ლევანი კართან აღარ იდგა და ლიკას არ უნახავს, თორემ ლევანზე ლაპარაკით ტვინს წაიღებდა.
-დავიღალე და წამოვედი-მაქსიმალურად ვეცადე არაფერი შემტყობოდა.
-რა გჭირს? რა სახე გაქვს? -შემომეხვივნენ გოგოები.
-არაფერია. იმედები გამიცრუვდა.-ჩავილაპარაკე და ბალიშს ჩავეხუტე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლევანთან შეცდომა დაუშვი, არასაიმედო პიროვნება იყო. გასართობად იყო ზღვაზე ჩამოსული და ჩემთან ფლირტი გააბა, ალბათ ჩემი საწოლში შეტყუებაც ქონდა გეგმაში.
დილით თბილისისკენ წამოვედით, ლევანის მანქანა ჩვენს სახლთან დავინახე ახლოს, „ალბათ აქ გაათენა“, გავიფიქრე. დაინახავს, რომ მივდივართ. თუ ჩემს მოსაძებნად ჩამოვიდა რუსის ქალებს რაღას დასდევს, ურთიერთობა ახალი დაწყებული გვქონდა და ის ალბათ ყოველ ღამე ახალ-ახალ გოგოებს აბავდა. ჩემი ალტერ ეგო, მიმეორებდა რომ ის კაცია და უნდა მეპატიებინა, მაგრამ მეორე მარიამი მიმეორებდა რომ ეს უპატივცემულობა იყო ჩემს მიმართ. გული მერეოდა რომ წარმოვიდგენდი, რომ იმ ხელებით რომლითაც მე მეხვეოდა სხვა ქალსაც ეფერებოდა, და არა მარტო ეფერებოდა. ისევ წამალი დავლიე და მთელი გზა მეძინა.
სახლში მოსვლისთანავე შევიკეტე ოთახში.
-„თბილისში რომ ჩახვალ უნდა გნახო და უნდა დავილაპარაკოთ“- შეტყობინება დილის 7 საათზე იყო მოწერილი.
კვირა კვირას მისდევდა, თვე თვეს, არც მოუწერია, არც დაურეკავს.
მე სწავლას შეუდექი, ლიკამ სალონში დაიწყო მუშაობა, ხოლო ანა ხევსურეთში წაიყვანა მამამ.
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ლევანი თამაშობდა და თავიდან უნდა ამომეგდო.
ნიკას ყოველ დღე ვნახულობდი, თავის საგნებზე მიყვებოდა, ძალიან მოწონდა სამედიცინოზე. მოწოდებით იყო ეს ბიჭი ექიმად დაბადებული, იმდენი რამე ვისწავლე მისგან, ლექციაზე რასაც უხსნიან, რომ არ მომიყვეს არ შეუძლია, დაუსწრებლად ვსწავლობ მეც სამედიცინოზე. სასწავლებელში მივყავარ ხშირად, სასწავლებელშიც მაკითხავს თუ ჩემზე ადრე უმთავრდება ლექციები. ჩემთან როცა მოდის ელენე და ნიკა სამედიცინო თემებს განიხილავენ, ელენეს ისე მოწონს ნიკა, სთავაზობს პრაქტიკებს რომ დაიწყებ ჩემთან წამოდი კლინიკაშიო, თან ნიკას ურჩევს რომ ქირურგიული აირჩიოს. ჩემს ასისტენტად წაგიყვან და ბევრ რამეს გასწავლიო.
უნივერსიტეტის პირველი კურსი დავხურე, სწავლით ისე ვიყავი დაკავებული, ლევანის არსებობაც კი დამავიწყდა. ჩემმა ლექტორმა გერმანიაში გაცვლითი პროგრამით წასვლა შემომთავაზა. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა ფაკულტეტზე 3 თვე სწავლება. ჩვენი პროფესორი ზაფხულში 3 თვე წაიკითხავდა ბერლინში ლექციებს, მას გავყვებოდი და სექტემბრიდან ისევ უნივერსიტეტში გავაგრძელებდი სწავლას.
მამას და დედას გამოუცხადე რომ გერმანიაში მივდიოდი, ბარგი ჩავალაგე და გერმანიაში წავედი. გაცვლითი პროგრამა ძალიან კარგია, ენის დასახვეწად მშვენიერი პრაქტიკა მივიღე, ჩემი გერნმანული საგრძნობლად გაუმჯობესდა. ახალი მეგობრები შევიძინე.
ბერლინიდან საღამოს სახლში დავრეკე, ლიკამ მიპასუხა.
-მარო როგორ ხარ? როგორ მომენატრე? სულ არ რეკავ? როდის ჩამოხვალ?-მომაყარა კითხვები.
-ლიკა ამოისუნთქე არ დაიხრჩო_სიცილი ამივარდა.
-შენ სულ არ მოგენატრე ხომ?-გაიბუსხა.
-როგორ არ მომენატრე. მომენატრეთ, თანაც ძალიან, მე კარგად ვარ, აქ სწავლა მომწონს 2 თვეც და ჩამოვალ და სულ მანდ არ გეყოლები?-უთხარი სიცილით.
-მარო იცი ჩემთან თმის შესაჭრელად ვინ დადის სალონში?
-რა იყო თმა პრეზიდენტს ხომ არ შეჭერი, რა გიხარია? ისე, რომ გაკივი თმა შევჭერიო ელენემ არ გაგიგოს, თორემ აღარასდროს აღარ დაგჭირდება თმის შეჭრა ისე დაგაპუტავს.-უთხარი სიცილით.
-არა გოგო ელენე სამსახურშია, ლევანი დადის ჩემთან, არც მეტი არც ნაკლები_სანამ გვარი თქვა მუცელში დამიარა რაღაცამ_დევდარიანი, ჩემი აპოლონი. რა იყო მარიამ დამუნჯდი?
-ა... არა... ხო..._ენა დამება, სათქმელს ვერ უყრიდი თავს.
-ხო შენზეც მკითხა როგორ არისო? მე უთხარი რომ გერმანიაში წახვედი. ყოჩაღი და გყავსო ასე მითხრა. მერე კაფეში დამპატიჟა, საღამოს ყავა დავლიეთ.
-კიდევ რა გითხრა?-ინტერესი მკლავდა, სად ბრძანდებოდა ამდენი ხანი, ახლა გამოჩნდა და ლიკას ეკურკურება.
-მითხრა რომ ძალიან მხირული და ლამაზი ვარ. ჩემი აპოლონი, ვდნები რომ უყურებ, ის კი სულ მიცინის.-მიაყარა ლიკამ.
-კარგი ლიკა, ახლა უნდა გავთიშო._ტელეფონი გავთიშე, გაცეცხლებული ვიყავი, ლევანს საკუთარი ხელით დავახრჩობდი, ახლა ლიკასთან დაიწყო თამაში, ამას არ ვაპატიებდი.
ორი თვე ისე გაიწელა, სახლში იშვიათად ვრეკავდი, არ მინდოდა ლიკას ისევ ლევანზე დაეწყო საუბარი. სამაგიეროდ ნიკუშა მირეკავდა ხშირად, მეც უყვებოდი გერმანიის ამბებს. რამდენიმე მეგობარიც გავიჩინე გერმანიაში, მათ შორის მარკი და შარლოტა. და ძმანი იყვნენ, ერთ ფაკულტეტზე სწავლობდნენ, მათ სახლშიც მიმიწვიეს, ძალიან მყუდრო და ლამაზი ბინა ქონდათ სასწავლებელთან ახლოს. მშობლები ცალკე ცხოვრობდნენ, სტუდენტები რომ გახდნენ ცალკე ბინაში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ჩაიზე ხშირად მეპატიჟებოდნენ, ბერლინიც დამათვალიერებინეს. მე საქართველოზე უყვებოდი, დავპატიჟე რომ მომავალ ზაფხულს საქართველოში ჩამოსულიყვნენ სტუმრად. დამპირდნენ რომ ჩამოვიდოდნენ, ჩემი წყალობით ბევრი რამ შეიტყვეს საქართველოს შესახებ და ძალიან უნდოდათ ჩამოსვა. მეც აღფრთოვანებული ვიყავი ბერლინით, განსაკუთრებით მომეწონა ალექსანდერპლაცის მოედანზე არსებული მსოფლიო საათი. მე ხომ უცნაური ხასიათი მაქვს, საათი რატომ მომეწონა? იმიტომ რომ განსაკუთრებული და განსხვავებული იყო.
აგვისტო იწურებოდა გერმანიიდან დავბრუნდი, შარლოტამ და მარკმა გამომაცილეს აეროპორტში და დამპირდნენ, რომ მომავალ წელს საქართველოში ჩამოვიდოდნენ სტუმრად.
თვითმფრინავით ფრენის მეშინია, როგორც შორ მანძილზე მგზავრობის, ძილის წამალი დავლიე, ღვედი შევიკარი და სტიუარდესა გავაფრთხილე, რომ ჩავფრინდებოდით გავეღვიძებინე. ლევანი დამესიზმრა, თითქოს ცხადი იყო, თავზე მეფერებოდა და მეჩურჩულებოდა ვერ დაგივიწყეო. სტიუარდესამ რომ გამაღვიძა უკვე საქართველოში ვიყავით. გვერდით არავინ მიჯდა, ჩემი ლექტორი უკვე გასულიყო თვითმფრინავიდან. სიზმარმა შემაშფოთა, არასდროს დამსიზმრებია ლევანი.
თბილისის აეროპორტში დედა, მამა და ლიკა დამხვდნენ. ისე მიკრავდნენ გულში და მკოცნიდნენ თითქოს წლებია არ ვენახე.
-რა გჭირს მარიამ ჩვენი დანახვა ასე არ გაგიხარდა?-მსაყვედურობდა ლიკა.
-კარგი რა ლიკა, 3 თვე ვიყავი სულ წასული, 3 წელი ხომ არა.
-3 თვე იძახე შენ და იმდენი მოსაყოლი დამიგროვდა, ისე მაკლდა შენი დატუქსვა, შენ ამ დროს ბერლინში ერთობოდი. ისე მართლა ძალიან ცივი ხალხია?-ადგილს ვერ პოულობდა ლოკა მანქანაში ემოციებით ისე იყო დატვირთული.
-არა ცივი ხალხი არ არის- პასუხი დაუბრუნე მე.
-შენთან შედარებით ყველაზე ცივი გერმანელიც თბილი გამოჩნდება.-იცინოდა ლიკა-ისე მგონი უფრო ცივი გახდი, სისხლიც ხომ არ გადაგისხეს?
-ლიკა არ დაიღალე? რამე აზრიანზე რომ ილაპარაკო არ გინდა?-მობეზრებულად გადავატრიალე თვალები.
-კარგი ხო სულ გავჩუმდები-გაიბუსხა.
-მოდი შე ჩერჩეტო-ხელი მოვხვიე და გულში ჩავიკარი_ხომ იცი რომ მომენატრე და მიყვარხარ, ეს ემოციების გამოხატვა კი არ გამომდის და რა ვქნა.
-მარო იცი რამდენი რამე უნდა მოგიყვე?
-ჯერ დავისვენებ და მერე-არ მინდოდა ლევანზე დაეწყო ლაპარაკი, ვგრძნობდი რომ ლიკა ასე აღტაცებული ბიჭის გამო თუ იქნებოდა მხოლოდ და არ მინდოდა ეს ბიჭი ლევანი ყოფილიყო.
სახლში მისულმა შხაპი მივიღე და ცოტა დავიძინე, მგზავრობამ დამღალა.
-რატომ არ დამირეკე რომ ჩამოდიოდი-თავზე ნიკა წამომადგა.
-ნიკუშ როგორ ხარ?-ავდექი და ჩავეხუტე.
-მე კარგად. მომენატრე, რატომ არ მითხარი რომ ჩამოდიოდი, ლიკამ დამირეკა და კისრისტეხით გამოვიქეცი.
-დავისვენებდი და ვაპირებდი შენთან გადმოსვლას. სურპრიზის მოწყობა მინდოდა. ვინ დამაცადა_გადავხედე კარებში აყუდებულ ლიკას.
-წამოდი სადმე გავიაროთ, არ მოგენატრა საქართველო?-ხელი ჩამკიდა ნიკამ.
-მომენატრა, გამოვიცვლი ტანსაცმელს და გავიდეთ, ბავშვებსაც დაურეკე და ისინიც წამოვიდნენ, სადმე დავსხდეთ.
-მაგაზე მე ვიზრუნე, უკვე ყველამ იცის რომ ჩამოხვედი. რესტორანი დავჯავშნეო გოგამ და საღამოს ავღნიშნოთ მარიამის ჩამოსვლაო.-ჩამოარაკრაკა ლიკამ.
-დაგრჩა ვინმე ვისაც არ შეატყობინე ჩემი დაბრუნება?-წარბი მაღლა ავწიე და ისე უთხარი ლიკას.
-ხო, მამიდუკას არ უთხარი და ანას, გავიქეცი უნდა დაურეკო-ოთახიდან გაიქცა ლიკა.
-ღმერთო რა გიჟია-გამეცინა მე.
-კარგი, მისაღებში გავალ ნინომ ყავა გამიკეთა, დავლევ. შენ გაემზადე-თვალი ჩამიკრა ნიკამ.
მალე გავემზადე, მოკლე შავი კაბა ჩავიცვი წელს ქვემოთ გაშლილი, მსუბუქი მაკიჟი გავიკეთე და მისაღებში გავედი.
-შენ რა გაგიჟდი? ასე ცხენის კუდად შეკრული თმით მოდიხარ რესტორანში?-მომვარდა ლიკა და ისევ საძინებელში შემაგდო.
-კარგი რა ლიკა, ვის ვეპრანჭო, სულ ჩვენები იქნებიან.
-მე მარცხვენ. და ცნობილი სალონის სტილისტია და ეს თმებ დაუვარცხნელი უნდა გამოცხადდეს რესტორანში-სარკის წინ დამსვა, თმაზე რაღაც წამისვა და ვარცხნილობის გაკეთება დაიწყო.
-აბა მოგწონს_რომ დაამთავრა შემომხედა გამომცდელად_ისე მარო ისეთი კარგი თმა გაქვს შენს თმაზე უნდა ვისწავლო მაგარი ვარცხნილობების გაკეთება.-მითხრა ღიმილიანი სახით.
-შენ გაგანადგურებინებ ჩემს ნაფერებ თმას_ჩაუშხამე მხიარულება.-ეს კი მომწონს.-სევდიანი სახე მიიღო და მეც გული მომილბო._მხოლოდ მაშინ თუ რესტორანში წავალთ-დავთანხმდი ბოლოს.
თმა მართლაც ლამაზად დამვარცხნა, უკან ჩამიხვია და გვერდებზე ცოტა ჩამოუშვა, ჩამოშვებული თმა დაახვია, ბუნებრივი და ლამაზი ვარცხნილობა იყო.
-სუპერ სტილისტი ხარ.-სიცილით უთხრა ნიკამ ჩემს დანახვაზე.
-კიდევ კარგი შენ მაინც მოგწონს-ამოიბუზღუნა ლიკამ.
-მე კი არ მომწონს გაღიარებ რომ სასწაულებს ახდენ.-უთხრა სიცილით ნიკამ.
-დედა მე არ გამიკეთე ყავა?_ჩავეხუტე ნინოს.
-ახლა გაგიკეთებ.-ლოყაზე მაკოცა ნინომ.
მე და ნიკა ამბების მოყოლით ვიყავით გართული და ლიკას ველოდებოდით პრანჭვას როდის მორჩებოდა. ისეთი სასაწაული თმით გამოგვეცხადა უბრალოდ ვერ აღვწერ.
-ლიკა რა არის ეს, ანტენაა?-სიცილით უთხრა ნიკამ. რასაც ჩემი და დედაჩემის მოგუდული სიცილი მოყვა.
-ანტენა არ არის გოიმო, ეს ყველაზე მაგარი ვარცხნილობაა მოწვეულმა სტილისტმა რომ მასწავლა. იცინეთ, იცით რამდენს იხდიან ამ ვარცხნილობის გაკეთებაში ხალხი?-ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ და კარისკენ დაიძრა.
-ისეთი მაგარია ლიკა შიშველი რომ წახვიდე რესტორანში მარტო ვარცხნილობაზე დაგიწყებენ ყურებას._უკან მივყევი სიცილით.-რა მაგარი კაბა გაცვია და მაგ ვარცხნილობით სულ დაჩრდილე-ვაგრძელებდი სიცილს.
-რესტორანში რომ შევალთ ჩვენ ცალკე წავიდეთ, ვითომ ამასთან არ ვართ, გიჟები არ ვეგონოთ-სიცილით მეჩურჩულებოდა ნიკა.
-ნახევარ საათში მოვალთ გოგა-ჩასძახა ტელეფონში გოგას ლიკამ.
-პირველი შენ შედიხარ რესტორანში-გამოუცხადა ნიკამ ლიკას.
-ვითომ რატომ?-გადმოხედა გაკვირვებულმა, თან ტელეფონში მესიჯს წერდა და იღიმოდა.
-იმიტომ რომ შენ შემოგხედავს ყველა და ვაიდა გული წაუვიდეს ვინმეს უკან მოგყვები მომავალი ექიმი და მივხედავ._ისევ იცინოდა ნიკა.
-ყეყეჩი-გაბრაზდა ლიკა, თუმცა შეტყობინება გახსნა და ისევ სახე გაებადრა.
-ვის წერს ასე გაღიმებული?-გადმომხედა ნიკამ.
-არ ვიცი?-მხრები ავიჩეჩე.
ნიკამ სანამ მანქანა დააყენა ლიკა ჩამოსვა რესტორნის წინ და ისიც გაიქცა პირდაპირ კარისკენ. მე და ნიკა რომ შევედით რესტორანში ლიკას ვარცხნილობის თემა უკვე ჩავლილი იყო, მარტო გოგა ფხუკუნებდა რამდენჯერაც შეხედავდა თმაზე.
ყველა სათითაოდ მოვიკითხე, ბევრნი არ ვიყავით, ჩვენი სამოგობრო მხოლოდ, გოგა, მაკო, გიორგი და ანანო იყვნენ. თიკო მოვიკითხე და ზღვაზე ისვენებსო გამომიცხადეს.
-ცოტა სერიოზულობა იმისთვისაც მიგეცა, რა ეგოისტი ხარ მარიამ-თვალით ლიკაზე მანიშნა და ისევ სიცილი დაიწყო გოგამ.
-ასე ხომ არ გაგამხიარულებდა სერიოზულობა რომ მიმეცა-თვალი ჩაუკარი.
-არა, შენს დას მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება, არ მოიწყენს ამის მომავალი ქმარი.-სიცილს აგრძელებდა გოგა.
-კარგი გეყოფა, ამოისუნთქე-მხარი გავკარი გოგას.
ამბები გავცვალეთ, მე გერმანიის ნახვით გამოწვეულ შთაბეჭდილებებს უზიარებდი, ისინი თავიაანთ ამბებს მიყვებოდნენ. ლიკა თავის კლიენტებზე ყვებოდა, რამდენი ცნობილი სახეც მივიდა მის სალონში ყველაზე მოგვახსენა. რესტორანი ხალხით გაივსო, მუსიკოსებიც მოვიდნენ, ლიკამ გოგა რომ გაათრია სცენაზე მეცეკვეო სიცილი მაშინ უნდა გენახათ. მიშველეთ მზერით იყურებოდა გოგა, ჩვენ კი სიცილით რამის ცუდად გავხდით გოგას სახის შემხედვარე. სამაგიეროდ ლიკას ვარცხნილობის წყალობით ბევრი გოგოს მზერა დაიმსახურეს და ბოლოს აჭარულის ცეკვით ნამდვილი ცეცხლი დაანთეს სცენაზე. ყველა ტაშს უკრავდა. რაც არ ვიცი ქართული ცეკვებია, ლიკა კი ნამდვილი პროფესიონალია, ისე მაგრად ცეკვავენ გოგა და ლიკა სულ გინდა რომ უყურო. მერე ნელი ვალსი დაიწყო და გოგა ჩემთან მოვარდა.
-მიშველე მარო, ყველა ჩვენ გვიყურებს ამასთან აღარ მაცეკვო-ხელი მომკიდა და სცენისკენ წამიყვანა გოგამ.
-კარგი წამოდი გავიღებ შენს გამო მსხვერპლს-ვეუბნებოდი სიცილით.
-მოღალატე-მხარი გაკრა ლიკამ გოგას და მაგიდისკენ დაიძრა, არც მეტი, არც ნაკლები ახლა ნიკა დაითრია და სცენისკენ წამოიყვანა.
-ნიკას სახე ნახე.- ახლა გოგა იცინოდა ნიკაზე.
-ყველა უყურებს და ლოყები ნახე რა საყვარლად გაუწითლდა-ვიცინოდი მე ნიკაზე.
-შენ ისე გიყვარს ბავშობიდან ნიკას ლოყები, მაგის ხათრით ნიკაც შეგიყვარდა მგონი. -გამომცდელად შემომხედა.
-ნიკა ისედაც მიყვარს, საუკეთესო მეგობარია.-წარბი მაღლა აუწიე გოგას.
-რომ უყვარხარ ხომ იცი?-მკითხა გოგამ.
-კი, ვიცი. ნიკა როგორც მეგობარი ისე მიყვარს, ვაღიარებ რომ დანარჩენებზე მეტადაც მიყვარს, ოღონდ როგორც მეგობარი. არ ვიცი მომავალში რა იქნება. თითქმის ერთად გავიზარდეთ და სხვა თვალით ვერ უყურებ.-სევდიანად ამოვილაპარაკე.
-ის ტიპი მოგწონს?-ისევ დამისვა კითხვა გოგამ.
-ვისზე მელაპარაკები?-შევხედე გაკვირვებულმა.
-ლევან დევდარიანზე. -პირდაღებული უყურებდი, საიდან იცოდა გოგამ ჩემზე და ლევანზე, როცა არვისთვის არაფერი მომიყოლია.-ჩემი მეგობრის ძმაკაცია, კარგად ვიცნობ, შენს შესახებ მეკითხებოდა ჩემი ძმაკაცი, „როგორი გოგოა მარიამიო? დევდარიანი დააქლიავაო.“
-შენ რა უთხარი?-შევხედე გოგას.
-უთხარი რომ შენ ბევრი გყავს დაქლიავებული.-მითხრა სიცილით-მართლა მოგწონს თუ არა, მეტყვი?
-მომწონდა, მაგრამ არა საიმედო პიროვნებაა, ურთიერთობა კი ნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ამიტომ ამოვიგდე თავიდან დევდარიანი, ერთი წელია არ მინახავს. ხო და პირველი ხარ ვისაც დევდარიანზე ველაპარაკები. სერიოზული არაფერი, უბრალო ნაცნობებად დავცილდით. ნიკასთან არ ახსენო გთხოვ, არ მინდა გული ეტკინოს, მითუმეტეს რომ დევდარიანი წარსულია.-უთხარი მუდარის თვალებით.
-გაგიჟდი? ნიკას რამეს როგორ ვეტყვი. თუ ურთიერთობას დაიწყებ დევდარიანთან და გადაწყვეტ რომ შენს ცხოვრებაში მისი ადგილია, გთხოვ ნიკას მოუყევი. ნიკა შენზე ნაკლებად არ მიყვარს და არ მინდა გული ეტკინოს, მაგრამ ფუჭი იმედიც არ მინდა ქონდეს.-მითხრა გოგამ.
-კარგი, თუმცა ხომ გითხარი რომ დევდარიანი მხოლოდ წარსულია.- უთხარი გოგას თავდაჯერებულმა.
თავში გოგას ნათქვამი მიტრიალებდა სულ :“დევდარიანი დააქლიავაო“. იქნებ მართლა უყვარდი და არ მეთამაშებოდა, თუ ასეა სად არის ეს ერთი წელი, რატომ არაფერი არ ვიცი მასზე, თუ კი ლიკას ნახულობდა, ხომ შეეძლო მეც ვენახე. კითხვები თავში მიტრიალებდა, სანამ ცეკვას არ მოვრჩით. მუსიკა რომ დამრთავრდა მაგიდისკენ დავიძარით, ნიკა არ ჩანდა არსად, „ალბათ ჰაერზე გავიდა, გადარია ლიკამ“ გავიფიქრე და ჩემი ადგილი დავიკავე. ნიკას ადგილზე გოგა დაჯდა, ფეხის ხმაზე კი უკან შებრუნდა.
-ამის დედაც, „ძაღლი ახსენეო“, დევდარიანი მოდის ჩვენსკენ არ შემობრუნდე-ყურში ჩამჩურჩულა გოგამ.
-გოგა როგორ ხარ ძმა? -გაისმა ლევანის ბოხი ხმა. ზურგს უკან იდგნენ და ერთმანეთს კითხულობდნენ, მე კი არ ვტრიალდებოდი უკან, ჩემი მეგობრების მზერაც მათკენ იყო მიმართული. გოგოებმა თმების სწორება და კეკლუცობა დაიწყეს, რაზეც ჩამეღიმა.
„გულთამპყრობელი“ გავიფიქრე გულში, ამ დროს კი დავინახე საპირფარეშოების მხრიდან მომავალი ლიკა და ნიკა. ნიკა რაღაცას გაცხარებული ეჩხუბებოდა, ლიკა კი კვდებოდა სიცილით. „ჩემი საქმე წასულია“-გავიფიქრე ლიკას დანახვისას.
-ლევანნნ..-ლიკა კივილით გამოიქცა, პირდაპირ კისერზე ჩამოეკიდა და ლოყაზე აკოცა დევდარიანს, მეც შევბრუნდი. ლიკას გავაყოლე მზერა და პირდაპირ ლევანის თვალებს გადავაწყდი, რომელიც დაჟინებით მიცქეროდნენ.-რატომ არ მითხარი რომ მოსვლას აპირებდი?-კითხვით მიმართა ლიკამ.
-ეს რა გაქვს-თმაზე ხელი მოკიდა ლევანმა და ჩაიღიმა.
-შენც დამცინი ხო?-ამოიბუზრუნა ლიკამ.
-არა პატარა არ დაგცინი, 2 დღის წინ სალონში ისეთი ვარცხნილობა გაუკეთე ერთ ქალს იმის მერე რამე ვარცხნილობა თუ გამაკვირვებს არ ვიცი.-უთხრა სიცილით, ხელი მოხვია და მიიხუტა ლიკა.
ორი დღის წინ სტუმრობდა სალონში ვაჟბატონი, სად წავიდეს გრაფიკსაც უთანხმებს ლიკას. თვალებიდან ცეცხლს ვაფრქვევდი მათი შემყურე, ისე იხუტებს კარგი შეყვარებულივით. მეთამაშები ხომ დევდარიანო, როგორ უნდა ნერვებზე დაკვრა მე შენ გასწავლი.-ვბრაზობდი გულში.
-მარიამ როგორ ხარ?-ლიკას შეუშვა ხელი და პირდაპირ ჩემსკენ დაიძრა.-მომენატრე-ჩამჩურჩულა ისე რომ სხვებს არ გაეგოთ და ლოყაზე მაკოცა.
-კარგად ლევან, შენ როგორ ხარ?-უთხარი რაც შეიძლება ცივად.
-მეც კარგად. როგორ დაისვენე გერმანიაში?-ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა და ისე მიყურებდა.
-დასასვენებლად არ ვყოფილვარ, სასწავლად ვიყავი. კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროგრამაში მივიღე მონაწილეობა.-ჩავილაპარაკე ცივად.
-ნიკა შენ როგორ ხარ? ახლა ნიკას მიუბრუნდა და გადაკოცნა-„ჯანდაბას ლევან შენ,“ გულში ვლანძღავდი, ნიკას გაცნობა სადღა მოასწრო?
-კარგად, შენ როგორ ხარ?-ნიკამაც დაუბრუნა პასუხი.
-არამიშავს-მხრები აიჩეჩა და ისევ მე მომაშტერდა. გოგამ სიტუაციის განმუხტვა სცადა, იგრძნო რომ ცუდად ვიყავი და სცენისკენ წამიყვანა საცეკვაოდ.
ცეკვის დროს თვალი მათკენ გავაპარე. ლიკა რაღაცას ეხვეწებოდა, ლევანი კი უარს ეუბნებოდა, თან თმაზე რაღაცას ელაპარაკებოდა სიცილით.
-საიდან იცნობს ნიკა დევდარიანს?-კითხვა დაუსვი გოგას.
-ჩემთან წყნეთში მწვადები შევწვით ორი თვის უკან და ლევანი ჩემს ძმაკაცს მოყვა. ახალი ჩამოსული იყო რუსეთიდან.
-დიდი ხანი იყო რუსეთში?-ინტერესით შევხედე გოგას.
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა-აბა წარსულიაო?-გამომცდელად შემომხედა-რაში გაინტერესებს?
-ლიკას ეფლირტავება და მაინტერესებს რამდენად შორს არის წასული-უთხარი გოგას.
-მოიცა, კაი ერთი. ლიკას ამბავი არ იცი. არა მგონია.-თავი გაიქნია გოგამ.
ცეკვას რომ მოვრჩით მაგიდისკენ წამოვედით, თუმცა ნიკა დავინახე, გასასვლელისკენ მიდიოდა, შეშფოთებული სახე ქონდა, თან ტელეფონზე ლაპარაკობდა და მეც მისკენ დავიძარი.
-კარგი ახლავე გამოვდივარ-ჩასძახა ვიღაცას და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
-ნიკა მიდიხარ? რა მოხდა?-მკლავზე ხელი მოვკიდე.
-გადამრევს ეს ქალი, რა უნდოდა ხეზე.-ბრაზობდა ნიკა.
-ვინ ქალი, რა ხე?-უყურებდი გაოცებული.
-დედაჩემი სოფელში ხიდან ჩამოვარდა, ექიმს უთქვამს მოტეხილიაო. უნდა თბილისში წამოვიყვანო. ეხლა დამირეკეს, არაფერიაო გაიძახოდა, ადგილობრივ ექიმს უნახავს და უთქვამს სურათი გადაიღე გატეხილია ძვალიო. 5 საათის მერე მირეკავს ტო, გადამრევს.
-მეც წამოვალ, წავიდეთ.-ავედევნე უკან.
-ბიჭები წაგიყვანენ სახლში, არ გადამრიო ეხლა შენ, ამხელა გზაზე სად გატარო. სახლში გადმოდი დილით და ნახე თუ გინდა._ლოყაზე მაკოცა და მანქანისკენ დაიძრა.
-ნიკაა..-მობრუნდა და შემომხედა-ცოდო ხარ ამხელა გზაზე მარტო, გამოგყვები, არ ვარ დაღლილი.
-არა მარიამ, ნუღარ მაყოვნებ, შედი რესტორანში და სახლში რომ მიხვალ დამირეკე.
-დაგირეკავ. გზაშიც რომ იქნები დაგირეკავ ხშირად. ღამეა, იქნებ მაინც წამოვსულიყავი.-შევეხვეწე ისევ.
-არა. შედი ახლა შიგნით, შეგცივდება წვიმა დაიწყო აცივდა.-მომეხვია, კართან მიმიყვანა და დამტოვა.
სანამ არ წავიდა არ შევსულვარ უკან, არც მინდოდა შესვლა. სულ არ მქონდა ლევანის ნერვები.
მაგიდას რომ მიუახლოვდი ლევანი იჯდა ნიკას ადგილას, ჩემი სკამი კი მის გვერდით იდგა და ლიკა დასკუპებულიყო. მეც თავისუფალი ადგილისკენ დავიძარი და პირდაპირ დევდარიანის წინ აღმოვჩნდი.
-რა მოხდა, სად წავიდა ჩვენი რომეო?-ლიკამ გადმომხედა.
-ნაზი დეიდა ხიდან ჩამოვარდნილა და ფეხი მოიტეხა. ეხლა დაურეკა და ნიკაც წავიდა სოფელში. თბილისში უნდა წამოიყვანოს საავადმყოფოში.-ამოვილაპარაკე ნაღვლიანად.
-შენ რა გჭირს, რას მოიწყინე?-გამომცდელად ჩაილაპარაკა ლევანმა.
-მივყვებოდი და არ წამიყვანა, ვნერვიულობ ღამე მარტო, 200 კმ გავლას ეხუმრები?-ჩავილაპარაკე მე. ლევანი ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან, რა უნდოდა ამ ბიჭს არ მესმოდა. თუ უყვარდი სად იყო ამდენი ხანი? ან რას მიბრიალებს იმ შავ თვალებს?
-გაყვებოდი და დაგიტოვებდა კიდეც სახლში?-გაიცინა გიორგიმ. გიორგის სიტყვებზე ლევანს შევხედე და დავინახე როგორ დაებერა ძარღვები ყელთან.
-წამო ვიცეკვოთ-წამოდგა და ხელი დამავლო ლევანმა-თან ისევ ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან.
-მე არ მეცეკვა, ვარცხნილობა დამიწუნა-გაიბუსხა ლიკა.
-არ მინდა ცეკვა, ხასიათზე არ ვარ, ლიკას ეცეკვე.-ხელი გამოვტაცე ლევანს.
-წამოდი, შენ უნდა მოგიყვანო ხასიათზე-ხელი დამავლო და სცენისკენ წამიყვანა, მუსიკა იმ დროს დასრულდა ზუსტად როცა სცენასთან მივედით. ხელი არ შეუშვია ისე მივიდა მუსიკოსებთან და რაღაც გადაულაპარაკა, მერე კი გაისმა ტანგოს მუსიკის ხმა. „ოღონდ ეს არა“ გავიფიქრე, ტანგოს ცეკვა მინდოდა ახლა ამასთან?!
-ტანგოს ცეკვა არ ვიცი.-უთხარი და მაგიდისკენ დავიძარი.
-იცი, თანაც პროფესიონალი ხარ, ლიკამ მითხრა.-თვალი ჩამიკრა, ხელი წამავლო და სხეულზე მაგრად ამიკრა. მისი გულის თითოეული ფეთქვა მესმოდა, თუმცა ტანგო ეს ის ცეკვა იყო, რომელსაც ყველაზე მაგრად ვცეკვავდი. მამა ბავშვობიდან მასწავლიდა ტანგოს. როცა კი შანსი მოგვეცემოდა სულ ვცეკვავდით.
-ვეცადე თავიდან ამომეგდე მაგრამ არ გამომივიდა-ცეკვის დროს მეჩურჩულებოდა და უფრო ძლიერად მიკრავდა სხეულზე-მენატრებოდი-აგრძელებდა ჩემს ემოციებზე დაკვრას.
-როცა ენატრებათ, სხვანაირად გამოხატავენ-გაბრაზებულმა ჩავხედე თვალებში-და არც სხვა ქალებს დასდევენ როცა ენატრებათ. მე და შენ მონატრებაზე და სიყვარულზე სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს და ჯობია ახლა და აქ დავასრულოთ ის რაც ჯერ არ დაწყებულა.
-არ დაწყებულა?-მკლავზე გადამიწვინა და რამის ჩემს მკერდზე ჩამოდო თავი, სისხლი მიდუღდა. ისევ გამასწორა და ახლა ჩემი ფეხი შემოიდო თავის ფეხზე და გამაცურა. კვლავ გამასწორა და მაგრად მომიჭირა წელზე ხელი.-ზღვაზე რაც მოხდა ჩვენს შორის ეს არაფერს ნიშნავს შენთვის? ის ერთი შეცდომა რატომ ვერ მაპატიე? მოგდევდი მანქანით და ავარიაში მოვყევი, საერთოდ არ მომიკითხე და არც გაგახსენდი, სიკვდილს ვებრძოდი და შენ სიამაყეს ვერ გადააბიჯე.-გაბრაზებული მეჩურჩულებოდა.
-რაა? რას ამბობ? რა ავარია?-გაკვირვებული შევცქეროდი.
-კარგი რა მარიამ, გაკვირვებულ სახეს ნუ მიიღებ? რამე გრძნობა რომ გქონოდა ჩემს მიმართ მომიკითხავდი.-ცეკვა დავასრულეთ და აღმოვაჩინე რომ მხოლოდ ჩვენ ვცეკვავდით, მაგიდებიდან კი ყველას მზერა ჩვენსკენ იყო მომართული. ცეკვის დასრულებისთანავე ყველამ ტაში დაგვიკრა. თავი დაუკარით ხალხს და მაგიდისკენ დავიძარით. ხელი არ გამიშვა და სანამ მაგიდასთან მივედით ჩამჩურჩულა.
-არ მეგონა ამ გულცივობას თუ გაპატიებდი, მაგრამ გპატიობ, იმიტომ რომ სხვაზე ვერავიზე და ვერაფერზე ვფიქრობ. ყველგან შენ ხარ. ეს ერთი წელი ვეცადე თავიდან ამომეგდე მაგრამ არ გამომივიდა.
-კმარა. მე საპატიებელი არაფერი მაქვს და არც არფერში მჭირდება შენი პატიება.-შევხედე განრისხებული თვალებით.
მაგიდასთან გოგოები არ დაგვხვდნენ, საპირფარეშოში იყვნენ გასულები, ლევანმა ჩემს ადგილზე დამსვა და გვერდით მომიჯდა. წინიდან გოგა მკვლელი მზერით მიყურებდა და თვალებით მანიშნებდა, რომ გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.
-რა ცეცხლი დაანთეთ, ეს რა იყო?-გიორგი იცინოდა.-გადარჩენილები ვართ რომ ეს ნიკამ არ ნახა.-აგრძელებდა გიორგი.
-გაჩუმდი-მხარი გაკრა გოგამ გიორგის.
-ჩემს ადგილზე რატომ ზიხარ?-თავზე წამომადგა ლიკა.
-თავის ადგილზე ზის.-პასუხი ლევანმა დაუბრუნა, რაზეც ლიკა თავის ადგილისკენ დაიძრა და გოგონების შუაში ჩაჯდა გაბუტული.
-რატომ იბუტები პატარა?-გაუცინა ლევანმა ლიკას- ამ დღეებში სალონში გამოგივლი და ყავა დავლიოთ-მაქსიმალურად შევეცადე გაბრაზება არ შემტყობოდა. ლიკასაც გაუბრწყინდა თვალები და კეკლუცობა დაიწყო.
მე ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან და გარეთ წამოვედი, ნიკას დაურეკე.
-ნიკა რას შვრები, სად ხარ?-ჩავძახე ტელეფონში.
-თბილისიდან გავედი უკვე, ავტობანზე ვარ, რომ ჩავალ დაგირეკავ, ძალიან წვიმს ნელა მივდივარ ხილვადობა ჭირს.
-ფრთხილად იარე, ვნერვიულობ, გკოცნი-ჩავძახე ტელეფონში.
ლევანი უკან ამომდგომოდა და სიგარეტს ეწეოდა, მისკენ გავაპარე მზერა, წინ იყურებოდა და ძარღვები დაბერვოდა. არ იმჩნევდა მაგრამ ეჭვიანობისგან, სადაც იყო გასკდებოდა. ისევ მაგიდასთან დავბრუნდი, დევდარიანიც გამომყვა და გვერდით მომიჯდა. უცებ ფეხზე შეხება ვიგრძენი, მაგიდის ქვეშ ჩემს ფეხზე ხელი ააცურა ლევანმა და მაღლა აუყვა, ხელზე ხელი წავავლე მოსაცილებლად მაგრამ ვერ მოვახერხე, თან არ მინდოდა რამე შემტყობოდა, ის კი სულ მაღლა მოიწევდა, თან ლიკას რაღაცას უყვებოდა. საერთოდ არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ, თითქოს ყურები დამეხშო, შეშფოთებული ვიყურებოდი და ვცდილობდი ლევანი ხელი შეუმჩნევლად მომეშორებინა. ბიკინამდე რომ მიაღწია განგაშის სიგნალი ჩავრთე, ნერწყვი გადამცდა და გიჟივით წამოვხტი სკამიდან. ლევანი ადგა და წყალი მომაწოდა ჭიქით. წყალი დავლიე და მკვლელის მზერით შევხედე, რაზეც ტუჩის კუთხე ჩატეხა და ჩაეღიმა. აზრზე რომ მოვსულიყავი საპირფარეშოსკენ დავიძარი, გოგოებმა გამოყოლა დააპირეს.
-კარგად ვარ, დარჩით-გამოუცხადე და საპირფარეშოში შევედი. სულ აწითლებული ვიყავი, გონზე მოსვლას ვცდილობდი, იმდენი გოგო ირეოდა, თან სიგარეტს ეწეოდნენ გადავწყვიტე გამოვსულიყავი და გასასვლელისკენ გავემართე. გარეთ გამოვედი აივანზე და სუფთა ჰაერით ფილტვები ავივსე. ღრმად ვსუნთქავდი და ნელ-ნელა ვწყნარდებოდი. ტვინში კი ლევანის სიტყვები ირეოდნენ „გულცივობა“, „ავარია“. ჯანდაბას რატომ არ გავარკვიე რომ არ დარეკა რა მოხდა, ხომ მომწერა თბილისში რომ ჩახვალ გნახავო, რატომ არ ვიფიქრე რომ რამე შეიძლება შემთხვეოდა. იქნებ იგონებს? მებრძოდა მეორე მე. არაფერი არ ვიცოდი, თავში ყველაფერი მერეოდა.
-ახლა ვეღარასდროს ვეღარ დაიხსნი ჩემგან თავს, როგორც არ უნდა გინდოდეს- უკნიდან მომადგა ლევანი.
-ეს წეღანდელისთვის-შევბრუნდი და პირდაპირ სილა გავარტყი სახეში. სახეზე ხელი გაისვა და ორივე ხელი გამიკავა.
-ისე თრთოდი მეგონა მოგეწონა- უტიფრად მიცინოდა.-არ მითხრა არ მომეწონაო, რამდენჯერ იოცნებე ჩემს მოფერებაზე, აღიარე მარიამ?- გავიბრძოლე მაგრამ ვერ გავინთავისუფლე თავი მისგან.
-ნაგავი ხარ დევდარიანო, ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავ, არაფერი არ შეგეშალოს, არც ვინმეში არ აგერიო.-მივახალე გაბრაზებულმა.
-შენ კი ისეთი მადის აღმძვრელი ხარ,-ტუჩზე ენა გადაისვა- თანახმა ვარ მარტო შენთან მქონდეს სექსი მთელი ცხოვრება.- მიყურებდა და იცინოდა.
-ხელი გამიშვი და აღარასდროს არ მომიახლოვდე-გავიბრძოლე ისევ.
-და ვინ გინდა მოგიახლოვდეს, ნიკა? რა გეგონა ჩემს ნერვებზე დაუკრავდი და შეგარჩენდი? ამის დედაც.. რატომ მაგიჟებ ასე.
-აზარტში ხარ ლევან შესული, ჩემი დამორჩილების აზარტში, აქამდე ყველა ქალი შენი გეგონა, ახლა კი აღმოაჩინე რომ ასე არ არის და ერთობი. მე არ გავხდები შენი გასართობი, თავი შორს დაიჭირე ჩემგან.-საჩვენებელი თითი მიუტანე ცხვირთან. მერე კი შევბრუნდი და რესტორანში შევედი. ბიჭები შემთვრალები იყვნენ, ტაქსის გამოძახება გადავწყვიტე, რომ სახლში დავბრუნებულიყავი.
-ლიკა წასვლის დროა, დავიღალე, ტაქსს გავაჩერებ და წავიდეთ-გადაულაპარაკე ლიკას.
-ლევანი დამპირდა მე წაგიყვანთო-აღტაცებულმა მომახარა.
-ტაქსით მივდივართ ლიკა ჩვენ, ბიჭებს და დანარჩენებს წაიყვანს ლევანი -გამოვაცხადე და ლევანს გადავხედე. თავი დამიქნია კარგიო. ყველას დავემშვიდობე და კარისკენ დავიძარი.
-რომ მიხვალთ დარეკეთ-უთხრა ლიკას და უკან აგვედევნა ლევანი. ტაქსი გააჩერა, მანქანის კარი გამოაღო და ჩაგვსვა. ტაქსისტს მისამართი უთხრა, ფული გადაუხადა და გამოგვიშვა.
სახლში შევედით, ჩემებს ეძინათ, ნიკას დაურეკე, მაინტერესებდა სად იყო.
-ნიკა სად ხარ?
-კარგად ვარ მარიამ, მივდივარ. რომ ჩავალ დაგირეკავ, შენ რა შვრები?
-სახლში მოვედი, რომ ჩახვალ დამირეკე, არ დავიძინებ.-ტელეფონი როგორც კი გავთიშე ლიკასკენ შევბრუნდი, ლევანს ელაპარაკებოდა.
-ნიკას ელაპარაკება-ჩასძახა ტელეფონში-კარგად გკოცნი.
-ლიკა ვის ველაპარაკები და რას ვაკეთებ, ყველაფერი კი არ უნდა მოუყვე მაგას, იქნებ განრიგიც გააცნო სააბაზანოში როდის შევდივარ და საპირფარეშოში როდის ვისაქმებ.-ვეცი ლიკას გაბრაზებული.
-მკითხა რას აკეთებსო, რა გეტაკა, რამ გაგაბრაზა?-გაოცებულმა გაშალა ხელები.
-ნიკაზე ვნერვიულობ, ძალიან წვიმს, ბორჯომში ჯერ არ ჩასულა და უკან უნდა დაბრუნდეს.-თავი დავიძვრინე და ოთახში შევიკეტე.
ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.
-„მე რომ მოგეკითხე ასე ერთი წლის უკან, ახლა უკვე ჩემი ცოლი იქნებოდი.“
-„ბევრი არაფერი დამიკარგავს“-მივწერე.
-„ჯიუტი ხარ. მაპატიე, შეცდომა დაუშვი მაშინ, დავლიე და გართობა გადავწყვიტე. შენ ვერ გეხებოდი, შენ ვერ გაიგებ კაცისთვის ეს რა არის. თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ მე მართლა ამირიე თავგზა“.
-„გელოდებოდი ბოდიშს როდის მომიხდიდი, შენ კი დუმდი. 1 წელი დუმდი.“
-„ელენემ არაფერი გითხრა?“
-„ელენეს რა უნდა ეთქვა?“
-„ხვალ გნახავ და მოგიყვები, ძილი ნებისა, იმედია მე დაგესიზმრები“.-მომწერა და ზარი გაისმა.
-გისმენ,-ჩავძახე ტელეფონში.
-შენი ხმის გაგება ისე მენატრებოდა-გაისმა ლევანის ბოხი ხმა.-ახლა დაიძინე.-მითხრა და გათიშა.
დავიძინე, მაინტერესებდა ელენეს რა უნდა ეთქვა, ან ელენე რა შუაში იყო, ან რა ავარიაზე ლაპარაკობდა.
ჩამეძინა, ტელეფონის ზარზე გამოვფხიზლდი, ნიკას ურეკია, 4 საათი სრულდებოდა. გადავრეკე.
-„ნიკა რას შვრები?“-ჩავძახე.
-„არ მინდოდა გამეღვიძებინე, ჩამოვიყვანე ნაზი, საავადმყოფოში ვართ, მოტეხილი აქვს ხელიც და ფეხიც. დილით დავისვენებ და შუადღით გამომიარე, წესიერად ვერ დაგელაპარაკე. ნაზიმ მოგიკითხა.“
-„12 საათზე გამოგივლი, დაისვენეთ, მეც მომიკითხე ნაზი დეიდა.“-ტელეფონი გავთიშე და ისევ დავიძინე.
დილით 9 საათზე ავდექი, ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.
-„10 საათზე შენს სახლთან ვიქნები და გამოდი, უნდა ვილაპარაკოთ“-მწერდა ლევანი.
გადავწყვიტე შევხვედროდი და საბოლოოდ გამერკვია მასტან ურთიერტობა. შხაპი მივიღე, თმა გავიშალე, ჯინსის მოკლე შორტი ჩავიცვი, ბორდოსფერი მაიკა და ბორდოსფერი ბოტასებიც, ტელეფონი ხელჩანთაში ჩავაგდე, დედას მოდუღებული ყავა უცებ დავლიე, ლოყაზე ვაკოცე და კარისკენ დავიძარი.
-საით გაგიწევია-თვალების ფშვნეტით გამოვიდა ოთახიდან ლიკა.
-საქმროს უნდა შევხვდე, ქორწილის თარიღი უნდა დავთქვათ,-თვალი ჩაუკარი მამას და დედას და ისე უთხარი ლიკას.
-რააა.. რა თქვა ამან?-პირი დააღო ლიკამ.
-ლიკა ბუზები არ დაფრინავენ მაგრამ მაინც ჯობს პირი დახურო.-ვაკოცე გაშეშებულს და კარისკენ გავიქეცი.
-მოიცადე-ერთი სართული მქონდა ჩავლილი ლიკა რომ დამეწია საკმაოდ სექსუალურ პენუარში გამოწყობილი პირდაპირ სადარბაზოში ყვირილით. მე სულ საღამურებით ვიძინებდი, სამაგიეროდ ლიკა ისეთ პენუარებს ყიდულობდა კაცს დორბლი წამოუვიდოდა სურვილისგან.
-გაგიჟდი?_შევაბრუნე_ახლავე ადი სახლში, როგორ მოტანტალებ?
-რომ მოხვალ მომიყვები-თითი დამიქნია, ღმერთო რა გაუძლებს ამას.
-ვააა ლიკააა.., რა ვიდზე ხარ ტოოო..-კარში ჩვენი ქვედა მეზობელი გამოვიდა და ლიკას შემყურემ ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი.
-კაკი როგორ ხარ?- გადავკოცნე ჩემი მეზობელი, ის კი კიბეებზე მიმავალ ლიკას არ აცილებდა თვალს- ჩემს დას ნუ მიაშტერდი და მომაქციე ყურადღება შევაფხიზლე კაკი.
-მაროო- გონს მოვიდა, ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა-როდის ჩამოხვედი, როგორ გამიხარდა შენი ნახვა იცი?
-გეტყობა როგორც გაგიხარდა ლიკას გარდა ვერავინ შენიშნე.-სიცილით უთხარი.
-არა ტო უმაღლეს მათემატიკაში გამოცდა ჩამრჩა, სექტემბერში უნდა ჩავაბარო და დამეხმარე რა მერე გთხოვ-მითხრა ხვეწნით.
-კარგი დაგეხმარები. რატომ დაიტოვე, 3 როგორ ვერ მიიღე ამხელა მუტრუკმა.-გაუბრაზდი მე.
-აუუ, ვარჯიშს გადავყევი, სამაგიეროდ ოქტომბერში რუსეთს ვხვდებით და დედა უნდა უტიროთ-ამაყად გაიჭიმა აკაკი. აკაკი რაგბისტია, 4 წელია ჩვენს კორპუსში გადმოვიდა საცხოვრებლად, ძალიან უშუალო და საყვარელი ბიჭია, სწავლა არ გამოსდის და ვეხმარები ხოლმე.
-კარგი, მაშინ გეპატიება გორილა,-სიცილით უთხარი-ახლა მეჩქარება უნდა გავიქცე და მერე გნახავ.
კიბეები ჩავირბინე და ქუჩისკენ წავედი, ეზოს შემოსავლელთან ლევანის მანქანა დავინახე, პირდაპირ იქით დავიძარი, კარი გავაღე და დავჯექი.
-ეხლა ვაპირებდი დარეკვას-ხელში ტელეფონი შეათამაშა-სად წავიდეთ?
-სადმე მშვიდ ადგილას, სადაც ლაპარაკს შევძლებთ-მხრები ავიჩეჩე-შორს არ წახვიდე 12 საათზე ნიკასთან უნდა ავიდე.
ჩემსკენ გადმოიწია, შეშინებული სავარძელს ავეკარა, რაზეც ჩაეღიმა, ღვედი შემიკრა და მანქანა დაქოქა.
-მძღოლი მე ვარ, ასე რომ მე გადავწყვეტ სად წავალთ.-ამოილაპარაკა და გაზს ფეხი მიაჭირა.
-ლევან ნელა იარე, სისწრაფის მეშინია-ამოვილაპარაკე.
-ფრენისაც ისე გეშინია რომ თვითმფრინავში ითიშები.-გადმომხედა გაღიმებულმა.
-შენ რა იცი?-შევხედე გაკვირვებულმა.
-მთელი გზა, გერმანიიდან საქართველომდე ჩემს მხარზე გეძინა.-ჩაილაპარაკა თავისთვის.
-რა? სად მეძინა?-სანამ ტვინმა გაიაზრა რა მითხრა გაოცებული შევცქეროდი.-მეკაიფები? მე ჩემი ლექტორი მიჯდა გვერდზე.
-ადგილი გაუცვალე პირველი კლასის ბილეთში და რომ დაგეძინა მე გადმოვედი შენს გვერდით.-თვალი ჩამიკრა_ისე რა წამალს სვავ ასეთს, რომ გაგაუპატიურონ ვერ გაიგებ-იცინოდა.
-დააპირე? ისე მიფათურე ხელები როგორც გუშინ?-გაბრაზებულმა შევხედე.
-არა, მხოლოდ თმაზე გეფერებოდი. მაშინ საბოლოოდ მივხვდი, რომ უშენოდ ვერ ვიცოცხლებ.-ისეთი ვნებიანი თვალებით შემომხედა, შემეშინდა, შემეშინდა საკუთარი თავის, რომ თავზე კონტროლი არ დამეკარგა.
მცხეთაში წამიყვანა, რესტორან არმაზის ხევში დავსხედით. ხაჭაპური და წვენი შეუკვეთა, გარეთ დავსხედით ბუნებაში. ხალხი არ იყო ჯერ რესტორანში, ისეთი სიმშვიდე იყო საკუთარ გულის ცემას გაიგებდი.
-მომიყვები რა შეგემთხვა? ან ელენე რა შუაშია?-საუბარი წამოვიწყე.
-ქობულეთიდან უკან რომ აგედევნე თბილისის შემოსასვლელში ბოძს დავეჯახე. ავარიაში რომ მოვყევი ელენე გამოიძახეს და მან გადამარჩინა, სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს. 2 კვირა რეამინაციაში ვიწექი და სიკვდილს ვებრძოდი. ელენე ყოველ დღე შემოდიოდა და ჩემს მდგომარეობას ამოწმებდა. სახელი და გვარი რომ წავიკითხე ელენე ჭავჭავაძე ძალიან მეცნო. მერე ლიკას მონაყოლი გამახსენდა და მივხვდი რომ ბებიაშენი იყო. მეათე დღეს რომ შემოვიდა ვთხოვე ტელეფონი მოეცათ, უარი მითხრა, მაშინ ვთხოვე შენთვის დაერეკა და ჩემს შესახებ შენთვის ეთქვა. დაწყნარდი და ახლავე დაურეკავო მითხრა. შენი გამომეტყველებიდან გუშინ მივხვდი რომ არაფერი იცოდი.-მითხრა სევდიანად. მე კი ვბრაზობდი არ რეკავს მეთქი, გული მომეწურა, შიშმა ამიტანა, გამახსენდა ქობულეთიდან რომ მოვედით ელენე მაშინვე საავადმყოფოში გაიქცა, გამოძახება მაქვსო.
-მე მართლა არაფერი ვიცოდი, არაფერი არ უთქვამს, რატომ მერე არ დამირეკე?_კითხვა დაუსვი.
-მერე რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი, ფეხზე ძლივს გავიარე, გავბრაზდი რომ მომაკვდავსაც კი არ მაპატიე და გადავწყვიტე დამევიწყებინე. 3 თვის მერე ისევ რუსეთში დავბრუნდი. შენს ამბებს შორიდან ვიგებდი, ვერ გავძელი გერმანიაში ჩამოვედი და იქ გნახე, ვერ მივეცი საკუთარ თავს შენთან მოსვლის უფლება. საკუთარ თავს ვცდიდი, რამდენად გავაკონტროლებდი თავს. 2 კვირის მერე უკან წამოვედი ისევ რუსეთში. 2 თვის უკან საქართველოში დავბრუნდი, მერე ლიკა ვნახე შემთხვევით სალონში, დეტალურად მოვაყოლე შენზე ყველაფერი, 2 კვირაში ერთხელ ვიჭრიდი თმას და საღამოს ყავაზე ვეპატიჟებოდი. ლიკასგან ბევრი ვერაფერი, რომ ვერ გავიგე გარდა შენი უკან დაბრუნების თარიღისა ისევ გერმანიაში ჩამოვედი. დაგყვებოდი უკან, წამოსვლის დროს მეც შენთან ერთად გამოვფრინდი საქართველოში. ლიკამ დამპატიჟა რესტორანში, ჩემს მეგობრებს გაგაცნობო. დიდხანს ვიყოყმანე წამოვსულიყავი თუ არა. მერე ბიჭებთან ერთად წამოვედი და რესტორნის ზედა ნაწილში დავჯექი. ზემოდან გადევნებდი თვალს გუშინ. ბედნიერი და ლაღი ჩანდი, არ ვაპირებდი მოსვლას, მერე ბიჭები გამოთვრნენ, ტაქსით გავაცილე და გულმა ვერ მომითმინა ისევ რესტორანში შემოვბრუნდი.-ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია და თითებზე მაკოცა, სულ არ გავდა გუშინდელ ლევანს, ისეთი სინაზით მიყურებდა- შენ რას მეტყვი, საერთოდ არ მოგენატრე?
-მართლა არაფერი ვიცოდი-შევხედე ცრემლიანი თვალებით. ავდექი, გვერდით მიუჯექი და ჩავეხუტე.
-ჯიუტი ხევსური და ჯიუტი სვანი, გაგვიჭირდება, მაგრამ სირთულეების გარეშე ცხოვრებას ფასი არ აქვს._თმაზე მეფერებოდა და მეჩურჩულებოდა.-წამო ჩემს აგარაკზე ავიდეთ, აქვეა.
-თბილისში უნდა დავბრუნდე, ნიკას დედას დავპირდი გნახავთქო.-შევაპარე.
-კარგი მე წაგიყვან. ნახე, დაგელოდები ქვემოთ და მერე წამოვიდეთ უკან მცხეთაში.
-კარგი-დავეთანხმე. ისედაც გაბრაზებული მიყურებდა და აღარ მინდოდა უფრო გამებრაზებინა.
თბილისში დავბრუნდით, ნიკასთან ავედი, ნაზი დეიდა მოვიკითხე, ბოდიში მოუხადე, საქმე მოვიმიზეზე და მალე წამოვედი. ნიკა მეხვეწა დავრჩენილიყავი, თუმცა თავი დავიძვრინე და წამოვედი.
-„სახლში ადი, საცურაო კოსტუმი წამოიღე, დაგჭირდება. მარკეტში ვარ, რაღაცეებს ვიყიდი და გამოგივლი.“-მომწერა ლევანმა.
-„ოკ“- მივწერე, მაგრამ თან ცოტა ვფორიაქობდი შინაგანად.
სახლში ავედი, მარტო ელენე იყო სხვა ყველა წასულები დამხვდნენ.
-ელენე როგორ ხარ-ლოყაზე ვაკოცე.
-კარგად, შენ როგორ ხარ?-ჩამეხუტა ელენე. არც ისე ცივი იყო, თუ ძალიან და მართლა მოენატრებოდი გეხუტებოდა კიდეც.
-მეც კარგად. ბეე.. ერთი წლის უკან ქობულეთიდან რომ დავბრუნდით და სასწრაფოდ საავადმყოფოში წახვედი გამოძახებაზე ვის გაუკეთე ოპერაცია გახსოვს?-ელენე დაფიქრდა და თითქოს გაიხსენაო.
-ახალგაზრდა ბიჭი იყო მძიმე ტრამვებით, შინაგანი ორგანოების დაზიანება ქონდა, ხერხემალზეც იყო პრობლემა. სახელი არ მახსენდება-ინტერესით შემომხედა ელენემ.
-ლევან დევდარიანი იყო, მან რომ გთხოვა ჩემთვის გეთქვა ავარიის შესახებ რატომ არ მითხარი?-მივაჩერდი ელენეს.
-მარიამ რა საერთო გაქვს მაგ ახალგაზრდასთან? გამახსენდა, მითხრა რომ ავარიზე მომეყოლა შენთვის, მე კი ჩავთვალე რომ არ იყო საჭირო გცოდნოდა ვიღაც თავქარიანის მდგომარეობა და არაფერი გითხარი. თანაც გაივლიდა თუ არა კიდევ არავის ეგონა.
-ეგ რა შუაშია, ჩემმა მეობარმა გთხოვა რაღაც გადმოგეცა ჩემთვის და შენ დამიმალე.
-თვითონ ვერ გეტყოდა როცა გამოვწერდით?
-თვითონ ჩათვალა რომ ვიცოდი და მისი ამბით არც კი დავინტერესდი.-უთხარი გაბრაზებულმა-მეგობარმა დამპატიჟა დაჩაზე დღეს შეიძლება არ მოვიდე-დაუბარე ელენეს.
კუპალნიკები, 2 სარაფანი და თეთრეული ჩავილაგე ზურგ ჩანთაში და გაბრაზებული სახლიდან გამოვედი. ლევანი მანქანაზე მიყუდებული მიყურებდა და მიღიმოდა.
-რა გჭირს? ვინ გაგაბრაზა?-კარი გამომიღო და მაქანაში ჩავჯექი.
-ელენეს ვეკამათე-ამოვილაპარაკე მე.
-მიზეზი მე ვარ?-შემომხედა და მეც თავი დაუქნიე. ჩემსკენ გადმოიხარა და ღვედი შემიკრა-გაგიტკბა ჩემთან ჩახუტება, ღვედსაც აღარ იკრავ შენით.-მე გაბრაზებულმა შევხედე.-ნუ მიბრაზდები, მეც გამიტკბა-გაიცინა და ცხვირზე დამკრა თითები.
ოც წუთში მცხეთაში ვიყავით მის აგარაკზე, მისაღებში შემიყვანა, ულამაზესი სახლი იყო, უკან ეზოში დიდი აუზით, თვითონ პარკები შეიტანა სამზარეულოში.
-პროდუქტები ვიყიდე და მომეხმარები გაკეთებაში?-გამომძახა სამზარეულოდან.
-მოგეხმარები-სამზარეულოში გავიქეცი.-სულ აქ ცხოვრობ?-შევეკითხე ლევანს.
-თითქმის სულ აქ ვარ-მითხრა ღიმილით.-ნაშები თუ ავყარე თბილისის ბინაში მიმყავს-ისევ იცინოდა. რაზეც გვერდში იდაყვი მოვარტყი გაბრაზებულმა, ის კი მოიკეცა.
-ლევან რა გჭირს, ძალიან გატკინე?-შეშინებული მივარდი.
-რა მიზანი გაქვს მარიამ-ამოიკვნესა-ზუსტად ნაოპერაციებელ ჭრილობაში მომარტყი.
-მაჩვნე-მაისური აუწიე, იმხელა ნაკერი ქონდა.
-გამიარა-ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა.
-აღარ იხუმრო ასე-ავხედე ნაწყენი თვალებით.
-არ ვიხუმრე, სიმართლე გითხარი, აქ მხოლოდ მეგობრები მსტუმრობენ, აქ ქალები არ მომყავს. გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან თავიდანვე ჯობია._თვალი ჩამიკრა.
-არ არის საჭირო შენს ნაშებზე საუბარი, ის მახსენდება გახეული მთვრალი რომ გლოშნიდა და მინდა მიგახრჩო.-თითი მიუტანე ცხვირთან და გავაფრთხილე.
-კარგი აღარ ვილაპარაკებ.-ყურზე მაკოცა და თან მიჩურჩულა.
-საჭმელი მოვამზადოთ-თავი დავიხსენი მისგან.
-კარგი, რა მოვამზადოთ?-მაცივრის კარი გამოხსნა და პროდუქტები დამანახა.
-თევზი ფრანგულად. მომეხმარები?-შევხედე.
-კი, რა გავაკეთო, აბა მითხარი?-დანა შეათამაშა ხელში.
ცოტა ხანში მაგიდასთან ვიჯექით და გემრიელად შევექცეოდით თევზს. სხვა კერძებიც მოვამზადე და მაცივარში შეუნახე ლევანს.
-ისე გემრიელად ამზადებ მგონი დღესვე დაგიტოვებ სამუდამოდ.-გამომხედა სერიოზული სახით.
-მზარეული გჭირდება შენ, თუ ცოლი?-მეც შევხედე.
-შენ მჭირდები, თუ გინდა სულ მშიერი მამყოფე.-ისე უელავდა თვალები მზერა მოვარიდე.
სამზარეულო მივალაგეთ და მისაღებში გავედით.
-მარიამ რამდენიმე დღე დარჩი რა აქ-შემომხედა მუდარის თვალებით-თითს არ დაგაკარებ გპირდები, ფილმებს უყუროთ, ვიცურაოთ, გთხოვ დაურეკე შენებს და უთხარი რომ მეგობართან რჩები.
-არა არ შეიძლება.-შევხედე გაბრაზებულმა.
-გთხოვ, მართლა არ გაგეკარები. თქვი, რომ მეგობართან რჩები, თანაც ზედა სართულზე 3 ოთახია, ცალკე დაიძინე სადაც გინდა.
-კარგი დავრეკავ-თავი დაუქნიე და ტელეფონზე დედაჩემის ნომერი ავკრიფე.
-„დედა მეგობართან ვრჩები მცხეთაში რამდენიმე დღე.“
-„ვინ მეგობართან?“
-„არ იცნობ დე, რომ დავბრუნდები მოგიყვები.“
-„კარგი, ჭკვიანად იყავი.“
-„კარგი დე.“
-მატყუარა-ყელში მაკოცა ლევანმა და წელზე ხელები მომხვია.
-არ ვარ მატყუარა, სიმართლე უთხარი.-შევხედე თვალებში.
-შეყვარებულთან ვრჩებიო, რატომ არ უთხარი?
-კარგი რა ლევან, ისედაც თავს ცუდად ვგრძნობ რომ სიმართლე ბოლომდე არ უთხარი, შენ ნუღარ მიმატებ.-გაუბრაზდი.
-წამო გავცუროთ.-ხელი მომკიდა და ეზოში გამიყვანა.
-გამოვიცვლი და გამოვალ.-სახლში შევბრუნდი. ლევანის ოთახში შევიკეტე და საცურაო კოსტუმი მოვირგე. გამოვედი ოთახიდან და ეზოსკენ დავიძარი, ლევანი არ ჩანდა.
-ცივი წვენი არ გინდა?-სამზარეულოდან გამომძახა და წვენის ჭიქებით დაიძრა ჩემსკენ.-თავის შეკავება რომ გამიჭირდება ეს ნამდვილად ვიცი-ამათვალიერა და ნერწყვი გადაყლაპა.
-ლევან-მობეზრებულად გადავატრიალე თვალები-ასე მოქცევას თუ არ შეწყვეტ წავალ.
-არსად არ წახვალ-ჭიქა მომაწოდა , თავის ჭიქა იქვე მაგიდაზე დადგა და აუზში გადაეშვა თავით.-გავგრილდი, გადამიარა-სიცილით ამოყო წყლიდან თავი.-დალიე და ჩამოდი.
აუზში ჩავედი და რამდენჯერმა გავცურე, ლევანმა დამიჭირა აუზში, წელზე ხელი მომხვია და წყალში ჩემთან ერთად ჩაყვინთა. წყლის ქვეშ ტუჩებზე დამაცხრა და მერე მაღლა ამომიყვანა, კოცნა არ შეგვიწყვეტია სანამ სუნთქვა არ შეგვეკრა.
-ცოლად გამომყევი, გპირდები ყველაფერში შეგიწყობ ხელს, არც სწავლაში შეგეშლება ხელი და არც კარიერის აწყობაში. თუ გინდა შვილი ჯერ არ დავგეგმოთ, სანამ სწავლას არ მორჩები, ოღონდ დარჩი გთხოვ, დარჩი სამუდამოდ ჩემთან.-მეჩურჩულებოდა და მთელი ძალით მიკრავდა გულში.
-ლევან ოჯახის შექმნა ასე ადვილი გადასაწყვეტი არ არის. ცოტა დრო მჭირდება რომ უკეთ გაგიცნო.-ამოვილაპარაკე.
-კარგი, ოღონ ცოტა დრო.-მითხრა სიცილით.
-წამოდი, ავიდეთ ზემოთ-აუზის კიბისკენ დავიძარი. ლევანიც მომყვა უკან და პირსახოცი მომაწოდა. ცოტა ხანი მზეზე ვიყავით და ვირუჯებოდით. შეზლონგზე გაწოლილები ერთმანეთს უყურებდით და სახეზე ბედნიერი ღიმილი დაგვთამაშებდა.
მერე ფილმის საყურებლად მოვთავსდით სავარძელში და პოპკორნი მოვიმარაგეთ. კომპიუტერში სკაიპით ვიღაც რეკავდა. ლევანმა ფილმი დააპაუზა და კომპიუტერისკენ წავიდა.
-დედა როგორ ხარ?-სასიამოვნო გარეგნობის ქალი გამოჩნდა ეკრანზე.
-კარგად. შენ როგორ ხარ? მიკვირს სახლში ხარ ამ დროს. საჭმელი ჭამე?-კითხვების დასმას განაგრძობდა ქალი.
-კარგად ვარ, საჭმელიც ვჭამე და მაცივარიც სავსე მაქვს საჭმელებით. სანერვიულო არაფერი გაქვს თამარ.
-ნუ ლაზღანდარობ, ლუდის და ჩიფსის მეტი მანდ არაფერი გექნება.-აგრძელებდა ლევანის დედა.
-არ გჯერა ხო-ლეპტოპს ხელი დაავლო და სამზარეულოში გააქანა ლევანმა, უკან გავყევი და თან მეცინებოდა მის ბავშურ საქციელზე. მაცივრის კარი გამოაღო და ქვაბები და პროდუქტები დაანახა.-ახლაც არ გჯერა?
-ქვაბებში რა გაქვს ერთი ეგეც დამანახე?-არ წყვეტდა ლევანის დედა.
-ეს თევზი ფრანგულად,-გადმოიღო პირველი ქვაბი და თავი ახადა ლევანმა. თან მე მიყურებდა კარში როგორ ვიდექი და ვიცინოდი და მასაც ეღიმებოდა.-ეს ქათმის სალათი-გადმოიღო მეორე ქვაბი, მესამე ქვაბიც გადმოიღო და თავი ახადა-ესეც მწვანე ლობიო. დედა ტორტიც მაქვს მაცივარში ისიც გაჩვენო?
-ეგ ყველაფერი ვინ გაააკეთა, ცოლი მოიყვანე? დაგადგა შენც და მეც საშველი?-მიაყარა კითხვები.
-აი ამან-ლეპტოპი უცებ მოაბრუნა ჩემსკენ. არ მოველოდი და გავწითლდი. ხელი დაუქნიე მორიდებულად ლეპტოპიდან მომზირალ სასიამოვნო გარეგნობის ქალს.
-მართლა ცოლი მოიყვანე? ღმერთო რა ანგელოზია, შვილო რა მოგატყუა ასეთი ამ შტერმა?-ემოციებით ლაპარაკობდა ქალი.
-დედა არ გადამირიო შეყვარებული, ჯერ ვერ დავითანხმე და ტვინს ნუ გადაუბრუნებ.-ლეპტოპი თავისკენ მიაბრუნა და უსაყვედურა დედამისს.
-მიაბრუნე კამერა, დამანახე ეგ ბავშვი?-ისევ ჩემსკენ მოაბრუნა კამერა, მე კი ლევანისკენ წავედი და ახლა ორივე ვჩანდით ეკრანზე.
-მე მარიამი ვარ, გამარჯობათ.-გავეცანი ლევანის დედას.
-ჩემი საცოლე-დაამატა ლევანმა-ეს კი დედაჩემია, თამარი, შენი მოავალი დედამთილი.-მიცინოდა.
-დედა მალე მოიყვანე არ გადაიფიქროს მაგ ბავშვმა. ასეთი ოქრო სად იპოვე?-ემოციებით ლაპარაკს არ წყვეტდა ქალბატონი თამარი.
-დაარწმუნე დედა რომ დარჩეს და საერთოდ არ გაუშვებ აქედან-სიცილით ეუბნებოდა დედამისს.
-მარიამ სწავლობ?-მკითხა თამარმა.
-კი დედა სწავლობს, უნივერსიტეტში მეორე კურსზე გადავიდა, ეკონომიურზე სწავლობს, გაცვლითი პროგრამით 3 თვე გერმანიაში იყო და გუშინ ჩამოფრინდა ჩემთან ერთად.-ჩემს მაგივრად უპასუხა და ინტერესი დაუკმაყოფილა ლევანმა დედამისს.
-ეს ის მარიამია გერმანიაში რომ დარბოდი მის სანახავად? ინტერესით კვდება ჩემი მეუღლე, ერთი მანახა ვინ გამომიშტერა ასე შვილიო. -მითხრა სიცილით თამარმა.
-ეს არის-ხელი მომხვია და თავზე მაკოცა ლევანმა.
-რა ლამაზები ხართ და როგორ უხდებით ერთმანეთს. დედი დარჩი ლევანთან. მეც დავისვენებ და აღარ ვინერვიულებ. შეყვარებულობის პერიოდი კარგია, მაგრამ დიდი ხანი აღარ გაწელოთ და დროზე დავგეგმოთ ქორწილი._ისეთი სითბოთი მელაპარაკებოდა თამარი რამის გადავწყვიტე იმ დროს დარჩენა.
-დედა არ დამიფრთხო, მაგ ამბავს ნელ-ნელა ვაპარებ, ეშინია ოჯახის შექმნის, ჯერ სწავლაო, მერე კარიერაო, ვეუბნები ხელი არ შეგეშლება არც სწავლაში და არც კარიერაშითქო და ჯერ ვერ დავარწმუნე.-გაღიმებული ელაპარაკებოდა დედამისს.
-კარგი, თქვენი საქმის თქვენ იცით, მე კი არ დამეძინება ამაღამ ისე ვარ ამ ამბით გახარებული. მარიამ ჩამოვალ და უკეთ გაგიცნობ, ახლა აქედან გკოცნით. ვერ გადამირჩები ამ გოგოს თუ რამე აწყენინე-თითის ქნევით დაემუქრა ლევანს თამარი და გათიშა სკაიპი.
-ეს რა იყო? უკვე საცოლედ რომ გამომაცხადე,-თვალები დაუბრიალე ლევანს.
-ჩემი საცოლე, რა კარგად ჟღერს, მარა ჩემი ცოლი უფრო მომწონს.-ლოყები გამიწელა და ტუჩებზე დამაცხრა. უჰაერობამ რომ შეგვაწუხა და ერთმანეთს მოვცილდით, ლევანმა ისევ ჩამიხუტა-იცი როგორ მაგიჟებ, რა ნებისყოფა მჭირდება შენ არ იცი, როგორ ვიკავებ თავს რომ ტანსაცმელი არ შემოგაძარცვო და არ მოგეფერო. დამთანხმდი და გახდი ჩემი ცოლი.
-ლევან- ამოვილაპარაკე მობეზრებულად.
-კარგი გავჩუმდები, მარა მალე გადაწყვიტე გთხოვ.
-კარგი-თავი დაუქნიე და ჩავეხუტე.
-წამო გავისეირნოთ-ინტერესიანი თვალებით შევხედე-სვეტიცხოველში და დედათა მოანსტერში, წადი გამოიცვალე და წავიდეთ.
სარაფანი გადავიცვი უცებ და უკან გამოწყობილი დავბრუნდი.
-მეც გამოვიცვლი და გავიდეთ.-ოთახში შევიდა და ცოტა ხანში გამოწყობილი დაბრუნდა, ჯინსის შარვალი, კეტები და ღია ცისფერი პერანგი ეცვა. ისეთი სიმპატიური იყო მივაშტერდი. ლევანმა შენიშნა ჩემი რეაქცია და ჩაეღიმა.-წავიდეთ-ხელი გადამხვია და კარისკენ წამიყვანა.
სვეტიცხოველში შევედით, ტაძრის მარჯვნივ არსებულ პატარა სალოცავში შევედით, სიწყნარე იყო არავინ არ იყო, ხელი ხელზე მომკიდა ლევანმა, წმინდა ნიკოლოზის ხატთან სანთელი დავანთეთ. ხელი ხელ ჩაკიდებულები ვიდექით, გულში ლოცვებს ვკითულობდი.
-გპირდები უფლის წინაშე რომ სულ შენს გვერდით ვიქნები, ჭირშიც და ლხინშიც, დაგიცავ და გაგიფრთხილდები, უფლის წინაშე ვფიცავ რომ სულ მეყვარები მთელი ცხოვრება.-ფიცს აგრძელებდა ლევანი.
-ლევან ასე არ შეიძლება, ჯერ ჩვენ არაფერი არ გადაგვიწყვეტია ბოლომდე.
-მე დიდი ხანია გადავწყვიტე, რომ შენს გარდა სხვა არ იარსებებს ჩემს გვერდით.-შემომხედა თავის ბრილა შავი თვალებით.
-ჩვენი ჯვრისწერა რომ იქნება ფიცს მაშინ დაგიდებ სიყვარულზეც და ერთგულებაზეც, ახლა კი მხოლოდ იმას ვთხოვ უფალს, რომ კარგად იყო, ჯანმრთელად და ყველაფერი ცუდი აგაცილოს უფალმა.-გაუცინე მე.
ეკლსიიდან გამოვედით, ტაძრის ეზოში ვისეირნეთ, მერე დედათა მოანტერში წავედით და მამა გაბრილეის საფლავზე ვილოცეთ. სახლში რომ დავბრუნდით ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობდი. მაშინ დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერი სულ ასე იქნებოდა, სულ ბედნიერი ვიქნებოდი. თუმცა მაინც რაღაც მაკავებდა, ლევანი იდიალური ვარიანტი იყო იმ დროს ოჯახის შესაქმნელად, სიმპატიური, უფრო ლამაზი, დასაქმებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი. უყვარდი და ვიცოდი ყველაფერში ხელს შემიწყობდა. თუმცა რაღაც მაკავებდა, არ ვიცი რა იყო ეს, არ ვიყავი აღტაცებული, დაბნეული, როგორც შეყვარებული წიგნის გმირები. იმ დროს ჩავთვალე, რომ სიყვარული, ურთიერთობიდან მოვიდოდა და შეჩვევიდან და ბედს მივენდე, დინებას მივყევი.
-წამო რამე ვჭამოთ, მომშივდა-სამზარეულოში შემიყვანა ლევანმა. მსუბუქად ვივახშმეთ და ფილმის საყურებლად გავედით მისაღებში.-უნდა გატირო ამ ფილმით-მომიბრუნდა ლევანი.
-ნაყურები გაქვს?-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია-ასე რა გამოდის, მე ფილმს უნდა უყურო და შენ არა?
-მე შენ გიყურებ და ცრემლებს მოგწმენდ, როცა იტირებ.-ცხვირზე ხელი დამკრა.
-რა ფილმია?-დისკის ყუთი ავირე და სათაური წავიკითხე-„ტკბილი ნოემბერი“. როგორ მინდოდა ამ ფილმის ყურება და ვერ მოვახერხე კინოთეატრში წასვლა. თრეილერი ვნახე ძალიან მაგარი ფილმია.
-კარგი მაშინ უყუროთ, დივანზე მოვკალათდით ჩახუტებულები, პოპკორნს ვაკნატუნებდით და თან ფილმს უყურებდით.
ვიტირე, იშვიათად ვტირი ფილმებზე, ახლა კი ვიტირე. ლევანი კი იღიმებოდა და ცრემლებს მიმშრალებდა.
-რა გულჩვილი ყოფილხარ? ჩვენ მსგავსი არაფერი დაგვემართება, ჯანმრთელი ვარ არ მოვკვდები, ამის მერე მანქანასაც კი ნელა ვატარებ.-იცინოდა.
-ნუ დამცინი-ისევ ავსლუკუნდი და თავი მის მკერდზე დავმალე-მართლა შემეცოდნენ.
-მაგათ მილიონები იშოვეს და შენ აქ ტირიხარ. კიანუ რივზიც ბედნიერია და არც შარლიზ ტერონი მომკვდარა.-ისევ დამცინოდა.-წამოდი-ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა. ხელში ამიყვანა და ჩემთან ერთად გადახტა აუზში.
-გაგიჟდი, სულ დავსველდი-გაუბრაზდი.
-სამაგიეროდ აღარ ტირიხარ-მეც სიცილი დავიწყე. ცოტა შემცივდა, საღამო იყო და გრილოდა.
აუზიდან მალე ამოვედით, ზედა სართულზე ოთახში შემიყვანა, გვერდით სააბაზანო იყო და იქ შემიშვა.
-მოწესრიგდი და ამ ოთახში დაიძინე. ხო და კიდევ კარი ჩაკეტე-დაამატა ბოლოს.
სააბაზანოდან პირსახოც შემოხვეული გამოვედი და კიბეებზე დავეშვი.
-კარი ჩაკეტე მეთქი და ეს როგორი დადის უყურეთ-იცინოდა.-ცეცხლს ეთამაშები და დაიწვები, მომიახლოვდა და ტუჩებზე დამაცხრა.
-ლევან მაისურის სათხოვნელად ჩამოვედი, ღამის პიჟამო არ მაქვს წამოღებული-ხელით გავწიე უკან.
-კარგი წამოდი, თავის ოთახში შემიყვანა და ერთ ერთი მაისური გამოიღო, ეს მეც გრძელი მაქვს და შენ კარგად დაგიფარავს ერთ ადგილს-თვალი ჩამიკრა და თავის მაისური გადამაცვა, მაისურის ქვემოთ კი პირსახოციც გამაძრო.-მაღალი ხარ, ძლივს გიფარავს-თვალი ჩემს საჯდომს შეავლო და გაიცინა.
-მე წავედი-გამოვბრუნდი აწითლებული უკან.
-მოიცა-ხელი წამავლო-დარჩი არაფერს გიზავ.
-არ მჯერა მე მაგის, შენი თვალები სხვას ამბობენ.-თვალებში ჩავაცქერდი.
-გთხოვ, მართლა არ მოგეკარები.
-არა. ისიც გეყოს აქ რომ ვრჩები.-უთხარი და ზედა სართულისკენ დავიძარი.
მეორე დღეს რომ გამეღვიძა ლევანი სამზარეულოში დამხვდა, კვერცხს წვავდა.
-მეც მაჭმევ? მგელივით მშია-ამოუდექი გვერდით.
-სექსი არ გვქონია და მგელივით რამ მოგაშია? ცოლად რომ გამომყვები შიმშილი მერე ნახე შენ.-ლოყაზე მაკოცა. მე გავწითლდი.
-კარგი დაველოდები და ვნახავ რა ბიჭი ხარ-თვალი ჩაუკარი და ვაშლი ჩავკბიჩე.
-ახლავე განახებ არ არის პრობლემა-ხელი დამავლო და მაგიდაზე შემომსვა.
-არა, გაჩერდი-ხელით მოვიცილე და ზედა სართულისკენ გავიქეცი.
ის დღეც მასთან დავრჩი, ისევ ზედა სართულზე მეძინა. დილით რომ გამეღვიძა ლევანი ჩემს საწოლში დამხვდა, ისეთი შევკივლე გიჟივით წამოხტა.
-რა გაყვირებს?-შეშინებულმა შემომხედა.
-შემაშინე. როდის შემოხვედი?
-მეორე გასარები ვიპოვე და შემოვედი, მძინარეს გიყურებდი, არ მოგკარებივარ, ნუ გადაირიე.
-ეს უსინდისობაა, მე არ დამირთავს ნება.
-კარგი რა, რა გჭირს. ერთმანეთი გვიყვარს, ერთმანეთის სურვილი უნდა გვაგიჟებდეს, შენ კი..
სწორედ ამ დროს მამამ დამირეკა ხვალ ხევსურეთში მივდივართ და ხომ არ წამოხვალო, მეც დავთანხმდი რომ წავიდოდი.
-ლევან.. უნდა წამიყვანო რა, დღეს სახლში-ყელზე ჩამოვეკიდე.-ნუ მიბრაზდები, ჯერ ვერ შეგეჩვიე, არ ვარ ჯერ მზად, მეშინია.
-დარჩი რა კიდევ, რატომ მიდიხარ?-შემომხედა ნაღვლიანი თვალებით.
-ხევსურეთში მივდივართ ხვალ და უნდა ჩავბარგდე. რომ ჩამოვალ ხშირად გნახავ ხოლმე.-ლოყაზე ვაკოცე-ნუ მოიწყინე რა, ანა და მამიდა მენატრება, ერთი წელია არ მინახავს ჩემი გიჟი გოგო.
-კარგი წაგიყვან-მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა, მკოცნიდა თითქოს უკანასკნელი კოცნა ყოფილიყო, ჩემს წელზე დაატარებდა ხელებს, მერე სუნთქვა რომ ვეღარ შევძელით მომცილდა-მიდი ჩაალაგე ნივთები და წავიდეთ.-მითხრა სევდანარევი ხმით.
სახლში დამტოვა და უკან წავიდა. ბარგი ჩავალაგე, ანა მენატრებოდა ძალიან.
მამამ მანქანის გასაღები მომცა, ლიკა სალონიდან წამოიყვანე დღეს კვირაა და გვიანობამდე უწევს მუშაობაო. მეც სალონში წავედი ლიკასთვის უნდა გამევლო. სალონთან ახლოს მანქანას ავტოსადგომზე ვაპარკინგებდი, რომ პირდაპირ მანქანის ფარები მივანათე ლიკას და ლევანს, ერთმანეთს კოცნიდნენ. თვალები დავხუჭე და ისევ გავახილე, მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ ეს რეალურად ხდებოდა, ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ. მანქანის ფარების შუქზე ერთმანეთს მოსცილდნენ, ლიკამ მამას მანქანა იცნო და შეშფოთებული მანქანისკენ დაიძრა. მე კი მანქანიდან გადავედი და პირდაპირ ლევანისკენ დავიძარი.
-ნაგავი ხარ- ისეთი სილა გავაწანი ხმაზე მე თვითონ შევხტი-არ გაბედო და არ მოგვიახლოვდე არც ლიკას და არც მე.
-მარიამ მოიცადე, არასწორად გაიგე-ხელი წამავლო ლევანმა.
-რა გავიგე არასწორად? მოგენდე, შენ კი.-ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, შეურაწყოფილი ვიყავი, მე მარიამ გიგაურს, რომელსაც ბიჭების ამალა დამდევს დევდარიანი მღალატობს, თან საკუთარ დასთან. უკან გამოვბრუნდი და მანქანაში ჩავჯექი.
-მარიამ ისე ნუ იქცევი თითქოს დედაჩემი იყო-გაბრაზებული მეცა ლიკა.
-ხმა არ გავიგო შენი, კახპა ქალივით, ღამით შუა ქუჩაში კოცნი კაცს, რომელსაც არც კი იცნობ.-ისეთი ხმით დაუყვირე ლიკას ჩემი ხმის შემეშინდა.
-კარგი დაწყნარდი, ჩემი შეყვარებულია, რა მოხდა თუ ვაკოცე-არ ცხრებოდა ლიკა.
-თვითონ გითხრა რომ უყვარხარ?-ისევ ვაგრძელებდი ყვირილს.
-დიახაც უყვარვარ და ცოლადაც მომიყვანს.-ნერვებზე მიკაკუნებდა ლიკას სიტყვები.
-ხმა აღარ ამოიღო, კმარა-ისევ უყვირე და მანქანის გაზს ფეხი მივაჭირე.
-ნელა ატარე გთხოვ?-მუდარით მიყურებდა ლიკა.
თვალები ცრემლით ამევსო, გზას წესირად ვეღარ ვხედავდი, სვლა შევანელე და მანქანა გვერდზე გადავაყენე. ღრმად ვსუნთქავდი, ლიკა შეშინებული თვალებით მიყურებდა. საჭეზე თავი ჩამოვდე და ნერვების დაწყნარებას ვცდილობდი, რამდენ ხანს მომიწევდა სიცრუეში ყოფნა ახლა რომ არ წამოვსულიყავი? ვეკითხებოდი საკუთარ თავს და საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ვბრაზობდი და ვწყევლიდი ყოველ წუთს რაც ლევანტან ერთად გავატარე. როგორ ვენდე, როგორ დაუჯერე, მასთან ოჯახის შექმნაზე დავიწყე ფიქრი და ეს თურმე მეთამაშება. მანქანა დავძარი და სახლში ისე მივედით ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. მანქანა სწრაფად მიმყავდა, ლიკა შეშინებული თვალებით მიყურებდა და არაფერს მეკითხებოდა. მანქანიდან გადავიდა და კიბეებზე აირბინა, მე მანქანა დავაყენე და სადარბაზოსკენ დავიძარი, როცა ლევანის მანქანა მომადგა უკნიდან. მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და ჩემსკენ დაიძრა.
-გაგიჟდი, როგორ დაგყავდა მანქანა-იქით მიტევდა-საერთოდ არ იფიქრე შედეგზე?
-უვნებელი მოვიყვანე შენი 2 შეყვარებული სახლში. რაში განაღვლებს ახალს ვეღარ იშოვი თუ გაგიჭირდება?-ირონიულად ჩავილაპარაკე.
-მარიამ ლიკასთან ასახსნელად მივედი სალონში, თვითონ მაკოცა.-მიხსნიდა ლევანი.
-მე სხვა რამ დავინახე. ჩახუტებული წყვილი. განანებ ამას დევდარიანო, ძალიან განანებ. მე მარიამ გიგაური არ ვიყო შენ თუ ეს თამაში შეგარჩინო.-თითი ცხვირთან მიუტანე-იქნებ ისიც იუარო რომ ლიკა არ დააიმედე.
-შემეშალა, შენს ჯინაზე წამოვიწყე ეს თამაში, მაგრამ რაც გერმანიიდან დაბრუნდი ყველაფრის გარკვევას ვაპირებდი. ლიკასაც აუხსნიდი ყველაფერს, დღეს ასახსნელად მივედი სალონში. თანაც ლიკასთან მართლა არაფერი არ მაქვს, მხოლოდ ყავაზე დავპატიჟე რამდენჯერმე, ისიც შენი ამბის საკითხავად. მსუბუქი ფლირტი მქონდა მხოლოდ.-აგრძელებდა ახსნას.
-მსუბუქი ფლირტი? წადი შენი.. -ისევ სილა გავაწანი, მან კი ხელები გამიკავა და ტუჩებზე დამაცხრა, ვერ ვიშორებდი თავიდან.
-თავი დაანებე, შენი დედაც...-კაკის ხმა გავიგე, უცებ ამაგლიჯა ლევანი და სახეში მუშტი გაარტყა, ლევანი ძირს დავარდა.
-თავი დაანებე, ეყოფა- ღირსი იყო მაგრამ მაინც გავაჩერე აკაკი.
-ვინ არის? რატომ მაჩერებ?-ისევ იწევდა აკაკი.
-ჩემი ნაცნობია, შეეშვი ამად არ ღირს, წამოდი ავიდეთ-ხელი მოვკიდე კაკის. ლევანს გავხედე, ცხვირიდან სისხლი გასდიოდა, ღირსია, მოუხდება, გავიფიქრე და კაკისთან ერთად სადარბაზოსკენ დავიძარი.
-აღარასდროს გაეკარო თორემ საქმე ჩემთან გექნება.-თითი დაუქნია კაკიმ ძირს დავარდნილ ლევანს და სადარბაზოსკენ წამომყვა.
-თუ კიდევ შეგაწუხა მითხარი და მე და ჩემი ბიჭები მივხედავთ-გაიჯგიმა აკაკი.
-შენი ბიჭები და შენ მოკლავთ, მარტოც ეყოფი ჩემო გორილა-ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე კაკის-საიდან გაჩნდი უცებ?
-სავარჯიშოდ ვიყავი და რომ მოვდიოდი დაგინახეთ.
-მეცადინეობ გამოცდისთვის.-შევეკითხე.
-არა მარო შენი იმედი მაქვს, მამეცადინე მერე რა. ოქტომბერში თამაშს თუ არ მოიგებ ჩაბარება მოგიწევსო ლექტორმა მითხრა.-გამეკრიჭა აკაკი.
-შენ ისე ვარჯიშობ უეჭველი მოუგებთ რუსეთს და ნიშანსაც დაგიწერს, ტვინის ბურღვა კი არ დაგჭირდება.-მხარზე ხელი დავკარი და მაღლა ავედი სახლში.
-რა ხმაური იყო ეზოში?-შემომეგება დედა.
-კაკიმ ერთი ნაგავი გალახა.-ამოვილაპარაკე და ლიკას გადავხედე.
-მოკლედ ეგ როგორი დაცვა გვყავს უბანში. დილა საღამოს სულ ვარჯიშობს და ლოთებს და ქურდებს არ აჭაჭანებს ახლო მახლო.-ჩაილაპარაკა ელენემ-ვენაცვალე მაგის გამზრდელს-კარგი სასიძო ბიჭია ქალბატონო-გადახედა ლიკას.
-მე მასეთი ბიჭები არ მომწონს?-ჩაილაპარაკა ლიკამ.
-ამას მექალთანეები მოწონს, გასართობად რომ ჭირდებათ გოგოები მხოლოდ.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-შენ როგორი მოგწონს?-მეცა ლიკა.
-ამას თავი დაანებე, ჯერ კარიერას აიწყობს და გვერდით კი ეყოლება წარმატებული ექიმი.-ცხოვრება დამიგეგმა ელენემ.
-ხოოო.. ბუთხუზა, ჭკვიანი, ზრდილობიანი და მომავალი ექიმი-სიცილი დაიწყო ლიკამ.
გაბრაზებული წავედი საძინებლისკენ, კაკის მადლობელი ვიყავი, გაბრაზება ცოტა გამინელდა, ლევანს რომ მოსდო კარგად. ესეც ჩემი იდიალური ვარიანტი, თუ იდიალური ვარიანტი მინდოდა ნიკა უნდა ამერჩია. სხვა ყველა ნიკაზე გააკეთებდა არჩევანს, თუმცა რა მიზიდავდა არ ვიცი ლევანისკენ, არ ვიცი რა იყო ეს. ალბათ მისი სამყარო მომწონდა, მისი მდგომარეობა და სწორედ აქ დაუშვებდი საბედისწერო შეცდომას.
-„ვინ იყო ის გორილა?“-შეტყობინება მომივიდა ლევანისგან.
-„მარიამ ფეხი არ გაადგა ხევსურეთში, გასარკვევი გვაქვს ჩვენ ბევრი რამ.“-ისევ მოვიდა შეტყობინება. პასუხი რომ არ დაუბრუნე ტელეფონზე ზარი შემოვიდა. არ უპასუხე და ტელეფონი საერთოდ გამოვრთე.
მეორე დილით ხევსურეთში წავედით, ტელეფონი სულ გამორთული მქონდა, მინდოდა ლევანისგან დამეხსნა თავი. ანას და ეკატერინეს ნახვა გამიხარდა. პიკნიკზე წავედით, ვიმხიარულეთ, თუმცა ჩემს თავზე მაინც ვბრაზდებოდი, ასე ადვილად რომ ვენდე ლევანს. არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ მეთამაშებოდა და ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ან დედამისი რატომ გამაცნო, თამარის სიტყვებზე ვფიქრობდი “ეს ის მარიამია ვის გამოც გერმანიაში დარბოდიო“. იქნებ ესეც თამაშის ნაწილი იყო.
-მარიამ დედაშენმა ტელეფონზე ვერ ურეკავ, რატომ აქვს გამორთული უკვე 3 დღეაო-მკითხა მამამ.
-ალბათ დაჯდა და მე ყურადღება აღარ მივაქციე რომ არავინ რეკავდა.-თავი დავიძვრინე. მერე ტელეფონი ჩავრთე რომ დედისთვის დამერეკა.
-დედა როგორ ხარ?-ჩავძახე ტელეფონში.
-მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?-მკითხა დედამ.
-მეც კარგად-უპასუხე ნაღვლიანად, თან ხელში ლევანის ნაპოვნ კულონს ვაწვალებდი, მას მერე არ მომიხსნია, ჩემი მეგზური გახდა ეს ყელსაბამი.
-დედიკო რა გჭირს, გინდა ვილაპარაკოთ?-ჩამეკითხა დედა.
-არაფერია დე, გამივლის, რომ ჩამოვალ ვილაპარაკოთ.
-მარიამ ვიღაც ბიჭი იყო მოსული, გკითხულობდა, მისი მეგობარი ვარო, ლევანი ერქვა, შენი ჯგუფელია დედა?-ჩამეკითხა დედაჩემი.
-არა დედა, ჩემი ყოფილი შეყვარებულია-პასუხი დაუბრუნე დედაჩემს.
-რა კარგი ბიჭია დედი, რატომ ყოფილი, ისეთი ნაღვლიანი იყო, იჩხუბეთ?-ისევ მკითხა დედამ.
-იმედები გამიცრუვდა, ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც ჩანდა. მერე მოგიყვები დედი დანარჩენს, კიდევ რა გითხრა?-შევეკითხე დედას.
-დიდი მადლობა, რომელი სოფელია ხევსურეთში ვნახავო. მეც უთხარი.-ამოვიოხრე ტელეფონში-არ უნდა მეთქვა?
-დედა ფიქრისთვის დრო მჭირდება, არ უნდა გეთქვა. კარგი გაკოცე.
მერე შეტყობინებები გავხსენი, ლევანისგან უამრავი შეტყობინება და გამოტვებული ზარი იყო.
მწერდა რომ ორივე უნდა ვენახეთ და ბოლოს და ბოლოს ყველაფერი გაერკვია. შუადღით ხევსურეთში ვიქნებიო მომწერა. ლიკამ გუშინ მოასწრო და ფეხი იღრძო, საწოლში იწვა. საჭმელი შეუტანე და ლევანის სანახავად წავედი.
სოფლის ცენტრში მანქანას იყო მიყუდებული და მელოდებოდა.
-მანქანაში ჩავჯდეთ, არ მინდა ვინმემ დაგვინახოს-უთხარი და მანქანის კარი გამოვაღე.
-ღმერთო როგორ მომენატრე-ამოილაპარაკა.
-მე თუ ლიკა მოგენატრა, ჯერ ჩამოყალიბებულიყავი იქნებ.-წავკბინე, თავი გააქნია და მდინარისკენ მიმავალ გზას დაუყვა, გზიდან გადააყენა მანქანა. ჰაერი არ მყოფნიდა, ამიტომ მანქანიდან გადმოვედი. ლევანიც გადმოვიდა.
-მარიამ ლიკა რატომ არ მოვიდა, ორივესთან მინდოდა დალაპარაკება.-მკითხა ლევანმა.
-ფეხი მოიტეხა და წევს.-შევხედე და თან მის რეაქციას ვაკვირდებოდი.
-კარგი მაშინ ჯერ ჩვენ გავარკვიოთ და ლიკას მერე აუხნით.-აგრძელებდა ლევანი
-ლევან მე ნდობა დავკარგე, სიყვარულს კი ნდობა ასაზრდოებს, ერთი წლის უკან ჩემგან წასული სხვა ქალს გადაეკიდე, მერე ჩემს არ ყოფნაში ლიკას დაკერვა დაიწყე, ჩემი საკუთარი დის. გესმის ეს ჩემთვის რა მძიმეა. როგორ დაგიჯერო რამე ამის მერე და როგორ გენდო?-ხმამაღლა ველაპარაკებოდი და თან თვალები ცრემლით მქონდა სავსე.
-ამის დედაც-ქვას ხელი წამოავლო და წყალში ისროლა-არ მინდოდა ასე მომხდარიყო, შემეშალა ვიცი, -ზურგით იდგა და ისე ლაპარაკობდა, თვალებში შემოხედვის თითქოს რცხვენოდა.
-მე რომ შემეშალოს და სხვა კაცის მკლავებში გენახე რას იზავდი? არაფერია და მაპატიე მეთქი რომ მეთქვა სულერთი იქნებოდა შენთვის? თან ეს კაცი შენი ძმა ან მეგობარი რომ ყოფილიყო რა რეაქცია გექნებოდა?
-მიყვარხარ-უცებ მობრუნდა, მკლავები მომხვია და ტუჩებზე მგელივით დამაცხრა. გონს რომ მოვედი ტუჩზე უკბინე და მომშორდა. დრო ვიხელთე და გზის მხარეს წამოვედი.
-მაპატიე გთხოვ. თვითონ მაკოცა, მე არაფერ შუში ვარ. შენ რომ გხედავ ჭკუიდან გადავდივარ, არ მინდა შენი დაკარგვა, ერთხელ უკვე დაგკარგე და ეს ერთი წელი ტანჯვა იყო ჩემთვის_წამომეწია ლევანი.
- შენ ვერაფერი ვერ გაიგე? დაანებე ლიკას თავი, გაქრი ლიკას ცხოვრებიდან, დროებით არ ვნახავთ ერთმანეთს, კარგად ჩამოყალიბდი და მერე ვილაპარაკოთ, ორ კურდრელს ერთად ვერ დაუწყებ დევნას ლევან, ჩემს გრძნობებზე თამაშის უფლებას არ მოგცემ. ყველაფერს მოუყვები ლიკას, აღარაფერს დავმალავ, რისთვისაც დასდევ იმასაც. მამასაც ვეტყვი ყველაფერს და კარგად იცი რაც დაგემართება ამ ბინძური თამაშისთვის.
-მე შენ მიყვარხარ და არა ლიკა, ძნელია ამის გაგება?-მიყვიროდა.
-მე დავამთავრე შენთან ლაპარაკი. წადი რუსეთში, გადახარშე კარგად რა გააკეთე, მაცადე ერთი ორი თვე და მერე დავილაპარაკოთ.-შემოვბრუნდი და წამოვედი.
ლევანი წამომეწია ზურგზე გადამიკიდა და მანქანისკენ დაიძრა. აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი ისე ჩამტენა მანქანაში, კარები ჩამიკეტა და მძღოლის ადგილს მიუჯდა.
-ლევან რას აკეთებ? გაგიჟდი? ახლავე გამიღე კარები.
-გიტაცებ, ფეხებზე გინდა თუ არა ჩემი ცოლობა, მაინც ჩემი ცოლი გახდები.-გაგიჟებულმა ხელი დაკრა საჭეს. ძალიან შემეშინდა, რატომ გავყავი ამ შარში თავი, რატომ ვენდე და დაუჯერე საერთოდ დევდარიანს.
-ლევან გააჩერე მანქანა, უარესად ნუ გავანადგურებთ იმ ურთიერთობას რაც დაგვრჩა.-ვეხვეწებოდი.
-არა მარიამ, შენ არ მაპატიებ, საკმარისად კარგად გაგიცანი, ამაყი ხარ.
-ძალით გინდა დამიმორჩილო, ასე აპირებ ურთიერთობის აწყობას?-ბოლო ხმაზე უყვიროდი.-გგონია ასე შემიყვარდები, არა უფრო შეგიძულებ და არც შენს გვერდით არ დავრჩები.
-ძალით არა, ერთად ვიქნებით სვანეთში მარტოები და ნელ-ნელა დავალაგებთ ურთიერთობას.
-ფრთხილად, ანააა...-წინ ცხენზე შემჯდარი ანა გადაგვიდგა და ცხენი ორ ფეხზე შეაყენა. ლევანმა საჭე გადაატრიალა და გზიდან გადავედით მანქანით. მანქანა ბუჩქებში შევარდა, ძლიერი დამუხრუჭების გამო თავით მანქანის საქარე მინას დავეჯახეთ, მეც და ლევანიც. ირგვლივ დაიბურა, მერე თითქოს გონს მოვედი, კარებებს ვეცი და გამოვაღე, ცხენისკენ გავიქეცი და როგორ შევჯექი მე თვითონაც არ ვიცი, მერე ანაც შემოაჯდა ცხენს და სახლისკენ წავედით. დავინახე ლევანი როგორ გადმოვიდა მანქანიდან. გაგიჟებული იყო, ჩანაფიქრი ვერ განახორციელა.
ანამ მომიყვა თუ როგორ გვითვალთვალებდა, თან დამემუქრა სიმართლე მომეყოლა. მეც მოუყევი ლევანზე. ყველაფერი არ მომიყოლია რა თქმა უნდა.
ჩემი პატარა გოგო ისე გაბრაზდა, რომ გამეშვა დაახრჩობდა ლევანს.
-ახლა რას აპირებ?-შემეკითხა ანა.
-უნდა დავფიქრდე, იქნებ წავიდეს ცოტა ხანი და მაცადოს გრძნობებში გარკვევა.-ჩავფიქრდი და ბოლოს ამოვილაპარაკე.
-იქნებ მართალი გითხრა და ლიკას შენზე ინფორმაციის მისაღებად იყენებდა, ეს ხომ იცი რა ქარაფშუტაა, ააგო ოცნების კოშკები.-დამაიმედა ანამ.
-რატომ არ მომიყვა რომ ერთმანეთს ხვდებოდნენ და შეყვარებულის სტატუსიც ქონდა?
-ლიკას მონაყოლიდან რამდენადაც ვიცი სულ არ უთქვამს ლევანს მიყვარხარო მისთვის. „თვალებით ვხვდები, რომ უყვარვარ“-გამოაჯავრა ლიკას ანამ.-რა ჯანდაბას ხვდება თვალებით, როცა ტიპი სიყვარულს არ უხსნის.
ორივეს გაგვეცინა და სახლიც გამოჩნდა.

მერე რა მოხდა???
თბილისში დავბრუნდი, ლევანმა მომწერა რომ რუსეთში მიდიოდა 2 თვით საქმეების მოსაგვარებლად. რომ დაბრუნდებოდა დავილაპარაკებდით და გრძნობებში გარკვეულები ყველაფერს დავალაგებდით.
სექტემბერში უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე. ერთ თვეში ბერლინიდან წერილი მივიღე ფოსტით, უნივერსიტეტი მთავაზობდა ბერლინის უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა. მაშინ ჩავთვალე რომ ასეთი შანსი აღარ მომეცემოდა ცხოვრებაში. ლევანთან არეული მქონდა ურთიერთობა და გადავწყვიტე ამ შემოთავაზებას დავთანხმებოდი და ისევ 1 კურსიდან დამეწყო სწავლა, ახლა უკვე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა ფაკულტეტზე. სახლში გამოვაცხადე რომ გერმანიაში გადავდიოდი მინიმუმ 6 წლით და ბარგი ჩავალაგე. ნიკაც ვნახე, ახალი ამბავი უთხარი, მოიწყინა მაგრამ მითხრა რომ ეს შანსი უნდა გამომეყენებინა და რომ ჩემი ამბავი უხაროდა.
საბუთები მოვაგვარე, წასვლამდე 2 დღე იყო დარჩენილი. ჩემი ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა, არ ჩერდებოდა. უცხო ნომერი იყო და ვიფიქრე გერმანიიდან მირეკავდნენ, ტელეფონი გავხსენი და უპასუხე.
-„მარიამ არსად არ წახვალ სანამ არ გავარკვევთ ყველაფერს“-გაისმა ლევანის გაბრაზებული ხმა.
-„შენ საიდან იცი რომ გერმანიაში მივდივარ?“ -ჩავძახე ტელეფონში-„ააა... თუმცა ლიკა. ისევ აგრძელებ თამაშს? არ დაიღალე ამ ფარსით?“
-„ლიკა მხოლოდ მოვიკითხე და მითხრა რომ 6 წლით მიდიხარ. მარიამ ამდენი ხანი არ წახვიდე გთხოვ, საქართველოში დარჩი. 2 დღეში ჩამოვფრინდები აქედან და დავილაპარაკოთ, გთხოვ ასე უშანსოდ ნუ დამტოვებ გაურკვევლობაში.“-ხმა დაუთბა ლევანს.
-„შეცდომებს არ ვპატიობ მე არავის, შენ ერთხელ გაპატიე. ორჯერ შეცდომა, შეცდომა არ არის, ეს ღალატია. მე კი ამ შანსს არ გაუშვებ ხელიდან, 2 დღეში ბერლინში მელოდებიან.“-უთხარი და ტელეფონი გაუთიშე.
ყველას დავემშვიდობე და ბერლინში წავედი. ველოდებოდი, დიდი ხანი ველოდებოდი, რომ დამირეკავდა და მომიკითხავდა, ის კი არ ჩანდა. ერთი თვის მერე დამირეკა, მითხრა რომ ძალიან ვენატრებოდი და რომ პრობლემები ქონდა, ამიტომაც ვერ ჩამოვიდოდა გერმანიაში. მე კი უთხარი რომ სულერთი იყო ჩემთვის, მერე ისევ გაბრაზდა და 2 თვე არ დაურეკავს.
რამდენიმე თვის მერე მამამ დამირეკა და ცუდი ამბავი შემატყობინა. ეკატერინეს სიმსივნე აღმოაჩნდა, ანალიზები გერმანიაში გამოაგზავნეს და პასუხებს ველოდებოდით. სწავლამ და ეკატერინეს ამბავმა ლევანი სულ გადამავიწყა. ანალიზების პასუხი არ იყო კარგი, ავთვისებიანი სიმსივნე, რამდენიმე ქიმიო თერაპიის კურსი უნდა გაევლო ეკატერინეს რომ სიცოცხლე ცოტათი გახანგრძლივებოდა.
გერმანიაში ბედნიერი სტუდენტობა მქონდათქო ვერ ვიტყვი. სახლებს ვალაგებდი შაბათ-კვირა. ოფიციანტადაც ვმუშაობდი ცოტა ხანი კერძო კლუბში. შარლოტა ძალიან მეხმარებოდა, მის მეგობრებს წვეულებები თუ ქონდათ ორგანიზებაში ვეხმარებოდი, დალაგებებზეც რეკომენდაციას თავის ნაცნობებში შარლოტა მიწევდა. საქართველოში რატომღაც ყველას სჯერა რომ ევროპაში წასული ყველა ბედნიერია, ჩემთვის ეს პერიოდი ნამდვილი წამება იყო. გამუდმებული ფიზიკური შრომა, სწავლის შეთავსება, ერთდროულად ძალიან ძნელი იყო. წარმატებულად რომ ისწავლო და თავი დაიმკვიდრო ამისთვის ღამეებიც უნდა ათენო. მერე ეგუები, ეჩვევი ამ ყველაფერს, მეგობრებს იჩენ და თავს მარტო და უსუსურად არ გრძნობ. ლიკა სულ მეუბნებოდა შენთვის მიუღწეველი არაფერია, ცხოვრებასთან ბრძოლის უნარი სისხლში გაქვსო. თუმცა ეკატერინეს ამბავმა გამტეხა, შემეშინდა, ვიბრძოდი მომავლისთვის, ვგეგმავდი მომავალს და არავინ ვიცოდით დადგებოდა კი ეს მომავალი.

ანასტასია

მარიამი გერმანიაში გაემგზავრა სასწავლებლად. რა ბედნიერებაა, საზღვარგარეთ სწავლობს, ჩამოვა და უკვე წარმატებული ქალი იქნება. ისეთი მაგარი გოგოა და ისეთი დამოუკიდებელი, გინდება მიბაძო, თუმცა არ გამომდის, მე არც გარემო მაქვს და არც პირობები იმის რომ კარგად ვისწავლო. ვსწავლობ იმას რასაც ხევსურეთის სკოლა მაძლევს, უცხო სამყაროს საერთოდ არ ვიცნობ.
მარიამი სულ ეჩხუბებოდა დედას, რომ თბილისში გადავსულიყავით, თავის ბინა დაგვითმო, იქ იცხოვრეთო, თუმცა დედამ იუარა.
-დედა იქნებ გადავსულიყავით თბილისში, სულ შეუძლოდ ხარ, ხომ ხედავ აღარ შეგიძლია ამდენი შრომა.-ვეხვეწებოდი დედას.
-არა ანა, მარიამის ბინა მარიამის არის, რომ გაუჭირდეს და გაყიდვა დაჭირდეს? ხომ იცი როგორია, არ გვეტყვის და არც ბინიდან გამოგვიშვებს.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა დედამ.
-მალე სწავლას დავამთავრებ, სულ რაღაც 2 წელი დამრჩა, მომზადება და ჩაბარება ხომ მინდა.-დავნაღვლიანდი.
-ვიცი დედა, 1 წელიც და მოვიფიქრებ რამეს.-ჩაილაპარაკა და სკამზე ჩამოჯდა.
-ეკატერინე, ანა,-ეზოში თამრო ბებო იძახდა.
-თამრო ბებო, როგორ ხარ?-მივეგებე და მივეხმარე რომ სახლში შემოსულიყო.
-მე კარგად ვარ შვილო, შენ როგორ ხარ? რატომ აღარ ჩამოდიხარ ჩემთან?-ჩამეკითხა თამრო.
-ვმეცადინეობ და ვკითხულობ ბევრს, ვეღარ ვიცლი.
-ხო, ცხენსაც აღარ დააქროლებ. დაჭკვიანდა ჩვენი გადარეული გოგო?-თავზე ხელი გადამისვა თამრომ.
-დრო არ არის?-გამოგვეპასუხა დედა.
-ეკა შვილო, ხვალ სოფლის პოლიკლინიკაში ექიმები მოვლენ, ადრეული გამოკვლევებიო პროგრამაა, ათასი უბედური დაავადებაა. ღმერთმა ყველას ააცილოს და მაინც უნდა გააკონტროლოს ადამიანმა. ეთერისთან ვიყავი ქვემოთ და ექთანს შენი სახელი და გვარი ჩავაწერილნე, ხვალ 12 საათზე ამოვლენ და მიდი შვილო.
-კარგი რა დეიდა თამრო, კარგად ვარ რა გამოკვლევა მინდა.-უთხრა დედამ.
-ეკა რომ გეუბნები გაიგე, რაც ანას ძუძუს თავი გაანებებინე მას მერე გაწუხებს, უნდა ანახო შვილო, ასე არ შეიძლება.-გაბრაზდა თამრო.
-არ მაწუხებს, უბრალოდ გამაგრებულია. არაფერია საგანგაშო-ჩაილაპარაკა დედამ.
-დედა რამე გაწუხებს? რა გამოკვლევაზე ლაპარაკობთ?-ჩავერთე ლაპარაკში.
-არაფერია ანა, ადრე უთხარი თამროს, რომ მკერდში სიმაგრე მაქვს და ეს ხომ იცი ყველაფერზე ნერვიულობს.
-გეყოფა ეკატერინე, საკუთარი თავი თუ არ გეცოდება, ბავშვის გამო მაინც მიდი. გზაზე გყავს დასაყენებელი და შენ თავს ყურადღებას საერთოდ არ აქცევ.-უსაყვედურა თამრომ.
-კარგი წავალ-გამოგვიცხადა დედამ.
-ანა ხელი მოკიდე და სულ ძალით წაიყვანე ეს ჯიუტი ქალი.-მითხრა თამრომ.
მეორე დღეს მართლაც წავიყვანე დედა პოლიკლინიკაში. ექიმმა გასინჯა და უთხრა რომ თბილისში უნდა წამოსულიყო სასწრაფოდ და ონკოლოგიურში გამოკვლევები ჩაეტარებინა. დედამ უარი განაცხადა წამოსვლაზე.
მე ბიძიას დაურეკე და გეგა იმ საღამოსვე ამოვიდა ხევსურეთში. დედას ეჩხუბა და სულ ძალით წამოგვიყვანა თბილისში.
ანალიზები აუღეს, გასინჯეს და აღმოჩნდა რომ კვანძები ქონდა მკერდზე, რამდენად საშიში იყო და ექვემდებარებოდა თუ არა მკურნალობას იმედს ჯერ ვერ გვაძლევდნენ ექიმები.
გეგამ მარიამს დაურეკა გერმანიაში და იმ კლინიკის შესახებ ინფორმაცია გაარკვევინა, რომელ კლინიკაშიც დედას ანალიზებს აგზავნიდნენ. მეხის გავარდნასავით იყო, რომ წარმოვიდგენდი რომ დედას შეიძლებოდა სიმსივნე ქონოდა და არ განკურნებულიყო, სულიერი ტკივილისგან ვგიჟდებოდი.
ბარგი ჩავალაგეთ და ხევსურეთიდან წამოვედით, ელენემ ყველაფერი მოაგვარა და თბილისში #161 სკოლაში გადმომიტანა საბუთები. ძალიან გამიჭირდა ახალ კლასელებთან შეგუება და შეჩვევა, ლიკა მამხნევებდა და ჩემს გარეგნობაზე ზრუნვა დაიწყო, პირველ ეტაპზე თმა შემჭრა, თავის ტანსაცმელებს მათხოვებდა ხოლმე, რაც არ უნდა მეთხოვა უარს არაფერზე მეუბნებოდა. მარიამიც მიგზავნიდა გერმანიიდან ტანსაცმელს. მარიამის გამოგზავნილებს ლიკა მთხოვდა ხოლმე და ასე ვცვლიდით სამოსს ერთმანეთში. დედას მდგომარეობა ძალიან მაფიქრებდა, ზამთრის არდადეგები დაიწყოდა ანალიზის პასუხებიც ჩამოვიდა გერმანიიდან. პასუხი, რამდენიმე თვის სიცოცხლე, ავთვისებიანი სიმსივნე. პასუხების გაგების მერე მარიამიც მალე ჩამოვიდა საქართველოში როგორც კი გამოცდებს მორჩა.
-ლიკა სანამ თმას შეჭრი მანამ ჩამოფრინდება ის გოგო, მე გავდივარ და სახლში მიდი-ჩასძახა გეგამ ლიკას ტელეფონში და მანქანა დაქოქა. მე გეგა და ნინო მივდიოდით მარიამის დასახვედრად.
აეროპორტის ფოიეში ვიდექით, ზოგი მიდიოდა, ზოგიც ჩამოდიოდა, ვიღაც ტირილით აცილებდა ოჯახის წევრს, ვიღაც კი სიხარულით ელოდებოდა. ამდენი ემოციური გაცილება და დახვედრა, რამდენ ამბავს იტევს ეს კედლები.
-მამააა,-მარიამი მოდიოდა ჩვენსკენ-როგორ ხართ?-ჩაეხუტა გეგას და ნინოს, მერე კი ჩემსკენ დაიძრა_ჩემი გოგო, როგორ ხარ?-მითხრა და თვალები ცრემლებით აევსო.
-კარგად ვარ მარიამ, შენი ტირილი კი პირვალად ვნახე.-უთხარი სიცილით.-მომენატრე.
-მეც მომენატრე ჩემო პატარა-გულში ძალიან ჩამიკრა.
სახლში წამოვედით. შევედით თუ არა სახლში ლიკა მარიამს პირდაპირ კისერზე ჩამოეკიდა და ლოყები დაუკოცნა. მერე ელენე გამოვიდა და მარიამს ჩაეხუტა. ელენე ძალიან შეიცვალა რაც დედას ანალიზის პასუხი მოვიდა. თითქოს 15 წლით დაბერდაო, დაბნეული დადის და შენიშვნებსაც აღარ გვაძლევს.
მარიამმა დედაც მოიკითხა, დედა ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო. მარიამი აწყნარებდა, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა. მერე ოთახში შეიყვანა და დააწყნარა. მე ავედევნე უკან და ოთახის კართან გავჩერდი.
-მარიამ ცუდი პასუხებია, წავიკითხე. ვიცი დიდი დრო არ დამრჩა, მხოლოდ შენი იმედი მაქვს, გთხოვ ანას მიმიხედე.-ტიროდა დედა-ვიცი ბევრს ვითხოვ და შენ სწავლობ, ვერ შეძლებ მის გვერდით იყო, მაგრამ ხშირად დაურეკე გერმანიიდან, სანამ ჩამოხვალ და იქიდან ანუგეშე. შენ მისთვის ბევრს ნიშნავ, შენთვისაც ვიცი ანა ძალიან ძვირფასია, ელენეს და გეგას არ დაუჯერებს, შენ კი გენდობა, უყვარხარ, მისთვის იდეალი ხარ, შენი ყველაზე მეტად სჯერა. ღმერთმა ქნას რამდენიმე წელი ვიცოცხლო, ექიმმა მითხრა 2 წელი ქიმიოთერაპიით შეძლებ სიცოცხლის გახანგრძლივებასო.
-ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო ანაზე. სანამ ვსწავლობ ისე ვერ მივაქცევ ყურადღებს, მაგრამ რომ დავბრუნდები საქართველოში ყველფერს გავაკეთებ მისთვის.-ჩაეხუტა დედას მარიამი.
მომდევნო ხუთი დღე მარიამი მეგობრების მონახულებით იყო გართული, სახლში მოსული კი სულ დედას და ჩემს გვერდით ტრიალებდა. თვალებით მეუბნებოდა რომ ძლიერი ვყოფილიყავი და ყველაფრისთვის გამეძლო.
კარზე კაკუნი იყო, კარი მე გავაღე, კურიერმა ამანათი მოიტანა მარიამის სახელზე. ჩავიბარე და მარიამს შეუტანე ოთახში.
-მარიამ. რაღაც მოგიტანეს.-საწოლზე დაუდე ამანათი.
-რა არის?-ინტერესიანი თვალებით შემომხედა, მე კი მხრები ავიჩეჩე.
-გახსენი და ვანხოთ.-უთხარი სიცილით.
მარიამმა გახსნა ყუთი და შავი შოკოლადი იდო, წერილიც ახლდა და ქვემოთ ლამაზ ყუთში კიდევ სამაჯური იდო, კულონი ეკეთა, დედა-შვილი და გული, ისეთი როგორიც ყელზე ეკეთა მარიამს.
-ვინ გამოგიგზავნა?-შევეკითხე ინტერესით.
-ლევანმა-წერილი არც გაუხსნია ისე მიპასუხა.
-რა იცი, ჯერ წერილი არ გინახავს-შევეკითხე ინტერესით.
-ვიცი-წერილი გახსნა და წაიკითხა.
-რას გწერს?-შევეკითხე.
-პატარა ჭორიკანა.-ცხვირზე ხელი დამკრა-ისევ მიყვარხარო-ამოიოხრა ისე გულიც თან ამოაყოლა, წერილი შეინახა, სამაჯური კი ხელზე გაიკეთა. შოკოლადი გახსნა და ერთად შევჭამეთ.
-გიყვარს ისევ?_ჩავეკითხე.
-ძალიან, მენატრება.-თვალზე ცრემლი მოადგა.-ანა ლიკა რას ამბობს, ისევ ეკონტაქტება ლევანს?
-აღარ ახსენებს, ალბათ არა.-უთხარი და ცოტა გამხიარულდა. მერე ჩაიცვა და საქმე მაქვსო სადღაც წავიდა.
იმ ღამით არ დაბრუნებულა, ლიკამ მითხრა მეგობართან დარჩა მცხეთაშიო.
მარიამი მალე გაემგზავრა, გული ძალიან დამწყდა, ის რომ იყო ჩემს გვერდით თავს ძლიერად ვგრძნობდი. ხშირად რეკავდა გერმანიიდან და ჩვენს ამბებს იგებდა. დედამ ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია, თმა საერთოდ გასცვივდა, სულ გული ერეოდა და თავს ცუდად გრძნობდა, საშინლად სუსტად იყო. ელენე ისე უვლიდა როგორც პატარა ბავშვს. დედას ავადმყოფობამ დედა შვილი კვლავ დაახლოვა. ერთხელ სამზარეულოში გამოვედი ღამე და სინათლე არ ავანთე ისე შევედი წყლის დასალევად. სამზარეულოს და ლოჯის კარი ღია იყო, ლოჯში ღამის სანათის შუქზე ელენე იჯდა და გულამომჯდარი ტიროდა. თან ბუტბუტებდა.
-ღმერთო დამეხმარე, მაპატიე ჩემი უპატიებელი შეცდომა, შვილს ნუ წამართმევ, ისედაც ბევრი ეწამა, მე მხოლოდ სიკეთე მინდოდა მისთვის. მისი სიყვარულის გამო ჩავიდინე ყველაფერი, ყველაფერი დავგეგმე, თუმცა აქაც დამცინე უფალო, ორნი იყვნენ. -ხატს დასცქეროდა ელენე და ჩუმად ტიროდა.
სამზარეულოდან ჩუმად გამოვიპარე, მეორე დღეს მარიამს დაურეკე სკაიპში და მოუყევი რაც ელენესგან გავიგე, თუმცა ვერც ერთი მივხვდით რაზე ლაპარაკობდა ელენე.

მარიამი
საქართველოში რომ ჩავედი, რამდენიმე დღის მერე მომივიდა ამანათი. თან წერილი ახლდა:“ძალიან მენატრები. შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. გერმანიაში მინდოდა ჩამოსვლა და ვერ მოვახერხე, მამაჩემს გულზე პრობლემები ქონდა, საქართველოში წამოვიყვანე. მე რუსეთში წავედი და ბიზნესს უძღვები. გოგასგან გავიგე რომ ჩამოხვედი, გუშინ ჩამოვფრინდი. საღამოს გნახავ, გთხოვ უარი არ მითხრა, ძალიან მომენატრე. მოტაცებას აღარ დაგიპირებ გპირდები. საღამოს 6 საათზე გამოგივლი. ეს სამაჯური რუსეთში გავაკეთებინე იუველირს, ისეთი კულონი აქვს როგორიც იმ ყელსაბამს. მინდა რომ ესეც ატარო, ნიშნად ჩემი დიდი სიყვარულისა. შოკოლადი ჭამე სანამ მოვალ, მინდა ბედნიერი გნახო.“
საღამოსთვის გავემზადე, სამაჯური ხელზე გავიკეთე და ლევანის ზარს დაველოდე. ლევანმა დამირეკა ზუსტად 6 საათზე. ქვემოთ ჩავედი, მანქანაში იჯდა, იანვარი იყო, ძალიან ციოდა. რომ დამინახა სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და მანქანის კარი გამიღო. მანქანაში უხმოდ მოვთავსდი და ღვედს მოვკიდე ხელი, რომ შემეკრა.
-მომეცი-ღვედი ხელიდან გამომართვა, ჩემსკენ გადმოიხარა და შემიკრა-ეს ჩემი საქმეა და გთხოვ მე შეგიკრავ-თან თვალი ჩამიკრა. ისეთი სიმპატიური იყო, შარვალ კოსტუმი ეცვა.
-ჩუმად რატომ ხარ?-გადმომხედა ღიმილით-არ მაპატიე ხო ჯერ კიდევ? სამსახურში ვიყავი და პირდაპირ იქიდან მოვდივარ. რაც მამა ცუდად არის მთელი ბიზნესის გაძღოლა მე მიწევს, სულ გზაში ვარ, ხან რუსეთში ვარ ხან აქ. გერმანიაში ძალიან მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ ვერ გამოვნახე დრო. თქვი რამე, სულ მე ვლაპარკობ.-გადმომხედა.
-მეც კარგად ვარ, ეკატერინეა ცუდად და ძალიან ვნერვიულობ. არ ვაპირებდი ჩამოსვლას მაგრამ ანას და ეკას გამო ჩამოვედი.-ნაღვლიანად ამოვიოხრე.
-მე კი მეგონა მე მოგენატრე-ჩაილაპარაკა ნაღვლიანად.
-ლევან შენთან სათხოვარი მაქვს-შევხედე მუდარის თვალებით.
-დამივიწყეო არ მთხოვო და სხვა რაც გინდა.-მითხრა ნაღვლიანად.
-პაპაჩემი, თომა გიგაური რუსეთში ცხოვრობს. შეგიძლია რუსეთში რომ ჩახვალ მოძებნო?
-მარტო ამიტომ შემხვდი? კარგი მოვძებნი, მაგრამ რამე ხელჩასაჭიდი მჭირდება.
-მარტო ამიტომ არა.-გაუღიმე, ისეთი სევდიანი იყო გული მეტკინა.-ყველაფერი უნდა გავარკვიოთ. ხელჩასაჭიდს კი მოგიძებნი რამეს.
-ჩემი პატარა დეტექტივი-ცხვირზე დამკრა თითი. მერე მანქანა გადააყენა გზიდან, ღვედი შეიხსნა და ჩემსკენ შემობრუნდა, გაკვირვებული თვალებით უყურებდი, მან კი ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე დამეწაფა. ისეთი მონატრებული იყო, წამში დამავიწყდა წყენაც, გაბრაზებაც, პრობლემებიც. მინდოდა ყველაფერი მიმეტოვებინა და სულ მის მკლავებში ვყოფილიყავი, მაგრამ მერე ისევ დაბრუნდა პრინციპული და ჯიუტი მარიამი.-გთხოვ არ გამიბრაზდე, ძალიან მომენატრე-დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებზე.
-ლევან, ბევრი დრო მქონდა რომ მეფიქრა, ლიკა ჯერ კიდევ ბავშვია, მიამიტი ბავშვი, შეიძლება მან გაკოცა მართლაც, არ გამოვრიცხავ, მაგრამ შენ ზრდასრული ადამიანი ხარ, 26 წლის კაცი ასეთ რამეს არ უნდა უშვებდეს. არ შეიძლება ორ დას ერთდროულად ეფლირტავო. არასერიოზული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებ, მე კი არ მინდა თავქარიანი კაცი გვერდით. გარდატეხის ასაკში ხომ არ ხარ?-გაბრაზებული ველაპარაკებოდი ხელებით.
-მამაჩემი მეუბნება, რომ გარდატეხის ასაკი ეხლა გაქვსო-სიცილი აუვარდა.-ზუსტად მასავით მელაპარაკები, ხმა რომ დაიბოხო ბატონი გუჯა დევდარიანი ხარ.
-შენთან სერიოზული ლაპარაკი არ შეიძლება-ხელი ჩავიქნიე.-მე ისევ გერმანიაში დავბრუნდები და სწავლას განვაგრძობ. ვიცი გაგვიჭირდება მაგრამ, ხან შენ ჩამოხვალ, ხან მე და ვნახავთ ხოლმე ერთმანეთს. თუ ჩვენი სიყვარული ნამდვილია შორს ყოფნასაც გაუძლებს და დროც ვერაფერს დააკლებს. მოვრჩები სწავლას და თუ ისევ გეყვარები და ჩემი ცოლად მოყვანა გენდომება დავქორწინდეთ.-თვალები უბრწყინავდა, ჩემს თავზე ვბრაზობდი, რატომ ვპატიობდი ასე ადვილად.-რატომ გპატიობ ასე ადვილად?-ჩავილაპარაკე.
-იმიტომ რომ გიყვარვარ. რამდენი ხანი? რამდენი ხანი მომიწევს ლოდინი?-მითხრა სევდიანად.
-3 წელი და 4 თვე.
-მაგისტრატურაში არ გააგრძელებ?
-აქ დავამთავრებ მაგისტრატურას.-თვალები გაუნათდა, ღვედი შემიხსნა, ხელი დამავლო და თავის კალთაში გადამსვა. ხელები მაგრად მომხვია და გულში ჩამიკრა.
-დაგელოდები, მთელი ცხოვრება დაგელოდები-მეჩურჩულებოდა.-მცხეთაში არიან ჩემები და დღეს გაგაცნობ.-ისევ გადამსვა, ღვედი შემიკრა და მცხეთისკენ წავიდა.
-შენები, ვინ შენები?-ვერ გავიაზრე რა მითხრა.
-დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი და.-მითხრა ღიმილით.-გუჯამ მინი ინფაქტი გადაიტანა და ჰაერზე ყოფნა გამოუწერა ექიმმა, რაც ჩამოვიყვანე მცხეთაში არიან. თამარი სულ გკითხულობს, რამის მომკლა რომ გაიგო რომ გაბრაზებული იყავი და ვიჩხუბეთ მეთქი.
-ლევან, ჯინსები მაცვია და ბოტასები. ასეთ ფორმაში უნდა გავიცნო შენები? სხვა დროს გავიცნობ, გვიანია.-შევხედე მუდარით.
-არა, არა და არა. დღეს უნდა გაგაცნო, გადაწყვეტილია.-ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და თითებზე მაკოცა.
მალე მცხეთის სახლში მივედით. თამარმა კარი რომ გააღო და მე დამინახა სიხარულისგან შეჰკივლა და გულში ჩამიკრა.
-ღმერთო ბევრად უფრო ლამაზი ხარ ვიდრე ეკრანზე ჩანდი.-ხელი მომხვია და მისაღებში შემიყვანა.-გუჯა ნახე ვინ მოვიყვანე?-სავარძელში შუახნის სიმპატიური მამაკაცი იჯდა, წამოდგა და გაკვირვებულმა დაგვიწყო ყურება მე და თამარს.-ეს ის მარიამია შენი შვილი რომ გადარია.-მიაყარა თამარმა.
-სასიამოვნოა შვილო, -გამიღიმა და ხელი ჩამომართვა კაცმა.
-ჩემთვისაც-ჩავილაპარაკე მორცხვად.
-დაჯექი შვილო-დივანზე მიმითითა ბატონმა გუჯამ. ლევანმა ქურთუკი გამხადა და მისაღებში კარადის საკიდზე დაკიდა. თავადაც გაიხადა ქურთუკი და ჩემსკენ წამოვიდა, გვერდით დამიჯდა და ხელი მომხვია.
-ახლავე მაგიდას გავაწყობ და ერთად ვივახშმოთ,-მისაღებში შემობრუნდა თამარი. ისეთი აღელვებული იყო ჩემზე მეტად ნერვიულობდა.
-დედა დაწყნარდი, ცოლად კი არ მომიყვანია უკვე-დასცინა ლევანმა.
-ასეთი ლამაზი გოგო პირველად რომ დაინახე იმ დღითვე უნდა მოგეყვანა ცოლად.-დაუბრუნა პასუხი თამარმა.
-ვინ გამომყვა თორემ კი მოვიყვანდი-თვალი ჩამიკრა ლევანმა.
-სტუმარი გვყავს?-კიბეებზე ლევანის და გამოჩნდა, ქერა, ცისფერ თვალება ცქრიალა ასე 15-16 წლის გოგო.-მარიამი?-როგორც კი მომიახლოვდა მომეხვია.
-ეს ჩემი გიჟი დაა, თამთა-გადმომიჩურჩულა ლევანმა.
-რატომ არ მითხარი რომ უნდა მოგეყვანა?-გაუბრაზდა ძმას.
-შენი გაცნობა ყველას ოცნებად ქონდა.-იცინოდა ლევანი.
ბატონმა გუჯამ ყველაფერი გამომკითხა დაწვრილებით სასწავლებლის შესახებ. მერე შემომთავაზა, რომ მისი კომპანია მოხარული იქნებოდა თუ ჩემნაირი კადრი ეყოლებოდა მომავალში, შემომთავაზა დამატებითი კურსები გამევლო და მთხოვა უფლება მიმეცა ჩემი სწავლა და იქ ცხოვრება დაეფინანსებინა, როგორც მომავალი თანამშრომელისთვის. მე მადლობა გადაუხადე და მორიდებულად უარი უთხარი.
-დაფიქრდი შვილო, მოხარული ვიქნები შენი სწავლის დაფინანსებით, ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემი შვილები შენნაირად მონდომებულები ყოფილიყვნენ და მიზანდასახულები, თუმცა არც ერთი არ უქნია ღმერთს, სულ ჩხუბი ჭირდებათ სწავლაზე.-ამოიოხრა ბატონმა გუჯამ.
-სამაგიეროდ რძალი გეყოლება ნასწავლი და განათლებული.-სიცილით უთხრა ლევანმა.
-ხო და მაგ რძალს ჩავაბარებ ჩემს ბიზნესს-ნიშნის მოგებით უთხრა ლევანს.
-მე მომაცილე და ვისაც გინდა იმას ჩააბარე. შეყვარებული ვერ ვნახე 5 თვეა მაგ ბიზნესის გადამკიდე.-ხელი მომხვია მე.
-მე მართლა გელაპარაკები. უგულოდ რომ ეპყრობი საქმეს, ბიზნესი ასე არ კეთდება.-გაბრაზებული ელაპარაკებოდა ლევანს, მერე კი მე მომიბრუნდა.- შენ კი მარიამ დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, მე ისე არაფერს ვამბობ. შენს შესახებ ბევრი რამ გავარკვიე და მომავალში მართლა მინდა ჩემს ბიზნესს შენ გაუძღვე, ამას ვერ ვენდობი, დაანიავებს ყველაფერს.-ხელი ლევანისკენ გაიშვირა.
-ხედავ რა პატივში ხარ? ერთხელ გნახა და ამხელა მემკვიდრეობას შენ გიტოვებს.-ლოყაზე მაკოცა ლევანმა.
-მე ჯერ უნდა ვისწავლო.-ამოვილაპარაკე მორიდებულად, ასეთ სიტუაციას არ ველოდი, ვინ აბარებს 18 წლის უცნობ გოგოს ბიზნესს, ბატონი გუჯას დამოკიდებულება მიკვირდა.
-რა თქმა უნდა უნდა ისწავლო. რომ დაამთავრებ მერე იმუშავებ, ყველაფერში კარგად გაერკვევი და ბიზნესის მართვასაც დაგავალებ-თვალი ჩამიკრა ბატონმა გუჯამ.
-წამოდით სუფრა უკვე გავაწყვე-მისაღებში შემობრუნდა თამარი და სასადილო ოთახისკენ გაგვიძღვა.
წყნარად ვივახშმეთ. ვახშმის მერე ლევანი და მამამისი გარეთ გავიდნენ, რაღაცაზე გაცხარებულები კამათობდნენ.
-რაც ბიზნესი ჩააბარა მას მერე ასე არიან, სულ კამათობენ. ლევანი გამოუცდელია და შეცდომებს უშვებს, გუჯა კი სულ ეჩხუბება.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა თამარმა.-სულ ნულიდან დაიწყო, ცოლად რომ გავყევი მას მერე ააწყო ბიზნესი. მერე ლევანი რომ დაიბადა მალე რუსეთში წავიდა, ცოტა ფეხი რომ მოიკიდა დაბრუნდა და ჩვენც წაგვიყვანა. ლევანი 6 წლის რომ გახდა გადაირია სკოლაში საქართველოში უნდა მივიდეო და საქართველოში ბებიასთან წამოვიყვანეთ. აქ სწავლობდა სანამ ჩემი დედამთილი ცოცხალი იყო, 15 წლის იყო როცა წავიყვანეთ რუსეთში და სკოლა იქ დაამთავრა. რუსეთში დაამთავრა უნივერსიტეტიც, მაგრამ ძალიან ზარმაცი იყო. სულ ჩხუბობდნენ მაშინაც ლევანი და გუჯა. საქართველოში გამოგზავნა, ტენდერი მოიგეს და პატარა შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელობა ჩააბარა, ამან კი თავდაყირა დააყენა ყველაფერი. მუშებს და ზედამხედველებს სამშენებლო მასალა მოუპარიათ და დასანგრევი და თავიდან გასაკეთებელი გაუხდათ, დროში და ვადებშიც ვერ ჩაეტივნენ, მერიამ ჯარიმა გადაახდევინა და ზარალზე იმუშავეს. -მოყოლას აგრძელებდა თამარი.-გუჯა ძალიან ნერვიულობს ყველაფერზე, ლევანი კი უგულოდ ეკიდება საქმეს, ამიტომ სულ კამათობენ.
ახლა მესმოდა ამ კაცის, რატომ ამყარებს ჩემზე იმედებს. როცა ამხელა კომპანიას შექმნი და შვილი ასე უდიერად ეპყრობა საქმეს გასაბრაზებელია, ლევანის თავქარიანობაზე მეც გავბრაზდი. პატარა ბავშვივით იქცევა 26 წლის კაცი. ლევანი და მამამისი სახლში შემოვიდნენ.
-გარეთ ძალიან ცივა-ლევანი გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა-რა თბილი ხარ, -იცინოდა.
-ჩემი წასვლის დროა-ფეხზე წამოვდექი და ლევანს გადავხედე-წამიყვან?
-არა. უნდა დაგიტოვო-ადგა და ლოყაზე მაკოცა-დარჩი დედამთილ-მამამთილი გაიცანი, ბიჭი კარგია, ოჯახი კარგია, რას მიწუნებ, რატომ მაწუწუნებ?-მეუბნებოდა სიცილით.
-არაფერი გეშველება-მხარი გავკარი.
-მარიამ ამ დღეებში თუ გეცლება წვეულება უნდა გავმართო და გთხოვ შენც მოდი.-შემეხვეწა თამთა.
-2 დღეში გერმანიაში მივფრინავ, ზაფხულის არდადგებზე რომ ჩამოვალ ხშირად გესტუმრები-უთხარი ნაღვლიანად. თამთა ჩამეხუტა, ლევანი ქურთუკის ჩაცმაში მომეხმარა, დანარჩენებსაც დავემშვიდობე და სახლიდან გამოვედით.
-მომენატრნენ-ეზოს კართან რომ მივედით მომაბრუნა და ტუჩებზე დამეწაფა ლევანი-ჩემთან ავიდეთ სახლში, სალაპარაკო მაქვს შენთან.
-რაზე?-ინტერესიანი თვალებით შევხედე.
-რომ ავალთ გეტყვი, გუჯამ დამცოფა.-მითხრა ლევანმა.
-მე მეხება?-ისევ გაკვირვებულმა შევხედე.
-კი, შენ გეხება, ჯიუტი რომ ხარ.-შემომხედა, გაბრაზებული ჩანდა, რაზეც დავიძაბე. ვერ ვხვდებოდი რაზე უნდა გველაპარაკა.
ლევანის ბინაში მალე ავედით. სუფთა, პატარა და კომფორტული ბინა იყო. 2 საძინებელი, მისაღები, სამზარეულო და სააბაზანო. იდეალური სისუფთავე დამხვდა.
-შენ ალაგებ თუ გილაგებენ?-შევეკითხე.
-დამხმარე მყავს, ნანი დეიდა მოდის და მილაგებს დღე გამოშვებით, როცა თბილისში ვარ.-მითხრა და მაცივრის კარი გამოაღო.-წვენს დალევ?-წვენი დამანახა, მეც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე.
-აქ ხშირად ხარ?-ისევ ვაგრძელებდი კითხვების დასმას.
-გუჯა ისეთ დღეში მაგდებს სამსახურიდან აქ ამოვდივარ. მცხეთაში წასვლა მეზარება, თანაც კომპანია აქვეა, გინდა დილით წამოდი და დაგათვალიერებინებ?-ისევ უყურებდი კითხვის ნიშნიანი თვალებით.-ნაშები აღარ ამომყავს, დაიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა?-წელზე ხელი მომხვია და ჩამიხუტა.-ჩემი ეჭვიანი ბავშვი.
-ეჭვიანი-გამოვაჯავრე-ვითომ მიზეზებს არ მაძლევ რომ ვიეჭვიანო.
-გამოვსწორდი-ყელში მაკოცა.-აბა მომიყევი ეხლა გერმანიაში რას აკეთებ?-დასერიოზულდა, დივანზე დამსვა და გვერდით მომიჯდა.
-ვსწავლობ, რას უნდა ვაკეთებდე?
-მარტო სწავლობ?-წარბი მაღლა ამიწია.
-თან ვმუშაობ თუ რამე სამუშაოა.-შევაპარე.
-მუშაობ რაზე?? ვიღაც გერმანელ მდიდრებს სახლებს ულაგებ, კერძო კლუბებში ოფიციანტად მუშაობ და.ა.შ.-თან და თან ხმას უწევდა.-სწავლას როგორ ახერხებ გამაგებინე?
-ლევან არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩემებს აქედან ვაგზავნინო ფული და მე იქ ვხარჯო. თანაც ჩემი სიამაყე არ მაძლევს ამის უფლებას. სწავლასაც ვასწრებ და მუშაობასაც, მართალი ხარ ვიღლები, თანაც ძალიან, მაგრამ ასე მირჩევნია. მინდა დამოუკიდებელი ვიყო, ასეთი ვარ.
-მე დებილი კი ამ ყველაფერს მამაჩემისგან ვიგებ.-თავი გააქნია.
-ბატონი გუჯა რა შუაშია?
-მან მომახსენა შენი გერმანიაში ცხოვრების დეტალები და მითხრა დაარწმუნე კომპანიამ გადაურიცხოს ყოველ თვიურად ფულიო.-უარის თქმა დავაპირე, თუმცა თითი ტუჩებთან მომიტანა.-არც გაბედო და შემეწინააღმდეგო, კომპანია არა მაგრამ მე ყოველთვიურად გადმოგირიცხავ ფულს და როცა ჩემი ცოლი გახდები მერე დაგიქვითავ.-მითხრა სიცილით.
-ლევან არ მინდა, არ მინდა ვინმეს მიმართ ვალდებულებას ვგრძნობდე-უთხარი ხვეწნით.
-მე ვინმე არ ვარ, მე შენი საქმრო ვარ და ვალდებული ვარ ვიზრუნო შენზე.-ხელი ნიკაპ ქვეშ ამომდო, თავი მაღლა ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.-ხვალ სვანეთში გადავფრინდებით, დილით ადრე გაგიყვან სახლში და მოემზადე. ლამაზი კაბა შეარჩიე, ჩემს მამაოსთან უნდა აგიყვანო.
-რატომ?-შევხედე ინტერესით.-დღეს გამიყვანე მაშინ სახლში, რომ გავემზადო და დილით გამომიარე.
-არა. დღეს რომ არ ჩაგეხუტო და ფილტვები შენი სურნელით არ ავივსო გადავირევი.-მითხრა და თან მაგრად მიხუტებდა მკერდზე.
-ლევან არ შეიძლება, არ არის ლამაზი შენთან რომ ვრჩები, არც მაშინ უნდა დავრჩენილიყავი მცხეთაში შენთან ის 2 დღე.-გაბრაზებულმა შევხედე.
-რა დავაშავეთ? რატომ იდანაშაულებ სულ თავს? ეგ დანაშაულის გრძნობა რომ არ გქონდეს ზუსტად მაგიტომ აგიყვან ხვალ მამაოსთან.-თან თმაზე მეფერებოდა და მეჩურჩულებოდა.
-ჯვრის დაწერას ხომ არ ვაპირებთ?-თავი წამოვყავი მისი მკერდიდან-ისე გიბრწყინავს თვალები. რა ჩაიფიქრე მითხარი?
-ჯვრისწერას არა. ხვალ გაიგებ, მამაოსაც უნდა შევეკითხო რაღაც მაინტერესებს-მითხრა და ისევ მიმიხუტა.
იმ ღამით ერთად გვეძინა ჩახუტებულებს, მე ისევ ის მაიკა მათხოვა, მითხრა სულ თან დამაქვს და შენს თავს მახსენებსო.
-გაიღვიძე ძილისგუდა-ცხვირზე მაკოცა.
-ცოტა ხანიც-თვალები არ გამიხელია მაისურზე ისე მოვქაჩე და საწოლზე დავაბრუნე, მერე კი ჩავეხუტე.-მცივა, ჩამეხუტე მაგრად.
-აქ ისწავლე, დაანებე ამ გერმანიას თავი, იცი როგორ მიჭირს უშენოდ?-ყელში მკოცნიდა.
-ლევან... არა.. ხომ შევთანხმდით...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვილაპარაკე, ის კი აგრძელებდა ჩემს ყელში კოცნას. ლევანს ვეღარ შევაკავებდი მივხვდი და სწრაფად წამოვხტი საწოლიდან.-კარგი ჩავიცმევ და გამიყვანე სახლში.
სვანეთში გადავფრინდით ვერტმფრენით, იქ მისი ნაცნობი დაგვხვდა მანქანით და სვანეთის სახლში მიგვიყვანა. ლევანმა მანქანა დაატოვინა და სახლში შემიყვანა. თანამედროვედ და კომფოტულად იყო სახლი მოწყობილი. ცოტა დავისვენეთ, გამოვიცვალე და ლევანმა ეკლესიაში მამაოსთან წამიყვანა. ეკლესიამდე ძლივს ავედით მანქანით, საშინელი გზა მიდიოდა, სამაგიეროდ ისეთი სილამაზე იყო ზემოთ, თოვლით დაფარული პატარა მყუდრო ეკლესია, ახლო მახლო მამოების კელიები იყო მხოლოდ. ძალიან ციოდა, თუმცა ისეთი სიმშვიდე იყო გრძნობდი რომ ღმერთთან ახლოს იყავი. მე სანამ ეკლესიაში სანთლები დავანთე ლევანი მამაოს ელაპარაკებოდა.
-ეს გოგოა მამა აკაკი ჩემი რჩეული-მამაო და ლევანი ჩემთან მოვიდნენ.
-დამლოცეთ მამაო,-ხელზე ვემთხვიე მამაოს და თავი მოწიწებით დაუკარი.
-ღმერთმა დაგლოცოთ-თავზე ხელი დამადო მამაომ.-გააზრებული გაქვთ ყველაფერი?-მოგვმართა მამაომ ორივეს - ქორწინება დიდი პასუხისმგებლობაა, ჯვრისწერა კი უდიდესი საიდუმლოა, რომელიც ორ სხეულს აერთიანებს. გააზრებული უნდა გქონდეთ ეს და აქ დადებული პირობის ერთგულები უნდა იყოთ მთელი ცხოვრება.
-გააზრებული გვაქვს მამაო, ჯვარს დავიწერთ 3 წლის მერე, ეხლა მხოლოდ დავიწინდებით-უთხრა ლევანმა და მე გადმომხედა, რადგან გაოგნებული თვალებით უყურებდი.-საყვარელო ხომ თანახმა ხარ?-ხელი მომკიდა და შემაფხიზლა.
-კი.. თანახმა ვარ.-ბოლომდე ვერ გავიაზრე რა ხდებოდა ჩემს თავს ისე დაუქნიე თავი.
მამაომ დაწინდვის ცერემონია ჩაატარა, ბეჭდებიც გავცვალეთ, დაგვარიგა თუ რა ძალა ქონდა ჩვენს დადებულ პირობას და რომ არც ერთს არ უნდა დაგვერღვია. ბედნიერები ვიყავით, ღვთის წინაშე დაუდეთ ერთმანეთს ქორწინების პირობა. ლევანმა დედამისს დაურეკა და ახალი ამბავი ახარა. თამარის კივილი ტელეფონში მესმოდა, სიხარულისგან ქალი გადაირია. მე დედას დაურეკე და ახალი ამბავი ვახარე, უთხარი რომ მეორე დილით დავბრუნდებოდი სახლში. იმ ღამით სვანეთში დავრჩით. ლევანი ისეთი ბედნიერი იყო, პატარა ბავშვივით უხაროდა.
-ახლა ხომ მაქვს უფლება შენზე და შენს მომავალზე ვიზრუნო?-გამომცდელად შემეკითხა-მამაომ ხომ ნახე რა თქვა? კაცი ოჯახის უფროსიაო.
-მარტო ეგ დაიმახსოვრე ხომ მამაოს ნათქვამიდან?-წარბი აუწიე მაღლა.-ის ვერ დაიმახსოვრე ერთგული უნდა იყოო, ყველა კაბიანს რომ ეკურკურები.
-დავიმახსოვრე და მხოლოდ შენთან ვაპირებ ამის მერე კურკურს-მითხრა სიცილით და ხელში აყვანილი დამაბზრიალა.-მინდიხარ, შენი სურნელი მაგიჟებს-მეჩურჩულებოდა და ყელში მკოცნიდა.
მერე დავკარგე თავზე კონტროლი, ავყევი ვნებას და გავხდი მისი, როგორც სულიერად ისე ხორციელად. ძალიან ნაზი და მოსიყვარულე იყო, ისეთი სიფრთხილით მექცეოდა როგორც ფაიფურის თოჯინას. დილით ერთმანეთთან ჩახუტებულებმა გავიღვიძეთ.
-დილა მშვიდობის-ცხვირზე მაკოცა-როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ?
-კარგად ვარ, ბედნიერი.-ცხვირი გაუსვი ყელთან-მიყვარხარ.
-მიყვარდი, ახლა უფრო მეტი ხარ. ეს გრძნობა სიყვარულზე მეტია, სულ ჩემთან მინდა იყო და აღარასდროს გაგიშვა.-ხელები მომხვია და უფრო მაგრად ჩამიხუტა.
თბილისში დავბრუნდით, ფრენა 5 საათზე იყო. გერმანიაში უნდა წავსულიყავი. ერთმანეთთან განშორება ძალიან გვიჭირდა.
-დამშვიდობება არ მიყვარს, გთხოვ სახლში დამტოვე და წადი-ობოლი ცრემლი ჩამომიგორდა ლოყაზე და ლევანს ვაკოცე.
-არც მე მიყვარს დამშვიდობება მაგრამ ბოლო წუთამდე მინდა შენს გვერდით ვიყო.-ხელები მომხვია და გულში მაგრად ჩამიკრა.
-ჩემებს ჩემი ნიშნობის შესახებ უნდა დაველაპარაკო, ჯერ აუხსნი ყველაფერს და მერე წარგადგენ სიძედ ზაფხულში რომ ჩამოვალ.-შუბლზე შუბლი მივადე.-გერმანიაში ხომ ჩამოხვალ რამდენიმე დღე?-ავხედე მუდარის თვალებით.
-ყოველ თვე ჩამოვალ 3-4 დღით, არ მიღალატოო და გაძლება ხომ მინდა-იცინოდა.
-საძაგელი ხარ, სექსისთვის გინდა მხოლოდ ჩამოსვლა?-შევხედე გაბუტულმა.
-შენთან სექსისთვის-დამიკონკრეტა.-ძალიან მომენატრები.
-მეც-ერთმანეთს ვკოცნიდით სანამ სუნთქვა არ გაგვიჭირდა, მერე გადმოვედი მანქანიდან და სახლში ავედი.
დედაჩემს მოუყევი რომ ლევანი და მე დავიწინდეთ. თუმცა არ მივეცი უფლება ვინმესთვის მოეყოლა ამის შესახებ.
-დედი რატომ არ გინდა უთხრათ? ყველას გაუხარდება.-ინტერესით მიყურებდა დედა.
-დედა დღეს მივფრინავ, ახსნების თავი არ მაქვს. თანაც 3 წლის მერე ვქორწინდებით, უბრალოდ დავინიშნეთ ღვთის წინაშე დავდეთ ფიცი. რომ ჩამოვალ გაგაცნობთ ლევანს კარგად და ყველას ყველაფერს მერე აუხსნი. შენ სხვა ხარ, ხომ იცი რომ არ გითხრა არ შემიძლია.
ბარგი ჩავალაგე, ეკატერინე გავამხნევე, რომ ძლიერი ყოფილიყო. ანა დავარიგე, რომ დედაზე აზრუნა და კარგად ესწავლა, ლიკას სალონში შეუარე და დავემშვიდობე, ელენეს საავადმყოფოში მივაკითხე და იქ დავემშვიდობე. მამამ და დედამ გამაცილეს, აეროპორტში ჩემი მეგობრებიც მოვიდნენ. ნიკა, გოგა, ანანო და მაკო აეროპორტში დამხვდნენ და იქ დამემშვიდობნენ. რეგისტრაცია გავიარე და გავფრინდი გერმანიაში.
ლევანი პირობას ასრულებდა და თვეში ერთხელ ჩამოდიოდა ჩემთან. იანვარში ერთხელ იყო 4 დღით გერმანიაში. დაუვიწყარი დღეები გავატარეთ. თებერვალში პარიზში ჩაფრინდა და მეც იქ ჩავედი, 4 დღე იქ დავრჩით. რაც დრო გადიოდა უფრო ძნელი იყო ჩვენი განშორება, ფიქრი დავიწყე რომ ისევ საქართველოში გამეგრძელებინა სწავლა. მონატრებულები ერთმანეთით ვტკბებოდით. სახლის ქირას, ხარჯებს ლევანი მიფარავდა, თუმცა არ ვემორჩილებოდი და მაინც ვმუშაობდი. იტალიაშიც წავედით, მილანში. 5 თვის განმავლობაში 5 ჯერ გვქონდა მინი თაფლობის თვე. ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო, ისე როგორც წიგნებში წერენ, თუმცა მე რაღაც მჭირდა, რაღაც მაწუხებდა. ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო. თავს ვიდანაშაულებდი, რომ ჯერ ასე არ უნდა მეჩქარა. დედას ყველაფერს უყვებოდი და სხვებთან ამ თემაზე ლაპარაკს უკრძალავდი.
ეკატერინეს მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, რაც ძალიან მაწუხებდა და მტკიოდა. ანას სკაიპით ხშირად ველაპარაკებოდი, ეს პატარა გოგო ჩემი მესაიდუმლეც იყო. მანაც იცოდა ჩემი ამბავი და ძალიან უხაროდა, რომ მე და ლევანი დავლაგდით. ლიკას კი არაფერს ვეუბნებოდი, მინდოდა დრო გასულიყო, რომ მისთვის ეს ამბავი ადვილად გადასატანი ყოფილიყო. საყვარელი ადამიანების გრძნობების მოფრთხილებამ, ზრუნვამ და სიმართლის დამალვამ მხოლოდ მე დამაზარალა.
ანასტასია
დედა ისევ სიმსივნეს ებრძოდა. ვამხნევებდი როგორც შემეძლო, მარიამმა ლამაზი პარიკი გამოუგზავნა, ისეთივე იყო როგორც დედას ნამდვილი თმა. მითხრა რომ დავინახე ეკატერინე გამახსენდა და მაშინვე უყიდეო. მეც არ დამტოვა ისე ძალიან ლამაზი ტანსაცმელი გამომიგზავნა. სულ მამხნევებდა, გვერდით მყოფი ადამიანებისგან ვერ ვგრძნობდი ისეთ მხარდაჭერას რასაც მარიამისგან ვგრძნობდი საზღვრებს იქიდან. მომიყვა თავისი და ლევანის ურთიერთობაზე, ძალიან მიხაროდა მისი ამბავი. მარიამი საუკეთესოს იმსახურებდა. ლიკა და მარიამი ძალიან განსხვავებულები იყვნენ, ლიკას თავის თავის სიყვარული ეგოისტობაში გადასდიოდა. მათთან ცხოვრების განმავლობაში საერთოდ ვერ ვგრძნობდი მის თანადგომას, თავისი სამეგობრო ყავდა. სალონიდან ახალი მეგობრები გაიჩინა და ღამის ბარებში დადიოდა ხშირად. სახლში სულ კონფლიქტი იყო მის გამო. ნინო და გეგა ეჩხუბებოდნენ, ერთ დღესაც გამოაცხადა რომ სრულწლოვანია და რასაც უნდა იმას იზავს, მარიამის სახლის გასაღებს დაავლო ხელი და საცხოვრებლად ცალკე გადავიდა.
-კისერი უტეხია, რას მოსთქვამთ, მაგისგან სხვას არც არაფერს ველოდი.-ქოთქოთებდა ელენე.
-რამე შარს გადაეყრება გეგა, არ იცი რა თავქარიანია, გთხოვ იღონე რამე.-ტიროდა ნინო.
-მარიამს რომ დაურეკოთ?-ვაწყნარებდი ნინოს.-ხომ იცი მარიამის ცოტა ეშინია კიდეც.
-გეგა დაურეკე მარიამს, უთხრას სახლის გასაღები მოიტანოს, მერე სადღა წავა-გეგას ეხვეწებოდა ნინო.
-კარგი ნუ შეჭამეთ ის გოგო, უცხო ქვეყანაში ისედაც ათასი პრობლემა აქვს. დაუმატეთ აქედან პრობლემები კიდევ-გაბრაზებული იყო ელენე.-ამ თავქარიანი გოგოს გამო იმ ბავშვს იქ უნდა ნერვები უშალოთ. მშობლებად რომ არ ვარგიხართ და ყველაფრის უფლებას აძლევდით შედეგსაც იმკით.-ყვირილზე გადავიდა ელენე.
-შენ ხომ იყავი მკაცრი, რატომ ვერ დაიმორჩილე დედა-ხმას აუწია გეგამაც.
-კარგი ცხოვრება და სიმშვიდე ვისაც არ უნდა იპოვის ცუდსაც, უძღები შვილივით მოგადგება ბოლოს გაუბედურებული, წასასვლელი მაინც არსად აქვს.-არ ცხრებოდა ელენე.
ოთახში შევიკეტე და მარიამს დაურეკე, ხაზზე არ იყო, მერე მივწერე ლიკას წასვლის შესახებ და კომპიუტერი ჩართული დავტოვე.
-ანასტასია, რა ხდება რატომ ყვირის ელენე,-საწოლიდან თავი წამოყო დედამ.
-ლიკა სახლიდან წავიდა, ესენი კი ჩხუბობენ-მხრები ავიჩეჩე.
-ოხ ეს ლიკა, რამე შარს გადაეყრება ეს გოგო.-დედასთან მივედი და ჩავეხუტე-ჩემი გოგო, შენ ხომ მოიქცევი ჭკვიანად, ვიცი ძალიან გაგიჭირდება უჩემოდ, მაგრამ უნდა გაუძლო. მარიმს დაუჯერე ყველაფერი, ცუდს არაფერს არ გირჩევს.
-არ ინერვიულო დედა, შენ კიდევ დიდხანს იცოცხლებ.-უთხარი ცრემლიანი თვალებით.
სკაიპში მარიამი რეკავდა და კომპიუტერისკენ შევბრუნდი.
-როგორ ხარ მარიამ?-ვეცადე მხიარულად მეპასუხა.
-კარგად ანა, შენ რა გჭირს რატომ ხარ ნამტირალევი-ვერაფერს გამოპარებ ამ გოგოს.
-ისე უბრალოდ გული ამიჩუყდა-მხრები ავიჩეჩე.
-ეკატერინე როგორ ხარ? -ეკრანიდან ხელი დაუქნია მარიამმა.
-კარგად ვარ, შენ როგორ ხარ შვილო.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა დედამ.
-მეც კარგად. ანა აბა მომიყევი რა ქნა იმ სულელმა გოგომ?-მომიბრუნდა მე.
-სახლიდან წავიდა, გამოაცხადა სრულწლოვანი ვარო, შენი სახლის გასაღებს დაავლო ხელი და წავიდა. ელენე ქოთქოთებს კისერიც უტეხიაო, ნინო სულ ტირის. ღამის ბარებში და კლუბებში დაბრძანდებოდა, დილის 4-5 საათზე მოდიოდა სახლში, გეგა და ნინო სულ ეჩხუბებოდნენ და დაკრა ფეხი და წავიდა.-ჩამოურაკრაკე მარიამს.
-კარგი. მე მოუვლი მაგას. გკოცნით, ეკა თავს გაუფრთხილდი, მიყვარხარ.-გვითხრა და უცებ გათიშა.
მეორე დღეს ლიკა სახლში დაბრუნდა. მარიამის სახლის გასაღები ნინოს მისცა და სახლშიც დროულად ბრუნდებოდა. რა უთხრა ასეთი მარიამმა, ან რა მოხდა არ ვიცოდი. მაგრამ ფაქტია მის სახლში დაბრუნებაში მარიამის ხელი ერია.
მარიამმა მთხოვა და ელენე რომ სმენაში იყო მისი ოთახი გავქექე, მერე კი თომა პაპას მისამართი მივწერე. პეტერბურგის მისამართი იყო კონვეტზე დატანილი, რომელიც ფოსტით ბოლოს ქონდა ელენეს მიღებული.

მარიამი
ივნისის თვე იყო, ანამ დამირეკა რომ ლიკა სახლიდან წასულა. დაურეკე ტელეფონზე და დავარწმუნე რომ სახლში დაბრუნებულიყო. დავპირდი გერმანიიდან მაკიაჟის საუკეთესო კეისს გაუგზავნიდი და მაკიაღის შემსწავლელ კურსებსაც დაუფინანსებდი. პირობა დავადებინე რომ ღამის კლუბებში სიარულს თავს დაანებებდა და ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდებოდა. მეც დავდიოდი ღამის კლუბებში გერმანიაში მარკთან და შარლოტასთან ერთად, მაგრამ ზღვარი ვიცოდი. საქართველოში 2003 წელს ეს ზღვარი არ არსებობდა, ნახევრად ჩაბნელებული ქუჩები და სახლები, ლიკამ კი ღამის ცხოვრება სწორედ ასეთ ცუდ დროს დაიწყო. ანამ დამირეკა და მითხრა რომ სახლში დაბრუნდა.
დღეს 15 ივნისია, 2003 წელი, ლევანი აეროპორტში გავაცილე, საქართველოში წამოვიდა, მე კი სახლში მივბრუნდი და ბევრი ვიტირე. გამოცდები მეწყებოდა, უნდა ჩამებარებინა და მეც მალე ჩავიდოდი საქართველოში 2 თვით არდადეგებზე. კარზე ზარის ხმა გაიმა, ვიღაცას ალბათ შეეშალა ბინა, ზარი რომ განმეორდა წამოვდექი და კარი გავაღე.
-ლევანნნ..-კისერზე ჩამოვეკიდე და ისევ ავტირდი.
-ჩემს ყველა გაცილებაზე სადარბაზოს რეცხავს შენი ცრემლები ხოო?-თავზე მაკოცა.
-არ გაფრინდი?-შევხედე გაკვირვებულმა.
-არა, მამაჩემს დაურეკე და მითხრა დარჩი და ერთად წამოდითო, მე გადავფრინდები მოსკოვში, უკეთ ვარო.-მითხრა გახარებულმა.
-ღმერთო რა ბედნიერი ვარ-ისევ ჩავეხუტე და ავტირდი.
-მე უფრო ბედნიერი ვარ-ტუჩებზე დამაცხრა ლევანი და საძინებლამდე კოცნით შემიყვანა.
ბევრს ვმეცადინეოდი, ლევანსაც ბევრი რამ შევასწავლე ბიზნესზე. ის იურისტი იყო და ეს მენეჯერობა და ბიზნესი დიდად არ ხიბლავდა, თუმცა პრაქტიკაში დაჭირდა და გადაწყვიტა გარკვეულიყო ბიზნესის და ეკონომიკის ხრიკებში. ჩემი მეცადინეობა ძალიან სასიამოვნოდ მიდიოდა. ლევანს უყვებოდი რასაც ვსწავლობდი, ერთად ვამზადებდით საჭმელს, ერთად ვსეირნობდით და ღამით დაუვიწყარი წუთები გვქონდა. გერმანიაში ყოფნის დროს ნიკა ხშირად მირეკავდა სკაიპით. ამბებს ვცვლიდით, ის თავის ლექციებზე მიყვებოდა, რა გამოცდები ქონდა ჩასაბარებელი და.ა.შ. ლევანის და ჩემი ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი რომ ნიკას სიმართლეს არ ვეუბნებოდი, თუმცა ნიკასთან და ლიკასთან ამ ამბის მოყოლას საქართველოში ჩასვლის მერე ვგეგმავდი. დედაზე ხშირად თამარს ველაპარაკებოდი, თამთაც ხშირად მირეკავდა. ძალიან საყვარლები იყვნენ, ისე თბილად მკითხულობდა თამარი, როგორც დედა საკუთარ შვილს.
-მარიამ სკაიპი რეკავს-სააბაზანოში ვიყავი ლევანმა რომ შემომძახა.
-ნახე დედაშენი თუა, ან ანა უპასუხე-გამოვძახე მე.
ცოტა ხანში პირსახოც შემოხვეული გამოვედი სააბაზანოდან და ლევანის ხმა გავიგე, რომელიც სკაიპში ვიღაცას კითხულობდა.
-მანდ რას აკეთებ?-გაისმა ნიკას ხმა, ჯანდაბა მარიამ, ნიკა ყველაფერს მიხვდა, გულში ვლანძღავდი საკუთარ თავს რომ სიმართლე აქამდე არ უთხარი.
-მარიამმა არაფერი არ გითხრა?-ლევანი ჩაეკითხა.-ჩვენ დავინიშნეთ და ეხლა ერთად ვართ. ხო აბაზანაშია, გამოვა და მერე დაურეკე.
-გილოცავთ-ისეთი სევდიანი ხმით უთხრა გული ჩამწყდა-ბედნიერებას გისურვებთ.
-გაიხარე, მადლობა.-ლევანმაც დაუბრუნა პასუხი.-კარგად ნიკა-დაემშვიდობა და სკაიპი გათიშა.
-არაფერი არ გითქვამს ხო მისთვის?-შემომხედა ოთახში შესულს.-ვის უმალავ მარიამ ჩვენს ურთიერთობას? ან რატომ მალავ? -თანდათან ხმას უწევდა ლევანი.-ახლა რომ გაიგო უარესი არ არის? იცი რა სახით მიყურებდა, ახლოს რომ ყოფილიყო მომკლავდა.
-მინდოდა მეთქვა, ელენეს, ლიკას, მამას და ნიკას საქართველოში რომ დავბრუნდებოდი მერე ვეტყოდი. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, არ მინდოდა ასეთი რამე სკაიპით მეთქვა.-ამოვილაპარაკე დამნაშევასავით.
-თუ არ გინდოდა რომ მასთან ურთიერთობა გაგეწყვიტა, რა თამაშს თამაშობ მარიამ?-ხმას უფრო უწევდა ლევანი. მართლა არ ვიცოდი რა მინდოდა, რატომ ვმალავდი ლევანთან ურთიერთობას, რა მაწუხებდა თავადაც ვერ ვხვდებოდი.
-არ მინდოდა საუკეთესო მეგობარი დამეკარგა. არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-ჯანდაბას მარიამ, ვიღაცას მოეწონება ჩვენი ამბავი, ვიღაცას გული დაწყდება, ყველა ვერ იქნება კმაყოფილი, ჩვენი ამბით. უამრავი წყვილი ცხოვრობს მთელი ცხოვრება ასე და თავს ცოლ-ქმარს უწოდებს. ქორწილით გინდა გავამყარო ეს ურთიერთობა? კი ბატონო, ჩავალთ თუ არა საქართველოში ჯვარსაც დავიწერთ და ხელსაც მოვაწერთ. ქორწილსაც გადავიხდით და აღარ გაბედო ჩვენი ურთიერთობის დამალვა.-ისევ ყვიროდა ლევანი.
-მაპატიე, არ მინდოდა ასე გამოსულიყო.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-სულელი ბავშვი ხარ. სულ შეიძლება სხვის გრძნობებს უფრთხილდებოდა და სულ სხვებზე ნერვიულობდე?-ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
ერთი გამოცდა მქონდა დარჩენილი, თამარმა დაურეკა და სთხოვა მოსკოვში ჩასულიყო და გუჯასთან ერთად გამოფრენილიყო საქართველოში. მოსკოვში 5 დღე უნდა გაჩერებულიყო კიდევ. მეც გამოცდას ჩავაბარებდი და თვის ბოლოს თბილისში შევხვდებოდით. ლევანს თომა პაპას მისამართი მივეცი და ვთხოვე გადაემოწმებინა, ნამდვილად იქ ცხოვრობდა თუ არა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ, აქტიურად დავიწყე მეცადინეობა, ნიკა აღარ მირეკავდა. ტელეფონზე მისგან მხოლოდ მესიჯი მივიღე მალევე-„იმედია ბედნიერი იქნები, საუკეთესო სურვილებით. ნიკა“. ვერც მე ვბედავდი დარეკვას, ვიცოდი გული ძალიან სტკიოდა. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ან როგორ.
ლევანმა დამირეკა 2 დღის მერე, მითხრა რომ პაპა იპოვა და ძალიან უნდოდა ჩემი გაცნობა. ლევანი და გუჯა თბილისში გაფრინდნენ, მე გადავწყვიტე გამოცდის ჩაბარებისთანავე რუსეთში ჩავსულიყავი და პაპა გამეცნო. საუკეთესო შეფასებებით დავასრულე გამოცდები და რუსეთში ჩავფრინდი. პულკოვის აეროპორტში თომა პაპა დამხვდა. ჩემი დანახვისთანავე ჩემსკენ წამოვიდა.
-ღმერთო ელენეს როგორ გავხარ-ჩამეხუტა პაპა.-რომ მოვიტაცე ზუსტად შენნაირი იყო-თითქოს ახალგაზრდობა გაახსენდაო, სახეზე სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინა, მერე კი დანაღვლიანდა.-წამოდი სახლში წავიდეთ, გოგოებს გაგაცნობ, ისე გელოდებიან-ხელი მომხვია და გასასვლელისკენ წამიყვანა.
-რატომ არ ჩამოხვედი საქართველოში, რატომ არასდროს აღარ მოიკითხე შენი შვილები?-საყვედურნარევი ხმით უთხარი პაპას.
-ელენემ არ მომცა უფლება შვილების ნახვის. ვერ მაპატია რომ ცხოვრება თავიდან დავიწყე. არ შემეძლო მისი ოცნებები დამენგრია სწავლაზე, თბილისში გადასვლა შევთავაზე. რთული იყო მაგრამ მის გამო ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მან კი უბრალოდ გამომიცხადა რომ უნდა დავშორებულიყავით და დედ-მამასთან დაბრუნება გადაწყვიტა. მერე დედაც გარდამეცვალა, ხევსურეთში მარტო კაცი დავრჩი, არავინ აღარ მყავდა, თავს უუნაროდ ვგრძნობდი, სმა დავიწყე. ალკოჰოლიკი ჩამოყალიბდა ჩემგან, ხან სად მეძინა მთვრალს და ხან სად. სიცოცხლე აღარ მინდოდა. თამრო ცხოვრობდა ჩვენი უბნის ბოლოს, პახმელიაზე ვიყავი და სასმლის სათხოვნელად მივადექი. არ მომცა სასმელი, მე კი გონება დავკგარგე და რამის ხელებში ჩავაკვდი თამროს. მან და მისმა ქმარმა მიპატრონეს, რომ გამოვედი მდგომარეობიდან მისმა ქმარმა რუსეთში წამომიყვანა, სამხედრო იყო მაიორის წოდება ქონდა. რუსეთში მუშაობა დავიწყე, რასაც ვშოულობდი შვილებს უგზავნიდი. მერე ნატალია გავიცანი, კეთილი და სათნო გოგო იყო. გადავწყვიტე თავიდან მეცადა ოჯახის შექმნა და დავქორწინდით. 2 წლის თავზე ტყუპებიც შემეძინა ანა და ეკტერინე დავარქვით. დედაჩემის და ჩემი ეკატერინეს სახელები. ეკატერინე ისე მენატრებოდა სულ 3 წლის იყო ბოლოს რომ ვნახე.-ისეთი სითბოთი და სიყვარულით ლაპარაკობდა თვალები ცრემლით ამევსო.-გეგა დამიკავშირდა წლების მერე, უკვე დიდი ბიჭი იყო. მითხრა რომ კარგად იყვნენ, მეც მშვიდად ვიყავი. რეგულარულად ელენეს წერილებს ვწერდი და ფულს უგზავნიდი. მისგან კი მხოლოდ სამ სიტყვიანი წერილები მოდიოდა. „ჩვენ კარგად ვართ“. ამიტომაც ვიყავი მშვიდად და აღარ ვცდილობდი საქართველოში დაბრუნებას. სუსტი აღმოვჩნდი შვილო, ცხოვრებას ვერ დაუპირისპირდი და არ ვიბრძოლე, უბრალოდ დინებას მივყევი. თითქოს ველოდებოდი, რომ ჩემი შვილები ჩამოვიდოდნენ და მომიკითხავდნენ. ისინიც სუსტები აღმოჩნდნენ, ელენეს ძლიერ ხასიათს წინ ვერც მე და ვერც ჩემი შვილები ვერ აღუდექით. გეგამ მითხრა რომ ეკატერინეს ერთი შვილი ყავს, ანა. მითხრა მისი ამბავი, ხევსურეთში რომ გადასულა საცხოვრებლად და დედას დაპირისპირებია. მაშინ გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ისევ შემეშინდა, რომ საკუთარი შვილი ხელს მკრავდა. გეგა მიყვებოდა შენზე და ლიკაზე. ბოლოს ერთი წლის უკან ველაპარაკე, მითხრა რომ ელენეს ხასიათი გაქვს, მასავით ძლიერი ხარ და ლამაზი. -ღიმილიანი სახით შემომხედა.
-ძალიან გიყვარდა ელენე?-შევეკითხე შეპარვით.
-ახლაც მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ გამანადგურა მისმა სიყვარულმა. ელენესნაირი ქალის დავიწყება შეუძლებელია. ის ისეთი დიდი და მიუწვდომელი იყო, მანათობელი ვარსკვლავივით იყო, მიუახლოვდი, მოვწყვიტე და დამწვა.-გამეცინა.
-ისე ხატოვნად აღწერ შენს სიყვარულს, როგორც პოეტები.-ისევ ვიცინოდი.
-შენ არ გინახავს ელენე შენს ასაკში, თორემ არ დამცინებდი. -შემომხედა სიყვარულით-თუმცა შენ, რომ დაგინახე ის დრო გამახსენდა ელენე რომ გავიცანი. ცოტა სხვანაირი ხარ, თუმცა ძალიან გავხარ, შენს თვალებში ზუსტად იმ ელენეს ვხედავ რომელიც 40 წლის უკან გავიცანი. ძლიერს, ლამაზს და ამავე დროს ძალიან მოსიყვარულეს.-მე გაკვირვებული თვალებით შევხედე-ხო ნუ გიკვირს, მართალია ჩვენი ურთიერთობა ცუდად დამთავრდა, მაგრამ თავიდან ელენე ძალიან მოსიყვარეულე იყო. შენზე მომიყევი, ლევანზე. კარგი ბიჭია, სასიძოდ მომწონს.-თვალი ჩამიკრა.
-ლევანი მიყვარს, მისი სიყვარულისთვის ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდები, ელენესავით არასდროს მოვიქცევი. გამოსავალს ისე ვიპოვი, რომ საყვარელი ადამიანი არ გავწირო.
ამ ლაპარაკში სახლთან მივედით. კარები შუახნის სასიამოვნო ქალმა გაგვიღო.
-მე ნატალია ვარ, მიხარიხარ რომ მოხვედი-მითხრა დამტვრეული ქართულით და გულში ჩამიკრა. კარში 30 წლამდე 2 ერთნაირი გოგო გამოჩნდა.
-მარიამ, გვიხარია შენი ჩამოსვალა-მათაც დამტვრეული რუსულით მითხრეს და გულში ჩამიკრეს.
-მეც მიხარია რომ გაგიცანით-უთხარი მორიდებულად. მყუდრო ბინა ქონდათ, მისაღებში შემიძღვნენ, ნატალიამ სუფრა გააწყო, ვისადილეთ და ისევ მისაღებში დავბრუნდით.
-რამდენ ხან დარჩები?-მკითხა ნატალიამ.
-მალე უნდა დავბრუნდე, მაქსიმუმ 2-3 დღე დავრჩები.-პასუხი დაუბრუნე.
-ერმიტაჟში წაგიყვანთ_მითხრა ანამ-დაგათვალიერებინებთ ბევ რამეს. ცოტა მეტი დარჩი.
-დიდი ხნით მართლა ვერ დავრჩები, გამიხარდა რომ გაგიცანით, სხვა დროს ჩამოვალ და მერე დავრჩები დიდი ხნით. თქვენც უნდა ჩამოხვიდეთ საქართველოში, აუცილებლად უნდა გაიცნოთ მამა და მამიდა. თან რაც შეიძლება მალე-ვთქვი ნაღვლიანად.
-რა ხდება მარიამ?-შემეკითხა თომა პაპა-რამე ცუდი ხომ არ მოხდა?
-აქ შემთხვევით არ აღმოვჩენილვარ, შენთან შეხვედრა მას მერე გადავწყვიტე რაც ეკატერინეს სიმსივნე აღმოაჩნდა. რამდენიმე თვის სიცოცხლეღა აქვს დარჩენილი, ვიცი თავს ვერ აპატიებდი ეს ამბავი რომ მისი გარდაცვალების შემდეგ გაგეგო, ამიტომაც გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა და შენი საქართველოში წაყვანა.-თომა გაფითრდა, ნატალიამ წყალი მოუტანა და დაალევინა.-ანა და ეკა, თქვენც წამოდით, ეკა ხომ თქვენი დაა, უნდა გაიცნოთ.-ახლა გოგოებს მიუბრუნდი.
-წამოვალ, რა თქმა უნდა წამოვალ, ჩემი გოგონა.-ტირილამდე იყო თომა მისული.-ელენე როგორ არის? როგორ შეეგუა ამ ამბავს?-მითხრა ცრემლიანი თვალებით.
-სტკივა, თუმცა არ იმჩნევს. პატარა ბავშვივით უვლის. ამ ამბის შემდეგ შერიგდნენ და დატკბნენ დედა შვილი.-უთხარი სევდა ნარევი ღიმილით.
-ჩვენც წამოვალთ მამა -უთხრა ეკამ, რაზეც თომამ მხოლოდ თავი დაუქნია. სახეზე დიდი ტკივილი ქონდა აღბეჭდილი.
ღამით ავდექი, სამზარეულოში წყალი დავლიე, უკან რომ ვბრუნდებოდი პაპა დავინახე აივანზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.
-კარგად ხარ?-მხარზე ხელი დავადე.
-არ ვარ კარგად, გული მტკივა, შვილებისგან შორს ამდენი ხანი ვიყავი, ახლა კი მასთან ყოფნის მხოლოდ თვეებიღა დამრჩა. რაღაცის გვეშინია და ჩვენი შიშის გამო ძვირფას წუთებს ვკარგავთ. მეშინია, ახლაც მეშინია რომ არ მიმიღებს, მე ხომ მისთვის მამობა არ გამიწევია, მე ხომ მას საერთოდ არც კი ვახსოვარ-ხელი მომხვია და ტირილი დაიწყო პაპამ. ამხელა მთასავით კაცი ტკივილისგან დაპატარავებულიყო.
-მიგიღებს, დიდი ხანია გაპატია, ჯერ კიდევ მაშინ როცა თვითონაც გაექცა ელენეს მარწუხებს. შენი სურათი აქვს და სიამაყით აცხადებს რომ მამას გავს.-ვცდილობდი თომასთვის ტკივილი შემემსუბუქებინა.
-მარიამ ამდენი წელი გავიდა და ელენე ისევე ძლიერად მიყვარს როგორც მაშინ. ნატალია კარგი ქალია, მიყვარს როგორც მეგობარი და ცხოვრების მეგზური, ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი მაჩუქა. მაგრამ ისე ვერ შევიყვარე როგორც ელენე. ვერ დავაღწიე ელენეს თავი, ალბათ ეს იყო მიზეზი ჩემი შიშის, რომ დავბრუნებულიყავი ელენე არ მაპატიებდა. მე კი ელენეს ვეღარ მივატოვებდი, ისევ ისე გავუბედურდებოდი როგორც მაშინ როცა მიმატოვა. ახლაც მეშინია, თუმცა უნდა დავძლიო ეს შიში და ვნახო ჩემი გოგო. რა მოუხერხო ამ ტკივილს შვილო?-ისევ მომეხვია და ატირდა.
დილით გოგოებმა გამაღვიძეს, ერმიტაჟში წავედით. ეს ნამდვილი საოცრებაა, გაოცებული ვათვალიერებდი ყველაფერს.
მომდევნო დღეს კი საქართველოში გამოვფრინდი: მე, თომა, ანა და ეკა. ლევანს არ დაურეკია, მე დაურეკე და არ მპასუხობდა, ცოტა ვნერვიულობდი მასზე. აეროპორტში მამა დაგვხვდა, ემოციური იყო მამაშვილის შეხვედრა. მამამ დებიც გაიცნო. მერე ყველა ერთად სახლში წავედით. ეკატერინეს დანახვით გამოწვეულმა ტკივილმა თომა უფრო დააპატარავა. გულში იკრავდა ეკას და ტიროდა. მერე ელენეს და თომას შეხვედრა შედგა. ელენემ არაფერი არ იცოდა, გოგონები და ლიკა ჩემს ბინაში დავაბინავე. თომა კი ჩემს ოთახში მოვათავსე. ელენემ რომ თომა დაინახა გული წაუვიდა. თომამ კი ხელი დაავლო და დივანზე დააწვინა, მოასულიერა და გაღიმებული დასცქეროდა. მათი შემყურე მივხვდი რა შიშზეც ლაპარაკობდა თომა. საკუთარი თავის შიშზე. იმ სიყვარულის შიშზე რასაც ელენეს მიმართ განიცდიდა.
მამას მანქანა გამოვართვი და სახლიდან გამოვიპარე, ლევანს ურეკავდი, ისევ არ მპასუხობდა. თბილისის ბინაში მივედი, კარზე ვაკაკუნე, ფეხის ხმა გავიგე, თუმცა კარი არავინ არ გააღო.
-ლევან გამიღე კარები-ისეთი მკაცრი და გამყინავი ხმა მქონდა ჩემი თავის შემეშინდა. ვიცოდი რაღაც ხდებოდა, ვფიქრობდი რომ ისევ ვიღაც ქალი მიათრია ბინაში და იმ წუთას ნამდვილად დავახრჩობდი. მაგრამ კარების გაღებისას სხვა სურათი დამხვდა. ლევანი თმა გაწეწილი, გათიშული მთვრალი, ვისკის ბოთლით ხელში.
-წადი და დამივიწყე-კარი აკავებდა, რომ არ წაქცეულიყო.
-გაიწიე,-ხელით გავწიე და ბინაში შევედი. ოთახები მოვათვალიერე, რას ვეძებდი მე თვითონაც არ ვიცოდი. ყველაფერი დალეწილი იყო, ლევანს ხელები დასერილი ქონდა, როგორც ჩანს კარის მინა მუშტით ჩამოიღო. ხელიდან ვისკის ბოთლი წავართვი.-სულ გააფრინე, რა ჯანდაბა გჭირს?
-წადი, არ ვარ მე შენი სიყვარულის ღირსი.-ლუღლურებდა მთვრალი.
-არსადაც არ წავალ, წამოდი-სააბაზანოში შევიყვანე და რომ არ წაქცეულიყო მასთან ერთად დავდექი საშხაპეში. მაიკა და შარვალი გავხადე და გრილი შხაპის ქვეშ დავაყენე.
-ამის დედაც, რატომ ხარ ასეთი კარგი-ისევ აგრძელებდა.
-გაჩუმდი,-ცოტა გონს რომ მოვიდა უკან გამოვბრუნდი.-ყავას გავაკეთებ, შენ კი იდექი ცოტა ხანი მანდ მოგიხდება.-მივაძახე სააბაზანოს კარიდან.
საძინებელში ლევანის მაისური და შარვალი ვიპოვე და სველი ტანსაცმელი გამოვიცვალე. ნამსხვრევები და ბოთლები ნაგვის პარკში ჩავყარე და აივანზე გავდგი. 1 საათში სახლი დავალაგე, გავანიავე ოთახები, ყავა გავამზადე, ლევანი კი ისევ არ გამოდიოდა. შემეშინდა და შევაკითხე.
-კარგად ხარ?-შევეკითხე კარში შესულმა, ისევ შხაპის ქვეშ იდგა.-ლევან გამოდი, გეყოფა.-მივედი და წყალი გადავკეტე. დაწითლებული თვალებით შემომხედა, იმხელა ტკივილი იყო მის თვალებში შემეშინდა მეკითხა რა სჭირდა. პირსახოცი ავიღე და გავამშრალე, საძინებელში შევიყვანე და საწოლზე დავაწვინე. -ყავას მოგიტან-სამზარეულოდან ყავა საძინებელში შევიტანე. საწოლზე წამოჯდა და ყავის დალევა დაიწყო.-მეტყვი რა გჭირს?
-შენს დას კითხე?-მითხრა და თავი დახარა-მე არაფერი არ მახსოვს?
-ლიკა რა შუაშია, ან რა უნდა ვკითხო ლიკას?-შევხედე ლევანს.
-მიყვარხარ, ყოველთვის მეყვარები, ეს სიყვარული მომკლავს. მაგრამ ჩემგან უნდა წახვიდე, ვიცი გეტკინება, მაგრამ უნდა წახვიდე. გაყევი ნიკას ცოლად, მასთან ბედნიერი იქნები. -თავდახრილი იდგა და თვალს ვერ მისწორებდა.
-რა ჯანდაბა გეტაკა.-მთელ ხმაზე უყვირე.-თავი აწიე და თვალებში შემომხედე.-მის წინ გავჩერდი და თავი ხელით ავაწევინე.
-გთხოვ წადი-ცრემლიანი თვალებით შემომხედა.
-არსადაც არ წავალ-ხელები შემოვხვიე და ჩავეხუტე.
-მარიამ-თავი ჩემს ყელში ჩარგო და პატარა ბავშვივით ტიროდა. საწოლისკენ წავიყვანე, დავაწვინე, გვერდით მიუწექი და ჩახუტებულებს ჩაგვეძინა.
ღამით გავიღვიძე და ლიკას დაურეკე, უნდა გამეგო რა ხდებოდა.
-მარიამ იცი რომელი საათია?-გაისმა ლიკას ნამძინარევი ხმა.
-რაღაც გაქვს მოსაყოლი და ახლავე მეტყვი, საათს და დროს მნიშვნელობა არ აქვს.-ჩავძახე ტელეფონში.
-რა უნდა მოგიყვე?
-ლიკა გელოდები.-ხმას აუწიე.
-კაკიმ მოგიყვა ხომ. ჯანდაბას მაგის თავი, მთვრალი ვიყავი.-ამოილაპარაკა.
-კაკი?-ვერ ვაკავშირებდი, რა შუაში იყო ლიკა, კაკი და ლევანი.
-ხო ვიწექი კაკისთან, მაგრამ არ მიყვარს და ცოლად არ გავყვები.-ჩამძახა ტელეფონში.-მთვრალი ვიყავი. ლევანი მიყვარს და მას გავყვები.
-კაკისთან იწექი და ლევანს მიყვები? სულ გააფრინე? რაზე მელაპარაკები? დილით გოგოები რომ გადავლენ სახლში შენ ჩემს ბინაში დარჩი. უნდა დავილაპარაკოთ. სულ გაგიჟდი ხომ?-უყვიროდი გამწარებული ხმით. მერე კი ტელეფონი გავთიშე. ტვინში ყველაფერი ამერია, თავი მისკდებოდა, რაღაც მახრჩობდა. მერე არაფერი მახსოვს, ლევანის შეშფოთებული თვალები დავინახე სპირტიანი ბამბით მასულიერებდა.
-მარიამ გონს მოდი გთხოვ?-ლევანის სასოწარკვეთილი ხმა ჩამესმოდა. თვალები ზანტად გავახილე და შევხედე.
-ბოლოს და ბოლოს მითხარი რა მოხდა?-ამოვიტირე.
-კარგი, ოღონდ ჯერ წამოჯექი, ცუდად აღარ გახდე, ძალიან შემაშინე.-საწოლზე წამომსვა და მაგრად ჩამეხუტა, მერე კი მომცილდა.
-კარგად ვარ, გისმენ.-შევხედე თვალებში.
-კლუბში ვიყავით ბიჭები, ლიკაც იქ იყო. რაღაც კლუბური ნარკოტიკი, ან აბი ქონდა მიღებული არ ვიცი, გიჟივით იქცეოდა. სულ ძალით ჩამოვიყვანე ბარის დახლიდან, იქ ცეკვავდა. სახლში არ გამომყვა, მითხრა ერთად დავლიოთო. დავთანხმდი, ვიფიქრე გაითიშება და სახლში წავიყვანთქო. მერე კოქტეილი შეუკვეთე და დავლიეთ, ბარში რომ ვიყავი ყველაფერი მახსოვს, იქიდან მანქანაში ჩავსვი და წამოვიყვანე. სიყვარულს მიხსნიდა და მთხოვდა სახლში არ მიმეყვანა, რადგან ელენე და გეგა მომკლავენო იძახდა. ტელეფონი გამოვართვი და ანას დაურეკე, უთხარი რომ ლიკა მთვრალი ბარიდან წამოვიყვანე და ჩემს ბინაში დავტოვებ მეთქი. სახლში რომ მივედი მხოლოდ ყავა დავლიე, არ მახსოვს არაფერი, გავითიშე. დილით რომ გავიღვიძე გვერდით ლიკა მიწვა შიშველი. არაფერი არ მახსოვს. არ ვიცი რამე ნარკოტიკი ჩამიყარეს თუ რა მოხდა, მაგრამ შენს თავს ვფიცავარ არაფერი არ მახსოვს.-ტიროდა ლევანი და თვალს ვერ მისწორებდა.
მუცელში დამიარა, საპირფარეშოში გავიქეცი, გული ამერია, ყელში საშინელი სპაზმი მომაწვა, სიკვდილი მინდოდა, მინდოდა მოვმკვდარიყავი. მინდოდა მომეკლა ლევანიც და ლიკაც. სააბაზანოში შევედი, ცივი წყალი შევისხი და გიჟივით გამოვარდი გარეთ. ჯერ ისევ ღამე იყო, მანქანაში ჩავჯექი, უკან ლევანი ამედევნა, მისი ყვირილი მესმოდა.
წამოვედი, ქალაქის ქუჩები დაცლილი იყო, სწრაფად მიმყავდა მანქანა, თვალებიდან კი ცრემლები თავისით მომდიოდა. სარკეში დავინახე ლევანი მანქანით მომდევდა უკან. გაზის პედალს ფეხი ძლიერად მივაჭირე და მერე სიგნალის ხმა გავიგე, მერე კი არაფერი აღარ მახსოვს.
გონს რეანიმაციაში მოვედი. ელენე მადგა თავზე, სახე წაშლილი მიყურებდა, თვალები რომ გავახილე.
-მარიამ რა შუმახერობა მოგინდა დილის 5 საათზე? რა გინდათ, ეკატერინე არ მეყოფოდა შენზე არ ვნერვიულობდი და შენ ყველაზე დიდი სანერვიულო გამიჩინე.-ტირილით ამოთქვა ელენემ.
-რა მოხდა ელენე? რა მჭირს?-ძლივს გასაგონად ვიკითხე.
-ავარიაში მოყევი, შინაგანი სისხლდენა გქონდა, ძლივს გადაგარჩინეთ. ბორდიურებს დაეჯახე, თავს იკლავდი შვილო? როგორ მოახერხე დაცლილ ქუჩებში ბორდიურზე დაჯახება?
-ვკვედები? თუ გადავრჩი?-შევეკითხე ელენეს.
-ღმერთის წყალობით გადარჩი.
-ჯობდა მოვმკვდარიყავი.-თავი გვერძე გადავაბრუნე.
-რატომ მეტყვი? რატომ იკლავდი თავს? არავინ არ ღირს შენი სიცოცხლის ფასად. ეს დაიმახსოვრე კარგად. შენ იდეალური ქალი ხარ, სხვამ არ უნდა ითამაშოს შენი გრძნობებით, ისეთი ლამაზი ხარ რომ კაცთა მთელი მოდგმა შენს ფეხებთან უნდა დააჩოქო.-მითხრა ელენემ, ცოტა ხანი ჩუმად იყო, აპარატს ამოწმებდა მერე კი გააგრძელა.-გარეთ ის ტიპია, შენი მეგობარი, მან მოგიყვანა საავადმყოფოში. 2 დღეა არ წასულა, აქ ათენებს და აღამებს. გითხარი, მერე რომ არ მისაყვედურო რატომ დამიმალეო. ნიკას დაურეკე ისიც აქ მოდის.-თვალებში მიყურებდა და მკაცრი ხმით მელაპარაკებოდა ელენე-ერთი რამ დაიმახსოვრე მარიამ, ცოლად იმ კაცს უნდა გაყვე ვინც გაღმერთებს, რომ მთელი ცხოვრება ხელის გულზე გატაროს, იმას კი არ უნდა გაყვე ვისაც შენ აღმერთებ. შენივე სიყვარული გაგანადგურებს, იმ დიდებას და ხიბლს დაგაკარგვინებს რაც გაქვს.
-არც ნიკა არ არის ჩემი სიყვარულის ღირსი?-შევხედე ელენეს.
-არც ნიკა და არც შენი ლევანი. -მითხრა და საჩვენებელი თითი დამიქმია.
-მართალი ხარ ელენე, აქამდე გამტყუნებდი, ახლა კი ვხვდები რომ მართალი ხარ.-თვალებში შევხედე და ისე უთხარი, მერე ტკივილისგან სახე დავმანჭე.
-ტკივილგამაყუჩებელს გაგიკეთებ-მითხრა ელენემ და რამდენიმე წუთის მერე წვეთოვანში ნემსით წამალი შეიყვანა.-დაისვენე, დაგეძინება და იფიქრე ჩემს ნათქვამზე.
-ლიკა აქ არის?-შევეკითხე უკვე კართან მისულს.
-არ მობრძანებულა. ახალი მეგობარი ყავს ნამდვილი ეშმაკის მოციქული, მასთან რჩება ხშირად, სახლშიც არ მოდის.-ხელი ჩაიქნია ელენემ და კარს უკან გაუჩინარდა.
საფიქრელად ბევრი დრო მქონდა, ლევანის და ლიკას ნათქვამი გადავხარშე, „აკაკისთან ვიწექი“. თავში მიტრიალებდა ლიკას ნათქვამი, რატომ არ მითხრა ლევანთან ვიწექიო, რა თამაშს თამაშობდა ეს გოგო. თან ცოლად ლევანს გავყვებიო, ისე დარწმუნებული ლაპარაკობდა. „რა ჩაიფიქრა?“ უნდა მენახა, ჩემი ხელით მოვკლავდი, მძულდა, მეზიზღებოდა საკუთარი და იმისთვის რომ ცხოვრება დამინგრია. რეანიმაციაში ვიყავი ისევ, ღამე იყო ხელზე ხელის შეხება ვიგრძენი და თვალები ზანტად გავახილე.
-ჩუმად შემოვიპარე, როგორ ხარ?-ლევანი დამცქეროდა, ტუჩი გახეთქილი ქონდა და შესიებული.
-ფიზიკურად კარგად, სულიერად ცუდათ.-გაბრაზებულმა შევხედე თვალებში-ვინ გაგალამაზა?-ტუჩზე ვანიშნე.
-შენმა ნიკამ, შენი გასაკეთებელი გააკეთა. ხურდა არ დამიბრუნებია, უარესს ვიმსახურებ.-თავი ჩახარა.
-რატომ დაგვემართა? ყველაფერი ხომ კარგად მიდიოდა, ზედმეტად კარგადაც კი. საქართველოში გადმოსვლაზე ვფიქრობდი, ახლა კი უკან დავბრუნდები. შენ და ლიკა გაერკვიეთ, მე და შენს შორის კი ყველაფერი მორჩა. ვიფიქრებ შენს სიტყვებზე და შეიძლება გადავწვიტო და ნიკას გავყვე კიდევაც ცოლად. ის გულს არასდროს მატკენს.-უთხარი რაც შეიძლება მშვიდი ხმით. უთხარი ის რასაც იმ დროს ვგრძნობდი. უნდა სტკენოდა, ისევე როგორც მე მტკიოდა.
-ლიკას და მე არაფერი არ გვაკავშირებს. გასარკვევი უკვე გაირკვა. ვიცი ჩემი არ გჯერა, ბევრჯერ გაგიცრუე იმედი, თუმცა ახლა სიმართლეს გეუბნები, ლიკასთან თუ რამე მქონდა არ მახსოვს. სრულიად გათიშული ვიყავი. დილით რომ გავიღვიძე და გვერდით მიწვა რამის მოვკვდი. მერჩივნა მოვმკვდარიყავი. 5 დღე გადაბმულად ვსვავდი, სანამ შენ არ მოხვედი.
-რომელ ბარში იყავით?-არ შემიხედავს, ისე ვკითხე.
-ამას რა მნიშვნელობა აქვს?-კითხვითვე მიპასუხა.
-უბრალოდ მაინტერესებს.
-ყაზბეგზეა, სახელი არ მახსოვს. რატომ მკითხე?
-გავითვალისწინო, მეც არ შევიდე და რამე არ ჩამიყარონ.-ირონიულად უთხარი.
-არ გჯერა, არც არასდროს დამიჯერებ, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. საკუთარი თავი მეზიზღება იმისთვის რომ შენ ასეთი ტკივილი მოგაყენე.-თავი ჩახარა, ცოტა ხანი ჩუმად იყო.-დაბრუნდი გერმანიაში, ეს საქართველოა, აქ ჩვენი გზები გაიყარა, ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა, ვერ გამოვა და ვერ შედგება. იმედი მაქვს ბედნიერი იქნები და იპოვი ნამდვილ ბედნიერებას.-ადგა და წავიდა, წავიდა და წაიღო თან ჩემი სული და გული. იმ დროს კაცთა მთელი მოდგმა მძულდა.
2 დღის მერე პალატაში გადამიყვანეს, ელენე არ მცილდებოდა გვერდიდან.
გადამიყვანეს თუ არა პალატაში ჩემთან ნიკა შემოვიდა პირველი.
-როგორ ხარ?-მაკოცა შუბლზე.
-უკეთესადაც ვყოფილვარ.-გავუღიმე.
-მე შენს გვერდით ვარ ყოველთვის.-ხელზე ხელი მომიჭირა.
-ვიცი ნიკა, შენ ერთადერთი ხარ მგონი მთელს სამყაროში ვინც არასდროს არ მომაყენებს ტკივილს-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-არ იტირო გთხოვ. უფლებას თუ მომცემ რომ შენს გვერდით ვიყო და დაგიცვა, არავის მივცემ იმის უფლებას რომ გული გატკინოს.-თმაზე მეფერებოდა.
-ნიკა მიყვარხარ, ოღონდ როგორც მეგობარი. ყველაფერი უნდა დავალაგო და ყველას თავისი სახელი დავარქვა, ახლა მხოლოდ ქაოსია ჩემს გარშემო. ჩემი და ლევანის ურთიერთობაში კი გთხოვ არ ჩაერიო, თავად მოვაგვარებ.-ნიკამ თავი დამიქნია.
-ვიცი, კარგად გიცნობ, მაგრამ გახსოვდეს მე შენს გვერდით ვარ.-ისევ მაკოცა შუბლზე და წავიდა. სულ მირეკავდა ტელეფონზე და მკითხულობდა. სანახავადაც მოვიდა რამდენჯერმე.
ყველა იყო ჩემს სანახავად, ანა და დედა დავტოვე ჩემთან პალატაში და ყველაფერი მოუყევი. დედაჩემი სულ გაფითრებული მისმენდა, ანამ დამიდასტურა რომ იმ ღამით ლევანმა დაურეკა და გააფრთხილა ლიკა მთვრალია და სახლში მიმყავს არ ინერვიულოთო.
-მოვკლავ, მე გავაჩინე და ჩემივე ხელებით დავახრჩობ, სულ გადაირია ეს გოგო, რას აკეთებს?-პალატაში სიარულს არ წყვეტდა დედა. მერე დაჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ტირილი დაიწყო.-სად დავაშავე, სად დაუშვი შეცდომა? ასეთი ეგოისტი და ასეთი როდის გახდა?-ტიროდა დედა.
-დედა, აკაკი უნდა ვნახო-უთხარი დედაჩემს.
-აკაკი რაღა შუაშია?-კაკიზე არაფერი არ მითქვამს და დედამ გაკვირვებულმა შემომხედა.
-მნიშვნელოვანია, თუ საქართველოშია ნახე დღეს სახლში რომ მიხვალ და უთხარი მოვიდეს, მისი ნახვა მინდა.-გაკვიორვებული მიყურებდა, მერე მომაცილა კითხვისნიშნიანი თვალები და დედა გარეთ გავიდა.
-შენ როგორ ხარ?-მიუბრუნდი ანას.-ეკატერინე როგორ არის?
-მე კარგად ვარ. დედა ცუდად არის, დღითი დღე უარესობისკენ მიდის. მეშინია უმისოდ რა მეშველება-ამოიტირა ანამ.
-მე შენთან ვარ, საქართველოში დავბრუნდები. ისევ აქ გავაგრძელებ სწავლას, ჩემმა წასვლამ იმდენი პრობლემა შექმნა, უნდა დავბრუნდე რომ ყველაფერი დავალაგო.-ვლაპარაკობდი ისე თითქოს ანას კი არა საკუთარ თავს ველაპარაკებოდი.
-ჩემს გამო არ დაბრუნდე. არსებულ მდგომარეობაში ჯობია რომ შენ წახვიდე. რაც უფრო ახლოს იქნები ლიკასთან და ლევანთან უფრო დაიტანჯები.-ისე მარიგებდა ჩემი პატარა გოგო, დიდი ადამიანივით. მართალი იყო, თუმცა გადავწყვიტე მაინც დავბრუნებულიყავი.
-ბოლომდე უნდა გავარკვიო რა მოხდა.
-ამით მხოლოდ თავს დაიტანჯავ უარესად, რა შეიცვლება?
-არაფერი. უბრალოდ სიმართლე მინდა ვიცოდე. ლევანს საკუთარ თავზე კარგად ვცნობ, არ მატყუებს, მართლა არაფერი არ ახსოვს, ლიკას ვერსია უნდა მოვისმინო. ლიკასაც კარგად ვცნობ, ვერ მომატყუებს, არ შეუძლია, ძალა არ ეყოფა მე მომატყუოს.
თომა პაპა და გოგოებიც მოვიდნენ სანახავად. გოგოებს ბოდიში მოუხადე, რომ საქართველო ვერ დავათვალიერებინე და პირობა ვერ შევასრულე. დამპირდნენ ერთ თვეში ჩამოვალთ საქართველოშიო, შენც კარგად იქნები იმ დროს და დავათვალიერებთო. პაპა 2 თვე რჩებოდა საქართველოში, ეკატერინეს გამო, ძალიან განიცადა მისი მდგომარეობა.
საღამოს ნახვის საათები რომ იყო კაკი მოვიდა ჩემს სანახავად.
-მარო როგორ ხარ? დღეს ჩამოვფრინდი საფრანგეთიდან, ეს რა დაგემართა.-სკამზე ჩამოჯდა და ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია.
-უკვე კარგად ვარ, გადავრჩი.-უთხარი და თან გაუღიმე.
-მარო რას შუმახერობდი გოგო, ღამის ქალაქში რალი მოაწყოო, მართალია?-გამიცინა.
-კაკი აქ იმიტომ დაგიბარე რომ სალაპარაკო მაქვს შენთან-კაკი ინტერესით შემომცქეროდა.-ლიკაზე უნდა დაგელაპარაკო, რა მოხდა თქვენს შორის?
-ეს ჩემი და ლიკას საქმეა. თავად გავარკვევთ.-მითხრა კაკიმ.
-ჩემი საქმეც არის კაკი, აქაც არ ვწევარ შუმახერობის გამო. ასე რომ მომიყვები ყველაფერს.-შევხედე გაბრაზებულმა.
-ლიკა რა შუაშია? ვიცი თავს არ დამანებებ და მოგიყვები ყველაფერს, იქნებ შენ მაინც მოაგვარო არსებული სიტუაცია.-თავი ჩახარა და მოყოლა დაიწყო კაკიმ.-ერთი თვის უკან დაიწყო ყველაფერი. ღამით ვვარჯიშობდი და უკან რომ დავბრუნდი სახლში ლიკა იჯდა სადარბაზოში, მთვრალი. სახლში აყვანა შევთავაზე და უარი მითხრა, არ დავტოვე ასე და უთხარი ჩემთან ავსულიყავით სახლში. დამთანხმდა, ყავა დავალევინე, მერე მომეხვია და კოცნა დამიწყო. ვცდილობდი გამეჩერებინა, მაგრამ არ გაჩერდა, მეც ხის კი არ ვარ, თან დიდი ხანია ლიკა მომწონს. ერთად ვიყავით, დილით გამომიცხადა ყველაფერი შეცდომა იყო და დაივიწყეო. უთხარი რომ ჩემთვის არ იყო ეს შეცდომა და მის მიტოვებას არ ვაპირებდი, თუმცა მიყვირა დაივიწყეო და წავიდა. მეც თამაში მქონდა და მეორე დღეს გავფრინდი საზღვარგარეთ. რომ დავბრუნდი დალაპარაკება ვცადე და ისევ თავიდან მომიცილა. -თავი დახარა კაკიმ.-მარიამ მიყვარს და მინდა ცოლად მოვიყვანო, იქნებ დაელაპარაკო. ისე იქცეოდა მთლად გულგრილი არც ლიკა ჩანდა. იქნებ რცხვენია თავის საქციელის და ამიტომ მიცილებს თავიდან.
-დაივიწყე კაკი, შენთვის ჯობია ჩემი და დაივიწყო-შევხედე და უთხარი ნაღვლიანი თვალებით. მეცოდებოდა აკაკი, ლიკა არ იყო მისი სიყვარულის ღირსი, ან რა დაემართა ასეთი, ასეთი როდიდან გახდა.
-ვეცადე. ერთი თვეა გასული და თავიდან ვერ ვიგდებ.-თავდახრილი ლაპარაკობდა.-შენ როდის გამოგწერენ?-გამიღიმა.
-მალე გაგწერო ელენემ. მალე მინდა აქედან გავიდე, ლიკა უნდა მოვკლა.-გაბრაზებულმა წარმოვთქვი.
-მარიამ არ გინდა გთხოვ, იქნებ შემოვირიგო. რომ გაიგოს ყველაფერი მოგიყევი უარესად გაცივდება ჩვენს შორის ურთიერთობა.-შემეხვეწა აკაკი.
-შენ არ იდარდო, სხვა მიზეზი მაქვს, მაგ მიზეზის გამო ვწევარ ახლა აქ.-დავამშვიდე კაკი.
-აბა ავარიაში მოყვაო? ლიკა რა შუაშაია?-ინტერესიანი თვალებით შემომყურებდა.
-ლიკა შუაში კი არა ყველას ცხოვრების არევის თავშია და იმ თავს რა დაემართება აქედან რომ გავალ ნახავ.-ცეცხლს ვაფრქვევდი თვალებიდან.

ანასტასია
თომა პაპა მარიამის ბინაში დაბინავდა, ყოველ დღე მოდიოდა და დედასთან იყო. ელენე და თომა ისე მეგობრულად იქცეოდნენ თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ეცხოვროთ და დაცილებულები არც კი ყოფილიყვნენ.
მე და ნინო სახლში მივედით, ლიკა მოსულიყო ეძინა, რაც მარიამი ავარიში მოყვა არ ჩანდა. სახლში მე, ნინო და ეკატერინე ვიყავთ მხოლოდ. ნინო ლიკას ოთახში შევიდა და იქიდან ყვირილის ხმა რომ გავიგე მეც შევედი.
-კახპად როდი იქეცი?-ხმამაღლა უყვიროდა ნინო ლიკას.
-თავი დამანებეთ, კომპლექსიანები და პატიოსნები თქვენც მეყოფით.-არაფრად არ ჩააგდო ლიკამ ნინოს ყვირილი.-მოგიყვა შენი კლდემამოსილი ქალიშვილი ყველაფერს? თვითონ რას აკეთებს გერმანიაში იცი? იქნებ ის ჩემზე უარესებს შვრება და იცვლის ბოიფრენდებს? ის ხეპრე კაკი რაღა ენას ატარტარებდა ვერ დაატია პირში?-ყვიროდა ლიკაც.
-კაკი რა შუაშია?-მე და ნინომ ერთმანეთს გადავხედეთ.
-მაგის მეტმა ვინ უთხრა მარიამს რომ მასთან ვიწექი, მოსდო მთელს ქვეყანას. ცოლად მაინც არ გავყვები.-ყვიროდა ლიკა.
-კაკისთანაც იწექი?-სახეზე ფერი არ ედო ნინოს. ლიკას თმაში სწვდა და იატაკზე დააგდო, მთელი ძალით ურტყავდა სახეში ხელებს-კახპა ხარ, ეგოისტი, მხოლოდ საკუთარი თავი გახსოვს.-უყვიროდა ნინო.
-ნინო გაჩერდი-მისი დაკავება ვცადე, თუმცა ვერ გავაჩერე, ისევ გამეტებით ურტყავდა ლიკას, დავინახე სახიდან სისხლი მოსდიოდა ლიკას.
-ფეხმძიმედ ვარ, გაჩერდი-ამოიხრიალა ლიკამ. ნინო გაჩერდა, გაფითრებული იყო, იატაკზე დაჯდა და კანკალი აუვარდა. ლიკა კი წამოხტა და კარებში გავარდა.
-რა შემეშალა, სად დაუშვი შეცდომა?-ტიროდა ნინო იატაკზე დამჯდარი.
-რა ხდება?-კარში დედაჩემი შემოვიდა. მე სამზარეულოში გავიქეცი და წყალი მოუტანე ნინოს. მაინც არ გაუჩერდა კანკალი.
-ანა ტუმბოზე ჩემი წამლებია და გამოიტანე-მითხრა დედამ. მეც გავიქეცი და მოვიტანე წამლები. დედამ დამამშვიდებელი დაალევინა ნინოს. ცოტა ხანში კანკალმა გაუარა, თავის საძინებელში შევიყვანეთ და დავაწვინეთ.
დედას ყველაფერი მოუყევი, ისიც განერვიულდა. გეგა ბიძიამ არ იცოდა არაფერი ჯერ. ქარიშხალი ჯერ კიდევ წინ გველოდა, ლიკამ თუ არ მოიტყუა და მართლა ფეხმძიმედ იყო.
საავადმყოფოში მარიამთან, რომ მივედი მეორე დღეს ყველაფერი მოუყევი. ადგილს ვერ პოულობდა, ელენეს ეხვეწა გამწერეო, რაზეც ცივი უარი მიიღო. ნინოს გეგასთვის და ელენესთვის მოუყოლია რომ ლიკა ფეხმძიმედ იყო, თუმცა ლიკას ვერ პოულობდნენ. გეგა გაგიჟებული ეძებდა, იმ დაქალის მისამართიც გაიგო და მან უთხრა არ შემხმიანებია, არ ვიცი სად არისო.
მარიამთან დავრჩი, სახლში ისეთი ამბავი იყო ყველა ლიკას ლანძღავდა. შემეცოდა კიდეც, თავის შეცდომების გამო სადამდე მივიდა. მარიამის ტელეფონი რეკავდა, მივაწოდე და თვალი გამექცა, ლევანი დაეწერა.
-გისმენ-ჩასძახა მარიამმა ტელეფონში, ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კითხა-რატომ მოვიდა?-ისევ დუმილი-დღეს საღამოს საავადმყოფოში მოდი და ჩემთან ამოდი, მაგას კი კარები დაუკეტე, რომ არსად წავიდეს.
-რა მოხდა?-შევხედე მარიამს.
-ლევანს მიადგა ის უნამუსო სახლში, ყველაფერი გაიგეს და მომკლავენ მიშველეო.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა. მერე მე მომიბრუნდა-ანა დღეს საავადმყოფოდან უნდა გავიპარო და შენ უნდა დარჩე აქ.-სანამ უარის სათქმელად პირი გავაღე-უარი არ მიიღება გადაწყვეტილია.-ისეთი ტონით მითხრა არ შევეწინააღმდეგე.
საღამოს ნახვის საათები სრულდებოდა, რომ ლევანი მოვიდა.
-როგორ ხარ?-დამნაშავე ბავშვივით შესცქეროდა მარიამს.
-ანა დარჩება და უნდა დამეხმარო აქედან გასვლაში-მიუბრუნდა ლევანს.-კარადაშია ჩემი ტანსაცმელი, ჩაცმაშიც მომეხმარეთ.-გამოგვიცხადა ორივეს.
-გაგიჟდი, მეორე დღეა პალატაში გადმოგიყვანეს, რამის მოკვდი.-არ დაემორჩილა ლევანი.
-მეც მაგას ვეუბნ...-სიტყვა გამიწყდა ისეთი თვალებით შემომხედა მარიამმა.
-უნდა ვნახო ლიკა, რაც შეიძლება მალე. ამ პრობლემას ვერავინ მოაგვარებს ჩემს მეტი. ეს მეც მეხება-შეხედა ლევანს გაბრაზებულმა.
-აქ მოგიყვან დილითვე. ისე მოუყევი ჩვენს შესახებ და ძალიან ინერვიულა. თავის დროზე რომ გეთქვა ყველაფერი ასე არ დაგვემართებოდა.-ჩაილაპარაკა ისე თითქოს თავს იმართლებდა.
-დღეს მე თვითონ ვნახავ. საავადმყოფო ასეთი ამბების განხილვის ადგილი არ არის.-გამოაცხადა მარიამმა.
ვეღარ შევეწინააღმდეგეთ, მერე ლევანმა წამოაყენა და ჩაცმაში დავეხმარეთ. რადგან ნაოპერაციებელი ისევ სტკიოდა ლევანმა ხელში აიყვანა და დერეფანს ასე გაუყვნენ. ვიცოდი ელენე ცეცხლს დამანთებდა თავზე ღამით, რომ შემოვიდოდა შემოვლაზე და მარიამის ნაცვლად მე დავხვდებოდი.

მარიამი,

გული ისევ ისე მიცემდა, გულს სჯეროდა ლევანის მონაყოლი, გონება კი ეწინააღმდეგებოდა. როგორ მომენატრა ეს სურნელი, მთელი დერეფანი რეგისტრატურამდე ხელში აყვანილი გამატარა. მერე ფრთხილად დამსვა, დაცვას ლევანის და ანას საშვები ჩავაბარეთ და გაუყევით საავადმყოფოს შესასვლელს, ხელი ქონდა მოხვეული და არ მიშვებდა. მანქანა შესავლელშივე ყავდა გაჩერებული, კარი გააღო და ფრთხილად შემსვა მანქანაში. ღვედი ისევ თვითონ შემიკრა და მანქანა დაქოქა. ჩუმად ვიჯექით, მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვა გვესმოდა. ლევანის ბინის კორპუსთან ისე მივედით ხმა რაცერთს არ ამოგვიღია, ხან მე გადავხედავდი ლევანს, ხან ის მიყურებდა მე. რამდენჯერმე ერთმანეთს შეხვდნენ ჩვენი თვალები. მხოლოდ დიდი ტკივილი იკითხებოდა მის თვალებში, ისეთივე ტკივილით სავსე იყო ჩემი თვალებიც.
მანქანიდან გადმოვიდა, კარი გააღო და ისევ ხელში ამიყვანა, მანქანის კარს მხარი მიკრა და სადარბაზოში შემიყვანა. როგორ მინდოდა ეს წუთები უსასრულოდ გაგრძელებულიყო, როგორ მინდოდა ყველაფერი არ დამთავრებულიყო, მაგრამ გონება წინააღმდეგობას მიწევდა. არ უნდა მეპატიებინა ეს ყველაფერი არც ლიკასთვის და არც ლევანისთვის. მე მათი თავის მართლება უნდა მომესმინა, თავს ამისთვის ვამზადებდი.
კარებს გასაღები ისე მოარგო ხელი არ გაუშვია, კარი გააღო და ოთახში შემიყვანა, მისაღებში დივანზე დამაწვინა.
-ადგომა რა გაბედო-მითხრა და ოთახიდან გავიდა.
-მარიამ,-კარში ლიკასთან ერთად გამოჩნდა.-მე მაღაზიაში გავალ, მანამდე დებმა ილაპარაკეთ.-თქვა და კარის დაკეტვის ხმაც გავიგე ცოტა ხანში.
-მე არაფერი ვიცოდი. არ ვიცოდი თუ შენ და ლევანი.-ლიკა თავდახრილი ჩურჩულებდა.
-რა მოხდა, რა გააკეთე? მარტო მე და შენ ვართ და მომიყვები ყველაფერს. რასაც მეტყვი ჩვენს შორის დარჩება. შეგიძლია დაიწყო მოყოლა.
-მარიამ მაპატიე, არ მინდოდა.-ამოიტირა.
-დაიწყე მოყოლა, გისმენ. მერე გადავწყვეტ გაპატიო თუ არა.-შევხედე გაბრაზებულმა. თავი ჩახარა, თვალს ვერ მისწორებდა.
-ლევანი მომწონდა, ძალიან მომწონდა. ის ყოველთვის ისე მექცეოდა როგორც მეგობარს. იმ საღამოსაც სალონში რომ მოხვედი, მე ჩამოვეკიდე ყელზე და მე ვაკოცე. სალონში ახალი სტილისტია ჩემი მეგობარი, შორენა. მას მოუყევი ლევანი რომ მომწონდა. ხშირად დავდიოდით კლუბში ერთად. სახლშიც პრობლემები შევიქმენი, მერე რაღაც აბი მივიღე და გათიშული მოვედი სახლში. არაფერი არ მახსოვს, კაკისთან გავიღვიძე დილით შიშველმა. გამოუცხადე აკაკის რომ შეცდომა იყო და მისგან წამოვედი.-თავი ხელებში ჩარგო და ტირილი დაიწყო.-ერთი კვირის წინ გადამიცდა, ტესტი გავიკეთე შეშინებულმა და დადებითი პასუხი ამომიგდო. ფეხმძიმედ ვარ აკაკისგან, მოცილება მინდოდა ბავშვის, მარა შორენამ მითხრა რომ ლევანის გამოსაჭერად გამომეყენებინა. ჩასაფრებული ვიყავი, საქართველოში რომ დაბრუნდა შვებულება ავიღე და უკან დავყვებოდი. მერე ბიჭებთან ერთად ბარში იყო. სითამამისთვის ერთი ჭიქა დავლიე და ბარის დახლზე ვიცეკვე, რადგან მისი ყურადღება მიმექცია. თავი მოვაჩვენე ვითომ ძალიან მთვრალი ვიყავი. სახლში არ წამიყვანო მეთქი, მასთან ერთად დავლიე და ბინაში ავყევი.-ისევ ტირილი დაიწყო. ცოტა რომ დამშვიდდა ისევ განაგრძო.-სიყვარულს უხსნიდი, მეგონა დაწვებოდა ჩემთან, მაგრამ თავიდან მომიცილა. ყავა გავამზადე ორივესთვის, რადგან ვერ დავკერე აბი ჩაუგდე ყავაში. მეოთხედი დავლიე იმ ღამით და ისე გავითიშე აკაკის საწოლში როგორ აღმოვჩნდი არ მახსოვს. ლევანს მთლიანი აბი ჩაუგდე, ყავა დალია და არაადეკვატურად იქცეოდა, ძალიან შემეშინდა, გიჟივით იცინოდა, მერე ჩემსკენ წამოვიდა, მარიამ მომენატრეო ხელი მომხვია და სულ გაითიშა. ვერც კი წარმოვიდგენდი რომ შენ გგულისხმობდა იმ ღამით. შორენას დაურეკე, სასწრაფოდ მოვიდა, პულსი გაუსინჯა და ცოცხალიაო. საწოლში ძლივს ჩავაწვინეთ, ტანსაცმელი გავხადეთ, მეც გავიხადე ტანსაცმელი და გვერდით მიუწექი. დილამდე გათიშული იყო. მთელი ღამე პულსს უსინჯავდი. დილით რომ გაიღვიძა გაგიჟდა, ყველაფერი დალეწა. ძალიან შემეშინდა, მერე კი გამომაგდო. 2 დღე ვაკითხავდი და კარს არ მიღებდა. ვიფიქრე სახლში არ იყო. ვაპირებდი მეთქვა შენგან ვარ ფეხმძიმედ მეთქი და ცოლად მომიყვანეთქო. შორენამ გამაფრთხილა ერთი თვე ეგ სისულელე არ უთხრა თორემ მიხვდება რომ მისი არ არისო. მეც ველოდებოდი, მერე კი შენ ჩამოხვედი...
-„და კოვზი ნაცარში ჩაგივარდა“-არ დავამთავრებინე სათქმელი-ახლა მე მომისმენ და იმას გააკეთებ რასაც გეტყვი. ლევანთან აბებზე ლაპარაკს არ დაიწყებ, მეც ვერ დავაკავებ, შეიძლება აქვე მოგკლას. ამის დრო რომ იქნება თავად ვეტყვი. ექიმთან წავალთ და გენეტიკურ ანალიზს ჩაიტარებ, ბავშვის მდგომარეობა უნდა გავიგოთ პირველ რიგში, აბი რომ მიიღე და ისე დაუწექი კაცს ბავშვზე რა გავლენას იქონიებს არავინ არ იცის. იმ შორენას არ გაბედო და ახლოს არ გაეკარო, სადამდე მიხვედი მაგის წყალობით მგონი ხვდები. ჩემს ბინაში გადახვალ და იქ იქნები, ვიდრე სიტუაცია არ დარეგულირდება სახლში. ახლა სახლში ისეთი ამბავია, ბავშვზეც ცუდად იმოქმედებს. სახლში მე აუხსნი ყველას ყველაფერს. თომა ჩემს ბინაში გადაბარგდა, ერთად იცხოვრებთ, საქმე მაინც არ აქვს და მომავალ შვილთაშვილზე ზრუნვას დავავალებ.
-შენ და ლევანი რას იზავთ?-თავი ჩახარა და ისე მკითხა.
-ეგ ჩემი და ლევანის საქმეა და შენ აღარ გეხება!-უთხარი მკაცრი ტონით.
-მაპატიე, არ მინდოდა ამდენი საშინელების ჩადენა. რამე რომ დაგმართოდა ჩემს გამო თავს ვერ ვაპატიებდი.-ტიროდა ლიკა.
-ლიკა არ დამიმალო და სიმართლე მითხარი-შევხედე თვალებში-იმ საშინელი აბების მიღებას მერეც აგრძელებდი?
-კი,-თავი დამიქნია და ტირილით ამოთქვა.-შორენამ მითხრა რომ არაფერს დამიშავებდა ეს აბები, უბრალოდ კარგად ვგრძნობდი თავს.
-ლიკა ეგ აბები ნარკოტიკებია, არ შეიძლება არაფერს ვნებდეს. ასეთი სულელი როგორ ხარ?-გაბრაზებულმა დაუყვირე, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.
-მეშინია, მეშინია რომ ბავშვს რამე ვავნე.-ამოიტირა.
-ბავშვს, რა ბავშვს?-კარში ლევანი გამოჩნდა. ისე ვიყავით ორივე განერვიულებული კარის ხმა ვერ გავიგეთ.
-შენი არ არის ნუ შეშფოთდი.-უთხარი მკვახედ.
-რა არ არის, რომელი ხართ ფეხმძიმედ?-დაიბნა ლევანი.
-ლიკაა ფეხმძიმედ და შენი არ არის.-გაუმეორე, თან ღიმილს ძლივს ვიკავებდი მის დაბნეულ სახეზე.
-ბოლოს მომიღებთ,-ამოისუნთქა და სავარძელში ჩაეშვა.
ტელეფონმა დარეკა. ანა მირეკავდა.
-ხო ანა გისმენ-ტელეფონს უპასუხე.
-მისმენ კი არა მარიამ გიგაურო ვერ გადამირჩები. რაზე ფიქრობდი, სულ გაგიჟდი? ნაკერები რომ გაგეხსნას იცი რა დაგემართება?-მესმოდა ელენეს ყვირილის ხმა.
-ხელში აყვანილი წამომიყვანეს,-ლევანს გადავხედე, რომელსაც ჩაეღიმა-და ხელში აყვანილი მომიყვანს. ასე რომ ნუ ნერვიულობ. ნაკერები კი მოძრაობაზე უკეთ ხორცდება, ნუ გავიწყდება რომ ნიკასგან მედიცინის შესახებ ბევრი რამ ვიცი, თანაც სიკვდილს აღარ ვაპირებ გადავიფიქრე.-დავამშვიდე ელენე.
-მარიამ მითხარი სად ხარ, ან სასწრაფო გამოიძახე და მოგიყვანენ აქ. სამსახური გინდა დაგვაკარგინო აქ ხალხს? პაციენტის გაპარვა ნორმალური გგონია?-აგრძელებდა ელენე.
-ერთ საათში მომიყვანენ.-უთხარი და ტელეფონი გაუთიშე.
-ლევან, ლიკა ჩემს სახლში უნდა დავტოვოთ, მე კი ისევე დამაბრუნე საავადმყოფოში, როგორც მომიპარე იქიდან.-უთხარი მას.
-მე ასე უნდა დამტოვოთ გაურკვევლობაში? არ მეტყვით რა ილაპარაკეთ?-გადმოგვხედა ორივეს.
-საავადმყოფოდან რომ გამომწერენ მერე დავილაპარაკოთ.-უთხარი ლევანს, მას კი ისეთი სახე ქონდა თითქოს ქვეყნის დასასრული დამდგარიყოს.
ისევ ხელში აყვანილი წამომიყვანა და ჩამსვა მანქანაში. ლიკა ჩემს ბინაში დავტოვეთ. მე კი საავადმყოფოში მიმიყვანა.
-მარიამ არაფერს მეტყვი?-შემომხედა სევდიანი თვალებით.
-სვანეთში ავიდეთ და იქ გავარკვიოთ საიდანაც დავიწყეთ-ხელი ჩამოუსვი ლოყაზე. ხელზე ხელი მომკიდა, ტუჩებთან მიიტანა და მაკოცა.
-რამე რომ მოგსვლოდა თავს არ ვაპატიებდი არასდროს. -ჩურჩულებდა ჩემს თითებზე.
-კარგად ვარ, ყველაფერი გავარკვიე, ყველაფერს მოვაგვარებ და გადავწყვეტ ჩემი ცხოვრება როგორ წავმართო.-ხელი გამოვაცალე.
-იმ ღამეზეც ილაპარაკეთ?-მკითხა შეპარვით.
-კი, ვილაპარაკეთ. დაგიჯერე და ამიტომ გავარკვიე ბოლომდე ყველაფერი. არაფერი მომხდარა იმ ღამით. გათიშულს გეძინა.-თვალები გაუბრწყინდა და ტუჩებზე დამაცხრა.
-კარგი, გეყოფა-ძლივს მოვიცილე, რომ მიხვდა რომ ჭრილობა მატკინა უცებ მომცილდა.
-მაპატიე, რამე გატკინე?-ხელი შემიშვა.
-არაუშავს, ელენე გამაყუჩებელს გამიკეთებს, თუ დროზე გადამიყვან საავადმყოფოში.-უთხარი თუ არა მანქანიდან გადავიდა, მოუარა, ხელში ამიყვანა და სავადმყოფოს კარისკენ გამაქანა. მიმღებს რომ ჩაუარეთ გოგონა გამოგვეკიდა.
-გაჩერდით, ჯერ ექიმმა უნდა გასინჯოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.-მოგვდევდა ახალგაზრდა გოგო.
-გავიპარეთ და ახლა დავბრუნდით,-ჩუმად უთხარი გოგონას როცა დაგვეწია.
-მარიამი შენ ხარ?-მკითხა სიცილით.-ელენემ რამის დაგვხოცა. კარგი, წადით და ელენეს არ გადაეყაროთ.
პალატაში ნამტირალევი ანა დაგვხვდა. ელენეს უჩხუბია.
-ჩემი პატარა.-ჩავეხუტე ანას.-ძალიან გეჩხუბა?
-ხოო..-სრუტუნებდა ანა.
-მობრძანდა ქალბატონი?-პალატაში გაცეცხლებული შემოვიდა ელენე,-ნორმალურები ხართ თქვენ? სად ბრძანდებოდი, მომინდომა სეირნობა სუფთა ჰაერზე და პაემნები.
-გეყოფა ელენე, კარგად ვარ. ხელში აყვანილი წამიყვანა და ხელში აყვანილი მომიყვანა. არც არაფერი არ მტკივა კარგად ვარ. რა პანიკები ატეხე.-ხმას აუწიე მეც.
-ხმას ნუ უწევ, ჩემი სამსახური დააყენე კითხვის ნიშნის ქვეშ? -უფრო ხმამაღლა დამიყვირა ელენემ.-საკუთარი ჯანმრთელობაც. სეირნობას რომ გახვალ აქედან მერეც მოასწრებთ.-ახლა ლევანსს გადახედა გაბრაზებულმა.-შენ კი აგიკრძალავ საერთოდ საავადმყოფოს ტერიტორიაზე შემოსვლას.-თითი დაუქნია ლევანს და პალატიდან გავიდა.
-ანა დატოვე სახლში. მერე დაგირეკავ.-უთხარი ლევანს.
-ტაქსით წავალ-ამოილაპარაკა ანამ.
-ლევანი წაგიყვანს-თავზე ვაკოცე მოხუტებულ ანას-მადლობა და მაპატიე რომ ჩემს გამო იტირე.
-კარგად.-ჩემსკენ გამოიწია და ლოყაზე მაკოცა ლევანმა.-მიყვარხარ, ეს გახსოვდეს.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და სევდიანი თვალებით მიყურებდა თვალებში.
ვერ უთხარი, რომ მეც მიყვარდა და ვპატიობდი, ვერ ვთქვი ვერაფერი.
მერე ლევანი და ანა წავიდნენ და დავრჩი ჩემს ფიქრებთან მარტო. ვერ ვახერხებდი რომ ლიკა შემძულებოდა, მეცოდებოდა. თავის თავს უფრო მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე ვინმე მიაყენებდა მას. ექთანი შემოვიდა, ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთა და ნაკერი დამიმუშავა.
-„ანა დავტოვე სახლში. შენ როგორ ხარ? გტკივა ჭრილობა?“-ლევანისგან მომივიდა შეტყობინება.
-„გამაყუჩებელი გამიკეთეს, აღარ მტკივა.“-მივწერე.
-„უკვე მენატრები, ელენე მართლა არ შემომიშვებს საავადმყოფოში და როდის გნახავ?“
-„როცა გამომწერს. მალე გამომწერს და გნახავ.“
-„ძილი ნებისა, დაისვენე, ძალიან გადაიღალე ჩემო ანგელოზო“.
-„ანგელოზო? არ ვარ ანგელოზი და არც შენი არ ვარ.“-მივწერე თან მეღიმებოდა.
-„ხარ, ჩემიც ხარ და ანგელოზიც ხარ. შენ რომ არ მოსულიყავი ალბათ მოვკვდებოდი, რომ არ გაგერკვია ყველაფერი სიცოცხლის აზრს დავკარგავდი. შენს გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება და ჩემი თავი.“
-„ვიძინებ, გკოცნი, ძილინებისა“.
-„ძილინებისა, ტკბილი სიზმრები.“

ანასტასია

სახლში დიდი აურზაური იყო. გეგა ბოლთას სცემდა, ოთახში გადიოდა და გამოდიოდა.
-ანა მოხვედი? შენ სადღა დადიხარ?-ნინომ გამიღო კარი.
-მარიამთან ვიყავი. ლიკას მიაგნო.-თავჩახრილმა უთხარი.-საავადმყოფოდან გავაპარე და მე დავჩი მის მაგივრად.
-რა ქენი, გაგიჟდით? მოვიდა უკან?-კითხვები დამაყარეს გეგამ და ნინომ.
-კი მოვიდა, ლიკა მის ბინაში მიიყვანა და თვითონ სააავადმყოფოშია, კარგად არის. შემოგითვალათ სანამ არ გამოვალ არ გაბედოთ ლიკასთან მისვლაო. მე მოვაგვარებ ყველაფერსო.-უთხარი ნინოს.
-მოაგვარებს, რას მოაგვარებს? სულ გაგიჟდნენ ხომ ეგენი. ბავშვი სათამაშო გონიათ?-ყვიროდა გეგა.
-გეგა დამშვიდდი. მგონი ჯობია მარიამს დაუჯეროთ, გავლენა გვაქვს დაკარგული ლიკაზე. სახლიდან გაიქცა, კიდევ რამე სისულელე არ ჩაიდინოს.-შეეხვეწა ნინო.-რადგან მიაგნო მარიამმა, მოახერხა და მის ბინაში მიიყვანა, ესე იგი მისი სჯერა ლიკას და მარიამს ყველაფერს დაუჯერებს. გზასაცდენილი შვილი სულ არ დავკარგოთ გაბრაზებულ გულზე.-უკვე ტიროდა ნინო.
-კარგი იყოს მარიამთან. მამაჩემს დაურეკავ, ვეტყვი მიხედოს და სახლიდან არ გაუშვას.-ტელეფონი აიღო გეგამ.
-ანა დედასთან შედი მიდი, დაიღალე შენც. ცუდად იყო წეღან, შეხედე როგორ არის?-მითხრა ნინომ.
ოთახში შევედი, დედას უკვე ეძინა, მშვიდად სუნთქავდა. მეც დაღლილი ვიყავი და მალე დამეძინა.
მარიამი 4 დღის მერე გამოწერა ელენემ საავადმყოფოდან. სახლში არც კი მოსულა, ლიკას პრობლემების მოგვარებას იმ დღითვე შეუდგა.

მარიამი

საავადმყოფოდან პირდაპირ ჩემს ბინაში წავედი. ლიკას ტოქსიკოზი ქონდა, საშინელ დღეში დამხვდა. კარები თომა პაპამ გამიღო.
-მარიამ გამოგწერეს შვილო? როგორ ხარ?-მომეხვია პაპა.
-კარგად ვარ. ლიკა როგორ არის? ხომ არ გადაგრია?-მიუბრუნდი პაპას.
-ძალიან განსხვავებულები კი ხართ. ორი უკიდურესობა. ჩემი ტყუპები არა მარტო გარეგნულად ხასიათითაც კი გვანან ერთმანეთს. თქვენ კი ძალიან განსხვავდებით.-ხელები მაღლა აწია თომა პაპამ.
-რა სჭირს?-საპირფარეშოდან უცნაური ხმები გამოდიოდა.
-ტოქსიკოზი დაეწყო. ელენეც ასე იყო, ფეხმძიმედ რომ იყო მამაშენზე. სულ ცუდად იყო, ისე გახდა თვალები სულ ჩაცვენილი ქონდა.-მიყვებოდა პაპა.
-ლიკა კარგად ხარ? -საპირფარეშოს კარი გამოვაღე. ლიკა ძირს იჯდა და უნიტაზზე დამხობილიყო.
-ცუდად ვარ? რა ჯანდაბა მჭირს?-ტიროდა ისე თავი არ აუწევია.
-გაგივლის, თავიდან იცის ასე.-დავამშვიდე და ფეხზე წამოვაყენე.
-მოვკვდები, ასე თუ ვიქნები სულ-ტირილით ამოილაპარაკა.-შენ როგორ ხარ?-შემომხელა ცრემლიანი თვალებით.
-ასეთს რომ გიყურებ შენი მოკვლის სურვილი მიქრება.-უთხარი ღიმილით.
-ღმერთი მსჯის. უარესს ვიმსახურებ.-თავი ჩახარა.
-დღეს ექიმთან წავალთ, ანალიზებს და გამოკვებს ჩაიტარებ. იქნებ რამე წამალიც დაგინიშნოს ტოქსიკოზი რომ ცოტა მოგეხსნას.-დავაიმედე.
-კარგი.-თავი დამიქნია.
ცოტა დავისვენე, მოვწესრიგდი, ლიკაც გაემზადა და ტაქსი გამოვიძახე. ნახევარ საათში კლინიკაში ვიყავით და გინეკოლოგთან რიგს ველოდებოდით. ცოტა ხანში ლიკას რიგიც მოვიდა.
-მარიამმ შენც შემოდი, ისე ვნერვიულობ ვერაფერს დავიმახსოვრებ.-შემომხედა მავედრებელი თვაელბით.
-კარგი შემოვალ.-კარზე დავაკაკუნეთ და ექიმთან შევედით.
-გამარჯობათ, ლიკა გიგაური რომელი ხართ?-გვკითხა სასიამოვნო გარეგნობის შუახნის ქალბატონმა.
-მე გახლავართ-ამოილაპარაკა ლიკამ.
-რატომ მოხვედით ექიმთან?-კითხვით სავსე მზერით შეხედა ექიმმა.
-მე, მე-სულ აირია ლიკა.
-ფეხმძიმედ არის-მივმართე ექიმსს.
-ძალიან კარგი ამბავია, გილოცავთ.-გაგვიღიმა ექიმმა.
-გამოკველევები უნდა, სისხლის ანალიზი, ეხოსკოპია, თქვენი კონსულტაციაც.-ჩამოვარაკრაკე მე.
-ჯერ დავადგინოთ ფეხმძიმობის ვადა.
შემდეგ კითხვები დაუსვა ლიკას, მერე გასინჯა. შემდეგ ეჰოსკოპიაზე წავედით. პატარას გულის ცემა მოვისმინეთ, ნაყოფი 6 კვირის იყო. სისხლის ანალიზიც ჩააბარა ლაბორატორიაში, პასუხი მეორე დღეს იქნებოდა. გინეკოლოგმა მეორე დღეს დაგვიბარა, ანალიზის პასუხების მერე მოგცემ დანიშნულებასო უთხრა ლიკას.
-მარიამ მეშინია-შეშინებული თვალებით შემომხედა ლიკამ კლინიკიდან რომ გამოვედით.-არ ვარ მზად დედობისთვის.
-პატარას გულის ცემა გესმოდა?-შევხედე თვალებში.
-კი-დამნაშავე ბავშვივით შემომხედა.
-ის ცოცხალია ლიკა, მისი გული ცემს და სიცოცხლე უნდა. შენ კი აცხადებ დედობის მეშინიაო. იცი რამდენი ქალს უნდა დედა იყოს, გაუთავებლად მკურნალობენ და რას არ აკეთებენ, რომ ეს სიხარული შიგრძნონ. შენ კი გეშინია, რისი? იმის რომ პატარა ჩაგეხუტება, დედას დაგიძახებს? მარტო არ ხარ. მე აქ ვარ, დედა და მამაც შენს გვერდით იქნებიან, მოვაგვარებთ ყველაფერს და თუ ნებას დართავ კაკიც მთელი ცხოვრება შენს გვერდით იქნება.-უთხარი ლიკას.
-მეშინია იმის რომ რამე პრობლემა ექნება ჩემი თავქარიანობის გამო.-ამოისლუკუნა.-რომ არ იყოს ჯანმრთელი, რა უნდა ვქნა?
-ეს შენი წილი ჯვარი იქნება და მოგიწევს ატარო.-უთხარი გაბრაზებულმა.
-შანსია რომ პრობლემები ექნება?
-არ ვიცი. გინეკოლოგს დაველაპარაკე და 12 კვირის ვადაზე ეჰოსკოპიაში კისრის ნაოჭის მიხედვით დაადგენენ თუ რამე ანომალიაა. თუ ასე იქნება 16 კვირის ვადაზე დამატებით გენეტიკურ კვლევას ჩაიტარებ, საშიში კვლევაა ბავშვისთვის, შენი თანხმობაც საჭირო იქნება. დროა გაიზარდო და პრობლემებს თვალი გაუსწორო.-უთხარი ლიკას მკაცრად.-ბავშვი აღარ ხარ, მალე დედა გახდები და ისე უნდა მოიქცე როგორც ზრდასრულ ადამიანს შეეფერება.
-ვეცდები.-ჩაილაპარაკა.
ტაქსით სახლში მივედით. მაღაზიაში ჩამოვედი და პროდუქტები ვიყიდე, უკან ვბრუნდებოდი სადარბაზოში ლევანს რამის დავეჯახე.
-აქ რას აკეთებ?-შევხედე ლევანს.
-მე მეკითხები? რომ გამოგწერეს რატომ არ მითხარი?-კითხვაზე კითხვით მიპასუხა.-ეს რა არის გაგიჟდი შენ? მთელი მაღაზია რომ წამოიღე მძიმეების აწევა არ შეიძლება შენთვის.-პარკები ხელიდან გამომტაცა.
-არ მეცალა. 3 დღე მჭირდება, ლიკას ამბავს მოვაგვარებ და მერე წავიდეთ სვანეთში. ძალიან დავიღალე, ცოტა დასვენება მჭირდება.-დავუბრუნე პასუხი.
სადარბაზოში შევედით თუ არა მიიხედ მოიხედა და რომ არავინ ჩანდა ტუჩებზე დამეძგერა.
-ღმერთო როგორ მენატრები.-დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებზე.
-ამატანინებ ამ პარკებს მაღლა? მოვკალი მშიერი ბავშვი.-წარბი აუწიე, უკან გამომყვა პარკებით ხელში, გაბუტული ბავშვის თვალებით მიყურებდა.
-საზრუნავი არ დაგელევა შენ, მე კი სულ აღარ გახსოვარ.-ბუზღუნებდა და ისე მომყვებოდა.
-ნუ ბუზღუნებ.-გამოვხედე უკნიდან, თან მეცინებოდა მის გაბუტულ სახეზე.-დღეს საღამოს გამომიარე და შენთან წამოვალ. იმედია სახლი დალაგებული გაქვს და ამ ნაოპერაციებელ ქალს არ დამალაგებინებ.-უკნიდან მომეხვია გახარებული და ყურთან მაკოცა.
კართან დამემშვიდობა და დამპირდა საღამოს გამოგივლიო. ძალიან დავიღალე, ლიკასთვის და თომასთვის საჭმელები გავამზადე და მაცივარში შევალაგე. საღამოს დავემშვიდობე და სახლში წავედი. დედას და მამას უნდა დავლაპარაკებოდი.
-მარიამ-კარები ანამ გამიღო და ჩამეხუტა.
-როგორ ხართ?-ვაკოცე ანას.
-დედას სულ გული ერევა, ცუდად არის.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ანასტასიამ.
-ქიმიოთერაპია ახალი გაკეთებული აქვს, ბუნებრვია საყვარელო. არ ინერვიულო, თანდათან გაუვლის.-ხელზე ხელი მოუჭირე რომ გამემხნევებინა.
-ლიკა როგორ არის?-მკითხა ანამ.
-მასაც სულ გული ერევა ტოქსიკოზი აქვს, უნიტაზთან დამეგობრდა, აღარ შორდება.-ორივეს გაგვეცინა.-ხვალ ანალიზის პასუხები იქნება და უნდა ექიმთან წავიყვანო.
-მარიამ, დედა, როგორ ხარ?-ჩამეხუტა დედაჩემი.-ისე როგორ წამოხვედი საავადმყოფოდან ტაქსით, რატომ არ გვითხარი შვილო, უპატრონო ხომ არ ხარ?
-კარგი რა დედა, ხომ იცი დამოუკიდებლობას როგორ მივეჩვიე. ლიკაზე უნდა დაგელაპარაკოთ.
-კარგი, მამაშენი არ მოსულა, ელენეც სამსახურშია. მომიყევი ყველაფერი.-მითხრა დედამ.
დედას და ანას მოუყევი ყველაფერი რაც ლიკამ მომიყვა. გაგიჟებული იყო დედა, ლიკას მოკვლით იმუქრებოდა, თუმცა რომ უთხარი რომ ბავშვის გულის ცემა მოვისმინეთ ეჰოსკოპიაზე, სახე გაუნათდა.
-დედა კარგად იცი რომ ლიკა დიდი ჭკუით არ გამოირჩევა. ყოველთვის თავქარიანი იყო და სხვისი ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცეოდა. -დედას წინ დაუჯექი და მისი ხელები ხელებში მოვიქციე -მას ახლა ახლობლების გვერდით დგომა სჭირდება, პატიება სჭირდება, შეშინებულია და თუ ზურგს შეაქცევთ შენ და მამა უფრო მეტ სისულელეს ჩაიდენს.
-ღმერთო ლევანს უთხარი რაც ჩაიდინა?-ცრემლებით ქონდა თვალები სავსე დედას.
-არ მითქვამს, ლევანთან მე გავარკვევ და მოვაგვარებ. ყველაზე მეტად მე უნდა ვიყო გაბრაზებული ლიკაზე, მაგრამ ისევ მე უდგევარ მხარში, პატიება შევძელი. მან აღიარა ყველაფერი, ასე რომ ახლა შენი და მამას რიგია. თქვენც უნდა აპატიოთ და გვერდით დაუდგეთ. ხუმრობა ხომ არ არის, 40 წლის უკვე ბებია იქნები.-უთხარი სიცილით.
-მამაშენს დაველაპარაკები. ისე როგორ არის?-მკითხა შეპარვით.
-ტოქსიკოზი აქვს, უნიტაზს დაუმეგობრდა.-გაუღიმე დედას.
-„შენს სახლთან ვარ, სად წახვედი? ლიკამ სახლში არ არისო.“-ლევანი მწერდა.
-დედა ლევანს უნდა დაურეკო, უნდა დავილაპარაკოთ მე უნდა წავიდე.-წამოვდექი და დედას ჩავეხუტე.
-კარგი დედა. სირცხვილით იმ ბიჭს თვალს ვერ გაუსწორებ ალბათ.-სევდიანად ჩაილაპრაკა დედამ.
-შენ ჩემი თავი აჩუქე და შეგიძლია ამაყად შეხედო თვალებში.-უთხარი თავმომწონედ.
-„სახლში ამოვედი, დედას დაველაპარაკე, აქ გამოდი და გამოგყვები“.-დაურეკე ლევანს.
-„5 წუთში მანდ ვარ არსად არ წახვიდე“-ჩამძახა ტელეფონში.
-„კარგი“-უთხარი სიცილით.
-ანა ეკატერინეს სძინავს?-შევხედე ანას.
-კი დაეძინა.-თავი დამიქნია.
-ხვალ ვნახავ, აღარ გავაღვიძებ, გავალ მე.-ვაკოცე ანას-დედა წავედი-გავძახე დედაჩემს და კიბეებს დაუყევი.
-მარიამ სად მიდიხარ?-სადარბაზოდან გამოვედი თუ არა მამაჩემს შევხვდი.
-შენს სასიძოს უნდა შევხვდე,-სიცილით უთხარი მამას.
-ჭკუიდან გინდათ გადამოყვანოთ ხომ?-შემომხედა მამამ გაოცებულმა.
-არა მამა. წამოდი-ხელი მოვკიდე და იმ წუთას მოსული ლევანისკენ წავიყვანე.-გაიცანი მამა, ლევან დევდარიანი, ჩემი საქმრო. ეს კი მამაჩემია, გეგა, შენი მომავალი სიმამრი.-ღიმილით წარუდგინე ერთმანეთს მამა და ლევანი. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და თავი დაუკრეს.
-კარგი ადგილი კი ნახე ერთმანეთის გასაცნობად-საყვედურით შემომხედა მამამ.
-კარგი რა მამა. სხვათაშორის უკვე დანიშნულები ვართ.-წინ თითი აუფრიალე და საქორწინო ბეჭედი დავანახე.
-რაა?-გაოცებული მიყურებდა მამა-სულ გაგიჟდი შენ? როდის მოასწარით?
-სანამ გერმანიაში წავიდოდი ეკლესიურად დავინიშნეთ და ისე წავედი. ახლა ჩამოვედი და ვიქორწინებთ.-ლოყაზე ვაკოცე მამას.-ისე შენმა ცოლმა იცოდა და ვიფიქრე შემოგაპარებდა ამ ამბავს.-თვალი ჩაუკარი.
-სულ გადამრევთ მე თქვენ. ინფაქტს ამკიდებთ დედაც და შვილებიც.-ბრაზი ერეოდა მამას.
-არ მინდოდა ასე მეთქვა მაგრამ არავინ იცის რა შეიძლება დაგვემართოს. 2 კვირის წინ რამის მოვკვდი, სიკვდილს თვალებში ჩავხედე, ასე რომ არაფრის გადადებას აღარ ვაპირებ. ქორწილის ამბავზე შევთანხმდებით, ამოვიყვან ხვალ, ან ზეგ და სახლში დავილაპარაკოთ.-ლოყაზე ვაკოცე გაოგნებულ მამაჩემს, ლევანს ხელი მოვკიდე და მანქანისკენ წავედით.
-ეს რა იყო?-გაღიმებული შემომცქეროდა ლევანი.
-გასარკვევი გვქონდა ჩვენ ურთიერთობა, მგონი გაიგე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.-შევხედე თვალებში.
-გავიგე და შოკში ვარ-ისევ იცინოდა.-ყველაზე მაგარი გოგო მყავს მე.-ლოყაზე მიბწკინა.
-მე კი ყველაზე სიმპატიური საქმრო.-უყურებდი როგორი ბედნიერი იყო ლევანი და მეც ვბედნიერდებოდი.
სახლში ავედით, ლევანს ყველაფერი მიელაგებინა, მაგიდაც ორ კაცზე გაეწყო.
-შენ დაალაგე?-შევხედე გაღიმებულმა.
-კი საკუთარი ხელებით.-ხელები გამოშალა-ვახშამი რესტორანში შეუკვეთე და მოიტანეს, არ დავიბრალებ მე გავამზადეთქო.-ხელები მომხვია და მიმიხუტა მკერდზე.-დაჯექი, ყველაფერს მე მოვიტან.-მაგიდასთან დამსვა და თვითონ სამზარეულოში გავიდა. ცოტა ხანში საჭმლით ხელდამშვენებული დაბრუნდა და თეფში წინ დამიდგა.
-რა შეუკვეთე? ოსტრი?- თეფშზე საჭმელს დავყურებდი.
-ოსტრი. ბევრი სისხლი დაკარგე და ხორციანი კერძები უნდა ჭამო რომ აღიდგინო.-მიყურებდა და თან წითელ ღვინოს მისხავდა ჭიქაში. ვივახშმეთ, მისაღებში შემიყვანა და დამსვა, თავად მიალაგა მთელი სამზარეულო და გვერდით მომიჯდა.
-რა გავაკეთოთ? გინდა ფილმს უყუროთ?-მომხვია ხელი.
-არა, ძალიან დავიღალე. მეძინება, შენს მკლავებში ძილი მომენატრა, შენი სურნელის შეგრძნება. -ცხვირი ყელზე გაუხახუნე და მივეხუტე.
-მეც მომენატრე.-ხელში ამიყვანა და საძინებელში საწოლზე დამაწვინა. ტანსაცმელი ფრთხილად გამხადა, თავის მაისური გადამაცვა, თან თვალებით მჭამდა. თავადაც გაიხადა და გვერდით მომიწვა.-ჩემსკენ გადმობრუნდი-ჩამჩურჩულა. მეც გადავბრუნდი და მასზე მიხუტებულს მალე ჩამეძინა.
დილით დაჟინებული მზერა ვიგრძენი და თვალები გავახილე.
-დიდი ხანია გღვიძავს?-ლევანს გაუღიმე.
-დიდი ხანია გიყურებ და ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი ხარ.-დაიხარა და მაკოცა.
-შენი ვარ და მუდამ შენი ვიქნები, დროა დაიჯერო.-ხელები მოვხვიე და მეც ვაკოცე.
-ჩემები მეჩხუბნენ, თუ ჩამოვიდა რატომ არ მოიყვანეო. დედაჩემმა რაღაც იეჭვა დაღონებული რომ დავდიოდი და რამის მომკლა. “რა დააშავე, რა ჩაიდინეო?“ ხანდახან მგონია შენ ხარ მათი შვილი, მე კი არ მკითხულობენ შენს ამბავს მეკითხებიან. არ მითქვამს ავარიის ამბავი, საავადმყოფოში გამოიქცეოდნენ და მე ვერაფერს აუხსნიდი. ჩვენი ამბავი რომ არ შედგეს, გუჯას მეორედ დაემართება ინფაქტი.-მიყვებოდა გაღიმებული სახით.
-დღეს შენებთან წავიდეთ. 3 საათზე ლიკა ექიმთან უნდა წავიყვანო. მერე საღამოს ჩემებს შევამზადებ კარგად და ხვალ ჩემებს დაველაპარაკოთ.-დავაწყე გეგმები.
-კარგი-გახარებულმა ისევ მაკოცა და საბანი გადამაფარა.-ჯერ ადრეა, ცოტა ხანი ისევ ვიყოთ ასე.-ჩამეხუტა და სახე დამიკოცნა.

თამარს და გუჯას ვესტუმრეთ, გავახარეთ ახალი ამბით, რომ მალე ვიქორწინებდით და მეტს აღარ გადავდებდით. თამარმა და გუჯამ უნდა გესტუმროთ და როგორც წესია ისე ვითხოვოთ შენი ხელიო. მეც დავთანხმდი, თუმცა ძალიან არ მომწონდა ეს ხელის თხოვნა და დრო მოჭმული ტრადიციები. ლევანმა სახლში მიმიყვანა და თვითონ კომპანიაში წავიდა.
ლიკა ექიმთან წავიყვანე, სისხლში უცხო ნივთიერება აღმოჩნდა, რამაც ჩვენი შიშები გაამძაფრა ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. 12 კვირის ვადაზე დაგვიბარა ეჰოსკოპიაზე, რათა ბავშვის კისრის ნაოჭი ენახა ექიმს. ლიკა დავაწყნარე და ისევ ჩემს ბინაში დავტოვე, მე კი სახლში წავედი. დედას, მამას და ელენეს უნდა დავლაპარაკებოდი.
-მარიამ მოხვედი დედა?-ლოყაზე მაკოცა დედამ-რამის მომკლა მამაშენმა შენს გამო-ყურში მიჩურჩულა.-მიდი დაელაპარაკე, მე მაღაზიაში გავდივარ.
-მამა როგორ ხარ?-მამაჩემი სახლში დამხვდა, გაბრაზებული სახით იჯდა სავარძელში და ტელევიზორში რაგბს უყურებდა. მე კი პულტი ხელიდან გამოვაცალე და პირდაპირ კალთაში ჩაუჯექი-კარგი რა მამა, რა ტრეგედიას ქმნი, ისევ შენი პატარა დიდი გოგო ვიქნები მუდამ. შენ პირველი სათაყვანებელი კაცი იქნები ჩემს ცხოვრებაში და შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს.-ჩავეხუტე და ვაკოცე.
-როგორ ახერხებ, რომ როგორც არ უნდა ვბრაზობდე ვერ ვბრაზდები შენზე-ხელები მომხვია და გულზე მიმიხუტა.
-მამა ისე უცებ მოხდა ყველაფერი რომ გააზრება მეც ვერ მოვასწარი. ვერც აგიხსენი, რადგან უცებ წავედი გერმანიაში. ლევანი ყოველთვე ჩამოდიოდა, ყურადღებას მაქცევდა. წასვლამდე სვანეთში წავედით, მამაო ვნახეთ და დავილაპარაკეთ ჩვენს ურთიერთობაზე, მამაომ შემოგვთავაზა დავნიშნულიყავით და ეკლესიურად დავიწინდეთ. ვაპირებდი თქმას, რომ ჩამოვედი, მაგრამ მერე რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და ავარიში კინაღამ მოვკვდი. ხვალ ლევანი და მისი მშობლები მოვლენ და ტრადიციების დაცვით გთხოვენ ჩემს ხელს.-გამოუცხადე მამას.
-უკვე დაინიშნეთ და ხელი ეხლა უნდა მთხოვონ? ოხ ეს ახალგაზრდები, რა სულსწრაფები ხართ. მე კი ისე ვიყავი შეგუებული, რომ სწავლის შემდეგ ნიკას გაყვებოდი, შოკში ჩავარდი ის ბიჭი რომ გამაცანი. -შუბლზე ნერვიულად მოისვა ხელი მამამ და შემომხედა.
-მამა ნიკა როგორც კარგი მეგობარი ისე მიყვარს, სიცოცხლეს არ დავიშურებ მისთვის, მაგრამ მასთან სხვანაირი ურთიერთობა ვერც კი წარმომიდგენია, ვერ ვიფიქრობ ისე როგორც მამაკაცზე, ის ჩემთვის ძმასავით არის.-თავჩახრილი უხსნიდი, დამნაშავე ბავშვივით.
-მარი, არ გავალდებულებ არაფერს მამი, ნიკა თუ არ გიყვარს იქნებ მასაც აუხსნა.-მითხრა მამამ.
-ნიკამ იცის მამა ლევანზე. ცუდად გამოვიდა და მანაც შემთხვევით გაიგო მარა მერე აუხსნი. მამა ლევანი კარგი ადამიანია, რომ გაიცნობ მიხვდები. იცი ჩემში მან ის მხიარული გოგო გააღვიძა, რომელსაც ღრმად ეძინა. სულ სერიოზული და სხვისი პრობლემებით დაკავებული ვიყავი, ახლა კი ბედნიერი ვარ და საკუთარი პრობლემების მოგვარებითაც მინდა დავკავდე.-უთხარი სიცილით.
-სხვის პრობლემებზე გამახსენდა, რას აკეთებს შენი და?-შემომხედა გამომცდელად.
-მამა მალე პაპა გახდები, შენთვის არ მომილოცია-ლოყაზე ვაკოცე.-ნახე რა მოგიტანე?-წამოვხტი და ჩანთიდან ეჰოსკოპიაზე გადაღებული სურათი ამოვიღე და მამას მიუტანე.-რა საყვარელია უყურე, ეს შავი რაღაც 8 თვეში ტირილს დაიწყებს და 2 წელში პაპას დაგიძახებს.-უთხარი მხიარული ხმით.
-მარიამ ამ სურათით ნუ ცდილობ ჩემი გულის მოლბობას. ლიკამ დააშავა და ასე ადვილად ვერ მომიბრუნდება მასზე გული.-სურათი მაგიდაზე დადო.-ეს შავი ლაქა კი უკანონო შვილია.
-მამა მე რომ ვყოფილიყავი ფეხმძიმედ მეც ესე მომექცეოდი?-შევხედე თვალცრემლიანმა.
-შენ ვერ იქნებოდი ასე. კაცზე ეკლესიურად თითქმის ჯვარდაწერილი ხარ და ცალ ცალკე ცხოვრობთ. შენ შედეგებზე ფიქრობ, ის კი არა.
-მამა შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული, ახლობლები კი იმისთვის არსებობენ, რომ შედომას რომ დაუშვებთ ხელი კი არ გვკრან, არამედ გვერდით დაგვიდგნენ და მის გამოსწორებაში დაგვეხმარონ. რისთვის არსებობს ოჯახი, დედა, ან მამა, თუ გაჭირვებაში არ დაგვიდგება გვერდში.-მამას სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში ჩავხედე.-მამა იმ პატარას იცი როგორ უცემს გული, ის შენი სისხლი და ხორცია, ლიკამ თუ დააშავა პატარა ხომ უცოდველია. ეხლა თუ ხელი კარი ლიკას, მოვა დრო და ძალიან ინანებ, თქვენს შორის კი უფსკრული იქნება მთელი ცხოვრება. მოვა დრო და ამ უფსკრულს ვერ ამოავსებ. ლიკა საუკეთესო შვილიც რომ გახდეს მომავალში ამ დროს რომ ხელი კარი ამას ვერ დაივიწყებს.
-ყოველთვის ცდილობ არეულის დალაგებას, კარგი დიპლომატი დადგება შენგან.-მითხრა სიცილით.-შეურიგდები, ოღონდ ჯერ დრო მინდა.
-მამა ხვალ ლევანის დედა და მამა რომ მოვა ოჯახი ერთად უნდა დავხვდეთ, დანაკლისის გარეშე.-უთხარი თითის აწევით.-ჩემს გამო, მხოლოდ ჩემს გამო აპატიე და ხვალ ლიკაც სახლში იქნება, როცა გვესტუმრებიან.
-კარგი.-ღრმად ამოიოხრა.-შენ ვისაც გადაეკიდები. მეცოდება შენი ქმარი, რომ სულ შენს დაკრულზე უნდა ატარო.
-თან ისე, რომ თავად ეგონოს რომ თავის დაკრულზე დადის.-უთხარი სიცილით.
-მარიამ, მარიამ. არაფერი შეგცვლის. ლიდერობა სისხლში გაქვს ელენესავით.-თავის ქნევით მითხრა მამამ.
-მამ, ელენეს შენ დაელაპარაკე რა. მაგის თავი არ მაქვს.-უთხარი ხვეწნით.
-წახვალ საავადმყოფოში, დღეს მორიგეა და თავად მოუგვარებ. არც მე მაქვს მაგის თავი.-თითის აწევით მითხრა მამამ.
-კარგი მამ. ისე ლევანმა გააკეთებინა შენი მანქანა და შეგიძლია წამოიყვანო-მისამართი დაუწერე ფურცელზე და წინ დაუდე მამას.
-მანქანა? თქვენი გადამკიდე მანქანა აღარც გამხსენებია.-თავი გაიქნია მამამ.-ლევანმა რატომ გააკეთებინა? ასე როგორ შეიძლება?
-ახალი გამოყავდა ცენტრიდან და ეგ მანქანა უყვარს ეგ გააკეთე მეთქი გადავაფიქრებინე.-გაუცინე მამას.-ნაწილობრივ მაგის ბრალიც იყო ავარიაში რომ მოვყევი, გამაბრაზა, დიდი ამბავი თუ გააკეთა.
-ასეც ვიცოდი. ასე რა გაგაბრაზა რომ გადაწყვიტე?-ხმას აუწია მამამ.
-მისი ბრალი არ იყო, გავარკვიე ყველაფერი, ტყულად გავბრაზდი-ჯანდაბა მარიამ, გულში ვეჩხუბებოდი საკუთარ თავს.-ყველაფერი მოგვარდა. თანაც ვიტირე და ცრემლიანი თვალები ამიჭრელდა და მაგიტომ დავეჯახე ბორდიურს.
-სხვა დრო ჯერ გაერკვიე და მერე დაჯექი მანქანაზე. -თითის ქნევით მითხრა მამამ. მეც თავი დაუქნიე და ჩემს ოთახში შევედი.
შვებით ამოვისუნთქე რომ მამა დავარწმუნე, თუმცა ელენესთან ერთი ომი მომიწევდა კიდევ. შხაპი მივიღე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და საავადმყოფოში წავედი. გოგოებმა ელენეს კაბინეტში შემიშვეს, ელენე საოპერაციოში იყო.
-აქ რას აკეთებ?-ელენემ გააღო კარები თუ არა ინტერესიანი მზერით შემომხედა.
-სალაპარაკო მაქვს შენთან.-უთხარი სერიოზული სახით.
-ეკატერინეს რამე მოუვიდა?-გულზე ხელი მიიჭირა და ცივად ჩაეშვა სავარძელში.
-არა, არა, ეკა კარგად არის. ყველა კარგად არის, ხელში არ ჩამაკვდე ელენე.-მივაძახე სწრაფად.
-აბა რა გინდა ამ ღამით საავადმყოფოში? დილამდე ვერ მოიცდიდი? გული გინდათ გამიხეთქოთ?-ამოილაპარაკა გაბრაზებულმა.
-ხვალისთვის უნდა შეგამზადო.-უთხარი წარბის აწევით.
-მარიამ მძიმე ოპერაცია იყო, ახალგაზრდა ბიჭი კინაღამ ჩამაკვდა ხელებში. გარკვევით მითხარი რა ჯანდაბა გინდა და წადი.-ხმას აუწია ელენემ.
-ელენე ვთხოვდები, ხვალ ნიშნობა მაქვს და ჩემი ხელის სათხოვნელად მოვლენ ლევანი და მისი მშობლები. ასევე ლიკას ფეხმძიმობის ამბავი იცი, მამა დავარწმუნე, რომ ლიკაც დაესწრება ამ ამბავს და იმედია შენ არ წაიკიდებ ცეცხლს-მივაყარე უცებ სათქმელი სწრაფად.-ესეც მოკლედ და კონკრეტულად.
-სულ გაგიჟდი შენ ხომ. ავარიისას მგონი თავი მაგრად მიარტყი.-ყვირილით მითხრა ელენემ.
-თავი კი მივარტყი, მაგრამ საღ გონებაზე დავრჩი. რაზე გაბრაზდი, იმაზე რომ ვთხოვდები, თუ იმაზე, რომ ლიკა დაესწრება ამ ამბავს?
-ორივეზე.-დამიყვირა-დაგავიწყდა მაგ წყეული ბიჭის გამო რამის რომ მოკვდი?
-ელენე მაგ ბიჭს სახელი აქვს და ლევანი ქვია. უკვე დანიშნული ვართ ეკლესიურად-ხელი ავწიე და არათითზე წამოცმული რგოლი დავანახე- იმ საღამოს მისი ბრალი არ ყოფილა, რაც მოხდა. არც მეტი, არც ნაკლები ლიკას ტუტუცობის გამო მოვყევი ავარიაში.-ხმას აუწიე მეც.
-ლიკა რა შუაშია? სულ ნუ გადამრევთ.-საფეთქლები დაიზილა ელენემ.
-ელენე ახსნის თავი არ მაქვს. ნიშნობა შედგება და ლიკაც მოვა ნიშნობაზე და თომა პაპაც. ოჯახი ერთად ვიქნებით. შენ არ გვარიგებდი სულ? “ოჯახის ჭუჭყიანი თეთრეული გარეთ არ უნდა გამოფინოთო“.-გავახსენე თავის სიტყვები-რას იფიქრებენ ლევანის მშობლები, ჩემი ერთად ერთი და რომ ნიშნობას არ დაესწრება?-ვაგრძელებდი ელენეს დარწმუნებას.
-მარიამ ეგ ბიჭი არ მომწონს, ნიკას რას უპირებ? სულ გადაირიე?-მშვიდი ხმით მითხრა ელენემ.
-ნიკა, ნიკა, ნიკა. ყველა ნიკას რომ გულშემატკივრობთ, იქნებ ჩემთვისაც გეკითხათ მიყვარს ეგ ბიჭი როგორც მამაკაცი, თუ არა. თანაც მოსახდენი უკვე მოხდა, მე და ლევანი გერმანიაში წასვლის დღიდან, რაც დავიწინდეთ ერთად ვართ.-ხმას აუწიე და ისე უთხარი ელენე.
-გაგიჟდი სულ? შენგან ამას ნამდვილად არ ველოდი. ეგ ბეჭედი რომ დაგინახე გულში კი გამკრა რაღაცამ, თან ისეთი ყვიროდა საავადმყოფოში „გადამირჩინეთ, მიშველეთო“ ეგ ვაჟბატონი. კი მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო როგორც ჩანდა.-უფრო თავისთვის ლაპარაკობდა ელენე.
-ელენე.-მხრებზე ხელები დავადე.-მიყვარს ლევანი, იმ ღამით დამნაშავე არ ყოფილა. ისეთი რამ დაუშვი და დავიჯერე, რაც არ უნდა დამეჯერებინა. ნიკამაც იცის ჩვენს შესახებ. ასე, რომ ნიკას და ჩემი ურთიერთობა მაინც აღარ შედგება.-თვალი ჩაუკარი.-ჯობს შეეგუო ამ ამბავს და ჩემი ბედნიერება გაიზიარო. ლიკასაც შეურიგდი, უტვინო ბავშვია, შენც ხომ იცი როგორი ცანცარაა. შეეშალა, ასე შეეშალა ეკატერინესაც. მაშინდელ შეცდომას ახლა ნუ გაიმეორებ. შვილის გარიყვამ სადამდე მიგიყვანა ხომ ხედავ. ყოველდღე ელოდები შვილის სიკვდილს, რამდენი დრო დაკარგე. ელენე დედას და მამას არ უთხარი და ლიკას პრობლემები აქვს. შენი დახმარება დაჭირდება, შეიძლება ბავშვს პრობლემები ქონდეს მისი შეცდომების გამო.
-რას გულისხმობ?-მითხრა ელენემ, რომელსაც თვალები ცრემლით ნელ-ნელა ევსებოდა.
-ისე დაწვა აკაკისთან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო, არ ახსოვს არაფერი. მეგობარი გაიჩინა ვიღაც შორენა, მასთან ერთად იყო ბარში, ბევრი დალია და მან რაღაც ნარკოტიკი დაალევინა, ხალისზე მოგიყვანსო. ესეც ბავშურად მიენდო და დალია. ნასვამზე, რომ დალია მალე გონება დაებინდა და არ ახსოვს როგორ აღმოჩნდა აკაკისთან. ახლა საშიშროებაა იმის, რომ ბავშვს შეიძლება რამე პრობლემა ქონდეს, სისხლში აღმოჩნდა უცხო ნივთიერება. დედას და მამას არ ვეუბნები, მარტო კი ამ ყველაფერს თავს ვერ გავართმევ, დამეხმარე, დამაკვალიანე რა ანალიზები უნდა ჩაუტაროთ. ელენე შენი პროფესია და დახმარება ახლა მჭირდება ყველაზე მეტად. გთხოვ დაივიწყე ბრაზი და დაგვიდექი გვერდით. არც ისეთი ძლიერი ვარ ამ ყველაფერს მარტო გაუმკლავდე.-უთხარი მუდარის თვალებით.
-კარგი. დილით დავილაპარაკოთ კიდევ. ვიფიქრებ შენს ნათქვამზე. შენ რითი მიდიხარ ამ ღამით სახლში?-მკითხა ბოლოს.
-ტაქსით წავალ.
-დაურეკე შენს საქმროს და წაგიყვანოს, ტაქსისაც მეშინია, ისეთი ამბები ხდება.-შემომხედა ელენემ.
-კარგი დაურეკავ.-ტელეფონი ავიღე და ლევანს დაურეკე. მანაც 15 წუთში მოვალო მითხრა და გამითიშა.
ათი წუთი ჩუმად ვიჯექით მე და ელენე.
-მშობლები კარგი ადამიანები არიან. იმედია შეცდომას არ უშვებ-გამომხედა ელენემ.
-მე ვაგებ პასუხს საკუთარ გადაწყვეტილებაზე. -წერტილი დაუსვი საკითხს. ლევანმა დამირეკა და მეც კარისკენ წავედი. ელენეც გამომყვა უკან და მანქანამდე მომყვა.
-საღამომშვიდობის ქალბატონო ელენე.-ლევანი მოგვიახლოვდა და ელენეს ხელი ჩამოართვა.
-შენ მანქანაში დაჯექი, მე ლევანს უნდა დაველაპარაკო.-თვალების ბრიალით მითხრა ელენემ. ჩამეცინა და მანქანაში ჩავჯექი. ელენე ხელებით რაღაცას ელაპარაკებოდა ლევანს, ლევანიც თავს უქნევდა და უხსნიდა რაღაცას. მერე მანქანისკენ წამოვიდა და საჭესთან დაჯდა.
-რაო დიდმა ელენემ?
-საიდუმლოა.-თვალი ჩამიკრა.
-დაფქვი.-მიუბრუნდი მე.
-ყველაფერს უნდა აკონტროლებდე? ყველაფერი ხომ არ უნდა იცოდე? რადგან მანქანაში ჩაჯდომა გთხოვა ე.ი. არ არის საჭირო შენ იცოდე.-გადმომხედა ღიმილით.
-„თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს, პასუხს გაგებინებ“-ელენეს ხმით წარმოვთქვი.-„გული არ ატკინო თორემ ნახავ რა შემიძლია“-ვაგრძელებდი მე. რაზეც ლევანმა სიცილი დაიწყო.
-შენ რა იქ იდექი?-გადაბჟირდა ლევანი.
-არა მარა ელენეს კარგად ვიცნობ. ისე მე მისი სათაყვანებელი შვილიშვილი ვარ და იმედი გაუცრუვდა შენ რომ აგირჩიე.-გადავხედე ამაყად.
-რას მიწუნებს ნეტავ?-ლევანიც გაიჭიმა სავარძელში.
-რა ვიცი, რა ვიცი? თავქარიანი და გაუწონასწორებელი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებ.-ვაგრძელებდი მე.
-სხვათაშორის შენზე 7 წლით უფროსი ვარ. არც გაუწონასწორებელი ვარ და არც თავქარიანი. წარმატებული ბიზნესმენი ვარ, კარგი ოჯახი, კარგი სახლ-კარი და ყველაფერი მაქვს იმისთვის რაზეც გასათხოვარი გოგონები ოცნებობენ.-გადმომხედა ნიშნის მოგებით.
-ჩემნაირ გოგოს კი ბიჭები სანთლით ეძებენ.-არ დავრჩი ვალში.-ტან-ფეხი იდელაური, ხასიათი იდეალური, ნასწავლი, გაწონასწორებული.-თან მეცინებოდა.
-ჩემთან მივდივართ სახლში-გამომიცხადა უცებ.
-რა ბზიკმა გიკბინა.-უთხარი სიცილით.
-იდელაური ტან ფეხი გამახსენდა.-თვალი ჩამიკრა.
-სახლში მიმიყვანე, ნუ გავიწყდება რომ ხვალ ჩემი ხელი უნდა ითხოვო. საცოლის ხელს თხოულობენ, უკვე ცოლისას კი არა.
-მერე შენც არ მყავდე ქალიშვილი. არ უთხარი შენებს რომ ერთად ვართ?
-მამაჩემს არა. თუმცა მგონი ხვდება.-ჩავილაპარაკე თან თითებს ვაწვალებდი.
-კარგი დაგტოვებ სახლში.-ჩაილაპარაკა დაღონებულმა. გზაში ჩუმად ვიყავით, მამაჩემმა დამირეკა, სად ხარო მკითხა. უთხარი რომ საავადმყოფოდან მოვყავდი ლევანს. ლევანიც ამოვიდესო დაიბარა და გამითიშა.
-მამაჩემი გიბარებს.-გადავხედე ლევანს.
-ახლა? ღამის ორ საათზე?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-ხო, ასე მითხრა ამოვიდესო.-მხრები ავიჩეჩე.
ლევანმა სადღეღამისო მაღაზიასთან გააჩერა და ტკბილეულით დაბრუნდა.
-რა იყიდე?-შევხედე გაკვირვებულმა.
-ოჯახში პირველად მივდივარ და ხელცარიელი ხომ არ მივალ.-თმაზე მომეფერა.
-აბა, აბა. ხომ უნდა მოეწონო სასიმამროს.-დავცინე.
მალე სახლთან მივედით და ერთად აუყევით სადარბაზოს.
-მოიცადე,-ხელი მომკიდა და თავისკენ შემაბრუნა.-დღეს არ მიკოცნია.-მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა.
-აბა დილას რას ვაკეთებდით?-წარბი აუწიე მე.
-ახალი დღე დაიწყო. გუშინ დილანდელი მეყოფოდა ეხლა მე?-თვალი ჩამიკრა.
კარი გავაღე და მისაღებში შევედი. მამაჩემი იჯდა და ფეხბურთს უყურებდა.
-მამა მოგიყვანე სიძე.-შევძახე შესვლისთანავე.
-მოდი ლეავნ, წამოდგა და ხელი ჩამოართვა. ფეხბურთი გიყვარს?-კითხა გამომცდელად.
-კი, ძალიან-უთხრა და ორივე სავარძელზე მოთავსდნენ.
-ბიჭებმა გადამაგდეს და მარტო ყურება არ მინდოდა.-მხარზე ხელი დაკრა გეგამ ლევანს.-ლუდს ხომ დალევ?-ლევანმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.-მარიამ მიდი ლუდი მოგვიტანე მაცივარში ალაგია.
-ჰეიიი... მეც აქ ვარ. -ხელი გაუქნიე მამაჩემს-ვეღარ მამჩნევ ხომ.
-გეყოფა, მაგარი თამაშია. მოგვიტანე ლუდი,-გადმომხედა მამაჩემმა.
სამზარეულოში გავედი, ტკბილეული, თხილი და ლუდის ბოკლები გავიტანე, მერე ლუდიც გაუტანე. ლევანი მიყურებდა და ეღიმებოდა.
-შენ რომ ხარ ასე იმიტომ ტრიალებს, ვერ იტანს ფეხბურთს და არაფერზე მესაქმება.-გადმომხედა მამაჩემმა.-როგორც ჩანს მართლა უყვარხარ.-მხარზე ხელი დაკრა ლევანს.
-მამა!-გადავხედე გაბრაზებულმა აზარტში შესულ მამაჩემს.
-ნუ ბუზღუნებ. ბიჭზე ვოცნებობდი რომ ფეხბურთისთვის ერთად გვეყურებინა. სიძეს მაინც უყვარს ფეხბურთი, გამიმართლა. -აგრძელებდა მამაჩემი და შინაურულად ელაპარაკებიდა ლევანს.
მე დივანზე წამოვწექი და ჩამეძინა. „არის გოოლ“ მამაჩემის და ლევანის ყვირილზე შეშინებული წამოვხტი.
-გაგიჟდით, დააღვიძებთ ყველას-უსაყვედურე ორივეს.
-შენ რა დაგეძინა? მეგონა შენც უყურებდი?-ახლაღა შემომხედა ლევანმა.
-წადი შენს ოთახში რას გვიზიხარ აქ. კი არ შეგიჭამ საქმროს.-მითხრა მამაჩემმა.
-რომ არ შეჭამ მეც ვხედავ, მარა რომ გადამირიე მაგასაც ვხედავ.-ამოვიბუზღუნე და ოთახისკენ წავედი.-ლევან ფეხბურთი რომ დამთავრდება არ წახვიდე, თან ნასვამი ხარ. ჩემს ოთახში შემოდი, ტახტზე გავშლი და დაიძინე.-კარის ჩარჩოზე მიყუდებულმა უთხარი, მამაჩემის გაფართოვებული თვალები დავაიგნორე და ოთახში წავედი.
-ხო დარჩი, ნასვამი მანქანით როგორ წახვალ.-გავიგონე მამაჩემის ნათქვამი. ოღონდ ჭკუით იყავით.-უთხრა ბოლოს.
პიჟამოები ჩავიცვი, ტახტზე საწოლი დავუგე და გაუმზადე ლევანს, საწოლში შევწექი და დამეძინა. ღრმად ვიყავი ძილში წასული ლოყაზე კოცნა რომ ვიგრძენი. ისე მეძინა ვერ გავიღვიძე, მივხვდი ლევანი შემოვიდა დასაძინებლად.
დილით გავიზმორე და თვალები გავახილე. ლევანს ტახტზე ეძინა და მშვიდად ფშვინავდა.
-გაიღვიძე ძილისგუდა-ლოყაზე ვაკოცე.
-მეძინება რა კიდევ, ძალიან მეძინება.-ამოიზმუვლა და გვერდი იცვალა.
-ადექი, სიმამრის სახლში ძილი მოგეწონა?-ჩავძახე ყურში და იმ წუთში დააჭყიტა თვალები.
-რომელი საათია?-წამოჯდა საწოლში.-არ იცუღლუტოთო დამიბარა, მაგრამ მაგ დაბუშტულ ტუჩებს გულგრილად რომ ვერ დავტოვებ.-თქვა და ტუჩები დამიკოცნა. მერე ადგა და ტანსაცმელი ჩაიცვა.-ისე შენ უფრო გავხარ გუჯას შვილს და მე გეგას შვილს.-მითხრა სიცილით.
-ტოლები არ ვართ, რომ სამშობიაროში ავრეოდით.-მეც მეცინებოდა და მიხაროდა, რომ კარგად გაუგეს გეგამ და ლევანმა ერთმანეთს.
-სააბაზანოში ხომ არავინ არის რომ შევიდე.-მკითხა ლევანმა.
მეც გავედი და ტერიტორია დავზვერე. ყველას ეძინა ჯერ 6 საათი იყო.
-არავინ არ არის გზა თავისუფალია.-სააბაზანოში შეუშვი და სუფთა პირსახოცი მივეცი.
ცოტა ხანში მოწესრიგებული გამოვიდა.
-წავალ მე სახლში, ტანსაცმელს გამოვიცვლი, კომპანიაში უნდა გავიარო და მერე დაგირეკავ. შენ კაბაზე წასვლა, ან სალონი თუ გინდა დამირეკე და გაგიყვან. საღამოს დაგნიშნავ.-ცხვირზე ხელი დამკრა და გამიცინა.
-არა კაბა მაქვს. პარიზში რომ მიყიდე ის კაბა არსად არ მცმია. თმას და მაკიაჟს ლიკა გამიკეთებს. შენ პირდაპირ ნიშნობაზე მოდი.
-კარგი, გეგას აუხსენი, რომ ვერ დავემშვიდობე, საღამოს გნახავთ. ისე მაკოცე რომ საღამომდე გამყვეს.- ხელები მოხვია და იმდენ ხანს მკოცნიდა სანამ უჰაერობამ არ შეგვაწუხა. მერე კი კიბეებზე დაეშვა და თვალს მიეფარა.
გაღიმებული დავდიოდი სახლში, მამაჩემი გამოვიდა თმააბურძგნული და მაცივარში მინერალური წყლის ძებნა დაიწყო.
-ის ბიჭი როგორ არის? თავი მისკდება.-თავზე ხელს იჭერდა და თან წყალს სვავდა.
-კარგად არის, სამსახურში წავიდა. მადლობაო და ბოდიში რომ ვერ ვემშვიდობებიო შემოგითვალა. საღამოს გნახავთო.-ჩამოურაკრაკე.
-კარგი ბიჭია, ოღონდ მართლა. ნიკა რაღაც ისეთია, წიგნის ჭია. არც სვავს, არც ფეხბურთს უყურებს. ლევანი ჩემნაირია, მომწონს შენი არჩევანი.-მითხრა და თან გამიღიმა.
-ლევანმა მითხრა მამაჩემის შვილს შენ გავხარ და მამაშენის შვილს მეო. გეტყობათ კარგად გაუგეთ ერთმანეთს.-წარბი მაღლა ავწიე.
-მაგის მამა გრუბია?
-არა, არ არის გრუბი.
-აბა შენ თუ გავხარ გრუბი გამოდის.
-თქვენნაირი თავქარიანი არ არის. კაცმა ნულიდან დაიწყო და იმხელა კომპანია შექმნა. დინჯი და გაწონასწორებული კაცია. არც სვავს, მინი ინფაქტი აქვს გადატანილი.-უთხარი გაბრაზებულმა.
-აუ, რძალიც შენნაირი უნდა. რას იცავს მამამთილს. არ გაგვასწორა მიწასთან მე და ლევანი. ყველაფერზე რომ ნერვიულობს და არ სვავს ინფაქტიც მაგიტომ მიიღო. გაითვალისწინე შენც, ჯერ ახალგაზრდა ხარ და ყველაფერზე ზედმეტად ნერვიულობ. ხანდახან უნდა მოეშვა და გაერთო ადამიანი, ხან უნდა დალიო კიდეც. ჩემმა მტერმა უყურა ამ ქვეყანას სულ ფხიზელი თვალით.
-სხვათაშორის სასწავლებელს რომ დავამთავრებ კომპანიის გენერალურ დირექტორად უნდა დამნიშნოს ბატონმა გუჯამ. ლევანის იმედი არ მაქვს ყველაფერს ქარს გაატანსო.
-მაგაში ვეთანხმები, შენ ქარს არ გაატან არაფერს, პირიქით. სად მოასწრო შენი ასე კარგად გაცნობა ბატონმა გუჯამ?-მკითხა მამაჩემმა.
-სანამ გერმანიაში წავედი მანამ გამაცნო თავის მშობლები. მერე იქ ხშირად მირეკავდნენ და სკაიპით მელაპარაკებოდნენ. ლევანი უძღვება ეხლა ბიზნესს და მე ვეხმარებოდი რაღაც საკითხებში, ვერ ერკვევა ბიზნეში, იურისტია. ჩემთან კონსულტაციებს რომ გადის არაფერს აფუჭებს და გუჯამაც გადაწყვიტა საქმეში ჩამრთოს.
-რანაირი ჩემი შვილი ხარ?-წარბაწეულმა გადმომხედა.-რა ბიზნესი, იცხოვრე შვილო და დატკბი ცხოვრებით.
-შენნაირი მამა ერთიც საკმარისია, ლიკა.-უთხარი ნიშნის მოგებით.-მაგისი ტკბობა ცხოვრებით სად მიგვიყვანს ჯერ კიდევ გასარკვევია.
-კიდევ რა ჩაიდინა, არ გადამრიო.-თვალები გაუფართოვდა მამას.
-არაფერი, რაღა უნდა ჩაიდინოს მეტი. დღეს შუადღით მოვიყვან და ბღვერები და ლანძრვები არ დაიწყოთ. ისედაც ტოკსიკოზი აქვს ფერი აღარ ადევს სახეზე.
-კარგი, არაფერს ვეტყვი, მოიყვანე. მართალი ხარ მე მგავს ეგ თავქარიანი გოგო. მაგის ასაკში იმდენი სისულელე მაქვს ჩადენილი, გოგო რომ ვყოფილიყავი მეც ამერეოდა ცხოვრება.
ლიკა მოვიყვანე სახლში. გაბუტულები დადიოდნენ დედა და მამა. რაც არ უნდა ეკითხა ლიკას, „ხო“ ან „არა“ იყო მათი პასუხი.
-დიდი ხანი უნდა უბღვიროთ ერთმანეთს?-გაუბრაზდი დედას და მამას, როცა ლიკა აცრემლებული შევიდა თავის ოთახში.
-მიდი შენ დააწყნარე, დედა ხარ და შეურიგდი.-თავით ოთახისკენ მიუთითა გეგამ ნინოს.
-კარგი წავალ,-ამოიოხრა ნინომ და ლიკას ოთახში შევიდა.
ცოტა ხანში ორივე ნამტირალევი გამოვიდნენ ოთახიდან.
-მამა შემეშალა, თანაც ძალიან, განსაკუთრებით მარიამთან ისეთი დიდი შეცდომა დაუშვი, რასაც მარიამის სიცოცხლე რამის ემსხვერპლა. მისი ბედნიერება რამის შევიწირე, მაგრამ მაპატია. გთხოვ მაპატიე და გპირდები გამოვსწორდები, ყველაფერს დაგიჯერებ.-მუდარით ელაპარაკებოდა ლიკა, ამ დროს კი მე თვალებს უქაჩავდი, მამაჩემმა კი მე შემომხედა გაოცებულმა.
-მარიამი რა შუაშია? კიდევ რა ჩაიდინე?-ხმას აუწია მამამ.
-მე.. მე.. -ლიკამ შემომხედა და მიხვდა, რომ მამამ ლევანის და მისი ამბავი არ იცოდა და ტირილით ოთახში გაიქცა.
-არაფერი არ ჩაუდენია. დამირეკა და მითხრა რომ ფეხმძიმედ იყო, მეც მის სანახავად წამოვედი და ავარია მომივიდა.-სიტუაციის გამოსწორება დავაპირე.
-მარიამ იტყუები, კარგად ვიცი როცა ცრუობ. გამარკვიე რა ხდება.-მკაცრად შემომხედა მამამ.
-არაფერი არ ხდება მამა, რაღაც აბები დალია და იმიტომ შეეშალა. გაითიშა იმ ღამით. ბავშვზეც ვშიშობ, რომ შეიძლება პრობლემები ქონდეს. გოგო რამის გაგიჟდეს ისე ნერვიულობს, თქვენ ნუღარ უმატებთ. მისი ნერვიულობა ბავშვზე აისახება. სანამ ბავშვს არ გააჩენს მანამ ზედმეტად არავინ არ დატუქსოთ. პირიქით გვერდში დაუდექით.-დავასრულე მონოლოგი და გეგა რომ ეჭვით აღარ მიყურებდა ამოვისუნთქე.
-რა აბები დალია ასეთი?-მკითხა გეგამ.
-რაღაც კლუბური ნარკოტიკი.
-ჯანდაბა, ჯანდაბა ლიკა.-მუშტი დაარტყა მაგიდას. მერე კი ლიკას ოთახისკენ წავიდა. უკან მივყევი შეშინებული ისევ არ ეჩხუბოსთქო, თუმცა ლიკას ეხუტებოდა და გულში იკრავდა გეგა. ასეთი იყო მამა, ვერ ბრაზდებოდა და ადვილად გვპატიობდა.
სახლი მოვაწესრიგეთ, კერძები მამამ რესტორნიდან მოიტანა, არ გაწვალებთ დღეს ლამაზები უნდა იყოთო. ლიკამ ვარცხნილობა გამიკეთა, კაბაც მოვირგე. მერე კი ანას და დედას გაუკეთა თმა. ჩემი ნაჩუქარი მაკიაჟის ჩანთა პირველად ჩემი მაკიაჟისთვის გახსნა. სასწაულია ეს გოგო, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. თომა პაპაც მოვიდა, ელენემაც გაიღვიძა და მოწესრიგდა. ყველანი გამოპრანჭულები ველოდებოდით ლევანს და მის მშობლებს.
-მარიამ კარზე ზარია და მიდი გააღე. -სამზარეულოდან გამომძახა დედამ. კარისკენ გავემართე, გული ისე მიცემდა ხმა მესმოდა საკუთარი გულის ცემის. რა მანერვიულებდა ასე არ ვიცი.
-მობრძანდით,-გაუღიმე ყველას და ლევანს, თამთას და მის მშობლებს სასტუმრო ოთახისკენ გაუძეხი.
-რა ლამაზი ხარ?-ერთხმად შესძახეს თამთამ და თამარმა.
-მადლობა, თქვენც ძალიან ლამაზად გამოიყურებით.-უთხარი ღიმილით.
-ეს ლიკამ ჩაიდინა?-ყურში ჩამჩურჩულა ლევანმა. რაზეც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე.-დღეს და ქორწილის დღეს გაპატიებთ და მერე ეს ამბავი აღარ გაიმეოროთ.-ინტერესიანი მზერით შევხედე.-რას მიყურებ? რა უქენით ჩემს მარიამს?
-უფრო გავალამაზეთ.-თვალი ჩაუკარი.
-გამარჯობათ, მობრძანდით,-გეგა და დედა მიეგებნენ სტუმრებს.
თამარმა და დედამ უცებ გაუგეს ერთმანეთს. ანა, ლიკა და თამთა ერთად დასხდნენ მაგიდასთან, უცებ გაშინაურდნენ და საუბარი დაიწყეს. ლევანის გვერდით დავჯექი, ლევანს მამა მოუჯდა გვერდით. მეორე მხარეს კი გუჯამ, თომამ, ეკატერინემ და ელენემ დაიკავეს ადგილი. უამრავ თემაზე ისაუბრეს, თამარმა ოქროს სამკაულები მაჩუქა. წესი ასეთია უნდა დაგნიშნოთო. ლევანს მისცა ბრილიანტის ბეჭედი გაუკეთეო. თამარმა მითხრა, რომ გუჯამ აჩუქა ეს ბეჭედი ლევანი როცა ეყოლა. სიმბოლური იყო, ძალიან ლამაზი ბეჭედია. ჩემთვის ისეთივე დიდად ღირებული გახდა, როგორც ლევანის ნაპოვნი ყელსაბამი. თამარი და დედაჩემი ისეთი გახარებულები იყვნენ, ღიმილი არ სცილდებოდათ სახიდან ჩვენი შემყურე. ლევანმა, მამამ და თომამ სმა გააჩაღეს, გუჯამ მხოლოდ ერთი ჭიქა დალია, ჩვენ დაგვლოცა. ქორწილზეც ისაუბრეს უფროსებმა და ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით დაგვთანხმდნენ, რომ ჯვარი სვანეთში მამა აკაკის დაეწერა 1 თვეში, უახლოესი მეგობრების წრეში კი სვანეთშივე გადაგვეხადა პატარა ქორწილი. გუჯა გულდაწყვეტილი დავტოვეთ, დიდ ქორწილს გეგმავდა. მე არ მხიბლავდა გრანდიოზული ქორწილები, მშვიდი და წყნარი ქორწილი მერჩივნა. მერე ლევანი და მამა აივანზე გავიდნენ, რომ დაბრუნდნენ თვალები უბრწყინავდა ლევანს.
-რამ გაგახარა ასე?-გადაუჩურჩულე.
-მამაშენი დავითანხმე რომ დღეს წაგიყვან ჩემთან.-მანაც მიჩურჩულა ყურში.
-მე არ მეკითხებით?-შევხედე გაბრაზებულმა.
-იცი რა ცუდად გავხდები სახლში რომ მივალ, მოვლა მჭირდება და შენ უნდა მომხედო.-მითხრა საწყალი თვალებით.
-ცოტა დაგელია და არ დაგჭირდებოდა მოვლა.-უსაყვედურე.
-აუუ, ჯერ ცოლი არ გამხდარა და სმას მიშლის უკვე.-ხმამაღლა მოუვიდა თქმა.
-ჯერ სად ხარ. ეგ გოგო თუ გამოგასწორებს შენ.-თვალი ჩამიკრა გუჯამ.
-ასეთი შეხმატკბილებული რძალი და მამათილი მე არ მინახავს.-სიცილით თქვა გეგამ.
-ჩემო გეგა, მარიამი ისეთი შვილია, როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი.-მხარზე ხელი დაკრა გუჯამ გეგას.
-ჩვენ კი ოცნებები დაუმსხვრიეთ.-გაიცინა თამთამ.-მარიამ რა კარგია რომ არსებობ და მე და ლევანს შენი გამოჩენის მერე შეგვეშვა. თვალეგაბრწყინებული დადის რძალში მაინც გამიმართლაო.-თამთას კომენტარზე ყველას გაგვეცინა.
-წამო რა გთხოვ, დღეს გადმოდი ჩემთან.-ისევ ჩამჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა ლევანმა.
-კარგი წამოვალ.-ისეთი თვალებით მთხოვა დავთანხმდი. მერე კი ჩემს ოთახში შევედი და საჭირო ნივთები ჩავილაგე ჩანთაში.
-არაფერი არ გინდა ხვალ გავიდეთ და ყველაფერს გიყიდი რაც გჭირდება-კარებზე იყო მიყუდებული და მიცინოდა ლევანი.
-ხვალ ამ კაბით ხომ არ დავიწყებ მაღაზიებში ხეტიალს. თანაც რატომ უნდა ვიყიდო, ისედაც ბევრი რამე მაქვს. დანარჩენ ნივთებს ხვალ წამოვიღებ.-პატარა სპორტული ჩანთა შევკარი და შემოსასვლეში გავიტანე.
-მოდი აქ,-ხელი მომკიდა და ისევ საძინებელში შემიყვანა.-როგორ მომენატრე,-ტუჩებზე მაკოცა.-მალე წავიდეთ ჩვენს ბუდეში.-მეჩურჩულებოდა ყურთან.
-ლევან სასმლის სუნი გაქვს.-სახე დავმანჭე.
-კარგი რა მარიამ, რატომ იცი ამ რომანტიკის გაფუჭება.-ყელში მაკოცა და გულზე მიმიკრა.-დაგელია შენც ცოტა და აღარ შეგაწუხებდა სასმლის სუნი.
-კარგი გეყოფა, სირცხვილია გავიდეთ.-ხელი მოვკიდე და მისაღებისკენ წავიყვანე.
-ამაღამ რას გიზავ შენ ნახავ.-მეჩურჩულებოდა ყურთან.
-ვნახავ, ვიღაც მგონი ამაღამ ჩემს მაგივრად უნიტაზს ჩაეხუტება.-უთხარი სიცილით.
-ნწ. ნწ. ნწ.-თითი გამიქნია.-ეგ არ მოხდება.
-ოხ, გამოჩნდნენ გვრიტები. სად გაქრით?-გადმოგვხედა გეგამ.
-ბარგი ჩაალაგა, მომყვება.-გამოაცხადა ლევანმა.
-რა კარგია, -ერთდროულად წამოიძახეს თამთამ და თამარმა.-მცხეთაში წამოდით შვილო.
-მცხეთაში რა გვინდა? ცოლი ჩემთვის მომყავს თქვენთვის კი არა. აქ ვიქნებით თბილისში. თანაც სამსახურში უნდა ვიარო.-გამოუცხადა ლევანმა.
მალე დავიშალეთ და ლევანს გავყევი. ლევანმა მანქანის გასაღები მომცა, ნასვამი არ ხარ რულზე შენ დაჯექიო. გუჯას მძღოლმა მოაკითხა და დანარჩენები მცხეთაში წავიდნენ.
-ლევან მეშინია, მას მერე არ ვმჯდარვარ მანქანაზე, თანაც ღამეა.-უთხარი დაღონებულმა.-ტაქსი გავაჩეროთ და წავიდეთ.
-არა, ახლა თუ არ დაჯდები, სულ შეგეშინდება. მე შენთან ვარ.-ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია და მაკოცა.
დავემორჩილე და საჭესთან ადგილი დავიკავე. თავიდან კანკალი დამეწყო, ხელები მიკანკალებდა, ლევანმა თავის ხელი მომკიდა და საჭეზე დამადებინა. ღრმად ჩავისუნთქე, საჭეს მაგრად მოუჭირე ხელები, მანქანა დავქოქე და გაზის პედალს მივაჭირე ფეხი. საშუალო სიჩქარით ვატარებდი მანქანას, როგორც კი სიჩქარეს მოუმატებდი შიში მიპყრობდა და სიჩქარეს ვაგდებდი. შიშით თუმცა მაინც მოვახერხე და მანქანა ვმართე, სახლში მშვიდობით მივედით.
-ხვალ მანქანას გიყიდი, რომ იარო.-მითხრა ლევანმა სახლში როგორც კი მივედით.
-რა საჭიროა, სამარშუტო ტაქსით და მეტროთიც მშვენივრად დავდივარ.
-იცი რა მომწონს შენში, ყველაფრის დამოუკიდებლად მართვა რომ გიყვარს. სხვა კისერზე ჩამომეკიდებოდა, ან თავად მთხოვდა მანქანას, შენ კი არა. თუმცა მაინც გიყიდი.-ხელი მომხვია და თავზე მაკოცა.
-ჩემით ვიყიდი, როცა ვიმუშავებ და ფულს მოვაგროვებ.-ისევ ვეწინააღმდეგებოდი.
-ნუ ხარ ჯიუტი ხევსური.-ხელს არ მიშვებდა და თვალებში მიყურებდა.- ჩემი ცოლი ხარ, ჩემი და შენი სიტყვები ამოიღე ლექსიკონიდან და ჩაანაცვლე ჩვენით. გასაგებია??
-კარგი-თავი დაუქნიე, თუმცა არ შემეძლო ფული მეთხოვა თუნდაც ქმრისთვის. არ მინდოდა დამოუკიდებლობა დამეკარგა, არ მინდოდა ვინმეზე დამოკიდებული ვყოფილიყავი. ბუნებით ვიყავი ასეთი და ცხოვრების ბოლომდე ასეთად დავრჩი.
-მარიამ მგონი მართალი ხარ.-მითხრა, ხელი გამიშვა და საპირფარეშოში გაიქცა.
-დაუმეგობრდი უნიტაზს?-მივყევი უკან და სიცილით უთხარი.
-ნუ დამცინიხარ.-ამოიხავლა.-მამაშენს რა დაათრობს, ბოლო მომიღო.
-ის კი ირგებს და არ ხდება ცუდად.-უთხარი სიცილით.
-აუუუ. რანაირი ცოლი ხარ. მე ვკვდები, შენ კი იცინი. მიშველე რამე.-ისევ უნიტაზზე გადაეყუდა.
სამზარეულოდან მინერალური წყალი გამოუტანე, სააბაზანოში შევიყვანე და გრილი შხაპის ქვეშ დავაყენე. მეც საშხაპეში შევედი, შემეშინდა ცუდად არ გამხდარიყო, პულსი აჩქარებული ქონდა ძალიან. შხაპი ორივეს მოგვიხდა, ლევანიც უკეთესად იყო.
-გამოვკეთდი და მგონი შევასრულებ პირობას.-ყურზე მიკბინა.
-ჯობია დავიძინოთ. ეგ პირობა დილისთვის გადადე.-უთხარი სიცილით და საძინებელში შევედი.
ჩამეხუტა და მალე დავიძინეთ. დილით ადრე ავდექი და საუზმე გავამზადე.
-ისევ ცუდად ვარ,-სამზარეულოს კარზე თმა აბურძგნული ლევანი იყო მიყუდებული და თვალებ მოჭუტული მიყურებდა.
-მოდი შეჭამე რამე და უკეთ გახდები.-ხელი მოვკიდე და ბარის სკამზე დავსვი.
-კუჭი მეწვის, არ მინდა არაფერი.-მუცელზე ხელი მოიკიდა და დაიმანჭა.
-იმიტომ რომ გშია.-ჩანგალზე თბილი ბლინი წამოვაცვი და პირთან მიუტანე.
-რა გემრიელია, მგონი მართლა მშია.-მითხრა და მორიგი ბლინი გადასანსლა.

მარტო ცხოვრება წყვილისთვის ძალიან კარგია. ერთმანეთზე ვზრუნავდით და ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ლევანი ისეთი მზრუნველი და დამჯერი იყო, სულ თვალებში მიყურებდა. მისი მეგობრები გავიცანი, ბარში წავედით, ცოტნე და დათო მისი განუყრელი მეგობრები იყვნენ.
-მარიამ რა გაუკეთე ასეთი ვეხვეწებოდით და ერთი წელია ვერ დავითანხმეთ, რომ ნაშები აგვეყარა.-იცინოდა ცოტნე, რაზეც ლევანმა თვალები დაუბრიალა.-არადა როგორ იზიდავდა, ჩვენთვისაც ეს კერავდა გოგოებს. ახლა სახლში გამორბის სამსახურიდან, მოგვენატრა ჩვენი ძმა.-მხარზე ხელი დაკრა ცოტნემ.
-მერე გვესტუმრეთ სახლში, მე კი არ ვიკბინები.-უთხარი ცოტნეს.
-აბა, აბა. ამათ თუ შენი გამზადებული საჭმელები დააგემოვნეს სახლიდან ვეღარ მოვიცილებ.-ლევანმა გადმომხედა სიცილით.-შემარგეთ ცოლთან ერთად ცხოვრება, ისე დროა თქვენც იფიქროთ დაოჯახებაზე.
-რა დაოჯახება, ნუ ატრაკებ.-დათომ გაიცინა.-ვინ გამომყვება მე, თვითფრინავს ვარ გამოკიდებული შენი გადამკიდე.-ასე შენ გიმართლებს მარტო, ისე მარიამისნაირი ლამაზი გოგო რომ გავიცნო კომპანიიდანაც კი წამოვალ.
-ნუ წუწუნებ, დაკერე ბატონი გიორგი კონტრაქტის გაფორმებაზე?-გადახედა დათოს.
-ჯერ ვერა. ლევან მიდი რა შენ გადაფრინდი მოსკოვში და შეხვდი. ორ კვირაში განვიხილოთ პირობებიო და იქნებ დაკერო.-უთხარა ხვეწნით დათომ.
-მარიამ გამომყვები?-გადმომხედა მე.
-აუუ, ეს რა შარშია, ერთი დღით არ ტოვებს ამ გოგოს.-იცინოდა ცოტნე.
-წამოვალ და დაკერვაშიც დაგეხმარები.-თვალი ჩაუკარი ლევანს.
-დათო საბუთები გადმომიგზავნე მიხვალ თუ არა სახლში მეილზე.-უთხრა ლევანმა.
-შენ გაიხარე მარიამ.-სავარძელზე გადაწვა დათო.-ძლივს არ მეღირსა სამშობლოს ჰაერზე 2 კვირიანი დასვენება.
მალე დავიშალეთ. სახლში რომ მივედით ლევანმა მეილი შეამოწმა, დათოს უკვე გადმოეგზავნა საბუთები და კონტრაქტი. იმ საღამოსვე გადავხედე საბუთებს, ყველაფერში დეტალურად გავერკვიე.
-გაგიჟდი, რომელი საათია?-კარების ჩარჩოზე მიყუდებულიყო ლევანი და ნამძინარევი თვალებით მიყურებდა. საათს შევხედე 4 საათი სრულდებოდა.- გელოდებოდი, სააბაზანოში მეგონე და ჩამეძინა. რას ჩაჰკირკიტებ მანდ?-მითხრა და გვერდით მომიჯდა.
- მოსკოვში რომ მივდივართ და ხელშეკრულება უნდა გავაფორმოთ იმას.-ლოყაზე ვაკოცე.-ისე კარგი პრაქტიკაა ჩემთვის ეს შეხვედრა.
-მარიამ შენ რომ მუშაობას დაიწყებ, ასე თუ გაათენებ კომპიუტერთან არ მაწყობს.-მითხრა გაბუსხულმა.-მე გამოძინებული და ლამაზი ცოლი მინდა გვერდით, საქმისგან გადაღლილი კი არა.
-ხვალ კვირაა, 12მ საათამდე გამოვიძინებ. -უთხარი მთქნარებით და საძინებლისკენ წავედი.
ორი კვირა გავიდა, საქმე კარგად შევისწავლე, მოვწესრიგდი და აეროპორტში წავედით, რეგისტრაცია გავიარეთ და როგორც კი თვითფრინავში ადგილი დავიკავე აბებს დაუწყე ძებნა.
-გეხვეწები არ დალიო-შემომხედა მუდარით.
-მეშინია ხომ იცი.-წყალის ჭიქა ავიღე.
-გთხოვ, მთელი გზა უნდა გეძინოს? მე ვარ შენს გვერდით და ნუ გეშინია.-ხელზე ხელი მომიჭირა და აბი გამომართვა.
-კარგი, მარა აბების გარეშე თუ დამეძინა არ გამაღვიძო.-უჩურჩულე.
თავი მხარზე ჩამოვადე და დამეძინა, რომ ჩავფრინდით მხოლოდ მაშინ გავახილე თვალები.
-მანამდე დალიე ხომ აბები.-მითხრა გაბრაზებულმა.
-არ დამილევია.
-კარგი რა მარიამ, როგორ შეიძლება მთელი გზა გძინებოდა.
-დაგავიწყდა, რომ წუხელ ღამით არ დამაძინე?
მოსკოვის ბინაში დავბინავდით, დიდი და ნათელი ბინა ქონდათ. შეხვედრა მეორე დღეს იყო დანიშნული ამიტომაც გადავწყვიტეთ დაგვესვენა და კარგად გადაგვეხედა საბუთებისთვის.
მეორე დღეს დილით სალონში წავედი, სტილისტს უთხარი ისეთი ვარცხნილობა და მაკიაჟი გაეკეთებინა რომ ასაკით დიდს დავმგვანებოდი. თმა კოსად გამიკეთეს, სადა მარა ცოტა ქალური მაკიაჟი გამიკეთეს. ლევანი საბუთებს ჩაჰკირკიტებდა ისევ სახლში რომ დავბრუნდი.
-რა ქენი ეს,-შემომხედა გაკვირვებულმა.
-30 წლის ქალს ვგევარ?-წარბი აუწიე.
-30 არა მარა ჩემი ასაკისას გავხარ.-იცინოდა და გაოცებული მიყურებდა.-რაში გჭირდებოდა დაბერება.
-პატარა ასაკის გოგოს მიმართ ნდობა არ ექნებათ. ჩემს განათლებაშიც ეჭვს შეიტანენ, ამიტომ მოვიმატე ასაკი.-თვალი ჩაუკარი.
-და რა თანამდებობა გაქვთ ქალბატონო მარიამ?-შემომხედა გამომცდელად.
-მარკეტინგის მენეჯერი.-თვალი ჩაუკარი.-შენ თუ ნაკლებს ილაპარაკებ და დამაცდი კონტრაქტს გაგიფორმებენ.
-ისე გუჯას ახირებაა, არ მინდოდა მე ეგ კონტრაქტი. გიორგი ჯიქიას ვენდობი, კარგი კაცია, მარა შვილიშვილი ყავს ნაგავი. მომავალში თუ საქმეში ჩართო, მასთან თანამშრომლობა გამიჭირდება.
-კომპანიას სერიოზულად უჭირს, ბაზარზე კი მისი კომპანიის პარტნიორობა ხალხის ნდობას გაგვიმყარებს. ამ შემთხვევაში გუჯას ვეთანხმები.
-ჩავიცმევ და წავიდეთ.-საძინებელში შევიდა და ცოტა ხანში შარვალ კოსტუმში გამოწყობილი დაბრუნდა. კმაყოფილმა ავათვალიერე, მართლაც ძალიან სიმპატიური ქმარი მყავდა.-არ მიგეჩვია თვალი რომ სიმპატიური ქმარი გყავს? სულ ასე უნდა მიყურო?-მოვიდა და ყელში მაკოცა.
-კარგი წავედით,-უკან გავწიე და კარისკენ დავიძარი. შავი შრვალი, ვარდისფერი კოფთა და მაღალქუსლიანი კლასიკური ფეხსცმელი მეცვა.
ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ კომპანიაში მივედით. მიმღებიდან გოგონა დიდ დარბაზში შეგვიძღვა და გამოგვიცხადა, რომ ბატონი გიორგი მალე მოვიდოდა.
-გამარჯობა ლევან.-გოგონა გავიდა თუ არა ასე 65 წლის მამაკაცი შემოვიდა სათათბირო დარბაზში. ლევანისკენ დაიძრა და ხელი ჩამოართვა.
-გაიცანით ჩვენი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი და ჩემი საცოლე, მარიამ გიგაური.-წარმადგინა ლევანმა მას შემდეგ, რაც ბატონმა გიორგიმ ინტერესით გადმომხედა.
-მშვენიერი არჩევანი გაგიკეთებია ჩემო ლევან.-მხარზე ხელი დაკრა გიორგიმ.
-მართალი ხარ გიორგი, ულამაზესია. -კარებში ახალგაზრდა მაღალი და ძალიან სიმპატიური მამაკაცი იდგა და ირონიულად იღიმოდა. თან ფეხებიდან დამიწყო ურცხვად თვალიერება და მზერა ჩემს თვალებზე შეაჩერა. მისმა მწვანე თვალებმა ძალიან ამაფორიაქა, მე მე არ ვიყავი. მიხვდა რომ დამაბნია და მზერა ლევანზე გადაიტანა.-როგორ ხარ დევდარიანო? ძალიან დაივიწყე მოსკოვი.-წამოვიდა და ლევანს ხელი ჩამოართვა. ღია მწვანე პერანგი ეცვა, ტანზე მომდგარი. თვალი ვერ მოვწყვიტე და ნერწყვი ჩავყლაპე. ჩემი რეაქცია არ გამორჩენია და ჩაეღიმა. რა დამემართა არ ვიცი, ეს მე არ ვიყავი, საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე.
-მე კარგად, შენ როგორ ხარ ზურა?-ირონიულად უყურებდა ლევანიც. გაბრაზებული სახე ჰქონდა. უნდა გავარკვიო ამ ორ შორის რა მოხდა. მივხვდი რომ სწორედ ეს ახალგაზრდა იყო გიორგის შვილიშვილი.
-სასიამოვნოა მარიამ თქვენი გაცნობა, მე ზურა ჯიქია ვარ გიორგის შვილიშვილი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი-მე მომიბრუნდა და ხელი ჩამომართვა. ლევანი ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან. დაბნეული შევცქეროდი და მხოლოდ თავის დაკვრით შემოვიფარგლე.
-იურისტი არ გყავთ თან?-შემოგვხედა გიორგიმ და დაძაბულობა გაფანტა.
-არა, თავად იურისტი ვარ, ამიტომ თან აღარ დავატარებ შეხვედრებზე.-გაუღიმა ლევანმა გიორგის.
-სამაგიეროდ ლამაზ საცოლეს დაატარებს თან.-მე შემომხედა ზურამ, ძალიან მაფორიაქებდა, გავწითლდი, თუმცა ჩემს სიწითლეს მაკიაჟი დაფარავდა.
-ზურა იურისტი შემოიყვანე.- შეხედა გიორგიმ ზურას. რაზეც ეს უკანასკნელიც გაბრაზდა.
-გიორგი მაგისთვის გყავს ნატალი.-შეხედა ზურამ გიორგის და მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა. საშინლად მწველი მზერა ქონდა, დაჟინებით მიყურებდა, თვალებით მჭამდა. გამაჟრჟოლა მის ამ მზერაზე. არ ვიცი რა მემართებოდა, გულიც ამიჩქარდა და ავფორიაქდი.
-ნატალის ურაკავ და გავიდა ეტყობა, გთხოვ შემოიყვანე.-შეხედა ზურას. ეს უკანასკნელი ადგა და დარბაზიდან გავიდა. ისე გავაყოლე თვალი, რა მემართებოდა არ ვიცი. მისი გასვლის მერე ცოტა დავწყნარდი, რა მჭირდა არ ვიცი, ასეთი რამ არასდროს დამმართვია, ასე არავის აუფორიაქებივარ. მე ლევანის საცოლე ვარ, თითქნის ცოლი, არ შეიძლება სხვა კაცმა ასე იმოქმედოს. გონებაში უმეორებდი საკუთარ თავს და ვცდილობდი საქმეზე მომეხდინა კონცეტრირება.
მერე 2 იურისტი შემოვიდა, მათ მოყვა ზურაც. პროექტი განვიხილეთ, მოგება, შესაძლო ზარალი, გადასახადები და.ა.შ. ამ ხნის მანძილზე ზურა იჯდა და ჩუმად ისმენდა ჩვენს საუბარს, თან მზერით მჭამდა. ისეთი თვალებით მიყურებდა მგონი წარმოსახვითი სექსიც ქონდა ჩემთან. დაბნეულობის მიუხედავად მაინც დეტალურად აუხსენი ბატონ გიორგის ყველაფერი. ძალიან ჭკვიანი თვალები ქონდა, რამდენიმე ფინანსურ საკითხზე შენიშვნა მომცა, თუმცა ვერ ჩამჭრა და ყველაფერი აუხსენი. ლევანმა ისე დაახასიათა ნაგავიაო, არადა ძალიან განათლებული ჩანდა, ფინანსურ საკითხებში კარგად ერკვეოდა. რაც ფინანსებს შეეხებოდა შევთანხმდით, ზურამ გიორგის თავი დაუქნია, ყველაფერი რიგზეაო, სავარძელზე გადაწვა და კმაყოფილმა ღიმილით შემომხედა.
-ახლა იმაზე ვისაუბროთ რაც საქართველოში დაგემართათ. კომპანიამ ზარალი ნახა და სერიოზული ჯარიმა გადაიხადა მერიაში. შესაბამისად აღარც სახელი გაქვთ ნდობის და პროექტიც დაგვიანებით ჩააბარეთ.-გიორგიმ დაიწყო გამომცდელად საუბარი.-რა გარანტია მაქვს? რატომ უნდა გენდოთ, რომ იგივე არ განმეორდება?-აგრძელებდა გიორგი. ზურას ჩაეღიმა გიორგის ამ გამოსვლაზე და მე შემომხედა, მიდი აუხსენიო, მზერით მეუბნებოდა. მეც თამაშში ავყევი, ამას თუ გონია აქედან კონტრაქტის გარეშე წავალ და ვერ დავკერავ მის უდიდებულესობა გიორგი ჯიქიას ძალიან ცდება.
-იცით ბატონო გიორგი...-ფეხზე ხელი მოვკიდე, თვალებში შევხედე და ვანიშნე ლევანს, რომ მე ვილაპარაკებდი. მანაც თავი დამიქნია.-მარიამი მოგახსენებთ თუ რატომ უნდა გვენდოთ.-დაასრულა სათქმელი. თუმცა ეჭვის თვალით მიყურებდა, ფიქრობდა რომ მე აღნიშნული ჯარიმის შესახებ არაფერი ვიცოდი. სამაგიეროდ ამ შეხვედრით ზურა ხალისობდა. უყურებდა დავარწმუნებდი თუ არა გიორგის.
-ბატონო გიორგი, თქვენ ქართველი ხართ და შესანიშნავად მოგეხსენებათ საქართველოში არსებული სიტუაცია. ნეპოტიზმი ყვავის ქვეყანაში, საქმე სწორედ აქედან გამომდინარე ფუჭდება ყოველთვის.-ამის თქმაზე ზურას გადავხედე, ისევ ისე იჯდა და თვალს არ მაცილებდა.-ლევანი საქართველოში დიდხანს ცხოვრობდა და ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავდა. როგორც კი იქ ჩასული დაინახეს, ახალგაზრდა ბიზნესმენი ყველა სამსახურის თხოვნით მიადგა და შედეგი ის იყო, რომ ისევ იმ ნაცნობებმა და მეგობრებმა მოახდინეს რკინის მოპარვა მშენებლობიდან. შედეგად უხარისხოდ აშენებული საბავშვო ბაღები მივიღეთ. სხვა აღნიშნულ ბაღს ჩააბარებდა, ჩვენმა კომპანიამ კი დაანგრია და თავიდან ააშენა საიმედო და მტკიცე შენობები. შედეგად დროში ვერ ჩავეტიეთ და ჯარიმაზე წავედით. სამაგიეროდ კომპანიაში ნათესაობა და ნაცნობ მეგობრობა აკრძალულია და მშენებლობის პროცესს პირადად ლევანი ყოველ დღე აკონტროლებს. -ბოლო სიტყვებზე ზურას ისევ ჩაეღიმა და წარბი მაღლა ამიწია, თვალებით მელაპარაკებოდა, რასაც ამბობ შენ თვითონ არ გჯერაო.
-მის მეგობრებზე რას მეტყვით, ცოტნე და დათო?-გამომცდელად მკითხა გიორგიმ.
-ცოტნე და დათო მისი ოჯახია. ისინი ისევე არიან კომპანიის კეთილდღეობით დაინტერესებული როგორც ლევანი და ამავე დროს ძალიან კარგი იურისტები არიან. მათ სამსახურში ყოფნას მათივე პროფესიონალიზმი განსაზღვრავს და არა მეგობრობა. ასე მეც ლევანის საცოლე ვარ და მარკეტინგს უძღვები. მთლად მარტოდმარტო ვერ წარმართავ ბიზნესს უცხო გარემოცვაში, შენიანიც გჭირდება, ოღონდ პროფესიონალი და გამოცდილი.-ბოლო სიტყვებზე თვალი ისევ ზურასკენ გამექცა. ჩემს ყოველ შეხედვაზე ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა.
-ლევან ბედნიერი კაცი ხარ. არა მარტო ლამაზი, არამედ უჭკვიანესი ქალი გიმშვენებს გვერდს. მარკეტინგის რა გითხრა შვილო, მაგრამ ფინანსურ საკითხებში და მართვაში კარგად ერკვევი. ამ ოთახში შემოსვლის წუთიდან ვფიქრობდი, რომ ეს ხელშეკრულება არ უნდა გამეფორმებინა, თუმცა დარწმუნების არაჩვეულებრივი უნარი გაქვს ძვირფასო.-გამიღიმა გიორგიმ. -ქალებს ასაკს არ ეკითხებიან მაგრამ მარიამ თუ შეიძლება მითხარით რამდენი წლის ხართ? ან ამდენის სწავლა სად მოასწარით?
-მართალი ხართ, ქალებს ასაკს არ ეკითხებიან?-გაუღიმე გიორგის. -მე კი გერმანიაში ვსწავლობ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა ფაკულტეტზე. საქართველოში ვფიქრობ სწავლის გაგრძელებას, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე.-ლევანს გადავხედე და გაუღიმე.
-კარგით, ყველაფერი რიგზეა?-გიორგიმ იურისტებს გადახედა. რაზეც თავი დაუქნიეს.-ხელშეკრულება დატოვეთ და საღამოს ქართულ რესტორანში დაგპატიჟებთ და ხელშეკრულებასაც იქ მოგართმევთ ხელმოწერილს.-გიორგი წამოდგა ლევანს ხელი ჩამოართვა.-ხომ წამოხვალთ მარიამ?
-წამოვალ.-თავი დაუქნიე, ხელი ჩამოვართვით გიორგის, იურისტებს და ბოლოს ზურასაც. ამ უკანასკნელმა ჩემი ხელი დიდხანს მოიქცია ხელში და ხელს არ მიშვებდა. თითქოს დენმა გაიარა სხეულში, ისეთი მუხტი წამოვიდა ზურასგან. ლევანის თვალებს რომ შევხედე ცეცხლს აფრქვევდა. დროულად გამიშვა ხელი ზურამ, თორემ რა მოხდებოდა არავინ იცის. საღამოს რესტორანში წასვლა სულ არ მსიამოვნებდა, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი ლევანის მიმართ, ზურა ძალიან მაფორიაქებდა.
-საიდან იცოდი ბაღების ტენდერზე?-გადმომხედა ლევანმა, როცა მანქანაში ჩავჯექით.
-შენსა და ზურას შორის რა მოხდა მომიყევი და გეტყვი.-თვალი ჩაუკარი.
-მოსაყოლი არაფერია.
-მაშინ არც მე მოგიყვები.
-კარგი ხო, მაინც გამოქექავ შენი ამბავი რომ ვიცი.-გამიღიმა ლევანმა.-ძველი ამბავია, კლასელები ვიყავით, გიორგის შვილი და გუჯა მეგობრობდნენ, მისი სიკვდილის შემდეგ გუჯას და გიორგისაც ნორმალური ურთიერთობა ქონდათ. როცა ამხელა ქალაქში ხართ რამდენიმე ქართველი ერთმანეთთან ურთიერთობას ებღაუჭებით, მეგობრობთ. მე და ზურაც ვმეგობრობდით. ერთი გოგო მომწონდა, ცოლადაც უნდა მომეყვანა. გუჯა წინააღმდეგი იყო, რუსი რძალი არ მჭირდებაო. მე კი რაც უფრო მეწინააღმდეგებოდნენ უფრო პრინციპული ვხდებოდი, ჩემების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად იმ გოგოსთან ერთად ცალკე გადავედი საცხოვრებლად. ერთ დღეს კი სასწავლებიდან ადრე დავბრუნდი და ამ ნაბიჭვართან ერთად წავასწარი ჩემსავე სახლში.
-რა გააკეთე?-ლევანს ვკითხე, სიბრაზისგან ეხლაც კი დაჭიმული ქონდა ძარღვები.
-ერთმანეთი ვცემეთ და ერთი თვე მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში ვიწექით ორივე. ლენკა კი გაიქცა სახლიდან და მას მერე აღარც მინახავს.
-არ გიცდია გაგერკვია?
-რა უნდა გამერკვია მარიამ?-ხმას აუწია ლევანმა.-მიღალატეს, საუკეთესო მეგობარმა და თითქმის ცოლმა.-საჭეს მუშტი დაარტყა. თავი უფრო დამნაშავედ ვიგრძენი ზურას მიმართ ასეთი ინტერესი, რომ გამიჩნდა.
-დაწყნარდი, კარგი?-შევხედე მუდარის თვალებით.
-კარგი, ეხლა შენი ჯერია, მომიყევი საიდან იცოდი ტენდერზე.
-დედაშენმა მომიყვა მცხეთაში რომ მიმიყვანე გასაცნობად. შენ და გუჯა კამათობდით გარეთ ეზოში და მაშინ მომიყვა.
-ეს ნეპოტიზმი საიდანღა მოიტანე?-იცინოდა.
-რა? მაგიტომ არ გაეხვიე შარში? -შევხედე გამომცდელად-მე საქართველოში ვცხოვრობ და ვიცი ქართველების ტვინი როგორ არის მოწყობილი.
-მართალი ხარ, ზედამხედველი და 3 მუშა ჩვენი ნათესავები იყვნენ და სწორედ მათ გამქურდეს.-თავი დამიქნია.-მაგრამ სიტუაცია არ იცოდი და ისე ილაპარაკე კაცი გამოაშტერე.-ისევ იცინოდა ლევანი.
-„გისმენ მამა.“-ტელეფონზე გუჯა რეკავდა.-„კი საღამოს მოგვიტანს ხელმოწერილს“-მერე გუჯა რაღაცას ელაპარაკებოდა.-„შენ საიდან იცი იქ რა მოხდა?“-მცირე პაუზა.-„იურისტი? კარგი ხო ვეჭვიანობ ამდენს ნუ აქებ.“-გაიცინა ლევანმა და ტელეფონი გათიშა.
-რაო?
-იურისტი გუჯას მეგობრის შვილია და შენი გამოსვლა სიტყვა სიტყვით მოუყვა გუჯას. ხელშეკრულებასაც უკვე მოაწერა გიორგიმ ხელიო.-თვალი ჩამიკრა.
-ძალიან კარგი. საღამომდე რა ვაკეთოთ?-გადავხედე ლევანს.
-საღამომდე სახლიდან ფეხს არ გაადგამ არსად, საქმე მაქვს შენთან.-თვალი ჩამიკრა და ხელზე მაკოცა.
-არ გამოგივა ეგ ამბავი. სალონში უნდა გავიდე და მაღაზიებშიც გავიარო.-უცებ დავიძვრინე თავი, რა მჭირდა არ ვიცი, თავი დავიჭირე, რომ ლევანს გაურბოდი.
-როდიდან დასეირნობ მარაზიებში და იპრანჭები?-ლევანის სიტყვებზე დავფიქრდი, რატომ მინდოდა გავპრანჭულიყავი და ლამაზად ვყოფილიყავი რესტორანში? ალბათ მინდოდა ზურა გამომეშტერებინა ისე როგორც მან გამომაშტერა და სულ მასზე მეფიქრება.
-რესტორნისთვის არაფერი მაქვს წამოღებული, კაბა მჭირდება.-თავი გავიმართლე.
-კარგი, ოღონდ შენ შენთვის რამე იყიდე შენით და მაგაზე გეტყვი უარს.-გამიცინა.
მაღაზიებში გავიარე, ბევრი არაფერი არ მომწონებია, მაგრამ საღამოს კაბა რადგან არ მქონდა წამოღებული უნდა მეყიდა. კოქტეილის ლამაზი სადა შავი კაბა შევარჩიე და გასახდელისკენ დავიძარი. როგორც კი ყველაფერი გავიხადე და მხოლოდ საცვლების ამარა დავრჩი გასახდელის კარი შემოგლიჯეს და სანამ დავიყვირე პირზე ხელიც ამაფარეს. სარკეში ზურას თვალები რომ დავინახე კანი სულ დამეხორკლა.
-არ იყვირო, უნდა დაგელაპარაკო. ხელს გაგიშვებ და არ იყვირო.-ხელი ნელა გამიშვა.
-სულ გაგიჟდი? თავი ვინ გგონია? ასე როგორ მივარდები?-სახეში გავარტყი.
-გითხარი არ იყვირო.-თვალები ისე დამიბრიალა, თითქოს მე შეუვარდი გასახდელში.
-რა ჯანდაბა გინდა, გარეთ ვერ დამელაპარაკებოდი?
-არა, აქ მინდა შენი რეაქციების შემოწმება.-ცუდად იყო ჩემი საქმე, ხვდებოდა, რომ მაგიჟებდა.
-გადი ახლავე, ვიყვირებ და დაგიჭერენ.-დავემუქრე.
-არა მაინც რატომ უნდა გაუმართლოს იმ სი*რს ასე.-ურცხვად დამაშტერდა მკერდზე, მერე ხელები მომხვია და ჩემს ტუჩებს დააცხრა. ისეთი მაგარი კოცნა იცოდა, თავს ვერ ვაკონტროლებდი, მუხლები მეკვეთებოდა, რომ არა მისი მკლავები ძირს დავეცემოდი. ჩემი ფეხი ხელში მოიქცია და წელზე შემოიდო, მის ღირსებას ვგრძნობდი მუცლის ქვემოთ, კედელზე ამაკრა და კოცნა არ შეუწყვეტია. ჯანდაბას, ოხვრა აღმომხდა, დავსვედი და არა მარტო დავსველდი არაფერი მქონია და ისე ავცდი ღრუბლებს.-დარწმუნდი, რომ ჩემთან გინდა?-ყურში ჩამჩურჩულა. არ გაბედო მასზე გათხოვება, დაბრუნდი გერმანიაში და მეც იქ ჩამოვალ.
-ვინ ხარ? ეშმაკი? რა გინდა ჩემგან?-ტირილი მინდოდა, ის კი ხელებს არ მიშვებდა და გულზე მიხუტებდა.
-შენი მომავალი ქმარი. დაგიჩემე და არ მოგეშვები. რაც გითხარი ის გააკეთე.-გასახდელში პუფზე ჩამომსვა და გავიდა. კარგა ხანს გონს ვერ მოვდიოდი, ეს რა იყო. ვინ იყო, რა უნდოდა და რატომ მეთამაშებოდა. ლევანის მონაყოლი გამახსენდა და ჩავთვალე, რომ ბავშური ჯიბრის გამო უნდოდა ისევ ლევანის გამწარება. კაბა მოვირგე, სარკეშიც არ ცამიხედია, გათიშული გამოვედი გასახდელიდან, ეს რა იყო, რა მემართებოდა, კარგი სილა მომიხდებოდა რომ გამოვფხიზლებულიყავი. ზურა ისევ გარეთ იდგა და მელოდებოდა.
-თავს რატომ არ მანებებ, გირჩევნია გაქრე აქედან.-ცხვირთან თითი მიუტანე და დავემუქრე.
-სალონში მე გაგიყვან, კაბის ფული გადახდილია.-ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა, რა მჭირდა არ ვიცი, წინააღმდეგობას ვერ უწევდი. ნარინჯისფერ სპორტულ მანქანაში ჩამსვა და კარი დამიკეტა.
-ზურა მე დანიშნული ვარ, აქედან რომ ჩავალ საქართველოში ქორწილი გვექნება. რატომ მირევ ცხოვრებას, რა გინდა? ვინ ხარ? რა თამაშს თამაშობ?
-ქორწილი არ გექნება, შენ ლევანით მოხიბლული ხარ, არ გიყვარს. ჯერ ბავშვი ხარ და სიყვარულზე არაფერი არ იცი. ცოდო ხარ მასთან, მე გამომყევი ცოლად გათხოვება თუ ასე ძალიან გინდა. მასზე მდიდარიც ვარ და მასზე მეტადაც გიზიდავ, აღიარე.-იცინოდა.
-ნუ მეთამაშები, მე ლევანი მიყვარს.-იცინოდა და არ მისმენდა.
-მაკიაჟის გარეშე ისეთი ლამაზი ხარ. სალონი არ გჭირდება შენ.
-სახლში მიმიყვანე. ეხლავე.-დაუყვირე.
-კარგი მიგიყვან, ოღონდ დამპირდი, რომ ლევანს ხელს არ დააკარებინებ.
-თავი დამანებე.-შეუღრინე.
-დიდხანს გაგყვება ჩემი სურვილი და ვერ შეძლებ ლევანთან მიახლოებას.-ჩუმად ვიყავი, ერთი სული მქონდა რომ თავი დამეღწია ამ კაცისგან. სახლში მიმიყვანა და გადასვლისას მაჯაზე წამავლო ხელი.-გერმანიაში წადი გთხოვ, შენ უნდა ისწავლო. ცოდო ხარ ლევანისთვის, არ გეცოდება საკუთარი თავი? ის უბრალოდ დიდი ბავშვია, რომელზეც ზრუნვა შენ მოგიწევს.-ახლოს მიმწია და ისევ ჩემს ტუჩებს დააცხრა, მკოცნიდა მანამ სანამ უჰაერობამ არ შეგვაწუხა.-რატომ აღარ მიდიხარ. გეშინია აფორიაქება არ შეგნიშნოს? თუ მე ვერ მთმობ.-გონს მოვედი, სილა გავარტყი, მანქანის კარი გავაღე და სწარაფად გადმოვედი.
-კაბა გრჩება და ფეხსაცმელი.-ზურაც გადმომყვა და პარკები მომაწოდა.
ხელიდან გამოვტაცე და სადარბაზოში შევედი. ლიფტი დავძარი და მერე გავაჩერე სართულებს შორის. უნდა დავწყნარებულიყავი, ლევანს არაფერი არ უნდა შეემჩნია. ცოტა რომ დავმშვიდდი ისევ მივაჭირე ღილაკს ხელი და სახლში ავედი. ლევანი ფეხბურთს უყურებდა, საერთოდ ვერ გაიგო როგორ მოვედი, სპალნაში შევიკეტე და მაკიჟის კეთება დავიწყე ჩემით, სიწითლე და აღელვება უნდა დამემალა. მერე ვარცხნილობაც ჩემით გავიკეთე, თმა დავისწორე და უკან შევიკარი კუდად. კოქტეილის კაბა ჩავიცვი, ძალიან მიხდებოდა. მისაღებში გამოვედი.
-ეხლა კი გევხარ ასე 22-23 წლისას. ასაკშიც გააცურე კაცი.-იცინოდა ლევანი. როდის მოხვედი?
-პროფესიონალურ მაკიაჟს ვერ ვაკეთებ.-უთხარი ლევანს.
-გიორგი ჭკვიანი კაცია და კარგად იცის რომ ჭკუა ასაკში კი არა თავშია. თანაც მე ასეთი მარიმი უფრო მომწონს.-თვალი ჩამიკრა.
ლევანი ღია იისფერ პერანგში და შავ შარვალში გამოეწყო. ძალიან სიმპატიური იყო, რატომ მომწონდა სხვა კაცი, რატომ არ განმიცდია მსგავსი რამ ლევანთან არასდროს, რაც ზურასთან განვიცადე? ვეკითხებოდი საკუთარ თავს და პასუხებს ვერ ვპოულობდი, ან უბრალოდ თავს ვარიდებდი, მეშინოდა, მეშინოდა საკუთარ თავს გამოვტყდომოდი, რომ ლევანი უბრალო გატაცება იყო და არ მიყვარდა. რესტორანში მისულებს ზურა, ვიღაც ქერა ლამაზმანი და გიორგი იქ დაგვხვდნენ. იმ ქერას დანახვისას ბრაზისგან რამის გავსკდი, ვეჭვიანობდი, თანაც საშინლად. ლევანზე არასდროს არ მიეჭვიანია ასე, სულ ცივი გონებით ვფიქრობდი ყოველთვის, ეხლა კი სიბრაზეს ვერ ვმალავდი. გაბრაზებულმა შევხედე ზურას, ჩემი განრისხებული თვალები, რომ დააფიქსირა გაეღიმა. ზურა ფეხზე წამოდგა და სკამი გამომიწია, თავი დაუკარი და სკამზე დავჯექი.
-ულამაზესი ხარ საყვარელო. -სკამზე ისევ ხელი ქონდა მოკიდებული და თითქმის მიჩურჩულა ყურთან ზურამ. გავბრაზდი, ისევ აგრძელებდა ფლირტს. მერე კი თავის თანმხლები ახალგაზრდა ქალი წარმომიდგინა, სახელი ლენკა რომ ახსენა ლევანს შევხედე, სახეზე ფერი არ ედო. ლენკაც მიესალმა ლევანს, თან თვალებით სჭამდა. რა თამაშს თამაშობდა ზურა არ ვიცი, ლენკა კი თავის მეგობრად გამაცნო.
-მარიამ ახლა უფრო ლამაზი ხართ?-გამიღიმა გიორგიმ. რაზეც მადლობის ნიშნად თავი დაუკარი.-თქვენმა ასაკმა იმდენად დამაინტერესა, ბოდიშს გიხდით მაგრამ გავარკვიე. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ შვილო შენით.
-ხშირად ჩემი ასაკის გამო არასერიოზულად აღმიქვავენ, ამიტომაც..-ზურას გადავხედე.
-ვიცი შვილო, 65 წლის ვარ და ერთი რამ ვისწავლე ამ ცხოვრებისგან, ჭკუა თან დაჰყვება ადამიანს, ან აქვს, ან არა. ასაკს ჭკუა რომ არ მოაქვს, ცოცხალი მაგალითი წინ მიზის.-გადახედა გაბრაზებულმა ზურას.
-კარგი რა გიორგი, სულ მე როგორ უნდა მაკრიტიკებდე.-გაიცინა ზურამ.-რატომ გგონია რომ ჭკუა არ მაქვს.
-ცოდნა გაქვს, ჭკუა არ გაქვს.-თითი დაუქნია გიორგიმ. გამიხარდა ეს ქერა ლენკა, რომ აღმოჩნდა და მხოლოდ ზურას მეგობრად გამეცნო, თუმცა მაინც ვეჭვიანობდი, არა ლევანზე, არამედ ზურაზე, საკუთარ თავს გულში ვეჩხუბებოდი. მიხაროდა ცნობილი ლენკა, რომ მაგიდასთან იჯდა, რადგან ჩემს აღელვებას ვერ შენიშნავდა ლევანი, ან თუ შენიშნავდა ლენკას დავაბრალებდი.
საღამომ მშვიდად ჩაიარა, ლევანი მაქსიმალურად ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო და ლენკას იქ ყოფნას არ აეღელვებინა, ხშირად გადმომხედავდა და მიღიმოდა. ზურამ საცეკვაოდ რომ დამპატიჟა ჩემმა შეშფოთებამ პიკს მიაღწია. ცეკვისას, რომ ეკოცნა წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევდი. უარის თქმა ვერ შევძელი და გავყევი საცეკვაოდ.
-ეს ქალი რატომ მოიყვანე?-შეუბღვირე ზურას.
-ეჭვიანობ? გაგაგიჟა ეჭვიანობამ, რომ დაინახე. მხოლოდ მეგობარია, ყოველთვის მეგობარი იყო. გერმანიაში წადი, აუცილებლად, მიატოვე თორემ მალე ინანებ.-მეჩურჩულებოდა ცეკვისას. იმ დროს მართლა მინდოდა გავქცეულიყავი, ლევანისგანაც და ზურასგანაც, საკუთარ პრინციპებს ვღალატობდი, მის ტუჩებს ურცხვად უყურებდი და სურვილი მკლავდა ისევ ეკოცნა.
-რატომ უნდა დაგიჯერო, დღეს გნახე პირველად, შენზე ცუდის მეტი არაფერი მსმენია, თანაც ეს შენ არ იყავი ლევანის საცოლესთან რომ რომანი გააბი? ეხლა აქ მოიყვანე და ცდილობ სიტუაცია აურიო.
-ეგ საცოლე მე მიყვარდა, იცოდა და რომანი ლევანმა გააბა მასთან. მან რომ ატკინა მე დამირეკა და ჩემს მკლავებში ქვითინებდა, პრობლემების მოგვარებას მე მთხოვდა. თავი ვერ შევიკავე და ვაკოცე, სწორედ მაშინ დაგვადგა თავს.
- ვიცი შენი თავშეუკავებლობა, საკუთარ თავზე გამოვცადე. ასე, რომ დაიმახსოვრე, გერმანიაში არ დავბრუნდები, ლევანს მივყვები ცოლად და ჩემთან მოახლოვება აღარ გაბედო, არასდროს.-არ ვიცი რა ძალა ვიპოვე საკუთარ თავში, რომ ეს მეთქვა.
-არ გიყვარს. ცხოვრებას დაინგრევ. უბრალოდ აღტაცებული ხარ მისით.
-არც შენ არ მიყვარხარ და საერთოდაც, უცხო ადამიანი ხარ და შენს დაკრულზე რატომ უნდა ვიარო?
-ჭკვიანი ხარ, ყოველთვის გონებით ფიქრობ, ხანდახან გულსაც მოუსმინე. საერთოდ არ გიეჭვიანია მათზე.-გაეცინა.-შენ კი ამბობ მიყვარსო.
-საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ, ლევანი მაგ ქერასთან არ მიღალატებს. არაფერი აქვს ისეთი რითაც მე მაჯობებს, ბოლოს და ბოლოს მართლა ქერაა.
-მაგაში გეთანხმები.-გაეღიმა და ფეხებიდან თვალებამდე ხარბად შემათვალიერა. მუსიკა დამთავრდა, ხელი მომკიდა და მაგიდისკენ წამიყვანა. მერე სკამი გამომიწია და დასვა.
ლევანი და ზურა აივანზე გავიდნენ სიგარეტის მოსაწევად, ლენკა საპირფარეშოში წავიდა. ლენკა ჩვეულებრივი ქერა იყო, ცისფერი თვალებით, არც მკერდი ქონდა, არც გადასარევი ტან ფეხი. იქნებოდა მეტრა სამოცდა ხუთი ქუსლებიანად.
ბატონმა გიორგიმ და მე ბევრი ვისაუბრეთ ბიზნესზე. ძალიან სასიამოვნო და ჭკვიანი კაცი იყო. ბიზნესის ხრიკებზე მესაუბრა, ბევრი კარგი მაგალითი მომიყვა და დამარიგა, საინტერესო მოსაუბრე იყო. ბევრ რამეს ვისწავლიდი მისგან შესაძლებლობა, რომ მქონოდა. ბიჭებს რომ შეაგვიანდათ გიორგის ბოდიში მოუხადე და აივნისკენ წავედი.
-ძმურად დაივიწყე რა. ახლა პარტნიორები ვართ და ლენკას გამო ხომ არ უნდა გადავეკიდოთ სამუდამოდ ერთმანეთს. თანაც უკვე წლები გავიდა, მაშინ ბავშვები ვიყავით.-მესმოდა ზურას ლაპარაკი.
-ეხლა რატომ არის შენთან?
-ვმეგობრობთ, არაფერი ყოფილა მაშინ, ტყუილად გადაირიე.
-არაფერი? რა გინდოდა ჩემს სახლში? კოცნიდი.
-ტიროდა, მორიგ კახპასთან ერთობოდი და ბავშვის მოცილებას აიძულებდი. ხო, დამირეკა, ტიროდა და ჩემებურად დავაწყნარე.-ხმას აუწია ზურამ.
-ბავშვი?
-თავად კითხე, რატომ არასდროს არ დაგაინტერესა ბავშვის ბედმა?-გაბრაზებული უყურებდა ზურა-ხო, კიდევ მინდა იცოდე, საყვარლები არ ვართ, კარგი მეგობრები ვართ, საქმიან შეხვედრებზე მომყვება ხოლმე.
-რა საჭირო იყო აქაც მოგეყვანა?
-მარიამი მარტო ხომ არ იჯდებოდა, თანაც გაიცნო, რა მოხდა? რა გაღელვებს, ხომ ამბობ, რომ წარსულია?
-კარგი, დავივიწყოთ.-უთხრა ლევანმა.-მარიამი მიყვარს და ლენკა საერთოდ არ მაინტერესებს.-თავი დამნაშავედ ვიგრძენი, საკუთარი თავი შემზიზღდა იმ დროს.
-ძალიან ბევრს ხომ არ ეწევით, გიორგი ნერვიულობს.-აივანზე გავედი და ლევანს გვერდით ამოუდექი.
-გიორგი თუ შენ?-ცხვირზე თითი დამკრა ლევანმა.
-მე რა მაქვს სანერვიულო?-ხელზე ხელი მოვკიდე და დარბაზისკენ წავიყვანე. ზურაც უკან გამოგვყვა, თან ირონიულად იღიმოდა.
ცოტა ხანში საპირფარეშოში გავედი, ცოტა უნდა ამომესუნთქა ზურას მზერისგან. სარკეში კი ისევ ზურას გადავაწყდი.
-ქალების საპირფარეშოში რა გინდა?-შევხედე გაბრაზებულმა.
-კაცების საპირფარეშოში მოსაწონი ვერავინ ვნახე.-ჩაეღიმა.
-გადი გთხოვ, თვალზე ცრემლი მომადგა.
-ჩუმად, სუუ... არ იტირო გთხოვ.-ხელები მომხვია და გულზე მიმიკრა.
-რატომ მირევ ცხოვრებას? შენ ერთობი.
-არ ვერთობი ჩემო პატარა, ეს შენ ამირიე დღეს ცხოვრება და გეგმები შენი გამოჩენით.
-მატყუებ, ძველი ანგარიშსწორებაა, ლევანს ეჯიბრები, მისი გშურს.
-რა მშურს მისი? ტვინი არ აქვს, თუ მოვინდომე ბიზნესი აღარ ექნება, ჭიანჭვლასავით გავსრეს. რატომ გგონია რომ მის ადგილზე მინდა ყოფნა. ერთადერთი რაც მშურს შენ ხარ და შენც ჩემი გახდები.
-არასოდეს, ეს არ მოხდება. მორჩი თამაშს.
-არ ვთამაშობ. მაგიჟებ. რატომ არ გჯერა.-მიყურებდა თავის მწვანე თვალებით და დაუჯერე. ისეთი სუფთა და გულწრფელი მეჩვენა დაუჯერე. მერე კი მაკოცა და დიდხანს მკოცნიდა, ხელებს ჩემს შიშველ ზურგზე დაასრიალებდა, კედელზე ამაკრა და ჩემს მკერდს დაუყვა, სურვილი მკლავდა, გასახდელში დაწყებული გააგრძელა, წინააღმდეგობას ვერ უწევდი, შეუკავებლად კვნესა აღმომხდა და თმაზე მოვქაჩე. მოღალატე ვიყავი, ვღალატობდი ლევანს, საკუთარ პრინციპებს, ჩემს ღირსებას, ისე ვიქცეოდი, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალი. კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
-ესღა მაკლდა.-ამოვილაპარაკე შეშფოთებულმა.-მომცილდი.-ხელით უკან დავწიე.
-შენ წადი და გააღე.-თავად კი კაბინაში შევიდა და გაღიმებულმა თვალი ჩამიკრა.
კარის გაჭედვა მოვიმიზეზე და საპირფარეშოდან გაღიმებული გამოვედი. როგორ დაუძვრებოდა ათობით ქალის რისხვას ზურა მეცინებოდა. თან საკუთარი თავი მძულდა, ლევანს ვღალატობდი.
-სად იყავი ამდენ ხანს.-გაბრაზებულმა შემომხედა ლევანმა. ძალიან იყო შეშფოთებული, რაღაცას ძალიან ნერვიულობდა, ნამტირალევი სახე ქონდა ლენკასაც. „ალბათ წარსულზე ილაპარაკეს.“ გავიფიქრე.
-საპირფარეშოს კარი გაიჭედა და ძლივს გამიღეს.-თავი გავიმართლე და ლენკას ნაძალადევად გაუღიმე. მეცოდებოდა ეს ქალი, დიდ ტკივილს ატარებდა.
-ნახევარი საათის მერე გამოჩნდა ზურაც.
-შენ სადღა გაქრი-უსაყვედურა გიორგიმ.
-მომწოდებლებმა დამირეკეს და აივანზე ველაპარაკებოდი.-თან მე გადმომხედა.
-ერთი საათი რას ლაპარაკობდი?
-ხომ იცი ქალია და თან მე მოვწონვარ. რომ გააბავს საქმიდან ფლირტზე გადადის და თავს ვერ ვაღწევ, არადა კარგი ფირმა აქვს, არც მინდა ხელშეეკრულების გაუქმება მათთან.
-ისევ ის მექალთანე ხარ.-გაუცინა ლევანმა.
-მეც რომ მეპოვა მარიამისნაირი ქალი სხვა ქალისკენ არც კი გავიხედავდი.-თვალი ჩაუკრა ლევანს.-ისე გამოხვედი სიტყვაში თავად არ იყავი თითქოს მექალთანე.
-აღარ ვარ.-მხარზე ხელი მომხვია და მიმიხუტა ლევანმა. თავი დავიჭირე, რომ მისი შეხება მაღიზიანებდა და მისი ხელი მოვიცილე. ზურას კი ძარღვები დაბერილი ქონდა და ისე უყურებდა ლევანს, ჩემს საკუთრებას რათ ეხებიო. ჩემს რეაქციაზე კი ჩაეღიმა.
ლენკას, გიორგის და ზურას დავემშვიდობეთ, მომავალი დღის საქართველოში გამოფრენა მოვიმიზეზეთ და რესტორანს თავი დავაღწიეთ.
-მარიამ, შენნაირ თანამშრომელზე არც მე ვიტყოდი უარს-დამშვიდობებისას მითხრა გიორგიმ.
-უფრო მეტი ხელფასი შევთავაზოთ და წამოვა ჩვენთან.-მხარზე ხელი დაკრა ზურამ გიორგის.
-სხვათაშორის უხელფასო თანამშრომელი ვარ.-წარბის აწევით უთხარი ზურას.-ყველაფერს ფულით ვერ იყიდი და ვერ შეაფასებ.
-ქართველი ქალის ნამდვილი სახეა. სდიე შენ რუსებს ფულზე ვინც იყიდება და ფულით ვინც იზომება.-უთხრა ქართულად ზურას და ლენკას გადახედა, ამ გოგოს საერთოდ არ ესმოდა ქართული.
-საქართველოში არ მიშვებ, გადამაყოლე ამ ბიზნესს და კომპანიას და აბა შენ ხომ არ დაგიწყებ დევნას?-იცინოდა ზურა. რაზეც ჩვენც გაგვეღიმა.
-შეხვედრამდე, -ხელი ჩამოართვა ლევანმა გიორგის. ლენკას და ზურას კი თავის დაკვით დავემშვიდობეთ.
-ჩუმად რატომ ხარ?-ვკითხე ლევანს.
-ჩავფიქრდი.
-რაზე?
-5 წლის უკან რაც მოხდა იმაზე. ჩემზე და ზურაზე.
-რა გითხრა?
-დავივიწყოთ, ბავშურად მომივიდაო.
-ხოოო.???
-მარიამ შენც ხომ არ დაგიწყო ფლირტი, მოვკლავ.-ძარღვები დაებერა ლევანს.
-არა. -თავი გავიქნიე და ფანჯარაში დავიწყე ყურება. ლევანს ვატყუებდი, დღეს რამის სექსი მქონდა ზურასთან, მასზე ფიქრს ვერ ვიცილებდი, არ ვიცი რა დამმართა ერთ დღეში ამ კაცმა.
-ყოველთვის მე მეჯიბრებოდა ყველაფერში.-ჩაილაპარაკა ლევანმა, მერე ზურას სიტყვები გამახსენდა, „რატომ გგონია რომ მისი მშურსო?“ ლევანს უყურებდი და ზურასი და მისი საუბარი მახსენდებოდა. ვიცნობდი კი ლევანს, როგორ გაწირა საკუთარი შვილი, ან რატომ ღალატობდა თუ უყვარდა? კითხვები თავში მიტრიალებდა და მეშინოდა, იქნებ არ ვიცნობ ლევანს. იქნებ შეცდომას უშვებ? შეძლო და ზურამ გონება ნამდვილად ამირია. გადავწყვიტე, რომ ზურა უნდა ამომეშალა ჩემი მეხსიერებიდან, ლევანზე უნდა მეფიქრა მხოლოდ და დღევანდელი დღე დამევიწყებინა. ლევანისთვის უნდა დამეჯერებინა და წარსულის ქექვა არ დამეწყო.
-ლევან, ამ კომპანიონობით კომპანიას სერიოზული მოგება ექნება, შესანიშნავი პიარია, გაყიდვებიც გაიზრდება. მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე, როცა გიორგი ზურას კომპანიას ჩააბარებს და სადავეებს ხელში ჩაიგდებს, ხელშეკრულება მაშინვე უნდა გააუქმო. ზურა ისეთი ადამიანია, რომ არ შეიძლება ენდო.
-ასე სწრაფად როგორ მოახერხე მისი ამოცნობა.
-კარგი დიპლომატი მაშინ ხარ, როცა ადამიანების ამოცნობის უნარი გაქვს. ადამიანების ხასიათს თუ დაინახავ და ამოიცნობ მაშინ მასთან საერთო ენის გამონახვის საშუალებაც გექნება. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამოიცნობ და ხვდები რომ მათთან არც დიპლომატია და არც მოლაპარაკება არ გამოვა. უბრალოდ ჯობს თავი შორს დაიჭირო, შენივე უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის. ასეთია ზურაც, მას უნდა ერიდო. საკმაოდ ჭკვიანია და თუ მოინდომა ჩაგძირავს. -უფრო საკუთარ თავს ვაჯერებდი, ვიდრე ლევანს.
იმ ღამით დაღლილობა მოვიმიზეზე და ლევანი ახლოს არ გავიკარე.
მეორე დღეს გამოვფრინდით საქართველოში და შეუდექი ქორწილისთვის მზადებას. მგონი ყველა გოგოს მოწონს ეს პროცესი, მე კი ისე მეზარებოდა ყველაფერი, ვერ ვერკვეოდი საკუთარ გრძნობებში, ლევანს ვეხვეწე, ჩუმად ავიდეთ მამა აკაკისთან და ჯვარი დავიწეროთ არ გვინდა ეს საქორწინო კაბა და ქორწილითქო. მაგრამ გამიბრაზდა, არაო. ყოველ დღე კი არ მომყავს ცოლი, ეს ამბავი აღსანიშნავიაო. იძულებული ვიყავი მეხეტიალა და მეძებნა ჩემთვის მოსაწონი კაბა და ფეხსაცმელი. ლიკა, თამთა, ანა და თამარი დანარჩენ საქმეებს აგვარებდნენ. კაბის მოზომვაც რომ ვინმეს შესძლებოდა გადავაბარებდი. სულ ზურას სახე დამყვებოდა თან, რამდენჯერმე დამირეკა და მითხრა გერმანიაში წავსულიყავი, თუმცა ჩემგა უარი მიიღო. მერე დამპირდა ქორწილამდე ჩამოვალ და გადაგარწმუნებო. მინდოდა გავქცეულიყავი, საკუთარი ქორწილი არ მიხაროდა, მინდოდა წავსულიყავი გერმანიაში, მაგრამ რა გარანტია მქონდა, რომ ზურა არ მატყუებდა. ასე შემეშინდა საკუთარი გრძნობების, უფლის წინაშე დადებული ფიცის და ცხოვრების დინებს მივყევი. რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ზურა უნდა ამომეგდო თავიდან და ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ მყარი და ბედნიერი ოჯახი შემექმნა ლევანთან.
უშტატო თანამშრომელი ვიყავი კომპანიის. ლევანი მეჩხუბებოდა, ქორწილის საქმეს მიხედე ნუ დადიხარ კომპანიაშიო, შენი ქორწილია მეზობლის ხომ არ არისო, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა. მშენებლობაზე დავიწყე სიარული. 40 გრადუს სიცხეში მშენებლობაზე ავედი და პროცესი დავათვალიერე, ამბის მიმტანებმა ამომიცნეს და ახარეს ლევანს კორპუსის მშენებლობაზეა ჩაფხუტით დადისო. ნახევარი საათის მისული ვიყავი, რომ ლევანი თავზე დამადგა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ, კაბის საყიდლად არ მიდიოდი დღეს?-ხელი მკლავში წამავლო და კბილებში გამოსცრა.
-იმას რასაც შენ არ აკეთებ, სხვათა შორის მშენებლობაზე რომ შემოვარდი ჩაფხუტი უნდა დაიფარო და ისე შემოხვიდე, გენერალური დირექტორი კარგ მაგალითს კი აძლევ დაქირავებულ პერსონალს.
-მარიამ გეყოფა, ჭკუიდან ნუ გადაგყავარ. დგანან და მოგშტერებიან მუშები, როგორ დადიხარ სართულიდან სართულზე. ეხლავე წამოდი, აქ ნუ მადგმევინებ კონცერტებს.
-ათი წუთი გაძელი კონდიციონერის გარეშე და გაიზიარე აქ მომუშავე ადამიანების ბედი.
-მარიამ წამოდი ნერვებზე ნუ მეთამაშები. აქ არ მაყვირო ეხლა.
-არც გაბედო ყვირილი, გაჩერდი და ამ ადამიანების ბედი გაიზიარე.-უთხარი ისე მშვიდი სახით თავადაც დაუწია ტონს.
-რა თამაში წამოიწყე? იქნებ ამიხსნა? -ხელი მომკიდა შენობის შიგნით ჩრდილში შემიყვანა.-საშიში რომ არის აქ სიარული არაპროფესიონალისთვის იცი?
-არა მარტო არაპროფესიონალისთვის, არამედ ამ ხალხისთვისაც. 40 გრადუს სიცხეში მუშაობენ ღია ცის ქვეშ, სადაც შენ მათი გენერალური დირექტორი 5 წუთიც კი ვერ გაჩერდი. ბოლოს როდის დაინტერესდი ამ ხალხის ბედით? ბოლოს როდის მოხვედი მშენებლობაზე?
-ჩემს აქ მოსაყვანად სხვა გზა ვერ მონახე?
-ვერა, გელოდე, გელოდე და თავად ამოვედი. იცი ყოველ დღე მოვდივარ და უყურებ ამ სიცხეში როგორ მუშაობენ მუშები, შრომის უნარი დაქვეითებულია, საქმეს ხარისხიანდ ვერ აკეთებენ და იცი რატომ? იმიტომ რომ დასიცხულები არიან. ერთი კვირა, ერთი კვირაა ამათ საცოდაობას უყურებ, ეს დღეს შემნიშნა შენმა შპიონმა.
-ყველაფერი იცი და მითხარი რა გავაკეთო, დროულად ვერ დავასრულებ მშენებლობას. ორი თვე კი სულ სიცხეებია, იქნებ იპოვოს ჭკვიანმა მარიმმა გამოსავალი.-გაბრაზებული მიყურებდა.
-დილის 5 საათზე დაიწყონ მუშაობა და 10 საათზე დაასრულონ. საღამოს 5 საათზე გამოვიდნენ და 8 საათზე დაასრულონ. დაუძახე ზედამხედველს და გაეცი განკარგულება. მოკვდებიან ლევან ამ სიცხეში, ცოდვა კი შენს კისერზე იქნება. თან უთხარი რომ ამ ორ თვეში იმუშავებენ ასე და პრემიასაც დაურიცხავ.
-შენ ვინ ხარ? ქორწილი არ გახსოვს ხომ საერთოდ?
-ლევან გაეცი განკარგულება და შენს თავს ვფიცავარ ქოწილამდე კომპანიაში თუ ფეხი დავადგა.
-კარგი დავიბარებ ზედამხედველებს და ხალშეკრულებებს შეუცვლით.
-აქვე და ახლავე დაიბარებ მუშიან ზედამხედველიანად ყველას და შეუთანხმდები.
-გურამ-გასძახა ერთერთ ზედამხედველს.-ყველა მუშა და ზემდგომი შეკრიბე და ქვემოთ მოვიდნენ.
-ეს მომწონს.-თვალი ჩაუკარი.
-მიგიყვან შენ სახლში და რა მოგივა განახებ აქ ხეტიალისთვის.-თითი დამიქნია.-მანქანაში დამელოდე.
-არა მეც უნდა მოვისმინო.
-ღმერთო რა შარში ვარ. ეს ვის გადავეკიდე. ბოლოს მომიღებ.-ბუზღუნით წავიდა ქვედა სართულისკენ.
ცოტა ხანში ყველა შეიკრიბა, ისეთი დაღლილები იყვნენ, დასიცხულები, ძალიან შემეცოდნენ. ადამიანები ლუკმა პურისთვის როგორ ეწვალებიან, ზოგი კი ხელისგულზე მირთმეულ ცხოვრებასაც ვერ ირგებს. ლევანს კი გამოვასწორებ და უფრო ადამიანურს გავხდი, რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს.
-ყველანი აქ არიან ბატონო ლევან-უთხრა გურამმა.
-ბატონებო-დაიწყო ლევანმა-აქ იმიტომ შეგკრიბეთ, რომ გაუსაძლისი სიცხის გამო შუადღის მუშაობა გადავიტანოთ დილის და საღამოს საათებში.
-ერთხელ ამოხვედით და დაგცხათ შეფ?-გაიცინა ერთ ერთმა მუშამ.
-ვინც თანახმა არ იქნება საათების ცვლილების შუადღის სიცხეში გააგრძელოს მუშაობა.-კომენტარზე გაბრაზდა და დაამატა ლევანმა.
-საათები გვითხარით, დღის განრიგი გაწერილი გვაქვს.-უთხრა ერთერთმა მუშამ.
-შეიძლება?-ლევანს ხელი მოვკიდე და უთხარი მე ვილაპარაკებდი. რაზეც თავი დამიქნია.-გაწერილი რაზე გაქვთ საათი შეიძლება მითხრათ, ვიცი პირადულია მაგრამ მაინც.
-ბავშვს საბავშვო ბაღში ვტოვებ და მერე მოვდივარ სამსახურში, საღამოს კი აქედან მისულს ისევ მე გამომყავს ბაღიდან, ჩემი მეუღლე მაღაზიაში მუშაობს და დილით ძალიან ადრე გადის, საღამოს კი გვიან ბრუნდება. განრიგი აწყობილი მაქვს.-ლევანმა ისეთი თვალებით შემომხედა ახლა იპოვე გამოსავალი თუ მაგარი ხარო.
-კარგით, მოდით ასე შევთანხმდეთ. გაუსაძლისი სიცხე, რომ არის და ადამიანისთვის ღია ცის ქვეშ დგომა თქვენივე ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს, მგონი ამაში ყველა მეთანხმებით. სიმაღლეზე გიწევთ ასვლა, ვიშკაზეც ადიხართ. ცუდად გახდომის ალბათობა ძალიან იზრდება და უბედური შემთხვევაც შეიძლება მოხდეს. სიცხის დროს სამუშაო რომ გავაჩეროთ დროულად ვერ ჩავაბარებთ მშენებლობას, ასევე თქვენს ხელფასებზეც ცუდად აისახება ეს. ამიტომ ერთ რამეზე შევთანხმდეთ. 2 თვის განმავლობაში სამუშაო საათები იქნება დილის 5 საათიდან და 10 საათზე დაასრულებთ. საღამოს 5 საათზე გამოხვალთ და 8 საათზე დაასრულებთ.-მუშები აყაყანდნენ.-ბოლომდე მომისმინეთ-ხმას აუწიე რომ მათი ხმა გადამეფარა, ყველა გაჩუმდა და მე დამიწყეს ყურება. -სენდვიჩპანელების ხუთ ოთახს დავდგავთ საწოლებით, სადაც მოსვენებას შეძლებთ. ასევე დაგერიცხებათ პრემია თვის ბოლოს 300 ლარი, რითაც საკუთარ შვილებს აუყვანთ ძიძას და ბაღში ძიძამ მიიყვანოს და უკანაც გამოიყვანოს, მსურველი ბევრი იქნება დღევანდელი უმუშევრობის ფონზე. ახლა კი თუ ვინმეს რამე პრეტენზია გაქვთ და მოსაზრება ხელის აწევით მანიშნეთ და სათითაოდ მოგისმენთ. -ერთმა მუშამ ხელი აიწია.-გისმენთ.
-რამდენიმე დღე დაგვჭირდება მოსაგვარებლად.
-დღეს ორშაბათია, კვირის ბოლომდე ვისაც მოსაგვარებელი გაქვთ მოაგვარეთ და ვისაც არ გაქვთ პრობლემა ხვალიდანვე გადაანაცვლეთ მუშაობის დრო. ბატონო გურამ დაარეგულირეთ აღნიშნული საკითხი.
-აბა რეკლამის გადაღებას ვაპირებო? ვინ ხართ ქალბატონო მარიამ?-მკითხა გურამმა, თან 50 კაცის ინტერესიანი მზერა ჩვენსკენ იყო მომართული.
-მარკეტინგის მენეჯერია და ჩემს ადგილს უმიზნებს.-სიცილით უთხრა ლევანმა.
-კარგი მენეჯერი კი გამოვა ნამდვილად. დღეს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომპანიები არა თუ არ ზრუნავენ არამედ პირიქით თავად აყენებენ ზიანს. რამდენიმე დღის უკან მშენებლობიდან 21 წლის ბიჭი გადმოვარდა. ცუდად გამხდარა მზეზე, გათიშულა და გადმოვარდა.
-ბატონო გურამ, პირადად გააკონტროლეთ რომ ყველა ვინც მშენებლობაზე შემოვა ჩაფხუტი ეფაროს, და ვიშკაზეც დაბმულები ავიდნენ. გუშინ უყურე არც ჩაფხუტი ეფარა და არც დაბმული არ იყო. რამე, რომ დაემართოს მერე კომპანიას უჩივლებენ, ამ დროს კი დაუდევრობის გამო თავად უქმნიან საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს.-უთხარი გურამს ხმამაღლა ისე რომ ყველას ესმოდა.
-გესმით რაც თქვა ქალბატონმა მარიამმა? მოვიდა და გარიგებთ, ამას მაინც დაუჯერეთ, შაქარი მიწევს ამათთან ჩხუბით, დამღალა ამათმა დაუდევრობამ.-დაიწუწუნა გურამმა.
-ქალბატონ მარიამს დაუჯერებთ, რომ გვითხრას ჯოჯოხეთშიც გავყვებით. არ ინერვიულოთ ქალბატონო მარიამ, თუ არ დაიფარებენ ჩაფხუტს იმ ჩაფხუტით ვცემ ამათ.-თავი წამოყო ერთერთმა ახალგაზრდა ბიჭმა.
-ერთმანეთის უსაფრთხოებაზე იზრუნეთ, ერთმანეთი დახოცეთთქო კი არ მითქვამს.-უთხარი, რაზეც მეორე მუშამ თავში ხელი წამოარტყა სიტყვით გამომსვლელს, რას ბოდიალობო, რასაც სხვა მუშების სიცილი მოჰყვა.-კარგით ჩვენ წავალთ და კვირაში 2 დღე ბატონი ლევანი მოვა და შეამოწმებს მუშაობის პროცესს.
-ხშირად გვეწვიეთ ქალბატონო მარიამ, თქვენ ისეთ სტიმულს გვაძლევდით ეს ერთი კვირა გაორმაგებული ძალებით ვმუშაობდით.-წამოიძახა სხვა მუშამ.
-გეწვევით, თუ საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნებთ.-თავი დაუკარი, ლევანიც დაემშვიდობა და მანქანისკენ დავიძარით. მოვიდა ბიჭი ბოლო მოდელი ლექსუსის ჯიპით და მუშების მოსმენაც არ უნდოდა. ვბრაზდებოდი ლევანზე, რომელიც გაბრაზებული მიყურებდა და შუბლს არ ხსნიდა. დიდი ომი მექნებოდა სახლში მისულს.
-„ცოტნე მომწოდებლებს შეხვდი მე დღეს სამსახურში აღარ მოვალ“-ტელეფონზე დაურეკა ცოტნეს.-„ხო იქ იყო“, „საათები შევცვალეთ, მერე მოგიყვები ახლა საჭესთან ვარ ვერ დაგელაპარაკები“.
-რა საქმე გაქვს? სამსახურში რატომ არ მიდიხარ?-დაუსვი კითხვა.
-არ იცი რა საქმე მაქვს ხო? -გადმომხედა გაბრაზებულმა.
-„გისმენ მამა“-ტელეფონს უპასუხა.-„ვინ გაწვდის ამ ინფორმაციებს?.... ვიყავი მშენებლობაზე და მუშაობის პროცესი შევამოწმე. .... თუ ჩამაბარე მართვა ხელს ნუღარ მიშლით, მარიამი არ მეყოფა ყველაფერში ცხვირს ყოფს, შენ შენი ინფორმატორებით კიდევ ცალკე ტვინს მიტყ... „-გაბრაზებულმა მუშტი დაარტყა საჭეს. მერე ტელეფონი გამომიწოდა.-დაელაპარაკე და აუხსენი.
-„გისმენთ ბატონო გუჯა.-ჩავძახე ტელეფონში.“
-„რა სჭირს მაგას? რა ცოფებს ყრის?“-მკითხა გუჯამ.
-„მე გავაბრაზე“-უთხარი გუჯას.
-„მშენებლობაზე შენც ყოფილხარ.“
-„კი ვიყავით და სამუშაო საათები გადავიტანეთ.“
-„რა გადაიტანეთ? რატომ გადაიტანეთ ამიხსნი?“
-„კი აგიხსნით, ერთი კვირის უკან 21 წლის ბიჭი მზეზე ცუდად გახდა და მშენებლობიდან გადმოვარდა. ამიტომაც მსგავსი რამ ჩვენც რომ არ შეგვემთხვეს დილით ადრე დაიწყებენ მუშაობას 10 საათამდე იმუშავებენ და საღამოს 5 დან 8 საათამდე. დასვენებულები უფრო მეტ საქმეს გააკეთებენ. „
-„ეგ შენი იდეაა?“-მკითხა გუჯამ.
-„კი, დავიტანჯე მათი ყურებით, ერთი კვირაა მშენებლობაზე დავდივარ და უყურებ გაუსაძლის სიცხეში 40 გრადუსში მონებივით შრომობენ.“
-„რახან შენი იდეაა, ცუდი არ იქნება და არც არაფერს გააფუჭებ. კარგი იყოს ეგრე როგორც გინდა. მაგრამ ძაან ნუ გაათამამებ, მასეთი მუშები იყვნენ ზუსტად რომ გაგვძარცვეს.“-დამარიგა გუჯამ.“-ეგ მაგიტომ არის გაცოფებული, რომ შენი იდეაა?“
-„კი, არ მოეწონა მშენებლობაზე რომ დავდიოდი“.-ჩაუკაკლე გუჯას.
-„თვითონ არ მივიდეს და არ შეხედოს რა ხდება. სანამ არ გაიგო რომ იქ იყავი მანამ არ მიბრძანდა.“-ბრაზობდა გუჯა.
-„ამის მერე კვირაში ორჯერ მივა და შეამოწმებს“-უთხარი გუჯას.
-„შენი იმედი მაქვს. მაგას შენ თუ გამოასწორებ.“
-„კარგად“-დავემშვიდობე გუჯას და ტელეფონი გავთიშე.
-ისიც დამიგეგმეთ მამაჩემმა და შენ საპირფარეშოში რამდენჯერ შევიდე დღეში.-ისევ ცოფებს ყრიდა.
-ჩემი ბრაზიანი ბიჭი.-მისკენ გადავიწიე და ვაკოცე.
-ვერ მომთაფლავ.-ისევ გაბრაზებული მიყურებდა.
სახლში მივედით, მიყვირა და მეჩხუბა, თავზე ნუ მახტები და შენი ინიციატივით ნურაფერს წყვეტავო. ოთახში შევიკეტე და იქით გავებუტე.
-მარიამ კარი გამიღე.-კარზე მიბრახუნებდა.
-თავი დამანებე. ცივსისხლიანი ხარ, ადამიანების ბედი არ განაღვლებს, ვცდილობ შენში ადამიანი გავაღვიძო, შებრალება გასწავლო, შენ კი მარტო საკუთარი კომფორტი განაღვლებს.-გამოვძახე სლუკუნით.
-კარგი აღარ გიბრაზდები, კარი გამიღე.-ხმას დაუწია. მეც გავაღე კარი და ყელზე ჩამოვეკიდე, გული ამიჩუყდა და უფრო მეტად ავტირდი.
-მიყვარხარ, ამიტომაც ვცდილობ შენს შეცვლას.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-მეც მიყვარხარ. სანამ შეეცდები რამე შეცვალო ჩემში, შემითანხმე და სულელურ მდგომარეობაში ნუ ჩამაყენებ როგორც დღეს.-თავზე მეფერებოდა.
-რომ მეთქვა მშენებლობაზე წავიდეთთქო რას მეტყოდი?-ისევ თვალებში შევხედე.
-საქორწილო კაბას მიხედე და მშენებლობას თავი დაანებე.-ცხვირზე თითი დამკრა.
-აი, ხომ ხედავ. რომ არ მივსულიყავი ისე დასრულდებოდა მშენებლობა არც კი გაგახსენდებოდა, რომ ერთხელ მაინც გენახა ხალხი მონებივით როგორ შრომობს, შენ კი კაბინეტიდან გამოდიხარ, სადაც კონდიციონერი გაგრილებს და ბოლო მოდელის ლექსუსის ჯიპში ჯდები, სადაც ისევ კონდიციონერი გაგრილებს.-უთხარი საყვედურით.
-რა ვქნა მარიამ? მაქვს ეს ყველაფერი და არ გამოვიყენო? მთის წვერზე ვიცხოვრო და მონასავით ვიშრომო? რა გინდა მითხარი?-ხმას ისევ აუწია.
-გამოიყენე, არავინ გიშლის, უბრალოდ ხშირად მიდი და იმ ადამიანების ბედითაც დაინტერესდი. შენი პატივისცემა რომ ექნებათ უფრო კარგად და ხარისხიანად გააკეთებენ საქმეს. თუ ვინმე მოპარვას გაბედავს, სხვა ის ვინც შენ გაფასებს ამას არ დაუშვებს და ხელს შეუშლის. კარგი უფროსი მაშინ იქნები, თუ თანამშრომლები პატივს გცემენ და არა მაშინ თუ შიშით დაგიწყებენ ყურებას.
-კარგი მივალ და გავაკონტროლებ, ოღონდ ხვალიდან წახვალ და კაბას იყიდი. 2 კვირაში ქორწილი გვაქვს და შენ მშენებლობებზე დაეხეტები. იცი რა თვალებით გიყურებდნენ მუშები? ტვინში სისხლი ჩამექცა.-ძარღვები დაებერა.
-შენც მასე უყურებ ყველა ლამაზ გოგოს და დიდი ამბავი თუ შემომხედეს. სამაგიეროდ ახლა ქალს კი არ ხედავენ ჩემში, არამედ უფროსს, რომელმაც წამებისგან იხსნა.
-მარიამ, ბოლოს მომიღებ.-მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა.
მეორე დღეს წამიყვანა ლევანმა და კაბა შევარჩიე. ბევრი არ მირჩევია, სალონში მითხრეს ჩემს ზომაზე დააყენებდნენ, მთავარია მომწონებოდა. მეც შევარჩიე გიპიურით გაწყობილი თეთრი სადა წელში გამოყვანილიდა ბოლომდე დაშვებული კაბა. ფეხსაცმელიც შეუხამე, თეთრი ქუსლიანი სადა ფეხსაცმელი. მერე ლევანს ვაყიდინე სმოკინგი, შარვალი და ფეხსაცმელი. სახლში დაღლილი დავბრუნდი.
-რატომ მოსწონთ ეს პროცესი გოგონებს მეტყვის ვინმე?-ამოვიბუზღუნე.
-სამაგიეროდ შენ ის მოგწონს რაც კაცებს.-მითხრა სიცილით.
-დევდარიანო გადახრები არ მაქვს. საყიდლებზე სიარული მეზიზღება. სამაგიეროდ სუპერმარკეტი მიყვარს. გემრიელობების ყიდვა.
-ხომ გეუბნები კაცებსაც გვეზარება საყიდლებზე სიარული, სამაგიეოდ კუჭი რომ შეგვაწუხებს სუპერმარკეტში გავრბივართ. კაცებს ლიდერობაც მოგვწონს, როგორც შენ. სულ ცდილობ შენს დაკრულზე მატარო, მაგრამ 2 კვირაში ეგ აღარ გაგივა.-თითი დამიქნია.
-არ გადამაფიქრებინო ფრთხილად იყავი.-თითი დაუქნიე.
-მოდი აქ. -გამომეკიდა და მხარზე გადაკიდებული შემარბენინა საძინებელში.
ჩემი ნიშნობის მერე თომა პაპა რუსეთში გაფრინდა. მე ხშირად მივდიოდი სახლში, ეკატერინე დღითი დღე იფერფლებოდა. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე სულ არ მახარებდა ქორწილი. თუმცა თავად ეკას ეს ამბავი ისე ახარებდა, ანასაც დაავიწყდა ქორწილის ამბების გამო დედის ავადმყოფობა, უფრო ხალისიანი გახდა. ლიკას კონსულტაციაზე მამა და დედა გაყვნენ. უხაროდათ შვილიშვილი, რომ უნდა ყოლოდათ და მეც აღარ ვეცილებოდი, იმდენი საზრუნავი მქონდა ლიკასთვის ვეღარ ვიცლიდი. აკაკი მისულა ლიკასთან და უთხოვია ცოლად გაყოლოდა. ეს ქალბატონი კი ისე იდებს თავს თითქოს მთხოვნელების ჯარი ედგეს კართან. მოსაწვევები მომცა თამარმა, მაკო მეჯვარედ მიმყავდა, ლევანის მეჯვარე დათო იქნებოდა. ნიკასაც მივეცი მოსაწვევი. ბედნიერება მისურვა და ბოდიში მომიხადა, რომ ქორწილში ვერ მოვიდოდა. მეც აღარ დავაძალე, ვიცოდი მისთვის ძალიან მძიმე იყო ჩემი სხვის გვერდით ნახვა. ჩემი გადარეული მეგობრებიც დავპატიჟე ქორწილში. ლევანმა თავის მეგობრები და თანამშრომლები, რომლებთანაც უკვე მეც ვმეგობრობდი. უახლოესი ნათესავებიც მოვიპატიჟეთ. დედამ რამდენიმე მეზობელიც დაპატიჟა, მე კაკი დავპატიჟე პირადად. უთხარი ლევანს იცნობ, ის ტიპია ღამით რომ გალახეთქო. გაბრაზდა, მარიამ რატომ მაცემინე კაცი თუ გიყვარდაო. დავარწმუნე მოსულიყო ქორწილში და ლიკასთან ფარ-ხმალი არ დაეყარა. შარლოტას და მარკს დაურეკე და ისინიც დავპატიჟე, თუმცა ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. პაპა და გოგოებიც ჩამოვიდნენ ქორწილის წინა დღეს. ყველანი სვანეთში წავედით, გუჯას მეგობარს სასტუმრო ქონდა და 3 დღით მთლიანი სასტუმრო დაჯავშნა გუჯამ სტუმრებისთვის. ყველა დავაბინავეთ და სვანეთის სახლში მივედით.
ზურაზე ფიქრი უფრო მეტად დავიწყე, ბოლოს რომ მელაპარაკა მითხრა ქორწილამდე ჩამოვალ და გადაგაფიქრებინებო. ის კი არ ჩანდა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მიცემულ პირობას ვერ ვარღვევდი, ლევანის მიმართ გავცივდი, არ მინდოდა მისი ცოლი გავმხდარიყავი, გულს უსმენდი და ვხვდებოდი, რომ ლევანით გატაცებული ვიყავი და არ მიყვარდა. მინდოდა მოვმკვდარიყავი და ეკლესიაში შესვლამდე რამე დამმართნოდა. დედამ მეხვეწა სასტუმროში დარჩი ქორწილის წინა დღეს მოსცილდი ლევანსო, თუმცა არ დაუჯერე და ლევანს გავყევი სახლში. საკუთარი თავის მეშინოდა, სასტომროში რომ წავსულიყავი ბევრს ვიფიქრებდი ჩემს მომავალ ქორწილზე და შეიძლება ქორწილი ჩამეშალა, ლევანის გვერდით აღარ ვფიქრობდი და საკუთარ თავს უფრო მეტად ვარწმუნებდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ ზურა წარსულში უნდა დამეტოვებინა, რომ ის მხოლოდ თამაშობდა და ცხოვრებას მირევდა.
-რატომ არ დარჩი?-ხელი მომხვია და სახლში შემიყვანა.
-6 თვეა ურთიერთობა გვაქვს, რა მნიშვნელობა აქვს საიდან წავალ ეკლესიაში. -შევხედე თვალებში. სინამდვილეში მეშინოდა, საკუთარი თავის მეშინოდა, რომ ქორწილში არ მივიდოდი და აქედან გავიქცეოდი.
-წამოდი დავისვენოთ, კარგად უნდა გამოიძინო. ლამაზი და დასვენებული პატარძალი მჭირდება მე.-ხელი მომხვია და საძინებელში შემიყვანა.
-ჩამეხუტე და დავიძინოთ.-კისერზე ხელები მოვხვიე და საწოლისკენ წავიყვანე. ცოტა ხანში ორივეს ჩაგვეძინა მგზავრობით დაღლილებს.
-გაიღვიძეთ-თამთა შემოიჭრა ჩვენს ოთახში.
-გადი თამთა აქედან.-ბალიში ესროლა ლევანმა.
-ლევან თავად გადი, ლიკა და ანა აქ არიან პატარძალი უნდა მოვაწესრიგოთ.
-წადი, თხუთმეტი წუთი კიდევ უნდა დავიძინო და მერე მოდით.
-ადექი ახლავე, ვიცი მე შენი თხუთმეტი წუთის ძილი 2 საათია.-მკლავზე ხელი წაავლო ლევანს. ლევანმა კი მოქაცა მკლავზე და საწოლზე დაგდო თამთაც. უღიტინებდა, თამთა კი გულის წასვლამდე იცინოდა.
-ლევან ცოდოა, გაუშვი.-თამთას მოვაცილე ლევანი.
-მაკოცე და გავალ.-ტუჩები გამობურცა. ვაკოცე, ოთახიდან გავაგდე და კარი მივხურე.
-რა საზიზღარია, რამის ცუდად გავხდი. სულ ასე მაწვალებს ბავშვობიდან.-ამოიბუზღუნა თამთამ.
-აბაზანაში შევალ, მანამდე ყავა დალიეთ, რომ გამოვალ მერე მომხედოს ლიკამ.-უთხარი თამთას.
-კარგი გავალ მე და მალე გამოდი, დრო არ გვეყოფა. 10 საათამდე ძილი შეიძლება?-ბუზღუნს აგრძელებდა თამთა.
-მული.-ლოყები გაუწელე და სააბაზანოსკენ წავედი. კარი გამოვაღე და ლევანს შეუვარდი აბაზანაში.
-მარიამ დამაცდი რომ გამოვიდე?-შემომხედა გაბრაზებულმა.
-მეც ვიქნები ხელს არ შეგიშლი.-უთხარი და თავის მოწესრიგება დავიწყე.
-გაგიჟდნენ ესენი, სააბაზანოში შეიკეტნენ და აღარ გამოდიან.-კარს იქით თამთას ხმა მოგვესმა და ორივე ვიცინოდით.
-ვემზადებით თამთააა.-გამოვძახე სააბაზანოდან. ცოტა ხანში ორივე გამოვედით და ისე შევიპარეთ საძინებელში არავის დაუნახივართ.
-მაინც სააბაზანოში ვგონივართ თამთას, მოდი ჩემთან. ხელი მოხვია და კოცნა დამიწყო.
-ლევან მართლა დავაგვიანებთ, სირცხვილია ამდენი ხალხის.-მოვიცილე თავიდან და სწარაფად ჩავიცვი. ლევანმაც ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა.
-მოცილდნენ როგორც იქნა ერთმანეთს.-ბუზღუნებდა თამთა. უკან კი მოყავდა ანა და ლიკა.
მაკიაჟი გამიკეთეს, კაბა მომარგეს და თმის დავარცხნასაც მორჩა ლიკა. სარკის წინ დავტრილადი, საკუთარი თავით კმაყოფილი, თუმცა იმ დღეს ჩემი თვალები ჩაქრა.
-ჩემი ტანსაცმელი მაინც გამომიტანე და შენს ოთახში ჩავიცმევ, სპორტულებით ხომ არ წავალ ქორწილში.-კარში თამთას ეჩხუბებოდა ლევანი.
-თამთა შემოუშვი-გავძახე თამთას.
-არ უნდა გნახოს.-არ უშვებდა თამთა. ლევანის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ავიღე და თავად გავედი ოთახიდან.
-გაგიჟდი?-უკან გამომეკიდნენ ლიკა და ანა.
-თქვენ დაგიჟდით მგონი. ჩემს ქმარს როცა მინდა მაშინ ვნახავ.-ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ხელში დავაკავებინე ლევანს, რომელიც გაშტერებული მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა.
-ერთნაირი გიჟები ხართ. წამოდით თავი დაანებეთ.-ხელი ჩაიქნია თამთამ და გოგონები მისაღებში წაიყვანა.
-წამოდი ოთახში გაემზადე-ხელკავი გამოვდე ლევანს და ოთახში შევიყვანე.
-რა ლამაზი ხარ. მაგრად გამიმართლა.-ყელში მაკოცა.
-არ მომეკარო თორემ ავჭრელდები, იმდენი რამე წამისვა, მაკიჟის მაგივრად მგონი გრიმი მადევს სახეზე.
-კარგი-იცინოდა ლევანი.-მომეხმარები ბაფთის შეკვრაში?
-მოგეხმარები.-ლევანმა ტანსაცმელი ჩაიცვა, ბაფთაც გაუკეთე და გამზადებულები გავედით სასტუმრო ოთახში. გოგოები სანამ სააბაზანოში ვიყავით მანამ მოწესრიგებულან. თამარიც დაუვარცხნია ლიკას.
-ღმერთო რა ლამაზი ხარ.-აღტაცებას ვერ მალავდა თამარი.
-მე დედა? მე არ ვარ ლამაზი?-წარბი აუწია ლევანმა.
-შენ სიმპატიური ხარ ჩემო ბიჭო.
-წავედით ახლა მამა აკაკი გველოდება.-ოთახში ცოტნე შემოვიდა.-ვაუუ.. მარიამ რა ლამაზი ხარ.-უცებ გაჩერდა და მომაშტერდა.
-წავედით ჩვენ და ცოტნე შენ რჩები?-მხარზე ხელი დაკრა ლევანმა სიცილით.
-აუუ ძმაო რა გაგიმართლა, ასეთი ლამაზი გოგო მეორე არ დადის მგონი.-უთხრა ლევანს.
-ცოტნე სულ მე არ ვარ, ტონალურია და იმდენი რამ მადევს სახეზე ვინ მოსთვლის.-უთხარი სიცილით.
ეკლესიაში მივედით, თვალებით დიდხანს ვეძებე ზურა, მაგრამ არ ჩანდა. როგორ მინდოდა მოსულიყო და ყველაფერი ჩაეშალა, სუსტი აღმოვჩნდი, თავად ვერ ჩავშალე ყველაფერი. დედა იცრემლებოდა ჩვენს ჯვრისწერაზე. ჯვრისწერა მალე დასრულდა და ყველა რესტორანში წავედით. ჩემმა ტელეფონმა დარეკა, საპირფარეშოში წავედი და უპასუხე.
-„არ გაყვე ცოლად.“-ზურას სასოწარკვეთილი ხმა გაისმა.
-„გვიანია, მე უკვე გათხოვილი ქალი ვარ.“
-„ამის დედაც.. ვერ ჩამოვედი, დამიჭირეს, მეგონა მოგისწრებდი, რატომ გააკეთე ეს, მიატოვე გთხოვ და წამოდი მანდედან, 5-6 დღე დამჭირდება და დედის სულს გეფიცები ჩამოვალ, მიატოვე გთხოვ.“
-„მორჩი თამაშს, კმარა. ნუ თამაშობ ჩემით.“-ტელეფონი გავთიშე, ცრემლები წამომივიდა, თავი მოვიწესრიგე და დარბაზში დავბრუნდი.
ქორწილმა მშვიდად და წყნარად ჩაიარა. ლევანის ნათესავები გავიცანი. მეგობრებს და თანამშრომლებს კი ვცნობდი ყველას. ცოტნემ და მამიდა ანამ საერთო ენა გამონახეს. მგონი მალე ახალი ქორწილი გაჩაღდებოდა ისე უყურებდნენ ერთმანეთს. კაკიმ ლიკა გაიწვია საცეკვაოდ და მგონი ამ ქორწილმა მათი ურთიერთობაც დაათბო. მე და ლევანმა ტანგო ვიცეკვეთ, ყველა ფეხზე იდგა და აღფრთოვანებული გვიკრავდა ტაშს. პირველად ტანგო ჯობდა, საქორწინო კაბა ხელს მიშლიდა ცეკვაში და ისე ვერ ვიცეკვე კარგად. ქორწილიდან გავიპარეთ და ერთერთ სასტუმროში დავბინავდით. ისეთი ნაზი იყო ლევანი იმ ღამით როგორც პირველად. მეორე დღეს თბილისში დავბრუნდით და ეგვიპტეში გავფრინდით ერთი კვირით. უყურებდი ლევანს და ვფიქრობდი, რომ ძალიან გამიმართლა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ვიცოდი ისე არ მიყვარდა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ საკუთარ თავს ვებრძოდი, რომ ლევანი ძალიან უნდა შემეყვარებინა. საკუთარი თავი უნდა დამერწმუნებინა, რომ ლევანი მიყვარდა.
უკან ბედნიერები და დასვენებულები დავბრუნდით. სამსახურში მეც დავიწყე მუშაობა, ლევანის მოწვეულ თანამშრომლად და მრჩევლად გაუფორმებივარ. კადრების გოგონებმა მითხრეს და ბარათიც გადმომცეს სახელფასო.
-რა საჭირო იყო ახლა ეს?-კაბინეტში შევეჭერი ლევანს. ის კი მშვიდი სახით წამოდგა გვერდი ამიარა, კარი გადაკეტა და წინ დამიდგა.
-რა პრეტენზია გაქვს აბა მითხარი?-მითხრა წარბის აწევით.
-რა და ეს.-ბარათი აუფრიალე ცხვირწინ.
-ეს შენი ანაზღაურებაა იმ სამუშოსთვის რაც ამ კომპანიისთვის გააკეთე.-მითხრა და ხელი წელზე მომხვია.
-პრივილეგიები არ მჭირდება. სექტემბრიდან უნდა სასწავლებელში ვიარო და იშვიათად მოვიდე კომპანიაში. ხელფასი კი ისე მერიცხება როგორც სხვებს, ვინც მთელი დღე საბუთებს ამზადებს და ციფრებში და ნახაზებში თავი არ უჩანთ. თანამშრომლები ჭორაობას დაიწყებენ.
-იჭორაონ, იმაზეც ჭორაობენ, რომ ხელშეკრულება შენი წყალობით დაგვიდეს, იმაზეც მუშებს როგორ კარგად მოექეცი, იმაზეც მშენებლობაზე ისევ რომ დაძვრები და დადიხარ. იმაზეც რომ ჭკვინი ქალი ხარ და ამიტომაც ჩამიგდე ხელში ასეთი სიმპატიური ბიჭი.-მითხარა და ტუჩებზე დამაცხრა.
-მოიცა ხელით უკან გავწიე. რაო-რაო? ხელში ჩაიგდოო? მაგას ვინ ჭორაობს?-მივაყარე კითხვები.
-თანამშრომელი გოგოები. ბიჭები შენ გექომაგებიან, ვინ ვინ ჩაიგდო ხელში კიდევ საკითხავიაო. ჩემი ბრაზიანი გოგო. იჭორაონ შენ რა გიშლის ხელს.
-ლევან მაინც არ არის ლამაზი. შენი ხელფასიდან ჩამირიცხე სახარჯო ფული. ასე ოფიციალურად გაფორმება რა უბედურებაა.
-კარგი საჭორაო რომ არ ქონდეთ ყველაზე ცოტა ხელფასს დაგინიშნავ.
-კარგი ხო. ჯიუტი სვანი ხარ.
-შენ კიდევ ჯიუტი ხევსური. გურამმა მოგიკითხა, მუშები იძახიან აღარ უნდა გვესტუმროსო, ის კი არ იციან გვერდზე კორპუსიდან რომ უთვალთვალებ.-გამიცინა ლევანმა.
-ხვალ წავიდეთ და დავხედოთ. სამშენებლო სტანდარტებს და უსაფრთხოებას გადავხედე, რაღაც ცვლილებების შეტანა მოგვიწევს და უსართხოების ნორმების გამკაცრება.
-კარგი მარიამ ნუ შეჭამე ეს ხალხი ამ უსაფრთხოებით.
-გუშინ ვიყავი და 3 მუშას არ ეფარა ჩაფხუტი. ხვალ რომ მივალ საყვედურს გამოუცხადებ და განმეორების შემთხვევაში ფინანსურ ჯარიმას გამოუწერ.
-ახლა უკვე გამკაცრდა ჩვენი მარიამი.-იცინოდა ლევანი.
-ნუ იცინიხარ, სასაცილოა, რამე რომ დაეცეს თავში?-გაუბრაზდი ლევანს.-დღეს ადრე წამოდი რა, ბევრი საქმე გაქვს?
-წამოვალ, სად მეპატიჟები?-ჩამეხუტა.
-კინოში წავიდეთ, ბილეთები ვიყიდე და ღამის ქალაქში ვისეირნოთ.
-კარგი, დამელოდე და გავიდეთ.
ყველანაირად ვცდილობდი ძველი დრო დამებრუნებინა, ლევანი შემეყვარებინა და ზურა ამომეშალა ჩემი მეხსიერებიდან, საკუთარ ქმარს მე ვეპატიჟებოდი კინოში, რესტორანში, ექსკურსიებზე დავატარებდი, ბევრ ლამაზ მოგონებას ვქმნიდი, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მყარი გამხდარიყო.

საბუთები საქართველოში გადმოვიტანე და სექტემბრიდან სწავლას შეუდექი. ლექციების მერე კომპანიაში მივდიოდი და ყველას ვეხმარებოდი. მარტო არქიტექტურას არ ვეხებოდი, ხაზვა არ მიყვარდა. ფინანსურებში რაღაც რიგზე არ იყო. ლევანს უთხარი, რომ შავ ბუღალეტერიასთან გვქონდა საქმე და თავს გავიშარებდით აუდიტის სამსახური, რომ შემოსულიყო. ეგ გუჯას უთხარიო გადამამისამართა.
გუჯამ მანქანა მაჩუქა დაბადების დღეზე და თავი აღარ გამომიდია. მერსედესი clk კუპე. ლევანს უფრო მოეწონა გამიცვალე ჩემს მანქანაშიო, მაგრამ მამამთილს გულს ხომ არ დავწყვეტდი და ვაფიქრებინებდი არ მოეწონაო, არ გაუცვალე. გაინტერესებთ ლევანმა რა მაჩუქა? ბორა ბორაზე ერთ კვირიანი საგზური. საოცრება იყო, ნამდვილი ზღაპარი.
ქვეყანაში გადატრიალება მოხდა, 2003 წლის ნოემბერში ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტობიდან გადადგა, რამდენიმე დღიანი სახალხო გამოსლის შემდეგ. ახალი პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იყო. მცხეთაში ვიყავით მე და ლევანი ჩასულები. გუჯა აქტიურად ადევნებდა ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვებას თვალს. მეც აქტიურად ვიყავი აღნიშნულ ამბავში ჩართული. იმ ღამით აქციაზე წავედი, ლევანი მეჩხუბა, რამე რომ დაგმართნოდა და დაერბიათ ხალხიო. თუმცა უნდა მეც მიმეღო მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში. როცა ევროპაში ვიყავი და უყურებდი რა ცხოვრებით ცხოვრობდა ხალხი, შემდგარ სახემწიფოებს, მათ ქუჩებს ვათვალიერებდი, მინდოდა ჩემს ქვეყანაშიც იგივე მენახა. ასე აღარ შეიძლებოდა გაგრძელება, შესაცვლელი იყო ბევრი რამ და უნდა შეცვლილიყო. ხალხიც უნდა შეცვლილიყო, არ შეიძლება ფანჯრიდან ისროლო ნაგვით სავსე პარკი. კორპუსიდან რომ გამოვდიოდი მაღლა ვიყურებოდი, არაფერი დამეცეს თავშითქო. საშინელებაა, არც გადასახადის გადახდა უნდა ხალხს, არც ნაგვის გადაყრა ნორმალურად, კონტრაბანდა და კორუფცია ყვავის ქვეყანაში და ხალხიც გაველურებულია. ჩაბნელებულ ქუჩებში შიშით ვერ გახვალ ღამით. ეს ქვეყანა უნდა შეიცვალოს.
-მარიამ რა აზრის ხარ მიშაზე?-მკითხა გუჯამ.
-ცოტა არ უნდა იყოს ნორმალური.
-საიდან ასკვნი.
-ამ ქვეყნის გამოსწორება, ხალხის კანონებს დამორჩილება და დაქცეული ეკონომიკის აღდგენას რომ შეეჭიდები მთლად ნორმალური არ უნდა იყო. მაგრამ შესაცვლელია ბევრი რამ და რომ უნდა შეიცვალოს ფაქტია. ჩვენს კომპანიაშიც უნდა შეიცვალოს ბევრი რამ. -შევხედე გუჯას.
-რას გულისხმობ.-შემომხედა ეჭვით.
-უკანონო ბუღალტერიას. არ მომწონს მე ეს. ფინანსებს გადავხედე და თანხებს ვმალავთ. სამაგიეროდ ვიღაც კორუმპირებულ ჩინოვნიკებს უჩურთავთ ჯიბეში ფულს. მიშა ჩემის აზრით პირველ რიგში ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გააძლიერებს და ყველა უკანონო ბიზნესში აუდიტებს დააგზავნის. მე ასე მოვიქცეოდი მის ადგილზე, აქედან უნდა დაიწყო ბრძოლა და მერე ხალხი მიაჩვიო წესრიგს.
-როგორ მოვიქცეთ?-შემომხედა გუჯამ.
-ყველაფერი სუფთა და გამჭვირვალე უნდა იყოს. სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ და ბიუჯეტში ფული კანონის დაცვით შევიტანოთ. მოგება შემცირდება, მაგრამ სამაგიეროდ მშვიდად ძილს შევძლებთ და ციხეში არ აღმოვჩნდებით.
-გიორგი ჯიქია რას იტყვის? მსხვილ ლუკმას მიჩვეულია, რუსეთშიც მოსყიდული ყავთ ჩინოვნიკები.
-თუ გინდათ გადავფრინდები და დაველაპარაკები. არსებულ სიტუაციას აუხსნი. ჭკვიანი კაცია დათანხმდება, მანამდე თქვენ დაურეკეთ და დაელაპარაკეთ.
-კარგი დაურეკავ, თუ არ დამთანხმდა წადით და დაარწმუნეთ.-გადმოგვხედა მე და ლევანს.
-სად მივდივართ?-ლევანი იმ წუთის შემოსული იყო ოთახში და ჩვენი საუბრიდან აზრი ვერ გამოიტანა.
-მოსკოვში.-უთხრა გუჯამ.
-მამა ახლა არ შემიძლია წასვლა, იმდენი საქმე დამიგროვდა, შვებულება მქონდა ერთი კვირა ხომ არ დაგავიწყდა.
-მე წავალ, ცოტნე ან დათო გამომყვეს.
-შენ არსადაც არ წახვალ უჩემოდ.-თითი დამიქნია.
-2 დღით ჩავალ და დავბრუნდები, იქ დარჩენას კი არ ვგეგმავ.
-არ ვიცი. სახლში დავილაპარაკოთ.-მითხრა გაბრაზებულმა.
-ხომ იცი როგორ მენდობა გიორგი. ჯობს წავიდე, შენივე უსაფრთხოებისთვის. მასობრივი დაჭერები წავა და არ მინდა მათ რიცხვში შენც აღმოჩნდე, ყველა საბუთს შენ აწერ ხელს.-უთხარი ლევანს.
-მამა რაზე ლაპარაკობს? საციხედ მაქვს საქმე და არ ვიცოდი?-ლევანმა გუჯას შეხედა.
-კი შვილო, მართალია. დროულად უნდა მივიღოთ ზომები. ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ვერ გავრისკავთ, მშვიდი სიბერე მინდა. მარიამი უნდა წავიდეს და გიორგი დაარწმუნოს ბუღალტერიაში გასატარებელ ცვლილებებზე.
ლევანი დავარწმუნე და ორი დღის მერე მოსკოვში გადავფრინდით მე და დათო. ისე მივეჩვიე ლევანის მუდმივად დაცვას, კომპანიაში წესრიგის დამყარებას, რომ შემეშინდა ფინანსური არ შემოსულიყო და ლევანი არ დაეჭირათ. სამაგიეროდ აღარ ვიფიქრე, რომ მოსკოვში შეიძლება ზურას შევხვედროდი და ჩემი ცხოვრება და გონება ისევ აერია.
-მარიამ როგორ გამახარე შენი სტუმრობით.-გულში შვილივით ჩამიკრა გიორგიმ.
-როგორ ბრძანდებით? ხომ ხართ ჯანმრთელად?-გაუცინე გიორგის. თან დაძაბული ვიყავი, მეშინოდა ზურა არ შემხვედროდა.
-არა მიშავს შვილო, სახსრები მაწუხებს, სხვა მხრივ კარგად ვარ.-მითხრა და დათოს გადახედა.-დავით როგორ ხარ?-ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
-კარგად ვარ? თავად როგორ გიკითხოთ ბატონო გიორგი.-დათომაც მოიკითხა გიორგი.
-წამოდით კაბინეტში შევიდეთ.-წინ გაგვიძღვა გიორგი და ცოტა ხანში მის კაბინეტში ვიყავით.
-გუჯამ მითხრა ცვლილებები გვაქვს განსახორციელებელი და მარიამი დეტალურად აგიხსნისო. მოგება რატომ უნდა შევამციროთ, როცა შეგვიძლია ისე გავაგრძელოთ მუშაობა როგორც ვმუშაობდით.-შემოგვხედა გიორგიმ.
-კორუმპირებული ჩინოვნიკებიდან დაიწყებს ახალი პრეზიდენტი მასობრივ დაჭერებს, ბიზნესზეც გავლენ, ყველა მათგანი ჩაგვიშვებს და სახელმწიფო აუდიტს ჩაგვისვავს კომპანიაში. კანონით დაგვაჯარიმებენ და უფრო მეტ ზარალს ვნახავთ ვიდრე მოგებას. თანაც მარტო ბურალტრების დაჭერას არ დასჯერდებიან, კომპანიის მფლობელებზეც გავლენ. ჩემი მეგობრის მამა სუსში მუშაობს, ხმები გამოვიდა კარგს არაფერს არ უნდა ველოდოთ. სააკაშვილი ჯერ ეიფორიაშია, წინ არჩევნები და ინაუგურაცია ელოდება. როგორც კი ეს გადაივლის შავ ბუღალტერიას ბიზნესში მოსპობს.
-რატომ გგონია რომ ასე მოხდება და ახლაბიც კორუმპირებულები არ იქნებიან.
-დარწმუნებული ვარ. აქციაზე დავდიოდი და მათი გამოსვლები, კულვარებში ნალაპარაკები ბევრი აზრი მოვისმინე. ვერ გავრისკავთ, თუ თქვენ თანახმა არ იქნებით მირჩევნია კონტრაქტი გავაუქმოთ. თქვენზე ძებნას გამოაცხადებენ და ლევანს დაიჭერენ. მთელი ცხოვრება მოსკოვში აპირებთ დარჩენას? საკუთარ ფესვებთან დაბრუნებას არ გეგმავთ?-ვეცადე სუსტი წერტილი მეპოვა გიორგისთვის და გამომივიდა. ცოტა ხანი ჩაფიქრებული იჯდა მერე კი დამთანხმდა.
-კარგი თანახმა ვარ. მოახდინეთ ცვლილებები, შენი იმედი მაქვს. საქართველოში ჩამოსვლაზე უარს ვერ ვიტყვი, ნოსტალგია მომკლავს. არანაირი ქონება და ფული არ მიღირს ჩემი სოფლის ჰაერის ერთ ჩასუნთქვად. რაც ასაკში მივდივარ ვხვდები, რომ ყველფერი უაზრობაა. მშვიდი სიბერე მინდა, მაგრამ ჯერ ზურა არ არის მზად რომ კომპანია გადაიბაროს. როცა მივხვდები, რომ საქმეს გაუძღვება დავბრუნდები საქართველოში. რაღა დროს ჩემი ბიზნესია, ახლა სიშვიდეში უნდა ვცხოვრობდე და ყვავილების ბაღს უვლიდე. -თქვა სევდიანად.
-დიდი ყვავილების ბაღის გაშენებას ვგეგმავ მომავალ ზაფხულს და თუ მეწვევით გამახარებთ.-გაუცინე გიორგის.
-შენც გიყვარს ბაღის მოვლა და ყვავილები?-შემომხედა ღიმილით.-ზურას დედას უყვარდა ყვავილები. ისეთი ლამაზი ბაღი გააშენა სახლში, სულ იქ იჯდა და წიგნს კითხულობდა. რომ დაგინახე ანა დამიდგა თვალწინ. ისიც ძალიან სათნო და ლამაზი იყო, ზურა საერთოდ არ გავს დედას.
-იმედია მალე გიხილავთ საქართველოში.-უთხარი გიორგის.
-კარგით ბავშვებო, აბა თქვენ იცით. ხარჯთაღიცხვა გააკეთე და ყველაფერი შეცვალე. მერე გადმოგვიგზავნე მე და ზურას და გადავხედავთ. ზურაც არ იქნება წინააღმდეგი, დიდი ხანია ჩხუბობს დროა ყველაფერი გავასწოროთო. როდის მიდიხართ საქართველოში?-გვკითხა გიორგიმ.
-ხვალ დილით მივფრინავთ. მდივანს თქვენთვის საჩუქარი დაუტოვე და მერე ნახეთ.
-რა საჩუქარი?
-ნოსტალგიას რომ ცოტა ხნით შველის, ჩურჩხელა, ნატურალური ღვინო და სხვა. -ისევ გადავეხვიე გიორგის. მადლობა გადამიხადა, გულში შვილივით ჩამიკრა და გამომაცილა. ეს ჩემი და გიორგის ბოლო შეხვედრა იყო, აღტაცებული ვიყავი ამ კაცით.
დერეფანში მივდიოდი რომ დათომ გადმომილაპარაკა.
-მე რისთვის წამომიყვანე გამაგებინე?-დათომ შემომხედა წარბაწეულმა.
-დაცვა არ მინდა ასეთ ლამაზ გოგოს უცხო ქვეყანაში?-თვალი ჩაუკარი.-შენი გიჟი ძმაკაცი არ გამომიშვებდა მარტო ხომ იცი.
-როგორ მოახერხე ამ ტირანი კაცის ასე მოთაფლვა. მე და ცოტნეს თავზარი დაგვეცემოდა ხოლმე გუჯა რომ შეხვედრებზე დაგვატარებდა. მაგრად კი შეუსრულე, ვაღიარებ კომპანიისთვის შეუცვლელი ხარ.-ხელები მაღლა აწია დათომ.
-გიორგის დარწმუნების ნიჭი მაქვს ვაღიარებ, შეყვარებული ვარ ამ კაცზე, ძალიან ჭკვიანია და ტირანი სულაც არ არის.
-ეგ შენთან არ არის.-გაბუსხული იყურებოდა დათო.
კომპანიიდან გამოვდიოდით ფერარის მარკის ნარინჯისფერი სპორტული მანქანა გაჩერდა და არც მეტი არც ნაკლები თავად ზურა ჯიქია გადმოვიდა მანქანიდან. ბედი არ გინდა? რატომ გამომეცხადა ეხლა, ძლივს ამოვიგდე თავიდან. ახლა კი თითქოს ფეხები მომეკვეთა, რომ დავინახე მუცელში დამიარა.
-მარიამ გიგაური?-შემომხედა გაკვირვებულმა, მომიახლოვდა და ხელზე მაკოცა. მერე კი დათოს ჩამოართვა ხელი.
-როგორ ხარ ზურა?-უთხარი დაყენებული ხმით, მაქსიმალურად ვცდილობდი აფორიაქება არ დამტყობოდა.
-კარგად, კარგად. შენ რომ გხედავ კარგად ვარ.-თვალი ჩამიკრა და ისევ ისე დაჟინებით დამიწყო ყურება.
-კარგით, დაგემშვიდობებით ზურა. გვეჩქარება.-დათოს გადავხედე, რომელიც ზურას ნაგლ ყურებაზე აშკარად გაღიზიანებული იყო.
-ასე მალე მარიამ? ამდენი ხნის უნახავი მეგობარი ასე ცივად უნდა მოიკითხო?-მიღიმოდა ირონიულად.
-დრო არ მაქვს ზურა, მოკითხვით კი მოგიკითხე. მშვიდობით-გამობრუნება დავაპირე, რომ ხელი დამიჭირა და თავისკენ შემაბრუნა.
-არც მე მინდა შენთან მეგობრობა პატარა.-ვითომ მემშვიდობებოდა ახლოს მოვიდა ლოყაზე მაკოცა და ჩამჩურჩულა. უკან გავიწიე და გაბრაზებული თვალებით შევხედე. რაზეც ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, გამოვბრუნდი და წამოვედი, დათომაც ხელი ჩამოართვა და დამეწია. ქორწილის მერე აღარ დაურეკავს, მანამდე სულ მირეკავდა და მარწმუნებდა ლევანს არ გავყოლოდი ცოლად. მასზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, დავრწმუნდი, რომ მეთამაშა და ისევ აგრძელებდა თამაშს. თუ უყვარდი ქორწილში ჩამოვიდოდა და დამარწმუნებდა არ გავყოლოდი ლევანს.
-რა უნდა ამ სი*რს? მეჩვენება თუ გეფლირტავება?-მკითხა დათომ.
-არ გეჩვენება და იმედია ლევანს არ ეტყვი.
-არა მაგას როგორ ვეტყვი, ის სვანი ერთხელ რამის შეაკვდა და შენ რომ გეფლირტავება ეგ რომ გაიგოს მართლა დახოცავენ ერთმანეთს.
-მაგიტომაც დაივიწყე. დავბრუნდები საქართველოში და მოსკოვში ფეხს აღარ დავდგავ. ეფლირტაოს ბებიამისს მერე.-თვალი ჩაუკარი დათოს.
იმავე საღამოს ნომრის კარზე დააკაკუნეს, მეგონა ვახშამი მოიტანეს, თუმცა კარზე ზურა იყო მიყუდებული და მიღიმოდა.
-აქ რა გინდა?-შევხედე გაბრაზებულმა, აბაზანის ხალათში ვიყავი გამოწყობილი, მან კი ქვემოდან დაიწყო ჩემი დათვალიერება და ზემოთ ამოუყვა.
-ტკბილეული და კონიაკი მოგიტანე.-ხელები გაშალა, ცალ ხელში ლამაზად შეფუთული ტკბილეული დამანახა, მეორე ხელით კი კონიაკი.
-ზურა წადი.-კარის მიკეტვა დავაპირე, რომ კარებს ფეხი დაუდო და შიგნით შემოვიდა.-ადმინისტრაციაში დავრეკავ და ძალით გაგაგდებენ, წადი ახლავე.
-არა,-ტკბილეული და ბოთლი ტუმბოზე დადო და ჩემსკენ წმოვიდა.
-არ მომიახლოვდე გაფრთხილებ.
-რატომ, გეშინია თავი არ დაკარგო ჩემს მკლავებში?-ტუჩის კუთხე ჩატეხა და მკერდზე ამიკრა.
-გამიშვი.-გავიბრძოლე მე.
-რას მიკეთებ?-ჩემს ტუჩებს დააცხრა და ხარბად მკოცნიდა. წინააღმდეგობას ვერ უწევდი, მუხლებში ძალა გამომელია.-რატომ ვგიჟდები ასე შენს დანახვაზეც კი?-შუბლი მომადო და თითქოს ჩემს დამახსოვრებას ცდილობდა ხელი ჩამომისვა სახეზე.-წადი აქედან და აღარასოდეს დაბრუნდე, თუ დაბრუნდები და კიდევ შეგხვდები ვერ შევძლებ შენს გაშვებას. მერიდე მარიამ, გაიქეცი და დამემალე. ჩემი გული გააცოცხლე და ახლა ჩემი უნდა გეშინოდეს.
-გთხოვ წადი.-ამოვიტირე.
-არ იტირო, არა გთხოვ არ იტირო.-ცრემლები მომწმინდა და გულში ჩამიკრა. ვიცოდი, ვგრძნობდი არაფერს დამიშავებდა, ზურგზე დაატარებდა თავის დიდ ხელებს და მაგრად მიკრავდა გულში. -რატომ არ მიატოვე? რატომ არ წახვედი გერმანიაში?-მერე კიდევ მაკოცა.
-მეთამაშები, რატომ მეთამაშები?-ამოვიტირე.
-არ გეთამაშები, გეფიცები არ გეთამაშები. მიატოვე და დარჩი ჩემთან.
-არ შემიძლია. გთხოვ წადი.-ისევ ვტიროდი.
-ცოტა ხანი, გთხოვ, ვიცი დაგკარგე და გთხოვ მხოლოდ ცოტა ხანი ვიქნები აქ.-კრესლოზე ჩამოჯდა და კალთაში ჩამისვა, გულზე მიმიხუტა და მაგრად ჩამიკრა. ვერ ვეწინააღმდეგებოდი, არ შემეძლო.-საკუთარ თავს ვებრძვი და ვერ გივიწყებ.-თმაზე მეფერებოდა და მეჩურჩულებოდა. -მერიდე, არ გადამეყარო არსად, კიდევ რომ გნახო ვეღარ დაგთმობ. -ადგა ისევ მაკოცა, თითქოს მემშვიდობებოდა და წავიდა. საშინლად ვიყავი აფორიაქებული, ოთახში მისი სურნელი იდგა, რაც საშინლად მაფორიაქებდა. აბაზანაში შევედი, წყალი შევისხი სახეზე და საკუთარ თავს რამდენჯერმე გაუმეორე.
-მე ლევანის ცოლი ვარ, არ შეიძლება სხვა კაცთან მინდოდეს ყოფნა, მე ფიცი დავდე უფლის წინაშე. მე ლევანის ცოლი ვარ.
მეორე დღეს აეროპორტში ზურა რომ დავინახე მუხლები მომეკვეთა.
-მეგობრების გასაცილებლად მოვედი.-დაგვიდგა წინ მე და დათოს.
-ჯიქია, გაცილება არავის უთხოვია შენთვის. გაბრუნდი და წადი.-თვალები დაუბრიალა დათომ.
-შენ არც მიგულისხმიხარ ქავთარაძე. შენ ლევანის ერთგული ფინია ხარ და ჩემი მეგობარი ვერასდროს იქნები.-გაეჯგიმა ზურა. დათოს ხელი მოვკიდე ხელზე და გავაჩერე.
-ზურა წადი გთხოვ, ძალიან გთხოვ.-შევხედე მუდარის თვალებით.
-თავად მოხვალ ჩემთან, ეს დღე დაიმახსოვრე.-თითი დამიქნია.
-არასდროს. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს ეგ არასდროს მოხდება.-უტეხად უყურებდი და თითქოს თამაშში ავყევი ზურას. მაგიჟებდა, არ ვიცი რას მმართებდა ეს კაცი. ისევ ვაჯერებდი თავს, რომ მეთამაშებოდა.
-ბევრი ვიფიქრე და ვერ დაგთმობ, შენს სიცოცხლეს ხელს არ ვახლებ, ის ძალიან ძვირფასია ჩემთვის. საყვარელი ადამიანების სიცოცხლეზე რას იტყვი, მათი გულისთვის ხომ გაწირავ თავს.-აგრძელებდა ზურა.-რატომ არ მიატოვე? ინანებ მარიამ იმ დღეს, ინანებ, რომ გერმანიაში არ გაფრინდი.
-არ გაბედო ჩემიანებთან მიახლოვება, არ გაბედო. არ იცი რა შემიძლია, ვერ წარმოიდგენ რას დაგმართებ ჯიქია ჩემს ახლობლებს თუ დაუშავებ.-ცხვირთან თითი მიუტანე და ისე დავემუქრე.
-რომ ბრაზდები მაშინ უფრო მომწონხარ. გაპატიებ, დარჩი და გაპატიებ.-ხელი დამიჭირა და ტუჩებზე დამაცხრა. დათომ მუშტი გაარტყა სახეში. სანამ ზურა გონს მოვიდა ხელი მომკიდა და ექსკალატორზე ამიყვანა.
თვითმფრინავში დავიძინე, თუმცა სანამ თბილისის აეროპორტში დაეშვებოდა თვითმფრინავი მანამ გამეღვიძა აფორიაქებულს. ზურა ვნახე სიზმარში, მკლავებში ვყავდი მომწყვდეული და მეფერებოდა. თან მეჩურჩულებოდა მაინც ხომ მოხვედი ჩემთანო.
საქართველოში ჩამოვფრინდით, აეროპორტში ლევანი დაგვხვდა. ხელები მაგრად მოვხვიე და ჩავეხუტე. შინაგანი შიში მქონდა, რომ ზურა რამეს დაუშავებდა. თავს ვერ ვერეოდი, ემოციებს ვერ ვმალავდი და მაგრად ვეკვროდი ლევანს. საკუთარი თავი მეზიზღებოდა, იმისთვის რომ ზურას წინაღმდეგობა ვერ გაუწიე, თავს მოღალატედ ვთვლიდი.
-რა სჭირს?-დათოს შეხედა ლევანმა.
-მოენატრე, რა უნდა სჭირდეს.-გაუცინა დათომ.
-მოგენატრე?-თავზე მაკოცა. მე კი თავი დაუქნიე და უფრო ჩავეხუტე.-თამარმა ვახშამზე დაგვპატიჟა, სახლში დაგტოვებ, დაისვენე და საღამოს წავიდეთ მცხეთაში.
-კარგი.-თავი დაუქნიე, ხელი მოვკიდე და მანქანამდე ხელი არ გამიშვია. დათო მივიყვანეთ სახლში, მერე ჩვენ მივედითც სახლში.-ლევან დარჩი რა სახლში სანამ წავალთ.
-მარიამ რა გჭირს? 3 საათით მივალ სამსახურში, მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და მერე წამოვალ.-ხელები მომხვია და ჩამეხუტა.
-ლევან რაღაცას მოგიყვები და დამპირდი რომ არ გაგიჟდები ისე როგორც შენ იცი.
-რა მოხდა?-თვალები აემღვრა.
-ჯერ დამპირდი.-უთხარი მუდარით.
-მარიამ დაიწყებ და მომიყვები, ხოლო მე გადავწყვეტ გავბრაზდე თუ არა. გისმენ!-თვალებიდან ცეცხლს ყრიდა ლევანი.
-მოსკოვში რესტორანში რომ ვიყავით გიორგისთან შეხვედრაზე, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ფლირტაობა ზურამ ჩემთან. კომპანიდან რომ გამოვდიოდით გუშინ კარებში შეგვხვდა და დაწყებული გააგრძელა. აეროპორტში დაგვხვდა, რომ მოვფრინავდით და დათოს არც მოერიდა ღიად დამიწყო ფლირტი.-სასტუმროში რომ მოვიდა ის არ მოუყევი.
-მერე ეს ამხელა კაცი იდგა და ისმენდა?-იქვე დადგმულ ლარნაკს ხელი დაავლო და კედელს შეანარცხა.
-არა, მუშტი დარტყა სახეში. დამემუქრა შენი ფეხით მოხვალ ჩემთანო. არასოდეს მეთქი, რომ უთხარი, საყვარელი ადამიანების სიცოცხლისთვის მოხვალო. შემეშინდა, გთხოვ მისგან თავი შორს დაიჭირე.-ლევანს ჩავეხუტე და ავტირდი, გახევებული იდგა, მერე გონს მოვიდა, ატირებული რომ დამინახა, მაგრად მომხვია ხელები და გულზე მიმიკრა. გულზე ცოტა შვება ვიგრძენი, ლევანს ნაწილობრივ მაინც უთხარი სიმართლე.
-კარგი დაწყნარდი, ვერაფერს იზავს და ვერც ვერაფერს დაგიშავებს. შენი ცრემლებისთვის პასუხს მოვთხოვ, არ ვაპატიებ.-გაბრაზებული ბობოქრობდა ლევანი.
-ლევან საერთოდ დავივიწყოთ, დათო გავაფრთხილე არაფერი ეთქვა შენთვის, მეც არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ არ შემიძლია შენგან რამე დამალული მქონდეს. ამიტომაც მოგიყევი, გთხოვ დავივიწყოთ. მას აღარასდროს შევხვდები, სულ რომ დაიქცეს კომპანია აღარ ჩავალ მოსკოვში. შენც ნუ შეხვდები. ტელეფონით და მეილებით ყველაფერს ვაგვარებდით გიორგისთან და ასე გავაგრძელოთ.
-რატომ არ მითხარი მაშინ? რომ მცოდნოდა არ გაგიშვებდი ეხლა.-თქვა გულდაწყვეტილმა.
-არ მინდოდა ურთიერთობა დაძაბულიყო თქვენს შორის, არ მინდოდა წარსულის მტრობა განახლებულიყო.
-.-კბილებში გამოსცრა ლევანმა.-კარგი ეხლა გავატარებ, მაგრამ მოვა დრო და მოვთხოვ პასუხს ჩემ ცოლთან რომ ფლირტი გაბედა. შენ კი მსგავსი რამის დამალვა არც იფიქრო. გასაგებია!
-გასაგებია.-თავი დაუქნიე დამნაშავე ბავშვივით.
-ჯანდაბა შეხვედრაზე ვაგვიანებ. სახლიდან ფეხი არ გაადგა, დაისვენე. მეც მალე მოვალ.-თავზე მაკოცა და წავიდა.
საღამო იყო რომ გამეღვიძა. ლევანი მოსულიყო, სააბაზანოდან ხმა გამოდიოდა, საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში დავწექი და თვალები დავხუჭე.
-ჩემმა გოგომ კარგად გამოიძინა?-ლევანი დამადგა თავზე.
-კი, კარგად მეძინა. მოდი არ წავიდეთ და დავრჩეთ სახლში. იცი როგორ მომენატრე?-წამოვდექი და წელს ქვემოთ პირსახოცშემოხვეული საწოლზე დავაგდე.
-არა უნდა წავიდეთ, ხინკალს აკეთებს. იცი როგორ მომენატრა თამარას ხინკალი?-მაკოცა და წამოხტა.
-მე არ მოგენატრე?-გავებუსხე.
-ჯერ ხინკალი და მერე შენ.-თვალი ჩამიკრა.
-მართალია რა, კაცის ჭკუა კუჭზე გადისო. ვისწავლი ხინკლის კეთებასაც, თუმცა კი ვიცი, უბრალოდ მეზარება.-შევხედე ლევანს.
-რა? იცი და არასდროს არ მიკეთებ ხომ, თან იცი როგორ მიყვარს.
-რესტორანში ვჭამოთ, იცი რამდენი წვალება უნდა? მეზარება. ხინკალს რომ ვაკეთებდით აღარ ვჭამდი, ისე ვიღლებოდი ხინკლის დანახვა აღარ მინდოდა.
-ხო და ახლა წამოდი და მზამზარეული ჭამე.-მითხრა და საჯდომზე ხელი მომცხო.-ადექი ეხლა და გაემზადე.
-სულ აღარ გიყვარვარ. რაც ჩამოვედი სულ ერთხელ მაკოცე.
-მარიამ! ადექი და გაემზადე!-დამიბრიალა თვალები. მეც ავდექი და გავემზადე. ხმა არ უნდა ამომეღო, რაც ზურაზე მოუყევი იბღვირება, რა უნდა ვერ გავიგე.
მცხეთაში წავედით, ლევანმა სანამ მანქანა გააჩერა სახლში შევედი.
-ჩემი გოგო მოსულაა.-თამარმა გულში ჩამიკრა.
-როგორ ხართ?-ჩავეხუტე დედამთილს.
-მე კარგად, შენ როგორ ხარ? დღეს ჩამოფრინდაო ლევანმა დადიოდა გაბუსხული, აქ რჩებოდა ის 2 ღამე. თამთასაც კი ეჩხუბა უმიზეზოდ, გაბუტულები დადიან.-იცინოდა თამარი.
-მარიამ, როგორ ხარ? -მომეხვია თამთაც, -გახსნა შუბლი იმ უჟმურმა?-გაბუსხულმა მკითხა.
-არა უფრო შუბლშეკრული დადის. ცოტა ვიკამათეთ.-ნაღვლიანად გაუღიმე თამთას.
-კიდევ კარგად უძლებ მაგას. სულ კოჭები უნდა უგორო.-გაბუსხული იყო თამთა.
-ვინ მიძლებს? ეს მიძლებს თუ მე უძლებ ამას და შენ?-ლევანი შემოვიდა და დაგვაწია სიტყვა. მე კი შეუბღვირე.
-თამრო, მშიერია და იცოფება შენი შვილი, აჭამე ხინკალი იქნებ დატკბეს.-უთხარი თამარს.
-ჯერ არ მაქვს მზად, ასე ადრე არ გელოდით.-გვითხრა და სამზარეულოში გავიდა.
-წამოდი,-ხელი მომკიდა ლევანმა, სამზარეულოში შემიყვანა და წინსაფარი გამიკეთა.-თამრო ამან იცის ხინკლის გაკეთება და თურმე მალავს, ხო და ახლა შენი მასტერ კლასი ჩაუტარე და უკეთ ასწავლე, რომ გამიკეთოს ხოლმე. თან მოგეხმარება და მალე გააკეთებთ.-თვალი ჩაუკრა თამარს.
-არ მოასვენოთ ბავშვი? ცალკე გუჯა შეხვედრებზე დაარბენინებს, ცალკე სწავლა და შენი მოვლა, არ დასვა, არ ამოასუნთქო. ცოლი გინდოდა თუ მონა?-გაუბრაზდა თამარი.
-მოგეხმარები. 3 საათი მეძინა კარგად დავისვენე.-ცომს ხელი დავავლე და გაბრტყელება დაუწყე. მე და თამარმა უცებ გავამზადეთ და ჩავყარეთ ხინკალი, მერე კი ყველას დაუძახეთ და მოვიპატიჟეთ სუფრასთან. გუჯას ამ ხნის განმავლობაში ეძინა.
-ჩემი გოგო მოსულა,-ხელები მომხვია და ჩამეხუტა.-ამას სამზარეულოში რატომ ატრიალებთ, ფქვილით დასვრილ ჩემს წინსაფარს რომ შეხედა თამარს უსაყვედურა.
-მე თავად მოვინდომე დახმარება.-უთხარი ღიმილით.
-შენ სამზარეულოში არ უნდა სცდებოდე. სწავლას უნდა მიხედო და კომპანიის საქმეებსაც. გუშინ ირაკლის ფირმაში ფინანსური შევიდა, დროულად უნდა მიხედოთ და გააპრავოთ ყველაფერი. მთავარი ბუღალტერის გაკონტროლებას შეძლებ?-მომიბრუნდა მე.
-BDC Academy-ში დავიწყე სწავლა. ჯერ მხოლოდ დამწყებთათვის დონე გავიარე. მანამდე არ ვერეოდი ბურალტერიაში, მერე დავიწყე ბუღალტრულ ამბებში ქექვა და არ მომეწონა. ლევანს უთხარი და თქვენთან გადმომამისამართა. გამოცდა უნდა ჩავაბარო თვის ბოლოს. ვერკვევი, მაგრამ ყველაფერში ვერა, დავიქირაოთ კერძო აუდიტი და გადავამოწმოთ ბუღალტერია გასწორების შემდეგ. ყველაფერი ჯერ არ ვიცი და ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას.-უთხარი გუჯას.
-შენ რამე არ იცი?-შემომხედა ლევანმა.-მე რატომ არ ვიცი, რას სწავლობ?
-არ ინტერესდები რას ვსწავლობ და რა ვქნა.-მხრები ავიჩეჩე.
-მოიცა სასწავლებლის მერე სადღაც კურსებზე დადიხარ და არ მითხარი?-შემომხედა გაბრაზებულმა.
-რა გჭირს? ვსწავლობ, რას ვაფუჭებ?
-სწავლის ფული რომ არ გითხოვია?
-ჩემი ხელფასით ვიხდი.
-ხელფასს იმიტომ გიხდი, რომ მშიერმა არ იარო, დამატებით სწავლა თუ გინდოდა გეთქვა და გადაგიხდიდი ფულს.
-არ მინდა ლევან, რაც მაქვს მყოფნის.
-თქვენსავით, რომ ქონოდა პირობები ხომ წარმოგიდგენიათ ეს გოგო რას იზავდა.-თავი გაიქნია გუჯამ და თამთას და ლევანს გადახედა.-გამოცდები რომ არ დარჩენოდა ჩასაბარებელი მე უგვარებდი ლექტორებთან.-ხელი ჩაიქნია გუჯამ.-რომ გიყურებ ჩემი თავი მახსენდება.-მე მომიბრუნდა ისევ.-რაც მეტი იცი უფრო გამართული ხარ წელში.
-გაცივდა ხინკალი, საქმე მერე განიხილეთ.-გვისაყვედურა თამარმა და დასხედითო მაგიდისკენ მიგვითითა.-გუჯა ჭამის დროს აღარ გავიგო სამსახურზე და საქმეზე ილაპარაკო.-გაუბრაზდა გუჯას.
-შენი მოხვეული რომელია?-გადმომილაპარაკა ლევანმა.
-აი ესენი.-თეფშზე გადმოლაგე ხინკლები.
-გცოდნია და მართლა მალავდი. ხვალ არა და კვირის ბოლოს გააკეთებ, ბიჭებიც ამოვლენ ფეხბურთს უნდა უყუროთ.-ყურთან მაკოცა და გადმომიჩურჩულა.
-არა, არ გავაკეთებ. შენ ფეხბურთს უნდა უყურო, მე უნდა მომკლა ხინკლის კეთებით. გამოცდები მაქვს ჩასაბარებელი და უამრავი სამეცადინო მაქვს.-უსაყვედურე.
-რას ჩურჩულებთ მანდ?-გადმოგვხედა თამარმა.
-ხინკალი გამიკეთე კვირას ბიჭებთან ერთად უნდა დავლიო და ფეხბურთს უნდა უყუროო.-ჩაუშვა თამთამ ლევანი, რომელიც გვერდით უჯდა და ყველაფერი გაიგონა. თან ნიშნისმოგებით გადახედა.
-თამთა ყველაფერი კი არ უნდა მოისმინო რასაც ცოლს ვეჩურჩულები. ჯერ ბავშვი ხარ და ხანდახან ყურები უნდა დახუჭო.-გაუბრაზდა ლევანი.
-ამხელა კაცი ხარ, ცოლი გყავს და მალე შვილებიც გეყოლება. როდისმე დასერიოზულდები?-გადმოხედა გუჯამ.
-აქ მოდი დედი და მე გაგიკეთებ, მაგ ბავშვს დაანებე თავი ისედაც გადაღლილია. სწავლა, მუშაობა, შენ. ხინკლის თავი აქვს კიდევ?-უთხრა თამარმა.
-შენი გარყვნილია ეს.-თითი დაუქნია თამარს გუჯამ.-და ცხონებული დედაჩემის. ბავშვს არ შესცივდესო საწოლში აცმევდა გამთბარ წინდებს და მერე აღვიძებდა სკოლაში წადიო. იმიტომაა ასე უუნარო.
-რატომ ვარ მამა უუნარო. ისეთ ბიჭებს ჩაგიგორებ მალე კალთაში მერეც მეძახე უუნარო.-გაიცინა ლევანმა, მე კი მის კომენტარზე სულ გავწითლდი.
-არაფერი გეშველება.-ისევ ხელი ჩაიქნია გუჯამ.
საღამომ მშვიდად ჩაიარა, თამარი გვეხვეწა დარჩით გვიანია აღარ წახვიდეთო, მაგრამ ლევანმა უარი განაცხადა, დავემშვიდობეთ და წამოვედით. ღამე იყო, მანქანები ცოტა მოძრაობდნენ და 20 წუთში სახლში ვიყავით.
-დავიღალე.-საწოლზე მივესვენე მისვლისთანავე.
-აბა, აბა, დაღლა არ გამაგონო.-თითი დამიქნია ლევანმა და გვერდით მომიწვა.-იცი როგორ მომენატრე? აღარსად აღარ წახვალ ჩემს გარეშე.
-დამაბი სახლში.-გადავხედე გაბრაზებულმა.
-ისეთი ლამაზი და ჭკვიანი მყევხარ, მეშინია, რომ ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩნდები და მიმატოვებ. მეშინია, შენი დაკარგვის მეშინია, ჩემთვის ჰაერივით ხარ. უშენოდ უბრალოდ ვერ გავძლებ, მე კი ისეთი უსუსური მგონია ხანდახან შენს გვერდით თავი.-შემომხედა ნაღვლიანი თვალებით.
-ლევან მე შენ აგირჩიე, შენი სისუსტებით, მინუსებით და პლიუსებით. ფიცი დავდე, რომ მუდამ შენთან ვიქნები და ამ ფიცს არ გავტეხ. გთხოვ მსგავსი რამ აღარასოდეს მითხრა. მგონია რომ ჩემი არ გჯერა და ეჭვი გეპარება ჩემს გრძნობაში. ჩემთვის ამ ყველაფერს ფასი არ აქვს, არც კომპანიას, არც მანქანას, არც მოგზაურობებს. მთავარია შენ იყო კარგად და ჩემს გვერდით.-.-ჩავეხუტე, მაგრად ჩავეხუტე.
-დაღლილი ხარ და დაიძინე.-ტანსაცმელი გავიხადე და საწოლში დავწექი, თავადაც გაიხადა და გვერდით მომიწვა. ჩახუტებულებს დაგვეძინა.
რაც მოსკოვიდან დავბრუნდი სულ აფორიაქებული ვარ. ლევანიც მატყობს ცვლილებას, მისი მოფერებაც მაღიზიანებს, სულ ვცდილობ თავი ავარიდო. კოშმარული სიზმრები ორ თვეს გაგრძელდა, შეშინებული ვიღვიძებდი, ზურას ვხედავდი სიზმარში როგორ მეფერებოდა. ამ სიზმრებმა გამაგიჟა, მეშინოდა საკუთარი თავის. ასე რატომ მოქმედებდა ეს კაცი ჩემზე.
კვირას ლევანი მცხეთაში წავიდა, მე სახლში მივედი ჩემებთან. ლიკა ისე იყო უკვე გაბერილი, ძლივს დადიოდა. თან სულ წუწუნებდა ყველაფერზე. ეკატერინეს მორიგი ქიმია ქონდა ახალი გაკეთებული და საწოლში იწვა, არაფრის ენერგია და ძალა არ ქონდა. ანა სწავლობდა, თან ემზადებოდა, თან დედას უვლიდა. ელენე ის ელენე აღარ იყო, შვილის ავადმყოფობამ დააბერა.
-ეკუშ როგორ ხარ?-ჩავეხუტე საწოლში ეკას.
-კარგად მარო, შენ როგორ ხარ? სულ აქეთ იქით რომ დაფრინავ, ცოტა ხშირად მოდი ხოლმე ჩვენთანაც. -მისაყვედურა ეკამ.
-ქიმიაზე ხომ ვიყავი შენს გვერდით. სადაც არ უნდა ვიყო ფიქრებით შენთან ვარ ხომ იცი.-ლოყაზე ვაკოცე.
-ვიცი, ვიცი. შენ ყველაზე ნერვიულობ და ყელაზე ღელავ. რატომ იყავი მოსკოვში? მამა არ ნახე?-მკითხა ეკამ.
-ვერა ეკუშ. გული დამწყდა, მარა მალე წამოვედი. კომპანიის გამო წავედი და მალე დავბრუნდი, გამოცდები მაქვს, სამსახური, ბურალტერიის კურსები. ვიცი, ძვირფას წუთებს სწავლას და მუშაობას ვანდომებ და ისე ვიღლები, რომ მოვიდე და გნახოთ ხშირად მართლა ვეღარ ვახერხებ. -თავის მართლებას მოვყევი.
-სულ მაინტერესებს ამდენს როგორ ახერხებ? ახალ გათხოვილი ხარ, ქმარსაც ყურადღება უნდა.-თვალი ჩამიკრა ეკამ.
-ხოოო..-გამეცინა.-დღეს მცხეთაში წავიდა დედიკო ხინკალს დაპირდა, ცოლმა უარი უთხრა ხინკლის გაკეთებაზე, ფეხბურთს უყურებს და მე არ გავახსენდები. დღეს თქვენთან დავრჩები ვიჭორაოთ. მართლა ძალიან ვიღლები, არ უნდა გავთხოვილიყავი, ჯერ მესწავლა, მუშაობა დამეწყო და მერე მეფიქრა გათხოვებაზე.
-რამე პრობლემა გაქვს ლევანთან.-შემომხედა ეკამ შეშფოთებულმა.
-არა, ყველაფერი რიგზზეა, უბრალოდ საკუთარი თავი მაშინებს.
-რა ხდება საყვარელო, მომიყევი, შენს საიდუმლოს საიქიოში წავიღებ.-ნაღვლიანად გამიცინა.
-სხვა კაცზე ვფიქრობ, ლევანი მიყვარს, ვიცი მიყვარს, ეს სიყვარულია, მაგრამ გამუდმებით სხვაზე ვფიქრობ, სულ მის თვალებს ვეძებ ქუჩაში, მგონია რომ სადმე დავინახავ. ღამით კი მესიმზრება, როგორ მეფერება, მეშინია მძინარეს მისი სახელი არ წამომცდეს. ლევანი გადაირევა, ოჯახი დამენგრევა. ვერ ვივიწყებ, ღამით ვდგები და სააბაზანოში ცივ წყალს ვისხავ სახეზე, საკუთარ თავს ველაპარაკები სარკეში, რომ მე ლევანი მიყვარს და სხვაზე არ უნდა ვფიქრობდე. არ გამომდის, იგივე კოშმარი მესიზმრება.
-რას ხედავ სიზმარში?-შემომხედა ეკამ.
-მასთან სექსი მაქვს და საშინლად მომწონს. ცხადში რეალურად ლევანთან სექსი არ მომწონს ისე როგორც სიზმარში იმ კაცთან სექსი.-ცრემლები ჩამომდიოდა თვალებიდან.-რა ვქნა ეკა არ ვიცი, ასე თუ გაგრძელდა გავგიჟდები.
-ილოცე მარიამ, ლოცვა დაიწყე და ფიქრები თავად გაქრება.
-კარგი, ეხლა შენ მითხარი ისევ ორად ხედავ?
-კი ორად ვხედავ, მარიამ ექიმს რომ ელაპარაკებოდი რა გითხრა, ეს ორად რომ ვხედავ თვალებიდან გამივლის?-მკითხა ეკამ.
-ქიმიის მერე გაივლისო. მეტასტაზია თავში, რომელიც ტვინში მხედველობის არეალზეა და ორად იმიტომ ხედავ. თავში მეტასტაზები როგორც კი გაიწოვება კარგად დაინახავ.-უთხარი ეკას.
-გასაგებ ენაზე ამიხსენი შენებურად. ელენე სულ მედიცინის ენით მიხსნის.
-ეკუშ მეც ნიკასგან ვიცი რაც ვიცი. ექიმი არ ვარ. უცხო სხეული რაც ორგანიზმში მკერდში გაიზარდა და ჩამოყალიბდა გარშემო იკვებებოდა სისხლძარღვებით. სისხლძარღვებითვე მრავლდება. შენს შემთხვევაში, რადგან დროულად არ მიაკითხე ექიმს, არსებული სიმაგრე რომ ნახე, მეტასტაზები წავიდა ხერხემალზეც და თავის ტვინზეც. მხედველობის ნაწილშია ამჟამად მეტასტაზები და მხედველობა იმიტომ გაგიორდა. ქიმიო თერაპია კლავს სისხლძარღვებს, რომლითაც იკვებება სიმსივნე და მეტასტაზები. თმაც ამიტომ გცვივა, ოღონდ რაღაც პერიოდის განმავლობაში, განმეორებითი ქიმიები იმიტომ გიტარდება, რომ გავრცელებას უშლის ხელს და სიცოცხლეს გიხანგრძლივებს. ვიცი მძიმეა ქიმია, ეს საშინელებაა და ანგრევს ორგანიზმს, მაგრამ ამღამად გამოსავალი მხოლოდ ეს არის, რომ იცოცხლო. თუ გაგვიმართლებს დაავადება შეიძლება დავამარცხოთ, მაგრამ არ უნდა დანებდე. ანამ მითხრა რომ არ უჯერებ და არ იკვებები. უნდა კარგად იკვებო, რომ ორგანიზმი საბრძოლველად მზად იყოს. ასე საწოლს მიეჯაჭვები და ქიმიაც ამაო იქნება.
-მარიამ რამდენი ქიმია გამიკეთეს და ვერავინ მიხსნიდა მის დანიშნულებას. ბოლოს ისე ვიყავი, რამის უარი ვთქვი ქიმიაზე. გპირდები გავაგრძელებ ბრძოლას, ჩემი გოგონასთვის, ამას შევძლებ.-იმედის თვალებით მიყურებდა ეკა.-ყოველ დილით რომ ვიღვიძებ ღმერთს მადლობას უხდი, რომ ისევ ცოცხალი ვარ, რომ ჩემს გოგოს ვხედავ.-ეკას ჩავეხუტე და ვაკოცე.
-წავალ მე დედას ვნახავ, გასული იყო და არ მინახავს.-ოთახიდან გამოვედი. თვალები ცრემლებით ამევსო, სამწუხარო იყო მაგრამ რეალობა, რომ ეკას დააგვიანდა და გამოსავალი მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივება იყო. ჩემი ლამაზი მამიდა დღითი დღე იფერფლებოდა.
-დედი როდის მოხვედი-ჩამეხუტა დედა-რა გატირებს? არ დაანახო ეკას ცრემლები გთხოვ.
-დღითი დღე უარესობისკენ მიდის. მე კი უთხარი, რომ დაამარცხებს თუ იბრძოლებს. მხოლოდ სასწაულის იმედი უნდა გვქონდეს.-ამოვისლუკუნე.
-ლევანი როგორ არის, რატომ არ მოიყვანე?-მოიკითხა სიძე.
-ფეხბურთს უყურებს, ლუდს სვავს და ხინკალს ჭამს მცხეთაში. ასე ვანებივრებ შენ სიძეს, ვასვენებთ ერთმანეთს.-თვალი ჩაუკარი დედას.
-დარჩი დედა მაშინ დღეს. მარი ლიკასაც დაელაპარაკე დედი. დავიწვი იმ ბიჭის საცოდაობით, ფანჯრიდანაა ეს გადასაგდები, ის კი ეხვეწება გამომყევი ცოლადო.-მითხრა მუდარით დედამ.
-მივხედავ მე მაგას. დედა რამე მაჭამე, ბუღალტერიაზე ვიყავი იქიდან მოვდივარ, მგელივით მშია.
-წამო მეც არ მიჭამია, მოსწავლეები მყავდნენ. -სამზარეულოში გამიყვანა დედამ.
-დედი ფეხმძიმედ ხომ არ ხარ?-მკითხა დედამ ტრადიციულად.
-არა დედა არ ვარ და უახლოესი 3 წელი არც ვიქნები.-შევხედე გაბრაზებულმა.
-დედი რას აიჩემე ეს სწავლაო და კარიერაო. არ გიჭირთ, ყველაფერი გაქვს, ლევანი 3 ძიძას აიყვანს და დაგახმარს, შენ მხოლოდ მოინდომე.-მუდარით მელაპარაკებოდა დედა.
-დედა! დაამთავრე ამ თემაზე საუბარი. ლიკა ხომ გაგიჩენს, გაერთე და მე შემეშვით.-უსაყვედურე დედას.-ცისანა არ მეყოფა ქვედა სართულიდან. ჯერ ის მეძახა რაც სკოლა დავამთავრე არ თხოვდები არ თხოვდებიო. ახლა გავთხოვდი და ფეხმძიმედ არ ხარ ფეხმძიმედ არ ხარო. ხოდა წეღან რომ ამოვდიოდი მოვსვი თავის ადგილზე.
-რა უთხარი? არ მომაძულო მეზობელი.-შეშფოდა დედა.
-რა უთხარი და „ქალბატონო ცისანა მე გავთხოვდი, ვსწავლობ და ვმუშობ, შვილსაც გავაჩენ თქვენ არ ინერვიოლოთ მაგაზეთქო. შენს შვილიშვილებს, რომ უთხრა ეგ ჯობია ჩემს დევნასთქო, ხუთივე გასათხოვარია 30 გადაცილებული, არც სწავლით მოუკვლიათ თავი, არც მუშაობით. ჯობს დათხოვდნენ და შვილები მაინც გააჩინონ, დემოგრაფიულ პრობლემას კი მოაგვარებდნენ ხუთნი არიანთქო.“-ჩამოურაკრაკე დედა.
-მარიამ ეგ უზრდელობაა, ამ ხნის ქალს ეგ როგორ უთხარი?-თან ეცინებოდა დედას.
-სიმართლის თქმა უზრდელობა როდის აქეთ გახდა ერთი ეგ მითხარით. კაკი გამოვიდა სადარბაზოდან და გასკდა სიცილით. ცისანამ კი ვერაფერი მითხრა ისე შექანდა სახლში, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო.
-კაკიმ რაო?
-რავი მე სიძეს ვეძახი და ის სიდედრს. ლიკამ ბავშვი გააჩინოს და ახლა მე უნდა ვცემო.-დავემუქრე ლიკას.
-რატომ უნდა მცემო?-თავი შემოყო სამზარეულოში.
-ჯერ იმიტომ, რომ შენი სალონში სიარული არ შეიძლება, საღებავების სუნი საზიანოა ბავშვისთვის, მეორეც ბავშვიანს რიგი რომ არ დაგიდგება იქნება მიხვდე, უნდა კაკის გაყვე ცოლად და ერთად იზრუნოთ ამ ცქნაფაზე-ბოლო სიტყვებზე მის მუცელს ვეფერებოდი.
-რამდენიც მაგაზე ვიწყებ ფიქრს და ურიგდები, სულ მაბრაზებს.
-ჭირვეული, კაკი აბრაზებს.-გამოვაჯავრე- შენ აღარავის აბრაზებ?-დაუქაჩე თვალები.
-იცი როგორ დარბის რამე თუ დავავალე.-იცინოდა ლიკა.
-გიყვარს და ვერ ხვდები შე შტერო. ის გოგო რომ აგახევს მერე გვიან იქნება.
-ვინ გოგო?-თვალები დაქაჩა ლიკამ.
-ვინ გოგო და ის წითური ცისფერთვალება მოდელი, რომ არის. რეკლამაში გადაიღეს ერთად და მას მერე აღარ ეშვება კაკის. 15 შვილიც რომ გაუჩინო მაინც თანახმაა მის ცოლობაზე. ასე რომ სანამ დრო გაქვს გაყევი, თორემ ბიჭს აგახევენ. კაკის დედასაც მიუწვევია სახლში, დიდ ამბავშია ქალბატონი ეთერი. შენ არ მოსწონხარ რძლად და ისე ჩამოგაცილებს კაკის ვერც მოხვალ აზრზე.
-ეგ საიდანღა იცი? იგონებ რაღაცას მარიამ.-თვალები მოჭუტა ლიკამ.
-არ ვიგონებ, თამარმა მომიყვა, საერთო მეგობარი ყავთ თამარს და ეთერის, მზია. ხო და მზიამ ხომ იცის რომ ჩემი და ხარ, ინტრიგას თესავს. დაურეკია და თამარისთვის უთქვამს, ისეთი მაგარი გოგოა, კაკის ნამდვილად შეეფერებაო.
-ვინ მზია? შენს ქორწილში შაბიამნისფერი ბრჭყვიალა კაბა რომ ეცვა ბოლო დონის გოიმივით?
-ზუსტად ეგ ჩემო საყვარელო და მე არაფერს ვიგონებ. -ლოყები გაუწელე.
-დედი ხომ გითხარი არა მეც. სინანული გვიანი იქნება მერე.-უთხრა დედამ.
-ლიკა ოთახიდან გავარდა და შემოსავლელი კარების გაჯახუნების ხმა გავიგეთ.
-არის, -ხელზე ხელი დაურტყი დედას.-ან მომიკლავს სიძეს ამაღამ, ან ხვალ ქორწილი გაჩაღდება.
-სიმართლე უთხარი, თუ მოატყუე?-მკითხა დედამ.
-ცოტა სიმართლე, ცოტა ტყული და ეგ არის. ბავშვს მამა ეყოლება.-თვალი ჩაუკარი დედას.
-მარი ხშირად მოდი რა დედი. ისე აგვარებდი ყველაფერს ჯერ კიდევ პატარა, მშვიდობის მტრედი იყავი სახლში. ნეტა ეკატერინეს პრობლემის მოგვარებაც შეგეძლოს. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა დედამ.
-დედა სახლი რომ გავყიდე იცი?
-რა სახლი გაყიდე? -რომ გაიაზრა დედამ შეშფოთებულმა შემომხედა.-რაში დაგჭირდა?
-ნაკვეთი ვიყიდე, გაზაფხულზე დამეხმარები ბაღის მოწყობაში? სახლი მინდა საკუთარი. არ მინდა ეს კორპუსი, თავზე ნაგავს რომ გაყრიან. სადარბაზოს უფასო დამლაგებელი ვარ, არავინ არ ალაგებს, თითქოს თავად არ ცხოვრობდნენ იქ. გამოპრანჭულები გამოდიან სახლიდან და ნაგავს ფანჯრიდან ყრიან. დავიღალე ამ საღორის ყურებით. ყველას ჯარიმა უნდა გადაახდევინო ფულადი და ასე არ მოიქცევიან. -გაბრაზებული ვლაპარაკობდი.-ლევანმა არ იცის ისე გავყიდე და ვიყიდე ნაკვეთიც.
-თუ ასე გინდა დედი ასე იყოს. სად იყიდე ნაკვეთი?-მკითხა დედამ.
-სასოფლოს ნაკვეთებში, სულ ნაძვნარია გარშემო. მწვანე ბალახი უნდა დავრგო, ყვავილები. სახლის პროექტსაც გავაკეთებ მერიაში და მერე ვთხოვ ლევანს აშენებას.-აღტაცებული ვლაპარაკობდი.
-მამას გოგო, როგორ ხარ?-მამა მოვიდა სამსახურიდან და მაკოცა.-სიძე რატომ არ მოიყვანე? ახლა რას აშენებ, სულ მშენებლობაზე რომ ლაპარაკობ?
-სიძე ფეხბურთს უყურებს მცხეთაში.-უთხარი მამას.
-ფეხბურთი სულ დამავიწყდა, წავედი მე-თვალი ვეღარ მოვკარით მამას, ოთახში შეიკეტა და ფეხბურთის დამთავრებამდე აღარ გამოსულა.
მე და დედამ ბევრი ვილაპარაკეთ, ანასაც ვეჭორავე, თურმე ამ ცუღლუტს ჩემი გოგა ეფლირტავება ჩემი ქორწილის მერე. გამიხარდა ჩემი გოგოს ამბავი. დავარიგე, რომ ჯერ უნდა სკოლა დაემთავრებინა და ესწავლა. მერე გავათხოვებდი გოგაზე.
-ისევ წავაგე,-ბურტყუნით გამოვიდა მამა.
-მამა ალბათობის თეორია უნდა შეგასწავლო, რომ ტოტალიზატორს თავი დაანებო.-უთხარი დაღონებულს.
-კარგი რა მარიამ, ძელს მოხვდა, გადიოდა, ვიგებდი. ამის დედაც..-შეიგინა და სავარძელში ჩაეშვა.
-არაფერი გეშველებათ.-ხელი ჩავიქნიე.
-მე რომ არ მეშველება ვიცი და კიდევ ვის გულისხმობ?
-შემს სიძეს. მასაც ქონდა ბილეთები, მე მეკითხებოდა შემავსებინეო, თითქოს ექსპერტი ვიყო. დასანახად ვერ ვიტან ფეხბურთს.-უთხარი მამას.
-დაურეკო აბა, იქნებ მოიგო.-ტელეფონი ამოიღო და აივნიდან ლევანს დაურეკა. ცოტა ხანში შემოვიდა უკან.
-რაო მოვიგეო?-დავცინე მამას.
-მარიამ ნუ გვეკაიფები,-თითი დამიქნია.-ფორტუნაა, ან გაგიმართლებს, ან არა.
-ფორტუნის იმედად რომ ხარ მთელი ცხოვრებაა იმიტომ არ იგებ?-ისევ ვაგრძელებდი სიცილს.
მოვისიყვარულე მშობლები და დასაძინებლად წავედი. როგორც კი ძილში წავედი, ტელეფონმა დარეკა.
-„რატომ არ დამირეკე?“-ლევანი რეკავდა.
-„რატომ უნდა დამერეკა, ფეხბურთს უყურებდი, კარგს ჭამდი, კარგს სვავდი. მეძინა, რა იყო?“
-„ჩაიცვი და ჩამოდი რა, დაბლა გელოდები.“
-„რა ბზიკმა გიკბინა, რას გამოვარდი მცხეთიდან. ხომ შევთანხმდით, რომ ვრჩებოდით, მე აქ შენ მცხეთაში.“
-„ჩამოდი, ნუღარ ამომიყვან, ლიფტიც არ მუშაობს.“
-„კარგი.“-ავდექი ჩავიცვი და ფეხაკრეფით ვიპარებოდი.
-მარი არ გძინავს?-დედამ გამომძახა სამზარეულოდან.
-ლევანი მოვიდა და წამოდიო, წავალ მე, უჩემოდ ვერ ძლებს.-ლოყაზე ვაკოცე დედას.-შენ რატომ არ გძინავს?
-კარგი, არ დაგვივიწყო. იმ გოგოს დარდი მაქვს სად გავარდა?
-კაკისთან იქნება ქვემოთ, დაიძინე, ეგ ორი კი მოგვარდებიან.-თვალი ჩაუკარი და ქვემოთ დავეშვი.
კაკის დაუკაკუნე კარებზე.
-მარიამ შენ ხარ? მოდი-სახლში შემიპატიჟა კაკიმ.
-აქ არის?-კაკის თვალით ვანიშნე.
-ხო, მეჩხუბა ვინ გოგო მოგყავსო, მერე იტირა, მერე მკოცნა, მიყვარხარ და გამოგყვებიო და ბოლოს დაეძინა. ნინოსთან ვაპირებდი დარეკვას არ ინერვიულოთთქო. შემოდი რას დგახარ?-კარს მოსცილდა კაკი.
-არა ლევანი მელოდება. უთხარი რომ გაიღვიძებს, რომ ცოლი უნდა მოიყვანო აუცილებლად და თუ არ გამომყვები მოვიყვან იმ წითურსთქო.-თვალი ჩაუკარი აკაკის.
-შენი ამბავია ხომ? მარიამ შენი იმედიღა მქონდა და ტყუილად არა. შენ გააგიჟე ასე?-იცინოდა კაკი.
-ხო და რაც გითხარი ისე უთხარი ზუსტად. გავიქეცი მე-ლოყაზე ვაკოცე.-სიძე შე ძველო.-მხარზე ხელი დავკარი და კიბეებზე დავეშვი.
-სად ხარ ამდენ ხანს?-ლევანმა მომხვია ხელი.
-ლევან ცისანა გვიყურებს, ხვალ იჭორავებს ვიღაც ბიჭს კოცნიდა გათხოვილი ქალიო.-უთხარი სიცილით.
-რას ბოდიალობ, ვინ ცისანა?-გაეცინა ლევანს.
-დღეს ავწურე კედელთან და ამ შანსს გაუშვებს ხელიდან არ გამჭოროს.
-საიდან გვიყურებს?
-პირველი სართულის ფანჯრიდან.
-წამო.-მომკიდა ხელი და ფანჯარასთან ახლოს მიმიყვანა.-ქალბატონო ცისანა,-დაუკაკუნა ფანჯარაზე, უცებ გაწია ცისანამ ფარდა და გააღო ფანჯარა.
-დიახ გენაცვალე-თავი გამოყო ცისანამ.
- სულ მინდოდა თქვენი გაცნობა, მე ლევანი ვარ მარიამის ქმარი, თქვენზე იმდენი რამე მსმენია, მთელი უბნის ინფორმაცის ფლობსო და ზედმეტ სახელად გლაზოკა ქვიაო. მართალია თუ გიგონებენ?-ამის თქმა და ფანჯრის დახურვა ერთი იყო. მე და ლევანი კი ერთმანეთს ვეყუდებოდით სიცილით.
-მანქანით არ ხარ?-სული რომ მოვითქვი ავხედე ლევანს.
-დათომ მომიყვანა და თვითონ წავიდა.
-წამო ჩემი მანქანით წავიდეთ.
-საჭესთან შენ დაჯექი ბევრი დავლიე.
-გეტყობა, ცისანას ისეთი ჩაუტარე, მეც კი მომიჯოკრე.
-ვსწავლობ შენგან, როგორი ენაკვიმატი ცოლი მყავს.-მომხვია ხელი და თავზე მაკოცა.-გათბობა ჩართე სულ გავიყინე.-ხელები ერთმანეთს გაუსვა და მოიბუზა.
-ამოსულიყავი მერე სახლში.-გადავხედე და ჩავრთე გათბობა მანქანაში.
-გვიანია, აღარ მინდოდა ხალხის გაღვიძება, მერე მამაშენი გამოვიდოდა და ისევ დალევას დავიწყებდი. ეგ ამბავი კი ცუდად მაქვს დაცდილი.-თვალი ჩამიკრა.-ცისანას შენ რაღა ჩაუტარე? არ მეტყვი?
-შემჭამა ფეხმძიმედ არ ხარო? ხოდა მიიღო პასუხი.-მოუყევი დილით მომხდარი.
-საწყალი ქალი.-იცინოდა ლევანი.-აღარ ვალაპარაკოთ და დავიწყოთ მუშაობა მაგ საკითხზე.-თვალი ჩამიკრა.
-ლევან მგონი შევთანხმდით, რომ ჯერ უნდა სწავლას მოვრჩე. არ მომწონს ბავშვით ხელ დამშვენებულები, რომ დადიან გამოცდებზე.
-ძიძას ავიყვანთ, დამხმარესაც.
-არა, გული ვერ მომითმენს ბავშვის ტირილზე და ვერაფერსაც ვეღარ ვისწავლი. თანაც მინდა ჩემს შვილს მე მივხედო და არა უცხო ადამიანებმა.
-მაშინ მცხეთაში გადავიდეთ და თამარა მიხედავს.
-არ ვიცი. ძალიან გინდა?-შევხედე დანებების ნიშნად.
-მინდა მარიამ, აბა არ მინდა შვილი? შენსავით ლამაზი გოგო თუ იქნება მითუმეტეს მინდა.
-ვითომ ბიჭი რატომ არა?
-ჩემნაირი თავქარიანი ბიჭი თუ იქნება, ისევ გოგო მირჩევნია. გუჯას ვერ ხედავ? იმდენს ვანერვიულებდი ინფაქტი დაემართა.-იცინოდა ლევანი.
-კარგი, დავგეგმოთ, ისე რომ არდადეგებზე მომიწიოს მშობიარობა და წელი არ გამიცდეს.
-გოგოოო... ნუ გადამრიე შენ. შვილის დაგეგმვა და ისე რომ ზაფხულში გეყოლოს აღარ გამიგია. ხელფასი კი არ არის თვის ბოლოს დაგერიცხოს.-გაოცებული მიყურებდა.
-კარგი ხო, შენ ვისაც გადაეკიდები.-ხელი ჩავიქნიე.


მერე თვე თვეს მისდევდა, აბების მიღება შევწყვიტე და გადავწვიტე შვილი გამეჩინა, თუმცა ლევანი მართალი აღმოჩნდა, შვილს ვერ დაგეგმავ, ეს ღვთისგან მოდის, მისი ნებაა და ხშირად ღმერთი გვსჯის ჩვენივე საქციელის გამო. ამასობაში ლიკას ეყოლა პატარა ბიჭი, რომელსაც გიორგი დაარქვა. ეს პატარა საოცრება პირველად რომ დავიჭირე ხელში, მაშინ მივხვდი, რომ დავაშავე, როცა შვილის გაჩენა ჯერ არ მინდოდა. ლიკა და აკაკი ერთად ცხოვრობდნენ. ხელი მოაწერეს და მშვიდად ჩაატარეს დაოჯახების ამბავი. ცისანას ლიკას ამბავი არ გამოპარვია, იმ ღამით აკაკიმ რომ წაიყვანა სახლში ნასვამი ისიც ჩაუკაკლა აკაკის დედას და დედამთილს არ უნდოდა ლიკასნაირი რძალი. კაკის აუკრძალა სახლში ლიკას მიყვანა და არც მათ შვილს არ აღიარებდა. თუ ჩემს შვილს არ ცნობენ არავინ მჭირდებაო, კაკიმ ყველას ზურგი აქცია და მშვიდად დაიწყეს ცხოვრება. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო, პატარა თანდაყოლილი გულის მანკით დაიბადა და ერთი წლის რომ გახდებოდა ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. ელენემ საუკეთესო სპეციალისტებს აჩვენა და მკურნალობის ქვეშ იყო ჩემი ციცქნა.
ამ ხნის მანძილზე ცუდი ამბავიც მოხდა, ბევრი ბრძოლის მიუხედავად ეკამ დაგვტოვა. ანასტასია განადგურებული იყო ამ ამბით. ყველანაირად ვცდილობდი მისთვის ტკივილი შემემსუბუქებინა. გოგა ისე მეხმარებოდა, მხარში ედგა, სულ თან დაყვებოდა და იმედიანად ვიყავი. ელენე გატყდა, დაიშალა, ადამიანს აღარ გავდა. ერთ დღეს კი დამიბარა სალაპარაკო მაქვსო.
-ელენე რა მოხდა მეტყვი?-საავადმყოფოში მის კაბინეტში ვიჯექი და ინტერესით მივჩერებოდი.
-მარიამ, არ მინდა ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, რომ ეს ტვირთი ვატარო. საიდუმლოს გაგიმხელ, მხოლოდ შენ.
-რა ხდება?
-ეკატერინე ფეხმძიმედ რომ იყო გადავწყვიტე მომეგვარებინა და მისი შვილი გამეშვილებინა ჩუმად. მისთვის კი მეთქვა, რომ ბავშვი დაიღუპა.
-გაგიჟდი, ანა უნდა გაგეშვილებინა?
-არა-თავი გამიქნია.-ეკატერინე ჩამოვიყვანე და გაშვილებაზეც შევთანხმდი. ქალი რუსი იყო, კაცი ქართველი, 35 წლისები იქნებოდნენ, კარგი ოჯახი, მთაში ცხოვრობდნენ, დიდი მეურნეობა ქონდათ, სახლი და ყველაფერი შევამოწმე და მერე დავთანხმდი. ექიმიც მოვისყიდე და ეკა ჩამოვიყვანე ხევსურეთიდან, რომ ემშობიარა და მერე მეთქვა ბავშვი გარდაიცვალათქო. ექიმს შეუთანხმდი და საკეისრო კვეთა დავგეგმეთ. ეკას ეძინა და ვერაფერს გაიგებდა, ხელი მოვაწერინე, რომ დედაობაზე უარს ამბობდა, რეგისტრაციის საბუთებიათქო მოვატყუე. საკეისროს მეც ვესწრებოდი და უფალმა დამცინა. ეკას ტყუპები ეყოლა.
-მეორე წაიყავენეს?-მისი მონაყოლი გადავხარშე და ტანზე დამბურძგლა. ელენეს დავახრჩობდი საკუთარი ხელებით, ასეთი რამე როგორ გაუკეთა საკუთარ შვილს.-მიპასუხე მეორე წაიყვანეს?-ხმას აუწიე.
-წაიყვანეს, ანაზე კი უარი თქვეს, სუსტი იყო ანა, ერთი შვილი გვინდაო, ჩავთვალე, რომ ანა ისედაც ვერ იცოცხლებდა და მეორე გავატანე-სახე ხელებში ჩარგო ელენემ.
-ელენე მონსტრი ხარ. თანდათან ვრწმუნდები, რომ მონსტრი ხარ, გული არ გაქვს საერთოდ. ვინ ყიდის ბავშვებს ასე?-ხმას უმატებდი.
-მარიამ ხმას დაუწიე. უნდა მოვძებნო და შენ უნდა დამეხმარო. მე თუ მოვკვდი, შენ უნდა მოძებნო და საქმე ბოლომდე მიიყვანო. ანას არავინ დარჩა, სადღაც კი მისი ტყუპის ცალი და ცხოვრობს.
-ახლა ელენე. რომ მივიდე რა უთხრა, შენი ბიძაშვილი ვარ, ბებიამ გაგყიდათქო? გეკითხები რა უთხრა?
-არ ვიცი? არ ვიცი? ჯობდა ეს საიდუმლო მიწაში წამეღო, მაგრამ არ შემიძლია. არ მასვენებს, მტანჯავს, კოშმარები მესიზმრება. ეკას ვერ ვეტყოდი, საბოლოოდ შემიძულებდა.
-ეკას სძულხარ, სადაც არის იქ მაინც იცის, რაც გააკეთე და სძულხარ.-ვცდილობდი მისთვის უფრო მეტად მეტკინა.
ცოტა ხანი ხმას არც ერთი ვიღებდით. ოთახში დავდიოდი და შოკიდან ვერ გამოვდიოდი.
-მისამართი იცი?-უცებ ვკითხე.
-ვიცი, რამდენჯერმე მოვინახულე, ბედნიერი ბავშვობა ქონდა. ეკას სიკვდილის მერე ავედი და სახლი დაკეტილი დამხვდა, მეზობლებმა მითხრეს, რომ მამა ციხეში იყო. ის გათხოვილა და რუსთავში წასულა. მეტი ვერაფერი გავიგე. შენ შეგიძლია მოძებნო, გოგას სთხოვე და მამამისს მოაძებნინებს. ანას ხათრით, ეკას ხათრით.
-ყველაფერი რაც იცი დამიწერე. ხვალ მოვალ სახლში და მომეცი. მოვიფიქრებ რა შეიძლება მოვიმოქმედო.
-კარგი ყველაფერს დაგიწერ. ეკას დაბრუნებას ვცდილობდი. მინდოდა სახლში დაბრუნებულიყო, გათხოვილიყო და ბედნიერი ოჯახი შეექმნა. კარგად სწავლობდა და ხევსურეთს არ სცილდებოდა. რა მომავალი ქონდა იქ. იქნებ ორნი, რომ ყოფილიყვნენ უფრო დამებრუნებინა თბილისში ჩემი შვილი.-თავჩაღუნული ბუტბუტებდა ელენე.
-ელენე, ადამიანი ადამიანი იმიტომ არის რომ ადამიანად უნდა დარჩეს და ღმერთის როლი არ უნდა მოირგოს. შენ არ გქონდა უფლება სხვა ადამიანის ბედისწერის შეცვლის. უფალმა კი ჩაგიტარა მწარე გაკვეთილები, თუმცა მაინც არ შეიცვლები. თავმდაბლობა უნდა ისწავლო, მიტევება, პატიება უნდა ისწავლო. ბედისწერას უნდა მიჰყვე, კი არ უნდა შეეწინააღმდეგო. ის რაც შენ ჩაიდინე საშინელებაა, უპატიებელი შეცდომა. ეკლესიაში წადი და მამაოს აღსარება ჩააბარე, მე ღმერთი არ ვარ რომ გაპატიო, აღსარებას მე არ უნდა მაბარებდე. კოშმარები თავს არ დაგანებებს, რადგან მე გამიმხილე საიდუმლო, სული უნდა გაიწმინდო ცოდვისგან.-უთხარი და წამოვედი საავადმყოფოდან.
-მოვიდა ჩემი გოგო?-კარი ლევნმა გამიღო.-სად დადიხარ ასე გვიან?
-რა ბზიკმა გიკბინა? ჩემს წასვლა მოსვლას როდიდან აკონტროლებ?-შევხედე წარბის აწევით.
-გუშინდელიდან მოყოლებული. -ამოიოხრა.
-რატომ ვითომ, ერთმანეთის ნდობა ასე მალე დავკარგეთ?
-შენი ნდობა არ დამიკარგავს, შიში შემომეპარა. გვიან ნუღარ დადიხარ აქეთ იქით, ათასი გადარეული დადის ქუჩაში.
-პატრულის რეფორმა ამართლებს. გადარეულები ამ დროს სახლში იმალებიან.-თვალი ჩაუკარი ლევანს.-ბედნიერებაა ქუჩაში მშვიდად დადიხარ, ისე რომ არავინ გაყაჩაღებს.
-მარიამ აბებს მართლა აღარ სვავ?-შემომხედა ნაღვლიანი თვალებით.
-არ ვსვავ. ხვალ ექიმთან მივდივარ, შენც წამოდი, გამოკვლევები ჩავიტაროთ.
-კარგი წამოვალ.-თავი ჩახარა.-ხვალ ცოტნე მიდის რუსეთში. შენი გოგო დასთანხმდა და მალე ცოლად მოიყვანს.
-ყოჩაღ მამიდა ანას. დატოვე იქ და მიხედოს ბიზნესს, ანაც სამსახურს არ დაანებებს თავს და არც შენ მოგიწევს რუსეთში ხშირი ჩასვლა.-დაუგეგმე.
-ყველა ნათესავზე ზრუნვას ერთად მოეშვი და საკუთარ საზრუნავს მივხედოთ.-მითხრა საყვედურით სავსე მზერით.
-ლევან, მეც ვდარდობ, თანაც ძალიან. გიო რაც ხელში ავიყვანე მას მერე სიგიჟემდე მინდა შვილი მყავდეს. ასე უნდობლად ნუ მიყურებ, არ ვსვავ აბებს მას მერე რაც შევთანხმდით, რომ შვილი გვინდა. ხვალ ექიმი გაგვსინჯავს და გვეტყვის რატომ არ დავრჩი აქამდე ფეხმძიმედ.-თავი მივადე და მივეხუტე.
-კარგი, მაგრამ ყველას და ყვლაფერს ედები. ანა დიდია, ყველა გვერდით ყავს და გადაიტანს დედის ამბავს. მესმის მძიმეა და მის გვერდით ხშირად უნდა იყო, მაგრამ გოგა ხომ ყავს გვერდით. ნიკას რატომ შეხვდი გუშინ?-უცებ შეცვალა თემა.
-შენ რა იცი ვის შევხვდი? მითვალთვალებ ლევან?
-რატომ დამიმალე?
-არ დამიმალია, ვერ მოვიცალე რომ მეთქვა. თურქეთში წავიდა და დამემშვიდობა, 2 წელი პრაქტიკებს იქ გაივლის. შენ კი საიდან იცი, რომ შევხვდი იმაზე გამეცი პასუხი.
-შემთხვევით დაგინახეთ კაფეში, რომ ისხედით.
-მერე რატომ არ მოხვედი?
-ხელი არ შეგიშალეთ.
-ლევან!-ხმას აუწიე.-მეჩვენება თუ ეჭვიანობა გკლავს.
-ხო ვეჭვიანობ, არ მაქვს მიზეზი? კაცს სიგიჟემდე უყვარხარ. არავის დამშვიდობებია, გოგასაც კი. შენ კი დაგემშვიდობა.
-ნიკა ჩემი ძმაა, ჩათვალე რომ ძმაა. გოგას არ უყვებოდა თავის ოცნებებზე, გოგამ არ იცის მისი მომავლის გეგმები.
-შენ რატომ იცი?-მითხრა ყვირილით- რატომ იცი გათხოვილმა ქალმა მისი ოცნებები და გეგმები. მას უყვარხარ მარიამ, ისევ უყვარხარ. გთხოვ მარტო აღარ შეხვდე.-ხმას ისევ დაუწია და მუდარა გაურია ხმაში.
-ლევან მას კაფეში შევხვდი, დღის 12 საათზე, მეგობრულად ვისაუბრეთ და ყავა დავლიეთ. რა დავაშავეთ? რა დავაშავეთ მეტყვი?
-არაფერი, მაგრამ მე მოვკვდი. არ მინდა შენს სიახლოვეს იყოს. შენი დაკარგვის შიში მჭამს.-ხელები მომხვია.
-ლევან ნიკას ბავშვობიდან ვიცნობ. ნიკა როგორც მამაკაცი ცოტათი რომ მყვარებოდა მას გავყვებოდი და არა შენ. შეიგნე, რომ მე შენ აგირჩიე და ეჭვიანობის მიზეზი არ გაქვს.
-ისე მიყვარხარ რომ ეს სიყვარული მაგიჟებს. საკუთარ თავს ხანდახან ვეკითხები, რატომ ამირჩიე მე ასეთმა იდეალურმა.
-არ ვარ მე იდეალური და სიყვარული ბრმააო არ გაგიგია?-უთხარი სიცილით.-შენც იდეალური ხარ ჩემს თვალში, მაგრამ რომ არ ხარ?-ისევ ვიცინოდი.
-ნუ დამცინი, მოდი აქ.-ზურგზე მომიგდო და საძინებელში შემარბენინა.
-ლევან დამსვიიი. ფეხმძიმედ რომ ვიყო ისე დამარბენინებ გამვარდება ბავშვი.-უთხარი სიცილით. მანაც ნელა დამსვა საწოლზე.
-კარგი ასე აღარ ვიზავ.-გვერდით მომიჯდა.-რამე გაწუხებს? რაღაცნარი ხარ, სევდიანი.
-არაფერია, უბრალოდ განვიცდი. 7 თვე გავიდა და არ დავრჩი ფეხმძიმედ.
-მარიამ შვილი ძალიან მინდა, მაგრამ თუ პრობლემა იქნება და არ გვეყოლება, ეს არ შეცვლის ჩემს შენდამი სიყვარულს. მინდა ეს იცოდე და არ ინერვიულო.-ჩემი სახე ხელებსი მოიქცია და სახე დამიკოცნა.
-დედაჩემმა მითხრა, რომ ერთი წელი არ ფეხმძიმდებოდა თავიდან. მითხრა არ ვინერვიულო, თუმცა ექიმთან უნდა მივიდე.
მერე დეღს ექიმთან წავედით, ლევანის ანალიზებმა დადებითი პასუხი აჩვენა. მე კი კისტა აღმომაჩნდა, რაც ხელს უშლიდა დაფეხმძიმების პროცესს. ამიტომ დავიწყე მკურმნალობა და ოპერაციისთვის მზადება. ოპერაცია გავიკეთე, ლევანი გვერდიდან არ მცილდებოდა, ჩემს ყველა მითითებაზე ჩემს გვერდით ჩნდებოდა. კიდევ ერთი წელი ვმკურნალობდი და ფეხმძიმედ ჯერ კიდევ არ ვიყავი. სვანეთში წავედით, მამა აკაკი მოვინახულეთ. დაგვამშვიდა, ღმერთმა უკეთესად იცის და ყველაფერი კარგად იქნება. ალბათ ჯერ არ არის დრო რომ მშობლები გახდეთო. მეც უფრო დავწყნარდი, აღარ ვნერვიულობდი. 1 წელიწადში სწავლასაც დავამთავრებდი და იქნებ მაშინ მაინც მყოლოდა შვილი.
დასაწყნარებლად ჩემი ნაყიდი ნაკვეთი შემოვღობე. მშენებლობაზე ბიჭებს ვთხოვე და 2 კვირაში ამომიყვანეს გალავანი ნაკვეთის ეზოში, მორიგეობით მოდიოდნენ 3-3 ნი რომ ლევანს ვერაფერი შეემჩნია. ცხვარი უყიდე, საჭმელები გაუმზადე და ბიჭებმა ბუნებაში იქეიფეს. ლევანმა არაფერი იცოდა ისევ. მკურნალობის ფულს იმდენს მაძლევდა რომ დანაზოგი გავაკეთე და ჩემით შემოვღობე ნაკვეთი. მერე ყვავილები ვიყიდე, მარადმწვანე ტუიას პატარა ლაბირინთი გავაკეთე ეზოში. მე და ანა ვრგავდით ყვავილებს, თეთრი ნაძვიც ვახარე, რომ ვიყიდე მითხრეს ძნელი სახარებელიო და ისე უვლიდი. სარწყავი სისტემა გამოვიწერე ინტერნეტით, რომ ყოველ დღე თავისით ჩართულიყო და მოერწყა ბაღი. ისეთი ლამაზი გამოვიდა სულ მინდოდა რომ ამ ბაღში ვმჯდარიყავი.
ფოსტიდან სარწყავი სისტემა რომ მოიტანეს ლევანმა გააღო კარი და ამანათი ჩაიბარა.
-მარიამ ეს რა არის?-გახსნა და თვალიერება დაუწყო.
-სარწყავი სისტემაა. მეგობარმა მთხოვა და გამოუწერე.-ვიცრუე.
-რა კარგი რაღაცაა, თამარასაც გამოუწეროთ. როცა სადმე მიდის სულ დარდობს ყვავილები მოსარწყავიაო.-მოეწონა ლევანს.
-გამოუწეროთ-დავეთანხმე მეც.
-მარიამ შენი გამომცხვარი სნიკერსი როდისღა მიიტანე მშენებლობაზე ერთი ეგ მითხარი?-წარბაწეულმა გადმომხედა.
-ბიჭები დავიხმარე რაღაც საქმე მქონდა და მაღარიჩი ვიკისრე.-თვალი ჩაუკარი.-და შენ რა იცი.
-„შეფ ნამცხვარი მაგრად მოგვეწონა, მადლობა გადაეცით მარიამსო“. შემოგითვალეს.
-მე უფრო მადლობელი ვარ მათი.
-რა საქმე არ მეტყვი ხომ?-გამომცდელად შემომხედა.
-სურპრიზია. არ დამისრულებია და რომ დავასრულებ გეტყვი.-თვალი ჩაუკარი.
-მუშებთან რომ ძმაკაცობ და კარგი მეგობარივით გკითხულობენ ეგ კარგი, მარა მაღაზიაში ნაყიდი არ აკადრე თუ რა იყო?
-ისეთი დახმარება გამიწიეს, რომ მაღარიჩიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო.
-მოყევი!
-არა!
-მარიამ!
-სიურპრიზია. ნუ ხარ სულ სწრაფი.
-არაფერი გამოგასწორებს.
გიოს ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ლიკას დედამთილი გვეწვია საავადმყოფოში და ლიკას ნერვები მოუშალა, თუმცა შვილიშვილი მოიკითხა. ეს უკვე პროგრესი იყო, მანამდე შვილიშვილსაც არ აღიარებდა. როგორ ნერვებს მიშლიდნენ ეს კუდაბზიკა ადამიანები, ელენეს ჩათვლით.
ანამ ჩააბარა სასწავლებელში და სტუდენტი გახდა. ჟურნალისტობა უნდოდა ჩემს გოგოს და გაუმართლა. გოგა თავს დასტრიალებდა, სასწავლებელში აკითხავდა და ყურადღებას აქცევდა. მეც მშვიდად ვიყავი და საკუთარი პრობლემებით დავკავდი.
-„მარიამ ჩემთან მოდი, დედა და მამა არ არიან, ელენე მორიგეა, ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, მეშინია.“-ლიკა მირეკავდა.
-„მოვდივარ“-ჩავძახე და ისე სწრაფად ჩავიცვი მეც გამიკვირდა.
-სად მიდიხარ? რომელი საათია?-საწოლზე ლევანი წამოჯდა.
-ბავშვია ცუდად ლიკასთან მივდივარ. აკაკი არ არის სახლში, ჩემებიც ხევსურეთში არიან წასულები.
-შენ რა უნდა უშველო სასწრაფო გამოიძახეთ?-ლევანიც ადგა და ჩაცმა დაიწყო.
-ეხლა ვრეკავ სასწრაფო პედიატრიაში.-ყურზე ტელეფონი მქონდა მიდებული და ცხელი ხაზის ოპერატორს ველოდებოდი.
15 წუთში მივედით მე და ლევანი ლიკასთან.
-მაი-დამინახა თუ არა ამოილუღლუღა და ხელები გამომიშალა გიომ.
-ჩემი ბიჭი-სიცხე გაუზომე. 40 გრადუსი ქონდა.
-სპირტი და ბამბა მომიტანე სასწრაფოდ. დამწევი მიეცი რამე?-ვკითხე ლიკას.
-მივეცი, მარა არ დაუწია.-ტიროდა ლიკა.
-მომეცი-ბამბა სპირტით დავასველე, ბავშვი გავაშიშვლე და სპირტით დაუზილე საკეცები. ნელ ნელა ტემპერატურამ კლება დაიწყო. პედიატრიის სასწრაფო არ გამოჩნდა. ბავშვს პლედი მოვაფარე, ხელი დავავლე და მანქანაში ჩავსვი. ლიკა და ლევანიც გამომყვნენ საჭირო ნივთები წამოიღეს. ლევანი საჭესთან დაჯდა, მე ბავშვს ცივ საფენებს ვაფენდი შუბლზე. საავადმყოფოში, რომ მივედი მიმღების ექიმმა არ მიმიღო, სასწრაფოს შემოყვანილებს ვსინჯავ ჯერ და გთხოვთ გარეთ დამელოდეთო. კორექტულად აუხსენი, რომ ბავშვი ახალი ნაოპერაციებელი იყო და მაღალი სიცხე ქონდა.
-არ მაინტერესებს ქალბატონო. ყველა ავად არის. ჯერ უამრავი ფურცელი მაქვს შესავსები, რიგი დაიკავეთ, სასწრაფოს შემოყვანილს რომ მოვრჩები მერე შემოდითო.
-ბავშვი რამის კრუნჩხებში ჩამივარდეს სიცხისგან. სასწრაფო, რომ არ მოვიდა მე თვითონ იმიტომ მოვიყვანე. სასწრაფოს მოყვანილი ბავშვი 37 ტემპერატურით არის და ეს ბავშვი 40, განსხვავებას ვერ ამჩნევ? ემერჯენსში შემიყვანე სასწრაფოდ თორემ ხვალ მაგ დიპლომს თავზე დაგახევენ-უყვირე ექიმს.
-წამობრძანდით ქალბატონო-დაცვამ სასწრაფოდ ემერჯენსში შემარბენინა, თან შეშფოთებული მიყურებდა.
საბედნიეროდ ოპერაციის გართულება არ აღმოჩნდა და ყველაფერი რიგზე იყო. ჩვეულებრივი ვირუსი მაღალი სიცხეებით. ანტიბიოტიკი დაუნიშნეს, ბრონხების მწვავე ანთება ქონდა. 2 დღე გაგვაჩერეს და მერე გამოგვიშვეს. ბავშვს მე ვადექი თავზე, დედაჩემი ზრდიდა გიოს და მე თითქმის ყოველ დღე მივდიოდი. ლიკა სალონში მუშაობდა და გვიან მიდიოდა სახლში. 1 საათი გიოს ეთმობოდა ჩემს გრაფიკში. ისე შემეჩვია და ისე უყვარდი, დედა აღარ უნდოდა მე რომ მხედავდა. ამიტომაც არ გამომიშვა და რადგან მე შევყევი საავადმყოფოში, მე დავრჩი ბოლომდე. გამოწერისას ლევანს დაურეკე და დავიბარე. ლიკამ არც იცოდა, რომ სავადმყოფოდან გამოვეწერეთ.
-როგორც იქნა. დედა ხარ ამ ბავშვის თუ დეიდა?-მკითხა გაბრაზებულმა ლევანმა.
-გიო ვინ გიყვარს?-ვკითხე ბავშვს.
-მაი-ხელები გამოიშვირა ჩემსკენ.
-ეს როგორ ჩამეგდო ლიკას ხელში და მერე იმ ალქაჯი ექიმის მიმღებში, რომ არ მიშვებდა?-ვკითხე ლევანს.
-ლიკა კი სალონში ისე მშვიდად დადის, ეჭვი მაქვს მაგის გაჩენილი არის კი ეს ბავშვი?-თავი გააქნია ლევანმა.
-რაო მოგენატრა ცოლი?-სარკეში შევხედე ლევანს.
-მომენატრე აბა არა.-მითხრა სევდიანად.-გიო წამოხვალ ჩვენთან?-კითხა ლევანმა.
-მაი იდა.-ჩამეხუტა გიო.
-მე, შენ და მაი, კარგი? ერთად ვითამაშოთ, კაკები ვჭამოთ.-უცინოდა ლევანი.
-კაკა იდა.-ატიტინდა გიო.
-საიდან მოუტანო ეხლა კაკა?-გადავხედე ლევანს გაბრაზებულმა.
-მაცადე.-მანქანა მაღაზიასთან გააჩერა და ცოტა ხანში შოკოლადები მოუტანა გიოს. სახლში ისეთი დასვრილები დავბრუნდით, მანქანაც სულ დასვარა.-გავარეცხინებ მანქანას და მოვალ.-სახლში დაგვტოვა და წავიდა.
საჭმელი ვაჭამე გიორგის, ძილის დრო იყო, ვაბანავე პატარა და დასაძინებლად დავაწვინე, მეც გვერდით მიუწექი და წითელქუდას ზღაპარს უყვებოდი. ასე ჩაგვეძინა ორივეს. ვიგრძენი ლევანის სურნელი, ზურგიდან მომიწვა საწოლზე და ჩამეხუტა. დილით დაჟინებული მზერა ვიგრძენი და თვალები გავახილე.
-დილა მშვიდობის ძილისგუდა. რამდენი ხანი უნდა გეძინოთ?-მითხრა ჩურჩულით ლევანმა და გიოს გადახედა, რომელსაც მშვიდად ეძინა.
-მომენატრა სახლში ძილი, საერთოდ არ მეძინა, თან მგელივით მშია. გვაქვს სახლში რამე თუ არა?-ავხედე ლევანს.
-გუშინ საღამოს ვიყიდე რაღაცეები, წამო ერთად გავამზადოთ.-ხელი მომკიდა და პიჟამოებით გამარბენინა სამზარეულოში. მაცივრიდან თევზი გამოიღო.-თევზი ფრანგულად, გახსოვს? გავაკეთოთ.
-მოაშორე.-ერთი თქმა მოვასწარი და საპირფარეშოში გავიქეცი.
-რა გჭირს? კარგად ხარ?-თავზე დამადგა ლევანი.
-არა, გული ამერია. ის თევზი გააქრე სამზარეულოდან ყარს.
-გაგიჟდი? რა ყარს ახალია გუშინ მოვიტანე.-მიყურებდა გაოცებული.
-გადააგდე თორემ ვერ შემოვალ სამზარეულოში.
-კარგი, კარგი. გადავაგდებ.-სამზარეულოსკენ წავიდა და ცოტა ხანში პარკით ხელში გარეთ გავიდა.
სამზარეულოს ფანჯარა გავაღე და გავანიავე. ისევ გულის რევის შეგრძნება მქონდა. სანამ ლევანი დაბრუნდა ყავა გავამზადე და ყავაზეც გული ამერია. ამჯერად მხოლოდ დალევა არ მსიამოვნებდა, სუნი არ მაწუხებდა.
-მარიამ ექიმთან ხომ არ წაგიყვანო, რამემ ხომ არ მოგწამლა?-შეშფოთებული დაბრუნდა ლევანი.
-არა გამივლის. წავალ ბავშვს დავხედავ და მოვალ.-ოთახში შევედი, გიოს ისევ ეძინა.
-სძინავს?-მკითხა ლევანმა, მეც თავი დაუქნიე.-სალათი გინდა?-სალათს ჭრიდა.
-კი მინდა. -დაჭრას რომ მორჩა თეფშზე გადმომიღო და გემრიელად მივირთვით.
-ყავას რატომ არ სვავ?-მკითხა ლევანმა.
-არ მომწონს, სხვა ყავა იყიდე?-ტუჩები დავმანჭე.
-არა, იგივე ყავაა შენ რაც გიყვარს.-მოსვა და ამომხედა.-გემოც იგივე აქვს.
-არ აქვს იგივე გემო, საშინლად მწარეა.-უცებ სახე გაუბრწყინდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო.
-მე გავალ და მალე დავბრუნდები.-მაგიდიდან უცებ წამოდგა და წავიდა.
-სად მიდიხარ?-ჩემი კითხვა უპასუხოდ დარჩა.
ცოტა ხანში ლევანი დაბრუნდა პარკით ხელში.
-სად გავარდი?-შევხედე კითხვით.
-გამომართვი და საპირფარეშოში შედი.-ორსულობის სამი ტესტი გამომიწოდა.
-კარგი რა ლევან.
-შედი და შეამოწმე.
-რატომ ისევ გული რომ დამწყდეს? ექიმმა მითხრა რომ ფოლეკულა არ გასკდა, ტესტი რას მეტყვის?
-მამა აკაკიმ რა გითხრა? ექიმებს თავი დაანებე და ღმერთის ირწმუნეო. ბავშვი უფლის ნებააო.
-კარგი შევალ.-საპირფარეშოში შევედი. სამივე ტესტი მოვსინჯე, ცრემლები თავისით მომდიოდა თვალებიდან. ფოლეკულა არ გასკდა, თუმცა ტესტმა ორივე ხაზი წითელი აჩვენა.
-რა მოხდა? უარყოფითია?-ჩემი ცრემლიანი თვალები რომ დაინხა იფიქრა უარყოფითიაო და ჩამეხუტა.-ნუ ტირი. მაპატიე მე ვიფიქრე...-ხმა ჩაუწყდა.
-იფიქრე რომ ფეხმძიმედ ვარ. ვარ ლევან. ფეხმძიმედ ვარ.-ხელები მაგად მოვხვიე.
-რაა? არ ხუმრობ?-ხელიდან ტესტები გამომართვა და სათითაოდ დასცქეროდა.-მამა გავხდები?-მასაც ცრემლები მოსდიოდა, ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა, მერე უცებ დამსვა.-ამის მერე ფრთხილად უნდა მოგექცე. გიო დედაშენს გაუყვანოთ და ექიმთან წავიდეთ.
-კარგი.-თავი დაუქნიე და ისევ ჩავეხუტე.
გიორგი დედაჩემს გაუყვანეთ და ექიმთან წავედით. ეჰოსკოპიაზე ჩემი პატარა გამოჩნდა, ლევანი ისეთი ბედნიერი უყურებდა ეკრანს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მალე სრულყოფილი ოჯახი ვიქნებით. სურათიც დაუბეჭდა ექიმმა და მისცა ბედნიერ მამიკოს. ექიმისგან ბედნიერი წამოვედით, ყველაფერი რიგზე იყო, ჯერ პატარა ვიყავი. ლიკას კონსულტაციების გადამკიდემ ყველაფერი ვიცოდი, როდის უნდა მივსულიყავი ექიმთან ვიზიტზე და რა უნდა გამეკეთებინა.
-მარიამ სადმე დავსხდეთ და შევჭამოთ. ჩემს პატარას კარგი კვება უნდა.-პატარა ბავშვივით გახარებული შემომცქეროდა ლევანი.
-არ მშია, ნაყინი მინდა და ალუბალი.
-კარგი, ნაყინი და ალუბალი ვჭამოთ.
-სახლში ვჭამოთ.-ტუჩები გავბუსხე.
-სახლში ვჭამოთ. ჩვენებს არ ვახაროთ ახალი ამბავი?-შემომხედა ლევანმა.
-ვახაროთ. ნაყინი და ალუბალი იყიდე და მცხეთაში წავიდეთ. დედაჩემს უკვე მივწერე რომ ფეხმძიმედ ვარ. ჩემებს უკვე ეცოდინებათ.
ლევანმა მანქანა მარკეტთან გააჩერა და ცოტა ხანში უკან დაბრუნდა.
-ალუბალი არ იყო, ბაზარში შევიაროთ.-თქვა დანანებით.
-არ მინდა იყოს მარტო ნაყინს შევჭამ.
-ჩემს პატარას უნდა ალუბალი და უნდა უშოვო.
-ანებივრებ აქედანვე ხომ?-თვალი ჩაუკარი.
-ორივეს განებივრებთ.-ლოყაზე მაკოცა.
ბაზარში შევიდა და მალევე დაბრუნდა უკან, იმდენი ალუბალი, ბალი და ალუჩა ეყიდა, პარკები სავსე ქონდა.
-რაც ალუბალი იყო სულ წამოიღე? გაფუჭდება ლევან.-ვიცინოდი მე.
-წვენებს გაგიკეთებს თამარა, არ გააფუჭებს. კარგად უნდა იკვებო და ნატურალური წვენები სვა.-ბედნიერი მიღიმოდა.
მცხეთაში მალე მივედით, ყველანი სახლში დაგვხვდნენ, თამთაც მოსულიყო სასწავლებლიდან და ბედნიერი იწვა დივანზე.
-რა გიხარია ჭინკა?-ხელი დაავლო და დააბზრიალა ლევანმა თამთა.
-დამსვი, დაგივარდები, დამსვიი..-ყვიროდა თამთა.
-ლევან დასვი ცოდოა.-ხელზე დავეკიდე მე.
-შენ ვეღარ გაბზრიალებ და ერთი ორი კვირა ხომ უნდა მეყოს. მოვალ და ამას ვაწვალებ.-იცინოდა.
-მარიამს რატომ ვერ აბზრიალებ ვითომ? -გაბრაზებული გვიყურებდა თამთა.-მეგონა დავისვენე, რაც შენ მოგიყვანა აღარ მაწვალებდა.
-ცხრა თვე გამიძელი და მერე ისევ მარიამს ვაბზრიალებ.-ლოყები გაუწელა თამთას.
-მოიცა, რა ცხრა თვე? ფეხმძიმედ ხარ?-შეჰყვირა თამთამ და ჩამეხუტა.-მამიდა უნდა გავხდეეე.-ყვიროდა და თან ხტუნავდა.
სამზარეულოდან გუჯა და თამარი გამოვიდნენ თამთას ყვირილზე.
-რას ამბობს, მართალია?-ახლა თამარა და გუჯა მომეხვივნენ. მეც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე.
-მოდი შენც მოგილოცო.-გუჯა ლევანს გადაეხვია.-იმედია შვილი მაინც დაგასერიოზულებს.-ბოლოს წაკბინა.
-მამა უუნარო რომ არ ვარ ხომ ხედავ.-იცინოდა ლევანი.-მალე მამა გავხდები და დავსერიოზულდები. მანქანიდან პარკებს წამოვიღებ და მოვალ.-ლევანი ეზოში გავიდა, გუჯაც მას მიყვა.
-ღმერთო როგორ გამიხარდა. მარიამ თავს გაუფრთხილდი, გამოცდებს ხომ მორჩი? სამსახურს შეეშვი და მაქსიმალურად მიხედე თავს.-მარიგებდა თამარი.-აქ გადმოდით და მოგხედავ. სახლში იღლები.
-არ ვიღლები, სულ ხომ არ უნდა ვიწვე. თანაც ლევანმა არა მგონია გადაიტანოს, რომ შვილზე ზრუნვაში თუ ვინმე შეეცილა. ალუბალი მოვინდომე და შეხედე.-კარისკენ გავახედე, გუჯა და ლევანი პარკებით ხელში შემოვიდნენ.
-რა იყო შვილო საკამპოტედ მიყიდე ამდენი ხილი?-იცინოდა თამარი.
-თამრო დატრიალდები და ნატურალური წვენებს გაუკეთებ შვილიშვილს. ეს გააფუჭებდა და შენთან წამოვიღე.-უთხარა ლევანმა.
-დავტრიალდები აბა რას ვიზავ.-ალუბალი მალე მოილევა და წვენებს დალევს ბავშვი, კარგი გიქნია, რომ ბევრი იყიდე. ჩემი ჭკვიანი ბიჭი.-მოეფერა ლევანს.
-ცოტა ხანი კიდევ შევიფერებ დედი შენს მოფერებას და მერე მე ვიღა მომეფერება. -გაიბუსხა ლევანი.
-უკვე ეჭვიანობს.-იცინოდა თამთა.
-შენც მოგეფერები დედა არ იდარდო.-ჩაეხუტა თამარი ლევანს.
-რა გეშველებათ დედა შვილს არ ვიცი მე.-თავი გააქნია გუჯამ.
მე და თამთა კი გულიანად ვიცინოდით. მცხეთიდან მალე წამოვედით, თამარი ეხვეწა აქ გადმოდითო, მარა არ დათანხმდა ლევანი. რომ გააჩენს მერე გადმოვალთ და მოეხმარეო.
-ლევან გახსოვს სურპრიზზე რომ გელაპარაკებოდი?-შევხედე ლევანს.
-რაზე?-შემომხედა.
-სიურპრიზზე, მუშებმა მაგარი საქმე გამიკეთეს მეთქი.
-ხო, რომ არ მითხარი. მერე გურამს ვკითხე და მითხრა ნაკვეთი შემოღობაო.
-ჩამშვები, ხომ ვთხოვე არ ეთქვა.
-რა დასამალია, მერე რა თუ შენს რომელიმე მეგობარს დაეხმარე და ნაკვეთი შემოუღობეთ.
-ლევან აქ ჩაუხვიე რა.
-რა იყო დაგრჩა მცხეთაში რამე?
-არა სადაც გეტყვი იქით წადი.
-კარგი, სად მიგყავარ?-წარბი ამიწია.
-წადი და ნუ მეკითხები.
მალე მივიყვანე ჩემს ნაკვეთთან.
-მოგწონს?-კარები გავაღე და შევიყვანე.
-ძალიან მაგარია? იყიდება? -შემომხედა ინტერესით.-თან რა მაგარი ბაღია გაშენებული. მალე ძალიან ლამაზი იქნება ეს კვიპაროსებიც რომ გაიზრდება.
-ჩვენია ლევან. ეს არის სიურპრიზი. ბიჭები დამეხმარნენ და შემომაღობინეს, ყვავილები კი მე და ანამ გავაშენეთ. სარწყავი სისტემაც მე დავაყენებინე ხელოსანს. შენ კი აქ სახლი უნდა აგვიშენო, პროექტი შემიდგინა ირინამ და ლექსომ, მერიაშიც თანხმობა მივიღე. ერთ წელიწადში მე და ჩემს პატარას და მერიას ეს სახლი უნდა ჩაგვაბარო.-დაბეჭდილი პროექტი მივეცი.
-რითი იყიდე, ეს ტერიტორია ძალიან ძვირია.-გაოცებული მიყურებდა.
-რომ ვიყიდე მაშინ არც ისე ძვირი არ იყო. ჩემი ბინა გავყიდე და ვიყიდე. აბა აგვიშენებ სახლს?
-რა თქმა უნდა აგიშენებთ.-ხელები მომხვია და ჩამიხუტა.-საოცარი ვინმე ხარ. შენ ზრუნავ იმაზე რაზეც მე უნდა ვიზრუნო. მეც ვფიქრობდი კერძო სახლი ვიყიდოთ მეთქი, უფრო მცხეთისკენ. დამასწარი, ჩემს აზრებს კითხულობ. აი მესმის სიურპრიზი.-მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა.
ლევანი დამატარებდა ყველგან, ყველგან მაკითხავდა, მანებივრებდა და ყველაფერს მისრულებდა. კომპანიას და მშენებლობის საქმეებს შევეშვი, რამდენიმე კორპუსი დასრულდა და ჩაბარდა. სამაგიეროდ ახალი მშენებლობა წამოვიწყე, მასალების შესარჩევად თავად დავდიოდი. ჩემი სახლის მოწყობით ვიყავი დაკავებული. ამ ხნის მანძილზე გიორგი ჯიქია გარდაიცვალა გულის შეტევით, საქართველოში გადმოასვენეს. სამძიმარზე მივედით მე და ლევანი. ლევანს არ მივყავდი, თუმცა ბატონი გიორგი ძალიან მიყვარდა, ისიც ისეთი კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ, რომ ბოლო გზაზე უნდა გამეცილებინა, სხვაგვარად არ შემეძლო. მუცელი უკვე კარგად მეტყობოდა, მის მეუღლეს მიუსამძიმრე, ზურასთვის არც შემიხედავს ისე აუარე გვერდი. თვალებში არ შემიხედავს, მეშინოდა ჩემს სიზმრებში ისევ არ დაბრუნებულიყო. ლევანი გარეთ გავიდა და ზურას ელაპარაკებოდა, დაძაბული ვიყავი, თუმცა ასეთ დროს იცოდა ლევანმა თავის დაჭერა და არაფერს ეტყოდა ზურას აეროპორტის ინციდენტზე.
-შემ მარიამი ხარ შვილო?-მკითხა გიორგის მეუღლემ.
-კი.-თავი დაუქნიე.
-რაც გაგიცნო სულ შენზე მელაპარაკებოდა. სასწაულად ლამაზი და ჭკვიანი ბავშვიაო. მითხრა საქართველოში ჩავიდეთ და გაგაცნობო. ვერ მოასწრო ცოცხალმა ჩამოსვლა-დაატირა გიორგის.
-ბოლოს რომ ვიყავი საშინელი ნოსტალგია ქონდა. მალე უნდა ჩამოვიდეო მითხრა.-უთხარი ქალბატონ ნაზის.
-სულ მოდიოდა. შენ რომ ნახე და ჩურჩხელები ჩამოუტანე სულ თვითონ გამოიზოგა. გამასინჯე მეცთქო, რომ უთხარი, ჩემი გოგოს საჩუქარია და მე უნდა შევჭამოო.-გაეღიმე გიორგის მეუღლეს.-პირობა მაინც შეასრულა და საქართველოში გაგვაცნო ერთმანეთი. შვილო შენ ფეხმძიმედ ხარ?
-კი.-თავი დაუქნიე.
-ღმერთმა ჯანმრთელად და კარგად გამყოფოს შვილო. ბედნიერი დედა იყავი.-დამლოცა სევდიანი სახით.
მადლობა მოუხადე და დავემშვიდობე. ლევანი ისევ ზურასთან იდგა და მშვიდად ლაპარაკობდნენ. რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა, ზურაც გამოყვა.
-როგორ ხარ მარიამ? გილოცავ მალე დედა გახდები.-ლოყაზე მაკოცა ზურამ.
-მადლობა.-ჩავილაპარაკე და ლევანს შევხედე.
-ბიჭია თუ გოგო?-ისევ გვკითხა ზურამ.
-არ ვიცით?-მუცელზე ხელი მომისვა ლევანმა. -სიურპრიზად ვტოვებთ.
-ფეხმძიმე უფრო ლამაზი ხარ. სულ შვილებს უნდა აჩენდე შენ, ბიზნესს კი არ უნდა მართავდე.-სულ სხვა თვალებით მიყურებდა, სითბო და სიყვარული იკითხებოდა მის თვალებში. ამ ხნის მანძილზე ვცდილობდი თვალებში არ შემეხედა და მაინც შევხედე, გულმა ვერ მომითმინა. ისეთი სითბოთი ჩაილაპარაკა ზურამ რამდენიმე წუთით დავიჯერე რომ, სხვა ადამიანი იდგა ჩემს წინ და არა ის მტაცებელი რომელიც როგორც ნადავლს თვალებით მჭამდა.
-ბიზნესს შევეშვი და ამის მერე შვილების გაჩენით დავკავდები.-ღიმილით შევხედე ლევანს, რომელიც ბედნიერი სხით მიყურებდა. არ ვიცი, თითქოს ვცდილობდი ზურაში ეჭვიანობის ნიშნები დამენახა, თუმცა ჩემს სიტყვებზე მხოლოდ გაეღიმა-ლევან წავიდეთ?
-დაიღალე?-ხელი მომხვია და თავზე მაკოცა.
-ცოტა.-შევხედე ღიმილით. ზურას თავი დაუქნიე და მანქანისკენ დავიძარი. ლევანიც დაემშვიდობა და უკან გამომყვა. მანქანაში რომ ვჯდებოდი უკან გავიხედე, აივნიდან ზურა მიყურებდა დაჟინებით და თვალს არ მაცილებდა. მისი მწველი მზერა დავიჭირე, თითქოს მიძინებული მტაცებელი გავაღვიძე მასში და შიშმა ამიტანა. მისი სიტყვები გამახსენდა, ჩემგან გაიქეციო რომ მითხრა.
-კარგად ხარ?-შეშფოთება შემატყო ლევანმა.
-კი კარგად ვარ.-თავი დაუქნიე.-ლევან ბიზნესი, რომ გაყოთ არ გინდათ? ბინები იყიდება და ზურა გაისტუმრე, შენ გიორგის დაუდე ხელშეკრულება, ვალდებულება ორმხრივი იყო, დათოს ეგ პუნქტი შევატანინე, რომ გიორგის სიკვდილის შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტის უფლება გვაქვს. არ მინდა ზურასთან რამე გაკავშირებდეს.
-ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. ზურა მელაპარაკა, ბოდიში მომიხადა აეროპორტში რაც მოხდა, მითხრა წამლის კაიფში ვიყავი და ცუდად მოვიქეციო. გიორგიმ რეაბილიტაციის კურსი გაატარა და ახლა შევეშვი წამალსო. იმედია გამოსწორდა. თან ხომ ნახე როგორ შეცვლილია.-თავზე ხელი გადამისვა.
-ლევან, ყოფილი ნარკომანი არ არსებობს. მეშინია მისი, მაფორიაქებს.
-რა უნდა ქნას მარიამ? რა? პარანოია ნუ გაქვს გთხოვ.-ხმას აუწია ლევანმა.
-არ მაქვს პარანოია, შინაგანად მეშინია მისი.-ჩავილაპარაკე, ნარკომანი იყო? ისევ მასზე ვფიქრობდი. არ გავდა ნარკომანს, არც მაშინ არ იყო კაიფში, იტყუებოდა. სასტუმროში ისე აკონტროლებდა თავს, კაიფში რომ ყოფილიყო საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, ბოლოს ისე ავყევი კოცნაში წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევდი.
- ჩემს გვერდით იდექი და არაფერი ზედმეტი არ უთქვამს. -ფიქრებიდან ლევანის ხმამ გამომაფხიზლა.-პირიქით, თბილად გელაპარაკა, სულ შვილები უნდა აჩინოო. რატომ გეშინია?-ლევანს ვერ ვეტყოდი საკუთარი თავის რომ მეშინოდა იმ დროს.
-გუჯას დაველაპარაკები და დავარწმუნებ კონტრაქტი გაწყვიტოს.-ჩავილაპარაკე გაბუსხულმა.
-გეყოფა, აღარ გაბედო ჩარევა. შენი საქმე შვილზე და სახლზე ზრუნვაა. სწავლაც უნდა დაამთავრო, კომპანიას და ბიზნესს მოეშვი. სულ გაგაგიჟა მამაჩემმა შენ, მე საერთოდ წარმოვადგენ რამეს კომპანიაში? პაიკად მაქციეთ, გადაწყვეტილებებს იღებთ და მე უნდა ვასრულო. იცი რამდენიმე დღის წინ რას ჭორაობდნენ თანამშრომლები?-გაბრაზებული მიყურებდა- ჯერ ცოლს კითხავს და ხელს ისე მოაწერსო. ასეთი რეპუტაცია შემიქმენით კომპანიაში.
-უფროსებზე ყოველთვის ჭორაობენ. –ჩავილაპარაკე.
-მართალს ჭორაობენ მარიამ. ხელს რომ ვაწერ საბუთებს იმაზე ვფიქრობ რამეს ხომ არ ვაკეთებ არასწორად. დამოუკიდებლად მუშაობას არ მაცდით.-გაცეცხლებული მიყურებდა.
-რაც გინდა ის ქენი.-მეც აუწიე ხმას.-საერთოდ არაფერი აღარ მკითხო. მიიღე გადაწყვეტილებები და შედეგებზეც შენ აგე პასუხი. მე ჩვენს შვილს მივხედავ და სხვა კომპანიაში მოვძებნი სამსახურს. არც მე მინდა ჭორაობდნენ უფროსის ცოლია და პრივილეგიებით სარგებლობსო. ნულიდან დავიწყებ და შევიქმნი კარიერას, შენ და შენს კომპანიას კი ჯანდაბამდე გზა გქონიათ.-უკვე სახლთან მივედით, მანქანის კარი გამოვაღე, მთელი ძალით მიუჯახუნე ლევანს და კიბეებს ფეხით აუყევი. სანამ ავედი ლევანი ლიფტით ავიდა და იქ დამხვდა.
-ნუ ბრაზდები.-ხელები მომხვია და ჩამიხუტა.
-არ ვბრაზდები, ამის მერე საკუთარ თავს მივხედავ. გაგიტკბა გენერალური დირექტორის პოსტი, მანდამდე რომ უპრობლემოდ მისულიყავი და თავი ციხეში არ ამოგეყო ღამეებს საბუთების ქექვაში ვათენებდი. შენთვის ვაკეთებდი ყველაფერს, შენ კი შენი პაიკი ვარო. ვინ გამოდის პაიკი კიდევ საკითხავია, აუდიტმაც ვერ გიპოვა დარღვევები, რაც მე ამოვქექე, დროულად რომ არ მეპოვა ფინანსური გიპოვიდა. მადლობის მაგიერია, ყოველთვის მსაყვედურობ კომპანიის საქმეებში ჩარევას. ეს მამაშენს უნდოდა და ამიტომ მოვედი კომპანიაში, კარგად იცი შენი არც კომპანია, არც ფული და საერთოდ არაფერი არ მჭირდება. -მივაყარე სახლში შესვლისთანავე და საძინებელში შევედი.
-ბავშვს რომ გააჩენ და სწავლასაც მორჩები სხვა კომპანიაში დაიწყე მუშაობა, კარგ რეკომენდაციას დაგიწერ. ასე აჯობებს ორივესთვის.-უკან შემომყვა ლევანი.
-ასეც მოვიქცევი.-უთხარი ნიშნის მოგებით.-რეკომენდაცია კი არ მჭირდება.
-სულ კომპანიის გამო ვჩხუბობთ, აღარ მინდა საქმის გამო შენთან ჩხუბი.
-მერე არ მითხრა არ გამაფრთხილეო. უნარი მაქვს ლევან, მოსალოდნელ საფრთხეს ვგრძნობ და ამიტომ გაფრთხილებ. არაფერზე არ დასთანხმდე ზურას, მე თუ არ გინდა ჩავერიო გუჯას შეუთანხმე მაინც.-ცრემლიანი თვალებით შევხედე.
-გუჯას შეუთანხმებ ყველაფერს გპირდები. შენ კი არ იტირო.-თავზე მაკოცა.
-რატომ აღარ მეფერები?-ავხედე ნამტირალევმა.
-აბა ეხლა რას ვაკეთებ?-ცხვირზე მაკოცა.
-ექიმმა სექსი შეიძლებაო, შენ კი არ მეკარები.-გავიბუსხე.
-შეიძლებაო? მართლა? ექიმს ეგ კითხე?-გაიცინა ლევანმა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. თუმცა სექსის დროს თვალები რომ დავხუჭე და ზურას თვალები დავინახე მივხვდი რომ ჩემი საქმე კარგად არ იყო.

გოგამ და ანამ ჩუმად ხელი მოაწერეს, ჩემებს მე ვახარე ახალი ამბავი, რადგან მათი რომანის ხელშემწყობი მე ვიყავი და პირველად მე მითხრეს. გოგას დედას პროკურორის შვილი უნდოდა რძლად და ამ ამბავმა შოკში ჩააგდო.
სულ რამდენიმე თვეში ჩემი პატარა გაბრიელიც დაიბადა. ლევანმა ლუქს პალატა აიღო და სამშობიაროში რჩებოდა თვითონაც. თამარი ეხვეწა მე დავრჩებიო და არ დაანება. პატარას ყოველ წამოტირებაზე ფეხზე იდგა და საწოლიანად მოყავდა ჩემთან. ისე დაგვტრიალებდა თავს, ბედნიერების ნაპერწკლები უკრთოდა თვალებში. სამშობიაროდან რომ გამოვედით ლევანს აღარ აკარებდნენ თამარი და თამთა გაბრიელს. სულ ეჩხუბებოდნენ, წვერი გაქვს და ნუ კოცნიო. სასწავლებელში ბოლო თვეები ვეღარ დავდიოდი, პატარას ვერ ვტოვებდი. საცხოვრებლად მცხეთაში გადავედით დროებით, მანამ ჩვენი ახალი სახლის რემონტი დასრულდებოდა. იმდენად დაღლილი ვიყავი ბავშვზე ზრუნვით, რემონტის საქმეებით, მეცადინეობით. გამოცდები რომ ჩამებარებინა ბევრს ვმეცადინეობდი. ბუღალტრერიაშიც მესამე დონე გავიარე წარმატებით, გამოცდაც ჩავაბარე და ბუღალტრის სერთიფიკატიც ავიღე. პარალელურად რეზიუმეს ვაგზავნიდი ვაკანსიებზე, რათა რამე სამსახური მომეძებნა. აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდით, დასვენება უკვე ოცნებად მექცა. ლევანი სულ ბუზღუნებდა, დატოვე თამართან ბავშვი და ერთი კვირა სადმე წავიდეთ ქმარი საერთოდ დაივიწყეო, მაგრამ არ მივყვებოდი. სასწავლებლიდან რომ ვბრუნდებოდი ისე მენატრებოდა მთელი ათი წუთი ვკოცნიდი ჩემს გოჭს.
გაბრიელი მოვნათლეთ, დათო და მაკო იყვნენ ნათლიები, რესტორანში გადავინაცვლეთ ნათლობის მერე და ავღნიშნეთ პატარას გაქრისტიანება. ნათლობაში ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ვიყავით. ლევანმა ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ზურაც დაპატიჟა ნათლობაში.
-გილოცავ, დედობა ძალიან მოგიხდა.-ლოყაზე მაკოცა და ჩამჩურჩულა ზურამ. სახეზე ავწითლდი, გონებას მირევდა, ახლა, როცა შვილი მყავდა, ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, მი კი მის დანახვაზე გული მეწურებოდა და ტირილი მინდოდა. ისეთი სითბოთი დაჰყურებდა გაბრიელს, ისეთი სიყვარულით უყურებდა, მეგონა სხვა კაცი იდგა ჩემს წინ.
-მადლობა.-შევხედე შეშფოთებული სახით.
-ნუ ნერვიულობ, დღეს ბედნიერი დღე გაქვს, შენი პატარა გაქრისტიანდა. ეს კი ჩემი საჩუქარია.-ხელში პატარა ყუთი ჩამიდო.
-მადლობა.-მადლიერი თვალებით შევხედე, აღარ თამაშობდა, არ ფლირტაობდა, უბრალოდ მშვიდად მომილოცა.
ნათლობამ მშვიდად ჩაიარა, ზურას საჩუქარი ვნახე, წმინდა გიორგის მედალიონი იყო ყელსაბამთან ერთად. ყუთის ქვედა ნაწილში კი ღვთისმშობლის მედალიონი ყელსაბამთან ერთად იდო და პატარა წერილი. „ეს ყველაზე ლამაზ დედას.“ ყელსაბამი ამოვიღე და გავიკეთე, ლევანის ნაპოვნი ყელსაბამი მოვიხსენი და შევინახე. არ ვიცი რატომ მოვიხსენი, მაგრამ აღარ მქონდა სურვილი მეტარებინა.
ჩემი ანა და გოგაც დაქორწინდნენ. მიხაროდა მათი ამბავი, ისეთი ლამაზი წყვილი იყო, ხასიათითაც ერთნაირი ხალისიანები იყვნენ. მშვიდად ვიყავი, რადგან ანა საიმედო ხელში იყო.
ბოლო დროს გუჯა სულ აქებდა ლევანს, ბიზნესის კეთება ისწავლაო. მე თუ რამეს ვკითხავდი არაფერს მეუბნებოდა. შენ ბევრი საზრუნავი გაქვს და იმას მიხედეო. კომპანიის საქმეებს სულ ჩამოვცილდი, მშენებლობები სწრაფი ტემპით და კარგად მიდიოდა. კომპანიიდან გოგონები იყვნენ გაბრიელის სანახავად მოსულები და მათგან გავიგე რაღაც რაღაცეები. ზურა აქტიურად სტუმრობდა კომპანიას და ლევანის კაბინეტს, რაც საშინლად არ მომეწონა.
-მაგარი მექალთანე კია.-იცინოდა ქეთო. გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, რა მინდოდა, ჩემზე ეფიქრა სულ და ქალს არ გაკარებოდა? გათხოვილი ქალი საკუთარ ქმარზე არ ვეჭვიანობდი საერთოდ, სამაგიეროდ ზურაზე ეჭვიანობამ გამაგიჟა.
-მექალთანე არ არის, უბ