შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდესაც შვილის მეგობარი გიყვარდება (4 თავი)


3-11-2018, 10:32
ავტორი Girl... from the past
ნანახია 3 145

როდესაც შვილის მეგობარი გიყვარდება (4 თავი)

- ღამემშვიდობის რატი. შემოსასვლელი კარი გავაღე და მის მწვანე თვალებში კიდევ ერთხელ ჩავიხედე.
- ღამემშვიდობის ლინა. - ამბობს და მიდის. კარს ვკეტავ, სამზარეულოში შევრბივარ და ცივ წყალს სულმოუთქმელად ვსვამ. ცოტა რომ დავმშვიდდი საკუთარ საქციელზე ძალიან გამეღიმა, კარადიდან ვისკი გამოვიღე, მუსიკა ხმამაღალზე ჩავრთე და დალევა დავიწყე. მაინც როგორ ახერხებდა ეს ბიჭი ჩემში ამხელა ეიფორიის გამოწვევას, წარმოდგენა არ მაქვს თუმცა ფაქტი იყო ეს ძალიან მომწონდა, ფაქტი იყო ჩემში ქალური გრძნობები იღვიძებდა, ისიც ვიცოდი ამისთვის კონტროლი უნდა გამეწია, სხვა თუ არაფერი ის შვილად უფრო მერგებოდა ვიდრე საყვარლად.
--------------------------------------


ცხოვრება გრძელდებოდა, დროის უმეტეს ნაწილს სამსახურს ვუთმობდი, შესაბამისად რატიზე ძალიან ცოტას ვფიქრობდი, თუ მასზე ფიქრი ძალიან შემომაწვებოდა, ამ შემთხვევაში თავს ვაიძულებდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. სისულელე იქნება თუ ვიტყვი რომ ჩემ ასაკში ოცდახუთი წლის ბიჭზე უგონოდ ვიყავი შეყვარებული, თუმცა ის რომ მისი გახსენება ჩემში ეიფორიას იწვევდა ეს ცხადი იყო.
ერთ საღამოს მე და ნია ტელევიზორს უმხოდ ვუყურებდით, როდესაც მას ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა. არასდროს დავინტერესებულვარ თუ ვის წერდა ან ესაუბრებოდა მაგრამ მისი სახის მიმიკა იმდენად შეიცვალა, რომ უსოამოვნო განცდამ ერთიანად შემიპყრო. ამიტომაც თავს უფლება მივეცი მისთვის კითხვები დამესვა.
- ვინ გწერს?
- არავინ.
- არავის გამო სახე ასე არ შეგეცვლებოდა. დაიძაბე. - რამეს მიმალავ?
- არ გინდა ჩაიცვა? - მეუბნება ნია და მეც ახლა მახსენდება, რომ ბანაობის შემდეგ პირსახოცშემოხვეული ჩავეშვი სავარძელში და სულ დამავიწყდა ჩაცმა.
- ვინმეს ელოდები?
- არა.
- მაშინ რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ასე ვიჯდები თუ ჩაცმული. რა ხდება ნია მითხარი.
- ცოტა ხანს გავისეირნებ. - ფეხზე წამოდგა ნია და კარისკენ დაიძრა.
- ნია.
- რა იყო დედა?
- თუ რამე გაწუხებს მესაუბრე, თავს რატომ მარიდებ.
- არ გარიდებ. უბრალოდ სუფთა ჰაერზე გავივლი. შენ კი უბრალოდ ჩაიცვი გირჩევ. - ამბობს და კარებში უჩინარდება. ფიქრმა მომენტალურად მოიცვა მთელი ჩემი გონება, არ მომეწონა ნიას სახე, არც მისი ტონი, არც ჩაფიქრებული თვალები. ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში წყლის დასალევად გავედი. მაგიდას ორივე ხელით დავეყრდენი და თვალები დავხუჭე. შემოპარულმა სიცივემ ერთიანად მომიცვა და შემაჟრჟოლა. ზურგს უკან ჩუმი ნაბიჯების ხმა შემომესმა.
- უკვე დაბრუნდი? - ვტრიალდები და აზრზე მოსვლას ვერ ვასწრებ ისე აღმოვჩნდი კედელზე აკრული. წამით გამარჯვებული მზერა გამიყარა რატიმ.
- რას იზამ იყვირებ?
- ნორმალური ხარ? - შევუბღვირე და მის მოშორებას ვეცადე, ხელის მსუბუქი ბიძგით ისევ კედელს მიმანარცხა და სხეულით უფრო მჭიდროდ ამეკრო.
- წამი მჭირდება შენს გასაშიშვლებლად.
- გაეთრიე. - მის თითებს მარცხენა ფეხზე ვგრძნობ და გულიც მიჩერდება, კიდევ უფრო ახლოს მოდის.
- შანსი არ გაქვს ლინა... პასუხის გაცემას ვერ ვახერებ, ის უკვე ჩემ ტუჩებს აგემოვნებს და მე წინააღმდეგობას არ ვუწევ. ორ წუთში უკვე მუცელზე ვყავარ შემოსმული და უხეშად მანარცხებს სამზარეულოს მაგიდაზე.
- გეყოფა რატი. - ვეუბნები თუმცა მის კოცნას ისევ კოცნით ვპასუხობ. ჩემ სხეულს პირსახოცისგან ათავისუფლებს და ახლა მკერდზე მეკვრის ტუჩებით, მძიმედ სუნთქავს, მე კი მგონი საერთოდ ვეღარ ვსუნთქავ, მერე კიდევ უფრო ქვემოთ ჩადის, თითები თმაში შევუცურე, მოვქაჩე და ისევ ზემოთ ამოსვლა ვაიძულე, უცებ ჩერდება თვალებში მიყურებს. მისი ცხოველური მზერა ერთიანად მგმირავს. ისევ მკოცნის, უკვე ძალა არ მაქვს რომ შევეწინააღმდეგო, არც ძალა და არც სურვილი. - რატი გთხოვ. - ძლივს მოვახერხე ამის თქმა. ის ჩერდება, თავს შიშველ მკერდზე მადებს. თვალებს ვხუჭავს და მის თმაში თითებით ცურვას ვიწყებ. - ამის უფლება არ გვაქვს. ვეუბნები ჩუმად.
- მაინც ვერ ვხვდები რატომ ეწინააღმდეგები შენში გაჩენილ გრძნობას.
- მოდი ჯერ გამატარე, უბრალოდ ჩავიცმევ. მერე კი დავსხდეთ და ვისაუბროთ.
- კარგი. - რატი პირსახოცს მაწვდის და კმაყოფილი მიცქერს შიშველ სხეულზე.
- გეყოფა. შეტრიალდი. - მემორჩილება. პირსახოცს მჭიდროდ ვიხვევ სხეულზე და მაგიდიდან იატაკზე ვხტები. - ჩავიცმევ და მოვალ.
- მირჩევნია არ ჩაიცვა.
- მოკეტე! - საძინებელში შევდივარ ხელს რაც მყვება ტანზე უცებ ვირგებ და უკან სამზარეულოში ვბრუნდები. - დალევ რამეს?
- კი. - ორივესთვის ვისკს ვასხამ და მის გვერდით ვჯდები. - დაიოკე ვნება?
- შენ ფიქრობ რომ ეს ვნებაა?
- და არ არის?
- ლინა! მე შენ მიყვარხარ.
- ბოდავ.
- არ ვბოდავ, მართლა მიყვარხარ.
- მისმინე რატი ეს არ არის სიყვარული, ეს უბრალო გატაცებაა, შენს ასაკში ხშირად უჩნდებათ ბიჭებს ასაკიანი ქალების მიმართ ინტერესი და სურვილები.
- შენ თავს შეურაცხყოფას აყენებ.
- მე უბრალოდ სიმართლეს ვამბობ. გგონია პირველი ხარ ვინც ჩემ ლოგინში შეთრევას ცდილობს?
- მე ამას არ ვცდილობ.
- მართლა? მეეჭვება რამდენჯერმე გნახე და ყოველ ჯერზე ამას ეცადე, თან მეუბნები რომ გიყვარვარ და რითი მიმტკიცებ ამას? იმით რომ ჩემ კოცნას და გაშიშვლებას ცდილობ? გგონია მეც იმ კატეგორიას ვეკუთვნი ვინც დაუფიქრებლად იძირება შენ მკლავებში? ფიქრობ ვგავარ იმ ქარაფშუტა გოგოებს ვისთანაც წევხარ?
- ასე რომ ვფიქრობდე არ შემიყვარდებოდი ლინა.
- შენ უბრალოდ ჟინის დაკმაყოფილება გინდა ჩემთან.
- არ მომწონს ასე რომ ლაპარაკობ.
- არ მოგწონს რადგან სიმართლეა.
- რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ დამიჯერო?
- დამაჯერე!
- როგორ?
- არ ვიცი.
- ძალიან კარგად იცი.
- თუმცა მხოლოდ ეს არ არის მიზეზი რატი.
- კიდევ რა გიშლის ხელს?
- იცი რაც.
- ასაკი? - კარგი რა ლინა.
- როგორ ფიქრობ შენ მშობლებს გაეხარდება მათ ერთადერთ შვილს დედის ასაკის ქალი რომ შეუყვარდა?
- მათი აზრი არ მაინტერესებს.
- ახლა გონება გაქვს არეული. რატი ჯობს შენ თავს და ცხოვრებას მიხედო. მე და შენ ყველაზე შეუფერებელი წყვილი ვიქნებით.
- მე ასე არ ვფიქრობ.
- სამაგიეროდ მე ვფიქრობ ასე.
- ლინა.
- წადი რატი და სხვა დროს ნიას ნუ გამოიყენებ იმისთვის, რომ სახლში შემომივარდე. - რატი დგება და კარისკენ მიდის.
- დრო გავა და მიხვდები რომ შეცდი ჩემ შეფასებაში. მე მართლა მიყვარხარ. - ამბობს და გადის.
- ხო როგორ არა, გიყვარვარ. - ვამბობ უკვე დაკეტილ კარს აკრული.
ძალიან მალე ნიაც დაბრუნდა, საძინებელის კარზე გაუბედავად დააკაკუნა.
- რა გინდა ნია?
- შეიძლება? - თავი შემოყო საძინებელში.
- უკვე ვიძინებდი.
- დე. - საწოლზე ჩამომიჯდა ნია და მზერა იატაკს მიაპყრო. - მაპატიე რა.
- კიდევ ერთხელ რომ გაყიდო დედაშენი როგორც ნივთი სახლიდან მოგისვრი.
- დედა.
- რა დედა ნია? რა? როგორ ფიქრობ მეგობარს რომ შიშველ დედას მიუგდებ ნორმალური საქციელია?
- მე ხომ გითხარი რომ ჩაგეცვა. - გაიღიმა ნიამ.
- არც კი გაბედო ჩემ ცხოვრებაში ჩარევა.
- დედა მას მართლა უყვარხარ.
- გეყოფა. ხვალ დილით მივემგზავრები, დასვენება მჭირდება.
- და სად მიდიხარ?
- მივლინებაში ბათუმში.
- რატომ არ ვიცოდი?
- რა მნიშვნელობა აქვს შენთვის.
- დედა კარგი რა. ახლა ასე უნდა მელაპარაკო?
- სხვანაირ საუბარს იმსახურებ?
- ისევ მონსტრი ხდები. ისევ აუტანელი, შენთან საუბარი შეუძლებელია. იცი რა? რაც გინდა ის ქენი. ჯანდაბაშიც წასულხარ.
- ნია! - დავიყვირე თუმცა მან უკვე საძინებლის კარები ხმაურით გაიჯახუნა. - ლაწირაკი. ჩავილაპარაკე და თავზე ბალიში დავიმხე.
მეორე დილით ისე გავემგზავრე მე და ნიას ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. ჯიუტია, მამასავით ჯიუტი თუმცა არც მე ვარ ნაკლები ჯიუტი. გზაში ვიყავი როდესაც მისგან შეტყობინება მოვიღე.
- რამდენ ხანში დაბრუნდები?
- ორ კვირაში.
- შეიძლება შენი მანქანა ეს დღეები მე ვატარო?
- არა!
- კარგი!
- ჯანდაბას შენი თავი ოღონდ ფრთხილად იარე.
- მეც მიყვარხარ დედა. - ამ ბოლო სმსზე ძალიან მეღიმება.

ბათუმში ჩასული იმ სასტუმროში დავბინავდი სადაც ყოველ წელს ჩავდივარ. მეპატრონეს ყოველთვის წინასწარ ვაფრხილებ, ისიც ჩემ საყვარელ ნომერს მაშინვე ათავისუფლებს და საგანგებოდ ჩემთვის ამზადებს. უკვე იმდენი წელია ამ სასტუმროში ჩამოვდივარ, რომ მომსახურე პერსონალმა ჩემი თითოეული სურვილი ზეპირად იცის, მეპატრონესთან კი იმაზე ახლო მეგობრობა მაკავშირებს ვიდრე ჩემ მეგობრებთან. სასტუმროს მფლობელი ლევანის მეგობარია თუმცა მე მას მანამდე ვიცნობდი სანამ ლევანს გავყვებოდი.
- იცი რატომ მიყვარს ზაფხული? - ფოიეში მეგებება გიორგი.
- მაინც რატომ? - ვუღიმი და მის გაშლილ მკლავებში ვუჩინარდები.
- ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ ამ დროს შემიძლია შენი სილამაზით ტკბობა.
- მორჩი ლაზღანდარობას.
- დრო ვერაფერს გაკლებს ლინა. - ღიმილით შემათვალიერე გიორგიმ და ბარგი გამომართვა.
- ისევ ისეთი მასხარა ხარ.
- ვერც მე მაკლებს ალბათ დრო ვერაფერს. - გაიღიმა და მეც გამეცინა. - წამოდი შენი ოთახი უკვე მზად არის, დაისვენე.
- ყოველთვის მზრუნევლი იყავი.
- ორი სიტყვით მითხარი როგორ ხარ?
- ისევ ისე. სახლი, სამსახური, ნია.
- ვერ ვიჯერებ რომ ისევ მარტო დადიხარ.
- არავინ მჭირდება.
- ასე არ არის ლინა, რაც უფრო მოგემატება ასაკი მით მეტად გაგიჭირდება მარტოობა. შენი შვილი რომ სახლიდან წავა და საღამოს ხმის გამცემი არ გეყოლება მერე გაიხსენებ ჩემ სიტყვებს. დროს ტყუილად რატომ კარგავ, შენ ხომ ასეთი ლამაზი და სასურველი ხარ, ნუთუ არავინ არის ისეთი ვინც შენ გულს მოინადირებს.
- არის ერთი მაგრამ მასზე ფიქრი სრული სიგიჟეა.
- მაინც რატომ?
- ჩემი შვილის მეგობარია. - სახე დავმანჭე და არ გამომპარვია როგორ გადაუარა გიორგის ფერებმა.
- ხო, არც კი ვიცი რა ვთქვა.
- ამიტომ არაფერი თქვა.
- კარგი დაისვენე.
- მადლობა. მოგვიანებით გნახავ.
მთელი დღე ოთახში გამოკეტილმა გავატარე, რატის არსებობას და მის მიმართ ჩემ გრძნობას კონტროლს ვეღარ ვუწევდი. ზოგჯერ ვფიქრობდი რომ ყურადღება არ მიმექცია ასაკობრივი ზღვარისთვის და მასთან ყოფნით მესიამოვნა, ზოგჯერ კი ფიქრს ძალიან შორს მივყავდი და რომ წარმოვიდგებდი რამდენიმე წელში ჩემი სხეული აღარ იქნებოდა მისთვის ისეთივე სასურველი როგორც ახლა ცრემლები დაუკითხავად იკაფავდნენ გზას. წოლისგან სხეული დამეღალა. გადავწყვიტე საღამოს კაბა მომერგო და სასტუმროს რესტორანში ცოტა დამელია, მუსიკით მესიამოვნა და ხალხის ცხოვრებისთვის თვალი მედევნებინა. ასეც მოვიქეცი. გამოვიცვალე და რესტორანში ჩავედი. კუთხის მაგიდასთან მოვთავსდი და ბარმენს ვისკი შევუკვეთე. დარბაზს თვალი მოვავლე თუმცა საინტერესო ვერაფერი შევნიშე. ამიტომაც მთელი არსებით მისუკაში ჩავიძირე.
- გამარჯობა ლინა. - მყუდროებას მირღვევს მამაკაცის უხეში ხმა, თავს იქეთ ვატრიალებ საიდანაც ხმა მოდის.
- გამარჯობა. - ვპასუხობ გივის და ფეხზე ვდგები.
- შეიძლება? - სკამისკენ მანიშნებს.
- რა თქმა უნდა. - ის გვერდით მიჯდება და ხარბად იწყებს ჩემ თვალიერებას. ყოველთვის ასე იქცევა და მე გულს მირევს მისი ამგვარი საქციელი.
- აქ შენს ნახვას არ ველოდი.
- მივლინებაში ვარ.
- რა დამთხვევაა. - მარტო ხარ?
- კი. შენ?
- ოჯახთან ერთად ვარ. - ისე გამცრა იმის გაგებამ რომ ოჯახთან ერთად ზუსტად იმ სასტუმროში იმყოფებოდა სადაც მე, ყელი გამიშრა, უჰაერობით კი მგონი ფერიც მეცვალა. - კარგად ხარ?
- კი. - სასმელი მოვსვი და შევეცადე მისი მზერა როგორღაც მომეშორებინა. მამა შვილს ზუსტად ერთნაირი ხარბი მზერა აქვთ.
- აი ჩემი შვილი. - ჩვევნკენ მომავალი რატისკენ მანიშნა.
- გამარჯობა. - ამბობს რატი და ჯდება.
- ეს ლინაა. კარგი ჟურნალისტი. არა. კარგი კი არა საუკეთესო ვერაფრით დავითანხმე ჩვენ კომპანიაში გადმოსვლაზე
- სასიამოვნოა. - თვალი ჩამიკრა რატიმ და ამ მომენტში ისე მომინდა მისი გაგლეჯვა რომ ალბათ სახეზე ერთიანად წამოვხურდი.
- ახლავე დავბრუნდები. - ამბობ გივი და მარტო გვტოვებს.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ რატი?
- შემიძლია იგივე გკითხო.
- სამსახურის საქმეზე ვარ.
- მე კი ოჯახთან ერთად ვისვენებ.
- ასე ნუ მიყურებ.
- ასე როგორ?
- ღმერთო ჩემო რატი გაჩერდი. - მისი ხელი ფეხიდან უხეშად მოვიცილე და ასადგომად მოვემზადე.
- სად მიდიხარ.
- იქ სადაც შენ სიფათს ვერ დავინახავ.
- რატომ? ასეთი მახინჯი ვარ?
- იდიოტო. - შევუღრინე და დარბაზი დავტოვე. სასტუმროს ეზოში ჩავედი. ჰამაკში ჩავწექი და თვალები დავხუჭე. რამდენიმე წუთი სიჩუმეში ჩავიძირე და აფორიაქებული გულიც ნელ-ნელა ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა.
- შეიძლება? თვალები გავახილე და თავზე წამომდგარ რატის გადავაწყდი.
- რა გინდა რატი?
- რატომ მეუხეშები?
- რისთვის დამდევ კუდში?
- არ დაგდევ. ისე გამოდის, რომ იქ ვარ სადაც შენ. - ხმას არ ვცემ ის ჰამაკის გვერდით მდელოზე ჩემკენ ზურგშექცევით ჯდება. ძლიერი მხრები აქვს. ნავარჯიშები. ცოტა ხანს უხმოდ ვსხედვართ.
- ლინა.
- რა?
- მგონი მართლა მიყვარხარ.
- მგონი ვუყვარვარ თურმე ბიჭს. გაირჭე ეგ სიყვარული. რა იყო რატი? თბილისში ყველა გოგოს გადაუარე და მე დაგრჩი არა? ვერ ეღირსები იცოდე. მოვკვდები და შენსას არ გაგასწორებინებ. ვიგრძენი როგორ ჩაიცინა. - ეგ ირონიული სიცილი კიდე იცი სადაც უნდა წაიღო.
- მე იმაზე მეცინება, რომ სულ არ მიცნობ. - მისი ხმა უცნაურად მშვიდი მეჩვენა.
- არც შენ მიცნობ. - მეც შევარბილე ხმა.
- ხო, არ გიცნობ. ორივე ვჩუმდებით.
- რატი. ამჯერად მე დავარღვიე სიჩუმე.
- ხო.
- რატომ არ უთხარი მამაშენს რომ მიცნობდი.
- წარმოდგენა არ მაქვს.
- შეგეშინდა!
- კარგი რა.
- ხო შეგეშინდა და აღიარე ნუ გერიდება.
- მამაჩემს ვიცნობ, შენზე უკეთ ლინა, მისი მზერა არ მომეწონა.
- რა მზერა?
- ის დედას ისე არ უცქერს როგორც შენ.
- ამაში მას გავხარ.
- არ მეცინება.
- არც მე.
- გეფლირტავებოდა?
- მამაშენი ჩემი გემოვნების არ არის.
- სამაგიეროდ მისი გემოვნების ხარ.
- ეჭვიანობ?
- არ ვიცი.
- დამშვიდდი. მამაშენთან არაფერი მესაქმება. ისევე როგორც შენთან.
- რა მწარე ენა გაქვს.
- მაინც რატომ არ უთხარი რომ მიცნობდი.
- დავიბენი.
- რატომ?
- იქნებ გაიგო რომ მიყვარხარ და რომ გიყურებ ამის გამო ვიბნევი ლინა.
- ახლა უფრო მეტად გავხარ ბავშვს ვიდრე აქამდე. - რატის ჩემი სიტყვები აშკარად ძალიან არ ესიამოვნა, უხმოდ წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. - სად მიდიხარ?
- მარტო დაგტოვებთ ქალბატო, იქნებ თქვენთვის შესაფერისი ჯელტმენი იპოვოთ. - კბილებში გამოსცრა რატიმ და მარტო დამტოვა.
- ხომ ვამბობ რომ ბავშვი ხარ. - მივაძახე მიმავალს და ჰამაკში უფრო ღრმად ჩავეფლე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

რა მაქვს სათქმელი გარდა ერთისა ძალიააან მომწონს *-* ♥️♥️♥️♥️♥️♥️ უბრალოდ ლინასი არიყოს და მეც მძაბავს ასაკი და ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები ... ჰოდა გელი მთელი გულით ♥️♥️♥️♥️

 


№2  offline მოდერი Girl... from the past

ტკბილიწიწაკა
რა მაქვს სათქმელი გარდა ერთისა ძალიააან მომწონს *-* ♥️♥️♥️♥️♥️♥️ უბრალოდ ლინასი არიყოს და მეც მძაბავს ასაკი და ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები ... ჰოდა გელი მთელი გულით ♥️♥️♥️♥️


დიდი მადლობა <3 მიხარია რომ ჩემტან ხარ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

დავიტანჯე რააა

 


№4  offline მოდერი Girl... from the past

სტუმარი მარიამი
დავიტანჯე რააა



რატომ? :-)

 


№5  offline წევრი Nameless Girl

აუ.ცოტახანი თავი დაანებოს და მერე ნახავს როგორი ბავშვია. ///
რატი აამოქმედე რა❤

 


№6  offline მოდერი Girl... from the past

Nameless Girl
აუ.ცოტახანი თავი დაანებოს და მერე ნახავს როგორი ბავშვია. ///
რატი აამოქმედე რა❤



ამოქმედდება <3

 


№7  offline წევრი Farvana

სუპერ!! ნამდვილი საოცრებაkissing_heart kissing_heart kissing_heart
--------------------
ფარვანა

 


№8  offline მოდერი Girl... from the past

Farvana
სუპერ!! ნამდვილი საოცრებაkissing_heart kissing_heart kissing_heart



<3 <3 <3
როგორ გამახარე

 


№9 სტუმარი ბხც

მალე დადე რაა

 


№10  offline მოდერი Girl... from the past

ბხც
მალე დადე რაა


:) აუცილებლად

 


№11 სტუმარი 8888

shegidzlia rom shemdegi tavic dges dado ?

 


№12  offline მოდერი Girl... from the past

8888
shegidzlia rom shemdegi tavic dges dado ?



ამის უფლება მგონი არც მაქვს, დღეში ხომ ერთი სიახლის ატვირთვა შეგიძლია? :(

 


№13  offline წევრი Stranger things

რა გიჟი ხარ sweat_smile ...ძალიან მაგარია,ცოტა რთულ თემას შეეჭიდე,ხომ გესმის არა?...კარგად მიგყავს, ძალიან მომწონს. heart_eyes

 


№14  offline მოდერი Girl... from the past

Stranger things
რა გიჟი ხარ sweat_smile ...ძალიან მაგარია,ცოტა რთულ თემას შეეჭიდე,ხომ გესმის არა?...კარგად მიგყავს, ძალიან მომწონს. heart_eyes



როცა გეტყვიან რა გიჟი ხარო და ეს გახარებს ესე იგი მარტა გიჟი ხარ ხომ? :D

მადლობა, გამახალისე <3

 


№15 სტუმარი hhh

adalshi dzaan didi gansxvaveba da mgonia rati af mouxdeba am qals. magram dzalian kargad ser

 


№16  offline მოდერი Girl... from the past

hhh
adalshi dzaan didi gansxvaveba da mgonia rati af mouxdeba am qals. magram dzalian kargad ser


მადლობა

 


№17 სტუმარი სტუმარი Dadu

Ra dzaan magariaaa

 


№18  offline მოდერი Girl... from the past

სტუმარი Dadu
Ra dzaan magariaaa


მოხარია რომ მოგწონს ❤

 


№19  offline წევრი naniko mindia

Dzalian magari istoria, veli shemdegs tavs zvirfaso, warmatebebi
❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№20  offline მოდერი Girl... from the past

naniko mindia
Dzalian magari istoria, veli shemdegs tavs zvirfaso, warmatebebi
❤️❤️❤️


ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№21  offline წევრი ჯულა

აუ, როგორ მომწონს, დამწყებისათვის მითუმეტეს კარგია, ერთადერთი რის გამოც ვნანობ რომ კითხვა დავიწყე არის ის რომ ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდა, ჩემი აზრით იმსახურებს ლინა ბედნიერებას, მაგრამ ეს ასაკი ცოტა მაფიქრებს, ისტორია ისე განაგრძე როგორც სულ თავიდან გქონდა ჩაფიქრებულ, ნუ მიქცევა ყურადღებას სხვას რა უნდა და კომენტარებში რას გეუბნება, ჯანსაღი კრიტიკა რათქმაუნდა მისაღები და გასათვალისწინებელია, მაგრამ ისტორია შენია, წარმოაჩინე გმირები ისეთებად, როგორიც დასაწყისში გქონდა ჩაფიქრებული, მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს და ახალ თავს♥

 


№22  offline მოდერი Girl... from the past

ჯულა
აუ, როგორ მომწონს, დამწყებისათვის მითუმეტეს კარგია, ერთადერთი რის გამოც ვნანობ რომ კითხვა დავიწყე არის ის რომ ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდა, ჩემი აზრით იმსახურებს ლინა ბედნიერებას, მაგრამ ეს ასაკი ცოტა მაფიქრებს, ისტორია ისე განაგრძე როგორც სულ თავიდან გქონდა ჩაფიქრებულ, ნუ მიქცევა ყურადღებას სხვას რა უნდა და კომენტარებში რას გეუბნება, ჯანსაღი კრიტიკა რათქმაუნდა მისაღები და გასათვალისწინებელია, მაგრამ ისტორია შენია, წარმოაჩინე გმირები ისეთებად, როგორიც დასაწყისში გქონდა ჩაფიქრებული, მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს და ახალ თავს♥



ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის და სითბოსთვის.
გზიდან გადახვევას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ ❤
ისინი აუცილებლად იქნებიან ზუსტად ისეთები როგორიც თავიდანვე ჩავიფიქრე

 


№23 სტუმარი ჰსჯ

როდისს დადებბ?

 


№24 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმეეე რატოარდადეეე ველოდებოდიიი

 


№25 სტუმარი პიკო

აუუუუ რატო არ დეეეებ???????!

 


№26  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Au male dadeb dzaan kargia imis miuxedavad ro msgavsi asakis sxvaoba chemtvis dzalian miugebelia warmatebebii

 


№27  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ანუ ერთი დღე დააგვიანე მგონი არდაგიდია .. ჰო არაფერი მარა რავიცი რამჭირს დღეში ათასჯერ შემოვდივარ საიტზე და თვალში რაღაც დამაკლდა და თურმე შენი ისტორია ყოფილა რომელსაც მთელი გულით ველი ;დ ჰოდა არ გაჩქარებ (ნუცოტა კი) უბრალოდ მინდოდა მეთქვა შენთვის ჰოდა წარმატებები გელი როგორც მგელი :დდდდდ♥️♥️

 


№28  offline წევრი naniko mindia

ტკბილიწიწაკა
ანუ ერთი დღე დააგვიანე მგონი არდაგიდია .. ჰო არაფერი მარა რავიცი რამჭირს დღეში ათასჯერ შემოვდივარ საიტზე და თვალში რაღაც დამაკლდა და თურმე შენი ისტორია ყოფილა რომელსაც მთელი გულით ველი ;დ ჰოდა არ გაჩქარებ (ნუცოტა კი) უბრალოდ მინდოდა მეთქვა შენთვის ჰოდა წარმატებები გელი როგორც მგელი :დდდდდ♥️♥️

Chemo tkbilowiwakav momenatra sheni istoriebi ❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№29  offline მოდერი Girl... from the past

ტკბილიწიწაკა
ანუ ერთი დღე დააგვიანე მგონი არდაგიდია .. ჰო არაფერი მარა რავიცი რამჭირს დღეში ათასჯერ შემოვდივარ საიტზე და თვალში რაღაც დამაკლდა და თურმე შენი ისტორია ყოფილა რომელსაც მთელი გულით ველი ;დ ჰოდა არ გაჩქარებ (ნუცოტა კი) უბრალოდ მინდოდა მეთქვა შენთვის ჰოდა წარმატებები გელი როგორც მგელი :დდდდდ♥️♥️



ძალიან საყვარელი ხარ <3

სტუმარი მარიამი
ვაიმეეე რატოარდადეეე ველოდებოდიიი


ბოდიში ვერ მოვახერხე :)
ახლა ატვირთულია და განათავსებენ იმედია მალე

 


№30  offline აქტიური მკითხველი terooo

ამ ბიჭს მართლა უყვარს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent