შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე სიზმრები (თავი 2)


4-11-2018, 13:17
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 183

მძიმე სიზმრები (თავი 2)

-ევა... აწიე ეგ შენი გამოუსადეგარი თავი, ჩაიცვი ტანსაცმელი და წადი სკოლაში. მღვიძებს ჩემი და, თან საწოლს მთელი ძალით არხევს.
-შემეშვი, წადი და მიხედე შენს საქმეებს, მე ვიცი როდის უნდა ავდგე.
-ბევრს ნუ მელაპარაკები, ისედაც დაგაგვიანდა მეორე გაკვეთილე მაინც წახვალ.
თავი დენ დარტყმულივით წამოვწიე, დავინახე ჩემი და რომელიც საზეიმო თოჯინასავით იყო გამოწყობილი.
-შენ რა კარნავალზე მიდიხარ? ვუთხარი და ჩუმად ჩავიცინე.
-სულ შენი დასაცინი გავხდები რაა... დღეს სასამართლო პროცესზე მივდივარ დასასწრებად. თავი ამაყად ასწია და თან მითხრა - მომილოცე.
კვლავ საწოლში გადავეშვი, საბანი თავზე გადავიფარე და დავუყვირე.
-მხოლოდ მაშინ, როდესაც შენი მოსამართლის ჩაქუჩით დაგინახავ ხელში.
გადამხადა საბანი, მე კი სიცივეზე მოვიკუნტე, მან კი გაბრაზებით მითხრა.
-შენგან განსხვავებით, შენს ასაკში უკვე სერიოზული გეგმები მქონდა, შენ კიდევ კვლავ შენს კოშმარებს ყვები.
თავი წამოვწიე.
-კოშმარი...
საწოლიდან ავდექი და ელა ოთახიდან გავაგდე, სასწრაფოდ ტანსაცმელი ჩავიცვი, ჩანთა ჩავალაგე, მეგის დავურეკე და სახლიდან გავედი.
-მეგან სად ხარ?
ჩურჩულით დაიწყო საუბარი.
-გაკვეთილზე ვარ, თვითონ სად ხარ?
-გზაში ვარ, ფიზიკა გვქონდა?
-არა... ამის მერე გვაქვს.
-კარგი მოვდივარ.
სკოლაში შევედი და კლასისაკენ ავიღე გეზი, კლასში რომ შევედი გაკვეთილი დაწყებული იყო, კარზე დავაკაკუნე და თავი შევყავი,
-შეიძლება? ვიკითხე, ყველა ბავშვიი კი მე მომაშტერდა, როგორც ყოველთვის...
-მოდი ევა, დაიკავე შენი ადგილი და ჩაიწერე რასაც დაფაზე ვწერ.
თვალებით ძებნა დავუწყე მეგის, როგორც დავინახე პირდაპირ მისკენ წავედი, ჩანთიდან წიგნი ამოვიღე და სკამზე დავეშვი.
-შენ რა კიდევ წინა წლის ოინებს იხსენებ?
-კარგი რა მეგან, დამეძინა...
-ყურადღებით მომისმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. მკაცრი ტონით თქვა მასწავლებელმა, მე კი დამჯერი მოსწავლის სახით შევხედე მას.
-რა ჰქვია?
მეგიმ თავი და წარბები ასწია, ლოყები გაებერა და თან გაეცინა.
-ბატონი,მასწავლებელი ზურაბ ლაზარიაშვილი.
-ასეთი პატარა მასწავლებელი და თან კაცი რატომ გვყავს?
ღრმად ჩაისუნთქა და ხელი მერხზე დაარტყა, იმდენად ხმამაღლა თქვა რომ მასწავლებელმა და მოსწავლეებმაც გაიგეს, მე კი გავწითლდი თანაც საშინლად, სულ ჭარხლის ფერი გავხდი.
-ევა კარგი რა... რანაირი კითხვები გაქვს... რატომ? სად? ვინ? რანაირად?.. დავიღალე რა.
გარშემო მიმოიხედა და მიხვდა რომ საშინელი რამ ჩაიდინა.
მასწავლებელი ახლოს მოვიდა და იკითხა.
-პრობლემები გაქვთ?
ჯერ მეგის გადავხედე შემდეგ კლასელებს, სულ ბოლოს ,კი მასწავლებელს ავხედე.
-უბრალოდ ემოციურია, წიგნის გვერდი ვკითხე და...
-გოგონებო წყნარად თორემ ჩემს საგანს ასეთი არეულობები არ უყვარს...
ზარი დაირეკა, მეგის ხელი ჩავავლე და კლასიდან გავიყვანე,
-სად მიმათრევ?
ადგილზე გავჩერდი და ჩუმად ვუთხარი.
-შენ რა სულ გააფრინე? რომ გაეგო მასწავლებელს რაზე ვდაობდით წარმოგიდგენია რა მოხდებოდა?
-ევა ატყობ რომ სულ გაგიჟდი? რა სიზმრებზე საუბრობ არ მესმის.
-შეიძლება გიჟად მთვლით მაგრამ დადგება დრო რომ მიხვდებით რაზე ვსაუბრობდი.
ხელი გავუშვი და კლასში შევედი, ჩანთა ავიღე და კლასიდან გამოვედი.
-ევა სად მიდიხარ? მკითხა მასწავლებელმა.
მეც ძალაუნებურად მივტრიალდი და ვუპასუხე.
-ცუდად ვარ ნანა მას, უნდა წავიდე.
პასუხს აღარ დავუცადე, წამოვედი სწრაფი ნაბიჯებით.
ერთ-ერთი ბინის ეზოში სკამზე ჩამოვჯექი, ამოვიღე ჩანახატების რვეული, ფანქრები და დავიწყე ჩანახატის გაკეთება. ვაკვირდებოდი ყველაფერს, ჩავიძირე მთლიანად ჩემს საქმეში.
-უცნაური ხარ.
შემეშინდა, უკან მივიხედე და დავინახე ბიჭი, რომელიც ძალიან ნაცნობი მაგრამ ამავდროულად უცნობი იყო ჩემთვის. ძალიან ძალიან ქერა თმები, ყავისფერი და უცნაური თვალები ჰქონდა, თეთრი სახე ძალიან წითელი ტუჩებით.
-ერთმანეთს ვიცნობთ? ვკითხე რამოდენიმე წამის შემდეგ.
წინ გადმოინაცვლა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სკამზე ჩამოჯდა.
-არა, შენ მე არ მიცნობ მაგრამ მე გიცნობ. თქვა და სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა.
-მიცნობ? ვუთხარი გაკვირვებით.
ნახატს დახედა და მითხრა.
-საინტერესოდ მუშაობ.
ფანქარი რვეულში ჩავდე და უხეშად დავხურე ჩემი ჩანახატების რვეული.
-არ აპირებ მითხრა საიდან მიცნობ?
მზერა მარცხნივ გადაიტანა და ხელები ჯიბეებიდან ამოსწია.
-სკოლიდან გიცნობ.
ხმამაღლა გამეცინა, შემდეგ მივხვდი რომ ძალიან უხერხული იყო ეს, და ღიმილი სახიდან წამიერად გაქრა.
-სკოლაში არც კი დამინახიხარ. იქნებ გაგიხსენო, რა გქვია? რა გვარი ხარ? მერამდენე კლასში ხარ, მითხარი რამე.
-ცოტნე მქვია, სკოლა წინა წელს დავამთავრე.
-გვარი?
-იყოს მხოლოდ სახელი. შენ ევა... ევა ჯავახიშვილი ხო?
-ხო, ვუთხარი ჩანთა ავიღე და სკამიდან წამოვდექი,
-ასე მალე? მკითხა და თან გაიცინა.
-უკაცრავად? მივტრიალდი უკან და ჩემი გაურკვეველი გამოხედვა შევაჩეხე.
-ასე მალე მიდიხარ? მკითხა და გაეღიმა.
-კი. მეც ვუთხარი დაუფიქრებლად, ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა. წამიერად გავშეშდი, ვერ მივხვდი რა უნდა მექნა. ხელი ნელა გავუწოდე და ვიგრძენი მისი ცივი ხელის შეხება.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 მოდერი ჰაიკო

ოჰოჰოჰოოო, რაღაც ფენტეზის და ვამპირების სუნი მეცა, მე ხომ ძლიერი ყნოსვა მაქვს ამ საკითხში ;) გააგრძელე! სისხლი მჭირდება, ბევრი! მძაფრი სიუჟეტი, ტკივილი, ტრაგედია, ზებუნებრივი არსებები, ბევრი, რაც შეიძლება ბევრი!
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№2 წევრი Mariam Akhalkatsishvili

ჰაიკო
ოჰოჰოჰოოო, რაღაც ფენტეზის და ვამპირების სუნი მეცა, მე ხომ ძლიერი ყნოსვა მაქვს ამ საკითხში ;) გააგრძელე! სისხლი მჭირდება, ბევრი! მძაფრი სიუჟეტი, ტკივილი, ტრაგედია, ზებუნებრივი არსებები, ბევრი, რაც შეიძლება ბევრი!

smile smile მართლაც ძლიერი ყნოსვა გქონია smile smile
--------------------
milla

 


№3 მოდერი ჰაიკო

Mariam Akhalkatsishvili
ჰაიკო
ოჰოჰოჰოოო, რაღაც ფენტეზის და ვამპირების სუნი მეცა, მე ხომ ძლიერი ყნოსვა მაქვს ამ საკითხში ;) გააგრძელე! სისხლი მჭირდება, ბევრი! მძაფრი სიუჟეტი, ტკივილი, ტრაგედია, ზებუნებრივი არსებები, ბევრი, რაც შეიძლება ბევრი!

smile smile მართლაც ძლიერი ყნოსვა გქონია smile smile


არ შეწყვიტო ამის წერა.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№4 წევრი Mariam Akhalkatsishvili

ჰაიკო
Mariam Akhalkatsishvili
ჰაიკო
ოჰოჰოჰოოო, რაღაც ფენტეზის და ვამპირების სუნი მეცა, მე ხომ ძლიერი ყნოსვა მაქვს ამ საკითხში ;) გააგრძელე! სისხლი მჭირდება, ბევრი! მძაფრი სიუჟეტი, ტკივილი, ტრაგედია, ზებუნებრივი არსებები, ბევრი, რაც შეიძლება ბევრი!

smile smile მართლაც ძლიერი ყნოსვა გქონია smile smile


არ შეწყვიტო ამის წერა.

ვეცდები, ცცოტა ზარმაცივარ unamused smile
--------------------
milla

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent