შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი III, თავი 14] (18+)

4-11-2018, 14:39
ავტორი ჰაიკო
ნანახია 401

წყურვილი [ნაწილი III, თავი 14] (18+)

"... თავისუფლების ზღვა არასოდეს არსებობს ღელვის გარეშე! "

თომას ჯეფერსონი.

      ექიმის ე.წ. გატაცების და მასთან საუბრის შემდეგ შერიფი კრამერის ტვინში ნამდვილი ქარიშხალი ტრიალებდა, გაითავისა, რომ ეს სამყარო თურმე სულაც არ ყოფილა ისე მოწყობილი, როგორც ამდენი წლის განმავლობაში ეგონა, სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელის, ექიმი ტომპსონის და კეის ნაამბობი მცირე დეტალების გამოკლებით და მცირე დეტალების დამატებით ასე თუ ისე, ერთმანეთს ემთხვეოდა და ერთ, საზარელ და ზებუნებრივ ფერებში დახატულ სურათს ქმნიდა. არ იცოდა, შექმნილ უჩვეულო სიტუაციაში როგორ მოქცეულიყო, მტერი უამრავი იყო, სხვადასხვა სახის, უცნაური და საშიში უნარების მქონე. შერიფმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ მას ისეთი დამხმარე სჭირდებოდა, ვინც მეტნაკლებად ჩახედული იყო სალემის ზებუნებრივ სამყაროში და ამ არსებებთან კავშირი ჰქონდა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მის ტვინს უკეთ ასამუშავებლად ალკოჰოლის გარკვეული რაოდენობა სჭირდებოდა, ბოლოსდაბოლოს ის ხომ შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილი სერჟანტი იყო, ის ყველა სიტუაციას გაუმკლავდებოდა, ყველა სიტუაციას მოერგებოდა.
      შერიფმა ჭიქა ვისკით შეივსო, სავრძელში მოწყვეტით ჩაეცა და ამერიკული წეს-ჩვეულების თანახმად მძიმე ბათინკები სამუშაო მაგიდაზე შემოალაგა. მარცხენა ხელში ჭიქა ეჭირა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითზე კი ლეგენდარული "მაგნუმი" სასხლეტის რგოლით წამოეცვა და რიტმულად ატრიალებდა. ფიქრობდა, ვარიანტებს განიხილავდა, ვის შეეძლო მისთვის დახმარება აღმოეჩინა, ბოლოს იმ აზრზე შეჯერდა, რომ საუკეთესო გამოსავალი მაინც ექიმი იყო, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ექიმი იმ ქერა ვამპირის კლანჭებიდან უნდა დაეხსნა. მობილური მოიძია და ნომერი აკრიფა, დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ უპასუხებდნენ, მაგრამ..
- გისმენთ.
- ჯანდაბა, ალდო, არ გათიშო, რაღაც უნდა გითხრა.
- ვიცი, რაც უნდა მითხრა, შერიფო, გირჩევ, ამ საქმეში ნუ ჩაერევი, შენივე საკეთილდღეოდ.
- მე ამ ქალაქის შერიფი ვარ და მისი თითოეული მაცხოვრებლის უსაფრთხოების დაცვა ჩემი ვალია!
      ამ სიტყვებს ექიმის მხრიდან დუმილი მოჰყვა.
- უნდა ვილაპარაკოთ, ახლა სამსახურში ვარ, საღამოს ექვსზე ბარში შევხვდეთ, რას იტყვი? მართლა ძალიან მჭირდება შენი დახმარება.
      ექიმი დაახლოებით ათი წამი ყოყმანობდა.
- კარგი.. ვეცდები ლუციუსს როგორმე გამოვეპარო, თან აქ არც თუ ისე მშვიდობიანი სიტუაციაა.
- რას გულისხმობ? - შეშფოთდა შერიფი.
- პირადად გეტყვი, - ტელეფონი გაითიშა.
       საღამოს ექვს საათზე შერიფის მანქანა ბარის ავტოსადგომზე შევიდა, შერიფმა ჯერ მანქანიდან მოათვალიერა მიმდებარე ტერიტორია, ექიმის აღწერილობის მიხედვით სცნობდა ტანმაღალ, ქერა და ჟღალწვერიან ლუციუსს, პირადად იცნობდა ჯონ დარსის, რომელიც, ექიმის სიტყვების თანახმად, უმართავი, სისხლისმწყურვალი არსება იყო, მას კოვაქსი ერქვა და ყველაზე მეტად მასთან მორიდება ურჩია ექიმმა ტომპსონმა. შერიფი დარწმუნებული იყო, რომ ხალხმრავალ ადგილებში ვამპირები თავის გამომჟღავნებას მოერიდებოდნენ, ამიტომ გულსრულად გადმოვიდა მანქანიდან, ბარში შევიდა და თავისი ჩვეული მაგიდა დაიკავა, სანამ ექიმი მოვიდოდა, ხალხს გადაავლო თვალი, აქ თავს მამად გრძნობდა, როდესაც ულმობელ, უძლიერეს ვამპირებთან შედარებით ამ სუსტ, ადვილად გასანადგურებელ ადამიანებს უყურებდა, გულში ბრაზი ემატებოდა და უფრო და უფრო უძლიერდებოდა მათი დაცვის სურვილი.
- გამარჯობა, შერიფო, - ექიმმა მის მოპირდაპირედ დაიკავა ადგილი.
      შერიფმა თავი დაუქნია, ჭიქები სასმლით შეავსო.
- როგორ ხარ, ალდო?
- კარგად, გმადლობ, - ორი სიტყვით შემოიფარგლა ექიმი და შერიფს დააკვირდა, თითქოს ამ რამდენიმე დღეში უფრო მეტად დაბერებულიყო შერიფი კრამერი, თვალებში უფრო მეტი სიმკაცრე და სიცივე ჩასდგომოდა, საფეთქლებზე უფრო გაჭაღარავებულიყო.
- შენ იცი, რის შესახებაც მსურს საუბარი, - ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის და შესავლების გარეშე დაიწყო შერიფმა, სკამის საზურგეზე გადაწვა და სასმელი მოსვა.
- დაახლოებით ვხვდები, - ცივად უპასუხა ექიმმა, - უფრო კონკრეტულად?
- მაინტერესებს ამ ამბავში როგორ აღმოჩნდი ჩართული.
- ლუციუსი ჩემთან მოვიდა და მისი მომაკვდავი მეგობრის დახმარება მთხოვა, - უბრალოდ უპასუხა ექიმმა.
- ლუციუსი... ანუ ის ქერა სისხლისმსმელი? - ირონიულად გამოეპასუხა შერიფი, ჭიქა გამოცალა და ხელმეორედ შეივსო.
- კიდევ რა გაინტერესებს? - სიცივე დაეტყო ექიმის ხმას, - შერიფო, მე მძევალი ვარ ამ სიტუაციაში და ძალიან გთხოვ შეწყვიტო ასე მოქცევა, მე არც დამნაშავე ვარ რამეში და არც ეჭვმიტანილი, მოხარული ვიქნები, თუ ამას შეუშვებთ თქვენს სქელ შუბლში.
       შერიფს არაფერი უპასუხია, მრისხანე სახით აკვირდებოდა, შემდეგ ჭიქა მაგიდაზე დადგა, წინ გადმოიწია და ექიმს სახეში შეხედა.
- კარგი.. მითხარი როგორები არიან ისინი, მათი უნარები, ძლიერი და სუსტი მხარეები მაინტერესებს, მინდა ვიცოდე, როგორ შეიძლება მათთან ბრძოლა.
- ოღონდ ეს ყველაფერი ჩვენს შორის უნდა დარჩეს, კარგი? - გააფრთხილა ექიმმა.
- კარგი, - ტყუილი დაპირება გასცა შერიფმა და გულში გაივლო, ამას შემდგომში სიტუაციის მიხედვით გადავწყვეტავო.
       ექიმმა თავი დაუქნია, სასმლის მცირე ყლუპით ყელი ჩაიწმინდა და ჩაფიქრდა, აზრებს ალაგებდა.
- ლუციუსი, - დაიწყო ექიმმა, - მათ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ასე ვთქვათ, დაფასებული ვამპირია, მისი ეშინიათ და პატივს სცემენ..
- ოჰო, - ჩაიბურტყუნა შერიფმა.
        ექიმმა საყვედურის გამომხატველი მზერით გახედა, შერიფმა ხელით ანიშნა, განაგრძეო.
- მიუხედავად მისი საშიში გარეგნობისა და გამოხედვისა, მგონია, რომ ის სულაც არ არის ულმობელი, კოვაქსთან მხოლოდ სამსახურეობრივი შეხება მქონდა, მაგრამ ვფიქრობ ის ყველაზე მანიაკი არსებაა მათ შორის, ისინი თითქოს ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ...
- საინტერესოა, - თქვა შერიფმა, - რისთვის ჩამოვიდნენ ისინი ჩვენს ქალაქში?
- არ ვიცი, - თავი გააქნია ექიმმა, - ლუციუსს ამის შესახებ ჩემთან არ უსაუბრია, ის ერთ-ერთი ყველაზე ზრდილი და ემოციურად გაწონასწორებული ჯენტლმენია იმ ადამიანთა და არაადამიანთა შორის, ვისაც ვიცნობ.
- როგორ შეიძლება მათთან ბრძოლა?
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ექიმმა, - ისინი საოცრად სწრაფები და ძლიერები არიან, არ ვიცი, რა იარაღით უნდა ებრძოლო მათ, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ტყვიის ეფექტურობა მათთან ბრძოლისას ნულის ტოლია.
- ჯანდაბა, მაგის დედაც... - ბინძურად შეიგინა წამოჭარხლებულმა შერიფმა და კვლავ სკამზე გადაწვა, - რამდენნი არიან?
- ლუციუსი, კოვაქსი, მარკუსი და რამდენიმე, ზუსტად არ ვიცი..
- მარკუსი? - ამ სახელმა რატომღაც დააინტერესა შერიფი.
- ჰო, - დაუდასტურა ექიმმა, - მაგრამ არასდროს მინახავს, ამბობენ, მაგათ სამყაროში ყველაზე ძლიერი ვამპირიაო.
- ჰმ, - ჩაიბუზღუნა შერიფმა და თითი "მაგნუმის" ბუდეს მიარტყა.
- აზრი არ აქვს, - გააფრთხილა ექიმმა, - კოვაქსს უფრთხილდი, ის ფეთქებადი და არაპროგნოზირებადია..
- ჯანდაბა, - გაისმა საშინლად ცინიკური ხმა და მათ მაგიდას თეატრალურად ხელებგაშლილი შავგვრემანი უკვდავი მიუახლოვდა, - როგორც მოვისმინე, არც ისე კარგად დაგიხასიათებივარ, პატივცემულო ექიმო, თქვენ კი, შერიფო, - მან თავხედობაში გადასული ზრდილობით დაუკრა თავი, - ვხედავ, რომ უკვე იცით ჩემს შესახებ და ეს ძალიან, ძალიან სამწუხაროა..
      ექიმს შიშისგან ენა ჩაუვარდა, შერიფს კი თვალები დაუვიწროვდა ბრაზისგან და ინსტინქტურად იარაღისკენ წაიღო ხელი.
- ეს არაა საჭირო, - ჩაიცინა კოვაქსმა და მაგიდასთან კომფორტულად მოეწყო, - თან აზრიც არ აქვს, მე ხომ უკვდავი ვარ, - მან ბოროტად გადაიხარხარა და ექიმს მიუბრუნდა, - ექიმო, მიჭირს ამის თქმა, მაგრამ იძულებული ვარ მადლობა გადაგიხადოთ ჩემზე გაწეული მზრუნველობისთვის.
       ექიმმა პასუხად რაღაც წაიბურდღუნა.
- ამდენი ხალხი, - კბილები გაახრჭიალა შერიფმა და იარაღს ხელი შეუშვა, - შენ დახოცე, შენ..
- ამაში მთლად დარწმუნებული ნუ იქნები, შერიფო, - უდარდელად მიუგო კოვაქსმა და ექიმის ჭიქიდან ვისკი მოსვა, - მე დიდხანს გადევნებდით თვალს და როდესაც დავინახე, რომ თქვენ მცდარ გზას ადგახართ, გადავწყვიტე დახმარების ხელი გამომეწოდებინა თქვენთვის.
- რაო? - იკითხა კოვაქსის უკიდურესი თავხედობით გაოცებულმა შერიფმა, მაგრამ შავგვრემან ვამპირს არც ნირი შეუცვლია და არც ირონიული ღიმილი მოუშორებია სახიდან. ის ოდნავ წინ გადმოიხარა.
- თქვენ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდით, შერიფო, ჩვენზე რაღაც-რაღაცეები იცით, რაღაც-რაღაცეები, - ხაზგასმით წარმოთქვა მან, - შეგვეშვით მე და ლუციუსს, ეს, როგორც მეგობრული გაფრთხილება, ისე მიიღეთ, - ის წამოდგა, ღიმილით დაუკრა თავი გაოცებულ შერიფს და უარესად გაოცებულ ექიმს და გასასვლელის მიმართულებით გაუჩინარდა.

*******

       ლუციუსი გაოცებული დაჰყურებდა გათიშულ ტელეფონს. ბოლოს მიამ გამოარკვია.
- ლუციუს, რა ხდება?
- არაფერი, - თავი გააქნია ქერა ვამპირმა, - საერთოდ არაფერი, ჯანდაბა, და სწორედ ესაა ცუდი, საერთოდ არაფერი რომ ხდება!
- მეგონა ჩემთან დალაპარაკებას მოინდომებდა.. - გულისტკივილით ჩაილაპარაკა გოგონამ.
- მას საერთოდ არ უხსენებიხართ, მის ჯეკსონ! - მწარედ ჟღერდა ლუციუსის სიტყვები.
      მიას გული ეტკინა, არ ეგონა, ასე ცივად თუ მოექცოდა კოვაქსი, მიტოვებული ადამიანის სიცარიელის შეგრძნება დაეუფლა.
- ჩვენ არ ვიცით, რა გავლენა მოახდინა ანტიდოტმა მასზე, - ჩაერია ექიმი და მიას შეხედა, თითქოს ამით ანუგეშებდა გოგონას.
- ჰო, ასეა, - სასწრაფოდ დაეთანხმა ლუციუსი, - ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო უგონოდ და ახლა დრო სჭირდება, რომ აზრები დაალაგოს, ვფიქრობ, მალე თვითონვე მოინდომებს კავშირზე გამოსვლას.
- ახლა სად არის? - იკითხა გოგონამ.
- არ ვიცი, - თავი გააქნია ლუციუსმა, - ჩემი პირადი აზრით, მხოლოდ იმიტომ დამირეკა, რომ გამეგო ცოცხალი იყო. ის ხომ კოვაქსია და მისი აზრით ეს სრულიად საკმარისია, - ბრაზით დაასრულა ლუციუსმა.
      ის ჩამსხვრეულ ფანჯარასთან მივიდა და ღამის სიბნელეში გაიხედა, შემდეგ შემობრუნდა.
- მის ჯეკსონ, მერწმუნეთ, მას თუ დაბრუნება მოუნდება, აუცილებლად დაბრუნდება.
- და შენ არ აპირებ მის მოძებნას? - გაოცდა გოგონა.
- არა, რისთვის? - შუბლი შეკრა ქერა ვამპირმა, - ის ზრდასრულია და თავისუფალი ნება გააჩნია, ისევე როგორც...
- მისტერ ლუციუს, - ჩაერია ექიმი, - თქვენ დაუშვებთ, რომ ამ მანიაკმა თავისუფლად ისეირნოს და ხალხს საფრთხე შეუქმნას? ვიმეორებ, ჩვენ არ ვიცით მისი ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა!
       ქერა პირველყოფილს აშკარად გაუკვირდა ექიმის ეგზომ თამამი გამოსვლა, მოწონებით დააქნია თავი და რენტგენისებური თვალებით მიაშტერდა, ექიმმა არ დაუთმო, გაიჯგიმა და თვალი გაუსწორა.
- რას მთავაზობ, ექიმო?
- მისტერ ლუციუს, - ოდნავ შერბილდა ექიმის ტონი, - გირჩევთ, მოძებნოთ ის მანამ, სანამ თვენი ზებუნებრივი სამყაროს საიდუმლოებები სააშკარაოზე გამოუტანია, მიკვირს ამას როგორ ვერ ხვდებით, ეს ხომ წესით თქვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს?
       ლუციუსი ფანჯარას მოშორდა და ზურგზე ხელებდაწყობილმა ნელა გაიარ-გამოიარა ოთახში.
- კარგი, - თქვა ბოლოს, - შევეცდები მის მოძებნას, მაგრამ მის ჯეკსონს ვინ დაიცავს მარკუსისგან, სანამ მე აქ არ ვიქნები?
- არ მჭირდება ვინმეს დაცვა, - მოულოდნელად თქვა ჩუმად მდგარმა მიამ, - ეს ყველაფერი მომწყინდა, მშვიდი ცხოვრება მომენატრა, ჩვეულებრივი ადამიანივით, მე სახლში მივდივარ, კოვაქსს თუ ნახავთ, გადაეცით, რომ შეუძლია არ დაბრუნდეს, - გოგონა შებრუნდა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე,  მაგრამ ეს ვერავინ შენიშნა, - და კიდევ, მისტერ ლუციუს, კუდში დევნა და დაცვა საჭირო არ არის, როგორმე მე თვითონ მივხედავ საკუთარ თავს, კარგად ბრძანდებოდეთ, - ის პირველ სართულზე ჩამავალ კიბეს ჩაუყვა, კარი ფრთხილად გაიხურა და ავტომანქანისკენ გაემართა მკერდზე ხელებგადაჭდობილი, თითქოს შიგნიდან მომავალი ტკივილის ჩახშობას ცდილობდა.
- არ არის საჭირო, - თავი გააქნია ლუციუსმა, როდესაც ექიმმა გასვლა დააპირა, - მე მესმის მისი, ის დაიღალა ამ ყველაფრით და თავის დაცვაც შეუძლია.
      ექიმი ერთხანს ლუციუსს აკვირდებოდა, შემდეგ ამოიოხრა და საწოლზე ჩამოჯდა.
- ის ამას არ იმსახურებს, მისტერ ლუციუს.
- რას არ იმსახურებს?
- თქვენ მოულოდნელად, არსაიდან გაჩნდით სალემში და აქაურების ცხოვრებაში შეიჭერით, მათი მყუდროება დაარღვიეთ...
- ცდებით, ჩემო ძვირფასო ექიმო, - მშვიდად მიუგო ლუციუსმა, - ჩვენ ამ ტერიტორიებზე ვიმყოფებოდით ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დიადი ამერიკის იდეა იდეაშიც კი არ არსებობდა, იმ დროს ამ ტერიტორიაზე წითელკანიანები სახლობდნენ, მკვიდრი ამერიკელები, - ხაზგასმით თქვა მან.
- და მაინც ვთვლი, რომ ეს არ ამართლებს იმას, რასაც თქვენ აქ სჩადიხართ, - არ დაუთმო ჯიუტმა ექიმმა.
- ჩვენ აქ მშვიდობას ვიცავთ, - მრისხანე გამომეტყველებით თქვა ქერა პირველყოფილმა, - პრიმუმთა კლანის გარეშე აქაურობა განადგურდება და დავიწყებას მიეცემა.
- ამ კამათს აზრი არ აქვს, - თავი გააქნია ალდომ, - მიზანი ამართლებს საშუალებას, მაგრამ არა ყოველთვის, ადამიანთა სისხლზე დაფუძნებული მშვიდობა ვერასდროს იქნება მყარი.
- თომას ჯეფერსონი, მემუარები, - ღიმილით თქვა ლუციუსმა, - მიყვარს და პატივს ვცემ ამ დიადი ადამიანის ცხოვრებას და მის აზროვნებას, დაიმახსოვრეთ ექიმო, ის ერთ-ერთი ყველაზე სწორად მოაზროვნე ადამიანი იყო მათ შორის, ვისაც კი ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია. ჩემი წასვლის დროა, - ლუციუსი ფანჯარასთან შესდგა და გვერდულად გამოხედა ექიმს, - მიაქციეთ ყურადღება მის ჯეკსონს, ექიმო, სანამ მე დავბრუნდები.
- პირობას გაძლევთ, - აღუთქვა ექიმმა და თვალი ვერ შეასწრო, ისე სწრაფად გაქრა ლუციუსი ღამის წყვდიადში..

****

      რებეკას წასვლის შემდეგ კოვაქსმა ბარი დატოვა, უკაცრიელ ავტოსადგომზე შეჩერდა, სიგარეტს მოუკიდა და ჩაფიქრდა. ზოგადად, შავგრემანი პირველყოფილი ფიქრსა და მოქმედებას შორის ყოველთვის მეორეს ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ ახლა ასე არ იყო, რაღაცეები შეიცვალა. ლუციუსთან საუბრიდან ახსოვდა, რომ ქერა ვამპირს ტალიას სხეულის პოვნა უნდოდა, მაგრამ ჰიბრიდის შხამმა იმდენად იმოქმედა მის მეხსიერებაზე, რომ ვერაფრით იხსენებდა, რისთვის სჭირდებოდა ვამპირთა კანონის წიგნის მცველს მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი ჯადოქრის სხეული. კოვაქსმა სიგარეტი ფილტრამდე ჩაიყვანა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი, არ მოსწონდა, რომ მნიშვნელოვანი მომენტები გამორჩა, თითქოს მისი მეხსიერების წიგნიდან რამდენიმე ფურცელი ამოხიეს. ლუციუსთან საუბარი არ უნდოდა მანამ, სანამ თავად არ გაერკვეოდა შექმნილ სიტუაციაში. არც ის მოსწონდა, ქალაქის შერიფმა რომ მათ შესახებ ყველაფერი იცოდა, ამ ამბის ლოგიკური გაგრძელებით შერიფი, რომელიც ყოველ მიზეზგარეშე ქალაქის საიდუმლო საბჭოს ფარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, სულ მალე მათი გავლენის ქვეშ აღმოჩნდებოდა, სალემის ზებუნებრივ სამყაროში ბოლომდე გაერკვეოდა და როდესაც საქმე არჩევნის გაკეთებაზე მიდგებოდა, კოვაქსისთვის სრულიად ნათელი იყო ვის აირჩევდა შერიფი პირველყოფილებს, ვამპირებს და იმ ბინძურ ძაღლებს შორის. ამიტომ, მისი ღრმა რწმენით, დაუყოვნებლივ მოქმედებებზე გადასვლა იყო საჭირო, ხოლო სიტყვა "მოქმედება" შავგვრემანი პირველყოფილისთვის მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა - მისი მტრების სიკვდილს, ანუ ქალაქის საიდუმლო საბჭოს და მაქციების განადგურებას.
      კოვაქსმა აღმოსავლეთით გაიხედა, იქ, სადაც განმარტოებით მდგარი ეგულებოდა ქალაქის მცველთა საიდუმლო შეკრების ადგილი. არ იცოდა, როდის გეგმავდნენ ისინი თავშეყრას, ამიტომ გადაწყვიტა, როგორმე კონორი მოეძებნა, რომელიც კავშირში იყო საიდუმლო საბჭოსგან და ნებსით ან ძალით მიეღო მისგან საჭირო ინფორმაცია.
      ამ ფიქრებში იყო კოვაქსი, თან ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა ჩაბნელებულ ტყეს, რომელიც ავტოსადგომს სამი მხრიდან შემორტყმოდა, როდესაც სუსტი ფაჩუნის ხმა მოესმა და ვიღაც იმდენად ძლიერად დაეტაკა გვერდში, რომ რამდენიმე იარდზე მოისროლა, მაგრამ შავგვრემან პირველყოფილს წონასწორობა არ დაუკარგავს, გრუნტზე კატასავით რბილად და უხმაუროდ დაეშვა, წამის მეასედში მოახდინა ტრანსფორმაცია და ყრუდ დაიღრინა.
      წყვდიადით მოცული ტყიდან ორმა პიროვნებამ გამოაბიჯა, ერთი კი ზურგის მხრიდან მიუახლოვდა, ეს უკანმოუხედავად იგრძნო კოვაქსმა. ის ყურადღებით დააკვირდა უცნობ თავდამსხმელებს, არც ერთი არ ეცნობოდა, არ ჰგავდნენ აქაურებს.  ერთს, რომელსაც ამ სამს შორის მეთაურობა ეტყობოდა, სამხედრო ყაიდაზე გარშემო წმინდად აპარსული თავი და მრისხანედ მოელვარე შოკოლადისფერი თვალები ჰქონდა, ეს თვალები საიდანღაც ეცნო კოვაქსს, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა.
- როგორც ჩანს, დროის გასვლასთან ერთად, ჩემზე მოთხოვნილება არ იკლებს, მიხარია ასეთი პოპულარულობა, - ჩვეული ირონიით გამოსცრა მან, სწრაფად წამოიმართა და უცნობი თავდამსხმელები დაზვერა, რომლებიც წრედ შემოერტყნენ, უხმოდ აკვირდებოდნენ და ისე უვლიდნენ გარშემო, კოვაქსსა და მათ შორის დისტანციას არ არღვევდნენ.  ისინი შავგვრემან პირველყოფილს სწავლობდნენ.
      კოვაქსი ნელა, მათთან ერთად სინქრონულად ბრუნავდა წრის შუაგულში და გამჭრიახი მზერით ცდილობდა გამოეცნო ყოველი მათი აზრი და მომავალი მოქმედება.
- მეგობრებო, - ფოლადისმაგვარი ხმით მიმართა შოკოლადისფერთვალებიანმა დანარჩენ ორს, - ნება მომეცით წარმოგიდგინოთ, კოვაქსი - პრიმუმთა კლანის ერთ-ერთი ყველაზე სადისტი და სისხლისმსმელი არსება, - მის ხმაში ზიზღმა გაჟონა და მუქარით გაუყარა კოვაქსს თვალი-თვალში.
- საინტერესოა, - თავი დაუკრა კოვაქსმა და ოდნავ მოიხარა წელში, პირში დამდნარი ფოლადის გემო იგრძნო, - ვისთან საუბრის პატივი მხვდა წილად?
     შოკოლადისფერთვალებიანმა მრისხანედ ჩაიცინა,  ნახვარი ნაბიჯით შეუმჩნევლად მიახლოვდა კოვაქსს და ქურთუკი გაიხადა.
- ჩემი სახელი საიდუმლო არაა, ჰეიტემ ვესტმორლენდი, ის, ვინც ჯოჯოხეთის გზას გაგიყენებს.
- და თუ არ მაქვს ამის სურვილი? - საზარელი ხმით იკითხა შავგვრემანმა პირველყოფილმა, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა მოელვარე ეშვები და მისმა თვალებმა უცნაური შეფერილობა მიიღო, - ბატონებო, თქვენთვის დიდი პატივია ჩემი ხელით გეწვიოთ სიკვდილი, მე პირადად ამის წინააღმდეგი არ ვიქნები, დავიწყოთ?
      მაგრამ მის ამ თავხედურ და გამომწვევ სიტყვებს თავდამსხმელთა მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, ისინი თითქოს ერთ ადგილს მიელურსმნენ, გაკვირვებული სახით შეჰყურებდნენ ტრანსფორმირებულ პირველყოფილს და მის საზარლად მოელვარე თვალებს თვალს არ აცილებდნენ.
- ჯანდაბა... - თქვა ბოლოს კოვაქსის მარცხნივ მდგომმა, - ჰიბრიდი... პირველყოფილი ჰიბრიდი... ეს როგორ?
     არანაკლებ გაოცებული იყო ჰეიტემიც.
- შენ... - დაიღრინა მან, - რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
- თქვენს უეჭველ სიკვდილს, - ღრენით გამოეპასუხა კოვაქსი.
- ვნახოთ, - ჰეიტემი წამში გარდაისახა და ახლა უკვე კოვაქსის გაოცების ჯერი დადგა, თუმცა ეს არ გამოუხატია. მიხვდა, რომ აღსასრული ახლოს იყო, სამი ჰიბრიდის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობდა, მაგრამ არც უბრძოლველად დანებებას აპირებდა, ბოლომდე იბრძოლებდა და ორს თუ ვერა, ერთს მაინც გაიყოლებდა იმქვეყნად.
      თუმცა უცნობები სულაც არ ჩქარობდნენ თავდასხმას.
- სამი პირველყოფილი ჰიბრიდი ერთის წინააღმდეგ, ბატონებო, - კმაყოფილებით წარმოთქვა ჰეიტემმა, თან არ წყვეტდა კოვაქსის ირგვლივ წრეზე სიარულს.
- პირველყოფილი? - შუბლშეკვრით იკითხა კოვაქსმა.
- დიახ, მიხარია, რომ შენი გაოცება მოვახერხე, - დაცინვით მიუგო ჰეიტემმა, - თქვენ რა, გეგონათ რომ მხოლოდ პრიმუმთა კლანში არიან პირველყოფილები? სასაცილოა, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ არ ვართ გაბრიელის მონები.
- ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, - გაეპასუხა კოვაქსი და თვალები მოჭუტა.
- გეთანხმები, მაგრამ ეს ვერ გადაგარჩენს, - უარყო ჰეიტემმა, - ჩვენ გაბრიელის კლანს მთლიანად გავანადგურებთ, - ის შეჩერდა, ოდნავ წინ გადმოიხარა და კოვაქსი მიხვდა, რომ რამდენიმე წამში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დაიწყებოდა, რომელიც ყველანაირი ლოგიკის თანახმად, შავგვრემანი პირველყოფილის სიკვდილით უნდა დასრულებულიყო.
- რბილად რომ ვთქვა, ეს სიტუაცია არ მომწონს, - მოულოდნელად გაისმა ძალიან ცივი, ქედმაღლური ხმა და ტყისპირას მდებარე მომცრო ველზე ტანმაღალმა, ერთიანად შავ ტანისამოსში გამოწყობილმა, ელეგანტური და დახვეწილი მანერების მქონე მამაკაცმა შემოაბიჯა, რომელსაც უზომოდ ცივი, გამსჭვალავი ცისფერი თვალები, მკაცრი ნაკვთები და მოკლედ შეკრეჭილი ჟღალი წვერი ამშვენებდა, მთვარის ცისფერმა სხივებმა მისი მარცხენა ხელის არათითზე წამოცმული გვირგვინოსანი ბეჭედი ავისმომასწავებლად ააბრჭყვიალა. უცნობი თავდამსხმელები შესდგნენ, მათ მაშინვე იცნეს ის.
       ლუციუსმა თვალი თვალში გაუყარა კოვაქსს, შავგვრემან ვამპირამდე მანძილი წამის მეასედში დაფარა და ხელი გაუწოდა.
- კოვაქს, მიხარია ცოცხალს რომ მოგისწარი.
- მეც... - ძლივს ამოთქვა გაოცებულმა კოვაქსმა და უცებ სრულიად ახალი შეგრძნება დაეუფლა, მისთვის ნათელი გახდა, რომ მიუხედავად ყველა უკმაყოფილებისა მათ შორის, ლუციუსი მას ყოველთვის დაეხმარებოდა, ყოველთვის იზრუნებდა მასზე ისე, როგორც უფროსი ძმა ზრუნავს უმცროსზე.
- ბატონებო, - საზოგადოებას მიმართა ლუციუსმა და ძვირადღირებული კოსტიუმის ჯიბიდან თეთრი, გახამებული ცხვირსახოცი ამოიღო, ელეგანტური მოძრაობით მიიდო ტუჩებზე და შემდეგ უკანვე ჩააბრუნა, - შეგიძლიათ, ამიხსნათ რა ხდება აქ?
        ამ დროს ჰეიტემმა სიხარულით მოიფშვნიტა ხელები და მეგობრებს გადახედა.
- ძალიან კარგი, - თქვა მან და შურისმაძიებელი მზერით გაზომა ქერა უკვდავი, - ერთის მაგივრად ორი, მშვენიერია.
     ლუციუსმა წამში გაიაზრა ყველაფერი, მიხვდა, რომ უბრძოლველად თავს ვერ დააღწევდნენ აქაურობას.
- გასაგებია, - უემოციოდ თქვა მან, შემდეგ სწრაფად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ჰეიტემს შოკოლადისფერ თვალებში ჩააცქერდა, - რა გამოსავალს ხედავთ აქედან, მიგაჩნიათ რომ ჩვენი ბრძოლა ერთადერთი გამოსავალია?
- დიახ, ერთადერთი, - პირქუშად დაუდასტურა ჰეიტემმა.
- არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი, - სულ სხვა მხრიდან გაისმა მტკიცე, დამთრგუნველი ხმა და ტყიდან კიდევ ერთმა პიროვნებამ გამოაბიჯა. ეს იყო მაღალი, მძლავრი აღნაგობის, შავგვრემანი, შავებში გამოწყობილი, ფეხთ მძიმე ბათინკები ემოსა, საოცრად მკაცრ და შეუვალ სახეზე ნაიარევი გასწოლოდა, მისგან ძლიერი ენერგიული მუხტი, მედიდურობა და სისასტიკე იგრძნობოდა, მან მწყობრი ნაბიჯით გადმოკვეთა მცირე მანძილი და კოვაქსის გვერდით შეჩერდა, შემდეგ სიგარეტი ძირს მკვეთრი მოძრაობით დააგდო და ბათინკის ქუსლით გასრისა, სისასტიკით სავსე თვალები კი ამ პატარა ველზე შეკრებილ ზებუნებრივ საზოგადოებას მოავლო.
- მარკუსი... - ერთდროულად გაიმეორა რამდენიმე შეცბუნებულმა ხმამ...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი უცნაური მე

პირველი ვარ მე!!
წავედი წავიკითხო <3

№2  offline მოდერი ჰაიკო

უცნაური მე
პირველი ვარ მე!!
წავედი წავიკითხო <3

მიდი წაიკითხე და კრიტიკა არ დაიშურო:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№3  offline წევრი Farvana

სუპერ თავი!????
--------------------
ფარვანა

№4  offline მოდერი ჰაიკო

Farvana
სუპერ თავი!????

ალბათ;) ამდენი საუკუნის შემდეგ ეს სამნი როგორც იქნა შეიკრიბნენ ერთად;)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№5 სტუმარი სტუმარი

დღეს შევუერთდი ამ ნაწარმოების მკითველთა რიგს; მთელი დღეა ვკითულობ და აღფრთოვანებული ვარ. ასეთ სერიოზულ,გამართულ და საინტერესო ნაწერს არ ველოდი,მითუმეტეს ამ ჟანრში და მით უფრო აქ...
მოკლედ, სულ სხვა კლასია. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

№6  offline წევრი უცნაური მე

აი გეფიცები თითქოს ფილმს ვუყურებდი, არა არა უფრო სწორად მეც იქ ვიყავი და ყველაფერს ჩემი თვალით ვხედავდი.
რაუნდა გითხრა? საოცრად ნიჭიერი ხარ. დანარჩენი ისედაც იცი რასაც ვფიქრობ შენზე!
ველოდები ახალ თავს დიდი ინტერესით.

№7  offline მოდერი ჰაიკო

სტუმარი
დღეს შევუერთდი ამ ნაწარმოების მკითველთა რიგს; მთელი დღეა ვკითულობ და აღფრთოვანებული ვარ. ასეთ სერიოზულ,გამართულ და საინტერესო ნაწერს არ ველოდი,მითუმეტეს ამ ჟანრში და მით უფრო აქ...
მოკლედ, სულ სხვა კლასია. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

მადლობა რომ შემოუერთდი ამ გიჟურ ისტორიას. წინასწარ გაგაცნობ წესებს :D
1. არცერთი არ არის მთავარი პერსონაჟი.
2. ყველა მთავარი პერსონაჟია.
3. შეიძლება ნებისმიერი მოკვდეს.
4. ან არ მოკვდეს.
5. ეს ისტორია ან happy end-ით დამთავრდება, ან არა :)

ეს ყველაფერი ხუმრობით. მადლობა, რომ მოგწონს!

უცნაური მე
აი გეფიცები თითქოს ფილმს ვუყურებდი, არა არა უფრო სწორად მეც იქ ვიყავი და ყველაფერს ჩემი თვალით ვხედავდი.
რაუნდა გითხრა? საოცრად ნიჭიერი ხარ. დანარჩენი ისედაც იცი რასაც ვფიქრობ შენზე!
ველოდები ახალ თავს დიდი ინტერესით.

მე ხომ ასე ვწერ ისტორიას, თვალებს დავხუჭავ, კადრები როგორც ფილმში, ისე მიდის, მე კი ამ კადრების სინქრონულ აღწერას ვაკეთებ. სულ ესაა:) მცირე დოზით ამინდი, ბუნების ელმენტები, სტიქია, პერსონაჟების ემოციები, მიმიკები, საუბრის მანერა - ასე იქმნება წყურვილი :D
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№8  offline წევრი უცნაური მე

შენ გავიწყდება, რომ მე ეგ ყველაფერი ისედაც ვიცი ავტორო :D

№9  offline მოდერი ჰაიკო

უცნაური მე
შენ გავიწყდება, რომ მე ეგ ყველაფერი ისედაც ვიცი ავტორო :D

მე არაფერი მავიწყდება მკითხველო:P
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№10  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ჰმ, რატომ მეგონა რომ კოვაქსი ასე მარტივად დანებდებოდა სიკვდილს. მისი შარმი ამ ისტორიას უფრო მიმზიდველს ხდის.
უკვე მომწონს მარკუსის დაბრუნება, მაგრამ აქ წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, იმდენი მოულოდნელობა ხდება. ასე რომ მიხარია შენი დაბრუნება, ასე მგონია გამოცოცხლდა საიტი. იმედია სხვები არ მიწყენენ, მაგრამ ასეთი მაგარი ისტორია იშვიათობაა

№11  offline მოდერი ჰაიკო

Chikochiko

გმადლობ ჩიკო :) მეც მიხარია რომ დავბრუნდი და უფრო მიხარია თქვენ რომ გიხარიათ რომ დავბრუნდი:D
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№12 სტუმარი სტუმარი

ჰაიკო
სტუმარი
დღეს შევუერთდი ამ ნაწარმოების მკითველთა რიგს; მთელი დღეა ვკითულობ და აღფრთოვანებული ვარ. ასეთ სერიოზულ,გამართულ და საინტერესო ნაწერს არ ველოდი,მითუმეტეს ამ ჟანრში და მით უფრო აქ...
მოკლედ, სულ სხვა კლასია. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

მადლობა რომ შემოუერთდი ამ გიჟურ ისტორიას. წინასწარ გაგაცნობ წესებს :D
1. არცერთი არ არის მთავარი პერსონაჟი.
2. ყველა მთავარი პერსონაჟია.
3. შეიძლება ნებისმიერი მოკვდეს.
4. ან არ მოკვდეს.
5. ეს ისტორია ან happy end-ით დამთავრდება, ან არა :)

ეს ყველაფერი ხუმრობით. მადლობა, რომ მოგწონს!

წესები რომ სავსებით სამართლიანია ამაზე საუბარი მგონი არც ღირს. მით უფრო, რომ მას ისტორიის მსგავსად, ინტრიგისა თუ დაძაბულობის მეტად საამო სურნელი უდის:)))

პირიქით გმადლობ იმ სიამოვნებისათვის,რაც ამ ისტორიამ მომანიჭა მსუბუქი სურდოს, შემოდგომის მოქუფრული დღისა და ცხელი ჩაის ფონზე. ჩავმყუდროვდი..:)

საინტერესოა, ეს შენი პირველი ისტორიაა?

№13  offline მოდერი ჰაიკო

დიახ, პირველია. შენიშვნებს თუ მომცემთ მხოლოდ მადლობელი ვიქნები. რაც მეტი შენიშვნები იქნება, მით უფრო კარგი გამოვა. და კიდევ, აქ მკითხველები თავიანთ აზრებს ამბობენ ხოლმე და პროგნოზებს აკეთებენ, მე კი ხანდახან საინტერესო იდეას რომელიმე თავში გამოვიყენებ ხოლმე:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№14  offline წევრი ely and baby

აი სუპერ თავი იყო, გაოგნებული ვარ. ერთისული მაქვს გაგრძელება წავიკითხო .

№15  offline მოდერი ჰაიკო

ely and baby
აი სუპერ თავი იყო, გაოგნებული ვარ. ერთისული მაქვს გაგრძელება წავიკითხო .

დიდი მადლობა:) მომდევნო თავი შექმნის პროცესშია;)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№16 სტუმარი სტუმარი

ჰაიკო
სტუმარი
ჰაიკო
სტუმარი
დღეს შევუერთდი ამ ნაწარმოების მკითველთა რიგს; მთელი დღეა ვკითულობ და აღფრთოვანებული ვარ. ასეთ სერიოზულ,გამართულ და საინტერესო ნაწერს არ ველოდი,მითუმეტეს ამ ჟანრში და მით უფრო აქ...
მოკლედ, სულ სხვა კლასია. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

მადლობა რომ შემოუერთდი ამ გიჟურ ისტორიას. წინასწარ გაგაცნობ წესებს :D
1. არცერთი არ არის მთავარი პერსონაჟი.
2. ყველა მთავარი პერსონაჟია.
3. შეიძლება ნებისმიერი მოკვდეს.
4. ან არ მოკვდეს.
5. ეს ისტორია ან happy end-ით დამთავრდება, ან არა :)

ეს ყველაფერი ხუმრობით. მადლობა, რომ მოგწონს!

წესები რომ სავსებით სამართლიანია ამაზე საუბარი მგონი არც ღირს. მით უფრო, რომ მას ისტორიის მსგავსად, ინტრიგისა თუ დაძაბულობის მეტად საამო სურნელი უდის:)))

პირიქით გმადლობ იმ სიამოვნებისათვის,რაც ამ ისტორიამ მომანიჭა მსუბუქი სურდოს, შემოდგომის მოქუფრული დღისა და ცხელი ჩაის ფონზე. ჩავმყუდროვდი..:)

საინტერესოა, ეს შენი პირველი ისტორიაა?

დიახ, პირველია. შენიშვნებს თუ მომცემთ მხოლოდ მადლობელი ვიქნები. რაც მეტი შენიშვნები იქნება, მით უფრო კარგი გამოვა. და კიდევ, აქ მკითხველები თავიანთ აზრებს ამბობენ ხოლმე და პროგნოზებს აკეთებენ, მე კი ხანდახან საინტერესო იდეას რომელიმე თავში გამოვიყენებ ხოლმე:)

შენიშნვნების რა გითხრა..მაინცდამაინც არ მიყვარს და არც ის მგონია ამის "უფლება" მქონდეს. გარდა ამისა, სიმართლე რომ ითქვას კითხვა მეტად "შემწყნარებლური" განწყობითა და არაკრიტიკული თვალით დავიწყე. მოველოდი ბინდის ან თინ ვულფის რომელიმე თინეიჯერი ფანის ნაწერს, ამიტომაც რამოდენიმეჯერ ამ ისტორიას გვერდი განზრახ ავუარე კიდეც. მიხარია, რომ შევცდი; სასიამოვნოდ გაკვირვებულიც ვარ.
ახლა მხოლოდ ის შემიძლია აღვნიშნო,ძალიან მომწონს, ეს ისტორია სხვებთან შედარებით ხელოვნური ანტაგონიზმისა და პერსონაჟთა იდეალიზაციისაგან შორს რომ დგას. ალბათ ამიტომაა, რომ მთელი ამ "ზებუნებრივობის" მიუხედავად, ნაწერიცა და გმირებიც ასე ბუნებრივად გამოიყურებიან.
და კიდევ, მომეწონა შეგრძნება, რომელიც კითვისას გამუდმებით თან მსდევდა – ასე მგონია, კარადაში ერთი ჩონჩხი დამალული ყოველთვის გაქვს :))) და ამიტომაც, არასოდეს ვიცით, ჩვენთვის კიდევ რომელ ბნელ კუთხეში თუ რა რიგის ურჩხული გყავს ჩასაფრებული :))

№17  offline მოდერი ჰაიკო

ჯერჯერობით არც ბნელი კუთხეების ნაკლებობას განვიცდი და არც ჩონჩხებისას:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent