შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოთხმეტი წელი მოლოდინში (მეორე ნაწილი 1 თავი)


5-11-2018, 14:48
ავტორი R.M
ნანახია 1 444

თოთხმეტი წელი მოლოდინში (მეორე ნაწილი 1 თავი)

შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით, მაპატიეთ უბრალოდ გადახედვას ვერ ვასწრებ. თავიდან ისტორიას ოთხი ბედი დავარქვი და მერე რატომღაც შევცვალე სათაური. ამიტომაც ენაცვლება ერთმანეთს რამდენიმე ისტორია, რომელსაც ანა და მარიამი ყვებიან. რეალური პერსონაჟები არიან ერთ ოჯახად შეკრებილი ამ ისტორიაში. ადამიანები იმიტომ ვართ, რომ შეცდომებსაც ვუშვებთ ცხოვრებაში, იდეალური ადამიანი ხომ არ არსებობს. ცოტა წინა პერიოდიდან ვიწყებ მეორე ნაწილს.
მადლობა ყველას კომენტარებისთვის.
_________________________

მეორე ნაწილი

თავი1

ანასტასია.

დედის გარდაცვალების შემდეგ დეპრესია დამეწყო, აგრესიული გავხდი. განსაკუთრებით ელენეს მიმართ. დედას უბედურებაში მას ვადანაშაულებდი, მაგრამ მერე დავწყნარდი. ვხედავდი როგორ განადგურებული იყო, აღარ ლაპარაკობდა, სულ ჩაფიქრებული დადიოდა. ნინოსაც აღარ ეკაპუნებოდა. პატარა გიორგი სულ სახლში იყო, ნინო ზრდიდა და სულ ვეთამაშებოდი. ამ ციცქნამ და გოგამ გადამატანინეს დედის გარდაცვალება. მარიამს თავის ოჯახი ქონდა, არ ეცალა ჩვენთვის. ძალიან შეიცვალა, თითქოს გაცივდა, თუმცა არ ვამტყუნებ, ოჯახში უამრავი პრობლემა აქვს ადამიანს და სულ ჩემს პრობლემებზე ვერ იზრუნებს. ხანდახან თავს დავიჭერ ხოლმე, რომ უმადური ვარ. ყოველ დღე მოდიოდა თითქმის ერთი საათით და გიოს ეთამაშებოდა, მეც მამხნევებდა როგორც შეეძლო. მაგრამ მარიამში თითქოს მფარველს ვხედავდი, დედის შემცვლელს და ეგოისტურად მინდოდა სულ ჩემს გვერდით ყოფილიყო. გეგა ბიძია სულ მეფერებოდა, მამის სითბო რაც არ მიგრძვნია, ახლა გეგა ბიძიასგან ვგრძნობდი. გოგოებს თითქმის ვეღარ ხედავდა და მთელი ზრუნვა ჩემსკენ გადმოიტანა. ნინოც სულ სახლში იყო, მუშაობას თავი დაანება და რამდენიმე აბიტურიენტი ყავდა აყვანილი, ამზადებდა. სწორედ იმ საათებში მოდიოდა მარიამი და გიოს ასეირნებდა. ამ პატარა ჭინკასაც ისე უყვარდა დეიდა აღარავინ ვახსოვდით და როცა მიდიოდა სახლიდან ეტირებოდა. არც დედას და არც მამას არ ეტირებოდა, არც ნინოს, რომელიც ზრდიდა, მარიამს ეტირებოდა გიოც.
-ყველას რატომ უყვარხარ ასე გამორჩეულად.-ეჭვიანობდა ნინო.-მე მყავს მთელი დღე და სულ შენ გეტირება.
-იმიტომ რომ ყველაზე მშვიდად არის მარიამთან, მეც ასე ვარ, აქ რომ არის მგონია რომ ძლიერი ვარ და ვერავინ ვერაფერს დამიშავებს.-ვუთხარი ნინოს.
-ვინმემ აწყენინა ჩემს გოგოს?-ხელები მომხვია მარიმ.
-არა, უბრალოდ შინაგანად მეუფლება ეს სიმშვიდის შეგრძნება. არ ვიცი, ეკაც ასე იყო. შენგან რაღაც უხილავი ენერგია მოდის, რაც ყველას იზიდავს. გოგაც ისე გაქებს ხანდახან ვეჭვიანობ.-გაუღიმე მარიამს.
-გოგა და მე ძმები ვართ. ისეთი ჩხუბები ავაცილე თავიდან და მოუგვარე. საქმეების გასარჩევად რამდენჯერ ვიყავით წასულები.-იცინოდა მარიამი.-ხო მართლა გოგას უთხარი დამირეკოს, დავალება მაქვს მაგასთან. სიძეობა რომ უნდა ცოტა უნდა გაისარჯოს.-თვალი ჩამიკრა.
-მარიამ ექიმთან იყავი?-კითხა ნინომ.
-კი ვიყავი, ოპერაცია უნდა გავიკეთო კისტა გაქვს და ხელს უშლის დაფეხმძიმებასო. ნინო საშინელებაა, ამდენი უშვილო და პრობლემური ქალი თუ არსებობდა ვერ წარმომედგინა. -ჩაილაპარაკა ნაღვლიანად.
-წამლების მიღება კარგი კი არ არის. რომ ყლაპავდი და იძახდი შვილი არ მინდაო ჯერ. შედეგსაც იმკი.-მტკივნეულ ადგილს შეეხო ნინო.
-ვიცი დედა, ჩემი ბრალია, შეხსენება აღარ მინდა, ისედაც ძალიან ვნერვიულობ. თან ლევანს ისე უნდა შვილი.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.-კარგი მე წავედი და ჭკვიანად მოიქეცი-თითი დამიქნია. მერე მაკოცა.-ეს ჩემს ბიჭს აკოცე ჩემს მაგივრად.-მითხრა, გიო ჩაკოცნა და სახლიდან გავიდა.
გოგას დაურეკე და მარიამის დანაბარები გადავეცი, დამპირდა დაურეკავ და გავარკვევ რა უნდაო.
მეორე დღეს სასწავლებელში გოგამ მომაკითხა.
-ჩემი გოგო როგორ არის დღეს?-ხელი მომხვია და ლოყაზე მაკოცა.
-კარგად, შენ როგორ ხარ?-მეც ვაკოცე ლოყაზე.-მარიამს ელაპარაკე?
-კი დაურეკე და დავალება მომცა.
-რა დავალება?
-ვიღაც გოგოს ეძებს, შენი ტოლია, არ მითხრა რატომ.
-შენ როგორ უნდა მოუძებნო?
-მამაჩემს მივცემ მონაცემებს და მომიძებნის, სუსი მუშაობს პატარა. თუ დამეკარგები ადვილად მოგაგნებ.-მანქანის კარი გამიღო და ჩავჯექი.
-აბა სად წავიდეთ?
-სახლში, შუალედურები მაქვს სამეცადინო.-ვთქვი ნაღვლიანად.
-ჩემთან ავიდეთ წყნეთში და რამდენიც გინდა იმეცადინე. მე კი გიყურებ და მოგემსახურები. მწვადებს შევწვავ.-თვალი ჩამიკრა.
-კარგი, მაგრამ შენთან რომ ვერ ვმეცადინეობ? გონება მეფანტება, ელენე კი მომკლავს რომ ჩავიჭრა და გამომრიცხონ სასწავლებლიდან.
-უსწავლელიც მეყვარები არ იდარდო შენ.
წყნეთში ავედით, მე მეცადინეობა დავიწყე, გოგა ეზოში იყო და მაყალზე მწვადებს წვავდა. მალე მწვადით ხელდამშვენებული დამიჯდა წინ.
-აბა წიგნებს თავი დანებე და ვჭამოთ. მშიერი ვერ იმეცადინებ კარგად.
-კარგი მოგეხმარები მაგიდის გაწყობაში.-მაგიდა გავაწყეთ და გემრიელად მივირთვით მწვადი.
-ანა დღეს აქ დავრჩეთ რა.-შემომხედა ხვეწნით.
-გოგა.-უარის ნიშნად თავი გაუქნიე.
-მარიამს დაურეკავ და გავაფრთხილებ, თითს არ დაგაკარებ, უბრალოდ მეტი დრო მინდა რომ შენთან გავატარო.-მითხრა ისევ ხვეწნით.
-კარგი, მარიამს უთხარი.-დავეთანხმე.
-„მარიამ როგორ ხარ?“-გოგამ მობილური ხმამაღალზე ჩართო.
-„კარგად, გუშინ არ გელაპარაკე? მორჩი მოკითხვებს და მითხარი რა გინდა.“-სიცილი რომ არ გაეგო მარიამს პირზე ხელი ავიფარე.
-„მარო დღეს ანა წყნეთში დარჩება ჩემთან, გთხოვ რა. თითს არ დავაკარებ ჩვენს ძმობას ვფიცავარ.“-შეეხვეწა გოგა.
-„გოგა წაიყვანე სახლში შენთვისვე აჯობებს, ვიცი მე თქვენი ქიმიის ამბავი და დაფიცებებს მორჩი“
-„მაშინ მოვიტაცე და სულ ჩემთან დავტოვებ. დამთანხმდი რა“.
-„დამალაპარაკე.“-გოგამ ტელეფონი მომიტანა ახლოს.
-„ცალ ცალკე ოთახებში დაიძინებთ იცოდე“-გაისმა მარიამის ხმა.-„სახლში ვეტყვი რომ ჩემთან ხარ“.
-„კარგი“-დავეთანხმე მარიამს და მანაც ტელფონი გათიშა.
-ჩემი გოგო.-ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა, მერე კი ჩემი ტუჩებისკენ გაიკვლია გზა.-ჩემს ოთახში დაიძინე, მართლა არ მოგეკარები.
-ხომ გაიგე რა მითხრა.-შევხედე გამომცდელად.
-თვითონ რა ენაღვლება კი ყავს ქმარი ჩახუტებული. სულ მენატრები, ჩაგეხუტები და ისე დავიძინოთ.
-კარგი ხო.-დავთანხმდი. ფილმს უყურეთ, პოპკორნი ვჭამეთ, კარტი ვითამაშეთ. საღამოს სალათი მოვამზადეთ და მსუბუქად ვივახშმეთ. მე წიგნი ავიღე და ცოტა ხანი კიდევ გადავხედე სასწავლს.
-წამო გეყოფა ამდენი მეცადინეობა.-ოთახში შემიყვანა და კოცნა დამიწყო. მარიამი მართალი აღმოჩნდა, ჩვენს შორის არსებულმა ქიმიამ თავისი ქნა და იმ ღამით გოგასი გავხდი.
-გოგა ცუდად მოვიქეცით.-ამოვისლუკუნე.
-კარგი რა, ხვალვე მოვაწეროთ ხელი. აღარ შემიძლია შენს გარეშე ერთი დღის გაძლებაც კი.
-არა, ჯერ ვისწავლი და მერე ვიქორწინოთ. გენდობი, ჩუმად შეგხვდები ხოლმე.-თავი მკერდზე მივადე.-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ჩემო პატარა.-ყელიდან დამიწყო კოცნა და მუცლამდე კოცნით ჩავიდა. ყრუ ტკივილს ვგრძნობდი მუცლის არეში.-დაგასვენებ.-ხელი დამავლო და აბაზანაში შემიყვანა. ცხელი შხაპის ქვეშ დამტოვა და გავიდა.
მეორე დღეს მარიამს მოუყევი ყველაფერი, მას უნდა სცოდნოდა სიმართლე. მე არაფერი მითხრა, სამაგიეროდ გოგას ეჩხუბა, ბავშვი განდეო.
-მარიამ უარზე კი არ ვარ, დღესვე მოვიყვან ცოლად, არ მომყვება თვითონ.
-ჯობს გაყვე.-ახლა მე მომიბრუნდა.
-არა ჯერ ვისწავლი და მერე.-ჩავილაპარაკე.
-ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ ჯობს გააყვე. სანამ ვინმე სხვამ არ დაგინგრიათ ურთიერთობა. გარედან ორივე თავისუფალი ჩანხართ და შეიძლება ვინმემ თვალი დაგადგათ, ერთსაც და მეორესაც.
-სასწავლებელში ყველამ იცის რომ ჩემი საქმროა, სულ მაკითხავს, მივყავარ და მოვყავარ.
-კარგი როგორც გინდათ.
-ერთად ვიცხოვროთ მაინც.-გოგამ შემოგვაპარა.
-არა-ორივემ ერთდროულად წარმოვთქვით.
-მე რა მეშველება აბა.-ამოილაპარაკა ნაღვლიანად.
-შეგვხვდეს, ოღონდ ჩუმად.-თვალი ჩამიკრა მარიამმა.
-მაგარი ძმა ხარ.-მოეხვია და დააბზრიალა გოგამ.
-შემითანხმეთ და ვიტყვი, რომ ჩემთან რჩება. ოღონდ თავი დაიცავით.-თითი დაგვიქნია. რაზეც მე და გოგამ ერთმანეთს გადავხედეთ, ორივე გავწითლდით.-რა ვთქვი ისეთი, რა ჩერჩეტები ხართ.-დაგვემშვიდობა და წავიდა მარიამი.
მე პირველი კურსი დავხურე, გოგამ მამამისთან დაიწყო მუშაობა, გიორგი დასცინოდა პირდაპირ დიდი ძაღლი როგორ გახდიო. მარიამი დაფეხმძიმდა, ძალიან მიხაროდა მისი ამბავი, მის ბედნიერებას ბავშვი აკლდა და მალე პატარაც ეყოლებოდა.
ზაფხულის არდადეგებზე მარიამის მეგობრები ზღვაზე წავიდნენ, მეც მათ გავყევი. მარიამმა დაარწმუნა სახლში, გოგონებიც მიდიან, ბავშვი წავიდეს ცოტა გულს გადააყოლებსო. გოგას ისე უხაროდა პატარა ბავშვივით იყო. ჩვენი ამბავი ყველამ იცოდა. სასტუმროშიც ერთ ნომერში დავბინავდით, იმ დროს ბედნიერი ვიყავი.
ზღვიდან რომ დავბრუნდი პოპულის სუპერმარკეტში კონსულტანტად დავიწყე მუშაობა. თან ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი ნახევარ განაკვეთზე. ელენე წინააღმდეგი იყო, როდისღა უნდა ისწავლოო, მაგრამ ვახერხებდი და უთავსებდი სწავლას და მუშაობას ერთმანეთს. გოგა ყოველ საღამოს მაკითხავდა და სახლში მივყავდი, რადგან მუშაობას გვიან ვამთავრებდი.
-მოდი შეეშვი ამ მუშაობას, მე მომიარე და ხელფასს დაგინიშნავ.-იცინოდა გოგა.
-დაიწყო ამანაც ელენესავით.-თვალები ავატრიალე.
-ხო მიდი რა. ცალკე უნდა გადავიდე ორ დღეში საცხოვრებლად, საჭმელს გამიკეთებ, სახლს დამილაგებ და მერე მოგეფერები. სახლში თქვი, რომ ისევ მუშაობ. საერთოდ აღარ გაქვს ჩემთვის დრო, იცი როგორ მენატრები. დღეს ჩემთან მიმყავხარ, მარიამს ვუთხარი უკვე.-თვალი ჩამიკრა და თავის ბინაში წამიყვანა.
-გოგა რას გავს სახლი?-შესვლისთანავე დავიწყე სახლის მილაგება.
-ბიჭებმა გუშინ ფეხბურთს უყურეთ და ვილოთავეთ. ხვალ მოვიყვან დამლაგებელს, შეეშვი, ისედაც დაღლილი ხარ.
-ამ არეულობაში მე ვერ გავჩერდები.-ვუთხარი და დალაგება დავიწყე. ისიც მეხმარებოდა. ნახევარ საათში მთელი სახლი დავალაგეთ და დაღლილები დივანზე ჩამოვჯექით.
-ეხლა მოდი ჩემთან.-ხელი სვიტრის ქვეშ შემიცურა და წამში გადამაძრო თავზე. მერე შარვალი შემიხსნა და საცვლების ამარა დამტოვა. თვითონაც გაიძრო პერანგი და საძინებელში კოცნით შემიყვანა.-როგორ მენატრები-ჩურჩულებდა და ყელში მკოცნიდა.-მოვაწეროთ ხელი ხვალ.-კოცნით გაიკვლია გზა ჩემი მკერდისკენ, რაზეც კვნესა აღმომხდა. -დამთანხმდი-ისევ აგრძელებდა კოცნას და ახლა მუცელს ჩაუყვა ქვემოთ.
-მოდი აქ.-თმაზე წავავლე ხელი და ჩემსკენ მოვქაჩე. ტუჩებში ვაკოცე და ზემოდან მოვექეცი. თუმცა პირველობა არ დამანება და ისევ მის ქვემოთ აღმოვჩნდი.
-დამთანხმდი.-ისევ აგრძელებდა ჩემს წვალებას კოცნით და მაგიჟებდა.
-კარგი, გამოგყვები.-დავთანხმდი.
მეორე დღეს ხელი მოვაწერეთ ჩუმად. არ ვიცი რისი მეშინოდა. რატომღაც ჩვენს ურთიერთობას ისევ ვმალავდით. თუმცა მშვიდად ვიყავი, რადგან უკვე მისი ცოლი ვიყავი საბუთებით.
-დღეს ჩემებს გაგაცნობ.-გამომიცხადა გოგამ და თავის სახლში წამიყვანა.
-მეშინია.-ამოვიჩურჩულე.
-რისი გეშინია სულელო.-გაიცინა გოგამ. მე კი მხრები ავიჩეჩე.
გოგას დედამ გაგვიღო კარები, ისე ამათვალიერა ადგილზე გავშეშდი. ლამაზად ჩაცმული ქალი მედიდურად გვიყურებდა. ელენე დამიდგა თვალწინ.
-დედა გაიცანი ეს ჩემი ანაა.-გოგამ წარმადგინა.
-შენი? რას ნიშნავს შენი?-წარბი მაღლა აწია.
-ჩემი ნიშნავს ჩემს!-შეუბღვირა გოგამ. ხელი მომკიდა და სახლში შემიყვანა.
-გოგა ამიხსენი.-უკან აგვედევნა გოგას დედა.
-გიხსნი დედა, ანა ჩემი ცოლია.
-არა,-დივანზე მიესვენა და გულზე ხელი მიიჭირა ქალბატონმა ნათელამ.
-რა მოუვიდა?-ოთახში გოგას მამა შემოვიდა, ბატონი გიორგი.
-რძალი მოუყვანე და გული მისდის.-უთხრა გოგამ.
-გამარჯობა შვილო.-გამიღიმა და ხელი ჩამომართვა გიორგიმ.
-გამარჯობათ.-მორიდებულად ვუთხარი.
-რა გჭირს?-ხელი მოკიდა და წამოაყენა თავის მეუღლე.-სახლი დაათვალიერებინე ამ ანგელოზს, ნათელას მე მივხედავ.-გოგამ ხელი მომკიდა და ეზოში გამიყვნა.
-გოგა ჯობს წავიდე.
-გაგიჟდი? რაც არ უნდა თქვას დედაჩემმა შენ ჩემი ცოლი ხარ. გასაგებია? -მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა. სახლისკენ გავიხედე, ცოლ-ქმარი კამათობდნენ. ბოლოს გიორგი გამოვიდა სახლიდან და ჩვენსკენ წამოვიდა.
-არ მოელოდა შვილო, ცოტა რთული ქალია, აპატიე, შეეგუება. ჯობს გადახარშოს თქვენი ამბავი და მერე მოდით.-მხარზე ხელი დაარტყა გოგას.-მოდი ჩემთან და ნუ კანკალებ.-ხელები მომხვია და თავზე მაკოცა. სულ ვოცნებობდი გოგოზე და ეხლა გოგოც მყავს. გილოცავთ შვილებო, ძალიან გამახარეთ.
-კარგი მამა, ჩვენ წავალთ, იმედია მოვა გონს ეგ.-გაბრაზებულმა თითი დედამისისკენ გაიშვირა.-ხელი მომხვია და ჩვენს ბინაში წავედით.
გაბრაზებული იყო გოგა, თან მე მიღიმოდა და მაწყნარებდა.
-არ ინერვიულო გთხოვ, მისი აზრი არ მაინტერესებს, მე შენ მიყვარხარ და მორჩა.-თვალებში შემომხედა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
მალე მარიამის შვილი ეყოლა, გაბრიელი. ნათლობაში ვიყავით, ისეთი ბედნიერები იყვნენ ლევანი და მარი მეც მინდოდა რომ მასავით სრულყოფილად შემეგრძნო ბედნიერება. ამიტომ თავის დაცვა შევწყვიტე და მალე ფეხმძიმედაც დავრჩი.
გოგას რომ ვუთხარი ახალი ამბავი ხმას ვერ იღებდა. მეგონა არ გაუხარდა და ტირილი დავიწყე, ხელები მომხვია და მანაც ტირილი დაიწყო, სიხარულისგან ტიროდა. ჩემი დედამთილი არ გვირიგდებოდა, გოგა სამსახურში იყო, სახლში მომივარდა და ფულზე მონადირე კახპა მეძახა. გოგამ მომისწრო და სახლიდან გააგდო ნათელა. მერე კი ჩამეხუტა და მაწყნარებდა არ მენერვიულა.
ლიკა და აკაკი საზღვარგარეთ გაემგზავრნენ გიოსთან ერთად. აკაკი ერთერთმა კლუბმა მიიწვია და ინგლისში გადავიდნენ საცხოვრებლად დროებით.
უკვე დავგორავდი, მერვე თვეში ვიყავი, მარიამმა გოგას დაურეკა, გამიკვირდა მე რომ არ მირეკავდა, დიდხანს ლაპარაკობდნენ, გოგას შეშფოტებულ სახეზე მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა.
-გოგა რა მოხდა?
-ლევანი გაიტაცეს ცხინვალიდან-სახეზე ხელები ჩამოისვა გოგამ.
-რატომ? რა მოხდა?-შევხედე შეშინებულმა.-ჩემი გოგო რა დღეში იქნება.
-შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, არ ინერვიულო, მამას დაურეკავ და გავარკვევ ყველაფერს. მარიამმა მთელი პროკურატურა ფეხზე დააყენა უკვე. ხომ იცი რამხელა სანაცნობო ყავს, ძლიერია, უნდა გაუძლოს. რამეს მოვიფიქრებთ.-უფრო თავის თავს აჯერებდა გოგა.

მარიამი

დათო კაპანაძე პროკურორი იყო, რამდენიმე საქმე გადავეცით ფინანსურებმა და რამდენიმე შეხვედრაც გვქონდა. საქმის მასალების დეტალურად გასაცნობად პროკურატურაში მთხოვეს რამდენჯერმე მისვლა, იქ კი დათო დამხვდა და მასთან ერთად გავდიოდი მასალებს. ერთერთი მსხვილი ბიზნესმენის დაკავების საქმე იყო, ჯარიმად რამდენიმე მილიონის გადახდას ითხოვდა სახელმწიფო, რაც გაასაჩივრეს და საქმე პორკურატურას გადასცეს. მე როგორც ამ საქმის აუდიტმა, პროკურორისთვის უნდა გამეცნო მასალები. დათო კარგი ადამიანი იყო, 35 წლის, წარმატებული კარიერა ქონდა, ყველა პატივს სცემდა. ყველაფერთან ერთად ძალიან სიმპატიურიც იყო. პროკურატურაში რამდენიმე გოგო შეყვარებული იყო დათოზე. საქმის მასალების განხილვისას ერთხელ თქვა.
-სამწუხაროა რომ უფრო ადრე არ გაგიცანი-მე კითხვის ნიშნიანი მზერა შევაგებე.-შენს ქმარს არ დაუთმობდი შენს თავს.
-არ გამოგივიდოდა ეგ ამბავი.-გაუცინე.
-გამომივიდოდა. -თვალი ჩამიკრა.
ხუმრობაში გავატარე მისი რამდენიმე მსგავსი კომენტარი. თვალებით მჭამდა, პროკურატურაში თუ რამე იყო განსახილველი სულ მე მიბარებდნენ და საქმეის დეტალებს დათოსთან ერთად გავდიოდი. ეს მაწუხებდა და ჩემს უფროსს მოველაპარაკე, რომ პროკურატურაში მე აღარ გავეშვი. მერე პროკურატურიდან დარეკეს და მოითხოვეს, რომ მე მივსულიყავი და სხვა აუდიტი არ გაეშვათ.
-რატომ აღარ მოდიოდი, ან ის ვინ იყო რომ გამოუშვით, გამაგიჟა.-მისვლისთანავე შემომეგება დათო.
-რატომ კარგი აუდიტია.-გავიოცე მე.
-კარგი აუდიტი ვინც არის ვიცი მე და მსგავსი შტერი არავინ აღარ გამოუშვათ.-შემომხედა გაბრაზებულმა.
-კარგი, რა ვერ გაიგეთ ბატონო დავით, განვიხილოთ.-ვუთხარი მე და სავარძელში მოვკალათდი მისი მაგიდის წინ.
-თუნდაც ეს წუნი, თუ წუნია რატომ უთვლით?-წინ დამილაგა საბუთები.
-იმიტომ რომ არ არის წუნი, გამოტანილია და ყიდიან ჩვეულებრივ ფასში.
-ანუ მთელი წუნი, რასაც არ ითვლიან გაყიდულია და მოგებას მალავენ?-შემომხედა გამომცდელად.
-კი ასეა ბატონო დავით, მალავენ და სწორედ ამას ვედავებით.-თავი დაუქნიე.
-ეს ბატონობით ლაპარაკი როდიდან დავიწყეთ, კარგი რა მარიამ.-სავარძელზე გადაწვა და მზერით მჭამდა ისე მიყურებდა დაჟინებით.
-მირჩევნია ასე მოგმართოთ.-თვალი მოვარიდე.-თუ სულ ეს არის მე წავალ.
-არა მარტო ეს არ არის. -ფეხზე წამოდგა და მდივანს 2 ყავის მოდურება დაავალა წინა ოთახში.-მარიამ მეჩვენება თუ ცდილობ დისტანცია დაიცვა ჩემთან.
-არ გეჩვენებათ, ასე მირჩევნია.-თვალებში შევხედე და მკაცრად აუხსენი.
-ვიცი რომ გათხოვილი ხარ, შვილიც გყავს, შენთან ფლირტს არ გავაბამ და არც საყვარლობას შემოგთავაზებ, დაწყნარდი. -ხელებით ჩემს სავარძლის საზურგეს დაეყრდნო და ზურგს უკან თითქმის ჩურჩულებდა.-ცოლად თუ გამომყვები, ცოლად მოგიყვან.-სავარძელი დაატრიალა და წინიდან პირდაპირ თვალებში დამიწყო ყურება.
-მე უკვე მყავს ქმარი.-ხელი ავწიე და საქორწინო ბეჭედი დავანახე.
-ვიცი, თუმცა რა ვქნა თუ თავიდან ვერ გიგდებ.-გაბრაზებულმა შევხედე, ხელები მაღლა აწია-კარგი ასე ნუ მიყურებ, მხოლოდ მეგობრობას დავჯერდები.
-დავით ასე თუ დამიწყებ ყურებას შენთან მეგობრობას ვერ შევძლებ.
-კარგი, თავს გავაკონტროლებ, შენი რჩევები კი სულ დამჭირდება, ამიტომ შენ და მე კარგი მეგობრები ვართ. არავითარი ბატონო და თ-ებით მომართვები. თუ რამე დაგჭირდება ისე მომმართე, როგორც შენს საუკეთესო მეგობარს.
-კარგი შევთანხმდეთ, მეგობრები ვართ.-ხელი გაუწოდე.
-მეგობრები ვართ-ხელი ჩამომართვა.-ახლა ისიც მითხარი როგორ გაარკვიე, რომ წუნი წუნი არ იყო.
-საწყობში არ იყო, მოდელის ტიპი ამოვიწერე და კოდი. როგორც მყიდველი რამდენიმე მაღაზიაში მივედი და ვიპოვე წუნი. მერე კი ორდერიც ავიღე და მთელი მაღაზიები დაულუქე, ყველა ეგრეთ წოდებული წუნი საღი ტექნიკა აღმოჩნდა და ყიდიდდნენ.
-პროკურატურაში არ გინდა გადმოხვიდე?-წარბი მაღლა ამიწია.
-მე ფინანსისტი ვარ და არა იურისტი.
-კანონებიც შესანიშნავად იცი. რამდენ საქმეს გამიხსნიდი თაროზე შემოდებულს, შესანიშნავი ალღო გაქვს.-იღიმოდა.
-სადაც ვარ იქაც კარგად ვგრძნობ თავს. უბრალოდ ხანდახან მინდა რომ ასე კარგად არ ვაკეთებდე საქმეს. კომპანიები ძირითადად კოტრდება, ბანკს გადაეცემა და მერე აწყობილი ბიზნესის განადგურება ხდება. ისევ დაბალი ფენა ზარალდება და სამსახურებს კარგავენ, რაღაც სხვა მიდგომა უნდა იყოს.
-სხვა მიდგომა რომ იყოს ისევ გააგრძელებენ ფულის მოპარვას და გათეთრებას. უბრალო ხალხი რომ ზარალდება მაგაში გეთანხმები და მეც არ მომწონს. მაგრამ წესრიგს უნდა მიეჩვიოს ხალხი, თუ ეს არ მოხდა ვერასდროს ავაშენებთ სახელმწიფოს.
-მაგაში გეთანხმები, გერმანიაში რომ ვცხოვრობდი მას მერე სულ ვკამთობ ყველასთან, რომ არასწორად ვიქცევით. ბავშვი რომ ნაგავს ყრის ქუჩაში და არ ვარიგებთ, რომ არ შეიძლება, რომელ სახელმწიფოს ავაშენებთ. მშობელს შენიშვნა მივეცი და პასუხი ის იყო, მენაგვე რას მიკეთებს მოგაოსო. მერე ვეჩხუბე, მეეზოვეა და არა მენაგვე, მენაგვე თავად ხართ ქუჩას რომ ანაგვიანებთ მეთქი. ბავშვი დაიხარა, აიღო დაგდებული ბოთლი და ურნაში ჩააგდო, დედა კი ეჩხუბა რატომ ჩააგდეო. ასეთი ხალხი შვილს ვერ აღზრდის, გაზრდა არ იციან, თუ ჩემი ნათქვამი გაიგო, დედისას უფრო ხომ დაიჯერებს. შვილებსაც ისევე არასწორად ვზრდით, როგორც ჩვენ გვზრდიდნენ.
-ამიტომაც ვგიჟდები შენზე-წამოსცდა და თავი ჩახარა.-ვიყოთ ხომ კარგი მეგობრები, დამპირდი, თუ რამეში ჩემი დახმარება დაგჭირდება უკან არ დაიხევ და აუცილებლად შემაწუხებ.-გამოსწორება სცადა.
-კარგი, იმედია არ დამჭირდები.-ვუთხარი სიცილით.
-ვინმემ თუ გაგაბრაზა მეტყვი.
-დავით.-შევხედე საყვედურით. მდივანმა ყავა შემოიტანა და წინ დაგვიდგა. ყავა მოვსვი, ცოტა ხანი ჩუმად ვიყავით, დათო ისევ მე მიყურებდა.-სულ უნდა მიყურო, რაზე შევთანხმდით?-შევახსენე პირობა.
-ვიცი კარგა ხანს არ მოხვალ, რომც დაგჭირდე მაინც არ შემაწუხებ, ამიტომ ვცდილობ დაგიმახსოვრო, რომ დიდხანს გამყვეს.-ისევ აგრძელებდა ფლირტს.
-ოხ დავით, არ შეიცვლები, ტყუილად მპირდები კარგი მეგობარი ვიქნებიო.
-მართლა ვიქნები კარგი მეგობარი, ტყუილად არაფერს არ დაგპირდები.
-წავედი მე და ასეთი რამ თუ გექნება გასარკვევი ნუღარ დამიბარებ, შეგიძლია დამირეკო და მკითხო.
-კარგი-თავი ჩახარა და გაიქნია.-შენი მოტყუება შეუძლებელია.
-ჩემი ქმარი მეუბნება აზრებს კითხულობო.-გაუცინე მე.
-მართალს გეუბნება. გაგაცილებ.-მანქანამდე მიმაცილა და ბოლოს გადმომილაპრაკა-არ დამივიწყო.
-კარგად.-მანქანაში მოვთავსდი და წამოვედი.
ორი თვე იყო გასული ბოლოს რაც დავითს შევხვდი, ვცდილობდი თავი შორს დამეჭირა მისგან. ტელეფონზე მირეკავდა და რაღაც საკითხებს მეკითხებოდა საქმესთან დაკავშირებით. ლევანის გაუჩინარების მერე პირველი რაც გავიფიქრე იყო დათოსთან მივსულიყავი და დახმარება მეთხოვა. ჩემს თავში ორი ადამიანი იბრძოდა, ერთი ქმრის გადასარჩენად ყველაფერზე იყო წამსვლელი და მეორე ქალი, რომელსაც არ უნდოდა რამე ვალდებულება ქონოდა კაცის მიმართ, რომელიც მასზე იყო შეყვარებული.
ტელეფონი ავიღე ხელში და დათოს ვთხოვე შეხვედრა. დამთანხმდა და პროკურატურაში წავედი.
-რაღაც მოხდა, შეშფოთებული ხმა გქონდა.-კაბინეტში შესვლისთანავე ინტერესით შემომხედა.
-ლევანი გაიტაცეს-შეშინებული თვალებით შევხედე.
-რა იცი რომ გაიტაცეს?-შემომხედა გაკვირვებულმა. მე კი დეტალურად მოუყევი ყველაფერი.
-ჯერ არ დაურეკია, დამირეკავს და რას შემომთავაზებს არ ვიცი. მეშინია რომ შეიძლება მოკლან.-თავი ხელებში ჩავრგე.
-დაწყნარდი, ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც მე გეტყვი, ყველა ტელეფონი და მობილური ჩაიწერება, მასალა რომ გვქონდეს იმ ნაბიჭვრის ასაყვანად. რა გააგიჟე ასე, რომ ამხელა აფიორა წამოიწყო?
-ჩემი ნომერი გადაეცი, რომ მოისმინონ და ჩაიწერონ.
-შენი ნომრიდან ყველაფერი ისედაც ისმინება, თუ დაგავიწყდა სად მუშაობ.
-ეს ნომერი.-ფურცელზე დაწერილი ჩემი სხვა ნომერი დაუდე, რომელიც მხოლოდ უახლოესმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იცოდნენ.
-მე რატომ არ ვიცოდი ეს ნომერი?
-ეხლა იცი, ამ ნომერზე დარეკავს.
-რა იცი?
-ლევანს ეს ნომერი უწერია. ზურაც ყოველთვის ამ ნომერზე მირეკავდა. ზურას ნომერზე ვრეკავდი და გამორთულია, შეიძლება სიგნალით დავადგინოთ ადგილსამყოფელი?
-შეიძლება, მაგრამ არა მგონია ეგ ნომერი ქონდეს.
-სხვა ნომრით ხომ მაინც დარეკავს.
-ადგილსამყოფელს დავადგენთ, მაგრამ ზურა რომ ავიყვანოთ ლევანს ამით ვერ დავიხსნით. სხვა გეგმა გვჭირდება.
-რამეს მოვიფიქრებ, მთავარია ჯერ დარეკოს.
-კარგი მოსმენაზე ავიყვანთ. შენ კი დაცვას დაგინიშნავ, ბავშვი ვისთან გყავს ხოლმე?
-დედაჩემთან გადავალ და ბავშვს დედა მიხედავს, ვეღარავის ვენდობი. დაცვა კი დამჭირდება, ჩემები რომ დაიცვას. რას მოიმოქმედებს არავინ იცის.
-ხვალისთვის მოვაგვარებ მაგ ამბავს. დაცვა შენც გჭირდება, შენი გატაცებაც შეიძლება სცადონ.
-არ გამიტაცებს, ნებით უნდა რომ მივიდე მასთან. თავად მითხრა, რომ ჩემი ფეხით მივიდოდი.-ნაღვლიანად ამოვილაპარაკე-დათო გთხოვ ეს ამბავი არ გახმაურდეს, ცხინვალიდან კაცის გატაცებას პროვოკაციად შერაცხავენ და გამოიყებნებენ ჟურნალისტები, ეს არ მჭირდება.
-შეგეძლო ეს არც გეთქვა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.-ჩემი ხელები ხელებში მოიქცია.-ყველაფერს მოვაგვარებთ, ნერვებს არ აყვე და სიმშვიდე შეინარჩუნე. შენ ძლიერი ხარ და შეძლებ.
პროკურატურიდან რომ წამოვედი გოგას დაურეკე, ყველაფერი მოუყევი, მისი დახმარებაც შეიძლება დამჭირებოდა, ყველაფერი უნდა მეცადა. ერთ კვირიანი ლოდინის მერე დარეკა ზურამ ჩემს ნომერზე.
-„როგორ ხარ მარიამ?“-მისი ირონიული ხმა გაისმა, მის ხმაზეც მაკანნკალებდა. არ ვიცოდი ეს რა იყო, ასე რატომ მემართებოდა. შიშით არ მეშინოდა მისი, რაღაც ძალა ქონდა, რაც ჩემზე მოქმედებდა.
-„სად არის ლევანი?“-მკაცრად ჩავძახე.
-„ჩემთან არის, მისი კომპანიონები დაკარგულს ითხოვენ, იცი რამდენია? ხუ თი მი ლი ო ნი დოლარი. -დამიმარცვლა ზურამ.-მოიტან ამდენს მარიამ? რა თქმა უნდა ვერ მოიტან. ამიტომ მოკლავენ ლევანს. გამოსავალს გთავაზობ. ფულს მე გადავიხდი, შენ კი ცოლად გამომყვები.“-თითქოს ვხედავდი მის ბედნიერ და კმაყოფილ სახეს.
-„მიიღებენ თავის ფულს, დრო დამჭირდება შესაგროვებლად.“-ჩავძახე ზურას.
-„ვერ შეაგროვებ ძვირფასო, მოხვალ ჩემთან და დამიჩოქებ დაგეხმარო.“-ხმის ტონს აუწია ზურამ, ფიქრობდა რომ გამტეხდა.
-„ზურა გაზღვევინებ, თანაც მკაცრად. შენ მე არ მიცნობ და არ იცი რა შემიძლია.“-დავემუქრე ზურას.
-„საიმისოდ არ გაქვს საყვარელო საქმე რომ იქით მემუქრებოდე. შენი ძვირფასი ლევანის სიცოცხლე ჩემს ხელშია, საფასური კი შენ ხარ.“
-„როდის უნდათ ფული და სად?“
-„ხუთ თვეში ცხინვალში მოიტან, თუ არა და ნაწილ-ნაწილ გამოგიზავნიან. კარგად დაფიქრდი მარიამ, შენი მერყევი ქმარი ღირს შენს თავგანწირვად? გეფიცები ბედნიერი იქნები ჩემთან, შენ არ იცი რა დიდია ჩემი შენდამი სიყვარული. “
-„გორში მოვიტან, რა გარანტია მაქვს, რომ მეც არ გამიტაცებთ?“
-„გარანტია მე ვარ, შენ ვერავინ შეგეხება. შენ ვინც გეხებოდა ისიც აღარ გეხება.“-მითხრა ზურამ.
-„შენნაირ არაკაცს სიტყვაზე რატომ უნდა ვენდო? რატომ მირევ ცხოვრებას? რა ვერ მაპატიე?“
-„კაცი რომ ვარ და თან სიტყვის მალე გაიგებ. თანხას მაინც ვერ შეაგროვებ, ჯობს იფიქრე ჩემს შემოთავაზებაზე. შენი ქმარი არ არის კაცი, არც ერთგულია, ზედმეტად გჯერა და ენდობი. მე დიდი ხანია ლევანს ვიცნობ, ეს შენ არ იცნობ მას მარიამ, არც მე არ მიცნობ, რადგან ლევანის დანახულ ზურას იცნობ შენ მხოლოდ. შენზე არ ვბრაზობ, შენზე ვერ ვბრაზობ, მინდა მაგრამ არ გამომდის.“
-„უკვე ვიფიქრე და პასუხიც გითხარი. ლევანი უნდა დამალაპარაკო.“
-„ორ დღეში დაგირეკავ და ელაპარაკე.“-გაბრაზებულმა ჩამძახა და ტელეფონი გათიშა.
მაშინვე დათოს დაურეკე.
-„დათო დამირეკა, 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.“
-„რამდენს? გაგიჟდნენ? სად მოაგროვებ ამდენს?“
-„არ ვიცი რანაირად შევაგროვო ამდენი თანხა. ნაწილს შევაგროვებ. რაღაც იდეა მაქვს და შენი დახმარება დამჭირდება.“
-„შენთან მოვალ და დავილაპარაკოთ.“-დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე.
1 საათში დათო ჩემთან მოვიდა სახლში. კვირა დღე იყო, გაბრიელიც სახლში მყავდა. მცხეთიდან წამოვიყვანე და დედაჩემთან გადავედით. დაცვა დაგვიყენა დათომ, მანქანით კორპუსს უთვალთვალებდა ეკიპაჟი და იცვლებოდნენ.
-მარიამ შენთან არიან.-დედაჩემი შემოვიდა ჩემთან.
-დედა გაბისთან იყავი, მე და დათომ უნდა დავილაპარაკოთ.
-დათო კიდევ გამარჯობა.-გადავკოცნე.
-როგორ ხარ? მე შენ გამხნევებდი და თურმე რა მაგრად დაუდექი.
-უკვე მოისმინე?
-მაგას გამოვტოვებდი? რას ვაპირებთ აბა მითხარი.
-ჯერ არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოვიფიქრო. ზურას უნდა ვაჯობო ჭკუით და დავიხსნა ლევანი.
-მარიამ საშიში ხალხია, გამოვიძიე ყველაფერი, კრიმინალები არიან. შენ ვერ აჯობებ. რამდენი ხანია რუსეთის პოლიცია ნადირობს და ჯერ ვერ გამოიჭირეს. ზურა კი ახალია, მასზე არაფერია, სულ სუფთაა, არ ვიცი რატომ დაიჭირა მათთან საქმე.
-საბუთებს გადავხედე, ზურა სუფთაა, მხოლოდ შუამავლის როლი შეასრულა, ლევანი და გუჯა დააკავშირა ამ ხალხს. ლევანი რომ მიდიოდა მითხრა, რომ იმ კრიმინალებმა დაიბარეს, ზურა საერთოდ არ უხსენებია. მგონია, რომ შავი საქმე ამ ხალხმა გააკეთა და ზურა ისევ შუამავლის ფუნქციას ინარჩუნებს. რომ არ დაერეკა საერთოდ მშრალად გამოვიდოდა ამ საქმიდან.
-იქნებ შენს გამო ჩაერთო, ეშინია შენ არ დაგიშაონ რამე?
-არ გამოვრიცხავ. გუჯა უნდა ვნახო, უნდა დაველაპარაკო და ავახსნევინო რა ხდება.
-სერიოზულ სარში ხარ, იქნებ ჯობია პოლიცია ჩავრთოთ.
-არა დათო, მაშინ პოლიციაში წავიდოდი, შენთან იმიტომ მოვედი, რომ ლევანის სიცოცხლეს სასწორზე ვერ დავდებ.
-კარგი, კარგად უნდა დავფიქრდეთ. გადაწყიტე და შემითანხმე ყველაფერი.
- მისი ჩემდამი სიყვარულია სწორედ ის კოზირი, რომელსაც მისსავე წინააღმდეგ გამოვიყენებ. თავს ვერ ვაპატიებ ლევანს რამე რომ დაუშაოს.
-მაშინებ, სხვა შენს ადგილზე დეპრესიაში ჩავარდებოდა და ტირილს დაიწყებდა, შენ კი თითქოს თამაში იყოს ისე ლაპარაკობ.
-ეს თამაშია, ზურასი და ჩემი თამაში. გამარჯვებული კი ერთი იქნება ამ თამაშში. ზურა ვერ მაჯობებს. დღეს მცხეთაში მივდივარ, შენი ბიჭები დარჩნენ და არ გამომყვნენ. გუჯას დაველაპარაკები ლევანის მამას, ჯერ არ იციან რომ გაიტაცეს. კომპანია ავტომატურად ზურას ხელში აღმოჩნდა, სახლების გაყიდვაღა დარჩა.
-ხუთ მილიონს როგორ მოაგროვებ?
-ყალბი კუპიურები მჭირდება.
-მარიამ ეს კანონდარღვევაა.
-იმ ადამიანებს უნდა დამაკავშირო ციხეში ვინც კუპიურებს აწარმოებდნენ. კანონს მე დავარღვევ და არა შენ. ძალიან უნდა გავდეს ნამდვილს.
-რატომ გგონია რომ არ შეგიმოწმებენ?
-შემიმოწმებენ და ყოველი მეათე ნამდვილი იქნება.
-ნახევარი მილიონი სადღა უნდა იშოვო?
-დიღმის სახლს გავყიდი, მანქანებს გავყიდი, გუჯას ვთხოვ და იქნებ მცხეთაც გავყიდოთ, პირველი რომელიც გაიყიდება იმას გავყიდი. იქნებ ქონდეს კიდეც გუჯას რამე გადანახული, ჯერ უნდა ვნახო და დაველაპარაკო.
-კარგი დაგაკავშირებ. ციხიდან გამოვიდა ორი მათგანი, მეც მოგყვები, დაშინებულები არიან, კონტროლზე არიან და არაფერს აღარ ჩალიჩობენ.
-გეგმა მაქვს, დანარჩენს მერე მოგიყვები. ჯერ დამაკავშირე იმ ორთან.
-ხვალ წავიდეთ.
-კარგი.
-მე წავალ.-დათომ კარებში თავი გადააქნია-გარედან სუსტი ჩანხარ, შინაგანად კი ძლიერი.
იმავე საღამოს მცხეთაში წავედი, გაბრიელი დედაჩემს დაუტოვე და მარტო მივედი.
-მარტო მოხვედი?-ნაღვლიანი სახით დამხვდა თამარი.-სად საქმეზეა წასული ტელეფონსაც, რომ არ პასუხობს?
-სალაპარაკო მაქვს, გუჯა სახლშია?
-სახლშია, რა მოხდა?
-სერიოზული საქმე მაქვს და უნდა ორივეს დაგელაპარაკოთ, თამთაც თუ სახლშია უკეთესია.
-კი სახლშია, დაუძახებ-თამარი ზედა სართულზე ავიდა და ცოტა ხანში თამთასთან და გუჯასთან ერთად დაბრუნდა.
-მარიამ როგორ ხარ?-მომეხვი თამთა და მაკოცა.
-არამიშავს, შენ როგორ ხარ?-ნაძალადევად მოვიკითხე.
-მარიამ რა ხდება შვილო, ლევანს ტელეფონი უკვე ერთი კვირაა გამორთულია? ბიჭებმა მითხრეს თურქეთშია და როუმინგი არ ჩართოო, ხომ შეიძლება დაერეკა, ვნერვიულობ.-მეკითხებოდა გუჯა, ბიჭები კი მე გავაფრთხილე, რომ არაფერი ეთქვათ.
-ლევანი ერთი კვირის წინ ცხინვალში წავიდა.-ყველა ინტერესით შემომცქეროდა.-მას მერე ველოდები და დღეს დარეკეს. სპირტის ვაგონები დაიკარგა და გასარკვევად დაიბარეს, ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ გამოსასყიდს.
-რა, რა სპირტი, რა დაიკარგა, გუჯა რა ხდება?-თამარი გუჯას მივარდა.
-სამი დღით ადრე გავიგე, რატომ დამიმალეთ, რატომ დართეთ ნება რომ ამ საშინელ ბიზნესში ჩართულიყო?-შევხედე გუჯას, რომელსაც ფერი არ ედო სახეზე.
-კომპანია?-მხოლოდ ეს იკითხა და გულში რაღაც ჩამწყდა. კომპანიას კითხულობდა მაშინ როცა მის შვილს მოკვლით ემუქრებოდნენ.
-საბუთები ვნახე, თქვენი ხელმოწერილი, კომპანია ოფიციალურად ზურა ჯიქიას ეკუთვნის. ხუთი თვე მომცეს ვადა, ხუთ თვეში თავად უნდა ჩაუტანო ცხინვალში ხუთი მილიონი.
-ამ თანხას სად იშოვი?-გუჯამ შემომხედა.
-ჩემს სახლს დავდებ გასაყიდად, მინდოდა მეთხოვა მანქანები და იქნებ ეს სახლიც გაგვეყიდა.
-ხუთი მილიონი არ შეგროვდება, კომპანია და ყველაფერი დავკარგეთ და სახლიც რომ დავკარგოთ?-ამოილაპარაკა გუჯამ.
-ორივე სახლი რომ დავდოთ გასაყიდად, რომელიც მალე გაიყიდება იმ თანხას მივცემთ. თუ ეს გაიყიდა დიღმის სახლს მოგცემთ, თუ ჩემი სახლი გაიყიდა ხომ უკეთესი.
-ნახევარ მილიონს თუ მოგცემენ მაქსიმუმ, დანარჩენს რას იზავ? ტყუილად გგონია რომ ეს გააჩერებთ.
-პროკურატურა ჩავრთე, ნახევარი მილიონი მჭირდება, დანარჩენს სხვაგვარად ვაგვარებთ. თამთა, იქნებ შენი მანქანაც გავყიდოთ, ძვირადღირებულია, თან უფრო სწრაფად გაიყიდება.
-არა მე ჩემს მანქანას ვერ გავყიდი. კომპანია დაიკარგა, მანქანა და სახლი მაქვს და ისიც თუ გავყიდე რა დამრჩება? შენმა ქმარმა შეცდომები დაუშვა მე რატომ უნდა ვაგო პასუხი.-გაკაპასდა თამთა. გული დამწყდა, ადამინების რეალური სახე ეს იყო, მანქანა ლევანმა უყიდა სრულწლოვანი რომ გახდა, ძვირადღირებული მერსედესი, 150 000 დოლარი გადაიხადა, საკუთარი ძმის გადასარჩენად კი არ ემეტებოდა.-მამა არც ბაგების სახლს არ გავყიდი, მიუბრუნდა მამამისს.-დარწმუნებული ვარ ესეც ლევანმა უყიდა, მე კი არც კი ვიცოდი, რომ სახლი ქონდა. რატომ უხაროდათ სპირტის ბიზნესი ოჯახს, ფული აღარ იცოდნენ სად წაეღოთ. ყოველ თვე ზარაფხანას სტუმრობდა დედა შვილი და ახალ კოლექციებს იძენდნენ. ახლა არავის უნდა ლევანი, იმედები გაუცრუვდათ და სირაქლემის პოზიცია ამჯობინეს.
-არც არავინ გეუბნება გაყიდეო, მარიამ სისულელეა რამის გაყიდვა, პოლიცია თუ რამეს იზავს, ფულს კი ვერ გადავიხდით.-თავი ჩაღუნა და ამოილაპარაკა გუჯამ.
-სასიკვდილოდ გავიმეტოთ?-ამოისლუკუნა თამარმა.-მარიამ ქენი რამე, იღონე რამე, გუჯა გავყიდოთ ეს სახლი.
-ბატონო გუჯა, ამ საქმეში ზურა ჯიქიაც გარეულია?
-ლევანს არ უნდოდა, მე დავაძალე, ზურას დაურეკა და შემახვედრა. კომპანია დიდი თანხის სანაცვლოდ გადავეცი. ეს თანხა კი მთლიანად სპირტის ბიზნესში ჩავდე. ზურა მხოლოდ შუამავალი იყო.
-ასე წვალებით შექმნილი ბიზნესი როგორ დათმეთ.
-შვილო სამშენებლო კომპანიას ცოტა მოგება ქონდა, სპირტის ბიზნესი კი სერიოზულ თანხებზე გადის. იცი რა ძნელია ამ ბიზნესში თავის შეყოფა?
-ფაქტია მოტყუებულები დარჩით.
-თქვენი მომავლისთვის გავაკეთე.
-მომავლისთვის, რომელი მომავალი გვაქვს წინ?-ჩავილაპარაკე სევდიანად.
-რას წარმოვიდგენდი ასე თუ მოხდებოდა.
-მე წავალ,-ფეხზე წამოვდექი.-მაკლერი უნდა ვნახო, ჩემს სახლს გავყიდი, საბურთალოს სახლსაც და ჩემს მანქანასაც. კრედიტსაც ავიღებ, ვერ გავიმეტებ-თვალებში შევხედე და მივახვედრე რომ ფულზე დახამებულები იყვნენ. -ჩემს შვილებს ვერ ვეტყვი მამათქვენი სახლი არ გავყიდე და მაგიტომ მოკლესთქო.
-შვილებს?-შემომხედა გუჯამ.
-ხო, ფეხმძიმედ ვარ, მეორე შვილიშვილი გეყოლებათ.
-ახლა ბავშვის დროა? აჯობებს მოიცილო, რა მოხდება არავინ იცის.-სიტყვით გამოვიდა თამთა.
-მე მკვლელი არ ვარ.-ვუთხარი და გამოვბრუნდი. თამარის ქვითინის ხმა მესმოდა მხოლოდ.
სახლში დავბრუნდი, დედაჩემი ნამტირალევი დამხვდა.
-რა გჭირს? შენ მაინც ნუ ტირიხარ, ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს.-ვუთხარი საყვედურით.
-ეს ვნახე.-ფეხმძიმობის ტესტი დამანახა.-დადებითია.
-ხო დედა დადებითია, ფეხმძიმედ ვარ.
-დედა უნდა მოიცილო, ამხელა პრობლემა გაქვს, ეხლა ბავშვის დრო არ არის.
-დედა!-უყვირე.-ხვდები რას მეუბნები?
-ერთი შვილის მიხედვის დროც არ გაქვს, ორ შვილს როგორ მიხედავ. გჯერა ლევანის დაბრუნების?
-დედა კმარა! ლევანი ცოცხალია, ცოცხალ ადამიანს ნუ დასტირი.
სახლიდან წამოვედი, მანქანაში ჩავჯექი, ქალაქგარეთ გავედი, წყნარ ადგილას მანქანა გავაჩერე და მთელი ხმით ავღრიალდი. მართალს მეუბნებოდა დედაც და თამთაც, ბავშვის დრო ნამდვილად არ იყო.
წამოვედი და კლინიკაში მივედი, თანხა გადავიხადე და გადავწყვიტე ბავშვი მომეცილებინა.
-ჯერ ეჰოსკოპიაზე უნდა შეხვიდეთ, ნაყოფის ვადა რომ დავადგინოთ.-გამომიცხადა მიმღებში გოგონამ და ეჰოსკოპიის ოთახში შემომყვა.
-გამარჯობათ.-თვალები ცრემლებით მქონდა სავსე ისე მივესალმე ექიმს.
-დაწექით.-მომმართა ექიმმა და მეც დავწექი. მუცელზე ჟელე წამისვა და აპარატით ნაყოფის თვალიერება დაიწყო. თავი მეორე მხარეს გადავაბრუნე, არ უნდა დამენახა ეკრანზე, თორემ ვერ შევძლებდი, ვიცოდი, ვერ შევძლებდი და აბორტს ვერ გავიკეთებდი.-რვა კვირის ხართ. -მითხრა ექიმმა და ისევ განაგრძო ნაყოფის თვალიერება, გულმა ვერ მომითმინა და შევხედე, დიდ ეკრანზე გამოსახული მთლიანი ნაყოფი ჩანდა, რომელსაც ადამიანის ფორმა ქონდა. ჯანდაბას მარიამ რას აკეთებ. მკვლელი ხდები, საკუთარი შვილის. გავიფიქრე და ცრემლები თავისით წამომივიდა.
-რატომ იცილებ? გათხოვილი ხარ.-ექიმმა ჩემს ხელზე კალიცოს შეხედა და მერე ჩემს აცრემლებულ თვალებს.-ერთი გოგო დაყავდა დედამთილს, ბიჭი უნდოდათ და მგონი 10 აბორტი გააკეთებინეს საწყალ გოგოს. მერე უთხარი, რომ ბიჭი იყო, სინამდვილეში გოგოს ელოდებოდა, რომ დაიბადა აქ მომივარდა დედამთილი და მეჩხუბა. ვიცი მსგავსი სიტუაციები ბევრი მინახავს, შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. კარგად დაფიქრდი. ოჯახში გაქვს პრობლემები?
-სერიოზული პრობლემები, მაგრამ არ მოვიცილებ.-ვთქვი მტკიცედ და კლინიკა დავტოვე.
საღამოს ზურამ დარეკა.
-„შეგიძლია დაელაპარაკო, ორი წუთი გაქვთ.“
-„მარიამ როგორ ხარ?“-ტელეფონში ლევანის ხმა გაისმა.
-„მე კარგად, ყველანი კარგად არიან, შენ როგორ ხარ?“
-„მარიამ დაივიწყე ყველაფერი, ჯობს სიცოცხლით გადავიხადო, ასე აჯობებს.“
-„არა, ვიშოვი ფულს და გამოგიხსნი, ჩემი ხომ გჯერა, მე ხომ ყველაფრის მოგვარება შემიძლია, ხოდა მოვაგვარებ ლევან. შენ უნდა გაუძლო. უნდა გაუძლო ჩვენი შვილებისთვის, ფეხმძიმედ ვარ, მალე ისევ მამა გახდები. გთხოვ ძლიერი იყავი და გაუძელი.“
-„აზრი არ აქვს, 5 მილიონს ვერ ვიშოვით.“
-„ფულს ვიშოვი, გპირდები დაგიხსნი.“
-„საშიში ხალხია, დაანებე ყველაფერს თავი. ვერ იშოვი ამხელა თანხას.“
-„ლევან ხომ გჯერა ჩემი, ხომ მენდობი. იცი საკუთარ თავში იმხელა ძალა აღმოვაჩინე მეც კი მიკვირს საკუთარი თავის. გამოგიხსნი და ჩემს შვილებს მამა ეყოლებათ.“
-„გეყოფათ“,-ტელეფონში ზურას ხმა გაისმა.
-„ცოტახანი კიდევ დამალაპრაკე “- ლევნის ხმა გავიგე, -შენიდედაც....-ისევ ლევანის ხმა ისმოდა.
-„რამდენ ხანს გაუძლებს მარიამ შენი ქმარი ამ ყველაფერს? დროა გადაწყვიტო.“-ზურამ ჩამძახა ტელეფონში.
-„ფულს გადავიხდი, დრო ჯერ არის, თუ რამეს დაუშავებ საკუთარი ხელებით მოგკლავ.“-დავემუქრე ზურას.
-„გესმის ლევან როგორ მემუქრება შენი ცოლი? დაგელოდები როცა ჩემს მოკვლას დააპირებ, შენს მკლავებში სიამოვნებით დავლევდი სულს.“- მითხრა ზურამ.
-„დრო მოვა და მაგ ოცნებას აგისრულებ“-ტელეფონი გაუთიშე.

ანასტასია,

უკვე მშობიარობის დრო მოახლოვებული იყო, ექიმმა სამ კვირაში დამიბარა ბოლო კონტროლზე და ანალიზებზე. მარიამზე ვნერვიულობდი, ბედნიერი და მშვიდი ოჯახი თავზე ენგრეოდა. სასწავლებელში დავდიოდი ისევ, გოგას მივყავდი და იქიდან ტაქსით მოვდიოდი უკან. სახლში მოვედი თუ არა კარზე ზარის ხმა გაისმა. კარი გავაღე და ჩემი დედამთილი ნათელა შემოვიდა.
-გოგა სად არის?-მედიდურად გადმომხედა.
-თუ საჩხუბრად მოხვედით ჯობს წახვიდეთ.-კარისკენ მიუთითე.
-შენთან სამეგობროდ ჩემი მტერი მოვიდეს.
-არ დაიღალეთ, ყველას რომ კარგავთ თქვენს გარშემო იქნებ მიხვდეთ, რომ აღარ მებრძოლოთ.
-პატარა კახპა-ყელზე ხელი მომიჭირა.-შენს გამო ქმარმა ხელი დამარტყა და სახლში არ მოსულა უკვე ერთი თვეა, საკუთარი შვილი არ მელაპარაკება.
-ხელი გამიშვით-ვხაოდი და თავის განთავისუფლებას ვცდილობდი.
-შენს გამო დაინგრა ჩემი ტკბილი ოჯახი, რას ეტენებოდი იქ სადაც შენი ადგილი არ იყო?-ხელი გამიშვა, ძლივს ვსუნთქავდი, ძირს დავეშვი და იატაკზე დავჯექი, მან კი მისაღებში მდებარე თაროს ხელი მოკიდა და ზედ დამაგდო თავის წიგნებიანად.-უბედური შემთხვევა.-გაიცინა და ოთახიდან გავიდა.
-მიშველეთ,-ამოვიტირე და საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მთლიანი თარო მუცელზე დამეცა, ძლივს გამოვხოხდი, ფეხი საშინლად მტკიოდა, ვერ ვდგებოდი. ჟურნალების მაგიდამდე მივხოხდი და მარიამის ნომერი ავკრიფე.-მიშველე მარი ჩქარა.-მერე არაფერი არ მახსოვს, საავადმყოფოს თეთრი კედლები დავინახე თვალები რომ გავახილე. მარიამი მადგა თავზე.
-როგორ ხარ?-მკითხა, თან თვალები ცრემლიანი ქონდა.-რატომ არ მითხარი ნათელა პირველად რომ გეჩხუბა მაშინ?
-გოგას გამო, არ მინდოდა..-ხმა გამიწყდა-მარიამ ბავშვი, მუცელი არ მაქვს, ბავშვი.-ტირილი დავიწყე.
-ისევ გეყოლება პატარა, ჯერ ახალგაზრდა ხარ, კიდევ გეყოლება. არ იტირო გთხოვ.-ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
-გოგა სად არის?-ავხედე ცრემლიანი თვალებით.
-აქ არის დაუძახებ.-გარეთ გავიდა და ცოტა ხანში გოგა შემოვიდა.
-როგორ ხარ?-ხელები მომხვია და ჩემთან ერთად ტიროდა.
-თარო გადმოაგდო და ზედ დამეცა, სისხლი გამდიოდა, იცინოდა და წავიდა. ასე დამტოვა, ძლივს მივხოხდი ტელეფონთან.-ვუყვებოდი ტირილით.
-მარიამმა გიპოვა და წამოგიყვანა, უკვე ყველაფერი ვიცი, გიორგიმ რამის მოკლა. როდის იქცა ურჩხულად დედაჩემი? ეს როგორ გააკეთა?-თვალები ცრემლით ქონდა სავსე.-ანა აჭარაში მაგზავნიან ერთი წლით, ბათუმში გადავიდეთ, ყველაფერი კარგად იქნება, კიდევ გვეყოლება შვილი.
რანდენიმე კვირის შემდეგ ექიმთან მივედი ყველას ჩუმად და გამოკვლევები ჩავიტარე. აღმოჩნდა, რომ არ მარტო ბავშვი საშვილოსნოც აღარ მქონდა და შვილის გაჩენას ვეღარ შევძლებდი.
ატირებული მარიამთან მივედი, გოგასგან წასვლა მინდოდა, ისე ოცნებობდა შვილზე, მე კი ვერასდროს ვეღარ გავაჩენდი.
-ანა რატომ ტირი?-გულში ჩამიკრა.
-ყველაფერი ვიცი, რატომ დამიმალეთ?-ამოვისლუკუნე.
-ყველაფერი კარგად იქნება, დაწყნარდი, იცი რამდენი საშუალება არსებობს, რომ შვილი გყავდეს? სუროგატი დედები არიან, გააჩენინებ, იშვილებ ბავშვს თუნდაც. მერე რა რომ შენ არ გააჩენ, გეყვარება და დედას შენ დაგიძახებს.-მეფერებოდა და მაწყნარებდა მარიამი.
გოგამ მომაკითხა და სახლში წამიყვანა, მალე ბათუმში გადავედით და უფრო დავწყნარდი. სასტუმროს ადმინისტრატორად დავიწყე მუშაობა და ერთი წელი აკადემიური ავიღე. გოგა და მე ბავშვზე აღარ ვლაპარაკობდით. მარიამისგან გავიგე ელენე მიუვარდა ნათელას და დაემუქრა, თუ ახლოს გამეკარებოდა უჩივლებდა. გიორგი სახლიდან წავიდა და სხვა ქალთან დაიწყო ცხოვრება, როგორც მერე გავიგე დიდი ხანია საყვარელი ყოლია, ჩვენი ამბის მერე კი საბოლოოდ მიატოვა ნათელა. თვეში ორჯერ ჩავდიოდით თბილისში, მარიამს ვამხნევებდით. ზურამ დაურეკა, განერვიულებული იყო მასთან რომ მივედი. ჩემი სატკივარი დამავიწყდა მის შემხედვარეს. ფეხმძიმე გოგო მარტო იბრძოდა საკუთარი ქმრის გადასარჩენად, მისმა ოჯახმა კი სულ დაივიწყა ლევანი.

მარიამი
ეს ნატას ისტორიაა. ჩევენ ოთხნი ვართ, ჩემი, ანას და ლიკას ისტორია იცით, ეს კი მეოთხე ისტორიაა, მეოთხე ბედი. ჩვენს ოთხ შორის ნატას ნამდვილად არ გაუმართლა. ყველაფრის გარკვევა მას მერე დავიწყე, რაც ელენემ სიმართლე გამიმხილა. გოგას ვთხოვე მოძებნაში დამხმარებოდა, თუმცა ვერაფერი გაარკვია და თავად გამოვიძიე ყველაფერი. ვიპოვე ნატა და მისი ისტორიაც გავარკვიე.
ყველაფერი ასე დაიწყო, სამშობიარო სახლში შეთქმულება მოაწყეს, გინეკოლოგმა, ელენემ და ნატას ახალმა მშობლებმა. ნინა რუსი ქალი იყო, ქმარი ქართველი ყავდა. უშვილობის გამო ოჯახი რამდენჯერმე დაინგრა, მერე გადაწყვიტეს ბავშვი ეშვილებინათ, იშვილეს კიდეც ნატაზე 3 წლით უფროსი ბიჭი, სულ რაღაც თვეების იყო ბავშვი საწოლიდან გადმოვარდა, სკამს თავი ჩამოარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვი არც დარეგისტრირებული იყო, საბუთები არ ქონდა, ისიც მოპარული იყო სამშობიაროდან და ისე დაკრძალეს არავინ პასუხი არ აგო. ნატა ბებიის საპატივსაცემოდ დაარქვეს, მამობილის დედა სათნო და ტკბილი ქალი იყო. ბავშვის გარდაცვალება ძალიან განიცადა და როცა ნატა მიიყვანეს სახლში ახალმა მშობლებმა, მისი გაზრდა თავის თავზე აიღო ბებიამ. თუმცა ნატო ბებო მალე გარდაიცვალა, ნატა მაშინ სულ რაღაც 12 წლის იყო. ნინას ნატო მხოლოდ ქმრის შესანარჩუნებლად ჭირდებოდა და ამიტომ ბავშვს უგულოდ ექცეოდა. მისი ბიძა ვნახე, მან მითხრა, “გაზრდა არ იცოდა ბავშვის, როცა უნდა მოფერებოდა სცემდა, როცა უნდა გაბრაზებოდა ეფერებოდაო. ანგელოზივით ბავშვი და მთელი ოჯახი მან დაღუპაო.“
ახალგორის ერთერთ სოფელ იზრდებოდა ნატა. ლევანი ახალი გატაცებული იყო ცხინვალში, პრობლემების მიუხედავად მაინც წავედი ახალგორში და ნატას სახლში მივედი. ლამაზი ორსართულიანი სახლი იყო. მეზობელი ბიჭი გამოდიოდა ეზოდან და მას გამოვკითხე.
-უკაცრავად, აქ ცხოვრობს ვინმე ამჟამად?-გაკვირვებულმა შემომხედა.-ნატას ვეძებ, შეგიძლიათ დამეხმაროთ?
-რატომ ეძებთ?-აგრესიული ჩანდა.
-მე მისი ახლობელი ვარ, მისი ნამდვილი ნათესავი, შეგიძლიათ დამეხმაროთ?-შევხედე ხვეწნით.
-ლამაზი ნათესავები ყოლია, თვითონაც ამიტომ იყო ასეთი ლამაზი.-ჩაილაპარაკა ნაღვლიანად.
-სადმე მყუდრო ადგილას შეიძლება დავილაპარაკოთ? ძალიან გთხოვთ?-შევხედე მუდარით.
-შმაგი მქვია.-ხელი გამომიწოდა.
-მე მარიამ გიგაური ვარ.-გაუღიმე და ხელი ჩამოვართვი, მანაც გამიღიმა.
-მდინარესთან მაგიდა და სკამებია ქვემოთ, იქ დავილაპარაკოთ, ჩრდილია, ისეთი ნაზი ხართ მზე ადვილად დაგწვავთ.-მდინარისკენ გამიძღვა და მეც გავყევი. ნამდვილად არ ვარ ნორმალური, ადამიანს არ ვიცნობ და სადღაც ტყის პირას მდინარესთან მივყვები.
ძალიან ლამაზი ბუნება იყო, მდინარე ქსანი მოდიოდა, ოქტომბრის ბოლო იყო და ძალიან ციოდა. ქურთუკში ხელები ჩავიწყე და მაგიდასთან ადგილი დავიკავე.
-აქ ნარდს თამაშობთ, თუ ქეიფობთ ხოლმე? ძალიან ლამაზი ადგილებია, ეს მხარე საერთოდ არ ვიცოდი, ულამაზესი ბუნებაა.-აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი.
-აქ დიდხანს შეგცივდებათ, ამიტომ საქმეზე გადავიდეთ. ნატაზე რა გაინტერესებთ?-პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-ნატა გიყვარდა?-არ ვიცი ეს კითხვა რატომ დაუსვი, თუმცა მაინც ვკითხე, რადგან მის თვალებში გაჩენილი სევდა მეუბნებოდა რომ ნატას მიმართ გულგრილი არ იყო, ამიტომ იყო ხან აგრესიული და ხან სახე უნათდებოდა.
-საიდან მოიტანეთ?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-აზრების კითხვა შემიძლია. შენი თვალები მეუბნება რომ გიყვარდა.-გაუღიმე და სკამის საზურგეს მივეყუდე.
-ნატა ბევრს უყვარდა, მათ შორის მეც. თუმცა იმ გიჟმა რუსმა გადამთიელ არარაობას მიათხოვა.-გაბრაზებულმა მუშტი დაკრა მაგიდას.-სადმე რომ გადამეყაროს ჩემი ხელით მოვკლავ იმ ღორს.
-იცი ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, როცა ადამიანს რაღაც სტანჯავს ახლობლებს ვერ უმხელს, უცხო ადამიანებთან კი უფრო გახსნილია და ადვილად საუბრობს. იქნებ მომიყვე შენი ისტორია, ის ხომ ნატას ისტორიაც არის.-თვალი ჩაუკარი.
-შენ მომიყვები შენს ისტორიას, ასე უცნობს გაანდობ შენს ტკივილს ჭირიმე?-შემომხედა გამომცდელად.
-მოგიყვები, რადგან მეც მტკივა.-თვალი გაუსწორე და მოყოლა დავიწყე.-ჩემი ქმარი გაიტაცეს, გამოსასყიდს ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ, მისმა მშობლებმა გადახდაზე უარი თქვეს, მე არ ვიცი საიდან რა მოვახერხო, რადგან ამდენი ფული არ მაქვს. თან ფეხმძიმედ ვარ და ბავშვს ველოდები. უიმედო მდგომარეობაში ვარ, თუმცა ბებიაჩემმა საიდუმლო გამიმხილა და მითხრა რომ ნატა არსებობს, რომ ის სამშობიაროდან გააშვილა. უნდა მოვძებნო, ვგრძნობ რომ ვჭირდები, რაღაც უჭირს. ისევე ვგრძნობ ამას, როგორც იმას, რომ ჩემს ქმარსაც ვჭირდები და უნდა გამოვიხსნა. შვილი მყავს , მალე 2 წლის გახდება, მასაც ვჭირდები. გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, თუმდა ამდენი გზა გამოვიარე და უცნობ მამიდაშვილს ვეძებ. მამიდა გარდაიცვალა, ნატას ნამდვილი დედა, ისე, რომ მისი არსებობა არ იცოდა, ნატას და ყავს ტყუპისცალი, ის მე ჩამაბარა, ნატაც რომ მასთან ყოფილიყო მასზე ზრუნვასაც მე დამავალებდა, ამიტომ ვეძებ. ეს არის ჩემი ისტორია, მაწუხებს მოვალების გრძნობა, ამის შესახებ ახლობლებს ვერ ველაპარაკები, შენ კი მოგიყევი და იმედი მაქვს შენც მომიყვები შენს ისტორიას.-ცრემლიანი თვალებით შევხედე.არ მოელოდა ასე თუ გულს გადაუშლიდი, გაოცებული მიყურებდა.
-კარგი მოგიყვები-სევდიანი თვალებით შემომხედა და თხრობა დაიწყო.-მეზობლები ვიყავით, მე და ნატა სულ ერთად ვთამაშობდით.-თითქოს ნდობა გაუჩნდა ჩემს მიმართ, -ბავშვობიდან მიყვარდა, ვოცნებობდი, რომ რომ გავიზრდებოდი ცოლად მოვიყვანდი. ნატო ბებოს ძალიან უყვარდით, მეც და ჩემი ძმებიც, სულ ტკბილეულს გვაჭმევდა. მერე ნატო ბებო გარდაიცვალა და მისი დედა ნინა უკრძალავდა ჩვენთან ურთიერთობას. სკოლაში მაინც ვნახულობდით ერთმანეთს. სკოლა რომ დავამთავრე ჯარში გამიწვიეს, ნატა ისევ სკოლაში დადიოდა, ვიღაც დედა შვილი ამოვიდნენ სოფელში და ქირით დადგნენ ჩვენს ახლობლად, მერე კი ჩემმა ძმამ მომწერა ჯარში ნინამ ნატა იმ ტიპს მიათხოვა და სახლში სიძედ დაისვაო.
-ასე უცნობს, ასე უცებ რატომ მიათხოვა?-დავიძაბე, თითებს ვიმტვრევდი ნერვიულად.
-მისმა მამიდამ დედაჩემს უთხრა ნინა ამტკიცებს ნატა გიორგისთან იწვა და ფეხმძიმედ არისო, ნატა კი უარობდა, არ უნდოდა ცოლად გაყოლოდა. მერე მაინც დაითანხმეს და ჩემი სიყვარული სამუდამოდ ჩაკლეს. ჯარში ჩხუბი მომივიდა, კოჯორში წამიყვანეს საზღვარზე. რომ დავბრუნდი ნატა უკვე ფეხმძიმედ იყო.
-ნახე? რა გითხრა?
-მიყვარხარ და ყოველთვის მიყვარდი. რაც არ უნდა გითხრან იცოდე რომ მე შენთვის არ მიღალატიაო. მუცელი რატომ გაქვს, ეგ ღალატია მეთქი. მან კი მითხრა, რომ ნინამ მოიგონა და მამამისიც დააჯერა, რომ ნატა ფეხმძიმედ იყო. ვეღარ გაუწია მამამის წინაღმდეგობა და ცოლად გაყვა. ფეხმძიმედ მას მერე დავრჩიო. მეხვეწებოდა მისგან დამიხსენი, რომ გავიქცე სად წავიდეო. ის დედა მოტ.. ქალი კი ამაყად აცხადებდა თინიკაშვილს მაინც არ დაუტოვე ჩემი ნაოფლარი ქონებაო.
-რატომ არ დაუჯერე ნატოს, იქნებ არ გიყვარდა ისე როგორც საჭიროა?
-მიყვარდა, მაგრამ პატარა სოფელი, ხალხის აზრი, ჩემს მშობლებთან და ძმებთან დაპირისპირება, რომ გავქცეულიყავი სად წამეყვანა, რა გამეკეთებინა, არც სახლი მქონდა, არც სამსახური. მამიდასთან გაქცეულიყო და ის დაიცავდა, არ მიათხოვებდა მისთვის რომ სიმართლე მოეყოლა, ისიც დამნაშავეა, რომ არაფერი მოიმოქმედა და გაყვა ცოლად.
-მერე რა მოხდა, ყველა რატომ წავიდა?
-იმ ნაგავმა ჩვენი ბურვაკი მოიპარა და დაკლა. მერე მამაჩემი მივიდა ნატას მამასთან და ჩხუბი დაუწყო, გოჭი დაკალით ჩემიო. მიხომ ჩემი გოჭები იმდენი მყავს, შენსას რატომ დავკლავდიო, ის ნაგავი გამოვარდა, ჩხუბი ატეხა და მამაჩემს ქვა დაარტყა თავში. ადგილზე მოკვდა კაცი.
-ღმერთო ჩემო, ვწუხვარ.-სახეზე ხელები ავიფარე.
-მერე კი პოლიცია რომ მოვიდა მიხო გამოვიდა და განაცხადა მე მოვკალიო, არადა დაინახეს რომ იმ ახვარმა დაარტყა მამაჩემს.
-მიხომ რატომ დაიბრალა?
-ნაბოზარმა ნინამ დაკერა, ფეხმძიმედ არის ბავშვი და უქმროდ ხომ არ დატოვებო. ის ერთადერთი დაცვაც მოაცილა ნატას მამის სახით. მიხო დაიჭირეს, ნინა, ნატა და გიორგი კი გაიქცნენ აქედან. გაბრაზებულ გულზე ჩემმა ძმებმა მათი სახლ-კარი აიკლეს. პასუხი ვერ ვაგებინეთ ნამდვილ მკვლელს. მერე გავიგე ნატა რუსთავში წაუყვანია, მას მერე არაფერი ვიცი.
-ბავშვი, ბავშვი ეყოლა?
-ეყოლებოდა, ვცდილობ არ ვიფიქრო მასზე, გული მეგლიჯება ტკივილისგან.-ცრემლიანი თვალებით შემომხედა, მთასავით კაცი პატარა ბავშვივით ტიროდა.-უნდა დამეჯერებინა და გავქცეულიყავი მასთან ერთად.
-შმაგი, იქნებ არ იყოს გვიან, მოვძებნოთ ნატა. მის ქმარს პასუხს ვაგებინებ, აუცილებლად მოვკითხავ.-ხელზე ხელი მოუჭირე.
-გვიანია, ყველაფერმა აზრი დაკარგა.
-მისი მამიდა, იქნებ დამაკავშირო, სად ცხოვრობს, მინდა მივაგნო როგორმე.
-არც მან არ იცოდა სად წაიყვანა, თანაც ისიც გარდაიცვალა. მისმა შვილმა შეიძლება რამე იცოდეს.
-სად ვნახავ?
-ხიდი უნდა გადაიარო და ბოლომდე ახვიდე, გიორგი იკითხე კობაური და მიგასწავლიან სახლს. მანქანას გაუჭირდება ბოლომდე ასვლა, თუმცა მაგარი მანქანაა.
-ჩემს სიძეს გამოვართვი, Off –Road იღებს მონაწილეობას ამ მანქანით. ავალ ბოლომდე. მადლობა შმაგი დახმარებისთვის.
-ეს ჩემი ნომერია-ტელეფონში აკრეფილი ნომერი დამანახა.-შენიც ჩამაწერინე, თუ მიაგენი მითხარი, მშვიდად ვიქნები, რომ საიმედო ხელშია ნატა.
ნომრები გავცვალეთ და გზას დავადექი, ნატას მამიდის სახლს მივაგენი, ბატონი გიორგიც გავიცანი, გამოვკითხე, თუმცა ძალიან ცუდი ისტორია მოვისმინე მისგან.
-აქედან რომ წაიყვანა მალე იმშობიარა ნატამ, გოგონა ეყოლა. მერე ნინას დაუტოვა და რუსთავში მივდივართო დაუბარა, ნატას ხელი მოკიდა და უკვალოდ გაქრნენ. ნინამ ბავშვი სპორტულ ჩანთაში ჩასვა და გაჩერებაზე დატოვა. ამის მოვლის თავი არ მაქვსო. პოლიციამ იპოვა და ბავშვთა სახლში წაიყვანეს. საინფორმაციოში გამოცხადდა, ჩემმა დამ რომ დაინახა ნატას შვილიაო და პოლიციაში დარეკა. მერე ნინა დაიჭირეს, ჯარიმა გადაიხადეს და მეორე ბიძამ ჩაფარცხა ეს ამბავი, რომ ნინაც არ დაეჭირათ. თუმცა ეგ ქალი ყველაფრის ღირსია, მაგან გააუბედურა, ბიძაჩემიც, ნატაც და ბავშვიც. პოლიციაში განვაცხადეთ ნატას დაკარგვის შესახებ და საგიჟეთში მივაგენით. ბინაში ყოლია გამოკეტილი იმ ნაბიჭვარს და ფულის სანაცვლოდ კაცები აუპატიურებდნენ, წამლებს ასმევდა გოგოს და კაცებს იღებდა ის . გაუბედურებული კი საავადმყოფოს წინ დაუგდია, ნატა რომ მოვიდა გონს გიჟივით ყვიროდა არ მომეკაროთო, მისი ქცევებიდან და მისი მონაყოლიდან გავარკვიეთ ყველაფერი. ბინას მივაკვლიე, ნაქირავები ქონდა, ყველგან სხვადასხვა სახელით იცნობდნენ, ჩვენც გამოგონილი სახელით გაგვეცნო ისიც და დედამისიც. რუსთავში მოვკარი თვალი სამი თვის უკან და რომ დამინახა, სანამ კორპუსიდან ქვემოთ ჩავედი გაქრა. ნატა მედარდება, თუ შვილი არ უნდოდა რატომ იშვილა, რატომ დაღუპა ბავშვი. დედაჩემი მაგათ დარდმა მოინელა. ინსულტი დაემართა და მოკვდა, ისე ნერვიულობდა სულ ტიროდა ქალი. მისი გაზრდილია მიხო, ცალკე ძმას ტიორდა, ცალკე ნატას და ცალკე ბავშვს. ნატას ქმარს თუ სადმე გადავაწყდი მოვკლავ და მეც წავალ ციხეში, არ ვაპატიებ ბავშვის ასე გაუბედურებას. სახლშიც არ მომიყოლია არაფერი, პირველად გიყვებით თქვენ, რატომ გააშვილეს, რატომ?-ბატონი გიორგიც ტიროდა. მეც ვტიროდი.
-მამიდა ისე გარდაიცვალა არ იცოდა მისი არსებობა. ტყუპი ეყოლა და ნატა მოპარეს. მას კი დააჯერეს რომ ერთი შვილი გააჩინა.
-რატომ გარდაიცვალა?-შემეკითხარ გიორგი.
-სიმსივნე ქონდა.
-ვწუხვარ.-მითხრა და ცრემლები მოიწმინდა. მეც შევიმშრალე თვალები ცრემლისგან.
-ნატას ქმრის ფოტო სადმე ხომ არ მოგეძებნებათ. უნდა ვიპოვო და პასუხი ვაგებინო ყველაფერზე.
-სადღაც უნდა იყოს, ბიჭებთან ერთად გადაღებული. პატარა ქორწილი გაუკეთეს და მაშინ გადაუღეს ფოტო.-მითხრა გიორგიმ, მერე კი თავის მეუღლესთან გავიდა მეორე ოთახში და ცოტა ხანში სურათით ხელში დაბრუნდა.-ეს არის.-თითით ახალგაზრდა საკმაოდ სიმპატიურ მამაკაცზე მანიშნა.
-მადლობა.-გავუღიმე ბატონ გიორგის-ამ სურათს წავიღებ თუ შეიძლება.
-წაიღე შვილო, ოღონდ მაგ არაკაცს პასუხი აგებინოს ვინმემ და ყველაფერში დაგეხმარები. ბევრი ვეძებე მაგრამ სახელით და გვარით ვერ მივაგენით, პოლიციამაც ეძება, თაღლითობისთვის იძებნებოდა, ბევრი ხალხი მოატყუეს მან და დედამისმა, მაგრამ ვერ მიაგნეს. ღმერთმა ქნას მიაგნო.
-მივაგნებ, მთელს პროკურატურას შევძრავ და მივაგნებ. ყველა ჩემს მეგობარს თუ ვინმე რამე ძალოვან უწყებაშია ყველას ჩავრთავ. მიწიდან ამოვთხრი მაგ ნაგავს.-თვალებიდან ცეცხლს ვაფრქვევდი.
-მეც ეგ მინდა, მინდა სამართალი აღსრულდეს, რამდენი წელი მეგობრები იყვნენ და ბიძაჩემს მეგობრის მკვლელობა დაბრალდა. კაცი ჭიანჭველას ვერ მოკლავდა და კაცს მითუმეტეს. თუ მას იპოვი დამიკავშირდი, ეს ჩემი ნომერია.-მაგიდაზე ფურცელზე დაწერილი ნომერი დამიდო.
-აუცილებლად დაგირეკავთ, როგორც კი მივაგნებ,-ფეხზე წამოვდექი და გიორგის ხელი ჩამოვართვი.-მადლობა მასპინძლობისთვის-კარში შემოსულ დიასახლისსაც მადლობა გადაუხადე და წამოვედი.
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მივედი და ნატა ვნახე, ძალიან მომეჩვია, ხშირად ვსტუმრობდი. არავისთვის არ მომიყოლია არაფერი, ამ ამბავმა ისე შემძრა, არ მინდოდა ნატა ასეთ მდგომარეობაში ენახა ვინმეს. მერე ბავშვის ძებნა დავიწყე, თუმცა ვერ მივაგენი. ტელევიზიაშიც დავრეკე და მაშინდელი სიუჟეტი ამოვიღე, „აცხადებდნენ რომ ქალაქ კასპის სადგურზე ბავშვის ტირილი გაიგონეს და სპორტულ ჩანთაში ბავშვი იპოვეს. ბავშვი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გოგონას ექიმებმა ნინო დაარქვეს, ბავშვი ჯანმრთელი იყო და ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.“-აცხადებდა საინფორმაციო გამოშვება.
პატარას მივაგენი, უკვე წლის ხდებოდა. შვილად აყვანა გადავწყვიტე, თუმცა არსებულ სიტუაციაში ვერ მოვახერხებდი. ლევანის პრობლემა უნდა მომეგვარებინა. ბავშვთან მივდიოდი ხშირად, ნატასაც ვნახულობდი. ექთნებმა მითხრეს, რომ ნატას არავინ აკითხავდა.
მერე კი გადავწყვიტე ელენესთვის მომეყოლა ყველაფერი.
-„ელენე ნატას მივაგენი, შენთან მოვდივარ და მზად დამხვდი უნდა განახო“.-ტელეფონში ჩავძახე და მანქანა დავძარი.
-„კი მაგრამ.“
-„არავითარი მაგრამ. გაემზადე მოვდივარ.“- გაბრაზებული ხმით ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
20 წუთში სახლთან ვიყავი და ელენეს ველოდებოდი.
-ასე სასწრაფო რა არის? სხვა დროს ვერ ვნახავდი? ან ეს შეხვედრა, იქნებ არ უნდა ჩემი ნახვა?
-მაგას ვეღარ წყვეტს, უნდა თუ არა ვინმეს ნახვა.-შევხედე გაბრაზებულმა.
-რა სჭირს? რა დაემართა? რატომ ვერ წყვეტს?-სასოწარკვეთილი მელაპარაკებოდა ელენე.
-თავად ნახე.-გაბრაზებულმა შევხედე და გზას დაუწყე ისევ ყურება. ცოტა ხანში ფსიქიატრიულში ვიყავით.
-აქ რა გვინდა?-სასოწარკვეთა გაერია ხმაში ელენეს და თითქოს 10 წლით დაბერდა, საცოდავად მოიხარა მხრებში და დაპატარავდა.
ფსიქიატრიულის ეზო გადავჭერი, ელენე დამნაშავე ბავშვივიოთ მომყვებოდა. შენობაში შევედი და და ექიმის კაბინეტზე დავაკაკუნე.
-ექიმო, შეიძლება-ექიმმა, თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. -ნატას ნახვა მინდა, მისი მდგომარეობაც მაინტერესებს.-სკამზე ჩამოვჯექი.
-სტაბილურად არის, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა სასწაული იქნება. იმდენი ცუდი გადახდა მგონი ჯობია ასე იყოს და საღი გონება არ დაუბრუნდეს. თუ გამოჯანმრთელდა არ ვიცი ამ სტრესს გაუძლებს? მეშინია სუიციდს არ მიმართოს ისევ.
-სცადა ?-გაოცებულმა შევხედე.
-კი სცადა, გონზე რომ მოვიდა ვენები გადაიჭრა საავადმყოფოში, სანამ აქ გადმოიყვანდნენ მანამ. ხან როცა ახსენდება ყველაფერი მთელ სხეულს იკაწრავს სიმწრით.-მითხრა ნაღვლიანად.
-ლელა ექთანს ვეტყვი და ვნახავ. მადლობა.-დავემშვიდობე ექიმს და გარეთ გამოვედი. ელენე თითებს იმტვრევდა და ნერვიულად დადიოდა დერეფანში.
-წამოდი.-ხელი მოვკიდე მკლავში და ლელას ძებნა დავიწყე. მალე მივაგენი სამზარეულოში ყავას სვავდა. გაგიკვირდებათ არა? მთელი ფსიქიატრიული გავიცანი უკვე, კვირაში ორჯერ, ან სამჯერ მაინც მოვდიოდი ნატასთან.
-მარიამ როგორ ხარ?-გადამკოცნა ლელამ.-ყავაზე დაგპატიჟებ.
-არა მადლობა ლელა. ნატას ნახვა გვინდა და კარს გაგვიღებ?
-კი, რა თქმა უნდა. წამობრძანდით.-წინ გაგვიძღვა. ნატას პალატის კართან გაჩერდა და შეგვიშვა.
-არ დავლევ წამალს, არ მინდა, მწარეა.-ერთ ადგილზე ქანაობდა და ბოლთას სცემდა ნატა. ელენეს შევხედე, თვალები ცრემლით აევსო, იქვე მდგარ სკამზე მოცელილივით დაჯდა, სახეზე ხელები აიფარა და თვალს არ აცილებდა თმაგაწეწილი და შეშლილი სახით მჯდომ ნატას.
-დალევს ლელა, ნატა კარგი გოგოა.-წამალი გამოვართვი ლელას და ნატასკენ წავედი.-ძვირფასო როგორ ხარ?-ლოყაზე ვაკოცე და მხრებზე ხელი მოვხვიე.
-მარიამ მოხვედი?-შემობრუნდა ჩემს ხმაზე და პატარა ბავშვივით ჩამეხუტა.
-მოვედი ჩემო პატარა, ნუ გეშინია, შენთან ვარ. მოდი წამალი დავლიოთ.-ტაბლეტი გაუწოდე და წყალი დავაყოლებინე.
-წამლები არ მინდა, წამლები მაძინებს, რომ ვიძინებ ისინი მოდიან, მცემენ და... -ტირილი დაიწყო, სათქმელი ვერ დაამთავრა.
-ეს სიზმარია, ეს რეალურად არ ხდება. ნუ გეშინია, ხელს ვერავინ დაგაკარებს, ყველა პასუხს აგებს, ყველა ვინც დაგიშავა.-კბილებში გამოვცერი, თან ელენეს უყურებდი. არ მეცოდებოდა, არ მებრალებოდა, უნდა სტკენოდა, ყველაფერი მისი ბრალი იყო. უნდა დაენახა მისი უგულობის შედეგი. ხელებს პირზე იფარებდა, რომ ხმამაღლა არ ეღრიალა, სტკიოდა, ძალიან სტკიოდა ვიცოდი და არ ვცდილობდი მის იქიდან წაყვანას.
-არ შემიძლია? -აღმოხდა ელენეს არაადამიანური ხმით და პალატიდან გავარდა. არც ისე ძლიერი გამოდგა როგორც თავს გვაჩვენებდა, ცხოვრებამ დააჩოქა და მისი სიამაყე გათელა.
-მარიამ ის ვინ იყო, რატომ ტიროდა?-შემომხედა გაოცებულმა ნატამ.
-ერთი ქალია, ყურადღებას ნუ მიაქცევ.-ვუთხარი და ისევ თავზე დაუწყე მოფერება. მალე ჩაეძინა, თავზე ხელს უსვავდი და ვეფერებოდი მძინარეს. მშვიდად ეძინა, არ შფოთავდა, ალბათ აღარ ხედავდა იმ კოშმარს სიზმარში, რაც რეალობაში გადახდა. მერე ბალიშზე დავადებინე თავი, პლედი დავაფარე და ფეხაკრეფით გამოვედი პალატიდან.
-ლელა ხშირად ესიზმრება კოშმარები?
-ყოველ დაძინებაზე თითქმის. ამიტომ არ იძინებს, სულ დადის, წყალს ითხოვ და სვავს სულ, რომ არ დაიძინოს. წამალს არ სვავს, იცის რომ წამალი დააძინებს.-ცოტა ხანი ჩუმად ვიყავით მის პალატასთან.
-კარგი ლელა, მე უნდა წავიდე, მიხედე გთხოვ.-მუდარით შევხედე ლელას.
-მივხედავ, არ ინერვიულო. შენამდე არავინ აკითხავდა, შენ კი აქ მყოფი ავადმყოფების პატრონებიდან ყველაზე ყურადღებიანი ხარ. სტუმარი მოვიდა რომ გავიგებ, ესე იგი შენ ხარ.-იცინოდა ლელა.
-კარგი ლელა, კარგად. მადლობა.-დავემშვიდობე და წამოვედი. ელენე მანქანასთან მელოდებოდა.
მანქანაში ჩავჯექი, ელენეც ჩაჯდა, ისევ ტიროდა, თუმცა მისმა ცრემლებმა მაინც ვერ შემაჩერა.
-რატომ გამოიქეცი?-შევხედე გაბრაზებულმა.-ხედავ შენმა უგულობამ როგორ დაღუპა ახალგაზრდა გოგო?-მტკივნეულ ადგილზე უფრო მეტად ვტკენდი ჩემი სიტყვებით.
-გეყოფა, ვიცი რომ ურჩხული ვარ. შენი შეხსენება არ მჭირდება.-სახე ხელებში ჩარგო და ხმამაღლა დაიწყო ტირილი.-მოვკავ ნინას, რა დამართეს ბავშვს.-ღრიალებდა ელენე.
-ვიღაც ნაგავს მიათხოვა სულ ძალით, მოუგონა მასთან იწვა და ფეხმძიმედ არისო, ბავშვს შეყვარებული ყავდა და ძალით გაათხოვა. იმან კი კაცი მოკლა, მისმა მამამ დაიბრალა და ციხეში მის მაგივრად წავიდა. ბავშვი ნინას მიუგდო და ნატა სულ ძალით რუსთავში წაიყვანა. იქ კი ფულზე ყიდიდა, კაცებს აუპატიურებინებდა. შენმა დაქალმა კი არასასურველი შვილიშვილი სპორტულ ჩანთაში ჩასვა და გაჩერებაზე დააგდო. ხალხს რომ არ ეპოვა ბავშვი გაიგუდებოდა. რატომ ელენე, რატომ მოგლიჯე ეკატერინეს შვილი გულიდან, იმ უგულო ურჩხულს როგორ მიეცი საკუთარი შვილიშვილი. შენი ცოდვა რამდენ თაობაზე გადავა იცი? ღმერთი დაგვსჯის იმიტომ რომ ნატა ამ დღეშია.-გამწარებული უყვიროდი.-შენ კი, შენ კი ამ ყველაფრის მოსმენაც არ გინდა.
მანქანა დავქოქე და სახლამდე ისე მივედი ხმა აღარ ამომიღია, უყურებდი ელენეს, მთელი გზა ტიროდა.
-ეს ნინას მისამართია, არ დამხვდა ადგილზე, ზღვაზე ისვენებს ქალბატონი.-ელენეს მისამართი გაუწოდე.-პასუხი მოსთხოვე, ეს მაინც გააკეთე. პასუხი მოსთხოვე იმისთვის რაც ბავშვს დამართა. იმ ნაგავს კი მიწიდან ამოვთხრი და ციხეში დავალპობ.-სიმწრისგან კბილებში გამოვცერი.-ეხლა კი გადადი, შენი დანახვაც არ მინდა.
-მარიამ, ნატას მდგომარეობიდან გამოსვა შესაძლებელია?-მკითხა ტირილით.
-თუ მდგომარეობიდან გამოვიდა დიდი ალბათობაა იმის რომ სუიციდს მიმართოს.
-ღმერთო, შვილო.-ამოიტირა ელენემ.
-შვილო? ასე აღარ მოიხსენიო, მაგის უფლება დაკარგული გაქვს დიდი ხნის უკან. ეხლა კი გადადი მანქანიდან, ბავშვის ამბები უნდა მოვაგვარო.-ისევ გაბრაზებული უყურებდი.
-შენ როგორ ხარ? ლევანის რა ისმის?-დამნაშავე ბავშვივით მეკითხებოდა.
-არაფერი, ლევანი რომ დავიხსნა ხუთი მილიონი მჭირდება, ან..-ხმა გამიწყდა.
-ან რა, სხვა გამოსავალიც არის?
-ან მე უნდა გავეყარო ლევანს და ზურას გავყვე ცოლად. ეს მისი ულტიმატუმია, თუ არა და მოკლავენ.-პირზე ხელები აიფარა ელენემ და შეშინებულმა დამიწყო ყურება.
-რას აპირებ? იმ ბანდიტს უნდა გაყვე?
-არა, ელენე არა. -დავიყვირე ბოლო ხმაზე.
-ღმერთი შენ ასე არ უნდა გსჯიდეს, ასეთ გამოცდას შენ არ უნდა გიწყობდეს. ყოველთვის სხვებზე ზრუნავ, ძალიან კეთილი ხარ. ასეთ სასჯელს არ იმსახურებ.-ამოიტირა ელენემ.
-არც ნატა იმსახურებდა ასეთ სასჯელს. ის ჩემზე უფრო ცუდ დღეშია. უფალი არაფერ შუაშია, ადამიანებში არსებული ბოროტება ანგრევს სხვის ბედნიერებას.-გაჩუმებული მისმენდა, მერე შემომხედა ნაღვლიანი თვალებით და მანქანიდან გადავიდა. მე კი პირდაპირ პროკურატურაში წავედი დათოსთან.
პროკურატურაში მივედი და პირდაპირ დათოს კაბინეტისკენ ავიღე გეზი.
-იცით ბატონი დავითი მნიშვნელოვან შეხვედრაზეა და ალბათ ვერ მიგიღებთ.-წინ გადამიდგა საკმაოდ ლამაზი გოგო.
-უკაცრავად და რა იცი ვისთან მივდივარ?-გამეღიმა.
-თქვენ ყველა გცნობთ აქ, ბატონი დავითის ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი ხართ,-სახეზე წამოწითლდა და დარცხვენილმა თავი ჩახარა.
-რა გქვია?-შევეკითხე გოგონას.
-ნინია მქვია ქალბატონო მარიამ.-ისევ წითლად ქონდა ლოყები შეფაკლული.
-ნინია ჩემი სახელიც გცოდნია, შენ დათოს მდივანი არ ხარ მგონი. თუ მეშლება?-ისევ შევეკითხე.
-არა ბატონი გიორგის თანაშემწე ვარ.-უფრო გაწითლდა დანაშაულზე გამოჭერილი ბავშვივით.
-ნინია სანამ დათოს ველოდები, იქნებ ყავა დავლიოთ ერთად.-ვეცადე დაძაბული სიტუაცია განმემუხტა, მასაც სახე გაუნათდა.
-წამობრძანდით, რა თქმა უნდა.-წინ გამიძღვა და თავის მყუდრო ოთახში შემიყვანა.
დაბნეული იყო, მდუღარე წყალი ლამის ზედ გადაისხა, ძალიან ნერვიულობდა. დიდი წვალების მერე ყავა გამიკეთა და წინ დამიდგა. მე კი მთელი ამ დროის განმავლობაში ვაკვირდებოდი. ძალიან ლამაზი გოგო იყო, ცოტა დაბნეული ჩანდა, რაღაც აწუხებდა და ვერც თქმას მიბედავდა.
-ნინია დიდი ხანია პროკურატურაში მუშაობ?-შევეკითხე გამომცდელად.
-2 წელია, თქვენც ხშირად გხედავთ, რომ მოდიხართ აქ.-სიტყვა ვეღარ დაამთავრა.
-ხო ჯერ სამსახურიდან მაგზავნიდნენ, ეხლა კი უფრო პირადი საქმისთვის მოვდივარ.-ამის თქმა და ნინიას ყავა გადასცდა, საშინელი ხველა აუტყდა, ძლივს მოვასულიერე.
-კარგად ვარ.-ძლივს ამოილაპარაკა.
-ნინია არ გინდა მომიყვე რა გაწუხებს?
-მე.. მე არაფერი.-დაიბნა.
-დათოსთან დაკავშირებით, მითხარი პირდაპირ რა გაინტერესებს, ვხვდები რომ გინდა მკითხო და ვერ ბედავ.
-იცით, მე არაფერი უბრალოდ..-ისევ გაჩუმდა.
-გაინტერესებს მე დათოსთან რა მაკავშირებს, ან რატომ ვარ მისი ხშირი სტუმარი?
-არა რას ბრძანებთ, მე ეგ არც მიფიქრია, ეგ არ არის ჩემი საქმე. ბატონი დავითი ვისაც უნდა იმას შეხვდება, თავისუფალი კაცია..-მიხვდა რომ ზედმეტი წამოსცდა და უცებ გაჩუმდა.
-მე და დათო მეგობრები ვართ და არა საყვარლები, როგორც აქ ბევრი ფიქრობს. ქმარი მყავს, შვილი და კიდევ მეორე შვილს ველოდები.-მუცელზე ხელი დავისვი. სახე გაუნათდა, თითქოს მძიმე ლოდი მოიხსნა ისე გაიმართა წელში.
-მე ბოდიშს გიხით, არ მინდოდა ასე უხეშად გამომსვლოდა, უბრალოდ ისე ცეცხლდება დავითი როცა საქმე თქვენ გეხებათ, რომ ვიფიქრე. მაპატიეთ გთხოვთ.-მიაყარა უცებ.
-ვიცი, საფრთხე მემუქრება მეც და ჩემს ოჯახსაც, დაცვაც დამინიშნა. ამიტომ ღელავს ასე.-მეცინებოდა, ეს გოგო დათოზე იყო აშკარად შეყვარებული და მის კაბინეტში იმიტომ არ შემიშვა.-ახლა წავალ დათოს ვნახავ, მგონი დამთავრდა შეხვედრა.
-კი რა თქმა უნდა, მიბრძანდით.-დაბნეულმა გამიღო კარი.
-ყავაზე მადლობა, ძალიან გემრიელი იყო. დათოსაც ვეტყვი რომ კარგ ყავას ადურებ, თან ისე უყვარს დათოს ყავა, მადლობელი დაგრჩება დილით მაგიდაზე თუ დაახვედრებ.
-უხერხული არ არის? ასე უკთხავად?-დაიბნა.
-მე ვეტყვი, რომ შენ გაუკეთებ ყავას და შეუტან ხოლმე. არ იქნება წინააღმდეგი, პირიქით, მადლობელი დაგრჩება. მეც რომ მოვალ დამპატიჟე ყავაზე, სხვა დროს რაფაელოს მოგიტან.-თვალი ჩაუკარი და მისი ოთახი დავტოვე. ისეთ დღეში იყო გოგო, დათოს კოცნით რომ მოეკლა ასეთი აფორიაქებული მაშინ არ იქნებოდა, სულ დავაბნიე და ავრიე. მერე კი დათოს კაბინეტისკენ დავიძარი და დავაკაკუნე.
-მობრძანდით.-გაისმა დათოს მკაცრი, ბოხი ხმა.
-შეიძლება ბატონო დავით?-კარში თავი შევყავი.
-რას ლაზღანდარობ, დროზე შემოდი. როგორ ხარ?-სკამიდან წამოდგა და ლოყაზე მაკოცა.
-მე საკითხავი აღარ ვარ. შენ როგორ ხარ?
-მე კარგად ვარ მაგრამ შენ..?-შემომხედა დაეჭვებულმა.
-არა დათო, მე და კარგად ყოფნა დიდი ხანია ნაჩხუბრები ვართ და არ მირიგდება.
-რაღაც მოხდა, გამხიარულებული ჩანხარ.-შემომხედა ეჭვით, მე კი ისევ ნინია მახსნდებოდა და გიჟივით მეცინებოდა.
-დილით გემრიელი ყავა ხომ გიყვარს?
-რა იყო, მოხვალ და გამიკეთებ ხოლმე? მარიამ რაღაც გჭირს, დიდი ხანია ასეთი მხიარული არ მინახიხარ.
-მაჭანკლობა დავიწყე, ერთი კარგი ბიჭი და ერთი კარგი გოგო უნდა დავაჯახო ერთმანეთს.-თავლი ჩაუკარი.
-მეტი საქმე არ გაქვს? ცოტა პრობლემები გაქვს?-გაბრაზებული სახე მიიღო.-ჩემზე ლაპარაკობ ხომ, ისევ არ იშლი შენსას. გაიგე და შეიგნე რომ არ ვაპირებ ცოლის მოყვანას.
-მოიყვან, აბა ბერბიჭად ხომ არ დარჩები.
-ოხ მარიამ.-ამოიოხრა და სავარძელში ჩაეშვა.
-ვის ხვდებოდი?-კითხვა დაუსვი.
-ეჭვიანი ცოლივით რომ მიწყობ დაკითხვებს, არაუშავს?-გამომხედა გაღიმებული სახით.
-არა ნინიამ არ შემომიშვა შეხვედრა აქვსო და მეგონა მინისტრი იყო შენთან. ისეთი მაგარი ყავა დამალევინა სამაგიეროდ ღირდა ლოდინად.
-ვინ ნინია?-ის იწვის ამის სიყვარულით და ეს ვერც ამჩნევს.
-გიორგის თანაშემწე. ძალიან საყვარელი გოგოა, ძლივს დავითანხმე, დათოს ყავა უყვარს და გთხოვ დილით შეუტანე კაბინეტში როგორც კი მოვათქო.-თვალი ჩაუკარი.
-ნატალის ჩამოართვით უფლებები ჩემს უკითხავად, ხომ. მყავს მე მდივანი და მშვენიერ ყავას მიკეთებს.-წარბი ამიწია და ისე შემომხედა.
-ჩემი ნახვა ძალიან გინდა ხოლმე?
-სულ მინდა რომ აქ იყო, ჩემს გვერდით.
-ასე უნდა შენი ნახვა იმ ბავშვსაც და ყავა მაინც გაგიკეთოს. გეხვეწები, რას დაგიშლის, დამთანხმდი.
-კარგი, იმედია რამეს არ ჩამიყრის.-იცინოდა დათო.-რადგან შენ გაგაცინა და შემი თვალები ანთებული დავინახე მართლა კარგი გოგო იქნება. ისე რომ მომეწონოს არ იეჭვიანებ?
-არა, მაგის იმედი არ გქონდეს. -ისევ გავიცინე.-ახლა საქმეზე გადავიდეთ.-მაგიდაზე ნატას ქმრის სურათი დაუდე და თითით ვანიშნე.-ეს ტიპი უნდა მომიძებნო, თუ საჭიროა მიწიდან უნდა ამოვთხარო.
-ვინ არის, გამტაცებელია ესეც?
-უარესი, მთელ ქალაქში მისი ფოტოს გაკვრაც რომ დამჭირდეს უნდა გავაკრა და ვიპოვო.
-არ მეტყვი ვინ არის? ან ასეთი რა დაგიშავა?
დათოს ყველაფერი მოუყევი, ხელები მომუშტული ქონდა, ბრაზისგან უელავდა თვალები და ოთახში აქეთ იქით დადიოდა.
-მოვძებნი, მოვძებნი და პასუხს ვაგებინებ.-მრისხანებისგან ადგილს ვერ პოულობდა.
-შე კაცო დაჯექი, დამეხვა რეტი შენს ყურებაში.
-სულ პრობლემებს საიდან პოულობ?-მძიმედ დაეშვა სავარძელში.-ამდენ საზრუნავს და პრობლემას როგორ უძლებ?
-რა ვქნა, ასეთია ჩემი ცხოვრება. ღმერთი განსაცდელს ძლიერ ადამიანებს მოუვლენსო ამბობენ, ალბათ ამიტომ არის ჩემს გარშემო სულ პრობლემები. თუმცა დღეს ნინიამ მაინც გამამხიარულა და გაღიმება და სიცილიც შევძელი დიდი სევდის მიუხედავად.
ფეხზე წამოდგა, ჩემთან მოვიდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. ჩემი ხელები ხელებში მოიქცია და სევდიანი თვალებით შემომხედა.
-როგორ მინდა მაგ თვალებიდან ეგ დიდი ტკივილი გავაქრო, როგორ მინდა სულ მხიარულს და ბედნიერს გხედავდე, ისეთი ლაღი იყავი პირველად რომ გაგიცანი, ის მარიამი მენატრება. მინდა ისეთივე გიხილო, თუნდაც სხვასთან.-ხელებზე მაკოცა და ნაღვლიანი თვალებით შემომხედა.
-იცი ნატა რომ ვნახე ფსიქიატრიულში მაშინ მივხვდი ნამდვილი უბედურება რა არის, მისი ამბავი რომ მოვისმინე ძვლები მტკიოდა, გული მტკიოდა, თითქოს ვიშლებოდი. მას რომ უყურებ ძალა მემატება, ღმერთს მადლობას ვწირავ რომ ჯერ კიდევ ფეხზე ვდგევარ და ბრძოლის უნარი მაქვს, უნარი მაქვს რომ ცხოვრებას დაუპირისპირდე და ვიბრძოლო.
-ერთი კვირის წინ დაგირეკა კიდევ ხომ იმ ახვარმა?-ბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა.
-ხო დამირეკა, დრო იწურება და მალე ჩემს მკლავებში აღმოჩნდებიო. ახლოს რომ ყოფილიყო საკუთარი ხელებით დავახრჩობდი. მერე კი ლევანის ფოტო გამომიგზავნა, საშინლად არის გამხდარი. ჩემს ნერვებზე თამაშობს.-სიმწრისგან ხელები ისე მოვმუშტე ხელის გულებში ფჩხილები ვიგრძენი.
-შენ უფრო ეთამაშები.-გაეღიმა.-არც შენ დააკელი გამწარება. მირჩევინია ლევანის ქვრივი მერქვას ვიდრე შენი ცოლიო. შენ უფრო აგიჟებ შენი საქციელით.
-გაგიჟდეს, ჭკუიდან გადასული უფრო ბევრ შეცდომას დაუშვებს. მას კი არ გავყვები ცოლად.
-არც იფიქრო. მსგავსი რამ არც იფიქრო.-ფეხზე წამოხტა და მაგიდაზე მუშტი დაარტყა.
-არც ვფიქრობ. დაწყნარდი და შენ მაინც ნუ გიჟდები. შენი იმედი მაქვს. -სურათს ხელი დავადე.-უნდა იპოვო. ამას მაინც გაუსწორდები ზურაზე გაბრაზებული.
-ვიპოვით, სად დაგვემალება. არ ინერვიულო და ბავშვს გაუფრთხილდი.-მუცელზე ხელი ნაზად დამისვა, ლოყაზე მაკოცა და მისი კაბინეტი დავტოვეთ. თანამშრომლების ინტერესიანი მზერა მიგვაცილებდა მთელს დერეფანში, რამდენიმემ რაღაც გადაუჩურჩულეს კიდეც ერთმანეთს. მანქანამდე მიმაცილა.-ფრთხილად იარე, ბიჭები გამოგყვებიან.-გაუღიმე და მანქანა დავძარი.
იმ დღით გავხსენი დღიური და ყველაფერს ვიწერდი, იმას რასაც საღამოს ლევანს უყვებოდი, ახლა რვეულის ფურცლებს უმხელდი, ძალინ მგრძნობიარე გავხდი, გოგონა გეყოლებაო ექიმმა. ექიმთან თითოეულ ვიზიტს დღიურში ვწერდი, როდის გულის ცემა მოვისმინე, როდის გაინძრა ჩემი პატარა. გაბრიელმა რა თქვა დღეს. ვწერდი როგორ მტკიოდა ლევანის გამო. მაკლერმა სახლი 4 თვის თავზე გამაყიდინა 450 000 დოლარად. ყველა ნივთი უნდა დამეტოვა, ჩემი ოცნების სახლი ახლა სხვას ეკუთნოდა, გული თან გაყვა, თუმცა არ მჭირდებოდა ოჯახის გარეშე არაფერი. 5 თვე უკვე იწურებოდა 70 000 დოლარად საბურთალოს ბინა გავყიდე, მანქანებიც გავყიდე ჩემიც და ლევანისაც. 15 000 დოლარი მანქანებში გადამიხადეს. დარჩენილი თანხით თემქაზე პატარა ბინა ვიყიდე, მამაჩემმა კი თავის გამოცვლილი მანქანა მაჩუქა სასიარულოდ. წასვლისას ლევანმა გენერალური მინდობილობა დამიწერა, რამე რომ მომივიდესო. ბინა გაბრიელზე გავაფორმე, მე რომ რამე მომსვლოდა ჩემს შვილს თავშესაფარი ექნებოდა. ზურა თვეში ერთხელ მირეკავდა, რამდენჯერმე ლევანიც დამალაპარაკა, თუმცა ბოლოს აღარ მელაპარაკებოდა.
-„გთხოვ დამანახე.“ -ვთხოვე ზურას.
-„არ ღირს, არ სურს შენთან ლაპარაკი.“-მითხრა ზურამ.
-„გთხოვ.“
-„კარგი.“-ცოტა ხანში ლევანი დამანახა, ოთახში საწოლზე იწვა და უაზრო თვალებით იყურებოდა.
-„რა სჭირს? ზურა რა დამართე?“
-„მე არაფერი, ყველა ცოდვას მე ნუ დამაბრალებ. თავად უშავებს ყველაფერს საკუთარ თავს. ამის დედაც..“-ხელი რაღაცას დაარტყა ზურამ.-„ანგელოზი არ არის შენი ქმარი. ერთი სუსტი ა, რომელსაც თავისი თავის დაცვაც არ შეუძლია, ოჯახის დაცვაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. შენ მისი ძიძა არ ხარ რომ მისი ჩასვრილი საქმეები წმინდო.“
-„ზურა არაფერი დაუშაო გთხოვ“-მუდარა გაურიე ხმაში.
-„არაფერს დაუშავებ, თავად უშავებს თავის თავს.“-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
-„ერთ კვირაში მოვიტან ფულს.“-ტირილი მინდოდა.
-„ვიცი იტირებ ეხლა, არ მინდა იტირო, არ მინდა გტკიოდეს.“
-„არ გინდა მტკიოდეს? ყველაზე დიდი ტკივილს შენ მაყენებ. შენ გამანადგურე, არასოდეს არ გაპატიებ ამ ტკივილს რასაც ეხლა ვგრძნობ“.-ცოტა ხანი ჩუმად იყო.
-„ტკივილს და დანაშაულის გრძნობას თუ გაგინელებს გეტყვი, რომ ლევანის გატაცების მიზეზი შენ არ ყოფილხარ, ეს წლების წინ დაგეგმილი იყო და ასე უნდა მომხდარიყო.“
-„რას გულისხმობ? სიმართლე მითხარი.“
-„მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ. კარგი, ფრთხილად იარე, გეტყვი სად უნდა მოხვიდე. თავს გაუფრთხილდი და ბავშვსაც, შენს მდგომარეობაში ნერვიულობა არ შეიძლება. გახსოვდეს რომ მიყვარხარ.“ -სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი ისე გათიშა. 5 თვის განმავლობაში თამარი მირეკავდა და მეკითხებოდა რამე ახალი ხომ არ იყო. არც გუჯას და არც თამთას არ დაურეკავთ და არ მოუკითხივართ არც მე და არც ჩემი შვილი. გული მტკიოდა ძალიან, მეცოდებოდა ლევანი, მთელმა ოჯახმა ზურგი აქცია. მე ვერ გავიმეტებდი, უნდა მებრძოლა მისი სიცოცხლისთვის. მაინც სადამდე მიყავს ადამიანი ფულის სიყვარულს. ყველა და ყველაფერი ავიწყდებათ.
ამ ხნის განმავლობაში, ჩემი ოჯახი, გოგა და ანა, ასევე დავით კაპანაძე ჩემს გვერდით იყვნენ და მამხნევებდნენ.
სვანეთში ავედი მამა აკაკისთან, აღსარება ჩავაბარე და ვუთხარი რასაც ვაპირებდი. გამიბრაზდა მამა აკაკი, ძალიან რისკავ ასე არ შეიძლებაო, თუმცა ზიარება მომცა და დამპირდა რომ ჩემთვის და ლევანისთვის ილოცებდა.
ფულის გადაცემის დრო დადგა.
-დედა დღეს უნდა გადავცე თანხა, არ უნდა გაიგოს არც მამამ და არც არავინ რომ მივდივარ.
-სად მიდიხარ, სხვა ვინმე ვერ წაუღებს?
-მოთხოვნაა ასეთი, რომ მე უნდა მიუტანო. დედა დაწყნარდი, ზურას მართლა უყვარვარ და მე არ გამიმეტებს. მე უნდა გადავცე ფული. -ვაწყნარებდი დედას.-დედა ეს ჩემი დღიურია, თუ მე რამე დამემართა ლევანს მიეცი, თუ ლევანიც ვერ გამოვიყვანე გაბრიელს მიეცი რომ გაიზრდება.
-მარიამ იცი რომ რაღაც დაგემართება და მაინც მიდიხარ.-ტიროდა დედაჩემი.
-არა დედა არაფერი მომივა. ილოცე ჩემთვის, უნდა წავიდე.-დედას ჩავეხუტე და გაბრიელი ჩავიკარი გულში.
-დადა, დადა.-ტირილი დაიწყო გაბრიელმა დედაჩემმა რომ აიყვანა.
-დედა დაბრუნდება, შენს გამო შევძლებ.-გაბრიელს ვაკოცე და სახლიდან გამოვედი.
დათოს სახლში მივედი, ბოლო საკითხებზე უნდა დავლაპარაკებოდი.
-მარიამ იქნებ არ ღირს. დიდ რისკზე მიდიხარ. რამე რომ მოგივიდეს საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ რომ არ შეგაჩერე.-დათო ჩემს დარწმუნებას ცდილობდა.
-არა დავით, უნდა წავიდე და წავიღო ეს თანხა. ყალბი კუპიურებიც გადავარჩიე, ისეთი კარგი ნამუშევარია აპარატის გარდა ვერაფერი ვერ შეატყობს ყალბია თუ ნაღდი.-სპორტულ ჩანთაში ჩავალაგე ფული. ზემოდან ნაღდი ფული დავდე, ქვემოთ კი ყალბი კუპიურები დავალაგე.
-გორამდე მე მიგიყვან, მერე წადი შენით.
-არა მარტო უნდა წავიდე, არ უნდა იეჭვოს რამე. პოლიცია თუ ჩავრიე ლევანს მოკლავს.
დათოს დავემშვიდობე და წავედი.
-„იშოვე ფული პატარა“-ზურა მირეკავდა.
-„მომაქვს და ზუსტი ადგილი მითხარი. ზურა ლევანს სანამ არ მანახებ ფულს ვერ მიიღებთ.“
-„ცოცხალს გაგატან, დაწყნარდი, სიტყვა სიტყვაა, მაგრამ გენდომება კიდევ შენი ქმარი? რატომ ჯიუტობ, გახდი ჩემი და მთელს სამყაროს შენ მოგიძღვნი.“- მისი ხმა, ისე მოქმედებდა მუხლები მეკვეთებოდა. არ ვიცი ეს რა იყო, ან რატომ იყო ლევანი ბოლოს ასე გათიშული.
-„ზურა ჩემს გადაკიდებას არ გირჩევ.“-კბილებში გამოვცერი.
-„კარგი ნუ მიბრაზდები, სოფელ ერგნეთის ბოლოს მოხვალ და გადმოგცემთ შენს ლევანს“.
ტელეფონი გავთიშე და მანქანაში ჩავჯექი. 2 საათიანი მგზავრობის მერე ერგნეთს მივადექი. უკვე შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი, მუცელი საგრძნობლად მქონდა გამობერილი, თუმცა სიარული არ მიჭირდა. ვიცი ძალიან ვრისკავდი, მაგრამ გეგმას უნდა მივყოლოდი. საღამოს 8 საათია, უკვე საკმაოდ შებინდებულიყო, 2008 წლის გაზაფხული იყო, საკმაოდ გრილოდა ჯინსის შარვალი და თბილი მოსაცმელი მეცვა.
-„ადგილზე ვარ, შენ მოდი და ლევანი მოიყვანე“-ზურას დაურეკე.
ირგვლივ არაფერი არ იყო, მხოლოდ ნაკვეთები იყო ხეხილის, სოფლიდან დაშორებული ვიყავი, ერთ საათიანი ლოდინის მერე მანქანა გამოჩნდა, ზურა და რამდენიმე პიროვნება მოვიდა. ზურა ჩემსკენ წამოვიდა სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
-ღმერთო როგორ მენატრებოდი. -მომიახლოვდა.-ფულს მივიტან და მერე გამოუშვებენ ლევანს.-ახლოს რომ მოვიდა მითხრა ზურამ.
-არა, ჯერ ჩემს მანქანაში ჩაჯდება ლევანი.-ჯიბიდან ლევანის იარაღი ამოვიღე და ზურას დაუმიზნე.-მოვიდნენ და ფული გადაამოწმონ მერე,-ჩანთა გახსნილი მქონდა და ფული დავანახე, რომელიც მანქანის ფარების შეუქზე კარგად ჩანდა.-ეხლა ჩემი წესებით ითამაშებ, თუ არადა საიქიოს გზას გაგიყენებ.
-კარგი, დაწყნარდი. მათაც იარაღი აქვთ და მე თუ მესვრი არ დაგინდობენ.-გავიხედე და სამივე მათგანი იარაღს მიმიზნებდა.
-აქ მარტო მოვედი, თუ ლევანს ვერ წავიყვან სჯობს მეც მოვკვდე.
-ფეხმძიმედ ხარ, ბავშვზე არ ფიქრობ? ასეთი რა აქვს ლევანს მის გამო ამხელა მსხვერპლს რომ იღებ. ამის დედაც.. დაივიწყე და გამომყევი ცოლად. ბავშვზე არ ფიქრობ? ისე გავზრდი შენს შვილებს როგორც საკუთარს. არ ღირს ამად ლევანი დამიჯერე.
-თუ მე ან ბავშვს რამე მოგვივა ეგ ცოდვაც შენს კისერზე იქნება. დაუძახე ლევანი მოიყვანონ.
-პოლიცია რატომ არ ჩარიე, არც ისეთი ჭკვიანი გამოდექი მარიამ, მგლის ხახაში თავი თავად ჩაიგდე.
-პოლიცია რომ მომეყვანა მოკლავდნენ.
-მართალი ხარ, მაგრამ იმ პროკურორმა როგორ გამოგიშვა ასე?
-მოიყვანონ ლევანი დაუძახე!-ტონს აუწიე.
-გიჟი ხარ მარიამ, შენი სიგიჟეებით მე უფრო მაგიჟებ. რატომ გგონია რომ გააღწევ აქედან და გამექცევი, ასე იოლად ვერ დაგთმობ. არ შემიძლია, ისედაც ბევრი წელი გავატარე შენზე ოცნებაში.
-მოგიწევს ჩემი დათმობა.-ზურამ დაუძახა და ერთი პიროვნება წამოვიდა, ფულს დაანათა და ზურას თავი დაუქნია. ლევანი წამოიყვანეს და მანქანაში ჩასვეს. გათიშული იყო, რაღაც გაუკეთეს.
-რა დამართე? რატომ არის გათიშული? მკვდარია?-სასოწარკვეთილი და გაბრაზებული მიუბრუნდი ზურას.
-სძინავს დაწყნარდი. ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება. პრობლემებს მიქმნიდა, მიხარია თავიდან რომ ვიცილებ.-გამიღიმა.
მეც მანქანისკენ დავიძარი, თან ზურას უმიზნებდი იარაღს.-ღმერთო არააა-არაადამიანურად დავიკივლე და მოვიკეცე.
-რა დაგემართა?-ზურა მომვარდა, სწორედ ამ დროს სისხლმა გამოჟონა შარვლიდან.-ღმერთო-თავზე ხელები მოიკიდა.-რა გჭირს? ამის დედაც..., რა დაგემართა?
-ბავშვი, ბავშვს ვკარგავ. ნაადერევი მშობიარობა დამეწყო.-ვკიოდი განწირული ხმით.
-ამის დედაც...,-ზურამ ხელი მომკიდა-რა გავაკეთო? მარიამ ისუნთქე.-იმ სამს ანიშნა წადითო, ისინიც მანქანაში ჩასხდნენ და ცხინვალისკენ წავიდნენ.
-მოვკვდები, სისხლი მომდის, ღუდუშაურში წამიყვანე, სასწრაფოდ. ჩემი მანქანისკენ დავიძარი და მძღოლის გვერძე ადგილი დავიკავე. ლევანი გათიშული იწვა უკანა სავარძელზე და არ ფხიზლდებოდა.
-მარიამ ცხინვალში გადაგიყვან. ღუდუშაურამდე დიდი გზაა.-ისეთი შეშინებული მიყურებდა ზურა შემეცოდა კიდევაც.
-არა ღუდუშაურში, ბავშვიც მოკვდება და მეც, ექიმს დაურეკავ.-ტელეფონი ამოვიღე და დავრეკე.
-„ლელა ექიმო მარიამ გიგაური ვარ, ნაადრევი მშობიარობა დამეწყო, სისხლი გამდის. გორთან ვარ ორი საათი დამჭირდება სანამ მოვალ.“
-„იჩქარე მარიამ, ისედაც პრობლემები გაქვს, სისხლისგან არ დაიცალო“-მითხრა ექიმმა.
-რა ჯანდაბა გჭირს? სისხლისგან რატომ უნდა დაიცალო?-ზურამ გაიგონა ექიმის ნათქვამი, შეშინებული მიყურებდა და თან მანქანით მოვყავდი.
-სისხლი არ მიდედდება, ბავშობიდან მაქვს ეს პრობლემა. მშობიარობას რამის გადავყევი, ახლა კი, რას წარმოვიდგენდი ნერვიულობაზე თუ ასე დამემართებოდა.-ტირილი დავიწყე.
-დაწყნარდი, გთხოვ ნუ ტირი.. ამის დედაც.. რა შარში გაგხვიე. მალე მიგიყვან, არ დაუშვებ რამე დაგემართოს. მეც მოვკვდები შენ რომ რამე მოგივიდე.-შეშინებული მიყურებდა და მანქანა გიჟივით მიყავდა.
-გული მიმდის,-თვალები დავხუჭე და თავი გადავაგდე, მთელი მანქანა სისხლით იყო დასვრილი, მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ჩემი მხრიდან მოუარა, წყალს მასხავდა სახეზე, მისი არა ადამიანური ხმა ჩამესმოდა.
-მარიამ გონს მოდი-ღრიალებდა,-გონება არ დაკარგო. გთხოვ გონს მოდი, შენ რომ რამე მოგივიდეს თავს არ ვიცოცხლებ. მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. გონს მოდი გთხოვ.-ძალიან შემეცოდა, არაადამიანური ხმით ტიროდა ზურა, თვალები ნელა გავახილე.
-კარგად ვარ, იჩქარე, თვალები მებინდება.-ძლივს ამოვილაპარაკე. ისევ საჭესთან დაჯდა და რაც შეეძლო სწარაფად მიდიოდა.
ერთ საათში ღუდუშაურის ეზოში მივედით.
-მიშველეთ, არავინ ხართ, დროზე დაეხმარეთ.-ბოლო ხმაზე იღრიალა და ხელში აყვანილი მიმარბენინებდა ემერჯენსის განყოფილებისკენ. მიმღებში გოგონები მომცვივდნენ და სავარძელში ჩამსვეს. აქ კი უკვე დათო ჩაერია და სანამ ზურა შოკში იყო და ჩემი გადარჩენით იყო დაკავებული ხელზე ბორკილები დაადეს. ამის დანახვა და ჩემი სავარძლიდან წამოდგომა ერთი იყო.
-ეს აფიორა იყო-ზურას სახე ახლოს მიუტანე.-შენი დრო დასრულდა, მე არ მოვკვდები, შენ კი ვიზრუნებ ციხეში ამოლპე. ოცნებობდი მე დამეკავებინე და ოცნება აგისრულე.
-ამის დედაც, გაითამაშე?-თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და ნერვიულად იცინოდა.
-ისევე გეთამაშე როგორც შენ მეთამაშე.-თვალებში უყურებდი- დავით ხომ გითხარი თავის ფეხით მოვიყვან მეთქი-დავითს მიუბრუნდი.
-არ დამთავრებულა ეს თამაში ჩვენს შორის-ისტერიულად იცინოდა ზურა.-მთავარია კარგად ხარ, მე კი დავბრუნდები და მერე ვილაპარაკოთ ამ აფიორაზე.
-დამთავრდა ზურა, მორჩა.
-შენ გგონია დამთავრდა, შენთვის კი ახლა დაიწყება ყველაზე სასტიკი თამაში. რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს ჩემგან თავს ვერ დაიხსნი. აქედან ვერ გაქრები.-გულზე ხელი მიიდო.
-გეყოფა ,-დათომ ხელი დაავლო და გარეთ გაიყვანა.-სანამ კარში გავიდოდნენ მანამ მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა, მის მწვანეებში ცრემლიც დავინახე. მერე იყო სირენების გაბმული ხმა. ზურა დააპატიმრეს. ლევანი საკაცით შეყავდათ საავადმყოფოში, მისკენ გავიქეცი.
-რა სჭირს ექიმო?-ვეკითხებოდი ექიმს შეშინებული.
-პულსი ესინჯება, როგორც ჩანს ძლიერი დამაძინებელი საშუალება აქვს მიღებული, გავსინჯავთ და ყველაფერს შეუმოწმებთ.
-კარგით ექიმო.-მიმღებში დავჯექი და სულ არ მანაღვლებდა ყველა მე რომ მიყურებდა. მთლიანად სისხლით ვიყავი დასვრილი. გეგმა ეს იყო, უნდა გამეთამაშა რომ ვკვდებოდი, შარვლის შიგნით პატარა კაფსულები დავამაგრეთ, რომლებიც ეტაპობრივად სკდებოდა და სისხლი გამოდიოდა. ზურას უნდა გონებოდა, რომ მუცელი მეშლებიდა და მეც ვკვდებოდი. ახლა ლევანი მაფიქრებდა, ზურას ბოლო კომენტარზე ვფიქრობდი, ამ ბრძოლას გავაგრძელებდი, მთავარია ეცოცხლა ლევანს და ყველაფერს გაუძლებდი. 1 საათი ველოდებოდი, ლევანს სინჯავდნენ. მამა აკაკის დაურეკე, დედაჩემსაც. ვუთხარი რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
-მარიამ როგორ არის?-დათო დაბრუნდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
-არ ვიცი, შეიყვანეს, ველოდები.-თავი ხელებში ჩავრგე და ტირილი ამივარდა.
-დაწყნარდი.-ხელები მომხვია და გულზე მიმიკრა.-დიდი სტრესი გადაიტანე, ბავშვი ცოდოა, სახლში მიგიყვან, სულ დასვრილი ხარ.
-ლევანის მდგომარეობას სანამ არ მეტყვიან არსად არ წავალ.-ამოვთქვი სლუკუნით.
-გოგონა,-ექიმი წამოვიდა ჩემსკენ-ყველაფერი რიგზეა, მცირე დაბეჟილობები აღენიშნება, სისხლის ანალიზი მოგვიანებით იქნება. ჯობს სახლში წახვიდე, დილამდე ეძინება.
-კარგით, -თავი დაუქნიე და დათოსთან ერთად წავედი კარისკენ.-დაცვა დატოვე ლევანთან?
-არ ინერვიულო, სამი ეკიპაჟი დავაყენე. მე გაგიყვან, არ დაჯდე მანქანაზე.-თავი დაუქნიე და მისი მანქანისკენ დავიძარი.
-რამე არ გაქვს რომ შემოვიხვიო, სულ დაგისვრი მანქანას.
-პლედს მოგცემ-საბარგული გახსნა და პლედი ამოიღო. წელზე შემოვიხვიე და მანქანაში ჩავჯექი.-როგორ ხარ?
-უკეთ.
-შეგიძლია მომიყვე?
-ოთხნი იყვნენ, იმ სამმა წაიღო თანხა და წავიდნენ. ეჭვი არ აუღიათ. აპარატით დანათეს, ზურას თავი დაუკრეს და წავიდნენ.
-დაცვა ისევ გეყოლება, რომ გაარკვევენ რომ ყალბია უმეტესი ნაწილი შეიძლება ისევ რამე მოიმოქმედონ.
-ავიყვან დაცვას, ლევანი გონს რომ მოვა მისგანაც გავარკვევ ბევრ რამეს.
-შენ ვინ ყოფილხარ, ფეხმძიმემ რა ოპერაცია ჩაატარე და ისე რას იზავდი.-გაიცინა დათომ.
-გამწარებული ქალი ყველაფერზეა წამსვლელი, მგელს ემსგავსება.-მეც სიცილი დავიწყე, ნერვიული სიცილი, ვიცინოდი და სიცილი ტირილში გადამივიდა, ემოციებისგან ვიცლებოდი. ლევანი დავიხსენი, მაგრამ მტკიოდა, გული მეგლიჯებოდა, თითქოს მისერავდნენ.
-მიგიყვან სახლში და დაიძინე.-მითხრა დათომ.
მალე სახლში მივედით, კარი დედაჩემმა გამიღო, ნამტირალევი იყო.
-მარიამ.-ხელები მომხვია და ტირილი აუვარდა.
-კარგად ვარ დედა. არ შეგეშინდეს ჩემი სისხლი არ არის.
-აბა, ლევანი?-პირზე ხელები აიფარა.
-ლევანიც კარგად არის.
-მადლობა ღმერთს, რაც წახვედი მას მერე ვლოცულობ, გმადლობ უფალო.-ტიროდა დედა.
-მამას ხომ არ უთხარი?
-არ მითქვამს, გოგა მოვიდა, მკითხა რა ხდებოდა, გიკითხა. არაფერი არ ვუთხარი არც მას. გაბრიელს და მამაშენს სძინავთ, ერთად ჩაეძინათ.
-კარგი მე მოვწესრიგდები და დავიძინებ.-დათო კარებში იდგა ისევ.-დათო წადი შენც დაისვენე. მადლობა ყველაფრისთვის, შენ საუკეთესო მეგობარი ხარ.-დამშვიდობებისას ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე.
-მე ჩემი საქმე გავაკეთე.-თავზე მაკოცა.-ამ ოპერაციის გმირი კი შენ ხარ.-გაეღიმა.-კარგად დაისვენე, დილით მოვალ და გაგიყვან საავადმყოფოში, ლევანიც უნდა დავკითხო.
-მამა გამიყვანს, შენ იქ მოდი პირდაპირ.-გაუღიმე და ისიც კიბეებზე დაეშვა.
ერთი საათი ცხელი შხაპის ქვეშ ვიდექი და ყველაფრის დავიწყებას ვცდილობდი, თუმცა ტვინი აქტიურად ფიქრს განაგრძობდა და არ ჩერდებოდა. რას გულისხმობდა ზურა? „შენი თამაში ახლა იწყებაო?“ საფრთხემ ჩაირა, ლევანი ცოცხალია, თუმცა ისევ მეშინია, რისი თავადაც არ ვიცი.
მეორე დღეს მამაჩემს ყველაფერი მოუყევი, რამის მომკლა, რაზე ფიქობდი ასე რომ რისკავდიო. მერე მოვიდა და ჩამეხუტა. საავადმყოფოშიც მამამ წამიყვანა.
-მამა ჩემი მანქანა სულ სისხლით არის დასვრილი და გთხოვ გაარეცხინე.
-იმედია არ დამაპატიმრებენ.-მანქანას რომ შეხედა შეშფოთებულმა შემომხედა.-სად იარე ასეთ ტალახში?
-ერგნეთის ბოლოში, მინდვრებში ვიყავი გადასული, ნაწვიმი იყო, ხიდები დამეხმარა. იოლად დათმე, მაგარი მანქანაა, მე და ეს მანქანა ისტორიას ვწერთ.
-მოსიარულე შარი ხარ, სულ უბედურებას რატომ იზიდავ?-თავი გააქნია მამამ და მანქანის გასაღები გამომართვა.
-შენ წადი, რეანიმაციაშია, მაინც არ გვანახებენ და მერე მოდით.-ვუთხარი გეგას.
საავადმყოფოში შევედი, ექიმი ვნახე, კარგად იყო ყველაფერი, სისხლში ნარკოტიკი აღმოჩნდა, როგორც ექიმმა ამიხსნა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყავდათ. ნახვას ორ საათში შევძლებდი. მანამდე ჩემი ექიმი ვნახე, გამსინჯა, ეჰოსკოპიაც გავიკეთე. ყველაფერი რიგზე იყო, 7 კვირაში პატარა გოგო მეყოლებოდა. ორი საათიც გავიდა და ლევანის პალატისკენ დავიძარი. დერეფნებში კარგა ხანი ვიარე და მივაგენი, ამ საავადმყოფოში სულ ვიკარგები. საწოლზე იწვა, თვალები დახუჭული ქონდა, საშინელი ფერი ედო, ყვითელი იყო სულ. ძალიან იყო გამხდარი, 15 კგ-მი მაინც ექნებოდა დაკლებული. თამარი სულ ეჩხუბებოდა რაც ცოლი მოიყვანე გასუქდიო, ახლა კი ისევ ისე იყო გამხდარი როგორც ჩვენი გაცნობისას. გული ისე მიცემდა როგორც მაშინ რესტორანში რომ შევხვდი გერმანიიდან ახალ ჩამოსული. თითქოს საუკუნე იყო მის გარეშე გასული. მიუახლოვდი და ხელის გული ჩამოუსვი წამოზრდილ წვერზე.
-მარიამ, -თვალები არ გაუხელია ისე ამოილაპარაკა-შენი სურნელი როგორ მომენატრა.-თვალები გაახილა და შემომხედა.
-მომენატრე.-ამოვიტირე და ჩავეხუტე.
-რამხელა მუცელი გაქვს, -ხელი მუცელზე დამადო.
-გოგოა, 2 თვეში გაჩნდება.-გაუცინე, თან ცრემლებს ვიმშრალებდი.
-გაბრიელი როგორ არის?
-კარგად, უკვე გაიარა, დადას მეძახის და სულ ჩემთან უნდა.
-როგორ დამიხსენით? რა მოხდა? მითხრეს გამოსასყიდი არ გადაიხადეს და უნდა მოგკლათო. მერე დამაძინეს რაღაც წამალი გამიკეთეს და აღარაფერი მახსოვს.
-გამოსასყიდი გადავიხადე, მე მიუტანე და წამოგიყვანე იქიდან. ზურა დაკავებულია, დანარჩენები ფულით ცხინვალში გადავიდნენ.
-რაა?-გაოგნებული მიყურებდა.-მარიამ სიცოცხლე და ბავშვი საფრთხეში ჩააგდე? ასე როგორ გარისკე? სად იშოვე ამდენი ფული?
-შენს გამო, ჩვენი ოჯახის გამო, გაბის გამო.-მის ტუჩებს დავეწაფე და ვკოცნიდი, სანამ კარის ხმა არ გავიგე.
-შეიძლება,-კარში დათო იდგა.
-შემოდი-გაუღიმე დათოს.-ლევან ეს დათოა პროკურორი, შენს საქმეზე დათო დამეხმარა ძალიან. ეს კი ლევანია ჩემი ქმარი.-ერთმანეთს წარუდგინე.
-ლევან ლაპარაკი შეგიძლიათ? ბევრი რამ უნდა მოგვიყვეთ, რომ დანარჩენებიც ავიყვანოთ.-დათო ლევანს მიუბრუნდა.
-კი შემიძლია ლაპარაკი, სახელებს და გვარებს გეტყვით, თუმცა რუსეთის მოქალაქეები არიან და ვერ აიყვანთ.
-ზურა დაკითხე?-დათოს მიუბრუნდი.
-არა, დღეს უნდა დავკითხო.-მითხრა დათომ. ლევანი ხან ერთს გვიყურებდა და ხან მეორეს.
-მე დაველაპარაკები, აფიორაზე უნდა ვალაპარაკო, კომპანია უნდა დააბრუნოს, ვაღიარებინებ, გთხოვ მე შევალ და დავკითხავ.
-მარიამ შენ ვერ დაკითხავ, არ შეიძლება დაზარალებული დამნაშავეს კითხავდეს.-გამიბრაზდა დათო.-პალატიდან გადი და მეტად აღარ ჩაერიო, ლევანი უნდა დავკითხო.-გაბუტული გამოვედი პალატიდან, რა ბზიკმა უკბინა, რამ დაასერიოზულა ასე. ვბრაზობდი დათოზე.
დერეფანში ვიყავი ნახევარი საათი, მერე დათო გამოვიდა პალატიდან.
-შენ როგორ ხარ?-დაწყნარებული სახით მიყურებდა.
-კარგად, რატომ გამომაგდე პალატიდან?-შეუბღვირე.
-გაბრაზდი?-ლოყაზე მიჩმიტა.-მარიამ ბავშვზე იფიქრე და მოეშვი ამ საქმეს, მომეცი საშუალება თავად მივხედო იმ ზურას. აღარ ჩაერიო გთხოვ, გაგიტკბა მგონი მასთან დიალოგები და ჩხუბი.
-კარგი, მადლობა ყველაფრისთვის.-პალატისკენ მივდიოდი.
-ასე არ მინდა, მეგობრები უანგაროდ ეხმარებიან ერთმანეთს, ნუ მებუტები.-ხელი მომკიდა და თავისკენ შემაბრუნა.
-არ გებუტები-ისევ გაბრაზებული უყურებდი.
-არა მებუტები, მოდი ჩემთან.-ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა.-შენ აღარ ჩაერიო, გუშინ რამის მოვკვდი მარტო რომ გაგიშვი. რამე რომ დაგმართოდა ვერ გადავიტანდი.-ჩურჩულებდა.-დამპირდი რომ თავს მიხედავ და აღარ ინერვიულებ. ხუთი თვეა შენს ჩამქრალ თვალებს უყურებ, მინდა ბედნიერი იყო, თუნდაც სხვასთან.
-შენ ნამდვილი მეგობარი ხარ.-ლოყაზე ვაკოცე და პალატაში შევედი.-როგორ ხარ? დაგღალა დათომ?
-კარგად ვარ. ყველაფერი მომიყვა მაგ შენმა დათომ, ეგ ის არის?
-რას გულისხმობ?-შევხედე ლევანს ეჭვნარევი თვალებით.
-შენზე გიჟდება, ყველა გიჟდება შენზე. მე კი, მე კი როგორ ვიქცეოდი, გვერდით მყავდი და არ გაფასებდი. იცი რა მითხრა?
-რა გითხრა?
-ხუთი თვეა ჩამქრალი თვალებით დადის, ყველაფერი გააკეთე რომ გააბედნიერო თორემ საქმე ჩემთან გექნებაო. ერთმა ნაბიჭვარმა გამიტაცა, იმიტომ რომ ჩემი ცოლი უყვარს, მეორე მემუქრება არაფერი შემეშალოს.-ხმას უწევდა ლევანი და ძარღვები დაბერილი ქონდა.-მე კი ამ დროს..
-გეძინა ლევან, მოკლე კაბიან მდივნებს ეფლირტავებოდი-სიტყვა არ დავამთავრებინე.-ხო, დათოს უყვარვარ. არ მინდოდა რამე ვალდებულება მქონოდა მის მიმართ, მაგრამ შენი სიცოცხლე ჩემს სიამაყეზე მაღლა იდგა და ყველა ღონეს მივმართე რომ დამეხსენი.
-ბავშვის სიცოცხლეც საფრთხეში ჩააგდე, შენიც. ასე რატომ გარისკე?
-არ იცი ლევან? უფლის წინაშე დავიფიცე რომ არასდროს მიგატოვებდი. ყველამ ზურგი მაქცია, მამაშენმა მორიგი ინფაქტი მიიღო იმის გამო, რომ კომპანია დაკარგა, შენმა დამ მანქანის გაყიდვაზე უარი თქვა. მცხეთის სახლიც არ გაყიდეს. დიღომში გავყიდე სახლი, საბურთალოს ბინა, ჩემი მანქანა, შენი მანქანა. ყველაფერი რაც გამაჩნდა გავყიდე და იმ თანხით წამოვედი შენს დასახსნელად. არ მითქვამს, რომ გამოგიხსენი, იცი რატომ? არც კი მკითხულობდნენ შენები. მხოლოდ ცოტნე და დათო გკითხულობდნენ, დათო მოდიოდა ხშირად და ხან რა მოქონდა, ხან რა. შენებს არ უკითხავთ, რას ვჭამდი, რას ვსვავდი, შენი შვილი როგორ იყო. მხოლოდ მე მჯეროდა, რომ დაგიხსნიდი, მხოლოდ მე მწამდა, რომ ისევ ერთად ვიქნებოდით. ყველა ელოდა, რომ დარეკავდნენ ლევანი მოკლესო, მხოლოდ მე არ ვიჯერებდი ამას და ვებრძოდი ზურას.
-მოდი ჩემთან-საწოლზე წამოჯდა და გულში ჩამიკრა. -პატარა ხომ არ გაბრაზებს?-მუცელზე მეფერებოდა.
-წეღან მირტყავდა, ეხლა გაჩერდა. მამიკო ეხუტება და ბედნიერია.-ლოყაზე ხელი ჩამოუსვი.-იცი რა საშინელი სუნი გიდის.-დავიჭყანე.
-საძაგელო, რომანტიულ მომენტებს სულ რატომ აფუჭებ, არ შეგიძლია არ შეიმჩნიო?-გაიცინა.
-გული თუ ამერია, რომანტიკის გაფუჭება ეგ იქნება.-გამეცინა მეც.- ლევან ცუდად გექცეოდნენ?
-არა, არაფერს მიშავებდნენ, უბრალოდ ნარკომანი გავხდი. მალე ალბათ ლომკა დამეწყება, გადავიტან, შენს გამო ამასაც გადავიტან. შენი თვალები ისევ უნდა ანათებდეს.
-ზურამ გაგიკეთა?
-არა მან არა, ის მხოლოდ შუამავლი იყო. საქმეში მერე ჩაერთო, ის ვალს არ მთხოვდა, შენს სანაცვლოდ ყველაფრის მოგვარებას მპირდებოდა. ისინი ვინც გამიტაცეს ნარკოტიკს იკეთებდნენ, შემომთავაზეს, მეც მეგონა მოვკვდებოდი, მეგონა მომკლავდნენ და გავიკეთე.
-ზურამ რა გითხრა კაიფში რომ გნახა?
-მცემა, სუსტი ხარ და მარიამს არ იმსახურებო. მერე ლომკა გამომატარა, თავი დაანებეო ნარკოტიკს. ვერ შევძელი, ისევ ვთხოვდი ბიჭებს და როცა ზურა რუსეთში მიდიოდა მაინც ვიკეთებდი წამალს.
-რუსეთში რატომ მიდიოდა?
-კომპანიას უძღვებოდა, თვეში ერთხელ ჩამოდიოდა და მაშინ გირეკავდა შენც.
-დაგეხმარები და დავძლევთ.
-ეგ გეგმა შენ მოიფიქრე?-თავი დაუქნიე.-ჩემი ჭკვიანი და უშიშარი გოგო. ეს კაპანაძე, მე რომ მეკაჩავება აქ, რატომ დაგთანხმდა, რატომ გამოგიშვა?
-შენი აზრით დაუჯერებდი? რომ ვერ დამარწმუნა მერე დამთანხმდა, იცოდა საქმიდან ამოვარდებოდა თუ არ დამთანხმდებოდა, კარგად მიცნობს, რომ გავრისკავდი და მარტოც მოვახერხებდი ყველაფერს, ამიტომაც ამყვა გეგმის განხორციელებაში.
-როგორ გამიმართლა, რომ შენ შეგხვდი.-ისევ გულზე მიმიკრა.
-როგორ არის პაციენტი?-გაგვიღიმა შუახნის ასაკის კაცმა.
-კარგად ვარ ექიმო. სახლში მიდა წასვლა.-ლევანმა ნაღვლიანად შეხედა.
-გაგიშვებ, ეს ისე დაგტრიალებს თავს მზრუნველობას არც სახლში მოგაკლებს.
-მართალი ხართ, კრუხივით არის.-ლევანი ხელს არ მიშვებდა.-თავისას ყოველთვის იცავს და ზრუნავს.
-ყველაფერი რიგზე გაქვთ, მხოლოდ ერთია ნარკოტიკის დიდი რაოდენობაა სისხლში, გაგიჭირდება გამკლავება შვილო ამ ყველაფერთან. რეგულარულად თუ იკეთებდი გაგაგიჟებს ცოტა დრო რომ გავა ნარკოტიკის სურვილი. სახელმწიფო პროგრამაში ჩაეწერე და ეტაპობრივად ნელ-ნელა შეძლებ გადაგდებას.
-ექიმო სისხლის გაწმენდა თუ შეიძლება, სისხლი, რომ გადაისხას?
-ამჟამად მეტი წილი ჩანაცვლებით მეთოდს მიმართავს, მეტადონის პროგრამაზე ძალიან ბევრი ფიქსირდება. ასევე დეტოქსიკაცია შეიძლება ჩავატაროთ. მეორე ვარიანტი ჯობია, ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეთ, შენ უნდა შეძლო და დაეხმარო.-თითი ჩემსკენ გამოიშვირა ექიმმა.
-ყველაფერს გავაკეთებთ.-ლევანზე ხელი ისევ ჩაკიდული მქონდა.
-კარგი, ეხლა გაგწერთ.-დანიშნულება მოგვცა ექიმმა.-ეს ექიმ ნარკოლოგის ნომერია, ჩემი მეგობარია, მე დაველაპარაკები და სიტუაციას აუხსნი, ხვალ დაურეკე და მიღებაზე ჩაეწერეთ, არ გადადო, სანამ ეგრეთ წოდებული ლომკა დაეწყება მანამ მიიყვანე.-ფურცელი გამომიწოდა და პალატიდან გავიდა.
-გამოცვლაში დაგეხმარები და წავიდეთ.
-მე თვითონ გამოვიცვლი, ტანსაცმელი მომიტანე?
-კი მანდ დევს ტუმბოზე პარკით.
-„მამა შენი მანქანა დატოვე დაბლა ეზოში და შენ ჩემი მანქანით წამოდი, რომ გაარეცხინებ.“-ტელეფონზე მამას დაურეკე.
-„გამოწერეს უკვე?“
-„ხო გამოწერეს და მე წავიყვან სახლში.“
-„კარგი, 10 წუთში მოვალ და დაბლა დაგელოდებით, რა უქენი მანქანას 2 საათია რეცხავენ შიგნიდან სავარძლებს?“
-„კარგი მამა 10 წუთში ჩამოვალთ.“
მალე გაემზადა ლევანი, ადმინისტრაციასთან ყველაფერი მოვაგვარე და ქვემოთ ჩავედით.
-ლევან, როგორ ხარ შვილო? -მამაჩემი გადაეხვია ლევნას.
-კარგად ვარ. შენ როგორ ხარ სიმამრო?-გაუცინა ლევანმა.
-რახან შენ გხედავ რაღა მომკლავს. მარიამს ვეღარ უყურებდი თვალებში, ასეთი უძლური არასდროს ვყოფილვარ. წამოდით მანქანაში დაჯექით.-მანქანისკენ გაგვიძღვა მამაჩემი.
-ახალი მანქანა გყავს გეგა?
-ძველი მე მაჩუქა.
-ეგ მანქანა ისე გავაკეთებინე მაშინ სულ ახალი ნაწილები დაუყენეს, ამას ისევ ეგ ძველი ჯობს.
-ერთნაირები.-გეგამ გადმოგვხედა გაბრაზებულმა.-ჩემი მანქანა ახალია წლებით სამაგიეროდ.
-კარგი რა მამა ჰონდაა ბოლო ბოლო.
-ოხ მარიამ, შენ და მერსედესი. სხვა მანქანა არ მოგწონს შენ საერთოდ.
-clk-ც გაყიდე?
-ხო გავყიდე, ბინა ვიყიდე პატარა ჩვენთვის, ფული მაკლდებოდა და გავყიდე.
-რა ბინა იყიდე?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-აბა სიდედრ სიმამრთან ხომ არ უნდა იცხოვრო ამხელა კაცმა.-მხარი გავკარი.
-რატომ ცუდები ვართ და ვიკბინებით?-სარკეში გამოგვხედა გეგამ.-არა ტაქსისტივით რატომ დამსვით?
-გეგა თემქაზე წადი და იქ დაგვტოვე.
-თემქაზე?-ინტერესით შემომხედა ლევანმა.
-ხო თემქაზე ვიყიდე, სხვაგან არ მომივიდა არსად, ვარკეთილი და ვაზისუბნები არ მინდოდა და ისევ აქეთ ვიყიდე.
-გაბრიელიც წამოიყვანეთ მოენატრა კაცს შვილი და წადით თქვენს პატარა ბუდეში.
-კარგი ჯერ სახლში მივიდეთ.-დავეთანხმე მამაჩემს.
-მარიამ უკან მოგვყვებიან.-ლევანმა გადმომილაპარაკა.
-დათოს ხალხია, დაცვა დამინიშნა.
-ხოოო..-წარბი ასწია და ქუჩას გახედა.-დაკითხვაზე მიდიხარ?
-მეჩხუბა, მორჩა, შენ აღარ ჩაერევიო. ქმარი დაიბრუნე და მიხედე ქმარს და შვილებსო.
-მას უჯერებ და მე არა.-წარბი აწია ლევანმა.
-კარგი რა ნუ მებუტები თუ კაცი ხარ.-მივეხუტე.
-რატო გებუტება?-მამაჩემმა გადმოგვხედა.
-დათოზე ეჭვიანობს.
-დათო, ვინ დათო პროკურორი?
-ხოო..-პასუხი დაუბრუნე.
-მაგარი კაცია, ამან ფოკუსები ატარა და ამხელა კაცი თავის ჭკუაზე ატარა, არ ვიცი რას გიშვრებათ ამ კაცებს, ასე როგორ გაშტერებთ ეს გოგო.-იცინოდა მამა.
-მამააა!-ხმამაღლა დაუყვირე.
-რა მამა, პროკურორი კაცი ფულის გამყალბებლებთან მიიყვანე და ოთხ მილიონ ნახევარი ყალბი კუპიურა დაამზადებინე, კიდევ მამა.-არ ცხრებოდა მამაჩემი.
-მოიცა, რა ყალბი კუპიურები?
-ნახევარი მილიონი მქონდა დანარჩენი ყალბი კუპიურები გადავეცი. აპარატით შეამოწმეს და წაიღეს. თავზე სულ ნაღდი კუპიურები იყო.
-მარიამ ასე როგორ გარისკე, იცი რაზე იყვნენ წამსვლელები?-ფერი დაკარგა ლევანმა.
-შენ ის უნდა გენახა ზურა როგორ ბღაოდა სისხლი რომ გამდიოდა, ვერაფერს დამიშავებდა ვიცოდი რომც ენახა. სხვა გზა არ მქონდა.-ბოლო სიტყვებზე ზურა გამახსენდა და სევდა მომაწვა.
-გიჟია შენი ცოლი, არ არის ნორმალური. რაც ფინანსურ პოლიციაში დაიწყო მუშაობა ხომ საერთოდ გარეკა.-ხელი ჩაიქნია გეგამ.-ახლა პროკურორს დაუმეგობრდა და თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა ნინომ რომ მომიყვა რაც ჩაიდინა.
-მამა ბიჭზე ოცნებობდი და რომელი ბიჭი იქნებოდა ჩემნაირი გულადი?
-ეგ გულადობა არ არის შვილო, ეგ სიგიჟეა და მკურნალობა უნდა. ახლა დაცვაც დამყვება უკან შენი წყალობით. პრეზიდენტს არ იცავენ ასე როგორც მე.-ლევანი იცინოდა ჩვენს ჩხუბზე.
მალე სახლში მივედით, გაბრიელი არ მიეკარა ლევანს, ლევანს ცრემლები წამოუვიდა.
-შვილი ვეღარ მცნობს, ეს არის ცხოვრება. ამის დედაც..
-ლევან მე ვერ გიცნობდი ისე გაქვს ეს თმა და წვერი. წამოდი.-ხელი მოვკიდე და სააბაზანოში შევიყვანე, წვერი გავპარსე, თმა შევაჭერი, ლიკას მასტერკლასის ვიდეოებს მეც უყურებდი. მერე დავბანე, პატარა ბავშვივით ვაბანავებდი.
-შენამდე ვეღარ მოვა ზურა, დავალება მიცემული მაქვს უკვე.
-რას გულისხმობ?-მკითხა ლევანმა.
-მაგას კი არ გეტყვი.
-იმ შენს პროკურორს დაავალე მასთან გასწორება?
-არა ლევან, დათო კანონს იცავს, იმას დავავალე ვინც ციხეს მართავს, უკვე ელოდებიან და კარგ დახვედრას მოუწყობენ, თავის ხელით დააბრუნებს ყველაფერს და აღირებასაც დაწერს.
-მარიამ ძალიან მაშინებ. ზურაზე საშიში შენ ხარ. კრიმინალებთან რა გესაქმება.
-კრიმინალები არ არიან, უბრალოდ ცუდ ბიჭებს ჭკუას ასწავლიან, თანაც ჩემთან ვალში არიან.
-მარიამ! მამაშენი მართალს ამბობს, ასე არ შეიძლება, კანონს არღვევ.-შემომხედა გაბრაზებულმა.-მეც არ გამიკვირდა რა იოლად გადააბარა პროკურატურასთქო, არ იცვლები.
-მასთან არ დაგცდეს არაფერი, მხოლოდ შენ გითხარი. არც დათოსთან წამოგცდეს, თორემ ციხეში დამიჭერს.-ლევანმა თავი გააქნია და სარკეში ჩაიხედა.
-ახლა მიცნობს?-ისევ ის ლევანი იყურებოდა სარკიდან რომელიც პირველად გავიცანი, თმაში ცოტა ჭაღარა გასჩენოდა და შუბლზე ორი ზოლი ნაოჭი უფრო შესამჩნევი გახდომოდა.
-ეხლა გიცნობს.-სააბაზანოდან გამოვედით.-გაბი საყვარელო მოდი დედი.-დაუძახე ბავშვს. ისიც სწრაფად წამოვიდა და ფეხებზე მომეხვია, ხელში ავიყვანე.-დედა აი მამა- ლევანთან მივიყვანე.
-ამამა-ჯერ მე შემომხედა მერე ლევანს და მისკენ გაიწია.
-მამას კაცი-კოცნიდა და ტიროდა ლევანი.
ჩვენი ნივთები წამოვკრიფეთ, სუპერმარკეტში გავიარეთ, პროდუქტები ვიყიდეთ. გეგამ მანქანა მომიყვანა და ჩვენს ბინაში წავედით.
-რა ლამაზად მოგიწყვია.-ხელი მომხვია და თავზე მაკოცა. ტელეფონზე დათო რეკავდა.
-„გისმენ“.
-„მარიამ სად წახვედი? რას დადიხარ აქეთ იქით?“-გაბრაზებული ლაპარაკობდა დათო.
-„დათო ეკიპაჟი აქ გადმოიყვანე, ჩვენს ბინაში გადმოვედით თემქაზე, ამ სახლის არსებობა ისე არც იციან, აქ უფრო მშვიდად ვიქნებით.“
-„კარგი, მაგ ბინის შესახებ მეც არ ვიცოდი, მეგონა სტუმრად დასეირნობსთქო.“
-„კარგად“.-ტელეფონი გაუთიშე და ლევანს შევხედე, რომელიც გაბრაზებული მიყურებდა.
-რა უნდოდა, მაგის შიშით ვეღარსად უნდა წახვიდე?
-ლევან დაცვა დაგვყვება და არ გავაფრთხილე რომ თემქაზე გადმოვდიოდი. გთხოვ ყველაფერზე ნუ ბრაზდები.-ხელები მოვხვიე წელზე და მივეხუტე.
-მალე ცოლთან მოფერებასაც გამიკონტროლებენ.-ამოიბუზღუნა.
-მაგას არავინ გაგიკონტროლებს. -ცოტა ხანი ასე ჩახუტებულები ვიყავით-ლევან შენებს დაურეკე და უთხარი რომ კარგად ხარ.
-რატომ, ძალიან ნერვიულობენ?-ხმას აუწია.
-თამარი დედაა და ის ნერვიულობს.
-არა თამარი იმაზე ნერვიულობს ფული რომ არ აქვს თავზე საყრელი. მილიონის მარტო ზარაფხანის ოქრო უდევს სახლში, სხვათაშორის იმ სპირტის ბიზნესით ნაყიდი. თამთას სახლიც ღირდა ნახევარი მილიონი, მაინც დაკეტილი აქვს, ისიც ხომ მე მაყიდინეს. რატომ არ გაყიდეს?-ხმას უწევდა ლევანი.
-შევთავაზე და უარი მითხრა მაქანის გაყიდვაზე, გუჯამ კი მისი მხარე დაიჭირა. ლევანი განწირულია და ფულს ტყუილად გადავიხდითო.-არ დამიმალია ლევანისთვის მისი ოჯახის რეაქციები, ვგიჟდებოდი, ასე ცივ სისხლიანები როგორ იყვნენ.
-გუჯა, გუჯა. ის მარწმუნებდა ზუსტად მაგარი ფული იშოვება და უნდა ჩავერთოთო, სწორედ გუჯა დაუკავშირდა ზურას, არ მინდოდა ზურასთან კომპანიონობა და თავი გაიგიჟა. ბიზნესს ჩამოგაცილე, რომ ზურას არ შეხვედროდი, სამაგიეროდ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანე.
-ყველაფერი კარგად იქნება.
-შენი ოცნება იყო ის სახლი, ყველაფერი შენით მოაწყვე, შენი ბინაც გაყიდე, ჩემს გამო ყველაფერი დაკარგე.
-ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება შენი და ჩემი შვილების კარგად ყოფნაა. ყველაფერი გვექნება, ვიმუშავებთ და ყველაფერს შევქმნით. თავშესაფარი გვაქვს, მანქანაც მყავს, შვილი გვყავს და მალე მეორე გვეყოლება. ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე, ამის მეტი მე არაფერი მინდა.
-როგორ შეიძლება ყოველთვის ბედნიერი იყო? არაფერი გვაქვს მარიამ. სამსახურიც კი არ მაქვს.
-იშოვი სამსახურს, კარგი იურისტი ხარ. დათოს ვთხოვ და პროკურატურაში რამეს მოგიძებნის.
-დათოს არაფერს არ თხოვ!-ხმას აუწია და ისე მითხრა.
-კარგ რეზიუმეს გავაკეთებთ და გავაგზავნი კერძო კომპანიებში, იურისტი ყველგან სჭირდებათ.
-ნარკოდამოკიდებული?-ამომხედა ნაღვლიანი თვალებით.
-ლევან თვალებში შემომხედე.-მისი სახე ხელებში მოვიქციე.-ყველაფერი კარგად იქნება, ჩემი ხომ გჯერა, რასაც დაგპირდი ხომ შევასრულე, გამოგიხსენი, ყველაზე დიდი პრობლემა გადავჭერი. შენ ცოცხალი ხარ. იცი რამდენი ადამიანია ვისაც არაფერი აქვს? არ აქვთ სახლი, არ ყავთ ოჯახი, ბევრი უბრალოდ ეტლს არის მიჯაჭული, ან ისეთ დაავადებას ებრძვის რაც არ არის განკურნებადი, მაგრამ იბრძვიან. ჯანმრთელი ხარ, ნარკოდამოკიდებულიც არ იქნები, უბრალოდ უნდა მოინდომო და გადააგდო. მე დაგეხმარები, ყველაფერს გავაკეთებ გპირდები. სამსახურსაც იშოვი და ბედნიერად ვიცხოვრებთ. ცხოვრებაში ხან გექნება ფული, ხან არა. ეს არ არის ტრაგედია, ტრაგედია საყვარელი ადამიანების დაკარგვაა. გთხოვ არ დანებდე და იბრძოლე, იბრძოლე ჩემთვის, გაბისთვის და ამ პატარასთვის. -ხელები მომხვია და მაგრად ჩამიკრა გულში.
-ვიბრძოლებ.-თითქმის ჩურჩულით მითხრა და ყელში მაკოცა.-ეხლა მომიყევი ამ ბინის ამბავი.
-35000 დოლარში ვიყიდე. ელენემ 2000დოლარი მომცა მანქანა იყიდე ფეხით ხომ არ ივლიო, მე კი მასალები ვიყიდე, თაზოს ვთხოვე კარგი ხელოსანი მინახე სააბაზანოს გასაკეთებლადთქო და თავის მეგობარი გამომიგზავნა, ფული არ გამომართვა საერთოდ. შპალერი კი მე გავაკარი, იამ დიზაინი შემიდგინა, პარკეტი კარგი იყო და ციკლოვკა გაუკეთე, ჭერიც თაზომ და ბიჭებმა უფასოდ გამიკეთეს.
-ცხვარი და სნიკერსის ნამცხვარი არ უკისრე?-იცინოდა.
-კი, როგორ არ უკისრე, 30 ლიტრი კასრის ღვინო მაჩუქეს და ისიც ვაჩუქე. მერე დამირეკა, ყველაზე მაგარი ღვინო იყო რაც კი დამილევიაო.
-ღვინო ვინ გაჩუქა?
-ჩემს უნივერსიტეტის მეგობარს კახეთში პატარა ღვინის საწარმო აქვს და ბუღალტერია გადამამოწმებინა. მადლობის ნიშნად ღვინო მაჩუქა. მე კი თაზოს და ბიჭებს ვაჩუქე. ისე მაგარი კონიაკიც მაჩუქა, 5 წლიანი დაძველებით, ის შენ შეგინახე.
-შენი ენერგიის მეათედი რომ მქონდეს რა მიჭირდა.-გულში მიკრავდა და მეჩურჩულებოდა.
-ჩემი ენერგია ორივეს გვეყოფა. -ლოყაზე ვაკოცე.-როგორ სძინავს, მანქანაში ისე უყვარს სულ ეძინება.-გაბის გადავხედე, რომელიც დივანზე იწვა და მშვიდად ეძინა.
ჩემი ბინა 2 ოთახიანი იყო ლოჯით, ლოჯი გაბის საძინებლად გადავაკეთე, კუხნა ლოჯის ნაწილში გავიტანე, კუხნის გვერდით საპირფარეშო იყო, საპირფარეშო სააბაზანოში გადავიტანე და დიდი მისაღები გავაკეთე. მისაღებიდან ეგრეთ წოდებულ ზალაში ჩვენი სპალნა მოვაწყე, ხოლო არსებული სპალნა ჩემს პატარა გოგოს მოუწყე ვარდისფერ ფერებში. ვითომ პატარა ბინა სამი პატარა სპალნისგან და დიდი მისაღებისგან შედგებოდა. ლევანს ძალიან მოეწონა ჩემი გადაკეთებული პროექტი. სრულიად საკმარისი იყო ჩემი პატარა ოჯახისთვის, მერე რა რომ აუზი და დიდი ბაღი არ მქონდა, ყვავილები მქონდა ქოთნებში და მათ უვლიდი. მერე რა თუ ევროპაში ვერ ვიმოგზაურებდი წელიწადში სამჯერ, სამაგიეროდ საქართველოს მოვივლიდი ჩემი პატარა ოჯახით და ჩემს შვილებს წინაპრების დანატოვარს გავაცნობდი. ბედნიერება წვრილმანებშია და არა ფულში. ისე შეგიძლია ბედნიერი იყო ადამიანი თუ საკუთარ თავს შემოუძახებ და ნათელ ფერებში დაინახავ ყველაფერს. ქარიშხლის მერე სიმშვიდე იცის, მეც ამის იმედი მქონდა, ვფიქრობდი, რომ სიმშვილე დაისადგურებდა ჩემს ცხოვრებაში. მდიდარ ოჯახში არ ვიზრდებოდი, ბევრი რამ მაკლდა რაც მჭირდებოდა და არ მქონდა. ლევანს კი ყველაფერი ქონდა, მას ნამდვილად გაუჭირდებოდა ამ ყველაფერთან შეგუება, იმედი მქონდა, რომ დავლაგდებოდით.
-საჭმელი არ გშია? წამოდი ერთად მოვამზადოთ რამე როგორც ადრე.-ხელი მოვკიდე და სამზარეულოში გავიყვანე.
-აქ ორივე როგორ უნდა მოვთავსდეთ?-გამიცინა.-ძალიან სივიწროვეა.
-სამაგიეროდ ხშირად მომეხუტები ამ სივიწროვის წყალობით.-გაუცინე.-ეცადე ყველაფერში იპოვო დადებითი მხარე და ბედნიერები ვიქნებით.
-ეგ მაწყობს.-ზურგიდან ამეკრა და ყელში მაკოცა.-რა დაგიჭრა? რას ვამზადებთ?
-შენ რა გინდა რომ მოგიმზადო?
-ხინკალი. ხომ იცი როგორ მიყვარს.
-ხინკალი ხვალ გავაკეთოთ, ბევრი დრო უნდა, ეხლა რამე მსუბუქი შევჭამოთ უკვე ღამდება.
-მაშინ შენი ქათმის სალათი.
-კარგი გავაკეთოთ.
სალათი მალე გავამზადე, მსუბუქად ვივახშმეთ, გაბრიელმაც გაიღვიძა, მანაც მიირთვა საჭმელი და ისევ დაიძინა მალევე. ჩაიც დავლიეთ და საძინებელში გადავინაცვლეთ.
-შენთან ჩახუტებული ძილი ისე მომენატრა.- ლევანი ზურგიდან მომეკრო და თავი ჩემს ყელში ჩარგო.
-მე კიდევ შენი სურნელი.
-მეძინება, ძალიან დავიღალე.
-დავიძინოთ, მეც დავიღალე, ემოციებმა და ყველაფერმა ერთად იმოქმედა.
-კარგი. იცოდე ღამით არ დაიწყო სიარული და აქ იყავი, რომ გამეღვიძება აქ დამხვდი.
-აქ ვარ და არსად არ მივდივარ.
იმ ღამით ისე მშვიდად მეძინა, ვგრძნობდი მის სუნთქვას ჩემს ყელთან და ვცდილობდი ბედნიერი ვყოფილიყავი.
დილით რომ გამეღვიძა ლევანი და გაბი არ დამხვდნენ ოთახში. შეშინებული გამოვედი ოთახიდან და სამზარეულოში დავინახე. გაბრიელი მაგიდაზე იჯდა და ლევანი ფაფას აჭმევდა.
-რა დღეში ხართ?-შევედი სიცილით.
-ტირილი დაიწყო და რომ არ გაგღვიძებოდა გამოვიყვანე. მერე მოშივდა და გერკულესის ფაფა გავაკეთეთ.
-რა ყოჩაღი ბიჭები ხართ.-ორივეს ვაკოცე.-ომლეტი გინდა?-ლევანს შევხედე.
-კი, მომენატრა ნორმალური საჭმელი. ისევ ისე გავხდი როგორ 5 წლის უკან ვიყავი მარტო რომ ვცხოვრობდი და არაფერს არ ვჭამდი. შენი ხელი მომაკლდა და შენი გემრიელი საჭმელები. დღეს ხომ იცი ხინკალი უნდა გამიკეთო.-ყელში მაკოცა და თვალი ჩამიკრა.
-გაგიკეთებ, რას მაშინებ?-საჯდომი მივარტყი საჯდომზე.
-ძალიან სივიწროვეა მამი, დედაშენიც ვეღარ ეტევა, ჩვენ ზედმეტი ვართ აქ.-ხელი დაავლო გაბის და სააბაზანოში შეიყვანა პირის დასაბანად.
-პიჟამოებიც გახადე სულ დასვარეთ.-გავძახე სამზარეულოდან.
ექიმთან ვიყავით მისულები, დამამშვიდებლები გამოუწერა, ლომკა რომ დაეწყებოდა უნდა დამამშვიდებლებით შემეკავებინა. მეტადონის პროგრამაში ჩართვა შემოგვთავაზა და ეტაპობრივად თავის დანებებას შეძლებთო, მაგრამ უარი ვუთხარით. მერე ლევნმა მთხოვა ექიმთან მარტო დამეტოვებინა. მეც არ შევეწინააღმდეგე და დავტოვე. არ ვიცი რა ილაპარაკეს და იქიდან ძალიან ნაღვლიანი გამოვიდა.
-ლევან რამე ხდება? არ მეტყვი?-მანქანაში ჩავჯექით თუ არა შევხედე და მუხლზე ხელი დავადე.
-არაფერი არ ხდება. მეშინია რომ სუსტი აღმოვჩნდები და ვერ გაუძლებ.
-მე შენთან ვარ.
-ვიცი და შენს გამო უნდა შევძლო.
-იქნებ სავადმყოფოში დაწვე.
-არა, გაუმკლავდები.
ლევანის გამოხსნის მერე დათომ დამირეკა და მითხრა, რომ ნატას ქმარს მიაგნო. პროკურატურაში მივედი და დაუკაკუნებლად შევიჭრი დათოს კაბინეტში.
-მარიამ რა მოხდა? რა სახე გაქვს?-შეშფოთებული წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა.
-მე მეკითხები? აიყვანეთ ის ?-ბრაზისაგან ყელზე ძარღვები მქონდა დაბერილი.
-ვერა, შემოაკვდათ, წინააღმდეგობა გაუწია და გაიქცა, ამათ კი გამაფრთხილებლად გაისროლეს, მერე მიზანში ამოიღეს, ფეხებში უმიზნებდნენ და ტყვია სასიკვდილო აღმოჩნდა, უცებ დაიცალა სისხლისგან.-ნერვიულად მოისვა კეფაზე ხელი დათომ.
-ნაგავი, არ უნდა მომკვდარიყო, მე უნდა მომეკლა საკუთარი ხელებით.-ბრაზს ვერ ვიკავებდი.
-დაჯექი, შენს მდგომარეობაში ნერვიულობა არ შეიძლება, ყველაფერს ნუ განიცდი.-ხელი მომკიდა და სავარძელზე დამსვა.
-როგორ დავმშვიდდე. იცი გოგო რა დღეში ჩააგდო?-ტირილი მინდოდა.-არ უნდა მომკვადარიყო, სხვა სასჯელს იმსახურებდა.
-გეყოფა მარიამ, მოკვდა, აღარ არის. ახლა დაწყნარდი და მითხარი შენ როგორ ხარ?-ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია და შემომხედა.
-სად მიაგენი?-ისევ ვაგრძელებდი კითხვების დასმას.
-კახეთის ერთერთ სოფელში, სხვა გოგო შეირთო სხვა სახელით და მათ აფარებდა თავს. გოგო გაგიჟებული იყო მოსმენილით, სულ სხვა სახელით გაეცნო ახალ ოჯახში.
-.-კბილებში გამოვცერი.-მიწაც კი არ უნდა ეღირსოს მაგისნაირ ნაგავს.
-მაცივარში კი ინახავენ.-გაიცინა დათომ.
-კარგი რა დათო.-მეც გამეცინა, ადამიანის სიკვდილი მიხაროდა, თან არ მიხაროდა, მისი საკუთარი ხელით მოკვლის სურვილი მკლავდა. საიდან მქონდა ამდენი აგრესია ქალს რომელიც ფეხმძიმედ ვიყავი და მალე შვილი უნდა გემაჩინა? ცხოვრება, ის ისეთ გაკვეთილებს გვიტარებს, რომ ხან საშინელ ბოროტებას ვებრძვით საკუთარ თავში.
-მიხარია რომ მოკლეს, რადგან შენ არ დაიდე მისი ცოდვა.-დათო მიყურებდა შეშფოთებული.-არ მეტყვი შენ როგორ ხარ? გადაღლილი და დატანჯული თვალები გაქვს.
-არაფერია, ყველაფერი მოგვარდება, ყველაზე დიდი საშინელება უკან მოვიტოვე.-ჩავილაპარაკე ისეთი ტონით თავადაც რომ აღარ მჯეროდა საკუთარი სიტყვების. თითქოს მიხვდა დათო.
-შენ გჯერა რასაც ახლა ამბობ? გჯერა რომ ლევანს ამის დაძლევაში დაეხმარები?-სევდიანად შემომხედა.
-მჯერა, უნდა მჯეროდეს, მხოლოდ ეს რწმენა დამრჩა და ეს მაძლევს ძალას წინ ვიარო.-ცრემლ ჩამდგარი თვალებით შევხედე.
-შენი შვილები, ის პატარა, რომელსაც ელოდები და გაბრიელი, რომელიც ბედნიერი შემოგცქერის, ისინი უნდა გაძლევდნენ ძალას ცხოვრების სტიმულს. ლევანს თუ ვერ დაეხმარები ცხოვრების ხალისი არ უნდა დაკარგო ამით.
-არ შემიძლია, ხელის ჩაქნევა არ შემიძლია. თავს ვერ ვაპატიებ, მის წინაშე თავს დამნაშავედ ვიგრძნობ, ის თუ არ გამოჯანმრთელდა საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ.
-ლევანი გიყვარს?
-რატომ მეკითხები?
-ხანდახან მგონია, რომ არ გიყვარს და დედობრივ მზრუნველობას იჩენ მის მიმართ.
-კარგი რა დათო.
-მგონია, რომ თამაშში ხარ, ზურას წამოწყებულ თამაშს აყევი და გინდა მას ატკინო, მას დაუმტკიცო, რომ ლევანს ამქვეყნისკენ შემოაბრუნებ.
-შეიძლება მართალი ხარ. ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს ლევანს თუ ჭაობიდან ვერ ამოვათრევ. მისი გატაცების მთავარი მიზეზი მე ვიყავი და თავს ვიდანაშაულებ.
-შენ არ ყოფილხარ მიზეზი. თავად ჩაება ამ თამაშში, სიხარბემ დაღუპა და არა შენ. შენ გამოიხსენი, ვალდებული არ ხარ მის მიმართ.
-ვალდებული ვარ, ის ჩემი ქმარია და მე ის მიყვარს. ვერ გადავიტან მას, რომ რამე დაემართოს, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ.
-გადაიტან, შვილებზე იფიქრე.-ხმას აუწია დათომ.
-შეიძლება?-კარში ნინია გამოჩნდა და სახეზე ფერებმა გადაუარა როგორც კი დათო დაინახა, რომელსაც ჩემი ხელები თავის ხელებში მოექცია.-უკაცრავად, არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდათ.-საწყლად აიტუზა კართან, თან ხელში ყავის ჭიქა ეჭირა.
-მოდი ნინია,-დაუძახე მე,-რა კარგი გოგო ხარ, ეხლა ყავა ისე მინდოდა.
-გაგიკეთებთ, ახლავე,-წამოვიდა და ყავა მაგიდაზე დადგა, -ეს თქვენი ყავაა-დათოს გაუღიმა.
-დათოს არ უნდა, მე დავლევ მაგ ყავას.-ხელი დავავლე და ყავის ფინჯანი ცხვირთან მივიტანე.-მაგარი ყავის გაკეთება იცი საყვარელო.-ნინიას მიუბრუნდი.-ჩამოჯექი, რას დგახარ? მე შენ დაპირებული რაფაელო მოგიტანე.-ჩანთიდან რაფაელოს ყუთი ამოვიღე და ნინიას გაუწოდე.
-დიდი მადლობა, მე.. მე უნდა გავიდე.-დაიბნა.
-დაჯექი და მითხარი როგორ ხარ? ხშირად ვეღარ მოვდივარ მე აქ და ვერც შენ ვეღარ მოგიკითხე.-არ ვეშვებოდი ნინიას, საპასუხოდ კი ნინიას დაბნეულ სახეს და დათოს გაბრაზებულ სახეს შევცქეროდი.-დათოს ისევ თქვენობით მიმართავ?-კითხვით ავხედე დაბნეულ გოგონას, რომელიც არ იცოდა სად გაპარულიყო.- კარგი რა დათო, მე მეორედ რომ გნახე გამომიცხადე შენობით მომმართეო და გოგო ყოველ დილით ყავას გიმზადებს, თან გყვება და რატომ ამას არ ეუბნები სახელით მოგმართოს?-ახლა დათოს მიუბრუნდი.
-ნინია წადი შენ, ამას ნუ უსმენ, სულ გაგაგიჟებს, არ არის ეს ნორმალური.-გაუღიმა დაბნეულ გოგოს დათომ.-ნინიას რომ მოუტანე რაფაელო მე არ მინდა?-გაბუსხულმა მითხრა დათომ.
-რაფაელოთი სიყვარულს უხსნიან და შენ რაფაელოს არ მოგიტან,-თვალი ჩაუკარი- შენ სნიკერსს მოგიტან ან ბაუნტს.
-არ ხარ მართლა ნორმალური.-იცინოდა დათო.
-აჰჰ.. მე არ ვარ ნორმალური?-გაბრაზებულმა შვხედე.
-ხო შენ არ ხარ ნორმალური, რაც შენ ჩაიდინე და ამბები დაატრიალე ეს ნორმალური გგონია?-ლევანის გამოხსნის ამბავი გამახსენა დათომ.
-შენ ფეხმძიმე გამიცანი, მანამ უნდა გენახე შენ. გიჟად გამომაცხადებდი ბატონო პროკურორო.-ისევ ნინიას უცინოდი.-ნინია ეს იცი რა საყვარელი ბიჭია, სულ არ არის ასეთი ჯმუხი აქ რომ გებღვირებათ.-ისევ ვაგრძლებდი ლაპარაკს.
-ნინია აქ დაჯექი.-სკამი გამოუწია დათომ და ნინია ჩამოსვა. თავად კი თავის სავარძელისკენ წავიდა და იქ მოთავსდა.-მე არ მეუბნება რას ფიქრობს ჩემზე და იქნებ შენ მოგიყვეს. მიდი გააგრძელე, კიდევ როგორ ბიჭი ვარ?-თვალი ჩამიკრა გამხიარულებულმა დათომ.
-კიდევ ძალიან მზრუნველი და ერთგული მეგობარი. ბედნიერი იქნება შენი ცოლი.-მზერა ნინიაზე შევაჩერე, რომელიც საგრძნობლად გაწითლებულიყო. -ახლა უნდა წავიდე და თქვენ ისაუბრეთ.-ჩანთას ხელი დავავლე და ორივეს გადავხედე.-ნინია სარძლოდ მომწონხარ, ძმა რომ მყავდეს გაგირიგებდი, ისე კარგი მეგობრები მყავს.-თვალი ჩაუკარი და გაოგნებული დავტოვე ნინია დათოს კაბინეტში.
-მოიცა, რას ხლართავ ხანუმა.-დამეწია დათოს სიტყვები და უკან ამედევნა.-გაგაცილებ.
-დარჩი მე თვითონ წავალ.
-უნდა დაგელაპარაკო.-ხელი მომკიდა მკლავზე და მანქანამდე მიმიყვანა.-რას ხლართავ? ნინიას მირიგებ?
-დათო გიჟდება შენზე ეგ გოგო და ჩემზე ეჭვიანობს. არ გინდა ცოლად მოიყვანო, თან რა ლამაზია.
-კარგი რა მარიამ. რას ბოდავ?
-არ ვბოდავ, უყვარხარ. ხანდახან გაუღიმე, რა უბედურებაა ასე მკაცრი სახით რომ უყურებ.
-მცირე შანსსაც არ მიტოვებ, ახლა ჩემს დაოჯახებაზე დაიწყე ჩალიჩი. მადლობა შემოთავაზებისთვის მაგრამ თავად ავარჩევ ცხოვრების თანამგზავრს. -ხელები გაშალა და ხმას აუწია-შენ კი ზედმეტი მოგდის და მაინც ბედნიერი მისი ცოლიო, არ გინდა ის ბედნიერი შენ იყო?-ბოლოს მაინც შეარბილა ტონი.
-არა!-დაუყვირე.- მე ჩემი წილი ცხოვრება ჩემს ქმართან მელოდება და შეწყვიტე ეს გაუთავებელი ფლირტი.-თვალები დაუბრიალე და მანქანაში ჩავჯექი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Niniko

Kargi iko kochaag moutmenlad velodebi shemdeg tavs

 


№2 სტუმარი სტუმარი eni

Uketesi gamovidoda gramatikulad rom AR iyos areuli.tan lamisaa swori da ARA ramis.

 


№3 წევრი დარინა

არ მინდა რომ ლევანმა ვერ გაუძლოს, აუ იმედია იბრძოლებს და ყველაფერს დაძლევს, მიუხედავად ყველაფრის მაინც მინდა ეს წყვილი ერთად იყვნენ, თან თავიდან ისე კარგად დაიწყეს ვერ წარმომედგინა მარიამს თუ ზურა მოეწონებოდა და თან ლევანზე უფიქრებდა არ მიყვარსოო, ცოტა ამ მარიამს ვერ გავუგე ვერაფერიი მარტო იმიტომ თუ რჩება ლევანთან შვილები ყავს და ღვთის წინაშე პირობა დადოო, ეგ არ ამართლებს, ყველაზე მეტახ ნაყა შემეცოდა რამდენი გადაუტანია. ისე მაინტერესებს შემდგომი განვითარება ერთი სული მაქვს შემდეგ თავს როდის წავიკითხავ.

 


№4 სტუმარი ლია

ვერ გადმოგცემთ რას განვიცდი ამისტორიას, რომ ვკითხულობდი.
მაგარი გოგო ხარ. ნიჭიერი .
ახალი თავის დადება არ დააგვიანო.❤❤❤

 


№5 სტუმარი მერო

ძალიან კარგი იყო .შემდეგს ველოდები .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent