შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხახვი და ლუდი (ნაწილი 2 სრულად)


5-11-2018, 15:28
ავტორი Alice76
ნანახია 3 440

ხახვი და ლუდი (ნაწილი 2 სრულად)

სიყვარულის დადებითი თვისებები:
1.როდესაც ფისოსავით აკრუტუნებული ხარ,შენს გვერდითაა ადამიანი,რომელიც მოგეფერება,საპასუხოდ მოგიკრუტუნებს და გაკოცებს კიდეც.
2.კოცნას სხვა,ბევრად სასიამოვნო ქმედებებს მოაყოლებს.
3. ყოველთვის თამამად ეწუწუნები ხსენებულ ადამიანს,რომელიც ან გამხნევებს,ან სწორ გზას განახებს.
4.კიდევ ბევრია,მაგრამ აღარ მახსენდება,მოფერება მინდა!
უარყოფითი თვისებები.
1. როდესაც საყვარელი არსება შენთან არაა, სულში გაჩენილ და სხეულში გავრცეებულ უკმაყოფილებას ვერაფერს უხერხებ. მანამდე ყველა შენთვის საინტერესო გასართობი ერთ დიდ ნეხვის გროვად გეჩვენება.

ოთხი დღე იყო,რაც დემე არ მენახა და უკვე გულზე დადებულ მტვერს ვეღარ ვძრავდი. რა იქნება,ერთი ატომური ბომბი დაეცეს ამ კიევს და ეს ბიჭიც ვეღარ წავიდეს. ოღონდ სანამ ბომბი დაეცემა,მანამდე მოსახლეობა სხვაგან გაიხიზნოს... რას ვერჩი. ან მხოლოდ კაცები,ქალები კი,ეს გრძელფეხება ეშმაკები,ერთიანად ამოიხრუკონ,დიახაც!
საბანი გაწამებულმა გადავიძრე და სიცივეში ასკინკილით მივაღწიე ღუნღულა ხალათამდე.
უპრეზომენობას უბრალოდ ვერ ვეგუები!ჭამის ხალისიც კი არ მაქვს,არც სასამართლოში კლიენტთა დაცვა მეპიტნავება,არც მეგობრებთან ერთად გართობა. და საერთოდ,რატომ შევიყვარე ასე ძალიან? ხომ ვიქნებოდი მოსვენებული?
-კი აბა-ჩაიხითხითა გონებაში დემეს ხმამ-დღეში სამჯერ გჭირდება დაწყნარება და როგორ იქნებოდი მოსვენებით?
-ეგეც მართალია-ჩავიბურტყუნე-ეროტიული ფილმი არ ამცდება საღამოს.
სამზარეულოში გავფრატუნდი და ყავისათვის ჩაიდანი ფრთხილად შემოვდგი. უდემეტრეობის კიდევ ერთი საშინელება სწორედ ის იყო,რომ ჩემი ძველი დაბნეულობა მიბრუნდებოდა,თანაც გაასმაგებული.საბედნიეროდ,შაბათი იყო და არსად გასვლა არ მიწევდა.
მობილური მოვიმარჯვე და ინტერნეტი ჩავრთე. წამში ჩამოიშალა შეტყობინებების სია დემეტრესაგან,რომლებიც მამცნობდნენ,რომ ჩემს სატრფოს საუბარი სურდა.
მაშინვე გადავურეკე და გაბადრული მივესალმე.
-როგორ ხარ, ციყვო?
-ხახვი,კარგად,შენ?-მისი სახის დანახვისას კინაღამ ცრემლები გადმომცვივდა. მაისური არ ეცვა და დაკუნთული მხრები მადისაღმძვრელად მოუჩანდა.ძილისგან გაბუშტული ტუჩები უბრალოდ მეძახდნენ...ოღონდაც თითები არ დამანახოს,თორემ თავს ვეღარ შევიკავებ.
-მენატრები-ტრადიციულად გავუმეორე სიტყვა,რომელსაც დღეში ათასჯერ მაინც ვცვლიდით ერთმანეთში.
-მეც-ღიმილით შემომხედა და დაამატა-თმები ასე ვინ აგიჩეჩა?
-შენ მესიზმრე-გამეცინა და ხელით დავიტკეპნე თავი-ბობოქარი ზმანება იყო,ახლაც იქ ვარ.
-და რას ვაკეთებდით?
-ვქსოვდით-თვალები ავატრიალე-რა უნდა გვეკეთებინა,ოთხი დღეა,არ მინახავხარ!
-აქაურ საქონელს ჩამოვიტან,ძალიან სასიამოვნოს და ერთბაშად ავანაზღაურებ-დამპირდა დარწმუნებით.
-იმედი მაქვს,რამე განსაკუთრებულია-ავიმრიზე და დავამატე-როდის ჩამოდიხარ?
-აუ,ძაან მაგარი ამბავი მაქვს,დიმამ არ გითხრა?
-არა,ღამ-ღამობით შენს ძმაკაცს არ ვნახულობ ხოლმე-წარბები ავიწე-რა ხდება?
-კასპერას ცოლი მოჰყავს-ისე მამცნო,თითქოს მეცნიერებს,ბოლოს და ბოლოს , მუდმივი ძრავი აღმოეჩინათ.
-იმ გალეულ ბიჭს?-გონებაში კასპერა,ანუ მიშა გავიხსენე.-გემის კაპიტანი თუ რაღაც რომაა?ანუ მალე ჩამოხვალ?
სახეზე ზუსტად ის გამომეტყველება აიკრა,რომელიც ადამიანს ამცნობს,რომ ცუდი ამბები ელის-ნაძალადევი ღიმილი.
-საქმე ისაა,რომ ქორწილს პატარძლის ქვეყანაში იხდის და საძმაკაცოს იქ გვპატიჟებს-დამნაშავედ გამომხედა.
-აჰა,კერძოდ ?
-აქვე...ნიდერლანდებში.
-ოჰო!-პირი მოვმუწე და კასპერას სალანძღავი სიტყვები მუცელში ჩავიბრუნე-კარგია!
-ძალიან კი მეზარება...-ამოიბურტყუნა აფერისტულად-მაგრამ გაუტყდება,რო არ ჩავიდეთ,ხომ გესმის...სად რომ ჰოლანდიელი მოგირტამს ჭიქას და ევროპულად მოწრუპავს,სად კიდე სპირტზე გაზრდილი ქართველი ძმაკაცი-გაიღრიჭა.
-მაშინ პირველ რიგში ანა უნდა წაიყვანოს-მეც გამეცინა.ანა! ჩემი დაქალის გახსენებაზე უფრო ხმამაღლა გადავიკისკისე. წარმოვიდგინე,რა რეაქცია ექნებოდა,როდესაც გაიგებდა,რომ მისი შეყვარებული ნიდერლანდებში მიდიოდა,მაღალ,ქერა გოგონებში რამდენიმე დღე გაერეოდა და ქორწილის წინა ღამესაც კარგად მოილხენდა.
ახია მაგაზე,ყოველ წამს ხომ მახსენებდა,უკრაინაში ულამაზესი ქალები არიანო!?
-გოგოებსაც დაგპატიჟებდით,მაგრამ სულ ბიჭები ვიქნებით და რავი... აღარ ვუთხარი,ისედაც ძაან ნერვიულობს და...
-კარგი,დემეტრე,მშვენივრად ვხვდები,რომ ძმაკაცებთან ერთად უნდა იყო და ჩემთვის არ გეცლება-ვუპასუხე ვითომ და მხნედ-მესმის,მაგაზე არ იდარდო-ყელში ბურთი გადავაგორე. საწყენი არაფერი იყო,მაგრამ მაინც ძალიან მეწყინა.
-შენთვის სულ მცალია,მაგრამ ეს ხომ ჩემი ქორწილი არაა,რომ ვინც მინდა ის დავპატიჟო.
-ჰმ,შენს ქორწილში მაინც დამპატიჟებ,იმედია-ტუჩები გამოვბზიკე.
კამერასთან ახლოს მოვიდა და ტუჩები გამოსწია.
-არ გამიბრაზდე ,ხახვუნია,საჩუქრებს ჩამოგიტან.
-რამდენს?-შევიფერე.-ხახვის ფორმის სუვენირი და ეგეთები აღარ გამაგონო-თაროზე შემოდებულ ხახვის ფორმის მინის ქანდაკებას გავხედე,რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენი ერთად ყოფნის მეცამეტე კვირას მიძღვნა. მაშინ დიდის ამბით მომილოცა და შეფუთული საჩუქარი გადმომცა.მე კი პირველ რიგში სირცხვილით დავიწვი,რადგან წარმოდგენა არ მქონდა,მეცამეტე კვირა თუ უნდა აღგვენიშნა ,ან საერთოდ უნდა დაგვეთვალა,შემდეგ კი აღვფრთოვანდი „ჩემი ყურადღებიანი ბიჭით“.
როგორც აღმოჩნდა,სადღაც გადასწყდომოდა და ხელიდან არ გაეშვა ჩემი გამასხარავების შესაძლებლობა.
-აღარ,გპირდები-ხელი ასწია-უამრავ საჩუქარს,ამსტერდამში ყველა მაღაზიას დავაცარიელებ შენთვის.
-ამსტერდამი?-საჩუქრები სულ გადამავიწყდა-რაღა მაინც და მაინც ეგ ქალაქი?-ამოვიოხრე. -მანდ იმაზე მეტი სტრიპტიზ ბარია,ვიდრე თბილისში ჩინური მაღაზიები!
-მერე რა-მხრები აიჩეჩა-რა უნდა მიყონ.-ამას უყურეთ,არც კი უარჰყოფს!
წუწუნით მაინც ვერაფერს გავაწყობდი. სულაც არ მინდოდა,ეჭვიანი და ფეთიანი გოგოს სტატუსის აკვრა. ამიტომაც გულდამძიმებული დავემშვიდობე და ფორუმებზე ამსტერდამის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შევუდექი,როდესაც კარზე კარგად ნაცნობი ბრახუნი გაისმა.
ამ ხმაზეც კი იგრძნობოდა,როგორი აფეთქებული იყო ანას გონება.
მგლოვიარე სახით გამოვუღე კარი და გოგონა ტორნადოსავით შემოვარდა ოთახში.
-გითხრა ვაჟბატონმა უკვე?-ჩანთა ჯანდაბაში მოისროლა,სავარძელზე ახტა და გულზე ხელები დაიკრიფა. თითქოს მართლა ქარი ამოვარდა ბინაში.
-საგულაოდ რომ მიდიან?-მის შემხედვარეს გამეცინა.
-სა*ოზაოდ უფრო შესაფერისი სიტყვაა-ტუჩი აიბზუა-ვერ გავიგე,რა უნამუსობაა? რამდენი ხანია,იმას ველაპარაკები,საზღვარგარეთ კარგი იქნებოდა დასვენება-მეთქი. ვერ ვიტან ამ ნოემბრის თბილისს-მეთქი. მოტვინე დიმა,რომ სადმე წამიყვანო-მეთქი-ხმას აუწია-მაგრამ როცა უნდათ,ჩლუნგი და გამოჩლუნგებულის დუეტს უსწრებენ უტვინობით! და ეგ შენი-თვალები ზიზღით დაატრიალა-ის არ ჰყოფნის,რომ უკრაინაში დაბრძანდება და ერთხელ არ წამოსცდება,წამოდი,განახო ქვეყანაო,ამსტერდამის ხსენებაზე ჩემოდნებს ალაგებს და ბედნიერად იქნევს ხელს!ჰმ!-ჩაიფრუტუნა ბოლოს და ფეხები გაფშიკა.
მართალია,მეც ასე ვფიქრობდი,მაგრამ დემეს გამართლება მომინდა. ასე ხმამაღლა გაჟღერებული გაცილებით უსიამოვნო იყო,ვიდრე გულში გავლებული ფიქრები.
-კარგი რა,ან-გვერდით მივუჯექი-უკრაინაში საქმეებზე დადის,ხომ იცი,ახლა კიდევ რანაირად წავეყვანეთ...-სიტყვებს ვეძებდი-მაგათი ნება ხომ არაა,ქორწილია ბოლოს და ბოლოს,თავიანთი სურვილით ვერ წაგვიყვანდნენ.
-შენ მართლა დღითიდღე დებილდები,რა-ახლა მე დამაცხრა-სულ არ მაინტერესებს იმ კასპერას და კასპერინას ქორწილი. ისე წავეყვანეთ,ლოგინში მეფე-დედოფალს ხომ არ უწვებიან? ქორწილი ერთი საღამო გრძელდება,დანარჩენ დროს ერთად მშვენივრად გავატარებდით. მართლა დაიჯერე ,რომ მასპინძლების „ერიდებათ“ და მაგიტომ ვერ გვითხრეს,წამოდითო?
-არა-ფარ-ხმალი დავყარე-მართალი ხარ,მაგრამ რას ვიზამთ? ხომ არ ვაიძულებთ,რომ წაგვიყვანონ?
-მეტი საქმე არ მაქვს,ვეხვეწო-გაბუსხულმა გახედა სივრცეს-მაგრამ ვერ მოვისვენებ. აი ასე,უმოქმედოდ მჯდომი ვერ დაველოდები მის დაბრუნებას,როცა ვიცი,ამსტერდამელ მეძავებთან ერთად როგორ ერთობა ჩე-მი კაცი!
-მხოლოდ ბიჭები იქნებიან-ამოვიბუტბუტე-ბევრი ბიჭი ერთად არაა საშიში. დასხდებიან,დალევენ და ქორწილიც ჩაივლის.
-მარტოები? ალიოშ,შენ რა,მართლა გგონია,რომ მდედრობით სქესს გვერდით არ გაიჭაჭანებენ? მხოლოდ ბიჭები-გამომაჯავრა-კი აბა,ერთი დავით თარხანის მოურავობას დავიჯერებ და მეორე მაგას-თითი ნიკაპზე მიიდო და ჩაფიქრდა-ამას ასე ვერ დავტოვებთ!
-კარგი რა ,ანა. რა მოხდა მერე,ჩვენს ბიჭებს ვუყვარვართ.დემეს ყველაფერს ვაძლევ იმისთვის,რომ დარწმული ვიყო,სხვა არ დააინტერესებს.
-ვის რას აძლევ ჩემზე კარგად არავინ იცის-წარბები ასწია-და არც მე ვუჟმოტავ დიმას,მაგრამ საქმე მაგაში არაა. კაცები თუ არ აკონტროლე,შეიძლება პირველ ჯერზე არაფერი დააშავონ,მაგრამ როგორც კი მიხვდებიან,რომ მოეშვი,ჯიბრით ჩაგცემენ ბარგალკას ზურგში.
-ბარგალკა?-გავიცინე-ეგ რაღატომ?
-მგონი,უფრო მტივნეულია-დარწმუნებით დაიქნია თავი.
-მაშ,ვურეკოთ ყოველ წამს,ან სანამ დიმა წავა,კლიტე დაადე-გადავიხარხარე.-მეც იგივეს ვიზამ,როდესაც დემე ჩამოვა.
-მაგას არ გირჩევ,შენი ამბავი რომ ვიცი,დაკარგავ გასაღებს და დარჩები ისე-ძლივს ანამაც გაიცინა.
-კარგი,მაშინ სხვა რაღა დაგვრჩენია?
წამოდგა,ბინაში გაიარ-გამოიარა და ჩაფიქრებული,როდესაც რამის თქმას დავაპირებდი,თითით მაჩუმებდა.ბოლოს ხმა ამოიღო.
-ჩვენც უნდა წავიდეთ ამსტერდამში!
-ახლავე ჩავალაგო ბარგი?-ირონიულად შევხედე-ვერ გაიგე,არ უნდათ ჩვენთან ერთად!
-არც იქნებიან-მხრები აიჩეჩა-არ ვეტყვით,რომ მივდივართ. თვითონ თუ სურთ ძმაკაცებს დროსტარება,ჩვენ რაღა დავაშავეთ. მარტოები წავალთ,როგორც ორი მარტოსული დაქალი-სახე გაუნათდა-მშვენივრად გავერთობით და იმაზეც აღარ ვიდარდებთ,როგორ უნამუსოდ მოგვექცნენ.
-ა-არ ვიცი-ეს აზრი დიდად არ მომეწონა-ერთია,რომ არ დაგვპატიჟეს,მეორე-ჩვენ რომ მოვატყუებთ. ეგ უფრო დიდი დანაშაულია და აქეთ გაბრაზდებიან.
-ტყუილი გამართლებულია,თუ სიურპრიზს აწყობ-ეშმაკურად აათამაშა წარბები-ჯერ კარგად გავერთობით,დავაკვირდებით,მერე თუ მოგვინდა,ვეტყვით რომ იქ ვართ და ჰოპ!გიხაროდეთო.
-უამრავი საეჭვო საკითხია მაგ იდეაში-ამსტერდამში რომ წავიდეთ,ფული გვინდა,ბევრი ფული,უნივერსიტეტის გაცდენაც მომიწევს და სამსახურისაც. დემე როდესაც დამეკონტაქტება,ვერ ვუპასუხებ-ახალ ახალ მიზეზებს ვეძებდი-ჩვენებს რა ვუთხრათ,შეყვარებულები წავიდნენ ნიდერლანდებში და ჩვენც უკან უნდა ავეტუნტულოთო?
წინ დამიდგა,სახეში შემომაჩერდა და მკაცრად მომაყარა საპასუხო არგუმენტები.
-პირველი და უმთავრესი,ბიჭებმა უნდა გაიგონ,რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. რომ იმას არ დავუშვებთ,თავად უბოდიშოდ იკუნტრუშონ სადაც გაუხარდებათ და ჩვენ უბრალოდ დაგვიკიდონ. მეორე- უნივერსიტეტს ისედაც აცდენ,მესამე-შენი უფროსი სიხარულით გამოგიშვებს რამდენიმე დღით,არაა ცუდი კაცი და ცოტა ხანს დაასვენე.მეო... ამერია სათვალავი...ჩვენებს უბრალოდ ვეტყვით,რომ დიდი ხანია ვგეგმავთ ევროპის მონახულებას და ფულსაც ვაგროვებდით. ფინანსებს რაც შეეხება,არ ვიცი რამდენი დაგვჭირდება-მობილური მოიმარჯვა-ბილეთის ფული,სასტუმრო,კვება,სუვენირები და ტანსაცმელი არ გვინდა,ახლა ეს არაა მთავარი... ალბათ,ხუთასი ევრო თითოეულს, გვეყოფა.
-მაქედან უნდა დაგეწყო-მოვუღუშე-მაგის მესამედი ხელფასი მაქვს.
-მმმ ვივუსი?-გამიღიმა.
-შანსი არაა,ვალს ამის გამო არ ავიღებ!
-ქორწილი ერთ კვირაშია,შაბათს. ხუთშაბათს მიფრინავენ. ესე იგი,ოთხი დღე გვაქვს ხუთასი ევროს მოსაგროვებლად.
ანა ისეთი მონდომებული იყო,უნებურად მეც ავყევი და ნელ-ნელამომინდა წასვლა. ბოლოს და ბოლოს,არასდროს ვყოფილვარ საზღვარგარეთ და ვინ იცის,როდის მომეცემოდა სხვა შანსი. როგორც ანამ დიდსულოვნად შემახსენა,ჩემი შეყვარებული ჯერ-ჯერობით არც კი ფიქრობდა ერთობლივ დასვენებაზე. ამის გაფიქრებაზე კიდევ უფრო მომივიდა გული და გადავწყვიტე,ანას გეგმისთვის მხარი დამეჭირა.
მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობდით ფინანსურ საკითხზე. საღამოსთვის ორივემ დაახლოებით სამასი ევროს მოგროვება შევძელით.
მარტო მყოფი ჩაის ვწრუპავდი,როდესაც ქალმა-ქარბორბალამ კვლავ დამირეკა.
-სანამ შურა ისვენებს,ანა მუშაობს-მომაყარა-ორივეს ერთად ათასი ევროც გვაქვს და მეტიც!
-რანაირად?-ყურებს არ დავუჯერე.
-ლეპტოპი გავყიდე,აი ის,მამამ რომ მიყიდა - წაილაპარაკა,თითქოს ორი კონა ოხრახუში გაეყიდოს.
-გაგიჟდი,გოგო?-წამოვიყვირე.
-ნუ ღელავ,მამაჩემი,მას შემდე,რაც მეორე ცოლი მოუნდა,დიდი ხანია,ცდილობს,შემირიგოს. ასე პირდაპირ ფულს არავითარ შემთხვევაში არ ვთხოვდი,მაგრამ რომ დაინახავს,აღარ მაქვს,მიყიდის. შენ მაგაზე არ იდარდო. მთავარია,ამსტერდამში მივდივართ-დაიკივლა და ყური გამიხვრიტა.
-შეშლილი ხარ,შენ რა უნდა გელაპარაკო-გადავიხარხარე და წივილში ავყევი.
-აბა შენ იცი,თავს გაუფრთხილდი,ბინიდან ცხვირი არ გამოყო-დამმოძღვრა ანამ-ფეხი ან ხელი არ მოიმტვრიო,არც თავი დაიწვა და სკალპი აიხადო. ხუთშაბათამდე როგორმე გაუძელი,რომ წავიდეთ და იქ კისერიც კიტეხია!
-დიდი მადლობა,როგორც ყოველთვის,დამთარსე-მაშინვე გამოვედი ეიფორიიდან და ჩვეული დაძაბულობა დამიბრუნდა-სულ ასე აკეთებ,მაშინებ და მერე თავისით მემართება ყველაფერი-გავიბუსხე.
-კარგი,მაშინ ასე ვქნათ,ხმას აღარ ამოვიღებ და ეს დღეები შენთან დავრჩები.პირადად გაგიწევ მეთვალყურეობას.
-ან!-ჩავიღიმე.
-ჰო?
-ამსტერდამში წასვლა ძალიან კარგი ამბავია,ხომ?
-ყველაზე კარგი-მიმიხვდა მაშინვე-ლუდი ჩემზე იყოს,ფულიანი დაქალი გყავს. ხვალ გამოგივლი. ან რაღა ხვალ,ახლავე წამოვალ. -ჩაარაკრაკა და გამითიშა.
ბედნიერი მივწექი დივანზე და ღმერთს მადლობა გადავუხადე ასეთი გადარეული დაქალის გამოგზავნისთვის.
ოთხშაბათ საღამოს მცირე ბარგის ჩალაგება უკვე დასრულებული მქონდა,როდესაც ანა ორი დიდი ჩემოდნით დამადგა სახლში.
-რა იყო,შენ თხოვდები თუ კასპერინა?-თვალები გამიფართოვდა და სიცილით გამოვართვი,რომ სადმე მომეთავსებინა.
-ვფიქრობდი,რა წამომეღო-ამოიწუწუნა-იქნებ სადმე საღამოზე მოგვიწიოს წასვლა,კაბა და ფეხსაცმელები ხომ მინდა. საუკეთესო ვერ ავარჩიე და რამდენიმე ჩავდე-სამზარეულოში გავარდა და ჩვეულებისამებრ მაცივარი გამოაღო,რათა კვლავ დარწმუნებულიყო,რომ იქ არაფერს ვინახავდი-სპორტული ტანსაცმელიც მინდა,იქნებ სადმე ბუნებაში გავისეირნოთ-გამომძახა იქიდან და გაწბილებული შემობრუნდა-ჩვეულებრივი გამოსასვლელი ტანსაცმელიც ხომ მინდა,თავის მოვლის საშუალებები...
-და ერთი-ორი ტონა აგური?-ჩემოდანი მძიმედ მივაცურე კუთხეში.
-რომ იცოდე,ეგეც დაგვჭირდება,თუ რამე მიჰქარეს,თავებს გავუჩეჩქვავთ-ცხვირი ასწია-მაგრამ მაგას ამსტერდამშიც ვიშოვი,რო რამე.
-საწყალი დიმა-გულწრფელად შემეცოდა ბიჭი.-მაღაზიაში ჩავალ,წასვლის წინ კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ-კვირა დილის ნაბახუსევი უნამუსოდ დაევიწყებინა ჩემს სხეულს.
ლუდთან ერთად განვიხილავდით ანას შედგენილ ახალ გეგმებს.
-ხვალ დიმას გავაცილებთ აეროპორტში და შემდეგი რეისით ჩვენ გავფრინდებით. მე მას,შენ კი დემეტრეს გავაფრთხილებთ,რომ რაჭაში მივდივართ დასასვენებლად. ერთად რომ შეიყრებიან,დიდად არც შეგვაწუხებენ მოკითხვებით,მაგრამ მაინც დავიზღვიოთ თავი.
დიმამ მითხრა,რომ სასტუმრო „ამსტელიტში“ დაბინავდებიან,თუმცა ეგ ნამეტანი ძვირია და ჩვენ ვერ გავწვდებით. ძვირიც აღარ ეთქმის,პირდაპირ ღრუტუნული ფასებია. თანაც,დასაწყისისთვის ჯობია,მოვერიდოთ,რომ არ შეგვამჩნიონ. ერთი ოჯახური სასტუმრო ვიპოვე,არც ისე შორსაა ცენტრიდან და ღამეში ორმოცდაათი ევროც ნორმალურია. ჯაშუშობანას არ ვაპირებთ,ქორწილის წინა ღამემდე ქალაქს კარგად დავათვალიერებთ,გავერთობით და შემდეგ მივაკითხავთ ბიჭებს.
-საშინლად მაწუხებს ის ფაქტი,რომ დემე უნდა მოვატყუო-უკვე მერამდენედ დავიწუწუნე-ვუთხრათ რა,მგონია,რომ საერთოდ ვერ გავერთობი ამაზე ფიქრის გამო.
-ვეტყვით,თავის დროზე.არ მინდა,რომ გადაგვაფიქრებინონ. ხო იცი,შეიძლება მუდო სახეები მიიღონ,არ გაუხარდეთ და ყველაფერი ჩაგვაშხამონ.არც მე მეხატება გულზე დიმას მოტყუება,მაგრამ მგონი უკვე ყველა ვარიანტი განვიხილეთ და შევთანხმდით,რომ ასე ჯობია.
თავი დამჯერი მოსწავლესავით დავუქნიე და ლუდი შეწუხებული სახით მოვსვი-უკვე ვეღარ ვითმენ.
-შენ კიდევ წამოსვლა არ გინდოდა-გაიჯგიმა და გამარჯვებულმა შემომხედა-უნდა შეიმეცნო,რომ საჭიროა ყოველთვის დაუჯერო ანა დეიდას.
-უკვე შევიმეცნე,ანა მართალო-ენა გამოვუყავი და მომავალ მოგზაურობაზე ტლიკინი გავაგრძელე.
დემეტრემ გვიან დამირეკა,როდესაც უკვე ვიძინებდით. მისი სახის დანახვისას მაშინვე მომინდა,ყველაფერი დამეფქვა,მაგრამ წინ ანა მეჯდა და თვალებს მიბრიალებდა.
გაწამწბული,ვითომ მხიარული სახით ვამცნე,რომ მე და ანა რაჭაში ვგეგმავდით წასვლას ორი დღით,შესაბამისად დაკავშირებას ხშირად ვერ მოვახერხებდი.
-მართლა?რა მაგარია-გაუხარდა და ღიმილით შემომხედა-გაერთობი.
-აჰამ,უმაგრესი დღეები გველის-ჩაეკვეხა ანა ეკრანში და დემეს ნიშნის მოგებით შეხედა-ასე ადვილად ეგუები იმას,რომ შენი გოგო უცხო მხარეში მხოლოდ ჩემს ანაბარად მიდის?
-მთავარია,რომ არ მოიწყენთ და ჩვენს ჩამოსვლამდე დარდით არ მოკვდებით-გაიცინა დემემ-განსაკუთრებით შენ,ანა-სატანა-წარბი ასწია-მეგონა,დიმას საწამლავს ჩაუყრიდი და ამსტერდამში არ გამოუშვებდი.-გადაიხარხარა.
რა უნამუსობაა? არ მპატიჟებ და ხმა მაინც გაკმინდე!?
-ბევრი არ იცინო,გულზე დაგადგება-ორაზროვნად ჩაუკრა თვალი ანამ და კამერას მოშორდა.მხოლოდ ჩემს დასანახად დადგა და თითი ყელზე ისე გამოისვა,მივხვდი,პრეზომენს კარგი დღე არ ელოდა.
დემეს მალევე დავემშვიდობე,რადგან უკვე ღამის პირველი საათი იყო და საშინლად გვეძინებოდა. საბანში შევძვერით და ანამ ტრადიციულად გაყინული ფეხები შემალაგა.
ცოტა ხანს გატრუნულები ვიწექით,ბოლოს დაილაპარაკა.
-ვერ იძინებ,ხო?
-რა დამაძინებს?-ამოვიოხრე-დიდ სისულელეს ვაპირებთ.
-შესაძლოა,ბიჭებმა შიზოფრენიკ შეყვარებულებად ჩაგვთვალონ,მაგრამ იცი,რა? მაინც ღირს. ასე ბევრ რამეს გავიგებთ.
-ნამდვილად ვუყვარვათ თუ არა?
-ეგ ისედახ ვიცით-ჩაიფრუტუნა-რამდენად ვეწყობით ერთმანეთს. თანაც,იმათ რომ თავი დავანებოთ,ერთად მივდივართ ევროპაში! მხოლოდ მე და შენ!-გადმობრუნდა და მომიღიტინა-მგონი,კარგიცაა,მარტო რომ დაგვტოვეს.
-ხო,დიდი ხანია,ასე არ ვყოფილვართ. ხანდახან მრხვენია ხოლმე ამის გაფიქრების,მაგრამ მენატრება ის დრო. როცა არც დემე იყო და არც დიმა.ბედნიერი ვარ,სასტიკად ბედნიერი,დემეს გარეშე უკვე ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია,მაგრამ ბოლო დროს თითქოს ისეთი გიჟები ვეღარ ვართ...-სიტყვები გამომელია და გავჩუმდი.
-ვიცი,ხო.-მიპასუხა ბრძნული ხმით-მეც ახლაღა გამახსენდა,რა მაგარია მხოლოდ ჩვენ ორნი როცა ვართ. შენ სულ დემესთან ხარ,მე-დიმასთან.
-მადლობა უნდა ვუთხრათ კასპერას,ასეთი შანსი რომ მოგვცა-გავიცინე და მოვეხვიე-გახსოვს,შენს ცოლად მოყვანას რომ ვგეგმავდი?
-უკვე კაბას ვარჩევდი,როცა უსულგულოდ გამცვალე კუნთებიან ბიჭში-ტრაგიკულად ამოისრუტუნა.
მთელი ღამე ვერ დავიძინეთ,ყველაფერი განვიხილეთ,მათ შორის ისიც,რა მოხდებოდა,თუ ავიაკატასტროფაში მოვხვდებოდით და ორივე ერთად აღმოვჩნდებოდით ჯოჯოხეთში.
ბედნიერი ვიყავი,ანას ტლიკინს ყოველ დღე ვისმენდი,თუმცა ასე არა. ახლა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით მთელს სამყაროში. დემეტრეს მონატრებამაც მეორე პლანზე გადაიწია და გამახსენდა,რომ მეგობრობა,თანაც ასეთი იშვიათი,ისეთივე ძვირფასი იყო ჩემთვის,როგორც თავად სიცოცხლე.
შეყვარებულთან ურთიერთობა ყველაფერს მავიწყებდა,თითქოს პრეზომენს ჩემს ვენებში ნარკოტიკი შეჰყავდა,თუმცა ჩვენი ურთიერთობის ამ ეტაპზე დარწმუნებული არაფერში ვიყავი,ხშირად იმის შიშიც მაწუხებდა,რომ ერთ დღესაც დემეტრე აღარ მოისურვებდა ჩემთან ერთად ყოფნას. მაგრამ არა ანა. ვიცოდი,აპოკალოფსიც რომ დამდგარიყო,ეს შეშლილი და არ დამტოვებდა და ზომბად ან აქლემად გადაქცეულიც კი იზრუნებდა ჩემზე.
მზე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო,როდესაც ძილმა წაგვიღო.
ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამომაფხიზლა. დაბორიალებული წამოვხტი და მობილურს დავტაცე ხელი.
-ალიო-მივიდე ყურთან და მხოლოდ შემდეფ გავიაზრე,რომ ის არ რეკავდა.
-ქალო-საწოლზე დავებერტყე და ანასკენ გადავიქნიე ხელი. სახეზე მომიხვდა-შენი რეკავს,გაიღვიძე!
ფეთიანივით წამოხტა და მობილური დაძებნა. ბალიშის ქვეშ აღმოჩნდა .
-გისმენთ. ა-არა,რა მეძინა,პარასკევობით ასეთი ხმა მაქვს... ხო,ხუთშაბათობითაც-თვალები მოიფშვნიტა და გემრიელად დაამთქნარა-რა? ორი საათია ? კი,ვიცოდი,ვემზადებოდით და დრო სწრაფად გავიდა.არ გინდა გამოვლა,მანქანით ხომ არ იქნები... ხოდა აეროპორტში დაგხვდებით. კარგი,მეც-გაინაზა და როგორც კი გათიშა,აღრიალდა-ორმოცი წუთი გვაქვს,ავეყარეთ და გავემზადოთ,ჩქარა !
გადარეულები დავრბოდით ბინაში,ანამ ტუშის თვალის მაგივრად ტუჩზე წაისვა,ხოლო მე ტონალურის თმის ზეთად წასმას ვაპირებდი,როდესაც მეგობარმა დიდსულოვნად გადამარჩინა.
ზურგჩანთა მოვიკიდე,ანას ერთ ჩემოდანს წყევლა-კრულვით დავწვდი და თავპირისმტვრევით გამოვვარდით სახლიდან.
რაც არ უნდა საოცარი იყოს,აეროპორტში დიმაზე ადრე მივედით და ჩემოდნების გადამალვაც მოვახერხეთ.
ანას შესაშური მსახიობური ნიჭით აღფრთოვანებული ვუყურებდი მათი დამშვიდობების სცენას. ბიჭმა არაერთხელ მოუბოდიშა,რომ ტოვებდა და დაჰპირდა,რომ შემდეგში აუცილებლად წაიყვანდა თან.
-კი,აბა-ამოიფრუნტუნა ჩემმა დაქალმა,როდესაც დიმა თვალს მიეფარა-მერე იგივე ტექსტს გაიმეორებს და ასე დაუსრულებლად. არავის წაყვანა არ მჭირება,აგერ მაქვს ფეხებიც და რკინის ფრთებიც.
მთელი ექვსი საათი ველოდეთ რეისს. ჯდომისგან არა მარტო დუნდულები,თავიც კი გაბუჟებული მქონდა,როდესაც ,ბოლოს და ბოლოს,თვითმფრინავში ავედით.
წამში გამოვფხიზლდი,მე ხომ ჯერ არ მქონდა ფრენის სიამოვნება განცდილი.
კარუსელზე მჯდომი ბავშვივით გაბადრული სახით ვაკვირდებოდი დაბლა გადაშლილ ულამაზეს ხედს და სუნთქვის აღდგენას ვცდილობდი. სამწუხაროდ,ანა ჩემს გვერდით არ იყო,რადგანაც ბილეთების შეძენისას,დაგვიანების გამო დიდი არჩევანი აღარ გვქონია.
ემოციების შეკავებას ვცდილობდი,მთელი მგზავრობის განმავლობაში მდუმარე აღფრთოვანების ზმუილი ამომდიოდა.
სტამბულის შემდეგ კი პირდაპირ ამსტერდამში დავფარფატდით .
დაღლილობას ვერ ვგრძნობდი,აჟიტირებული ვაკვირდებოდი ყველაფერს-ტაქსებს,ავტობუსებს,სრულიად ჩვეულებრივ ქუჩას და ისეთივე წყლის წვეთებს ციდან,როგორიც თბილისში მოდის ხოლმე.
-რაღა ახლა მოუნდა ამ წვიმას-დაიჭყივლა ანამ და გულმოდგინედ დაკულულავებული თმები კაპიუშონში შემალა-თუმცა რას მოველოდი,გვერდით უიღბლო მიდგას-ისე გადმომხედა,თითქოს წვიმის,თოვლისა და კეტრინის გამომწვევი ვიყავი.
-ნუ მთარსავ-მეთქი-წავიბურტყუნე და ბროშურა გადავშალე-ავტობუსით წავიდეთ ,4 ევრო ღირს.ტაქსი კი 40.
ანას სიძუნწემ სძლია და ჩემოდნების თრევით მივაღწიეთ გაჩერებას. უკვე სრულად დაღამებულიყო,თუმცა მაინც მოვაცერხეთ ავტობუსუს პოვნა და გასავათებულები მივადექით პატარა სასტუმროს.
უძილოებს და მთელი დღის ნაპროწიალებს,მალევე ჩაგვეძინა და დილამდე ფეხიც კი არ გაგვიტოკებია.
-პირდაპირ ჩაგ***ვა გეგმებში-ფანჯარას გახედა ანამ და ყავა მოსვა.
დილიდანვე წვიმდა და ამასთან ერთად საშინლად ციოდა. აბა რას ველოდით,ნოემბერში რომ წამოვბაკუნდით?
-სამაგიეროდ,ამსტერდამის ჰაერს სუნთქავ-ამოვიბურტყუნე და შოკოლადი უგემურად ჩაბბიჩე. პარალელურად დემეს ვწერდი,რომელიც აღფრთოვანებული მიყებოდა,თუ რა ლამაზია წვიმიანი ნიდერლანდები.-ამათ რა ენაღვლებათ,პლურწიკანა სასტუმროში ნებივრობენ და მძღოლი ემსახურებათ. თურმე საცოლის ოჯახს გადაუხდია ბილეთის ფული და მძღოლისაც.
-აზზე ხარ? და ვითომ ერიდებოდათ დაპატიჟება-კვლავ აიფოფრა ანა.
-გეხვეწები,რა. ეგ აღარ მიხსენო.-თვალები ავატრიალე-მომბეზრდა ეს გულდაწყვეტილი გოგონების საუბრები.
-აბა,რა ვქნათ?ცა თავზე გვექცევა,ქუჩებშიც ვერ გავისეირნებთ?
-უამრავი მუზეუმია აქ-გამოვცოცხდლი-ვან გოგიდან დავიწყოთ. შენობებში თბილა და არ წვიმს,თანაც უამრავ შედევრს ვნახავთ! ფასდაკლების პაკეტი შევიძინოთ და ჩვიდმეტ ევროდ ყველა მუზეუმს...
-არ მესმის,ლა-ლა-ლა-ყურებზე ხელი აიფარა და ავად გამომხედა-მუზეუმებში ჩანჩალისთვის და მთქნარებისთვის ჩამოვფრინდი ამხელა გზაზე?
-აბა რისთვის?
-არ ვიცი,გართობისთვის. ვაფასებ ხელოვნებას და რამე,მაგრამ ვან გოგი მკვდარია და არსად გაიქცევა,სამოც წელს რომ მივაღწევთ,პროთეზები გვექნება კბილების ნაცვლად და მარილიან მიწისთხილსაც ვეღარ შევჭამთ,მერე ავიღოთ ექვსი თვის პენსია და დავუაროთ მუზეუმებს. ახლა ნაღდად არ მინდა ამ ძვირფასი სამი დღის პეროგაყრილი აღფრთოვანებით გაფლანგვა .
-რა უზრდელობაა ხელოვნების მიმართ!-ავიმრიზე.
-დიდი პატივისცემით,მაგრამ მაგ დიდებულ ნახატებს მერეც ვნახავთ. ახლა სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ .
ცოტა ხანს გაბუსხული ვიჯექი. შუა დღე მოგვადგა,თუმცა მზე კვლავინდებურად ღრუბლებში იმალებოდა.
-მაშინ ქოლგა ვითრიოთ და ქუჩები დავიაროთ-მხრები ავიჩეჩე.
ანამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და დამყაბულდა .
უზარმაზარი,გამჭირვალე საგნის ქვეშ შევყუჟულიყავით და მობუზულები ვაკვირდებოდით ხიდებს,ძველებურ სახლებს,ტრიუმფალურად აღმართულ შენობებს.
უზარმაზარ სავაჭრო ცენტს მივადექით და გადავწყვიტეთ,გარეთ გაყინვას ისევ "ნიდერლანდური ტავარი" დაგვეთვალიერებინა.
ერთ-ერთ მაღაზიაში ანამ ოქროსფერი,მინიატურული კაბა ამოიჩარა და გასახდელში გაუჩინარდა.
ჭრელ წინდებს ვათვალიერებდი,როდესაც ნაცნობი ხმა შემომესმა და გავშეშდი.
შემოსასვლელში დიმა მოაბოტებდა და გვერდით ასვეტილ ქერა,ლამაზ გოგონას მხიარულად ესაუბრებოდა ინგლისურად.
ქურთუკების მწკრივს ამოვეფარე და ღმერთს შევევედრე,ანა ჯერ არ გამოსულიყო. თვალები დავაწვრილე და სმენა დავძაბე.
-ქალები პრეტენზიულები ხართ.-ამბობდა დიმა- მით უმეტეს, ჩემი საცოლე საქართველოში დავტოვე,რაზეც ძალიან ბრაზობს.
-რატომ არ წამოიყვანე?-მომესმა დაშაქრული ხმა.
-იცი...როგორ გითხრა,მინდოდა მასთან ერთად წამოსვლა,მაგრამ მაშინ მიშას საკმარის დროს ვერ დავუთმობდი...
შე ფლიდო!ამ ქერა ანჯელინა ჯოლის ხომ უთმობ დროს?
გულში ისეთი ბრაზი მომაწვა,თითქოს იქ დიმას მაგივრად ჩემი ბიჭი მდგარიყო.
-ძალიან მინდა,რომ გვერდით მყავდეს,მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. -აგრძელებდა ბიჭი-სამაგიეროდ,ბევრ საჩუქარს ჩავუტან.
დემეც ზუსტად ასე ფიქრობს-გავივლე გონებაში და გული ჩამწყდა-ახლა ჩვენი დრო არაა.ჯერ თავისუფლებით უნდა დატკბნენ!-გავიჭყიტე და როდესაც დავრწმუნდი,რომ ჩემი მიმართულებით არ იყურებოდნენ,გასახდელისკენ გავვარდი.
-დიმა აქაა-გავწიე პირველივე ფარდა და ქალის კივილზე შეშინებულმა ისევ გავაფარე-ანა! -ხმადაბლა მივადექი მეორე კაბინას.
-რაიყო?-თავი გამოყო და შემიპატიჟა.
კაბა მართლაც უხდებოდა,თუმცა უკანალს ძლივს უფარავდა.
-დიმაა აქ,შენთვის საჩუქარს არჩევს.
-რა?-ამოიკნავლა და დაფეთებით შემომხედა-დაგინახა? იცის,რომ აქ ვართ?
თავი გავაქნიე და საჩვენებელი თითი ტუჩთან მივიტანე.
-ცოტა ჩუმად,არ გაიგონოს...
-რა უნდა აქ,ქალების გასახდელია... ჩემი პაწუკელა საჩუქარს მირჩევს?-დაიწიკვინა და ფარდაში ფრთხილად გაიჭყიტა.
თავი მაღლა ავატრიალე. ახლა ანა უნდა დამემალა დიმასგან და რაც უფრო მნიშვნელოვანია,დიმა ანასგან. თუ ჩემი დაქალი იმ ვაჟბატონი თანმხლებს დაინახავდა,ამსტერდამს ატომური ბომბი არ ასცდებოდა.
-ახლავე მივწერ,რომ ოქროსფერ კაბაზე ვოცნებობ,იქნებ მიხვდეს...
-რომც მიხვდეს,მაგას საკუთარი ხელით არ გიყიდის-წარბაწეულმა შევათვალიერე.
-აბა ორას ევროს მე ვერ გავიმეტებ-ტელეფონზე თითები ააბაკუნა და შეტყობინება გაგზავნა.
პასუხი მალევე მოვიდა.
-"გიყიდი,ჩემო ქუინო" -ამოიკითხა თვალებაბრწყინებულმა-ეს ვინ მყავს,ჩემი ფისუნია...
კნავილი დიმას ხმამ გააწყვეტინა,რომელიც მხიარულად მიმართავდა ვიღაცას.
-ძალიან მეხმარები,ჯეინ.
-ჯეინო?-დაიჩურჩულა ანამ და თვალები დამიბრიალა-ვინმესთან ერთად იყო?
-არ ვიცი,არ მეცალა მაგის გასარკვევად-თავი გავისულელე.ნამდვილად არ მინდოდა,ანას რისხვა მე დამტყდომოდა.
-ვიღაც ჯეინთან ერთად დაძვრება და უსინდისოდ მწერს ...-გასასვლელისკენ გაიწია,თუმცა შევაკავე და განწირულმა ვიჩურჩულე.
-მოიცადე,დამშვიდდი. იქნებ რამე დაავალეს ერთად,ხო იცი,დიმა მეჯვარეა. ეს გოგოც მეჯვარე იქნება ან არ ვიცი... ხომ გაიგე,როგორ მიმართა,აშკარად არ იცნობს კარგად...
-მაგრამ გაიცნობს-კედელს მიეყრდნო და ტუჩები გამობზიკა.
-გოგოს გაცნობას ვერ დაუშლი და ვერც მოედავები,თან აზზე არ ხარ,რისთვის არიან აქ ერთად და წინასწარ ნუ შეყრი ქვეყანას. წარმოიდგინე,ახლა რომ გაუვარდე და დაენახო. ყველა გეგმა წყალში გვეყრება.
-მართალია,ხო.-თავი დაიქნია-ჯერ უნდა დავაკვირდეთ.
-ვაუ,ძალიან გიხდება-მოგვესმა ისევ ბრუტისის ხმა და გავისუსეთ-თუმცა შენ რა არ მოგიხდება,მოდელის ტანი გაქვს...
ერთმანეთს გადავხედეთ და ახლა საკუთარი თავი შევაკავე,რომ დიმა კოცონზე არ შემებრაწა.
-მოგწონს შენი შეყვარებულისთვის?-მოგვესმა გოგონას ხმაც .
-შენ კი გიხდება,მაგრამ ის ცოტა უფრო სრული გოგოა,ზედმეტად მოკლეა მისთვის.
-სრული?-სარკეს მიუბრუნდა ანა და დაიჩურჩულა-მსუქანი მიწოდა?
-იქნებ ის გოგოა ძალიან გამხდარი-ადვოკატის პროფესია მოვიშველიე.
-შენ გიხდება,მაგრამ იმას არ მოუხდებაო. ასე უთხრა ზუსტად-ხმა ჩაუწყდა და თავი დახარა.
-კარგი რა,ან. არც ეგრეა საქმე...
-ნუ ამართლებ,თორემ შენ წაგაძრობ კისერს მის მაგივრად-გაავებულმა შემომხედა და ხმა გავკმინდე.
დაახლოებით ათი წუთი დავყავით კაბინაში. ჩემი მეგობარი ხმას არ იღებდა,ეს კი იმას ნიშნავდა,რომ ძალიან გაბრაზებული იყო.
ქურდულად გამოვიპარეთ გასახდელიდან. ოქროსფერი კაბა უგულოდ მიაგდო კონსულტანტს და გამომიცხადა,დალევა მინდაო.
-ჯერ შუადღეა-გავიბრძოლე და სასწრაფოდ დავამატე-კარგი,გავისეირნოთ ქუჩებში და რამე კარგი ბარი ვნახოთ.
წვიმას,როგორც იქნა,გადაეღო. სევდიანად მივუყვებოდით სველ ქუჩებს,ჩამწკრივებულ ველოსიპედებს და ქოლგებიან ლუდის ბარებს შორის მივფრატუნებდით და მდუმარედ ვუსმენდით წვიმის შემდეგ გამოცოცხლებულ ქალაქს,რომელიც მართლაც მშვენიერი იყო.
ბევრი ვიბოდიალეთ და ბოლოს ერთ-ერთ ძველებური სტილის დაწესებულებაში შევაჭერით. ხის მაგიდები და სკამები,ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ოფიციანტები და ხალხური მუსიკა მყუდრო გარემოს ჰქმნიდა.
ჭამის ხალისი არცერთს არ გვქონდა,ამიტომაც მაშინვე სასმელების მენიუ გადავშალეთ.
-სუპერ მეგა კათხა-როგორც იქნა,ხმა ამოიღო ანამ-ორი ლიტრი ლუდით. ზუსტად ეს გვჭირდება.
ლოყაწითელა,ფუმფულამკერდიან მიმტანს ორი "სუპერმეგა" შევუკვეთეთ,რომელიც მართლა უზარმაზარი აღმოჩნდა.
სიცილით მოვავლე ხელი ლუდის კათხას და ძლივს ავწიე-ეს სულ უნდა დავლიოთ?
-დასაწყისისთვის-გამიღიმა. მოდი,ფოტო გადავიღოთ.
ამსტერდამულმა განწყობამ დარდი დაგვავიწყა,ხოლო ლუდმა საბოლოოდ მოუღო ბოლო. შეზარხოშებულები ხმამაღლა განვიხილავდით მომხდარს და მეცნერულ-ქალურ ჰიპოტეზებს ვაფრქვევდით.
-რატომაა ასე? ჩვენთან ერთად ყოფნა არ უნდოდათ და იმიტომაც დაგვტოვეს.
-ხო,დიმას საუბარი მოვისმინე-ვაღიარე,რადგან მთვრალი ანასი არ მეშინოდა-ამბობდა,რომ აქ შეყვარებულს საჭირო დროს ვერ დაუთმობდა,ბლა ბლა ბლა. ზუსტად ვიცი,დემეც ასე ფიქრობს.
-ჩვენგან დასვენება უნდათ-ამოიოხრა-აბა,მე რატომ არ მინდება ეგ? დღე და ღამ იმაზე ვფიქრობ,როდის ვნახავ,როგორ ვასიამოვნო...
-მეც მასე ვარ-თავი დავუქნიე-ის აზრი,რომ ჩვენ გამო ზედმეტად თავის შეწუხება არ უნდათ, მაფიქრებს და გულს მტკენს. მე ხომ ყველაფერს გავაკეთებ დემეს გამო. ამსტერდამში ჩამოვედი,შენ კიდევ კომპი გაყიდე!
-თავდაპირველად მართლა დიმას გამო გავაკეთე ეგ. მაგრამ ახლა პაშლი კ ჩორტუ,რა-დაიღმუვლა და ლუდი მოსვა-არ უნდათ და იყვნენ ასე. მაგათ ჰგონიათ,გაერთობიან აქ უჩვენოდ,მერე დაგვიბრუნდებიან და ჩვენც ძველებურად მივიღებთ თბილი ლოგინით და ვა*ინით.
-ჩუმად,გოგო!-მიმოვიხედე და გავწითლდი.
-რა იყო,ქართულად ვინ რას გაიგებს?-ხელი აიქნია.
-ეგ საერთაშორისო სიტყვაა-თვალები დავუბრიალე-თუმცა,მართალი ხარ,ჩვენ მათთან მუდმივად ვართ,იმედი აქვთ,რომ დაბრუნდებიან და გააგრძელებენ მყუდროდ ცხოვრებას,ჩვენ კი აზრზეც ვერ მოვალთ,რომ ხანდახან უჩვენოდ ყოფნა სურთ და "განტვირთვა" ესაჭიროებათ.
-აზრზეც მოვედი და ხიდზეც გავედი. ოღონდ ჯერ დავიცადოთ,წინაა ყველაფერი.
-ახლა მტკიცებულებები ცოტაა,მასე საქმეს ვერ მოვიგებთ. ვნახოთ,როგორ გააგრძელებენ თამაშს!
ვფიქრობდი,რომ ეს უკვე სიყვარულის გამოცდას ემსგავსებოდა,ასეთი რამეები კი წყვილს შორის არ უნდა ხდებოდეს,თუმცა რას ვიზამდი?გარემოებებმა ჩამითრიეს და უკან ვეღარ დავბრუნდებოდი.
-დღეს "ჰენგოვერი" აქვთ-ვამცნე ანას,როდესაც ბარიდან გამოსულები ქუჩას მივუყვებოდით-დემემ მომწერა.
-ოთხი საათია ჯერ,წამო ჯერ ამსტერდამის მთავარი ღირსშესანიშნავობა ვნახოთ და შემდეგ დავგეგმოთ საღამო.გაარკვიე,სად იქნებიან.
-აბა მუზეუმები არ მინდაო?-ეჭვით გავხედე.
-ეგ არც მიგულისხმია. წითელი ფანრების კვარტალში მივდივართ!-გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
როგორც ყველას მოეხსენება,ნიდერლანდებდი პროსტიტუცია ლეგალურია და გადასახადებითაც იბეგრება. წითელი ფანრების კვარტალი კი არა მარტო ამსტერდამში,არამედ მსოფლიოში განთქმულია იმის გამო,რომ იგი მორთულია სამასამდე პატარა,ერთოთახიანი სახლით,რომლის ვიტრინებშიც მე*ავები მანეკენების მსგავსად არიან გამოფენილები და წითლად განათებული ოთახიდან კლიენტებს იზიდავენ.
მიუხედავად იმისა,რომ ამ ქუჩაზე ყოველთვის ხალხმრავლობაა,რაიონი მაინც არ ითვლება საშიშად,ამიტომაც ანას სიხარულით დავთანხმდი.
აღნიშნული კვარტალი ამსტერდამის ცენტრში მდებარეობს,თუმცა სანამ იქამდე მივიდოდით,მეზობელი ქუჩებიც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა.
იქაურობა სავსე იყო სექს-შოპებით,ერთი ბიჭი მონდომებით გვეპატიჟებოდა პორნო თეატრში,რომლის შესასვლელი კარიდანაც ანა ძლივს გამოვათრიე.
მაღაზიებს გვერდი გულგრილად ვერცერთმა ვერ ავუარეთ და უზარმაზარ სექს-სავაჭრო ცენტრში აღფრთოვანებულები დავრბოდით.
-ნახე,ამის ღირსია დიმა-ნახევარმეტრიანი პლასტმასის ა*ო დამანახა ანამ და გადაიკისკისა.
-მთლად მასეც ნუ გაიმეტებ-ავყევი სიცილში და შეკვრა დავანახე-ნახმარი ტრუსიკები რაღა უბედურებაა-სიცილისგან ცრემლები წამომივიდა,ანა ორად მოიკეცა-ნახე,სურათებიც კია ყოფილი პატრონის.
-ესენი შეგიძლიათ,თავადაც ჩააბაროთ და სანაცვლოდ სამ ევროს მიიღებთ-მომესმა ინგლისურად მოლაპარაკე ხმა და მივბრუნდი.
სიმპათიური,ქერა ბიჭი ღიმილით მომჩერებოდა. ლურჯი თვალები ანცად უელავდა და წარბაწეული უყურებდა ჩემს ხელში არსებულ საგანს.
მაშინვე დავაბრუნე საცვალი თავის ადგილას და ინტერესით დავაკვირდი ვარდისფერბუმბულიან პრეზერვატივებს.
-რა დატვირთვა აქვს,შეგიძლიათ გვითხრათ?-შეეკითხა სატრფოზე გაბრაზებით გათამამებული ანა.
-რა თქმა უნდა,მე კონსულტანტი ვარ. თუ გნებავთ,პატარა სექს-ექსკურსიასაც ჩაგიტარებთ .
-გვნებავს-სასწრაფოდ მიუგო ჩემმა დაქალმა და ინტერესით სავსე თვალებით მიაჩერდა.
-საცვლები იმათთვისაა,ვისაც ქალის თეთრეული ასეთი სახით აღაგზნებს-დაიწყო ბიჭმა.
-მასეთებიც არიან?
-აბა რა! ძალიან პოპულარულია,იაპონიისგან გადმოვიღეთ და წარმატებული იდეა აღმოჩნდა. აქვეა თავდაცვის საშუალებების ფართო არჩევანი,სხვადასხვა გემოთი,ზომითა და ფორმით. ყველაზე სასიამოვნო მაინც წითლებია,სცადეთ-თვალი ჩამიკრა და გონებაში დემეს სახე ამომიტივტივდა. რა კარგი იქნებოდა,ახლა ამ ბიჭის მაგივრად ის რომ მდგარიყო! როგორ მომნატრებოდა!
-აქ ვიბრატორებია-შემდეგ სექციაში გაგვიძღვა-საცდელი ნიმუშები შეგიძლიათ აიღოთ და ჩართოთ.
გაუბედავად შევავლე ხელი უზარმაზარ,ბუნებრივთან საოცრად მიმსგავსებულ საგანს და ორი მოზრდილი ბურთულის ქვემოთ ჩამრთველს მივაჭირე თითი.
ისე სწრაფად დაიკლაკნა და აბზუილდა,შევკივლე და ხელიდან გამივარდა.
საუბედუროდ,ინტერციითა და ვიბრირებით პირდაპირ ბიჭის ზურგს მოხვდა.
შემობრუნდა და მრავალმნიშვნელოვანო მზერით მომაწოდა დაგდებული საგანი,რომელიც თავისი საქმის კეთებას განაგრძობდა.
-დაგივარდათ-მომიგო მომნუსხველი ხმით.
ანას ჩასუსტებული სიცილი დავაიგნორე და აღაჟღაჟებულმა ჩამოვართვი და
სასწრაფოდ გამოვრთე .
მოულოდნელად უკანა ჯიბეში რაღაც ამიზუზუნდა და სექსსათამაშოების სამყაროში ჩაფლულმა გულგახეთქილმა ვიტაცე ხელი დუნდულაზე.
ტელეფონი აღმოჩნდა,დემეს პასუხი მოეწერა . კლუბი "ენ ელი" .
სათამაშო თავის ადგილას დავაბრუნე და ანას მივუბრუნდი.
-იმედი მაქვს,ახლა არ დამეწყება,როგორც ვიცი ხოლმე-ჩავიბუტბუტე.
საქმე იმაშია,რომ როდესაც ვიბნევი და ვიძაბები,მაშინ მემართება ყველანაირი უბედურება.-წამო,გავიდეთ რა-იდევ ბევრი საქმე გვაქვს.
ანას გულმა ვერ მოუთმინა,ვარდისფერი ნაზი ქსოვილით გაწყობილი ბორკილები იყიდა და კმაყოფილი სახით დაემშვიდობა სექსშოპის პრინცს.
წითელი ფარნების კვარტალში დიდი ინტერესით შევაბიჯეთ.
სათამაშოების თვალიერებაში კარგა დრო დაგვეხარჯა,უკვე შებინდებულიყო და ამიტომაც წითელი შუქებით სუსტად განათებული ქუჩა მართლაც განსაკუთრებულ აურას ქმნიდა.
ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული პატარა ოთახებიდან სხვადასხვა წარმომავლობის,ძალზედ ეროტიულად "ჩაცმული" ქალები მადისაღმძვრელ პოზებში დამდგარიყვნენ და კლიენტებს იზიდავდნენ.
-წარმოიდგინე,ასე ჩვენთან,თბილისში რომ დადგეს ვინმე-ჩაიცინა ანამ და ეშხიან ფერადკან გოგონას ახედა.
-მამაოები შეუვარდებიან ,ან კიდევ მაია ასათიანი-გამეცინა.
-ან ცოლები,ჩემი ქმარი შენთან დაეთრევაო.
-სხვათ შორის,ჩვენთანაცაა ასეთი ქუჩა,უბრალოდ ნაკლებად ძერსკობაა-ჩავიფხუკუნე.
-მაინც რომელი?მოსკოვის გამზირი?-თვალები აატრიალა.
-ვაგზალი-გადავიხარხარე-გახსოვს,ტანსაცმლის საყიდლად რომ გაგიყოლე და ის ქალი ქვის საფეხურზე რომ იყო წამოგორებული?
-რა დამავიწყებს-სიცილის სპაზმებს შორის ამოისუნთქა-მაგრამ ის ამ ოთახში ვერ დაეტევა-კვნესით მანიშნა წითლად განათებულ ვიტრინაზე-მინიმუმ სამი უნდა იქირაოს და მიიერთოს.
-ფოტოს გადაღება შეიძლება,ნეტა?-ვიკითხე და ხელი ჯიბეზე დავისვი.

გული შემითამაშდა. ტელეფონი იქ არ დამხვდა. სასწრაფოდ გადავქექე ჩანთა და პანიკის შეტევაც დამეწყო.
-ვაიმე დედა!-ამოვიგმინე და ანას განწირული თვალებით შევხედე-ტელეფონი დავკარგე!
-მოძებნე,მანდ იქნება,სულ ასე არ იცი?-თვალები აატრიალა და ჯერ ქურთუკის ჯიბეები გამიჩხრიკა,შემდეგ ჩანთა ჩამომართვა და კარგა ხანს იქექა.
-მოიცა,ზარს გავუშვებ-წარბშეკრულმა მიიდო მობილური ყურზე და მოუსვენრად მოიცვალა ფეხი.-ზარი გადის,მაგრამ არავინ პასუხობს-გათიშა და ახლიდან აკრიფა-რა გაჩნდი ამისთანა უიღბლო?
-დაუდევრობაა ეს და არა უიღბლოობა-ნერვიულობისგან ფრჩხილებს ვიჭამდი. ჩემი საყვარელი მოწყობილობის დაკარგვაზე მეტად(რომლის ყიდვისთვის ხელფასს სამი თვე ვაგროვებდი) იმის მეშინოდა,რომ დემე,ან უარესი,დედაჩემი დარეკავდა და ამსტერდამში ჩამოვიდოდა ჩემთვის თავის მოსაჭრელად.
ხიდის პირას,გრძელ სკამზე ვისხედით,ანა კვლავინდებურად რეკავდა ჩემს საწყალ მოწყობილობასთან,პარალელურად კი ბჭობდა,სად შეიძლება,დამრჩენოდა.
-ავტობუსში ხომ არ ამოგიღია?
-არა,მაგ დროს უკვე აღარ მქონდა მგონი,არ მახსოვს-თავი ხელებში ჩავრგე-ამ ქუჩაზე სანამ მოვიდოდით,დემემ მომ წერა და...-თავში უცბად დამარტყა ვიბრაციების სცენამ და წამოვხტი-ტელეფონი იმ დიდი *სოს გვერდით დავდე!
-ჰა?-ისე შემომხედა ანამ,აშკარად ეგონა,ჩემმა დაქალმა გარეკაო.
-იმ დიდ სექს შოპში,ხომ გახსოვს,რომ ჩავრთე და გამივარდა და მერე იმ ბიჭმა რომ მომაწოდა!მოკლედ იქაა,ზუსტად მახსოვს!
-იქ იყო,იქნებ ვინმე ავადმყოფმა წაიღო და ახლა შენს ფოტოებზე ანძ...ჰელოუ-სასწრაფოდ წამოიძახა და მანიშნა,მოდიო. ყური მობილურს მივადე და სმენა დავძაბე, მამაკაცის ხმა იყო.
როგორც აღმოჩნდა,ჩემი საკუთრება იმავე სექს-გიდს უპოვნია,რომელმაც მაღაზია დაგვათვალიერებინა. გვამცნო,რომ მისი სამუშაო დღე მაღაზიაში დასარულებულიყო და თუ გვნებავდა,მეორე სამსახურში მივიდოდით და ტელეფონს გადმოგვცემდა.
-იქ რომ დაეტოვებინა,არა?
-მოიცა,რა ეს უფრო ახლოა.თან კარგი ბიჭი ჩანს-თვალი ჩამიკრა ანამ და რონის(ასე ერქვა ბიჭს)მიერ გამოგზავნილ ადგილის მისამართი ამოიკითხა-„მწვანე თეატრი“,ჰმ მომწონს.
აღნიშნულ თეატრამდე მისვლისთვის დიდი დრო არ დაგვჭირვებია,მწვანე აბრას შევხედეთ,რომელიც გვაუწყებდა,რომ დაწესებულება თეატრს წარმოადგენდა,ხოლო მის დაბლა მდებარე წარწერით მიხვდებოდით,რომ აქვე შეიძლებოდა უმაღლესი ხარისხის მარიხუანით დატკბობა.
ანამ კმაყოფილმა გადმომხედა და კარი შეაღო.
ჩაბნელებულ შესასვლელში,მინის კარამდე გოგონა შეგვეგება,რომელმაც ბილეთების შეძენა მოგვთხოვა.
-იცით,ჩვენ აქ რონისთან მოვედით,წარმოდგენისთვის არა,პატარა საქმე გვაქვს.
-რონი მსახიობია და ახლა სცენაზეა-თვალები დაგვიბრიალა გოგონამ.
დავყაბულდით და ვინაიდან წარმოდგენა უკვე დაწყებული იყო,ნახევარ ფასში შეძენილი ბილეთები ჩამოვართვით.
დარბაზში შესვლისთანავე მივხვდი,რომ საქმე ჩვეულებრივ თეატრთან არ გვქონდა. ირგვლივ ქალის თავშეუკავებელი კვნესა და მამაკაცის გმინვა ისმოდა. მეორე ქალის ხმა კი რაღაცას ბუტბუტებდა ინგლისურად.
სცენას შევხედეთ და ჩვენი რონი სრულიად დედიშობილა დავინახეთ ,რომელსაც ქალბატონის ფეხები კისერზე შემოეწყო,რიტმულად მოძრაობდს და მეორე პარტნიორის მკერდს მონდომებით სრესდა.
-ჯანდაბა-აღმოხდა ანას და გაშტერებული შედგა.
-პროფესიაც ამას ჰქვია-თვალებგაფართოვებულმა გადავულაპარაკე.
-უნდა დაველოდოთ-თქვა ანამ და შემომხედა.
-სხვა რა გზაა-თავი სწრაფად დავუქნიე-თან ფული გადავიხადეთ!
სასწრაფოდ მივუსხედით ბოლო რიგში მდებარე სავარძლებს.
დარბაზი მოვათვალიერე,შემაღლებული სცენა მომცრო ფართის ნახევარს იკავებდა,მის დაბლა პირველი რამდენიმე რიგი ხალხით იყო სავსე. ჩაბნელებულ გარემოს მხოლოდ სცენიდან გამომავალი შუქი ანათებდა. მოშორებით მდებარე ბარი სუსტი მწვანე შუქით იქცევდა ყურადღებას.
ისევ სცენას მივუბრუნდი და თავი დავიმშვიდე,რომ დედაჩემი ამას ვერასდროს გაიგებდა.
პირველ რიგში მსხდომებს თვალი შევავლე და ერთ-ერთ კეფას მივაჩერდი. საიდან მეცნობა ეს აბურძგნული თავი?აწოწილი,გამხდარი მხრები... დემეტრეს სახლში ბიჭმა ხმის გამაძლიერებელს ლუდი გადაასხა...
-კასპერა!-დავიჩურჩულე და ანას ხელი ჩავავლე-პირველ რიგში კასპერა ზის!
-რა?-ბედნიერი გამომეტყველება გამოესახა და იმ მიმართულებით გაიხედა,სადაც მივანიშნე-ღმერთო ჩემო!
-ქორწილი აქვს და წინა დღეს აქაა-ჩავიფხუკუნე.
-რა გინდა,პრაქტიკას გადის-სიცილს ვერ იკავებდა.
-ორი ცოლი მოჰყავს მერე?-სავარძელში ჩავიმალე და ძლივს ამოვისუნთქე.
-მარტოა?ნაღდად ეგაა?-თავი წინ წაწია ანამ.
-არ ვიცი,არ ჩანს კარგად.
დავდუმდით და მის მეზობლებს დავაკვირდით. ერთ-ერთი სავარძელში ღრმად იყო ჩამალული და მხოლოდ თავის მცირე ნაწილი მოუჩანდა სიბნელეში. მეორე მხარეს გრძელთმიანი ბიჭი ეჯდა.
-წამო,ბართან წავიდეთ და დავინახავთ-ვერ ისვენებდა ანა.
-მერე თვითონაც რომ დაგვინახოს?
-ვერ ხედავ,ისეთ რამეს უყურებენ,გია სურამელაშვილი რომ გამოვიდეს სცენაზე და ნინიკოს სიმღერა დაიწოს,მაგასაც ვერ შეამჩნევენ-ჩაიფხუკუნა და ბარისკენ წავიდა.
უკან მივყევი. ჩემი მეგობარი ბარმენს გაესაუბრა და ჩემსკენ შემობრუნდა.
-მოწევ?
-რ-რას?-დავიბენი.
-კამას! რა უნდა მოწიო ამსტერდამში,თუ არა ეს-თითით მარიხუანის პლაკატისკენ მანიშნა.
-არა,გაგიჟდი? იურისტი ვარ,ნარკოტიკს როგორ გავსინჯავ!პროკურატურაში ვაპირებ წასვლას!-დავუცაცხანე და ინტერესით შევაჩერდი ბარმენის ხელში ლანგარს,რომელზეც პატარ-პატარა ნამცხვრები ელაგა.
-ხუთი ევრო ერთი-გამიღიმა-დელიკატესია.
-გასტრონომიული გზით ნელა მოქმედებს,მაგრამ უფრო ძლიერი ეფექტი აქვს-თვალები დავუბრიალე ანას.
-რომ არ გავსინჯოთ,შანსი არაა-წამოიწყო,მაგრამ ქალის ხმამაღალმა წამოკივლებამ შეაწყვეტინა.
სცენისკენ შევბრუნდით,ამჯერად ერთი მანდილოსანი მეორეზე იწვა,ტანი ჩაეზნიქა და ყელზე ეფერებოდა.
თავი გავიქნიე და დავიწყებულ კასპერას შევხედე. შუქი სახის ნახევარზე ეფინებოდა,თუმცა დარწმუნებით ვიტყოდი,რომ ის იყო.
უცბად ანამ ხელი ჩამავლო და ბარის უკან შემათრია.
-აქ ვიქნებით ერთი წუთით-ხელი ასწია და ბარმენს მიმართა-პატარა საქმე გვაქვს-თავი დამიწია და დახლს ამომაფარა.
-რას მიპირებ?-გავუცინე-დიმას დაელოდე ,მე ნუ გამწირავ.
თვალები აატრიალა.
-დემე უზის გვერდით მაგ შენ კასპერას!
-რა?-წამოვიკნავლე და დახლის ზემოდან გამოვიჭყიტე.
სავარძელში ღრმად ჩაფლობილი სხეული თითქმის არ ჩანდა,მაგრამ ამ სილუეტს მილიონში გამოვარჩევდი.
გული ამიჩქარდა. მისი დანახვა ყოველთვის იდიოტურად აღელვებულ მდგომარეობაში მაყენებდა.მომინდა,მივსულიყავი,კალთაში ჩავსკუოებოდი და კარგად ჩამეკოცნა,თუმცა თავი მალევე მოვთოკე,რაკიღა გავიაზრე,სადაც ვიმყოფებოდით.
-მართლა ეგაა,ვიზიდავ თუ დაგვდევენ? ყველგან რატომ გვხვდებიან?-დავუბრუნდი ანას-პორნო თეატრებში დაბრძანდება ბიჭი.ჰმ! ახლა გესმის,რატომ არ წამოგვიყვანეს?
-ძალიან კარგად -თვალები დააწვრილა-ხომ გეუბნებოდი,უჩვენოდ უნდათ დროს ტარება. თუ პორნოს ნახვა უნდოდა,ეთქვა,იქნებ როგორ გაინტერესებს?
-უჩემოდ ურჩევნია-უხილავი ცრემლი მოვიწმინდე,მაგრამ რატომღაც სულ არ მწყდება გული.
-სახლში ერთხელ ასეთ გოგოს რომ მოგიყვანს და ამ სცენარს აღასრულებს,მერე დაგწყდება სავარაუდოდ-ჩაიფხუკუნა-ჯგუფური იზიდავს შენ ბიჭს?
-მოკეტე,რა-გავიბუსხე-ალბათ კასპერას გამოჰყვა.
-ალბათ,ალბათ-მრავალმნიშვნელოვნად დამიქნია თავი-მიდი,მისწრე,ვნახოთ რას გეტყვის!
-ახლავე,ავალ რონისთან და ვთხოვ,ტელეფონი მომცეს. საქმეს კი მოვწყვეტ,მაგრამ ეგ არაფერი!
-ფუ შენი,სულ დამავიწყდა,აქ რისთვისაც მოვედით.
ჩანთა მოჩხრიკა და სათვალე მომაჩეჩა-ეს გაიკეთე,უნდა შევინიღბოთ.
-ამ უკუნ სიბნელეში მზის სათვალე რომ გავიკეთო,უფრო მივიქცევ ყურადღებას,ანა ბონდ!-უკან მივაჩეჩე-თანაც რომ დამინახოს,ყველანაირად მიცნობს.
-მიდი,რა ,ჩემი ტელეთი მიწერე-ახლა მობილური ამიფრიალა-ძაან მაინტერესებს.
-ხომ იცი,რომ არ მეტყვის ,სადაცაა,რაღა გაინტერესებს?
-მიწერე-მეთქი!-თავზე ხელი წამომარტყა.-იქნებ აქამდე მოგწერა ან გირეკავდა!
-ჯანდაბა,რა სიმხეცეა,მეტკინა-ავწუწუნდი და შეტყობინება დავწერე.
“სიყვ,ტელე დამრჩა და იცოდე,აქ მომწერე. როგორ ხარ? რას შვები? მომენატრე”.
-ძალიან ბევრი კითხვა ხოარაა-წავაკითხე ანას.
გაგზავნის ღილაკს დააჭირა თითი და თავი ასწია. მეც მას მივბაძე და დემეს გავხედე.
მობილურის ეკრანი განათდა და წამით დაჰხედა.ის იყო! წაიკითხა,იმწამსვე გათიშა და სცენად მიუბრუნდა ინტერესით.
-შე...დამპალო!-აღმომხდა და მეგობარს შევხედე-დაინახე,როგორ დამადო?
უკან ჩავძვერით და ახლა მე ვუთავაზე ანას,რადგან სიცილს არ წყვეტდა.
-მნიშვნელოვანი საქმე აქვს-ჩაიფხუკუნა და სული მოითქვა-არა,რა. ვაზღვევინებთ,ასე რომ გვაიგნორებენ.
ამათ თბილისი და თბილისელები ძალიან შორს ხომ არ ჰგონიათ?
მხრები ავიჩეჩე.
იმაზე ვფიქრობდი,რომ იმის გამო,დემეს ჩემზე არ ენერვიულა,დაოთხილი მოვრბოდი ტელეფონის წამოსაღებად,მან კი პასუხის გაცემაც არ იკადრა ,რადგანაც რონალდს და მის ორ ღვთაებას უყურებდა.
თითქოს არაფერი,მაგრამ პატარ-პატარა წყენები გულში მიგროვდებოდა და უკვე ვეღარ ვმალავდი საკუთარი თავისგან.
-დიდ ხანს უნდა ისხდეთ მანდ?-ჩამოგვხედა ბარმენმა.
შევათვალიერე. გრძელი,ქერა თმა და წვერები ჰქონდა. მოკლემკლავებიანი მაისური ეცვა და ღიმილით მიყურებდა.
-სანამ დამთავრდება,დავრჩებით რა-შევევედრე.
-ესენი კიდევკარგა ხანს იწვალებენ-გაიცინა-ვინმეს ემალებით?
თავი დავუქნიე.
-პატარა კუპეები გვაქვს,თუ გინდათ,იქ შედით. ოღონდ რამე უნდა იყიდოთ,ისე უფროსი შემ*ემს.
ანას მეტიც ხომ არ უნდოდა,ექვსი ნამცხვარი და ბარმენის მიერ “ნაცნობობაში” ფასდაკლებული ვისკი იყიდა.
-არ მჯერა,რომ ას ოცი ევრო ამაში გადავყარეთ-დანანებით დავაჩერდი ნამცხვრებს და სასმელი ჩამოვისხი.
-რიკიმ მითხრა,ძაან ძლიერი არაა და ალკოჰოლთან ერთად გაგისწორდებათო-ანას ერთი უკვე შეეყლაპა და ტუჩებს ილოკავდა-ძაან გემრიელია,გასინჯე,რა!
ავად შევხედე და ვისკი გადავკარი.
-ღმერთო,რა მწარეა!-ამოვიგმინე და სახე ხელით გავინიავე.
-ა,მიაყოლე-ნამცხვარი ცხვირში შემთხარა.
იმდენად მინდოდა,ყელი რამით ჩამეწმინდა,მაშინვე დავყაბულდი.
მართლაც გემრიელი იყო,სულ არ ეტყობოდა,რომ რაიმე ჰქონდა გარეული.
-კარგია,ხოიცი-ბოლომდე შევჭამე და გადავიკისკისე-ჩვენს სატრფოებს თუ არ ვახსოვართ,მარტოებმა მოვილხინოთ-კიდევ ჩამოვასხი.
დაახლოებით ნახევარ საათში,როდესაც მე და ჩემი მეგობარი რაღაც უაზრობაზე ჩასუსტებულები ვკაკანებდით,მიკი წამოგვადგა თავზე.
-წარმოდგენა მორჩა-თვალი შეგვავლო და ღიმილით გაუჩინარდა.
ცოტა ხანს კიდევ მოვიცადეთ,ანამ დარჩენილი ვისკი ჩანთაში ჩაჩურთა და ბოლო ნამცხვარი გადაყლაპა.
-ალე-მომხედა ეშმაკურად-სვანმა ორივე ხელზე “მ” ასო დაიწერა და იცი ,რატო?
-ა-არა-უკვე ვიცინოდი,მიუხედავად პასუხის უცოდინრობისა.
-მარჯვენა და მარცხენა რომ გაერჩია-ახარხარდა. ორად მოვიკეცე და კინაღამ იატაკზე გავგორდი სიცილისგან.
-მარჯვენა-სუნთქვას ვაყოლებდი,როდესაც ოთახიდან ბარბაცითგ გამოვდიოდი-მე ორი მარჯვენა მაქვს და სამი მარცხენა-ინტერესით დავაკვირდი ხელებს.
-მე კიდევ სამი ნეკა თითი-ამოილუღლუღა ანამ-მგონი,წავიდნენ-მიმახედა დარბაზისკენ,სადაც აღარავინ იყო ორიოდე უცნობი მამაკაცის გარდა.
-წამო,რონი მოვძებნოთ.
ბიჭს უკვე ჩაეცვა და ბართან მჯდომი აბოლებდა.
მივუახლოვდით და მივესალმეთ.
-რონი გამაპობელი-ქართულად დაიკიკინა ანამ და ხუთი წუთი ისევ უსარგებლონი გავხდით.
ბიჭი ღიმილით გვაკვირდებოდა,ბოლოს ჯიბიდან ჩემი ტელეფონი ამოიღო და გამომიწოდა.
-დიდი მადლობა-ოდნავ გონს მოსულმა ჩამოვართვი და დავამატე-მაგარი წარმოდგენა იყო!
-მოგეწონათ? დღეს ცოტა დაღლილი ვიყავი,თორემ ისე უფრო მაგრებიც გვაქვს ხოლმე. ხვალ გამოიარეთ,ანიმეების პერსონაჟების დღე გვაქვს.
-ძალიან საინტერესოა-ჩაეკვეხა ანა-ვეცდებით-თვალები აახამხამა.-ისე,თუ საიდუმლო არაა,ამაში ბევრს გიხდიან?
-არც ისე,მაგრამ მოლარედ ან მტვირთავად მუშაობას სჯობია-მხრები აიჩეჩა-თან მაგარი გოგოები მუშაობენ.
-აჰამ-მრავალმნიშვნელოვნად დაუქნია თავი.
-ჩვენი წასვლის დროა-ამოვილუღლუღე-კიდევ ერთხელ,დიდი მადლობა!
ქუჩაში გაჭირვებით მივლასლასებდით.
-აუ,მაგრად მშია-დაიყვირა ანამ და გამომაფხიზლა-წამო,სადმე შევიდეთ.
საღი აზრი ნელ-ნელა მიბრუნდებოდა,ამიტომაც თავი გავაქნიე.
-ისედაც ძალიან ბევრი დავხარჯეთ. რამე ვიყიდოთ მაღაზიაში და სასტუმროში დავბრუნდეთ.
ორი ბურგერისა და ნაყინის შესანსვლის შემდეგ ანა ჩიფსების ხრამუნით მომყვებოდა.
-არ გინდა?-მომაჩეჩა შეკვრა.
-არა,გმადლობ.მადა არ მაქვს.-ვუპასუხე უჟმურულად.
უკვე ნაჭამი ნამცხვრები და ვისკი მუცელში ისედაც საავდროდ მიტრიალებდა.
ამასთან ერთად,უჩვეულო დარდი შემომაწვა.
ამას ისევ მერჩივნა,მშვიდად მევლო მუზეუმებში,სულს მაინც მოედებოდა სალბუნად.
ამგვარი გართობა სულაც არ მამხიარულებდა,მით უმეტეს,დემე ასე ახლოს იყო.
გაწბილებულმა დავხედე ტელეფონს,რომელშიც არავითარი შეტყობინება არ დამხვერია,მიუხედავად იმისა,რომ აქედანაც მივწერე.
მე კიდევ როგორ ვნერვიულობდი!
არავისაც არ ახსოვხარ,ალე.
წარმოდგენა მორჩა,დემეტრეს შეეძლო,მოეწერა,ახლა ხომ არაფერი ართობდა.
ეს აზრი გულს მიღრღნიდა.შესაძლოა ჩემთან ყოფნისას ყურადღებას არ იშურებდა,მაგრამ მთავარი მაინც ასეთი შემთხვევაა-როდესაც უამრავი გასართობის მიუხედავად,საყვარელი ადამიანი არ გავიწყდება.
ოთახში დაბრუნებულს საშინელი დაღლილობა შემომაწვა. ანა კი პირიქით,ენერგიაზე მოსულიყო და ტვინს მიბურღავდა,მალე წავიდეთ კლუბ NL-შიო.
-და რისთვის?-მეათასედ ვიკითხე-რომ დავინახოთ,კიდევ რის გამო გვიკიდებენ შეყვარებულები?
-თუნდაც.ხომ გახსოვს,რა იყო ჩვენი აქ წამოსვლის მიზანი?-წინ დამიჯდა და თვალებში ფსიქოლოგივით ჩამხედა-ბიჭების საღამო უჩვენოდ ვერ ჩაივლის!
უიმედოდ დავხედე ტელეფონს,რომელიც კვლავ დუმდა.ბოლო ეს ემ ესს-კლუბის სახელს და კოცნის სმაილს დავხედე. მას შემდეგ არც კი გავხსენებივარ.
მეც ამსტერდამში ვიყავი და მეც ვერთობოდი,თუმცა ყოველ წამს მისი სახელი მიტრიალებდა თავში.
უარესად გამაბრაზა ფიქრებმა,მობილური მოვისროლე.
-ჯანდაბას,წავიდეთ. ოღონდ არანაირი სასმელი და .
-გპირდები!-ხტუნვით მივარდა ჩემოდანს და ტანსაცმლის უმისამართოდ სროლა დაიწყო.-რას ჩაიცვამ?-კრიტიკულად ამათვალიერა.
-ასეც მშვენივრად ვარ.-ჯინსის შარვალს და ნაცრისფერ სვიტერს დავხედე.
-კლუბში,გოგო,კლუბში!? ნათელას ბუტკაში კი არ ჩადიხარ მაწონზე.ფეის-კონტროლს ბებო ეგონები და არ შეგიშვებს.
-გადმოალაგე აბა,რა გაქვს-დავნებდი და ახლოს მივიწიე.
-ზედმეტად თხელია-ტუჩი ავიბზუე შავ კაბაზე-ზედმეტად მოკლე...
-ზედმეტად ჩლუნგო, დაგვაღამდა, მოიფიქრე რამე-თავი გადაატრიალა ანამ და ოთახის ჩუსტი მესროლა.
-ამ უსექსობამ ძალზედ აგრესიული გაგხადათ,ახალგაზრდავ-ცხვირი ავწიე და მის ხელში მაღალწელიან, ნაცრისფერ ჯინსის შარვალს შევავლე თვალი-მაგას ჩავიცვამ და რამე ტოპს.
-კარგი-სწრაფად გამომიჩხრიკა ზედა და მომაგდო-მე კაბას და მაღლებს მოვძებნი.
-ღმერთო,შენ უშველე-თავი ხელებში ჩავრგე და სამოსის მორგება დავიწყე.

კლუბის შესასვლელთან ვიდექით. უფრო სწორად,შესასვლელიდან დაახლოებით ოცდაათ მეტრში.
ამხელა რიგი ოთხმოცდაათიანებში პურის მაძიებლებსაც კი არ ენახათ საქართველოში.
-აუ რა-მოუთმენლად გაიხედა ანამ და ფეხი მოინაცვლა-რამე უნდა მოვიფიქროთ,გავიყინე!
-აჰა,კიდევ დამცინე “პალტოზე”,აბა-ნიშნის მოგებით ჩავეფალი ჩემს ღუნღულა ქურთუკში.
-წამოდი ერთი,თუ ქალი ხარ-ხელი წამავლო და შესასვლელისკენ გამათრია.
-სად მიდიხარ? რიგია გოგო,სირცხვილია!
-თავდაჯერებული სახე მიიღე და მომყევი-ჩამჩურჩულა და დაცვას აესვეტა.
ფერადკანიანი,მაღალი,სპორტული აღნაგობის საოცრად მომხიბლავი მაჩომენი მკაცრად გვიყურებდა.
-მოსაწვევები -თქვა და თითქოს სიტყვების ლიმიტი აქვსო,მაშინვე მომუწა ტუჩები.
-მოცეკვავეები ვართ-დაიწყო ანამ-ახლები. ხომ ვერ გვეტყვით,საიდან უნდა შევიდეთ?-არტისტულად ჩაჰხედა ტელეფონს-მიმის მივწერე,მაგრამ არ მპასუხობს.
კაცმა გამომცდელად შეგვათვალიერა და მზერა ჩემზე შეაჩერა.
-ეს მოცეკვავეს არ ჰგავს-თავით ჩემსკენ ანიშნა.
რაც შემეძლო,”ამჩემფეხება” მზერით გავხედე.
-რას ჰქვია,არ ვგავარ? ოთხი წელია,ძელზე ვიძინებ და ვათენებ,ამან კიდე ,არ ჰგავხარო-შეურაცხყოფილი სიცილით მივუბრუნდი ანას.
-ვითომ არ გაგიგია,დაო, არ გესმის,არა...-დრამატულად მომითათუნა ხელი ზურგზე-გვეტყვი,საით უნდა წავიდეთ თუ შენ იცეკვებ ჩვენს მაგივრად?-წარბაწეულმა შეხედა.
-უკან.მესამე კარი-ხელი გაიქნია და ხალხს მიუბრუნდა.
სასწრაფოდ გავეცალეთ და შენობას შემოვუარეთ.
რკინის მესამე კარი დალანდა თუ არა,ჩემმა მეგობარმა მაშინვე ისეთი ბრახუნი ატეხა,გეგონებოდათ სადმე ახლო-მახლო დიდი აღლუმიაო.
მაშინვე გაიღო კარი და უცნაურმა,სქესდაუდგენელმა არსებამ შემოგვანათა.
ტანთ ელასტიური ტყავის შარვალი და გრძელი,ჭრელი პერანგი ემოსა,რომელიც წელზე ჰქონდა მომდგარი პატარა,შემოტმასნული გუჩის ჩანთის დამსახურებით.თმები მხრებამდე წამოეზარდა,ქერად შეეღება და წამდაუწუმ თავს იქნევდა მათი თვალებიდან გადასაყრელად.
-შემოდით,რას უდგახართ? სად ხართ აქამდე!?-მოგვაყარა და ხელი გაიქნია. ხმითაც ვერ მიხვდებოდი,ქალი იყო თუ კაცი-შოუ სადაცაა,დაიწყება,გამოსაცვლელები ხართ. სწრაფად,სწრა-ფად!
კარში საჩქაროდ შევფრატუნდით და მოდურ ფარშევანგს მივყევით.
გზადაგზა ვიღაცებს აჩერებდა და უცნობ ენაზე მკაცრად აძლევდა მითითებებს.
-ახლა არ უნდა მოვტყდეთ?-გადავულაპარაკე ანას.
-დაბაზამდე ამის გარეშე ვერ მივაღწევთ-პროფესიონალი აგენტივით ჩაილაპარაკა ანამ-გამოვიცვალოთ,გავიდეთ და ტანსაცმელი წავიღოთ.ტუალეტში ჩავიცვამთ და ეგაა. იმდენ ხალხში ვეღარ გვიპოვიან.
-ეს დანაშაულია!-დავიკრუსუნე.
-დანაშაული ის იქნება,ჩვენ რომ ახლა აქ ვერ შევიდეთ.-მკაცრად გამომხედა და ხელი ჩამკიდა.
ჩვენმა მეგზურმა ოთახამდე მიგვაცილა და ვიღაც გოგოს მიგვაბარა,რომელმაც საცეკვაო “ტანსაცმელი” გადმოგვცა.
ანა დავიმარტოხელე და თოკების მაგვარი საცვალი დავანახე.
-ეს უნდა ჩავიცვათ?-თვალები დავქაჩე.
ბრჭყვიალა,გამჭირვალე ბიუსჰალტერი ამიფრიალა.
-დროა შენი სექსუალურობა დემეტრეს გარდა სხვებმაც იხილონ-თვალი ჩამიკრა-აქამდე მოვედით და უკან ვერ დავიხევთ.
თვალებგაფართოვებული ვუყურებდი ჩვენს გამოსახულებებს სარკეში და თავს ძლივს ვიკავებდი,რომ ხელით არ დამეფარა გამოაშკარავებული ავლა-დიდებები.
-ღმერთო,მომეცი ძალა-ამოვიოხრე და ქალის ძახილიც მომესმა,რომელიც გვიხმობდა,სწრაფად გავსულიყავით დარბაზში და ადგილები დაგვეკავებინა.
ჩანთას ხელი დავტაცე,სადაც ტანსაცმელი მედო და ეიფელის კოშკის ხელა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით ძლივს ავედევნე ანას.
სანამ დერეფანში მივდიოდით,არავინ გვაქცევდა ყურადღებას,თუმცა როგორც კი ხალხით სავსე დარბაზში აღმოვჩნდით,მაშინვე შემომანათა უამრავმა წყვილმა თვალმა.
-ჩქარა წავედით-ჩემზე არანაკლებ შეშფოთებულმა დამიძახა ანამ და საპირფარეშოს ძებნას შევუდექით.
-ღმერთო!-წამოიკივლა ჩემმა მეგობარმა და უკან მდგომ ბიჭს სახეში მუშტი უთავაზა-უტვინო ღორი!-თმები სახიდან გადაიყარა -უკანალზე ხელი დამარტყა!-ღრმად სუნთქავდა.
არც მე ვიყავი უკეთეს დღეში.საშინლად ვღელავდი,პირველ რიგში იმის გამო,რომ ამდენ ხალხში შესაძლოა დემეტრეც ყოფიყო და ამ ფორმაში დავენახე.
ჩანთიდან ქურთუკი ამოვაძვრინე და მოვიცვი.
შედარებით დაწყნარებულმა გავაგრძელე ძიება.
როდესაც ,ბოლოს და ბოლოს,ვიპოვეთ ტუალეტი,სასოწარკვეთით ამოვიკივლე. ათამდე გოგონა რიგში იდგა და შიგნით კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩანდა.
ასე დიდ ხანს ვერ გავჩერდებოდით!
ანას თავით ვანიშნე და კაცებისათვის განკუთვნილ მხარეს შევიჭყიტე.
არავინ იყო. ამოვისუნთქე და მეგობარიც შევათრიე.
ერთ კაბინაში შევეჭყუნეთ და სასწრაფოდ გადავიცვით ტანსაცმელი.
ვიწრო ჯინსის ტოტში ვატენიდი ფეხს,როდესაც კარის გაღების ხმა შემომესმა და გავშეშდი.
-ყოველ წამს მირეკავს...-მომესმა ქართული საუბარი და ანას გაოგნებულმა შევხედე.
-კასპერა-უხმოდ აამოძრავა ტუჩები და ჩაიცინა.
-გოგოები მაგრად ვერთობით და მოდითო-აგრძელებდა ბიჭი-მე კიდევ უკვე შევუკვეთე აქ ოთახიც და მოცეკვავეებიც...
-კაი რა,კასპერ-დიმას ხმა იყო-ქალების ჭკუაზე სიარული ქორწილის მერეც გეყოფა.
-თან წესი ხო ასეა-წუწუნებდა ბიჭი-რა ჰქონია,მთელ ამსტერდამს ერთ ღამეში გადავ*ნავ?
-შენ უკვე დაკავებული კაცი ხარ,ეგ საქმე მე და დემეს მოგვანდე. თუ ჯეიმსმა დაგვაცადა-გაიცინა დიმამ და ჩემი მეგობარი ძლივს შევაკავე,რომ გარეთ არ გავარდნილიყო.-ეგ შენი ცოლის ბიძაშვილია თუ კუზენი, მაგარი *ირია,რას წამოათრიე ვაფშე?
-აბა რა მექნა? თან კაი მოსაწევი აქვს,ისეთი კი არა,შენ რომ შემოგტენეს მაღაზიაში.
-მიდი რა,მოფსი და წავიდეთ,რას დამაყუდე აქ?
-დამაცადე,ხო...
ცოტა ხანს უხერხული ხმა გვესმოდა გვერდით კაბინიდან.
-ისე,ანა არ გირეკავს ხოლმე?-გასძახა ბიჭმა დიმას-მაგრა გამიტყდა,რომ ვერ წამოვიდნენ გოგოები.
გამოშტერებულებმა შევხედეთ ერთმანეთს.ესეიგი,კასპერამ დაგვპატიჟა და არ ვიცოდით?
-ხო ბიჭო ***თავა უფროსი ყავს და არ გაათავისუფლა. არ უთხრა შენ ეგ,თორე უფრო იდარდებს.
-არა,მე საიდან...
საუბრით გავიდნენ და კარი მიიჯახუნეს.
მდუმარედ ვუყურებდით ერთმანეთს. ბოლოს მოვისაზრე და გაშეშებული ფეხი შარვალში გავყავი.ფეხსაცმელები იქვე დავტოვეთ,
უსიტყვოდ დავბრუნდით დარბაზში და გასასვლელის ძებნა დავიწყეთ.
იმდენად დამეკარგა განწყობა,ფიქრის თავიც კი აღარ მქონდა.
კართან ჩვენი ნაცნობი მცველი რომ აგვესვეტა,მხოლოდ მაშინ მოვედი გონს.
-ხომ გითხარი,მოცეკვავეს არ ჰგავხარ-მეთქი-შემიღრინა და ქურთუკში ხელი ჩამავლო.
-გამიშვი-ამოვიწიკვინე და გავიფართხალე-არაფერი დამიშავებია.
-საცეკვაო კოსტიუმები მოიპარეთ-შემომესმა წვრილი ხმა. ჩვენი სქესდაუდგენელი არსება მოგვდგომოდა-ჯეი,დააკავე ესენი,პოლიციაში ვრეკავ!
ანას შეშლილი თვალებით გავხედე,ის კი სწრაფად გამოსხლტა და ჯეის პირდაპირ აკრძალულ ადგილას ამოარტყა ფეხი.
დაცვამ ხელი მიშვა,მეც მაშინვე მოვკურცხლე და ანაც გავიყოლე.
ისე მივრბოდით ქუჩაში,თითქოს დაგეშილი ხარი მოგვდევდა.
რამდენიმე ქუჩა გავიქროლეთ და შენობებს შორის დატოვებულ ვიწრო ადგილას შევჩერდით.
მოხრილები ღრმად ვსუნთქავდით. ვცდილობდი,გამეხსენებინა დეტალები,მაგრამ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა,გააზრებაც კი ვერ მოვასწარი.
-სხვა დროს ამაზე მაგრად ვიცინებდი-ამოიქაქანა ანამ და კედელს მიეყრდნო-ჯანდაბა,ყველაფრის მუღამი დამეკარგა.
-სამხილები მალე უნდა მოვიშოროთ-ბიუსჰალტერი სვიტერის შიგნიდან გამოვიძვრინე და ნაგვის ურნაში ვისროლე.
ანამაც მომბაძა.
-ოღონდა ტრუსიც არ გამახდევინო-ჩაიბურტყუნა.
-ეგ მერე-ვთქვი სასხვათაშორისოდ,მოსმენილზე ვფიქრობდი.
-სიურპრიზი ვეღარ გამოვა,ჩვენი დანახვა აქ ნამდვილად არ გაახარებთ-ჩავიცინე.
-იცი,არც მე აღარ მაქვს სურვილი რომელიმეს დანახვის-ავად ამოიკივლა-და საერთოდ,ურჩევნიათ,აქვე დარჩნენ.
გულის სიღრმეში მეც ასე ვფიქრობდი. იმდენად დიდ ხანს ვოცნებობდი დემეს ნახვაზე,რომ ახლა ამის გააზრება მიჭირდა,თუმცა მართლა აღარ მქონდა ისეთი მისწრაფება. გაგონილმა გული იმდენად დამწყვიტა,აზრებს თავს ვერ ვუყრიდი.
-არა,უბრალოდ არ მესმის-გააგრძელა ანამ-ასე თუ ვერ გვიტანენ,ჩვენი დანახვა თუ არ უნდათ,თავებს რაღატომ იტანჯავენ?
-როგორ ვერ გვიტანენ,უბრალოდ...თავისუფლება მოუნდათ-ვცდილობდი,გამოსავალი მეპოვნა.-ხანდახან,როდესაც დიდ ხანს ვართ ერთად,ადამიანებს განცალკევება გვინდება.
-ეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში სურთ,თუ ჩვენთან რამეზე თავს იკავებენ და ვერ აკეთებენ.-დარწმუნებით დამიქნია თავი-იცი რა,ძაან მომბეზრდა უკვე იმაზე ფიქრი,რა უდევს თავში დიმას. ასე თუ მიმაბანძა ყოველი თვის ბოლოს,რა ჯანდაბად მინდა შეყვარებული. -ტუჩები გამობუსხა-ახლავე თუ ბეზრდება ჩემთან,მერე რაღას იზამს? მე მოვრჩი!-წამოიწია და გამომცდელად შემომხედა.
დემესგან კვლავ არაფერი ისმოდა. ინტერნეტშიც დუმდა.
-მეც-ვთქვი მტკიცედ-აღარ ვიფიქრებთ მაგაზე,დავიღალე უკვე.
-იცი,ის,რაც დიმასგან გავიგეთ,ძალიან ცუდი ამბავია-ეშმაკურად გამომხედა.
-ლუდი,სიგარეტი და მხოლოდ ჩვენ-გავუცინე და მივუახლოვდი-ვიცი,ამაზე გული აგერევა,მაგრამ ძალიან მიყვარხარ,ან-გადავეხვიე.
უკანალზე ხელი მომითათუნა.
-მეც მიყვარხარ,შურიკ.
სასტუმროს აივანზე,ხუთ ფენა ტანსაცმელში და პლედებში გახვეულები ვისხედით და ლუდს ვყლურწავდით.
-აქედან ხედი არ ჩანს-წინ მდებარე შენობის კედელს გაჰხედა ანამ-მაგრამ იმის იქით ხომ არის,წარმოვიდგინოთ.
თვალები გავაშტერე და გონებაში ლამაზი ხედი დავხატე. რატომღაც მაინც თბილისის სილუეტი და მანათობელი სატელევიზიო ანძა დავინახე.
-ხვალაც დავრჩეთ-სიგარეტს მოუკიდა და მეც მომაწოდა-ღმერთმა იცის,კიდევ როდის წამოვალთ.
-კლუბში და პორნოთეატრში აღარ მინდა ოღონდ-გავუცინე.
-არა,ეგენი გვეყოს. იქნებ ერთი-ორი საათი გამოვყოთ მუზეუმებისთვის და გული გაიხარო-მზრუნველად გადმომხედა.
-მაგას თუ მოვესწრებოდი,არმეგონა-სიტარეტის ბოლი დადარდიანებულ გულში ჩავუშვი.მაინც მენატრებოდა ის დამპალი.
მივიწყებულნა მობილურმა გაანათა.
დემეტრე იყო,”ვიბერში”უნამუსოდ კითხულობდა,როგორ ვიყავი.
საათს დავხედე და ჩავიფრუტუნე.
ღამის ორი საათი სრულდებოდა.
ახლა საქართველოში გაცილებით გვიანი იქნებოდა.
ხმაამოუღებლად გავთიშე ეკრანი და ანას მივუბრუნდი.
-ახლა რა იქნება?
-ახლა დროა გავიზარდოთ-ჩაიდუდუნა ანამ და ბოლი ნელა გამოუშვა ჩემი მიმართულებით.

-სად ხარ? რატომ არ მპასუხობ?
ბოლო,უპასუხო ეს ემ ეს-ებს დავხედე.
არ მინდოდა,მიმეწერა. არ ვიცოდი,რა უნდა მეთქვა.
დილით ადრე გამეღვიძა,მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ გვიან დავიძინე.
“ადრე ადექი ღამე,გვიან დაწექი დილას”
გამიელვა თავში სიმღერის ტექსტმა.
“ამსტერდამში ვარ”
სწრაფად დავწერე და გავაგზავნე.
ამოვისუნთქე და აივანზე გავედი. მორჩენილ სიგარეტს მოვუკიდე. კვლავ ძალიან ცუდად ვიყავი.
-“ხუმრობ?”
-“არა”
-“რატომ?”
ჩავფიქრდი. ყავა მოვსვი და შენობის ნაცრისფერ კედელს გავხედე.
რატომ ვარ აქ,თუ რატომ არ ვხუმრობ?
-“სიურპრიზი”
როგორ გაუხარდება! ალბათ ახლა ცალ ფეხზე ხტუნავს...
ტელეფონს ხმა გამოვურთე და ჯიბეში შევინახე.
კარი გაიღო და მივბრუნდი.
თავზე არწივისბუდეწამოსკუპებულმა ანამ გამოანათა.
ცალი თვალი მოეჭუტა,ტუში,რომელიც ჩემგან განხვავებით,დაწოლის წინ არ მოეშორებინა,ქვედა ქუთუთოებზე ჩამოსვლოდა.
წითელი ტუჩსაცხი ნახევარ ლოყას უფერადებდა.
რომ დავინახე,ყველა სევდა გადამავიწყდა და გულიანად გადავიხარხარე.
-ნაბახუსევის “ლუქების” რეკორდი მოხსენი-გვერდით სკამზე ხელი დავარტყი.
-ყავა!-ამოიკვნესა,ჩემს ფინჯანს ხელი სტაცა და მოყლურწა-უფ,გაასწორა.
გვერდით მომიჯდა,მოჭუტული თვალი ჯერ კიდევ არ გაეხილა.
-ასე ადრე რამ გაგაღვიძა?
-ლუდის ოკეანემ,რომელიც წუხელ ვშთანთქე და ახლა უნდა გამოვშთანთქო-მხრები აიჩეჩა-მერე კიდევ გუშინდელი ამბები გამახსენდა და ვერ დავიძინე.
-მეც-ყავა გამოვტაცე და ჩავბღუჯე-დემეს მივწერე,რომ აქ ვართ.
-ჰმ!-ჩაიფრუტუნა-რაო მერე,სიხარულით ახტუნდა და მალე აქ დახტუნდება?
ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და დავხედე.
“სად ხარ,მოვდივარ”
“მეღადავები,ხო?
“ალე,მიპასუხე!”
ამოვიკითხე და გული მომეწურა.
თითოეული სიტყვა იმას მიყვიროდა,რომ დემეტრეს ჩემი დანახვა კი არა,იმაში დარწმუნება სურდა,რომ ვატყუებდი.
“არა,დემე. მოსვლა საჭირო არაა,მე და ანა ვართ აქ,გოგოების მოგზაურობაა”-დავწერე და გავაგზავნე. მხოლოდ შემდეგ მივხვდი,რა ყალბად ჟღერდა ეს ყველაფერი.
მაშინვე აწკრიალდა მოწყობილობა და უხალისოდ მივიდე ყურზე.
-ჰოუ.
-რატო ღადაობ ასე მწარედ?-გაიცინა. მისი ხმის გაგონებაზე ცრემლები მომაწვა.
-არ ვღადაობ,მართლა აქ ვართ-ანა გვერდით ამკრობოდა და ცდილობდა,საუბარი გაეგო.
-არ მჯერა-ისევ იცინოდა.
-კარგი,ნუ გჯერა.-თვალები ავატრიალე.
-ხახვი,რა გჭირს?-მაშინვე დასერიოზულდა.
ანა რაღაცებს მანიშნებდა,თუმცა ვერაფერი გავიგე.
-დაღლილი ვარ,ძილიც მაკლია-მოვუჭერი.
-ჩემზე გაბრაზებული ხარ?
-არა,უკვე აღარ-ხმა ჩამიწყდა და აცრემლებულმა გავთიშე.
-არ იტირო ახლა გოგოსავით-მომეკრო ანა და კვლავ წართმეული ყავის ფინჯანი მომაწოდა-აჰა,დალიე.
უკვე საკმაოდ გაყინული სითხე მოვსვი და გული დავიმშვიდე.
-არ შემიძლია მასზე გაბრაზება,მაგრამ ისიც ვიცი,რომ არ შეიძლება,არ ვბრაზობდე-ამოვთქვი და ცრემლები მოვიწმინდე.
-შენთვის აღარ იბრაზო,იმასთან კიდევ ვითომ ბრაზობ-გამოსავალი იპოვა-თუ ურთიერთობის გაგრძელება გვინდა,ეს ამბავი არ უნდა შევარჩინოთ.
-იქნებ და არც უნდოდეთ შერჩენა-ვიკითხე უიმედოდ.
-დამიჯერე,უნდათ.დარწმუნებული ვარ,დიმას უკვე გული უგრძნობს,რა ჯოჯოხეთიც ელის და ფსიქოლოგიურადაც ემზადება. მარტივი ბრძოლა არ იქნება,მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
-არ მინდა დემესთან ბრძოლა-დავიჩურჩულე და კიდევ ერთ,ახალ შეტყობინებას დავხედე.
“მითხარი,სად ხარ.”
ბევრი ყოყმანი აღარ დამიწყია,მისამართი მივწერე და გავინაბე.
ცოტა ხანში თავი ვაიძულე,ოთახში შებრუნებულიყო და ოდნავ ადამიანს დამსგავსებოდა.
დემე ნახევარ საათში მოვიდა,როგორც კი დამირეკა,მაშინვე დავეშვი პირველ სართულზე და შესასვლელშივე დავლანდე მისი ფიგურა.
ისე ძლიერ მომნატრებოდა,თავი ძლივს შევიკავე,რომ რაგბისტივით არ დავტაკებოდი.
მშვიდად გავედი ნოემბრის სუსხში და დაღლილი თვალები შევანათე.
ჩემსკენ გამოიწია და ჩამეხუტა. სუსტად მოვხვიე ხელები და გავუღიმე.
-რა გჭირს?-თმები გადამიწია და დამსუნა-რატომ მოწიე?
-ჩემთან ერთად რატომ არ გინდოდა?-ამოვიტირე და ანას დარიგებები წამში დამავიწყდა. სლუკუნით ჩავეხუტე იმ ბავშვივით,დედა რომ უბრაზდება,მაგრამ მაინც მასთან მიდის,რადგანაც მეტი ადამიანი არ ეგულება,ვისთანაც იტირებს.
-ხახვი,საიდან მოიტანე ეგ?-მჭირდოდ ჩამიკრა გულში და ჩამჩურჩულა-შე სულელო,მე ყოველთვის მინდა შენთან.
-გუშინ რატომ დაგავიწყდი,აბა?-გამახსენდა და მაშინვე გავითავისუფლე თავი. ცრემლები მოვიწმინდე,თუმცა ნიაღვარი უწყვეტად მოდიოდა.
-სი*ი ვარ და იმიტომ-მომიგო აღმომჩენივით-ჯერ პორნო თეატრში წამათრია კასპერამ,მერე მოსაწევი მოიტანა დიმამ და... მაპატიე რა. აზრზე რომ მოვედი,უკვე შუაღამე იყო.
ამოვისრუტუნე და უსიტყვოდ გავხედე ქუჩას.
ენაზე მომდგარი საყვედურებიდან რომელი ამომერჩია,ვეღარ ვხვდებოდი.
-კასპერას ჩვენი დაპატიჟებაც უნდოდა,არა?-ამოვთქვი ბოლოს-რატომ მომატყუე?
-ეგ საიდან იცი?-თვალები გაუფართოვდა.
-მნიშვნელობა არ აქვს-მივაძახე სასწრაფოდ-უსინდისოდ მითხარი,რომ გერიდებოდა,გახსოვს? ჩემი ქორწილი არაა და ვერავის დავპატიჟებო-ისევ ამომიჯდა გული.
-ჯანდაბა-თავზე ხელი გადაისვა და ამოიოხრა-წამო,სადმე დავსხდეთ და აგიხსნი.
-აქაც შეიძლება...
-წამოდი-ხელი ჩამკიდა და გამათრია.
სიცივეზე მოვიბუზე,მაშინვე გაიხადა ქურთუკი და მომახურა.
ჰმ!მაშინვე ერევათ ჯელტმენობის ვირუსი,როცა რაღაცას დააშავებენ!
ქუჩის კუთხეში მდებარე კაფეში შევედით,ყავა და ბლინები შეუკვეთა და ცოტა ხანს მდუმარედ მაკვირდებოდა.
-აქ საიდან აღმოჩნდით? თვალთვალი გადაწყვიტეთ? -გამიღიმა-ამას ანა მაინც მოიფიქრებდა.
-თვალთვალი სულაც არ გვინდოდა.მეტი საქმე არ გვაქვს-ცხვირი ავიბზუე და ოფიციანტს მადლობა გადავუხადე მორთმეული ყავისთვის-უბრალოდ ძალიან გვინდოდა თქვენთან ერთად. ვიფიქრეთ,რაკი ჩვენი წაყვანა არ ან ვერ უნდოდათ,ჩვენით წავიდეთ,გავერთობით და სიურპრიზსაც გავუკეთებთო.-მწყრალად შევხედე-შემდეგ კი... შემთხვევით დიმა და კასპერა ვნახეთ... კლუბში მოვედით,რადგანაც გვეთქვა,რომ ჩამოვედით. ვიცი,სულელური წამოწყება იყო,თქვენ მარტო ყოფნა გინდოდათ...
-სულელური ის იყო,აქ მარტოები რომ დაეხეტებოდით-ბრაზიანად გამომხედა. გულში ღმერთს მადლობა გადავუხადე ,რომ დემე ექსტრასენსი არ იყო და ვერ გაიგებდა(უახლოესი ოცი წელი მაინც),თუ რა გამოვიარეთ.
-ხოდა მათი საუბარი გავიგონეთ,რომ ჩვენი ჩამოსვლაც სურდა შენს ძმაკაცს,მაგრამ არც კი გვითხარით.ანამ კიდევ კომპიუტერუ გაყიდა,აქ რომ ჩამოსულიყო. იდიტია დიმა.
ამოიოხრა და ღიმილით შემომხედა.
-დიმას სურდა ასე,ერთხელ მარტოები წავიდეთო. უფრო სწორად,უკანასკნელადო -დაიწყო და ჩემი ხელი მოიქცია ტორში-მეც ვეღარ გავუტეხე. მაგრადაა აღელვებული და ცოტა განტვირთვა სჭირდებოდა.
-რა სჭირს? ანას არაფერი უთქვამს. არც თავად ეტყობოდა დიდად დარდი.-ავიმრიზე.
-დარდი არც ჰქვია მაგას...დამპირდი,რომ ანას არაფერს ეტყვი და მოგიყვები.
-მაგას როგორ დაგპირდე?-აღვშფოთდი-მეგობარს არ მოვატყუებ!
-ტყუილი არ იქნება,თუ არ დამპირდები,ვერაფერს გაიგებ.
-კარგი,ჰო-ცოტა ხნის შემდეგ ვუპასუხე,რადგანაც ძალიან დამაინტერესა.საკუთარ თავს მოველაპარაკე,თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანი იყო,პირობას გავტეხავდი და ეგ იქნებოდა,რომელი რაინდი მე მნახეს-მეთქი.
-დიმა ხელის თხოვნას აპირებს-ისე სწრაფად მითხრა,მივხვდი,დიდ ხანს სურდა ამის გამხელა.
-რა?-წამოვიკივლე და წამში გამინათდა მოღუშული სახე-მერე ეგ შტერი, ასეთი წანამძღვრებით, თანხმობას ელოდება?
-იცი... იმდენად ნერვიულობდა,მგონი ვერ გაეგო,თავად უნდოდა თუ არა. კი უნდოდა,მაგრამ დარწმუნებული არ იყო. მოკლედ კარგად მეც ვერ გავიგე,მაგრამ მთავარი ისაა,რომ მთხოვა,ბოლოჯერ წავიდეთ და მაგრად გავერთოთო.
შენი წამოყვანა ძალიან მინდოდა,მაგრამ მერე წავიდეთო და დავთანხმდი რა. რამდენიმე დღე არაფერს წყვეტდა.
ვიცოდი,არ იყო კაი აზრი,მაგრამ...-მხრები აიჩეჩა და დამნაშავე სახით შემომაჩერდა-არ გაბრაზდე რა,ხახვი.
-უთხარი იმ ... შენ ძმაკაცს,რომ აქ ვართ და მოაკითხოს ანას. რაც შეიძლება მეტი სინანული აიკრას სახეზე და გაითვალისწინოს,რომ ანამ იმაზე მეტი იცის,ვიდრე ჰგონია.
მკაცრი ღიმილით შევხედე.
-გული მიგრძნობს,თქვენც ბევრ რამეს დააშავებდით-ცუდ თემაზე გადავიდა და ავწრიალდი-შენც ხომ მომატყუე. როდის ჩამოხვედით?
ახლა ჩემი ჯერი იყო დამნაშავის ამპლუაში ჩახტომისა.
-არაფერი დაგვიშავებია,ქალაქი დავათვალიერეთ და საღამოს ლუდი დავლიეთ.ეგ იყო და ეგ.-მოვუჭერი-ტყუილი კიდევ არ ითვლება,სიურპრიზის მოწყობა გვინდოდა-მოვიშველიე ანას სიტყვები.
-მაშინ ჩემიც არ ითვლება-ისარგებლა შემთხვევით.
-კარგი.
-კარგი.
ღიმილით გადმოიწია და ნელა მაკოცა. თვალები მივლულე. საშინლად,უზომოდ მომნატრებოდა.
-მაგრამ აღარასდროს მოვიტყუოთ რა-ამოვუღლუღე,როდესაც თვალები გავახილე-საპატიო ტყუილებიც არ დაიშვება.
-არც მე მომწონს ეგ-ტუჩი მოიჭამა და კინაღამ იქვე მივვარდი.-ახლა უნდა წავიდე,ხელის მოწერა ერთ საათშია. მერე გამოგივლით და წაგიყვანთ,კაი?მანამდე გაემზადეთ.
-ანას რა ვუთხრა?-ვიცოდი,თუ მოინდომებდა,ყველაფერს დამაფქვევინებდა.
-მაგას დიმა მიხედავს.უკვე დროს,გამოვიდეს პანიკიორი სი*ის როლიდან-ჩაიცინა და წამოდგა.
ხელჩაკიდებულმა მიმაცილა სასტუმრომდე და წასვლამდე კიდევერთხელ გადამეხვია.
-ერთი მაგარი სექსშოპი აღმოვაჩინე და რაღაცები გამოვაყოლე ხელს-ჩამჩურჩულა-ამაღამ უნდა გამოვცადო.
-თ.-ვუპასუხე ღიმილით.
-გამოვცადოთ-გაიმეორა,კიდევ ერთხელ მაკოცა და მომშორდა.
ბოლო დღეების განმავლობაში პირველად ამოვისუნთქე თავისუფლად.
გულიდან თითქოს მძიმე ლოდი მომეხსნა. ჩემთან ყოფნა არ აღიზიანებდა.მეტიც,ჩემი ფანტაზიების გადამკიდე,დიდი სისულელე გამომეგონებინა და ახლა უკვე არარეალურად მეჩვენებოდა ის ფიქრები,რაზეც დილით გულამოსკვნილი ვტიროდი.
ჩემი პრეზომენი ისეთივე იყო,როგორიც ადრე.ისევე ვუყვარდი და უნდოდა ჩემთან,როგორც მე.
არა,მაინც რა სულელი ვარ?
მესამე სართულზე ფრთაშესხმული ავვარდი.
-რაო,ქალბატონო?-სავარძელში გადაშხლართული ანა ფრჩხილებს იქლიბავდა და ავი დედამთილივით მიყურებდა-მიგეხუტა,მოგეხუტა და უკვე აპატიე,არა?
-საპატიებელი არც არაფერი იყო-ჩავისუნთქე და საწოლზე გავგორდი-ყველაფერი გავაზვიადეთ.
-ჰეი,ჰეი-წამოიწია და ფეხი ბრალმდებელივით გამოიშვირა ჩემსკენ-კაცის ალერსი კარგია,მაგრამ ასე დაჩლუნგებაც არ მოსულა.
აშკარად არ სურდა,გაბრაზებულ შეყვარებულთა კლუბში მარტო დარჩენა-რა გითხრა პრეზომენმა ასეთი?-თვალები დააწვრილა.
-არაფერი-სწრაფად ვუპასუხე-ქორწილში ვართ დაპატიჟებულები და ჯობია,გავემზადოთ.-წამოვდექი და ტანსაცმელების არჩევა დავიწყე თვალთმაქცურად.
-მეტი საქმე არ მაქვს,ეგ ძალად მიპატიჟება მივიღო-თავი ამაყად ასწია და თმები მხრებს უკან გადაიყარა-ცოტა თავმოყვარეობაა საჭირო...
სიტყვა გაწყვიტა,რადგან მისი მობილურის ხმა გაისმა.
-დიმა რეკავს-ფიქრიანად შემომხედა-რა უნდა ვითომ?
-მე რა ვიცი-მხრები ავიჩეჩე-ალბათ მოენატრე.
კიდევ ერთხელ შემათვალიერა ეჭვიანი მზერით და ზარს უპასუხა.
ცოტა ხანს მკაცრად საუბრობდა,შემდეგ გაბრაზებით,ბოლოს წამოხტა და სააბაზნოში შეიკეტა.
აივანზე გავედი და ღიმილით გადავხედე კედელს. როცა თავში ათასნაირი ფერი ტრიალებს,არაფრის დანახვა აღარაა საჭირო,ბედნიერება თავისით მოდის და ნაცრისფერი კედელიც კი კმაყოფილებას გგვრის.
ათიოდე წუთში ანაც გამოვიდა,თმა კიდევ უფრო გასწეწვოდა,თუმცა იღიმებოდა.
-მოშველდით?-ვკითხე ღიმილით.
-ჯერ თავი გაილანძღა,მერე მე გავლანძღე,მერე რატო მლანძღავო,მაგაზე მეჩხუბა,მერე იმაზე ვეჩხუბე,რაზეც ვაგინებდი და ბოლოს შევრიგდით -ამოილაპარაკა დაღლილი ხმით-არ მეგონა,ასე მარტივად თუ მოვლბებოდი,მაგრამ ისეთი კუსკუსობები მითხრა...-გაინაბა და გაიღიმა.
-ჰო,ეგ ჩვენი სისუსტეა-თავი დავიქნიე და სიცრცეს გავხედე-აბა,რას იცვამ ქორწილში?
ცოტა ხანს დაბინდული მზერით მიყურებდა,შემდეგ დენდარტყმულივით წამოხტა და წამოიძახა.
-ჯანდაბა,რამდენი საქმე გვაქვს!

სასიამოვნოდ დაღლილი მივყვებოდი დემეს,რომელიც ხელს არ მიშვებდა.
უზარმაზარი,დახვეწილად მორთული,ოქროს ფერებში გადაწყვეტილი სასტუმროს ჰოლში ვიდექით და ლიფტს ველოდებოდით.
-იმ ჯეინს მეგობარი გოგო ჰყოლია,ანამ კიდევ ლამის თმები გადააცალა-სიცილით მივუბრუნდი-ბოლოს,რა გადაწყვიტა დიმამ? ანამ მითხრა,სიურპრიზს დამპირდაო.
-დაბადების დღესე სთხოვს ხელს,მგონი.
ვეცადე,შევგუებოდი იმ აზრს,რომ ანას ვინმეს ცოლი ერქმეოდა,თუმცა ვერაფრით წარმოვიდგინე.
-კაი მსმელი პატარძალი გვყოლია-გამახსენდა,როგორ გამოცალა კასპერას მეუღლემ ერთი ბოთლი შამპანიური ნიძლავზე.
-მე კაბა მომეწონა-თვალი ჩამიკრა.
-მოგეწონებოდა,დიაფრაგმიდან იწყებოდა და ჭიპთან მთავრდებოდა-ავიმრიზე.
-არც შენია დამაკმაყოფილებლად გრძელი-თვალი ამატარა და ლიფტში შემიძღვა.
-ანას მეტი არ ჰქონდა -თავი ვიმართლე და კედელს მივეყუდე,რადგანაც დემე მაწვებოდა.
-ნუ იტყუები,თორემ დაისჯები-მუქარანარევი ღიმილით ამატარა ხელები თეძოებზე.
-აქვე,ახლავე?-ვკითხე გამომწვევარ და დუნდულებზე მტკივნეული მოჭერაც ვიგრძენი.
-ძალიან მომენატრე-ამოვთქვი და ტუჩებზე დავხედე.
წელზე შემომხვია ხელი და მოუთმენლად მომაწება ბაგეები.
ნაცნობმა ჟრუანტელმა მოიცვა მთელი სხეული. კისერზე მოვეჭიდე და უფრო ახლოს მივიზიდე.
ვეღარ ვითმენდი,ისე მინდოდა მისი კანის თითოეული უჯრედის შეგრძნება.
ლიფტი გაიღო და ცოტა ხანს თავშეკავება დავიბრუნეთ.
სწრაფად გამატარა დერეფანი და ნომრის კარი შეაღო.
წამით თვით პრეზომენიც კი გადამავიწყდა,როდესაც უზარმაზარ ოთახს მოვავლე თვალი.
ყველაფერი იყო,რასაც კი ადამიანის სული და გული ინატრებდა.უზარმაზარი ფანჯრებიდან თვალწარმტაცი ხედი მოჩანდა. მივხვდი,რომ სამ დღიანი ბოდიალის შემდეგ,ახლაღა დავინახე ამსტერდამი.
მონუსხული ვაკვირდებოდი თითოეულ დეტალს გარეთ და შიგნით,სიმდიდრის მიღმა დახვეწილობა და ხელოვანის სული იგრძნობოდა.
-ეს მეფური ნომერი რისი დამსახურებაა? ბანკი გაიტანე?-გავიცინე,როდესაც მუცელზე მისი ხელები შემომეჭდო.
-სინამდვილეში მე და დიმა სხვა ოთახში ვიყავით,უფრო ადამიანურში-ჩემს ყელში ჩაილაპარაკა-მაგრამ შენთვის,როგორც ხახვთა დედოფალისთვის,მხოლოდ საუკეთესო დაიშვება.
შევბრუნდი და წვერზე ხელი განაბულმა ჩამოვუსვი.
-რატომ ხარ ასეთი კარგი?-ამოვიკნავლე და ტუჩებზე მივეწებე.
-იმიტომ,რომ გიყვარვარ-ჩაიცინა და კაბისგან გამათავისუფლა-და მეც მიყვარხარ. უფრო სწორად,ვგიჟდები შენზე-მკერდი მონატრებულმა დამიკოცნა და ეშმაკური ღიმილით გამიტაცა საწოლისაკენ.
ცოტა ხნის შემდეგ აღმოვაჩინე,რომ გრანდიოზული სექს შოპი მხოლოდ მე და ანას არ მოგვივლია საფუძვლიანად,უფრო მეტიც,პრეზომენს თავისი სახელი გაემართლებინა და თითქმის ყველაფერი გამოეზიდა,რისი წაღებაც ერთ ადამიანს შეეძელებოდა.
და ეს ყველაფერი ამსტერდამშივე გამოვცადეთ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი naattii

არ არსებოობს, ეს რა დავინახეეე ❤️❤️❤️ წავედი პირველი ნაწილი გადავიკითხე ჯერ და ჩავუჯდეე ❤️❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

naattii
არ არსებოობს, ეს რა დავინახეეე ❤️❤️❤️ წავედი პირველი ნაწილი გადავიკითხე ჯერ და ჩავუჯდეე ❤️❤️❤️

გელოდები ^^❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Elea_Nora

ვაიმეე რომ დაბინახე თვალებს არ დავუჯერე... წავედი წავიკითხო. ოხ როგორ გვანებივრებ შენი ტკბილი ისტორიებით❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

Elea_Nora
ვაიმეე რომ დაბინახე თვალებს არ დავუჯერე... წავედი წავიკითხო. ოხ როგორ გვანებივრებ შენი ტკბილი ისტორიებით❤

თავადაც ვნებივრობ^^ გელი მოუთმენლად❤️❤️

 


№5 სტუმარი ლაალალლალალალალალლაა

არ ხარ შენ ნორმალური
მეტი რა გითხრა აბაა:დ
ისე ვაღიაროთ რაა რომ დემე ყველასთვის საოცნებო მამაკაცია:დ
ნუ ისე ყველა შენი კაცი იდეალურია:დ
შემიფუთე ერთ-ერთი და რამდენიმე წელიწადში მივაკითხავ, ჯერ ვერ დავნებდები:დ

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

ლაალალლალალალალალლაა
არ ხარ შენ ნორმალური
მეტი რა გითხრა აბაა:დ
ისე ვაღიაროთ რაა რომ დემე ყველასთვის საოცნებო მამაკაცია:დ
ნუ ისე ყველა შენი კაცი იდეალურია:დ
შემიფუთე ერთ-ერთი და რამდენიმე წელიწადში მივაკითხავ, ჯერ ვერ დავნებდები:დ

შენც არ გადიხარ ნორმალურებში რომ იცოდე^^ არ ვარ მე მარტო :დდდ♥️ შეგიფუთავ კიარა,სანამ დრო მოვა,ზეიდიალურს შევქმნი შენთვის ♥️

 


№7  offline წევრი ანნა ა

მაგარიაა პრველი ნაწილი წაკითხული მაქვს ეს ხო საერთოდ დაგლიჯა :დ
გამიხარდა გაგრძელებააააააა :დ heart_eyes kissing_heart წარმატებები ტკბილო და კიდევ მინდა კარგი და გიჟი ისტორიააა :დ

 


№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

ანნა ა
მაგარიაა პრველი ნაწილი წაკითხული მაქვს ეს ხო საერთოდ დაგლიჯა :დ
გამიხარდა გაგრძელებააააააა :დ heart_eyes kissing_heart წარმატებები ტკბილო და კიდევ მინდა კარგი და გიჟი ისტორიააა :დ

ძალიან მიხარია,რომ ისეთივე კარგი გამოვიდა,როგორც წინამორბედი ♥️ არ მოგაკლებთ სიგიჟეებს,ხომ იცი :დდდ ♥️

 


№9 სტუმარი kati

Orive tavi ertad wavikitxe da bevric vicine.gagrzeleba Tu iqneba male,mtlad uketesi.

 


№10  offline წევრი Farvana

სათაური რომ წავიკითხე,თავიდან პირველი ნაწილი მეგონა და ყურადღება არ მივაქციე.მეორეჯერ რომ შემივედი და წავიკითხე უკვე მივხვდი,რომ ახალი ნაწილი იყო.
პირველი ნაწილი წაკითხული მავს და ვიცი რამდრნად კარგია.
ჯერ არ წამიკითხავს ეს ნაწილი,მაგრამ ვიცი,რომ პირველივით საინტერესო და საოცრება იქნება.
ბოლო-ბოლო შენ ხარ საოცრება და ეგ,რომ არ იყოს საიცრება უბრალოდ შეუძლებელია.
--------------------
ფარვანა

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

kati
Orive tavi ertad wavikitxe da bevric vicine.gagrzeleba Tu iqneba male,mtlad uketesi.

ძალიან მიხარია,რომ გაგამხიარულე ♥️ გაგრძელბაზე ჯერ ჯერობით აღარ ვფიქრობ,თუმცა ეს ისტორია ისე მიყვარს,გამორიცხული არაა♥️

Farvana
სათაური რომ წავიკითხე,თავიდან პირველი ნაწილი მეგონა და ყურადღება არ მივაქციე.მეორეჯერ რომ შემივედი და წავიკითხე უკვე მივხვდი,რომ ახალი ნაწილი იყო.
პირველი ნაწილი წაკითხული მავს და ვიცი რამდრნად კარგია.
ჯერ არ წამიკითხავს ეს ნაწილი,მაგრამ ვიცი,რომ პირველივით საინტერესო და საოცრება იქნება.
ბოლო-ბოლო შენ ხარ საოცრება და ეგ,რომ არ იყოს საიცრება უბრალოდ შეუძლებელია.

როგორ მათამამებ სულ ^^♥️♥️ საოცარი გრძნობაა,მადლობა შენ♥️
იმედია,მოლოდინს გაგიმართლებ♥️

 


№12  offline ადმინი შამანი

ვააიჰ, ამის წაუკითხავად როგორ გავძლებ მე...
თან ისე მომენატრე <3 ესეიგი ჩავტკბები ახლა მე და მერე ელოდე ჩემს კომენტარს <3
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№13  offline წევრი naattii

რა ვქნა ჩემთვის შეუდარებელი რომ ხაარ??? ვეღარ გაქებ სიტყვებით რა.. აი შენი ფანტაზიის წინაშე ქედს ვიხრი ❤️❤️❤️
პ.ს ჯერ კიდევ ველი საშინელი წყვილის მეორე ნაწილს ❤️

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

შამანი
ვააიჰ, ამის წაუკითხავად როგორ გავძლებ მე...
თან ისე მომენატრე <3 ესეიგი ჩავტკბები ახლა მე და მერე ელოდე ჩემს კომენტარს <3

დამიბრუნდა ჩემი გოგო^^ როგორ გამახარე,აზრზე არ ხარ შენ♥️♥️♥️

naattii
რა ვქნა ჩემთვის შეუდარებელი რომ ხაარ??? ვეღარ გაქებ სიტყვებით რა.. აი შენი ფანტაზიის წინაშე ქედს ვიხრი ❤️❤️❤️
პ.ს ჯერ კიდევ ველი საშინელი წყვილის მეორე ნაწილს ❤️


უდიდესი მადლობა შენ ასეთი თბილი და უზარმაზარი ეგოს წარმომქმნელი სიტყვებისთვის :D ♥️ ყოველთვის ასე მახარებ♥️ რა თქმა უნდა იქნება ისიც,პირველი ის უნდა გაგრძელებყლიყო,მაგრამ განწყობა დავიჭირე და ეს დავწერე:დდ ისიც მალე იქნება ♥️♥️

 


№15 სტუმარი სტუმარი ანი ანი

აუუ ალისა არ მიწყინო მაგრამ ამ ბოლო დროს რაც შენი ისტორიები წავიკითხე აი როგორ გითხრა.... არ არის იმდენად "შენეული" რამდენადაც შენი წინა ისტორიები იყო... თითქოს უფრო მოაკელი ყურადღება ისტორიებს.... არ მინდა რომ გეწყინკს პირიქით ძალიან მოყვარხარ მაგრამ ამ ბოლოდროს იმ ხიბლს რაც შენს ხხვა ისტორიებში ვხედავდი ამ ბოლო დროინდელ ისტორიებში ვეღარ ვხედავ...

აი მაგალითად თითქოს გაყავი ცალკე ისტორია და ცალკე მაგია(ან ჟანრი ნუ ხო ხვდები).. ანუ წყვილთან თითქოს საჩქაროდ აგვარებ სამეს ნუ არი ეს "მათი მომენტები" მაგრამ მიფუჩეჩებული და უმუხტო... უინტრიგო .... ამ ისტორიას არ ეხება ეს მაგრამ აი წინა იატორია იყო სათაური ზუსტად არ მახსოვს დანტე იყო მთავარი პერსონაჟი.. ძააალიან იგრძნობოდა ეს "მიფუჩეჩებულობა"... ანუ ისტორია და ეს უცხო რაც ისტორიებში შემოგქონდა ხოლმე თავიდან ერთმანეთთან გქონდა შერწყმული ახლა კი თითქოს გაანცალკევე...
მიყვარხარ მე შენ ძალიან, შენი ისტორიებითურთ და გელი ახალი "შენეული" ისტორიით რათქმაუნდა <3

 


№16  offline აქტიური მკითხველი grafo

უი, ხახვი ხახვზე თუ აპირებდი კიდევ დაწერას რას ვიფიქრებდი?!
ყოჩაღ შენ და შენს ფანტაზიას. მომეწონა, ვისიამოვნე და კითხვისას ბევრჯერ ხმით გულიანად გამეცინა. გმადლობ შენ ამისთვის.

 


№17 სტუმარი სტუმარი Alice76

სტუმარი ანი ანი
აუუ ალისა არ მიწყინო მაგრამ ამ ბოლო დროს რაც შენი ისტორიები წავიკითხე აი როგორ გითხრა.... არ არის იმდენად "შენეული" რამდენადაც შენი წინა ისტორიები იყო... თითქოს უფრო მოაკელი ყურადღება ისტორიებს.... არ მინდა რომ გეწყინკს პირიქით ძალიან მოყვარხარ მაგრამ ამ ბოლოდროს იმ ხიბლს რაც შენს ხხვა ისტორიებში ვხედავდი ამ ბოლო დროინდელ ისტორიებში ვეღარ ვხედავ...

აი მაგალითად თითქოს გაყავი ცალკე ისტორია და ცალკე მაგია(ან ჟანრი ნუ ხო ხვდები).. ანუ წყვილთან თითქოს საჩქაროდ აგვარებ სამეს ნუ არი ეს "მათი მომენტები" მაგრამ მიფუჩეჩებული და უმუხტო... უინტრიგო .... ამ ისტორიას არ ეხება ეს მაგრამ აი წინა იატორია იყო სათაური ზუსტად არ მახსოვს დანტე იყო მთავარი პერსონაჟი.. ძააალიან იგრძნობოდა ეს "მიფუჩეჩებულობა"... ანუ ისტორია და ეს უცხო რაც ისტორიებში შემოგქონდა ხოლმე თავიდან ერთმანეთთან გქონდა შერწყმული ახლა კი თითქოს გაანცალკევე...
მიყვარხარ მე შენ ძალიან, შენი ისტორიებითურთ და გელი ახალი "შენეული" ისტორიით რათქმაუნდა <3

მადლობა პირველ რიგში სიყვარულისთვის რა როგორ უნდა გიწყინო,როცა ასე საყვარლად მწერ <3
სხვა არ ვიცი,რა გიპასუხო,თავადაც ვერ ვხვდები როდის ვარ წყვილის ხასიათზე,ეს ხელოვნურად ვერ მომაქვს და თუ თავად არ გამოვიდა,ზედმეტად ვერ ვმუხტავ “სიყვარულით” და აქცენტი სხვა რამეზე გადამაქვს . არ ვიცი,ეს ალბათ სხვა და სხვა ემოციებს გამოიწვევს,მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქცენტი მეგობრობაზე უფრო იყო გაკეთებულუ,ვიდრე წყვილებზე.
ვიმედოვნებ,ახალი ისტორიით უფრო გაგახარებ♥️♥️

 


№18  offline ახალბედა მწერალი Alice76

grafo
უი, ხახვი ხახვზე თუ აპირებდი კიდევ დაწერას რას ვიფიქრებდი?!
ყოჩაღ შენ და შენს ფანტაზიას. მომეწონა, ვისიამოვნე და კითხვისას ბევრჯერ ხმით გულიანად გამეცინა. გმადლობ შენ ამისთვის.

ვღელავდი,რომ ისეთი ვერ გამოვიდოდა,როგორიც წინა... ძირითადად ამიტომ არ ვაგრძელებ ხოლმე. ძალიან,ძალიან გამახარე გრაფ ♥️♥️♥️

 


№19  offline წევრი LI_BE

ესე იგი, საოცარო ალისა heart_eyes

ძალიან ბანალურს გეტყვი - ჩვეულებრივი სიგიჟე ხარ...

ცრემლებამდე ვიცინე... ვიცინე ანაზე, რომელიც მართლა გიჟია, ვიღაცაა... ვიცინე ბიჭებზე, მათ გადაწყვეტილებაზე, მათ რეაქციებზე... ვიცინე ჩვენს გოგოზე - ალექს-ალიოშა-შურიკა-ხახვი-ხახვუნიაზე, მის ემოციებზე, და იმაზე, სიყვარულმა როგორი სენტიმენტალური გახადა თურმე ...

ძალიან ვიხალისე ხახვის მინის ქანდაკებაზე და მეცამეტე კვირის აღნიშვნაზე, კასპერინაზე, ვან-გოგზე, როელიც თურმე უკვე მკვდარია და სად წავა, მოპარულ ბორკილებზე, შევიმეცნეზე, და რავიცი, აღარ მახსენდება ახლა, ყველაფერი იყო ძალიან მაგარი, ყველა სიტყვა, ყველა გმირი... smile

აუ, რა გითხრა, ალისა. შენს ისტორიებს რომ ვკითხულობ, სულ მახსენდება კარგი რეჟისორის მიერ დადგმული კარგი სპექტაკლი, სადაც ყველა მსახიობი თავის სიმაღლეზეა, სადაც არ იგრძნობა მეორეხარისხოვნობა, ყველა პროფესიონალია და სცენაზე ერთი წუთით გამოსვლისასაც კი გენიალურია... relaxed

მთელი ისტორია ერთი მუხტით ვითარდება, თავიდან ბოლომდე, და თანდათან ძლიერდება და არ ცივდება. ისტორიის ყველა ეპიზოდი თავის სიმაღლეზეა, ყველა წინადადების მიმართ იგრძნობა შენი დამოკიდებულება, რომ შენთვის ყოველი სიტყვა ძვირფასია, არაა მიფუჩეჩებული და ეს დამოკიდებულება მომწონს ყველაზე მეტად შენში. blush

მოკლედ, ძალიან მომეწონა და მესიამოვნა ჩვეულებრივ მოკვდავებზე ისტორია და ველოდები ახალს... ნუ ორივე ჟანრს მივიღებ, იმიტომ რომ ორივეში საოცარი ხარ... heart_eyes

შენ ხომ, ჩვენი, საოცარი ალისა ხარ heart_eyes

 


№20  offline ახალბედა მწერალი Alice76

LI_BE
ესე იგი, საოცარო ალისა heart_eyes

ძალიან ბანალურს გეტყვი - ჩვეულებრივი სიგიჟე ხარ...

ცრემლებამდე ვიცინე... ვიცინე ანაზე, რომელიც მართლა გიჟია, ვიღაცაა... ვიცინე ბიჭებზე, მათ გადაწყვეტილებაზე, მათ რეაქციებზე... ვიცინე ჩვენს გოგოზე - ალექს-ალიოშა-შურიკა-ხახვი-ხახვუნიაზე, მის ემოციებზე, და იმაზე, სიყვარულმა როგორი სენტიმენტალური გახადა თურმე ...

ძალიან ვიხალისე ხახვის მინის ქანდაკებაზე და მეცამეტე კვირის აღნიშვნაზე, კასპერინაზე, ვან-გოგზე, როელიც თურმე უკვე მკვდარია და სად წავა, მოპარულ ბორკილებზე, შევიმეცნეზე, და რავიცი, აღარ მახსენდება ახლა, ყველაფერი იყო ძალიან მაგარი, ყველა სიტყვა, ყველა გმირი... smile

აუ, რა გითხრა, ალისა. შენს ისტორიებს რომ ვკითხულობ, სულ მახსენდება კარგი რეჟისორის მიერ დადგმული კარგი სპექტაკლი, სადაც ყველა მსახიობი თავის სიმაღლეზეა, სადაც არ იგრძნობა მეორეხარისხოვნობა, ყველა პროფესიონალია და სცენაზე ერთი წუთით გამოსვლისასაც კი გენიალურია... relaxed

მთელი ისტორია ერთი მუხტით ვითარდება, თავიდან ბოლომდე, და თანდათან ძლიერდება და არ ცივდება. ისტორიის ყველა ეპიზოდი თავის სიმაღლეზეა, ყველა წინადადების მიმართ იგრძნობა შენი დამოკიდებულება, რომ შენთვის ყოველი სიტყვა ძვირფასია, არაა მიფუჩეჩებული და ეს დამოკიდებულება მომწონს ყველაზე მეტად შენში. blush

მოკლედ, ძალიან მომეწონა და მესიამოვნა ჩვეულებრივ მოკვდავებზე ისტორია და ველოდები ახალს... ნუ ორივე ჟანრს მივიღებ, იმიტომ რომ ორივეში საოცარი ხარ... heart_eyes

შენ ხომ, ჩვენი, საოცარი ალისა ხარ heart_eyes

იცი,როგორ გამახარე ახლა? ემოციებით ამავსე,ახლიდან შემიყვარდა წერა:D♥️ ყველაზე რთული იყო ჩემთვის ამის გაგრძელება,რადგან თავისებური განწყობა სჭირდება,რომელიც იშვიათად მაქვს. მართლა უზომოდ ბედნიერი ვარ შენი კომენტარით♥️ საოცარია,მაგრამ მიწიერი ისტორიების წერა უფრო რთულია ჩემთვის:D მოკლედ,მიყვარხარ მე შენ ♥️

 


№21  offline წევრი nini :)

კარგი იყო როგორც ყოველთვის.... და ნერვები კი მომეშალა ზოგჯერ მაგრამ სასიამოვნო იყო

 


№22  offline მოდერი მარია.

იმდენად მწარედ აღვიქვამ ღალატს და იმდენად ვითხოვ ერთგულებას, რომ ამათი მიზეზი მაინც ვერ გადავხარშე.
კლუბში დიალოგზე გული ძაან მეტკინა.
მართლა.
და სამწუხაროდ არ მეყო მიზეზი რომ ეს ტკივილი გადამეხარშა.
გოგოების რეაქციით და კომების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ვაბუქებ ;დ
ასე რომ...
გავატაროთ

შენ ხარ წარმოუდგენლად ნიჭიერი გოგო
ძალიან მომწონხარ
მაქვს ნათქვამი და კიდევ ბევრჯერ გეტყვი
სულაც არ ვფიქრობ რო ეს ისტორია რომელიმეზე ნაკლები იყო, მაგიის არ ქონის გამო. ამ ისტორიით გაგიცანი და შეგიყვარე როგორც მწერალი.
საუკეთესო ხარ ჩემთვის
მართლა
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 


№23  offline ადმინი შამანი

ანა ძალიან მაგარი ტიპია და მევასება! ნეტავ, ერთი ანა მეც მაჩუქოს ღმერთმა :დდდ აი რატომღაც მინდოდა კითხვის დროს, ცოტა მეტი ეჩხუბათ, მიყვარს დაძაბულობები :დდ ცუდი გოგო ვარ,დიახ :დდდ სინამდვილეში კი ძალიან ვისიამოვნე კითხვით, ამ ისტორიის პირველი ნაწილიც ასე გამთენიისას წავიკითხე და ესეც. თითქოს ასე მეტად საინტერესოა, შუაღამე და ეს ისტორია, მისი თავგადასავლებით, ცოტა დაძაბულობით , სიცილით და სიყვარულით <3 დადებითად მუხტავს ადამიანს, მეც კი :დდ ძალიან მაგარი გოგო ხარ დაა როგორ მიხარია რომ გიცნობ. ძალიან ნიჭიერი ხარ, და იმდენად კარგი , რომ ასეთ ისტორიებს ქმნი. შეუძლებელია იყო სრულიად სხვანაირი ბნელი ადამიანი და ასეთი ისტორიები წერო ანუ იმდენად მოცინარი,მხიარული ხარ რომ შეგიძლია შენი ისტორიებით სხვაც გაახალისო და გააცინო ,გააბედნიერო.
მიხარია რა...
მიხარია ამდენი ხნის მერე რომ შევძელი მაინც და დაგიბრუნდი და შენც აქ დამხვდი , ასეთი კარგი ისტორიით.
ოჰ, როგორი აღელვებული ვარ ახლა...
და კიდევ მინდა,
მემგონი უსასრულოდ მინდა ეს ისტორია.
გული დამწყდა დასასრულზე,ძალიან. კიდევ მინდოდა გაგრძელებულიყო <3
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№24  offline ახალბედა მწერალი Alice76

nini :)
კარგი იყო როგორც ყოველთვის.... და ნერვები კი მომეშალა ზოგჯერ მაგრამ სასიამოვნო იყო

დიდი მადლობა ♥️

მარია.
იმდენად მწარედ აღვიქვამ ღალატს და იმდენად ვითხოვ ერთგულებას, რომ ამათი მიზეზი მაინც ვერ გადავხარშე.
კლუბში დიალოგზე გული ძაან მეტკინა.
მართლა.
და სამწუხაროდ არ მეყო მიზეზი რომ ეს ტკივილი გადამეხარშა.
გოგოების რეაქციით და კომების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ვაბუქებ ;დ
ასე რომ...
გავატაროთ

შენ ხარ წარმოუდგენლად ნიჭიერი გოგო
ძალიან მომწონხარ
მაქვს ნათქვამი და კიდევ ბევრჯერ გეტყვი
სულაც არ ვფიქრობ რო ეს ისტორია რომელიმეზე ნაკლები იყო, მაგიის არ ქონის გამო. ამ ისტორიით გაგიცანი და შეგიყვარე როგორც მწერალი.
საუკეთესო ხარ ჩემთვის
მართლა

მიუხედავად იმისა,რომ ბევრი დრო ვერ დავუთმე,მთელი გულით ვცდილობდი ისეთივე გამოსულიყო,როგორც პირველი ნაწილი,მინდოდა მეტი დაძაბულობა შემომეტანა,მართალია,დავაკელი ცოტა ახსნა და ასე ადვილად არ უნდა გაეტარებინათალბათ... მაგრამ ვერა:დდ არ შემიძლია ჩხუბი,ვერც კი ვწერ ამაზე :დდ
დიდი მადლობა შენ სიყვარულისთვის,უზომოდ მაბედნიერებ♥️

შამანი
ანა ძალიან მაგარი ტიპია და მევასება! ნეტავ, ერთი ანა მეც მაჩუქოს ღმერთმა :დდდ აი რატომღაც მინდოდა კითხვის დროს, ცოტა მეტი ეჩხუბათ, მიყვარს დაძაბულობები :დდ ცუდი გოგო ვარ,დიახ :დდდ სინამდვილეში კი ძალიან ვისიამოვნე კითხვით, ამ ისტორიის პირველი ნაწილიც ასე გამთენიისას წავიკითხე და ესეც. თითქოს ასე მეტად საინტერესოა, შუაღამე და ეს ისტორია, მისი თავგადასავლებით, ცოტა დაძაბულობით , სიცილით და სიყვარულით <3 დადებითად მუხტავს ადამიანს, მეც კი :დდ ძალიან მაგარი გოგო ხარ დაა როგორ მიხარია რომ გიცნობ. ძალიან ნიჭიერი ხარ, და იმდენად კარგი , რომ ასეთ ისტორიებს ქმნი. შეუძლებელია იყო სრულიად სხვანაირი ბნელი ადამიანი და ასეთი ისტორიები წერო ანუ იმდენად მოცინარი,მხიარული ხარ რომ შეგიძლია შენი ისტორიებით სხვაც გაახალისო და გააცინო ,გააბედნიერო.
მიხარია რა...
მიხარია ამდენი ხნის მერე რომ შევძელი მაინც და დაგიბრუნდი და შენც აქ დამხვდი , ასეთი კარგი ისტორიით.
ოჰ, როგორი აღელვებული ვარ ახლა...
და კიდევ მინდა,
მემგონი უსასრულოდ მინდა ეს ისტორია.
გული დამწყდა დასასრულზე,ძალიან. კიდევ მინდოდა გაგრძელებულიყო <3

ისე ველოდებოდი შენს შეფასებას♥️ ჩემი პირველი ოფიციალური მკითხველი და ჩემი სენსეი,კიდევ ბევრი ჩემი...♥️ როგორ მიხარია,რომ შენი ასე დამუტვა ჩემი დამსახურებაა. ზოგადად დაძაბულობა და ჩხუბი ჩემი სტილი არაა,იშვიათად,რომ გამომივიდეს:დდ ხომ იცი,საწყალი ვარ,არ მიყვარს ჩხუბი,ვერიდები:დდ
მიყვარხარ მე შენ ♥️ შენი გამხიარულება ჩემთვის საამაყო საქმეა და კიდევ ბევრჯერ ვუსურვებ ჩემს თავს ამას♥️

 


№25  offline წევრი Elea_Nora

აი არ ვიცი რა შეუდარებელი ხარ, დამამუნჯე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით????????
ვაიმეე აი ვგიჟდები პრეზომენისა და ხახვის წყვილზე მიყვარს ეს წყვილი. აი არ ვიცი სხვა რა გითხრა, შეუდარებელი ხარ!❤❤

 


№26  offline ახალბედა მწერალი Alice76

Elea_Nora
აი არ ვიცი რა შეუდარებელი ხარ, დამამუნჯე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით????????
ვაიმეე აი ვგიჟდები პრეზომენისა და ხახვის წყვილზე მიყვარს ეს წყვილი. აი არ ვიცი სხვა რა გითხრა, შეუდარებელი ხარ!❤❤

ძალიან მიხარია♥️♥️ უდიდესი მადლობა ♥️

 


№27  offline წევრი _scorpion_

არ მოგატყუებ შიგა და შიგ რაღაც მონაკვეთებში წაჰკრავს ჩემთვის "ბანალირობები", მაგრამ ამ ყველაფერს ფარავს შენი წერის და მრავალმხრივად შეფუთული სიტყვები.
იუმორის გრნობა ბევრგან ჩანს შენს იატორიებში, ამიტომაც, სულ ბანალურობა რომ იყოს, ეს იუმორის გრძნობა მაიძულებს წავიკითხო შენი ისტორია.
კიდევ ერთხელ გილოცავ, მშვენივრად გადმოსცემ იმას რაც ჩაფიქრებული გაქვს

 


№28  offline ახალბედა მწერალი Alice76

_scorpion_
არ მოგატყუებ შიგა და შიგ რაღაც მონაკვეთებში წაჰკრავს ჩემთვის "ბანალირობები", მაგრამ ამ ყველაფერს ფარავს შენი წერის და მრავალმხრივად შეფუთული სიტყვები.
იუმორის გრნობა ბევრგან ჩანს შენს იატორიებში, ამიტომაც, სულ ბანალურობა რომ იყოს, ეს იუმორის გრძნობა მაიძულებს წავიკითხო შენი ისტორია.
კიდევ ერთხელ გილოცავ, მშვენივრად გადმოსცემ იმას რაც ჩაფიქრებული გაქვს

ბანალურობაე თავადაც ვაღიარებ ამ შემთხვევაში :D ♥️ მთავარი მიზანი მაინც მხიარული ისტორიის დაწერა იყო,რაც როგორც ჩანს,გამომივიდა და დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის♥️ კონკრეტული ისტორიის კომენტარზე მეტად სწორედ ის მახარებს,რომ ჩემი სტილი მოგწონს♥️♥️

 


№29 სტუმარი ნათია41

უმაგრესი ისტორიის უმაგრესი გაგრძელებაა. საოცარი ისტორიები გაქვს ხან ვნების ქარცეცხლში გვხრუკავ ხან მისტიკაშივართ ცოტახნის წინ პარალელყრ სამყაროში ვიყავი და იცი ისევ მინდა იქ გადამიყვანო.

 


№30  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნათია41
უმაგრესი ისტორიის უმაგრესი გაგრძელებაა. საოცარი ისტორიები გაქვს ხან ვნების ქარცეცხლში გვხრუკავ ხან მისტიკაშივართ ცოტახნის წინ პარალელყრ სამყაროში ვიყავი და იცი ისევ მინდა იქ გადამიყვანო.

უდიდესი მადლობა ♥️ ძალიან მიხარია,რომ ესეც მოგეწონა♥️ სხვა სამყაროში მალე დავბრუნდებით♥️

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.