შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნადირობა (ნაწილი 2) დასასრული

5-11-2018, 19:01
ავტორი Life is Good
ნანახია 2 072

ნადირობა (ნაწილი 2) დასასრული

"უბრალოდ დაბრუნდი" ჩურჩულით ნათქვამმა სიტყვებმა ვენებში, სისხლი გაუყინა,გული ჯერ შეიკუმშა,ლიმონივით გამოიწურა,შემდეგ კი ფრთხილი,შემპარავი რიტმით აძგერდა. ხერხემლის პირველი მალიდან დაწყებული წვა, ნელ -ნელა გაძლიერდა...გახურდა,გავარვარდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ძვლები უდნებოდა და წვეთ წვეთად ჩამოსული მთელს სხეულში ეღვრებოდა.ჩაღვრილ ადგილებს კი საშინლად მტკივნეულად შანთავდა. თვალები, უარესად აემღვრა.მონატრებისგან ამწვარი თითები ასტკივდა,ნიკაპი, აუთრთოლდა და ყბის ძვლებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს სიმწრისგან არაადამიანურად რომ არ ეღრიალა.ის ,აქ იყო... მის ზურგს უკან...მის სხეულს შემოხვეული და მიუხედავად მათშორის არსებული ტანისამოსის ბარიერისა, გარკვევით გრძნობდა მის აჩქარებულ გულისცემას...გულის, რომელიც თავის ადგილზე ვეღარ ეტეოდა და ისე ფართხალებდა თითქოს საშველად უხმობსო.ქალმა, ისე რომ მისთვის მკლავები არ მოუშორებია წინ გადმოინაცვლა და ჯირკზე მჯდარი მამაკაცის ,ფეხებს შორის მიწაზე, მუხლებით დაეშვა.შუბლით მის ნიკაპს მიეყრდნო და თვალები მჭიდროდ დახუჭა.გაფითრებული იყო ...ნაავადმყოფარს ჰგავდა...ისედაც სუსტს, რამოდენიმე კილოგრამი დაეკლო...ჩაცვენილი ყვრიმალები და მისი თვალის გარშემო გაჩენილი სიმუქეები, უძილოდ გათენებულ ღამეებზე მეტყველებდა.წვრილ თითებს, რომლითაც მხრებზე ჩაჰფრენოდა არაფრის დიდებით არ უშვებდა და არც თვალების გახელას ფიქრობდა."უბრალოდ დაბრუნდი"
-ჩემო ანგელოზო...-ჩავარდნილი ხმით ამოიჩურჩულა მამაკაცმა და ათრთოლებული თითებით ,სახეზე შეეხო.მისი სახე ,ხელის გულებში მოიმწყვრდია და თავი ააწევინა...დახუჭული თვალების მიუხედავად მოღალატე ცრემლებს,ქალის სახე დაესველებინათ.-ჩემო ანგელოზო...-გაიმეორა მამაკაცმა და ცრემლიანი თვალები, მხურვალე ტუჩებით დაუკოცნა.-ჩემო ერთადერთო...ჩემო პატარავ...
ჩურჩულებდა და ფრთხილად ეფერებოდა ჩაცვენილ ყვრიმალებზე..ამღვრეული მზერით, მის სათითაო ნაკვთს ათვალიერებდა და მთელ სახეს უკოცნიდა.ტუჩებს,ფრთხილად დააცოცებდა მის სახეზე და სიგიჟემდე მონატრებულს, ისე ეხებოდა თითქოს იზოგავს, ეშინია არ გამოელიოსო...მის სურნელს, ხარბად ისუნთქავდა სიმწრისგან დაბერილი ნესტოებით და ერთიანად აკანკალებულ სხეულს, ძლივს იმორჩილებდა.
-ღმერთო,როგორ მომენატრე...-ამოიხრიალა სასოწარკვეთილი ხმით და სავსე ბაგეებზე ფრთხილად წაეტანა.ცალი ხელი, ძლიერად მოხვია წელზე და სხეულზე, მჭიდროდ მიიხუტა. მეორე ხელის თითები კი კეფაზე მოხვია და წყაროს წყალს დაწაფებული მწყურვალესავით ფრთხილად,მოზომილად ჰკოცნიდა.-ჩემო სიცოცხლე...
-ნიკა...-ქალმა,ცრემლიანი თვალები შენათა და მკლავები, მჭიდტოდ შემოხვია კისერზე.მთელი სიძლიერით ჩაეხუტა ,ისე თითქოს ეშინოდა მის თავი არავის წაერთმია.სიხარულნარევი ტირილ სიცილით ეხვეოდა საყვარელ ადამიანს და ემოციებისგან გაბერილი, თავს ვეღარ აკონტროლებდა.
-დამიბრუნდი...დამიბრუნდი ...ძალიან გთხოვ, უშენოდ არაფერია...უბრალოდ დამიბრუნდი ნიკა და არასდროს ..აღარასდროს დამტოვო მარტო...
-ჩემო სიცოცხლე...-ორივე მკლავი მჭიდროდ შემოხვია ქალს და ისე ძლიერად მიიხუტა, თითქოს საკუთარი სხეულიდან გამოსვლას და მის სხეულში გადასახლებას ლამობსო-აღარასდროს პატარავ...არც ერთი დღით,საათით,წუთით თუ წამით...აღარასდროს...
ყრუდ ჩურჩულებდა ,მილიონი, ამოუხსნელი ემოციით სავსე და უგზო -უკვლოდ გაბნეულ აზრებს თავს ვერ უყრიდა.

ახალი შებინდებული იყო "ტოიოტას" შავი ჯიპი მაღალი,შავი ჭიშკრის წინ რომ შეჩერდა.საჭესთან მჯდარმა ლაღიძემ ,სარკეში უკანა სავარძელზე მოთავსებულ მეგობარს გახედა, რომელსაც თავი უკან,სავარძლის საზურგეზე გადაედო და გვერდით მჯდარი ქალისთვის ისე მჭიდროდ შემოეხვია მკლავები და მიეხუტებინა გულზე ,თითქოს ვინმე წართმევას უპირებდა.
-გურამი უკვე დაელაპარაკებოდათ ...გადაწყვიტა თავად ეთქვა ყველაფერი. შენი უეცარი გამოჩენით გული რომ არ გახეთქვოდა ქალებს.გელოდებიან...
-კარგი-ყრუდ ამოილაპარაკა ნიკამ და ქალს თავზე აკოცა შემდეგ კი კარი გამოაღო და გადმოვიდა.მანქანაში დარჩენილს ხელი გაუწოდა და მომლოდინე მზერით მიაჩერდა.-არ გადმოხვალ?
-იცი...-მოულოდნელობისგან ბრინჯივით დაიბნა ნენე.-მე, სახლში წავალ...მიდი შენ...
-რას იზამ?-წარბები შეკრა ნიკამ და თავად ჩაავლო მაჯაში ხელი.-გადმოდი!
-ნიკა..-მანქანიდან გადმოსულმა ნენემ თვალები აქეთ -იქით გააცეცა...
-არც ერთი წუთით შენს გარეშე პატარავ...-დაბნეულ ქალს მხარზე მოხვია ხელი და ძლიერად მიიხუტა სხეულზე.-წამოდი...
გვერდზე მჭიდროდ მიხუტებული, უკვე კარისკენ წასული ლაღიძის ფეხდაფეხ წაიყვანა, რომელმაც კარი გააღო და ჯერ ნიკა და ნენე შეატარა შემდეგ კი თავად მიჰყვა და კარი ზურგს უკან ,უხმაუროდ მიიხურა.
არაფერი შეცვლილიყო მშობლიურ სახლში...პატარა ეზოში გადამწვანებულიყო ყველაფერი.რამოდენიმე ნუშის და ატმის ხე აფეთქებულ ყვავილებს გადაეპენტა.ჰაერში კი გაზაფხულის მაცოცხლებელი სურნელი ტრიალებდა.სახლამდე მისასვლელ პატარა, კენჭებით მოკირწყლულ ბილიკს დინჯი ნაბიჯებით გაუყვა და ნენეს მხრიდან ხელი მის ხელზე გადაიტანა ,თითები მის წვრილ თითებში ახლართა და დაბნეულს გამამხნევებლად გაუღიმა.კარი გურამმა გაუღო და ისე ძლიერად ჩაეხუტა დის შვილს, წამით სუნთქვაც კი შეეკრა ნიკოლოზს ,მისი მკლავებიდან თავი ფრთხილად დაიხსნა და სასტუმრო ოთახისკენ გარმართა,სადაც ოჯახი სრული შემადგენლობით ელოდა.პირზე ორივე ხელ აფარებული დედა, სავარძელზე იჯდა და ნაადრევად მოტეხილს,სახე ცრემლებით ენამებოდა.ბებია ,ხმამაღლა ტიროდა...მამას, თვალები ამღვრეოდა ,მაგრამ ვაჟკაცურად უძლებდა მოწოლილ ცრემლებს.ბაბუას კი შრომისგან დანაოჭებული ხელები თავზე შენოეწყო და იღიმოდა.შორს,ოთახის კუთხეში სავარძელზე ლიზა იჯდა და მის კალთაში მოთავსებულ პატარა ტასოს ,ძლივს აკავებდა.რომელმაც მამის გამოჩენაზე სიხარულისგან ხმამაღლა იკივლა და დედის მუხლებიდან გადმომხტარი გაექანა ნიკასკენ.
-ჩემო პრონცესაა...-სიტყვები კანკალით ამოუშვა ხორხიდან ნიკამ და მისკენ გამოქანებული ბავშვის შესაგებებლად მუხლებზე დაეშვა.წამიც და პატარა ხელები მჭიდროდ ეხვეოდა კისერზე,თავი მის კისერში ჰქონდა ჩარგული და სიხარულისგან აფართხალებულ მისი პატარა გულის, გიჟურ ფეთქვას მკერდზე გრძნობდა.ღრმად ისუნთქვადა მის სურნელს ,მჭიდროდ იკრავდა გულში და ამღვრეული თვალებით უკოცნიდა მთელ სახეს...-ჩემო პრინცესა...ჩემო პატარავ...მამიკოს სიხარულო...
-მაა...მაა-მისი წვერი სახეზე ჩხვლეტდა და ლაღად,ბედნიერად კისკისებდა.თან სახეს არიდებდა და მის კისერში მალავდა.
-დედიკო...-ფეხზე წამოიჭრა ნიკას დედა და მუხლებზე დამდგარი შვილისკენ გაიწია, რომელიც წამოდგა და შვილიც ხელში აიტაცა.ცალი ხელით დაიჭირა მეორე კი დედას შემოხვია და ჩაიხუტა.
-დედიკოს ერთადერთო...ჩემო დატანჯულო...-ხმამაღლა ქვითინებდა ქალი და შვილს სახეზე ეფერებოდა.დრო და დრო ჰკოცნიდა და სიცილ ტირილით ცდილობდა დამშვიდებას.ხელიან ხელში გადადიოდა დათუნაშვილი და ოჯახის წევრებს თბილად ეხვეოდა ,რომელთაც მონატრებული, გამოგლოვილი და მიწას უდროოდ მიბარებული შვილი ღვთის წყალობით დაჰბრუნებოდათ და სახლი ვეღარ იტევდა მათ ბედნიერებას.ოთახის ზღურბლთან ,მორიდებით მდგარი ნენეს გვერდით იდგა ლაღიძეც და გაბადრული სახით უყურებდა მისი მეგობრის ბედნიერებას.
-შეგიძლია სახლში წამიყვანო?-გიორგისკენ შეტრიალდა ნენე და დაბალი ხმით გადაუჩურჩულა.
-რა გინდა? ნიკამ შემც მოგკლას და მეც ზედ მომაყოლოს?!-გაეცინა ლაღიძეს და იდაყვზე ხელი ფრთხილად მოჰკიდა.-იყავი ნენე...ეს მისი გადაწყვეტილებაა...
-ჰო, მაგრამ...-კვლავ დაიბნა ქალი და საწყალი ლეკვის თვალებით ამოხედა თავისზე მაღალ მამაკაცს.
-უბრალოდ, გააკეთე რაც მას უნდა...
სავარძელში მჯდარმა ნიკამ, რომელიც ჯერ ისევ მის მუხლებზე მოკალათებულ შვილს ეფერებოდა და შიგადაშიგ დასმულ კითხვებზე სცემდა პასუხს.მზერა, ბავშვიდან საწყალი ბეღურასავით მობუზულ ნენეზე გადაიტანა, რომელიც დაბნეული უყურებდა და თითებს ნერვიულად იმტვრევდა.აჟიტირებული ტასო, ბებიამისის კალთაში გადასვა და თავად სავარძლიდან წამოდგა.ნენემდე მისასვლელი მანძილი დინჯი ნაბიჯებით დაფარა და გიორგისთან ცხარე კამათში ჩაბმულს თავზე დაადგა.
-რა მოხდა?-სანახევროდ მოჭუტული თვალებით დააკვირდა და სახეზე ჩამოყრილი გრძელი თმა ფრთხილად გადაუწია უკან.-ნენე...
-წასვლა უნდა!-გიორგიმ გასცა ქალის მაგივრად პასუხი და ქალს ნიშნის მოგებით დახედა ,შემდეგ კი გაუღიმა და მხრები აიჩეჩა.წყვილი მარტო დატოვა და ტასოსკენ გაემართა
-მე არ ჩამეხუტები ჭინკა?!-ხელები ფართოდ გაშალა და ბავშვი ისე აიტაცა ხელში და ააფრიალა ჰაერში ,აკისკისებული პატარა სიხარულისგან აკივლდა.-წამოდი, მანქანაში მე შენთვის რა მაქვს!-თავზე,ხმაურით აკოცა ლაღიძემ და ეზოში გასასვლელი კარისკენ გააქცია.
-ნიკა..-თვალები აემღვრა ნენეს და მუდარით სავსე მზერა შეანათა.
-კარგი...კარგი..-თავი დაუქნია დათუნაშვილმა, შემდეგ კი მხარზე ხელი მოხვია და თითქმის ძალით შეატრიალა ოთახში მოსაუბრე ოჯახის წევრებისკენ.შორიდან მასზე მიჩერებულ წყვილ თვალებს, მზერა აარიდა და იქ მყოფთ გაუღიმა.
-ოჯახო!-გაიცინა და მხარზე მიხუტებულ ნენეს თავზე, ფრთხილად აკოცა.-გაიცანით...ეს ნენეა!ჩემი ნენე...და რატომ არის ჩემიი?! იმიტომ რომ ეს ქალი, ჩემი სიცოცხლეა...უბრალოდ სიცოცხლე ,რაც იმდენ რამეს მოიცავს და იტევს...თუ დავწვრილმანდებით და ფართოდ გავშლით მივხვდებით რომ ყველაფერია...ყველაფერი... უბრალოდ ყვალაფერი -აცრემლებულ ქალს ზემოდან დახედა და შუბლზე მხურვალე ტუჩები მიაკრო და ამოიჩურჩულა:.-შენს ნიკოს სიგიჟემდე უყვარხარ!

საკმაოდ გვიანი იყო, ალბათ სადაც იყო დედაქალაქს რიჟრაჟიც ესტუმრებოდა.ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახში ,სავარძელზე ფეხებ აკეცილი იჯდა.საღამურებში გამოწყობილს გაშლილი, გრძელი თმა ,წელამდე ჩამოშლოდა.მკერდზე მიკრულ მუხლებს ,ორივე მკლავით შენოხვეოდა და ნიკაპი მუხლებზე ჩამოედო.არ ტიროდა...ვერ ტიროდა, რადგან იმ გრძნობას რაც მთელს სხეულში კიბოს მეტასტაზებივით გასჯდომოდა ცრემლით ვერ გამოიტანდა გარეთ...ვერ გამოწრიტავდა...ვერ გამოირეცხავდა გულს...საკუთარი დაუდევრობით,არასწორად გადადგმული ნაბიჯით, ღრმად დალექილ იმედგაცრუებას და საბოლოოდ ,გააზრებულად თუ გაუაზრებლად დაკარგვის უზარმაზარ ტკივილს, ბზარები რომ გაეჩინა.ფაქტის წინაშე დამდგარი, იმ ხავსსაც ვეღარ ხედავდა რომელზეც შეძლებდა ჩაბღაუჭებას და შუა მდინარეში ისე ფართხალებდა როგორც ცურვის უცოდინარი ადამიანი.იმ მდინარეში ,რომლის სიღრმის არ ცოდნის განო თავისივე სურვილით გადახტა და ირგვლივ, სრულ სიცარიელეში არც იყო ვინმე ვინც მაშველი რგოლის ფუნქციას იკისრებდა.იქ, ზემოთ...საწოლში, რომელიც ადრე მისიც იყო ახლა მისთვის ორ უსაყვარლეს არსებას ეძინა...მამაკაცს რომელმაც მიატოვა...და ბავშვს, რომელიც მონატრებულ მამას ტკიპასავით ეკვროდა მკერდზე და იმ უზარმაზარ საწოლში, რომელიც ადრე სამივეს იტევდა ახლა მისი ადგილი აღარ იყო.ფეხის ხმაზე თავი არ აუწევია,ისედაც მიხვდა ვინ იყო...დინჯი ,მოზომილი ნაბოჯების ხმა...რომელსაც მილიონ ფეხის ხმაში განოარჩევდა...სურნელი...რომელიც მიუხედავად ოთახის ზომისა მისი მგრძნობიარე სასუნთქი ორგანოსთვის მარტივად აღსაქმელი გახლდათ.სურნელი,გრილი,დამათრობელი და უბრალოდ მისეული...ნიკასეული ,სურნელი რომლითაც სუნთქვის უფლება ნამდვილად აღარ ჰქონდა.მის უკან იდგა,კარის ზღურბლზე...ისიც იცოდა როგორ იდგა...ნაცნობი მანერა...ნაცნობი გამომეტყველება...საუბრისას, ნაცნობი ტუჩების მოძრაობა თავგზას რომ აკარგვინებდა ყოველთვის...თვალები...მზერა ...ჩაცინება...თლილი თითების მოძრაობა...მისი თითები, რომელიც ყოველთვის ერგემლიძის სისუსტე იყო.იდგა და მოზომილად,თანაბრად,მშვიდად სუნთქავდა...იმ ჰაერს სუნთქავდა, რომლითაც თავად.
-თუ ოდესმე მკითხავენ...-შეცვლილი ხმით ამოილაპარაკა ლიზამ-თუ ოდესმე მკითხავენ რა მასწავლა შენთან თანაცხოვრების ხუთმა წელმა...-სახეზე დაუკითხავად ჩამოგორებული ცრემლი,თითებით მოიწმინდა.-ვიტყვი რომ...სიყვარული.შენ მე სიყვარული მასწავლე ,მაგრამ მე ვერ აღმოვჩნდი იმდენად ძლიერი...ვერ გაგიქაჩე, მუდმივად ბობოქარს,აურზაურის მოყვარულს და უბრალოდ დაუმორჩილებელს.მე ვერ გაგიქაჩე და ვერ შევძელი შენი ისე მოთოკვა, როგორსაც ელოდი...თუ ოდესმე მკითხავენ, რა დამიტოვა ამ ხუთმა წელმა? ვიტყვი, რომ შენი ნაწილი...რომელიც ასევე ჩემიც არის და ერთადერთი ვინც ყოველთვის გამახსენებს შენს თავს...შენი ღიმილი აქვს ტასოს,შენი მზერა,შენსავით ბობოქარია და ჩახუტებისას იმ სურნელს ვისუნთქავ შენ რომ გაქვს...მხოლოდ ეს დამრჩა შენგან...
არ მიუხედია ,მაგრამ იცოდა ამის მოსმენის შემდეგ რა სახე ექნებოდა ნიკას.სევდიანი თვალები,თლილ თითებს ფრთხილად ჩამოისვამდა წვერზე შემდეგ კი ამ თითებით ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს ამოიღებდა და ერთ ღერს მოუკიდებდა.დარწმუნებული იყო...მისკენ ფრთხილად შეტრიალდა და მამაკაცს დააკვირდა...
-თუ კი მკითხავენ...მე რა მოგეცი ამ ხუთი წლის განმავლობაში...-სიმწრით გაეღიმა.-ვიტყვი ,რომ ვერაფერი...ვერაფერი მოგეცი ნიკა...საერთოდ ვერაფერი. ბედნიერებას გიურურვებ.
ნიკას ხმა არ ამოუღია...უსიტყვოდ უყურებდა ქალს, შემდეგ კი თბილად გაუღიმა.სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ერთი ღერი ტუჩებს შორის მოიქცია...მოუკიდა და ასევე უსიტყვოდ გაემართა სახლიდან გასასვლელი კარისკენ.ქალაქში რიჟრაჟი იპარებოდა...მალე ახალი დღე დადგებოდა...ახალი ოცნებებით და იმედებით.

ძილიდან,ტუმბოზე მოთავსებულმა ტელეფონის ზუზუნმა გამოაფხიზლა.საბნიდან ხელი ფრთხილად ამოაძვრინა და ტელეფონს დასწვდა.
-ნიკა, ეხლა ჩამეძინა რა სიბოროტეაა?!-ამოიწუწუნა და ცალი ხელით თმა უკან გადაიწია.
-ნუ ბუზღუნებ...წარმომიდგენია როგორ დაბრიცე ახლა ტუჩები.-ხავერდივანი ხმა გაისმა ტელეფონში.
-რატომ არ გძინავს?-საწოლზე წამოჯდა ქალი და ბალიშებს ზურგით მიეყრდნო.
-იმიტომ ,რომ მომენატრე...
-აუუ...-სახე დაემანჭა ქალს და თვალები მჭიდროდ დახუჭა.ისედაც საშინლად გრძნობდა თავს და ძლივს ჩაეძინა...სახლში დარჩენილ მამაკაცს, რომელმაც ბავშვის გამო დარჩენა გადაწყვიტა ვერაფერს მოსთხოვდა და ნამდვილად არ ჰქონდა ამის მოთხოვნის უფლება.მაგრამ ახლა როდესაც თითქმის ჩაეძინა და ისევ მისი ზარი აღვიძებდა, ამას დამატებული სულის შემძვრელი მომენატრე...მისი მონატრებისგან თავადაც სახე სატირლად დაებრიცა.
-არ იტირო პატარავ...-შეთქმულივით ჩურჩულებდა მამაკაცი.
-მეც მომენატრე და რა სიბოროტეა?!
-მაშინ დამიმტკიცე!შემოტრიალდი და მაგრად ჩამეხუტე-ხმა ტელეფონის მაგივრად ყურს უკან მოესმა.მოშიშვლებულ კისერზე კი სიტყვებს ამოყოლილო თბილი ამონასუნთქი შეეფრქვა.მხურვალე ტუჩებმა რომ ჩაანაცვლა და ყბის ძვალს, მოკლე მოკლე კოცნის ბილოკებით გაუყვა.
-ღმერთო...-თვალები წამში ჭყიტა და მისკენ დახრილ მამაკაცს შეანათა.-ჯანდაბა...გიჟი ხარ!
-მხოლოდ შენთვის გავგიჟდები...მაკოცე.
არ დალოდებია ,ისე დაეტაკა მის სავსე ბაგეებს და კისერზე მოხვეულ ქალოს ხელებს მორჩილად დაჰყვა.საწოლზე გადაწოლილს ზემოდან მოექცა და სუნთქვის შეკვრამდე ძლიერად მიიხუტა მთელი სხეულით.

ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის ყველა მოწინავე ტელევიზია, გადამდგარი და სამართალში მიცემული პრემიერ მინისტრის ,ანდრო კინწურაშვილის შესახებ საუბრობდა...რომელსაც ბრალად ედებოდა ბიუჯეტიდან მითვისებული მილიონების გაფლანგვა.არალეგალურ,ბინძურ საქმეებში თამანონაწილეობა და კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა, რომელთაც მრავალი ადამიანის მკვლელიბაში და არალეგალურ ნარკო რეალიზაციაში ,ჭიპი ჰქონდათ მოჭრილი.თავად პრეზიდენტმა მოუხადა საზოგადოებას ვრცელი პრესკომპრენციით ბოდიში. კინწურაშვილს კი სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა, უვადო პატიმრობა. ქვეყნის მთავარ სარდალმა ,მადლობა გადაუხადა საქმის მწარმოებელ პროკურორ სამადაშვილს და გამომძიებელ გიორგი ლაღიძეს ,რომელსაც ამ ყველაფერში ლომის წვლილი მიუძღვოდა.. საკუთარი ხელით გადასცა, საუკეთესო სამართალ დამცავის წოდების ღირსების მედალი და საჯაროდ მიულოცა ქალაქის მთავარი პროკურორის პოსტი.უღრმესი მწუხარება გამოთქვა და ამსაქმეს შეწირული გამომძიებლის ,თემურ კილასონიას ოჯახს, დიდი რუდუნებით მიუსამძიმრა...ასევე ბოდიში მოუხადა გადამდგარი პროკურორის...ნიკოლოზ დათუნაშვილის ოჯახს და მიყენებული მორალური ზარალის გამო თავად ითხოვა მთელი მთავრობის სახელით პატიება.

-სად ხარ აქამდეე?!-შინაგან საქმეთა სამინისტროს ,შენობის ვრცელ დერეფანში, ნერვიულად წინ და უკან მოსიარულე გურამ სამადაშვილი დისშვილის დანახვაზე მისკენ გაემართა და კრიტიკულად შეათვალიერა მისი მუქი ჯინსი,ფეხზე კეტები და საგაზაფხულო გრძელი ქურთუკი.-ეს რა გაცვია ტო?
-მეჯლისზე მივდივართ და რამე სპეციალური კოსტიუმი უნდა მომერგოო?!-სახე ირონიულად დამანჭა ნიკამ.
-ნუ გაატრაკე ,შე მამაძაღლო-მხარზე ხელი უბიძგა სამადაშვილმა და წინ ცხვარივით გაიგდო.-მიდი, ისედაც დავაგვიანეთ!
შინაგან საქმეთა მინისტრი, ნუკრი კვირკველია...მაღალი, ხმელი ,დაახლოებით ორმოცდაათი ოდე წლის მამაკაცი, კარის ზღურბლზე მათი გამოჩენისას სავარძლიდან წამოდგა.შუა ოთახში მიეგებათ და ორივეს ხელი ძლიერად ჩამოართვა.შემდეგ კი სავარძლებზე მიუთითა დასაჯდომად.
-ყავა,ჩაი?-ორივეს გადახედა და პასუხს არ დალოდებოა ისე იხმო მდივანი და ყავის მოტანა სთხოვა, თავად კი შინაურული მოკითხვების შემდეგ.(გურამის, ძველი მეგობარი გახლდათ და ნამდვილად იყო ვალდებული მათი ოჯახის ავი თუ კარგი ეკითხა.) საქმეზე გადავიდა და პირდაპირ ნიკას მიაშტერდა.
-ნიკოლოზ...ძალიან ვწუხვარ რაც შეგემთხვა და რისი გადატანაც მოგიხდა...ასევე ვწუხვარ ,შენი მეგობრის გამო..ეს დიდი დანაკარგია არა მარტო მისი ოჯახსითვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც...მადლობელი ვართ, შენი ამდენ წლიანი მუხლჩაუხრელი მუშაობისთვის და გვინდა თანამდებობაზე დაბრუნება შემოგთავაზოთ...იმედი მაქვს...არა, დიდი იმწდი მაქვს უარს არ იტყვი და დაუბრუნდები ძველ სამსახურს.-დაასრულა კვირკველიამ და მომლოდინე სახე უემოციოდ მჯდარი დათუნაშვილისკენ შეაბრუნა,რომელსაც სიმწრით ჩაეცინა...სახეზე, ორივე ხალი ჩამოისვა და კვირკველიას თვალი, თვალში გაუყარა.
-უღრმესი მადლობა...ეს...ჯანდაბა...ეს არვიცი რავთქვა...ალბათ ვერც ვიოცნებებდი უკან დაბრუნებაზე...ჯანდაბა,მაგრამ...
-მაგრამ?-თითქმის ერთ დროულად ჩაეკითხნენ მამაკაცები.
-მაგრამ ცხოვრებაში პირველად ჩემი სურვილით ვამბობ ამ ყველაგერზე უარს-წელში გასწორდა ნიკა და ხელები გაშალა.-აღარ მინდა...არ დავბრუნდები!ვერ კი არა...არ დავბრუნდები.
-ნიკა?!-ფერი შეეცვალა სამადაშვილს.
-ძალიან სჭირდება ქვეყანას შენისთანა საქმის პროფესიონალები ნიკო!-მისი უარით ნირწამხდარმა კვირკველიამ ,იმედიანად შეხედა დათუნაშვილს.
-მომბეზრდა გამუდმებით ტონუსში ყოფნა...მომბეზრდა, ამ წყეული სამსახურის გამო ყოველთვის ყველას რომ ვკარგავ...აღარ მინდა.დავიღალე,გამოვიფიტე და უბრალოდ სურვილი დავკარგე.
-ნიკო..
-თანაც, მე უკვე დავთანხმდი ახალი სამსახურიდან შემოთავაზებას .
-კარგი...რა გაეწყობა?-მხრები აიწურა კვირკველიამ.-მეწყინა...დასანანია შენნაირი კადრის დაკარგვა...თუმცა ეს შენი არჩევანია...ჰო...სამინისტრომ გადაწყვიტა მორალური ზარალის ანსანაზღაურებლად 50 ათასი ლარის გადმოცემა, რასაც ალბათ შენი სურვილისამებრ გამოიყენებ...-სავარძლიდან წამოდგა კვირკველია ...მამაკაცებიც წამოდგნენ.
-ერთი თხოვნა მაქვს...-ნიკამ,თვალი თვალში გაუყარა კვირკველიას ,შემდეგ ჯიბიდან ორად გაკეცილი ფურცელი ამოიღო და მაგიდაზე ფრთხილად დადო...ხელით, მინისტრისკენ გააცურა და ისევ სახეზე დააკვირდა.
-აქ, ორი ანგარიშის ნომერია...ერთი: ყაზბეგის მამათა მონასტრის წინამძღოლის, მამა აბოსია და მეორე, თემურ კილასონიას დედის ,ქალბატონი ირინა კენჭიაშვილის...სურვილი მაქვს ეგ თანხა...ორად გაიყოს და ამ ანგარიშებზე გადაირიცხოს...ძალიან გთხოვთ...მე არ მჭირდება ეს ფული არაფერში...იმედი მაქვს დამეხმარებით...
კვირკველია წარბშეკრული უსმენდა დათუნაშვილს.ბოლოს წარბები გახსნა, ფართოდ გაუღიმა და ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა.მის შეგებებულ მარჯვენას, ძლიერად ჩასჭიდა თავისი და დაამატა:
-აუცილებლად შეგისრულებ ამ თხოვნას ნიკოლოზ...თან დღესვე...მიხარია ,რომ გიცნობ და მეტიც ასე კარგად გიცნობ...წარმატებები ახალგაზრდავ!-მხარზეც დაარტყა მეგობრულად ხელი და შემდეგ გურამს გადახედა.-გურამ ,შენ ცოტა ხანს რომ დამელოდო არ გინდაა? რამოდენიმე წუთის საქმე მაქვს და მერე გავიდეთ სადმე...დავსხდეთ და ძველი დრო გავიხსენოთ...

სასაფლაოზე, სულ სხვანაირი აურა ტრიალებდა...სიმშვიდე,სიწყნარე...ყველაფერი მწვანეში გახვეულიყო და მიუხედავად გაზაფხულის სილაღისა აქ, მაინც რიტმული,უშფოთველი,ერთფეროვანი და ამვდროულად მაინც მრავალფეროვანი გარემო იყო.კილასონიას საფლავზე, დილით მისულ სტუმრებს უამრავი თაიგული მიეტანათ...დღეს, იუბილარი გახლდათ თემურ კილასონია და კიდევ ერთი წლით გაზრდილიყო...გასუფთავებულ საფლავზე ,დაბალი ბალახი იწონედა თავს...ბალახი, რომლის ამოძირკვას არც კი ფიქრობდა დედამისი..რადგან სუფთა ,ხასხასა და მწვანე ბალახი ,ბუნებრივი მდგომარეობა...ბეტონის დაბალ მოაჯირზე ორი მამაკაცი იჯდა და სურათს თავალმოუშორებლად უყურებდა....ერთს ს,ევდიანად გაეღიმა და სიგარეტს მოუკიდა.
-დღეს, შენი დაბადების დღეა თემო...გილოცავ ძმაო!ხომ იცი ამ დღეს არასდროს გამოვტოვებდი...გილოცავ და იმდენი რამე მაქვს შენთან მოსაყოლი...იმდენი რამ მოხდა...აქ, მაგარი საგიჟეთი იყო...მაგრამ დღეს არ გვინდა...ამ დღეებში ამოვივლი მეგობარო და მოგიყვები...ყველაფერს მოგიყვები.
საუბრობდა და დრო და დრო ეღიმებოდა ,შემდეგ გაჩუმდა და გვერდით მჯდარს გადახედა, რომელიც ცდილობდა ჯობიდან ამღერებული ტელეფონი ამოეღო.როგორც იქნა ამოიღო,ეკრანს დახედა და წამში უპასუხა.
-რახდება პატარავ? რაა?! მოვდივარ...მოვდივარ, ათ წუთში მანდ ვარ...არ ინერვიულო შენ, არ უნერვიულო...აი გზაში ვარ უკვე -სწრაფად გადაახტა მოაჯირზე.
-რახდება?-ფეხზე წამოდგა მეორეც.
-დაეწყო...ამის დედაც, მშობიარობა დაეწყო...თემო, ღადაობ ბიჭო?!-თავზე იტაცა სიცილით ხელები.-შენს დაბადების დღეზე იჩითება ჩემი თემოც...ამის დედაც...კაროჩე, მამა ვხდები...რას გამოსირდი , გადმოადგი ფეხი!-გაოგნებულ მეგობარს, მხარზე ხელი უბიძგა და წინ გავარდა,რომელიც ძლივს გამოერკვა სახე გაებადრა და წინ წასულს გიჟივით აედევნა.
როგორ იყო თემო კილასონია?! ძალიან მაგრად იყო...მაგრად, რადგან დღეს მის დაბადებისდღეზე ყველა იყო...ყველა, მისი საყვარელი ადამიანი...და მეტიც კიდევ ერთი პატარა კაცი...მისი სეხნია თემო...თემო ლაღიძე.

აუდიტორია, ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა...სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართლის კათედრაზე პირველ კურსელები ახალი ლექტორის გამოჩენას ელოდნენ ,რომელმაც ხანში შესული ბატონი, მირიან ახობაძე ჩაანაცვლა.კარის ხმაზე, ყველა გაისუსა და მრავალმა წყვილმა თვალმა ზღურბლზე გამოჩენილი ახალგაზრდა ლექტორისკენ გადაინაცვლა.
მამაკაცს,შავი შარვალი და თეთრი, მკლავებზე აკეცილი პერანგი ეცვა. მარჯვენა მაჯაზე მორგებული საათი, არათითზე წამოცმულ ოქროსფერ რგოლს საოცრად ეხამებოდა...დინჯი ნაბიჯებით გადაკვეთა ოთახი და შუაგულში მდგარ მაგიდასთან შეჩერდა. გასუსული სტუდენტებისკენ ღიმილიანი სახით შემობრუნდა და ყველას თბილი მზერა მოავლო შემდეგ კი სიცილის დასაფარად დაბალ წვერზე თლილი თითები ჩამოისვა.ზურგით ,მაგიდის კიდეს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა შემდეგ კი დაბალი,ხავერდოვანი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით მისეალამათ:
-გამარჯობათ!მე ნიკოლოზ დათუნაშვილი ვარ ,თქვენი ახალი ლექტორი!

ფეფო 2018

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

არ მჯერა!
შოკში ვარ!

№2 სტუმარი სტუმარი .....

არ ვიცი რა ვთქვა ლიზას მდგომარეობამ გული მომიკლა იმაზე დიდი საშინელება არაფერია როცა ოდესღაც შენ გეკუთნოდა და ახლა შეხების უფლებაც არ გაქვს,მხოლოდ ლიზას ვერ დავადანაშაულებ ნიკოლოზის წილიც ბევრია მან ვერ შეიყვარა ლიზიკო ნინიას მერე უბრალოდ ვერ შეძლო ქალი კი ყოველთვის გრძნობს უყვართ თუ არა.კარგია ნენე სიყვარული მაინც რომ შეძლო მაგრქმი ლიზიკო ძალიან დაიჩაგრა????????????????????????

№3  offline წევრი Nameless Girl

წაკითხვას მოვრჩი.ამ კომენტარს კი იმიტომ ვწერ რომ თავი ვალდებულად ჩავთვალე ეს გამეკეთებინა.უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ჩემი გრძნობების გამოსახატად.იყოს ეს აქ,მშვიდად რომ ვიყო.????
ძალიან მაგარი ხარ.თითქოს თავში რაღაც გადამიტრიალა ამ მოთხრობამ.
მეტს ვერაფერს ვამბობ ჯერჯერობით,ისევ ემოციებში ვარ❤❤❤

№4 სტუმარი სტუმარი

სუპერ, ლიზა შემეცოდა ძალიან. მანდამაინც ამდენი რამე უნდა მომხდარიყო ნიკოლოზი რომ ასე შეცვლილიყო. ლიზაზე რომ დაწეროო არ გინდა,,??

№5 სტუმარი სტუმარი დი კო

ლექტორიიიი? ამაზე გამეცინა ძაან ❤❤
სასწაული ხარ ნუ რა ვთქვა ❣❣❣

№6 სტუმარი სტუმარი ნენე

მინდა მოკლედ ვისაუბრო, მაგრამ არ გამომივა. ზუსტად ვიცი, რომ ვერ გამოვა და ძალიან მინდა კომენტარის ველმა საშუალება მომცეს ყველაფერი აქ ჩავატიო, როგორც ვფიქრობ, ისე ვთქვა. საკმაოდ ვრცლად გამომივა და უკვე თითები მტკივა (თუმცა, არ მენანება).
არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო, ან როგორ. საერთოდ რაზე უნდა ვისაუბრო, როცა თუგინდ სუბიექტურად, ძალიან ბევრი მიზეზის გამო ვარ ამ ყველაფერზე შეყვარებული. ჰოოოოოდა, დავიწყებ მოდი, ობიექტურად, ისე, როგორც ვხედავდი და ვხედავ, მომავალშიც დავინახავ.

პირველ რიგში, შენს გამძლეობას აღვნიშნავ. არც კი ვიცი, აქამდე როგორ მოხვედი, რა ნერვებით, ფსიქიკით და ა.შ. აზრზე არ ვარ ამ ყველაფერს როგორ გაუძელი, რა ძალამ გადაგატანინა, როგორ, რანაირად, რისთვის, ვისთვის ... ნუ მოკლედ, ამისთვის ცალკე მაგარი გოგო ხარ:) მე მსგავსი შემთხვევა არ მახსოვს, ალბათ, მე ამას ვერ გავუძლებდი და ნუ, ვერც გავუძელი ბევრ რამეს:))) შენ ხარ მაგარი გოგო, ამისთვისაც. პირველ რიგში!
ნიკოლოზზე რა უნდა ვთქვა, რაც აქამდე არ მითქვამს. მე არ შევსწრებივარ პირველი ნაწილის წერას, უკვე დაწერილი წავიკითხე და იეს, მე მქონდა ამის ბედნიერება ^^ დაწყებული იმ პირველი ნაწილის პირველი თავიდან ნიკო არის ჩემთვის ყველასგან გამორჩეული, ყველაზე თავზეხელაღებული, ყველაზე ჯიუტი, საზიზღარი, საშინელი, ყველაზე სამართლიანი, ბრაზიანი, უკონტროლო, ყველაზე ტკბილი და თბილი მაშინ, როცა უყვარს. იცი, ყოველთვის მიკვირდა ამ პერსონაჟის რატომ არ ესმოდათ, ან რატომ იყო უგულო, რატომ ვერ აპატიეს სამ ქალთან ურთიერთობა 40 წლის კაცს, რომელიც ყველა ასეთ მომენტში იყო თავისუფალი. თავისუფალი, ვიმეორებ. არასდროს არცერთი ქალისთვის უღალატია. ნინიას შემთხვევა ჩემთვის მაინც რჩება ცალკე, ყველაზე არაორდინალურ შემთხვევად, რომელიც ჩემთვის სულ, სულ უსაყვარლესი იქნება:) და ზუსტად, მაშინ, როცა ასე არაორდინალურად უყვართ, მაშინ როცა აღმერთებენ, მაშნ როცა ყველაფერს ურჩევნიათ, ვერ, ან თუგინდ არ გამოდის პატიება. პატიება ფეხებზე დაკიდების, შენს თავზე რაღაცის შენაცვლებით და ა.შ. და რატომ, იცი? ნიკოლოზმა ზუსტად ასეთი სიყვარული იცის. კი ეწერათ, ამ კაცმა სიყვარული არ იცისო, მაგრამ გულით გამეცინა:))) ლიზას შემთხვევა, როგორც ადრე აღვნიშნე, არასდროს ყოფილა ჩემთვის საყვარელი. ლიზა თავიდანვე არ ყოფილა ის პიროვნება, რომელიც ნიკოს რეალურად უნდოდა თავისთვის. ნიკოს დანაშაული ის არის, რომ იმ დროს საკუთარი თავი დააჯერა, რომ ლიზა უყვარდა, არადა იმ დროს, როცა განადგურებული იყო, უბრალოდ ეყრდნობოდა, სულ მცირედით და აძლევდა შანსს, თუმცა ლიზა არ იყო ის, ვინც ამას გამოიყენებდა. არა იმიტომ, რომ იგი სუსტი იყო, უბრალოდ ხდება ასე, ადამიანები იბადებიან, მაგრამ არა ერთმანეთისთვის. ასე იყო ნიკა-ლიზაც. ბევრი გადაიტანა ლიზამ ნიკას გამო, ნიკამაც ლიზას გამო ყველაზე ღირებული, სიცოცხლე წაართვა თავის "მეგობარს," რომელიც გამოძიებას არ ეკუთვნოდა ისე, როგორც ლიზასთვის შურისძიებას და მიცემული პირობის ასრულებას. არ ყოფილა ნიკა ლიზასთვის ცუდი, ლიზას არც შეუყვარდებოდა ამ შემთხვევაში იგი, უბრალოდ ის არ იყო, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება უნდა გაატარო. ეს იყო ეტაპი, რომელიც უნდა დასრულებულიყო. ნიკამ არაფერი გააკეთა ოჯახის შესანარჩუნებლადო, ესეც ეწერათ:) როგორ, აი როგორ ... როგორ არაფერი?! მთელი ერთი თვე აცდიდა ლიზას ჩამოყალიბებას, მთელი თვე ითმენდა ბავშვის არ ნახვას, და ბოლოს, ისიც მოითმინა, სულ სხვა მოლოდინით სავსეს სულ სხვა რეალობა დახვდა - ლიზა განქორწინების საბუთებით. მე მახსოვს მაშინ მარტო, ნიკა უარზე რომ იყო ხელის მოწერაზე? დაჟე მანდაც კი უთხრა ის მიყვარხარ, რომელსაც წესით ლიზა უნდა შეეჩერებინა, მაგრამ არ გამოვიდა. და არც ნიკაა ის კაცი, ვინმეს რომ ეხვეწოს. ნინიას არ ეხვეწა თავის დროზე, და ვინ იყო ლიზა ამ დროს, ჰაჰ:) ესეც შენი დასასრული. ესეც ისევ თავისუფალი ნიკოლოზი და ამ დროს ნენე:)) იცით, არაფრით მესმის ეს ნაწილი როგორ უნდა იყოს ყალბი, ხელოვნური, როცა თითქმის იდენტური სიტუაციით შემოვიდა ნენე ისტორიაში, როცა თითქმის იდენტური სიტუაციით გახდა ნიკასი, ეს შენი ნენეც და რატომ არის ამ დროს ნენე ძ*კნა და ლიზა კაი ტიპი, რომელიც ნიკასთვის ყველაფერს აკეთებს?! სანამ შეგიყვარდებოდათ, იქამდე არ გაგიჟებულხართ?! ემოციებს ყელში არ წაუჭერიათ თქვენთვის და სიგიჟემდე არ "მოგდომებიათ" ადამიანი?! ან, არ დაგინახავთ ადამიანი, რომელიც გიგრძვნიათ, რომ თქვენია, თქვენი ადამიანია, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდით და აი, ევრიკა, იპოვეთ?! საბოლოოდ მაინც იპოვეთ?! მეცინება სტერეოტიპულ სიყვარულზე, რომელიც მხოლოდ ერთხელ შეყვარებას უკავშირდება და აი, წიგნებში წერენ კლასიკოსები და უეჭველად ისე უნდა იყოს. ჩვენ ხომ ასე გვასწავლეს, ასე უნდა იყოს:) კარგით, რა. საზღვრები არ აქვს სიყვარულს, არც რაოდენობა, არც ... არც არაფერი. სიყვარულია ი ვსო. გრძნობა, რომელიც ნებისმიერ რამეზე უარს გათქმევინებს, გაგაგიჟებს, ჭკუიდან გადაგიყვანს და საბოლოოდ, მაინც ისეთ ადამიანად დაგტოვებს, როგორიც რეალურად ხარ. მთავარია ერთი წკაპ, შენი ადამიანის გაელვება შენს ცხოვრებაში და ხვდები, რომ აქამდე არ გიცხოვრია და კი, ნიკოლოზს აქამდე არც უცხოვრია. ნიკოლოზის ცხოვრება ნენემდე იყო ის, რაც იყო მისი რეალური სახე, მაგრამ არც იმდენად, როგორც ნენეს შემდეგ. სიმართლე რომ ვთქვათ, ნენეს არაფერი გაუკეთებია ამისთვის. უბრალოდ მოხვდა საჭირო დროს, საჭირო ადგილას და აღმოჩნდა საჭირო პიროვნებაც. მერე რა, რომ მესამედ. მერე რა, რომ მის გამოჩენამდე იყო ნიკას ცხოვრებაში სხვებიც, გადაფარა:)))) გადაფარა ამ გოგომ ყველა, და ნიკოლოზისთვის ყველაფერი. არაფერი გაუკეთებია, საერთოდ არაფერი, მაგრამ ნიკოლოზი სწორედ ამ გოგომ მიიყვანა სწორ, რეალურ ცხოვრებამდე. როგორ შეიძლება ამ გოგოს სულელი უწოდო მხოლოდ იმის გამო, რომ უანგაროდ უყვარს?! როგორ შეიძლება თქვა, რომ იგი ნიკოლოზის საყვარელი იყო იმ გაგებით, როგორი გაგებითაც ამას დღეს ჩვენ "გვტენიან?!" როგორ შეიძლება ნიკოლოზის ამ სიტყვის განმარტების შემდეგ ეს შეურაცხყოფად მიიღო? როგორ შეიძლება ეს სიტყვა შენთვის უარყოფითი იყოს "ვეფხისტყაოსნის" შემდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორი ადამიანები არასწორ მნიშვნელობას ანიჭებენ ამას?! რა მნიშვნელობა აქვს მე ადამიანის ცოლი მერქმევა თუ მეგობარი გოგო, როცა ვიცი, რომ მიყვარს და მასაც სიგიჟემდე?! მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როცა ნიკოლოზი მხოლოდ იმ დროს ამბობდა ამ ყველაფერზე უარს, როცა იმ პერიოდში იყო პარადოქსი მისთვის ოჯახი და ბედნიერი ცხოვრება. მეტყვით მერე, ლიზას დროს ხომ იყო მშვიდობაო:)) იცით, 5 წელი ერთმანეთის გასაცნობად არ არის საკმარისი, არათუ თანაცხოვრებისთვის. აქაც მეტყვით, ნენესთან რამდენი ხანი იყოო?! და გეტყვით მე, რომ ნამდვილ, აი ზემოდან გამოგზავნილ სიყვარულს, კუპიდონის ისარს რომ მოჰყვება, არ სჭირდება არც დრო და არც საზღვრები. უნდა მხოლოდ ერთი, ერთი თვალების კონტაქტი ი ვსო. როგორც ხედავთ, ნიკოლოზის ხელზე არის ეს ოქროსფერი ბეჭედი, რომლის არ არსებობა ვერ გახდა საპატიო და რომლის არარსებობის გამო გაილანძღა ნენე. ნენე, რომელმაც შვილი დაკარგა და იქაც ის ამბები იყო, ნიკოლოზს როგორ აპატიაო. ნიკოლოზს როგორ აპატია რა, არეული ცხოვრება თუ დაბნეულობა?! თუ ისედაც გაანდგურებულისთვის დანაშაულის გრძNობა მეტად გაემძაფრებინა და დაებრალებინა ის, რაც იდეაში არც ყოფილა მისი ბრალი. და მე ზუსტად აქ მომწონს ეს გოგო, როცა კი, უნდა ვაღიარო, რომ ნიკაზე მაღლა დადგა და თან უფრო ძლიერად. და ზუსტად ამის გამო, აი ამის გამო არიან ესენი ერთმანეთისთვის, როცა ყველაზე მძიმე დროს, ყველაზე ღირსეულად შეხვდა. თან კიდევ თვითონ რომ ჩააკითხაო)) სად არ ჩააკითხავდა ყველაფერ დაკარგულ კაცს, რომელიც უყვარდა და იტანჯებოდა?! როცა ზუსტად ამ დროს სჭირდებოდა ნიკოლოზს ნენეს ეს ნაბიჯჯი? და კიდევ, ზუსტად აქ ჩანს ამ ორის ერთმანეთის ერთიანობა, როცა ასეთ დროს არ დაკარგეს ერთმანეთი. იდეაში მკითხველმა ამ გოგოს ის ვერ აპატიეს, რის გამოც უყვართ ლიზა:))) თუმცა მესმის, რთულია ერთი ემოციური ხაზიდან მეორეზე გადასვლა.

იცით, თქვა ნოდარ დუმბაძემ თითების დატეხვაზე, მაგრამ ამ კაცმა არასწორი გრძNობებისთვის სიყვარულის წოდება აღნიშნა და არა ის, რომ ნამდვილი სიყვარულის ძებნისთვის ადამიანი უნდა ჩაქოლო:) თუმცა, არც აქ იგულისხმება 10/20 კაცი/ქალის გამოცვლა და ასეც რომ იყოს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს.

დააააააააააააააა, გადავიდეთ გამოძიებაზე.
ნუ, მე როგორც თვითონ სიყვარულზე შეყვარებულს და ემოციებზე დახამებულს, ხშირად გადამატანინა ამ ხაზმა ყურადღება. ეს იყო, ნუ როგორ გითხრა - ყველაზე ცუდი რეალობის ყველაზე ჯანსაღად დანახვა. იმიტომ, რომ რეალურად ეს ასე ხდება. არსებობს ეს რეალობა და ამის ასე წაკითხვა, როგორც შემაძრწუნებელი, ისე იყო საოცრად სასიამოვნო, იმიტომ რომ ცდომილებები არ გქონდა. ყველაფერი დეტალურად, ლოგიკურად გადადიოდა ერთმანეთზე და აქაც, ყველაფერი იყო იდეალნა:)

ლაღიძე არის ცალკე, სულ ცალკე პიროვნება. ეს არის უნაკლო, ვიტყოდი ასე. ყველაზე წრფელი მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების ნათელი მაგალითი. და ზუსტად იმ ხაზით, რომელიც ნიკოლოზს და გიორგის აკავშირებდათ, ვერ იქნებოდა ნიკო ცუდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ლაღიძის "ძმა" ვერ აღმოჩნდებოდა.

შენზე რა უნდა ვთქვა.
რა ჯანდაბა უნდა ვთქვა:)
მოვასწარი ბოლო მინაწერის წაკითხვა, სანამ წაშლიდი:)
ჰოდა, მესიამოვნა, გამიხარდა, გამაგიჟა, შემიყვარდა ...

უდიდესი სიყვარულით მე, რომელიც თავს ვერ უყრის ახლა სიტყვებს და ვერ გაქებს ისე, როგორც იმსახურებ.
უბრალოდ იმას გეტყვი, რომ ერთადერთი ხარ აქ, ყველაზე განსაკუთრებული და გამორჩეული.
დავამატებდი, რომ არამარტო.

ახალ ისტორიამდე, შე არანორმალურო:)

№7 სტუმარი მერო

ვაიმე ვაიმე როგორ არ მინდა რომ დასრულდეს თითქოს რაღაც დამაკლდა რაღას დაველოდო რამე დაიწყე...

№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აუ ვერ ვიჯერებ რომ დასრულდა !!!
არ ვიცი რავთქვა უბრალოდ სუპერ გოგო ხარ ♥️
ქალი პიროვნება ♥️
ეს ისტორია არის ერთ-ერთი და ყველაზე გამორჩეული რაც კი წამიკითხავს უბრალოდ ეს ისეთი ისტორიიაა რომელიც არუნდა დასრულდეს და სულ იკითხო მაგრამ !! მაგრამ დასასრულიც რომ ისეთი აქვს როგორიც უნდოდა აი ეგ საერთოდ ...
ანუ ამ ისტორიაში იმდენი გრძნობა იმდენი ემოცია სიყვარული მკვლელობა ბოროტება ვნება არვიცი რავთქვა უბრალოდ იმდენი რამეა რომ ჩამოთვლაც არ შემიძლია! ამ ისტორიაზე გავხდი დამოკიდებული ყოველ წუთს ვამოწმებდი რომ დაიდებოდა და ახლა დასასრული რომ წავიკითხე ცოტა არარეალურიც კი იყო ჩემთვის ...
კი საოცრება ხარ ფეფო!!

მე არ მახსოვს ასეთი ნიკოლოზი ან იქნებ ასეთიც იყო და ახლა გამოამჟღავნა საკუთარი ტავი არ ვიცი მაგრამ ერთადეღს გეტყვი რომ ეს ის პერსონაჟია რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ და მუდამ ჩემს მეხსიერებაში იქნება ! უბრალოდ ვგიჟდები ნიკოლოზ ბარათაშვილზე! დაუსრულებლად რომ ვილაპარაკო ამ ადამიანზე ვერ მოვრჩები ალბათ ...
ნენე ლიზა ნინია ყველა მათგანს აქვს თავისი ხიბლი ცუდი ტუ კარგი ყველა მიყვარდა და მაინც მიყვარს ! ყველა მტავარი პერსონაჟია ჩემს თვალსი და ყველა დიდ როლს ასეულებს ისევე როგორც ნიკას ცხოვრებაში ასევე თავის ცხოვრებაშიც .. ძალიან ბევრის დანახვა შემიძლია ჯერ მარტი ამ სამი პერსონაჟიდან რომელთაც ახასიათებთ ბევრი გამოუხატავი ემოცია და გრძნობა ... უბრალოდ არ სემიზლია რომელიმეზე ვთქვა ეს ჯობია ან ეს თქო ! უბრალოდ სამივე იმდენად მნისვნელოვანი იყო რომ ვერ განვასხვავებ....
ლაღიძე! კაცი პიროვნება! მეგობარი ზმა არვიცი ეს ადამიანი არის ამ ისტორიის ერთ-ერთი ნათელუ წერტილი! ეს ადამიანი რომ არა მგონია ნიკოლოზი ვერ იქნებოდა ისეთი მდგრადი როგორც იყო და არის ! დიახ ასეთი მეგობრის დამსახურებით ... ამ ადამიანზე ვაფრენ საერთოდ სხვა განზომილებაა ჩემთვის ... არ ვიცი ალბათ ვერასდროს მოვრჩები ამ ისტორიაზე საუბარს რადგან იმდენი რაღაც მაქვს გულში რომ ვთქვა ალბათ არც მეყოფა... უბრალოდ უნდა იცოდე რომ ცენის სახით გყავს მკითხველი რომელსაც ამ ისტორიის ყველანაირი მხარე უყვარს !! და არამარტო ამ ისტორიის!! უბრალოდ იმდენად მაგარი ხარ რომ სიტყვებიტ ვერ ავღწერ!! შენ ამ ისტორიაში მართლა იმდენი ჩადე რომ ამაზე მადლობაა უნდა გიხდიდეთ თითოეული მკიხველი და მადლობა ასეთი ისტორიისთვის და ასეთი მაგარი პერსონაჟებისთვის’ ♥️♥️♥️♥️ ერთადერთი ახლა ის დამრჩა ამ ისტორიაზე ფიქრები გამყვეს და ახლის მოლოდინში ვიყო რადგან შეუძლებელია რამემ ისე გადამატანინოს ყურადღება როორც სენმა ისტორიამ ♥️♥️♥️♥️ ჰოდა გახსოვდეს რომ საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის და გელოდები მთელი გულით წარმატებები ♥️♥️♥️♥️♥️

№9  offline მოდერი Life is Good

მერო
ვაიმე ვაიმე როგორ არ მინდა რომ დასრულდეს თითქოს რაღაც დამაკლდა რაღას დაველოდო რამე დაიწყე...

smile ძალიან მიხარია რომ მელოდებოდით...მადლობა.კი დავიწყებ ალბათ რამე სხვას...ვნახოთ .

№10 სტუმარი სტუმარი ანუკი

აუ იმ აუდიტორიაში ჯდომა მომინდა.ასეთი ლექტორი?!...საოცრება იყო.ზუსტად ისეთი დასასრულით როგორიც დათუნაშვილს ეკადრება.მიყვარს ეს კაცი.ნუ გიგაზე მეტად არა მარა ესეც რაღაცნაირად:D როგორც ყოველთვის სასწაულად იყო ყველაფერი გადმოცემული.ვისიამოვნე რასაც ჰქვია.

№11  offline მოდერი Life is Good

სტუმარი
სუპერ, ლიზა შემეცოდა ძალიან. მანდამაინც ამდენი რამე უნდა მომხდარიყო ნიკოლოზი რომ ასე შეცვლილიყო. ლიზაზე რომ დაწეროო არ გინდა,,??

smile არა მადლიბა.... smile smile მაშინ გიორგიზეც დავწეროთ ერთი ისტორია...ლიზაზე...კიდევ თემოზე გარდაცვალებამდე და სულ ნადირობის პერსომაჟებზე ხომ ვერ დავწერ... heart_eyes მადლობა რომ.წაიკითხეთ...

სტუმარი .....
არ ვიცი რა ვთქვა ლიზას მდგომარეობამ გული მომიკლა იმაზე დიდი საშინელება არაფერია როცა ოდესღაც შენ გეკუთნოდა და ახლა შეხების უფლებაც არ გაქვს,მხოლოდ ლიზას ვერ დავადანაშაულებ ნიკოლოზის წილიც ბევრია მან ვერ შეიყვარა ლიზიკო ნინიას მერე უბრალოდ ვერ შეძლო ქალი კი ყოველთვის გრძნობს უყვართ თუ არა.კარგია ნენე სიყვარული მაინც რომ შეძლო მაგრქმი ლიზიკო ძალიან დაიჩაგრა????????????????????????

რატომ გადამაყოლეთა მლიზას ხალხო რაგინდაათ?! რავუყო რომ დაიჩაგრა? რამ დაჩაგრა?! აი რეალურად არცკი მოგწონს ეს პერსონაჟი და ხომ არ შეიძლება ყველა თავში ერთი და იგივე იძახოო?! ლიზა კი არა ვინ არ დაჩაგრულა...დავდგეთ ახლა და არარსებულ ადამიანს გამოვეკიდოთ...ეგ კი არა ფილზმს ვუყურებდი და მთავარი პერსონაჟი მოკვდა რავქნა ? ვიტიროო?! ღმერთო რატომ მოკალიი?! პირველი თავიან ლიზა დაიჩაგრა... ლიზა დაიჩაგრა...ლიზა დაიჩაგრა... scream

Nameless Girl
წაკითხვას მოვრჩი.ამ კომენტარს კი იმიტომ ვწერ რომ თავი ვალდებულად ჩავთვალე ეს გამეკეთებინა.უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ჩემი გრძნობების გამოსახატად.იყოს ეს აქ,მშვიდად რომ ვიყო.????
ძალიან მაგარი ხარ.თითქოს თავში რაღაც გადამიტრიალა ამ მოთხრობამ.
მეტს ვერაფერს ვამბობ ჯერჯერობით,ისევ ემოციებში ვარ❤❤❤

მადლობა რომ წაიკითხე...და მიხარია თუ ამხელა ემოციები მოგიტანა kissing_heart

ტკბილიწიწაკა
არ მჯერა!
შოკში ვარ!

დაიჯერე heart_eyes დამთავრდა...გვეღირსა...მადლობა რომ კითხულობდით და ჩემს გვერდით იყავით მთელი ამ დროის განმავლობაში. kissing_heart

სტუმარი ნენე
მინდა მოკლედ ვისაუბრო, მაგრამ არ გამომივა. ზუსტად ვიცი, რომ ვერ გამოვა და ძალიან მინდა კომენტარის ველმა საშუალება მომცეს ყველაფერი აქ ჩავატიო, როგორც ვფიქრობ, ისე ვთქვა. საკმაოდ ვრცლად გამომივა და უკვე თითები მტკივა (თუმცა, არ მენანება).
არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო, ან როგორ. საერთოდ რაზე უნდა ვისაუბრო, როცა თუგინდ სუბიექტურად, ძალიან ბევრი მიზეზის გამო ვარ ამ ყველაფერზე შეყვარებული. ჰოოოოოდა, დავიწყებ მოდი, ობიექტურად, ისე, როგორც ვხედავდი და ვხედავ, მომავალშიც დავინახავ.

პირველ რიგში, შენს გამძლეობას აღვნიშნავ. არც კი ვიცი, აქამდე როგორ მოხვედი, რა ნერვებით, ფსიქიკით და ა.შ. აზრზე არ ვარ ამ ყველაფერს როგორ გაუძელი, რა ძალამ გადაგატანინა, როგორ, რანაირად, რისთვის, ვისთვის ... ნუ მოკლედ, ამისთვის ცალკე მაგარი გოგო ხარ:) მე მსგავსი შემთხვევა არ მახსოვს, ალბათ, მე ამას ვერ გავუძლებდი და ნუ, ვერც გავუძელი ბევრ რამეს:))) შენ ხარ მაგარი გოგო, ამისთვისაც. პირველ რიგში!
ნიკოლოზზე რა უნდა ვთქვა, რაც აქამდე არ მითქვამს. მე არ შევსწრებივარ პირველი ნაწილის წერას, უკვე დაწერილი წავიკითხე და იეს, მე მქონდა ამის ბედნიერება ^^ დაწყებული იმ პირველი ნაწილის პირველი თავიდან ნიკო არის ჩემთვის ყველასგან გამორჩეული, ყველაზე თავზეხელაღებული, ყველაზე ჯიუტი, საზიზღარი, საშინელი, ყველაზე სამართლიანი, ბრაზიანი, უკონტროლო, ყველაზე ტკბილი და თბილი მაშინ, როცა უყვარს. იცი, ყოველთვის მიკვირდა ამ პერსონაჟის რატომ არ ესმოდათ, ან რატომ იყო უგულო, რატომ ვერ აპატიეს სამ ქალთან ურთიერთობა 40 წლის კაცს, რომელიც ყველა ასეთ მომენტში იყო თავისუფალი. თავისუფალი, ვიმეორებ. არასდროს არცერთი ქალისთვის უღალატია. ნინიას შემთხვევა ჩემთვის მაინც რჩება ცალკე, ყველაზე არაორდინალურ შემთხვევად, რომელიც ჩემთვის სულ, სულ უსაყვარლესი იქნება:) და ზუსტად, მაშინ, როცა ასე არაორდინალურად უყვართ, მაშინ როცა აღმერთებენ, მაშნ როცა ყველაფერს ურჩევნიათ, ვერ, ან თუგინდ არ გამოდის პატიება. პატიება ფეხებზე დაკიდების, შენს თავზე რაღაცის შენაცვლებით და ა.შ. და რატომ, იცი? ნიკოლოზმა ზუსტად ასეთი სიყვარული იცის. კი ეწერათ, ამ კაცმა სიყვარული არ იცისო, მაგრამ გულით გამეცინა:))) ლიზას შემთხვევა, როგორც ადრე აღვნიშნე, არასდროს ყოფილა ჩემთვის საყვარელი. ლიზა თავიდანვე არ ყოფილა ის პიროვნება, რომელიც ნიკოს რეალურად უნდოდა თავისთვის. ნიკოს დანაშაული ის არის, რომ იმ დროს საკუთარი თავი დააჯერა, რომ ლიზა უყვარდა, არადა იმ დროს, როცა განადგურებული იყო, უბრალოდ ეყრდნობოდა, სულ მცირედით და აძლევდა შანსს, თუმცა ლიზა არ იყო ის, ვინც ამას გამოიყენებდა. არა იმიტომ, რომ იგი სუსტი იყო, უბრალოდ ხდება ასე, ადამიანები იბადებიან, მაგრამ არა ერთმანეთისთვის. ასე იყო ნიკა-ლიზაც. ბევრი გადაიტანა ლიზამ ნიკას გამო, ნიკამაც ლიზას გამო ყველაზე ღირებული, სიცოცხლე წაართვა თავის "მეგობარს," რომელიც გამოძიებას არ ეკუთვნოდა ისე, როგორც ლიზასთვის შურისძიებას და მიცემული პირობის ასრულებას. არ ყოფილა ნიკა ლიზასთვის ცუდი, ლიზას არც შეუყვარდებოდა ამ შემთხვევაში იგი, უბრალოდ ის არ იყო, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება უნდა გაატარო. ეს იყო ეტაპი, რომელიც უნდა დასრულებულიყო. ნიკამ არაფერი გააკეთა ოჯახის შესანარჩუნებლადო, ესეც ეწერათ:) როგორ, აი როგორ ... როგორ არაფერი?! მთელი ერთი თვე აცდიდა ლიზას ჩამოყალიბებას, მთელი თვე ითმენდა ბავშვის არ ნახვას, და ბოლოს, ისიც მოითმინა, სულ სხვა მოლოდინით სავსეს სულ სხვა რეალობა დახვდა - ლიზა განქორწინების საბუთებით. მე მახსოვს მაშინ მარტო, ნიკა უარზე რომ იყო ხელის მოწერაზე? დაჟე მანდაც კი უთხრა ის მიყვარხარ, რომელსაც წესით ლიზა უნდა შეეჩერებინა, მაგრამ არ გამოვიდა. და არც ნიკაა ის კაცი, ვინმეს რომ ეხვეწოს. ნინიას არ ეხვეწა თავის დროზე, და ვინ იყო ლიზა ამ დროს, ჰაჰ:) ესეც შენი დასასრული. ესეც ისევ თავისუფალი ნიკოლოზი და ამ დროს ნენე:)) იცით, არაფრით მესმის ეს ნაწილი როგორ უნდა იყოს ყალბი, ხელოვნური, როცა თითქმის იდენტური სიტუაციით შემოვიდა ნენე ისტორიაში, როცა თითქმის იდენტური სიტუაციით გახდა ნიკასი, ეს შენი ნენეც და რატომ არის ამ დროს ნენე ძ*კნა და ლიზა კაი ტიპი, რომელიც ნიკასთვის ყველაფერს აკეთებს?! სანამ შეგიყვარდებოდათ, იქამდე არ გაგიჟებულხართ?! ემოციებს ყელში არ წაუჭერიათ თქვენთვის და სიგიჟემდე არ "მოგდომებიათ" ადამიანი?! ან, არ დაგინახავთ ადამიანი, რომელიც გიგრძვნიათ, რომ თქვენია, თქვენი ადამიანია, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდით და აი, ევრიკა, იპოვეთ?! საბოლოოდ მაინც იპოვეთ?! მეცინება სტერეოტიპულ სიყვარულზე, რომელიც მხოლოდ ერთხელ შეყვარებას უკავშირდება და აი, წიგნებში წერენ კლასიკოსები და უეჭველად ისე უნდა იყოს. ჩვენ ხომ ასე გვასწავლეს, ასე უნდა იყოს:) კარგით, რა. საზღვრები არ აქვს სიყვარულს, არც რაოდენობა, არც ... არც არაფერი. სიყვარულია ი ვსო. გრძნობა, რომელიც ნებისმიერ რამეზე უარს გათქმევინებს, გაგაგიჟებს, ჭკუიდან გადაგიყვანს და საბოლოოდ, მაინც ისეთ ადამიანად დაგტოვებს, როგორიც რეალურად ხარ. მთავარია ერთი წკაპ, შენი ადამიანის გაელვება შენს ცხოვრებაში და ხვდები, რომ აქამდე არ გიცხოვრია და კი, ნიკოლოზს აქამდე არც უცხოვრია. ნიკოლოზის ცხოვრება ნენემდე იყო ის, რაც იყო მისი რეალური სახე, მაგრამ არც იმდენად, როგორც ნენეს შემდეგ. სიმართლე რომ ვთქვათ, ნენეს არაფერი გაუკეთებია ამისთვის. უბრალოდ მოხვდა საჭირო დროს, საჭირო ადგილას და აღმოჩნდა საჭირო პიროვნებაც. მერე რა, რომ მესამედ. მერე რა, რომ მის გამოჩენამდე იყო ნიკას ცხოვრებაში სხვებიც, გადაფარა:)))) გადაფარა ამ გოგომ ყველა, და ნიკოლოზისთვის ყველაფერი. არაფერი გაუკეთებია, საერთოდ არაფერი, მაგრამ ნიკოლოზი სწორედ ამ გოგომ მიიყვანა სწორ, რეალურ ცხოვრებამდე. როგორ შეიძლება ამ გოგოს სულელი უწოდო მხოლოდ იმის გამო, რომ უანგაროდ უყვარს?! როგორ შეიძლება თქვა, რომ იგი ნიკოლოზის საყვარელი იყო იმ გაგებით, როგორი გაგებითაც ამას დღეს ჩვენ "გვტენიან?!" როგორ შეიძლება ნიკოლოზის ამ სიტყვის განმარტების შემდეგ ეს შეურაცხყოფად მიიღო? როგორ შეიძლება ეს სიტყვა შენთვის უარყოფითი იყოს "ვეფხისტყაოსნის" შემდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორი ადამიანები არასწორ მნიშვნელობას ანიჭებენ ამას?! რა მნიშვნელობა აქვს მე ადამიანის ცოლი მერქმევა თუ მეგობარი გოგო, როცა ვიცი, რომ მიყვარს და მასაც სიგიჟემდე?! მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როცა ნიკოლოზი მხოლოდ იმ დროს ამბობდა ამ ყველაფერზე უარს, როცა იმ პერიოდში იყო პარადოქსი მისთვის ოჯახი და ბედნიერი ცხოვრება. მეტყვით მერე, ლიზას დროს ხომ იყო მშვიდობაო:)) იცით, 5 წელი ერთმანეთის გასაცნობად არ არის საკმარისი, არათუ თანაცხოვრებისთვის. აქაც მეტყვით, ნენესთან რამდენი ხანი იყოო?! და გეტყვით მე, რომ ნამდვილ, აი ზემოდან გამოგზავნილ სიყვარულს, კუპიდონის ისარს რომ მოჰყვება, არ სჭირდება არც დრო და არც საზღვრები. უნდა მხოლოდ ერთი, ერთი თვალების კონტაქტი ი ვსო. როგორც ხედავთ, ნიკოლოზის ხელზე არის ეს ოქროსფერი ბეჭედი, რომლის არ არსებობა ვერ გახდა საპატიო და რომლის არარსებობის გამო გაილანძღა ნენე. ნენე, რომელმაც შვილი დაკარგა და იქაც ის ამბები იყო, ნიკოლოზს როგორ აპატიაო. ნიკოლოზს როგორ აპატია რა, არეული ცხოვრება თუ დაბნეულობა?! თუ ისედაც გაანდგურებულისთვის დანაშაულის გრძNობა მეტად გაემძაფრებინა და დაებრალებინა ის, რაც იდეაში არც ყოფილა მისი ბრალი. და მე ზუსტად აქ მომწონს ეს გოგო, როცა კი, უნდა ვაღიარო, რომ ნიკაზე მაღლა დადგა და თან უფრო ძლიერად. და ზუსტად ამის გამო, აი ამის გამო არიან ესენი ერთმანეთისთვის, როცა ყველაზე მძიმე დროს, ყველაზე ღირსეულად შეხვდა. თან კიდევ თვითონ რომ ჩააკითხაო)) სად არ ჩააკითხავდა ყველაფერ დაკარგულ კაცს, რომელიც უყვარდა და იტანჯებოდა?! როცა ზუსტად ამ დროს სჭირდებოდა ნიკოლოზს ნენეს ეს ნაბიჯჯი? და კიდევ, ზუსტად აქ ჩანს ამ ორის ერთმანეთის ერთიანობა, როცა ასეთ დროს არ დაკარგეს ერთმანეთი. იდეაში მკითხველმა ამ გოგოს ის ვერ აპატიეს, რის გამოც უყვართ ლიზა:))) თუმცა მესმის, რთულია ერთი ემოციური ხაზიდან მეორეზე გადასვლა.

იცით, თქვა ნოდარ დუმბაძემ თითების დატეხვაზე, მაგრამ ამ კაცმა არასწორი გრძNობებისთვის სიყვარულის წოდება აღნიშნა და არა ის, რომ ნამდვილი სიყვარულის ძებნისთვის ადამიანი უნდა ჩაქოლო:) თუმცა, არც აქ იგულისხმება 10/20 კაცი/ქალის გამოცვლა და ასეც რომ იყოს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს.

დააააააააააააააა, გადავიდეთ გამოძიებაზე.
ნუ, მე როგორც თვითონ სიყვარულზე შეყვარებულს და ემოციებზე დახამებულს, ხშირად გადამატანინა ამ ხაზმა ყურადღება. ეს იყო, ნუ როგორ გითხრა - ყველაზე ცუდი რეალობის ყველაზე ჯანსაღად დანახვა. იმიტომ, რომ რეალურად ეს ასე ხდება. არსებობს ეს რეალობა და ამის ასე წაკითხვა, როგორც შემაძრწუნებელი, ისე იყო საოცრად სასიამოვნო, იმიტომ რომ ცდომილებები არ გქონდა. ყველაფერი დეტალურად, ლოგიკურად გადადიოდა ერთმანეთზე და აქაც, ყველაფერი იყო იდეალნა:)

ლაღიძე არის ცალკე, სულ ცალკე პიროვნება. ეს არის უნაკლო, ვიტყოდი ასე. ყველაზე წრფელი მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების ნათელი მაგალითი. და ზუსტად იმ ხაზით, რომელიც ნიკოლოზს და გიორგის აკავშირებდათ, ვერ იქნებოდა ნიკო ცუდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ლაღიძის "ძმა" ვერ აღმოჩნდებოდა.

შენზე რა უნდა ვთქვა.
რა ჯანდაბა უნდა ვთქვა:)
მოვასწარი ბოლო მინაწერის წაკითხვა, სანამ წაშლიდი:)
ჰოდა, მესიამოვნა, გამიხარდა, გამაგიჟა, შემიყვარდა ...

უდიდესი სიყვარულით მე, რომელიც თავს ვერ უყრის ახლა სიტყვებს და ვერ გაქებს ისე, როგორც იმსახურებ.
უბრალოდ იმას გეტყვი, რომ ერთადერთი ხარ აქ, ყველაზე განსაკუთრებული და გამორჩეული.
დავამატებდი, რომ არამარტო.

ახალ ისტორიამდე, შე არანორმალურო:)

ნენე" heart_eyes რა ვთქვა შენზე ისეთი რაც ჯერ არ მითქვამს? შენ ხარ "ჩემო სიცოცხლე" აი ის ადამიანი რომელიც ზუსტად ამ ორ სიტყვას იტევს ჩემთვის...მადლოაბ ასეთი კარგი რომ ხარ...ძალიან დიდი მადლობა kissing_heart

№12 სტუმარი ნათია41

მადლობა ამ ზღვა ემოციებისთვის, მადლობა იმ სიხარულის, სიყვარულის, ცრემლებისთვის რასაც ამ ისტორიის წაკითხვისას ვგრძნობდი. მადლობა რომ ნიკოლოზი შექმენი და შემაყვარე, თავისი ცოდვებით და სიწმინდეებით. ნიაგარს შევადარებ, ბერმუდის სამკუთხედს და კოსმოსს. მადლობა რომ არსებობ. მოუთმებლად ველი შენს ახალ ისტორიას. იმედს ვიტოვებ რომ თვითმარქვიაც არ შეისყიდეს სრულად დადებამდე.❤❤❤❤❤❤❤❤

№13  offline მოდერი Life is Good

ნათია41

მადლობა შენ ამ თბილი სიტყვებისთვის და კიდევ მადლობა მთელი ეს დრო ჩემს გვერდით რომ.ხართ და კითხულობთ heart_eyes ძალიან მიხარიხართ...

გავიჭედე ამ თვითმარქვიაზე და რა გავაკეთოო?! smile ვერ ვწერ...ჰო შეიძლება გაიგოთ რომ შეიძლება მართლა ვერ ვწერდე...არ მოდის აზრები და ემოცია...ძალიან დისი ბოდიშის მოხდით გთხოვთ მაცადოთ...დავწერ ალბათ ...თუ ვერ დავწერ გაპრავებული მაინც მექნება smile

№14 სტუმარი ზინიკო

საოცრება იყო ფეფო, ყოჩაღ!!! ახალი ისტორიის გამოჩენას დაველოდები დღეიდან.. ძალიან მაგარი ხარ!!

№15  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

საუკეთესო დასასრულით. როგორც იქნა იპოვა ნიკამ ის სიმშვიდე და სიყვარული, რაც სხვა ქალებმა ვერ შეძლეს. ამიტომ დასაფასებელია ნენე. უბრალოდ მეცინება იმაზე, რომ ჩაციკლულნი ლიზაზე, კიდევ ლიზას მისტირიან, უტვინო და სულელ ქალს, რომლის ხსენება არც მინდოდა.
მიყვარს შენი ისტორიები ყველაზე რეალური პერსონაჟებით. ახლა უკვე მართლა ველოდები თვითმარქვიას, მოლოდინის რეჟიმში ვარ...

№16 სტუმარი აბლაბუდა

ჰმმ ნიკოლოზი და ლექტორი სხვა განზომილებააა:))მადლობა მაინც არაჩვეულებრივი იყო

№17 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგი იყო. ყურადღებას ნუ მიაქცევთ კრიტიკოსებს. ცხოვრებაში ბევრად უარესები ხდება. ვიღაცას გული ეტკინება, ვიღაცას გაუმართლებს. ძალიან მიხარიხართ, ესე გააგრძელეთ. მარტო ერთხელ შეგეშალათ ის რო წაშალეთ.

№18 სტუმარი ფფფ

Life is Good
ნათია41
მადლობა ამ ზღვა ემოციებისთვის, მადლობა იმ სიხარულის, სიყვარულის, ცრემლებისთვის რასაც ამ ისტორიის წაკითხვისას ვგრძნობდი. მადლობა რომ ნიკოლოზი შექმენი და შემაყვარე, თავისი ცოდვებით და სიწმინდეებით. ნიაგარს შევადარებ, ბერმუდის სამკუთხედს და კოსმოსს. მადლობა რომ არსებობ. მოუთმებლად ველი შენს ახალ ისტორიას. იმედს ვიტოვებ რომ თვითმარქვიაც არ შეისყიდეს სრულად დადებამდე.❤❤❤❤❤❤❤❤

მადლობა შენ ამ თბილი სიტყვებისთვის და კიდევ მადლობა მთელი ეს დრო ჩემს გვერდით რომ.ხართ და კითხულობთ heart_eyes ძალიან მიხარიხართ...

გავიჭედე ამ თვითმარქვიაზე და რა გავაკეთოო?! smile ვერ ვწერ...ჰო შეიძლება გაიგოთ რომ შეიძლება მართლა ვერ ვწერდე...არ მოდის აზრები და ემოცია...ძალიან დისი ბოდიშის მოხდით გთხოვთ მაცადოთ...დავწერ ალბათ ...თუ ვერ დავწერ გაპრავებული მაინც მექნება smile

არაუშავს უაზრო ლოდის ნამდვილად ესე ჯობს. ძალიან კარგი ხარ ????

№19 სტუმარი სტუმარი neliko

ეს ნაწილი იყო შურის ძიება "ვერ შეყვარებულ ლიზაზე"

№20 სტუმარი სტუმარი სოფია

სადღაც შუაში ამ ისტორიაზე გული ამიცრუვდა ნიკა ისე იქცეოდა დამაწყვიტა ნერვი, მაგრამ უნდა ვთქვა დასასრული ზე იყო. როგორც იქნა მიხვდა ეს თავკერძა ბიჭი რომ მის გარშემო ადამიანებსაც სტკივათ.

№21  offline წევრი თე ოო

ნიკაზე ვგიჟდებიი joy შენ კი ფეფო უდავოდ ნიჭიერი ხარ წარმატებები

№22 სტუმარი სტუმარი თამო

აუუუ მართლა მაგარი იყო????????????კომენტარებსაც გადავხედე და შენი გაბრაზებაც ვნახე ლიზასთან დაკავშირებით ,ეს შემი შექმინილი პესონაჯებია,ამიტომ როცა ყავ შვილი და ცოლი ადამიანს და აქ სხვა პესონაჯს უშვებ ნენეს სახით,იწვევს ჩვენნაირ მკითხვლში გაზრაზებას ერთგვარს,სადაც ნიკოზს ნენე შეაყვარე უკეთესი იქნებოდა საბოლოოდ თავისი შვილის დედა შეყვარებოდა ასე გაგიკებით და დამერწმუნე აქ და ამ სივცეში მსგავსი დაწერილი არიქნებოდა რომანი,სხვა ყველაფერი საუკეთესოა უბრალოდ ნებისმიერ სიტუაციაში ოჯახი ოჯახია შვილს უნდა ყავდეს დედა და მამა გვერდიღ და აქ მესამე პირი არც რეალობაში და არც შექმნილ შენს რომანში არ უნდა არსებობდეს

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent