შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე სიზმრები (თავი 3)


5-11-2018, 20:27
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 202

მძიმე სიზმრები (თავი 3)

განვაგრძე გზა, რომ ვთქვა არ მიფიქრია ცოტნეზე მოვიტყუები და თან ამ ტყუილს ყველა მიხვდება. უცნაურია როდესაც მთლად უცხო ადამიანი მოდის შენთან საკუთარ სახელსა და გვარს გეუბნება. სკოლაში ნამდვილად არ დამინახავს, მოკლედ რომ ვთქვა ეს პიროვნება დავინახე პირველად. ფიქრები მაშინ გამეფანტა როდესაც ახალგაზრდა მამაკაცს შევეჯახე, ჩემი ნივთები კი სულ ძირს აღმოჩნდა.
-უკაცრავად, მაპატიეთ. ვუთხარი ისე რომ არც კი შემიხედავს, ძირს ჩავიმუხლე და დავიწყე ნივთების სწრაფად აკრეფვა.
-ოხ ევა... სულ ასეთი დაბნეული ხარ? მკითხა და თან გავიგე როგორ ჩაეცინა ჩუმად.
თავი ნელა ავწიე ზემოთ და დავინახე მასწავლებელი ზურა.
-ზურა მას, მაპატიეთ.
ნივთები ხელში დავიჭირე და თან წამოვდექი.
-ევა მინდა რაღაც გკითხო.
ცოტა ავღელდი რადგან არ ვიცოდი რას მკითხავდა.
-ჩემს გაკვეთილზე თავს არაკომფორტულად გრძნობ?
ეს სიტყვები რომ გავიგონე ამოვისუნთქე და ღიმილიანი სახით მივუგე.
-არა, რა თქმა უნდა არა, უბრალოდ დღეს დაბნეული ვარ.
-კარგი ევა შეხვედრამდე. მითხრა და ორივემ განვაგრძეთ ჩვენი გზა. სახლის კიბეებს ავუყევი, კარი შევხსენი და დავიძახე.
-მოვედი.
ჩანთა, ქურთუკი და ფეხსაცმელები შესასვლელშივე დავტოვე. დაუფიქრებლად შევედი სამზარეულოში და მაცივრის კარი გამოვხსენი.
-დედა ვერ მეტყვი რა ვჭამო? გავიდა ერთი წუთი, ორი, სამი. ვაშლი მაგიდაზე დავდე და ოთახებს დავუწყე თვალიერება. ჩემი ოთახი ცარიელი, ელას ოთახი ცარიელი, დედას და მამას ოთხი ცარიელი, შევედი აბაზანაში არც აქ არის ვინმე, აივანზეც არავინ ჩანს. დავბრუნდი სამზარეულოში და თვით კმაყოფილი სახით დავჯექი სკამზე, განვაგრძე ვაშლის ჭამა. გახარებულმა ჩავილაპარაკე.
-ესეც ასე დღეს მარტო ვარ. სახლში მარტო რომ დავრჩე საოცრება უნდა მოხდეს, ამ ფაქტმა კი გამახარა.
ტუჩიდან მოვიცილე ვაშლის პაწაწინა ნაწილი, ვიგრძენი რაღაც სურნელი. არც ერთ სუნამოს სუნს არ ჰგავდა, იყო რაღაც უცხო, იმდენად უცხო რომ ამ სურნელის მოცილება და დავიწყებაც გამიჭირდა.
ოთახში შევედი და ტანსაცმელი დავიცვალე, საწოლზე გადავეშვი და ვუყურებდი ოთახში დაკიდულ ჭაღს. ტელეფონის ხმა გავიგონე და გამწარებულმა დავუწყე ძებნა.
-გისმენთ.
-ევა შენ ხარ? გავიგონე შიშისაგან აკანკალებული ხმა
-მეგი ვისი ტელეფონიდან მირეკავ? ვუთხარი მეც შეშინებულმა.
-მეტს ვერაფერს გეტყვი, მისამართს გამოგიგზავნი და აქ გაჩნდი.
დაბნეული წამით საწოლზე ჩამოვჯექი, ნომერი ნამდვილად არ ვიცი ვისი იყო, ტანსაცმელი ჩავიცვი და მისამართიც მომწერა მეგიმ.
***
-ღმერთო მეგან შეგიძლია მითხრა საერთოდ ასეთ მიყრუებულ ადგილას რა გინდოდა?
-რადროს ესარის? ვერ ხედავ მასწავლებლის გვამი გიგდია წინ.
-არც ჭრილობა აქვს, არც ფერი შეცვლილი იქნებ ცოცხალია?
ხელი წავიღე რომ გამეტოკებინა, მეგიმ კი ძლიერად ჩამარტყა ხელში.
-რას აკეთებ სულ გაგიჟდი? გგონია ამას ასე დატოვებენ?ექსპერტიზა შეამოწმებს და ანაბეჭდებს იპოვიან.
ძირს დაგდებული ჯოხი აიღო და ბატონი ზურაბის სხეულს შეახო.
-გთხოვ მეგი შეეშვი, 112-ში დავრეკოთ და გავაგებინოთ.
-არა. თქვა მკაცრი ტონით, შენს სიზმართან კავშირს ვერ პოულობ?
რამოდენიმე წუთით გავჩუმდი, შემდეგ ვუთხარი.
-ჩემს სიზმარში უბრალოდ ასეთი მოსასხამი ვნახე, და მსგავსი ადამიანი, თანაც იქ ჩემს დას კლავდა და არა თავის თავს.
ნერვიულად დავიწყე აქეთ იქით სიარული.-მეგი მეტს ვეღარ გავუძლებ, უნდა წავიდე აქედან.
თვალები დააჭყიტა და გაფითრებულმა შემომხედა..
-შენ რა ასეთი მეგობრობა იცი?
-რა შუაშია მეგობრობა აქ, გვამს მაყურებინებ უკვე საათია, რატომ გადარდებს? შენ ხომ არ მოგკვლია. დარეკე 112-ში და მოსვლას დაუცადოთ.
ჩუმად იდგა და ხმას არ იღებდა. გამწარებულმა ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და დავრეკე.
-აი ახლა დაკითხვას რომ მოაწყობენ რა უნდა უთხრა?
-რა და ჩემმა შეშლილმა დაქალმა ერთი საათის განმავლობაში აქ მაყურყუტა მხოლოდ იმიტომ რომ მას ასე სურდა.
ნახევარ საათში პოლიცია მოვიდა,პირველ რიგში გვთხოვეს მშობლებთან კონტაქტი მაგრამ ამაზე დიდი უარი განვაცხადეთ, ბევრი ხვეწნა მუდარის შემდგომ მიხვდნენ რომ მშობლები მართლაც არაფერ კავშირში იყვნენ და დაკითხვა მოგვიწყეს.
2 საათიშ შემდეგ კი დავადექით სახლის გზას.
სადარბაზოში შევედი, საშინლად ბნელოდა ჯიბიდან ამოვიღე ტელეფონი, სანამ კიბეებს გავანათებდი უკნიდან ვიგრძენი როგორ ჩამჭიდა ვიღაცამ ხელი, შიშისაგან გავიწურე და ხმამაღლა ვიყვირე. ხელი გამინთავისუფლა და უკან მივტრიალდი.
-არ მინდოდა შენი შეშინება. ჩაილაპარაკა ვიღაცამ ნაცნობი ხმით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ლიზა

ძალიან ძალიან ძალიან ჩამთრევია კიდევ უფრო ძალიან საინტერესო ეს ინტრიგა თან მომწონს და თან შემდეგი თავის წაკითხვამდე გულს მიღრღნის. ერთადერთი თხოვნა მექნება რომ თავის მოცულობა რამენაირად გაზარდო რადგან ძალიან საინტერესო სიუჟეტია და პირდაპირ ითრევს მკითხველს

 


№2  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

სტუმარი ლიზა
ძალიან ძალიან ძალიან ჩამთრევია კიდევ უფრო ძალიან საინტერესო ეს ინტრიგა თან მომწონს და თან შემდეგი თავის წაკითხვამდე გულს მიღრღნის. ერთადერთი თხოვნა მექნება რომ თავის მოცულობა რამენაირად გაზარდო რადგან ძალიან საინტერესო სიუჟეტია და პირდაპირ ითრევს მკითხველს

ძააალიან ძააალიან დიდი მადლობაა heart_eyes თავებსაც გავზრდი heart_eyes
--------------------
milla

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანუკა

ერთი ამოსუნთქვა იყო და არ მეყო წასაკითხად ????????????

 


№4  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

სტუმარი ნანუკა
ერთი ამოსუნთქვა იყო და არ მეყო წასაკითხად ????????????

ვიცი... ძალიან პატარა თავია. მეტად დიდები იქნება ამის შემდეგ. უბრალოდ მეტი ვერ მოვახერხე დღეისათვის
--------------------
milla

 


№5 სტუმარი nino

dzalian dzalian kargia sakvarelo❤ ubralod shemdegshi cota didebi dade xolme gtxov❤

 


№6  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

nino
dzalian dzalian kargia sakvarelo❤ ubralod shemdegshi cota didebi dade xolme gtxov❤

ჩემო ერთგულო მკითხველო heart_eyes თავი შემაყვარე თანაც ძალიან heart_eyes თავებსაც გავზრდი
--------------------
milla

 


№7 სტუმარი სტუმარი ანნა

ოჰოჰოჰოო ეს რა ამბები ტრიალებს, თავიროუნდა გაადიდო ეგუკვე იცი... ცოტნე არ გააქრო❤️❤️

 


№8  offline წევრი Mariam Akhalkatsishvili

სტუმარი ანნა
ოჰოჰოჰოო ეს რა ამბები ტრიალებს, თავიროუნდა გაადიდო ეგუკვე იცი... ცოტნე არ გააქრო❤️❤️

ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ გავაქრობ smile heart_eyes
--------------------
milla

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent