შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბლუმი (თავი 4)


6-11-2018, 00:42
ნანახია 7 536

ბლუმი (თავი 4)

სკოლის დღეები ახლოვდებოდა.  ბავშვებთან უკვე კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და ყველასთან ვმეგობრობდი. განსაკუთრებით ქრისტინესა და კრისთან. დღესაც სწორედ მათთან ერთად ვიყავი სასეირნოდ გამოსული. დიდი დრო დაგვჭრდა მოსაფიქრებლად, თუ სად წავსულიყავით და ბოლოს გადავწყვიტეთ უბრალოდ გაგვესეირნა. რუსთაველიდან დავეშვით და თავისუფლებამდე ფეხით წავედით. იქიდან კრისმა აიკვიატა ძალიან გთხოვთ რიყისკენ წავიდეთო და ჩვენც დავთანხმდით. თავისუფლების მეტროდან ცენტეისკენ, იქიდან კი ახალი ტიფლისისაკენ დავეშვით. კრისი უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო. ვიცოდი, რომ სეირნობა უყვარდა, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი ენერგიული იყო. მის ხელში ალბათ ანასტასიაც მიჩვეული იყო სიარულს და არ გაჭირვებია, მაგრამ ამხელა ქალაქში სეირნობა ჩემთვის ძალიან დამღლელი იყო და ერთი სული მქონდა როდის მივიდოდით. ჩემდა საბედნიეროდ გზად საინტერესო მაღაზიებს გადავაწყდით და დრო და დრო ვჩერდებოდით ხოლმე. ჯერ სუვენირები დავათვალიერეთ, შემდეგ ქართველი დიზაინერების ნამუშევრები და ბოლოს სანაყინესთან გავჩერდით. დიდი რიგი იყო, მაგრამ მე მაწყობდა კარგად დავისვენებდი, კრისი წუწუნებდა და ანასტასია მენიუში გარკვევას ცდილობდა. აქიდანაც გამოვაღწიეთ, და ბოლოს გოგირდის აბანოებთან აღმოვჩნდით.

(ნ) - აქ პირველად ვარ!
(ქ) - სერიოზულად?? მაშინ ჩანჩქერი არ გექნება ნანახი?
- მოიცა, ჩანჩქერი არის აქ?!
- კი და ძალიან კარგი! აუცილებლად უნდა განახოთ!

გზას ხოხობის ძეგლიდან ნანგრევებში მივუყვებოდით, როცა კრისის ტელეფონმა რეკვა დაიწყო:

- ჰო დემე რა ხდება??
- **
- სერიოზულად?? სად ხართ??

შიში გაკრთა მის ხმაში და ყველა დავიძაბეთ.

- **
- კაი მოვალთ ახლავე!! ტელეფონზე ყურადღებით იყავი გაიგე?!
- **

დაძაბული გავარდა ტაქსისაკენ და დაგვიძახა, რომ მას გავყოლოდით.

- კრის რა მოხდა?

ეკითხებოდა მას განერვიულებული და დაბნეული ქრისტინე.

- არ ვიცი დემე იყო და მითხრა სასწრაფოდ მოდითო! არ მომეწონა მისი ხმა...

ყველანი მანქანაში ჩავჯექით და დანიშნულების ადგილას მალევე მივედით. სიტუაცია დიდად მომეწონა მეთქი ვერ ვიტყვი. მიყრუებული ადგილი და რამოდენიმე დაუმთავრებელი/დანგრეული შენობა იყო, მაგრამ არ გამკვირვებია, კრისის რეაქციით მზგავს რამეს ველოდი. გადმოვედით მანქანიდან და ერთ-ერთი სახლისაკენ გავიქეცით. შიგნით ნესტის სუნი იდგა და მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობა არ იყო. კრისი მეორე სართულისაკენ დაიძრა და მისი შეჩერება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. მე და ქრისტინე უკან ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდითმას, როცა ზემოდან რაღაცის მძმე ხმა შემოგვესმა და ამჯერად კიბეებზე უფრო სწრაფად დავიწყეთ ასვლა და სადარბაზოში ავგმოჩნდით.

- ახლა სად მივდივართ?
- რვა ნომერიო ასე თქვა..
- ეგ რომელია?
- ბოლოში... მარჯვნივ
- თავი საშნელებათა ფილმში მგონია!

დავასრულეთ არა წინადადება ოთახიდან კვლავ გამოვიდა რაღაცის ხმა. ჩვენ შიშისაგან შევყვირეთ და მყარად მივეკარით ერთმანეთს.

- დაურეკე!!! დაურეკე კრის!! დაურეკე რა!

ვეხვეწებოდი კრისს დემეზე და მანაც ტელეფონი ხელის კანკალით აიღო. ზურგს უკან ვიბროზის ხმა მომესმა და რომ მივტრიალდი იკა და დემე  შევნიშნე. მათმა დანახვამ გამახალისა, რადგან მივხვდი, რომ ჩვენი შეშინება უნდოდათ და გამოვააშკარავე.

= ბუ!! შეგაშინეთ??
- თქვე არანორმალურებო! ვერ გიტანთ! ორივემ თავი გამანებეთ აღარ ვართ მეგობრები! მივდივარ აქიდან!

მუშტები დააყარა ქრისტინემ იკას და დემემ მისი შეჩერება სცადა.

- რა გჭირს გოგო რა დაგემართა? ვიხუმრეთ!
- იხუმრეთ არა?! თქვენი აზრით ეს ხუმრობაა?? იცი როგორ შემეშინდა?

გულში ჩაიკრო იკამ ქრისტინე და მანამ არ გაუშვა, სანამ სიწყნარემ არ დაისადგურა. შემდეგ დუმილი მანვე დაარღვია:

- შენ მაგარი ყოფილხარ! როგორ გაიგე ვიბროზის ხმა? არ შეგშინებია?

მე მომმართავდა და ცოტა დავიბენი. ამ უხერხული მომენტიდან დემემ გამომაძვრინა:

- ხომ გეუბნებოდი გაუთიშე მეთქი

- მაინც გამოგიჭერდით!

ვუპასუხე დამაჯერებლად და თავდაჯერებულობა ერთი-ორად მომემატა.

- მე ესეთი რამეების არ მეშინია! შანსი არ გქონიათ!

ყველამ სიცილი დაიწყო და ვეღარც მე შევიკავე თავი.

- "კრის! დაურეკე! გთხოვ!"

გამაჯავრა იკამ და კვლავ სიცილი აგვიტყდა. ცოტახანში უკვე ყველა დავწყნარდით და ნორმალური დიალოგიც შედგა.

(დ) - დავიშალოთ თუ გავიაროთ?
(კ) - მაინც ყველა ერთ მხარეს მივდივართ
(ქ) - ხო მაგაში გვიმართლებს.

პირველი სახლში კრისი წავიდა. თქვა, რომ დღეს საქმეები ჰქონდა, ჩვენ კი სტადიონზე შევედით.

- მართლა არ შეგშინებია?

მეკითხებოდა დემე გამომწვევი ხმით.

- კი, მართლა!
- კაი. ეხლა რა ვქნათ?
(ქ) - თამაში არ გინდათ?
(ნ) - კი მე მინდა!
(დ) - ნინი გამომყვები ბურთის ასაღებად?

ქრისტინეს შევხედე და თავი თანხმობის ნიშნად დახარა.

- კი, წამოვალ.

სტადიონს უკვე კარგად რომ გამოვცდით საუბარი დაიწყო:

- საიდუმლოს შენახვა შეგიძლია?
- რათქმაუნდა
- გოგოებსაც არ ეტყვი?
- რა ხდება?
- კაი გეტყვი. იცი, იკას ქრისტინე მოსწონს.
- მართლა? მაგარია!
- ჰო.. მოკლედ ხომ არ იცი ქრისტინეც თუ გრძნობს რამეს? კრისისთვის რომ მეკითხა ყველა ვარიანტში ეტყოდა.
- არ ვიცი მაგაზე არ გვილაპარაკია.
- კაი. ისე რო რამე შენი იმედი შეიძლება გვქონდეს? კრისთან ვგულისხმობ
- რითიც შევძლებ დაგეხმარებით, მაგრამ მათთან ცუდად არ უნდა გამომივიდეს.
- ხო, რათქმაუნდა!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Vaimee aq Ra xdebaa vaimee Ra codoa ika ROM moswons

 


№2  offline წევრი I love you baby

ვაი მიყვარს მე ესენი

 


№3  offline წევრი აიდა

გაგრძელება?

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.