შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი შროშანები ( ნაწილი VI)


6-11-2018, 02:30
ავტორი i want
ნანახია 169

თეთრი შროშანები ( ნაწილი VI)

ნაწილი VI

ხელს საჭეს ნერვიულად უჭერს, სწრაფად დაჰქრის ქალაქში და არ აღელვებს სად მიდის.
ფიქრობს უამრავს, ტვინი ეტანჯება ამდენი ფიქრით, გული კი ეღრღნება და სულში რაღაც ეწვის.
გამწარებულია რადგან რეალობას თვალი გაუსწორა და არც ისე კარგი რამ დაინახა.
იცოდა რომ ეს დღე დადგებოდა, ფსიქოლოგიურადაც კი ემზადებოდა, თუმცა რეალობაში ამის განცდა და საკუთარ თავზე გადატანა სულ სხვაა ვიდრე ფიქრი. ჯერ ყველაფერი არ გამოსულა დღის სინათლეზე, კიდევ ბევრი რამის განცდა და გადატანა მოუწევს... ცდილობს გაუძლოს და მოთმინება გამოიჩინოს. საკუთარი ქმედებები, გრძნობები, განცდები და ფიქრები მაქსიმალურად მოთოკოს, სიმშვიდით მიიღოს და მზად მყოფი დახვდეს ყოველივე ამას, თუმცა ის ფაქტი რომ ის ადამიანია და არა უგრძნობი ხე, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება მისთვის.

უნდა რომ ნახოს მისი სახე და ყველაფერი მოისმინოს მისგან. მაგრამ თან არ უნდა სახლში დაბრუნება და ამ ყველაფრის გაკეთება. უკვე ისიც იცის რომ ის შეიძლება საფრთხეში იყოს და ეს კიდევ ახალ ფორიაქს იწვევს მასში.
თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, ისწავლა ძველ ტკივილთან ერთად ცხოვრება,, ჭრილობებმა მოშუშება დაიწყეს, მაგრამ ეს გოგო ქარბობალასავით შემოვარდა მის ცხოვრებაში და ყველაფერი ძლივს დალაგებული აურია და ყველა ჭრილობას მარილივით დაეფინა მისი ქარიშხალი.

ღამის ქალაქში, ჩაფიქრებულს გზები აერია. სადღაც ცარიელ სიბნელეში შეუხვია და როცა ადგილი აღიქვა მანქანა გააჩერა.
სახე ხელებით დააიზილა, თვალაები დაისრისა, შემდეგ კი საჭეს მუშტი დაარტყა და მანქანიდან გადმოვიდა.
ცივი და გაყინული ჰაერი შეისრუტა.
თვალები დახუჭა და ზამთრის სიცივესთან განმარტოვდა.

***
ველოდები... ისევ ველოდები. მაინც ველოდები რატომღაც. მინდა ვნახო, უკანასკნელად ოღონდ ისე რომ სიტყვა არ გავიღოთ ერთმანეთისთვის... შემდეგ კი წავიდე.
რა არის მიჩვევა... რატომ ვარ ასეთი... თითქოს არაფერიო და სიკვდილის წინ მის სახეს ვნატრობ.
ალბათ აკვიატებაა, სხვა ახსნა არ მაქვს.

მის გარდა უამრავ რამეზე ვფიქრობ. სიცოცხლის ყოველი წამი მიმძიმს... მაგრამ ველი. რატომ? რისთვის?
არ ვიცი. მაგრამ...
არ უნდა მინდოდეს.

წარმომიდგენია რამდენიმე ვარიანტი, რომლის განხორციელებაც უსათუოდ შემიძლია.
წარმომიდგენია შემზარავი სცენა როცა კარის გაღებისთანავე ახალგაზრდა გოგოს ცხედარს ხედავ სისხლის გუბეში მწოლიარეს... როგორ მოედინება მისი ვენებიდან შინდისფერი სითხე და როგორ ისადგურებს სახლში მდუმარე სიმძიმე. სანთლების სურნელი, ცხერდის სიმძიმე, მძიმე ჰაერი, სიცივე...
შემდეგ კი ყველა გაიგებს რომ გოგო რომელსაც დიდი ხანია, წყალში, ჰაერში და ხმელეთზე ეძებდნენ - მკვდარია.
წავა მოთქმა, გოდება, შებრალება, ცრემლები...
მე კი ვერ დამაბრუნებენ და დასტირებენ ჩემს ახალგაზრდა და ლამაზ სხეულს. იგლოვებენ ჩემს სიკვდილს და ილოცებენ ჩემი სულისთვის...
ალბათ...
მერე ეს ტრაგედია მათ ცხოვრებაში დიდ ლაქად ჩაიბეჭდება და ყოველ დღე გაიღვიძებენ სინანულის გრძნობით. რა თქმა უნდა თუკი ჯერ კიდევ შემორჩნენ ადამიანები რომლებსაც გული შესტკივათ ჩემზე.
იქნებ მომკითხავიც არ ჰყავს ჩემს სასახლეს, ჩემს ხორცს, ჩემს საფლავს... იქნებ ყველამ დამივიწყა ან სულაც ცოცხლები აღარ არიან.

ჩუმად ასია შეწყვიტე ფიქრები...

***
რამდენიმე ხანი იდგა და შეჰყურებდა ღამეს, გრძნობდა სიცივეს და ფიქრობდა... მოულოდნელად მოესმა ხმა და უკან მიიხედა. ღამეში ვერაფერი გაარჩია. ჰორიზონტზე მხოლოდ მოყინული გზა და შიშველი ხეები მოსჩანდა. უცბად ყველაზე მდუმარე და საშინელმა გრძნობამ შეიბყრო. თითქოს ღამის სიბნელიდან ვიღაც უყურებდა. ყველაზე საშინელი გრძნობაა რამაც შეიძლება პარანოია შეგყაროს.
იქაურობას თვალი მოავლო და ვერავინ შენიშნა. შიშმა აიტანა როცა გაიაზრა რომ ვიღაც ჩუმად, სიბნელიდან, უყურებდა და ეს ძალიან თრგუნავდა.
გულმა უფრო სწრაფად და მძიმედ დაუწყო ფეთქვა. შიშმა იმძლავრა მასში. გარემომ უარესი ზეწოლა მოახდინა მასზე, ამას ვეღარ გაუძლო, მანქანაში ჩაჯდა, სწრაფად დაძრა და გზას გაუყვა.
როცა ამაზრზენ და ამ საშინელ ადგილს მოშორდა, ცოტაოდენი შვება იგრძნო. თუმცა ის გრძნობა რომ ვიღაც მას უყურებდა ჯერაც ქონდა.

იფიქრა რას და რატომ ველოდოო და უკან დაბრუნება გადაწყვიტა.
არც შიმშილს, დაღლილობას, სიცივეს, ღამეს და მოყინულ გზებს არ შეუჩერებიათ, უბრალოდ წავიდა.

***
კარზე ვარ მიყრდნობილი და ვგრძნობ როგორ აღარ მაქვს ძალა. ვსუსტდები. კარზე თავ მიდებული ვგრძნობ როგორ მეხუჭება თვალები. მეძინება...
ძალიან მეძინება. თან თბილად ვარ მოკალათებული და ეს უფრო მამძიმებს. არ მაქვს სურვილი ავდგე და ოთახში დასაძინებლად წავიდე. თითქოს ჰაერში დავფრინავ, ნერვიულობა და ფორიაქი მალევე მღლის. ძალიან მეძინება.
ვხედავ ფუმფულა ბეწვის გროვა მოდის ჩემკენ. მოდის და კალთაში თავს მიდებს. განძრევაც კი არ შემიძლია, უბრალოდ თითს ნაზად ვარხევ და ასე ვეფერები თმაზე.


***
ორიოდე საათია გასული რაც მგზავრობს. ეს საშინელი გრძნობა რომ ვიღაც მას დაჟინებით უყურებს არ გაქრობია. თან და თან უფრო უჩნდება იმის გრძნობა რომ ვიღაც მიჰყვება კიდეც. თუმცა უკან მოხედვისთანავე ეს ფიქრები ქარწყლდება.

არც ისე დიდი გზაა წინ. თუმცა ძალზედ დამქანცველია მისთვის. ეძინება კიდეც, მანქანაში ძლივს დასადგურებული სითბო თენთავს თუმცა თავს იმაგრებს და უფლებას არ აძლევს ამ ყველაფერმა რომ დაიმონოს.

სახეს ცალი ხელით ისრეს, მეორეთი კი საჭეს მართავს. სავარძელში სწორდება და ცდილობს მეტად გამოფხიზლებას. სარკეს ასწორებს და მოულოდნელად ხედავს მის უკან მომავალ მანქანას. ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს და წარმოდგენებში არ გადავარდეს ზედმეტად. გზას უყურებს მაგრამ მზერას ვერ აშორებს მის უკან მყიფს.
თავს იქნევს და თითქოს ფინტავს ამ აზრებს, ყურადღება მხოლოდ გზაზე გადააქვს და ცდილობს ფიქრებში მეტად აღარ შეცუროს.

***
სიბნელე მშთანთქავს, ძილი მაბრუებს. თვალები თავისით მეხუჭებიან და გახელა აღარც მინდა. ასე არასდროს მომდომებია ძილი. თითქოს უკანასკნელი იყოს და მიხმობს.
აზრები მეფანტება და ძილს მოწყურებული ვეშვები სიზმრების ოკიდეგანო ოკეანეში.

წუთს, წამს, საათს თუ დღეს, ყველაფერს ვწყდები. უცნაურია ძილი რომელმაც დამაბრმავა და ჩამითრია. უცნაურია ის გრძნობა რომელიც მეუფლება, ალბათ უფრო გაურკვევლობა. გაურკვეველია ის გრძნობა რომელიც მეუფლება, თუნდაც მისი ნახვის.
მძინავს, მძინავს მაგრამ როგორც ყოველთვის ძილშიც ისე განვიცდი და ვფიქრობ ყველაფერს როგორც ფხიზელი, განსხვავებული მხოლოდ ისაა რომ აქ ამ ადგილას არც წონა და არც საზღვრები არ მაქვს. არსად დავდივარ და შემიძლია ვიფრინო, შემიძლია ათასჯერ მოვკვდე და ათასჯერ გავცოცხლდე. შემიძლია მკვდრებიც კი გავაცოცხლო, ვიფიქრო, ვიცხოვრო ისე როგორც მინდა, ვაკეთო ის რაც მინდა და ვიყო ის ვინც მინდა. თუმცა ახლა სიზმარი პრინციპულად არ მოდის. უცნაურ სიბნელეს ვხედავ. ვხედავ... ვხედავ... და უკვე მავიწყდება რომ ვუყურებ.

***
მრავალი საათის და უსასრულო წუთების შემდეგ, ადგილს უფრო უახლოვდება.
მთელი ეს დრო რომ აღარ მიუქცევია ყურედღება ახლა გახედა სარკეს და კვლავ გაასწორა. შეცბა როცა კვლავ ის მანქანა დაინახა.
ავტომატურად დაიწყო გზისა და სარკის ყურება. გადამოწმების მიზნით პირველივე შესახვევში შეუხვია. მანქანაც რამდენიმე წამში მის უკან აღმოჩნდა და მის აზრებში გასამტკიცებლად კიდევ ერთი გამოცდის მიზნით, მეორე შესახვევში გადაუხვია.
მანქანა კვლავაც მას აედევნა.
თემური გამწარდა, ისე ძალიან გამწარდა ერთი გემრიელადაც შეიგინა და საჭეს მუშტი უთავაზა.
გაზს ბოლომდე დააჭირა ფეხი და სისწრაფეს უმატა.
რამდენიმე შესახვევი და ამ გზების საუკეთესო მცოდნემ, მოკლე გზაზე ისე გადაუხვია რომ მდევარს გზები აურია.
შვებით ამოისუნთქა და სულ სხვა გზებით დაიწყო სვლა მისი სახლისკენ.

ბევრი თუ ცოტა ბოდიალის შემდეგ, ჭიშკარს მიადგა. მანქანიდან გადმოვიდა და ჭიშკარი გააღო. მანქანაში დაბრუნდა და ეზოში მანქანით შევიდა.
კართან სწრაფად მივარდა და კარზე გაბმულად დაიწყო კაკუნი.

***
- გააღე მე ვარ... ასია მე ვარ გააღე... სწრაფად... - ძილ ბურანში ვარ, რაღაც ხმა მესმის და ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. ისე მეძინება არც კი მინდა რამე გავიგონო და ძილს უსინდისოდ განვაგრძობ.
- ასია! მალე! გააღე! - კაკუნს არ წყვეტს. თავი კარიდან მიცურდება და მეღვიძება. თემურის ხმა მესმის და გაოცებული ვჭმუხნი წარბებს.
- თემურ? - ვჩურჩულებ და თვალებს ზანტად ვახელ.
- მე ვარ გააღე... მალე!
- რა?
- გააღე სწრაფად.
- გასაღები... შენ ხომ...
- ჯანდაბა! - სიმწრით ამბობს და ცოტახანში გასაღების ხმაც ისმის. იატაკიდან ნელა ვიზლაზნები და ხელით კედელს ვეყრდნობი. თავბრუს ხვევას ვგრძნობ. სახლში სიბნელეა, მინდა თვალებში გამოვიხედო და ჩამრთველისკენ მივდივარ.
კარი იღება და თემური შემოდის. ჩამრთველს ხელს ვკრავ და სინათლეს ვანთებ.
- არ გაბედო! ჩააქრეე! სწრაფად! - ამბობს გამწარებული მე კი ვშეშდები და ვერ ვხდები რა უნდა.
თემური უკვე კარს კეტავს როცა კარს რაღაც ძლიერი ეჯახება და წამის სისწრაფით გაგიჟებული მამაკაცი შემოდის, რომელიც თემურის ხელს ჰკრავს და ამავე სისწრაფით არტყავს დანას მუცელის არეში.

თემოს ბღავილი ხდება... კოშმარული, არა ადამიანური ხმა... ტკივილით და საშინელი სიმწრით გაჟღენთილი. გუკვერვლობა იშლება ირგვლივ. ამ წუთს გაღვიძებული ახალ კოშმარს ვხედავ. სიტუაციის აღქმა მიჭირს.
უბრალოდ ვხედავ რომ მამაკაცი რომელიც არსაიდან გამოჩნდა, თემურის სხეულში ბასრ საგანს ავლებს.
ვშეშდები, მთელი ორგანიზმი მეყინება, საზარელი ხმა გონებას მიბრუებს და ყოველგვარ გრძნობას მიქვეითებს. ვერაფერს ვამბობ, ვერაფერს ვგრძნობ მწარე დანაკლისის და გულის ამრევი ტკივილის გარდა.

გონს მოვდივარ, მყისვე ვფხიზლდები, თანაც ისე რომ იმ რეალობაში სადაც ახლა ვარ სამუდამოდ ვრჩები და ვახმები.
სხეული მითრთის, გულში გაჩენილი ბზარები საბოლოოდ იხრწნებიან და გულს ნაწილებად მიხლეჩენ. მწარე ტკივილი იღვრიბა გულიდან. თითქოს სისხლი გადმოედინება და მთელს ორგანიზმში საწმალავივით იღვრება. სული მეწვება, თითქოს ცეცხლი მიკიდია და მტანჯავს.
ყვირილი მინდა.... ყვირილი მინდა , ბღავილი მინდა, ტირილი მინდა არა ამ ქვეყნიური ტირილი...
ნეტავ დახლეჩილი გულიდან ჩამოღვენთილმა საწამლავმა მომკლას, მომშხამოს, დამახრჩოს! ოღონდ ახლა ამას არ ვხედავდე და აქ არ ვიყო...

- თემოოოო!!!- ვყვირი გამწარებული.
მტანჯავი და სასოწარკვეთილი ხმა მხდება... სული... სული მეხუთება და ვგრძნობ როგორ მიჭერს რაღაც. - თემოოოოოოო!!!! - უფრო ხმამაღლა და შემზარავად ვყვირი. ყველაფერი მიცახცაბეს.
ვხედავ მამაკაცი როგორ უღებს დანას მუცლიდან და ჭრილობიდან სისხლი ფეთქავს. ხელები მიკანკალებს. ძალიან მიკანკალებს... მხოლოდ სიცივეს და სხეულის თრთოლვას ვგრძნობ.
თემოსკენ მიტრიალებული მამაკაცი სწრაფად ბრუნდება ჩემკენ და... ყველაფერი ნაცარდება ჩემში. თავბრუ მესხმის, ვსუსტები. ვგრძნობ თითქოს საყრდენები, თავშესაფარი, დამცველი... სხვისი მკლავები და ზრუნვა საბოლოოდ ჩამომაცილეს და მარტო დამტოვეს მყრალ რეალობასთან სრულიად უმწეო.

- შე... შეე წყეულოოო!!! - ვღრიალებ მწარედ. მთელი ტკივილით და აქამდე ნაგროვები ზიზღით..
- ასია... - ჩემკენ მოდის და უკან ვიხევ. მის ერთ ქმედებაზეც კი შიში მწვავს და მახრჩობს.
- ასია გაიქეცი... - ჩამწყდარი და სასოწარკვეთილი ხმით მეუბნება თემო, რომელიც კედელზე ცალი ხელით არის მიყრდნობილი და ნელ ნელა იკეცება.

ტყვიის სისწრაფით ბრუნდება მისკენ და დანას დაუნდობლად უქნევს.
- არაააააააა!!!!!- ყვირილი მხდება გამწარებულს და თვალებითან უმაწყალოდ მომოდის დამპალი მლაშე სითხე.
ბღავის დატანჯული თემური.
- არააააააააააააა!!!!! - უფრო მწარედ ვყვირი და ცრემლები მახრჩობს.
- გაიქეცი! ასია გაიქეცი... - მეუბნება მე კი... მე კი არ შემიძლია... მაგრამ... მე...
ჩემკენ დათო, ეს დამპალი არსება მოდის, თემო კი იატაკზე ესვენება. ყელში უზარმაზარი შიში მეჩხირება და თავბრუ მესხმის. რაღაც უცნაური და მაინც საჭირო თვით გადარჩენის ინსტიქტი ყველაზე მძაფრად ინთება. შინაგანად თავს უმწეოდ და უარაფროდ ვგრძნობ. თითქოს მარტო ვარ და ჩემს ირგვლივ არაფერია, წინ კი გამწარებული მგელი მიდგას რომლის განზრახვას წინასწარ ვერ გავთვლი.

უკან ვიხევ ნელი ნაბიჯებით და ტირილით, შიშით, ცახცახით და ნერვიულობით ძლივს ვაბავ თავს სიტყვებს.
- არ მომეკარო! წადი აქედან!
- ასია გაჩერდი!
- წადი აქედან! - ვეუბნებმკაცრად.
- ასია გაიქეცი! წადიი ასია წადი! - მეუბნება შეშინებული და ხმა ათრთოლებული თემური. გული რომელიც უკვე აღარც მიცემს გასკდომასაა, განსაკუთრებით მის ასეთ მდგომარების შემყურეს.
- ასია! - ჩემკენ სწრაფად მოდის დამპალი ამება, მე კი უკან ვიწევი და პირველი რაც ხელში მხვდება, უფროსწორედ კი ლარნაკი, ვიღებ და მთელი ძალით ვარტყამ თავში.
ის იატაკზე ვარდება და მისი შუბლიდან ნელ-ნელა მოიკლაკნება წითელი სითხე. მომენტს არ ვუშვებ და გავრბივარ კიბისკენ. ხმა მესმის თემოს ყვირილის
- გაიქეცი ასია! - უკანასკნელი ძალებით მეძახის.
- თემოოო!!! - ვუყვირი მეც მაგრამ მისი ასეთი მდგომარეობა და ეს ქაოსი მაბნევს. დათო ბარბაცით დგება და ხელს შუბლზე იდებს. მე კიბეზე ავრბივარ როცა მეწევა და ხელით ფეხს მიჭერს. მექაჩება, წინ ვერ მივიწევ, ძალიან მტკენს მისი ჩაბღაუჯებლობა. ძალას ვიკრებ და მთელი ძალით ვიქნევ ფეხს და სახეში გემრიელად ვუთავაზებ. კიბეზე იშოტება. მე მივრბივარ. მაღლა სართულზე ავრბივარ, ცრემლები ღვარღვარად მომდის. თემო... არ მინდა ასეთ მდგომარეობაში მისი დატოვება. ის ხომ.... ის ხომ შეიძლება მოკვდეს?!
კიბისკენ მივრბივარ და მაღლა ძლივს-ძლივობით ვცოცდები.
სხვენში ავდივარ თუარა კარს ვკეტავ და დაბნეული ვავლებ ოთახს თვალს.

ფეხზე ვდგები და ხან ერთ კუთხეს ვეცემი, ხან მეორეს. არაფერია აქ... სრულდება... ჩიხია.

ერთადერთი რაც ჩემს ყურადღებას იქცევს...

შეუძლებელია, არაა არა ის... ვფიქრობ მაგრამ მაინც ვუახლოვდები ფანჯარას და ქვევით ვიყურები. მაღალია! ძალიან მაღალია!
მესამე სართულია, არც ისე ადვილი იქნება. არა არა! ქვევით მომაკვდავი თემური წევს. თუ ახლა... მე...
არა არა! ის ახლა ჩემ გამო კვდება!
მე ამას ვერ ვიზავ! ვერ გავაკეთებ...

აცახცახებული ვდგავარ და ვიყურები ფანჯრიდან. უცბად მეხის გავარდნასავით ისმის მისი ხმა.
- ასია გააღე!
- არა!
- ასიაა გააღეე!
- წადი დათო წადი! რატო არ გესმის!
- არ წავალ. ნუ გეშინია ჩემი, ხომ იცი რომ არაფერს დაგიშავებ!
- არ ვიცი! წეღან ჩემს თვალწინ კაცს ორჯერ დაარტყი დანა და კიდევ მე უნდა მჯეროდეს რამის?! წადი ნაძირალავ!
- ჩამოდი! ვისაუბროთ და წავალ! გეფიცები...
- მჯერა შენი, აბა რაა...
- ასია! ხომ იცი რომ არ მოგეშვები! ჩამოდი თორემ!
- თორემ რა?! თორემ რა?! - ვყვირი გამწარებული და საშინლად ვკანკალებ.
- ამოვალ! გეფიცები ამოვალ!
- არ გაბედო! არ გაბედო იცოდე! მოგკლავ! თვალის დაუხამხამებლად მოგკლავ და გაგანადგურებ! შენი სიკვდილით უბრალოდ დედამიწას ერთი ნაძირალა დააკლდება, მეტი კი არაფერი.
- ასია! ღვთის გულისთვის ჩამოდი! თორემ გეფიცები ამოვანგრევ! ღრიალებს სასოწარკვეთილი, მე კი... სხეული მიბუჟდება... ჩიხში ვარ!
ჯანდაბა... ჯანდაბა... ჯანდაბა! ხელებს მწარედ ვუშენ კედელს. ვტირი გამწარებული.
ღრიალი მინდა! ყველა ერთმანეთზე დამპალი დღე თენდება! ნეტავ თავი დამესერა! ნეტავ მომკვდარიყავი! ჯანდაბა ჩემს სიცოცხლეს! ახლა რა უნდა ვქნა?!

ბრახუნი მესმის კარზე ქვემოდან. რაღაცას ურტყავს და გაღებას ცდილობს. შიში საზარლად დაძრწის სხეულში.
მის შეხებას და თუნდაც დანხვას ყველაფერი მირჩევნია! ახლა ამ ფანჯრიდან გადაბიჯებაც კი!

რაღა დამრჩენია და ფანჯარის სახელურს ვეჭიდები, ვაღებ. სახეს მიყინავს გარედან შემოსული ცივი ჰაერი. გარემოს გავყურებ, თოვლიან მთის ქედებს და ცრემლები მოწყვეტით გორდებიან თვალებიდან. აღსასრული იყოს თითქოს, თვალებს ისე ვუჭერ ერთმანეთს... გახელა არ მინდა.
და აი მომენტი როცა ფანჯარას ვუახლოვდები და ჩარჩოებს ვებღაუჯები. მთელი ტანით ვიწევი და ფანჯარის რაფაზე ვდგები. დაბლა ვიხედები და სიმაღლე მაშინებს. კარი სწრაფად იღება, თითქოს ამოგლიჯესო და მაშინ კი ყველაფერი მთავრდება.

- წადი აქედან...- ხმა ჩახლეჩილი წარმოვთქვამ.
- ასია ჩამოდი! - ამბობს და ჩემკენ მოდის.
- არ გაბედო, თუ არ წახვალ იცოდე... აქედან გადავაბიჯებ.
- ასია ჩამოდი მაქედან.
- ნაბიჯიც არ გადმოდგა! გეფიცები გავაკეთებ... მიღირს...
- არ გაბედო!
- წადი აქედან და სასწრაფოს დაურეკე, კაცი ქვევით შენ გამო კვდება... მხოლოდ მაშინ შეძლებ გადარჩენას...
- ასია მოდი აქ...
- წადი! წადი! წადი! რატომ არ გესმის?! წადი!
- ასია! გთხოვ!
- შენს თავს სიკვდილი მირჩევნია ვერ ხედავ?! კიდევ რამის იმედი გაქვს? მე მეზიზღები და არ მინდიხარ! არ მინდიხარ! გესმის?!
- ასია ჩამოდი გთხოვ!
- წადი იცოდე, არ დავინდობ საკუთარ თავს! აღარაფერს არ დავინდობ!
- ჩამოდი ღვთის გულიდთვის!
- შენ ღმერთის არ გწამს... უკანასკნელი შანსი... - ვამბობ და ცალ ფეხს უკან ვაცურებ.
- ასია! - სწრაფად მორბის ჩემკენ, მე კი შიშისგან და მისგან გაქცევის სურვილით, ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ და აი ისიც. ფეხებიდან საყრდენი მეცლება და თვალთა ხედვიდან უჩინარდება ჩემი სხეული. ის ფანჯარასთან მორბის და სულ რაღაც წამით მცდება რომ ჩემი ხელი მაინც დაიჭიროს... ამაოდ.

ჰაერში სიმსუბიქეს ვგრძნობ თითქოს, წამის მეასედში მიწაზე დავეკნობი და მას დაენთხევა ჩემი სისხლი რომელიც გამთიშავს. უზარმაზარ ტკივილს ვიგრძნობ, შემდეგ კი ვეღარ. რამდენიმე წამს ვისუნთქებ და მერე ესეც აღარ შემეძლება. ხმა გულისცემის, რომელიც ასე მძაფრად მესმის ამ წუთს ყურებში, მალე სამუდამოდ გაჩერდება. ჩემში ცოცხალი უმანკო და ცოდვილი არსება ერთად მოკვდება... რადგან მე ეს უკვე გავაკეთე. მე ამ ორი არსების მკვლელი ვარ...
შიში და უზარმაზარი გულის ტკივილი, სხეულის წვას ერევა და მიზიდულობის ძალა მეტის გააზრებას არ მაცდის როცა მიწას მძაფრად მანარცხებს და ყველაფრის ერთიანად დანგრევას ვგრძნობ ჩემს ორგანიზმში. ჩემი სხეული მწარედ და ძალიან მტკინვეულად დაენარცხა შროშინებისა და ლილების თეთრ მინდორს.
ვგრძნობ სხეულში ძალის ნატამალი აღარ მაქვს, თავიდან მიწაზე მწარედ დახეთქვისგამო სისხლი მდის. უკანასკნელი ამოსუნთქვაც და ღამის წყვდიადში ვიკარგები. სადაც მხოლოდ სიჩუმე, სიმშვიდე და უგრძნობლობაა.
მხოლოდ სიშავე...

სადღაც სივრცეში კი მამაკაცის ხმა ისმის რომელიც ჩემს სახელს მთელი სიმწრით გაჰყვირის...


აი ისიც... და ჩვენ წავედით. წავედით ისე რომ წამით ვერ ვიცხოვრეთ. ვერც შენ და ვერც მე.
,,ჩვენ" ვერ შევდექით. მხოლოდ მე და მხოლოდ შენ. და ,,ჩვენ" აღარასოდეს იქნება, რადგან ის იქამდე მოკვდა სანამ იარსებებდა.
და ახლა, მე - არარაობა და შენ - სიცარიელე, ვავსებთ ერთმანეთს ისე როგორც წყვდიადს სიბნელე.
და ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი გზები, რომლებიც არ იყრება, პირიქით, იკვეთება.
და მაშინ როცა უფლის წინ სამსჯავროზე წავრდგებით, შენ ურიგოდ გაგატარებენ, მე კი დამსჯიან შენი და ჩემი, საკუთარი სიკვდილისთვის. და
თუ კი მაინც არ გაგვწირავს ღმერთი, და თუ კი კვლავ გვაჩუქებს სიცოცხლეს... იცხოვრებ, წამით მაინც ჩაისუნთქავ ჰაერს, მინდა იგრძნო რომ მე ამ ჰაერში შენთვის საბოდიშო ყველა სიტყვა დავქარგე იმის მიუხედავად, გეცოდინება თუ არა ეს.
მაპატიე...

***
და მაინც... დროის დაბრუნება რომ შეგეძლოთ, დააბრუნებდით?
მე კი.
დროის დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რა დროს დააბრუნებდით? 
მე არცერთს. 
იმ დროს დავაბრუნებდი როცა ჯერ კიდევ არ ვარსებობდი და წუთი-წუთზე ელოდებოდნენ ჩემს დაბადებას. 
როცა ტკივილის და ბედნიერების ცრემლები ერთმანეთს ერწყმოდა.
როცა პირველად გაისმა ჩემი ტირილის ხმა სამშობიარო ბლოკში. როცა შვებით ამოსუნთქულ დედას თვალზე ბედნიერების ცრემლი მოადგა, როცა ექთანს ჩემი დაბადებით გამოწვეულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, როცა ჩემს დაბადებას სიხარულის შეძახილები მოჰყვა დერეფანში მომლოდინე მამის მიერ... სწორედ იმ წამებს.
წამებს როცა პირველად ვიტირე, პირველად ჩავისუნთქე ჰაერი და როცა პირველად ვიგრძენი დედის შეხება. ალბათ მაშინ მაინც ვიყავით ბედნიერები... ალბათ ვტიროდი კიდეც, ალბათ ჩემი მშობლებიც ტიროდნენ... მაგრამ ეს ცრემლები სულ სხვაა იმასთან შედარებით რაც შეიძლება ადამანმა სიკვდილის წინ გადმოანთხიოს.
ცრემლები... ცრემლები... ცრემლები. და მაინც ცრემლებით მოვევლინე ქვეყანას და ცრემლებით ვშორდები ისევ.

***
პოლიციელები... სასწრაფოს მანქანები... ყველგან სისხლი და მხოლოდ სისხლი. ცარიელი სახლი და სიმძიმით აყროლებული ყველა ოთახი.
ეზოში მნათობი ლურჯ-წითელი შუქები. სწრაფად მორბენალი ექიმები და აფორიაქებული პოლიციელები. სიმწრით დაღვრილი სისხლის სუნი რომელიც უკვე არ არსებულ სიმშვიდის მოლეკულებს, სამგლოვიარო სიმძიმედ გარდაქმნის.
ეზოდან საკაცეზე გადაწვენილი გოგონა რომელის სიცოცხლის, სიკვდილის ბრჭყალებისგან გამოსატაცებლად იბრძვიან და კორიდორში, სისხლისგან დაცლილი მამაკაცი რომლის სხეულიც თანდათან უგრძნობი და ცივი ხდება.

***
საავადმყოფოს თეთრი კედლები, მძაფრი სუნი და შიში. მთავარი ამოცანა ორი ახალგაზრდას გადარჩენა, რომელთა სიცოცხლეც სიკვდილს თითქმის სრულებით ჰყავს ჩაბღაუჯებული, მაგრამ უკანასკნელი იმედი რომელიც ექიმებს დანებების საშუალებას არ აძლევს ჯერ კიდევ არსებობს.

წუთები... საათები... დღეები...
რეანიმაცია, სისხლი, ოპერაცია- ოპერაციაზე, გადამწყვეტი წუთები. უგრძნობი სხეულები, დაღლილი ექიმები... და არავინ მომკითხავი მათი.
არავინ მომლოდინე კორიდორში და არავის ყურამდე მისული ამბავი.
შემზარავი ტრაგედია რომელზეც არავინ იცის.
გაუჩინარებული გოგოს საიდუმლოებები, ამოუცნობი და გაუგებარი ტკივილები. თმაში გაჩენილი უდროო ჭაღარები და ასაკთან შეუსაბამო ქალის იერი.
და ეს მხოლოდ იმ პატარა გოგონას აღწერაა რომელსაც სულ რაღაც თვეების წინ შეუსრულდა 21 წელი.
და ის ზოგიერთ მხრცოვანზეც კი დიდია თავისი ცხოვრებით და მძაფრი წარსულით.

მამაკაცი... თემური, განა მან დააშავა რამე? უბრალოდ ცხოვრობდა მაგრამ ერთმა ქმედებამ გამოუტანა განაჩენი მის ამ ცხოვრებას და ძლივს შეჩვეულ, ახლად დაწყებულ სიცოცხლეს.
მაგრამ... ეს ბედისწერაა. ვერც ვერაფერს გაუგებ... წესებიც არ აქვს, ვერც ივარაუდებ რამეს და ვერც განსჭვალავ. და ასე აირია ყველაფერი კოხტად დალაგებული.

და ასე მოხდა ორივე ერთ საავადმყოფოში, ერთ სართულზე, ერთ რეანიმაციაში.
ორივე ერთმანეთზე უარესი მდგომარეობით.
ორივე ერთი ადამიანის მსხვერპლი. თუმცა მაინც გადარჩენილი რადგან... ერთ-ერთმა მათგანმა მაინც საბოლოოდ მაინც გაახილა თვალი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ივი

ვააიიმეე... გასკდა გულიი...
კარგია ძალიან. მაგრამ მეცოტავა.

 


№2  offline წევრი i want

ივი
ვააიიმეე... გასკდა გულიი...
კარგია ძალიან. მაგრამ მეცოტავა.

<3 <3 <3
რაც უფრო დიდია თავი მით უფრო დიდია ლოდინის დრო... ამიტომ მერჩივნა პატარა დამედო და მალე.
ახალი თავი იწერება და ვცდილობ ისე ვქნა რომ ბოლოსწინა თავი გამკვიდეს.
მადლობა რომ კითხულობ. ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent