შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდესაც შვილის მეგობარი გიყვარდება ( 6 თავი )


6-11-2018, 09:06
ავტორი Girl... from the past
ნანახია 2 373

როდესაც შვილის მეგობარი გიყვარდება ( 6 თავი )

- კარგი. - ამბობს ბოლოს. - ისე იყოს როგოც შენ გსურს. არ შეგეხები, შენ კოცნას არ ვეცდები. არაფერს ვეცდები. მხოლოდ დღეს დავრჩეთ. ერთი ღამე და ხვალ თბილისში წაგიყვან.
- არ გენდობი.
- მხოლოდ ერთი ღამე.
- კარგი. - თვითონ არ ვიცი რატომ ვთანხმდები.
- ჩავალ. საუზმეს მოგიმზადებ. - ამბობს კმაყოფილი და მარტო მტოვებს. კიდევ ერთხელ შევავლე საკუთარ გამოსახულებას სარკეში თვალი.
- ერთი ღამე. - შევუბღვირე თითის ქნევით. - არაფერი მოხდება. - მაგრამ მაშინვე ვიგრძენი, რომ საკუთარი ნათქვამის თავადაც არ მჯეროდა.
------------------------------------


საუზმე უხმოდ მივირთვით. რატის ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის, არც მე შემიხედავს მისთვის. ჰაერი ისეთი დაძაბულობით იყო გაჟღენთილი ასანთი რომ აგენთო ალბათ ყველაფერი ცეცხლის ალში გაეხვეოდა.
- დალევ? - შავი ღვინო გამოიღო რატიმ კარადიდან.
- კი.
- გინდა ფილმს ვუყუროთ?
- როგორც გინდა.
-კარგი არც მე მინდა.
- არ მითქვამს რომ არ მინდა. - მთელი არსებით ვგრძნობდი რატის უხასითობას. ეს კიდევ უფრო მიმძაფრებდა დაძაბულობას. - რატი თუ ასე აპირებ ყოფნას რა აზრი აქვს აქ დარჩენას?
-რა გინდა ლინა? დამაცადე შევეგუო იმ ფაქტს რომ შევცდი შენში. მე მართლა მეგონა რომ გიყვარდი, შესაძლოა ისე არა როგორც მე მიყვარხარ, მაგრამ ვფიქრობდი თუ მარტო დავრჩებოდით შენში დამალულ გრძნობას გარეთ გამოსვლის საშუალებას მისცემდი.
- რატი რაც არ უნდა არსებობდეს მე და შენ შორის დაბრკოლება უფრო მეტი იქნება ვიდრე ხელისშემწყობი ფაქტორები.
- სამწუხაროა რომ ეს სიყვარული ცალმხრივი აღმოჩნდა.
- ჰო.
- ჰო ლინა, ყოველი შენი კოცნისას ვგრძნობ როგორ არ გიყვარვარ, ხვდები რომ მორალის მსხვერპლი უფრო ხარ ვიდრე სიყვარულის? ის უკვე ჩემ წინ იდგა. - ადექი. - ხელი გამომიწოდა რატიმ და მეც დავემორჩილე. - ეს თვალები. - თვალებზე მკოცნის და თან საუბარს აგრძელებს. - ეს თვალები იმხელა ვნებას ასხივებენ როცა მიყურებენ, ეს მკერდი ისე ცახცახებს, როცა ვეხები, ეს ტუჩები. - ნაზად მეხება ტუჩებზე. - ისეთი ვნებით მპასუხობენ ყოველ კოცნაზე. - მოულოდნელად ხელი მკრა, სავარძელზე ვეცემი. - ახლაც გსურს ჩემთან ყოფნა. - შემიბღვირა რატიმ და გამშორდა.
- რატი.
- გეყოფა. - ხელი ამიქნია და გარეთ გავიდა. ცოტა ხანს უხმოდ ვიჯექი, ვფიქრობდი რატის გრძნობაზე, ვფიქრობდი ჩემ გრძობაზეც, ის მართალი იყო ეს არ იყო უბრალოდ ვნება, ეს ორ ადამიანს შორის გაჩენილი დიდი სიყვარულის დასაწყისი იყო, მას მართლა ვუყვარდი, ისევე როგორც მე მიყვარდა ის. ბოლოს მარტო ყოფნა მომწყინდა და გარეთ გავედი. რატი ჰამაკში იწვა, ღვინოს წრუპავდა და სიგარეტს ეწეოდა. ჩემს მიახლოებას არ იმჩნევს.
- რატი.
- ხო.
- მოვიწყინე. - სახე დავმანჭე.
- დალიე, მოეშვები.
- აუ კარგი რა რატი. წამოდი ფილმს ვუყუროთ.
- არ მინდა.
- წამო წამო ნუ იბუტები პატარა ბავშვივით. - ხლები ჩავჭიდე და ადგომა ვაიძულე, ფილმი ჩავრთეთ რომელიღაც კომედია, ის სავარძლის ერთ კუთხეში იჯდა, მე მეორე კუთხეში. მთელი ფილმის მსვლელობისას ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია.
- არ მოგშივდა? - მეკითხება ფილმის დასრულების შემდეგ.
- კი. მოდი ახლა მე მოგიმზადებ რამეს. - შევთავაზე მისი ხასიათის გამოსწორების მიზნით.
- როგორც გინდა. - მპასუხობს უხალისოდ. მაცივარი გამოვაღე და ინგრედიენტებს დავუწყე თვალიერება. სადილი მალე მოვამზადე და ისევ ისე უხმოდ მივირთვით როგორც დილით, მერე ისევ შავი ღვინო დავლიეთ.
- იწვიმებს. - გაუსაძლისი სიჩუმე დაარღვია როგორც იქნა.
- არაუშავს.
- სახლში მოგვიწევს გამოკეტვა.
- ისედაც გამოკეტილები ვართ. - რატიმ როგორც იქნა მზერის ღირსი გამხადა და ოდნავ გაიღიმა. - რადგან შენ სახეზე ღიმილი დავინახე თუ უნდა სულ დაქცეულა წვიმით ყველაფერი. - სახე დავმანჭე. მივხვდი რომ ზედმეტის თქმა მომივიდა თუმცა რატიმ ეს არ შეიმჩია და გაატარა.
- ვითამაშოთ? - ბანქოსკენ მიმითითა.
- კარგი ვითამაშოთ.
- მეტი მუღამისთვის ნიძლავი ხომ არ დაგვედო?
- რატი ბანქოს ძალიან კარგად ვთამაშობ.
- მეც. რას იტყვი? სურვილებზე რომ ვითამაშოთ?
- მთელი ცხოვრება ჩემ ჭკუაზე მოგიწევს სიარული. - გემრიელად გადავიხარხარე.
- კიდევ საკითხავია, ვის მოუწევს სურვილების შესრულება. - ბანქოს თამაში დავიწყეთ, პირველი ხელი მოვიგე. - უბრალოდ ფორა მოგეცი. გამიღიმა რატიმ. შემდეგი ორი ხელიც მოვიგე. - უკვე ისეთი წვიმა წამოვიდა გარეთ გასვლა შეუძლებელი იყო.
- ხომ გითხარი რომ კარგად ვთამაშობ. - რატის უკვე ხასითი შეეცვალა და როდესაც შემდეგი სამი ხელიც მოვუგე, ბანქო აქეთ-იქეთ მიყარა და გაბუტული სავარძელში გაწვა.
- აღარ მინდა.
- რატი.
- ხო.
- გარეთ გადი და აი ის ვარდი შემომიტანე. - რატიმ წარბი აწია.
- წვიმს.
- მოგებული პირველი სურვილი. - მან ეშმაკურად ჩაიქირქილა და გარეთ გავარდა. ერთიანად გალუმპული დაბრუნდა ვარდით ხელში.
- აუტანელი ხარ.
- ჩაის მოგიმზადებ.
- კიდევ რა სიბოროტის შესრულებას მომთხოვ.
- ვნახოთ, ვნახოთ. - ვეუბნები და მის გვერდით ვჯდები. თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს. - რატი.
- ხო.
- მოეშვი.
- რას?
- იცი რასაც.
- მაინც მაინც რას? - უკვე ხასიათზე მოვიდა რატი.
- ფიქრებში ჩემ გაშიშვლებას. - იცინის. მეც ვიცინი. კარგა ხანს ვისხედით ერთმანეთის გვერდით და ათას სისულელეზე საუბრით ვირთობდით თავს, დაძაბულობა სადღაც გამქრალიყო და ყველაფერი ლამაზ ზღაპრებში ასახულ რეალობად უფრო გადაიქცა, ბევრს ვიცინოდით, ბევრი დავლიეთ, დროს შესანიშნავად ვატარებდით, დამავიწყდა სად ვიყავი, რატომ ვიყავი, ვინ ვიყავი, ისიც დამავიწყდა, რომ აქ საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავი, მე უბრლაოდ დამავიწყდა რომ ეს ყოველივე რეალობა არ იყო და ისე მომწონდა ამ ზღაპარში ყოფნა სხვას უკვე მნიშვნელობა აღარაფერს ქონდა. შუაღამე ისე მოვიდა ვერც კი ვიგრძენით და როცა სასმლისგან გათიშულმა რატის მკერდს თავი დავადე, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი რა ძალიან მეძინებოდა.
- რატი.
- ხო.
- დავიძინოთ რა.
- დავიძინოთ.
თვალს ვახელ და ახლაღა ვხვდები მთელი ღამე რატის მკერდზე თავდადებულს რომ მეძინა, მის სახეს ვუყურებ, მის ნაკვთებს, მის მკლავებს, საშინლად მიზიდავდა ეს ადამიანი, ფრთხილად წამოვდექი და სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად გავედი, სიგარეტს მოვუკიდე და საკუთარ თავთან ბრძოლას მოვყევი. ჩემ შინაგან მეს აქედან წასვლა უნოდა მე კი დარჩენა მსურდა, ჩემმა შინაგანმა ხმამ სრული ბოიკოტი გამომიცხადა. - ბოლოს ისე იზამ რომ მასთან დაწვები. - მიყვირის შინაგანი ხმა. - ამას არ გავაკეთებ. - ვპასუხობ მას. - ის იცინის, უფრო სწორად ქირქილებს და დამცინის. - აბა რა... მიდი აბა, ვნახოთ როდემდე შეძლებ შენი დემონების შეკავებას. თვალებს ვხუჭავ.
- დილამშვიდობის. - რატი ლოყაზე მკოცნის.
- დილამშვიდობის.
- როგორ გეძინა?
- კარგად, შენ?
- რა თქმა უნდა შესანიშნავად. მგონი დღესაც ვერ დავბრუნდებით. - ფანჯარაში გაიხედა რატიმ და წვიმის ცქერით გაერთო.
- მეც ასე ვფიქრობ. - ყავა ორივესთვის გავაკეთე და მისაღებში მდგომ სავარძლებში მოვთავსდით.
- გინდა ბანქო ვითამაშოთ? - მეუბენბა რატი და მეც გუშინდელი მოგებით გახალისებულმა თავად შევთავაზე ნიძლავი.
- გახდაზე ვითამაშოთ. - რატის ხელი უშეშდება.
- დარწმუნებული ხარ?
- სრულებით. - პირველ ხელს რატი აგებს და მაისურს იხდის, მე უფრო მეტად გავხალისდი, მეორე ხელს რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მე ვაგებ. - კარგი. - ვამბობ და მაისურს ვიხდი, მეორე ხელსაც ვაგებ. ახლა უკვე შორტის გარეშე ვრჩები. როცა მესამე ხელიც წავაგე რატი კმაყოფილი გადაწვა სავარძელზე და თვალით ბიუსჰალტერის გახსნისკენ მანიშნა. ბიუსჰალტერის ერთი თასმა მოვიხსენი და რატის ვესროლე.
- ეგ არ ითვლება. - სახე მოეღუშა რატის.
- ითვლება. - ენა გამოვუყავი და თამაში გავაგრძელეთ. მეორე სალტის მოხსნაც დამჭირდა რადგან ისევ წავაგე და როდესაც კიდევ ერთი ხელი წავაგე რატიმ კმაყოფილმა შემომხედა.
- ახლა რაღას მოიხსნი? - საკუთარ სხეულს თვალიერება დავუწყე, მართლაც რომ არაფერი აღარ მქონდა მოსახსნელი, ამიტომ ფეხზე ავდექი, რატის ზურგი ვაქციე და ბიუსჰალტერის შეხსნა დავიწყე. - არ გინდა. - შემაჩერა რატიმ. - შემობრუნდი. - მისკენ ვბრუნდები. - ისედაც საკმარისია. - ამბობს ის და მიახლოვდება, ჩემკენ იხრება და ვფიქრობ რომ კოცნას აპირებს, თუმცა ის სავარძლიდან მაისურს იღებს და მაწვდის. -ჩაიცვი. - მხიარულებას მოულოდნელი უხერული სიჩუმე ანაცვლებს, მაისურს ვიცმევ. -დალევ?
- კი. - რატი ღვინით მივსებს ჭიქას და მაწვდის.
- არც ისეთი ძლიერი ხარ ბანქოში. სხვა დროს გაითვალისწინე სანამ მსგავს ნიძლავს დადებ ვინმესთან. - მეღიმება, ისიც იღიმის.
ზედიზედ სამი დღე წვიმა არ გაჩერებულა და ჩვენც ვერაფრით გამოვაღწიეთ სვანეთიდან. იმის ფონზე რომ მე და რატი დღითიდღე უფრო მეტად ვიწვოდით ერთმანეთის სურვილით დროს მაინც მშვენივრად ვატარებდით. ერთადერთი რაც ჩემ ხასითში სევდას იწვევდა ის იყო რომ ვგრძნობდი მორალმა მიმატოვა, მხოლოდ დემონები დარჩნენ ჩემს ირგვლივ, დემონები რომლებიც ყოველ წამს რატის მკლავებისგენ მიბიძგებდნენ, თუმცა ამის მიუხედავად ჯერ კიდევ ვახერხებდი თავისთვის კონტროლი გამეწია. მეორე საკითხია რამდენად მსურდა კონტროლი გამეწია. ხო.... არ მსურდა, მაგრამ მაინც ვეწინაარმდეგებოდი, წარმოდგენა არ მქონდა სანამდე შევძლებდი ამ ბრძოლაში გამარჯვებულის სტატუსით მეზეიმა მაგრამ ჯერჯერობით ნამდვილად გამარჯვებული ვიყავი. ერთ საღამოს რატის დივანზე ფილმის ყურებისას ჩაეძინა. როცა ეს შევნიშნე ავდექი და პლედი მივაფარე. ის შეიშმუშნა და თვალი გაახილა.
- მაპატიე არ მინდოდა შენი გაღვიძება .- რატიმ პლედი ნახევრად აწია.
- მოდი ჩემთან. - თქვვა და ჩემთვის ადგილი გაათავისუფლა. მისკენ ზურგშექცევით დავწექი და მანაც ძლიერი მკლავი მომხვია სხეულზე. ფეხებში სისუსტე ვიგრძენი და სწორედ მაშინ მივხვდი რომ ეს ის წამი იყო, როდესაც ჩემმა ანგელოზმა საბოლოოდ ჩაიქნია ჩემზე ხელი, დემონი კი უკვე ზეიმობდა ჯერ არ დამდგარ გამარჯვებას. რატი ფრთხილად მეხება ტუჩებით ყელზე და მისი გული უკვე გაასმაგებულად ფეთქავს.
- რატი.
- უბრალოდ გაჩუმდი. მეუბნება და მე უკვე მისი სხეულის ქვეშ ვარ მოქცეული. მაისურს წამის მეასედში მხდის და მუცელზე მკოცნის. მერე მკერდზე. მერე ყელზე. პირი მიშრება. - თვალები დახუჭე. - მეუბნება რატი. - მყისიერად ვემორჩილები. სხეულში მოზღვავეულ ენერგიას ვგრძნობ. მზად ვარ მის მისაღებად მაგრამ ჯერ კიდევ ვეწინააღმდეგები. სუსტად მაგრამ მაინც ვეწინააღმდეგები. მის ხელს უკვე ჩემი საცვლის ქვეშ ვგრძნობ და ხო, შეწინააღმდეგების არანაირი სურვილი აღარ მაქვს.
- ადრე თუ გვიან მაინც ვინანებთ ამას. - მხოლოდ ეს ვთქვი და თავს მასთან ყოფნით მიღებული ბედნიერების უფლება მივეცი. მოგვიანებით როცა ალერსით დაღლილები, ერთმანეთში ახლართულები სიჩუმისა და შიშველი სხეულების აღქმით ვბედნიერდებოდით დაუკითხავად მოწყდა ჩემ ბაგეს სიტყვები.
- მიყვარხარ რატი.
- ვიცი.
- ახლა რა იქნება?
- ცოლად გამომყვები?
- შენ ძალიან პატარა ხარ საიმისოდ რომ მთელი ცხოვრების ჩემთან გატარებაზე ოცნებობდე.
- მე ხომ მიყვარხარ ლინა.
- რამდენიმე წელში აღარ გეყვარები.
- ასე ნუ ამბობ.
- ეს ასეა. შენ კარგი ადამიანი ხარ, როდესაც ჩემი სხეული დაბერებას დაიწყებს და შენში სურვილებს ისე ვეღარ აღვძრავ როგორც ახლა შენ ჩემ მიმართ გრძნობას დაკარგავ, მერე იცი რა მოხდება? შეგებრალები, სავარაუდოდ ჩემ მიტოვებასაც ვერ შეძლებ ამიტომ მთელი ცხოვრების ტანჯვაში გატარება მოგიწევს, მაშინ როდესაც შენი მეგობრები ახალგაზრდა გოგონებთან გართობით იქნებიან დაკავებულები, შენ მომაკვდავი ცოლის მოვლით იქნები დატყვევებული.
- ლინა გეყოფა რა.
- მე სიმართლეს გეუბნები. ვიცი რომ ასე იქნება.
- და მაინც მე მინდა შენთან ყოფნა და თუ ის მიწერია რაც ახლა თქვი ამას სიამოვნებით გავაკეთებ.
- ახლა ისევ ბავშურად აზროვნებ. - გავუღიმე და ვაკოცე. შემდეგი ერთი კვირა ისევ სვანეთში გავატარეთ, დღეები ისე ბედნიერად მიდიოდა ჩემი ნება, რომ ყოფილიყო ამ მიყრუებული ადგილიდან არასდროს არ წამოვიდოდი. მაგრამ ვიცოდი ეს შეუძლებელი იყო. ერთი კვირის თავზე თბილისში დავბრუნდი, რთული აღმოჩნდა რატისთან განშორება, ჩვენი ურთიერთობა დროებით სააშკარაოზე არ უნდა გამოსულიყო, ამიტომაც რატი თავის სახლში დაბრუნდა მე კი ჩემ ბინას მივაშურე.
- დედა. - ღიმილით შემეგება სახლში შესულს ნია და ყელზე შემომეხვია. - მეგონა ვეღარასდროს გნახავდი, ძალიან მომენატრე.
- მეც მომენტარე, რა გააფუჭე ჩემ არყოფნაში.
- ხო, ისეთი არაფერი.
- მითხარი რა გააფუჭე.
- მპირდები რომ არ გაფსიხდები?
- შევეცდები მაინც. - გავუღიმე და სავარძელში ჩავეფლე.
- შენი მანქანა დავამტვრიე. - სხაპასხუპით მომაყარა ნიამ.
- რა? - ფეხზე გიჟივით წამოვხტი.
- მაპატიე.
- საჭესთან შენ იჯექი?
- ხო?
- მერე?
- მე არაფერი მომსვლია. დამშვიდდი რა.
- არასდროს აღარ მთხოვო მანქანა. - სხვა დროს უფრო გავგიჟდებოდი თუმცა ჯერ ისევ რატის სურნელი ამდიოდა და გონებაც შედარებით მშვიდი მქონდა.
- კარგად ხარ? - მეკითხება ჩემი სიმშვიდით გაოცებული ნია.
- ჰო.
- დედა.
- რა?
- რამე ხომ არ გაქვს ჩემთვის სათქმელი?
- არა. - შევეცადე მზერა მომერიდებინა.
- დედა!
- რა გინდა ნია? - თავი ვეღარ შევიკავე და გამეღიმა.
- შეუძლებელია! - წამოიყვირა ნიამ. - და ვინ არის?
- ეს შენ არ გეხება.
- გთხოვ მითხარი.
- კარგი მაგრამ პანიკის გარეშე.
- გისმენ. - ჩემ წინ ჩაიმუხლა ნია და მუხლებზე ხელები მომხვია.
- რატი. - ვამბობ და ნიას სახეზე შეცვლილი ფერი უკვე გულს მიჩერებს.
- რატი? - ფეხზე დგება ნია.
- რა მოხდა?
- არაფერი დე. იმაზე მეტად შეშლილი ყოფილხარ ვიდრე წარმომედგინა. - გადაიხარხარა ნიამ და ჩამეხუტა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Stranger things

ვგიჟდები ლინას დემონებზე heart_eyes რა საყვარლად წააცუნცულეს მორალი ჯანდაბაში. ძალიან კარგია და იცოდე დაპირება არ დაივიწყო.

 


№2  offline მოდერი Girl... from the past

Stranger things
ვგიჟდები ლინას დემონებზე heart_eyes რა საყვარლად წააცუნცულეს მორალი ჯანდაბაში. ძალიან კარგია და იცოდე დაპირება არ დაივიწყო.



არა არ დავივიწყებ :) მიხარია რომ მოგწონს <3

 


№3  offline წევრი Kitket

ძალიან მომწოონს <3 მომწონს ნიას პერსონაჟი,არ არის ეგოისტი შვილი,მართლა უნდა რომ მისი დედიკო ბედნიერი იყოს <3 მომწონს რატი,თავისი ცოტა ბავშვური,მაგრამ მაინც მამაკაცური ხასიათით,ძალიან კარგი თემა გაქვს არჩეული,არ არის ბანალური სიყვარულის ისტორია,ერთადერთი რაც არ მომეწონა ასე უცებ შეყვარება იყო,მაგრამ სიყვარულს რას გაუგებ,მართლა შეიძლება ერთი ნახვით შეიყვარო ვინმე :) კარგად წერ,გრამატიკულადაც გამართულია,სასიამოვნოდ იკითხება თუმცა ცოტა დაძაბული მომენტებიც არ გვაწყენდა :დდ მაგრამ ეგეც იქნება :დ წარმატებები <3

 


№4  offline მოდერი Girl... from the past

Kitket
ძალიან მომწოონს <3 მომწონს ნიას პერსონაჟი,არ არის ეგოისტი შვილი,მართლა უნდა რომ მისი დედიკო ბედნიერი იყოს <3 მომწონს რატი,თავისი ცოტა ბავშვური,მაგრამ მაინც მამაკაცური ხასიათით,ძალიან კარგი თემა გაქვს არჩეული,არ არის ბანალური სიყვარულის ისტორია,ერთადერთი რაც არ მომეწონა ასე უცებ შეყვარება იყო,მაგრამ სიყვარულს რას გაუგებ,მართლა შეიძლება ერთი ნახვით შეიყვარო ვინმე :) კარგად წერ,გრამატიკულადაც გამართულია,სასიამოვნოდ იკითხება თუმცა ცოტა დაძაბული მომენტებიც არ გვაწყენდა :დდ მაგრამ ეგეც იქნება :დ წარმატებები <3



სწორად შენიშნე, დაძაბული მომენტებიც იქნება შეიძლება ისეთი ვერავინ რომ ვიფიქრებდით:)
მადლობ რომ კითხულობ <3

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიკო

Nias da ratis shoris ragac xdebaa

 


№6  offline მოდერი Girl... from the past

სტუმარი მარიკო
Nias da ratis shoris ragac xdebaa



:) ამ შემთხვევაში იმედი უნდა გაგიცრუოთ, ჩემ გეგმებში არ შედის დედა შვილის ერთიდა იგივი ბიჭი უყვარდეთ <3

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მიხარიხააართ ♥️♥️♥️♥️
ძალიან თბილობა და ტკბილობა თავი იყო ♥️♥️♥️
გამიხარდა ლინა რომ მიხვდა და გამოტყდა ♥️♥️ რატიც ძალიან საყვარელია ♥️♥️ ნია ცალკე უმაგრესი შვილია და ძალიან მომწონს ეს პერსონაჟი ♥️♥️
საინტერესოდ მიმდინარეობს ისტორია და როგორც ყოველთვის მოგყვები მთელი გულით სულით და გონებით ♥️♥️♥️

 


№8  offline მოდერი Girl... from the past

ტკბილიწიწაკა
მიხარიხააართ ♥️♥️♥️♥️
ძალიან თბილობა და ტკბილობა თავი იყო ♥️♥️♥️
გამიხარდა ლინა რომ მიხვდა და გამოტყდა ♥️♥️ რატიც ძალიან საყვარელია ♥️♥️ ნია ცალკე უმაგრესი შვილია და ძალიან მომწონს ეს პერსონაჟი ♥️♥️
საინტერესოდ მიმდინარეობს ისტორია და როგორც ყოველთვის მოგყვები მთელი გულით სულით და გონებით ♥️♥️♥️



უღმესი მადლობა შენ ჩემო საყვარელო <3

 


№9 სტუმარი Lloyd

velodebi shemdeg dzalian kargi iyo

 


№10  offline მოდერი Girl... from the past

Lloyd
velodebi shemdeg dzalian kargi iyo


ტრადიციულად ხვალ დილით ავტვირთავ ❤

 


№11  offline წევრი Kaxcha

რა შემართების არიან მიყვარს რატი და ლინა❤❤

 


№12  offline წევრი ჯულა

აუუ ვგიჟდები მე შენზე ჩვეულებრივად <3 ამ თავში აშკარა წინსვლაა, ახლა მაინტერესებს როგორ განავითარე მოვლენებს, რატის ოჯახი და მეგობრები როგორ მიუდგებიან ამ საკითხს, მართლა ძალიან კარგი გოგო ხარ, ეს ისტორია შემიყვარდა <3 ხო და კიდევ ემოციები ის სიცილის რაღაცაზე შემთხვევით დამეჭირა, მეორე მინდოდა ნუ ძნელი მისახვედრი არაა რომელი ;დდ

 


№13  offline მოდერი Girl... from the past

ჯულა
აუუ ვგიჟდები მე შენზე ჩვეულებრივად <3 ამ თავში აშკარა წინსვლაა, ახლა მაინტერესებს როგორ განავითარე მოვლენებს, რატის ოჯახი და მეგობრები როგორ მიუდგებიან ამ საკითხს, მართლა ძალიან კარგი გოგო ხარ, ეს ისტორია შემიყვარდა <3 ხო და კიდევ ემოციები ის სიცილის რაღაცაზე შემთხვევით დამეჭირა, მეორე მინდოდა ნუ ძნელი მისახვედრი არაა რომელი ;დდ



უღმესი მადლობა რომ ასე გამათბე. ხვალ დველოდოთ ახალ თავს ერთად ❤
იქნება ბევრი სიახლე.

Kaxcha
რა შემართების არიან მიყვარს რატი და ლინა❤❤



მადლობა მიხარია რომ მოგწონს ჩემი პერსონაჟები ❤❤❤

 


№14  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Dzaan kargia warmatebebii

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინი

ოხ ეს სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს.. :)))) ძალიან მომწონს ..""მიყვარხარ" როგორი ლამაზი სიტყვაა .. :)) შეყვარებულ ადამიანზე სულელი არ მეგულება ქვეყნად არავინ.. თავს გაკარგვინებს ისე რომ შენზე წინ ვინმეს ან რამეს თუ აყენებდი ყველანაირად გავიწყებს .. და ეშვები სრულიად ბედნიერებაში .. :))

 


№16  offline მოდერი Girl... from the past

სტუმარი ნინი
ოხ ეს სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს.. :)))) ძალიან მომწონს ..""მიყვარხარ" როგორი ლამაზი სიტყვაა .. :)) შეყვარებულ ადამიანზე სულელი არ მეგულება ქვეყნად არავინ.. თავს გაკარგვინებს ისე რომ შენზე წინ ვინმეს ან რამეს თუ აყენებდი ყველანაირად გავიწყებს .. და ეშვები სრულიად ბედნიერებაში .. :))


ლამაზად აღწერე სოყვარული.
მართლაც რომ შესანიშნავი გრძნობაა ❤

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

ბგიჟდები ამ პატარა გოგოზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent