შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოთხმეტი წელი მოლოდინში (მეორე ნაწილი 2 თავი)


6-11-2018, 14:43
ავტორი R.M
ნანახია 1 510

თოთხმეტი წელი მოლოდინში (მეორე ნაწილი 2 თავი)

ორი თვე ნამდვილი კოშმარი იყო, დეკრეტული შვებულება ავიღე, სამსახურში აღარ დავდიოდი და ვცდილობდი ლევანს დავხმარებოდი. საშინელი ლომკა ქონდა, გაბრიელი დედაჩემთან იყო სულ. ერთხელ ხელი დამარტყა წამალი რომ უნდოდა. დამამშვიდებელს უკეთებდი როცა ვატყობდი, რომ ორგანიზმი იბრძოდა ოთახში ვკეტავდი და თუ რამე დასამტვრევი იყო ვმალავდი. მეხვეწებოდა, ხან მემუქრებოდა რამე მეშველა. ერთხელ მახრჩობდა, მერე ტუმბოზე მდგარ კონიაკის ბოთლს მივწვდი და თავში ჩავარტყი, გაითიშა. ექიმმა ყველა მოსალოდნელი სიტუაცია მიხსნა და მზად ვიყავი მებრძოლა. მეგონა ზურა ამ თამაშს გულისხმობდა, როცა მითხრა შენთვის თამაში ეხლა იწყებაო.
ზურაზე საშინლად ვიყავი გაბრაზებული, ლევანის ამ მდგომარეობაში დანახვამ გამაბოროტა. ციხის ზედამხედველს ვიცნობდი, ვუთხარი ეცემათ ზურა და ეთქვათ რომ ჩემი საჩუქარი იყო. მერე გავიგე, რომ ძალიან იყო ნაცემი და ციხის საავადმყოფოში ყავდათ გადაყვანილი. ძალიან ვინანე ჩემი საქციელი.
-მართალა მოზვერა ხარ, ზუსტად შეგარქვეს ეგ ზედმეტსახელი.-ვეჩხუბებოდი ჩემს ნაცნობ ზედამხედველს.-მე ერთი ორი მოსდე, მოკალითქო კი არ მითქვამს.
-ერთი ორი რომ მოვდე აიწყვიტა და ისეთი მომდო ყბა მომტეხა. მერე ბიჭები დამეხმარნენ და დუბინკებით სცემეს. იცი რა დღეში ჩაგვყარა? რატომ არ მითხარი პროფესიონალი სპორტსმენი თუ იყო.
-სპორტსმენი?
-ხო, კინგ-ბოქსიორი ყოფილა. ისე იჩხუბა ჩაგვხოცა ლამის.
-ღირსი ხარ.-ვუთხარი გაბრაზებულმა და წამოვედი.
ციხის საავადმყოფოში მივედი სანახავად. პალატაში რომ შევედი საშინელი სურათი დამხვდა, ზურა ვენებგადაჭრილი იწვა და თეთრი ზეწარი მეწამური ფერით იყო შეღებილი. შპრიცის ნემსით ქონდა ვენა გადაგლეჯილი.
-ექიმი ჩქარა.-არაადამიანური ხმით ვიყვირე და ზურას მაჯას ვეცი. შარფი მოვიხსენი და ხელზე გადავახვიე. პულსი მოუსინჯე, ჯერ კიდევ ფეთქავდა. ექთანი მალე შემოვიდა პალატაში და ხელის გადახვევა დაიწყეს. მალე ექიმიც მოვიდა, მე გარეთ გამომიშვეს. ვკვდებოდი, ვგრძნობდი, რომ მასთან ერთად მეც ვკვდებოდი. რას ვაკეთებდი, სადამდე მივედი. ელენეს დავემსგავსე, მასავით ცივსისხლიანი გავხდი.
ხანგრძლივი ლოდინის მერე ექიმი გამოვიდა.
-მდგომარეობა სტაბილურია, სისხლი გადაუსხეს და მალე გონზე მოვა. ფსიქიატრის კონსულტაცია დაგვჭირდება, უნდა დაელაპარაკოს, ამ ზომამდე რამ მიიყვანა? თქვენ ვინ ხართ მისი?
-მისი ბიძაშვილი ვარ.-ვიცრუე ურცხვად.-შეიძლება მე დაველაპარაკო? დავარწმუნებ, დავარწმუნებ და ასეთ რამეს არასდროს აღარ ჩაიდენს.
-კარგით, შეგიძლიათ პალატაში დაელოდოთ.
-დიდი მადლობა.-ექიმს გაუღიმე და პალატაში შევედი.
ფერმკრთალი სახე ქონდა, ტუჩი გახეთქილი, თვალთანაც სილურჯე. ზეწარი გადავხადე ფრთხილად, მთელ ტანზე სილურჯეები ქონდა. პირზე ხელი ავიფარე, რომ ხმამაღლა არ მეღრიალა.
-რაო, შესამოწმებად მოხვედი კარგად დამამუშავეს თუ არა?-თვალები არ გაუხელია ისე ამოილაპარაკა სუსტი ხმით.
-მაპატიე. მე... არ მინდოდა ასე გამოსულიყო..-თვალები ცრემლით მქონდა სავსე, ყელში ბურთივით რაღაც მქონდა, მოწოლილ ტირილს მაქსიმალურად ვიკავებდი.
-რატომ ტირიხარ?-ნელ-ნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს და შემომხედა.
-მე....-სიტყვა ვეღარ დავასრულე, გარეთ გამოვარდი, საპირფარეშო მოვძებნე და ბოლო ხმაზე ავღრიალდი. ათი წუთის მერე ცოტა დავმშვიდდი, სახეზე წყალი შევისხი და კვალავ პალატაში დავბრუნდი, უნდა დამერწმუნებინა, რომ ასეთი რამ არასდროს ჩაედინა.
უხმოდ შევედი, თვალები დახუჭული ქონდა, ვიფიქრე დაეძინა და სკამზე დავჯექი.
-რატომ მობრუნდი?-ისევ არ გაუხელია თვალები ისე მკითხა. ისეთი ცივი ხმა ქონდა გულში რაღაც ჩამწყდა.-შენს სურნელს ათასში გამოვარჩევ.-ისე ნაღვლიანად ჩაილაპარაკა, ისევ თვალები ქონდა დახუჭული.
-არ შემიძლია წასვლა. ასეთ მდგომარეობაში ხარ და უბრალოდ ვერ შევძლებ.
-რატომ? რა გინდა? რას აკეთებ?-ხმას აუწია.-ხომ გინდოდა ლევანი, გყავს, ბედნიერი ოჯახი გაქვს, წადი და დამივიწყე. თვალებში მიყურებდა, მერე კი მზერა ჩემს ყელზე გაუჩერდა, ჯანდაბას, ეს არ უნდა დაენახა. ჩემი შარფი, ყელზე ხელი მოვისვი, ეხლა გამახსენდა, შარფი რომელიც ყელზე არსებულ ჩალურჯებას მიფარავდა მის ხელზე გადავახვიე. განრისხებული თვალები ქონდა.-ეს ლევანმა ჩაიდინა?-ისეთი ხმით მითხრა გავქვავდი, შემეშინდა სიმართლე მეთქვა.
-ლომკა ქონდა, თავს ვერ აკონტროლებდა.-ვუთხარი გაპარული ხმით.
-ნორმალური ხარ? რას აკეთებ ხვდები? ბავშვს ელოდები, რომ მოეკალი? არ გიფიქრია ხომ ამაზე?-ხმას უფრო და უფრო უწევდა და ტკივილისგან სახე დამანჭა.
-დაწყნარდი.-უყვირე.-დედასთან გადავალ. შენ კი ასეთი სისულელე აღარ ქნა. არ გაბედო და არ მოკვდე ჯიქია, არ გაბედო.-უკვე გულამომჯდარი ვტიროდი.
-რატომ?-შემომხედა გაბრაზებულმა.-არ გინდა თავს დამნაშავედ გრძნობდე? თუ მოგწონს გარშემო მრავლად რომ გყვანან თაყვანისმცემლები?
-ჯანდაბას ჯიქია, არ მინდა, ეგ მკლავს ზუსტად, საერთოდ არ მინდა რომ გიყვარდე, არც შენ, არც ნიკას, არც დათოს. არ მინდა ჩემს გამო ვინმე იტანჯებოდეს.
-აბა რა გინდა, ნიკასავით და დათოსავით შენი მეგობრების რიცხვს შეუერთდე?
-არ ვიცი? დედას ვფიცავარ არ ვიცი რა მინდა. საით მივდივარ, რას ვაკეთებ. მიაღწიე და მშვიდი ოჯახი დამინგრიე, ცხოვრება თავდაყირა დამიყენე. ახლა კი თავს იკლავ, ეგოისტი ხარ, გინდა მთელი ცხოვრება დამტანჯო და მთელი ცხოვრება შენი სიცოცხლე ცოდვად მედოს. გთხოვ ეს მეორედ აღარ ჩაიდინო.-ხმას დაუწიე და მუდარა გაურიე ხმაში.
-რატომ არ გინდა მიატოვო?
-ის ჩემი ქმარია.
-აბა დაელოდები როდის მოგკლავს?
-არა, რამეს მოვიფიქრებ. დამპირდა რომ თავს დააღწევს ნარკოდამოკიდებულებას. ყელში წამიჭირა და მახრჩობდა, ბოთლს მივწვდი და ჩავარტყი, მერე გაითიშა და ძლიერი დამამშვიდებელი მივეცი. გაბრაზებული წამოვედი, შენი ცემა დავავალე, მაგრამ ასე ძალიან თუ გცემდნენ არ მეგონა, არ მინდოდა.-სიბრაზისგან ყელზე ძარღვები ქონდა დაბერილი.
-მან ლამის მომგკლა და მე დამადანაშაულე. ყველა ცოდვა ჩემი ბრალია, მე ხომ კრიმინალი ვარ. -ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.
-შენი ბრალია, რომ არ გაგეტაცა არც ნარკომანი არ იქნებოდა, იქნებ ისიც თქვა რომ შენ არ აძლევდი ნარკოტიკს?-მეც უყვიროდი.
-მე არ მიმიცია. თავად გაიკეთა, ბიჭებს გამოართვა ჩემს არ ყოფნაში და გაიკეთა. ბევრჯერ ვცადე მისი გამოსწორება, არ ვაძლევდი, ბოლოს კი მაინც ეხვეწა და გააკეთებინა ბიჭებს. ყველას ვეჩხუბე, მერე კი შევეშვი, ხელი ჩავიქნიე, ვერც შენ გამოასწორებ, ნუ გექნება მაგის ილუზია.
-შევძლებ და გამოვასწორებ. მე შევძლებ. -ჩავილაპარაკე და ჩუმად დავჯექი სკამზე. ცოტა ხანი ჩუმად ვიყავით და მხოლოდ ერთმანეთს უყურებდით.
-ამდენი ხანი ჩემი ნახვის უფლება ვინ მოგცა. აღარ აპირებ წასვლას?
-გძულვარ ხომ? ვიცი დავიმსახურე, მალე წავალ, ნაცნობობა ჭრის საქართველოში.-სევდიანად გაუღიმე.
-ვიცი, საკუთარ თავზე გამოვცადე შენი ნაცნობობა.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.
-დამპირდი, რომ იცოცხლებ!
-ეს ბრძანებაა?
-ხო, ბრძანებაა!
-მიღებულია.-გაეცინა.-ახლოს მოდი!-უხმოდ წამოვდექი და მის საწოლთან გავჩერდი.-თვალებში შემომხედე!-მეც შევხედე თვალებში, - აქ რატომ ხარ? შეგიძლია კითხო საკუთარ თავს და სიმართლე მითხრა?
-არ ვიცი.- თვალი ავარიდე- დანაშაულის გრძნობამ მომიყვანა აქ.
-გპირდები, რომ ვიცოცხლებ. ეხლა შენ დამპირდი, რომ თავს ასეთ საფრთხეში აღარ ჩაიგდებ და ამ პატარასაც გაუფრთხილდები.-ხელი მუცელზე დამისვა, ისეთი სინაზით ეფერებოდა თითქოს მისი შვილი ყოფილიყოს.
-გპირდები.-ჩავილაპარაკე ჩუმად და მის მწვანეებს ისევ შევხედე.
-დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს...
-რას იზავდი?
-მოსკოვში, იმ გასახდელიდან მოგიტაცებდი და ჩემგან აღარ გაგიშვებდი.
-თუ გიყვარდი რატომ გამიშვი?
-მეგონა გერმანიაში ჩახვიდოდი, ისე მჯეროდა საკუთარი თავის. დარწმუნებული ვიყავი დაცილდებოდი. თანაც მაშინ ვე ვხვდებოდი რომ მიყვარდი, მაშინ მხოლოდ გეთამაშე.
-მე დაწინდული ვიყავი ლევანთან, შენზე კი მხოლოდ ცუდი მქონდა მოსმენილი, რასაც შენი საქციელით უფრო და უფრო ამტკიცებდი.
-ეხლა ვიცი, უაზროდ ერთგული ხარ შენი ფიცის. საკუთარ თავსაც კი სტანჯავ. აქ მოსვლის მერე ეკლესიაში ივლი და ღმერთს პატიებს სთხოვ, რომ მე მნახე.
-ასეთი ვარ, სხვაგვარად არ შემიძლია.
-იცი, შენ მას არ იცნობ, მოვა დრო და გაიცნობ, ეგოისტი და განებივრებული ბავშვია. სარგებლობს შენი ერთგულებით, კიდევ დიდხანს ისარგებლებს. როცა აღარ დასჭირდები, როცა ჩათვლის, რომ სხვასთან უკეთესად იქნება მიგატოვებს.
-ის ჩემზეა დამოკიდებული. არაფერი არ აქვს, ნარკომანია. ასეთიც რომ არ იყოს ვერ მიმატოვებს.
-შენ, ეს შენ აიყვან ისევ სიმაღლეზე და როცა შენ დაგჭირდება მისი მხარდაჭერა მიგატოვებს.
-უყვარვარ, არ მიმატოვებს.-უკვე ცრემლები მომდიოდა.
-მას საკუთარი თავი უყვარს მხოლოდ. შენში ძლიერი დასაყრდენი ნახა, რომელსაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა და ცოლად შეგირთო. ნებისმიერი სუსტი კაცი არ გაუშვებდა ამ შანსს ხელიდან.
-შენ, შენც სუსტი ხარ?
-მე არ ვარ სუსტი. მე ერთადერთი ვარ ვისაც მართლა უყვარხარ.
-ამ ყველაფრის მერე?-მის ხელს დავხედე.
-ამ ყველაფრის მიუხედავად. შენ გგონია ის პროკურორი ძლიერია, არა ისიც სუსტია, შენი გადარწმუნებაც კი ვერ შეძლო და ცხინვალში გამოგიშვა. როცა უყვართ საყვარელ ქალს ასე არ იმეტებენ. არც ნიკოლოზს არ უყვარხარ, ძლიერ დასაყრდენს ხედავს შენში, ყველა პრობლემას ადვილად მოუგვარებ და თავი დაარწმუნა რომ უყვარხარ. ლევანმაც ეს დაინახა შენში, მზრუნველი ბებია აღარ ყავს და შენ უნდა რომ იზრუნო მასზე. სუსტ კაცებს იზიდავ, ეს ძლიერი ქალის ხვედრია.
-შენ რა გიზიდავს ჩემში ასე მწარედ რომ გადამეკიდე? შენ არ შემიქმენი საფრთხე? შენ არ მანერვიულე ფეხმძიმე მთელი 5 თვე? სხვებზე ლაპარაკი ადვილია, საკუთარ ცოდვებზე რას იტყვი. ცხოვრება, რომ თავდაყირა დამიყენე ამაზე რას იტყვი. ეს სიყვარულია? ადამიანს რომ სტანჯავ ეს სიყვარულია?
-მე მიყვარხარ. დარწმუნებული იყავი, რომ ჩემს გვერდით, რომ ყოფილიყავი იგრძნობდი, რომ სუსტი სქესი ხარ. იგრძნობდი, რომ გიცავენ და გიფრთხილდებიან. ყველაზე ზრუნავ, შენზე კი არავინ. ყველას პრობლემებს აგვარებ, შენს პრობლემებს კი არავინ. ეს შენ გგონია არ გიცავ, ეს შენ გგონია შენზე არ ვზრუნავ.
-ზრუნავ, როდის, როგორ?-ირონიულად ჩავიცინე.
-ვიღაცას ხომ უნდა ეზრუნა შენზე, ყველა შენი გადადგმული ნაბიჯი ვიცი. ყველა შენი ჩადენილი სიგიჟე.
-მითვალთვალებ?
-აქამდე ვერ მიხვდი?
-მივხვდი, მაგრამ ვერ დავაკავშირე.
-ხო და მშვიდად იყავი. ტელეფონი მომეცი.-მეც მშვიდად მივაწოდე ტელეფონი, რაღაც აკრიფა.-ეს ბესოა, თუ რამე დაგჭირდა უბრალოდ დაურეკე, ყველაფერს მოგიგვარებს.
-ბესარიონ მანაგაძე, კერძო ადვოკატი.-გამეცინა.
-რატომ არ მიკვირს.-ზურასაც გაეცინა.-მარიამ, მარიამ. ყვალფერს აკონტროლებ, მე ციხეში გამომიშვი, მეც რომ მაკონტროლო.
-არავინ არაფერს დაგიშავებს.
-მორჩი ამ ციხის ზედამხედველებთან გარიგებებს, თავად მივხედავ თავს. არც ციხეში მოსვლა არ გაბედო, არასდროს.-ხმას აუწია. მეც თავი დაუქნიე.-ეხლა წადი, დაღლილი ხარ. იქვე დაგდებულ ჩემს შარფს ხელი დავავლე, რომელიც ზურას სისხლით იყო დასვრილი.-ეგ შენია?-თავი დაუქნიე.-სისხლიანი რატომ არის?
-რომ შემოვედი...-ვეღარ დავამთავრე, ცრემლები მომადგა.
-შენ მნახე?-თავი დაუქნიე.-მერე რა იგრძენი?-ეღიმებოდა და ისე მიყურებდა ცრემლიან თვალებში.
-ტკივილი.-ისევ ვტიროდი.-მპირდებოდი არასდროს გატკენო და შენი გამოჩენის მერე სულ მტკივა.
-როგორ არ მინდოდა ასე გამოსულიყო. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.-არ მინდოდა დამეტანჯე, თუმცა ტკივილი რომელსაც გულით ვატარებდი უფრო დიდი აღმოჩნდა ვიდრე სიყვარული.
-რომ მითხარი შენი მიზეზით არ მოხდა ეს ყველაფერიო რა იგულისხმე?
-წარსულის ტკივილი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე არ გამინელდება.
-ლენკას გულისხმობ?
-არა, ლენკა არაფერ შუაშია.-გაეცინა.
-არ მომიყვები?
-დრო მოვა და გაიგებ.
-მე მაშინ მხოლოდ ნახევარი მილიონი მოვიტანე, დანარჩენი ყალბი კუპიურები იყო.
-ვიცი, მშვიდად განაგრძე ცხოვრება. შენამდე არავის მოუშვებ, ყველაფერი მოგვარებულია.
-სიმართლე მჭირდება, მითხარი რა მოხდა წარსულში?
-ეს შენ არ გეხება, ეს ჩემი და დევდარიანების ოჯახის საქმეა.
-ჩემი შვილებიც დევდარიანები არიან, ჩემი საქმეც არის.
-მშვიდად იყავი, თავს გაუფრთხილდი და შვილებს მიხედე.
-ნემსი უნდა გაუკეთო პაციენტს, მალე შემოვლა იქნება და უნდა წახვიდეთ.-კარში ექთანი შემოვიდა და მე მომიბრუნდა.
-კარგი, ეხლა წადი და თავს გაუფრთხილდი.
-შენს ბიძაშვილს ისე უყვარხარ მის გამო უნდა იცოცხლო მხოლოდ.-ექთანის სიტყვებზე გაოცებულმა შემომხედა ზურამ.
-იცის და იცოცხლებს.- ზურას ჩაეღიმა, მიხვდა რაც ხდებოდა.
-მეც ძალიან მიყვარს და მის გამო ვიცოცხლებ.-გაუღიმა ექთანს.
ციხის სავადმყოფო დავტოვე, თან დავტოვე ჩემი გულიც.
ზურას სასამართლო პროცესი ახლოვდებოდა.
ზურას 10 წელი მიუსაჯეს, ადამიანის გატაცება ედებოდა ბრალად. დაზარალებულ მხარეს მე წარმოვადგენდი სასამართლოზე. ზურას ბებია რომ დავინახე გული მეტკინა, თვალი ვერ გაუსწორე,გურიაში გიორგი ჯიქიას საფლავზე წავედი და პატიება ვთხოვე. საფლავის გვერდით ორი გარდაცვლილის სასაფლაო იყო. ანა ნებიერიძე, ულამაზესი გოგონას სურათი იღიმოდა საფლავის ქვიდან და დავით ჯიქია, თითქოს ზურას უყურებდი, მამას ძალიან გავდა. ანას გარდაცვალების თარიღიდან ზუსტად ერთ წელში იყო გარდაცვლილი დავით ჯიქია. ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, იქნებ სწორედ აქ უნდა მეძებნა ზურას სიძულვილის მიზეზი.
-აქ რას აკეთებ?-ზურგს უკან გიორგი ჯიქიას ქვრივი იდგა ყვავილებით ხელში. შევბრუნდი და ჩემი ცრემლიანი თვალების დანახვისას სიბრაზემ თითქოს გადაურა.-რატომ ხარ აქ?
-უნდა მოვსულიყავი. გულმა რაც მითხრა ის გავაკეთე. მე წავალ.-თვალი ისევ ვერ გაუსწორე და წამოსვლა დავაპირე.
-მოიცადე. -ხელზე ხელი მომკიდა.- არ გადანაშაულებ, შენ შენს ოჯახს და ქმარს იცავდი. გიორგი რომ ცოცხალი ყოფილიყო ეს არ მოხდებოდა, წლები აკავებდა ზურას. მე და გიორგის გამოგვიცხადა, რომ უყვარდი. ყველაფერი გააკეთა გიორგიმ და შენამდე არ მოუშვა. ძალიან უყვარდი გიორგის, ისიც ისევე დასჯიდა ზურას, როგორც შენ დასაჯე. მხოლოდ ერთს გთხოვ, მკაცრად ნუ განსჯი, ბავშვობაში გადატანილმა ტკივილმა მოიყვანა აქამდე, გული სიძულვილით აქვს სავსე.
-რა მოხდა წარსულში?
-ზურა თუ გადაწყვეტს გეტყვის, მე ამიკრძალა ამ თემაზე ლაპარაკი.
-მე წავალ. თუ რამე დაგჭირდეთ თქვენს გვერდით მიგულეთ.
-ციხიდანაც მომაქცევს ჩემი ბიჭი ყურადღებას. წადი შვილო.-გიორგის ქვასთან ჩაიმუხლა და სანთელი აანთო. მე კი წამოვედი და კითხვებით სავსე მქონდა თავი. რა მოხდა ზურას ბავშვობაში? რატომ გარდაიცვალნენ მისი მშობლები ასე ახალგაზრდები?
ისევ დაუბრუნდი ჩემს რეალურ და კოშმარულ ცხოვრებას. დაპირებების მიუხედავად ლევანი ისევ ახერხებდა და შოულობდა წამალს. მერე ეწყებოდა ლომკა, ჩემი პატარა გოგოს ოთახი ნამდვილ ბრძოლის ველს გავდა. რემონტის გაკეთება ახლიდან მომიწევდა. ლევანის ღრიალზე მეზობლებმა პატრულის თანამშრომლებიც გამოიძახეს, პატრული დავარწმუნე რომ ოჯახურ ძალადობას არ ქონდა ადგილი, ხელწერილიც დამაწერინეს რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი რამ და წავიდნენ.
პატრულის წასვლის შემდეგ დათო მოვიდა ჩემთან სახლში. კარებს არ უღებდი, არ მინდოდა ჩემი სილურჯეები შეემჩნია, თუმცა კარი ლამის ჩამოიღო.
-რატომ არ აღებდი კარს?-სახლში დაუკითხავად შემოიჭრა.
-რა მოხდა, მეძინა.-თავი მოვიკატუნე, თან ხალათის საყელოს ხელით ვიწევდი, რომ ყელზე არსებული სილურჯე არ დაენახა.
-აქ რა ხდებოდა, პატრული რატომ იყო?-ხელი მომკიდა და თვალებში ჩამხედა.
-არაფერი მომხდარა, ნუ ერევი გთხოვ და წადი. ინტრიგანი მეზობლების ამბავია.
-სად არის?
-ვის ეძებ?
-შენი ქმარი სად არის?-ხმას აუწია.
-სძინავს დათო. გთხოვ წადი.
-არსადაც არ წავალ.-კარები შეაღო და იატაკზე მჯდარი ლევანი დაინახა, რომელიც ლომკაში იყო და საკუთარ ხელებს იმტვრევდა სიმწრით.-რამდენი ხანია ეს გრძელდება.-შემომიბრუნდა გაბრაზებული.
-დრო და დრო ეწყება.
-რამე დაგიშავა?
-არა, არაფერი დაუშავებია.
-წამალი მინდა მარიამ, ვიხრჩობი-ისევ დაიღრიალა ლევანმა -გთხოვ.-მე მასთან მივედი და მორიგი დამამშვიდებელი გაუკეთე.
-ხელზე რა გჭირს?-ხელი მომკიდა და ხალათის სახელო ამიწია დათომ. მერე ყელზე არსებულ სილურჯეებს შეხედა და შემეშინდა, შემეშინდა მის სახეს რომ შევხედე.
-მისი ბრალი არ არის, უკონტროლოა, ლომკა აქვს.-კარებში ჩავდექი.
-რას მეუბნები, მისი ბრალი არ არის? რომ მოეკალი? ფეხმძიმე რომ მოეკალი? დააწვინე საავადმყოფოში, ახლავე!-მიყვიროდა დათო.
-ნუ ჩაერევი გთხოვ.-მუდარით შევხედე.
-არა მარიამ, ჩავერევი. საკმარისად ვითმინე და არ ვერეოდი. გჯერა რომ გამოსწორდება? ამის გჯერა? შეხედე რა დღეშია, რომ უთხრა წამალს მოგცემ და შვილი მომეცი, ან შენი ცოლითქო მომცემს.-ხელს ლევანისკენ იშვერდა.
-კმარა დავით, ეს ჩემი ოჯახია, ეს ჩემი ქმარია და მე გადავწყვეტ როგორ მოვიქცე.-უკვე ვყვიროდი.
-არა შენც შეიშალე, შენც სამკურნალო ხარ. იმ გიჟის თამაშს აყევი და გინდა დაუმტკიცო რომ ქმარი დაიბრუნე. ქმარი აღარ გყავს მარიამ. ის არ არის ვინც იყო, შეიგნე.
-არა ის ლევანია და მე შევძლებ მის დახმარებას.
-ამ მდგომარეობაში? მშობიარობა, რომ დაგეწყოს?
-წადი დათო.-ხელი კარისკენ გავიშვირე.
-ამის დედაც ..-ხელი კედელს დაარტყა.-ასე რამ გამოგაშტერა? რამ?-მერე ღრმად ჩაისუნთქა.-ბიჭები ქვემოთ არიან, ეს მათი ნომერია, როგორც კი დაეწყება შეტევა დაურეკე და ამოვლენ დაგეხმარებიან.-ნომერი გამოვართვი, თავი დაუქნიე და დათოც წავიდა.
მამა აკაკიმ მითხრა, ღმერთი ადამიანს ისეთ განსაცდელს არ მოუვლენს რის გადატანასაც ვერ შეძლებსო. მე მჯეროდა ამის, მჯეროდა რომ ამასაც გაუძლებდი. როგორ მინდოდა ყველაფერი მალე დამთავრებულიყო, ძალა აღარ მქონდა ბრძოლის. მამა აკაკის ურეკავდი, ჩემი ფსიქოლოგი იყო, სულიერი მამა, ზურაზეც მოუყევი, არ მისაყვედურა მასთან რომ მივედი, პირიქით. ეს უნდა გაგეკეთებინა, კიდევ ერთი სული გადააარჩინეო. ის ჩემი მეგობარიც იყო, სულიერი მამაც, ის მარიგებდა და ძალას მმატებდა.
თამარმა გაიგო ლევანი რომ გამოვიხსენით, სანახავად მოვიდნენ თამთა და თამარი, მაშინ ქონდა ზუსტად შეტევა, ყველაფერს ლეწავდა. ისე გაბრუნდნენ უკან არაფერი არ უთქვამთ. ლიკამ დამირეკა რამდენიმე კვირის მერე, თამარს გაუგია, რომ ზურამ ჩემს გამო გაიტაცა და მწყევლიდა, ყველაფერში მე მადანაშაულებდა, ღალატიც კი დამწამა და ჭორაობდა ფეხმძიმედ ზურასგან არის, მილიონები იმიტომ უნდოდაო. ლიკას დედამთილთან იჭორავა მისმა მეგობარმა მზიამ. ამ ქალბატონმა კი ლიკას მოახსენა ასე ამბობს თამარი და რა ხდება შენი დის თავსო. ეს პიკი იყო უკვე ჩემთვის. ლევანს დიდი დოზა დამამშვიდებელი მივეცი და მცხეთაში წავედი.
-რატომ მოხვედი?-კარებში თამარი ჩამიდგა.
-გუჯა სახლშია?-ხელით გავწიე და სახლში შევედი.
-მარიამ შვილო, როგორ ხარ?-გუჯა გამოვიდა სამზარეულოდან.
-ძალიან ცუდად, სულიერად, ფიზიკურად, მორალურად. -გაბაზებულმა დაუბრუნე პასუხი.
-რა მოხდა? თამარმა მითხრა ცუდად არის ლევანიო. ვერ გადავიტან რომ ვნახო, ამიტომაც არ მოვედი.
-დანარჩენებმა ხომ ამიტალახეთ სახლი?-ირონიულად ჩავილაპარაკე.-ეხლა მე მომისმინეთ, სპირტის ბიზნესში თქვენი წყალობით ამოყო თავი ლევანმა, პასუხი კი ყველაფერზე მან აგო. იქნებ ტყუილია?-შევხედე გუჯას.
-მართალია, მე დაუდე იმ ტიპებს კონტრაქტი.-თავი ჩახარა გუჯამ.
-ყველამ რომ მიატოვეთ ლევანი და მისი ოჯახი ესეც ხომ მართალია. რის ფასად დამიჯდა მისი დახსნა, საკუთარი და ბავშვის სიცოცხლე დავდე სასწორზე, ზურა დავაკავებინე, მოვიდა შენი ცოლი და შვილი და დიდხანს ვერ გაუძლეს შეშლილი ლევანის ყურებას, გამობრუნდნენ და წამოვიდნენ. ამ დალურჯებებს შეხედეთ, რის ფასად მიჯდება არავინ იცით მისი შეკავება, რომ ნარკომანი აღარ იყოს. გთხოვეთ რამე, წავიღე რამე თქვენგან? რატომ არ მანებებთ თავს?-ხმამღლა უყვიროდი ყველას.
-რა მოხდა შვილო?-გუჯამ შემომხედა.
-შენი ცოლი დგას და ჭორაობს, რომ ზურა ჩემი საყვარელია, რომ ზურასგან ველოდები ბავშვს. სირცხვილია ქალბატონო თამარ, სირცხვილი. ეს თუ ვინმეა ლევანის წინაშე მოღალატე თქვენ ხართ, მთელი ოჯახი. თავი დაგვანებეთ და დაივიწყეთ ჩვენი არსებობა. ნუღარ ჭორაობ და საკუთარი შვილის და ჩემს რეპუტაციას ნუ ლახავთ მაინც. გრცხვენოდეთ.-გამოვბრუნდი და დავინახე გუჯამ გულზე ხელი როგორ მიიჭირა და სავარძელში ჩაეშვა. მას მერე არავინ შემხმიანებია, არც თამთას მოუკითხავს თავის ძმა და არც გუჯას და თამარს თავის შვილი.
ლომკა გადავლახეთ, ჯოჯოხეთი დამთავრდა, გონს მოსული მეხუტებოდა და პატარა ბავშვივით ტიროდა ჩემი დალურჯებული სხეულის დანახვისას.
-მაპატიე, თუ შეძლებ მაპატიე.-მეჩურჩულებოდა და მაგრად მიკრავდა გულში.
-ბავშვი-სისველე ვიგრძენი და მივხვდი რომ წ....ბი დავღვარე.
-რა? რა ბავშვი?-შეშინებულმა შემომხედა.
-მშობიარობა მეწყება, ჩქარა. ჩანთა ოთახშია გამომიტანე.-ლევანი სპალნაში გაიქცა და ჩალაგებული ჩანთა გამოიტანა, მერე ხელი მომკიდა და სახლიდან გამოვედით. მალე ღუდუშაურში ვიყავით, 2 საათში ბლოკში შემიყვანეს და პატარა ლიზაც დაიბადა.
-რა პატარაა-ისეთი სიყვარულით დაჰყურებდა ბავშვს ლევანი-ჩემი პრინცესა.
-მომიყვანე, უნდა ვაჭამო-შევხედე ლევანს.
-ვერ ავიყვან, მეშინია, ხელები ისევ მიკანკალებს.
-საწოლი მოწიე და მე ავიყვან.-საწოლი მოაჩოჩა და ბავშვი ავიყვანე, ისე ხარბად წოვდა ძუძუს, ჩემი ყოჩაღი გოგო.
-მარიამ ანა დარჩება შენთან, მე ისევ ცუდად ვარ.
-იქნებ შენ დარჩე.-შევხედე მუდარით.
-არ შემიძლია? არაფერს ვიზავ გპირდები. აღარ გავიკეთებ წამალს.
-კარგი, ანა დარჩეს.-დავეთანხმე.
5 დღეში სახლში გავეწერეთ, გაბრიელიც წავიყვანე და ორივე ბავშვს მე უვლიდი, ლევანიც მეხმარებოდა, ერთად ვაბანავებდით და ტკბილი ოჯახივით ვიყავით. ერთ თვეში ისევ პრობლემები დაგვეწყო, ლევანი სულ გაღიზიანებული დადიოდა, მერე უაზროდ დამიწყო ჩხუბი.
-ლევან დამშვიდდი გთხოვ.-ვეხვეწებოდი.
-უთავმოყვარეო გახდი, როგორ შეგიძლია ჩემს გვერდით იყო.
-ლევან გთხოვ დაწყნარდი, ნერვული შეტევა გაქვს. უთავმოყვარეო არ ვარ, შენი ცოლი ვარ, რომელიც თავისი ოჯახის გადასარჩენად იბრძვის. ბავშვებს სძინავთ, დაწყნარდი არ გაიღვიძონ. -ხელები მოვხვიე, ყელში ვაკოცე და პერანგის ღილების შეხსნა დაუწყე. რაც დაბრუნდა ურთიერთობა არ გვქონია. ვცდილობდი მისთვის ყველა პრობლემა დამევიწყებინა და კოცნას ვაგრძელებდი. მინდოდა ისევ ძველი დრო დამებრუნებინა.
-თავი დამანებე-ხელის კვრით მომიცილა, ინსტიქტურად წავბორძიკდი და ტელევიზორის სადგამს გვერდი მივარტყი. „მორიგი ჩალურჯება,“ გავიფიქრე და სიმწრით გამეცინა, მერე კი ცრემლებმა თავისით დაიწყეს თვალებიდან დენა.
-გეტკინა? არ მინდოდა. -ჩაიმუხლა და ხელები მომხვია.-დრო მჭირდება, დედაშენთან გადადი დროებით, ბავშვებიც წაიყვანე. უნდა დავფიქრდე, დავწყნარდე. ტკივილს გაყენებ, ყოველ დღე, შენ კი ითმენ, რატომ?
-იცი რატომაც. -შევხედე ცრემლიანი თვალებით.-კარგი წავალ, ორივეს გვჭირდება, რომ საბოლოოდ არ დავანგრიოთ ის რაც დაგვრჩა. ოღონდ დამპირდი, რომ ნარკოტიკის ძებნას აღარ დაიწყებ.-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. მეორე დღესვე წამოვკრიფე ნივთები და დედასთან გადავედი საცხოვრებლად. ნერვები ისეთ დღეში მქონდა აღარ შემეძლო, გაბრიელს უმიზეზოდ რომ დაუწყე ჩხუბი, მაშინ დავიჭირე თავი, რომ 2 წლის ბავშვს ვეჩხუბებოდი, უაზროდ და საკუთარ თავზე გავბრაზდი.
-მარი, შვილო იქნებ ჯობია დაცილდეთ, ხედავ რა დღეში ხარ? ადამიანს აღარ გავხარ. თვალები ჩაწითლებული გაქვს ამდენი ტირილით და ნერვიულობით, ბავშვებს ჭირდები პირველ რიგში, შენ კი ნერვები რა დღეში გაქვს. შენი შვილებისთვისაც ასე ჯობია და შენთვისაც.-ნაღვლიანი სახით მიყურებდა დედა.
-მოვაგვარებთ, დედა შენ ნუ ერევი. ცოტა ხანი ცალკე ვიქნებით და მოვაგვარებთ.
-შენი დღიური წავიკითხე, მაპატიე. იმდენი რამე გადაიტანე, რომ ვერცერთი ნორმალური ადამიანი ვერ გაუძლებდა ამას.
-არ უნდა წაგეკითხა. ჩემს ოთახში დადე მერე. -საყვედურით შევხედე.-ლევანმა უფრო ბევრი რამ გადაიტანა, ის ტყვე იყო.
-არა მარიამ, ის კაიფიდან არ გამოსულა მთელი ეს დრო შენ კი ფეხმძიმე, ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდი მარტო მის გამო. რით გიფასებს, მაგის პრონწკა დედა კიდევ შენზე ჭორაობს. -გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-მოგახსენა ლიკამ უკვე ხომ?
-მადლობა თქვი მე მოახსენა და არა ელენეს. თამარს ისეთ დღეს დააღწევს სიკვდილს ანატრებს, ხომ იცი შენ როგორ უყვარხარ.
-ელენეს არაფერი უთხრა, მაგის ნერვები არ მაქვს.
-მარიამ?-ზუსტად მაგ დროს მოვიდა ელენე სამსახურიდან.-რა არ უნდა მითხრას?
-არაფერი, დაივიწყე.-ლოყაზე ვაკოცე.-როგორ ხარ?
-მე კარგად, მარა შენ აქ რატომ ხარ ბავშვებით?
-ცოტა ხანი ნინო მომეხმარება, უძილობა მომკლავს, სულ ტირის ღამე პატარა.-თავი გავიმართლე.
-კარგი, მე გამოვიცვლი და გამოვალ.-თავის ოთახში წავიდა.
-ნინო არაფერი დაგცდეს გთხოვ, ისედაც ვერ იტანს ლევანს.
ბავშვებმა სახლი აახმაურეს, უფრო დამშვიდდნენ, აღარ ჭირვეულობდნენ. მამას სასეირნოდ დაყავდა ყოველ დილით ეტლით. ელენე და ნინო თავს დასტრიალებდნენ და ჩემი პატარები ერთ კვირაში მოპუტკუნდნენ.
ცუდი სიზმარი ვნახე, მომდევდნენ და ვერ გავრბოდი, ფეხები მეკვეთებოდა, შეშინებულმა გავიღვიძე, ვერ მოვისვენე. ნინო გავაღვიძე და ბავშვები ჩავაბარე.
-სად მიდიხარ ამ ღამით? დღეს ხომ ელაპარაკე და კარგად იყო.-გამიბრაზდა ნინო.
-უნდა ვნახო, მეშინია ცუდად არ იყოს. დილით დავბრუნდები.-ნინოს დაუბარე და ღამის 3 საათზე სახლიდან გავედი.
თემქაზე ოც წუთში ვიყავი, ბინას გასაღები მოვარგე და სახლში ფეხაკრეფით შევიპარე. სჯობდა არ მოვსულიყავი, სინათლე ავანთე, ყელში ბურთი გამეჩხირა, კარის სახელურს ჩამოვეკიდე და იატაკზე ჩავიმუხლე, ძალა წამერთვა. ლევანი ჩემს სპალნაში ვიღაც ქალთან ერთად იწვა, გვერდით კი კონიაკის ბოთლები ეყარა. მინდოდა მოვმკვდარიყავი, მინდოდა ეს ცუდი სიზმარი ყოფილიყო, მაგრამ ეს რეალობა იყო. ჩემმა ქმარმა მიღალატა, ჩემს ბინაში, ჩემს საწოლში, სხვა ქალი მოიყვანა. ეს დამცირება არ იყო, ეს ადამიანის განადგურება იყო. ბოლო წვეთი, რომ ეს ურთიერთობა უნდა დანგრეულიყო.
-მარიამ?-უცებ წამოხტა ლევანი და ჩემთან ჩაიმუხლა.
-რა მოხდა?-თავი წამოსწია საწოლიდან იმ ქალმა.
-ჩაიცვი და წადი!-მკაცრი ხმა ჰქონდა ლევანს. ძალა არ მქონდა, ძალას ვერ ვპოულობდი, რომ ავმდგარიყავი, გაქცევა მინდოდა და ვერ გავრბოდი. ისე ვიყავი როგორც სიზმარში, სიზმარშიც მომდევდნენ, გავრბოდი და ვერ მივრბოდი, ძალა არ მქონდა სირბილის, ფეხები არ მემორჩილებოდა.-მარიამ შემომხედე.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-არ შემეხო!-არადამიანური ხმით დავიყვირე.-არ შემეხო მაგ ბინძური ხელებით.-თავი გავინთავისუფლე.
-უნდა წახვიდე ჩემგან, თავს უნდა უშველო, მე ჭაობში ვარ და შენც გითრევ. შენი სიამაყე და თავმოყვარეობა სად გაქრა? უნდა წახვიდე ჩემგან.-ბოლო სიტყვები ყვირილით წარმოთქვა.
-დღეს მე წავალ, მაგრამ ეს ჩემი სახლია და შენ წახვალ აქედან.-ჩემში სიამაყემ გაიღვიძა, მძულდა იმ წამს, მინდოდა მომეკლა, მინდოდა სტკენოდა ისევე როგორც მე მტკიოდა. გასაღებს ხელი დავავლე და წამოვედი.
მანქანა დავქოქე, თვალები ცრემლით მქონდა სავსე, ზურას სიტყვები მიტრიალებდა თავში, არ გიმსახურებსო. მე უნდა მებრძოლა, გაბი და ლიზა მყავდა. მათზე უნდა მეზრუნა, ამიტომ მანქანა გავაჩერე, თავი დავიმშვიდე და კვალვ დავქოქე მანქანა. სახლში მისვლა რა მინდოდა, არ მინდოდა ასეთი ვენახე ნინოს, ან მამას. სადღეღამისო მარკეტში კონიაკი ვიყიდე და ისევ მანქანაში დავბრუნდი. სახლში არ მინდოდა მისვლა. ბოთლს თავი მოვხსენი და დავლიე, ყელი ჩამწვა და მთლიანად გამათბო, ცოტა დავმშვიდდი, მოვდუნდი. დამეძინა. დილით კისრის ტკივილმა გამაღვიძა, მარკეტის ავტოსადგომზე ვიყავი გაჩერებული მანქანით.
სახლში წამოვედი, სადარბაზოს კიბეები სწრაფად ავირბინე, კარი დედაჩემმა გამიღო.
-მარიამ სად იყავი? ვნერვიულობდი.-შეშინებული სახით მიყურებდა.
-ხომ გითხარი დილით მოვალ მეთქი.-ხელიდან ლიზა გამოვართვი და საძინებელში შევედი, ლიზამ ხარბად დაიწყო ძუძუს ჭამა. უკან ნინო შემომყვა.
-სად იყავი?-წარბი მაღლა ამიწია.
-ნინო რა გჭირს, ხომ გითხარი ლევანი უნდა მენახა.
-მერე რომ ნახე და წამოხვედი სად წახვედი?
-შენ რა იცი რომ ვნახე და წამოვედი?
-აქ ბრძანდებოდა, შენ გეძებდა, აუცილებლად უნდა ვნახოო. ისევ ვაწყენინეო.
-მერე შენ რა უთხარი?
-შენი დღიური მივეცი, კარგად რომ მიხვდეს რა გადაიტანე. მე კი მოვკვდი ნერვიულობით, რომ არ გამოჩნდი, უკვე პოლიციაში დარეკვას ვაპირებდი, ტელეფონსაც არ პასუხობდი.
-რატომ მიეცი დედა, მე გითხარი, თუ რამე დამემართა მაშინ მიეცი ლევანს ჩემი დღიური მეთქი. ჯანდაბას-ცრემლები მადგა თვალებზე.
-უნდა იცოდეს რა გადაიტანე, ამაზე უარესი აღარაფერი დაგემართება. გაგანადგურა, სარკეში ჩაიხედე და საკუთარ ანარეკლს შეხედე. იმ მარიამის ლანდიღა დარჩი.-დედაჩემმაც ხმას აუწია.-ლიზა ჭამას მორჩა და ორივეს გაოცებულმა დაგვიწყო ყურება.
-ბავშვს მიხედე.-ლიზა დავაკავებინე, გასაღებს ხელი დავავლე და კიბეებზე დავეშვი.
-სად მიდიხარ?
-უნდა ვნახო.-მივაძახე და კიბეებზე დავეშვი.
სახლში როგორ მივედი არ მახსოვს, ისეთი სისწრაფით მიმყავდა მანქანა საათს რომ დავხედე 15 წუთში სახლის კარს ვაღებდი.
-არააა.. ლევან...-არაადამიანური ხმა აღმომხდა, ლევანი შესასვლელ ოთახში გათიშული ეგდო და ხელში ჩემი დღიური ეჭირა.-ჯანდაბას, რა ჩაიდინე, არ მოკვდე.-112 -ში დავრეკე, ცოტა ხანში სირენების ხმა გაისმა, ლევანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაღაც ახალი ნარკოტიკი, ზედმეტი დოზა, მისაკვრელი პლასტერი მხარზე უპოვეს. ღმერთო ეს რა უბედურებაა, რას არ იგონებენ.-არ მოკვდე, არ უნდა მოკვდე.-დერეფანში ვიჯექი და ბოლთას ვცემდი.
-გადარჩა.-კარებში ექიმი გამოჩნდა, -ცოტაც რომ დაგეგვიანათ მოკვდებოდა.
-მადლობა ექიმო.-მადლიერი თვალებით შევხედე ექიმს.-გმადლობ უფალო, გმადლობ, რომ გადაარჩინე.-ვბუტბუტებდი და ცრემლები თავისით მომდიოდა. მისი დაკარგვით გამოწვეულმა შიშმა შემძრა და ის ზიზღი, გაბრაზება, რასაც რამდენიმე საათის წინ ლევანის მიმართ ვგრძნობდი გაქრა.
მერე იყო პატრული, გამოკითხვა, რა როგორ მოხდა. ლევანიც დაკითხეს, დააჯარიმეს და წავიდნენ.
-ექიმო თქვენი დახმარება დამჭირდება.-ექიმის კაბინეტში შევედი.
-რა ხდება მარიამ.-შემომხედა ბატონდა დავითმა.
-იცით მე ელენეს შვილიშვილი ვარ, ელენე ჭავჭავაძის.-დაუკონკრეტე.-ელენემ მითხრა, რომ დამეხმარებოდით.
-მთხოვე ძვირფასო რაც გინდა, ელენეს გამო ყველაფერს გავაკეთებ.-ელენე და დავითი ძველი ნაცნობები და ჯგუფელები იყვნენ.
-ძლიერი დასაძინებელი საშუალება მინდა გაუკეთოთ ლევანს გაწერისას, 12 საათის განმავლობაში, რომ ეძინოს და არ გაიღვიძოს. მანქანაშიც უნდა დამეხმაროთ, რომ მძინარე ჩავსვათ.
-რას უპირებ?-გამომცდელად მკითხა დავითმა.
-მონასტერში უნდა ავიყვანო, მე ვერ შევძელი და მამაომ იქნებ შეძლოს მისი დახმარება.
-მესმის შვილო, ძალიან ძნელია ნარკომანის გამოსწორება. დაგეხმარები.
-მადლობა. -გახარებული ექიმს ჩავეხუტე.-ამ სიკეთეს არ დაგივიწყებთ.
მამა აკაკი გავაფრთხილე, რომ ლევანი მონასტერში უნდა ამეყვანა. მერე ინგლისში დავრეკე კაკისთან.
-„სიძე როგორ ხარ?“
-„ვა მარო, შენ როგორ ხარ? რაო აბა რამ გაგახსენა სიძე, სულ დას რომ ეჭორავები და ერთხელ არ მომიკითხავ.“
-„მე სულ გკითხულობ.“
-„მეც“.-გაიცინა.
-„კაკი შენი ჯიპი მინდა და სად გყავს?“
-„ოთოს ყავს ჩემს მეგობარს, რაში გჭირდება, Off –Road-ით როდიდან დაინტერესდი?“
-„რა Off –Road-ი მონასტერში უნდა ავიდე.“
-„დაურეკავ და მოგიყვანს სადაც მეტყვი.“
-„მეხუთე საავადმყოფოში თემქაზე მომიყვანოს.“
-„რა გინდა საავადმყოფოში, მშვიდობა გაქვთ?“
-„ლევანია აქ, პერედოზირებით.“
-„ოხ მარიამ, არ ნებდები და ისევ იბრძვი ხომ?“
-„ვიბრძვი.“
-„კარგი დაურეკავ ოთოს.“
პალატაში შევედი, ეღვიძა.
-როგორ ხარ?-ვკითხე და სკამზე ჩამოვჯექი.
-რატომ წამომიყვანე? უნდა მომკვდარიყავი, რომ დაგესვენა ჩემგან. თავს რატომ არ მანებებ?-ხმას აუწია.
-გეყოფა, თუ მოკვდები რატომ გგონია რომ კარგად ვიქნები?
-კარგად იქნები, მე მხოლოდ ტკივილი მომაქვს შენთვის.-თქვა ნაღვლიანად.-შენი დღიური წავიკითხე, ის დღეები გავიარე როცა ჩემს მაგივრად ფურცლებს ელაპარაკებოდი. საკუთარი თავი შემზიზღდა, წადი მარიამ, წადი და თავს უშველე. მე აღარ ვარ ის კაცი, რომელიც ბედნიერებას მოგიტანს, ის ლევანი ცხინვალში მოკვდა.
-ჩვემგან შორს იქნები. იქნებ მიხვდე, რომ შენთვის ძვირფასი და ღირებული ვართ მე და ბავშვები.
-შენ ჩემთვის ყოველთვის ღირებული და ძვირფასი იქნები. შენი სიყვარული არ მაძლევს უფლებას, რომ ჩემთან დაგტოვო.
-კარგი, დაიძინე.-პალატიდან გამოვედი, საპირფარეშოში შევედი და ხმამაღლა ავქვითინდი.-რატომ ღმერთო, ეს რატომ დაგვემართა. რატომ იყო ჩემი ცხოვრება ასეთი ტკივილით სავსე. ლევანს ვერ ვტოვებდი, ჭაობში იყო. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.
დედაჩემი გავაფრთხილე, რომ სვანეთში მივდიოდი, სახლში გავიარე, საჭირო ნივთები ჩავალაგე და თან ლიზა წამოვიყვანე. მერე თემქაზე გავედი, ლევანის ნივთები ჩავალაგე და საავადმყოფოში მივედი. ოთომ დამირეკა, მანქანა მომიყვანა, უკანა სავარძელზე ბავშვის კრესლო დავამაგრე და ლიზა ჩავსვი. დავითმა დასაძინებელი საშუალება გაუკეთა ლევანს, ნაწილი მე მომცა, 5 საათის მერე გაუკეთე ისევო და ბიჭების დახმარებით მანქანაში ჩავსვით. სვანეთში წავედი, 12 საათი გზაში ვიყავი, გზაში რამდენჯერმე გავჩერდი, ბავშვს ძუძუ ვაჭამე, ლევანს ნემსი გაუკეთე და ისევ გზა განვაგრძე. ღამე იყო მონასტერში, რომ მივედი, გზაში ერთ ადგილზე მანქანა ჩამივარდა, მონასტრამდე ცუდი გზა მიდიოდა და ძლივს ამოვედი ტალახიდან.
-მარიამ შვილო, როგორ მოახერხე ამ ამინდში ამოსვლა?-გაოცებული მიყურებდა მამა აკაკი.
-დამლოცეთ მამა აკაკი.-ხელზე ვაკოცე.
-დალოცვილი იყავი შვილო. მოიყვანე?
-მანქანაშია. იქნებ გადმოყვანაში დამეხმარონ, გათიშულია სძინავს. მე სახლში ვიქნები, თუ ვერ დაარწმუნეთ ამოვალ მანქანით და უკან წავიყვან.
-ამ ღამეში მარტო, თან ბავშვით როგორ შეძელი? ძალიან ძლიერი ქალი ხარ მარიამ.
-ღმერთი დამეხმარა. მთელი გზა ლოცვებს ვკითხულობდი.
-ასეთი წვიმების მერე აქ ჯერ მანქანა არ მინახავს მე ამოსული, მხოლოდ ცხენებით ამოვდივართ.
-მამა აკაკი, ეს ბოლო ცდაა. თუ ვერ უშველი არ ვიცი რა ვქნა.
-თავს ნუ იდანაშაულებ, შენ ყველაფერი გააკეთე, დანარჩენი ლევანზეა დამოკიდებული.
მორჩილები და ბერები დამეხმარნენ და ლევანი ერთ ერთ კელიაში მოათავსეს. მე უკან წამოვედი, მამათა მონასტერში ვერ დავრჩებოდი, სვანეთის სახლის გასაღები მეზობელს ქონდა დატოვილი და მას გამოვართვი. 3 დღე დავყავი სვანეთში, მამა აკაკიმ მითხრა, რომ ლევანი კარგად იყო, მოუყვა მე რომ ავიყვანე მონასტერში.
-„მშვიდად არის, შენ დაბრუნდი მარიამ თბილისში, ბავშვიც დატანჯე ამხელა გზაზე.“
-„ეს ბოლო იმედია, მე ღმერთის მწამს, რომ სასწაულს მოახდენს და ლევანი ისევ ძველი ლევანი გახდება.“
-„უფალი დიდია, გწამდეს. დალოცვილი იყავი“.
თბილისში დავბრუნდი, დათოს მოუყევი ყველაფერი. სახე დაუსევდიანდა.
-ისევ გიყვარს, ყველაფრის მიუხედავად გიყვარს.
- ეს ბოლო ცდაა, ან შეიძლება დასასრულიც იყოს. ეს ლევანზეა დამოკიდებული.
-და შენ? შენ რას იზავ, რომ მოვიდეს და პატიება გთხოვოს?
-დათო, მე ნუ მელოდები, ლევანს რომც დავშორდე შენ არ გამოგყვები. არ ვიცი თუ ნარკოტიკებს შეეშვება შეიძლება ვაპატიო კიდეც. დავით ჯობს სხვას დაუკავშირო შენი ცხოვრება. დროა სხვა ნახო, გაიცნო და შეიყვარო, შენ კარგი მეგობარი ხარ. გთხოვ ნუღარ გავირთულებთ ცხოვრებას, დავრჩეთ როგორც კარგი მეგობრები.
-მე ვერ ვიქნები მეგობარი.
-გთხოვ,-ხელი გავაშვებინე.-გთხოვ გამიგე.
ერთი თვე გავიდა, სამსახურში ჯერ კიდევ არ გავდიოდი, სვანეთში ვიყავი წასული. ლევანის ნახვა მინდოდა, მან კი ჩემი ნახვა არ მოინდომა. თითქოს სამი შვილი მყავდა, გაბრიელი, ლიზა და ლევანი. მეცოდებოდა, საკუთარი მშობლები და და არც კი კითხულობდნენ. ვალდებულებას ვგრძნობდი, რომ უნდა მეზრუნა მასზე. ჩემში ორი ქალი იბრძოდა, სუსტი და ძლიერი.
დათო დამიკავშირდა მის მეგობარს ძველი სახლი უყიდია გაგარინზე, ამხანაგობის შექმნა უნდოდათ მეგობრებს, რომ კორპუსი აეშენებინათ, მე რადგან აქტიურად ვიყავი ჩართული სამშენებლო ბიზნესში რჩევა მთხოვეს. თემქის სახლში ვეღარ მივდიოდი, ღალატის სცენა თვალებიდან არ ამომდიოდა. ამიტომ დაველაპარაკე და მეც ჩავერთე ბიზნესში ისევ. როგორც გამოცდილმა ამ საქმეში, ყველა საბუთების მოგვარება ჩემს თავზე ავიღე, ბინა გავყიდე და ამხანაგობა ჩამოვაყალიბეთ. ირინას დაუკავშირდი და პროექტი შევადგინეთ. 5 სართულიანი კორპუსის მშენებლობა დავგეგმეთ. ერთი სადარბაზო და სართულზე 2 ბინა. სულ 10 ბინა უნდა ყოფილიყო. მშენებლებსაც დაუკავშირდი, ბიჭებს გაუხარდათ, უმუშევრები იყვნენ, მერიამ პროექტი დაგვიმტკიცა და მშენებლობა დავიწყეთ. დეკრეტის პერიოდში ისე ვიყავი დაკავებული მშენებლობის ამბებით, რომ ბავშვებისთვის ვერ ვიცლიდი. მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობდა, მამა აკაკიმ დამირეკა.
-„მარიამ სათხოვარი მაქვს შვილო შენთან.“
-„მთხოვეთ მამაო“.
-„აქ ერთი პატარა სოფელია ახლომახლო, ერთი საბავშვო ბაღი აქვთ. ავარიულია და ბაღი დახურეს. ხალხი თითქმის არ დარჩა, სულ 18 ბავშვია, მათ მშობლებს ბავშვების შენახვის საშულებაც არ აქვთ, იძულებულები იქნებიან დატოვონ სოფელი და ქალაქში გადავიდნენ. შენს ნაცნობებში იქნებ ვინმე დაგვეხმაროს და მთავრობამ ბაღი არ დახუროს. ლევანმა მითხრა შენთვის დამერეკა. მარტო დაავალე და მოგვარებით აუცილებლად მოგიგვარებსო. ღმერთი დაგლოცავს შვილო, თუ შეგიძლია იქნებ დაეხმარო ამ ბავშვებს.“
-„სექტემბრამდე 2 თვეა დარჩენილი, მოვიფიქრებ რამეს აუცილებლად. რასაც შევძლებ დაგეხმარებით.“
-„ღმერთმა დაგლოცოს შვილო. უფალი დაგეხმარება.“
დათოს დაურეკე, ვთხოვე რამდენიმე ბიჭს წავიყვანდი სვანეთში, მასალას ავიტანდით და ბაღის რემონტს დავიწყებდით. დამთანხმდა, წაიყვანე ბიჭებს მე გავაფრთხილებო.
-აბა სვანეთში სამუშაოდ ვინ გამომყვებით სუფთა ჰაერზე?-მშენებლობაზე ბიჭებს ბუტერბროდები მიუტანე და თან მუდარის თვალებით შევხედე.
-მილედი სად დავიძინებთ სვანეთში?-მკითხა ერთერთმა მუშამ.
-კეთილმოწყობილ სახლში ყველა საჭირო პირობით. მანქანით მიგიყვანთ მშენებლობაზე და მანქანით წამოგიყვანთ. პატარა საბავშვო ბაღი უნდა ავაშენოთ 3 ოთახი სულ.-გადავხედე ღიმილით.-4 კაცი საკმარისი იქნება. ისეთები თუ წამოხვათ, ვისაც მალიარობაც გამოგდით მთლად უკეთესი. კარგ საქმეს გავაკეთებთ, მამაოს თხოვნაა.
-მე წამოვალ.-ხელი ასწია ერთმა მუშამ.
-მეც-დაეთანხმა ე.წ „მილედი“
-ჩვენც წამოვალთ-კიდევ ორმა აწია ხელი.
-კარგით, შევთანხმდით. ხელფასს ისევე მიიღებთ როგორც აქ. ხვალ დილით აქ მოვალ და აქედან წაგიყვანთ.
სახლში მივედი და დედაჩემი გავაფრთხილე რომ სვანეთში მივდიოდით. ბავშვებსაც დავასვენებდი ცოტას, ჰაერს გამოუცვლიდი. მამაჩემი მუშებს წამოიყვანდა. მე, დედას და ბავშვებს. მეორე დილით გავემზადეთ და სვანეთის გზას დავადექით. ადგილი ვნახეთ, ნახაზი თავად შეუდგინე და მუშებმა საძირკველის გათხრა იმ დღესვე დაიწყეს. მამა აკაკი მოვიდა ცხენით, აკურთხა საძირკველი, მასალები ავიტანე და მშენებლობაც გაჩაღდა.
-„დათო გისმენ“.
-„რას შვრებით, დაიწყეთ?“
-„კი დავიწყეთ.“
-„ბიჭებმა მამა აკაკიმ ჩვენი სახლებიც აკურთხოს და 5000 ლარს გადმოვრიცხავთო ბაღის მშენებლობისთვისო.“
-„ჩამოვიყვან თბილისში და ვაკურთხებინებ, ისედაც ვაპირებდი.“
-„კარგი, შენს ანგარიშზე ჩავრიცხავ, მასალებზე დაგჭირდება.“
-„დიდი მადლობა.“
-„როდის დაბრუნდები?“
-„მშენებლობა რომ დამთავრდება მერე“.
-„კარგი, კარგად.“
-„კარგად დათო.“-ტელეფონი გავთიშე.
მეზობლად ქალბატონი ვენერა ცხოვრობდა, ახალგაზრდა ქალი იყო. ბავშვებს ძიძად დაუდგებიო დედაჩემს შეუთანხმდა და დედა თბილისში წამოვიდა, ერთი კვირა იყო სვანეთში და მამა სულ წუწუნებდა.
ვენარა ბავშვებს აქცევდა ყურადღებას, მე მუშებს უმზადებდი საჭმელს, მშენებლობაზეც მიგვქონდა საჭმელი. მთელ დღეს სამზარეულოში ვატარებდი, ბავშვებმაც ისე გაიხარეს, გაირუჯნენ, კარგად ჭამდნენ და სულ ბედნიერ ხასიათზე იყვნენ. იმით უფრო იყვნენ ბედნიერები, რომ სახლში მხედავდნენ. სექტემბერში სამსახურში უნდა გავსულიყავი, ცოტა დრო მქონდა, რომ შვილებთან მეტი დრო გამეტარებინა. ორი კვირა გავიდა რაც სვანეთში ვიყავით, ლევანი საერთოდ არ მოსულა, მამა აკაკიმ კარგად არის, უბრალოდ ყველაფრის მერე დრო სჭირდებაო. მეც აღარ ავსულვარ მონასტერში, სიამაყე არ მაძლევდა უფლებას ისევ დამემცირებინა თავი. ივლისის თვე იყო, ძალიან ცხელოდა, საღამოს სამზარეულოში საჭმელს ვამზადებდი ბიჭებისთვის.
-მარიამ შენი ქმარია სვანი ხომ?-გიორგი შემეკითხა(ერთერთი მუშა).
-კი ლევანია სვანი, მე ხევსური ვარ. ეს ლევანის სახლია.-კითხვაზე უპასუხე.
-მართალია სვანებზე რა ანეგდოტებსაც ყვებიან?-მკითხა გიორგიმ.
-მართალია, უცნაურობები სჭირთ. ერთხელ სახლის გასაღები დამრჩა სახლში, ტელეფონიც, მხოლოდ საფულე მქონდა წაღებული, ხო და ლევანი სახლიდან უნდა გასულიყო, ვერ მიკავშირდებოდა, ამიტომ დაწერა წერილი, მარიამ სახლის გასაღები ფეხსაწმენდის ქვეშ დევსო და მიაკრა კარებს. სახლში, რომ მივედი და ეს წარწერა დამხვდა, პირველი რაც გავაკეთე სახლში შევარდი, გაქურდული ხომ არ არის მეთქი, მერე დავჯექი და გულიანად ვიცინე.-მოყოლა არ მქონდა დამთავრებული რომ ბიჭები ხარხარებდნენ.
-მარიამ ბავშვებმა დაიძინეს მე წავალ,-სამზარეულოში ვენერა შემოვიდა.
-კარგით ვენერა დეიდა წადით-ვენერა გავაცილე და ბიჭებს სუფრა გაუშალე. მე ჩაის ფინჯანს ხელი დავავლე და ტელევიზორის ყურება დავიწყე. კარების ხმა მომესმა.-ვენერა დეიდა რამე დაგრჩ...-სიტყვა გამიწყდა, კარში ლევანი იდგა, წვერი მოშვებული ქონდა, თმაც ჩამოზრდილი.-ლევან?
-ბავშვების ნახვა მინდოდა.-ჩაილაპარაკა დამნაშავესავით.
-სძინავთ, ზემოთ ადი და ნახე.-მაქსიმალურად ვეცადე ცივად მეპასუხა.
-კარგი.-გვერდი ამიარა და კიბეებისკენ წავიდა, უცებ გაჩერდა და ჩემსკენ შემობრუნდა-შენ როგორ ხარ?
-კარგად. -ცივად უპასუხე.
-კარგი.-ზემოთ ავიდა, მე სამზარეულოში შევბრუნდი.
-მარიამ ჩვენ გავივლით, ლუდს დავლევთ გარეთ. სამზარეულო ბაჩომ მიალაგა.-სამზარეულოდან სერგო და დანარჩენი ბიჭები გამოვიდნენ და სახლიდან გავიდნენ.
ჭურჭელს ვრეცხავდი ლევანის ფეხის ხმა რომ გავიგე, ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა და მშვიდად ვყოფილიყავი. ზურგს უკან მის სუნთქვას ვგრძნობდი.
-ხომ არ მოგეხმარო?-უფრო ახლოს მოვიდა.
-არა, თითქმის მოვრჩი. საჭმელს შეჭამ?-უარის ნიშნად თავი გაიქნია.-ყავა ან ჩაი ხომ არ გინდა?-ხელები შევიმშრალე და მისკენ შემოვბრუნდი. თვალებში ცრემლი ედგა, თითქოს ტირილი უნდოდა და თავს იკავებდა.
-არა, დაჯექი და მომიყევი.-სკამი გამომიწია, მეც დავემორჩილე და დავჯექი.
-ძალიან გახდი, არაფერს ჭამ?
-შენც გამხდარი ხარ, თვალებიც დაღლილი გაქვს. ამ ლამაზ ხელებს რა უყავი?-ჩემს ნაომარ ხელებს დახედა.
-სულ სამზარეულოში ვარ, მთელი დღეს საჭმელებს ვამზადებ. დარჩები?-შევხედე.
-გინდა რომ დავრჩე?
-ჩემთვის სულერთია. ბავშვებს დაავიწყდათ როგორ გამოიყურება მათი მამა.-ვუთხარი საყვედურით.
-დავრჩები, იმიტომ ჩამოვედი, რომ დავრჩე. აქამდეც უნდა ჩამოვსულიყავი, უცხო ადამიანებთან ერთად ცხოვრობ აქ ბავშვებთან ერთად. ჩემი მოვალეობაა დავრჩე.
-ნუ დარდობ, არ მეფლირტავებიან, ისინი ჩემი მეგობრები არიან. ცდილობენ მეც დამეხმარონ, პატივს მცემენ და მიფრთხილდებიან.-ქვემოდან ამომხედა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-ჩემს გატაცებაზე რა ხდება, იყო სასამართლო?
-სასამართლო იყო, დავესწარი. ზურას დაველაპარაკე და კომპანია მამაშენს დაუბრუნა, თუმცა ფინანსური პრობლემებია და ამჟამად გაკოტრებულად გამოცხადდა ფირმა.
-მარიამ მაპატიებ?
-ყველაფერს ვპატიობ ადამიანებს გარდა ღალატისა.-სახე მოეღრუბლა და დაუსევდიანდა. თუმცა არ მეცოდებოდა.-ცივი ყავა უნდა დავლიო და თუ გინდა გაგიკეთებ.
-კარგი დავლევ, კომპანიონობას გაგიწევ.
-სანამ ყავას გავამზადებ გთხოვ წადი და წვერი გაიპარსე, თან იბანავე, საშინლად გამოიყურები.
-თმას არ შემჭრი? ძალიან ჩამომეზარდა.-მკითხა შეპარვით.
-შეგჭრი, მეშინია ბავშვები არ შემიშინო.-გაუცინე, მასაც გაეღიმა.
-წვერს გავიპარსავ და გამოგძახებ, მანამდე ყავა გააკეთე.-თავი დაუქნიე და ისიც სააბაზანოში გაუჩინარდა.
ყავა გავამზადე, ნამცხვარიც დაუდე თეფშზე, ისე იყო გამხდარი, ვნერვიულობდი მის ჯანმრთელობაზე.
-მარიამ მოხვალ?-სააბაზანოდან გამომძახა.
-მოვდივარ.-ტუმბოდან მაკრატელი ავიღე და სააბაზანოში შევედი. წელს ზემოთ შიშველი იყო, პირსახოცი ქონდა წელზე შემოხვეული და წვერის გაპარსვას რჩებოდა.-დაჯექი და შეგჭრი.-ლევანიც უსიტყვოდ დაჯდა, თმას ვაჭრიდი, დეკოლტე მაისური მეცვა, წინა მხარეს დაუწყე თმის შეჭრა, მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი ჩემს მკერდზე, მისი ცხელი სუნთქვა კანზე მეფრქვეოდა.
-მომენატრე.-წელზე ხელი მომხვია და მუხლაბზე დამისვა.
-გეყოფა ლევან. ჟინის დაკმაყოფილება თუ გინდა შეგიძლია სხვა ვინმე იპოვო.-ფეხზე წამოვხტი და თმის შეჭრა განვაგრძე.
-არასდროს არ მაპატიებ?
-არა! -დასევდიანდა, თუმცა ჩემს ფეხზე ააცურა ხელი.-სანამ ამ მაკრატლით თავი არ მოგაჭერი ხელები გააჩერე.
-ისევ ისე გეხორკლება კანი ჩემი შეხებისას.-ჩაეცინა ისევ.
-თვითკმაყოფილი იდიოტი ხარ. -შეუბღვირე გაბრაზებულმა.
-უკვე იწექი დავითთან? ერთად ხართ? თუ ერთად ხართ გზიდან ჩამოგეცლები. უბრალოდ ისე თრთოდი ჩემი სიახლოვისას ვიფიქრე.. დაივიწყე.-ჩაილაპარაკა ნაღვლიანად.
-დათო მეგობარია.
-ისევე მიყვარხარ, მაგიჟებ, შენისთანა ქალზე ოცნებობენ...
-ჩემისთანა ქალი შენს გვერდით იყო და შენ ვიღაც ქუჩის ქალს ჟიმავდი.
-ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს.-ხმას აუწია.
-კმარა ლევან ჩემი მასხარად აგდება.-თმის შეჭრას მოვრჩი.-მინდა ამ მაკრატლით მოგკლა, ის სცენა რომ მახსენდება.
-მე კი მინდა ეგ გაბრაზებული ტუჩები მოგაჭამო.-ხელი მომხვია და ტუჩებზე დამეწაფა. თავი გავაკონტროლე და ხელი ვკარი, მერე სილაც გავაწანი.
-აღარ მოგცემ უფლებას ჩემი გრძნობებით კიდევ ითამაშო.-შეუყვირე და სააბაზანოდან გამოვედი.
ყავას ვსვავდი, ცოტა ხანში ლევანიც გამოვიდა.
-ყინულები დადნა, აღარ არის?-პირახოცშემოხვეული დადიოდა მისაღებში. თვალი ავარიდე, განგებ დააბიჯებს ეხლა ჩემს ცხვირწინ ნახევრად შიშველი, რომ გამოგიწვიოს. არ აყვე მარიამ, არც ოთახში გაიქცე. საკუთარ თავს შემოუძახე და სავარძელზე კომფორტულად მოვკალათდი.
სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, ყინულები დაამატა ყავას, სვავდა და დაჟინებით მიყურებდა. ოთახში ბიჭები შემოვიდნენ და გაოცებულები გაჩერდნენ , ხან მე მიყურებდნენ, ხან ლევანს, ხან ერთმანეთს.
-გამარჯობათ ბიჭებო, მე ლევანი ვარ.-წამოდგა და ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი.
-გამარჯობათ, სასიამოვნოა.-ამოისუნთქეს ბიჭებმა.-ჩვენ წავალთ, დავიძინებთ.-ერთხმად შესძახეს და საძინებლებში გაუჩინარდნენ.
-ჩვენც დავიძინოთ.-გადმომხედა ლევანმა.
-დაიძინე, თამთას ოთახში შედი შენ. იქ არავინ შემიყვანია.
-ბავშვები მომენატრნენ, მეც თქვენს ოთახში დავიძინებ.
-კარგი, მაშინ მე დავწვები თამთას ოთახში.
-სირცხვილია მარიამ, რას იტყვიან ბიჭები. დილით სხვადახვა ოთახიდან რომ გამოვალთ.
-არაფერს არ იტყვიან.
-გთხოვ, მხოლოდ ერთი დღით მოვედი, მინდა თქვენს გვერდით ვიყო.
-კარგი.-ამოვიბუზღუნე და საძინებლისკენ წავედი. სინათლე ჩააქრო და უკან გამომყვა. საწოლი გადაშალა, სანამ მე ბავშვებს დავაფარე გადახდილი საბნები.
-რამე მითხარი?-ჩემსკენ მოდიოდა.
-არაფერი არ მითქვამს.-ჩავილაპარაკე.- ხვალ ისევ მიდიხარ?
-თუ გინდა დავრჩები.
-ლევან, მამა აკაკიმ მითხრა, რომ ნარკოტიკებს თავი საბოლოოდ დაანებე.
-ნარკოტიკებს თავი შენი წყალობით დავანებე, უბრალოდ, მაშინ საკუთარი თავი მძულდა და სიკვდილი მინდოდა.
-რატომ მიღალატე, აღარ გიყვარდი? აღარ მოგწონდი?-თვალებიდან ცრემლებმა თავისით დაიწყეს დენა.
-შეუძლებელია შენ არ მოსწონდე კაცს, შეუძლებელია შენი სურვილი არ კლავდეს.
-აბა რატომ ლევან? რატომ მომიკალი გული? რატომ დამიკარგე რწმენა?
-სუსტი და იდიოტი ვიყავი.-ყურზე მაკოცა და გულზე მიმიხუტა.
-არა გაჩერდი.-ხელები გულზე მივადე და უკან გავწიე.
-უნდა მოგეფერო, გავგიჟდები. ამდენი ხნის მერე, რომ არ მოგეფერო მოვკვდები. -ხელები გამიკავა და ყელში დამიწყო კოცნა.
-მერე რა მოხდება, ისევ ხელს მკრავ, ისევ დამტოვებ როგორც მაშინ, კოცნიდან ხელის კვრაზე გადახვალ? შენი უხეშობით გამოწვეული ჩალურჯებები ძლივს დამიამდა. რატომ? რატომ შეიცვალე?-ისევ ვტიროდი.- გაჩერდი, ქალი თუ გინდა ნახე ვინმე, მე ნუღარ მატკენ, მომცილდი-ხელები მივაბჯინე და უკან გავწიე.
-გთხოვ მაპატიე,-ხელები მომხვია და ჩემს ტუჩებს მისწვდა. საკუთარი შეცდომები გამახსენდა, გამახსენდა, რომ მეც სუსტი აღმოვჩნდი ზურას წინაშე, გავამართლე ლევანის ღალატი და ისევ ვაპატიე. მძულდა სუსტი ქალები, ქმრის ღალატს, რომ იტანდნენ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ ვაპატიებდი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში იმას ვაკეთებდი, რისთვისაც სხვას გავკიცხავდი.
-ლევან-შემეცოდა, ხელები მოვხვიე და მანაც მუხლებზე დამისვა. მის ყელში ვტიროდი, სათქმელს თავს ვერ უყრიდი. რას ვაკეთებდი, მეცოდებოდა და ისევ ურიგდებოდი.
-მაშინ დავლიე და ის ქალი იმიტომ მივათრიე სახლში.-მხვევდა და გულში მიკრავდა.
-არ იფიქრე რომ ძალიან მეტკინებოდა?
-აქამდე სურვილიც დაკარგული მქონდა, არ მინდოდა ქალი, არ მინდოდი არც შენ, მხოლოდ ნარკოტიკზე ფიქრი მიტრიალებდა თავში. ბავშვებს უყურებდი და თავს ვარწმუნებდი, რომ შენს სისხლსა და ხორცს რომ უყურებ მაგაზე დიდი კაიფი არ არსებობს. შენს მიმართ ვნება გამიქრა, მხოლოდ შენი სიყვარული დამრჩა, მიყვარდი და მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი, ამიტომ გთმობდი ადვილად, ამიტომ ვიქცეოდი საშინლად. მერე გიყურებდი როგორ იბრძოდი ისევ და ისევ და საკუთარი თავი მეზიზღებოდა. მინდოდა წასულიყავი და სხვაგან გეძებნა ბედნიერება, მაგრამ ვიხსენებდი განვლილ დღეებს და მარტოობის შიშს ისევ შენთან მოვყავდი. ეგოისტურად ისევ პატიებას გთხოვდი და შენც ბრძოლას აგრძელებდი. რამდენჯერაც შენს თვალებში იმედის ნაპერწკალი ჩაქრა, იმდენჯერ ვცადე ისევ ამენთო შენი თვალები. ეგოისტურად მეშინოდა მარტო დარჩენის. მიმაჩვიე, სულ ზრუნავდი ჩემზე. იმდენჯერ გამოვიარე ლომკა იმ 5 თვის მანძილზე, რომ ფსიქიკა დამენგრა. ის ნაბიჭ*ი მაწუწუნებდა წამალზე, ლომკა მკლავდა და არ მიკეთებდა, მერე დანარჩენებს ვეცოდებოდი და ზურა რომ მიდიოდა რუსეთში ისინი მაძლევდნენ წამალს. არც ახლა ვარ მთლად ჯანმრთელი, ხან ისეთი ძლიერი სურვილი მიჩნდება ისევ გავსინჯო ნარკოტიკი, ეს საშინელებაა. შენ ერთხელ თქვი გამოსწორებული ნარკომანი არ არსებობსო, რამდენჯერაც შენი ეს ნათქვამი დამიტრიალდება თავში ვებრძვი საკუთარ თავს, რომ არ უნდა გავაკეთო ეს და უნდა დაგიმტკიცო, რომ ნარკომანი აღარ ვარ და რომ თავს დავაღწევ ყველაფერს.-ზურას ნათქვამი გამახსენდა, შენს ქმარს მე არ მივეცი წამალი თავად მოინდომა და ბიჭებმა გაუკეთესო. მართალი მითხრა, არ უნდოდა ლევანი ნარკომანი ყოფილიყო, მის გამოსწორებასაც ცდილობდა. არ მესმოდა მისი, აქამდე ყველა ცოდვაში მას ვდებდი ბრალს, ახლა კი არ ვიცოდი არაფერი. თავში ყველაფერი მერეოდა.
-ისევ დაბრუნდები მონასტერში?-სახეზე ხელი ჩამოუსვი, თავი მოაბრუნა და ხელზე მაკოცა.
-უნდა დავბრუნდე, იქ ვერ მივიღებ ნარკოტიკს და ადვილად დავძლევ სურვილს. იცი იქ სულ სხვაა, ლოცვას რომ ვიწყებ სურვილი ქრება, ისეთ შვებას ვგრძნობ. სანამ მშენებლობა იქნება და აქ იქნებით თქვენთან ვიქნები მეც, მერე ისევ დავბრუნდები რამდენიმე თვით მონასტერში.
-კარგი.-თვალები ცრემლით მქონდა სავსე.-ასე აჯობებს, უნდა დაძლიო საბოლოოდ, ჯანმრთელი გვჭირდები მეც და ბავშვებსაც.-ვაპატიე და შეურიგდი, შეცოდებამ საკუთარი გრძნობა დამავიწყა, გადაწყვეტილი მქონდა ლევანის მიტოვება და ისევ ვერ შევძელი.
-მოდი ჩემთან.-წელზე ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა.
მონატრებულ ქმარს გულში ჩავეკარი და ცრემლებად დავიღვარე. ზურგიდან იყო ჩახუტებული, მისკენ გადავბრუნდი, ვერ ვიჯერებდი რომ ჩემს გვერდით იყო, თამაში მოვიგე, ზურას მაინც ვაჯობე და ქმარი დავიბრუნე. „ჯანდაბას მარიამ ისევ ზურა, დაივიწყე ეგ კაცი და დაიწყე ბედნიერი ცხოვრება შენს ოჯახთან ერთად თავიდან“, შემოუძახე საკუთარ თავს.
-ლევან გძინავს-ლოყაზე ვეფერებოდი.
-არა,-თვალები გაახილა და შემომხედა.
-სახლი რომ გავყიდე და ახალ სახლს ვიშენებთ იცი?
-ყველაფერი ვიცი, მამა აკაკი მიყვებოდა. მხოლოდ ის არ მომწონს ჩვენი ბინა დათოს ბინის ქვემოთ რომ არის.
-რომ დამთავრდება თუ გინდა გავყიდი და სხვაგან ვიყიდოთ.
-შენ თუ მოგწონს ეგ სახლი შევეგუები მაგ ამბავს.
-მომწონს, თანაც დიდი და ნათელი ბინა გამოდის, 100 კვადრატული მეტრია. დავიღალე ამ ბინების გაყიდვით, მინდა რომ ერთ ადგილზე ვიცხოვროთ. იმდერნჯერ ჩავალაგე ბარგი თავი ბოშა მგონია. რაც სრულწლოვანი გავხდი სულ ჩემოდნებით დავდივარ. შენ თუ არ მოგწონს, ეხლავე გავყიდი მშენებლობის პროცესში და სხვა სახლს ვიყიდი. თუ გავარემონტე ჩემებურად მერე გაყიდვას ვეღარ გადავიტან.
-იცი როგორ მწყდება იმ სახლზე გული? ისეთი მაგარი იყო, მართლა ძალიან მაგრად მოაწყვე, ბაღიც ისეთი ლამაზი იყო.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
-შენთან ერთად და ჩემს შვილებთან ერთად ყველგან ბედნიერი ვიქნები, გავყიდი იმ სახლს. შენ როდის აპირებ დაბრუნებას, იმ დროისთვის იქნებ ვიყიდო უკვე გაკეთებული ბინა.
-არ გაყიდო, რა მნიშვნელობა აქვს სად ვიცხოვრებთ, სადაც არ უნდა ვიყოთ თაყვანისმცემლებს მაინც აიკიდებ. ლამაზი ცოლის ყოლა ნამდვილი შარია.-გაიცინა და მაკოცა.-მე რამდენიმე თვე დავრჩები ისევ. იქნებ დამთავრდეს მშენებლობა მანამდე და მერე დავბრუნდები. ამჯერად მოგეხმარები მოწყობაში, საქმე მაინც არ მაქვს არაფერი.-ჩაილაპარაკა ნაღვლიანად.
-ვაკანსიებს ვნახავ და იქნებ მანამდე რამე ვიპოვოთ შენთვის. მთავარია ჯანმრთელად იყო და ყველაფერს მოვაგვარებთ. თანაც ჩემი ხელფასი გვეყოფა, არ არის აუცილებელი ბრენდები გვეცვას და სამ თვეში ერთხელ ევროპას ვლაშქრავდეთ.
-იცი რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ? ისეთი მუხტი და ენერგია მოდის შენგან სასწაულს დაიჯერებ. დავიძინოთ ეხლა, გადაღლილი ვარ, მონასტერში სულიერად ისვენებ, ფიზიკურად კი ძალიან იღლები ადამიანი. მუშაობას რომ დავიწყებ კელიებში მეტალოპლასტმასის კარ ფანჯრები უნდა ჩაუსვა მამაოებს. საშინელი სიცივე იქნება ზამთარში, ჭიისგან შეჭმულია უკვე ფანჯრები, გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.
-ლევან ბაღის მშენებლობა რომ მორჩება შეიძლება დამრჩეს ფული, არ ვიცი ინვენტარში რამდენი დაიხარჯება. რამდენიმე ფანჯარა იქნებ შევძლო და უყიდო.
-კარგი იქნება, მონასტერს იშვიათად სტუმრობენ და შესაბამისად არც დაფინანსება და არც შესაწირი არ არის. დენიც კი არ არის შეყვანილი.
-მაგას მოვაგვარებ. ენერგო კომპანიაში ჩემი ჯგუფელი მუშაობს, დაველაპარაკები და მოვაგვარებთ.
-შენთან ცხოვრება იოლია, ყოველთვის ადვილად აგვარებ ყველაფერს. პრობლემების მოგვარების ნიჭი გაქვს, ადამიანებსაც ადვილად არწმუნებ.
-ცუდად მიგაჩვიე შენ, ყველაფერს მე რომ ვაგვარებ. აღარ ვარ ის მარიამი, არც შეცდომებს არ ვპატიობ?
-ჩემი ბრაზიანი გოგო. მე ხომ მაპატიე? თუ არც მე მაპატიე?-ნიკაპზე ხელი მომკიდა და თვალებში ჩამხედა.
-არც შენ არ გაპატიე. ერთხელ კიდევ შეგეშლება და ჯანდაბაში გაგიშვებ.-ვუთხარი გაბრაზებულმა.
-დამშვიდება გჭირდება, აშკარად.-ფეხზე ხელი წამავლო და ზემოდან მომექცა.
ძილში ლიზას ტირილი ჩამესმა, მაგრამ თავს ვერ ვაღწევდი ძილს.
-მარიამ ტირის რა უნდა?-ლევანმა ბავშვი გვერდით მომიწვინა.-ვეცადე და ვერ დავამშვიდე?
-შია, ჩემი მუცელა გოგო.-თვალები გავახილე და ლიზას ძუძუს ვაჭმევდი.
-ამაზე დიდი კაიფი არაფერია, თქვენ რომ გიყურებთ.-სიყვარულით სავსე თვალებით გვიყურებდა მეც და ლიზასაც.
-არ გენატრებოდნენ?-ბავშვებზე ვანიშნე.
-იცი ნარკომანისთვის ყველაფერი სულერთია. წამლის გაკეთების სურვილი გკლავს მუდმივად და არ გახსოვს შენს ირგლივ არავინ და არაფერი. ყელში გაწვება, სპაზმი გაქვს და გგონია დაიხრჩობი თუ არ გაიკეთებ. აღარც ქალი გინდა, აღარც შვილები და არც მათი მომავალი გახსოვს. რომ გამომიხსენი მაშინ ემოციების მოზღვავება მქონდა, გაბიმ რომ ვერ მიცნო გავბრაზდი, გული დამწყდა. მერე ვიბრძოდი და თანდათან თბილი გრძნობები მიბრუნდებოდა თქვენს მიმართ, მერე ეს ცქნაფა გაჩნდა და ისეთი სინაზე ვიგრძენი. ვებრძოდი თავს, პირველი ეტაპი გადავლილი მქონდა, შეგრძნებები დამიბრუნდა, შვილებთან მინდოდა ყოფნა, მოფერება. ვიშოვე, ის დასაკრავი ნარკოტიკი, დამალული მქონდა სახლში და ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთან, რომ არ გამეკეთებინა. მერე ვცადე სასმელში მეპოვა შვება და სმა დავიწყე. დათო ქავთარაზე იყო მოსული, ფული დამიტოვა სახარჯოდ. დათოს დატოვილი ფულით მხოლოდ სასმელს ვყიდულობდი და არ ვფხიზლდებოდი. გარეთ გავედი და ბარში შევედი, მინდოდა ხალხში გავსულიყავი, ძველი ნაცნობები შემხვდნენ, სასმელზე დამპატიჟეს, გამოვთვერი, მერე ის ქალი ამეკიდა. მერე კი შენც იცი.-ისევ დასევდიანდა. ლიზამ დაიძინა ძუძუს ჭამის დროს და ლევანმა საწოლში გადააწვინა. ისევ გვერდით მომიწვა და მაგრად ჩამეხუტა.
დილით კარზე კაკუნმა გამაღვიძა. თვალები, რომ გავახილე ლევანი იდგა კართან და ბაჩოს ელაპარაკებოდა. მერე შემობრუნდა და გამიღიმა.
-რა მოხდა? რომელი საათია?-საათს დავხედე 9 საათი იყო.-ღმერთო ბიჭები მშენებლობაზე უნდა წავიყვანო, ბავშვები..-ბავშვებიც არ იყვნენ ოთახში.
-დაწყნარდი, გასაღები მივეცი და ბიჭები თვითონ წავლენ შენი მანქანით. ბავშვები კი ვენერა დეიდამ წაიყვანა, თავისთან ეყოლება დღეს მთელი დღე. ასე რომ დღეს ჩემი ხარ და საწოლიდან ფეხი არ მოიცვალო.-თითი დამიქნია და გვერდით მომიწვა.
-ლევან, საჭმელი მაქვს ბიჭებისთვის გასაკეთებელი.
-შუადღით ავდგეთ და ერთად გავაკეთოთ, მეც მოგეხმარები.
-მარტო მე მოგენატრე? შვილები არ მოგენატრნენ? როგორ იქცევი?-გაბრაზებულმა შევხედე.
-ისინიც მომენატრნენ, მთელი ღამე გიყურებდით. შუადღის მერე გავისეირნოთ ყველამ ერთად, ცოტა მზე რომ გადავა. რა ვქნა, ძალიან მომენატრე-ყელში მაკოცა.-შენით ვერასდროს გავძღები.
-მშია, შენ არ გშია? გუშინაც არაფერი გიჭამია.-საწოლიდან წამოვხტი და ხალათი მოვიცვი.
-ახლავე მოდი აქ!-გაბრაზებულმა შემომხედა.
-მშია, ენერგია უნდა აღვიდგინო, გული წამივა ისე დამღალე. გადავეჩვიე მე მასეთ აქტიურობებს უკვე დიდი ხანია.-თვალი ჩაუკარი და კარში გავედი. ვფიქრობდი ჩვენს ურთიერთობაზე და გადავწყვიტე საკუთარი ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი გამეკეთებინა. სამზარეულოში გავედი, საუზმე გავიმზადე, ლევანსაც გაუმზადე და მაგიდას მიუჯექი. გაბუსხული შემოვიდა სამზარეულოში.
-მოდი ჭამე, ნოყიერი და სასარგებლო სალათები მაქვს.-თვალი ჩაუკარი.
-მეკაიფები ხომ?-მომენტალურად გასვანდა, დაბღვერილი წამოვიდა ჩემსკენ, ხელში ამიყვანა, შევკივლე ისე ამიტაცა, ჩემს ადგილზე დაჯდა და კალთაში ჩამისვა.
-კარგი რა ლევან, გამიღიმე.-ლოყაზე ვაკოცე.
-ჭამე, მართლა გემრიელია.-ჩემი თეფშიდან დაიწყო ომლეტის ჭამა. მერე სალათი გადმოიღო და იმდენი მაჭამა მეც ვეღარ ვსუნთქავდი.
-მეყო ლევან, აღარ მინდა-ამოვიბუზღუნე.
-არ გეყო, მერე კიდევ ჭამის გამო გამომექცევი სპალნიდან და ამიტომ კარგად უნდა დაგანაყრო.
-აღარ მინდა, თუ გინდა დილამდე არ გამოვალ სპალნიდან ეხლა შემეშვი.-საწყლად შევხედე მორიგ ლუკმას რომ მაძალებდა.
-კარგი, ადექი.-საჯდომზე ხელი მომცხო და თვითონ გააგრძელა ჭამა. ცოტა ხანში სპალნაში შემომივარდა, ზურგზე მომიგდო და საწოლზე დამაგდო.-ახლა დროა ჩვენი ურთიერთობა საწოლში მოვაგვაროთ-თვალი ჩამიკრა და შუადღემდე არ გამომახედა გარეთ.
-ადექი ბავშვები გადმოიყვანე, მე საჭმელებს გავაკეთებ.-ლოყაზე ვაკოცე და სამზარეულოში გავედი.
ცოტა ხანში ხმაურით შემოვიდნენ სახლში.
-ვენერამ ეხლა ჭამეს და აღარ აჭამოთო?-ლიზა შემოიყვანა ხელში აყვანილი.-შენ მალე მორჩები?
-კი მალე მოვრჩები და გავიდეთ.
ბევრი ვისეირნეთ, ბავშვები ისეთი ბედნიერები იყვნენ, ლევანის და გაბის ყურებას არაფერი ჯობდა. გაბი და ლევანი საყვარლად ჭიდაობდნენ პლედზე, რომელიც მინდორში დავაფინეთ. ლიზა კი მე მყავდა და ტკბილად ეძინა ჰაერზე.
-სანამ აქ იქნებით მეც თქვენთან ვიქნები.
-იქნებ წამოხვიდე შენც თბილისში?
-არ მინდა, იმდენი რამ დაგიშავე, შენებთან ერთად ვერ ვიცხოვრებ, ვერ შევხედავ დედაშენს და მამაშენს თვალებში.
იმ საღამოს ანას და გოგას დაველაპარაკე, სიხარულით დამთანხმდნენ ბინის გაცვლაში ჩემს მშენებარე ბინაში. ბათუმში ცხოვრობდნენ, სანამ დაბრუნდებოდნენ მშენებლობაც მორჩებოდა და ბევრად დიდ ბინაში დაიწყებდნენ ცხოვრებას. ასე რომ ლევანს დავარწმუნებდი თბილისში დაბრუნებულიყო ჩემთან და ბავშვებთან ერთად. დათოსგანაც შორს ვიქნებოდი და დათოც ადვილად დამივიწყებდა. მშენებლობის საქმეები მოვიმიზეზე, ლევანს არაფერი ვუთხარი, ორი დღით თბილისში წამოვედი, მხოლოდ ლიზა წამოვიყვანე, გაბი ლევანს დაუტოვე, ვენერას ვთხოვე ბიჭების სადილზეც ეზრუნა და გაცვლის საბუთები მოვაგვარეთ მე და გოგამ. მშენებლობა კარგად მიდიოდა, ყველაფერი რიგზე იყო. ავეჯი დატოვა გოგამ, არ მჭირდება არაფერი ახალ ბინაში ახალ ავეჯს შევიტანო, დედასთანაც ახლოს ვიყავი, ქუჩის მეორე მხარეს იყო ჩემი ახალი საცხოვრებელი. ნივთები გადავიტანე და სახლი გავამზადე საცხოვრებლად. ჩემებს ვუთხარი ლევანის ამბავი, მამას გაუხარდა, დედაჩემი ეჭვით მიყურებდა.
-იმედია მართლა გამოსწორდა და შენს განადგურებულ სახეს აღარ დავინახავ არასდროსო.-სიდედრია მაინც. ეს ხუმრობით, პირველ რიგში დედაა და ყველაზე მეტად ის განიცდიდა ჩემს ტანჯვას.
სვანეთში დავბრუნდი, რემონტი დაიწყეს ბიჭებმა. ადგილობრივი დურგალი ვნახეთ და ხის მაგიდები და სკამები ავაწყობინეთ. ლევანი აქტიურად ჩაერთო მშენებლობის პროცესში და მასაც ჩემსავით უხაროდა. მალე ინვენტარი შევიტანეთ, თბილისიდან მაცივარი, გაზქურა და გამათბობლები ვიყიდეთ და ავიტანეთ საბავშვო ბაღში. აგვისტოს 5 რიცხვში საბავშვო ბაღში ყველაფერი მოგვარებული იყო. ადგილობრივ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას მივმართე განცხადებით და ბაღი ჩავაბარეთ. სამინისტროში გაიგზავნა წერილი, ბაღი აღარ დაიხურებოდა და ბავშვები შეძლებდნენ სიარულს. ბიჭები თბილისში დავაბრუნეთ, მამა აკაკის ვუთხარი რომ ლევანი თბილისში დარჩებოდა, დამლოცა, მერე დამიბარა ტაძარში ამოდიო. ცხენით ავედი ტაძარში, მამა აკაკის აღსარება ჩავაბარე.
-ინანიებ რაც ზურას გაუკეთე.-კიდევ მკითხა.
-უკვე მოვინანიე, მასთან ვიყავი მისული და პატიება ვთხოვე.
-რატომ მიხვედი?
-არ ვიცი მამა აკაკი, რაღაც ძალას მივყავარ მასთან, თავიდან ვერ ვიგდებ. შინაგანად ვნერვიულობ მასზე.
-გათხოვილი რომ ხარ და შენს ქმარს უყვარხარ ამაზე იფიქრე.
-ვიცი მამაო, ვიცი ჩემი ფიციც. სხვა ჩემს ადგილზე ხელს დიდი ხნის წინ ჩაიქნევდა, მე კი ლევანის გადასარჩენად ამდენი ვიბრძოლე. თუმცა რაც ზურა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სულ აფორიაქებული ვარ. ადრე შიში მეგონა, ახლა კი მეცოდება. არ უნდა მეცოდებოდეს, უნდა მძულდეს რაც გაგვიკეთა, მაგრამ არ გამომდის, როგორც კი სიმშვიდეა გარშემო და ფიქრს ვიწყებ, მასზე ვფიქრობ. როგორ არის? ეხლა რას აკეთებს? ცუდად ხომ არ ექცევიან?
-ეშმაკი გებრძვის, რამდენჯერაც მასზე ფიქრს დაიწყებ ილოცე და ლოცვა დაგეხმარება.-დამარიგა მამა აკაკიმ.
-ასეც ვიქცევი, ეკლესიაში მივდივარ და ვლოცულობ.
-შენ ადამინურად გეცოდება.
-მარტო შეცოდება არ არის, გული მტკივა. არ მინდა ცუდად იყოს, მინდა ბედნიერი იყოს, არ მინდა იტანჯებოდეს. იმხელა ტკივილი დავინახე მის თვალებში, აღარ მინდა სტკიოდეს. იქნებ მერე მაინც შევძლო მშვიდად ცხოვრება, რომ მეცოდინება, რომ ბედნიერია და კარგად არის.
-შენ ის განკურნე, დიდი ტკივილისგან უკვე განკურნე. მე არა მარტო შენი და ლევანის, ზურას მოძღვარიც ვარ.-გაოცებულმა შევხედე.-ბოლოს 15 წლის იყო აღსარება რომ ჩამაბარა, ღმერთს განუდგა და გული სიძულვილით აივსო. სახლის კურთხევაზე, რომ ჩამოვედი ქსანშიც ვიყავი და ციხეში ვანხე. შენ ის ღმერთის გზაზე დააყენე და თავს ნუ დაიდანაშაულებ.
მამა აკაკიმ მაზიარა, მადლობა გადამიხადა ბავშვებს რომ დავეხმარე.
თბილისში ვბრუნდებოდით, გადავწყვიტე ლევანისთვის მეთქვა ახალი ამბავი.
-ლევან თბილისში დარჩები და აღარასდროს წახვალ არსად.-შევხედე საჭესთან მჯდომს.
-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ, დღეს დათოსთან დავრჩები, თქვენ მიგიყვანთ სახლში და ხვალ დილით ავალ მონასტერში.-სევდიანი თვალებით გადმომხედა.
-გოგას სახლი გაუცვალე და იქ ვიცხოვრებთ.
-რა ქენი?
-ჩვენი მშენებარე ბინა გაუცვალე გოგას თავის ბინაში. ჯერ-ჯერობით გვეყოფა ორ ოთახიანი ბინა. ბავშვები რომ გაიზრდებიან მერე გავფართოვდებით. ახლა, როცა ასე ვართ ვეღარ გავძლებ უშენოდ. მჭირდები ლევან, ბავშვებს მამა ჭირდებათ.-მუდარით შევხედე.
-იცი ძალიან მაგარი გოგო ხარ.-მანქანა გადააყენა და ტუჩებზე დამაცხრა.-თქვენი დატოვება ისე მიჭირდა ვერ წარმოიდგენ. ერთი კვირით ავალ სვანეთში და მერე ჩამოვალ.-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე.
ჩვენს ახალ ბინაში გადავბარგდით, ლევანი იმ ღამით ჩვენთან დარჩა და მეორე დღეს სვანეთში წავიდა.
ქვეყანაში მდგომარეობა დაიძაბა, ომი დაიწყო ქართველებსა და ოს სეპარატისტებს შორის. რეზერვისტი ბიჭებიც კი წაიყვანეს ომში. ვგიჟდებოდი, ბავშვებმა იარაღის დაჭერაც არ იცოდნენ ხელში და ომში წაიყვანეს.
დათომ დამირეკა, მოგვიკითხა. ვუთხარი, რომ მე და ლევანი შევრიგდით. ნაღვლიანი ხმა ქონდა, თუმცა ბედნიერება მისურვა. მერე თავის ძმაზე მომიყვა, რომ ერაყიდან დაბრუნდა და ცხინვალში წავიდა საომრად, ძალიან ნერვიულობდა.
-„კარგი რა დათო, ნუ ღელავ, არაფერი მოუვა. ტერორისტებს ებრძოდა და ოსი სეპარატისტები რას უზავენ.“-ვცდილობდი დამეწყნარებინა.
-„რუსეთმა ჯარები შემოიყვანა, ცუდი სიტუაციაა მარიამ. შეიძლება აქამდეც მოვიდნენ.“
-„კარგი რა დავით, თბილისამდე როგორ მოვლენ, ეს მხოლოდ ბაზები დაბომბეს.“
-„ნეტავ შენსავით მჯეროდეს, მის მეტი არავინ მყავს, რომ დავკარგო ვერ გადავიტან.“
-„ყველაფერი კარგად იქნება, დამირეკე და ამბები შემატყობინე, თუ რამე გაგიჭირდა მითხარი და რითიც შევძლებ დახმარებას დაგეხმარები.“
-„შენი ხმა მამშვიდებს, ისეთი ოპტიმისტი ხარ. მაპატიე მაგრამ შენი ოჯახური მდგომარეობის და მიუხედავად მაინც ხშირად დაგირეკავ. იმედია ლევანი არ იეჭვიანებს.“
-„კარგი დამირეკე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.“
იმ საღამოს ნიკა დაბრუნდა და დამირეკა, სახლში მოვიდა და გამომიცხადა, რომ გორში მიდიოდა.
-ნიკა ყველა ომში მიდის. მე კი უმოქმედოდ ვარ და ვნერვიულობ.
-ექიმებს არაფერს დაგვიშავებენ დაწყნარდი, ისინი სამხედროებს ებრძვიან.
-კარგი რა ომში ვინ არჩევს ექიმს და მშვიდობიან მოსახლეს.
- გუშინ დავბრუნდი და ხვალ დილით მივდივარ. რომ არ მენახე არ შემეძლო.-ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
-ნიკა შენ ის ძმა ხარ ჩემთვის, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
-იცი რაც თურქეთში ვიყავი წასული მივხვდი, რომ შეჩვეული ვიყავი შენთან და ეს ის სიყვარული არ იყო რაც მეგონა. შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. ამ დროის მანძილზე ბევრ რამეს მივხვდი, არ გირეკავდი, შენს ამბავს არ ვკითხულობდი, მინდოდა რომ სხვაგვარად მეფიქრა შენზე. როგორც მეგობარი კი ძალიან მენატრებოდა შენთან საუბარი. ნაზიმ მომიყვა შენი ამბები რომ ჩამოვედი. ძალიან ვინერვიულე, რატომ არ დამირეკე, მე კი მეგონა ბედნიერი იყავი და არ გაწუხებდი.
-იმიტომ არ დაგირეკე, რომ მინდოდა დაგევიწყებინე, არ მინდოდა კიდევ იმედით შემოგეხედა ჩემთვის. თუმცა ვაღიარებ, რამდენჯერმე ავკრიფე შენი ნომერი და დარეკვა ვერ გავბედე. შენთან საუბარი მამშვიდებდა ყოველთვის. შენ შენი გზა უნდა გეპოვა და სხვა უნდა გენახა.
-მალე გაგაცნობთ შენც და ნაზისაც ჩემს რჩეულს.
-რა მაგარია.-ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.
-მგონი ჩემზე მეტად გიხარია?-იცინოდა ნიკა.
-მინდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო, უზომოდ ბედნიერი.
ნიკა დამემშვიდობა და წავიდა. მე ლევანს დაურეკე და ვთხოვე მალე დაბრუნებულიყო, შემეშინდა, რომ მართლაც თბილისამდე მოვიდოდნენ რუსები.
დათოს და ნიკას ხშირად ურეკავდი და ამბებს მათგან ვგებულობდი. 10 აგვისტოს ჩვენებმა უკან დაიწყეს დახევა, რუსის ჯარი ფეხ და ფეხ მოსდევდათ ქართველ ბიჭებს. 11-ში სოფლები დაიცალა და უამრავი დევნილი მოაწყდა თბილისს. ახალგორი დაიკავეს რუსებმა და ოკუპაცია მოახდინეს სოფლების. დათომ დამირეკა, რომ მისი ძმა ალექსანდრე დაჭრილი იყო მძიმედ და უფლისციხეში დატოვეს, რადგან ძლიერი სისხლდენა ქონდა. ბედის ირონიაა და მასთან სწორედ ნიკა დარჩა და არ დატოვა. ჩუმად გადაიყვანეს ახლომდებარე სოფელში და ერთერთ სახლს შეაფარეს თავი. ნიკამ დამირეკა, რომ რუსი ჯარისკაცები დაძრწოდნენ სოფელში და ეშინოდა ალექსანდრეს გამო. სპეცდანიშნულების რაზმმა უამრავი რუსი ჯარისკაცი დახოცა ომში და მათზე იყო ნადირობა გამოცხადებული. დათო საშინლად ნერვიულობდა თავის ძმის ამბავს. აქაც ჩავერიე, განზე დგომა არ შემეძლო. მცხეთაში ცხოვრებისას მეზობლად ქირით ცხოვრობდა ევროკავშირის სადმაკვირვებლო მისიით რამდენიმე ინგლისელი. ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე, როცა გაბის ვასეირნებდი, საომარ მდგომარეობაში მათ მონიტორინგი ევალებოდათ.
დებორა ნეშს დაუკავშირდი და ვთხოვე 2 დღით მისი მანქანა ეთხოვებინა. ქალი გაოგნებული იყო, თავიდან უარი უნდაოდა ეთქვა, მაგრამ აუხსენი, რომ კონფლიქტის ზონიდან დაჭრილი უნდა გამომეყვანა. დამთანხმდა. დედას ბავშვები დაუტოვე, არ მითქვამს სად მივდიოდი ჯინსი და მომდგარი მაისური ჩავიცვი და გორისკენ დავიძარი. მანამდე კი ჩემს გამყალბებლებს მივადექი და პასპორტი გავაყალბებინე, დებორა ნეში ჩამიწერეს და გამომიშვეს.
-„მარიამ ნიკას დაურეკე? ტელეფონს არ პასუხობენ, არც ალექსანდრე და არც ნიკა.“-დათო მირეკავდა შეშფოთებული ხმით.
-„იქ მივდივარ და რომ ჩავალ დაგირეკავ.“-ჩავძახე ტელეფონში.
-„გაგიჟდი, ხალხი გამორბის, შენ სად მიდიხარ?“-ბოლო ხმაზე მიყვიროდა დათო.
დათოს ნომერი დავბლოკე და გზა გავაგრძელე. ავტობანით არ წავედი, შემოვლითი გზა ვნახე, ჯიპიესი ჩავრთე და გზას დავადექი. „გრაკალი“, ტრაფარეტზე ამოვიკითხე, სარკინიგზო ხიდი იყო აფეთქებული. არავინ არ შემხვედრია, დაცლილი იყო სოფლები. ისევ გავაგრძელე გზა და ტრაფარეტზე ამოვიკითხე უფლისციხე. რუსი სამხედროები შემხვდნენ, აუხსენი, რომ სამშვიდობო მისიით ვიყავი და დაცლილ სოფლებში დარჩენილი ხალხის მდგომარეობის შესასწავლად მივედი. ჯარისკაცი რაციით დაუკავშირდა სასწრაფოდ ვიღაცას და ღიმილით გამინთავისუფლეს გზა, მითხრეს, რომ მიმაცილებდნენ. თუმცა ვუთხარი რომ თავად მივიდოდი და დავათვალიერებდი ყველაფერს. ხელი აღარ შემიშალეს, ერთერთმა ანიშნა მეორეს დავლიოთო და გზა გამინთავისუფლეს. უფლისციხეში მივედი, სამხედრო ბაზასთან ვიყავი, არავინ დამხვდა საერთოდ. არც ტექნიკა და არც არავინ იყო. მერე გადავწყვიტე რკინიგზის სადგურში მივსულიყავი, იქნებ იქ მაინც მენახა ვინმე. გამიმართლა ასე 55 წლის მამაკაცი დამხვდა ადგილზე, სადგურის მორიგედ გამეცნო. რუსულად დამიწყო ლაპარაკი უცხოელი ვეგონე.
-ქართველი ვარ ძია, თქვენი დახმარება დამჭირდება, შეიძლება დამაკვალიანოთ?
-მანქანა რომ დავინახე უცხოელი მეგონეთ.
-თუ სამხედროები გამოჩნდნენ რუსულად დამიწყეთ ლაპარაკი, მათაც უნდა ეგონოთ რომ უცხოელი ვარ.
-კარგი შვილო, აქ რატომ ხარ?
-თქვენ რატომ ხართ აქ? ომში ისევ მუშაობთ?
-ჩემი შვილი და მისი მეგობარი იყვნენ მორიგეები, ახალგაზრდები არიან სისხლი უდუღთ, ენაც არ იციან კარგად და შარს გადაეყრებოდნენ, ორივე გაუშვი და მესამე დღეა აქ ვარ და სამი კაცის მაგიერ მე ვმორიგეობ. რუსული ჯარი მაქვს გამოვლილი, ვიცი ამათი ფსიქოლოგია. -გვერდით მდგარი 20 ლიტრიანით ჭაჭა დამანახა და თვალი ჩამიკრა.
-ჩემი მეგობრები უნდა გამოვიყვანო, მითხრეს უფლისციხეში ვართო, მერე დამირეკეს სოფელს შევაფარეთ თავიო და აქ უნდა ვეძებო. რამე თუ იცით იქნებ დამეხმაროთ მოძებნაში.
-დაგეხმარები, ხიდი ააფეთქეს, მოძრაობა გაჩერებულია, მობილური თან მაქვს და დაურეკავ დისპეჩერს და გავაფრთხილებ, რომ სადგურს ვტოვებ.-აპარატზე რაღაც გააკეთა, შუქნიშანზე წითელი აინთო, სადგური დაკეტა და მანქანაში ჩამიჯდა.
-საით უნდა წავიდეთ?
-ისტორიულ ძეგლ უფლისციხეში იყვნენ კარვებით, მთაზე გადმოვიდნენ ღამით, ფეხდაფეხ მოსდევდნენ ეს დედა მოტ..., ბოდიში შვილო შენთან, თავს ვერ ვიკავებ.. შენი მეგობარიც იქ იქნებოდა. უფლისციხიდან ქვახვრელზე გამოიარეს და ამ გზით, საიდანაც შენ მოხვედი თბილისისკენ წავიდნენ.
-ამ სოფელს ქვია უფლისციხე და ჯიპიესი მიჩვენებს რომ კიდევ შორია.
-მე ქვახვრელში ვცხოვრობ. ეს ხალხი უფლისციხეში ცხოვრობდა, მერე აქ გადმოცხოვრდა და ამიტომ დაერქვა ამ სოფელს უფლისციხე, ისე ქვახვრელიდან უფრო ახლოა და უფრო დიდი სოფელია. შენი მეგობრებიც ალბათ ქვახვრელს აფარებენ თავს. არ გაგვიჭირდება მოვძებნით.
მანქანა მის სახლთან დავტოვეთ და ფეხით გავედით სოფელში. გალეშილები დადიოდნენ რუსი ჯარისკაცები, ხარბად შემათვალიერეს, ცოტა შიშმა ამიტანა. მერე ინგლისურად დაუწყე ლაპარაკი, გაოცებულებმა რომ დამიწყეს ყურება აუხსენი რომ დებორა ნეში ვიყავი ევროკავშირიდან. დახმარებას მთავაზობდნენ. მე კი ვაფრთხილებდი და ვემუქრებოდი რუსულად, რომ მშვიდობიანი მოსახლებისთვის არაფერი დაეშავებინათ.
-რა დააშინე. ოფიცრის გამოჩენაზე არ ეწყობიან ესენი ასე მწყობრში, როგორც შენ დანახვაზე.-იცინოდა ჩემი მეგზური.
-საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა.-თვალი ჩაუკარი ჩემს მეგზურს.
მალე მივაგენით ალეკოს და ნიკას.
-მარიამ გაგიჟდი, აქ როგორ მოხვედი?-შეშფოთებული მიყურებდა ნიკა.
-მაგარი მეგობარი გყავთ ბიჭებო, მთელი რუსის ჯარი „ჩესტით“ ხვდება.-იცინოდა ჩემი მეგზური.
-გიჟი რომ არის ვიცი, მაგრამ ახლა აქ თუ გამეჩითებოდა რას წარმოვიდგენდი.-თავზე ხელები ქონდა ნიკას მიდებული.
-ალეკო როგორ არის?
-უკეთ, მგზავრობას შეძლებს, მაგრამ პატრულირებენ. რომ იცნონ მოკლავენ, რისკზე ვერ წავალთ, არადა მეშინია სეფსისი არ განვითარდეს.
-თქვენს ეზოში შევძლებ მანქანის შეყვანას?-ვკითხე მეგზურს.
-კი შვილო შევიყვანთ, დიდი ეზოა.
-ღამის პატრულს სასმელი უნდა მივცეთ.
-მაგას მე მივხედავ, ისეთ ბომბს დავალევინებ დილამდე ვერ მოვიდნენ გონზე.-ამაყად გადმომილაპარაკა ჩემმა მეგზურმა.
-მერე ალეკო უნდა გადავიყვანოთ, ჩვეულებრივი ტანსაცმელი უნდა ჩავაცვათ და მანქანის უკანა ნაწილში დავმალოთ. კიდევ ღვინო დამჭირდება რამდენიმე ბოცა.
-ღვინო რაღად გინდა.?-გაოგნებული მიყურებდა ნიკა.
-ალეკოს ზემოდან უნდა დავდოთ ბოცები, რომ არაფერი იეჭვონ, ვეტყვით, რომ მაჩუქეს. ამიტომ ქექვას არ დაიწყებენ, რამდენიც შემხვდებიან იმდენ 2 ლიტრიანს ვაჩუქებ და ამათაც მეტი რა უნდათ.
-მე რას მიპირებ?-შემომხედა ნიკამ.
-შენ თურქული იმედია ისწავლე კარგად. თურქი ჟურნალისტი იქნები, რომლის გაყვანაც მე დამევალა.
-მიკროფონი სადღა მაქვს და კამერა?
-ორივე მაქვს საბარგულში დაწყნარდი.
-იქნებ ჯობდეს მორჩეს ყველაფერი და მერე გავიდეთ.-შიშობდა ნიკა.
-არა, აქ მარტო ვერ მიხედავ, საოპერაციოა, სეფსისი არ განვითარდეს.
-ღმერთო რა გიჟი ხარ, მეცოდება ლევანი შენს ხელში.-ნერვიულად იჩეჩავდა თმას ნიკა.-იცის მაინც მისი ცოლი სად არის?
-არა არ იცის.-თვალი ჩაუკარი.-თქვენს ტელეფონებს რა დაემართა?
-დაჯდა და აღარ მოგვიკითხია, მაინც ვერსად ვრეკავდით.-ჩემმა ტელეფონმა დარეკა, ლევანი დაეწერა. მარიამ მოიგონე ეხლა რამე, ღრმად ჩავისუნთქე და უპასუხე.
-„გისმენ ლევან“.
-„სად ჯანდაბაში დადიხარ გოგო?“-ლევანის ღრიალი გავიგონე ტელეფონის მეორე მხარეს.
-„რა გჭირს?“
-„რა მჭირს კი არა სულ გადახვედი ჭკუიდან? დათომ დამირეკა და მითხრა ყველაფერი. ხაშურში შემოვდივარ.“
-„გორზე ვერ გამოხვალ, გზებია დაკეტილი უკან გაბრუნდი. მე კარგად ვარ მალე თბილისში ვიქნები.“-ურცხვად მოვატყუე.
-„მარიამ შედეგებზე საერთოდ არ ფიქრობ? რომ მიდიოდი სად მიდიოდი. კარგი ჩემზე არ იფიქრე რა დამემართება შენ რომ რამე მოგივიდეს, ბავშვები მაინც არ გეცოდება?“
-„კარგი რა ლევან, ყველაფრის დრამატიზება შეიძლება? გითხარი მალე ჩავალ თბილისში.“
-„იცოდე როგორც კი მიხვალ დედაშენის ტელეფონით დამირეკავ, თუ არა და მუშტიკრივით რომ მომიწიოს შემოსვლა შემოვალ გორში.“
-„მართლა სვანი ხარ რა. გითხარი გაბრუნდი უკანთქო. დაგირეკავ“.
ტელეფონი გავთიშე და მომღიმარ ნიკას უყურებდი.
-რა გაცინებს?
-იმ კაცმა თქვა დიდი გაძლება ამის ქმარს, ამხელა რისკზე რომ მიდისო. მართალია ლევანი მარო, საერთოდ არ ფიქრობდი აქ რომ მოდიოდი?
იმ ღამით გადავიყვანეთ ალექსანდრე მანქანაში ჩუმად და სიდენიის მაგივრად მოვათავსეთ, ზემოდან სიდენია ისე დავადეთ რომ არ გამოცემილიყო და ღვინის ბოცები დავალაგეთ. ლევანმა რამდენჯერმე დარეკა, მერე ნიკამ უთხრა, რომ დილით გავიდოდით და მე თავი დამანება, ახლა ნიკას ურეკავდა.
დილით ადრე გავედით, გზაში რამდენიმე სამხედრო მანქანა შეგვხვდა, ჩემი მეგზური სადგურში დავტოვე. მადლობები უხადე და დავპირდი, მერე მოვინახულებდი.
-მერე გვესტუმრე და შენი ქმარი გამაცანი, იმედია მშვიდობა დამყარდება.-ხელი ჩამომართვა და სადგურში შევიდა.-ღმერთი თქვენსკენ.-დაგვლოცა და წამოვედით.
გზაში რამდენიმე სამხედრო მანქანა შეგვხვდა, ყველას დებორა ნეშის სახელით ვეცნობოდი. ნიკა კი თურქი ჟურნალისტი იყო. უცებ გვცილდებოდნენ და გაცილებას გვთავაზობდნენ, მე კი თავაზიანი უარით ვისტუმრებდი. რამდენიმეს ღვინოც ვაჩუქე, რაციით გადასცეს ერთმანეთს ჩემი მანქანის ნომრები და დანარჩენი გზა მშვიდად გავიარეთ. ღუდუშაურში მივიყვანე ალექსანდრე და ნიკა. მერე კი დათოსთან დაკავშირება ვსინჯე, ვერ ვრეკავდი, მერე გამახსენდა, რომ დაბლოკილი მყავდა, ბლოკი მოვხსენი მის ნომერს და დაურეკე.
-„მარიამ სად ხარ?“-ღრიალით ჩამძახა.
-„ღუდუშაურში, ალექსანდრეს ოპერაციას უკეთებენ, აქ მოდი.“-ვუთხარი და ტელეფონი გაუთიშე.
15 წუთში კალიდორში დავინახე დათო შეშლილი სახით მოდიოდა.
-სულ გააფრინე, რა გააკეთე?-მკლავებზე ხელები მომიჭირა და კედელზე მიმაკრა.
-შენი ძმა და ნიკა გამოვიყვანე.
-შენ რომ რამე მოგვსლოდა, რამე რომ დაგმართოდა.-ჩამეხუტა და თავი ჩემს ყელში ჩარგო.
-დათო მომშორდი, ნუ გავიწყდება გათხოვილი ვარ.-ხელებით უკან გავწიე.
-ალექსანდრე სულ დამავიწყდა, რომ მითხარი გორში მივდივარო, ხალხი გამორბოდა და შენ იქ წახვედი. რანაირად მოახერხე?-ისევ მიბრაზდებოდა.
პასპორტი ამოვიღე და ვაჩვენე.
-დებორა ნეში.-წაიკითხა და გაოცებულმა შემომხედა-ეს რა არის?
-ევროკავშირის ოფიცერი დებორა ნეში, ყველა ჩესტით მხვდებოდა და გაცილებას მთავაზობდნენ.-თვალი ჩაუკარი.
-კრიმინალივით აზროვნებ. არა ხარ შენ ნორმალური.-თავზე ხელები მიიჭირა და სკამზე ჩამოჯდა.-ლევანს დაურეკე?-ამომხედა ცოტა ხანში.
-მისი ნომერიც დავბლოკე, ნიკას ურეკავდა და იცის, რომ მშვიდად ვართ. უკან გაბრუნდა, საღამომდე ჩავა სვანეთში. რას ჩაუკაკლე ყველაფერი?-ვეცი დათოს.
-რატომ დამიბლოკე ნომერი? არაფერი ვიცოდი, ლამის გავგიჟდი. ასეთი უსუსური მეორედ ვიყავი, მაშინ როცა ცხინვალში გაგიშვი დავიფიცე არასდროს მოგცემდი უფლებას თავი კიდევ ჩაგეგდო საფრთხეში. ალექსანდერე არ მეყოფოდა, შენც რომ დამეკარგე მოვკვდებოდი. რაც წახვედი თვალი არ მომიხუჭავს.
-შეუსრულებელი მისია ორი. აღიარე ბადალი არ მყავს გამოუვალი სიტუაციებიდან თავის დაღწევის.-თვალი ჩაუკარი და ხელი დავიზილე, ისე მომიჭირა ხელები დამილურჯდებოდა ნამდვილად.-შენ კი მადლობაც არ მითხარი და ხელი ლამის მომტეხე.-ისევ ხელს ვიზელდი.
-მე არ მითხოვია. მაგრამ მადლობა. ძალიან გატკინე?-სევდიანი თვალებით შემომხედა.
-ამისთანები გამოვიარე? კარატეზე უნდა ვიარო და რამდენიც მომეკარება ვინმე „ფეისი“ გაულამაზო.-გახუმრება ვცადე.
-საწყალი ლევანი.-თავი გაიქნია.
-ოხ, საწყალი. მე არ ვარ საწყალი? თქვენს გამო ვეხვევი სულ ხათაბალაში. ისე არ უნდა გავთხოვილიყავი, არც სანერვიულო მექნებოდა და არც ექსტრემალურ სიტუაციებში მოვხვდებოდი, ვიცხოვრობდი ჩემთვის წყნარად. წიგნებს ვერ მაგლეჯავდა დედაჩემი ხელიდან. თავდაყირა დამიყენეთ ცხოვრება, ლევანმა, შენ, ნიკამ. მაგრამ რა ვქნა, ყველა მიყვარხართ.-ომმა და ადამიანების დაკარგვის შიშმა ამალაპარაკა და ჩემი გრძნობების გამოხატვა დავიწყე.
-შენ მგონი თავი მიარტყი რაღაცას.-ეჭვით შემომხედა დათომ.
-არასწორად გაიგეთ ბატონო დავით, ლევანი მიყვარს როგორც ქმარი, ნიკა როგორც ძმა და შენ როგორც საუკეთესო მეგობარი. თავი კი არ მიმირტყია არაფრისთვის.
- რა ხდება, ლევანი ისევ ცუდად ხომ არ გექცევა?
-არა, საბოლოოდ გადააგდო ნარკოტიკი. ყველაფერი მოვაგვარეთ.
-სახლი რატომ გადაცვალე?
-შენს გამო, მინდა დამივიწყო, არც ლევანმა მინდა იეჭვიანოს.
-კარგი გიქნია, ასე ჯობია.
მერე დიდი ხნით ჩუმად ვიყავით, რამდენიმე საათი გავიდა. ბოლოს ექიმი გამოვიდა და გვაცნობა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაირა და ალესანდრე კარგად იყო.
-რეანიმაციაში იქნება დღეს და ხვალ. მერე გადავიყვანთ პალატაში მდგომარეობა თუ სტაბილური იქნება. ცოტაც რომ დაგვეგვიანა ვერ უშველიდით. შინაგანი ორგანოები იყო დაზიანებული. საველე პირობებში ჩატარებულმა ოპერაციამ უშველა კიდევ. ვინ გაუკეთა ოპერაცია?
-ნიკა დამწყები ქირურგია, გორის ჰოსპიტალში იყო და ქალაქი რომ დაიცალა სამხედროებს გამოყვა. ოპერაცია კარავში ჩაუტარა და მერე ალექსანდრე სოფელში ახლო მდებარე სახლში საკაცით მიიყვანეს ჯარისკაცებმა.-მოუყევი ექიმს.
-თქვენ წადით დაისვენეთ, მაგარი ბიჭია, ყველაფერს გაუძლებს.-მხარზე ხელი დაადო ექიმმა დათოს.
-მადლობა ექიმო.-ჩაილაპარაკა დათომ.
-მადლობა იმ ბიჭს უთხარით, სიცოცხლე მან შეუნარჩუნა.
-და მარიამს, რომელმაც კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანა.-ჩაილაპარაკა და მე შემომხედა დათომ.
-კარგი მეგობრები ყველაზე დიდი საჩუქარია უფლის. გაჭირვებაში გრძნობს ადამიანი ვინ არის მისი ნამდვილი მეგობარი.-გაგვიღიმა ექიმმა, დაგვემშვიდობა და კაბინეტში შევიდა.
-წამოდი მე მიგიყვან სახლში.-მხარზე ხელი მომხვია და მიმიხუტა დათომ.
-დათო ასე ნუ მეხუტები.-შევხედე განაწყენებულმა.
-რომ იცოდე რა ძვირფასი ხარ ჩემთვის?
-ვიცი და სწორედ მაგიტომ ნუ მეხუტები.
-კარგი-ცივად შემიშვა ხელი და მანქანის კარი გამომიღო.
მთელი გზა არცერთს არ ამოგვიღია ხმა. ჩემი კორპუსი რომ გამოჩნდა სიჩუმე მხოლოდ მაშინ დაარღვია.
-ნინიაზე რას ფიქრობ?-გადმომხედა დათომ.
-აბა ნინია?-შევხედე გაკვირვებულმა.
-გიორგის თანაშემწე, პროკურატურაში რომ მუშაობს ჩვენთან. უკვე დაგავიწყდა? რაფაელოებს რომ ჩუქნიდი.
-ააა.. ნინია, კარგი გოგოა, თან სიგიჟემდე უყვარხარ. რომ გიყურებს დნება, აღარ იცის რით გასიამოვნოს, თვალს ვერ გაცილებს. არ გინდა ცოლად მოიყვანო?-შევხედე დათოს.
-იცი შენი შვილების შემხედვარეს მეც მომინდა ოჯახი, ვიცი შენთან არაფერი გამოვა, ლევანის გარდა ვერაფერზე ფიქრობ. ხანდახან მგონია საკუთარ შვილებზე მეტადაც კი გიყვარს, რადგან ბავშვის სიცოცხლეც კი გარისკე მის გამო. ნინია კარგი გოგოა, აღარ ვარ პატარა და ვფიქრობ დავოჯახდე.
-კარგი აზრია, ხომ ხედავ ერთნაირად ვფიქრობთ.-ვუთხარი გაღიმებულმა.
-იცი მეგონა ცოტა მაინც იეჭვიანებდი, შენ კი ისე გაგიხარდა.-ჩაეცინა.
-რატომ უნდა ვიეჭვიანო, შენ არ მეუბნებოდი ხანუმას როლი მოირგეო. ნინია შენამდე მე მომეწონა შენთვის. მიყვარხარ როგორც მეგობარი, შენს გამო შემიძლია თავი საფრთხეში ჩავიგდო და დახმარების ხელი ყოველთვის გამოგიწოდო. რომ ვიცოდი რა ძვირფასი იყო შენთვის ალექსანდრე ამიტომ წავედი, ნიკას გამოც და შენს გამოც. ისევ რომ გახდეს საჭირო ისევ ჩავიდენ მორიგ სიგიჟეს. ამიტომ გთხოვ დამივიწყე, მოიყვანე ნინია, ის საუკეთესო მეგობარი და მეგზური იქნება შენი ცხოვრების. მე კი მეჯვარედ გამოგყვები და შვილს მოგინათლავთ.-თვალი ჩაუკარი.
-რა გიჟი გოგო ხარ.-იცინოდა.-რადგან შენც მოგწონს ნინია დავპატიჟებ სადმე და უკეთესად გავიცნობ. ისე გადასარევ ყავას ადუღებს.
-ეგ ყავა ჯერ მე დავაგემოვნე. ჩვენზე ეჭვიანობდა და ძლივს მოახერხა ყავის მოდუღება.-ვიცინოდი ნინიას გახსენებისას.
-იცი შენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არც დედა მყავს, არც და, ქალის რჩევა მჭირდება, რა ვაჩუქო, როგორ მოვიქცე?
-ჩემი ობოლი ბიჭი,-თავზე ხელი გადაუსვი.-სულ რომ არაფერი აჩუქო ისედაც დადნება შენზე. იმედია დაზავდება მთავრობა რუსეთთან და გამოგყვები ნიშნობის ბეჭდის ასარჩევად. სადმე მშვიდ ადგილზე დაპატიჟე და ხელი სთხოვე.
-ჯერ მაცადე გავიცნო ნორმალურად.-გაეცინა.
-მშვენივრად იცნობ, ყოველ დილით თვალებს გიჟუჟუნებს და ყავას გიმზადებს მზრუნველი ცოლივით. ბერდები, მოცდის დრო არ არის, მენდე, კარგად გავიცანი უკვე და კარგი გოგოა.
-კარგი გაიქეცი ახლა სახლში, აქ ვიქნები. აივნიდან გადმომხედე და მერე წავალ.
-სადარბაზოში რა უნდა მომივიდეს, წადი.-ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან გადავედი.
სახლში სწრაფად ავირბინე, იმ ღამით სიცხე მომცა, მკერდი გამიმაგრდა, ლიზას ვეხვეწებოდი, რომ ეჭამა ძუძუ. ბავშვი ვეღარ სუნთქავდა იმდენი ჭამა და მე ისევ ძუძუს ვაძალებდი. მორე დღეს სიცხემ დამიწია და უკეთ გავხდი. დედაჩემი და მამაჩემი მეჩხუბნენ, სულ უპასუხისმგებლო მეძახეს, ბავშვები გინდოდა დაგეობლებინაო. ტელეფონიდან ლევსნის ნომერს ბლოკი მოვხსენი და თავად დაურეკე.
-„როგორ ხარ?“
-„ჯერ დავბრუნდე თბილისში შენ რა მოგივა განახებ.“-დამიყვირა ტელეფონში.
-„კარგი რა ლევან შემირიგდი.“-შევეხვეწე.
-„რატომ დამიბლოკე ტელეფონი? არა სიგიჟეები, რომ აკეთე ხომ აკეთე და ტელეფონი რატომ დამიბლოკე?“-ისევ ჩამყვირა.
-„იმიტომ რომ ბლოკ პოსტებს გამოვდიოდი, ყველას უცხოელი უნდა ვგონებოდი და ამ დროს შენ გაუთავებლად რეკავდი, ვერ დაგელაპარაკებოდი.“
-„ნერვიულობით რომ ლამის მოვკვდი არაფერი ხომ?“
-„მოგიხდება, რაც შენ მე მანერვიულე ეგ რა მოსატანია იმასთან.“-არ დავრჩი ვალში.
-„გზებს იმედია მალე გახსნიან, ჩამოვალ და გასწავლი ჭკუას.“
-„ერთი სული მაქვს ვნახო როგორ დამსჯი“-თან მეცინებოდა.
-„გაჩვენებ მე შენ, იცინი ხარ კიდეც ხომ.“-ისევ ბრაზობდა.
-„კარგი საყვარელო, შეხვედრამდე, ამაღამ იმედია დაგესიზმრები და დაგაწყნარებ.“
-„მეკაიფები ხომ. საძაგელი გოგო ხარ.“
-„გკოცნი“-ხმამაღლა ვაკოცე ტელეფონში და გაუთიშე.
რამდენიმე დღეში ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდა, ახალგორი ოკუპირებული იყო, ასევე ცხინვალთან არსებული ქართული სოფლებიც. უამრავი დევნილი საკუთარ ქვეყანაში, საბავშვო ბაღებში სწავლა ვერ განახლდა, რადგან დევნილები შეიყვანეს დროებით. ქვეყანაში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო.
ლევანი დაბრუნდა სვანეთიდან.
-ლევან... -კარში რომ დავინახე ყელზე ჩამოვეკიდე.
-ნუ მეაფერისტები გაბრაზებული ვარ.-ხელით უკან გამწია.
ბავშვებს უკვე ეძინათ, გვიანი იყო, მძინარეები ნახა აკოცა და მისაღებში ტელევიზორის წინ მოკალათდა.
-როგორ მომენატრე.-მივედი და კალთაში ჩაუჯექი. ცხვირი კი ყელზე გაუხახუნე.
-მოგენატრე არა?-ტუჩებზე დამაცხრა ველურივით და ხანგრძლივი კოცნის მერე ტუჩზე მიკბინა.
-ააა, ველურო.-ხელები გულზე მივარტყი და ლითონის გემო ვიგრძენი პირში..
-ეხლა დაგსჯი-ხელი დამავლო და საძინებელში ზურგზე გადაკიდული შემიყვანა. საწოლზე დამაგდო და ველურივით მეცა, ხელები თავს ზემოთ გამიკავა და მკოცნიდა, დრო და დრო კბილებს მასობდა ფრთხილად კანზე.
მშენებლობა დასრულდა, ფასადის მოპირკეთება და შიდა სარემონტო სამუშაობი მიდიოდა კორპუსში. დათომ შემომთავაზა ახალი კორპუსის მშენებლობა წამოგვეწყო, დირექტორად შენ დაგნიშნავთო, მისმა მეგობრებმა ბინები გაყიდეს, დათომაც და მოგება საკმაოდ დიდი დარჩა. ამიტომ გვერდით მდებარე რამდენიმე სახლი იყიდეს და მთხოვეს საქმისთვის მიმეხედა. დათოს ლევანის კანდიდატურა შევთავაზე, მე ისევ ფინანსურ პოლიციაში ვაგრძელებდი მუშაობას და ლევანი მშენებლობის საქმეებს მიხედავდა. დამთანხმდნენ და ლევანის შეუდგა საქმეს. თავიდან მხოლოდ ამხანაგობა იყო, ერთ წელიწადში კი შპს ჩამოვაყალიბეთ და ისე ვაგრძელებდით მშენებლობებს. ბედნიერი ოჯახი მქონდა, მშენებლობის დასაწყისში 2 ბინა შევიძინეთ, მერე გავყიდეთ და ახალა ახალ მშენებარე კორპუსში ჩავდეთ ფული. ამ ბიზნესში მე და ლევანსაც გვქონდა წილი და შემოსავალი. ჩვენი შვილები ბაღში დადიოდნენ უკვე. დათომ ნინია მოიყვანა ცოლად და მეჯვარედ მე წამიყვანა, მათი პატარაც მოვნათლე, პატარა ლაზარე. ლევანი თავიდან სულ ეჭვიანობდა და დათოს ქორწილის მერე დამშვიდდა. ჩემი ცხოვრება როგორც იქნა დალაგდა, სამაგიეროდ გოგა და ანა დაშორდნენ, რაც ძალიან მაწუხებდა და მტკიოდა. თუმცა შემთხვევით არაფერი ხდება, ოჯახი თუ დასანგრევია სჯობს მალევე დაინგრეს, რათა ყველამ თავის გზა ნახოს. იმდენი ტკივილი მიაყენეს ანას, რომ მათი ოჯახი ვეღარ იარსებებდა.
ლევანი დედ მამას შეურიგდა, ბავშვები მიყავდა ხოლმე მცხეთაში, მე ვერ ვპატიობდი მაინც და არც მათი დანახვის სურვილი მქონდა.
თამთამ შეყვარებული გაიჩინა, მასთან ერთად მოდიოდა თბილისის ზღვასთან და ისეთი ავარია გააკეთეს ძლივს გადარჩნენ, სამაგიეროდ ბაგების ბინა გაყიდა და დაზარალებულებს კომპენსაცია გადაუხადა რომ არ ეჩივლათ.
შეყვარებულმა საავადმყოფოშივე მიატოვა და ახლა დეპრესია სტანჯავდა. ყველაფერი ბუმერანგივით უბრუნდება ადამიანს, ქარის მოტანილი ფული და ქონება ისევ ქარმა წაიღო, საკუთარი ძმა არ შეიცოდა, ახლა კი აღარაფერი გააჩნდა. ლევანისთვის უთხოვია იქნებ მდივნის ადგილზე მაინც დამაწყებინო შენთან მუშაობაო, ისიც დასთანხმდა და თავის მდივნად გააფორმა. თუმცა ყველაფერს ურევსო და თავად აწესრიგებდა დოკუმენტაციას. „ნეპოტიზმის“ შედეგიც ეს არის, ვიღაცა ვიღაცამ უნდა ათრიოს სამსახურში.
ჩემი პატივცემული დედამთილი ნელ-ნელა ყიდიდა ზარაფხანის ოქროს და თან წუწუნებდა მესამედ ფასსაც არ მაძლევენო. ლევანმა მითხრა გუჯას უთქვამს, იქნებ ფული ჩვენს კომპანიაში ჩადოთ და ისევ წამოვიწყოთ რამეო. მე კი უარი ვუთხარი ლევანს, არ მჭირდებოდა მათი გაკოტრებული კომპანია, რომელიც დაყადაღებული იყო. ჭაობიდან რომ ამომეყვანა ისევ თვითონ მოითბობდნენ ხელს და მე მშრალზე დამტოვებდნენ. ლევანს ვუთხარი, რომ არც კი ეფიქრა ამ თემაზე. თემა დაიხურა და არაფერი აღარ უთქვამს მას მერე. 27 წლის ვიყავი და უკვე იმდენი გამოცდა მომიწყო ცხოვრებამ, რომ ერთ რამეს ნამდვილად მივხვდი. თუ ნამდვილი მეგობარი გინდა გამოცადო უნდა გაჭირვების დროს გამოცადო, როცა ფული გაქვს და კარგად ხარ, ყველა ცდილობს შენი მეგობარი იყოს. ფულმა არ უნდა გმართოს, არ უნდა დაგაბრმავოს ისე რომ ახლობლების სიცოცხლეც სასწორზე დადო და კიდევ, თუ ცუდს გაუკეთებ ადამიანებს უკან გიბრუნდება ბუმერანგივით, ამიტომ ეცადეთ ისე იცხოვროთ, რომ არავის ცხოვრება არ შეგშურდეთ, არავის ცუდი არ უსურვოთ და თუ გაქვთ შესაძლებლობა გააკეთეთ სიკეთე, როცა გაჭირვებულ ადამიანს ეხმარები და მის გაბედნიერებულ სახეს უყურბ ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.
ისევ მებრძვის ეშმაკი და რა ვქნა, ვერ ვივიწყებ. მამა აკაკის ბოლოს რომ ვნახე ვუთხარი, რომ ზურაზე ფიქრი თავს არ მანებებს, რომ მასზე და მის მდგომარეობაზე ვნერვიულობ. ვერ გამირკვევია ეს რა გრძნობაა. ლევანი მიყვარს, რომ არ მიყვარდეს მისი სიყვარულისთვის და მის გადასარჩენად ამდენ მსხვერპლს ვერ გავიღებდი, მაგრამ რატომ ვფიქრობ მაინც ზურაზე. ალბათ შეცოდებაა ეს გრძნობა, მეცოდება ალბათ. ლევანს წარსულზე ვკითხე, ვუთხარი ზურას ნათქვამი, თავს დამნაშავედ ნუ გრძნობ ეს დიდი ხნის დაგეგმილი იყოო, რომ მითხრა, თუმცა ლევანმა მითხრა დამევიწყებინა გატაცებაც და ყველაფერი და აღარ გამექექა ძველი ამბავი. მე კი ინტერესი მკლავდა, რა მოხდა წარსულში, რა იყო ზურას შურისძიების მიზეზი?

მეორე ნაწილის დასასრული.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Natia

Zalian kargad wer momwons es istoria ,bevri shecdoma Daisha Leanna magram saboolood mainc gamosworda ,ar minda Mariam’s isev shheqmnas problema zlieri qalia ,erti ram satauri ver davukavshire verafrit istorias da iqneb mitxra ratoo torem interest momklavss

 


№2  offline წევრი Farvana

გადასერევი გოგო ხარშენ.
საოცრად რომ წერ ეს უკვე იცი,არამარტო ჩემგან,ყველასგან.
მეორე ნაწილის პირველი თავი რომ წავიკითხე უკვე ლევანზე საშინლად აცრუებული მქონდა გული.
ეხლა კი ვფიქრობ რომ სწორი იენბა მარიამი და ლევანი ერთდ თუ იქნებიან.
ზურასაც უმაჭანკლე ათი წლის მერე და ეგეც დატოვე ბედნიერი.
ლევანის და ზურას საიდუმლო ისე მკლავს ვერც კი წარმომიდგენია.
ძალიან მაგრად წერ.
კარგი გოგო ხარ მალ-მალე რრომ დებ და არ აგვიანებ.
წარმატებები!
--------------------
ფარვანა

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

აუუუ რა მაგარია. აი ქალი ზღაპრის სფეროს უფრო გავს მაგრამ ნამდვილიაო დაააა. ლევანი არ იყო პატიების ღირსი რატომ მგონია რომ კიდევ რაღაცას დააშავებს და მარიამს ისევ გახვევს რამე უბედურებაში. მოკლედ დაველოდები მომავალ თავს. მაგარი გოგო ხარ აი უმაფრესი ისტორიაა. დახვეწილი თხრობის სტილით და ჩამოყალიბებული აზრით.

 


№4 სტუმარი სტუმარი .....

მთელი ამ ოსტორიის მანძილზე სულ ვიბნევი ვერ ვხვდები ხოლმე ვისთან უნდა იყოს მარიამი,მაჰრამ ფაქტი კია ლევანი ზედმეტად სუსტი კაცია ოჯახი კი ვირთხებუს ბუდე,ზურა ძალიან მეცოდება ციხისთვის თავიდან ლევანი მინდოდა მაგრამ ახლა უკვე ზურას პერსონაჟისკენ ვიხრები ქალზე დაყრდნობილი კაცი ამაზრზენია

 


№5 სტუმარი Mariami

Vaimeeeee es raiyoooo umagresiaaaa mAle Dade gemudarebi

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

იმედია მარიამი და ლევანი ერთად დარჩებიან ბოლომდე

 


№7  offline წევრი Other side

Levanma da mariamma imdeni ram gadaitanes ertad, bolosac ertad unda darchnen. Mariams levani iyo da imitom ibrdzvis mistvis. Zura ar momwons, sanam zura gamochndeboda yvelaperi kargad iyo. Es wyvili ertad datove raa
--------------------
Other side

 


№8 სტუმარი ლია

საუკეთესო თავია.ბედნიერი ვარ ამ ისტორიის კითხვისას.

კარგია რომ არ აგვიანებ ახალი თავის დადებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent