შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცირკში (2)


6-11-2018, 17:13
ავტორი lukakhati
ნანახია 169

ცირკში (2)

დღე პირველი:
გამოსვლამდე ნახევარ საათზე ნაკლები რჩება. ხალხი ნელ-ნელა თავს იყრის. ჩვეულთან შედარებით წელს დიდი ადგილი დაგვითმეს. მართალია, ქალაქის შუაგულიდან ცოტა შორს, მაგრამ ახლა ნამდვილად ყველას გვეყოფა ადგილი. წელს მერის გულის მოსაგებად გადავწყვიტეთ კარვების განლაგება გერბზე გამოსახული მთვარეებისათვის დაგვემსგავსებინა. შუაში უზარმაზარი, ლურჯი, კარავი დგას, კიდეებიდან წამოსული შავი, ჰორიზონტალური ხაზი ზედაპირისაკენ თხელდება და ბოლოს ექვსკუთრა, თეთრ ვარკვლავთან იკვეთება. ის ჩვენი მუდმივი მეგზურია. ერთადერთი, რისი წამოღებაც შორს დარჩენილ, ნანგრევებად ქცეული თეატრიდან მოვახერხეთ,
ადრე მახსოვს ბევრჯერ უხუმრია ბათეს, რომ ოდესღაც ეს ვარკვლავი მისი სახლის კედელს დაამშვენებდა და მუდამ გაახსენებდა ყოველ იმ დღეს, რომელიც საკუთარი მიზნისაკენ მიმავალმა გამოიარა. ახლა, სულაც არ უხარია მისი დანახვა. არავის გვეგონა, რომ ეს მშენიერი სიმბოლო, რომელზეც მრავალი, სხვადასხვა, მაგრამ ლამაზი ზღაპარი მოგვესმინა, ჩვენი დაცემის მეტაფორა გახდებოდა. მუდამ თან დაგვაქვს. ოდესმე გვსურს მანაც იხილოს ის, აღმაფრენა, რომლისათვისაც ყველა ვიბრძვით. ძველებურად გაანათოს და კიდევ ერთი ზღაპრის ნაწილი გახდეს.
...აქ მთავარი გამოსვლა იგეგმება. ლიზა და დანიელი გამოვლენ. დანიელი ნიჭიერი მსახიობია, მუდამ მოწესრიგებული, წვერგაპარსული, სამართლიანად ამპარტავანი, მაგრამ თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული. მან ბათეს მხარი დიდი ხნის წინ აუბა და ხშირად უხუმრია, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ძველი მეგობრობის ხათრით აკეთებდა, თუმცა ყველამ ვიცოდით - ცრუობდა. ამას პირველად მაშინ მივხვდი, როდესაც სამზადისის დროს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მხოლოდ ერთი დაძონძილი კარავი გვქონდა, დანიელის სახე შევამჩნიე. ის განსხვავდებოდა ყოველი ჩვენი დაღლილი უიმედო გამომტყველებისაგან. მის თვალებში მომავალი ჩანდა - ნათელი, მიმზიდველი. მხოლოდ მას ესმოდა სიმღერა, რომელსაც აქაურობა გვიძღვნიდა. მოდიოდი შემოდგომის გამანადგურებელი ქარიშხლის მსგავსად, მაგრამ დანიელი ვერ წააქცია. საკუთარი თავის რწმენა ვერ შეურყია და მართლაც წლების შემდეგ ის არ შეცვლილა.
ხალხის წინაშე გასასვლელად ემზადება. სახეზე წყალს ისხამს. დავარცხნილ, მოკლედშეჭრილ წაბლისფერ თმას დაგუბებული წყლის ანარეკლში ათვალიერებს. მგონი, ნერვიულობს ან უბრალოდ გადაიღალა. ვინ იცის?
...ხო, დანიელი ერთადერთი იყო, ვისთანაც ურიელი საკუთარი ნებით თამაშობდა. ეს მაბრაზებდა, რადგან მშურდა. ხანდახან დანიელის სრულყოფილების ძალიან მშურდა.
ლიზა უახლოვდება. ტანად მასზე დაბალი, სრულიად განსხვავებული. არ ვიცი როგორი. არც ის ვიცი საიდან მოდის, არავინ იცის. ის დიდი ხნის წინ დაიკარგა - ყოველი იმ ქალის ხასიათსა და ქცევაში, რომელიც ოდესმე განუსახიერებია. ის ხელოვანია, ძლიერი, მაგრამ ამ ყველაფრის სანაცვლოდ მან დაკარგა საკუთარი თავი. დანიელის გვერდით ნანახი ლიზა სიბრალულს იწვევს. ბოლო მოგზაურობისას სევდა მის სხეულშიც შეიპარა. საოცრად გახდა - სახე ჩაუცვივდა, სასოწარკვეთა მის ჩაშავებულ თვალებს დაღად ჩამოეკიდა.
არ იმჩნევს. ძალიან კარგად გამოსდის - ქერა თმაში სახეს მალავს. დანიელს უღიმის. შავ, თეთრსაყელოიან კაბას ისწორებს. არ მოსწონს, მაგრამ არჩევანი არ აქვს. იცის, ამიტომ ცდილობს მოირგოს, თავი კომფორტულად იგრძნოს, ამაოდ.
მათ ერთმანეთის კარგად ესმით. რატომ არ ვიცი. მათ შორის განსხვავება იმდენად ნათელია, იმდენად აშკარა. დანიელს საკუთარი თავი ჰყავს, ის არ ჰგავს ნაზ, ერთი შეხედვით სათუთ, მაგრამ საშიშ, დაკარგულ ლიზას, რომელიც თამაშობს, ძალიან კარგად თამაშობს.
...ალბათ, როდესაც ერთს აქვს ის, რაც მეორეს აკლია სწორედ ეს ხდება მათი კავშირის მიზეზი - როგორიც ლიზასი და დანიელის ან ჩემი და ურიელის.
გარშემო აღმართულ ორ მუქ ლურჯ კარავში გამოსვლა აღარ იგეგმება. საკმარისნი აღარ ავართ. ერთში ტკბილეული გაიყიდება, მეორეში-მრუდე სარკეებია. მგონი ნელ-ნელა მართლა ცირკს ვემსგავსებით. საწყენია.
რაც არ უნდა იყოს ლიზა და დანიელი დანაკლისს ხალხს არ აგრძნობინებენ. ნასიამოვნები დარჩებიან. ეჭვიც არ მეპარება. ბალახზე დავჯდები. ჩემს კატასთან ერთად, რომელიც ბებერია. პირველი ჭაღარა ვუპოვე, ერთად ვუყურებთ.
- მართა,როგორ ხარ?
...შემეშინდა. ჩემი სახელი დასის წევრების გარდა არავინ იცის. უფრო სწორედ არავინ იცის, რომ ის ჩემია. გამოსვლების დროს ახალ სახელებს არ ვირგებთ. არ გვინდა რეალობა დავგმოთ. მან მნიშვნელობა დიდი ხნის წინ დაკარგა და ყოველი ადამიანის ყოფა ერთმანეთს დაემსგავსა, ამიტომ ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ სხვა სახელით წარვსდგეთ, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია. სინამდვილეში, ასე ბათემ გადაწვიტა. ჩვენ კი ზედმეტი კითხვები არ დაგვისვამს.
-ელაიზა, შემაშინე.
-გვაპატიე - ივა ჩაერთო - დაგვაგვიანდა. ალბათ, იფიქრე, რომ აღარ მოვიდოდით.
ხელი გავუწოდე. წამოდგომაში დამეხმარა.
-არა, ზუსტად ვიცოდი, რომ მოხვიდოდით.
-რა საყვარელი კატაა. - ელაიზა ურიელისაკენ იხრება. ის გარბის. არ მეშინია. წასასვლელი მაინც არსად აქვს.
-ნუ გეწყინება. მორცხვობა სჩვევია. ესე იგი გადაწყვიტეთ შემოგვიერთდეთ?
-კი, დიდი სიამოვნებით. - ელაიზა მენდობა. ივა ჯერ კიდევ ეჭვებშია, მაგრამ მის თვალებში ვხედავდი - ისიც თანახმაა.
-ძალიან კარგი. დღეს , სამწუხაროდ, ვეღარ მოვასწრებთ, მაგრამ ხვალ შეგვიძლია უკვე თქვენი კუთხე მოგიწყოთ.
-წინააღმდეგები არ იქნებიან?
-ცოტახანში ბალთაზარს გაგაცნობთ. ბატონ ბათეს - ხუმრობით ვამატებ - ეს ყველაფერი მისი წარმოსახვის ნაყოფია.
ხალხი კარავში შედის.
-არ გინდათ ერთად ვუყუროთ?
-სიამოვნებით.
-ძალიან მაინტერესებს. სანამ დავიწყებთ. - ივა გარშემი იყურება. რწმუნდება, რომ არავინ გვიყურებს - მინდა პატარა საჩუქარი გადმოგცეთ.
-რისთვის?
-მართლა მეკითხებით? - გაეცინა - თუ ამის მოსმენა გინდათ გეტყვით - იმისთვის, რომ მოგვიპატიჟეთ. თქვენი სახლი გვიწილადეთ.
-აღარ გააგრძელო! პირიქით, მადლობა. ძალიან მიხარია თქვენი აქ მოსვლა.
-დიდი არაფერია - პატარა, დაფლეთილ, გახუნებულ ნაჭერში შეხვეულ საგანს მაწვდის. - ოღონდ აქ არ გახსნათ. მაინც საშიშია. - მძიმე საგანი არ უნდა იყოს. ხელით ვზომავ. ვერ ვხვდები რა არის.
-შეიძლება ვიკითხო?
-სარკეა - ჩუმად ჩამჩურჩულა.
აუღწერელი სიამოვნება ვიგრძენი. თვალები გამიფართოვდა. ნუთუ ის ჩემია? კი, მაგრამ საიდან? ყოველი სარკე დიდი ხნის წინ დაამსხვრიეს. გაყიდვა, წარმოება აკრძალეს. გვარწმუნებდნენ თქვენ ყველანი თანასწორნი ხართო, თავისუფლები, თთქოს ერთმანეთის სიყვარულს გვასწავლიდნენ და ჩვენ ვერ მივხვდით, თუ როგორ წაგვართვეს საკუთარი თავი, მისი დანახვის უფლება, მისი მოწონების, შეყვარების თავისუფლება. რატომ გადაწყვიტეს, რომ ეს სისულელე იხსნიდა კაცობრიობას. იხსნიდა რისგან? ეს ყველაფერი არ მანაღვლებს. ამაზე ადრე ვფიქრობდი. ახლა ერთადერთი, რაც ძალიან მინდა არის გავხსნა, ჩემი თავი დავინახო, მაგრამ არ შემიძლია.
-მგონი იწყება. - ელაიზა ჩემმა სიჩუმემ შეაშინა.
-მადლობელი ვარ. ამაზე კარგ საჩუქარზე ვერც ვიოცნებობდი.
-დავსხდეთ.

კარავში შეკრებილი ხალხის რაოდენობა ყოველ წელს მატულობს. ეს ყველაფერი არ მახარებს. ვხვდები, რომ ხალხი გვენდობა და აზრადაც ვერ მოდიან, თუ რისთვის არიან აქ ან რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს.
შუქები ერთმანეთის მიყოლებით ქვრება. მთავარი შესასვლელი იხურება. მხოლოდ რამდენიმე ღრიჭო რჩება. ყველას ყურადღება სცენისაკენ არის მიმართული. გახშირებული სუნთქვა მესმის. ალბათ, ცხელა.
ფარდა იწევა. ამაღლებული მოედანი გამოჩნდა. საძინებელი ოთახია - მდიდრული საწოლი, ლურჯი სქელი საბანი და ოქროსფერი ორნამენტებით მორთული ბალიში. მარჯვენა კუთხეში კომოდი დგას. ყვავილი დევს. წესით მის ზევით სარკე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ ვიშოვეთ. ფონი შავი, ხავერდის ფერდით შევავსეთ. თითქოს უკან ფანჯარა იყოს. შუქს იატაკზე გაბნეული ნამსხვრევები ირეკლავენ. ეს ყველაფერი ბუტაფორიაა.
...შავი ლაბადის ჯიბეში სარკეს ვამოწმებ.
პირველი, დანიელი გამოდის. ნელი ნაბიჯით, ხალხს უყურებს, ნაცნობ სახეებს ვერ ამჩნევს. ყოველი გამოსვლისას იმედი აქვს, რომ ვინმეს დაინახავს. არავის გვიმხელს ვის ეძებს. შეიძლება ესეც თამაში. საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ვიღაც მოუთმენლად ელოდება მის გამოსვლას, მაგრამ, არა, დანიელი მატყუარა არ არის. ის ამპარტავანია, მაგრამ ნამდვილი.
-ლიზა - იძახის უკმაყოფილოდ. დანიელს ბოხი ხმა აქვს. მჭექარე. მისი ხასიათის მსგავსი. შუბს ჭმუჭნის, მაგრამ მაყურებლისაკენ არ ტრიალდება. ამას მათთვის არ აკეთებს.
...წამით შემომხედა. თვალი ჩავუკარი. არ ვიცი შეამჩნია თუ არა.
-დიახ, ჩემო ბატონო. - ლიზაც გამოდის. კაბა უჭერს, მაგრამ მოხდენილად მოძრაობს.
-ჩემო კარგო, ლარნაკი გამიტყდა, თუ არ შეწუხდები იქნებ ჩემს აქ არ ყოფნაში დაალაგო? - ეს დანიელის საყვარელი საქმეა. კარგადაც გამოსდის. ერთი ემოციიდან მეორისაკენ მოხდენილად მიცურავს. თავს არ ზოგავს. ბათეს დაწერილი ტექსტი იცის, მაგრამ არ მიყვება. თამაშის დროს რაღაცას აკლებს, რაღაცას უმატებს. ამ ყველაფერს წინასწარ არ გეგმავს. ბათე კვლავ უსაყვედურებს, მაგრამ ის ახლაც არ გაიგებს.
-რა თქმა უნდა, ჩემო ბატონო.
-გვიან დავბრუნდები. შეგიძლია არ დამელოდო. ცოტა დაისვენო. - ჩანაფიქრი ასეთია. ბატონის ემოციებმა მაყურებელი უნდა დააბნიონ. მისმა დამოკიდებულებამ მოახლის მიმართ. იქნებ, გაახსენდეთ, რომ სხვადასხვა გრძნობა არსებობს.
დარბაზს ვათვარიელებ. ყველას ერთნაირი გამომეტყველება აქვს - მკაცრი, დაკვირვებული, მაგრამ უგულო.
...ნეტავ რაზე ფიქრობენ? არ ვიცი, ურიელი ბრუნდება. ამაყად მოდის. თითქოს არც წასულა. მისი შემხედვარე ვიღიმი - ჩემს კალთაში კალათდება.
-როგორც მიბრძანებთ. - ბატონს თავს მორჩილად უხრის.
-დროებით.
დანიელი შავი ხავერდის ფარდის უკან იმალება. ნაბიჯების ხმა ექოდ მესმის, მაგრამ უეცრად ყველაფერი ჩუმდება. მხოლოდ ლიზა რჩება. იხრება, ნამსხვრევების აბოჭვას ხელით ცდილობს. ცოცხისაკენ არც იყურება.
-ერთი, ორი, სამი - ხამამაღლა ითვლის. ნამსხვრევები იატაკზეა გაბნეული. არ იცის, თუ რამდენი უნდა იპოვოს.
-თეთრთმეტი, თორმეტი, ცამეტი - ყოველ ასოს წელავს. დაღლილ გამომეტყველებას იღებს. არ უჭირს - ის მართლა გადატვირთულია, უძინარი.
ელაიზასა და ივას სახეებს შეუმჩნევლად ვუყურებ. ხმას არ იღებენ. დაბნეულები ჩანან, მაგრამ ამავდროულად ვგრძნობ, რომ მოსწონთ. ურიელი კუდს ათამაშებს. ბეწვზე ვეფერები.
...ხელს იჭრის და სასწრაფოდ ფეხზე დგება. სისხლს უყურებს.
-ლიზა! - იძახის უმისამართოდ. ხმა უკანკალებს. -ლიზა! - ახლა, ყვირის. არ იცის ვის უხმობს.
ხალხი დაიბნა. კვლავ ბავშვებს შევხედე. ელაიზა შეკრთა - მიხვდა რაც, ხდება. ის ქალია - უფრო ესმის. ივა კვლავ აკვირდება. თავს არ აძლევს უფლებას ნაადრევი დასკვნა გააკეთოს. განვითარებას ელოდება.
-ლიზა, ლარნაკი გამიტყდა. შეგიძლია აალაგო? - საკუთარ თავს უხმობს, მაგრამ ახლა ის ლიზა აღარ არის. ახლა, ქალბატონია. ერთ ადგილას არ დგას. ბორძიკობს. ყოველ წამს შეიძლება დაეცეს, მაგრამ წონასწორობას ბოლო წამს ინარჩუნებს.
-ნამდვილი ოსტატია - მარჯვნიდან ივას ხმა მესმის.
...ლიზას გამოსვლით დღეს ბათე საოცრად კმაყოფილი დარჩება.
კომოდისაკენ მიდის. ორივე ხელით ეყრდნობა.
-რა მშვენიერი ვარ - ამბობს ამაყად, თითქოს თავის თავს უყურებს. წინ არაფერი ჩანს - სრული სიცარიელე. გაშლილ თმას ეთამაშება.
ახლა, მას ერთადერთი სურვილი აქვს - იყოს ბატონი, არა მოხალე. კაბას ისწორებს. საყელოს იხსნის. საწოლისაკენ მიდის. ფარდებს ეფერება. მოსწონს მათთან შეხება. სიმდიდრის სუნი, რომელიც მას ასდის. ახლა, საბანს ეხება.
“ნაზი ქსოვილია” სიამოვნებით იძახის. ფეხსაცმელს იხდის. შორს ისვრის, მაგრამ ფეხშიშველს ნამსხვრევი ერჭობა.
ხმამაღლა ყვირის. ეცემა. მაყურებელი შეწუხდა, თითქოს უთანაგრძნობს. მიზანი მიღწეულია. იატაკზე წითელი ფხვნილი ყრია - თითქოს სისხლია.
კანკალებს, მაგრამ ჩერდება. თავს ნელა სწევს. მაყურებელს უყურებს. ყველას სუნთქვა ეკვრის დუმილი ჩამოწვა. ყველა მის სიტყვას ელოდება.
ავადმყოფური ღიმილით ხმამაღლა წარმოთქვამს :
-გამარჯობა, მე ვარ ლიზა - მოახლე. არ ვფიქრობ, არ ვგრძნობ, არ მიყვარს, არ მძულს.

ფარდა ერთიანად ჩამოწვა. ლიზა მის უკან დარჩა. ეს პირველი აქტის დასასრულია. სულ ორია. ხალხი გაოგნებულია, ფეხზე დგას - სრული ანშლანგი! ტაშს უკრავენ. შეძახილებით ამხნევებენ. ივაც ტაშს უკრავს. ელაიზა დუმს. შეიძლება ის ერთადერთია, ვინც ეს სცენა მართლაც შეიგრძნო.
-საოცარია - გაუჩერებლად იმეორებს ივა. - ასეთი, რამ არასდროს მინახავს.
-ახლაც დააყენებ ეჭვ ქვეშ ჩვენს ცირკს?
-ღმერთმანი, არა!
-ელაიზა, შენ როგორ მოგეწონა?
-დასრულდა? - სიტყვა მომიჭრა.
-არა, მხოლოდ ძირითადი ნაწილი.
-ჯობდა, დასრულებულიყო.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ამ ამბავს შეიძლება მრავალი დასასრული ჰქონდეს. კარგიც და ცუდიც. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ ამ ამბის დასრულების უფლება მაყურებლისათვის მიგეცათ.
-შეიძლება, მაგრამ ცდად არ ღირს.
-რატომ?
-შენ როგორ დაასრულებდი?
-ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.
-მალე გაგრძელდება? - მოუთმენლად ცქმუტავს ივა.
-რამდენიმე წუთში. დეკორაციებს ამზადებენ.
-ძალიან მაინტერესეს.
-გრძელდება!
ივას ჰგონია, რომ მე ვიცი რა მოხდება, მაგრამ ცდება მეც მის მსგავსად სუნთქვაშეკრული ველი.
მეორე აქტი დაიწყო. მოედანი გამოჩნდა, მაგრამ ჩაბნელებულია. ისინი ვერავის ხედავენ. ვერაფერს ხვდებიან. დანიელი ამაყად შემოდის. ბოლთას სცემს. რაღაცაზე ფიქრობს. ხელში ჭიქა უჭირავს. ყავისფერი, სითხით სავსე - სახეზე კმაყოფილი იერი დაკრავს. ნელ-ნელა ყოველი კუთხე ნათდება.
სინათლე იატაკისაკენ ეშვება და რაღაც მას კვლავ ირეკლავს. ხო, ნამსხვრევები ისევ ყრია. ესე იგი, დიდი დრო არ გასულა. მათ შორის იქ, სადაც ბოლოს ლიზა იჯდა, ახლა გვამია. მხოლოდ ხელი მოჩანს. გაჭრილი, სისხლიანი. იარა ბუნებრივად გამოიყურება. სახე არ ჩანს. შავი ზეწარი აფარია.
-ლიკა! - კვლავ უკმაყოფილოდ იძახის.
ისევ ლიზა შემოდის. ოღონ ახლა ლიკაა. ზუსტად ისეთი, როგორიც იყო, მაგრამ მოხდენილად აღარ მოძრაობს - ახლა თეთრი, შავსაყელოიანი კაბა აცვია.
-დიახ, ჩემო ბატონო.
- ჩემო, კარგო შეგიძლია აქაურობას დაასუფთავო? - თვალებით იატაკისაკენ მიუთითებს.
-როგორც ინებებთ - მორჩილად თავს უხრის.
-მალე დავბრუნდები.
დანიელი კვლავ გადის. ცოცხს ყურადღებას არც ლიკა აქცევს. ქვევით იხედება, იხრება, მაგრამ ჩერდება. მაყურებელს უყურებს, მაგრამ არა ავადმყოფური, სასოწარკვეთილი მზერით, ძალიან მშვიდად, აუჩქარებლად წარმოთქვამს :
-გამარჯობა, მე ვარ ლიკა, მოახლე, არ ვფიქრობ, არ ვგრძნობ არ მიყვარს, არ მძულს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent