შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე სიზმრები (თავი 4)


6-11-2018, 21:27
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 166

მძიმე სიზმრები (თავი 4)

ტელეფონი სახეზე მივანათე, და დავინახე იმაზე მეტად თეთრი იმაზე მეტად მუქი თვალებით ვიდრე პირველი დანახვისას.
-ცოტნე ხო?
-ევა რაღაც უნდა...
შევაწყვეტინე, ვეცადე ჩუმად მეთქვა რადგან არ მინდოდა მეზობლების ყურადღება მიგვექცია.
-იცი მაინც როგორ შემაშინე?
-გამომყევი. მითხრა არა ადამიანური ხმით.
-რას მეუბნები ფიქრობ? საათს დავხედე, უკვე 11 სრულდებოდა. ამ დროს ვერსად ვერ გამოგყვები, არ გიცნობ, არანაირი შეხება მქონია შენთან.
სადარბაზოდან გაიხედა, შემდეგ ბინას ახედა თავი დაიზღვია,არ სურდა ვინმეს შევემჩნიეთ, ჩემი გონება სხვას ვერაფერს ფიქრობს მის ამ საქციელზე, პირზე ხელი ამაფარა და მანქანისკენ წამიყვანა.
-ჩაჯექი და ხმა არ ამოიღო, ცუდ რამეს მოახდენ.
იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი გვიან გავაცნობიერე, გავიტრუნე და ჩუმად ჩავჯექი მანქანაში, კარი გახსნა და ისიც სწრაფად, უხეშად ჩაეშვა სავარძელში. ფეხები სულ მიკანკალებდა, არანორმალური გამომეტყველებით შემომხედა, შემდეგ მზარა ფეხებზე გადაიტანა, ხელი მუხლზე დამადო, ცივზე ცივი, გაყინული ხელი ჰქონდა.
-თვალებში შემომხედე, მითხრა ოდნავ დამშვიდებული ხმით.
ძალაუნებურად ჩემი თვალები მის თვალებს გავუსწორე.
-ევა, ნუ გეშინია აქ არ ჩაგსვი იმიტომ რომ მინდა რამე დაგიშვო... არსებობს რაღაც რაშიც გარეული ხარ, საიდან არვიცი მაგრამ ხარ.
გაკვირვება ვეღარ დავმალე, მისკენ მივტრიალდი და მეც ოდნავ დამშვიდებულმა ვკითხე.
-რაში ვარ გარეული? ჩემთვის დავდივარ, ჩემთვის ვარ.
-მინდა დედაშენს დაურეკო და უთხრა რომ დღეს მეგისთან რჩები.
ჩავახველე, გამიკვირდა, შემეშინდა, გავვოცდი ყველაფერი ერთდროულად.
-მეგიზე საიდან იცი?
-გააკეთე რასაც გეუბნები.
ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან, მეგის ნომერი ავკრიფე.
-მეგის არ დაურეკო, დედას დაურეკეთქო, მითხრა უხეშად.
-კი მაგრამ...
-არ გადაგამოწმებს ნუ გეშინია.
დედას დავურეკე, გაბრაზებულმა მიპასუუხა.
-სად ხარ ევა?
ხმაში ცოტა არ იყოს ნერვიულობა შემეტყო, მაგრამ ეს მალევე გამოვასწორე.
-დედა დღეს მეგანთან ვრჩები, გთხოვ უარს ნუ მეტყვი. მათემატიკაში იმდენი გვაქვს სასწავლი ეს სულელი კი ვერ იგებს არა მეგან? ვუთხარი მთელი სერიოზულობით, როლებში იმდენად შევიჭერი ლამის ჩემი ტყუილი მეც დავიჯერე.
დედას ჩაეცინა, არაფერი უკითხავს მხოლოდ ძილინებისა მისურვა და ყურმილი დაკიდა.
-სად მივდივართ? ვიკითხე რადგან ადგილი ნამდვილად უცნობი იყო ჩემთვის, არც მანქანები მოძრაობდნენ და არც ლამპიონი მოჩანდა ახლო მახლოს.
-ჩემს სახლში, მითხრა და საათს დახედა.
მართალია სრული უფლება მქონდა მეკითხა ყველაფერი რაც დამაინტერესებდა, მაგრამ იმდენად დაძაბული იჯდა მანქანაში რომ ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებდი.
მანქანა გააჩერა სახლის წინ რომელიც ძველებურ სტილში იყო აგებული, ორ სართულიანი, საკმაოდ დიდი. სიმართლე გითხრათ დანახვისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა იმდენად საშინელი იყო. მანქანის ძრავი გათიშა და სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან. მეც ღვედი მოვიხსენი და გადავედი.
-ეს შენი სახლია? ვკითხე ჩუმი ხმით და ინტერესით.
-კი ჩემი სახლია. ნაბიჯებს უფრო და უფრო უმატებდა. კართან მივიდა და ჯიბიდან გასაღები ამოიღო, კარსაც კი საზარელი ხმა ჰქონდა რომ გახსნა, შესვლისას სანათი აანთო რომელიც ოდნავ ბჟუტავდა და უზარმაზარ ოთახს ძლივს ანათებდა.
-შემოდი, მითხრა და კარი მიხურა.
ახლოს მდგომ სავარძელზე ჩამოჯდა და პირდაპირ საუბარი დაიწყო, მეც ფრთხილად დავჯექი.
-ევა, გულწრფელად მითხარი, შენს ცხოვრებაში უცნაური არაფერი შეგინიშნავს?
ჩუმად ვიჯექი და წარბები მაღლა ავქაჩე.
-არა.
თავი უკან გადააგდო და ხმაურით ამოისუნთქა.
-კარგი მაშინ ასე ვცდი. ფეხზე წამოდგა, უკან მდგარი წიგნების თაროებიდან ფურცელი და ფანქარი აიღო, ფურცელი იმდენად ძველი იყო რომ კუთხეები გახეული ჰქონდა და უკვე ფერშეცვლილი იყო. მაგიდაზე, ჩემს წინ დადო და მითხრა.
-დამიხატე კაცი რომელიც სიზმარში ნახე, და დამიხატე კაცი რომელიც დღეს შენს წინ მკვდარი ეგდო.
გულმა ფეთქვა იმდენად სწრაფად დაიწყო, წამით ვიფიქრე რომ ხმის ამოღებას ვეღარასოდეს შევძლებდი. ხელის კანკალით ავიღე ფანქარი და დავიწყე მონახაზის გაკეთება.
დაკვირვებით მიყურებდა, ეს უარესად მაბნევდა. ხელები მუხლებს დააყრდნო და სავარძლიდან წამოდგა.
-ვატყობ ხელს გიშლი, გონებას აშკარად გიფანტავ ამიტომ ცოტახნით დაგტოვებ. ჩაი თუ ყავა?
ფანქარს ხელი გავუშვი და ღრმად ჩავისუნთქე.
-არ შემიძლია, მეშინია, ვერაფერს ვაკეთებ.
თავი მარჯვნივ გადასწია, ხელებით დაბალ მაგიდას დაეყრდნო, სახე კი ძალიან ახლოს მომიტანა და მითხრა.
-გითხარი საფრთხე არ გემუქრება, ჩაი თუ ყავა. მითხრა, სიტყვები კი იმაზე მეტად გამოკვეთილად თქვა ვიდრე აქამდე უთქვამს, ამით მივხვდი რომ მის მოთმინებას ბოლოს ვუღებდი.
-ჩაი, ლიმონით.
-განაგრძე ხატვა. თქვა და კედლებს შორის გაუჩინარდა.
ფეხზე წამოვდექი და ფრთხილი ნაბიჯებით კართან მივედი.
-არც კი სცადო. გავიგონე მისი ხმა, როგორ? რანაირად? ვერ ვხედავდი, ვერ მხედავდა, არ მიხმაურია.
უკან სავარძელში ჩავჯექი და ხატვა განვაგრძე.
ფინჯნები გამოიტანა და კვლავ ჩემს წინ ჩამოჯდა.
ფურცელი აიღო და დახედა.
-და შენ მეუბნები რომ ვერ ხედავ ამ ორს შორის მსგავსებას?
თვალებს დავუწყე აქეთ-იქით ცეცება, ვცდილობდი ყველანაირად დამეიგნორებინა. როგორც ჩანს არც ისეთი მომთმენია, ხელი მაგიდაზე ძლიერად დაარტყა და მითხრა.
-ევა, პასუხი დამიბრუნე.
შევხტი ხმაურზე, მეშინოდა მაგრამ თითქოს დარწმუნებული ვიყავი რომ არაფერს მავნებდა.
-ხო... ვიცი რო კავშირია მათ შორის თანაც ძალიან დიდი რადგან სახეებიც ემთხვევა, სიმართლე რომ გითხრა სიზმარში გამოკვეთილად ვერ ვხედავდი მის სახეს... წამით გავჩუმდი, შემდეგ ფეხზე წამოვდექი და ვუყვირე. -არ მეტყვი ამდენი რაღაც ჩემზე საიდან იცი? რატომ უნდა გენდო... იქნებ მკვლელი ხარ, მასწავლებელიც შენ მოკალი და გინდა რომ შემდეგი მე ვიყო.
ხმამაღლა გაეცინა, არაადამიანური ქცევები ჰქონდა, ეს კი მე მხიბლავდა მაგრამ საკუთარ თავში გაჩაღებული ომი მქონდა. ნაწილს სურდა მისი მთლიანად შეცნობა ნაწილს კი ამ პიროვნების დავიწყება.
-არც კი იცი რამხელა ძალას ფლობ...
-ცინიკურად გავიცინე და ვუთხარი.
-ხო საოცარი ძალები მაქვს, შემიძლია მოგიქნიო მუშტი რომელიც არაფერს დაგაკლებს.
-იმაზე მეტად სულელი ხარ ვიდრე მეგონა.
თაროდან წიგნი აიღო, მტვერი მოაცილა და გვერდებს დაუწყო თვალიერება. თითი დაადო წარწერას, წიგნი შემომიტრიალა და მითხრა.
-წაიკითხე.
თვალი გადავავლე, დაკვირვებით ვუყურებდი სურათებს სადაც აღბეჭდილი იყო დემონის სახე და ათასი რამ.
ამოვისუნთე და გაკვირვებით ვუთხარი.
-ესეიგი გამოდის რომ ჩემი სიზმრები წინასწარმეტყველებასთან მიგვითითებს?
-დიახ ჩემო გოგონა, მთლად წინასწარმეტყველი არ ხარ მაგრამ ბევრი ძალა გაქვს ამისათვის.
თავი მაღლა ავწიე და შევეცადე მეპოვა რაიმე რაც ამ ყველაფერს ახსნიდა.
-უიჯის დაფა.
ჩაქინდრული თავი სწრაფად ამოსწია, იმაზე მეტად აღელდა იდრე აქამდე.
-რა?.. ევა მომიყევი ყველაფერი.
ვეცადე ყველა ფაქტი დაწვრილებით გამეხსენებინა
-აქედან დაიწყო ყველაფერი...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Elea_Nora

ამას ქვია ინტრიგა ნუ რაა. რა მოითმენს ახალ თავამდე. ძალიან საინტერესო სიუჟეტია. გელი ახალი ტკბილი, თბილი და მსუყე თავით.
წარმატებები.

 


№2 წევრი Mariam Akhalkatsishvili

Elea_Nora
ამას ქვია ინტრიგა ნუ რაა. რა მოითმენს ახალ თავამდე. ძალიან საინტერესო სიუჟეტია. გელი ახალი ტკბილი, თბილი და მსუყე თავით.
წარმატებები.

სულ ცოტა ერთი დღე მოითმინე smile მადლობა დიდიიი heart_eyes heart_eyes
--------------------
milla

 


№3 სტუმარი სტუმარი სოფია

რა გა ვა კე თო?? რა მო ვი მო ქმე დოო?? ესეთი ინტრიგა.... ნუ არ ვიცი რაა, ბოლოს მომიღებ შენ. შემდეგი თავი მალე დადე დავილიე ქალი ლოდინით. აი შენ არიცი როგორ მიყვარხარ რააა... ესეთი ისტორიები, ესეთი დეტალური აღწერა... რა გითხრა სხვა მაგიჟებ????❤️❤️❤️❤️❤️

ინტრიგანი ადამიანი ხარ, სულ არ ფიქრობ მკითხველზე.წარმოგიდგენია რა დღით ველოდები შემდეგ თავს?
p.s ძაან მიყვარხარდა ძაანმაგარიგოგოხარ.წერეე, წერე, წერე და წერე!!!არასოდეს შეწყვიტო.????

 


№4 წევრი Mariam Akhalkatsishvili

სტუმარი სოფია
რა გა ვა კე თო?? რა მო ვი მო ქმე დოო?? ესეთი ინტრიგა.... ნუ არ ვიცი რაა, ბოლოს მომიღებ შენ. შემდეგი თავი მალე დადე დავილიე ქალი ლოდინით. აი შენ არიცი როგორ მიყვარხარ რააა... ესეთი ისტორიები, ესეთი დეტალური აღწერა... რა გითხრა სხვა მაგიჟებ????❤️❤️❤️❤️❤️

ინტრიგანი ადამიანი ხარ, სულ არ ფიქრობ მკითხველზე.წარმოგიდგენია რა დღით ველოდები შემდეგ თავს?
p.s ძაან მიყვარხარდა ძაანმაგარიგოგოხარ.წერეე, წერე, წერე და წერე!!!არასოდეს შეწყვიტო.????

მადლობა მადლობა და კიდევ მადლობა smile დღეს დავდებ შემდეგ თავს, რავიცი მაშინ ამ ინტრიგას ცოტა მოვაშორებ smile heart_eyes
--------------------
milla

 


№5 მოდერი ჰაიკო

რაღაც დამაკლდა..
სულ დიალოგები რატომ არის???
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№6 წევრი Mariam Akhalkatsishvili

ჰაიკო
რაღაც დამაკლდა..
სულ დიალოგები რატომ არის???

არ ვიცი... ასე გამოვიდა smirk ვფიქრობ, ვფიქრობ და ვეღარ ვფიქრობ smiley
--------------------
milla

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent