შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ნოემბერი [სრულად]


7-11-2018, 01:06
ავტორი ელპინი
ნანახია 8 631

მკვდარი ნოემბერი [სრულად]

ანნამ კედლებზე დახატული თოვლისფერი ფრთები შეისხა და გაფრინდა. ყვითელი სხეული თოვლში იწვა. ანნას ფრთები თოვლზე ამოქარგულივით იყო. ათოვდა სხეულს და ემატებოდა - თოვლი სულში.

***
გაგვინოემბრდა. ალბათ ღამის სამი ან ოთხი საათი იქნებოდა, ცხრასართულიან, ჩაბნელებულ კორპუსში მხოლოდ მეექვსე სართულზე ბრჭყვიალებდა ალისფერი ცეცხლი. ყვითელი, ძვლებდამჩნეული სხეული ცეცხლის წინ იდგა, სრულიად შიშველი. იქვე, მოპირდაპირე მხარეს, მაგიდაზე წერილები ეყარა. ყველა ყვითელი და ერთი და იმავე წარწერით - "შენი სხეულის ფერია სიტყვები". სუსტი ხელები გაიწვდინა მაგიდისკენ, ჯერ პირველი წერილი აიღო, ხელში ჩაიბღუჯა, დაკუჭა და სწრაფადვე გაშალა. კითხვა დაიწყო.
"გაგვინოემბრდა, ანნა."
ამ ორი სიტყვისთვის წყნარი ოკეანე გადმოცურა წერილმა.
"მომავალ ნოემბერს დავწვავ ამ წერილს."
წერილი ნელა მიცურავდა ოკეანეში, პასუხის დაბრუნებას აჭიანურებდა.
მეორე.
"ნოემბერს ვერ გავექცევით, ანნა."
წამოსვლისას უფრო სწრაფი იყო წერილი.
"ნოემბერს კი, დღეებს - ვერა."
ჩაიძირა წერილი.
მესამე.
"დავიჭიროთ ნოემბერი, ანნა."
ოკეანე სწრაფად გადაჭრა წერილმა, რამდენიმე საათში.
"ნოემბერია და თითქოს, დეკემბერი."
ცოტა ხანს ოკეანეში ტივტივებდა წერილი.
მეოთხე.
"დაგიზამთრდა სულში, ანნა."
წინ და უკან ცურავდა წერილი. ახლა წასვლასაც აჭიანურებდა.
"მაპატიე, რომ ზამთარი შეგაყვარე."
გაიყინა წერილი.
მეხუთე.
"მაპატიე, რომ ნოემბერია შენში."
ლოდად იქცა წერილი.
"მაპატიე, რომ ნოემბერი შეგაყვარე."
დაიკუჭა წერილი.
მეექვსე.
"მაპატიე, რომ მე აგვისტო ვარ, შენ - ნოემბერი, ანნა."
ნაფლეთებად იქცა წერილი.
"დავწვი ნოემბერი. მომავლამდე, რომელიც არ იქნება."
ისევ ოკეანეში ჩაიძირა ნაწილებად ქცეული წერილი. უკანასკნელი წერტილი თავად წერილმა არ დასვა.
წერილები ცეცხლში იწვოდა, ყვითელ სხეულსაც მწველი ალი მოსდებოდა, თითქოს. გახევებული იდგა ერთ ადგილზე, ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები, სადაც ვიღაცას ჯებირები გაეკეთებინა და არ უშვებდა იქედან. უცებ დავარდა სხეული, რაღაც ძალამ წააქცია და სხეული ვერ დაიმორჩილა. ცრემლებმა ჯებირები დაანგრიეს, სახეზე მარილიანი სითხე წვეთ-წვეთად იღვრებოდა, თითქოს სხეული იზოგავდა უკანასკნელ ცრემლებს. დაიწვა წერილები, ჩაქრა ცეცხლიც. სხეული ფეხზე წამოდგა, სარკის წინ დადგა, ავადმყოფურად ყვითელი იყო იგი.
- აქ ნოემბერია. - ხელი თვალებთან მიიტანა.
- ნოემბრის ძარღვი ფეთქავს. - ყელზე ხელი მიიდო სხეულმა.
- ნახე, აქაც ნოემბერია. - გულთან გადაინაცვლა.
- ნოემბრის ძვლები. - ხერხემლის მალებზე თითები გადაიტარა სხეულმა.
სამზარეულოში გავიდა, დანა აიღო ისევ სარკესთან დაბრუნდა. სახეზე დანა გადაიტარა, მერე გაიჭრა.
- ნოემბრის სისხლი. - თითები შინდისფერი გაუხდა სხეულს.
ყვითელ სხეულს შინდისფრად აწვიმდა, წვეთები ლავიწის ძვლებზე გუბურასავით დაგროვდა. ვაზიდან გამხმარი, ყვითელი ყვავილები ამოიღო. სისხლის გუბურაში, ლავიწის ძვალზე, ყვითელი, გამხმარი ყვავილი ტივტივებდა. წუთით გაცოცხლდაო, თითქოს. ყვავილმა დახრილი თავი ასწია. სარკეში მისი თავი შეათვალიერა და ისევ თავი დახარა. სხეულს გაეღიმა. ყვავილი სისხლის გუბურიდან ამოიღო და წერილების ფერფლში ჩააგდო. დაიწვა ყვითელი ყვავილი. სახიდან სისხლი ისევ მოდიოდა. სხეულმა დანა აიღო კვლავ, ხელის გულზე წვერით დაატრიალა და შინდისფერმა სისხლმა ისევ დაიწყო მოძრაობა.
- მკვდარი ნოემბრის სისხლიანი წვიმა. - ჩურჩულით თქვა სხეულმა.
ხელი წერილებისგან დარჩენილი ფერფლისკენ გასწია, ფერფლს და დამწვარ ყვითელ ყვავილს აწვიმდა სისხლი.
- ისევ აღდგებიან და გაცოცხლდებიან. - გადაიხარხარა სხეულმა.
ყვითელი ატლასის ხალათი მოიხურა და აივანზე გავიდა. ლამპიონები ანათებდა ჩაბნელებულ ქალაქს. თეთრი, ლაქებიანი მთვარე ღრუბლებში იმალებოდა დრო და დრო. აივნის მოაჯირებზე თოვლი იყო, ქარიც ძლიერად ქროდა და ზამთრის სუსხს ვერ გრძნობდა სხეული. ყვითელი ატლასის ხალათი წითლად იღებებოდა ადგილ-ადგილ. სხეულმა მოაჯირებზე დადებულ თოვლს ხელი მოჰკიდა.
- ნოემბერია. (თურმე)
ღიმილით თქვა. ხელის მტევნებში მოიქცია თოვლი. ცხელი ხელები თოვლმაც ვერ გაყინა. პირიქით, სიმხურვალისგან დნებოდა თოვლი. უცებ ლამპიონის შუქზე ჩრდილი გაკრთა.
- მაპატიე, რომ ნოემბერია და უჩემოდ თოვს შენთან, ანნა.
უცებ წაბარბაცდა სხეული, ვერ დაიმორჩილა ტანი. მხოლოდ ლანდი ჩანდა ლამპიონის შუქზე, სხვა - არაფერი.
- მაპატიე, რომ წერილები უკვე დაწვი, ანნა.
- ითოვე, რა! - ტირილით ამოიხრიალა სხეულმა.
ლამპიონის შუქი სახეზე ეცემოდა, მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, ზუსტად ის, რომელიც წასვლისას.
- შენს წერილს მოვასწარი ჩამოსვლა, ანნა.
- დავწვი ნოემბერი.
- აბა, თვალებში რა გაქვს?!
- დამწვარი ნოემბერი.
- სახეზე?!
- ნოემბრის სისხლი.
- ყვითელ ხალათზე?!
- ნოემბრის სისხლიანი წვიმა.
- სხეულში?!
- ნოემბერი.
- რა დაწვი, ანნა?!
- ნოემბერი.
- რომელი?!
- შენი ნოემბერი.
- ჩემი ნოემბერი. - გაიმეორა მეორემ.
- ჩემი ნოემბერი ისევ აქაა, ნოე. ის არასდროს იწვის. - ღიმილით თქვა ანნამ.
ლამპიონის შუქზე აღარ ჩანდა ნოე. ანნას ნაბიჯების ხმა ესმოდა, თითქოს. რამდენიმე წამში კარზე ზარის ხმაც გაიგონა.
- ნოემბრის ფრთები?! - ზღურბლზე იდგა ნოე, თვალებში უყურებდა ანნას, რომელსაც შინდისფერი სისხლი სახეზე შეხმობოდა.
- ვხატავ. - გვერდზე გაიწია ანნა. ნოე ოთახში შემოვიდა და იმ კედლისკენ წავიდა, სადაც ნოემბრის ფრთები ეხატა.
- წარწერები არ შეუჭამია დროს. - ნოე ხელებს დაატარებდა წარწერებზე, რომელიც ბუმბულებზე ეწერა.
"ერთი დღე, ერთი საათი, ერთი წუთი და ერთი წამი დარჩა ნოემბრამდე."
"304 დღეა ნოემბერს ვუცდით."
"196 დღე წვიმდა, გეგონებოდა, მაშინაც ნოემბერი იყო."
"87 დღე შავი ღრუბელი დაცურავდა ცაზე, თითქოს, ნოემბერი გზაში იყო."
"21 დღეა მზეა, გააქციეს ნოემბერი, თითქოს."
"ვიცეკვეთ ნოემბრის ტანგო."
ფრაზებს იმეორებდა ნოე, ღიმილი სახიდან არ მოშორებოდა. ანნა მის უკან იდგა, ფრთებს უყურებდა, რომელსაც სამი ბუმბულიღა აკლდა დასასრულებლად.
- დავწეროთ, რა. - მუდარიანი ხმით თქვა ნოემ.
"დამწვარი ნოემბერი მოვიდა."
ანნამ შავად დააწერა ერთ ბუმბულზე.
"ნოემბერია, ისევ ვიცეკვებთ ტანგოს."
ნოემ - ყვითლად.
- ჩვენ ვიცეკვეთ უკანასკნელი ნოემბრის ტანგო, ნოე.
ანნამ ნოე მარტო დატოვა და სააბაზანოში გავიდა ნოემბრის ჩამოსარეცხად.
- თოვს, ანნა! - ნოე პერიოდულად გასძახებდა ხოლმე.
- წვიმს, ანნა!
- მთვარე აღარაა, ანნა!
- შავი ღრუბლებია, ანნა!
- ნოემბერია, ანნა!
არ წასულა ნოე, ელოდა როდის მოვიდოდა ანნა ისევ.
- ისე თოვს, გგონია, ცოცხლდება ნოემბერი, ანნა!
- იცოცხლოს, შენ რა?! - გამოსძახა სააბაზანოდან ანნამ, რომელსაც ჩამოერეცხა ნოემბერი უკვე, მხოლოდ სულში დაიტოვა.
- ცოცხლდება მკვდარი ნოემბერი, ანნა.
- იცოცხლოს...
- იღვიძებს მიძინებული ნოემბერი, ანნა.
- გაიღვიძოს...
- სიცივეა ნოემბერში, ანნა.
- იყოს სიცივე...
ანნა უცებ ნოეს წინ გაჩნდა. თვალებში უყურებდა.
- ნოემბრის შრამები დაგრჩენია. - თვალები დახარა ნოემ.
- სულშიც.
ფუნჯები აიღო ანნამ და ფრთების ხატვა გააგრძელა, სამი ბუმბული მიახატა და დაასრულა.
- ვიცეკვოთ, რა. - ისევ მუდარა იგრძნობოდა ნოეს ხმაში.
- უკვე ვიცეკვეთ.
- ბოლოჯერ, ანნა.
- უკვე ბოლოჯერ ვიცეკვეთ.
- უკანასკნელად.
- უკანასკნელადაც, ნოე.
- გთხოვ.
ანნა წამიერად დასუსტდა, ნოესკენ შემობრუნდა, მხრებზე ხელები შემოჰხვია და თავად დაიწყო ცეკვა. დასუსტებულ სხეულს ნაზად და მოხდენილად ამოძრავებდა. რამდენიმე წამს გაბრუებული ნოე სწრაფად გამოფხილდა და ანნას სურნელი შეისუნთქა. ნოტები ჰაერში მოძრაობდა, ზოგი სხეულებს ეკვროდა, ზოგი კედლებს და უკანასკნელ ტანგოს ცეკვავდნენ.
- მაპატიე, რომ ისევ ჩემთან ხარ.
- მომენატრე.
- მაპატიე, რომ ისევ მიყვარხარ და მჭირდები.
- მიყვარხარ.
- მაპატიე რომ ავადმყოფურად მინდა და გინდა.
- ჩუმად.
- მაპატიე, მომენატრა შენი სიტყვები, შენი სუნთქვა ჩემთან და ჩემი, შენი გულისცემა ჩემით და შენი შეგრძნება შეხებით.
- მჭირდები.
- მაპატიე, რომ ახლა უნდა გთხოვო - შემისუნთქო. ამის დედაც, შემისუნთქე, ნოე!
- მაკლიხარ.
- მაპატიე, რომ ვარ - შენ, ხარ - მე ამდენი ხნის მერეც.
- უკანასკნელი ტანგოა, გამატანე შენი ყველაფერი, ანნა. - თხოვნით თქვა ნოემ.
ანნა ტუჩებზე შეეხო ნოეს. წამი გაჩერდა.
- გაცოცხლდა ნოემბერი, ანნა!
- მშვიდობით, ნოე.
დაასრულეს ტანგო, ნოე წავიდა, ანნა ისევ მარტო დარჩა. ფრთებს თვალები შეავლო.
- მე მოვკლავ ნოემბერს, ნოე. ჩემია ეს ფრთები.
აივანზე გავიდა ყვითელი სხეული, მოაჯირზე ფეხი დადგა და ნოეს სადარბაზოდან გამოსვლას დაელოდა, ხმამაღლა დაიყვირა:
- მოვკალი ნოემბერი, ნოე!
ყვითელი სხეული მიწას დაენარცხა, თოვლი წითლად შეიღება.
მოკვდა ნოემბერი.



ნოემბერია.
ჰო, ნოემბერია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები ❤

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები ❤

მიყვარხარ!

 


№3  offline მოდერი სალანდერი

7 ნოემბერი.
რა კარგი დღე, კი არა და ღამეა საწერად ჰო? შვიდი ნოემბერი დაიწყო.
იცი? მე თუ მკითხავ არაფერია დედამიწაზე სანახავი, მაგრამ საგრძნობი?
მგონი ზოგჯერ პიანინოს კლავიშებზე უნდა იარო, ფუნჯები გადმოატრიალო და ჩინური ჩხირებივით გამოიყენო სპაგეტის საჭმელად, ხალიჩები ფანჯრებზე ჩამოკიდო, ფარდები იატაკზე დააფინო და მერე ტალახიანი ფეხსაცმლით გადაუარ-გადმოუარო, ზოგჯერ ყველაფერი უნდა აურიო რომ დალაგდე.
ზოგჯერ უბრალოდ სხეულზე უნდა დაიხატო ნოტები და სულში ააჟღერო.
ზოგჯერ უბრალოდ უნდა გაგიჟდე, რომ ნორმალურობა შეინარჩუნო.
მობეზრდა. . .
ჰო, მობეზრდა ანნას. . .
ერთფეროვნება, სიყვითლეც კი მობეზრდა ყველგან, ნოემბერს არ უხდება მზის'ფერი.
ნოემბერს წვიმა უხდება და თოვლიც, მაგრამ სად არის. . .
ზოგჯერ ფანჯარაზე უნდა ჩამოჯდე და ფეხები გადააწყო, რომ მთლიანად არ მოგინდეს გადახტომა. . .
შენ გაიზარდე ანნა.
სხვანაირად გაიზარდე და მე ვამაყობ შენით. . .
ჩემი საყვარელი მწერლისგან, ჩემი საყვარელი შეგრძნებები რომ მივიღე, რაღა უნდა იყოს, ამაზე კარგი?
შენ დღეს ჩემთან წვიმა მოიყვანე, ნოემბრის წვიმა. . .
ჰოდა რა?
მიყვარხარ და. . .
ნოემბერს გილოცავ წვიმის გოგო ❤

 


№4  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
7 ნოემბერი.
რა კარგი დღე, კი არა და ღამეა საწერად ჰო? შვიდი ნოემბერი დაიწყო.
იცი? მე თუ მკითხავ არაფერია დედამიწაზე სანახავი, მაგრამ საგრძნობი?
მგონი ზოგჯერ პიანინოს კლავიშებზე უნდა იარო, ფუნჯები გადმოატრიალო და ჩინური ჩხირებივით გამოიყენო სპაგეტის საჭმელად, ხალიჩები ფანჯრებზე ჩამოკიდო, ფარდები იატაკზე დააფინო და მერე ტალახიანი ფეხსაცმლით გადაუარ-გადმოუარო, ზოგჯერ ყველაფერი უნდა აურიო რომ დალაგდე.
ზოგჯერ უბრალოდ სხეულზე უნდა დაიხატო ნოტები და სულში ააჟღერო.
ზოგჯერ უბრალოდ უნდა გაგიჟდე, რომ ნორმალურობა შეინარჩუნო.
მობეზრდა. . .
ჰო, მობეზრდა ანნას. . .
ერთფეროვნება, სიყვითლეც კი მობეზრდა ყველგან, ნოემბერს არ უხდება მზის'ფერი.
ნოემბერს წვიმა უხდება და თოვლიც, მაგრამ სად არის. . .
ზოგჯერ ფანჯარაზე უნდა ჩამოჯდე და ფეხები გადააწყო, რომ მთლიანად არ მოგინდეს გადახტომა. . .
შენ გაიზარდე ანნა.
სხვანაირად გაიზარდე და მე ვამაყობ შენით. . .
ჩემი საყვარელი მწერლისგან, ჩემი საყვარელი შეგრძნებები რომ მივიღე, რაღა უნდა იყოს, ამაზე კარგი?
შენ დღეს ჩემთან წვიმა მოიყვანე, ნოემბრის წვიმა. . .
ჰოდა რა?
მიყვარხარ და. . .
ნოემბერს გილოცავ წვიმის გოგო ❤

პატარა,
როგორი ხარ შენ?!
ძალიან ჩემი და ძალიან ჩემთვის, ჰო?!
გიჟი და არანორმალური მყავხარ და ჰო, მიხარია, რომ მყავხარ მე!
მიყვარხარ!
ძალიან და დაუსრულებლად მიყვარხარ!
ნოემბერს გილოცავ, პატარა.
შენ ხარ ყველაფერი!

 


№5  offline წევრი -ლილუ

ცას ნოემბერი აქვს თარიღად...
ირხევა წვიმათა ფარდები...
ნოემბრის სიყვითლე გამიჯდა...
კანში,სულში და ვენებში...(ეს დამმართე)
აუ როგორ გამიხარდი შენ ნეტა თუ აზრობ?!
შემოდგომა ჩემი სეზონია...
წვიმა ჩემი ამინდი...
ნოემბერი ჩემი თვე...
და ცასი ისე არაფერი უხდება როგორც ნოემბერი....
ყველაზე ,,გასულო"...
მედრამადედოფლები...
♡♡♡...

 


№6  offline წევრი სიბილა

გავნოემბერდი..ფერიც ნოემბრის, სულიც ნოემბრის, ვნებაც ნოემბრის..და ლოდინიც, რომელიც გაცოცხლდა, მოხვედი, წაგიკითხე და გავნოემბერდი.თითქოს კარგად ვარ.ჰოდა, წერე.

 


№7  offline ადმინი ელპინი

-ლილუ
ცას ნოემბერი აქვს თარიღად...
ირხევა წვიმათა ფარდები...
ნოემბრის სიყვითლე გამიჯდა...
კანში,სულში და ვენებში...(ეს დამმართე)
აუ როგორ გამიხარდი შენ ნეტა თუ აზრობ?!
შემოდგომა ჩემი სეზონია...
წვიმა ჩემი ამინდი...
ნოემბერი ჩემი თვე...
და ცასი ისე არაფერი უხდება როგორც ნოემბერი....
ყველაზე ,,გასულო"...
მედრამადედოფლები...
♡♡♡...

ლილუ, რა საყვარელი ხარ და როგორ ლამაზად თქვი დასაწყისში.
ნუთუ, მართლა ასე იყო?!
ვაჰ, ძალიან მიხარია, ჰო.
ნოემბერს გილოცავ, შემოდგომის გოგოვ.
მადლობა, ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ ხარ და რომ მკითხულობ!

სიბილა
გავნოემბერდი..ფერიც ნოემბრის, სულიც ნოემბრის, ვნებაც ნოემბრის..და ლოდინიც, რომელიც გაცოცხლდა, მოხვედი, წაგიკითხე და გავნოემბერდი.თითქოს კარგად ვარ.ჰოდა, წერე.

რუსა, კარგია ნოემბერი, ხომ იცი...
მიხარია, რომ განოემბრდი. ძალიან მიხარია მე!
უღრმესი მადლობა შენ!

 


№8 მოდერი ჰაიკო

ყოჩაღ, ელპინ! ტაშს გიკრავ!
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№9  offline წევრი meocnebe avadmyopi

აქ ვარ ისევ,არეული ვარ, როგორც ყოველთვის ისევ იგივე დამმართე...
ამ სევდიან ისტორიაზეც კი სულელივით ვიღიმოდი...
ანნა მოკვდა მაგრამ მე მაინც წამით მომშორდა ღიმილი სახიდან...ისევ ვიღიმი...
ისევ ისეთი გრძნობა დამრჩა,ისტორია შემიყვარდა,ის მკვდარი ნოემბერიც შემიყვარდა...
ეს წყვილიც... ძალიან შემიყვარდა...
დილას ვნახე და იმის მერე ვერ შემოვედი რომ წამეკითხა
ისევ ბევრის მთქმელი იყო...
ახლა ვინმემ რომ მკითხოს რას დარჩი ასე გაღიმებულიო
მართლა არ ვიცი რას ვუპასუხებ...
ისევ იგივე გააკეთე ხედავ??? ისევ ვზივარ და ვფიქრობ
ისევ ვუფიქრდები და ვფიქრობ თითოეულ ფრაზაზე
"ნოეზე და ანნაზე"
ეს წყვილიც შემიყვარდა
როგორც სხვა ყველა დანარჩენი
მათ "საერთო" ნოემბერთან ერთად შემიყვარდა ისინი
ელ პინ ისევ ისეთ საოცრება იყო როგორც ყველა იცი??
მგონი აზრიც კი შემაცვლევინე ამ "ცივ" ნოემბერზეც heart_eyes heart_eyes

 


№10  offline ადმინი ელპინი

ჰაიკო
ყოჩაღ, ელპინ! ტაშს გიკრავ!

ძალიან დიდი მადლობა, პატივია!

meocnebe avadmyopi
აქ ვარ ისევ,არეული ვარ, როგორც ყოველთვის ისევ იგივე დამმართე...
ამ სევდიან ისტორიაზეც კი სულელივით ვიღიმოდი...
ანნა მოკვდა მაგრამ მე მაინც წამით მომშორდა ღიმილი სახიდან...ისევ ვიღიმი...
ისევ ისეთი გრძნობა დამრჩა,ისტორია შემიყვარდა,ის მკვდარი ნოემბერიც შემიყვარდა...
ეს წყვილიც... ძალიან შემიყვარდა...
დილას ვნახე და იმის მერე ვერ შემოვედი რომ წამეკითხა
ისევ ბევრის მთქმელი იყო...
ახლა ვინმემ რომ მკითხოს რას დარჩი ასე გაღიმებულიო
მართლა არ ვიცი რას ვუპასუხებ...
ისევ იგივე გააკეთე ხედავ??? ისევ ვზივარ და ვფიქრობ
ისევ ვუფიქრდები და ვფიქრობ თითოეულ ფრაზაზე
"ნოეზე და ანნაზე"
ეს წყვილიც შემიყვარდა
როგორც სხვა ყველა დანარჩენი
მათ "საერთო" ნოემბერთან ერთად შემიყვარდა ისინი
ელ პინ ისევ ისეთ საოცრება იყო როგორც ყველა იცი??
მგონი აზრიც კი შემაცვლევინე ამ "ცივ" ნოემბერზეც heart_eyes heart_eyes

და მე ისევ ისე მომწონს შენი სახელი, როგორც მაშინ, როცა პირველად გამოჩნდი ჩემთან.
არ ვიცი, როგორ, რანაირად, მაგრამ დენი თბილი სიტყვა რომ ჩემს მიმართავს ნათქვამი, ძალიან მიხარია და მაბედნიერებს.
იფიქრე და ეძებე...
მადლობა, რომ ასეთი ხარ და რომ ხარ!

 


№11  offline წევრი tebea

საოცრად ნიჭიერი ხარ ♥️

 


№12  offline ადმინი ელპინი

tebea
საოცრად ნიჭიერი ხარ ♥️

ძალიან დიდი მადლობა! მიხარია, რომ მკითხულობ და მოგწონვარ.

 


№13  offline მოდერი Mathew

ყვითელი.
ანნა.
ნოე.
ნოემბერი.
სიკვდილი.

და ხო,მე ვგრძნობ.
ვგრძნობ იმას,რომ ეს ისტორია ჩემშია,ყველაზე მეტად მეკუთვნის.
გვიან მოვედი,მაგრამ ჩემთვის,წყნარად შევიგრძენი.
მომიჭორა,აი,მარცხნივ,მფეთქავ ორგანოზე და გაწურა სისხლისგან!

გამაჟრჟოლა.
გავაფრინე.
გავგიჟდი.

მემატრება!
უზომოდ მენატრება-გიჟი ხარ,შენ თავს ვფიცავარო რომ მეუბნებოდი.
ახლა,ჩემთვის,მარტო გავაფრენ ხოლმე შენი ისტორიებით!
შენით გავაფრენ რა.
მაინც,როგორ მიყვარხარ რომ იცოდე!

და მაინც.
ყვითელი.
ანნა.
ნოე.
ნოემბერი.
სიკვდილი.

მაიმც ჩემია.მთელი არსებით!

 


№14  offline ადმინი ელპინი

Mathew
ყვითელი.
ანნა.
ნოე.
ნოემბერი.
სიკვდილი.

და ხო,მე ვგრძნობ.
ვგრძნობ იმას,რომ ეს ისტორია ჩემშია,ყველაზე მეტად მეკუთვნის.
გვიან მოვედი,მაგრამ ჩემთვის,წყნარად შევიგრძენი.
მომიჭორა,აი,მარცხნივ,მფეთქავ ორგანოზე და გაწურა სისხლისგან!

გამაჟრჟოლა.
გავაფრინე.
გავგიჟდი.

მემატრება!
უზომოდ მენატრება-გიჟი ხარ,შენ თავს ვფიცავარო რომ მეუბნებოდი.
ახლა,ჩემთვის,მარტო გავაფრენ ხოლმე შენი ისტორიებით!
შენით გავაფრენ რა.
მაინც,როგორ მიყვარხარ რომ იცოდე!

და მაინც.
ყვითელი.
ანნა.
ნოე.
ნოემბერი.
სიკვდილი.

მაიმც ჩემია.მთელი არსებით!

ყვითელო!,
ანი,
ლამაზთვალება,
მადლობა, ჰო?
ძალიან, ძალიან საყვარელი ხარ შენ!
ოქროს გოგოვ.

და მაინც,
ყვითელი.
ანნა.
ნოე.
ნოემბერი.
სიკვდილი.

 


№15 სტუმარი სტუმარი სოფიო

მიდის.....
ყვითელი ნოემბერი ,სისხლისფრად შეღებილი....
მოდის,მოდის და არ იცდის....
რუხი დეკემბერი....
ითოვე რა......


 


№16  offline ადმინი ელპინი

სტუმარი სოფიო
მიდის.....
ყვითელი ნოემბერი ,სისხლისფრად შეღებილი....
მოდის,მოდის და არ იცდის....
რუხი დეკემბერი....
ითოვე რა......



სოფიო,
რა ლამაზად თქვი,
იცი?!
ნოემბერი და თითქოს, დეკემბერი.
თბილი (ცივი).
მადლობა შენ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent