შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდესაც შვილის მეგობარი გიყვარდება (7 თავი )

7-11-2018, 10:02
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 2 917

როდესაც შვილის მეგობარი გიყვარდება (7 თავი )

- კარგი მაგრამ პანიკის გარეშე.
- გისმენ. - ჩემ წინ ჩაიმუხლა ნია და მუხლებზე ხელები მომხვია.
- რატი. - ვამბობ და ნიას სახეზე შეცვლილი ფერი უკვე გულს მიჩერებს.
- რატი? - ფეხზე დგება ნია.
- რა მოხდა?
- არაფერი დე. იმაზე მეტად შეშლილი ყოფილხარ ვიდრე წარმომედგინა. - გადაიხარხარა ნიამ და ჩამეხუტა.
-------------------------------

მე და რატის წყვილს საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. ჟურნალები მალე აჭრელდა ჩვენი ფოტოებითა და სისაძაგლის მომცველი სტატიებით. ტელევიზიაც არ გვინდობდა.
"რატი გეგეჭკორის მორიგი გატაცება ასაკიანი ლინა ყიფიანი აღმოჩნდა"
"როდემდე გასტანს მათი სიყვარული"
"ყიფიანმა გეგჭკორი მისი კომპანიის გამო გამოიჭირა"
"ისინი უკვე დაქორწინდნენ მაგრამ ამ ფაქტს არ ახმაურებენ"
"გივი გეგჭკორი ამ ფაქტის გამო საავადმყოფოში მოხვდა"
"ყიფიანის ოცდაერთი წლის ქალიშვილს ოცდახუთი წლის მამინაცვალი ყავს"
მსგავსი ტექსტები უკვე ყველგან იბეჭდებოდა. თავდაპირველად ამ ყველაფერს არც მე და არც რატი ყურადღებას არ ვაქცევდით, ჩვენ ხალხის აზრი არ გვადარდებდა, მხოლოდ ბედნიერებით ვტკვბებოდით, მაგრამ რაც დრო გადიოდა რატიც უფრო და უფრო სევდიანი ხდებოდა ისევე როგორც მე. ვგრძნობდი ამას ვერც ერთი ვეღარ ვუძლებდით თუმცა ამაზე საუბარს ორივე თავს ვარიდებდით. ერთ საღამოს როდესაც მე და ნია იმაზე საუბრით ვიყავით გართულები თუ როგორ გამოვსულიყავი ამ მდგომარეობიდან კარზე ზარი გაისმა.
- მე გავაღებ. - ამბობს ნია და კარისკენ მიდის.
- საღამომშვიდობის. დედა სახლშია? - მესმის ნაცნობი ხმა და კარისკენ მივდივარ.
- მობრძანდით. - შინ შევიპატიჟე რატის დედა. - ნია. ოთახში შედი. - ვეუბნები ნიას და ისიც მემორჩილება. - დალევთ რამეს? - ვეკითხები ირინას მხოლოდ იმიტომ რომ დაძაბულობა განვმუხტო.
- ვისკს. - ორივესთვის ვასხამ სასმელს და მისაღების სავარძლებში ვთავსდებით.
- აქ რამ მოგიყვანათ? - ვეკითხები რადგამ ვხვდები როგორ უჭირს საუბრის დაწყება.
- ლამაზი ქალიშვილი გყავთ.
- გმადლობთ, თუმცა არამგონია აქ ამის სათქმელად მოსულიყავით.
- მინდა რატის ცხოვრებიდან წახვიდეთ. - ამბობს ირინა და ვისკს სვამს.
- იქნებ მისთვისაც გეკითხათ აზრი.
- ის უგონოდ არის შეყვარებული მაგრამ თქვენ ხომ კარგად ხვდებით რომ მომავალს უნადგურებთ?
- და რატომ გგონიათ რომ ვუნადგურებ? მე მიყვარს თქვენი შვილი.
- გეყოფათ! - ტონი შეცვალა ირინამ.
- ნებას არ მოგცემთ ჩემ სახლში ტონს აუწიოთ.
- მართალი ხართ. მაპატიეთ. - ამბობს ირინა და სიჩუმეში ეფლობა. მის სახეზე ამ მომენტში ტანჯვის მეტს ვერაფერს ვხედავ და ვგრძნობ ეს სულს როგორ მინგრევს.
- იცით, თავდაპირველად მეგონა თქვენი შვილისთვის მხოლოდ ახალი ინტერესის სუბიექტი ვიყავი, მაგრამ დროთაგანმავლობაში მივხვდი რომ მართლა ვუყვარდი, დამიჯერეთ რატი გულწრფელად რომ არ მყვარებოდა ის ჩემ გვერდით არ იქნებოდა.
- მე არ ვამბობ რომ თქვენ ის არ გიყვართ. მე ვამბობ რომ მას მომავალი ენგრევა. თქვენ ახლა ხართ ლამაზი, ჯამრთელი რამდენიმე წელში ეს ყველაფერი შეიცვლება? როგორ ფიქრობთ სწორი იქნება რატი მოხუცი ცოლის მოვლით დაკავდეს და მომავალზე უარი თქვას?
- ამ წამს საკუთარ სახლში შეურაწყოფა მომაყენეთ. თავს ბევრის უფლებას ხომ არ აძლევთ?
- მე დედა ვარ და შვილის მომავალი მაწუხებს.
- თქვენ იმაზე მეტად ყოფთ ცხვირს რატის ცხოვრებაში ვიდრე ამის უფლება გაქვთ.
- რატი არ მელაპარაკება, იძულებული ვიყავი თქვენთან მოვსულოყავი.
- თქვენ და თქვენმა მეუღლემ მასზე უარი თქვით, მხოლოდ იმიტომ რომ მე შევუყვარდი, სახლიდან გააგდეთ და ამ დროის მანძილზე არც კი გიკითხავთ როგორ არის. იცით რომ თქვენი შვილი ძალიან შეიცვალა? იცით რომ მას ის უფრო აწუხებს რაც თქვენ დამართეთ და არა ის რომ როგორც თქვენ ამბობთ ასაკიანი ქალი შეუყვარდა. წარმოდგენა არ გაქვთ მის ცხოვრებაში რამხელა ბრძოლები მიდის. რა გსურთ მისგან? რომ თავი დამანებოს? მაშინ კეთილი ინებეთ და მასთან მიბრძანდით და არა ჩემთან. დააჯერეთ რომ მისთვის შეუფერებელი ვარ და მისთვის შესაფერისი ოცი წლის ბარბი მოუძებნეთ. რატი სხვანაირია, თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ თქვენი შვილი როგორი ადამიანია, წარმოდგენა არ გაქვთ მისი ინტერესებისა და ოცნებების შესახებ. თქვენ მას საერთოდ არ იცნობთ.
- ნუთუ მართლა შეგიყვარდათ?
- ვგავარ ადამიანს რომელიც სიყვარულის გარეშე ადამიანთან იქნება?
- ალბათ არა.
- ახლა კი სადაცაა რატი უნდა მოვიდეს და ვფიქრობ არ ესიამოვნება მე და თქვენ რომ ერთმანეთთან მოსაუბრე გვნახოს.
- ის აქ ცხოვრობს?
- ახლა უკვე კი.
- რა გაეწყობა. დაგემშვიდობებით.
- ღამემშვიდობის. - ვამბობ და გასასვლელისკენ მივყვები. გასვლისას კიდევ ერთხელ შემომხედა ნატანჯი თვალებით, თითქოს რაღაცის თქმაც დააპირა, თუმცა გადაიფიქრა და უხმოდ გავიდა.
- რაო? - მეკითხება საძინებლის კართან ატუზული ნია.
- ამას ხომ ისედაც ველოდი.
- დედა გთხოვ. მთავარი ის არის რაც შენ და რატის გაკავშირებთ და არა ის რასაც ხალხი ფიქრობს.
- იცი სიმართლე რა არის?
- რა?
- ის რომ დედამისი აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს.
- კარგი რა დედა. - გულწრფელად გაბრაზდა ნია ჩემი სიტყვების გამო.
- ასეა ასე.
-ახლა ნუ სულელობ ძალიან გთხოვ, შემთხვევით რატიმ არ გაიგოს ეს შენი ბოდვა.
- რომელი ბოდვა? - მოულოდნელად რატი შემოვიდა სახლში და კითხვით სავსე თვალები შემომანათა.
- არაფერი.
- რამე ხდება?
- არა რატი არაფერი არ ხდება.
- კი რატი ხდება. - საუბარი წამოიწყო ნიამ.
- ნია გეყოფა! ეს შენ არ გეხება.
- მართლა? მაშ ვის ეხება? ვინ გყავს ვინც მხარს დაგიჭერს?
- გეყოფა-მეთქი! - დავიღრიალე და აცრემებული ნიაც თავისი ოთახისკენ გაიქცა.
- ნია!
- ჯანდაბაში წასულხარ დედა! - მომაძახა და კარი მიიჯახუნა.
- კარგად ხარ? - მომეხვია რატი და მაკოცა.
- ჰო. - მისი სხეულიდან უხალისოდ დავიხსენი თავი და სავარძელში ჩავეშვი.
- რა ხდება ლინა?
- გითხარი არაფერი.
- არაფრის გამო ეჩხუბე შენ შვილს?
- მე და ნიას ჩხუბი შენ არ გეხება.
- მეგონა მეც ოჯახის წევრი ვიყავი.
- შენ დედამისის საყვარელი ხარ. - დავიყვირე და მაშინვე ვინანე. - რატი, მაპატიე გთხოვ.
- საყვარელი არა?
- გთხოვ უბრალოდ გაღიზიანებული ვარ, სულ ესაა.
- რა თქმა უნდა, შენ სულ გაღიზიანებული ხარ, სულ საქმეში ხარ, მუდამ შენ სამყაროში ხარ გამოკეტილი, მითხარი ლინა, ამ ბოლო დროს საერთოდ ძალიან იდუმალი გახდი? რამე გაწუხებს? მე რა ადგილი მიჭირავს შენ ცხოვრებაში? იქნება ის რასაც ხალხი ამბობს სიმართლეა და შენ უბრალოდ სექსუალურ ფანტაზიებს იკმაყოფილებ ჩემთან.
- რატი! - თავი ვერ შევიკავე და გავარტყი.
- ჰო რა თქმა უნდა. ესეც დავიმსახურე. - ფეხზე ადგა და გასასვლელისკენ დაიძრა.
- სად მიდიხარ?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- რატი წასვლით სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებ.
- მართლა? მერე რა? არ მაინტერესებს.
- აღარ გიყვარვარ?
- მოდი ეს კითხვა თავად დაუსვი შენ თავს. - ამბობს რატი და კარს ხმაურით იჯახუნებს.

არ ვიცი ემოციებ გადარეცხილი როდემდე ვიჯექი სავარძელში, არც ის ვიცი როდის ჩამეძინა, მხოლოდ ის ვიცი რომ შუბლზე თბილი კოცნის შეხებამ გამომაღვიძა.

-მაპატიე არ მინდოდა.
- შენც მაპატიე.
- ჩაის დალევ?
- ვისკი მირჩევნია.
- კარგი. მაგრამ ამ ბოლო დროს სასმელს მოუმატე თუ მეჩვენება? - ვისკის ჭიქას სასმლით ავსებს ნია და მაწვდის. - არ დაბრუნებულა?
- არა!
- დაბრუნდება.
- არ დაბრუნდება.
- საიდან იცი?
- ვიცი. - გავუღიმე ნიას და სასმელი მოვსვი.
- რას აპირებ?
- არაფერს.
- ასე უბრალოდ შეეგუები რატის წასვლის ამბავს?
- ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა.
- დედა ყველაფერს სკეპტიკურად რატომ უყურებ?
- იმიტომ რომ რეალისტი ვარ.
- მას უყვარხარ.
- ვიცი, თუმცა ეს სიყვარული არც ისეთი ძლიერია რომ დიდხანს გაუძლოს მეგობრებისა და ახლობლების გარეშე ცხოვრებას.
- მე მაინც მგონია რომ ის დაბრუნდება.
- წავალ დავისვენებ. რომ არ დამავიწყდეს. ხვალ კორპორატიული საღამო გვაქვს, სავარაუდოდ შემაგვიანდება.
- და რას იცმევ?
- რამეს მოვიფიქრებ.
- ვიცი რასაც მოიფიქრებ ამიტომაც ხვალ ერთად წავიდეთ საყიდლებზე.
- არ ვაპირებ ახალი კაბის ყიდვას.
- შენ არავინ გეკითხება.
- ნია!
- მეც მიყვარხარ. - ამბობს ნია და დასაძინებლად მიდის. რამდენიმე ჭიქა ვისკი ბოლომდე ჩავცალე და შემდეგ მეც დასაძინებლად წავედი.

მეორე დღეს ნიამ მართლაც თავისი გაიტანა და ჩემთვის საღამოს კაბა ისევ თავად შეარჩია, ის ყოველთვის ბედნიერი იყო როდესაც მე კარგად გამოვიყურებოდი, ამიტომაც არ შევეწინააღმდეგე და მის მიერ არჩეული კაბით გამოვცხადდი კორპორატიულ საღამოზე. ძალიან გამიკვირდა როდესაც ბევრი უცხო ადამიანი შევნიშნე.
- ამდენი თანამშრომელი გვყავს და არ ვიცი? - ვეკითხები ლენას, რომელთანაც სამსახურში ალბათ ყველაზე კარგი ურთიერთობა მაქვს.
- არა ლინა, რამდენიმე ფირმის წარმომადგენლები არიან.
- და რისთვის? რა უნდათ?
- არ ვიცი.
- ცოტა უცნაურია, შეფს არასოდეს უყვარდა მსგავსი წვეულებები, მიკვირს რომ ახლა დათანხმდა.
- ეგ მეც მიკვირს.
- შესანიშნავად გამოიყურები. - მომესმა ზურგს უკან გივის ხმა. თავს ძალა დავატანე რომ მისკენ შევტრიალებულიყავი.
- მადლობა.
- როგორ მიდის შენი საქმეები?
- რა გაინტერესებს? ის თუ რატომ დავშორდით მე და შენი შვილი?
- ეს გარდაუვალი იყო ხომ იცი.
- ბედნიერი ხარ?
- რატომ უხეშობ?
- და საერთოდ შენ აქ რას აკეთებ?
- მალე გაიგებ. - ამბობს გივი და გვშორდება.
- რატის მართლა დაშორდი? - გაოცებული თვალები შემანათა ლენამ.
- ასე გამოვიდა.
- სულ არ დარდობ ამის გამო?
- ლენა ვგავარ ოცი წლის გოგოს რომელიც შეყვარებულთან დაშორების გამო ცრემლებად დაიღვრება? ქმარი დავმარხე. ქმარი რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ ცხოვრება გაგრძელდა, რატი არ მომკვდარა, ის უბრალოდ წავიდა ჩემგან.
- მიგატოვა?
- ვუბიძგე რომ ასე მოქცეულიყო.
- და რატომ ლინა? შენ ხომ თავს კარგად გრძნობდი მასთან.
- თავიდანვე სისულელე იყო ეს ურთიერთობა.
- არ გიყვარს?
- რომ მიყვარს იმიტომაც გავუშვი ჩემგან.
- უცნაურად საუბრობ.
- ასე იყო საჭირო. დამიჯერე რა.
- საღამომშვიდობის. - მიკროფონში გაისმა ჩემი უფროსის ხმა. - მინდა ყველას მადლობა მოგიხადოთ აქ შეკრების გამო. იმედია ამ საღამოს ყველა ისიამოვნებთ, სანამ სასმლისგან ყველას გონება დაგვიკარგავს, მინდა ორი ახალი ამბავი გაუწყოთ. პირველი. ლინა თუ შეიძლება ჩემთან მობრძანდით.
- შენ გეძახის. - მხარი გამკრა ლენამ. გაოცებული დავიძარი შემაღლებული ადგილისკენ.
- ოხ ლინა. - გამიღიმა უფროსმა და კიბეზე ასვლისას ხელი შემაგება. - დამეთანხმებით რომ შესანიშნავია არა? - გაიღიმა და ხალხს მიუბრუნდა რომლებმაც ოვაციებით დაადასტურეს მისი ეს განცხადება. - მოკლედ მინდა გაუწყოთ რომ ჩვენ კომპანიას დღეიდან სათავეში ჩაუდგება ლინა ყიფიანი, მე რა თქმა უნდა წასვლას არ ვაპირებ თუმცა ჩემი ასაკიდან გამომდინარე უკვე მიჭირს თვეში ხუთჯერ სხვა და სხვა ქვეყანაში გადაფრენა და შეხვედრების მართვა, გამომდინარე იქედან რომ ლინა ძალიან დიდი ხნის თანამშრომელია, შესანიშნავი ჟურნალისტი და ერთ-ერთი საუკეთესო ამ სფეროში მე დიდი სიამაყით ვაცხადებ... მიესალმეთ თქვენს ახალ უფროს ლინა ყიფიანს. - დარბაზში გამაყრუებელი ტაშის ხმა გაისმა მე კი ამ ჩემთვის მოულოდნელი განცხადებით დადუმებული ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი გონს. - ლინა არაფერს გვეტყვით?
- მე უბრალოდ არ ველოდი. მადლობთ, არ ვიცი ეს რით დავიმსახურე თუმცა გპირდებით იმედებს არ გაგიცრუებთ.
- ამის მჯერა ამიტომაც საბჭომ ერთხმად მივიღეთ შენი გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება. ახლა კი რაც შეეხება მეორე საკითხს. ამდენწლიანი „ომისა“ და ერთმანეთთან გაუთავებელი „ქიშპობის“ შემდეგ, ჩვენ, მე და ჩემმა კონკურენტმა გივი გეგეჭკორმა, შევძელით საერთო ენისა და ინტერესის გამონახვა და გადავწყვიტეთ საქართველოში არსებული ორი წამყვანი კომპანიის გაერთიანება.
- რა? - აღმომხდა სასოწარკვეთილს.
- დიახ. - განაგრძო საუბარი გელამ. - ბატონი გივი თავად გესაუბრებათ ამის შესახებ.
- მოგესალმებით. შევეცდები სათქმელი ძალიან მოკლედ გითხრათ და დიდი დრო არ წაგართვად. როგორც ბატონმა გელამ ბრძანა ჩვენ გავერთიანდით. ჩემ კომპანიას დაარსებიდან ვმართავ და დროა ცვლილებები შევიტანო მასში. როგორც გელამ ბრძანა მის კომპანიას ახალი მმართველი ყავს, გამოცდილი, ელეგანტური, ჭკვიანი ქალბატონი ლენა, ჩემ კომპანიას კი სათავეში ჩემი შვილი რატი გეგეჭკორი ჩაუდგება, რომელმაც სამწუხაროდ საღამოზე დააგვიანა და როდესაც გამოჩნდება მასაც გაიცნობთ. - დარბაზს გადავხედე ორაზროვანი თვალები ერთიანად მიშიშვლებდა სულს.
- შეიძლება ვისაუბროთ? - მივმართე გელას და ისიც გვერდით გამომყვა.
- რა ხდება ლინა?
- მადლობა მინდა გითხრათ ასეთი ნდობისთვის მაგრამ..
- არანაირი მაგრამ ლინა ეს საქმე გადაწყვეტლია და განხილვას არ ექვემდებარება.
- მისმინეთ ბატონო გელა. თქვენ იცით როგორ პატივს გცემთ, ამიტომაც არ ვაპირებ ზღაპრებით თქვენს მოტყუებას და სათქმელს პირდაპირ გეტყვით, ვერ ვმართავ კომპანიას ყოფილ საყვარელთან ერთად.
- თქვენი პირადი მე არ მეხება, თქვენ ძლიერი ქალი ბრძანდებით დარწმუნებული ვარ გამონახავთ ძალას და მოერევით ამ ყველაფერს.
- კი მაგრამ.
- პრობლემა გაქვს ლინა? - საუბარში ერთვება გივი.
- ეს შენ არ გეხება.
- ახლა უკვე მეხება. - გელა ხომ არ გეწყინება თუ ლინას ცალკე დაველაპარაკები.
- ისაუბრეთ. - ამბობს გელა და მარტო გვტოვებს.
- რის მიღწევას ცდილობ? თუმცა ვხვდები რა გათვლაც გაქვს.
- მაინც რა გათვლა?
- ამ კომპანიის ხელში ჩაგდება მისი დაარსების დღიდან გინდა, ახლა ფიქრობ რომ მე და შენი შვილის უთანხმოების გამო მე მის შენარჩუნებას ვერ შევძლებ და საბოლოოდ გაერთიანებული კომპანიები კი არა შენი კომპანია გვერქმევა. ასეა არა?
- ყოველთვის ვამბობდი რომ ლამაზთან ერთად ძალიან ჭკვიანი ქალი ხარ. - ამბობს გივი და მშორდება.
- ჯანდაბა. - ვიგრძენი როგორ შემომაწვა სიბრაზე, თვლებით დარბაზი მოვათვალიერე და აი ისიც... საღამოს გმირი, ირონიული მზერა შემაგება რატიმ და ხალხში გაუჩინარდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 სტუმარი ნია

ეს თავი რატომღაც მებანალურა. აქამდე ყველაზე კარგ ისტორიად ვთვლიდი რასაც ამ ეტაპზე ვკითხულობ საიტზე. კიდევ ერთ თავსაც დაველოდები და მერე გადავწყვეტ წავიკითხო ისევ თუ არ...

№2  offline ადმინი ენ ბლექი

ნია
ეს თავი რატომღაც მებანალურა. აქამდე ყველაზე კარგ ისტორიად ვთვლიდი რასაც ამ ეტაპზე ვკითხულობ საიტზე. კიდევ ერთ თავსაც დაველოდები და მერე გადავწყვეტ წავიკითხო ისევ თუ არ...

დაელოდე ნია <3 და მითხარი იმედი გაგიცრუვდება თუ არა :) შემდეგი თავიდან მეტად გამოჩნდება ლინას გარდაქმნის მიზეზები:)
მადლობა რომ კითხულობ...

№3  offline წევრი Farvana

საინტერესოა,მაგრამ ამ ორს შორის უკვე მარტლა გაქრა ის ქიმია რაც ადრე იყო.
გაგრძელებით გავაგრძელებ კითხვას და დაველოდები ახალ თავს.
წარმატებები!
--------------------
ფარვანა

№4  offline ადმინი ენ ბლექი

Farvana
საინტერესოა,მაგრამ ამ ორს შორის უკვე მარტლა გაქრა ის ქიმია რაც ადრე იყო.
გაგრძელებით გავაგრძელებ კითხვას და დაველოდები ახალ თავს.
წარმატებები!

ხვალ გამოჩნდება რატომ "გაქრა" ქიმია :)

№5 სტუმარი სტუმარი Coolgirl

Au axali tavimindaa

Dzalian momwons ❤❤

№6  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი Coolgirl
Au axali tavimindaa

Dzalian momwons ❤❤

მიხარია <3
ხვალ დილით იქნება ახალი თავი

№7 სტუმარი სტუმარი ნიკე

მომწონს <3

ზოგადად ვთვლი რომ მსგავსი სიყვარული სასიამოვნოა, მაგრამ დროებით.

დროებით რადგან, წლებთან ერთად დიდი ასაკობრივი სხვაობა ბევრ პრობლემას ქმნის.

№8  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ნიკე
მომწონს <3

ზოგადად ვთვლი რომ მსგავსი სიყვარული სასიამოვნოა, მაგრამ დროებით.

დროებით რადგან, წლებთან ერთად დიდი ასაკობრივი სხვაობა ბევრ პრობლემას ქმნის.

ყველაფერ ლამაზს აქვს როგორც დასაწყისი ასევე დასასრული <3 თუნდაც ეს სიყვარული იყოს :)

№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუუ არ დააშორო რა ეს ორი ერთმანეთს

№10  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი მარიამი
აუუ არ დააშორო რა ეს ორი ერთმანეთს

<3 <3 <3 ორი თავიც მარიამ და ყველას ტანჯვა დასრულდება <3

№11 სტუმარი სტუმარი თამო

ეს ისტორია მომწონდა ძალიან,ეხლაც მომწონს მაგრამ მგონი ცოტა ბანალური ხდება,მეტისმეტი მოსდის ლინას რატისთან მიმართებაში.ასეთი შეყრაცყოფის მერე რატი აღარ უნდა დაბრუნდეს წესით ლინასთან.სიყვარული ბრძოლის და დაბრკოლების გარეშე არაფერია მაგრამ კაცის პატარა ბავშვივით დატუქსვა და ხელის გარტყმააა,რავიციიი...რავიცი....

№12  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი თამო
ეს ისტორია მომწონდა ძალიან,ეხლაც მომწონს მაგრამ მგონი ცოტა ბანალური ხდება,მეტისმეტი მოსდის ლინას რატისთან მიმართებაში.ასეთი შეყრაცყოფის მერე რატი აღარ უნდა დაბრუნდეს წესით ლინასთან.სიყვარული ბრძოლის და დაბრკოლების გარეშე არაფერია მაგრამ კაცის პატარა ბავშვივით დატუქსვა და ხელის გარტყმააა,რავიციიი...რავიცი....

არ ვამართლებ ლინას, არც ხელს ვაფარებ, არ ვიცი რამდენად ბანალური გამოვა ეს ისტორია თუმცა ერთი იმის თქმა შემიძლია რომ ორი თავი დარჩა და ზუსტად ისე მიმდინარეობს მოვლენები როგორადაც თავიდან ჩავიფიქრე, შეიძლება ჩემი როგორც ავტორის გადაწყვეტილება მკითხველისთვის საბოლოოდ სულაც არ აღმოჩნდეს მისაღები, თუმცა გამიხარდება თუ ბოლომდე გამომყვები და ნახავ რატომ იქცეოდა ლინა ასე <3

№13 სტუმარი სტუმარი მარიკო

Vaimee davachyite tvalebi

№14  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი მარიკო
Vaimee davachyite tvalebi

რა საყვრელი ხარ ❤

№15 სტუმარი Kh.

რა გავეკთო? მინდა გითხრა კარგიაა! მაგრამ ტყუილები არ გამომდის.
ერთი სიტყვით, ბანალურია აი რაღაცნაირია. არც გარემოს აღწერილობა არც არაფერი. იცი ისტორია როდის გითრევს მასსში? როდესად თვილი რომ ამ ისტორიაში თავად ხარ და ყველავერს რეალურად აღიქვამ.
მე ეს ამ ისტორიაში 1% ითაც კი ვერ ვიგრძენი, ყველა პერსონაჯი ძალიან განალურია. თუ არ ჩავთვის ერთ-ორ წინადადეგას. როდესაც წერას იწყებ უნდა იცოდე რომ მხოლოდ დიალოგები და აქ ვართ და ამას ვაკეთებს არ იყოს მხოლოდ ისტორიაში. შეიძლება გრამატიკური შეცდომები არ დაუშვა მაგრააამ გირჩევნია წაიკითხო ისტორია რომელშიც გრამატიკული შეცდომებია თუმცა ეს ნაკლეად საიმტერესოა რადგან ის სრულყოფილია.
წარმატებები, მინდა შემდეგი ნაწილიც წავიკითხო მაინტერესებს რჩევეს როგორ იღებ...

№16  offline ადმინი ენ ბლექი

Kh.

საინტერესო მიდგომა იყო.
ჩემგანაც თუ მიიღებთ რჩევას? უბრალოდ ჩემი შემდეგი ისტორია წაიკითხეთ რომელსაც მალე დავიწყებ და სადაც მრავლად იქნება აღწერილობაც შეგრძნებაც და ა.შ.
ეს ისტორია უკვე სრულდება და არც მე ვთვლი რომ საუკეთესოა რისი დაწერაც შემეძლო ❤

№17  offline აქტიური მკითხველი grafo

1-3 თავი მეც უფრო დიდი ინტერესით და ემოციებით წავიკითხე. მერე კი...კი არ გაბანალურდა, გაცივდა ისტორია ჩემთვის. წკაპ, წკაპ, წკაპ და მორჩა. მე კიდევ მიყვარს თბილი და ტკბილი ისტორიები, აქ კიდევ...ცივია ლინა, ძალიან და კიდევ, დედაკაცივით იქცევა!

№18  offline ადმინი ენ ბლექი

grafo
1-3 თავი მეც უფრო დიდი ინტერესით და ემოციებით წავიკითხე. მერე კი...კი არ გაბანალურდა, გაცივდა ისტორია ჩემთვის. წკაპ, წკაპ, წკაპ და მორჩა. მე კიდევ მიყვარს თბილი და ტკბილი ისტორიები, აქ კიდევ...ცივია ლინა, ძალიან და კიდევ, დედაკაცივით იქცევა!

ადამიანები ძირითად შემთხვებაში პირდაპირ ვიყურებით და არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენ გარშემო გამეფებულ ქაოსს.
იქნებ მას აქვს მიზეზი რომ გაცივდა, მიზეზი შეცვლისა და მიზეზი ქიმიის დაკარგვისა?
იქნებ მართლაც გადედაკაცდა რადგან ცხოვრებამ არჩევანის საშუალება წაართვა???
იქნებ ვადროვოთ თავისი სათქელი როგორღაც ამოთქვას :)
წკაპ წკაპ წკაპ?
ასე იყოს. წკაპ წკაპ წკაპ ❤

№19 სტუმარი სტუმარი ლანა

სიმართლე გითხრა თავიდანვე ძაან ბანალურ ისტორიად ჩავთვალე.. მაგრამ დღემდე ვკითხულობ არ ვიცი რატომ... არ ვთვლი რომ ეს არის საიტზე საუკეთესო ისტორია რომელიც ახლა იწერება... რამდენიმე ისტორიაა ისეთი რომელიც იდებოდა და გუშინ ან გუშინ წინ დასრულდა და იმ ისტორიებთან შედარებით რავი, საუკეთესოსი რა მოგახსენო...ბოდიში არ გეწყინოს მკითხველი ვარ და ყველას ერთი აზრი არ კიარა ვერ ექნება... არ ვიცი რატომ მეჩვენება ბანალურად შეიძლება სხვისთვის არ არის მაგრამ ისეთი დონის ისტორიები მაქვს აქ წაკითხულიი... აქედან გამომდინარე ვამბობ...

ულევი წარმატება შენ )))
პ.ს კიდევ ერთხელ საწყენად არ ვამბობ)))

№20  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი ლანა

ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვერ იქნები ადამიანი :-) ეს ხუმრობით.
არა რა თქმა უნდა არ მწყინს. ან რა არის აქ საწყენი. მე იმ ადამაინების სიას განვეკუთვნები ვისაც კრიტიკა არ წყინს. პირიქით სტიმულს მაძლევს ვიყო უკეთესი ვიდრე ვარ ❤

№21 სტუმარი Lloyd

dzalian momwons davelodebi shemdeg tavs, da givis ver vitan????

kitxvis nishnebi damewera????????????vegar vshli

№22 სტუმარი tamo

Girl... from the past
სტუმარი ლანა
სიმართლე გითხრა თავიდანვე ძაან ბანალურ ისტორიად ჩავთვალე.. მაგრამ დღემდე ვკითხულობ არ ვიცი რატომ... არ ვთვლი რომ ეს არის საიტზე საუკეთესო ისტორია რომელიც ახლა იწერება... რამდენიმე ისტორიაა ისეთი რომელიც იდებოდა და გუშინ ან გუშინ წინ დასრულდა და იმ ისტორიებთან შედარებით რავი, საუკეთესოსი რა მოგახსენო...ბოდიში არ გეწყინოს მკითხველი ვარ და ყველას ერთი აზრი არ კიარა ვერ ექნება... არ ვიცი რატომ მეჩვენება ბანალურად შეიძლება სხვისთვის არ არის მაგრამ ისეთი დონის ისტორიები მაქვს აქ წაკითხულიი... აქედან გამომდინარე ვამბობ...

ულევი წარმატება შენ )))
პ.ს კიდევ ერთხელ საწყენად არ ვამბობ)))

ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვერ იქნები ადამიანი :-) ეს ხუმრობით.
არა რა თქმა უნდა არ მწყინს. ან რა არის აქ საწყენი. მე იმ ადამაინების სიას განვეკუთვნები ვისაც კრიტიკა არ წყინს. პირიქით სტიმულს მაძლევს ვიყო უკეთესი ვიდრე ვარ ❤

მომწონს წერის მანერაც და ისტორიაც, არა მგონია ამ შემთხვევაში გრძნობების მძაფრად გადმოცემა აუცილებელი იყოს. დაბალანსებულია და არ იწვევს აგრესიას, კარგად იკითხება და ეს არის მთავარი.ავტორს უდიდესი მადლობა ისტორიისთვის

№23 სტუმარი jey

dzalian sainteresod vitardeba movlenebi

saintereso iqneba kompaniashi erti personaji romelsac lina moswons ???? ratis echvianoba

№24 სტუმარი სტუმარი Grafo

Girl... from the past
grafo
1-3 თავი მეც უფრო დიდი ინტერესით და ემოციებით წავიკითხე. მერე კი...კი არ გაბანალურდა, გაცივდა ისტორია ჩემთვის. წკაპ, წკაპ, წკაპ და მორჩა. მე კიდევ მიყვარს თბილი და ტკბილი ისტორიები, აქ კიდევ...ცივია ლინა, ძალიან და კიდევ, დედაკაცივით იქცევა!

ადამიანები ძირითად შემთხვებაში პირდაპირ ვიყურებით და არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენ გარშემო გამეფებულ ქაოსს.
იქნებ მას აქვს მიზეზი რომ გაცივდა, მიზეზი შეცვლისა და მიზეზი ქიმიის დაკარგვისა?
იქნებ მართლაც გადედაკაცდა რადგან ცხოვრებამ არჩევანის საშუალება წაართვა???
იქნებ ვადროვოთ თავისი სათქელი როგორღაც ამოთქვას :)
წკაპ წკაპ წკაპ?
ასე იყოს. წკაპ წკაპ წკაპ ❤

ახალ თავს როცა წავიკითხავ, მხოლოდ მას შემდეგ შევძლებ კითხვებზე პასუხს:)).
ცხოვრება არა, მხოლოდ ჩვენ ვართმევთ საკუთარ თავს არჩევანის საშუალებას?!
ქაოსი ბუნებრივი, საჭირო რამეა. რატომ უნდა მივაქციო ყურადღება?!
დალაგებულ და წყნარ ცხოვრებას მოვესწრებით სხვა ცხოვრებაშიც!

№25  offline ადმინი ენ ბლექი

tamo
Girl... from the past
სტუმარი ლანა
სიმართლე გითხრა თავიდანვე ძაან ბანალურ ისტორიად ჩავთვალე.. მაგრამ დღემდე ვკითხულობ არ ვიცი რატომ... არ ვთვლი რომ ეს არის საიტზე საუკეთესო ისტორია რომელიც ახლა იწერება... რამდენიმე ისტორიაა ისეთი რომელიც იდებოდა და გუშინ ან გუშინ წინ დასრულდა და იმ ისტორიებთან შედარებით რავი, საუკეთესოსი რა მოგახსენო...ბოდიში არ გეწყინოს მკითხველი ვარ და ყველას ერთი აზრი არ კიარა ვერ ექნება... არ ვიცი რატომ მეჩვენება ბანალურად შეიძლება სხვისთვის არ არის მაგრამ ისეთი დონის ისტორიები მაქვს აქ წაკითხულიი... აქედან გამომდინარე ვამბობ...

ულევი წარმატება შენ )))
პ.ს კიდევ ერთხელ საწყენად არ ვამბობ)))

ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვერ იქნები ადამიანი :-) ეს ხუმრობით.
არა რა თქმა უნდა არ მწყინს. ან რა არის აქ საწყენი. მე იმ ადამაინების სიას განვეკუთვნები ვისაც კრიტიკა არ წყინს. პირიქით სტიმულს მაძლევს ვიყო უკეთესი ვიდრე ვარ ❤

მომწონს წერის მანერაც და ისტორიაც, არა მგონია ამ შემთხვევაში გრძნობების მძაფრად გადმოცემა აუცილებელი იყოს. დაბალანსებულია და არ იწვევს აგრესიას, კარგად იკითხება და ეს არის მთავარი.ავტორს უდიდესი მადლობა ისტორიისთვის

მადლობა შენ ასეთი შეფასებისთვის ❤

სტუმარი Grafo
Girl... from the past
grafo
1-3 თავი მეც უფრო დიდი ინტერესით და ემოციებით წავიკითხე. მერე კი...კი არ გაბანალურდა, გაცივდა ისტორია ჩემთვის. წკაპ, წკაპ, წკაპ და მორჩა. მე კიდევ მიყვარს თბილი და ტკბილი ისტორიები, აქ კიდევ...ცივია ლინა, ძალიან და კიდევ, დედაკაცივით იქცევა!

ადამიანები ძირითად შემთხვებაში პირდაპირ ვიყურებით და არ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენ გარშემო გამეფებულ ქაოსს.
იქნებ მას აქვს მიზეზი რომ გაცივდა, მიზეზი შეცვლისა და მიზეზი ქიმიის დაკარგვისა?
იქნებ მართლაც გადედაკაცდა რადგან ცხოვრებამ არჩევანის საშუალება წაართვა???
იქნებ ვადროვოთ თავისი სათქელი როგორღაც ამოთქვას :)
წკაპ წკაპ წკაპ?
ასე იყოს. წკაპ წკაპ წკაპ ❤

ახალ თავს როცა წავიკითხავ, მხოლოდ მას შემდეგ შევძლებ კითხვებზე პასუხს:)).
ცხოვრება არა, მხოლოდ ჩვენ ვართმევთ საკუთარ თავს არჩევანის საშუალებას?!
ქაოსი ბუნებრივი, საჭირო რამეა. რატომ უნდა მივაქციო ყურადღება?!
დალაგებულ და წყნარ ცხოვრებას მოვესწრებით სხვა ცხოვრებაშიც!

სამყარო ისე არ არის მოწყობილი როგორც ჩვენ გვსურს, შესაბამისად გვიწევს არჩევანის გაკეთება. ზოგჯერ ისეთის რომელიც არ გვინდა გავაკეთოთ მხოლოდ იმოტომ რომ გადავრჩეთ ❤

№26  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

უინტერესო და ბანალური? ღადაობთ ჰო? მე მგონია ახლა იწყება თუ იწყება... ძალიან მაინტერესებს რატის და ლინას ერთმანეთთან მუშაობის პერიოდი თან იმდენად ვერ წარმოიდგენ .. ჩემი აზრით აქ დაიწყება ზუსტადაც და გაგრძელდება ამათი ქიმია ..
ისე არც მოველოდი დიდხანს რომ გასტანდა ამათი ერთად ყოფნა ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ორივეს სხვადასხვა აზრი აქვთ და არც ერთი არაა იმდენად ძლიერი რომ საკუთარ თავში დაამარცხონ ის წინააღმდეგობა რაც საზოგადოება უწევთ ... მერე კიდე როგორ გინდა არაა ადვილი ამდენი ზეწოლის მერე ისევ მშვიდად და შეხმატკბილებულებივით იყვნენ კომფლიქტი მუდამ იქნება მათ შორის ... კარგად ჩანს რაცააქვს გივის ჩაფიქრებული მაგრამ ამით ვერ ხვდება მეტად რომ დაახლოვებს რატის და ლინას ერთმანეთთან ? რავი მე ასე მგონია... რაც შეეხება რატის რაუნდა ვთქვა უყვარს და ჭკუაც არ მოეკითხება არაფერი აინტერესებს გარემოდან გარდა ლინასი რაც დაბრკოლებას ქმნის .. ერთისთვის მნისვნელოვანია რაღაც საკითხი მეორესთვის უმნიშვნელო ... ისე იმედი დიდად არ მაქვს რომ ბოლომდე ერტად იქნებიან და რატომ? მათ შორის მუდამ იქნება პრობლემები განა ასაკი და საზოგადოება? არამედ თავიანთი პრობლემები რომლებსაც საკუთარ თავში ვერ ეძებენ... განა რადგან ლინა დიდია მეტი მოეთხოვება ? პირიქით რატის უნდა ესმოდეს ლინასი რომ არაა ადვილი და მზად უნდა იყოს იმ დარტყმებისთვის და პრობლემებისთვის რაც ცხოვრებაში ელოდება ! ანუ ჩემთვის ეს ისტორია ყოველდღე ინტერესს მიღვივებს არვიცი რატომ მაგრამ ვხედავ რომ უფრო და უფრო მძაფრდება. ყველაფერია ამ ისტორიაში მოსალოდნელი და არც გამიკვირდება ამიტომაც ველოდები მატელი გულით შემდეგ ტავს წარმატებები ♥️♥️♥️

№27  offline ადმინი ენ ბლექი

ტკბილიწიწაკა

ძალიან მიხარია ასეთი შეფასება, თუმცა მე დანაპირები შევასრულე და გზიდან არ გადამიხვევია :) თავიდანვე ასე მქონდა ჩაფიქრებული. ბოდიში რომ მათი ცხოვრების ბევრი დეტალი არ გავასაჯაროვე. რომ არ გახდა ცნობილი მათი ერთად მუშაობის ამსახველი მომენტები, საზოგადოებასთან შეტაკებისა თუ დაზავების პროცესები. ვერ მოვიშალე ისტორიის მოულოდნელად დასრულების სიყვარული :)
ამის მიუხედავად იმედი მაქვს მაინც ისიამოვნებ :)

№28 აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

გვიან წავიკითხე
რაღაც სასწაული იყო
რეზი შემიყვარდა თან ძალიან
მომეწონა
ასეე გააგრძელე heart_eyes

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.