შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოთხმეტი წელი მოლოდინში (მესამე ნაწილი სრულად)


7-11-2018, 13:50
ავტორი R.M
ნანახია 2 067

თოთხმეტი წელი მოლოდინში (მესამე ნაწილი სრულად)

ეს ნაწილი მთლიანად ანასტასიაზეა.
________________________________________________________________________


მესამე ნაწილი
ანასტასია

ბათუმში ვცხოვრობდით მე და გოგა, ბედნიერი ნამდვილად არ ვიყავი, ძალიან მაწუხებდა ის ფაქტი, რომ შვილი არ მეყოლებოდა. გოგაც თითქოს გაუცხოვდა, სულ გაღიზიანებული იყო. უმიზეზოდ მეკამათებოდა, მერე ისევ მირიგდებოდა და სამსახურს აბრალებდა. ღამითაც ხშირად არ მოდიოდა და სამსახურის საქმეებს მიზეზობდა. ეჭვიანი არ ვიყავი, ზედმეტად მჯეროდა მისი. თანაც ისეთი სამსახური ქონდა, რომ ეჭვი არ ამიღია.
სასტუმროში ღამის სმენაში ვიყავი მიმღებში, სამი მთვრალი ტიპი მოვიდა და ნომრები ითხოვეს. ნომრების გაფორმება დავიწყე, მიმღების მაგიდას გადმოახტა ერთ-ერთი და წელზე ხელი შემომხვია, ნომერში ამომყევიო. დაცვამ ყველა მათგანი გარეთ გაუძახა და პატრულიც გამოიძახა. ძალიან შემეშინდა, მენეჯერიც მოვიდა და სახლში გამომიშვა, ანერვიულებული ხარ, წადი და დაისვენეო. გოგასთვის არ დამირეკავს, ტაქსამდე გოგიტამ, ჩვენმა დაცვამ მიმაცილა და სახლში წამოვედი. ტაქსიდან დავინახე გოგა და ვიღაც გოგო მოშორებით მდებარე სასტუმროში როგორ შედიოდნენ. გული ნაწილებად დამეშალა, სახლში ძლივს შევედი და ბარგის ჩალაგებას შეუდექი.
გათენებას დაველოდე, ისედაც შეშინებული ვიყავი და არ მინდოდა ღამით გამეჩერებინა ტაქსი. დილის ექვს საათზე სახლიდან გამოვდიოდი, რომ კართან გოგა შემხვდა.
-ეს რა არის?-ჩემოდანზე მკითხა.
-შენგან მივდივარ.-ნამტირალევი თვალებით შევხედე.
-არსადაც არ წახვალ, ჯერ ამიხსნი რა გჭირს.
-რამდენი ხანია? რამდენი ხანია მღალატობ?
-მითვალთვალებ?
-არც კი უარყოფ.-შევხედე ზიზღით.
-რატომ გგონია, რომ გაგიშვებ?-გაბრაზებული წინ გადამიდგა.
-მე გადავწვიტე და მივდივარ.-თვალებში უყურებდი და უტეხად გამოვუცხადე.
-არსადაც არ წახვალ.-ხმას აუწია, ხელი მომკიდა და სპალნაში ძალით შემიყვანა.
-ხელი გამიშვი, არ მომეკარო.-განწირული ვკიოდი.
-შენ ჩემი ხარ, ვერ მიმატოვებ, არ მოგცემ უფლებას.-საწოლზე დამაგდო და ხელები გამიკავა.
-მეზიზღები.-გამოვცერი კბილებიდან. მან კი შუბლზე იარაღი მომადო, ცოტა ნასვამი იყო, შეშინებული უყურებდი და არ ვიცოდი რა დამემართებოდა.
-მოგკლავ, არ გაგიშვებ, ან ჩემთან იქნები, ან მოგკლავ, აირჩიე.
-მომკალი, მიდი მომკალი. სულიერად ხომ მომკალით შენ და დედაშენმა. მიდი ფიზიკურადაც გამისწორდი, გგონია რამე ფასი აქვს ჩემს სიცოცხლეს? მე ხომ ერთი უბადრუკი სოფლელი გოგო ვარ, რომელსაც ატკენ და პასუხს არავინ გაგებინებს.-ცრემლები თავისით მომდიოდა, სიკვდილი მინდოდა.
-მარიამსაც ზედ დაგაყოლებ, თუ არ დარჩები. ვიცი ის აგირევდა ტვინს.-ზიზღით გამოსცრა კბილებში.
-მარიამმა არაფერი არ იცის, რომ გაიგებს მისი იქით გეშინოდეს.
-არსადაც არ წახვალ, შენ ჩემი ხარ, არ მოგცემ უფლებას მიმატოვო.-ხელები გამიკავა და კოცნა დამიწყო, ვერ ვიცილებდი, მძულდა, მტკიოდა და ვერ ვიცილებდი თავიდან.
მერე იძალადა ჩემზე, გაუბედურებული და დატანჯული ვიწექი საწოლზე და საკუთარი თავი მეზიზღებოდა. მძულდა გოგა, მძულდა საკუთარი თავი. მერე დაეძინა, მე კი ჩავიცვი და ჩუმად გამოვიპარე. მარიამს დაურეკე და ვუთხარი, რომ გოგა მივატოვე. ტაქსი გავაჩერე და თბილისში წამოვედი, პირდაპირ მარიამთან მივედი, ჩავეხუტე და ავტირდი.
-დაიძინებ და დაისვენებ, თუ გინდა ვილაპარაკოთ?-შემომხედა მარიამმა.
-მიღალატა.-ხელები მოვხვიე და ტირილი ამივარდა, თითქოს დავიცალე, თითქოს ყველაფერი რაც მტკიოდა დაამდა და ცოტა ხანში ღრმად ჩამეძინა. როცა გამეღვიძა საათს შევხედე, უკვე დღის 6 საათს აჩვენებდა. მარიამის ხმა მესმოდა, ვიღაცას ელაპარაკებოდა. საწოლიდან წამოვდექი და გარკვევით გავიგე გოგას ხმა.
-შენ ძმობას ვფიცავარ არ მინდოდა, დავაშავე, გთხოვ დაელაპარაკე და შემირიგდეს.-ეხვეწებოდა გოგა.
-შენ ძმობის ფიცი ჯერ მაშინ გატეხე, როცა წყნეთში განდე ბავშვი. მერე მაშინ, როცა ტირანი დედაშენისგან ვერ დაიცავი. ეხლა კი ყოველგვარ ზღვარს გადახვედი. ის არ იკმარეთ რომ გოგოს ბავშვი აღარ ეყოლება, იმის მაგივრად, რომ ეს ტკივილი დაგევიწყებინა მისთვის ადექი და უღალატე, უფრო ატკინე. რატომ გგონია, რომ ხელს შეგიწყობ გოგა და დავითანხმებ შეგირიგდეს. ეს დღე დაიმახსოვრე, მან რომც გაპატიოს მე არასდროს გაპატიებ, ჩემი გეშინოდეს დღეის მერე, ისე გატკენ როგორც ანას დღეს სტკივა და ამ ტკივილს მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყებთ, ვერც შენ და ვერც შენი ძვირფასი დედიკო. დედაშენის საქციელი მხოლოდ შენს გამო ჩავყლაპე, რადგან კაცი მეგონე, მეგონა ანას დაიცავდი, მაგრამ ახლა ჩემი შურისძიების გეშინოდეს, შენ არ იცი რა შემიძლია და რას დაგმართებთ.
-რაც გინდა ის მიყავი, ოღონდ გთხოვ შემირიგდეს.-თავჩაღუნული იდგა და ეხვეწებოდა მარიამს.
-არ შეგირიგდება, ახლა კი წაბრძანდები გაყრის საბუთებს ჩემი ადვოკატი მოგაწვდის.
-მარიამ მიყვარს, არ შემიძლია მის გარეშე. დაველაპარაკები, ის სრულწლოვანია და თავად გადაწყვიტოს, შენ რატომ ერევი.-უყვიროდა მარიამს.
-ჩემი ბრალია, მე შეუწყვე თქვენს ურთიერთობას ხელი და ჩავერევი. -არც მარიამი ჩამორჩა ყვირილში.-ახლა კი გაბრუნდი და წადი, სანამ სიმშვიდეს ვინარჩუნებ.
გოგამ თავი ჩახარა და უკან გაბრუნდა, ისე რომ არც დაუნახივარ.
-აქ იდექი და ისმენდი?-მარიამი მიდგა წინ და თვალებში მიყურებდა.
-ხო, მოვისმინე რომ დაემუქრე.
-ბინას გადმოგიფორმებს და შენს ბინაში გადახვალ, ელენეს ველაპარაკე, შენთვის ბინის ყიდვას აპირებდა, თანხის ნაწილს მისცემს და ბინა შენ დაგრჩება. აბა ახალგაზრდა თავისუფალმა ქალმა ელენესთან ხომ არ უნდა იცხოვრო. სექტემბერში სწავლას გააგრძელებ და ვეცდები სამსახურიც მოგიძებნო რამე. გოგა კი დაივიწყე, ახალგაზრდა ხარ, სიცოცხლით სავსე და ისევ შეგიყვარდება.
-მარიამ შვილი არ მეყოლება, უნაყოფო ვის რაში ვჭირდები, გოგამაც ამიტომ ნახა ალბათ სხ...
-კმარა, მაგის და დედამისის ბრალია ყველაფერი, შენ კიდევ მათ იცავ.-ხმას აუწია მარიამმა.-არ მოგცემ უფლებას ამ ყველაფრის მერე აპატიო და შეურიგდე.
-არ ვაპირებ ვაპატიო, უბრალოდ..
-არვითარი უბრალოდ, არც ბინის ნახევარზე იტყვი უარს. იმ ტკივილს ვერანაირი ბინა ვერ გაგინელებს, მაგრამ შენი ჭერი გჭირდება. ვერ დაგიცავი ჩემო პატარა,-ხელები მომხვია.-ვერ შევასრულე ეკატერინეზე მიცემული პირობა. მაგრამ გპირდები ყველას ვაგებინებ შენი ცრემლებისთვის პასუხს.-მეჩურჩულებოდა და თან მეშინოდა მარიამის, რაღაც საშინელებას დამართებდა ისეთი გაბრაზებული იყო.
-მარო, დაანებე თავი, შურისძიება ამოიგდე თავიდან, მე ეს ტკივილს ვერ გამიყუჩებს.
-მე გამიყუჩებს სამაგიეროდ.-შემომხედა ცრემლიანი თვალებით და ლოყაზე მაკოცა.
გაყრის საბუთები მოაგვარა მარიამმა, გოგა ახლოს არ მომაკარა საერთოდ, ბინაც გადმოაფორმებინა და ახალ კორპუსში სადარბაზოში შესავლელში კოდირებული საკეტი დააყენებინა. ბევრჯერ მოვიდა გოგა და კარი არ გაუღე. სასწავლებლის საბუთებიც მომიგვარა და მერე სწავლაც დამეწყო, სასწავლებელში მომაკითხა. უნივერსიტეტიდან რომ გამოვდიოდი იქ დამხვდა.
-უნდა დავილაპარაკოთ,-წინ გადამიდგა.
-სალაპარაკო არაფერი გვაქვს, უკაცრავად მაგრამ გავეყარეთ ერთმანეთს, მეგობრობის შემოსათავაზებლად თუ მოხვედი შენთან მეგობრობას არ ვაპირებ.-წარბი აუწიე მაღლა და გზა განვაგრძე.
-ის შემომიჩნდა, შემეშალა.-მომდევდა და აგრძელებდა თავის მართლებას.-გთხოვ მაპატიე.
-შეგეშალა გოგა? შეცდომაა? ეს ღალატია, ჯობს ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. იმაზე რას იტყვი მოკვლით, რომ დამემუქრე?
-მარიამი გირევს ტვინს, მოვკლავ მაგ გოგოს.
-მარიამს შეეშვი, ერთხელ მაინც მოიქეცი კაცივით და მშვიდად წადი ჩემი ცხოვრებიდან.
-ფეხმძიმედ არის ნატალი.-რომ გადავხარშე რა მითხრა, ტანში რაღაც ცივმა დამიარა, გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, მეგონა გული წამივიდოდა, მეგონა იქვე მოვკვდებოდი.
-გილოცავ, ამის სათქმელად მოხვედი?-როგორ მოვაბი თავი სიტყვებს და ვუთხარი ვერ გეტყვით.
-არ მოვიყვან ცოლად, შენ თუ შემირიგდები.
-ჯანდაბაშიც წასულხართ ორივე ერთად. დღეის მერე ოცი მეტრის რადიუსში არ დამენახო და არ გამეკარო.-თითი ცხვირთან მიუტანე და გაჩერებულ ავტობუსში ავედი. ავტობუსის კარი დაიკეტა და დაიძრა. დიდხანს უყურებდი ტროტუარზე მდგარ გოგას სევდიანი თვალებით როგორ გამოსცქეროდა ავტობუსს.

ჩემი ცხოვრება გაუფერულდა, ყველაფრის ხალისი დავკარგე, ტკივილმა მაჯობა და საკუთარ თავში ჩავიკეტე. ნახევარ განაკვეთზე კორპუსის ქვემოთ არსებულ სუპერმარკეტში სალაროში დავიწყე მუშაობა. ფული მყოფნიდა, სწავლის საფასურს ელენე მიხდიდა, მარიამიც მჩუქნიდა ხშირად ფულს, გადასახადებს გეგა ბიძია მიხდიდა. მშვიდად და წყნარად ვცხოვრობდი, ვსწავლობდი და ვმუშაობდი.

მარიამი,
სამშენებლო კომპანიაში ლევანს მივაკითხე, მისი კაბინეტიდან გამოვდიოდი, რომ გოგა და ვიღაც გათხაპნილი თოჯინა შემხვდნენ წინ. ისეთი გაბრაზებული ვიყავი ცოტაც და დავახრჩობდი ორივეს.
-მარიამ როგორ ხარ?-უტიფრად მომიკითხა გოგამ.
-კარგად ყოფილო სიძევ, შენც გეტყობა კარგად ხარ.-უპასუხე მკვახედ.
-გაიცანი ჩემი საცოლე ნატალი-ირონიულად წარმიდგინა თავის საცოლე.-ბინის საყიდლად მოვედით ახალ დასრულებულ კორპუსში.
-სხვა უბანი და სხვა კომპანია დაილია, აქ რომ არ იყიდო ბინა?-ვუთხარი გაბრაზებულმა.
-ეს უბანი და უბნელები მიზიდავს განსაკუთრებით.-ჩემს ნერვებზე უკრავდა გოგა.
-შეიძლება?-გოგას ვანიშნე ცალკე დავილაპარაკოთ მეთქი.
-კი, აქ დამელოდე საყვარელო. -ჩემი თანდასწრებით ურცხვად იზასავეს და გოგაც გამომყვა.
-თამთა, ცოტა ხანი შენი ოთახი მათხოვე.-ჩემს მულს ოთახში შევეჭერი.
-კი, რა თქმა უნდა.-უცებ წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
-რა თამაშს თამაშობ გოგა? რა ჯანადაბას აკეთებ? რატომ არ გაქრები ანას ცხოვრებიდან?-მკერდზე ხელი მივარტყი გაბრაზებულმა.
-არ მირიგდება, ის კი ფეხმძიმედ არის და ცოლად მომყავს.-ხელები გაშალა.-უთხარი შემირიგდეს და დავშორდები ნატალის.
-არასოდეს, საკაცეთი რომ გაწყდეს და შენ ერთი დარჩე არ შეგირიგდება და მის ცხვირწინ ტრიალს თავი დაანებე.-თითი ცხვირთან მიუტანე და დავემუქრე.-შენ არ იცი რას დაგმართებ? ჩემს გადაკიდებას არ გირჩევ.
-ნუ გავიწყდება სად ვმუშაობ, იქით გეშინოდეს ჩემი. შენ არ გირჩევ გადამიკიდო.-თვალებში მიყურებდა და ურცხვად მემუქრებოდა.-ეს შენ ურევ ტვინს ანას და იმიტომ არ მირიგდება. შენ თუ აპატიე შენს ქმარს ყველა ცოდვა, რატომ მე არ შეიძლება მაპატიოს ანამ?
-ომს მიცხადებ?
-ომი იყოს, შენი ბრალია რომ არ მირიგდება.
-კარგი, ომი იყოს. შენნაირების გასრესას მიჩვეული ვარ და გაგსრისავ ნაგავო. მეგობრად გთვლიდი და ჩემთან მტრობა რადგან გადაწყვიტე გაჩვენებ რა მოსდით ჩემს მტრებს. ანას არ მიუახლოვდე და აღარ ატკინო გული გაფრთხილებ.-ხმას აუწიე და ისე დავემუქრე.
-თორემ რას მიზავ? რას მიზავ?-გამეჯგიმა წინ.
-ეს დღე დაიხსომე და როცა გაგისწორდები მაშინ ნახავ რასაც გიზავ.-ირონიულად ჩავიცინე.
-რა ჩაიფიქრე? -მკლავზე ხელი წამავლო.
-რა იყო, ომი გამომიცხადე და ახლა ჩაისვარე? სუსის თანამშრომელი შევაშინე? სად გაქრა შენი თავდაჯერებულობა? ძალიან რომ აგივარდა თავში თანამდებობდა, თუ ატყობ საკუთარ თავს? ხო, მართლა ქორწილში დამპატიჟე, საჩუქრის გარეშე ვერ დავტოვებ ყოფილ სიძეს.-ვუთხარი ირონიულად და დერეფანში გამოვედი, ისიც უკან ამედევნა, არ იმჩნევდა მაგრამ კარგად მიცნობდა და ჩემი მუქარის მერე დაიძაბა. მისი ნატალი კი ჩვენს თანამშრომელთან ფლირტაობდა, არქიტექტორის კაბინეტში მივაგენით, რომ დაგვინახა გოგასკენ წამოვიდა და სახლის სურათები აჩვენა.
-ეს შევარჩიეთ მე და ვალერიმ-უთხრა გოგას და არჩეული ბინის სურათები წინ დაუდო.
-კარგი ეგ ვიყიდოთ, ეხლა წავიდეთ და მერე მოვიდეთ.-გაბრაზებულმა მოკიდა ხელი და წასვლა დააპირეს.-ვალერი ვინ არის?
-დიზაინერია საყვარელო, ის ახალგაზრდა ბიჭი.-ჩვენს დიზაინერზე მიანიშნა ნატალიმ.
-კარგი წავედით.-ხელი მოკიდა თავის საცოლეს და ლიფტისკენ გააქცია.
-ჯღარკავა დახურე პირი, არც ისეთი მაგარი ქალია.-გვერდით ამოუდექი ვალერის.
-ხო, გეთანხმები, შენ ჯობიხარ.-თვალი ჩამიკრა.
-ჯღარკავა მოდი აქ მუსუსო. -სკამზე მიუთითე დამჯდარიყო.-შენთან ერთი გარიგება უნდა დავდო.
-უფროსის ცოლთან რა მესაქმება.
-მორჩი ბლუყუნს, ახლა უფროსის ცოლს კითხე რა უნდა შენთან.
-რა გინდა?
-მომისმინე, ეგ ქალი ახლოს უნდა გაიცნო და გა*იმო, სურათები უნდა გადაიღო თან.
-პორნო ფილმები გიზიდავს?-წარბები აათამაშა, რაზეც მობეზრებულად გადავატრიალე თვალები.
-მომისმინე კარგად. შარში რომ ხარ და 3000 დოლარი ვალი გაქვს დასაფარი, ყოველ დღე რომ გადგებიან ის ტიპები, ხომ არ გინდა ტრუპი გიპოვონ? ხო და 3000 დოლარს მიიღებ მაგ ქალის გა*იმვაში და სურათებში.
-საიდან იცი?
-მე ყველაფერი ვიცი, რაც ჩემს კომპანიაში ხდება.
-იცი ვინ არის? მამამისი პროკურორია.
-ვიცი, ვინც არის, მაგრამ ა, აი მამამისი კი ყოფილი პროკურორია, ვერაფერს გიზავს, გატრუპული მყავს უკვე ეგ პროკურორი ქრთამის აღებისთვის, რამდენიმე დღეში დავაპატიმრებ.
-რომ არ დაგთანხმდე რას იზავ?
-კარგი, იმ ტიპებს მივცემ ფულს იმაში რომ ძვალ რბილი გაგიერთიანონ. ასე რომ დაფიქრდი, გამოიყენე ეგ შენი შარმი და კუნთები. მეტი მაინც არაფერი მოუცია ღმერთს შენთვის.
-კარგი, ვალს დამიფარავ?
-პირობა პირობაა. -ხელი გაუწოდე, მანაც ხელი ჩამომართვა.
ორ კვირაში ვალერიმ ფოტოები მომიტანა, თან დისკიც იყო.
-ეს რა არის?
-ვიდეო, ისე ვაკვნესე. მეტი მეკუთვნის, 3000 რა არის.
-გადახდილია უკვე შენი ვალი. ის ტიპები ახლოს აღარ გაგეკარებიან.
-რად გინდა არ მეტყვი?
-ჯობს არ იცოდე. ისე 3 დღეში თავისუფალი იქნება და შეგიძლია დაამშვიდო და ცოლადაც მოიყვანო თუ მოგეწონა.
-მასეთი ქალები არ მიზიდავს. იქით დამკერა და შემითრია საწოლში. ხო თავის საქმროს ატყუებს და ფეხმძიმედ არ არის. აქტიურად ცდილობს დაფეხმძიმდეს.
-დეტალებს ნუ მომახსენებ, არ მაინტერესებს.
-აბა სურათები რად გინდოდა?
-კითხვების დასმა არ შედიოდა შეთანხმებაში.-თვალი ჩაუკარი და წამოვედი.
გოგას სახლში მივადექი, ნათელაც იქ ბრძანდებოდა, ნატალიც და რამდენიმე გოგას თანამშრომელიც. ქორწილის წინა სამზადისში იყვნენ.
-აქ რა გინდა? წადი ჩემი სახლიდან.-ნათელა დამიდგა წინ.
-გოგას უნდა დაველაპარაკო.-უძრავად ვიდექი კარში.
-მარიამ.-გოგას სახე გაუბრწყინდა ჩემს დანახვაზე, ეგონა ანას გამო მივედი.-შემოდი.
-ცალკე უნდა დაგელაპარაკო მოწმეების გარეშე.-გადავხედე დამსწრე საზოგადოებას.
-კაბინეტში შევიდეთ.-მითხრა და კაბინეტისკენ გამიძღვა.
-აბა, მიხვდი, რომ არ ვარ დასაკარგი ნათესავი და მოხვედი?-იცინოდა გოგა.
-საჩუქარი მოგიტანე, მინდა ის იგრძნო, რაც ანამ შენი ღალატისას.-ვუთხარი და კონვერტი გაუწოდე.
-ეს რა არის?
-გახსენი და ნახე. ძველი მეგობრობის ხათრით მაინც ვერ მემეტები იმ სთვის, მაგრამ შენ მაინც ჩემი მტრების შავ სიაში ხარ. ხო, კიდევ არ არის ფეხმძიმედ და გატყუებს.
კონვერტი გახსნა, სათითაოდ ათვალიერებდა სურათებს, მერე ზურგი შემაქცია და მისაღებში გავარდა, სურათები სახეში შეაყარა და ყელში წაუჭირა ნატალის. ძლივს გააგდებინეს ხელიდან და სახლიდან გაიყვანეს ნატალი. მერე იატაკზე ჩაიმუხლა და ატირდა.
-ბოლომდე მაინც ვერ იგრძნობ იმ ტკივილს, რაც ანამ განიცადა, მაგრამ ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდე რა არაკაცი ხარ.-მხარზე ხელი დავადე და ყურში ჩავჩურჩულე.
-შენი ბრალია, ეს ყველაფერი შენი ბრალია. ჯერ შენი ნაბი*ვარი მამიდაშვილი შემოტენე ჩემს ოჯახში, ეხლა კი გოგას უნგრევ ცხოვრებას.-ნათელამ გამოიწია გაკაპასებულმა.
-მიდით ქალბატონო ნათელა, ქუჩის ქალივით მარტო ჩხუბი შეგიძლიათ. ისე გაგიშვებ ციხეში ძალადობისთვის ვერც გაიგებ. ანასტასიაში არ აგერიო, მე მარიამ გიგაური ვარ.-აწეული ხელი უკან დაუშვა.-ზუსტად თქვენნაირი და თქვენი წრის სარძლო გყავდათ შერჩეული. ეს თქვენ დაუნგრიეთ გოგას ცხოვრება.-გამოვბრუნდი და წამოვედი.
გარეთ გამოვედი, მანქანა დავქოქე და სახლში წავედი, ლევანი მცხეთაში რჩებოდა ბავშვებთან ერთად და მე ჩემს ფიქრებთან მარტო დავრჩი. გოგას გაუსწორდი, მაგრამ მტკიოდა. მანქანა დავქოქე და ქალაქ გარეთ წავედი, დიდხანს მივდიოდი და თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. ღამე იყო, მშვიდ ადგილას მდინარის პირას მანქანა გავაჩერე და მდინარის პირას ჩამოვჯექი. ტელეფონმა დამირეკა, უცხო ნომერი იყო, ვუპასუხე.
-„რას აკეთებ? მანდ რა გინდა? ახლავე სახლში წადი!“-ზურას გაბრაზებული ხმა გაისმა ტელეფონში.
-„შენი შიშით ბუნებაშიც ვეღარ გავიდე?“
-„მდინარის ნაპირს მოცილდი და მანქანაში დაბრუნდი“.-ისევ ყვიროდა.
-„დამყვებიან არა შენი პაიკები უკან? დაწყნარდი, ს არ ვაპირებ, შენნაირი სუსტი არ ვარ, უბრალოდ ბუნებაში გამოვედი.“
-„რატომ ტიროდი? რა ჩაიდინე?“-სევდიანად ჩამძახა ტელეფონში.
-„ერთ დროს საუკეთესო მეგობარს ომი გამოუცხადე და გავანადგურე. მტკივა, ძალიან მტკივა, რატომ ვანგრევ ადამინების ცხოვრებას, რატომ?“
-„იმიტომ რომ ბედნიერი არ ხარ, იმიტომ რომ საკუთარი ცხოვრება არ გაქვს, იმიტომ რომ გული ტკივილით გაქვს სავსე. როცა გტკივა ბევრ სისულელეს აკეთებ, ახლობელ ადამიანებსაც სტკენ.“
-„შემეცოდა, ვინანე, არ უნდა გამეკეთებინა ეს.“-ისევ ვტიროდი.
-„არ ფიქრობ შედეგებზე, გაბრაზდები და შურისძიებაზე გადადიხარ. როგორ ვგავართ ერთმანეთს.“
-„შენ როგორ ხარ?“
-„კარგად ვარ, ვცდილობ სანიმუშო პატიმარი ვიყო, პატიმრებს ინგლისურ ენას ვასწავლი, ვცდილობ გამოვსწორდე და სასარგებლო საქმე ვაკეთო.“
-„კარგია, მიხარია.“
-„შენს გამო გულს სიძულვილისგან გავინთავისუფლებ და სხვა ადამიანი გავხდები.“
-„შენს პაიკს შეგიძლია უთხრა წავიდეს და უკან ნუ დამყვება?“
-„არა! არსადაც არ წავა და შენს ყველა ნაბიჯს გააკონტროლებს. სახლში წადი და სიგიჟეებს ნუ სჩადიხარ. იცოდე ყველაფერი ვიცი, ომის ამბების ჩათვლით, ის არ მყოფნის, რომ უმოქმედოდ ვზივარ აქ ოთხ კელედში? შენ ნუღარ მაგიჟებ და ჭკვიანად მოიქეცი.“
-„კარგი.“-მობეზრებულად ჩავილაპარაკე და ტელეფონი გავთიშე.
ორი დღე გულს ვერაფერს უდებდი, ყველაფერი ხელიდან მივარდებოდა. ლევანმაც შენიშნა ჩემი აფორიაქება. გოგას ამბავმა, ზურას ზარმა, ყველაფერმა ერთად ძალიან ამაფორიაქა.
-რა გჭირს მარიამ, ორი დღეა მთელი სადილის სერვიზი ნაგავში გადაყარე.
-არაფერი, აფორიაქებული ვარ.
-რატომ მეტყვი?-ხელები მომხვია და გულზე მიმიკრა.
-გოგას ქორწილი რაც ჩავშალე მას მერე ცუდად ვარ.
-ხომ გითხარი შეეშვითქო. ეს შენი რკინის ლედობა დაგღუპავს. ყველაზე შურისძიება, ყველას დაცვა, არ მოგბეზრდა? საკუთარ ოჯახს, რომ მიხედო და ყველას შეეშვა არ გინდა?
-ჩემს ოჯახს ჩემი ყურადღება არ აკლია. -შევხედე გაბრაზებულმა.
-არ აკლია მაგრამ..-სავარძელში დაჯდა და ტელევიზორის პულტს წვალება დაუწყო.
-რა მაგარამ? ლევან შემომხედე და მითხარი რა მაგრამ?
-ის მარიამი აღარ ხარ, -ხმას აუწია-შეიცვალე, თანაც ძალიან. რაღაც გაწუხებს, რაღაც გტკივა და ირგვლივ ყველაფერს ანადგურებ.
-რას ვანადგურებ ლევან? გოგასთვის ეს უნდა მეპატიებინა? ანას ბავშვი არ ეყოლება, მათი მიზეზით და ეს მეპატიებინა?
-ჩვენზე რას იტყვი, რატომ გავცივდით?
-არ ვიცი, ბევრი მიზეზია. ის ურთიერთობა ვეღარ გვექნება რაც გვქონდა. ბევრჯერ მეტკინა და ეს არის ალბათ მიზეზი. მე ვცდილობ, რომ ყველაფერი დალაგდეს. ვერ დამადანაშაულებ, რომ კარგი დედა და კარგი ცოლი არ ვარ.
-კარგი დედა ხარ, კარგი მეგობარი, კარგი ცოლიც. თუმცა ის სხივი ჩამქრალია შენს თვალებში რაც წლების წინ შემიყვარდა. შეიცვალე, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ გეფერები სხვაგან ხარ. არ ვიცი რა გვჭირს, ჩემი ბრალია ყველაფერი, ბევრჯერ გატკინე და მოვკალი ჩვენი სიყვარული.
-ორივე ვართ დამნაშავე, ვცდილობთ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ მაგრამ არ გამოგვდის.-ჩავილაპარაკე დარდიანად.-ბრძოლამ დამღალა, იქნებ შენც იბრძოლო და ეს ურთიერთობა გამოვასწოროთ.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.-ცხოვრების დინებას მიყვები, პრობლემებს გაურბიხარ, ყველაფერზე ბრძოლა მე მიწევს, უამრავი პრობლემაა ოჯახში, შვილები გვყავს, რომელთაც ასევე სჭირდებათ ჩემი ყურადღება. ეგოისტი ბავშვივით იქცევი, სულ ყურადრებას ითხოვ ჩემგან, იქნებ მე და შენს შვილებსაც გვჭირდება მეტი ყურადღება, დაცვა.
-ვმუშაობ მარიამ, დაღლილი მოვდივარ, კომპანიის მართვა იოლი არ არის.
-ვიცი, მეც გეხმარები, ფინანსურ საკითხებს მთლიანად გიგვარებ, პარალელურად მეც ვმუშაობ, ვცდილობ ბავშვებსაც ყურადღება მივაქციო და შენც. ბავშვებს ბოლოს როდის ეთამაშე? ბოლოს როდის გამოიჩინე მათ მიმართ მამობრივი მზრუნველობა? ბოლოს როდის წაიყვანე და გაასეირნე? დაღლილი ხარ, კარებს გაიხურავ და ძმაკაცებთან ერთად ბარში ზიხარ, ღამით ბრუნდები და მარიამი უნდა დაგელოდოს, ბედნიერი და ხალისიანი. მარიამი არ იღლება, მარიამი რკინის არის, მარიამს ყველაფერი გამოსდის, დავიღალე.-ბოლო ხმაზე ვუყვირე.-დავიღალე, მე ქალი ვარ, რომელსაც უნდა ვინმეს მხარზე იტიროს.-თავი ხელებში ჩავრგე და ავტირდი. ლევანი ადგა კარი გაიხურა და სახლიდან წავიდა, ყოველთვის ასე ხდება, პრობლემებს უბრალოდ გაურბის.

ანასტასია,

მაღაზიის მეპატრონემ 24 საათიან რეჟიმში უნდა გადავიდეთო და მთხოვა სალაროში ღამის სმენაში მემუშავა ყოველ მეორე დღეს და შესაბამისად ანაზღაურებაც მაღალი მექნებოდა. მეც დავთანხმდი და ღამის სმენაში გადავედი.
ღამის ცვლაში ვიყავი გოგა შემოვიდა მაღაზიაში, პროდუქტები იყიდა და სალაროში მომადგა.
-იქნებ დაფიქრდე და შემირიგდე, აქ მუშაობაც არ მოგიწევს.-ირონიულად იღიმოდა.
-აქ მუშაობას რას უწუნებ, შენსავით მომიკომ ვერ გამიჩითა სამსახური, ყველას მზამზარეული ცხოვრება არ აქვს.-არ ჩამოვრჩი ირონიაში.-11 ლარი და 25 თეთრი.-20ლარიანი მომაწოდა.
-ხურდა დაიტოვე.-ისევ ეღიმებოდა.
-გთხოვთ აიღოთ თქვენი ხურდა.-ხურდა დაუყარე.-თუ ასეთი ხელგაშლილი ხართ გარეთ დგანან მათხოვრები და მათ დაეხმარეთ.
-მარიამმა რაც ჩაიდინა მოგიყვა? -მითხრა ნაღვლიანად.
-მარიამმა რა ჩაიდინა?-გაოცებულმა ავხედე.
-ქორწილი ჩამიშალა. თავისუფალი ვარ, გამომყვები ცოლად მეორედ?
-ორჯერ ერთიდაიგივე შეცდომას სულელები უშვებენ, სულელს ვგავარ? წადი აქედან და აღარ გადამეყარო.-გაბრაზებულმა გამოვცერი კბილებში.
-თუ შეიძლება მალე წადით, გელოდებით. ოჯახური პრობლემები სხვაგან განიხილეთ.-მაღალი სიმპატიური ბიჭი წამოადგა თავზე გოგას და ზემოდან დახედა. ღმერთო რამხელაა? გავიფიქრე და გაუღიმე მორიგ მყიდველს.-ხურდა გრჩება ძმაო.-თვალით ანიშნა გოგას მის ხურდაზე და მანაც აიღო და წავიდა.
-ვინ იყო?-მკითხა ახმახმა.
-უკაცრავად?-ავხედე გაკვირვებულმა.
-კარგა ხანია გიყურებთ, თვალებით გჭამდა, აშკარად ჭკუას კარგავს შენზე.-აგრძელებდა ის.
-ჩვეულებრივი კლიენტი. 56 ლარი და 35 თეთრი.
-ჩვეულებრივი კლიენტი არა?-ჩაეღიმა და საკრედიტო ბარათი მომაწოდა.
-ყოფილი ქმარია. დაგიკმაყოფილეთ ინტერესი?-შევხედე გაბრაზებულმა.
-იდიოტია, როგორ მოახერხა რომ ყოფილი გახდა.-ჩაეცინა.
-რა თქვით?-შევხედე გაკვირვებულმა.
-მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი ყოფილი არასდროს გავხდებოდი.-თვალი ჩამიკრა, მერე ჩემს მკერდს მიაჩერდა.-ღილი გაგეხსნა, შეიკარი, მაინც ღამეა და უხამსი აზრები უტრიალებთ მამაკაცებს.-გაიცინა, პარკებს ხელი დაავლო და გასასვლელისკენ დაიძრა.
-ხეპრე.-ჩავილაპარაკე.
-გავიგონე-არ შემობრუნებულა ხელი აწია მაღლა და გაიქნია, ისე თითქოს გემშვიდობებაო.
დღე დღეს მისდევდა, მოსაწყენი ცხოვრება მქონდა, მარიამთან ხშირად მივდიოდი, მისი პატარები მახალისებდნენ. მარიამს გამოვკითხე, ჯერ არ მიყვებოდა და ბოლოს მაინც ვათქმევინე გოგას ქორწილში რაც მოხდა. გაოგნებული უსმენდი, გოგა ძალიან შემეცოდა.
-მარიამ რატომ არ დაანებე თავი? მოიყვანდა ცოლს და დამანებებდა თავს.
-ისევ ხომ არ გაწუხებს? მითხარი და მე მივხედავ.
-არა ერთხელ მოვიდა მაღაზიაში და ცოლად გამომყევიო.
-დებილი. -ჩაილაპარაკა მარიამმა.-ასეთი დებილი როგორ არის? ვნახავ და დაველაპარაკები, შენ კი არც იფიქრო შერიგებაზე. არ არის სანდო პიროვნება, კიდევ ბევრჯერ მიქარავს და გატკენს, შენ კი სუსტი ხარ და ვერ გაუძლებ.
-არ ვაპირებ შეურიგდე, მეტიც, ვხვდები რომ სულერთი გახდა ჩემთვის, აღარ მიყვარს, ან არც მყვარებია. მაშინ მარტოსული და უბედური ვიყავი, ის კი ჩემს გვერდით იყო და მივენდე.
-თუ აღარ გიყვარს უკეთესი შენთვის. სხვა ვინმეს გაიცნობ და შეგიყვარდება.-თვალი ჩამიკრა მარიამმა, მე კი რატომღაც ის ახმახი ტიპი გამახსენდა და გამეღიმა.
სუპერმარკეტში ახმახი ხშირი სტუმარი გახდა, როგორც ჩანს ახლოს ცხოვრობდა, ყოველ მოსვლაზე ისე სასიამოვნოდ მიღიმოდა თითქოს მივეჩვიე, ყოველ საღამოს ველოდებოდი, ისიც იშვითი გამონაკლისის გარდა თითქმის ყოველ სმენაში მოდიოდა. სახელიც ვიცოდი უკვე ალექსანდრე, მის ბარათზე ამოვიკითხე. მანაც ამოიკითხა ჩემს გულსაკიდზე ანასტასია და უკვე სახელით მომმართავდა.
-ანასტასია არ გინდა სადმე დავსხდეთ და ერთად ყავა დავლიოთ?-ერთ დღესაც ღიმილით შემომთავაზა.
-არა, სურვილი არ მაქვს უცნობებთან ყავის დალევის.-წარბი აუწიე.
-რითი ხარ დაკავებული აქედან რომ მიდიხარ?-ფარხმალს არ ყრიდა.-იქნებ მაინც დამთანხმდე.-თვალი ჩამიკრა.
-აქედან მისული ვისვენებ, ვმეცადინეობ და სასწავლებელში დავდივარ. მოცლილი არ ვარ, არც ახალი ნაცნობები მჭიდება.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
-ძალიან გატკინა გული ხომ.-შემომხედა ნაღვლიანი სახით.-ყველა მისნაირი არ არის. დამთანხმდი.
-გთხოვ, -ცრემლმორეული თვალებით ავხედე.-ჩემს პირადზე ნუ ვილაპარაკებთ და გთხოვ წადი.-ისიც აღარ შემეწინააღმდეგა და სუპერმარკეტიდან გავიდა. რამდენიმე თვე ისე გავიდა რომ საერთოდ არ გამოჩენილა. მარიმს მოუყევი, მეჩხუბა, თავს ნუ იტანჯავ, ახალი ნაცნობები უნდა გაიჩინო, ახალი მეგობრები და ასე არ უნდა იქცეოდეო.
ხშირად მახსენდებოდა ალექსანდრე და გული მწყდებოდა, რომ აღარ მოდიოდა. ცოტა ვნერვიულობდი კიდეც, მის შესახებ არაფერი ვიცოდი, რამდენჯერ წარმოვიდგინე, რომ რაღაც ცუდი დაემართა და გული მეტკინა, ცრემლებად დავიღვარე უცნობი ადამიანისთვის. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად სულ მასზე მეფიქრებოდა.
სასწავლებელში გამოცდები მქონდა, ძალიან ვიყავი დაღლილი, თუმცა მაინც გვიანობამდე ვმეცადინეობდი. წყლის ხმა გავიგონე სააბაზანოში და იქით გავიქეცი. ზემოდან ჩამოდიოდა წყალი, როგორც ჩანს მეზობელს დარჩა მოშვებული, ან მილი გასკდა.
-ესღა მაკლდა.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა და ზედა სართულისკენ გავემართე. კარებზე ვაკაკუნებდი და არავინ აღებდა, მერე სახელური დავწიე და კარი გაიღო. ნელა შევედი და გეზი სააბაზანოსკენ ავიღე.-ჯანდაბა,-თვალებზე ხელი ავიფარე, ტრუსის ამარა შიშველი არც მეტი და არც ნაკლები, თვით ალექსანდრე ამესვეტა საძინებლის კარში, უკან კი ვიღაც გოგო უდგა. გული მომეწურა, თან გამიხარდა მისი ნახვა.
-ეს ვინ არის? შენი ცოლი?-დაიწრიპინა იმ გოგომ.
-ჩაიცვი და წადი.-მკაცრად უთხრა ალექსანდრემ.-აქ რა გინდა, ან როგორ შემოხვედი?-დაჟინებით მიყურებდა და ეღიმებოდა.
-ქალებს რომ აყრი კარი უნდა ჩაკეტო და არც მთელი კორპუსი არ უნდა ჩარეცხო.-შევხედე გაბრაზებულმა, სანამ მე თვალებზე ხელს ვიფარებდი მოკლე შარვალის ჩაცმა მოესწრო. მეც აღარ დავაყოვნე და სააბაზანოს კარი გამოვაღე. სააბაზანოდან წყალი გამოვარდა და მთელი ფოიე დაიტბორა წყლით.
-ამის დედაც, სახლში ონკანი არ გაქვს თუ პირველად ნახე.-მკლავში წაწვდა კარში გამოსულ გოგოს.
-არ ვიცი, ალბათ დამრჩა.-ამოიწრიპინა და კარისკენ დაიძრა.
-იატაკის საწმენდი სად გაქვს, ჰოლსაც ჩამირეცხავ მალე მომიტანე.-დაუყვირე ალექსანდრეს.
-ახლავე,-საძინებელში შევარდა, მე მაშინვე ონკანი დავკეტე და ვანიდან დაგუბებული წყალი გაუშვი. ალექსანდრე რამდენიმე პორსახოცით ხელში გამორბოდა, სველ მეტლახზე ფეხი აუცურდა და ამხელა ახამახი მთელს ფოიეში გაიშხლართა.
-კარგად ხარ? -თავზე დავადექი და წამოყენება ვცადე.
-რა ხდება?-გაოცებულმა ამომხედა.-რა წყალია? აქ რა გინდა?
-დაეცი, არ გახსოვს? -უარის ნიშნად თავი გაიქნია.-მგონი ტვინის შერყევა გაქვს და რამდენიმე წუთის უკან მომხდარი დაგავიწყდა.-ფრთხილად წამოვაყენე და მისაღებში შევიყვანე.-დაწექი და არ ადგე.
-რა ტბორი დგას იქ?
-მერე მოგიყვები, ან თვითონ გაგახსენდება.-მეცინებოდა, თუმცა ჩემი ჩარეცხილი სახლი, რომ გამახსენდა სახე დამისერიოზულდა. სწრაფად ავამშრალე ფოიე, მერე სააბაზანო და მისაღებში გავედი.
-თავი მტკივა ძალიან.-კეფაზე ხელს იკიდებდა. ბავშვობაში ცხენიდან გადმოვარდი და არ მახსოვდა არაფერი, ექიმმა ტვინის შერყევამ იცის მეხსიერების ნაწილის დაკარგვა, მერე აღგიდგებაო. ალექსანდრესაც ასე სჭირდა.
-არ უნდა ადგე, სულ უნდა იწვე რამდენიმე დღე, ტვინის შერყევა გაქვს.
-შენ თუ მომივლი თანახმა ვარ.-გამიღიმა.
-მე არ მოგივლი, დედა, ცოლი, და, არვინ გყავს? დაურეკოთ და მოვიდეს ვინმე.
-ძმა მყავს მხოლოდ, სხვა არავინ. მას ჩემთვის არ სცალია. შენ როგორ მოხვდი აქ?
-შენს ქვემოთ ვცხოვრობ, ქალთან ერთად იყავი და როგორც ჩანს იმ გოგომ იყოჩაღა, მთელი სააბაზანო ჩამომირეცხეთ. ასე რომ არა მარტო წაიქეცი და ტვინის შერყევაც გაქვს, ჩემს აბაზანაზეც უნდა იზრუნო და გამირემონტო.
-სარგებლობ რომ არაფერი მახსოვს ხომ?-შუბლშეკრული მიყურებდა.
-რამდენიმე საათში გაიხსენებ ყველაფერს და მერე დავილაპარაკოთ. -გამოვბრუნდი და კარისკენ დავიძარი.
-არ წახვიდე გთხოვ?-მუდარით შემომხედა.
-ჩემს ჩარეცხილ სახლსაც უნდა მიხედვა.
-კარგი, მიხედე და ამოდი, გთხოვ. ასე შეიძლება მიმატოვო, მითუმეტეს ადგომა არ შეიძლებაო? რატომ არ ვიცოდი ჩემს ქვემოთ თუ ცხოვრობდი?-სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა კმაყოფილს.
-სასწრაფოს გამოვიძახებ და საავადმყოფოში გადაგიყვანენ.
-არა გთხოვ. შენ ამოდი და პირობას გაძლევ მაგარ რემონტს გაგიკეთებ სააბაზანოში.-ყელს მიწევდა და ისე მეხვეწებოდა.
-კარგი. არ ადგე იცოდე.-გამოვბრუნდი და წამოვედი.
სახლში შევედი, სააბაზანო მივალაგე, ჭერი ჩამოვარდნას იყო თითქმის, კედლები ჩამორეცხილი. წყალი გადავივლე, ტანსაცმელი გამოვიცვალე, კარები დავკეტე და ალექსანდრესთან ავედი.
-მეგონა მიმატოვე.-ღიმილით შემომხედა.
-შარვალი სულ სველი გაცვია, მითხარი სად გილაგია შარვლები და მოგიტან, გამოიცვალე.-ვუთხარი ალექსანდრეს.
-დამეხმარე და საძინებელში შევალ, დივანი არ არის კომფორტული.-მეც მისკენ დავიძარი.
-სასწრაფო იქნებ გამოვიძახო მაინც. ფეხსაც იტკიებ, მოტეხილი არ გქონდეს.
-არ მინდა, მოდი დაიხარე.-ხელი გამომიწოდა, მეც დავეხმარე წამოდგომაში.-ყველაფერი ტრილებს.
-არ ტრიალებს, მაგას თაბრუს ხვევა ქვია.-ცალი ხელი წელზე შემოვხვიე, ცალი ხელით მხარზე დამეყრდნო და საძინებლისკენ წავიყვანე. წელს ზემოთ შიშველი იყო, იმდენი ნაიარევი ქონდა სხეულზე. განიერი მხრები, დაკუნთული სხეული და ოფლისგან ოდნავ დაცვარული მკერდი. კანი დამეხორკლა, საშინლად მოქმდებდა ჩემზე, ახლა კი მის შიშველ მკერდზე ვიყავი აკრული. ჩემი რეაქცია არ გამორჩენია და ღიმილით დამყურებდა თავზე.
-რა კარგი სურნელი გაქვს, შოკოლადის.-თავზე დამსუნა და მიმიხუტა.
-გეყოფა, ნუ მეფლირტავები.-შევხედე გაბრაზებულმა.
-არ გეფლირტავები, მხოლოდ ავღნიშნე რომ კარგი სუნი გაქვს.
-შენ კი იაფასიანი ქალის სუნამოს სუნი გიდის, მაინც სად იპოვე ის, ცირკთან?
-არა, ბარში. რომ მოვედით მახსოვს, მერე აღარ მახსოვს, სად წავიდა?
-შენ გააგდე. მან დატოვა წყალი მოშვებული.
საძინებელში საწოლზე ჩამოვსვი, მერე კი კარადა გამოვაღე და მისი შარვალი მოვძებნე.
-უჯრაში მანდ ქვედა საცვალიც არის და წამომიღე.-დამიძახა, მეც გავაღე უჯრა და ქვედა საცვალთან ერთად პრეზერვატივებს გადავაწყდი, სულ გავწითლდი.
-აი აიღე,-მივაწოდე შარვალი და საცვალი.-მე სამზარეულოში გავალ და მანამ გამოიცვალე.
-რა იყო შენი ქმარი არ იყენებდა პრეზერვატივებს?-გაეცინა ჩემს გაწითლებულ სახეზე.
-მე ერთხელ გთხოვე, რომ არ გველაპარაკა ჩემს პირადზე, რადგან აგრძელებ აჯობებს წავიდე.
-არა მაპატიე, არ მინდოდა, ნამდვილი ხეპრე ვარ. არ გამომდის ურთიერთობები. გთხოვ დარჩი და პირობას გაძლევ საერთოდ არ ვილაპარაკებ ამ თემაზე.
-კარგი.-თავი დაუქნიე და ოთახიდან გავედი. ყავა გავიმზადე სამზარეულოში ჩემთვის, ალექსს ჩაი გაუმზადე და საძინებელში დავბრუნდი.-ჩაის ხომ დალევ.-ფინჯანი ტუმბოზე დაუდგი.
-რა კარგი გოგო ხარ. შენ რას სვავ?
-ყავას, გინდა?
-არა ჩაი მირჩევნია. შენ რატომ სვავ ღამის ორ საათზე ყავას?
-არ მინდა დამეძინოს, თანაც ხვალ გამოცდა მაქვს და უნდა ვიმეცადინო. შენ დაიძინე.
-სად სწავლობ.
-უნივერსიტეტში ჟურნალისტიკურზე. შენ რას საქმიანობ?
-არ შეგეშინდება?
-არა, რატომ უნდა შემეშინდეს?
-ხალხს ვხოცავ და იმიტომ.
-რა?-თვალები ლამის ბუდიდან გადმომცვივდდა.
-ხო, სპეცრაზმელი ვარ, სნაიპერი. ერაყიდან ეხლა დავბრუნდი, შეიძლება კიდევ მომიწიოს წასვლა.
-ანუ სამხედრო ხარ და არა დაქირავებული მკვლელი.-გამეცინა მე.
-შეგაშინე? ცოტა ხომ შეგეშინდა.
-არ შემშინებია. -მისი ნათქვამიდან, ეხლა დავბრუნდიო, მივხვდი სად იყო ამდენი ხანი რომ არ ჩანდა.
-ვიმეგობროთ?-ჩემი ხელი დაიჭირა და თავის ხელებში მოიქცია.
-კარგი ვიმეგობროთ.-თავი დაუქნიე და გაუღიმე.
-იცი მაშინ ყავაზე რომ დაგპატიჟე ერაყში წავედი მეორე დღეს, მინდოდა კარგად დამემახსოვრებინე, შენ კი არ დამთანხმდი და არ გინდოდა ჩემთან მეგობრობა. რაც იქ ვიყავი ხშირად მახსენდებოდი. რაღაც გაქვს ისეთი, რაც ძალიან მიზიდავს შენსკენ. შენი ცრემლიანი თვალები ხშირად მესიზმრებოდა.
-გულში ხომ არ ჩაგივარდი?-გამეცინა.
-აღარ მოგიყვები. -გაბრაზდა.-მე გული გადაგიშალე, შენ კი დამცინი.
-კარგი ხო, ვიხუმრე.
-საფიქრელად დიდი დრო მქონდა, იმდენჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში სიცოცხლის მანძილზე ვერ დავთვლი. არასდროს არ უფრთხილდებოდი საკუთარ სიცოცხლეს, რადგან არ ვდარდობდი თუ რამე მომივიდოდა. ახლა ამ 4 თვის მანძილზე რაც წასული ვიყავი სიცოცხლე მინდოდა, შენს გამო მინდოდა, მინდოდა მენახე, მინდოდა მაგ თვალებიდან ტკივილი გამექრო.
-ამ თვალებში ტკივილს ვერავინ გამიქრობს. აქ ტკივილი მუდამ იქნება.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-რატომ? იქნებ გვეცადა?
-ჯობია თავიდანვე გავარკვიოთ ყველაფერი. მხოლოდ მეგობრობას შემოგთავაზებ.
-მე კი მინდა ჩემი დაგარქვა, იცი, არავინ მომწონებია 30 წლის მანძილზე ასე.
-ალექსანდრე, არაფერი გამოგვივა. მეგობრები კი შეიძლება ვიყოთ. ბოლოს და ბოლოს მეზობლები ვართ.
-კარგი, იქნებ შეიცვალო აზრი რაღაც დროის მერე.
რამდენიმე დღე ალექსსანდრეს მოვლით და მასზე ზრუნვით ვიყავი დაკავებული. ბოლო 2 გამოცდაც ჩავაბარე და ფაქტიურად გადავცხოვრდი ალექსთან.
-ანასტასია, რას აკეთებ? რა კარგი სუნი დგას.-სამზარეულოში თავზე დამადგა ალექსი.
-უკვე კარგად ხარ. დროა ისევ ქვედა სართულზე გადავსახლდე.-გაუღიმე და სადილი წინ დაუდგი.-გემრიელად მიირთვი.
-დარჩი, სამუდამოდ.-ხელი დამიჭირა და თვალებში ჩამაცქერდა. ისე მინდოდა თანხმობა მეთქვა, ისე მინდოდა მისი ვყოფილიყავი, თუმცა ჩემი მდგომარეობა გამახსენდა და ხელი გავაშვებინე.
-არ შემიძლია. გთხოვ.-ცრემლებმა გზა გაიკვლიეს ჩემს სახეზე.
-რატომ, რატომ? არც შენ ხარ გულგრილი, ამას ვხვდები, ვგრძნობ. რა გვიშლის ხელს რომ ერთად ვიყოთ და ბედნიერი ოჯახი შევქმნათ.-ხმას აუწია და ძარღვები დაებერა.-რატომ იხევ უკან როცა გიახლოვდები.-ისევ დაუთბა ხმა, ხელი მომკიდა და კალთაში ჩამისვა.-ნუ ტირი გთხოვ.-გულზე მიხუტებდა და თავზე ხელს მისვავდა.-იცი რამდენს ნიშნავ ჩემთვის? არასდროს გატკენ გულს, გპირდები, სულ მეყვარები.-ისევ აგრძლებდა ჩემს თმაზე მოფერებას. მერე თავი ამაწვინა, ცრემლიან თვალებზე მაკოცა და ჩამს ტუჩაბს დაეწაფა. მოწყურებულივით მკოცნიდა, ვერ შევეწინააღმდეგე, მეც ავყევი კოცნაში და კისერზე შემოვხვიე ხელები. სუნთქვა რომ გაგვიჭირდა მაშინ მოსწყდა ჩემს ტუჩებს და შუბლი შუბლზე მომადო.-მინდა ჩემი გერქვას.-სწორედ ამ დროს ჩაირთო განგაში ჩამს ტვინში, სწრაფად დაუსხლტი ხელიდან.
-მე უნაყოფო ვარ, საშვილოსნო ამომკვეთეს, შვილი არასდროს მეყოლება. კიდევ გინდა შენი მერქვას?-ვიყვირე არაადამიანური ხმით და იქიდან გამოვიქეცი.
კარზე მიკაკუნებდა, მთხოვდა კარი გამეღო, მე კი არ გაუღე და ჩავიკეტე სახლშიც და საკუთარ თავშიც.
რამდენიმე დღის განმავლობაში მოდიოდა და მიკაკუნებდა კარზე ალექსანდრე, მე კი ისე ვიქცეოდი თითქოს სახლში საერთოდ არ ვიყავი. კარზე წერილი დამხვდა გაკრული.
„რადგან არ გინდა დამელაპარაკო თავს აღარ მოგაბეზრებ. მუშები მოვლენ დღეს და დაავალე რაც გინდა, სააბაზანოს გაარემონტებენ. მასალებიც ვიყიდე, იმედია მოგეწონება და გემოვნებაში ვემთხვევით. მანამ შენთან რემონტია შეგიძლია ჩემი სააბაზანოთი ისარგებლო, მე სოფელში მივდივარ დროებით. ფიქრი მჭირდება, თუმცა აზრი არ შემიცვლია, მინდა რომ ჩემი გერქვას. გასაღები შენს წინ მეზობელს დაუტოვე, რომ გადმოგცეს.“ ალექსანდრე.
გული დამწყდა, ყელში ბურთი გამეჩხირა, თითქოს მახრჩობდნენ, ძვლები მტკიოდა. ცუდად ვიყავი. მეც მინდოდა მისი ვყოფილიყავი, მაგრამ რაღაც მაკავებდა. მარიამი მირეკავდა ტელეფონზე.
-„ანა, საყვარელო, როგორ ხარ?“
-„კარგად მარი შენ როგორ ხარ? ბავშვები როგორ არიან?“
-„კარგად ვართ, შენ სულ დაგვივიწყე, ერთი კვირაა არ მოსულხარ. რამე ხდება და არ ვიცი?“
-„არა, არაფერი. გამოცდები მქონდა და ვმეცადინეობდი.“
-„მოატყუე ბებიაშენი ელენე. რომ გნახავ მომიყვები და კიდევ აღარ იტირო. 2 კვირაში ჩემი მეგობრის ქორწილია და შენც მოდიხარ. კაბის ფული ჩაგირიცხე ანგარიშზე, არ დაგეზაროს, გადი და იყიდე აუცილებლად.“
-„რა ქორწილი მარიამ, არ მაქვს სურვილი.“
-„მანდ არ გამომიყვანო, რასაც გეუბნები ის გააკეთე, თანაც მე ვარ მეჯვარე.“-ჩამყვირა ტელეფონში.
-„კარგი, კარგი. შენ ვისაც გადაეკიდები.“-ვუთხარი სიცილით.
-„მაინც მოგიყვანე ხასიათზე. მიყვარხარ და გამოგვიარე.“
-„მეც“-გამეღიმა და ტელეფონი გავთიშე.
მუშებმა რემონტი დაიწყეს, ყველაფერი ძალინ გემოვნებით იყო შეძენილი. მთელი სააბაზანო გაარემონტეს. 2 კვირაში სულ მორჩნენ მთლიან რემონტს. მე ალექსანდრეს სააბზანოთი ვსარგებლობდი. სახლი დაულაგე, სამზარეულოს კარადები სულ თავიდან დავალაგე, ყველაფერს სისუფთავის სუნი უდიოდა. მისი ტანსაცმელიც მოვაწესრიგე. ტუმბოზე კი წერილი დაუტოვე.
„მადლობა სააბაზანოსთვის. იმედია არ გამიბრაზდები შენს სახლში ცოტა წესრიგი დავამყარე.“ ანასტასია.
დღეს ქორწილში მივდივარ, კაბა მოვირგე, თმა გავიშალე, ფეხზე ქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე და სადარბაზოში, რომ გამოვედი ზედა სართულიდან მომავალი სმოკინგში გამოწყობილი ალექსანდრე დავინახე, უკან ვაპირებდი შებრუნებას, თუმცა დამინახა და ძალიან ვიქაჯებდი. ისეთი სიმპატიური იყო, ისე უხდებოდა სმოკინგი. ნერწყვი ხმაურით გადავყლქაპე მის დანახვაზე.
-შენთან მოვდიოდი ახლა, ქორწილში მივდივარ და პარტნიორი მჭირდება, შენ რა გულმა გიგრძნო და გამოეწყვე?-ლოყაზე მაკოცა და დამატრიალა.
-მეც ქორწილში მივდივარ, ასე რომ იმედი უნდა გაგიცრუო.
-კავალერი არ გინდა? წამოგყვები?
-მარტო ვარ დაპატიჟებული.
-მაშინ შენ წამომყევი, ჩემი ძმის ქორწილია. გთხოვ ასე ცალად ნუ მიმიყვან.
-არა ალექსანდრე, მარიამი მოკლავს რომ არ მივიდე.
-მარიამი ვინ არის?
-ჩემი ბიძაშვილი.
-კარგი, მიგიყვან მაინც იმ ქორწილში.
-კარგი.-დავეთანხმე და თან თვალს მისკენ ვაპარებდი. ისეთი სიმპატიური იყო.
სადარბაზოდან გამოვედით და პირდაპირ შავი ჰამერისკენ გამიძღვა.
-ეს არის შენი მანქანა?
-კი.-კარი გამიღო, წელზე ხელები მომკიდა და მანქანაში შემსვა. მეორე მხრიდან მოუარა და საჭესთან დაიკავა ადგილი.-აბა სად მივდივართ?
-რესტორან თეთრ სახლში.
-რაა. იქ ჩემი ძმის ქორწილია, შენც იქ მიდიხარ?
-დავით კაპანაძის ქორწილში მივდივარ.-მოსაწვევი აუფრიალე წინ.
-ბედის ირონია, ჩემს ძმას საიდან იცნობ?-სიცილი დაიწყო.
-დათო შენი ძმაა?
-ხოო. ჩემი ღვიძლი ძმაა, მაგის მეტი არავინ მყავს.-ისევ იღიმოდა, თვალები სიხარულით უბრწყინავდა.
-მე მარიამ გიგაურის ბიძაშვილი ვარ.
-მარიამის? ჩემი მხსნელის? მასთან სიცოცხლით ვარ დავალებული. ღმერთო ეს ქვეყანა რა პატარაა.-გაკვირვებულს კვლავ ეღიმებოდა.
-მართლაც ძალიან პატარაა.-ჩავილაპარაკე.
-დღეს გვერდიდან არ მომცილდები იცოდე.-თითი დამიქნია.-ეს ბედისწერაა.
-ეხლა არ დაიწყო ჩვენი გზები გადაკვეთილიაო და მსგავსი რამეები.-უცებ მანქანა გზიდან გადააყენა და გააჩერა.
-არასერიოზულად ნუ აღმიქვამ გთხოვ. ყველაფერი გამახსენდა, ერაყიდან იმ დღით დავბრუნდი და ცოტა გართობა გადავწყვიტე. ეგ იმას არ ნიშნავს რომ სულ ასე ვიქცევი. შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ. გგონია მართლა მჭირდებოდა იმდენი პროდუქტი, გამოსული მათხოვრებს ურიგებდი გარეთ. მაგრამ შენი ნახვა მინდოდა და ამიტომ დავდიოდი სუპერმარკეტში. სულ შენ მიტრიალებდი თავში. სოფელში ვიყავი წასული და თავიდან მაინც ვერ ამოგიგდე. მინდოდა გავრკვეულიყავი ჩემს გრძნობებში ბოლომდე, მინდოდა ყველაფერზე მეფიქრა.
-და რა მოიფიქრე?
-დავრწმუნდი, რომ მიყვარხარ და მზად ვარ მთელი ცხოვრება შენს გვერდით გავატარო.
-იმაზეც იფიქრე რაც იმ საღამოს გითხარი? ამ ფაქტმა მე ოჯახი დამინგრია, არ მინდა ისევ მეტკინოს.
-არ გატკენ. გეფიცები არ გატკენ, არასდროს მიგატოვებ. ვიშვილებთ, სუროგატს გავაჩენინებთ. არ ვიცი, რამეს ვიზავთ, მაგრამ ერთი რამ იცოდე, შვილი რომც არ გვყავდეს არ ვიდარდებ, მე შენ მჭირდები, მიყვარხარ.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე დამაცხრა. ხელები თამში შეუცურე და მეც ავყევი კოცნაში, ეს კაცი სასწაულად მიზიდავდა, მეც ვგრძნობდი, რომ მიყვარდა.
-მეშინია.-მის ტუჩებთან დავიჩურჩულე.
-მომენდე გთხოვ, მარიამის გამო მაინც მენდე, მე მას არასდროს დავაღალატებ და შენს ხელსაც მას ვთხოვ.
-ღმერთო რა გიჟი ხარ, ჯერ არაფერი არ უთხრა.-სიცილი დავიწყე.
-არა, დღესვე ვეტყვი.-ისევ მაკოცა, მერე მანქანა დაძრა და რესტორნამდე სანამ მივედით ღიმილი არ მოსცილებია სახიდან.
რესტორანში ხელკავით შემიყვანა, პირდაპირ დათოსკენ წავიდა, რომელსაც ერთ მხარეს პატარძალი მეორე მხარეს კი ჩემი ულამაზერი მარიამი უმშვენებდა მხარს.
-არა რა მაფიაა ვერ გავიგე, ქალი კაცის მეჯვარედ.-მხრები აიჩეჩა და გადმომილაპარაკა ალექსანდრემ.
-მარიამმა შესთავაზა როგორც ვიცი.-მეც გადაუჩურჩულე და გზა გავაგრძელეთ.
-თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?-მარიამმა წარბი ამიწია და ლოყაზე მაკოცა.
-მარო რატომ არ მითხარი შენს ულამაზეს მამიდაშვილს ჩემი ბინის ქვედა ბინაში რომ მალავდი?-გულზე მიიხუტა მარიამი ალექსანდრემ.
-შენ აქ არ იყავი და მეგონა არ იცნობდი.
-გავიცანი, ოღონდ მერე აღმოვაჩინე რომ მეზობლები ვართ.
-მოიცა, მოიცა. მე რომ მიყვებოდი ეს იყო?-შემომხედა მარიამმა მე და თითი ალექსანდრესკენ გაიშვირა.
-ხო, ეს იყო.-დავიმორცხვე მე.
-სიძეობას მიპირებ?-მხარზე ხელი დაკრა მარომ ალექსანდეს.
-თქვენ თუ არ იქნებით წინააღმდეგი და დაგვლოცავთ დიდო მარიამ მაგ ამბავს წყალი არ გაუვა.-უცებვე გადაწყვიტეს ორ წინადადებაში ჩემი მომავალი.
-რა ხდება?-თავმობეზრებულმა დააღწია თავი დათომ სტუმრებს, რომლებიც ქორწინებას ულოცავდნენ და ჩვენსკენ გადმოინაცვლა.
-ეს ორი ერთად ჟღურტულებენ თურმე.-სიცილით აუხსნა მარიამმა.
-ანა დარწმუნებული ხარ რომ ამის გიჟურ ცხოვრებას გაუძლებ?-დათომ მკითხა.
-მოიცა, ეხლა სტოპ.-შეხედა გაბრაზებულმა ალექსანდრემ თავის ძმას.-თავდაცვაში ვიწყებ მუშაობას და ერაყში აღარ წავალ. თანაც შენ რომ გაინაღდე ოჯახი მე ნუ მიშლი ხელს.-დაუბღვირა დათოს.-ძლივს დავარწმუნე.-ამოიბურტყუნა გაბრაზებული ბავშვივით.
-კარგი, კარგი.-ხელები აწია დათომ.-მე ძალიან მიხარია თქვენი ამბავი.
-გილოცავ დავით.-ნიკა მოვიდა და დათოს გადაეხვია.
-მადლობა ნიკოლოზ.-მხარზე ხელი დაარტყა დათომ და პატარძლისკენ წავიდა.
-ჩემი ძმა, როგორ ხარ? ასე უნდა დაკარგვა?-ახლა ალექსანდრეს მიუბრუნდა.-ანუშკი, როგორ ხარ?-ლოყაზე მომჩმიტა და მერე მაკოცა.
-ნიკა რას ებრძვი ამ ჩემს ლოყებს?-გევიბუსხე.-შენი ლოყები უფრო ფუმფულაა.-ახლა მე უჩმიტე ლოყაზე.
-მოიცა ნუ მომიკალი ექიმი.-იცინოდა ალექსანდრე.-ნიკა მალე ქორწილი მექნება და შენ იქნები ჩემი მეჯვარე.
-ვინ გააბრიყვე?-იცინოდა ნიკა.
-მე.-თვალი ჩაუკარი ნიკას.
-ეეე, მოიცა, ეგ როგორ?-დაიბნა.-ანა სასმელში ლამის დაიხრჩოს თავი, მეგონა შერიგდებოდით.-თითქმის გადმომიჩურჩულა ნიკამ.
-არა, რაც უნდა ის ქნას, არ მადარდებს. საბუთებით გაყრილები ვართ, მასთან არაფერი მაკავშირებს.
-კარგი, მიხარია. ბედნიერებას გისურვებთ.-ჯერ მე ჩამეხუტა და მერე ალექსანდრეს.-იცოდე ბევრი იტანჯა და გაუფრთხილდი, თორემ სხვა ოპერაციას გაგიკეთებ.-თითი დაუქნია ნიკამ.
-გაუფრთხილდები.-ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა.-წამოდით დავსხდეთ, რა ნომრები გვაქვს?-მოსაწვევებს დავხედეთ და ყველა ერთ მაგიდაზე აღმოვჩნდით, რაზეც ყველას გაგვეცინა.
-აშკარად ზრუნავს ჩემი ძმა ჩემზე.-თვალი ჩამიკრა ალექსმა.
ცოტა ხანში ლევანიც მოვიდა და ისიც ჩვენს მაგიდაზე დაჯდა, ქეიფი რომ გაჩაღდა მარიმი გამოეპარა სიძეს და ისიც ჩვენ შემოგვიერთდა. ლევანმა და მარიამმა ტანგო იცეკვეს, ყველა მათ უყურებდა, სურათებს უღებდნენ და კამერით მთელი მათი ცეკვა გადაიღეს. ცეკვა რომ დასრულდა მხურვალე აპლობისმენტებით იხუვლა დარბაზში ხალხმა.
-ცოტა დავიღალე, ისე ვეღარ ვცეკვავ.-გულზე ხელს იდებდა ლევანი.
-დამიბერდა ქმარი.-თვალი ჩაუკრა ლევანს.
ლევანმა ხელი დაავლო და კალთაში ჩაისვა, ყურში რაღაც უჩურჩულა. მარიამი სულ გაწითლდა, ლევანი კი კმაყოფილი სახით იღიმოდა.
-რა გითხრა ასეთი წამში რომ დაგადუმა.-იცინოდა ნიკა.-ამას ვერავინ აჯობებდა, თვით ელენესაც კი წამში აჩუმებდა ისეთ რამეს ეტყოდა ხოლმე.-აგრძელებდა სიცილს ნიკა.
-ნიკოლოზ შენ რას კითხულობ ქმარი რას მეჩურჩულება, შენ როდის მოგყავს ცოლი ის მითხარი, შენი მეჯვარეც მე უნდა ვიყო.-წარბაწეულმა შეხედა მარიამმა.
-რა მეშველება, ყოფილი თაყვანისმცემლები ყველა დაინათესავა.-ეცინებოდა ლევანს. მის კომენტარზე ჩვენც ყველამ გავიცინეთ.
-იქნებ მე არ მინდა რომ ჩემი მეჯვარე იყო?-შეხედა ნიკამ.
-შენ ვინ გკითხავს. ბავშვობიდან რასაც გეტყოდი ყოველთვის იმას აკეთებდი, ეხლა დაიწყო შეწინააღმდეგება. ანა და ალექსანდრეს მერე შენი ჯერია.
-მაია რომ დაგრჩა გასათხოვარი, არ გინდა ჯერ შენს მეჯვარეს მიხედო?
-მოიცა, მაია რა შუაშია ერთი.-წვენი მოსვა და თითქოს გონება გაუნათდაო-ნიკოლოზ აბა დაფქვი რა ხდება?-ნიკასთან მივიდა და ლოყაზე უჩმიტა.
-რას გადაეკიდეთ ეს გიგაურები ამ ჩემს ლოყებს?
-ფუმფულაა და მოგვწონს.-ახლა აკოცა ნაჩმეტ ადგილზე.-ნიკუშ თავს ვერ დაიძვრენ, მაია რა შუაშია მითხარი.
-საპირფარეშოში როდის გავდივარ ისიც გითხრა?-ამოხედა გაბრაზებულმა.
-კარგი, თუ გრცხვენია აივანზე წავიდეთ და იქ მითხარი, ჩემი გაბუსხული ბიჭი.-ხელკავი გამოსდო და სკამიდან ძალით ააყენა.
-მარიამ.-ლევანმა შეხედა გაბრაზებულმა,-რას ჩააცივდი, დაჯექი, აქ მოდი!-თვალით სკამზე ანიშნა. მარიამიც უკმაყოფილო სახით წავიდა და სკამზე დაჯდა.
-იმას მაინც ვათქმევინებ. შენ და იმას გგონიათ მე გამომაპარებთ რამეს?!-თითი დაუქნია ნიკას.
-დედა ამას ვის გადავეკიდე. -ამოიოხრა ნიკამ, მერე ხელი დამავლო და სცენისკენ წამიყვანა.-წამოდი მეცეკვე, თორემ ცოცხლად მაწამებს ისეთი თვალებით მიყურებს.
-ნიკა მაკო გიყვარს?-მეც შევეკითხე უკვე ცეკვისას.
-მაკო მომწონს, მე ეგ გიჟი მიყვარდა.-თავით მარიამისკემ მანიშნა.-ხო, მაკო მომწონს, მგონი მასაც მოვწონვარ. ჯერ ადრეა ამ ყველაფერზე ფიქრი, შენი გიჟი ბიძაშვილი თუ ჩაერია ახლა, მინიმუმ ერთ კვირაში დამისვავს მაკოს სახლში.
-ხო მაგ ამბებში ბადალი არ ყავს.-ვიცინოდი მეც.
-გოგა აღარ გიყვარს?-შემომხედა გამომცდელად.
-გოგა ისეთ დროს აღმოჩნდა ჩემს გვერდით როცა დედა დავკარგე, მაშინ მინდოდა ვინმეს მხარზე მეტირა და ეს გოგა იყო ჩემს გვერდით. მერე მივეჩვიე და თავი დავარწმუნე რომ მიყვარდა. როცა მიღალატა ყველაფერი მაშინ დამთავრდა, ალბათ არ მიყვარდა, რომ მყვარებოდა პატიებასაც შევძლებდი. მე კი ვერ ვაპატიე, ახლა მის მიმართ არ ვიცი რას ვგრძნობ. ალექსანდრე კი, არ ვიცი, სხვანაირად ვარ მასთან. მიყვარს, როცა წავიდა და აქ არ იყო ყოველ დღე ველოდებოდი, მის ერთ დანახვაზეც კი ჟრუანტელი მივლიდა, თითქოს სისხლი ხმაურით იწყებდა მოძრაობას. ვფიქრობ ეს ნამდვილი სიყვარულია, გოგას კი მხოლოდ მივეჩვიე. სახლში გამუდმებით აგვიანებდა და საკუთარ ქმარს არც კი ველოდებოდი, არც ეჭვიანობის მომენტი მქონია, თუმცა ახლა ვიცი რომ სულ მღალატობდა. ალექსს არც კი ვიცნობდი, მისი სახელი ვიცოდი მხოლოდ და მას გამუდმებით ველოდებოდი, რომ სადმე დავინახავდი, ან თვალს მოვკრავდი. თუ ვინმე ქალს უბრალოდ გამოელაპარაკებოდა მზად ვიყავი ის ქალი მიმეხრჩო, საშინლად ვეჭვიანობდი.
-იცი პირველად სკაიპში მარიმს რომ დაურეკე და ლევანმა მიპასუხა მეც ასე ვიყავი. თითქოს სისხლი გამეყინა, მზად ვიყავი ლევანი მომეკლა იმ წუთას. მე მარიამი მართლა ძალიან მიყვადა და ალბათ ახლაც მიყვარს. თუმცა რომ უყურებ რომ ბედნიერია, მიხარია მისი ბედნიერება. მაკოსთან ალბათ შეჩვევა მაქვს მხოლოდ, ისიც ბავშვობის მეგობარია. შენ გაგიმართლა, ნამდვილი სიყვარული იპოვე. მე კი დავკარგე, თუმცა მისი სახით მუდამ საუკეთესო დასაყრდენი და საუკეთესო მეგობარი მეყოლება.
-მარიამს ძმა რომ ყოლოდა ალბათ მასზე ძალიან შენ ეყვარებოდი.
-ვიცი, ამიტომაც ჩავიკალი ეს გრძნობა გულში და მაკოზე როგორც ქალზე დავიწყე ფიქრი.-მუსიკა დამთავრდა და მაგიდისკენ დავიძარით.
-ანა აქ დაჯექი.-ხელით ლევანის სკამზე მანიშნა მარიმმა, ნიკამ კი თავი გამიქნია და ალექსანდრეს გვერდზე დავჯექი.-მოღალატე.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.
-განრისხდა აფროდიტა.-იცინოდა ნიკა მარიამზე.
-აფროდიტა რატომ?-შევხედე ნიკას.
-ყველას ეს უყვარდა და არ არის მაშ სიყვარულის ქალღმერთი?
-ჩემი ძმა რომ დადიოდა გამოშტერებული ეგ ვიცი.-იცინოდა ალექსიც.
-გაჩუმდით ეხლა ჩემი ქმარი მოდის, მაგის ეჭვიანობის თავი არ მაქვს.-თითი დაგვიქნია მარიამმა.
-მაგიტო გინდა ყველას მეჯვარეობა?-იცინოდა ნიკა.
-ნიკოლოზ, არ გამაბრაზო იცოდე!-თითი დაუქნია და ნიკაც წამში გაჩუმდა.
-ვინ გააბრაზა ჩემი გოგო?-გაბუსხულ მარიამს მიუჯდა ლევანი გვერდით.-არა გრძელი ცხვირი არ გაქვს მაგრამ მაინც სხვისი ცხოვრების გაქექვას ცდილობ.-ლოყაზე აკოცა.
-დაუჯერე, მართალს გეუბნება.-თავი დაუქნია ნიკამაც.
-სად იყავი?-ლევანს შეხედა.
-აი ახლაც იწყებ. ლამაზი გოგო დავინახე და გასაცნობად გავედი.-თვალი ჩაგვიკრა ლევანმა.
-დევდარიანო ფრთხილად, არ დაიწვა.-თვალი ჩაუკრა, ხელი დაავლო და სცენისკენ წაიყვანა.
-ღმერთო რა გიჟია.-ამოიოხრა ნიკამ.-ეს სულ სხვანაირად ახალისებდა ჩვენს სამეგობროს. თუმცა ამის დარტყმული ტყუპისცალი უნდა გაგაცნოთ ალექს. ის მართლა გიჟია, სხვანაირი გიჟი.
-მარიამს ტყუპი და ყავს?
-კი ინგლისში ცხოვრობს ქმარ შვილთან ერთად.
-მარიამს ვერავინ აჯობებს სიგიჟეების კეთებაში. სასმლით რომ გახეთქა რუსები და ისე გამოიარა ბლოკპოსტები იმას რა დამავიწყებს.-იცინოდა ალექსი.
-მე ლამის ჩავისვარე შიშით, ფერი არ მედო. ეს კიდევ მეგობრობას ეფიცებოდა.-იხსენებდნენ ომის ამბებს ალექსანდრე და ნიკა.-მერე მანქანაში ჯდებოდა და ქართულად სწყევლიდა „დაწყდით, არ გაიხარეთო“.
-დათომ მითხრა წამალი გაურია იმ ღვინოში, რაც ჩამოიტანა გადაღვარა არ მიეკაროო.-თქვა ალექსმა.
-რა წამალი, -სასმელი გადასცდა ნიკას და ხველა აუტყდა.-დახოცა ის ჩემისები?-ფერი დაკარგა ნიკამ.
-საფაღარათო წამალი გაურევია. მანქანის აფთიაქში ნახა დიდი რაოდენობით, ან ამ ევროკავშირს რაში ჭირდებოდა ამდენი საფაღარათო წამალი?-იცინოდა ალექსანდრე.
- რა დღეში ჩაყრიდა იმ საცოდავებს.-ყველა ვიცინოდით.
-რა გაცინებთ? -თავზე წამოგვადგა მარიამი.
-ვერ დავადგინეთ, ის საფაღარათო წამლები იყიდე, თუ მანქანაში ელაგა?-ინტერესით შეხედა ალექსანდრემ.
-დებორა ნეშს ქრონიკული კოლიტი აწუხებს და ინგლისიდან ქონდა ექიმის დანიშნული წამლების მთელი შეკვრა ჩამოტანილი, ლამის მომკლა, მთელი თვის მარაგი იყო, სად წაიღეო.-იცინოდა მარი.-მერე აფთიაქში უყიდე და მიუტანე, იგივე შემადგენლობა აქვს მეთქი.
-რა წამლები?-გაოცებული გვიყურებდა ლევანი.
-შენამდე კუდი მოსწყდა, დიდი ცხვირი არ გაქვს და რატომ იძიებ?-თვალი ჩაუკრა მარიამმა.
ნიკამ მოუყვა ლევანს ომის ამბები და მარიამის სიგიჟეები. ლევანი გაბრაზებული უცქეროდა მარიამს.
მე და ალექსანდრე წავედით სცენისკენ საცეკვაოდ.
-პირველი ცეკვა.-დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა.-განზე ნუ დგები მომეხუტე.
-მცხელა, ასე ახლოს ნუ მოდიხარ.-გაბრაზებულმა შევხედე.
-ჩვენ როდის დავგეგმოთ ქორწილი?
-ძლიან ვჩქარობთ.
-არა, ისედაც დიდი დრო ვიყავი უშენოდ. ის 4 თვე სრულ კოშმარად მექცა, ისე მენატრებოდი.-სევდიანი თვალებით მიყურებდა.
-ქორწილი და გრანდიოზული ღონისძიებები არ მინდა. ვიწრო წრეში ავღნიშნოთ და ხელი მოვაწეროთ.
-ჯვარი გაქვს დაწერილი?
-არა, მხოლოდ ხელი გვქონდა მოწერილი და უკვე გავეყარეთ ოფიციალურად.
-მაშინ ჯვარსაც დავიწერთ, თეთრ კაბასაც ჩაიცმევ და ქორწილსაც გადავიხდით.
-რა ჭირვეული ბავშვივით ხარ.
-პატარა ქორწილს, ჩემი მეგობრები, შენი მეგობრები, ახლო ოჯახის წევრები და „ქორწილია, ქეიფია, გრიალი, გრიალი, გრიალი ოხერტიალი, ასე მტერი დაგეცალოთ ფიალით,
ფიალით, ფიალით, ოხერტიალით.“-წაიმღერა ალექსანდრემ და დამაბზრიალა.
-ღმერთო, არ ხარ შენ ნორმალური.-ვიცინოდი მის მკერდზე მიხუტებული.
-იცი როგორ მინდა თეთრ კაბაში გნახო? მერე გაგაშიშვლო და ნაზად მოგეფერო.-ხელი ჩემს ხერხემალზე ჩაასრიალა და სხეულზე ძლიერად ამიკრა.
-სულ ვოცნებობდი თეთრ კაბაზე, მარიამის ქორწილის მერე სულ ვფიქრობდი, მე როგორი კაბა მინდოდა.
-მიხარია რომ ჯერ არ ჩაგიცვამს თეთრი კაბა. როგორიც გინდა ისეთი ვიყიდოთ ზუსტად.
-მეშინია, მეშინია, ისე სწრაფად ხდება ყველაფერი.-შეშინებული თვალებით უყურებდი.
-ნუ გეშინია, ყველაფერი დალაგდება. იცი შენების გაცნობაც მინდა.
-მე არავინ მყავს, დედა გარდამეცვალა, მამას არ ვიცნობდი, ჯარში დაიღუპა. ბებია მყავს მხოლოდ, ბიცოლა და ბიძა. კიდევ პაპა რომელიც რუსეთშია და ნახევარ მამიდები. მათ კარგად არ ვიცნობ. გეგა ბიძია და მარიამი ჩემთვის ყველაფერია.
-მარიამს რადგან ვთხოვე შენი ხელი ე.ი. ხელის თხოვნის ცერემონია შესრულებული მაქვს უკვე?
-ასე ვთქვათ კი. დედამ მარიამს ჩააბარა სიკვდილის წინ ჩემი თავი. ის ჩემი მეგობარიც არის, დაც, ძმაც, დედაც, მამაც და ყველაფერია. გოგასგან რომ წამოვედი მარიამთან მივედი პირდაპირ. რომ გავთხოვდი მაშინაც პირველად მარიამს ვუთხარი ყველაფერი.
-ჩვენზე რა მოუყევი?
-შენზე ვუთხარი, რომ მომწონდი და ყავაზე დაპატიჟება არ მივიღე.
-მერე რა გითხრა.
-მითხრა რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და ბედნიერება ხელიდან არ გამეშვა.
-მართალი გითხრა, გეფიცები ბედნიერები ვიქნებით. სიცოცხლის ბოლომდე დაგიცავ და გიერთგულებ.
ცოტა ხანი ჩუმად ვცეკვავდით, მერე ჩამჩურჩულა
-იცი მაშინ სანამ იმ ქალთან საქმე დავიწყე მანამ დაგვადექი თავზე.-თან ეცინებოდა.
-საძაგელო, დეტალებიც მომიყევი ბარემ.-მუშტი მივარტყი მკერდზე გაბრაზებულმა.
-იეჭვიანე?-თვალებში შემხედა.-იცი რამდენი თვეა ქალთან არ ვყოფილვარ? ნუ ეჭვიანობ გთხოვ.
-ვიეჭვიანე, თან ძალიან, ვცდილობდი არ შემემჩნია. თუმცა გამეხარდა რომ გააგდე. მერე გაპატიე, რომ წაიქეცი ძალიან შემეშინდა.
-დღეს ჩემთან დარჩები?-ყურთან მიჩურჩულა.
-არა.
-გთხოვ, შენი სურნელი მჭირდება.-თმაზე მეფერებოდა.
-არ ვიცი.
-მალე წავიდეთ. -მიხუტებდა, მისი სურვილი მკლავდა, მეც მინდოდა მის მკლავებში მოქცევა, მისი ალერსი წყალივით მჭირდებოდა.
-ცოტა ხანი კიდევ ვიყოთ.-მუსიკა დასრულდა და მაგიდისკენ წავედით.
-სიძე მე არ უნდა მეცეკვო?-ხელი მოკიდა ალექსანდრეს მარიამმა და სცენისკენ წაიყვანა.

მარიამი,
-ანა მართლა გიყვარს?-შევხედე ალექსანდრეს.
-მიყვარს და გეფიცები გაუფრთხილდები.-ისეთი გულწრფელი თვალებით მიყურებდა, დაუჯერე.
-ალექს, ანას შესახებ უნდა იცოდე. მას შვილი არ ეყოლება. ეს სერიოზული თემაა და კარგად უნდა დაფიქრდე.
-ვიცი და ჩემთვის სულერთია. მთავარია მის გვერდით ვიყო.
-რა შეემთხვა ისიც იცი?
-არა.
-დღე დღეზე უნდა ემშობიარა დედამთილი მიუვარდა სახლში სცემა და წიგნების თარო დააგდო ზედ მუცელზე. ასე დატოვა გოგო, ძლივს მოახერხა და დამირეკა, მერე გონება დაკარგა. მივედი, მაგრამ დამაგვიანდა, ბავშვიც დაკარგა და საშვილოსნოც.-ალექსანდრეს ძარღვები დაბერილი ქონდა, თვალები ბრაზისგან უელავდა და მივხვდი, რომ ჩემი გოგო მართლა ძალიან უყვარდა.
-მისმა სი*მა ქმარმა რა გააკეთა?-ბრაზისგან ძარღვები ჰქონდა დაბერილი.
-ბათუმში წაიყვანა, სასწავლებელსაც თავი დაანება დროებით, ბათუმში დაიწყო მუშაობა. ღამით სასტუმროში ინციდენტი მოხდა, მთვრალები შევიდნენ და ანა შეაშინეს. სახლში წავიდა, გოგამ იცოდა რომ ღამის სმენაში იყო და ანამ დაინახა სასტუმროში საყვარელთან ერთად როგორ შედიოდა. მერე კი ეხვეწებოდა შერიგებოდა და ეპატიებინა, თუმცა არ მივეცი უფლება მიკარებოდა და კვლავ ტკივილი მიეყენებინა მისთვის.
-ნაგავი, იმედია არსად გადამეყრება თორემ ნამდვილად მოვკლავ.-გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებში.
-გოგას მე მივხედე, ხურდა დაუბრუნდა უკვე. შენ ანას უნდა გაუფრთხილდე და შეძლო ეს დიდი ტკივილი დაავიწყო.-შევხედე თვალებში.
-შევძლებ, მისი გულისთვის შეუძლებელს შევძლებ. გოგას რა დამართე მეტყვი?-წარბი ამიწია და მკითხა.
-მეგობრობა როგორი ვიცი ხომ ნახე?-თვალი ჩაუკარი.
-გიჟური, თავდადებული. მაგაში ბადალი არ გყავს.
-მტრობა როგორი მეცოდინება შენი აზრით?
-რაც ვნახე იქიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებ, არ ვისურვებდი შენს მტრობას.-იცინოდა ალექსი.
- გეფიცები ანას არასდროს ვატკენ.-გამიცინა.
-მჯერა შენი და ჩემს გოგოს შენ გაბარებ. -მეც გაუცინე.
-არის სიდედრო.-ლოყაზე მაკოცა.
-ანას თუ ატკენ სიდედრო მერე ნახე შენ.
-ეგ არ მოხდება.-ხელები მომხვია, ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა გახარებულმა. მერე კი მაგიდისკენ დავიძარით.
-რა უხარია ამას ასე?-დათო მოვიდა მაგიდასთან.
-ანას ხელი ვთხოვე და დამთანხმდა.-გახარებულმა უთხრა დათოს.
-მარიამ დარწმუნებული ხარ რომ ამ გორილას გინდა ეს გოგო ჩაუგდო ხელში?
-აჰა, დაიწყო ისევ. შენ ძმა ხარ თუ მტერი?-ეცა დათოს ალექსი.
-დარწმუნებული ვარ დავით. მეორე სიძეც ასეთი გორილა მყავს და ჩემი და ბედნიერია.
ალექსანდრეში ეჭვი არ მეპარება. ისე კაკის გავს ხასიათითაც.
-მუშტებიც მისნაირი აქვს.-ლოყაზე ხელი მოისვა ლევანმა.
-რა იყო ლევან, კაკის მუშტი შენც იგემე?-იცინოდა ნიკა.
-ორი კვირა მტკიოდა ყბა, ისეთი დამარტყა.
-ღირსი იყავი, თუ გამაბრაზებ ალექსანდრეც მოგდებს. ხომ ასეა ალექს.-თვალი ჩაუკარი.
-არა, ვინ აღარ მირტყა ამის გულისთვის, შენც კი.-ნიკას გადახედა ლევანმა.
ბევრი ვიცინეთ, ძველი ამბები გავიხსენეთ და სახლში გვიან დავბრუნდით.

ანასტასია
ქორწილიდან ერთად წამოვედით მე და ალექსი.
-აბა გადმობარგდები ჩემთან?-შემომხედა ალექსმა.
-კარგი, გამოსაცვლელ ტანსაცმელს წამოვიღებ და ამოვალ.-თავი დაუქნიე.
ჩემი ბინის კარი გავაღე და შევედი, უცებ მოვძებნე საჭირო ნივთები და პარკში ჩავყარე. მერე კარადა გამოვაღე, დიდხანს ვფიქრობდი და ბოლოს ხელი დავავლე მარიამის ნაჩუქარ ძალიან სექსუალურ პენუარს და ისიც პარკში ჩავდე. რომ გავთხოვდი მარიამმა მაჩუქა მაშინ და რატომღაც არასდროს არ ჩამიცვია. ეხლა კი მინდოდა ჩამეცვა და ალექსანდრე გამეგიჟებინა.
კარი დავკეტე და კიბეები სწრაფად ავირბინე, ალექსანდრეს სმოკინგი გაეხადა და წელს ქვემოთ პირსახოცშემოხვეული დამხვდა.
-შხაპს მივიღებ და გამოვალ.-ლოყაზე მაკოცა და სააბაზანოში შევიდა. სხეული სულ დამიბუსუსდა, ძალიან მოქმედებდა ეს კაცი ჩემზე. მალე გამოვიდა სააბაზანოდან, დაკუნთულ სხეულზე წყლის წვეთები დაცურავდნენ. მისი ყურებისას ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და ტუჩის კუთხეზე ვიკბინე.
-მე.. მე აბაზანაში შევალ.-უცებ გამოვფხიზლდი, ალექსანდრეს ჩემი გამოშტერებული სახე არ გამოპარვია და იღიმებოდა. სააბაზანოში სწრაფად შევედი, შხაპი მივიღე, ფორიაქმა ცოტა გადამიარა. სხეული სწრაფად შევიმშრალე და პენუარი გადავიცვი. მკერდი ისე მიცემდა თითქოს უნდა ამომვარდნოდა. სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე კმაყოფილმა, სველი თმა პირსახოცით შევიმშრალე და ზურგს უკან გადავიყარე. -ეხლა შენ ყლაპე ხმაურით ნერწყვი.-ჩავილაპარაკე საკუთარი თავით კმაყოფილმა და საბაზანოდან გავედი.
-ანა, აღარ გამოდი...-სპალნიდან გამოსულ ალექსს ჩემს დანახვაზე სიტყვა გაუწყდა და დაჟინებით დამიწყო ყურება. ისე მიყურებდა თვალებით უკვე ყველაფერი გააკეთა.
-გამოვედი.-წინ ავესვეტე და ხელი თხელ თმაში შეუცურე.
-ღმერთო ჩემო.-თითქოს გამოფხიზლდა, ხელი დამავლო და წელზე შემომისვა, მერე კი საძინებლისკენ წამიყვანა და საწოლზე ფრთხილად დამაწვინა. მთელი სხეული დამიკოცნა, ჩემი კვნესის ხმა მთელს ოთახში ისმოდა, მერე ძალიან ნელა ჩემში შემოვიდა და თანდათან უფრო მომთხოვნი და უხეშიც გახდა. ალერსით დაღლილებმა ერთმანეთზე ჩახუტებულებმა დავიძინეთ. დილით მისმა დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა.-დილა მშვიდობის.-ტუჩებზე მაკოცა.
-ჩამეხუტე-ამოვიჩურჩულე და თავი მის ყელში ჩავრგე. ცრემლები წამომივიდა.
-მოიცა, რატომ ტირი, გტკივა რამე?-ცრემლებს მიმშრალებდა და გულში მიხუტებდა შეშფოთებული.
-არა, ძალიან ბედნიერი ვარ. მიყვარხარ.-დავიჩურჩულე მის მკერდზე მიხუტებულმა.
-ჩემი სულელი ბავშვი. არ იტირო გთხოვ.-ჩამეხუტა და კოცნა დამიწყო.-მეც მიყვარხარ.
ორი კვირით ევროპაში წამიყვანა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა ჩემი უშვილობა მაინც ძალიან მაწუხებდა.
ევროპიდან რომ დავბრუნდით ჯვარი დავიწერეთ, პატარა ქორწილი გადავიხადეთ ახლობლების და ახლო მეგობრების წრეში. ალექსანდრე თავდაცვიდან შემოთავაზებას დასთანხმდა და საქართველოში დარჩა, აქ გადაამზადებდნენ ახალ კონტრაქტორ სამხედროებს.
რამდენიმე თვე ბედნიერად ვცხოვრობდით, ერთ დღესაც მარიმმა დამირეკა და მითხრა, რომ სისხლის ანალიზი უნდა ჩამებარებინა. კლინიკაში დამიბარა, იქ მისულს სისხლი ამიღეს.
-მარიამ ჩემი სისხლი რაში გჭირდება?-გაოცებული შევცქეროდი.
-ჯერ პასუხი მოვიდეს დადებითი და მერე მოგიყვები.-ისევ გაურკვევლობაში დამტოვა.
-მარიამ ახლა რაღა მოიგონე?-არ ვეშვებოდი.
-რაღაც გავარკვიე. თავის დროზე გოგას ვთხოვე და არაფერი არ გამირკვია. ბავშვი ვიპოვე და თუ შენი ნათესავი გამოდგა ბავშვთა სახლიდან წამოვიყვანთ. თუმცა დარწმუნებული ვარ..
-ვერაფერი გავიგე, რა ბავშვი იპოვე? ჩემი ნათესავი საიდან? მარიამ გასაგებად ამიხსენი.
-შენი დის შვილი თუ გამოდგა იშვილებთ.
-მარიამ რა და, მე და არ მყავს.
-გყავს, ისიც ვიპოვე, სამწუხაროდ საგიჟეთშია, გააგიჟეს, შენი ტყუპის ცალია. ელენემ ჩუმად გააშვილა და მივაგენი. შვილი ყავს, ეხლა ბავშვთა სახლშია და თუ დნმ-ის ანალიზით თქვენს ნათესაურ კავშირს დავადგენთ იშვილებთ.
-ჩემი და? მისი შვილი?-ვლუღლურებდი დერეფანში სკამზე ჩამომჯდარი და ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა. შოკში ვიყავი, ვერ ვიაზრებდი მოყოლილს.
-ანა დამშვიდდი, ყველაფერს აგიხსნი და მოგიყვები. დღეს მოვალ სახლში შენთან და გიამბობ, როგორ მივაგენი.
-ჩემი დის ნახვა მინდა.-რომ გადავხარშე რა მითხრა მთელს ტანში უსიამოვნოდ დამიარა-რატომ არის საგიჟეთში, რა დაემართა, გამოკეთდება?-უკვე ვტიროდი.
-არ ვიცი. მანამდე ბავშვს უნდა მივხედოთ. იცი ბავშვს ნინო ქვია, ისეთი ლამაზია, შენ გგავს.
-მისი ნახვა მინდა.-ფეხზე წამოვდექი.
-ვნახავთ, დამშვიდდი. ახლა ალექსი მოგაკითხავს და სახლში წადი. ყველაფერს თავისი დრო აქვს.-დერეფანში ალექსიც გამოჩნდა.
-რა სჭირს? უთხარი?-შეხედა მარიამს. მანაც თავი დაუქნია.-ხომ შევთანხდით ჯერ ბოლომდე გაგვერკვია ყველაფერი. უარყოფითი პასუხი რომ იყოს ინერვიულებს ხომ იცი.
-კარგად ვარ. ისეთი რამეები გადავიტანე თუ უარყოფითი პასუხი იქნება ამასაც გადავიტან, მაგრამ თქვენ ორი ყველაფერს მომიყვებით. სულ რაღაც ხლაფორთში როგორ ხარ?-მარიამს მიუბრუნდი და თითი დაუქნიე.-ელენეს კი საკუთარი ხელებით დავახრჩობ.-ბრაზისგან ყელში ბურთივით რაღაც მქონდა.
-ელენე საგიჟეთში მივიყვანე და მისი საქციელის შედეგი უკვე ვანახე. ეს დახრჩობაზე უარესია რაც მას სჭირს ახლა. შენ კი თუ არ ნახავ ჯობია.-მითხრა მარიამმა.
-რა ჰქვია?-მარიამს შევხედე ცრემლიანი თვალებით.-ჩემს დას რა ჰქვია?
-ნატა. ძალიან გგავს, ზუსტად შენნაირია. ლიკა და მე ასე არ ვგავართ ერთმანეთს, ის ძალინ გგავს.-ისეთი სიყვარულით ლაპარაკობდა მარიამი, მერე კი მის თვალებში ცრემლი შევნიშნე და მივხვდი, რომ ნატა არც ისე საიმედო მდგომარეობაში იყო.
-უნდა ვნახო. წამიყვანეთ მასთან. უნდა ვნახო ჩემი და.-ალექსს და მარიამს შევხედე ხვეწნით.
-კარგი მე წაგიყვან.-მითხრა მარიამმა.-მომეჩვია, ჩემთან აგრესიული არ არის.
-მეც წამოვალ და მანქანაში დაგელოდებით-ალექსანდრემ ჩემი ხელი ხელში მოიქცია და მაკოცა.-დარწმუნებული ხარ? ძალიან გეტკინება, იქნებ არ წასულიყავი?
-არა, მას უფრო სტკივა, უნდა ვნახო. ჩვენ ტყუპები ვართ.
მარიამი და მე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მივედით, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, არანორმალური ადამიანების ხმები, ზოგი ტიროდა, ვიღაც ყვიროდა. შეწუხებული სახით მომავალი ექთანი შეგვხვდა, რომელსაც მთელი ხელი დაკაწრული ქონდა და სისხლი სდიოდა.
-გამარჯობათ ბატონო დავით-მარიამი ასაკიან თეთრ ხალათში ჩაცმულ მამაკაცს მიესალმა.
-გამარჯობათ შვილო. ღმერთო, ნატას როგორ გავს.-გაოცებულმა შემომხედა.-თქვენ მისი..
-მისი ტყუპისცალია.-განუმარტა მარიამმა.
-იქნებ დადებითად იმოქმედოს მასზე შენმა ნახვამ. მარიამი რომ მოდის იმ დღით მშვიდად არის ხოლმე. ბებიათქვენი რომ ნახა ძლივს დავაწყნარეთ, სახეზე ეცა და სულ დაკაწრა. დამამშვიდებელს გაუკეთებთ მაინც და ისე ნახეთ.-გვითხრა ბატონმა დავითმა.
-არ გაუკეთოთ დამამშვიდებელი, მე შევალ, არ იქნება აგრესიული, ის ჩემი ტყუპისცალია.-ექიმს შევეხვეწე.
-მარტო არ შეხვალ, ხან ძალიან აგრესიულია.
-მეც შევალ-მარიამმა უთხრა ექიმს.
-კარგი შენ შედი, შენს დანახვაზე მშვიდდება. წამალზე უკეთ მოქმედებ მასზე.-გაუღიმა ექიმმა მარიამს.
გრძელი დერეფანი გავიარეთ და ერთერთ პალატაში შევედით. ზურგს უკან ხელები ქონდა გაკავებული და ნერვიულად ბორგავდა, რომ შევედით შემობრუნდა და შემოგვხედა, ჯერ მარიამს შეხედა და პატარა ბავშვივით გადაიკისკისა, მერე მე შემომხედა და გაკვირვებული მაკვირდებოდა.
-ნატა როგორ ხარ საყვარელო?-მარიამი მივიდა და ჩაეხუტა.-მე შენთან ვარ, ხომ აღარ გეშინია?
-დარჩები? არ წახვიდე, ისინი მოვლენ.-ცრემლები წამოუვიდა და მარიამს შეხედა.
-იცი მე ვინ მოგიყვანე? ეს ანაა, შენი და. შენ არ იცნობ, მას ძალიან უყვარხარ.
-მე და არ მყავს, და არ მყავს, და არ მყავს.-ისევ ნერვიულად დაიწყო ტოკვა.
-გყავს საყვარელო, მეც მოვალ და ანაც ხშირად მოვა შენთან. ხომ გინდა რომ ანა მოვიდეს.
-მე ნინო მყავს, ჩემი შვილი, წამართვა. მერე ისინი მოვიდნენ, მერე აქ წამომიყვანეს.
-ნინო კარგად არის, მერე მოვიყვან და გაჩვენებ, ანა და მე მოუვლით და გავზრდით.
-ანას უყვარვარ? ის სარკეა, ის სარკეა.-ხელს იშვერდა ჩემსკენ.
-არა ანა სარკე არ არის.-უხსნიდა მარიამი, ცრემლები თავისით მომდიოდა, თითქოს საკუთარ თავს უყურებდი, ხომ შეიძლება მე ვყოფილიყავი მის ადგილზე. რა პრინციპით ამოგვირჩიეს მე და ნატა.
-ნატა, მე სარკე არ ვარ. მე შენნაირი ვარ, ჩვენ ერთად დავიბადეთ, ტყუპები ვართ.
-როგორც ვატო და დაჩი?-არ ვიცოდი ვინ იყვნენ ვატო და დაჩი, თუმცა მივხვდი რომ ისინიც ტყუპები იყვნენე და თავი დაუქნიე.
-ხო, შეიძლება მოგეხვიო?-მისკენ წავედი.
-ხელები გამიხსენი.-დავიხარე და ხელები გაუხსენი. მერე კი მაგრად ჩავიკარი გულში.
-მე შენთან ვარ, მშვიდად იყავი.-ვეჩურჩულებოდი და ხელებს მაგრად ვხვევდი, ისიც პატარა ბავშვივით მეხუტებოდა.
-შენ ჩემნაირი ხარ, ღამე ისინი მოვლენ, შენც მოეწონები, მალე უნდა წახვიდე, მალე წაიყვანე. ატკენენ, მასაც ატკენენ.-ახლა მარიამს მიუბრუნდა.
-აქ არავინ მოვა, დაწყნარდი, მარიამი არავის მოუშვებს, ბავშვობაში სულ მიცავდა, ახლა ორივეს დაგვიცავს, ხომ ასეა მარიამ.-თვალებში უყურებდი და შეშფოთებულს ვამშვიდებდი.
-მე დაგიცავთ, აქ არავის მოუშვებ, ისინი დაიჭირეს, ციხეში არიან, არავინ გამოუშვებს. ნუ გეშინია, ისინი აღარ მოვლენ.-მარიამი ჩაეხუტა და ამშვიდებდა აფორიაქებულს.
-შენ ძლიერი ხარ, შენი შეეშინდებათ და არ მოვლენ.-თავს იქნევდა ნატა. ისევე მოქმედებდა მარიამი მასზე, როგორც ჩემზე, როგორც გარშემო ყველაზე. მშვიდად ვართ, ის მოაგვარებს ყველაფერს, ის ძლიერია. ეს ყველას გვჯერა მის გვერდით მყოფებს, მათ შორის ნატასაც. დამშვიდდა, ლოყაზეც აკოცა მარიამს.-მიყვარხარ, შენ იყავი ჩემი დედა.-ბუტბუტებდა ნატა.
-მე შენი ბიძაშვილი ვარ, ანა შენი და. ჩათვალე რომ ორივე შენი დები ვართ.
-ხშირად მოხვალ? შენ რომ მოდიხარ ისინი არ მოდიან ღამით, ექიმიც არ მაბავს და არც ნემსს მიკეთებს.
-ექიმმა თქვა, თუ არ იტირებს და დაწყნარდება მალე შეძლებს აქედან წასვლასო. თუ კარგი გოგო იქნები სახლში წაგიყვან ჩემთან.-თვალებში უცქეროდა და ამშვიდებდა ნატას.
-კარგად მოვიქცევი, აღარ ვიტირებ. ნინოს ნახვა მინდა.
-მოვიყვან და განახებ, ჯერ სხვა სახლშია და უნდა წამოვიყვანო, რომ წამოვიყვან მოვიყვან აქაც.
-შენ კარგი ხარ, ძალიან კარგი. -ისევ ჩაეხუტა მარიამს.
-გოგონებო უნდა წახვიდეთ, გვიანია უკვე.-ექთანი შემოვიდა.
-ნატა მე და ანა წავალთ და გპირდები მალე მოვალთ. ხომ გჯერა ჩემი. აქ ერთი საწოლია, მე ვერ დავრჩები.
-მე დაბლა დავწვები, შენ დაწექი საწოლზე, დარჩი.-ეხვეწებოდა ნატა.
-გაცივდები, ავად გახდები, ძირს არ შეიძლება. ხვალ ისევ მოვალ, კარგი?-ლოყაზე აკოცა, ხელი მომკიდა და პალატიდან გამოვედით. კარში ხელი დაუქნიეთ, მანაც ხელი დაგვიქნია.
-არ ვიცი გული როგორ უძლებს მის დედას, ხომ გაზარდა არა, ერთხელ აღარ მოაკითხა.-ამოილაპარაკა ექთანმა.
-ყველა პასუხს აგებს.-კბილებში გამოსცრა მარიამმა. ისეთი სახე ქონდა ვხვდებოდი კარგს არაფერს დამართებდა იმათ ვინც ნატა ამ დღეში ჩააგდო.
-რა გაუკეთეს ასეთი? ასე რატომ არის?-შევხედე მარიამს.
-მოგიყვები ყველაფერს, დღეს არა, ძალიან დავიღალე ემოციებისგან. ეს ამბავი თავიდან რომ მოვყვე ეხლა კიდევ ერთხელ მოვკვდები სულიერად.-შემომხედა ცრემლიანი თვალებით.
-შვილო შენ ტყუპისცალი ხარ მისი? ძალიან გავხარ.-გამიღიმა ექთანმა, მე კი თავი დაუქნიე.-დღეს მშვიდად იქნება, მარიამ თქვენ რომ ყოველდღე მოხვიდეთ დამამშვიდებლებს დავზოგავთ.-ახლა მარიამს გაუღიმა.
-მოვალ, ხშირად მოვალ მასთან.-ცრემლებს ძლივს იკავებდა მარიამი, მეც ცრემლებით მევსებოდა თვალები.
მარიამი სახლში დავტოვეთ და ჩვენც სახლში წავედით. მთელი გზა გზას უყურებდი და ხმას არ ვიღებდი.
-საყვარელო, ასე ნუ განიცდი.-ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა ალექსმა.
-ეს იყო ბოლო წერტილი, ემოციები თითქოს ყელიდან ამოიფრქვა, ღრიალი დავიწყე მის მკერდზე მიხუტებულმა, ვეღარ ვწყნარდებოდი. ალექსმა დამამშვიდებელი წამალი დამალევინა და დავწყნარდი, მერე კი ღრმად ჩამეძინა.

მარიამმა დამირეკა და მითხრა ანალიზის პასუხი დადებითი იყო, ნინო ჩემი დისშვილი იყო. ეს ვიცოდი, თუმცა მაინც გულაჩქარებული ველოდებოდი პასუხებს. შვილად აყვანის პროცესი დავიწყეთ, ისე უსასრულოდ გაიწელა, სასამართლო პროცესი გაიმართა, სოციალურმა მუშაკმა ჩვენი სახლი შეამოწმა, შემოსავლები. რაღაც უამრავი საბუთი შეავსეს და ნინო სახლში წამოვიყვანეთ.
-ანა საყვარელო, ახლა სრულფასოვანი ოჯახი ვართ.-გულში ჩამიკრა ალექსანდრემ და თავზე მაკოცა. ნინოს საწოლთან ვიდექით და მძინარეს დავცქეროდით.-იცი სუროგატი დედის აყვანა მინდა, ნინოს ძმაც უნდა, შენ ხომ არ იქნები წინააღმდეგი?-თვალებში მიყურებდა ალექსი.-რატომ ტირი, მითხარი რამე. შენ თუ არ გინდა არ ავიყვანოთ.
-არა მინდა, ბევრ შვილებზე ვოცნებობდი, მე რომ მარტო ვიყავი სულ მინდოდა ბევრი შვილები მყოლოდა. ავიყვანოთ სუროგატი და გავაჩენინოთ ბავშვი. ძალიან ბედნიერი ვარ შენ რომ შეგხვდი-გულზე მაგრად მივეკარი და ცხვირი მის მკერდში ჩავრგე.
-მეც ბედნიერი ვარ. მე ჩემი მეორე ნახევარი მაინც იპოვე.-თავზე მაკოცა და გულში მაგრად ჩამიკრა.
მარიამი

ახალი წლის ღამე დგებოდა, უამრავი რამე გაამზადა ნინომ და ყველა დაგვპატიჟეს. მამა დაგვემუქრა აუცილებლად მოდით და ერთად შევხვდეთ ახალ წელს თორემ ხმას აღარ გაგცემთო.
8 საათი იყო, სახლში რომ მივედით. მამამ ბავშვების გართობა ითავა, მალე ალექსი ნინო და ანაც მოვიდნენ. ბავშვები ჩემს ოთახში შეიყვანა მამაჩემმა და იქ ეთამაშებოდა. მე და ნინო სუფრას ვაწყობდით, ალექსმა გამოაცხადა მე უნდა დავიმალო და თოვლის ბაბუ უნდა ვიყო ამაღამო.
-მარიამ კარზე ზარია, გაიხედე ვინმეს ველოდებით კიდევ?-შემომხედა დედამ.
-მგონი არავის?-მხრები ავიჩეჩე და კარისკენ წავედი.-არაა... საძაგელო, რატომ არ მითხარი რომ ჩამოდიოდით.-ატირებული ხან ლიკას ვეხვეოდი, ხან გიოს, ხან კაკის.
-სიდედრო როგორ ხარ?-კაკიმ ხელში აყვანილი დამაბზრიალა.
-სიდედრს გაჩვენებ შენ, გორილა, როგორ მომენატრე.-ლოყაზე ვაკოცე.
-ვა ესენი ვინ მოსულან,-ლევანი და ალექსანდრე მოგვეგებნენ.
და ხომ წარმოგიდგენიათ როგორი მხიარულება იყო სახლში, ბედნიერების ხმები, ახალი წლის მილოცვები, სადღეგრძელოები და ყველას სიყვარულით ანთებული თვალები. ბავშვებმა მალე დაიძინეს. დიდები დიდხანს სვავდნენ და მხიარულობდნენ. მხოლოდ ელენე არ იყო ჩვენთან, ჩვენ რომ მივედით ის წავიდა.
-სად მიდიხარ?-ვკითხე ელენეს.
-სასაფლაოზე, მერე კი ნატასთან.-მითხრა ნაღვლიანად.-მე მხიარულების უფლება დიდი ხნის წინ დავკარგე.-მითხრა და კარი გაიხურა.
საძინებელში შევედი, ბავშვებს დავხედე, ტელეფონს დავცქეროდი, ველოდებოდი, არ ვიცი რას, ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, თუმცა არ ვიყავი, გული მტკიოდა, ტირილი მინდოდა და ისევ ველოდი რაღაცას. ჩემს ტელეფონზე უცხო ნომერი რეკავდა.
-„გისმენთ.“-ჩავძახე ტელეფონში.
-„ახალ წელს გილოცავ.“-ზურას ხმა გაისმა ტელეფონში.- „გთხოვ უბრალოდ დამელაპარაკე.“
-„მეც გილოცავ.“-მეც ისე მინდოდა მისი ხმის გაგება, ტირილი მინდოდა, ხმა გამებზარა.
-„ჩემი ახალი წელი ოთხ კედელშია მოქცეული და გისოსებს აწყდება.“
-„ვწუხვარ, შენი ბრალია. არ მინდოდა შენთვის რამის დაშავება. როგორ ხარ?“
-„არ იდარდო, მე კარგად ვიქნები. მინდა ბედნიერი იყო, ძალიან ბედნიერი. არ მინდოდა დარეკვა, მაგრამ გულმა ვერ მომითმინა.„
-„ზურა ყველა იპოვის თავის წილ ბედნიერებას ამ სამყაროში, ჩვენი გზები კი ვთვლი, რომ არ უნდა გადაკვეთილიყო.“-ცრემლები მომდიოდა.
-„არ ვიცი, ალბათ ვიპოვი ოდესმე, თუმცა ვერ ვფიქრობ, მირჩევნია აქ ვიჯდე, ვიდრე გარეთ უშენოდ გავაგრძელო ცხოვრება. კარგი, თავს გაუფრთხილდი. ეხლა უნდა გავთიშო.“
-„შენც გაუფრთხილდი თავს.“-ტელეფონი გათიშული იყო. მე კი ჩუმად ვბუტბუტებდი.-მაპატიე, რომ ციხისთვის გაგიმეტე.-ტირილი ამივარდა და საწოლზე ოთხად მოვიკეცე.
მეორე დილით გულმა ვერ მომითმინა და ადრიანად გავიპარე სახლიდან. ნინოს დაუბარე რომ ბავშვებისთვის მიეხედა და ნატასთან წავედი.
-მთელი ღამე ჩახუტებულებს ეძინათ.-მითხრა ლელამ და პალატამდე მიმაცილა. ელენე და ნატა ჩახუტებულები იყვნენ და ისე ეძინათ.
-ახალ წელს გილოცავთ.-გაბერილი ბუშტებით შევედი პალატაში.
-მარიამ, მოხვედი, ჩემთან მოხვედი.-ფეხშიშველი წამოხტა და გულში ჩამეკრა ნატა.
-მოვედი ჩემო პატარა, ახალ წელს გილოცავ, ეს შენ.-საჩუქარი მივეცი, ბანტიანი დიდი დათუნია.
-რა ლამაზია.-ისევ ჩამეხუტა.-იცი ისინი აღარ მოდიან ღამე, შენ შეაშინე და აღარ მოდიან.-ჩახუტებული მეჩურჩულებოდა.
-ვეღარ მოვლენ, ისინი ცოცხლები აღარ არიან.-უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე. ტელეფონის ზარის გამო მოვცილდი ნატას. ელენე ცრემლიანი თვალებით შემომცქეროდა.
-„ლევან მალე მოვალ.“-ჩავძახე ტელეფონში.
-„ახალ წელს სად წახვედი?“-გაბრაზებული ხმა ქონდა.
-„მოვალ.“-ვუთხარი და გაუთიშე.
-ახლა უნდა წავიდე, აქ ტკბილეულია.-ტკბილეულის ყუთი დაუდე ნატას საწოლზე.-ისევ მოვალ. ელენე შენ რას იზავ?
-მე აქ დავრჩები.-ნატას ისე გაუხარდა. მე კი წამოვედი და სახლში მივედი პირდაპირ.
ბავშვებს სათამაშოები გაეხსნათ და სახლი ნამდვილ ბრძოლის ველს გავდა. მამა ყველაზე უკეთ ერთობოდა პატარების მანქანებით. ბიჭებიც შუერთდნენ და ყველა მხიარულობდა.
-სად იყავი? შენი ქმარი ნერვიულობდა, ნახე როგორ გიბღვერს.-იცინოდა ანა.
-ნატასთან, ახალი წელი მიულოცე.-ანას ცრემლები ჩამოუგორდა სახეზე.
-მადლობა მარიამ, მადლობა, რომ ჩემს გასაკეთებელს შენ აკეთებ, ვერ მივდივარ, რამდენჯერაც ვნახე ტკივილისგან ლამის დავიშალე.
-ეს ჩემი ვალია, მე ხომ ეკას დავპირდი რომ შენზე ვიზრუნებდი, ასევე უნდა ვიზრუნო ნატაზეც.-თავზე ვაკოცე ანას.
-სახლში წავიდეთ,-თავზე დამადგა ლევანი.-ამათ ჭკუიდან გადამიყვანეს.-ხელი ბავშვებისკენ გაიშვირა.
-ჯერ დათოსთან უნდა ავიდეთ, ანა წამოხვალთ თქვენც?-ანას გადავხედე.
-კი წამოვალთ.-ანაც დამთანხმდა.
-აბა დილით სად იყავი?-გაკვირვებულმა და გაბრაზებულმა შემომხედა ლევანმა.
-ნატასთან.-ფეხზე წამოვდექი და ხელები წელზე შემოვხვიე.-სულ რატომ ეჭვიანობ, გაგაგიჟებს ეჭვიანობა.-ყურში უჩურჩულე.
-შენისთანა ცოლი რომ ეყოლება კაცს გაგიჟდება აბა რა მოუვა.-ყელში მაკოცა და გულზე ამიკრა.
-რაო გვრიტებო რას ჟღურტულებთ?-თავზე წამოგვადგა კაკი.
-შენ არ იჟღურტულო, მარტო იროხროხე.-გაბრაზებულმა ჩაუარა ლიკამ.
-რა უნდა შენს დას?-შემომხედა გაკვირვებულმა კაკიმ.
-სტაფილო კაკი.-თვალი ჩაუკარი კაკის, რომელიც სულ გაწითლდა.
-ღმერთო რა გიჟი ცოლი მყავს.-ყურზე მაკოცა ლევანმა, თან კაკიზე ეცინებოდა.-აბა ჩაბარგდით და წავედით ეხლა.-ხელები ერთმანეთს შემოკრა ლევანმა.
-ბავშვები დატოვეთ და წადით.-გამოგვიცხადა მამამ.
-ყველა?-ერთდროულად ვკითხეთ ყველამ.
-ყველა, მე და ნინო მივხედავთ. შვილიშვილები დაგვებედება, ხვალ წაიყვანეთ. თქვენ კი გაერთეთ ახალგაზრდები.
-ნინოოო.-მე ანამ და ლიკამ ერთხმაში გავძახეთ.
-რა მოხდა?-სამზარეულოდან გამოვიდა ნინო.
-შენმა ქმარმა საბავშვო ბაღის დირექტორად დაგნიშნა.-თვალი ჩაუკარი და მამაზე და ბავშვებზე მიუთითე.
-წადით, ეგ უკვე მომელაპარაკა დილით მაგაზე.-ხელით გვანიშნა წადითო. ჩვენც ავიბარგეთ და წამოვედით.
დათოს ვესტუმრეთ, ლაზარეს საჩუქრები მიუტანე.
-მოეშვი მაგ გოგოს.-ბავშვს უბრაზდებოდა დათო. ლაზარე კალთაში მიჯდა და არ მანებებდა თავს.
-მამას გავს,-წარბი აუწია ნინიამ დათოს და სამზარეულოში გავიდა.
-ერთი წუთით გავალ.-ნინიას უკან მიყვა დათო და ცოტა ხანში უკან დაბრუნდნენ. ნინია კი სულ აწითლებული იყო.
-რას უშვრები ამ გოგოს?-დათოს გადაულაპარაკე.
-ეჭვიანობს.-იცინოდა დათო. მეც გამეცინა.
სალაპარაკო თემა ისევ მე ვიყავი, ხან რა გაიხსენეს ხან რა და გულიანად იცინეს.
-ხევსურეთში უნდა გენახა ლევან, მარიამის ჩამოსვლა და ჩვენს სახლთან ბიჭების ბირჟის გადმოტანა ერთი იყო. სახლიდან ეს არ გადიოდა, სულ წიგნებს ჩაჰკირკიტებდა და ეზოშიღა იყურებოდნენ საწ....ბი მარიამი რომ დაენახათ.-იცინოდა ანა.
-თორემ თბილისში აკლდნენ რა.-ამოიბუზღუნა ლიკამ.-სულ ყველას ეს უყვარდა, ტყუპები ვიყავით და მე არავის უყვარდი, სამაგიეროდ მარიამზე გიჟდებოდნენ.
-მე ხომ შენზე გავგიჟდი ჩემო პრინცესა.-გაბუსხული ლიკა ჩაიხუტა კაკიმ.
-გეყოთ ეხლა, ჩემს მეტი თემა ვერ ნახეთ ამ ახალ წელს?-გაუბრაზდი ყველას.
-მარტო ბიჭებს არა, გოგოებსაც სულ მასთან მეგობრობა უნდოდათ.-ისევ აგრძელებდა ლიკა.
-გოგოებზე გამახსენდა, ნიკას და მაკოს არ დაურეკიათ, რაღაცაშია საქმე.-ტელეფონი ამოვიღე და ნიკას ნომერი ავკრიფე.
-„მარიამ გილოცავ ახალ წელს“-გაისმა ნიკას ხმა.
-„მეც გილოცავ ჩემო ბუთხუზა, მაკოსაც მიულოცე და ბედნიერებას გისურვებთ.“
-„შენ რა იცი? არავინ არ იცის და შენ რა იცი?“-გაოცებული ჩამძახოდა ნიკა.
-„ორივეს რომ დაგავიწყდით და არ მომილოცეთ დიდი მიხვედრა უნდოდა რითი იყავით დაკავებული?“-სიცილით მივაყავრე.-„აღარ მოგაცდენთ, გააგრძელეთ.“-ტელეფონი გაუთიშე და დანარჩენების გაოცებულ სახეებს შევხედე.
-ნიკამ მაკო მოიყვანა?-გაოცებული მიყურებდა ლიკა.
-ხო, რა იყო ხალხო.-გავიოცე მე მათ გაკვირვებულ სახეებზე.
-შენ საიდან იცოდი?-ლევანმა და დათომ ერთდროულად შემეკითხნენ.
-რაღაც გაგიხარდებათ.-ორივეს დაუბრუნე პასუხი.-ინტუიციაზე გსმენიათ რამე და ადამიანის აზრების წაკითხვაზე. ნიკა, მაკო და მე ერთად გავიზარდეთ და ეგენი მე რამეს გამომაპარებენ?
-უკვე გაგვიხარდა ნიკას დაოჯახება.-გადახედეს ლევანმა და დათომ ერთმანეთს და გულიანად გაიცინეს.
მალე წამოვედით, ლაზარემ ბევრი იტირა, ჩემთან უნდოდა, ძლივს დააწყნარა ნინიამ.
-შენ აღარ იეჭვიანო,-დამშვიდობებისას უჩურჩულე ნინიას.-დათო გიჟდება შენზე.
-მე..მე არ ვეჭვიანობ.-აიბნა.
-ისევ ისე გაბნევ.-ხელები მოვხვიე და გულში ჩავიკარი ნინია.-ძალიან მიყვარხართ სამივე და გახსოვდეს, რომ ჯერ მე მომეწონე სარძლოდ და მერე დათოს.-ლოყაზე ვაკოცე და სწრაფად დავეშვი კიბეებზე. ლევანს წამოვეწიე და მხრებზე მოვეხვიე უკნიდან, მან კი ფეხებში წამავლო ხელი და ამიკიდა. გარეთ თოვდა, მაგრამ თბილისში სად იცის თოვლი.
-ახალ წელს თოვლი უხდება.-ამოვილაპარაკე.
-წამოდი გუდაურში ავიდეთ და იქ დავრჩეთ.-მითხრა ლევანმა, როგორც კი მანქანაში ჩავჯექით.
-კარგი, წავიდეთ.-ცოტა გადართვა და განტვირთვა მჭირდებოდა.
მეორე დღეს კი უკან დავბრუნდით. დამარწმუნა, რომ მცხეთაში წავყოლოდი და მეც დავთანხმდი. ოჯახის, შვილების, ქმრის გამო ხშირად დათმობაზე მივდივართ და საკუთარ პრინციპებს და სიამაყეს ვაბიჯებთ.
-როგორ გამახარეთ.-კარები თამარმა გაგვიღო და შინ შეგვიპატიჟა, რაც ლევანის ღალატი დამაბრალა მას მერე არ მინახავს, ძალიან იყო შეცვლილი, ის ამაყად მომზირალი მედიდური ქალი სადღაც გამქრალიყო.-მარიამ, როგორ ხარ? მიხარია რომ მოხვედი?-ლოყაზე მაკოცა და სახლში შემიყვანა.
-მარიამ?-გაოცებული შემომყურებდა თამთა, ისიც შეიცვალა, თავქარიანი გოგო აღარ იყო, აღარც ბრენდებით იწონებდა თავს და ჩვეულებრივი თავმდაბალი გოგო იყო.
-როგორ ხარ თამთა?-ლოყაზე ვაკოცე.
-მე.. მე კარგად. -დაიბანა.
-რა იყო, თითქოს მოჩვენება დაგენახოს ისე მიყურებ. ერთი თვის წინ არ გნახე?-გამეცინა თამთას გაოცებულ სახეზე.
-არ გელოდი, მეგონა აღარასდროს მოხვიდოდი აქ. მიხარია რომ მოხვედი. როგორ ხარ?
-მადლობა, კარგად ვარ.
-კარგად გამოიყურები, როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზი ხარ.-ქათინაურით შემამკო.-ჩემი სიხარულები სად არიან?-ბავშვებს ჩაეხუტა და გულში ჩაიკრა.
-მე საჩუქარი მოგიტანე.-თამთას ყუთი გაუწოდა გაბრიელმა.-მოგწონს?-სწრაფად გახსნა და მისი საყვარელი სუნამო რომ დაინახა ბავშვს ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო. მერე კი მე ამომხედა და ტუჩის მოძრაობით ჩუმად „მადლობა“ მითხრა.
-ბებო შენც მოგიტანე საჩუქარი.-გაბრიელმა თამარს გაუწოდა ყუთი, სადაც კულინარიის წიგნი იდო.-ბებო აქ რომ ხატია ხომ გამიკეთებ ამ ნამცხვრებს?
-კი ბებო, შენ ოღონდ ხშირად მოდი და გაგიკეთებ.-ჩაეხუტა გაბის თამარი.-დღეს ნახე რა უნდა გაჭამო-თავისი ცნობილი შუს ნამცხვარი მისცა გაბრიელს და მანაც სულ რამდენიმე წუთში დაისვარა მთელი ტანსაცმელი.
-ბაბა-ლიზაც წავიდა ტიტინით თამარისკენ და მანაც ჩაიგდო შუს ნამცხვარი ხელში.
-თამარ როგორც დასვარე ესენი, შენვე მიხედე.-უთხრა ლევანმა დედამისს და გვედით მომისვა.
-ბავშვებო მოხვედით? ღმერთო რა დღეში არიან.-გუჯა ჩამოვიდა კიბეებზე და ორივეს ჩაეხუტა. ჩემს დანახვაზე ფერები გადაუვიდა სახეზე, არ მოელოდა იქ თუ მნახავდა და დამნაშავე ბავშვივით ჩემსკენ წამოვიდა.-როგორ ხარ შვილო?-მე მითხრა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
-კარგად, თქვენ როგორ ხართ?-პასუხი დაუბრუნე.
-წამლები და ასე, ასი წლის მოხუცივით ვარ. გული ხელით დამაქვს.-დაიწუწუნა.-ახალ წელს გილოცავთ. ბედნიერი ვარ რომ მოხვედი.-ისევ მე მომიბრუნდა.-იმ ყველაფრის გამო რისი გადატანაც ჩემი მიზეზით მოგიწია პატიება მინდა გთხოვო. თუ არ მაპატიებ არაუშავს, არც ვიმსახურებ. თუმცა მადლობა უნდა გადაგიხადო იმისთვის რაც ლევანისთვის გააკეთე.
-მე ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის გავაკეთე. ლევანი ჩემი ქმარია, ჩემი ოჯახი. ეს თქვენთვის არ გამიკეთებია.-ვუთხარი გაბრაზებული ტონით.
-შვილო, მარიამ. მაშინ გაუგებრობა მოხდა, მე შენთვის არ დამიბრალებია ლევანის ღალატი, ვარაუდი გამოვთქვი და მზიამ მოსდო ქვეყანას. არ მინდოდა, შემეშალა და მინდა რომ დაივიწყო.-ახლა თამარი მიხდიდა ბოდიშებს.
-დავივიწყე, ჩემს ქმარს სჯერა ჩემი და ხალხის აზრი ჩემთვის მეორეხარისხოვანია.-მაინც ვიკბინებოდი. თამარმაც თავი ჩახარა და ისევ ბავშვებისკენ მიბრუნდა.-და კიდევ არ მინდა წარსულზე ლაპარაკი და ნუ ვილაპარაკებთ გთხოვთ.-გამოუცხადე ორივეს.
-შეეშვით ამ გოგოს, ამ ახალ წელს. რაც გადაიტანა არ არის საკმარისი, ნუღარ ახსენებთ.-თამთა გამოვიდა სიტყვით.
-შენ მგონი გაიზარდე.-ლოყაზე უბწკინე თამთას და გაბის პირი მოვწმინდე.
-სხვა გზა არ მქონდა. როდისღაც უნდა დამენახა რეალური სამყარო და დავინახე.-ნაღვლიანად გამიღიმა.
-მერე რაო რეალურმა სამყარომ?-შევხედე ინტერესით.
-ძალიან საშიში და ჭრელი ვარო.-გაეცინა.
-თავგადაკლული მორწმუნე გახდა.-გაიცინა თამარმა.
-შენც არ გაწყენდა ცოდვების მონანიება.-მკვახედ უპასუხა დედამისს თამთამ.
ბავშვები კარგად გაერთნენ, გუჯამ ბიზნესზე რამდენჯერმე დაიწყო ლაპარაკი, თუმცა სიტყვა ბანზე აუგდე და არ დავამთავრებინე. მივახვედრე, რომ მათთან საერთო ფინანსები არ მექნებოდა და თავისთვის ყოფილიყვნენ.
საღამოს ჩვენს სახლში დავბრუნდით, ის ტვირთის შეგრძნება მომეხსნა, რასაც შინაგანად ვგრძნობდი. ბედნიერი ვიყავი ჩემს ოჯახთან ერთად? ალბათ ბევრი ჩათვლიდა, რომ ბედნიერება სწორედ ეს არის, უფალს ყოველი დღისთვის მადლობას უხდიდი. ერთმანეთის ბედნიერი ღიმილის დანახვისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. სწავლაც გავაგრძელე, ბიზნესი გავაფართოვეთ, თურქ ინვესტორებთან გავაფორმე ხელშეკრულება და საქმე კარგად მიდიოდა. შარლოტა და მარკი იყვნენ ჩამოსულები გერმანიიდან, თურქი ინვესტორი კი ჩვენი საერთო თურქი ჯგუფელი იბრაჰიმი იყო.
ბევრი ცუდი მოვიტოვე უკან, იმედია ცხოვრება მაკმარებს და მშვიდად ვიცხოვრებ ჩემს ოჯახთან ერთად. სუფთა ფურცლიდან დავიწყეთ, ბევრი შეცდომა ვაპატიე და ვინარჩუნებ ოჯახს. ზურა კი გავანადგურე იმისთვის, რაც დღეს მაქვს, გაბი და ლიზა, ლევანის ბედნიერი სახე. ღირდა კი ზურას გაწირვა ამად? ალბათ ღირდა, ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ სწორად მოვიქეცი. მე ხომ ჩემს ოჯახს ვიცავდი.

მესამე ნაწილის დასასრული
_______________________

რეალურ მარიამს გოგას ქორწილი არ ჩაუშლია. თუმცა ოჯახი გოგას ისევ დაენგრა ცოლის ღალატის გამო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგია ძალიან დავიტანჯე რა ზურას ცოდვით.მე ზურა უფრო მომწონს ისე ლევანიზე

 


№2 სტუმარი სტუმარი

იმდენად რეალური და ცხოვრებისეული გრძნობებია მარიამის არ იყოს მეც ავირიე, აღარ ვიცი ლევანის და ზურას მიმართ რას ვგრძნობ :(:(:(:(

 


№3  offline წევრი tamuna.s

ზურა მეცოდება, მგონია რომ ზურას უფრო უყვარს და მასთან ნამდვილ ქალად იგრძნობს თავს, რომლის გვერძე თავს შეგიძლია სისუსტის უფკება მისცე რაგთდგან შენს გვერდით ძლიერი მამაკაცი და ძლიერი საყრდენია. ლევანი კი ზედმეტად სუსტია და მგონია რომ იმედს გაუცრუებს მარიამს. მე ზურას ვგულშემატკივრობ.:დდ ვნახოთ რა იქნება.

 


№4 სტუმარი ლია

ასე მგონია ზურა და მარიამი ბოლოს ერთად დარჩებიან....როგორც ყოველთვის

ბედნიერი ვარ, ამ ისტორიას რომ ვკითხულობ.

 


№5 სტუმარი სტუმარი

ლევანი მარიამისთვის ოჯახია.რომლის მიმართაც არსებული შეჩვევა,ვალდებულებები და ღმერთის წინაშე დადებული ფიცი მარიამს საშუალებას არ აძლევს დაინახოს რა ხდება მის გულში.მარიამმა გულის სიღრმეში იცის რომ ზურა უფროა მისი ნაწილი და მეორე ნახევარი ვოდრე ლევანი.მაგრამ ამის აღიარება არ სურს სიამაყის და თავისი ხასიათის გამო.

 


№6 სტუმარი Mari

Rodis dadeb axal tavs?

 


№7  offline წევრი Farvana

უკვე ნელ-ნელა ვრწუმნდები,რომ ლევანთა ურთიერთობა ვერ აეწყობა.
ახლა მეც იმათ რიგებს შევუერთდი ვინც მხარს მარიამისა და ზურას წყვილს უჭერს.
მათ შორის უფრო მეტი გრძნობა იგრძნობა.
ლევანი კი უფრო და უფრო აჩენს თავის "ნაგავ" სახეს.
უკვე ვრწმუნდები,რომ მარიამს მალე ანტკენს და ძალიან არ მსურს ამის წაკითხვა.
რაც შეეხება ანასტასიას,მადლობა უფალს დროზე გაშორდა გოგას და თვის დროზე იპოვა ნამდვილი სიყვრაული.
გეთანხმები,მას მხარში დგომა სჭირდებოდა და მხოლოდ ამიტომ იყო მასთნ.
ეხლა ნატას საქმეც მოაგვარე და ეგააა.
მეტი პერსონაჟი აღარ მახსენდება,თორემ ეგენიც საშველები იქნებიან ალბათ...
ჰო,ნიკა გამახსენდა ეგეც დააოჯახე და აეწყო ცხოვრება.
-----------------------------
ძალიან მაგრად წერ და ასე გააგრძელე სულ.
იმედია მალე დასრულდება და ჩემი ტვინი მალე დაისვენებსას ამითი ცხოვრების ტანჯვისგან.
წარმატებები შენ!
--------------------
ფარვანა

 


№8  offline წევრი R.M

Farvana
უკვე ნელ-ნელა ვრწუმნდები,რომ ლევანთა ურთიერთობა ვერ აეწყობა.
ახლა მეც იმათ რიგებს შევუერთდი ვინც მხარს მარიამისა და ზურას წყვილს უჭერს.
მათ შორის უფრო მეტი გრძნობა იგრძნობა.
ლევანი კი უფრო და უფრო აჩენს თავის "ნაგავ" სახეს.
უკვე ვრწმუნდები,რომ მარიამს მალე ანტკენს და ძალიან არ მსურს ამის წაკითხვა.
რაც შეეხება ანასტასიას,მადლობა უფალს დროზე გაშორდა გოგას და თვის დროზე იპოვა ნამდვილი სიყვრაული.
გეთანხმები,მას მხარში დგომა სჭირდებოდა და მხოლოდ ამიტომ იყო მასთნ.
ეხლა ნატას საქმეც მოაგვარე და ეგააა.
მეტი პერსონაჟი აღარ მახსენდება,თორემ ეგენიც საშველები იქნებიან ალბათ...
ჰო,ნიკა გამახსენდა ეგეც დააოჯახე და აეწყო ცხოვრება.
-----------------------------
ძალიან მაგრად წერ და ასე გააგრძელე სულ.
იმედია მალე დასრულდება და ჩემი ტვინი მალე დაისვენებსას ამითი ცხოვრების ტანჯვისგან.
წარმატებები შენ!


სამწუხაროდ ნატას ცხოვრებას ვერაფერს მოვუხერხებ. ნატას ისტორია სრულად რეალურია, არაფერი არ დამიმატებია და არ გამილამაზებია. ის რელაურ ცხოვრებაში ისევ ფსიქიატრიულშია. heart_eyes

Mari
Rodis dadeb axal tavs?

ატვირთულია უკვე, ადმინი დადებს მალე. blush

 


№9  offline წევრი Farvana

R.M
Farvana
უკვე ნელ-ნელა ვრწუმნდები,რომ ლევანთა ურთიერთობა ვერ აეწყობა.
ახლა მეც იმათ რიგებს შევუერთდი ვინც მხარს მარიამისა და ზურას წყვილს უჭერს.
მათ შორის უფრო მეტი გრძნობა იგრძნობა.
ლევანი კი უფრო და უფრო აჩენს თავის "ნაგავ" სახეს.
უკვე ვრწმუნდები,რომ მარიამს მალე ანტკენს და ძალიან არ მსურს ამის წაკითხვა.
რაც შეეხება ანასტასიას,მადლობა უფალს დროზე გაშორდა გოგას და თვის დროზე იპოვა ნამდვილი სიყვრაული.
გეთანხმები,მას მხარში დგომა სჭირდებოდა და მხოლოდ ამიტომ იყო მასთნ.
ეხლა ნატას საქმეც მოაგვარე და ეგააა.
მეტი პერსონაჟი აღარ მახსენდება,თორემ ეგენიც საშველები იქნებიან ალბათ...
ჰო,ნიკა გამახსენდა ეგეც დააოჯახე და აეწყო ცხოვრება.
-----------------------------
ძალიან მაგრად წერ და ასე გააგრძელე სულ.
იმედია მალე დასრულდება და ჩემი ტვინი მალე დაისვენებსას ამითი ცხოვრების ტანჯვისგან.
წარმატებები შენ!


სამწუხაროდ ნატას ცხოვრებას ვერაფერს მოვუხერხებ. ნატას ისტორია სრულად რეალურია, არაფერი არ დამიმატებია და არ გამილამაზებია. ის რელაურ ცხოვრებაში ისევ ფსიქიატრიულშია. heart_eyes

Mari
Rodis dadeb axal tavs?

ატვირთულია უკვე, ადმინი დადებს მალე. blush


ეგრეც ვფიქრობდი...ანუ შენ ნამდვილი ადამინების ცხოვრებას აღწერ?
--------------------
ფარვანა

 


№10 სტუმარი სტუმარი .....

აუ რატო არ ადასტურებენ ამდენხანს

აუ მკვკვდი ლოდინით როდის იქნება

დღეს არ იქნება?

 


№11  offline წევრი R.M

დღეს სულ დავდებ. წაიშალა. confused

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent