შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაკუთრებული არაფერი (თავი 1)


7-11-2018, 22:15
ნანახია 242

განსაკუთრებული არაფერი (თავი 1)

თავი 1
ნაცრისფერი თუ თეთრი? უკვე ნახევარი საათია რაც ვფიქრობ, მაგრამ ვერაფრით ავარჩიე. კოლეჯში უნდა წავიდე და სულ რაღაც 15 წუთი დამრჩა მომზადების დასრულებამდე, რაც ჩემმა დედობილმაც გაამძაფრა განგაშის ზარით, რომელიც მეძახდა, რომ დრო იწურებოდა. საბოლოოდ ნაცრისფერი მაიკა გადავიცვი, თმა ჩამოვივარცხნე და გაშლილი დავიტოვე, შემდეგ კი სწრაფად ჩავედი პირველ სართულზე. ორი ცალი ორცხობილა ჩავიდე ჩანთაში, დედობილს ლოყაზე ვაკოცე, დავემშვიდობე და სწრაფად გავედი გარეთ. კოლეჯამდე მართალია არც ისე მოკლე მანძილი იყო, მაგრამ მაინც ფეხით მერჩივნა გავლა. თან აქეთ-იქით ვიხედებოდი იმის იმედით, რომ სამი კრუელა არ შემხვდებოდა. სელენა და მისი ორი თავზე ხელაღებული დაქალები: მოლი და მელისა მაგრამ მე ხომ ბედი საერთოდ არ მაქვს, მაინდამაინც მაშინ გამოჩნდა მათი მანქანა და როგორც ყოველთვის ჩემთვის არასასიამოვნო კომენტარებით შემაქეს. დავიმორცხვე და მათ ისე ავუარე გვერდი, ვითომ არც არაფერი ეთქვათ. რა თქმა უნდა მანქანით გამასწრეს.
მოდით კვლავ უჩინარი გავხდები, კოლეჯში თითქმის არავის ვიცნობ და არც ისინი მიცნობენ. ბეატრისის გარდა. ის ჩემი ერთადერთი მეგობარია, რომელიც გვერდით მიდგას და თითქმის 24 საათს ერთად ვატარებთ. სკოლის ეზოში შევედი თუ არა უეცრად, ძლიერი დაჯახება ვიგრძენი, მივხვდი ვინც იქნებოდა და მეც მოვხვიე ხელები, თან სახე ამიწითლდა იმის გაანალიზებაზე, რომ მთელი კოლეჯი ჩვენს ემოციურ შეხვედრას უყურებდა და დაგვცინოდა.
-კარგი რა ტრის, რამდენჯერ გითხრა, რომ არ გვინდა ეს ემოციური შეხვედრები კოლეჯის ეზოში.-
-რატომ? გრცხვენია?- მიხვდა ამის მიზეზს და საყვარლად გამიღიმა.
-არა უბრალოდ...- დავიბენი და ენა დამება.
-არანაირი უბრალოდ, დაიკიდე ყველაფერი და იცხოვრე შენი ცხოვრებით, რამდენჯერ გითხრა ეს? უკვე მემილიონედ გიმეორებ ალბათ.-
-მე ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით, უბრალოდ არ მიყვარს ბევრი ყურადღებიანი თვალი.-
-კარგი, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. პირველი ლიტერატურა მაქვს, შენ?-
-მეც. - ვუთხარი გახარებულმა და ორივე ლიტერატურის კლასისკენ დავიძარით.
-იცი სკოლაში ერთი ახალი ბიჭი გადმოვიდა.- დაიწყო საუბარი ტრისმა, რაზეც თვალები ავატრიალე. ის ყოველთვის ასეთი ცნობისმოყვარეა.
-მერე?- ვკითხე ვითომ დაინტერესებულმა.
-მერე და ლიამ პეინი ქვია, თურმე წინა კოლეჯიდან იმისთვის გამოუგდიათ, რომ ვიღაც ორი ბიჭი ისე უცემია ახლა რეანიმაციაში არიან. ჩვენზე უფროსია, მაგრამ რამდენიმე საგანი ჩვენს კლასშიდაც შეიძლება ქონდეს.-
-ამდენი რამ საიდან გაიგე?- ვკითხე გაოცებულმა.
-მე ჩემი კავშირები მაქვს. შენი აზრით ყოველდღე რატომ ვალაგებ ბიბლიოთეკის თაროებს? იქ ისეთი ამბები იმალება, რომლებსაც ვერავინ, ვერასდროს გაიგებს.- ამასობაში კლასსაც მივაღწიეთ, ტრისს ვერ ვაიძულებდი ჩემს გვერდით ბოლო მერხზე დამჯარიყო, ამიტომ თვალებით ვანიშნე, შეეძლო თავისი მეგობრის მარკის გვერდით დაეკავებინა ადგილი კლასის შუაში. მე კი კვლავ ჩემს ადგილას წავედი. სულ ბოლოში, ფანჯრის გვერდით, აქედან შემეძლო დამენახა კოლეჯის ეზო და უმეტეს შემთხვევაში ჩემი საყვარელი საქმიანობა გამეკეთებინა, „ფიქრი“.
ის, რომ კოლეჯში საერთოდ არ ვარ პოპულარული არც ისე მაღელვებს, რადგან საერთოდ არ მაინტერესებს სხვისი აზრი. ყველას ვერც ვეყვარები და ვერც მოვეწონები, ისევე როგორც მე. შესაბამისად, ეს საქმე საერთოდ არ მანაღვლებს, მაგრამ მაშინ, როდესაც შეურაცყოფას მაყენებენ ცუდ მდგომარეობაში ვვარდები. არ მიყვარს როცა ვტირი, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მტირალა ვარ ბავშვობის ტრამვის შემდეგ. ამის გამო ყოველთვის ვცდილობ თავი ავარიდო უსიამოვნებას. ფიქრებიდან კლასის კარის ხმამ მომწყვიტა, იქითკენ გავიხედე და გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. ოთახში ლიამ პეინი შემოვიდა თავისი მომაჯადოვებელი გამოხედვით. გამიკვირდა მისი ეს გამოხედვა ასე უცებ როგორ დავაფიქსირე.
-პეინ, პირველ გაკვეთილზეც კი იგვიანებ?- გაცოფდა მასწავლებელი, მაგრამ რა თქმა უნდა მან ყურადღება საერთოდ არ მიაქცია და კლასს მოავლო თვალი, როდესაც ჩემზე შეაჩერა მზერა უხერხულად შევიშმუშნე და თავი ისე მოვაჩვენე თითქოს მასწავლებელს დიდი ინტერესით ვუსმენდი. ლიამი ჩემკენ წამოვიდა, რაც გამიკვირდა, ბოლოს კი ჩემი მერხის გვერდით კომფორტულად მოთავსდა. ჯანდაბა, მე ხომ ბედი არ მაქვს. ერთადერთი ცარიელი მერხი ჩემს გვერდით დარჩა. ნეტავ ტრისი დამეჯინა აქ, უხერხულ სიტუაციაშიც აღარ ვიქნებოდი.
ვცდილობდი, მისკენ მზერა არ გამპარვოდა, მაგრამ არ გამომდიოდა, მისი საოცრად არომატიანი სურნელი მიზიდავდა და მინდოდა სულ მისთვის მეყურებინა. ჯანდაბა, ასე პირველად ვარ და არც კი ვიცი ეს რა გრძნობაა. პრინციპში რა გრძნობებზე ვფიქრობ, მას არც კი ვიცნობ. საბოლოოდ გავიხედე მისკენ და როდესაც ლიამის მუქ ყავისფერ თვალებს წავაწყდი, გული საცოდავად აფართხალდა. სწრაფად მოვარიდე თვალები და ფანჯრიდან გავიხედე. ლოყები ალბათ ჭარხალივით წითელი გამიხდა. ახლა ის ფიქრობს, რომ მას ვაკვირდებოდი და მომწონს, რაც ასე არ არის, მაგრამ ისიც ხომ მიყურებდა? შესაბამისად, სულ ჩემი ბრალი არ არის.
გაკვეთილი სანამ დასრულდებოდა მილიონჯერ ვინატრე ახლა ასეთ დაძაბულობაში არ ვყოფილიყავი. მერჩივნა ხმა საერთოდ არ ამოეღო და მეც მშვიდად ვიქნებოდი, მაგრამ ეს დაძაბულობაც ბოლოს მიღებდა. ბოლოს როგორც იქნა ზარიც დაირეკა და მეც ამოვისუნთქე. ლიამი ისე სწრაფად გაქრა კლასიდან, რომ არც არავის გამოლაპარაკებია. მე კი კვლავ ჩემს მერხთან ვიჯექი და ვცდილობდი გონება მომეკრიფა.
სამი გაკვეთილი ისე გავიდა, რომ ვერც შევამჩნიე, ამჯერად ტრისი ჩემს გვერდით დაჯდა, ლიამიც არ გამოჩენილა და შესაბამისად მშვიდად ვიყავი. სამი გაკვეთილის შემდეგ მე და ტრისი ბუფეტში წავედით. მხოლოდ ალუბლის წვენი ავიღე, რადგან ჭამის ხასიათზე არ ვიყავი და მაგიდას მივუჯექი.
-გოგო, რა გჭირს მთელი დღე?- მეკითხება ტრისი.
-რა უნდა მჭირდეს?- თითქოს გაკვირვებულმა ვკითხე, არადა ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ჩემს დაბნეულობაზე ამბობდა.
-მე რა ვიცი, მთელი დღე არეული დადიხარ.-
-ხო, უბრალოდ კარგად ვერ გამოვიძინე და მაგის ბრალია.- დავასრულე სიტყვა თუ არა ბუფეტში, ლიამ პეინი შემოვიდა სიცილით, თავის ძმაკაცებთან ერთად. როგორი საყვარელია, როცა იცინის, მაგრამ სიმართლე გითხრათ გამიკვირდა ის ასეთი ბედნიერი, რომ დავინახე, რადგან ჩემში შიშის გრძნობას ტოვებს და შესაბამისად მისი მხიარულობა გამიკვირდა. სამაგიეროდ, წამშივე შეეცვალა გამომეტყველება, როდესაც თვალში მოვხვდი. რა მოხდა? ერთი წუთით მომაშტერდა, შემდეგ კი უხასიათოდ მიუჯდა მაგიდას. უკნიდან მწველი მზერა მტანჯავდა, რომელიც მთელ სხეულს მიხურებდა და ამავე დროს ძალიან მაშინებდა.
-ტრის, წავიდეთ რა?-
-რა მოხდა? კარგად ხარ?- მკითხა შეშინებულმა.
-კი, კი უბრალოდ, თავი ამტკივდა და შეიძლება გავენთავისუფლო.-
-კარგი და თუ კარგად იქნები საღამოს წამოხვალ წვეულებაზე?-
-ხომ იცი, რომ წვეულებები არ მიყვარს?-
-კი, მაგრამ ახლა კოლეჯის დაწყებას აღვნიშნავთ. ეს არ უნდა გამოტოვო, თან აუზიც იქნება. ნუ შენ მართალია ცურვა არ იცი, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი იქნება, გთხოვ, გთხოვ რა, თუ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, ამ ერთხელ დაივიწყე ეგ სიმორცხვე და ჩემთან ერთად წამოდი, გპირდები როგორც კი მოგინდება იმ წამსვე წამოვალთ.-
-კარგი, კარგი წამოვალ. გამომიარე.-
-იეს მიყვარხარ. ცხრისთვის მოემზადე.- მითხრა ტრისმა, დამემშვიდობა და კლასისკენ წავიდა, მე კი მასწავლებლისგან ნებართვა ავიღე და სახლისკენ გზას დავადექი. სახლში მისვლისას პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი, ჩანთა დავდე და შემდეგ სამზარეულოში ჩავედი. მაგიდაზე წერილი დამხვდა.
„პატარავ, მე წავედი, რეისზე მაგვიანდებოდა. იმედია თავს მიხედავ, ფული შენს ანგარიშზე ჩაგირიცხე, ერთი თვის საყოფია, შემდეგ თვეში კვლავ გამოგიგზავნი. აუცილებლად დამირეკე ხოლმე, მიყვარხარ.“
ეჰ როგორ მომენატრება ჯინი, მისი დარიგებები, ჩახუტება და მასთან ერთად დაძინება. მოგონებების გახსენებაზე თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა, მაგრამ არა, არ მინდა ტირილი, ეს ჩემი სუსტი წერტილია. სამი თვე არც ისე დიდი დროა. მოამზადებს სამეფო წყვილს ქორწილისთვის და მალევე ჩამოვა. ცრემლები შევიმშრალე და ცოტა წავიხემსე, შემდეგ კი კვლავ ჩემს ოთახში ავედი გაკვეთილების მოსამზადებლად.
რვა საათი იყო, როდესაც ჩაცმა დავიწყე. მოკლე, შავი, ერთიანი კაბა, მუხლს ცოტა აცდენილი წინდები და კეტები ჩავიცვი. ესეც ჩემი საყვარელი ფორმა, მაკიაჟის და ყველანაირი დანამატის გარეშე. ცხრის ნახევარზე ტრისმა ტაქსით მომაკითხა. ტელეფონი და ჩანთა ავიღე, კარი ჩავკეტე და მანქანაში ჩავჯექი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ...

ძალიან კარგია მალე დადე შემდეგი თავი heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი მარტო სახლში

სტუმარი ...
ძალიან კარგია მალე დადე შემდეგი თავი heart_eyes heart_eyes

მადლობა საყვარელო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent