შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდესაც შვილის მეგობარი გიყვარდება ( დასასული )


8-11-2018, 09:26
ავტორი Girl... from the past
ნანახია 2 440

როდესაც შვილის მეგობარი გიყვარდება ( დასასული )

- ყოველთვის ვამბობდი რომ ლამაზთან ერთად ძალიან ჭკვიანი ქალი ხარ. - ამბობს გივი და მშორდება.
- ჯანდაბა. - ვიგრძენი როგორ შემომაწვა სიბრაზე, თვლებით დარბაზი მოვათვალიერე და აი ისიც... საღამოს გმირი, ირონიული მზერა შემაგება რატიმ და ხალხში გაუჩინარდა.
---------------------------------


- საღამომშვიდობის. - მისთვის უჩვეულოდ ირონიული ღიმილით მომესალმა რატი.
- მოიშორე რა ეს ნიღაბი, საშინლად არ გიხდება.
- იქნებ ნიღაბი ის რატი იყო რომელიც შენთან იწვა.
- იდიოტი ხარ. როდის აქეთაა ჟურნალისტიკამ გაგიტაცა.
- ლინა. შეეგუე იმ ფაქტს რომ დღეის შემდეგ ხშირად მოგვიწევს ერთად ყოფნა.
- რა მიზანი გამოძრავებს?
- შენ ხომ ჭკვიანი ქალი ხარ, შეეცადე თავად მიხვდე.
- ბავშვივით იქცევი.
- მე ხომ ჯერ ისევ ბავშვი ვარ. - მიღიმის რატი და მარტო მტოვებს.

მთელი საღამო მილოცვებს უხალისოდ ვიღებდი. ერთი სული მქონდა აქაურობას გავცლოდი და აქაური სიპირფერე ცხელი აბაზანით ჩამომერეცხა. როგორც იქნა საზოგადოებამ დაშლა დაიწყო და მეც მათ ნაკადს შევერიე. მანქანაში ჩავჯექი, ორიოდე წუთით სულის მოსათქმელად და უარყოფითი ემოციების განსადევნად საჭეს თავი ჩამოვადე. რეალობაში მანქანის კარის გაღების ხმამ დამაბრუნა.
- ცუდად თუ ხარ მიგიყვან. - მეუბნება რატი.
- მანქანიდან გადადი.
- ვილაპარაკოთ.
- არაფერია სალაპარაკო.
- ახლა ვინ იქცევა ბავშვივით მე თუ შენ?
- მანქანიდან გადადი.
- არა! ჯერ ყავა დავლიოთ!
- რატი დავიღალე, არ მაქვს შენთან ჭიდაობის თავი.
- ხოდა ნუ მეჭიდავები, უბრალოდ ყავა დავლიოთ.
- ახლა ან მანქანიდან გადაბრძანდებით ბატონო რატი ან არადა გპირდებით საკუთარ თავს ჯანდაბაში გავუშვებ და ისეთ ავარიაში მოგაყოლებ მთელი ცხოვრება მილებით გაჭმევდენენ საჭმელს. - რატიმ გაოცებული მზერა მომაპყრო.
- რა გჭირს ლინა.
- გადადი-მეთქი მანქანიდან! - დავიღრიალე და საჭეს ხელები დავუშვი. მერე რატის მივუბრუნდი და ახლა მას დავუშვი მუშტები.
- ჯანდაბა ლინა რა გემართება. - ხელები დამიჭირა რატიმ და გულზე ძლიერად მიმიხუტა. - დამშვიდდი რა გჭირს, ეს ხომ მე ვარ.
- სახლში წამიყვანე. - ვამბობ ძალა გამოცლილი და ისიც ადგილს მიცვლის, მანქანის ძრავას ამუშავებს და თბილისის ქუჩებში ნელი სვლით იწყებს მოძრაობას.
- მოხდა რამე? - სიჩუმეს არღვევს რატი და მაიძულებს საუბარში ჩავერთო.
- არ მეგონა თუ მამაშენის თამაშში ასე კარგად ჩაერთვებოდი.
- რა თამაშს გულისხმობ?
- კარგი რა რატი.
- ლინა მართლა ვერ ვხვდები რას გულისხმობ?
- კარგად იცი, რამდენი წელია მამაშენი ჩვენი კომპანიის ხელში ჩაგდებას ცდილობს. როგორ ფიქრობ არ ვიცი ამდენი წლის მანძილზე ასე დაუღალავად რატომ ცდილობდა ჩემ გადაბირებას მასთან მემუშავა. კარგად ოცოდა რომ კომპანიისთვის ღერძი ვიყავი. ახლა რა ხდება? სათავეში შენ მოგიყვანა? რატომ? ერთმანეთი რომ დავჭამოთ და საქმე გავაფუჭო? მამაშენი ჭკვიანი კაცია, მაგრამ ამის უფლებას არ მივცემ.
- მდიდარი წარნოსახვა გაქვს ლინა.
- უცოდველი კრავის ნიღაბს ნუ იკერებ.
- გითხარი ამ გეგმის არაფერი ვიცი-მეთქი.
- თუ მართლა ასეა რატომ დათანხმდი ამ პოზიციას, შენ ხომ ეს სფერო არ გაინტერესებს. - მოულოდნელი მუხრუჭის გამო თავი მანქანის მინას მივარტყი.
- ჯანდაბა. მაპატიე. - მეგონა ღვედი გეკეთა. - დაიბნა რატი და გახეთქილ შუბლზე ხელსაცოცი მიმაჭირა. - საავადმყოფოში მიგიყვან.
- არ მინდა. სახლში წამიყვანე.
- ტვინის შერყევა არ გქონდეს.
- არ მინდა.
- ან რატომ გეკითხები ამდენს. - ჩაილაპარაკა რატიმ და საავადმყოფoსკენ აიღო გეზი.

- გაგიმართლათ, ნაკერები არ დაგჭირდებათ. მაგრამ რამდენიმე დღე წოლითი რეჟიმი უნდა დაიცვათ, ძლიერი ტვინის შერყევა გაქვთ.
- იმედი მაქვს აქ დარჩენასაც არ მთხოვთ. - შევუბღვირე ექიმს.
- არა. შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ, მხოლოდ შეეცადეთ თავი არ გადაიღალოთ. ახლა შესაძლოა თავს კარგად გრძნობთ მაგრამ ტვინის შერყევამ ბევრი რამის გამოწვევა იცის.
- გასაგებია. - ამბობს რატი. მივხედავ.
- შეეცადეთ დედათქვენმა ბევრი არ იმოძრაოს.
- კარგით. - ამბობს რატი და სახეზე ალმური ედება.
- შეგეძლო გეთქვა რომ ჩემი შვილი არ ხარ. - შევუბღვირე რატის და მის მიერ გამოწვდილ ხელს დავეყრდენი.
- ნუ ბუზღუნებ. - ხელში ავყავარ ამ უკანასკნელს და პალატიდან ისე გამოვყავარ.

- რა ჭირს? - ფერმა გადაუარა ნიას როდესაც რატიმ სახლში შემიყვანა.
- არაფერია. თავი გაიტეხა, ნუ ნერვიულობ.
- როგორ მოახერხე დედა.
- მისი ბრალია.
- ხო და ამას არასდროს მაპატიებს. მუხრუჭს ძლიერად დავაჭირე არ ვიცოდი რომ ღვედი არ ეკეთა. - რამე ხო არ გინდა? - მეკითხება რატი როგორც კი საწოლზე მაწვენს.
- ჰო.
- მითხარი.
- მოშორდი აქედან!
- დედაშენი აუტანელია. - იღიმის რატი და საწოლზე ჯდება. - ნია შეგიძლია ცოტა ხნით მარტო დაგვტოვო?
- კარგი. - ამბობს ნია და გადის.
- მოკლედ ლინა მინდა იმ კითხვაზე გაგცე პასუხი რაც თავის გატეხვამდე დამისვი. შენ მართლა დიდი წარმოსახვის უნარი გაქვს. არ ვიცი და არ მაინტერესებს მამაჩემის გეგმები, მე მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი მის წინადადებას რომ ასე შენთან სიახლოვის მეტი შანსი მექნება. არ მინდა უშენობა, მიყვარხარ და საერთოდ არ მაინტერესებს საზოგადოების აზრი. - ჩემი ხელი ხელებში მოიქცია რატიმ და აკოცა.
- მორჩი?
- არა. რა მოხდა ასეთი რომ ჩემ მიმართ ასე შეიცვალე? აღარ გიყვარვარ?
- რატი მორჩი?
- ხო მოვრჩი.
- მაშინ ახლა კარგად მომისმინე. მინდა რომ ახლა ადგე და ამ კარში უკანმოუხედავად გახვიდე, მინდა რომ ჩემთან სიახლოვეს ერიდებოდე და საერთოდ მინდა რომ არასდროს დამელაპარაკო.
- ასეთი რა დავაშავე? - შეშლილივით წამოხტა რატი.
- წადი რატი.
- ახსნას ყველა ადამიანი იმსახურებს, ასე რომ მოვითხოვ ამიხსნა.
- არ მიყვარხარ! - ოთახში გაიჟღერა ჩემმა სიტყვებმა და ვერც კი მივხვდი საიდან ვიპოვე საკუთარ თავში იმის ძალა რომ მსგავსი სისულელე მეთქვა.
- რა?
- არ მიყვარხარ რატი.
- ცრუობ.
- მისმინე კარგი იყო ის რაც იყო, გავერთეთ. მაგრამ მორჩა.
- გავერთეთ?
- ხო რატი.
- იცი ლინა, შენ მუდამ ასაზიზღრებდი ყველა იმ გოგოს ვისთანაც სექსი მქონია, იცი სინამდვილეში შენ მათ არაფრით ჩამოუვარდები.
- ვიცი.
- ამას ინანებ! - ყვირის რატი და ოთახიდან გადის.

ზეწარს ორივე ხელით ჩავაფრინდი და თვალზე მომდგარი ცრემლი როგორღაც შევიკავე.
- კარგად ხარ? - მეკითხება ოთახში შემოსული ნია და ჩემ გვერდით წვება.
- არა.
- ასე რატომ მოექეცი.
- ასეა საჭირო.
- დედა! მას სიმართლეს რატომ არ ეუბნები?
- რა სიმართლეს?
- ან მე რატომ მიმალავ?
- რა გინდა ნია? - საკუთარი ხმის უსუსურობამ სხეული გამიყინა.
- ვიცი რომ ექიმთან იყავი, შენი ანალიზები ვნახე.
- ნია. ჯანდაბა. შენ ეს არ უნდა გენახა, რატომ იქექები ჩემ უჯრაში? - შევეცადე მაგრამ ცრემლი ვერ შევიკავე.
- დე. - ახლა ნიაც ატირდა.
- მოდი ჩემთან. - მისი აკანკალებული სხეული ჩავიხუტე და ორივენი სიჩუმეში გავუჩინარდით.
- ამიტომ გააგდე არა რატი?
- ის არ იმსახურებს უყუროს როგორ შემჭამს ეს დაავადება ნელ-ნელა და ბოლოს მომიღებს, მას ისეთი უნდა ვახსოვდე როგორიც ახლა ვარ, ასეთი უნდა ვუყვარდე, ასეთად უნდა დავრჩე მის მეხსიერებაში და არა ტკივილებით დაძაბუნებული მომაკვდავი.
- რომელი სტადიაა?
- ბოლო.
- ოპერიაცია?
- აზრი არ აქვს. ექიმმა ერთი წელი მომცა.
- დედა. - ღრიალი აღმოხდა ნიას და აქვითინდა. დიდხანს იტირა ჩემ გულზე დამხობილმა, მისი დამშვიდება არ მიცდია, მხოლოდ თავზე ვეფერებოდი, ბოლოს ტირილით დაღლილს ჩემ გვერდით ზუსტად ისე ჩაეძინა როგორც ბავშობაში.

ჯამრთელობის მხრივ დიდი ხანია პრობლემები მქონდა თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი, ბოლოს ისე მოხდა რომ მკერდის ტკივილი გაუსაძლისი გახდა, ამიტომ გადავწყვიტე ექიმთან მისვლა. კიბო აღმომაჩნდა. ბოლო სტადიის. ვერ ვიტყვი რომ ეს ამბავი მოულოდნელი იყო ჩემთვის, ან თავზარი დამცა. წარმოდგენა არ მაქვს რატომ შევხვდი ჩემ დაუპატიჟებელ სტუმარს ასე მშვიდად. ერთადერთი რაც მაწუხებდა ნია იყო, მას ხომ ჩენ გარდა არავინ გააჩნდა. რატიზეც ვდარდობდი. იმის წარნოდგენა თუ რა მოუვიდოდა ამ ამბავს რომ შეიტყობდა ერთიანად მანადგურებდა, ის ძალიან ახლაგაზრდა იყო ამ ტვირთისთვის, ამიტომაც გადავწყვიტე მისგან შორს ყოფნა. არ ვიცი მართალი ვიყავი თუ არა მას რომ სიმართლე დავუმალე თუმცა ძალიან მინდოდა მისთვის ყოველთვის ისეთი სასურველი და ლამაზი დავრჩენილოყავი როგორიც ახლა ვიყავი, არ მსურდა. თმაგაცვენილი, დასუსტებული, ტკივილებისგან გაწამებული ჩემი სხეულისთვის ერთი წამით მაინც ეყურებინა.

რამდენიმე დღეში ფეხზე წამოვდექი და სამსახურში დავბრუნდი.
- უნდა ვისაუბროთ. - ვეუბნები კომპანიის მეპატრონეს და მის ოთახში შევდივარ.
- მოხდა რამე? - მეკითხება გელა და დიდრონ სანდომიან თავლებს მაპყრობს.
- ჩემი დაწინაურება უნდა გააუქმო.
- ლინა ამაზე უკვე ვისაუბრეთ.
- მე არ ვარ მზად ამ პოზიციისთვის და საერთოდაც სამსახურიდან წასვლა მინდა.
- რა? - შეშლილი თვალები შემანათა ამ უკანასკნელმა.
- წასვლა მინდა.
- რა მიზეზით?
- მპირდებით რომ არავის ეტყვით?
- რა თქმა უნდა.
- სიმსივნე მაქვს. ექიმმა ერთი წლის სიცოცხლე მიწინასწარმეტყველა. შესაძლოა ახლა გამაყუჩებლები ერევა ჩემ ტკივილებს მაგრამ ცოტა ხანში ამას ვერ შევძლებ.
- ლინა. - ხელები აუცახცახდა გელას.
- არაუშავს. მე უკვე შევეგუე ამ აზრს, უბრალოდ მინდა რომ ეს არ გახმაურდეს.
- მხოლოდ ერთი პირობით.
- რა პირობით?
- სანამდეც შეძლებ მინდა რომ სამსახურში იარო.
- ხომ იცით როგორ პატივს გცემთ ბატონო გელა, მაგრამ არ შემიძლია.
- შეგიძლია. მე მჯერა შენი. შენ არასოდეს ყოფილხარ სახლში გამოკეტილი ქალი, შენ საზოგადოებას ეკუთვნი, შენ სიხალისე და სილამაზე შეგაქვს ყველგან. მჭირდები. აქ მჭირდები, ამ პოზიციაზე მჭირდები.
- შეიძლება საქმე გავაფუჭო. შეიძლება თათბირის პროცესში გონება დავკარგო ან სულაც მაგიდაზე ვაღებინო. არ მინდა ამას ვინმემ უყუროს. გთხოვთ ბატონო გელა.
- როგორც კი დავინახავ რომ აღარ შეგიძლია თავად გეტყვი. ახლა კი მოემზადე, სახლში წადი დაისვენე. ხვალ საფრანგეთში მიდიხარ მივლინებით.
- რა მივლინება ბატონო გელა. ვერ შევძლებ.
- ჩემი მეგობარი საფრანგეთის წამყვანი კლინიკის მეპატრონეა. მე დავრეკავ შენ კი ჩახვალ და ანალიზებს აიღებ. დარწმუნებული ვარ შევძლებთ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ. ეს იქნება შენი მივლინება, დასვენევა და მკურნალობა.
- მე უკვე შევეგუე ჩემში გამეფებულ სიმსივნეს ბატონო გელა, მასთან დავზავდი კიდეც. - შევეცადე გამეღიმა თუმცა ცრემლი ვერ შევიკავე.
- არანაირი ზავი ლინა. შენ უნდა იცოცხლო. სიკვდილზე და ზავზე ფიქრის უფლება არ გაგაჩნია, გიკრძალავ.
- კარგი. - ვთანხმდები და მის მიერ გაშლილ მზრუნველ მკლავებში ვუჩინარდები.
- ახლა წადი და დაისვენე. საღამოს დაგირეკავ. ბილეთსაც აგიღებ და დილით თავად მიგიყვან აეროპორტში. ხო მართლა ვინმეს ხომ არ წაიყვანდი?
- არა. მარტო მირჩევნია
- დარწმუნებული ხარ?
- კი, დარწმუნებული ვარ.
- დროებით ლინა.
- მადლობა ბატონო გელა.
- მე მჯერა შენი.

მეორე დილით ნიამ და ბატონმა გელამ აეროპორტში მიმაცილეს და მეც საფრანგეთში გავემგზავრე, ბატონმა გელამ ყველაფერზე იზრუნა, აეროპორტში მისი მეგობარი დამხვდა და სასტუმრომდე მიმაცილა, მოგვიანებით კი იმავე ადამიანმა საავდამყოფოში მიმიყვანა.

-გამარჯობათ. - ღიმილით შემეგება ორმოცდაათიოდე წლის ექიმი.
- გამარჯობა.
- გელამ უკვე მესაუბრა თქვენ შესახებ, იმაზე ლამაზი ხართ ვიდრე მან ამიღწერა. - გაიღიმა და სათვალე შეისწორა.
- მალე გაქრება ეს სილამაზე. - გავიღიმე მეც.
- დაბრძანდით. ფრანგულად კარგად საუბრობთ.
- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ბევრი ენა ვიცი.
- შესანიშნავია. აბა მზად ხართ ანალიზები ავიღოთ?
- აქ ხომ ამისთვის ვარ, მაგრამ უნდა დამპირდეთ რომ ნებისმიერ შემთხვევაში არაფერს დამიმალავთ, უფლება მაქვს პასუხები სრულად ვიცოდე.
- რა თქმა უნდა.

რამდენიმე საათიანი გამოკვლევების შემდეგ, პასუხების მოლოდინში მყოფი საავადმყოფოს კაფეტერიაში ჩემ ექიმთან ერთად ვიჯექი და ყავას მივირთმევდი. ლუკასი სასიამოვნო პიროვნება იყო, კარგად საუბრობდა და შესანიშნავი აურის მატარებელი იყო. პეიჯერზე შეტყობინება მოუვიდა.
-პასუხები მზად არის, წავიდეთ?
- დიახ. - ვამბობ და ვდგებით. კაბინეტში შესულები მე სავარძელში სიკვდილის განაჩენის მოლოდინში უმწეოდ მივესვენე ლუკასი კი ანალიზებს ჩაუჯდა და მათ ყურადღებით შესწავლას შეუდგა. - საქმე ძალიან ცუდად არის არა? - ვამბობ და საკუთარი გაბზარული ხმა გულს მიღონებს. ლუკასი კითხვას თავს ანებებს და მიყურებს.
- არ დაგიმალავთ, ასეა.
- ვიცოდი რომ ტყუილად ჩამოვედი.
- მეტასტაზები საკმაოდ მოდებულია სხეულში მაგრამ თუ უპერაციას დათანხმდებით მინიმუმ ხუთ წელს გაჩუქებთ.
- რა ოპერაციას?
- მკერდის ამპუტაცია. - მზერა ამარიდა ლუკასმა. ვიგრძენი როგორ გამეყინა სხეული და ყელში მომჯდარი ცრემლი ვეღარ შევიკავე.
- და თუ არ დავთანხმდები?
- რამდენიმე თვეში მოკვდებით.
- რა ირონიაა. - ვამბობ და ცრემლს ვიმშრალებ. - შეიძლება წავიდე?
- ოპრაციაზე იფიქრეთ ლინა. კიბო განუკურნებელი სენია მაგრამ სიცოცხლის გახანგრძლივება მაინც შეგვიძლია.
- სიცოცხლის? როგორი სიცოცხლის ექიმო? დასახიჩრებული სხეულით და მედიკამენტებზე დამოკიდებულებით? ასეთ ყოფას სიკვდილი არ სჯობს?
- თქვენ ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ხართ იმისთვის რომ მოკვდეთ. გთხოვთ იფიქრეთ.
- მოვიფიქრებ. - ექიმს ვემშვიდობები და საავდმყოფოთად გამოვდივარ. გარეთ გამოსული იქვე ტროტუარზე ვჯდები, ქუჩაში მოსიარულე ხალხს ყურადღებას არ ვაქცევ და ჩემში ჩაკეტილ ტკივილს გარეთ გამოსვლის საშუალებას ვაძლევ. დიდხანს მოვთქვამდი სიკვდილის მოახლოვებით გულდამძიმებული, ბოლოს ტაქსი გავაჩერე და სასტუმროში დავბრუნდი. ნომერში შესულს კი მოულოდნელი სიურპრიზი ადგილზე მაქვავებს.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - რატი ადგილს წყდება და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად გულში ძლიერად მიკრავს, მისი გულის ცემა მეუცნაურა, მკლავებს ძლიერად მიჭერდა სხეულზე, ისე თითქოს ჩემში შემოსვლას ცდილობდა. - მტკივა. - ვამბობ და ისიც ხელებს მიშვებს. - რა გატირებს?
- რატომ არ მითხარი? - მოცელილი ეშვება საწოლზე.
- რა?
- იცი რაც? რატომ მაიძულე რომ შენგან წავსულიყავი? რატომ გადაწყვიტე ყველაფერი ჩემ მაგიერ, რატომ არ მომეცი უფლება ასეთ დროს შენთან ერთად ვყოფილიყავი?
- მორჩი მოთქმას. ნიამ გითხრა?
- არა, გელამ.
- არავის უნდა ენდო.
- ლინა.
- არ გინდა რატი, არ შემიძლია, გაიგე არ მაქვს სურვილი მიყურო როგორ ვკვდები გესმის?
- მე შენ მიყვარხარ ნუთუ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენთვის? ასეთი ეგოისტი როგორ ხარ?
- რომ მიყვარხარ ამიტომ მინდა ისეთი გახსოვდე როგორიც ახლა ვარ და არა ისეთი როგორიც ძალიან მალე ვიქნები.
- ჯანდაბას შენი მსჯელობა. - ფეხზე წამოხტა რატი, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ვნებიანად დაეწაფა ჩემ ბაგეს. მის კოცნაში იმხელა სიყვარული ვიგრძენი, არც კი მიცდია შევწინააღმდეგებოდი, თავს კიდევ ერთხელ მივეცი იმ მამაკაცთან ყოფნის უფლება რომელიც მართლა ასე ძალიან მიყვარდა.

ერთი კვირის მანძილზე სასტუმროს ოთახიდან ცხვირიც კი არ გაგვიყვია, ისე ვატარებდით თითოეულ წამს თითქოს უკანასკნელი ყოფილიყოს ეს ყველაფერი. რატის სიყვარული ერთიანად მათბობდა და ბედნიერებით მავსებდა. მის მზერაში უსასრულო სიყვარული ჩანდა, მის ხმაში მზრუნველობის პეპლები და მის ყოველ შეხებაში სიამოვნება, სიამოვნება შეუცვლელი სიყვარულისა. ერთ დილით როდესაც მის მკერდზე ალერსით დაღლილი ძილის საუფლოში მივემგზავრებოდი რატის კითხვამ რეალობაში დამაბრუნდა.
- რას აპირებ? - ამბობს და მკოცნის.
- რა გინდა რომ დავაპირო?
- ოპერაციას არ გაიკეთებ?
- რისთვის?
- იმისთვის რომ უფრო მეტი დრო მისცე შენ თავს, მეტი დრო მომცე მე, ნიას.
- ადრე თუ გვიან ხომ ყველანი მოვკვდებით?
- შენთან ყოფნის დროს ნუ წამართმევ.
- რატი არ მინდა საწოლს მიჯაჭვულმა წლები გავატარო, არ მინდა სხეული დავისახიჩრო, არ მინდა საავადმყოფოს კედლებში გავატარო წლები. თუ ერთ თვეში უნდა მოვკვდე. მაშინ ჯობს ერთ თვეში მოვკვდე დარჩენილი ერთი თვე კი ბედნიერმა გავატარო.
- ეგოისტი ხარ. - ხმა გაებზარა რატის.
- შენ ხომ იცი რომ ასე ჯობს.
- მჭირდები ლინა.
- ჯერ ხომ დრო გვაქვს? მე ხომ აქ ვარ.
- რაღაც უნდა გითხრა. - საწოლიდან წამოხტა რატი და შარვლის ჯიბეში რაღაცის ძებნა დაიწყო. - ვიპოვე. - ამბობს და ისევ საწოლში ბრუნდება.
- რას მაიმუნობ? - გამეღიმა მისი გახალისების გამო.
- ლინა. გახდები ჩემი ცოლი? - ამბობს და ბეჭედს მიკეთებს.
- ეს სიგიჟეა რატი.
- მოდი სიგიჟეში გავატაროთ დარჩენილი ცხოვრება. რას იტყვი? - ხელს დავხედე, მასზე ლამაზად მორგებულ ბეჭედს ტკივილით გავუსწორე მზერა. მერე რატის შევხედე, რომელსაც პასუხის მოლოდინში გულის ცემისგან ვენები დაბერვოდა.
- მოდი დარჩენილი დრო სიგიჟეში გავატაროთ. - ვამბობ და ყელზე ვეხვევი.

ერთი წლის შემდეგ

- ნია მზად ხარ?
- არა. - ცრემლიანი თვალები შევაგებე რატის.
- არც მე მაგრამ ერთად ყველაფერს შევძლებთ. დღეს ხომ მისი დაბადების დღეა. ეს დღე ხომ სპეციალურად შევარჩიეთ შენი წიგნის პრეზენტაციისთვის?
- მეშინია რატი.
- მე შენთან ვარ ისევე როგორც ლინა. ის შენით ძალიან იმაყებდა, ახლა კი ღრმად ამოისუნთქე და წამოდი. ჟურნალისტები უკვე ვეღარ ითმენენ.
- მადლობ რომ ჩემ გვერდით ხარ. - მოვეხვიე რატის.
- მან შენი თავი მეჩამაბარა ხომ არ დაგავიწყდა. - გამიღიმა და შუბლზე პატარა ბავშვივით მაკოცა. ძალა მოვიკრიბე და დარბაზში შევედი. თავდაპირველად გაჟღერებული ოვაციების გამო თვალს დამიბნელდა და რატი რომ არა გზის გაგრძელებას ვეღარც შევძლებდი, თუმცა გონს მალე მოვეგე და კუთვნილ ადგილს მივაშურე. რატიც ჩემ გვერდით მოთავსდა და დამსწრე საზოგადოებას გაუღიმა. - მოგესალმებით. - მიმართა მან შეკრებილებს. - ყველამ კარგად ვიცით აქ შეკრების მიზეზი, დღეს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი უსაყვარლესი ჟურნალისტის, საოცრად მზრუნევლი დედისა და მეუღლის ლინა ყიფიანის დაბადების დღეა. ეს თარიღი კი სიმბოლურად ავირჩიეთ რათა მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა თავისი პირველი წიგნის წარდგენა მოახდინოს, წიგნის რომელიც დედის ხსოვნასა და სიყვარულს მიუძღვნა. შეგიძლიათ კითხვები დასვათ.
- თავს როგორ გრძნობთ დედის გარდაცვალების შემდეგ? - გაისმა ზედმეტად შეუფერებელი კითხვა დარბაზიდან.
- მე და რატი ვცდილობთ ამ ტკივილს ერთად მოვერიოთ.
- თქვენი ოჯახი წინააღმდეგი იყო თქვენი ქორწინების, ახლა თუ აღარდგინეთ მათთან ურთიერთობა?
- ჩემი ოჯახი ჩემი გარდაცვლილი მეუღლე და მისი ქალიშვილია. - ამბობს რატი და მიღიმის. - იცით, თუ წინააღმდეგი არ ხართ, პირდაპირ წიგნის წარდგენაზე გადავიდეთ.
- როგორ დაახასითებდით დედას?
- იცით..-საუბრის დაწყება ვცადე მაგრა ვერ შევძელი, ემოციები იმაზე მეტად მერეოდა ვიდრე წარმოვიდგენდი.
- ისაუბრე. - ჩამესმა ყურში ნაცნობი ხმა და სხეული გამეყინა. - ისაუბრე. მე აქ ვარ. - კიდევ ერთხელ ჩამესმა დედის ხმა. - დარბაზს შეშინებული მზერა მოვავლე.
- კარგად ხარ? - მეკითხება რატი.
- ჰო.
- არ შეგიძლიათ მისი დახასიათება? - აგრესია წამოვიდა დარბაზის შეუაგულიდან.
- იცით, ადამიანები ხშირად ვკიცხავთ უფალს, ჩვენივე უბედობის გამო, ვგმობთ, რადგან ვთვლით, ამაში სწორედ მისი ხელი ურევია. ვტირით, რადგან გვგონია მას ჩვენი არ ესმის, ვსაყვედურობთ კიდეც უსამართლო ხვედრის გამო. სინამდვილეში სად არის უფალი?! მწყემსი ყველასი და ყველაფრისა?! სად არის მისი სულგრძელობა?! რატომ იტანჯებიან ადამიანები?! რისთვის შექმნა მან სამყარო, თუ მის მიერ დატოვებულ სამოთხეში, ამდენი უსამართლობა, ცილისწამება, მკვლელობა და დაუსრულებელი ბოროტება ასე თამამად იპარპაშებდა, უბრალო ადამიანებს შორის. ადამიანებს შორის, რომელნიც ერთხელ მოდიან და მაშინაც ტანჯვით გადიან მათთვის განკუთვნილ გზას. ადამიანი ყველაზე უსუსურია უფლის მიერ შექმნილ ქმნილებათა შორის. უმეტეს წილად მათი გონება ვეღარ აღიქვამს რეალობას, ისინი იკეტებიან მათ მიერ შექმნილ არარეალურ სამყაროში და ასე უმოქმედოდ ატარებენ სიცოცხლის ყოველ წამს. ხშირად ისეთ პასუხებს ვეძებთ, რომელიც ძალიან ახლოსაა. ყველას აქვს ცხოვრებაში სისუსტის ის მომენტი, როცა ყველაფერს ივიწყებ და თავს უფლებას აძლევ, იმ წამით იცხოვრო, რომელმა წამმაც განსხვავებული გრძნობა, ემოცია და ხედვა შემოიტანა შენში. სწორედ ასეთი იყო დედა. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავს საზღვრები დაუწესეს, სწორედ ასეთი ადამიანები იტანჯებიან ყველაზე ხშირად. ისინი ცხოვრობენ კონკრეტულით და სხვა განშტოებები მათთვის უბრალოდ აკრძალულია. საპირისპირო შემთხვევაში კი, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საზღვრები არც-ერთ საკითხში არ გააჩნიათ. ისინი ცხოვრობენ თითოეული წამით და სწორედ ამიტომ არიან მეტად ლაღები, გაწონასწორებულები და ბედნიერები. ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთი ადამიანები მეტად მარტივები არიან; მათი გონება მხოლოდ სიამოვნებისაკენ არის მიმართული, ამიტომ ყოველგვარი ღრმა ფსიქოლოგიური ხედვა მათგან ძალიან შორს დგას. დედას რატისთან მიმართებაში თავი არ დაუკარგავს. მას წამის შეგრძნება კი არა, ამ წამის შეჩერება და მისი გახანგრძლივება სურდა და ასეც მოხდა. მან შეძლო სიცოცხლის უკანასკნელი თვეები სრულ სიგიჟეში გაეტარებინა. ეს იყო ბედნიერების გამომწვევი სიგიჟეები. ცხოვრების მოულოდნელობები და თავსატეხები, ის რაც კონკრეტულ მომენტში საშინელებად გეჩვენება, მერე მშვიდ გონებაზე აცნობიერებ, რომ სწორედ ეს "საშინელებები” ქმნის შენ ცხოვრებას და იმედს გისახავს სამომავლოდ. რაც უფრო მძიმე ქარტეხილი გატყდება თავს, მით უფრო არაფრად გეჩვენება უბრალო განსაცდელი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება. ეგუები, რომ ცხოვრება ასეთია... ისიც შეეგუა რომ დაუკითხავად შემოსული დაავადების გამო მისი სიცოცხლის წუთები სულ უფრო და უფრო მცირდებოდა, მაგრამ ფარხმალი ბოლო მომენტამდე არ დაუყრია, ბოლო ამოსუნთქვამდე უყვარდა რატი, ვუყვარდი მე და უყვარდა ცხოვრება. მისთვის ესოდენ ხანმოკლე მაგრამ მაინც ბედნიერი.
„ადამიანს, ყოველ თავის ქცევაზე, პასუხსა და ტონზე ეტყობა რა გამოიარა, რა ქარტეხილი დაატეხა ცხოვრებამ თავს და როგორი მოქცევა სჭირდება შენგან მას. ადამიანებს გვჩვევია უხეშობაზე უხეშობით პასუხი, ღიმილზე – ღიმილით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სწორედ უხეშობას სჭირდება დაახვედრო ღიმილი“ - ეს დედას უკანასკნელი სიტყვებია. მისი წარმოთქმის შემდეგ სული განუტევა. ის იდეალური დედა იყო, იდეალური მეუღლე და იდეალური ქალი, ამას თქვენი აქ ყოფნაც ადასტურებს. ის რომ საზოგადოებისთვის ღირებული არ ყოფილიყო დღეს აქ არ ვისხდებოდით და მის შესახებ არ ვისაუბრებდით.
დარბაზში ისეთი სიჩუმე ისადგურებს საკუთარი გულის ცემაც კი მკაფიოდ მესმის, მერე შუქი ინთება, ადრენალინ მოზღავავებული საზოგადოება გამაყრუებელი ოვაციებითა და შეძახილებით აყრუებს იქაურობას, პროჟექტორების შუქი თვალს მჭრის, მაყურებელს მადლობას ვუხდი, მოციმციმე შუქის ფონზე ნაცნობ სილუეტს ვხედავ, დარბაზის ყველაზე ბნელ კუთხეში დგას და ტირის. ბაგეს ღიმილი მიპობს. ის ჰაეროვან კოცნას მიგზავნის, ტუჩების მოძრაობით ვხვდები რას ამბობს.
-ყოჩაღ. - მერე მიდის... ისევ მიდის...
-დაბადების დღეს გილცავ დედა. - ჩავილაპარაკე ჩემთვის და მიმავალ მოჩვენებას უკანაკსნელი მზერა გავაყოლე.

პ.ს მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიითскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ყველაზე უსამართლო მაგრამ ულამაზესი დასასრულიაააა

 


№2  offline მოდერი Girl... from the past

სტუმარი ანა
ყველაზე უსამართლო მაგრამ ულამაზესი დასასრულიაააა



უსამართლო და ულამაზესი... მეც ასე ვფიქრობ <3 მადლობა

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

უუუუჰ,ძალიან მსძნობიარე და მტკივნეული იყო,მაგრამ კარგი,ყოჩაღ,

 


№4  offline მოდერი Girl... from the past

სტუმარი nancho
უუუუჰ,ძალიან მსძნობიარე და მტკივნეული იყო,მაგრამ კარგი,ყოჩაღ,



მიხარია რომ მოგეწონა <3

 


№5  offline მოდერი სალანდერი

ისტორიამ არ აღმაფრთოვანა.
მაგრამ ბოლო ნაწილია, ის რის გამოც ღირდა ისტორიის წაკითხვა.
ავტორის დახვეწილობა, მთლიანად ამ ნაწილში ჩანდა და რაღაც ნაცნობი შეგრძნებები დამეუფლა. (ჰო ეს სხვა თემაა).
მოკლედ, რაც არ უნდა იყოს შემდეგი ისტორია, იმედი მაქვს ბოლო ნაწილის ავტორი, მეტი იქნება, ვიდრე მთელი დანარჩენი ისტორიის.
წარმატებები.

 


№6  offline მოდერი Girl... from the past

სალანდერი
ისტორიამ არ აღმაფრთოვანა.
მაგრამ ბოლო ნაწილია, ის რის გამოც ღირდა ისტორიის წაკითხვა.
ავტორის დახვეწილობა, მთლიანად ამ ნაწილში ჩანდა და რაღაც ნაცნობი შეგრძნებები დამეუფლა. (ჰო ეს სხვა თემაა).
მოკლედ, რაც არ უნდა იყოს შემდეგი ისტორია, იმედი მაქვს ბოლო ნაწილის ავტორი, მეტი იქნება, ვიდრე მთელი დანარჩენი ისტორიის.
წარმატებები.



მადლობა.
მეც იგივეს ვეტყოდი საკუთარ თავს

 


№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან ძალიან გამსგავსებ ჩემს ერთ-ერთ გამორჩეულ ავტორს ამ საიტზე. არ წამიკითხავს ისტორია, რატომღაც სათაურიდან გამომდინარე. მაგრამ კომენტარების სიმრავლემ ის ძველი ტკბილი დრო გამახსენა, როცა ჩემს უსაყვარლეს მწერალს დიდი ემოციებით ველოდი. ამიტომაც გადავავლე თვალი ამ ბოლო თავს.

 


№8  offline მოდერი Girl... from the past

Chikochiko
ძალიან ძალიან გამსგავსებ ჩემს ერთ-ერთ გამორჩეულ ავტორს ამ საიტზე. არ წამიკითხავს ისტორია, რატომღაც სათაურიდან გამომდინარე. მაგრამ კომენტარების სიმრავლემ ის ძველი ტკბილი დრო გამახსენა, როცა ჩემს უსაყვარლეს მწერალს დიდი ემოციებით ველოდი. ამიტომაც გადავავლე თვალი ამ ბოლო თავს.



ძალიან მიხარია თუ ვინმე კარგ ავტორს გაგონებ. <3 <3 <3
სასიამოვნოა როცა დადებით ემოციებს იწვევ ადამიანებში

 


№9  offline აქტიური მკითხველი grafo

მდაა....
როგორი იმედგაცრუებული ვარ.
ბოლო ნაწილს საერთოდ გადავაფრინდი. მსგავს რამეებზე თანამედროვეების შეხედულება საერთოდ არ მიზიდავს.

ისე, სათაური სწორედ იყო გათვლილი ყველა სახეობის მკითხველის მოსაზიდად :)). მაგრამ, მე ისევ განვიზიდ-განვიხიბლე.
წარმატებები ყველა შენს ახალ ისტორიას!
მე კი თბილ, ტკბილ და მშვიდ ავტორებს ჩავუჯდები თავისუფალ დროს :*.

 


№10  offline მოდერი Girl... from the past

grafo
მდაა....
როგორი იმედგაცრუებული ვარ.
ბოლო ნაწილს საერთოდ გადავაფრინდი. მსგავს რამეებზე თანამედროვეების შეხედულება საერთოდ არ მიზიდავს.

ისე, სათაური სწორედ იყო გათვლილი ყველა სახეობის მკითხველის მოსაზიდად :)). მაგრამ, მე ისევ განვიზიდ-განვიხიბლე.
წარმატებები ყველა შენს ახალ ისტორიას!
მე კი თბილ, ტკბილ და მშვიდ ავტორებს ჩავუჯდები თავისუფალ დროს :*.



ჰო წინააღმდეგი არ ვარ :)
წარმატებები თბილ, ტკბილ და მშვიდ ავტორებთან <3

 


№11  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ყოველთვის ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა. ყოველი წამით უნდა დატკბეს ადამიანი სანამ დრო აქვს. იცი არ მეგონა ასე მალე თუ დასრულდებოდა მათი ამბავი თუმცა როგორიც უნდა ყოფილიყო ისეთი იყო.

 


№12  offline მოდერი Girl... from the past

Anuki96
ყოველთვის ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა. ყოველი წამით უნდა დატკბეს ადამიანი სანამ დრო აქვს. იცი არ მეგონა ასე მალე თუ დასრულდებოდა მათი ამბავი თუმცა როგორიც უნდა ყოფილიყო ისეთი იყო.


❤❤❤
მადლობა

 


№13 სტუმარი ბცდხხხც

მოკალი!!?? როგორ გააბანალურე რა

 


№14  offline მოდერი Girl... from the past

ბცდხხხც
მოკალი!!?? როგორ გააბანალურე რა



არ ვთვლი რომ გავაბანალურე.

 


№15 სტუმარი სტუმარი მარიკო

Vaimee gmerto ramdeni vitiree arvici rogor vtqva dzalian magari iyo

 


№16  offline მოდერი Girl... from the past

სტუმარი მარიკო
Vaimee gmerto ramdeni vitiree arvici rogor vtqva dzalian magari iyo



ბოდიში რომ იტირე მაგრამ მიხარია რომ მოგეწონა <3

 


№17  offline წევრი Farvana

ნამდვილად კარგი და საოცარი დასასრული იყო.
არ ველოდი ამხელა პრობლემა თუ ექნებოდა ქალს.
წარმატებები შენ და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით.
--------------------
ფარვანა

 


№18  offline მოდერი Girl... from the past

Farvana
ნამდვილად კარგი და საოცარი დასასრული იყო.
არ ველოდი ამხელა პრობლემა თუ ექნებოდა ქალს.
წარმატებები შენ და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით.


მიხარია რომ ბოლომდე მკითხულობდი <3
მადლობა და ჰო, ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით

 


№19  offline წევრი Kaxcha

ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ვიტირე შესანიშნავია ბრავოოო❤❤

 


№20  offline მოდერი Girl... from the past

Kaxcha
ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ვიტირე შესანიშნავია ბრავოოო❤❤


ძალიან დიდი მადლობა

 


№21  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიან ემოციური და ძალიაან კარგი იყო ... გამაკვირვე და გამაოცე .. არ ველოდი მართლა ვერც კი ვიფიქრებდი ისე წაიყვანე და ისე დაამთავრე ჯერ კიდე შოკში ვარ.. უბრალოდ ძალიან ძალიან მომეწონა და ძალიაან მაგარი ისტორიაა ♥️♥️♥️ მე მჯეროდა შენი და ის იმედები გამიმართლე რასაც ველოდი ♥️♥️♥️ ეა ზუსტად ის დასასრული იყო რაც მართლა მოიხდებოდა ამ ისტორიას♥️♥️ წარმატებები და ველოდები მომდევნო ისტორიას ♥️♥️

 


№22  offline მოდერი Girl... from the past

ტკბილიწიწაკა
ძალიან ემოციური და ძალიაან კარგი იყო ... გამაკვირვე და გამაოცე .. არ ველოდი მართლა ვერც კი ვიფიქრებდი ისე წაიყვანე და ისე დაამთავრე ჯერ კიდე შოკში ვარ.. უბრალოდ ძალიან ძალიან მომეწონა და ძალიაან მაგარი ისტორიაა ♥️♥️♥️ მე მჯეროდა შენი და ის იმედები გამიმართლე რასაც ველოდი ♥️♥️♥️ ეა ზუსტად ის დასასრული იყო რაც მართლა მოიხდებოდა ამ ისტორიას♥️♥️ წარმატებები და ველოდები მომდევნო ისტორიას ♥️♥️


უზომოდ მიხარია რომ აქ ხარ და ასმაგად მახარებს რომ მოგწონა.

კი აუცილებალდა მალე დავბრუნდები. გონებადი უკვე ვმუშაობ ახალ ისტორიაზე და ფურვლებზე გადმოტანასაც მალე დავიწყებ ❤

 


№23 სტუმარი ann

dzalian dzalian magari iyo

warmatebebi da velodebi axal motxrobas.

 


№24  offline მოდერი Girl... from the past

ann
dzalian dzalian magari iyo

warmatebebi da velodebi axal motxrobas.



მადლობა ❤

 


№25  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ნამდვილად ძალიან კარგი იყოო ყოჩაღ ... ცოტა სხვანაირ დასასრულს ველოდი თუმცა არც ეს იყო ცუდი წარმატებებიი

 


№26  offline მოდერი Girl... from the past

uchveulo
ნამდვილად ძალიან კარგი იყოო ყოჩაღ ... ცოტა სხვანაირ დასასრულს ველოდი თუმცა არც ეს იყო ცუდი წარმატებებიი



ძალიან დიდი მადლობა <3

 


№27  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომეწონა , ბოლოში ამეტირა კიდეც. ასეთი რეალობაა ეს სამყარო ხშირად ხდება ასაკობრივი ზღვარის გამო სიყვარულის უარყოფა, თუმცა დედის პოზიციაც გასაგებია.
წარმატებას გისურვებ და ველი ახალ ისტორიას.

 


№28  offline წევრი თე ოო

ძალიან მომეწონა დასასრულიც არაჩვეულებრივი იყო , ლინა შემეცოდა disappointed_relieved წარმატებები შენ და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით kissing_heart kissing_heart heart_eyes

 


№29  offline აქტიური მკითხველი terooo

ყოჩაღ... შეუდარებელი დასასრული იყო

 


№30  offline მოდერი Girl... from the past

terooo
ყოჩაღ... შეუდარებელი დასასრული იყო



ძალიან დიდი მადლობა <3

lalita
ძალიან მომეწონა , ბოლოში ამეტირა კიდეც. ასეთი რეალობაა ეს სამყარო ხშირად ხდება ასაკობრივი ზღვარის გამო სიყვარულის უარყოფა, თუმცა დედის პოზიციაც გასაგებია.
წარმატებას გისურვებ და ველი ახალ ისტორიას.



აუცილებლად, ძალიან მალე იქნება ახალი იტორიაც <3

თე ოო
ძალიან მომეწონა დასასრულიც არაჩვეულებრივი იყო , ლინა შემეცოდა disappointed_relieved წარმატებები შენ და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით kissing_heart kissing_heart heart_eyes



მადლობაააააააააააააააააააააააააააააა <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent